როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 11)
დაბნეული დაბრუნდა გიორგი სახლში, თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა იმ წუთს, საერთოდ არ იცოდა რა უნდა ეგრძნო. თავდაყირა დაუყენა ყველაფერი ამ პატარა გოგომ, თანაც ისე რომ წარმოდგენაც არ ქონდა. უხერხულად ახედა გამოსულ ნინიას, რომელიც თურმე ლაპარაკობდა, მაგრამ ბიჭს ერთი სიტყვაც კი არ გაუგონია. -ნინ, ტყუილა ლაპარაკობ_მოიფიქრა გოგო გადჩერებინა. -ვერ ვიტან ეგრე რომ მეძახი_სახე დაჭყანა ნინიამ. -ხვალ რა_დაღლილი სახით ამოილაპარაკა ბიჭმა -მთვრალი ხარ_თვალები გაუფართოვდა დას. -ნათიას სკოლის საღამოზე ვახლდი. -და იქ რა გააკეთე, ბოლოს წაკითხულ წიგნზე ისაუბრე? რომელიც ალბათ 10 წლის წინანდელია_სიცილი აუტყდა ნინიას და ტელევიზორს მიუბრუნდა. ვერც კი გაიაზრა ორი წინადადებით რამხელა პრობლემა წამოუჭრა ძმას და ამით მის გულს რა უქნა, წამიერად გაშეშდა გიორგი და მაშინვე ამოუტივტივდა ყველაფერი გონებაში. ის და ნათია ორ, სრულიად განსხვავებულ სამყაროს მიეკუთვნებოდნენ, ის ხელოსანი იყო, დღეების მანძილზე ხელში ჩაქუჩი და შპაკლი ეკავა, ნათია კი მასწავლებელი, მთელ დროს ისეთ ხალხთან ატარებდა სადაც თქვენობით ლაპარაკობდა და ფეხი ფეხზე გადადებული განიხილავდა მსოფლიო ამბებს. რა შეიძლებოდა საერთო ქონოდათ? ვიღაცის პირიდან აქვს გაგონილი მხოლოდ სიყვარული არ იყო საკმარისიო და მართალია, თუმცა სიყვარული სად არის? არამგონია მასსა და ნათიას შორის სიყვარული ყოფილიყო, კარგიცაა რომ არაა, ტყუილა დავიტანჯებოდითო_გაიფიქრა და სამზარეულოში შევიდა. დაკვირვებული მზერა გააყოლა დამ და უკანვე გაყვა. -გიორგი, დამელაპარაკე_ წინ დაუდო ძმას საჭმელი და თავადაც მიუჯდა. არეული თვალებით ახედა დას და თეფში გვერდით გააჩოჩა. -არ მშია. -გთხოვ, იქნებ დაგეხმარო_ ნელნელა უფრო ხვდებოდა ნინია რამდენად სერიოზულად იყო საქმე. -ნათია ჩემი საცოლე არაა_დაუფიქრებლად თქვა და თვალებ გაფართოებულ დას ახედა. -მის სახლში რემონტს ვაკეთებდი რომ გავიცანი, ნეტა გენახა როგორი იყო თავიდან_გაეღიმა ძველი ნათიას გახსენებაზე. -პირველად რომ ვნახეთ, არ იცოდა რომ მივიდოდით და ნახევრად შიშველი დაგვხვდა, ისე შერცხვა ორი დღე ვერ გვენახებოდა, მერე თითი ვიტკინე და მხოლოდ იმის ხათრით გამოჩნდა, რომ დახმარება მჭირდებოდა, თავადაც არ ვიცი როგორ, მაგრამ თამაში დავიწყეთ, მორცხვი გოგო, რომელიც ბიჭს ერთ მეტრშიც ვერ ეკარებოდა ისე შეიცვალა, რომ დღეს თავად მაკოცა_ დას ახედა გიორგიმ, რომელიც უკვე დამშვიდებული სახით უყურებდა. -ნეტავ ახლა შენი სახე დაგანახა_ხელი ჩაკიდა ნინიამ, -არ ვიცი გიორგი უკვე გიყვარს თუ არა, მაგრამ რომ მოგწონს მართლა ფაქტია, იცოდე მაინც როგორი სახით ლაპარაკობ მასზე. -მაგრამ როგორც აღნიშნე ჩვენ განვსხვავდებით_ხელები აიქნია ბიჭმა. -კარგი ერთი, და რა? ექიმი აუცილებლად ექიმს მიყვება ხოლმე, რადგან სხვა ოპერაციის პროცესზე ვერ დაელაპარაკება? ბაჩო ადვოკატია, მაგრამ მივყავარ მარკეტში მომიშავე, რა არ გამოგვივა? ეგ იმიტომ გითხარი, რომ თავად ვარ მასე როცა მივყვები ხოლმე სადმე, მაგრამ მთავარია ერთი შემომხედოს, ხელი ჩამკიდოს და სულ ფეხებზე მკი*დია სად ვარ. -დეტალები დაიტოვე_სასიძოს გახსენებაზე მაშინვე დაიჭყანა ბიჭი. -მოდი დინებას მიყევი, შენ არაფერი გააკეთო, ერთი კვირა დაიცადე, ვნახოთ ცხოვრება თავისით თუ მიგიყვანს მასთან, ამასობაში შენც დაფიქრდები, ისიც და ერთად მიიღებთ გადაწყვეტილებას. -რომ არ მიმიყვანოს? -მაშინ თავად მიხვალ_თვალი ჩაუკრა დამ და ოთახში მარტო დატოვა დასაფიქრებლად. ორი დღე მართლაც ითმინა გიორგიმ, მთელი არსებით სამუშაოში ჩავარდა და გონებას სხვა რამეზე ფიქრის უფლებას არ აძლევდა, მთელი გულისყურით უსმენდა უფროსს და სწავლას აგრძელებდა, ბიჭები ხვდებოდნენ რაღაც რიგზე რომ ვერ იყო, თუმცა ჯერჯერობით არავინ არაფერს ეკითხებოდა. მესამე დღეს უკვე დივანზე იწვა თვალებ დახუჭული ნათიას დაბნეული სახე რომ ამოუტივტივდა, როგორი დაფეთებული დაჰყვებოდა მაღაზიებში და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ელოდა. -რა საყვარელი იყო_გაეცინა სალონში შესვლისას გოგოს სახე რომ გაიხსენა. -რაზე ვფიქრობ? რა ჯანდაბაა_მაშინვე წამოჯდა და სახეზე ხელები ჩამოისვა, არ უშველა, ისევ ნათია უღიმოდა და აუტყდა კიდევაც სიცილი -გავებიი, ამის დედაც, გავები_სიცილს ვერ წყვეტდა და ბოლო ხმაზე ხარხარებდა, სანამ ნინია არ გამოვარდა პიჟამოებით. -სირენის ხმა რატომ იყო? _ძლივს გახელილი თვალებით ლაპარაკობდა. -მე ვიცინოდი_შეუღრინა დაწყნარებულმა ბიჭმა. -აა, მეც არ ვიფიქრე რაღაც ნაცნობი ხმაათქო, დავიძინო? -ხარ სადმე წასასვლელი? -არა. -მაშინ რა კითხვებით მოძრაობ ნინია?_იქეთ შეუღრინა ხასიათ გაფუჭებულმა დას და წამში ისევ წამოწვა. -უჟმური, რა ეშველება იმ გოგოს_თავის ქნევით ჩაილაპარაკა ნინიამ და ბეწვზე გაასწრო ოთახიდან ნასროლ ბალიშს. მეორე დღეს უკვე სამი სრულდებოდა სასადილოდ რომ შეისვენეს, გემრიელად ილუკმებოდნენ თომას ტელეფონმა რომ დარეკა. -გიას სალამი_მაშინვე დაცქვიტა ყურები გიორგიმ ნაცნობი სახელის გაგონებისას. -შენთვის როგორ ვერ მოვიცლი, სოფლის სახლი? კი შევძლებთ, ოღონდ ერთი კვირა გვინდა სადაც ვართ აქ დასასრულებლად. კი ბატონო ნახვა დღესვე შეიძლება და ჩამოვწეროთ მასალები. გამოგაყოლებ რომელიმეს ბიჭებიდან, კარგი გია._გათიშა თომამ და ჭამა განაგრძო. წამში გაუნათდა გონება გიორგის, ეს სწორედ ის სანსი იყო რაზეც ნინია ლაპარაკობდა, თუ ახლა თავად აღმოჩნდებოდა იმ მანქანაში და გაუშვებდნენ ცხოვრება თავისი ფეხით, უფრო სწირად სასიმამროს მანქანით მიიყვანდა მის გოგოსთან. მისი გოგო.... -ლევანის არ ცალია, გიორგი, შენ გაყევი გიას და სახლი ნახე, შეათვალიერე რა როგორაა, რა დაჭირდება, ნათიას უყვარს ძალიან აქაურობა და შევალამაზებო_ფიქრებში გართულს მოხვდა ყურს სასიამოვნო ინფორმაცია და გაეღიმა, გოგო მისი უნდა ყოფილიყო! სწორედ ამიტომ იდგა ახლა წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში ნათიას წინ და მონატრებული ათვალიერებდა გოგოს სახეზე თთოეულ ნაკვთს. -დავიწყოთ?_გაღიმებულმა გადმოხედა გიამ და საკუთარი ქალიშვილის გაშტერებული თვალები მთელი ძალით დააიგნორა. -დიახ , რა თქმა უნდა_მაშინვე გამოერკვა გიორგიც და სახლისკენ შებრუნდა. კარგა ხანს დადიოდენ, დეტალურად ათვალიერებდნენ, გიორგის თან ფურცელი და კალამი ჰქონდა და რაღაცეებს ინიშნავდა, ნათია ძველებურად ჰამაკში ირწეოდა და წიგნი ჭირა ხელში, მერე რა რომ ერთი წინადადებაც არ წაუკითხავს, მთავარია ეჭირა, მაშინ შესწორდა მხოლოდ გიორგის სილუეტი სახურავზე რომ დაინახა და შეშფოთებულმა დახურა წიგნი. -ესეც ასე, მოკლედ ერთ კვირაში ვიწყებთ ხო?_დააზუსტა გიამ, -დიახ ვიწყებთ_თავის დაქნევით დაეთანხმა ბიჭი. -შვილო შენ რას იზამ, წამოხვალ ხო? აქ ხმაური და მტვერი იქნება. -არა მა ვიქნები, მივეჩვიე ამათთან ცხოვრებას, თან ახლა აღარ გავუხტები პრეტენზიებით_სიცილით აათვალიერა წამით გაღიმებული ბიჭი და მაშინვე მოაცილა მზერა. -კარგი მაშინ ამათ საჭმელ სასმელი შენზე იქნება_თითი დაუქნია გიამ და გიორგისთან ერთად დატოვა ეზო. უკვე დასაწოლად ემზადებოდა ნათია მისი მობილური შეტყობინებამ რომ გაანათა. ნაცნობ ნომერზე გააჟრიალა და არც დაფიქრებულა ისე გახსნა შეტყობინება. „-იმედია ისევ ნახევრად შიშველი არ დაგვხვდები“ „-ძველი ჭრილობების გახსენებებს არ ვართ“ „-მე ჯანდაბას, დანარჩენებთან სირცხვილია“ „-და შენ რატო ჯანდაბას?“ „-ნათია, საქმროების არ რცხვენიათ“ „-საქმროები ერთი კვირით არ იკარგებიან.“ „-დამიჯერე, აღარ დაიკარგებიან“_რამდენჯერმე გადაიკითხა ბოლოს მოწერილი სიტყვები ხომ არ მეშლებაო და გაღიმებულმა დახუჭა თვალები. ეს მის ცხოვრებაში ნამდვილად ხდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.