ჩემი პირადი რუკა (ნაწილი I)
Იცი რას გავს ? ბაბუაწვერას , რომ სული შეუბერო , ყველგან მიმოიფანტება ჰაერში, მაგრამ მსუბუქად ნაზად და წარუშლელად Ჩაიფიქრე სანამ სულს შეუბერავდი ? Კი , რომ შენი სურნელი არასდროს გაქრეს Მიყვარს სუნები.. Მაინც ვერ მოგაყოლე , პირველად, რომ მნახე , როგორი სუნი მქონდა Ეგ როგორ უნდა მოვყვე ? შენს სურნელს პირველ რიგში ვხედავ , შემდეგ ნელ-ნელა ვეხები და ბოლოს ვგრძობ . ასე იყო პირველად და ასე .. “სული შეუბერო “ ისე ჟღერს თითქოს , სიცოცხლეს ჩუქნიდე , არადა შენი ერთი ამოსუნთქვა და უკვე ნაწილებად იშლება , კვდება Ზოგის სიცოცხლე , სიკვდილიდან იწყება . Იცი ? ყველა ბაბუაწვერა მეცოდება , რომელიც ქარმა გაძარცვა და იმ გრძელ გზაზე , ერთი ვიღაცის სურვილი, ერთი ვიღაცის იმედიც ვერ გაიყოლა . Იმედი , რომ …. * Თბილა , ვარდისფერი სარაფანი , ცისფერი ბასანოჩკები და იასამნისფერი აბადოკი , თითქოს არც ისეთი ცუდი ფერთა გამაა , მაგრამ ფერებზე ცოტა მოგვიანებით . Ადი გელოდება , გამოაცხო მაკამ უკვე კექსი და აუტანე სანამ ცხელია . ისტორია სამეცადინო გაქვს არ დაგავიწყდეს . ( მიუხედავად იმისა რომ , მეხსიერებას არ ვუჩივი მარტივად შემიძლია გითხრათ , რომ აუცილებლად ისტორია მექნებოდა სამეცადინო ) Ალბათ ლოგიკური იქნება , თუ ვიტყვი , რომ საკმაოდ მკაცრი იყო , სწავლის კონტექსტში არა, უბრალოდ ბუნება ჰქონდა მკაცრი. Ისეთი ოსტატობით ახერხებდა , მისი სიმკაცრე ჩემამდე სწორად მოსულიყო , რომ პროტესტის გრძნობა საერთოდ არ მიჩნდებოდა. Ყველაფერი ლოგიკას ექვმედებარებოდა და განტოლებასავით სასიამოვნოდ იხნსებოდა . ჰომ , ალბათ ახლა გასაგებია , რატომ მქონდა სულ ისტორია სამეცადინო . არადა, ვგიჟდებოდი ჩემი ისტორიის მასწავლებელზე , ის ქალი რომ არა დიდი ალბათობით ყველა ისტორიის წიგნს დავწვავდი . “ისტორიას დარჩა , როგორც ...“ ამ ფრაზის გაგონებაზე დღემდე ვღიზიანდები . არ აქვს მნიშვნელობა ისტორიას , როგორ დარჩება შენი სახელი, ან ვიღაც x ისტორიკოსი , როგორ აღიქვამს შენს საქციელს , მთავარია შენ , რომ შენს თავთან რჩები, ხან მარტო , ხან კიდევ ხალხმრავლობაში - გრჩება ერთი წუთი თავისუფალი , გვერდიდან შეხედო შენ თავს და არ შეგრცხვეს იმის , რასაც ხედავ. Არ მითხრათ , კარგ გამოცდილებას ტოვებს ისტორიის ცოდნაო , სხვის შეცდომებზე კი არა , საკუთარზე ვერ ვსწავლობთ. Მით უმეტეს , იმას ნუ მეტყვით, საზოგადოებაში გამოგადგება ეგ ცოდნაო, დაიმახსოვრეთ , არ გჭირდებათ იმ “საზოგადოების” აღიარება, რომელსავ თქვენ არ აღიარებთ. Ამას ვფიქრობ დღეს, და ამას ვფიქრობდი 12 წლის წინაც, ავრბოდი კიბეებს და გულის სიღრმეში მახარებდა ის ფაქტი, რომ 2 სართულით ზემოთ ნათლიაჩემი ცხოვრობდა . კარი გამიღო , ღიმილით შემხვდა ,ისეთი ლამაზი იყო , რომ გასაგები გახდა რას გულისხმობდა დედაჩემი, როცა ამბობდა” ყველა ფერის ტანსაცმელი უხდებაო” . ბაცი სალათისფერი შიფონის ზედა ეცვა და ატმისფერი ქვედაბოლო ( ეს ორი ფერი , ერთად სხვა ფერს ქმნის , ბედნიერების ფერს ) -გამიხარდა, რომ დროულად მოხვედი ქეთიც არ წასულა და გაგაცნობ . - ქეთი ? უი შენი ნათლული ? - მგონი ცოტა გულში ეგოისტობამ გამკრა , მაგრამ იმდენად კომუნიკაბელური ვარ, გაცნობის სურვილმა სძლია წამიერ სისუსტეს. - ხო , გახსოვს რომ გიყვებოდი , ჩამოვიდა ამერიკიდან , შემოდი , რა კარგი სუნი აქვს , მაკამ გამოაცხო ? - აჰაჰა, ხო აბა ნანას ოღონდ ცომი არ უხსენო და ყველაფერს გაგიკეთებს- დედაჩემი საუცხოო მზარეულია , უბრალოდ ოჯახში როლები გადაინაწილეს დებმა . სასადილოში შევედი დივანზე გამხდარი გოგო იჯდა , გრძელი წაბლისფერი თმებით , ქართველისთვის დამახასიათებელი სახე ჰქონდა . მაგრამ , აი წამწამებს მინიმუმ 1 წუთი ვუყურებდი , ისეთი ხშირი და გრძელი იყო , რომ საერთოდ სხვა იერს აძლევდა მის გამოხედვას . Ნათლიაჩემი კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევა , ამიტომ ვერ გეტყვით , რომ მან დაგვანათლა , მაგრამ, როგორც აღმოჩნდა მე და ქეთიმ უზომოდ გავუგეთ ერთმანეთს ჩემზე 7 წლით დიდი იყო და ბევრად უკეთ ერკვეოდა ისეთ საკითხებში , რის ანბანსაც მე მხოლოდ მაშინ ვიწყებდი. Დღემდე მაოცებს ის ფაქტი ნინოს მსგავსი ქალი მარტო , როგორ დარჩა , მაგრამ მაშინ კიდევ ფიქრობდა , რომ გამოჩნდებოდა ვინმე , ამიტომ დიდი აღტაცებით უსმენდა ქეთის ასტროლოგიაზე . ბოლოს პირადი რუკის იდეამ შემიპყრო , მეგობრებში დავიმატე და საღამოს მოსვლას გულის აჩქარებით ველოდი . ახალი ნაჩხუბარი ვიყავი მიშოსთან და იმედი მქონდა ქეთი მეტყოდა - დღეს თუ არა, ხვალ მოვა და პატიებას გთხოვს , იმიტომ რომ შენი ნამდვილი სიყვარულიაო . იმედი, კარგია … Ალბათ , უკვე შენიშნეთ , რომ თავი მკითხავთან უფრო მეგონა ვიდრე ასტროლოგთან , მაგრამ მოგვიანებით როცა ჩემზე ინფორმაცია მომწერა და რუკა წამიკითხა , მივხვდი , სადაც მოვხვდი . მოკლედ, ამ წერილს, მაშინ იმედგაცრუება მოჰყვა , არსად ეწერა მიშო , არსად იყო საუბარი ,არც ჩემს თეატრალურ კარიერაზე და არც ვიმბლდონის მოგებაზე. ასე , რომ წავიკითხე და დავივიწყე . ახლა იმედით ვიხსენებ , იმ იმედით , რომ ვიპოვი ჩემი რუკის დაკარგულ ნაწილებს . Პირდაპირ სიყვარულს ვერ ვეცი , საკუთარი თავის მომერიდა , ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი კლასში, სხვა თუ არაფერი მომავალი ჩოგბურთელი , და ეგეც , რომ არა “ ოჯახისშვილი “ ამიტომ პირველი კარიერაზე დავიწყე კითხვა. Ნუ მკითხავთ , რა განვიცადე , როცა წავიკითხე დიდი წარმატება გელის , როგორც ექიმს სავარაუდოდ მომავალი შენი პროფესიააო. Იქ , რომ არ შევწყვიტე კითხვა , დიდწილად ჩემი დიდი გრძნობის დამსახურება იყო მიშოსადმი . ნუ არც გადავახტი ,ბოლოს და ბოლოს , ჩემი “მომავალი ისტორია “ იყო, ნაპოლეონის ხომ არა. Ხელოვნებასთან მუდმივი კავშირი , მისწრაფება წიგნებისა და თეატრისკენ , მათემატიკური წინსვლა - ეს აბზაცი რომ წავიკითხე დავმშვიდდი , თითქოს დედამიწამ ისევ სწორად დაიწყო ბრუნვა. Ბევრი ვიკითხე , თუ ცოტა , ბოლოს ოჯახი და სიყვარული მოვიტოვე . მაინც გაბრაზებული ვიყავი მიშოზე და ეგ , რომ ბოლოს არ მომეტოვებინა დღემდე ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს . Საუკეთესო ქორწინება , სამი შვილი , სულიერი სიმშიდე - ეს ყოვევილე ჩემს რუკაზე , ვიღაც უცხო ეროვნების პირთან მიიღწწეოდა. Აი ამის გააზრება და ჩემი პანიკური სიცილი ერთი იყო . ჯერ ერთი საწყალი დედაჩემი , მთელი ცხოვრებაა იბრვძის ჩემმა ძმამ რუსი ცოლი არ მოიყვანოს , ახლა კი , რატომღაც მე გავყვე უცხოელს , და თან ეგეთი იდილია. Სხვა თუ არაფერი ნანა დაარღვევს მაგ სიმშიდეს- სამარადისოდ .. Ასე, რომ პირველი რაც იყო დედაჩემს ვკითხე დარწმუნებული ხარ , რომ 9 საათზე დავიბადეთქო . Და მაინც , რომელი საათი იყო , მაშინ როცა მე გავჩნდი აქ , და შენ იქ , სადღაც? Წერა, რომ დავიწყე , ჩუმი ფიცი იყო . არ მოგატყუებთ მე თქვენ, და თქვენ მე .არ მახსოვს ნათლიაჩემის ნათლულს რა ერქვა ,დავივიწყე, 13 წლის “მე-ს” არ მოეწონა ის პირადი რუკა , ახლა კი 25 წლისას მჭირდება იმ მიმოწერის თავიდან წაკითხვა . მისი სახელი , რომ მცოდნოდა , წერას არ დავიწყებდი , ან კიდევ რამდენიმე თვით გადავდებდი. Ან იქნებ აღარ არის ის რამდენიმე თვე ? Დუბაიში ცხოვრობს , ისევ ისეთი ლამაზია , მაგრამ ახლა შავი ჩადრი იმ ფერთა გამას პარავს სახიდან , რომელსაც 12 წლის წინ აღფრთოვანებაში მოვყავდი. Ვკითხულობ ხოლმე, ვწერ , ძალიან მიყვარს ნინო . სხვანაირად. Მაგრამ , ვერ ვკითხავ მის სახელს . რა ერქვა იმ გოგოს , რომლის წამწამებიც დღემდე მახსოვს , სახელი კი თითქოს არც არასდროს მცოდნოდა. *** -Გიო გთხოვ რა, შენ გამიკეთე კოსმო, ცოტა მეტი კუანტრო გაუკეთე , ნუ მაწუწუნებ . - ისეთი უწყინარი თვალებით ვუყურებდი , მგონი გიოც დაიბნა -Შენ ორ ჭიქაზე მეტს არ სვამ , იცოდე ახლავე მომიყევი თორემ, კოსმოს კი არა წყალს არ დაგალევინებ, ლიმნით . - დამგესლა და წამკბინა ჩემს “ოფოფებზე” Კოკა კოლას გიყიდი ჩემი რეცეპტით )) გამიკეთე და მოგიყვები . სად წავალ , ნავაჭრს გიზრდი , მადლობელი უნდა იყო . - კარი გაიღო და გიოც ეგრევე სტუმრებისკენ დაიძრა , აშკარად ფეხები უკან რჩებოდა . უცებ იმაზე დავფიქრდი , რას ნიშნავს , როცა ვიღაც გაკვირდება , შენს საქციელს სწავლობს და მერე შენივე ცხოვრების გზიდან ახვევაზე პასუხს გთხოვს . მაშინ “ პასუხის მოთხოვნად” მეჩვენა , იმიტომ რომ მეც მაგ განცდას ვკლავდი გულში . ახლა ,. უბრალოდ მეღიმება, მეღიმება მის ზრუნვაზე და დაკვირვებაზე. Ბარში შევიდა , უკვე მზადდებოდა ჩემთვის მესამე ჭიქა კოსმოპილიტენი . Კოსმოპოლიტენი vs ჩემი ფიქრები . ომი , რომლის გამარჯვებულიც მაშინ აღმოვაჩინე , როცა ჩემს ძმასთან 8 შოტი და 3 ლონგი დავლიე . იმ ღამესაც არ მომშორებია ფიქრები . ვერც მომშორდება , სასმელი უბრალოდ საუკეთესო წყაროა , საკუთარი თავის მოტყუების . თავს იტყუებ , თითქოს გაქვს იმის უფლება , რომ სუსტი იყო . დრო გააჩერო . არ იფიქრო . შედეგები მიიღო და მეორე დღეს მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლო “ ნასვამი ვიყავი … “ - Აუუუუ , ბოლომდე გამიკეთე, თავისი გაფორმებით , ჩემი თვალები არ თვრება. - ეგრევე დავუყვირე , ვიცოდი შაქარლამები და მალინის მოყრები დაეზარებოდა . ბოლოს და ბოლოს მესამე ჭიქა იყო, მისი აზრით. Არადა , მე შეიძლებოდა ეს კოსმოები მხოლოდ იმისთის მეკვეთა რომ გამეგო , როდის დაუმთავრდებოდა ერთნაირი ჭიქები , როდის მობეზრდებოდა ლაიმის ნახევარ მთავრის ფორმაზე დაჭრა , როდის გაურევდა ცელსს ,აბსოლუტის ნაცვლად , როდის შემომიბღვერდა და მეტყოდა - დავიკეტეთო . ასე ხდება , განა- ბარში , ჩვენში … -Დამაცადე ბოლომდე გაკეთება და იქნება ყველაფერი .- არ ნებდება ხოლმე , ვითომ აპირებდა ვაჟბატონი გაფორმებას . Ხალხი იმატებდა , დღეს დჯ უკრავდა და ყველა მაგიდა თითქმის დაკავებული იყო. ბევრი ნაცნობი სახე , ჩემთვის ბევრის მომცემი და ბევრი რაღაცის წყარო . ისე , როგორია, როცა ვიღაცის წყარო ხარ და შენ არ იცი . ალბათ პირად უფლებებს , ვურღვევ , ჩემი დისტანციური შესწავლით , მაგრამ წარმოიდგინე მივედი და ვეუბნები “ გაკვირდებით , ჩემთვის კარგი მასალა ხართ” . დიდი ალბათობით , ყველაზე მძიმე მასალის რაღაც მომხვდება თავში , ან მინიმუმ ყველაზე მსუბუქი - თეთრი ბილეთი.. Მოდის , აიიი სამი ნაბიჯიც და 90 ანების top- კოქტეილიც .. მის ფონზე მას ვხედავ … კი , კი განსაკუთრებით პოპულარული იყო კოსმო “ sex and the city” ში ხსენების მერე … ხო , რა თქმა უნდა , მარტო არააა , ამჯერად ამასთან ერთად მოვიდა.. Არა , არ იფიქროთ , რომ ეს კოქტეილი , მაგიტომ მომწონს და სნობი ვარ … ააა , თქვენ ფიქრობთ , რომ ეს ბიჭი მომწონს ? არა . კოსმო მიყვარს ეს ბიჭი კი - მეზიზღება . ჰომდა, იმას ვამბობდი , რომ ჯერ შემიყვარდა კოსმოპოლიტენი , მერე გავიგე ისტორიაა და ლამის გადავწყვიტე აღარ მყავრებოდა ,რადგან უბრალოდ ყველა ქერა- “ ერთი კოსმო , აუ თუ მოჰიტო “ . მოკლედ მერე დავიჯერე ეს გემოების ნაზი ბალანსი, სულელი გოგოებისთის არ დამეთმო . ჩემი ინგრედიენტი დავუმატე და უკვე სხვა კოსმო იყო . სიმპატიურ ბიჭებს რა მოვაყარო თავზე , ვანილი თუ დარიჩინი ? არა ,მოდით , ეგენი ისევ “ჭკვიან “ გოგოებს დავუტოვოთ. - Გიო მეექვსე მაგიდაზე, რომ სხედან .. . კაი არაფერი დაიკიდე - Გოგო ნერვებს ნუ მიშლი , არ გადამრიო , გიჟების ბუდეა. Რა გინდა , დიდი ხანია ეგ “სასტავი” არ მინახავს აქ ,და მაგის კითხვა მინდოდა . - მართლა მაგის კითხვა მინდოდა , უბრალოდ აღარ ვკითხე . დალევა შევწყვიტე . განა ნასვამი ვიყავი და სისულელეს გავურბოდი ? უბრალოდ იმ იდეას გავექეცი , რაც ჩვენში დაინერგა- გოგო . მარტო ზის ბართან სვამს . ამ საღამოს რას აკეთებ ? . მაგ საღამოს , არ მინდოდა “ვიღაცებს” ფეხი წასცდენოდათ და კიდევ უფრო დამკარგვოდა წარდმოგენა. Ზოგადად მიყვარს, როცა დოგმებს ვანგრევ , თან ისე , რომ ... . მეტწილად , ჩვენი გონება დაღლილია მსჯელობით , ერთხელ რაღაც “ნორმას” მივიღებთ და მაგის მერე ერთი ფაქტი გულისხმობს მეორეს . ოოო , აი ეგ კი , ჩემთან არ გამოგადგებათ . იაზროვნეთ, თუ გინდათ მიხვდეთ მეორე ადამიანს . არასდროს გაუსწოთ დროს და არ გამოიტანოთ დასვკნა მისი ერთი საქციელის საფუძველზე . ეცადეთ შეიცნოთ , და რომ მიხვდებით ეს რამდენად შეუძლებელია , გაიღიმეთ, თვალები დახუჭეთ და საკუთარ თავს წარმატება მიულოცეთ . Კარგად ვცეკვავ , ჩემით არ გამიკეთებია ეს დასკვნა, იმ დღესაც ვცეკვავდით , ვერთობოდით . მეექვსე მაგიდიდან რამდენიმე მათგანი მეცეკვა . სიმართლე გითხრათ სხვებს არ ვიცნობდი, არც შორიდან ამიტომ უბრალოდ ვერთობოდი და დისტანციურმა ზიზღმა იმ ბიჭის მიმართ გადამიარა . ბოლოს და ბოლოს, არც სახელი ვიცოდი და ასეთი აგრესია 1 წლის ნახვის მერე მგონი უადგილო იყო .. ყველაფერს ვაკვირდები , ვაკონტროლებ და თუ მჭირდება, ვიხსენებ ხოლმე. Იმ მომენტში, სულაც არ შევუწუხებივარ იმ ფაქტს , რომ ზედაც არ მიყურებდა , თავისი გოგო არ ჰყოფნიდა , მეორე მაგიდაზე ვიღაცას “კერავდა” . კოსმოპოლიტენს არ ვაღიარებ , როცა ყველას ედება და ბიჭს ხომ წარმოგიდგენიათ ? Ალბათ, ჩემი სახლში წასვლის დრო იყო . მაგრამ - ალბათ . საკუთარ “მე-ში” ჩაძირულს , არც შემიმჩნევია როგორ დაცარიელდა რიგით მეექვსე მაგიდა . სრული განტვირთვის დრო დგებოდა . ახალბედა მზარეული მიღიმოდა , იმედი ჰქონდა დაღლილი დღის მერე ცოტას წაველაპარაკებოდი … პატარ - პატარა იმედები ქმნიან იმ დიდ იმედს… Შავი ტოპი . ლურჯი საროჩკა, წელზე მოხვეული . მაღალწელიანი შავი შარვალი . ჩვეულებრივი ტრიოა ხომ ? ნუ ჩქარობთ, მე ხომ ჯერ არ მითქვამს , ის ლურჯი , როგორი ლურჯია . მე არც ის მითქვამს , რომ ის ორჯერ უფრო ძვირი ღირდა იდენტური საროჩკისგან . მხოლოდ ერთი წარწერა გულზე “ if you tell the the truth , you don’t have to remember anything” . არ იცოდა ამ სიტყვების ფასი , თორემ ბევრად უფრო ძვირი ეღირებოდა … Ჩემს უკან იდგა , ის სუნი ჰქონდა . ცივი ვანილის , სველი ხის და აღელვებული ოკეანის, მარილიანი იყო , პირი გამიშრა, მომწყურდა . ახლა ჩემი წყალი ეგ სუნი იყო . არ გამიხედავს, დღეს საკმარისზე მეტი ვუყურე . თვალები აუცილებლად დაივიწყებენ მას . და ისე , რამდენი დღე გაძლებ შენ უწყლოდ ? - Უნდა მეწყინოს , ჩემი წასვლა , რომ არ შეიმჩნიე ? - როგორი ცინიზმი იღვრებოდა ნელ-ნელა , მშვიდად და თავდაჯერებულად . - Ვის მოსვლასაც ვერ ამჩნევენ , წასვლას მითუმეტეს არ ამჩნევენ .- ალბათ გგონიათ ირგვლივ სიცხე ჩამოწვა , მაგრამ არა , ირგვლივ ყველაფერი გაიყინა . დროც კი . - Ვერ- არ , კარგი სიტყვების თამაშია - Დარწმუნებული ვარ , უკეთესი თამაშებით ერთობი ხოლმე. - რომ მკითხო , თბილი ადამიანი ვარ, ძალიან მეტყობა ხომ ? -Ისეთი კატეგორიული ხარ , ელიზაბეტს უნდა გეძახდნენ და არა ლიზის - თვალი ჩამიკრა და ისევ მეექვსე მაგიდასთან მივიდა ახლა უკვე ძმაკაცთან ერთად .Აი ასე , ჩემი გეიმი , ერთი დარტყმით მომიგო . მაგრამ მთელი სეტი ჯერ წინ იყო.. მან ჩემი სახელი იცოდა . მე ? იცით , ზოგჯერ წაგებას უფრო დიდი ემოცია მოაქვს . სიხარულის ემოცია , გამარჯვების . იქნებ ამ შემთხვევაში , მეც წაგებისთვის ვიბრძოდი ? Გიო საოცრად დაძაბული მიყურებდა , კარგად მიცნობს უკვე 2 წელია ახლოს ვმეგობრობთ და 24 საათს ერთად ვატარებთ . მთხოვა შემეცვალა , თავისმა ძმაკაცმა მოაკითხა , ვატომ . მაგაზე უარი , რომ მეთქვა არ მაპატიებდა . ბარში გემრიელად მოვკლათდი და … - Გოგონი, ორი ამერიკანო და ერთი თქვენი საფირმო პიცა გაგვიკეთეთ - მეექვსე მაგიდაზე აშკარად სკლეროზი შეინიშნება. 2 წუთის წინ ლიზა ვიყავი თუ ელისაბედი ,ახლა კი “გოგონი” . მშვენიერია . - Დიახ ახლავე , სხვა რამეს ხომ არ ინებებთ ? - მოკრძალების ზენიტს ვეთამაშებოდი - Დიახ , ეგ საროჩკა მხარზე , რომ გაქვს გადმოწეული გაისწორე თორემ მგონია , რომ მე მეპრანჭები”თ” . - იცოდა , რასაც ამბობდა . - Უკაცრავად , მართალი ხართ .- ეს ვთქვი და საროჩკა გავიხადე , მართლა ლამაზი ტოპი მეცვა - ახლა , უკვე, არა მარტო თქვენ , სხვებსაც ვეპრანჭები . - გავუღიმე და წამოვედი Ნეტავ რამდენი ხანია ჩემი სახელი იცის ? ვცდილობ გავიხსენო , ვინმემ სახელით , თუ მომმართა … გიოც უკვე თავის ადგილს დაუბრუნდა მეც გარეთ გამოვედი და ცივ კოლას ვსვამდი . კარგი ამინდი იყო , თითქოს სიცივემ და სითბომ ზავი დადო . 2 წუთში ჩემს გვერდით იდგა . სიგარეტს მოუკიდა და მშვიდად ამოისუნთქა . ეს ის სიმშვიდე იყო , უკიდეგანო ტკვილის მერე , რომ გიჩნდება . -Არ გთავაზობ , ვიცი რომ არ ეწევი. - ისეთი თავდაჯერებული და გაწონასწორებული იყო , ლამის დავიჯერე . არადა მისი თვალები , ბრაზს და ცეცხლს აფრქვევდა . ალბათ საკმარისი იყო ჩემი ერთი “ტკბილი “ პასუხი და ყველა ერთად დავიწყვებოდით - Ხო , არ ვეწევი . კიდევ რა იცი , იქნებ რამე არასწორად იცი? - ტონი შევარბილე , კამათის თავი არ მქონდა, ან უბრალოდ ,აღარ მინდოდა. - Დიდი ხნით იყავი პარიზში ? კარგი ფოტოები გამოვიდა, მომეწონა - თითქოს არც გაუგია რა ვუთხარი . გავშრი, აი პარიზზე კი არავის ულაპარაკია დღეს ჩემთან. სანამ რამეს ვიტყოდი თვითონ გააგრძელა -Თუ შენ წინა მოგზაურობა უფრო მოგწონს? Მილანები და ვერონები.. - გაეცინა და შიგნით შევიდა . Შუშიდან ვხედავდი პიცა მზად იყო , შევვარდი და გიოს ვუთხარი მე მივუტანთქო . - თქვენი პიცა მზადაა, ელიზაბეტი მქვია და თუ რამე დაგჭირდებათ ასე მომმართეთ - სასწაულ თამაშს ვთამაშობდი - Ელიზაბეტი როგორი კატეგორიული სახელია , ლიზა უფრო მოგიხდება - არ დააყოვნა . ყველაფერი გასაგები იყო … 15 წუთში ჩამიარეს კართან მისული უკან გამობრუნდა . ბარს ხელი დააყრდნო, თვალებში ჩამხედა და ... - Ვიცი , რომ იცი , ჩემი სახელი და გვარი , მაგრამ ხვალ , რომ არ მითხრა არ ვიცოდიო, ლუკა ხარძიანი გესაუბრებათ ქალბატონო ლიზა . მარტივად მომძებნი- არაფერი მათქმევინა კარისკენ წავიდა და გამომძახა- ვიიცი მოგინდება ამ საღამოს მოწერა.. Გახდილი საროჩკა ჩაიცვა , ლამის ღილები შეიკრა , გარეთ იდგა და იღიმოდა ვიცი ამით რისი თქმაც უნდოდა … მე კიდევ ვფიქრობ , რომ ჩემი ტოპი ძალიან ლამაზი იყო , სადა . შავი . მაგრამ მაინც ძალიანაც ფერადი … *** Ბატონო ლუკა , მგონი ზედმეტი მოგივიდათ. გარდა იმისა , რომ არ ვიცოდი თქვენი სახელი , უფრო მეტიც , იმ საღამოს გვარიც ვერ დავიმახსოვრე . ხარძიანი , ცოტა სირბილე არ აწყენდა ამ თანხმოვნებს … Მეორე დღეს ჩემი ძმა მოფრინავდა, ამიტომ ბარში ვერ წავედი . საღამოს 10 ზე ტელეფონზე მზარეულის ზარი იყო . - Ლიზი აქ ერთი ბიჭი იყო მოსული , ჩემი კუთვნილი ელარჯი სად არისო . მოკლედ გადავგვრია , 10 ჯერ აუხსნა გიორგიმ , რომ ევროპული სამზარეულო გვაქვს - Ანუ ახლა იმისთვის მირეკავ, რომ მენიუში ელარჯი დავამატოთ თუ ? - Არა ასე გვითხრა , თქვენს მიმტანს, ლიზის უთხარით გუშინ ელარჯს , რომ შემპირდა სადააო. Ნუ მიმტანი ლიზი არ გვყავს და რავიცი ვიფიქრე დამერეკა - Კარგი , კარგი . არ უთხრა , რომ ჩემი ბარია . უთხარი დღეს სმენაში არ არისთქო . Გამეცინა , ჩემი გვარი თუ ასეთ დაპირებებს იძლეოდა არ ვიცოდი . ჰომ დამავიწყდა მეთქვა , ღამის 5 საათამდე იმ ბარში იმიტომ ვიჯექი , რომ მე ვკეტავ ხოლმე . ჰომ , ჩემი ბარია . ამას ხაზი , იმიტომ არ გავუსვი , რომ ადრეა, ვერ გავუგებთ ამ საკითხში , თქვენ ჯერ კიდევ ყველაფერი პირდაპირ გესმით . ის უბრალოდ ბარი არ არის … Რანაირია? Პარიზები , მილანები იცის , და ვის ბარში დადის არა? Მადლობა , რომ სასურველი პოზიცია დამითმე თუნდაც სულ ერთი დღით . Პირველი გაზაფხული იყო , როცა თვალწინ ამიყვავდა ნუში და ვერ შევამჩნიე . ვიჯექი მინდორზე მზე მანათებდა , ზამთრისგან გაყინულ ძვლებში ნელ-ნელა იჭრებოდა , იმედის სხივები . წინ ვიყურებოდი , ალბათ ასე ჩანდა , მაგრამ თქვენ იცოდეთ , რომ წარსულს ვუყურებდი , უკან ვიქექებოდი და ამ მოედანზე განცდილ ემოციებს ვიხსნებედი . 7 - 8 წლის წინ აქ ერთი გოგო დარბოდა , ჩოგბურთელობა უნდოდა . კართან სიმპათიური ბიჭი ელოდებოდა ბროწეულით ხელში, ზუსტად იცოდა მიშომ , ის თუ წავიდოდა , ბროწეულები არასდროს დატოვებდნენ ამ მინდორს . უცებ ირგვლივ ფერად პეპლებს მოვკარი თვალი , ჩემი პეპლები იყვნენ , ჩემგან წამოსული . ვგრძნობდი, როგორ მტოვებდა ჩემი ბავშვობის უდიდესი სიყვარული , ზუსტად იქ , სადაც თავის დროზე ყველაფერი დაიწყო …. ახლა ხომ თავისუფალი ვარ , რატომ ვერ მივდივარ ? რისი მეშინია ? მომწონდა პეპლების ფერები , მომწონდა , რომ წლების მიუხედავად შავი ნოტები არ ერია მათში , მომწონდა იმის ყურება როგორ უახლოვდებოდნენ მოცისფრო-მოვარსდისფრო ცას , მომწონდა როგორ ხდებოდნენ ერთნი. Საათს დავხედე , დრო იყო წასვლის .. . ნეტავ , მოვა დღეს ელარჯის მაძიებელი ? რავიცი, კარგი გურმანი , არასდროს კარგავს დელიკატესს ... *** Დილით კლინიკაში მივედი , ნევროლოგიის კათედრაზე მაშო მელოდებოდა. Რა თქმა უნდა, ოდნავაც არ გაკვირვებია ჩემი დაგვიანების ამბავი. ადგილი ჰქონდა გვერდით შენახული . მე-7 კლასელი ბავშვივით ვერ ვითმენდი, მინდოდა მალე მომეყოლა ყველაფერი … არადა მე, ხომ დიდ სადაქალოს 1 თვის მერე , შემთხვევით, თუ მოვუყვები ჩემი ქაოსური ცხოვრების ნაწყვეტს . თხელი, გრძელი, მოოქროსფერო თმები , ბოლოში აპრეხილი ბოლოებით . გამეღიმა , წარმოვიდგინე, როგორ ადგა 20 წუთით ადრე და სარკესთან დიდი მონდომებით იხვევდა , დამყოლ თმებს . თმები დამყოლი ჰქონდა, აი ხასიათი კი ნამდვილად არა… ფანჯარასთან ვისხედით , მზესთან ყველაზე ახლოს , იცის როგორი მცივანა ვარ. Ზოგადად ჩემზე ყველაფერი იცის . მეც ვუყურებდი , როგორ უჩნდებოდა ჭორფლები და ვითლიდი , მგონი მარტო მაშოს უხდება , სხვაზე არავიზე მომწონს. ამ უიმედობის დროს ერთი მკვეთრი სხივი იყო , ამიტომ გადაწყვიტე სადაც მეშვიდე კლასი , იქაც მეხუთეთქო . რვეულიდან ფურცელი ამოვიღე და წერა დავიწყე . ახლა არ მითხრათ , ტელეფონზე მიგეწერაო. Ჯერ ერთი, ფურცელს და კალამს მაგნიტური კავშირი აქვთ . რაც იწერება , სრული ემოციის მატარებელია და მეორეც , ჩემი გვარი მარტო ელარჯთან ნუ ასოცირდება , ლექტორსაც დავაჯერე, რომ მის “ნაამბობს” ვიწერდი .. წერილი გადავაწოდე და ასე 1 საათი ფურცლებით ვუყვებოდი იმ ღამის შესახებ . ბოლოს “ იქნებ , რამე მოვიმიზეზოთ და ლექციიდან გავიდეთ ? ვეღარ ვითმენ , ხმამაღლა უნდა მომიყვე ეს ყველაფერი - პატივისცემით მაშო ცინცაძე “ - მაშოს ასოების ბოლოებიც აპრეხილი იყო , ამაზე კიდევ უფრო გამეღიმა . Ამ ლექციაზე 40 ადამიანი ვსხედვართ , დაურიგეთ იდენტური ტექსტი და უბრალოდ ამ ტექსტის გადაწერა გვთხოვეთ . საშუალოდ 15 წუთში მოვრჩებით ყველა წერას. Ზოგი თავს გამოიდებს და ასოებს მოქარგავს, ზოგიც ვალდებულების გამო გადაწერს, დაჯღაპნის . ბოლოს ერთი შეკითხვა დასვით “ შემთხვევით , ხომ არ გახსოვთ რაზე იყო ეს ტექსტი ? “ სიჩუმე , დაძაბულობა … თქვენ ხომ მათ უბრალოდ გადაწერა სთხოვეთ , არ დაგივალებიათ …. Სამ წუთიანი სიჩუმის მერე , მადლობა უთხარით სტუდენტებს . კი , მაგრამ რისთვის ? ნუთუ ,არ იცით , რომ მათი ხელწერა მათივე სულის გარეგანი გამოხატვაა . სიტყვებს შინაგანი ემოცია აძლევდა ფორმას , შინაარსი ხომ არავის ახსოვდა … -Როგორია? - ერთი სიტყვა, ათას მოლოდინს იტევდა. Გაშეშებული მიყურებდა , მერე გვერდზე გაიხედა , თითქოს მოსაფიქრებლად დრო მომცა -Მაღალი - მალევე ვუპასუხე. ვიფიქრე , ჩემი ერთი სიტყვაც ბევრს იტევდა , მაგრამ ვინანე ისეთი სახით შემომხედა. -Ოჰ კარგი ერთი , ანუ , მე , მომავალი ნევროლოგი ქალი ( კიდევ კარგი იცის, რომ იმდენი ხანი უნდა ისწავლოს ნევროლოგი გოგო ვერ იქნება ) ნევროლოგიის ლექციას იმისთვის მომაცდინე , რომ უბრალოდ ვიღაც მაღალი ბიჭი “გაიცანი” ? - ოო რავიცი , როგორ აგიხსნა . სიმპატიურად თავხედია რა - მაგარი რაღაც მოვიგონე , კმაყოფილი ვიყავი , სრულად აღწერდა ბ. Ლუკას ეს ორი ზედსართავის “მიქსი” - ხასიათით , რომ თავხედია ეგ არ ჰყოფნიდა ხომ ? სიმპატიურობაც თავხედი ჰქონია - ჩაფიქრდა მივხვდი ვიზუალის დეტალებს იკვლევდა - ჭაობისფერი თვალები აქვს , დიდი შავი წარბები და ირონიანარევი მკაცრი მზერა . მაინც ვერ გავიხსენე რა გვარია , თორემ ხომ გაჩვენებდი ფოტოებს .- ის ხომ გახსოვს რამდენი გრადუსით აეწია ტუჩის კუთხე, ღიმილის დროს ? გადამრევ გვარი როგორ ვერ დაიმახსოვრე- ძლივს მოვიდა ავტობუსი , ეს ჩემი გაწონასწორებული დაქალიც ბოლთას მცემდა , საოცრება - საერთოდაც, ტუჩებზე არ შემიხედავს - გაბრაზებულმა ვუთხარი - მაგის კი მართლა მჯერა, მაგრამ გვარი რანაირად არ გახსოვს - არ ჩერდებოდა მაშო, ჩვენთვის ვბუტბუტებდით ავტობუსში. Უცებ დავფიქრდი , შეიძლება ახლოს მჯდომ ბებოს , ტუჩები რომ ალუბლის ფრად მოეხატა , ვაწუხებდით . ამიტომ გავჩუმდით, და ფიქრით ლაპარაკი გავაგრძელეთ . მარყვენა ხელზე მწვანე ბეჭედი ეკეთა , ნეტავ ვინ აჩუქა ? ან იქნებ საერთოდ თვითონ იყიდა . ფაქტია , ძალიან უხდებოდა მის თეთრ კანს , რომელსაც ნაოჭები შეჰპარვოდა. Თითოეული ნაოჭს თავისი წლოვანება და ემოცია ჰქონდა … - იცოდე , მაინც და მაინც, დღეს ნუ მოიკალვ მუშაობით თავს და ბარში ნამდვილი ლიზა იყავი , გაპრანჭული - დამარიგა მე - მაშომ , რომელსაც 1 წელი ძალით ვუსვამდი ტონალურს და ტუჩსაცხს . ნუთუ ასეთი დაბნეული ვიყავი ? - დამირეკე იცოდე ეგრევე- მაკოცა და გაუჩნარდა , დამავიწყდა მეთქვა ახალი ვარდისფერი კოსტუმი ძალიან უხდებოდა. Ჰო , აშკარად ძალიან დაბნეული ვიყავი .. Სახლში ავირბინე , მაკიაჟი შევისწორე , თმები გავიშალე, ჩემი სუნამო დავისხი , დედას ვაკოცე და გამოვედი. Ბარში , რომ მივედი თავი უკეთ ვიგრძენი , 30 საათი ზედმეტად დიდი დროა , მენატრებოდა ყველა კუთხე . სმენა ჩავიბარე , ჩილიმი გავიკეთე და ნერვული სისტემის ემბრიოგენეზს მივუძღვენი თავი . როგორც კი მოსაღამოვდა ბევრი შეკვეთა იყო, ამიტომ ლიკუნას დავეხმარე . ჩემი ახლო მეგობარი იყო . საერთოდ ბარში ყველა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი მუშაობდა… Სამზარეულოში ვიყავი ხმა , რომ გავიგე … ჩემი საქმე დავასრულე და მერე გავედი ( ხომ შეიძლებოდა წასულიყო ? შეიძლებობა. მაგრამ ვინც მიდის, მისთვის არ უნდა იჩქარო ) . ნამდვილად , თავხედად სიმპატიური იყო , ხაკისფერი ტანზე მომდგარი მაისური ეცვა . იმ დღეს , თუ გამოგრჩა , როგორი ნავარჯიშები ვარ შეგიძლია ახლა დამაკვირდეო . ზურგით იდგა , თავის ძმაკაცს მთელი ემოციით რაღაცას უხსნიდა . ბოლოს მანვე მიახვედრა ჩემკენ თვალით . ალბათ იფიქრეთ , რომ შემობრუნდა და შემომხედა . არა , არც გამოუხედავს ისე ზურგით გემრილად ჩაეშვა დივანში . ბოლოს მიმტანს დაუძახეს , ლიკუნა მივუშვი , შეკვეთა დიდი ყურადღებით ჩაიწერა , უკან რომ ბრუნდებოდა ლუკამ დაუძახა “უკაცრავად” . მგონი ცოტა ელამია ლიკუნას დაუძახა და სახე ზუსტად იქ გააჩერა , სადაც მე ვიდექი . - ეს ვინ მოსულა ? მე მეგონა, ჩემმა გამოჩენამ ისე დაგაფრთხო , სამსახურიდან წახვედი. -უკვე ბარის სკამზე იყო მოკალათებული და სულ დაავიწყდა ლიკუნასთან “საქმე , რომ ჰქონდა” - არა შენმა გამოჩენამ დამატებითი სმენები ამაღებინა - გავუღიმე. Იმასაც გაეღიმა და თითქოს ერთმანეთი სათანადოდ დავაფასეთ “ სიგესლეში” - როგორ ხარ? Როგორ ჩაიარა უჩემოდ გატარებულმა ერთმა დღემ , მაგრამ რაღა უჩემოდ ,როცა ჩემზე ფიქრი არ გასვენებდა - ლიკუნას სთხოვა ვისკის ჭიქა იქვე დაედგა , ოჰო აშკარად ბართან გადმომიცხოვრდა. - მე არაჩვეულებრივად , მაგრამ შენი მეგობრები შენი ნარცისიზმის გარეშე მოიწყენენ აქ რომ გადმოჯექი . -ჩემმა მეგობრებმა იციან რისთვის მოვედი , თუ გგონია , რომ მარტო თქვენ ბარშია ჯეიმსონი და სხვაგან ვერ დავლევდი ? როდემდე უნდა იფასო თავი და არ დამამატო მეგობრებში ? - და შენც , რა თქმა უნდა გეშინია , რომ შენ დამიმატებ და მე შეიძება არ დაგიმატოოო - არა , შენი დამატება რომ მდომებოდა დიდი ხანია სახელი და გვარი ვიცი ადრეც დაგიმატებდი . პრინციპის ამბავია , მე კი პრინციპს არ ვღალატობ - კარგი, მაშინ დაველოდოთ მე როდის დაგიმატებ - დიდი ხანი არ მომიწევს ცდა - თუ იცი შენი სითავხედე სწორად როგორ გამოხატო , ამ საქციელს აუცილებლად თავდაჯერებულობაში ჩაგითვლიან , ასე ჩავუთვალე ლუკასაც . - ლიზ , მესამე მაგიდაზე ჩილიმის შეკვეთა უნდათ , ვერ გაესაუბრები ?- ისეთი მორიდებით მითხრა ლიკუნამ , რომელიც საერთოდაც არ სჩვეოდა - ახლავე , უცხოები არიან ? - ხო პირველად ვართო , ოღონდ აუციელბლად იმ გოგომ უნდა გააკეთოსო - იმ გოგოზე ერთ ყმაწვილს, ჩემს წინ , რომ იჯდა სახე გაეყინა. - არ გაუკეთო , მე გადავიხდი მაგის ფულს და უფროსსაც არაფერს ეტყვი - როგორ დამამშვიდა , არ ჩამიშვებდა თურმე - არ შეიძლება , ყველას შენსავით ხომ არ ეცოდინება ჩემი სახელი ? - ღიმილი იყო აქ საჭირო- მალე დავბრუნდები - ვუთხარი და, უკვე მესამე მაგიდასთან ვიდექი. Ჩემს საყვარელ არომატზე დავითანხმე , კოქტეილებიც შევარჩევინე და დავუბრუნდი ლუკას , რომელსაც ის გოგო ეხვეოდა იმ დღეს , რომ ჰყავდა მოყვანილი ბარში . არ შევიმჩნიე , მშვიდად ნერვის შეუტოკებლად დავიწყე არომატის დაჭრა . -ნატუკა დაჯექი ბიჭებთან და მოვალ მეც მალე - კისერზე ჩამოკიდებული გოგო მოიშორა ისე , რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის - აუ კაი რა ლუკა , შენ გამო მოვედი , რა წესია - ისევ მოეხვია გოგო - შეუკვეთე იმ გოგოსთან რაც გინდა- ლიკუნაზე ანიშა - მიდი , თორემ შეიძლება მალე გავიდეთ - დაემორჩილა ნატუკა “უფროსის ბრძანებას” - რამდენი ხანია აქ მუშაობ ? - ისე მკითხა თითქოს არაფერიო - გახსნის დღიდან - მეც ისე ვუპასუხე , თითქოს ნამდვილად არ იყო არაფერი - რას ამბობ ანუ , რომ ორი წელია აქ მუშაობ ? მერე არ გახსოვარ ? ადრე ხშირად დავდიოდი - ჩვენთან ხშირად ბევრი დადის. Საერთოდაც, მე ყოველ დღე აქ ვარ , შენ არ გახსოვარ და რატომღაც მე მახსოვდე - ხო , რომ არ გახსოვარ , იმიტომ მიყურებდი ეგეთი თვალებით იმ საღამოს . ასე ითრგუნები ყურადღებას, რომ არ გაქცევენ ? - შენ , შენს აქ დგომას ყურადღების არ მიქცევას ეძახი ? - შენ კითხვაზე , კითხვით , რომ არ მიპასუხო არ შეგიძლია ? - შენ , შენი ნარცისიზმი და თავდაჯერებულობა ცოტახანი , რომ ჩაიხშო რა აზრის ხარ? - ამდენი თავის დაფასებით და სიამაყით ჩემთან ცხვირს წაიტეხ და ცნობისთვის , ლამაზი ცხვირი ნამდვილად არ გაქვს - არადა ჩემი ცხვირი ზოგს გაკეთებულიც კი ჰგონია. “პატივნაგები” ცხვირი , რომ არ მოსწონს ხომ წარმოგიდგენიათ საერთოდ რას ფიქრობს ჩემს ვიზუალზე . რისთვის მეჯდა წინ ? რომელი სულიერების მაძებარს ეგ ჰგავდა ? -მიხარია , რომ ჩემს ცხვირზე შენნაირი კომპეტენტური ადამიანი მესაუბრება - თვალი ჩავუკარი და ჩილიმი წავიღე სტუმრებთან. Ნატუკა უკვე ბართან იდგა და პიცის ნაჭრებს თავისი ხელით აჭმევდა . აი , როგორ გამოიყურება “ნამდვილი” სიყვარული გავიფიქრე და წინ დავუჯექი წლის წყვილს . ისეთი ზიზღით უყურებდა ამ გოგოს , როგორც მე დილით თაფლიან გერკულესს. Ბოლოს კისერში აკოცა და ისევ მაგიდას დაუბრუნდა .მე მიმტკიცებდა რამეს , თუ საკუთარ თავს არ ვიცი , მაგრამ ნატუკასნაირებზე ნერვებს ვერ ვხარჯავ. Ეს , მე ვიცი , მაგრამ ლუკა რატომ იყო ასეთი დარწმუნებული ამაში, მაოცებდა. Ნუთუ ასე კარგად “შემისწავლა” ამ ორ დღეში ? - ტელეფონზე სმს-ი მოგივიდა , იქნებ ვინმე სიმპატიური ბიჭი გიმატებს , შანსს ხელიდან ნუ გაუშვებ .- ტელეფონს დავხედე , ვიღაც ლუკა ხარძიანი მიმატებდა . Გამეღიმა , მარტივად დავიმატე და საერთოდაც არ შევიმჩნიე -ახლავე , ნუ დამათვალიერებ . წინ გიდგავარ და ამით ისიამოვნე -ერთი წელია ველი , როდის დამიმატებ და აბა როგორ ? - გავუცინე - რამდენი წლის ხარ ლუკა ? - შემდეგი კითვა რა არის , ცოლად როდის მოგიყვან ? - 2 წლის , აშკარად - დამელოდები , როდის გავიზრდები ? - არ ხუმრობდა , არც ასაკს გულისხმობდა. - სხვა არჩევანი რა მაქვს? - სწორია , არჩევანი არ გაქვს . წავედი სანამ ნატუკა მოვიდა , კალთაში ჩამიჯდა და ახალშექმნილი ოჯახი დამინგრია . - შაჰ აბასობა დაგმშვენდებოდა , ჩემო ლუკა -” ჩემო “ ჩქარი ტემპით მიდიხარ ლიზიკო - მაგიდასთან მივიდა და ნატიკოს ხელი გადახვია Იდიოტი, უცებ კარი გაიღო და ცოტნე შემოვიდა . შემამცივნა , რომ წარმოვიდგინე ეს ორი ერთ მაგიდაზე… ცოტნე ჩემი მეგობარია, რომელსაც მოვწონვარ და ამ ფაქტს არა , თუ მალავს , არამედ საჯაროდ აცხადებს ყველამ კარგად რომ გაიგოს.. - ლიზიი , ლიზიიი , ჩემო ლიზიი - წამიმღერა , კი ნამდვილად შემამცივნა . მის უკან ჩვენი საერთო მეგობარი ჯაბა დავინახე და ამოვისუნთქე - რაო ცოტნე დღეს არ მუშაობ და სასმლით სისხლი მოიწამლე ? - გავუღიმე და გადავკოცნე - ამხელა კაცის მოვლა არაა, ხომ მარტივი ჯაბა ? - ტვინი წამიღო , ლიზისთან გავიდეთ ჩილიმი მოვწიოთო , ვიზიარებ - გადაიხარხა ჯაბამ - და კიდევ დედაჩემმა შემოგითვალა , როდის უნდა გამოყვე ჩემს ბიჭს ცოლადო ? - “გამოთქმით “ მითხრა ცოტნემ - გადაირიე ? არ გრცხვენია ხომ საერთოდ ? - არა - თმა გადამიწია ცოტნემ- შენ ხომ არ გრცხვენია , რომ არ გიყვარვარ? Მაგის თმაზე შეხება და ფხაკუნის ხმა ერთი იყო “ უკაცრავად , რაღაცის შეკვეთა გვინდა” ლუკას ძმაკაცი მეძახდა -წავედი ბიჭებო , თქვენ ახლა ჩილიმი ნამდვილად არ გინდათ , ხვალ გამომიარეთ და ვილაპარაკოთ . ჯაბა შენ გაბარებ ამ ლოთს - ცოტნეს რაღაცის თქმა უნდოდა, გავაჩუმე და კარი მივუხურე Ლიკუნა უკვე მისული იყო , არაფერი შეუკვეთეს , ლუკამ ანგარიში მოითხოვა და ისე გავიდა ბარიდან , რომ ზედაც არ შემოუხედავს . ხალხი შეცოტავდა მე და ლიკუნა ყავას ვსვამდით და თავისი დის ამბებს მიყვებოდა . ღამის ოთხი საათი იყო , ვისხედით ცარიელ ბარში , გარეთ ვიყურებოდი, ძალიან წვიმდა . დიდი ალბათობით აღავინ მოვიდოდა , მაგრამ ალბათობა , იმის ალბათობაა , რომ ლუკას დაერღვია . ისეთი სველი შემოვიდა , დავიბენი . გასაწური იყო . მომენტალურად იმაზე დავიწყე ფიქრი ოფისში მშრალი მაიუსური ხომ არ მქონდა , მისი ზომა . -დამელოდე , მგონი მშრალი რამე უნდა მქონდეს , ასე გავიცდები .- შემოსასვლელში იდგა , ხმას არ იღებდა , ლიკუნაც ჩუმად იყო . ახლა ძალიან მინდოდა ლუკას რამე ეთქვა, თუნდაც სტანდარტულად მწარე, ოღონდ ეს სიჩუმე გამქრალიყო … ოთახიდან სწაფად გავედი ოფისსში ჩემი დატოვებული ბარის ლოგოიანი მაისური მოვძბნე და გამოვიტანე , ლიკუნამ მთხოვა სამზარეულოში შევალ მთელი დღე არაფერი მიჭამიაო . მაისური მივაწოდე ვიფიქრე , არ გამომართმევდა, ან მინიმუმ საპირფარეშოში შევიდოდა და იქ გამოიცვლიდა . გამომართვა, თავისი მალევე გაიხადა სანამ თავს გვერდზე გავწევდი შევამჩნიე საკმაოდ დიდი შრამი ჰქონდა მარცხენა მხარეს . Ღამის 5 ის 15 წუთია , სრულად გაყუჩებულ ქალაქში ზურგზე დიდი შრამით ბიჭი მიდგას წინ . წვიმის წვეთები ნელ - ნელა ტოვებს მის შავ თმებს , ის კიდევ ისევ ჩუმად დგას, მიყურებს , ჩემგან რამდენიმე ნაბიჯით შორს , მაგრამ ყველაზე ახლოს .. - ლუკა რისი ჩაი გიყვარს? - შენ ? - ხრწნიანი ხმა ჰქონდა -ჩაი არ მიყვარს , მაგრამ თუ ვსვამ მხოლოდ ხილის - ხოდა მაშინ მეც ეგ მიყვარს - კარგი 2 წუთში მზად იქნება - შენ უნდა გააკეთო ? - თხოვნანარევი კითხვა იყო - ხო , ლიკუნა ჭამს , ცოდოა , ძალიან დაიღალა -მაშინ არ მინდა . აქ დაჯექი ცოტახანი მელაპარაკე , ჩაის სახლშიც დავლევ - გავიგე , რომ ვისკს სხვა ბარშიც დალევ და ჩაისაც რამენაირად, სახლშიც გაგიკეთებენ , მაგრამ - მაგრამ სხვაგან შენ არ ხარ - დაამთავრა ლუკამ - მაგრამ , ახლა არ უნდა გაცივდე - არადამაჯერებლად შევუსწორე . ბარში შევედი და ჩაი გავუკეთე , ზუსტად ისეთი , როგორიც მე მომეწონებოდა . სული მეწვოდა , ისე მინდოდა უბრალოდ მეზრუნა , თან უზომოდ თავს ვიკავებდი - ვინ არის ? - არ ამოუხედავს ისე მკითხა, ზუსტად ვიცოდი ვიზეც -ვინ , ვინ არის ? - ღრმად ამოისუნთქა ჩემს კითხვაზე , თითქოს ბოლო წვეთ მოთმინებას მოუხმო - გემრიელია შენი ჩაი - მოვინდომე - ვაღიარე - როგორ ჩაგაბარეს ამხელა ბიზნესი ასეთ პატარა გოგოს ? - მოიცა შენ რა იცი ? - მილანები და პარიზები ვიცი , და ვის ბარში დავდივარ არა? - კიდევ კარგი არ ვწითლდები , თორემ ჩემი აზრების წაკითხვის გამო , ჭარხლად გადავიქცეოდი - ეგ რა შუაშია - თავისმართლება დავიწყე - უბრალოდ -უბრალოდ , ეგრევე , რომ არ გავუსვი ხაზი ჩათვალე , არაფერი ვიცოდი - გაეცინა ტკბილად - ჩემთვის რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს შენ თანამდებობას? Შენ გაინტერესებს მე რას წარმოვადგენ? - შენ გინდა ვიცოდე რას წარმოადგენ ? - არა, არ მინდა . შენ მომიყევი ისეთი რამე , რაც არ ვიცი შენზე - მე რა ვიცი , შენ რა იცი - იცი იმ დღეს , უკვე ვიცოდი , რომ შეგიყვარდებოდი - სევდიანად მითხრა - კეთილი იყოს შენი დაბრუნება ლუკა , შემეშნდა მეგონა წვიმამ , შენი ცინიზმიც ჩამორეცხა - იმედგაცრუებულმა ვუთხარი - არ გინდა ჩემი სიყვარული , არ იქნები შენ ბედნიერი , არ ვარ მე ის კაცი, ვინც შენ უნდა გიყვარდეს . - და ვინ გითხრა , რომ შეყვარებული არ მყავს და არ მიყვარს? - შენ , თუ შეყვარებული გყავს და ახლა ჩემთან ზიხარ , ჯობს კიდევ მე გიყვარდე , ვიდრე ის არაკაცი , რომელიც ახლა ამ წვიმაში შენთან არაა და არ ზრუნავს -წვიმს , შენც კიდევ , ცხოვრების ბოლო წუთებს ხომ არ ვითვლით - არ გიყვარს არავინ , თორემ გეცოდინებოდა , რომ მის გარეშე ნებისმიერი წუთი საშიშია .. - ისეთი გამოცდილი მელაპარაკები , შენ ვინმე გიყვარს? - კი მიყვარს - ეგრევე მიპასუხა თითქოს მთელი ცხოვრება ამაზე ჰქონდა ნაფიქრი , გავშრი , არ ვიცოდი რა მეთქვა - ნატუკა ? - ქერა გოგოს , როლს ნუ თამაშობ , თორემ ვინანებ აქ რომ ვზივარ - კაი ხო , რა მოხდა , ვიხუმრე . რატომ არ ხართ ერთად ? - ვინ გითხრა , რომ ერთად არ ვართ ? - ერთად, რომ იყოთ , ახლა აქ არ იჯდებოდი , და თუ ერთად ხართ მაშინ ჯობს , რომ აქ არ იყო , თორემ მალე აღარ იქნებით - რატომ ფიქრობ ეგრე ? შენ ეგეთი ეჭვიანი ხარ? - მე არ ვარ ის გოგო , ამიტომ ჩემი მაგალითები არ გამოგადგება - გათხოვდა - ისე მშვიდად მითხრა , თითქოს არაფერი - გათხოვდა? Გოგო გიყვარს და სხვაზე გათხოვების უფლება მიეცი შენ ? - ემოციები ვერ დავმალე - მაგას უფრო ვუყვარდი , ამიტომ ვიცოდი ყველაზე უფრო დიდი სასჯელი იქნებოდა მისთვის ჩემს მერე სხვასთან ყოფნა , ამიტომ გავუშვი - შენც არ დაგკრავს ბედნიერების ელფერი - სამაგიეროდ , მე იმედის ელფერი დამკრავს , რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება . მაგას კიდევ, იმედზე ოცნების უფლებაც არ აქვს - რამდენი ხანია ? - 3 წლის შვილი ჰყავს, ლუკა დაარქვა - არააა? დღემდე გიყვარს და კიდევ იმედი გაქვს , რომ ეგ გრძობა გაივლის ? - იმედი კარგი რამეა , ლიზა დამიჯერე - ალბათ იმ დღეს ყველაფერს დავუჯერებდი , მაგრამ არაფრის ისეთის თქმას არ აპირებდა ... Ჩემს თითებს უყურებდა , თითქოს მოყვანილობას იმახსოვრებდა, ყველა დეტალს .. მაგრამ ახლა საერთოდ ვერ ვხვდებოდი რაში სჭირდებოდა.. Სიჩუმეში დაგვათენდა , უბრალოდ მისი კმაყოფილი , მშვიდი სუნთქვა მესმოდა. - ახლა უკვე, იცი სად უნდა მომწერო - გაიცინა , წამოდგა და გასასვლელად გაემზადა- ჩემს მაიკას დაგიტოვებ. ძააან , რომ მოგენატრები ჩაეხუტე - როგორც მეტყვით .- არაფრის თავი აღარ მქონდა . წავიდა . კარი დავკეტე და იქვე წამოვწექი, მივხვდი ლიკუნას ოფისსში ჩაეძინა. Ნახევარ საათში სმს-ის ხმამ გამაღვიძა “ სახლში ვარ , ნუ ნერვიულობ ასე “ . მახსოვდა ტელეფონი შეერთებული ჰქონდა .ვიფიქრე, საერთოდ დარჩა . “მე მეგონა ტელეფონი დაგრჩა” “ შენ გინდოდა ტელეფონი დამრჩენოდა და დავბრუნებულიყავი , ნუ გეშინია შენი ფიქრების . მითხარი, რომ გინდა მოვიდე და მოვალ “ … Მაინც მომიშხამა ხასიათი ბატონმა . Თვალს ვეღარ ვხუჭავდი . ცოტნე გამახსენდა . დღეს როგორი ნასვამი იყო . გულში გამკრა ,თითქოს ამ საღამოთი ჩვენს მეგობრობას ვღალატობდი . ვიცოდი ყველაფერი იქამდე იყო კარგად , სანამ მე მარტო ვიყავი და სანამ მას სხვა შეუყვარდებოდა. ვინ გამოჩნდა რო ? სხვაზე შეყვარებული ლუკა ? “მაგარი” გამოჩენები მაქვს მე .. მინდოდა მიმეწერა ცოტნესთის . მომეკითხა, სინდისი დამემშვიდებინა , მე ხომ ჩემებურად ძალიან მიყვარდა , ამდენი წელია უკვე . ვიცოდი ,ეს ეგოიზმის გამოხატვა იყო . მას სხვანაირად აუჩქარებოდა გული ჩემ მინაწერზე. არც მე ვიმსახურებდი მისგან სამუდამო ლოდინს , ამიტომ …. Ნეტავ როგორია ის გოგო . მგონია, შავი ,ბუნებრივად ხვეული, გრძელი თმები , ხორბლისფერი კანი და წითელი სავსე ტუჩები უნდა ჰქონდეს. კიდევ კარგი ბიჭი არ ვარ, თორემ აუცილებლად აფრო-ამერიკელს მოვიყვანდი ცოლად და აი მანდ კი , ნამდვილად გული გაუსკდებოდა დედაჩემს . არ მინდა ვიფიქრო რომ ლამაზი ღიმილიც აქვს .. მინდოდა ყველა დეტალი მცოდნოდა მათ შესახებ . ლუკა აღარ იყო საინტერესო . მათი ისტორია მჭირდებოდა , ერთი მთლიანი , ყველა ემოციით სავსე . რეალურად , თუ მინდოდა გამეგო ვინ იყო , ეს უკვე ამ გოგოს გარეშე წარმოუდგენელი იყო . ისინი ერთნი იყვნენ , და ამ ფაქტს არ გავურბოდი …. Მე და ლიკუნამ დილით ბარი მოვაწესრიგეთ , ტაქსი გამოვიძახე და სახლში წავედი . უნდა დამესვენა, საღამოს ეკატო უბრუნდებოდა ქალაქს . აი ენერგია ისე მჭირდებოდა , როგორც არასდროს . წარმოგიდგენიათ რამდენ ემოციას და ისტორიას ჩამოიტანდა პირველი მოგზაურობიდან , თან სად იყო ? - პარიზი!! Ჩემი და მაშოს დაბადების დღის საჩუქარი იყო .. ჩვენ, ექიმი ხალხი, ვერ ვახერხებდით წასვლას , ამიტომ იურისტი დაქალი მარტო “მოვისროლეთ” თან რამდენიმე მკაცრი პირობა წავუყენე ! Თმა შევაჭრევინე “ პარიზულ სტილზე” - ვერ ვიტან გაპუწული , რომ დადის Არანაირი ტრანსპორტი , მხოლოდ ფეხით სიარული Არც ერთი დღის განხილვა , არც ერთი ემოციის გაზიარება , სანამ არ ჩამოვიდოდა Მაშო თვლიდა , რომ ასე უფრო ვძაბავდი ჩვენს დაბნეულ ეკატოს,მაგრამ არ მაინტერესებდა . ჩემი მოგზაურობის დროს მივხვდი , იქ, იმ მომენტში მთელი სიმძაფრით ვერ აღვიქვამდი ნანახს. Ჩვენ , ხომ იმდენ ფოტოებს ვათვალიერებთ სხვისი მოგზაურობიდან , თითქოს ყველგან ვიყავით . თითქოს არაფერია ახალი და განსაკუთრებული .. ეს პირველადი განცდები , მოგზაურობიდან 1 კვირაში რადიკალურად იცვლება . თვალებს ხუჭავ და შენს მოგონებს ეძახი , მოოქროსფრო სტაფილოსფერი დაკრავს ამ კადრებს , სიძველის, სითბოსი . იაზრებ, რომ 16840 კილომეტრით შორს, შენგან ხელ მარჯვნივ , რომ აღმოჩნდე არ დაიკარგები …. Ნათლად წარმოგიდგება წვრილი ქუჩები. ჩაფრენიდან პირველ დღეს ყველა ერთმანეთს , რომ ჰგავს .სასტუმრომდე მისასვლელი გზის კარგად დასწავლის, მერე იწყებ ისეთი დეტალების აღმოჩენას , როგორიცააა ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება მცენარეებისადმი . არ ვხუმრობ. Ნუ გეცინებათ . რომ მკითხოთ რომში ყველაზე მეტად რა მოგეწონააო - გეტყვით აივნებზე გადმოკიდებული ყვავილებითქო . ასე , რომ ამ განცდებს ვერ მოვაკლებდი ჩემს შვილივით ნაზარდ ეკატოს … მე და მას დაქალობის დიდი ისტორია გვაქვს, იმდენად დიდი , რომ დაქალობა აღარ ეთქმის. Გამიგია, ოჯახის წევრებს არ ირჩევენო, დაქალებზე ეგ არ გამოდგება.მეც არ ამირჩევია ეკატო , ეს აშკარად ბევრად უფრო ადრე გადაწყდა ჩემგან დამოუკიდებლად. Იდგა სკოლაში ჩემთვის სრულიად უცნობი გოგო, წითელ კაბაში . ტიროდა ,ვიგრძენი მე მელოდებოდა.. Ჩემზე 2 წლით პატარაა , მაგრამ თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ხანდახან ცდილობს ყველას ასაკით გადაასწროს. ბუხრის წინ დაჯდეს და სიბერეს მისცეს თავი , მაგრამ პირობას გაძლევთ არ გამოუვა . Სახლში თავზე წაკრული დედაჩემი დამხვდა , სულ ჩხუბი გვაქვს ასე ნუ დადიხარ - მეთქი , მაგრამ თავს თურმე მე ვატკიებ და თავზეც არ წავიკრაო? Საყვარელია , თითქოს არასდროს არ არის არაფრით კმაყოფილი რასაც ვაკეთებ . მაგრამ ბევრჯერ გვისაუბრია და ვიცი , რომ ერთადერთი , რაც აძლიერებს ჩემი და ჩემი ძმის წინსვლაა … არასდროს არაფერი დამიმალავს , არც ერთი სახლიდან გასვლა , თუნდაც ღამის 3 საათზე . არც ერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება . ვთვლიდი ქალმა , რომელმაც მთელი ცხოვრება მე დამითმო იმსახურებდა ყველაფერი სცოდნოდა . საჭმელი გამითბო და თავისი ხელით მაჭამა . დღემდე ასე მანებივრებს, თუ თვითონ არის გაბრაზებული მაკა არასდროს არის ჩემზე გაბრაზებული და მუდამ მზადაა საჭმელიც მაჭამოს და თმებიც ჩამიწნას . მოკლედ , გამიმართლა რომ ორი დედა მყავს : ერთი , რომელიც ყველაფერს ითხოვს . მეორე, კი არასდროს არაფერს . ყავა ნანამ მოადუღა , ხილი მაკამ დაჭრა, მე კიდევ თეფშები დავაწყვე . ყველაფერი ერთი საუკეთესო მელოდიის რიტმს ემთხვეოდა . დავსხედით და რამდენიმე დღის ინფორმაციები მიმოვცვალეთ . რა თქმა უნდა, არც ლუკას ამბავი დამიმალავს . ფოტოები ვაჩვენე . დედაჩემს გაეღიმა , შენს ძმას ჰგავსო იერით . საერთოდ არ ჰგავს , ჩემი ძმის მსგავსს არავის ვიცნობ , როგორც ვიზუალით ასევე ხასიათით. Მაგრამ , რომ დავფიქრდი ამჯერადაც მართალი იყო დედაჩემი . რაღაც ჰქონდათ საერთო , ალბათ სტილი.. Ყველა დეტალი არ მომიყოლია , არ იმსახურებდა ლუკა ამ ეტაპზე ამას … სრულ იდილიაში ჩაიარა ყავის დალევამ , მაგრამ ვიცოდი დღეში უკვე რამდენ კითხვას მოვისმენდი , სადაც სახელი “ლუკა” ერია .. ახია შენზე ლიზა. Გადავწყვიტე სასადილოში დამეძინა, მიუხედავად ამდენი თავისუფალი საძინებლისა . დივანი გამოვწიე , ისე რომ მზე მანათებდა , სამ ფუმფულა საბანში გავეხვიე და ტკბილად დავიძინე , რომ გავიღვიძე აღმოვაჩინე სამის ნაცვლად ხუთი მეფარა . ალბათ ისე მოკეცილს მეძინა, ერთ გავლაზე ნანამ დამაფარა მეოთხე და მეორე გასვლაზე მაკამ მეხუთე. Ხომ ვთქვი , ზედმეტად საყვარლები არიან- მეთქი. Ტელეფონი ავიღე . ბევრი შეტყობინებიდან არ გეტყვით , რომლის წერილი უფრო ადრე გავხსენი ლუკასი თუ ცოტნესი .უბრალოდ გეტყვით , ორივეს ის აინტერესებდა რას ვშებოდი … ცოტნემ გუშნდელის გამო ბოდიში მომიხადა,” ხომ იცი ვხუმრობდი და არ მინდოდა შენი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებაო . საღამოს გამოგვილი ყავა დავლიოთ მე გაგიყვან ბარშიო “. უარის თქმის უფლება არ მქონდა , როცა საკუთარ თავს რაღაცაში ზღუდავ უნდა ვიცოდე , რომ ამ შეზღუდვის მიზეზი ნამდვილად იმსახურებს ამას . მინიმუმ , უნდა ვიცოდე , რომ გაჩენილ პროტესტს მისი ნაბიჯები გადაფარავს და მაგრძნობინეს რომ ეს მაგად ღირდა .. თეთრი შარვალი , წითელი ტუფლები და ცისფერი საროჩკა მოვირგე , რაც არ უნდა ჩამეცვა არაფერი მომეწონებოდა აზრი არ ჰქონდა . სახლთან ახლოს კაფეში პიტნის ლიმონათი შევუკვეთე , ნევროლოგიის კონსპექტის წერა დავიწყე . წარმოგიდგენიათ, საშუალოდ 0.4 გრამიანი წარმონაქმნი თავის ტვინში , რომელსაც ჰიპოფიზი ჰქვია, იმდენ ფუნქციას ასრულებს , რამდენსაც მე საშუალოდ 55 კილო ვერც ვიოცნებებ. ყველაფრის კეთება შეგვიძლია , მაგრამ ყველაფერი გვეზარება … ზოგადად მედიცინაში მომწონს ბალანსის სწავლა , თითქოს ყველა ორგანო იმისთვის არის , რომ შენ გემსახუროს , მაგრამ საკმარისია შენ მათზე “ ფიქრი “ შეწყვიტო, რომ ჯერ თავს მსუბუქად შეგახსენებს , შემდეგ ძალას აუცილებლად მოუმატებს და ისე დაგიმორჩილებს , რომ უკვე შენ ემსახურები მას , და არა ის -შენ .. მაგრამ არიან “ჩემნაირი” ორგანოები და დაავადებები , რომლებსაც იმდენად დიდი მოთმენის უნარი აქვთ , რომ საერთოდ არ გტკივა , ვერც ხვდები რამე პრობლემა თუ გაქვს, ამიტომ შენც აგრძელებ ცხოვრებას იღებ მაქსიმუმს და გასცემ მინიმუმს . იღვიძებ დილით და აღარაფერია ისე , როგორც გუშინ . ყველაფერი გტკივა , ყველაზე ძვირფასაც გაიღებდი , მაგრამ იმდენად გვიანია , რომ საკუთავი თავის გაწირვის გარდა სხვა გზა არ გაქვს , ეგეც არ უნდა შენს ორგზანიზმს შენგან , არაფერი უნდა.. Რატომ ვაგვიანებთ ყოველთვის, ყველგან ? Ცხოვრების წესი უნდა იყოს ბალანსი . მახსოვს პირველად ცეკვაზე , რომ შევედი თითოეულ მოძრაობას სხვადასხვა ბალანსი ჰქონდა , ზუსტად ეს განასხვავებს საუკეთესო მოცეკვავეს, კარგი მოცეკვავისგან. Სხეულის წონის ბალანსის გადატანა და შენარჩუნება იწვევს ფრაზას - კი არ ცეკვავს დაფრინავს! Იფრინე , მერე., სანამ ჯერ კიდევ დროა . Კაფეში , რომ მოვედი “story” დავდე ინსტაგრამზე , ნახევარ საათში ცოტნე თავზე დამდგა - ყავას ჩემს გარეშე , რომ სვამ სწორი საქციელი გგონია შენ ? - ისე მიცინოდა თითქოს პახმელია მე მქონდა და მაგას არა - სულელო, ყავას არ ვსვამ . მაგარი საზიზღარი ლიმონათია - 1 საათია, რაც შევუკვეთე და მარტო ორი ყლუპის დალევა შევძელი - ხო აბა რა, მარტო თქვენ გაქვთ კარგი სახლის ლიმონათი - ჩვენ და “მარანში “ მალინითა და მარაკუითი - ოხ ეს შენი ეგზოტიკა, ლიზიკო - დამცინა და ჩავარდა პუფში , ძალიან უყვარდა მოფერებით , რომ მეძახდა. თითქოს მთელ თავის ემოციას მაგ სახელის დაკნინებაში ატევდა . - რას შვები ცოტნიკო . მოყევი სად დალიე გუშინ - ჩვენ რა არ გვავიანდება ? დიდი ეკატერინე , ქალი მობრძანდება - აუ კაი ?? გახსოვდა , რომ დღეს მოფრინავდა , საათიც კი ! შენ მართლა პრინცი ხარ რა- გულით ვუთხარი , როგორ შეეძლო ყველას ბედნიერებაზე ეზრუნა არ ვიცოდი . ხუთ წელზე მეტია , რაც ვმეგობრობთ და დღემდე მაოცებდა. - გოგო , მე კი ვიცი პრინცი, რომ ვარ ეს შენ , რით ვერ გაიგე თორემ .. შენ ეკატო მარტო შენი დაქალი გგონია ? ჩემი ძმააა და შენ , თუ არ აპირებ დახვედრას მე წავედი - კაი ნუ ბუზღუნებ , ისედაც თავი მისკდება . დამელოდე , გადავიხდი და წავიდეთ- ბარათი ამოვიღე - თქვენი უკვე გადახდილია - სასაცილო ხმით გააჯავრა მიმტანს - სად მოასწარი ? ხომ იცი , რომ ვერ ვიტან ასეთ საქციელს - რომ სოფლელობ , მაგიტომ მიწევს ჯერ მიმტანი ვნახო , გადავიხადო და მერე მოვიდე შენს სანახავად - მანქანის კარი გამიღო - დაბრძანდით ლიზიკო , ტილიკო - ტილიკოც ხარ და რწყილიკოც , იდიოტო Ბოლო ხმაზე ვმეღეროდით , რაღაც სიმღერას . ასე გაგვაყვა დრო მე , ცოტნეს და ჩვენ დიდ საერთო სამეგობროს . ტელეფონზე უცხო ნომერი მირეკავდა , მაგრამ რადგან ჩემი ნომერი მქონდა მითითებული ბარის საკონტაქტოდ , არ გამკვირვებია . - გამარჯობათ - მოკრძალებით მივმართე , იქნებ ჯავშანი იყო - გამარჯობათ, მაგიდის დაჯავშნა მინდა დღეს საღამოს 10 საათზე - რამდენ ადამიანზე ? - 2 ადამიანზე , ცოტა მყუდრო ადგილას . ზუსტად 10 საათზე მზად, რომ იყოს ერთი ჯინ ტონიკი და ერთი , რაღაც ვარდისფერი კოქტეილი გაქვთ სახელი არ მახსოვს -უი , ალბათ კოსმოპოლიტენზე ამბობთ - ხო ალბათ, ერთი ეგ( სახელის გამეორებაც დაეზარა ) Კიდევ ჩილიმი , თუ შეიძლება , გრილი არომატის . დანარჩენს , რომ მოვალთ მოვიფიქრებთ - ხომ არ გირჩვნიათ , რომ მოხვალთ მერე გავაკეთოთ კოქტეილები? გაწყალდება შემთხვევით , რომ დაგაგვიანდეთ . - არა , არ დადგვაგვიანდება ზუსტად 10 საათზე, თუ შეიძლება - რა თქმა უნდა, სახელი და გვარი , რომ მითხრათ გავაფორმებ შეკვეთას - კოკი ჯაფარიძე , მადლობთ , ნახვამდის - ტელეფონი გავთიშე. უკვე აეროპორთთან ვიყავით , დრო იხელთა , იფრინა ! ბავშვია , ამხელა კაცი . Აეროპორტში შევედით , თვითმფრინავიც მალე დაეშვა , იქამდე თხილის ჩურჩხელა მიყიდა , თითქოს 3 წლის ბავშვი ვარ და სასყიდელი მჭირდება სადმე მშვიდად , რომ ვიჯდე და ფეხები აქეთ - იქეთ არ ვაქანაო . ნუ სამი წლის ბავში არ ვარ , ამიტომ ჩურჩხელაც გამოვართვი და ფეხების ქნევისგანაც არ შემიკავებია თავი . აშკარად ბარგი არ ჩაუბარებია , ამიტომ ერთ-ერთი პირველი იყო , ვინც გამოვიდა . კივილი , წივილი , ტირილი .. გიჟია ეს გოგო .. პრიზი “ ყველაზე ემოციურ, ცრემლის უშრეტელ არსებაში “ გადაეცემა ეკატოს . 5 დღეა , რაც წასულია და აეროპორტში ყველას ეგონა 1 წლიანი ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო . მოკლედ , მეც მიხაროდა ამ კუდაბზიკა ქალბატონის დაბრუნება , მარამ სად შემეძლო ამდენი ემოციის გამოხატვა . Მანქანაში ენა არ გაუჩერებია , ლამაზად გამოიყურებოდა , ჩემი ნაჩუქარი სარაფანი ეცვა , ახალი კაშნი ეყიდა, სპეციალურად ფერებში . დიდი საყურეები და შლაპა. Აშკარად უფრო მეტი უნდა დამეძინა , მეტი ენერგია მჭირდებოდა , მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი , ლუკას ტელეფონი , რომ დარჩენოდა და დაბრუნებულიყო ამდენსაც არ დავიძინებდი . ჯერ მე დამტოვეს ბარში . ცოტნემ კი ეკატო სახლში გაიყვანა . შევთანხმდით დღეს ბარში “რამეს” ავღნიშნავდით და პარიზულ ვოიაჟებს მოვუსმენდით. Ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ჩემი უკვე არაფერი უკვირთ არც კოქტეილი , არც საჭმელი და ჩილიმი მითუმეტეს. Ამიტომ არ ვიცოდი , როგორ გამეხარებინა ჩემი მეგობრები . ბოლოს, დროის გაყვანის მიზნით ჩიზქეიქის გაკეთება გადავწყვიტე . 8 ხდებოდა და შეკვეთების მზადება დავიწყეთ . ყველა ჯავშანი მზად იყო , ბოლო ჩილიმის კეთება დავიწყე და ზუსტად 10 საათზე მზად იყო . - მზადაა ჩემი შეკვეთა ? - თავი შემოყო ბარში ლუკამ - რა შენი შეკვეთა? Ჯერ გარმარჯობა , რავი კარგად - ისე არ ველოდებოდი , ცოტაზე მეტად გავოცდი - ჩემია ეგ ჩილიმი და ჯავშანი ორკაციანი მაგიდის , რომელია ? ის კუთხეში ?- მომაყარა და მაგიდისკენ გაეშურა . ჩილიმი მაგიდაზე დავუდგი - გასინჯავ? - რავი, მოგწონს შენ ? - თავი დავუქნიე კითვაზე- ხოდა , მაშინ გენდობი და არ გავსინჯავ , კოქტეილები მზადაა? - ამაზეც თავი დავუქნიე , კვამლით მქონდა ყელი სავსე , ამიტომ მშვენიერი მიზეზი იყო ხმის არ გაცემისთვის . - მოგიტან ახლავე - უკვე ტელეფონში იყურებოდა , ალბათ 5 წუთი , რომ დააგვიანდა პარტნიორს მაგას ვერ პატიობდა , როგორ გაუბედეს Კოქტეილები გიორგიმ მიუტანა, მე სამზარეულოში შევედი . ტელეფონზე სმს მომივიდა “შენ არ თქვი კოქტეილები გაწყალდებაო ? მოდი , თუ გცალია . ჩემი მეგობარი ვერ ახერხებს მოსვლას და მარტო არ დამტოვო რა..” - როგორი თავხედია ? ჰმმ ღირსი იყო დატოვების , მაგრამ ადგებოდა წავიდოდა , რა პრობლემა იყო ? გავედი და მეც ისე უეცრად დავადექი თავზე , როგორც თვითონ 15 წუთის წინ. - ერთი პირობით არ დაგტოვებ “მარტო” - მკაცრად განვუცხადე - აბა ? - მოკვდა ლამის სიცილით - კოქტეილებს გავცვლით , შენ ამ ვარდისფერს დალევ . აი მე , კი ჯინტონიკს - ფრიად ნასიამოვნები ვიყავი ჩემი განცხადებით და სანამ პასუხს გამცემდა უკვე მისი ჭიქიდან ვსვამდი . მომწონდა იმის გააზრება , როგორ დალევდა მარტინის ჭიქიდან ვარდისფერ კოქტეილს . და რა თქმა უნდა , სხვა გოგოსთვის განკუთვნილ კოქტეილს მე არ დავლევდი ... - არადა, იმ დღეს ამას სვამდი , არ გინდა ნუ გინდა - თავისთვის ჩაილაპარაკა - უკაცრავად ? რა იმ დღეს? - არაფერი , უბრალოდ თქვენ გოგოებს, ყველას , ერთნაირი რაღაცები მოგწონთ და .. - სანამ , კიდევ რამე დიდ სისულელეს მეტყვი და “ მარტო” დარჩები გაჩუმდი , შემადარა ყველა გოგოს - როგორი ბუტია და ნარცისი ხარ - ნარცისი არა, რეალისტი . “ყველა” არ ვარ , მაგრამ შეგიძლია ჩათვალო , რომ “ყველა” ჩემზე უკეთესია - მაგაში ეჭვი არ გვეპარება , რომ ყველა შენზე უკეთესია . ამხელა ცხვირი , მაგრად გჩაგრავს - შეეშვები ჩემს ცხვირს? - ვერა , მართლა ვერა - ანუ , რა? - ანუ, რა და შენს დიდ ცხვირს გაუმარჯოს და ბოლომდე ვსვამთ ამ შესანიშნავ სადღეგრძელოს - ძალიან მინდოდა გავბრაზებოდი , მაგრამ გამეცინა ჭიქა ხელში ავიღე - დაე, გაუმარჯოს ჩემს “ხორთუმს “ - აუ ხორთუმსო ?? იცი , რომ შენით შეირქვი ახლა სახელი ? ყველგან მაგას დაგაწერ - პატარა ბავშვივით უხაროდა ხუმრობაში , რომ ავყევი და ალბათ ისიც , რომ საერთოდაც არ ჰგავდა ჩემი ცხვირი ხორთუმს -ახლა შენს დიდ თვალებს გაუმარჯოს , ზედმეტად დიდია - შენ რა , ჩემი არაფერი მოგწონს ? - ამოვიოხრე - არა , რა უნდა მომწონდეს ? არც ლამაზი ცხვირი გაქვს , არც ლამაზი თვალები და ღიმილი ხომ საერთოდ ! მაგრად დაგჩაგრა ბუნებამ , არადა კარგი ადამიანი ხარ შეიძლებოდა შემყვარებოდი , მაგრამ ახლა ჩემი დაიკო ხარ - ეგ ყველაფერი ლამაზი , რომ მქონდეს შენ საერთოდ ვინ შემოგხედავდა ? - ისეთი გააზრებული პასუხი გავეცი , სიცილი ვეღარ შეიკავა - ანუ ახლა მიყურებ ? ხედავ , ამდენ სიგველეში აღიარება გაგეპარა - უკვე გამომცდელად მიყურებდა - დიდი თვალები , იმიტომ მაქვს, კარგად გიყუროთ ყველას . ასე , რომ ჩემს “ ლუპებს” გაუმარჯოს და შემდეგ სადღეგრძელოს მე ვიტყვი , თორემ ამდენს გული ვეღარ გაუძლებს. - ერთიც და მერე თუ გინდა ყველა შენ თქვი - კარგი , ჩემით გამოვიცნო ახლა კიდევ რა არ მოგწონს და რისი სადღეგრძელო გველის ? - 1 აპრილს გაუმარჯოს , მე და შენ , რომ ერთმანეთი გავიცანით - არ ველოდი , ყველაზე ბანალური სადღეგრძელო ისე მითხრა , თითქოს აქამდე არავის ეთქვას . სადღაც იდეაში ველოდი , როგორ დააგვირგვინებდა “ შენს თხელ ტუჩებს გაუმარჯოსო” . ამ ფიქრებში გადავარდნილს ხმა არ ამომიღია - ასე ნანობ ჩემს გაცნობას , ჭიქას ზრდილობის გამო მაინც , რომ არ წევ? - ვერ მიხვდა, რა დამემართა - ზრდილობის გამო , შენთან არაფერს ვაკეთებ , უბრალოდ “ჩემი თხელი ტუჩების სადღეგრძელოს” ველოდი და არ ვიცი გამიხარდეს , თუ არა ... Სასმელთან ერთად ჩემი გულწრფელი პასუხიც შეეპარა გულში , ჯერ გემრიელად იცინა , ბოლოს ,ბევრი ფიქრის მერე , ხელზე ხელი დამადო . გახსოვთ , რომ გეუბნებოდით ჩემს ხელს ისე უყურებს სწავლობს-თქო . მაშინ ვერ მივხვდი , რისთვის სწავლობდა ახლა მიხვედრაზე უფრო მეტია იყო, ვგრძნობდი. Იმედენად კარგად შეისწავლა, თითქოს ზუსტად იცოდა , რამდენად უნდა შემხებოდა , რომ გული ამჩქარებოდა . გულის აჩქარება და ჩემი სინდისის ხმის გაღვიძება ერთი იყო . სხვის ადგილზე მჯდომი სხვისთვის განკუთვნილ ასეთ მსუბუქ და ნაზ შეხებასაც ვერ მივიღებდი . ხელი უწყინრად გამოვწიე - იმედია , პირველი აპრილივით ტყუილით სავსე არ იქნება ჩვენი და-ძმობა - ახლა უკვე , ლუკა ჩაფიქრდა თითქოს ყველაფერი განწირული იყო - და ერთ დღეს არ მეტყვი , გაგეხუმრე ეს ყველაფერი ამდენი ხანი თამაში იყოო - დავამატე , საბოლოოდ დავასხი ცეცხლს ნავთი. Ამ ხანძარს , თუ ლუკა გადაურჩებოდა .. - ვერაფერს დაგპირდები - თვალებში მიყურებდა, ისე მითხრა. Ვინ გადარჩენია სულის ხანძარს , დამწვრობების გარეშე ? ვერც ლუკა შეძლებდა ამას, ეს უკვე აშკარა იყო . ჩილიმს მარტო მე ვეწეოდი , თვითონ უბრალოდ მიყურებდა , ხან იღიმოდა , ხან ძალიან სერიოზული იყო . ხან მეგონა , რომ მე მიყურებდა , ხან კი ვხვდებოდი , რომ სულ სხვაგან იყო .. - რაზე ოცნებობ ლიზი ? - თავისი ოცნებებიდან გამორკვეულმა ძლივს მკითხა . არ იცოდა ჰქონდა , თუ არა ამის კითხვის და ცოდნის უფლება - არ ვიცი , არ ვოცნებობ - მართლა არ ვოცნებობ , არაფრის მომცემი მგონია ოცნება , მე ხომ ხვალინდელ დღეზე ფიქრიც კი არ მიყვარს - რატომ ყველაფერი გაქვს? - და რა არის ლუკა ყველაფერი ? თუ არაფერი მაქვს , მაშინ ოცნების უფლება მეძლევა? - ოცნების უფლება ყველას გვაქვს . ზუსტად იმიტომ , რომ არ არსებობს ყველაფერი. Ეს უბრალოდ ყველაზე მიუღწევლისკენ სწრაფვაა - რა აზრი აქვს მიუღწევლისკენ სწრაფვას ? - თუ მისწრაფების თავი არ გაქვს , უბრალოდ თვალები დახუჭე და იოცნებე , რა როგორ იქნებოდა - ვიოცნებო იმაზე , რაც არასდროს იქნება. Დავკარგო დრო , რომელიც შემიძლია გამოვიყენო იმაში რისი მიღწევაც შემიძლია .. - დაიმახსოვრე, ხანდხან რაღაცების წარმოდგენას უფრო მეტი ემოციის მოტანა შეუძლია , ვიდრე გაკეთებას . ახლა კარგად დაფიქრდი და მითხარი რა გინდა ? რაზე ფიქრის გეშინია ? -ამ სიტყვების მერე, თავს უფლება მივეცი , მეფიქრა მიუღწეველზე - ყვავილები - რა ყვავილები ? - ყვავილების დიდი პლანტაციები მინდა , მზის სხივები , პეპლები და ფუტკრები - კიდევ , გააგრძელე - არ მეშვებოდა ლუკა - ჩემი პატარა ლაბორატორია მინდა, სადაც ინდივიდუალურ პარფიუმს დავამზადებ . ბევრი ძაღლი უნდა დარბოდეს ეზოში , ჩემს სახლს დიდი ფანჯრები უნდა ჰქონდეს , რომ ამ პეიზაჟს მუდმივად ვხედავდე და არასდროს ქრებოდეს - არ გეცოდება ყვავილები სუნამოსთვის , რომ უნდა გამოიყენო ? - არა . მაგაზე ბევრი ვიფიქრე , მივხვდი ეგ ყვავილის მაქსიმუმია . უსასრულობაში გადასვლაა მისთვის . თავგანწირვა , რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანისთვის . - ადამიანის მაქსიმუმი რა არის ? - სულის გულწრფელობა , სხეულის გამჭვირვალობა . მიუხედავად იმისა , რომ ყველა ფერი მიყვარს . საყვარელი ფერი , მაინც გამჭვირვალეა , რომელიც ყველას ტონს მოიცავს , მაგრამ ამქვეყნიური ჭუჭყის ლაქები არ გააჩნია. Შენ რაზე ოცნებობ? - ახლა უკვე შენს პლანტაციებზე , ლამაზი ოცნებააა . იმდენად , რომ ჩემი ამქვეყნიური ბანალური მისწრაფების შემრცხვა - ჩემი ფიქრები და “ოცნება” არაამქვეყნიურია? - ეჭვი არ არის . მადლობა , რომ ოცნების საგანი შემიცვალე. Ახლა ჩემი თავი მინიმუმ ცოტა უკეთესი ადამიანი მგონია . - რაზე ოცნებობდი - ვეღარ ვეშვებოდი - არაფერზე განსაკუთრებულზე . სიმშვიდე , დიდი ოჯახი , კეთილმოწყობილი ცხოვრება - კარგი რა ლუკა , ეგეთ რაღაცებს ოცნებას , რომ არქმევ , ეგეთი მიუწეველია ? - ალბათ , რადგან ვოცნებობ მიუღწეველია - იცოდე შენი ოცნების გარეშე , ჩემს ოცნებას აზრი არ აქვს . სუნამოსაც გაუვა სუნი , ყვავილებიც დაჭკნება , ძაღლებიც იპოვიან სხვა პატრონს . აი სულიერი სიმშვიდისა და ოჯახის გარეშე , ყველაფერი ფასს კარგავს . - ჩემზე რამე იცი ? - ჩემს დასკვნებს , თუ არ გულისხმობ , მაშინ არა - არადა , მარტივად შეგიძლია გაიგო . ნებისმიერს ჰკითხო - ხო ? რავიცი არ მიფიქრია , როცა შენ გელაპარაკები , სხვას ვკითხო რამე - მაშინ , მე რატომ არ მეკითხები - მგონია , დრო მოიტანს. შენით იტყვი იმაზე მეტს, ვიდრე ჩემი ერთი კითხვა მოიცავს - ახლა კიდევ უფრო მწყდება გული შენს ხორთუმზე - გიხაროდეს.. გიხაროდეს პირიქით - კი, ცოტა მიხარიხარ - თუ ცოტა , მაშინ მეწყინა - გავიბუსხე - ჩვენი ურთიერთობიდან მინიმუმი უნდა მივიღოთ , ბოლოს ჩიხამდე , თუ არ გვინდა მისვლა - ჩიხის იქეთ რა ხდება ? - ყველაფერი წინასწარ უნდა განსზღვრო ? ისე ნაბიჯებს არ დგამ? Როგორ ცხოვრობ ეგრე არ მესმის. - არ მინდა ჩემს უბედურებაში სხვა იყოს დამნაშავე, არ მინდა მოულოდნელმა ტკივილმა დამშალოს . ბევრად უფრო მარტივია , როცა ყველაფერზე ნაფიქრი გაქვს, მზად ხარ თითქოს - და თუ მაგდენს იფიქრებ , რას ამბობ , რომ სხვა არ იქნება დამნაშავე ? - რა თქმა უნდა, შენი მაგდენი ფიქრის მერე , თუ ისევ ისეთ გზას ირჩევ , რომლის მერეც გტკივა , ესეიგი ყველაფერი შენი ბრალია , იცოდი რაზეც მიდიოდი. - და რა მოხდება , რომ ჩათვალო , ისაა დამნაშავე? - დაველოდები , როდის გამოასწორებს . მე კიდევ არ მიყვარს ლოდინი, მაგას კიდევ უფრო მეტი ტკივილი მოაქვს - რაც არ უნდა მოხდეს მე არ დამელოდო . კარგი ? - ისე ვლაპარაკობთ , თითქოს დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ . ამჩნევ? - შორიდან იმდენი მიყურე , რომ უკვე აშკარად დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ - გიყურე , თუ მიყურე ? - ნუ მეჯიბრები , ერთი გენაცვალე - მეჩვენება , თუ მართლა გჯერა , რომ მე გიყურებდი ?- ვკითხე გაოცებულმა - შენს თავს ჰკითხე- უკვე ჩხუბის დაწყებას ვაპირებდი , ჩემს უკან ეკატოს წუწუნი , რომ გავიგე. - აუუუ , ეგ თუ ახლა სადმე გავიდა და მოწერა დაავიწყდა , მოვკლავ! - გამახსენდა ტელეფონი ოფისში დავტოვე შეერთებული. ლუკასთან საუბარში სულ დამავიწყდა ბავშვებს , რომ ველოდებოდი. Ახლა რა ვქნა ? - არა ეკატო აქააა, სტუმარი ჰყავს , მე3 მაგიდაზე სხედან - ვიგრძენი აქეთ წამოვიდოდნენ , ამიტომ მე დავასწარი - ლუკა, ჩემი დაქალი ჩამოვიდა ყურადღება უნდა მივაქციო , არ მოიწყინო შენ - არა , უკვე ჩემი გასვლის დროც მოვიდა - ერთმანეთს დავემშვიდობეთ , მე ეკატოსთან მივედი , ის კი კარებში ცოტნეს შეეჯახა . რამდენად დიდი განსხვავება იყო მათ შორის , როგორც ვიზუალით ისე შინაგანად . - როგორი ტრაგიკული სახით დადის ეს ხალხი - წაილაპარაკა ცოტნემ- ჰა , რას ვსვამთ? -აუ, დღეს ყველა დალევას , რატომ მაძალებთ ? - ისე სასმლის სუნი გაქვს, ეკატო ადრე მოხვედი და დაათვრე? - არა , 5 წუთია მოვედი , სტუმარი ჰყავდა ქალბატონს - ოღონდ არ მითხრა , რომ ის “ ძაან ტიპი “ შენი სტუმარი იყო - რას ერჩი ? - გულზე მომხვდა ნათქვამი - ეკატო , არაადეკვატურია შენი დაქალი . ასეთი მეგობრები , როდის მერე გყავს ლიზი? - ვინ გითხრა რომ ჩემი მეგობარია ? - არ მითხრა , რომ უფრო მეტი ! მაგრამ მე ვინ რას მეკითხება გყავდეს , უბრალოდ ერთი მითხარი შენით ეძებ , თუ თავისით გპოულობენ ? - მოვრჩით ? მე ჩიზქეიქი გაგიკეთეთ და თუ ასე უნდა მელაპარაკოთ ნაგავში ვისვრი - ოოო , მე თქვენი უაზრო კამათის თავი არ მაქვს და მაგიტომ ჩემს წილ ნამცხვარზე უარს არ ვიტყვი - ჩვეულებირივი მუცლის მონაა ეკატო , მეც გამყიდის ერთ ნაჭერ ტორტზე- ისე რას ერჩი ცოტნე , ნახე რა ტანზე იყო ბიჭი ? - სანამ ტანს აკვირდებოდი სახის და თვალების გამომტყველებას დაკვირვებოდი ჯობდა - ბრაზისგან ლამის გაწითლებული ცოტნეს დანახვაზე გული მომიკვდა - ცოტნე ,არ იცნობ შენ მაგ ბიჭს . სამაგიეროდ მე გიცნობ და ვიცი , რომ შენ ადამიანს უბრალოდ ნახვით არ აფასებ , ამიტომ გვეყოს გთხოვ - მე შენზე უკეთ ვიცნობ ეგეთ ადამიანებს, შენზე ვზრუნავ ვერ ხვდები ? - მადლობა, წამოდი ჭამე იქნებ ტკბილმა გიშველოს . ვიფიქრე ეკატო სად გაქრათქო , გავიხედე, პირი უკვე სავსე ჰქონდა . მაშოც მალე მოვიდა , ჯაბაც და სიტუაციაც მალე განიმუხტა . ტელეფონს ვუყურებდი , ვგრძნობდი უნდა მოეწერა. “ ყველა შენს ბიჭ მეგობარს უყვარხარ ხომ ? “ მოწერას ვგრძობდი , მაგრამ ასეთ ტექსტს არ ველოდი . სანამ პასუხს მოვიფიქრებდი უკვე მეორე წერილი იყო “ არ მიპასუხო , ისედაც ვიცი . უბრალოდ , იცოდე მე ვიქნები შენი ნამდვილი მეგობარი და არ შემიყვარდები “ . რა უნდოდა ? ვინმემ უთხრა შენც იგივე გემუქრებაო ? არაფერი ვუპასუხე , ეჭვის ჭიას გავუჩენდი ვიცოდი . ჩემი მხრიდან ბოროტება იყო . ზოგადად არ ვარ ეჭვიანი , მაგრამ თუ სადმე “ის” გაჩნდა , მთლიანად მოედება ხოლმე ჩემს სხეულს . მღრნის და არაფერი მშველის , არც ერთი ტკბილი სიტყვა . მერე ჩემს თავს ვუყურებ შორიდან და.. იცით რას გავს? ჩემოდანში ლამაზად დაკეცილ სარაფანს, ჩრჩილის შეჭმულს , პირვანდელი სახიდან მარტო მოხაზულობა , რომ არის დარჩენილი … საღამომ კარგად ჩაიარა , მიყვარდა ყველა წამი მათთან გატარებული , მაგრამ ეს სიყვარული ხელს არ უშლიდა სხვის მონატრებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.