შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 15)


28-09-2020, 14:47
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 886

ამბობენ, ადამიანს ბედნიერებისთვის სულ მცირედი ჰყოფნისო. ვერ ვიტყვი მართალია მეთქი, რადგან არსებობენ ადამიანები რომელთაც მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ბედნიერება აქვთ. არაქვს მნიშვნელობა მას ცხოვრების სიყვარულს ვუწოდებთ თუ უბრალოდ სიყვარულს ცხოვრების თანამგზავრის მიმართ. მთავარი ისაა, რომ სწორედ მის პოვნაში ვხარჯავთ გაუაზრებლად უამრავ წუთსა და წამს, ხოლო მისი პოვნის შემდეგ კი, მასთან ერთად ყოფნაზე დიდი ბედნიერება უკვე აღარაფერს მოაქვს.
უამრავი სიურპრიზი, მეგობრები, დაქალები, კინო, კლუბები, წვეულებები.. ის რასაც მარიამი ადრე ბედნიერების ზენიტში მიჰყავდა, ახლა ყველაფერი სულერთი გახდა. არ აინტერესებდა, არ ფიქრობდა. გონებით ისევ იქ, იმ ღამეს თორნიკეს სახლში იყო და ცდილობდა მათი საუბრის ბედნიერი დასასრული წარმოედგინა. ის აუხსნიდა, რაიმე ლოგიკურ მიზეზს ეტყოდა იმისა თუ რატომ არ მივიდა, თავად კი გაუგებდა, მაშინვე აპატიებდა და მერე ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნებოდა.
მაგრამ ასე, რეალურ ცხოვრებაში არ ხდება. ბედნიერი ცხოვრება, წარმოუდგენლად დიდი სიყვარული ორი ადამიანს შორის.. ეს მხოლოდ ფილმებშია და მარიამიც ნელ-ნელა რწმუნდებოდა რომ იმ სიყვარულისთვის ბრძოლა, რომელსაც ბედნიერი დასასრული ან აქვს და ან არა, რეალურ ცხოვრებაში, ბევრად უფრო რთულია.
ელვის სისწრაფით გაფრინდნენ დღეები, კვირეები.. მარიამისთვის თითქოს დედამიწა გაჩერდა და გარშემო ყველაფრის აღქმის შეგრძნება დაკარგა. გონს მოსვლას ცდილობდა, თუმცა როგორც ჩანს ეს მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან გარშემო ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები გამორჩა, რომლის ერთხელ მაინც 'ვერ გაგება' არ ეპატიებოდა.
შესასვლელ კართან მდგარს ლილემ ფულთან ერთად, პირბადეც მიაჩეჩა ხელში. რამდენიმე წამს გაოცებული დაჰყურებდა მარიამი უკვე მის ხელებში მოქცეულ ცისფერ ბამბის ქსოვილს და ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ გონების დაძაბვა არასოდეს ყოფილა ასეთი რთული.
- გაიკეთე შვილოო, საყურებლად კი არ მომიცია - მომაბეზრებლად აატრიალა თვალები ლილემ და კაშნეც გაუწოდა- ახლა მხოლოდ მსოფლიო კი არა, საქართველოც პანდემიას ებრძვის, მაგრამ რა? შენ ისევ ჭურში გძინავს, მე რომ არ შეგახსენო პირბადის გარეშე წახვალ მაღაზიაში
- პანდემიას? - ოდნავ ამოიჩურჩულა მარიამმა და შეეცადა გაკვირვება დაემალა
- წადი, წადიი. ისედაც იმხელა რიგებია საღამომდე ვერ მოხვალ - კარები გაუღო და თითქმის ძალით გააგდო გოგო სახლიდან.
გონებით სრულიად გათიშული იყო მარიამი. კორპუსიდან რომ გავიდა და ირგვლივ მიმოიხედა, რამდენიმე წამი გაშტერებული იყურებოდა ხომ არ მეჩვენებაო. მუდამ ხალხით სავსე ქუჩაში, ახლა ეულად დაიარებოდა რამდენიმე ადამიანი, არანაირი გადატვირთული მოძრაობა, საცობები.. ის რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდა ახლა მის წინაშე იყო. მთელი სხეულით შიშმა აიტანა, არ სიამოვნებდა ასეთი ბათუმის ყურება. თითქოს სიცოცხლე აღარ ჩქეფდა ქალაქში. ხედავდა ანბანის კოშკს, ზღვას თუმცა ეს ყველაფერი აღარ იყო ისეთი ლამაზი, თითქოს იძულებით იდგნენ რადგან გაქცევა არ შეეძლოთ. წამიერად ცრემლიც კი მოადგა მარიამს თვალზე, სულ გადაავიწყდა მაღაზია და ის, რისთვისაც ქუჩაში გამოვიდა. მოულოდნელად შეიცვალა მიმართულება და სწრაფი ნაბიჯებით მოშორდა კორპუსს, ყველაფრისგან გაქცევას ცდილობდა, კვლავ ძველ, უდარდელ ცხოვრებაში უნდოდა დაბრუნება. იქ, სადაც პრობლემებს თვითონ კი არა დედა მოუგვარებდა, თვითონ არ იტირებდა, რადგან ყოველთვის არსებობდა გამოსავალი. მაგრამ ახლა? ახლა შინაგანად ახრჩობდა ის რისი გამოსავალიც არ იყო. საკუთარი და ქვეყნის პრობლემები ერთმანეთში აერია და ისტერიკული ტირილი აუვარდა, ხვდებოდა გიჟივით რომ იქცეოდა თუმცა ქუჩაში ამის დამნახავიც კი არავინ იყო. გულის ამოვარდნამდე ირბინა, ბოლოს სუნთქვა რომ აღარ შეეძლო სწრაფად მოიხსნა პირბადე და იქვე ჩაიკეცა. .
ერთადერთი რაც პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში მოუნდა ლაშასთან საუბარი იყო. არ იცოდა რაზე უნდა ელაპარაკა, რა უნდა მოეყოლა, მაგრამ მაინც ძალიან უნდოდა და
წარმოდგენაც არ ჰქონდა მათი კორპუსები ერთმანეთთან ასე ახლოს რომ არ ყოფილიყო, როგორ შეძლებდა იქამდე მისვლას.
ცოტა ხნის შესვენების შემდეგ სწრაფად აირბინა კიბეები და კარზე დააზარუნა, ერთჯერ..ორჯერ.. გონებაში უკვე ფრაზებს ალაგებდა როგორ უნდა აეხსნა მისი მოსვლის მიზეზი, თუმცა კარის გაღება და მარიამის შოკში ჩავარდნა ერთი იყო, თორნიკეს დანახვისას მთლიანად აერია ფიქრები, უეცრად გაფითრდა. წარმოდგენაც კი არ შეეძლო იმისა რომ მან გაუღო კარები. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია
- შემოდი მარიამ..ლაშა მარკეტში ჩავიდა და მალე ამოვა - ოდნავ გაეცალა და თვალითაც ანიშნა
- არაა, იყოს სხვა დროს მოვალ - სწრაფად მიბრუნდა და ის იყო გაქცევა დააპირა რომ ზურგს უკან ზუსტად ის სიტყვები გაიგონა, რისი გაგონებაც ყველაზე მეტად არ უნდოდა
- ჩემი გეშინია? ნუ ღელავ, არ შეგჭამ
- ეგ რაშუაშია! - სწრაფად დაუბრუნდა თავის ადგილს - გამატარე - უხეშად შეიჭრა სახლში, შესვლა და მასთან ერთად მარტო დარჩენა ნამდვილად არ უნდოდა, თუმცა არც ის უნდოდა რომ ეფიქრა ეშინიაო.
სწრაფად გაიხადა ქურთუკი, კაშნეც მოიხსნა და მისაღებში სკამზე გადაკიდა
- ვილაპარაკოთ? - სწრაფად მიუახლოვდა თორნიკე და წინ აესვეტა
- რა მაქვს შენთან სალაპარაკო
- შენ არა.. მე. ბოდიში უნდა მოგიხადო..
ამის გაგონებაზე გული აუჩქარდა მარიამს, ლამის მაშინვე აპატია თუმცა დროულად შეიკავა თავი და მზერა აარიდა
- მისმინე, ვიცი.. საშინლად მოგექეცი იმ ღამეს, არ უნდა მეყვირა და არ უნდა გამეგდე მაგრამ დამიჯერე ეს საკუთარი სურვილით არ გამიკეთებია..
- ეგ რასნიშნავს
- ახლა.. -ღრმად ამოისუნთქა და ოდნავ ჩაახველა- არ შემიძლია მეტი გითხრა, მაგრამ მინდა იცოდე რომ ვნანობ.. იმ დღის შემდეგ ყოველდღე ვნანობ რომ უსამართლოდ მოგექეცი
- და ეგ რასცვლის? - უეცრად გაუსწორა თვალი - რამნიშვნელობა აქვს საკუთარი სურვილით გააკეთე თუ სხვისი დაძალებით, რაც ძალიან მეეჭვება - ოდნავ ჩაიცინა ამაზე- მთავარი შედეგია. ის, რომ გააკეთე. რომ არ გდომებოდა არ გამაგდებდი, სულ ცოტათი რომ მაინც არ გდომებოდა არ მიყვირებდი.
- მარიამ..
- რა მარიამ! მორჩა, აღარმინდა ამაზე ლაპარაკი. შენ ის გააკეთე რაც იმ მომენტში სწორად მიგაჩნდა
- დამიჯერე ასე არაა - მთლიანად დაფარა მათ შორის მანძინილი და მაგიდაზე ააყუდა
- რასაკეთებ..- მთლიანად წამოხურდა სახეზე და ნერვიულობისგან კანკალი დაიწყო
- ერთი შანსი მომეცი.. - სახე ისე ახლოს მიუტანა კინაღამ იქვე დადნა მარიამი, ყველანაირად ცდილობდა სიმტკიცე შეენარჩუნებინა თუმცა ხმა მაინც გაუტყდა
- არა..
- გამოვასწორებ.. თავიდან დავიწყოთ. გთხოვ.. - ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა, საშინლად უჭირდა მისთვის თვალებში ყურება მარიამს, ვეღარაფერი თქვა, თვალები მაგრად დახუჭა და შეეცადა კონცენტრაცია მოეკრიბა, თითქმის ფიქრობდა გამომივიდაო რომ მოულოდნელად შეხება იგრძნო ტუჩებზე, უცებ შეწყვიტა კანკალი და მთელი დაძაბულობა წამსვე გაუქრა. ყველაზე და ყველაფერზე მეტად სიამოვნებდა ეს შეხება.. უჰაერობისგან კინაღამ მოკვდა თუმცა მაინც ვერ შეძლო მისთვის ხელის კვრა, თითქოს განგებ არ ჩერდებოდა თორნიკე, მონაცვლეობით დაუკოცნა ტუჩები, წინააღმდეგობას რომ ვერ გრძნობდა უფრო და უფრო უხეშად აგრძელებდა კოცნას
- თორნიკეე..- ძლივს ამოიჩურჩულა მარიამმა და ხელი ნელა მიადო მკერდზე - მმ..ოიცადე, გთხოვ.. ვერ ვსუნთქავ
ნაწყვეტ-ნაწყვეტად საუბრობდა თუმცა წამში გაიაზრა თორნიკემ და მაშინვე მოშორდა
სრულიად ძალაგამოცლილი ხველებით დაეყრდნო მაგიდას მარიამი
- მაპატიე..მაპატიე, კარგად ხარ? - სწრაფად მოხვია წელზე ხელები - მარიამ..შემომხედე
- კარგად ვარ, არფერია - წამში გასწორდა და თვალების ფახულით ახედა
- სულ გაფითრდი.. გაგიჟდი გოგო, რატომ არ გამაჩერე?
- შენ თვითონ რატომ არ გაჩერდი, კიდევ მე ვარ დამნაშავე? - მაშინვე წარბები შეკრა და ხელის კვრით მოიშორა
- ხოო შენ ხარ. - ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე- ძალიან ტკბილი ტუჩსაცხია
- ტუჩსაცხი?
- ხოო ტუჩსაცხი - სიცილით მიუახლოვდა და კვლავ წელზე მოხვია ხელები
- ხოდა აღარასდროს წავისვამ. - ბრაზმა მთლიანად დაუარა სხეულში. უკვე გაუსაძლისი გახდა მისი ირონიის მოსმენა.
- მერე შენი კოცნა რომ აღარ მომინდეს?
- თავხედო - სწრაფად ჰკრა ხელი, ქურთუკი და კაშნე აიღო და კარისკენ გაიქცა.
თითქოს სრულიად შეეცვალა ფიქრები. მის გონებაში ძლივსძლივობით ჩაბეჭდილი 'არ ვაპატიებ' უკვალოდ გამქრალიყო. ნუთუ მხოლოდ ერთი კოცნით შეძლო მისთვის გულის მოლბობა? ერთი კოცნით დაავიწყა ყველაფერი? ისე ეშლებოდა საკუთარ თავზე ნერვები როგორც არასდროს. მაინც რანაირია ეს ბედისწერა? საშინელებაა როდესაც ვიაზრებთ რომ მისი შეცვლა არ ძალგვიძს, მაინც ისე ხდება როგორც გვიწერია. რამოხდბოდა ცოტა ადრე გაეგო, რომ ლაშას კი არა თორნიკეს ნახვა მოუწევდა. სულიერად და მორალურად მოემზადებოდა, თავს ამაყად დაიჭერდა, სისულელეებს არ ილაპარაკებდა. თავს არ მისცემდა უფლებას გულში არსებული წყენა ასე მალე გაექრო.. მაგრამ ახლა? ძალიანაც უნდოდა მაგრამ ვეღარ ბრაზდებოდა. რაც უფრო შორდებოდა კორპუსს, მით მეტად უნდოდა დაბრუნება, ჩახუტება, უნდოდა მთელი ხმით ეყვირა 'მე შენ მიყვარხარ'
ღმერთო ნუთუ არსებობდა ერთად ყოფნის სულ მცირე შანსი..
ნუთუ მასაც უყვარდა..
ნუთუ იგივეს გრძნობდა..
წამით გაჩერდა და ცარიელ ქალაქს თვალი სულ სხვა გრძნობით აღვსილმა მოავლო, ერთმანეთზე მაღალ შენობებს მონაცვლეობით ეცემოდა, ღრუბლებს შორის გამოღწეული მზის სხივები..
ქალაქი არ სუნთქავდა, დაცარიელებული სკვერებიდან აღარ ისმოდა ბავშვების ჟრიამული. წამით გულში გაუსაძლისი ჩხვლეტა იგრძნო, კენტად ჩამოუგორდა თვალზე ცრემლი. თავი ზემოთ ასწია და გაჭირვებით გაუსწორა თვალი ღრუბლებიდან ნახევრად მომზირალ მზეს, თვალები ეწვოდა მაგრამ წამითაც არ უფიქრია მისთვის თვალის მოშორება. მერე ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ამოთქვა რამდენიმე სიტყვა
- შენს გულშიც გამოიდარებს..

***
- ფუ ასეთი ცხოვრების დედაც შევე*ი, ორი საათი ვიდექი რიგში - ნერვებმოშლილი შემოვარდა სახლში ლაშა, პარკები მაგიდაზე უწესრიგოდ მიყარა და თორნიკეს წინ დაღლილი ჩაეშვა პუფში. თითქოს მისი მოსვლა ვერც გაიგოო თორნიკემ, რეაქცია არ გამოუხატავს. ღრმად ჩაფიქრებულს მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და ტელეფონს ნერვულად ათამაშებდა ხელში
- ქეთევანს ხომ არ დაურეკავს? არობელიძის თიმსის ერთჯერადი პაროლი მოვიდა? - მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს დასწვდა და მუხლებში ჩაიდო
- არ ვიცი - ყველანაირი ემოციის გარეშე დაუბრუნა პასუხი
- აუ ტვინი მომეტ*ნა რა, ყველა დავარეგისტრირე და ეს რაგახდა
- შეეშვი
- რას შევეშვა თორნიკე ბავშვი გაკვეთილებზე ვერ შედის. აბიტურიენტისთვის ამ პირობებში სწავლა ისედაც საშინელებაა და გაცდენა კიდე მითუმეტეს
-ერთწუთს დაანებე თავი მაგ სი*ობას და ვილაპარაკოთ! - უნებურად აუწია ტონს და ფეხზე წამოხტა.
გაოცებული მზერით ქვემოდან ამოხედა ლაშამ, უთქმელად გადადო ლეპტოპი გვერძე და წამოდგა
- რაიყო, რაგჭირს
- მისმინე. ვიცი როგორი რეაქციაც გექნება მაგრამ შენგან დამალვას არ ვაპირებ...მინდა რომ მარიამთან ვცადო.
- რა? -მოულოდნელობისგან გაკვირვება აღებეჭდა სახეზე
- ხო. შეგიძლია გაბრაზდე, დამარტყა, მცემო, მაგრამ მისგან შორს ყოფნას აღარ ვაპირებ - კატეგორიული იყო თორნიკე
- მეგონა ეს თემა დავხურეთ
- არა, ეს შენ დახურე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ღია იყო. ისედაც სისულელის გამო მაიძულე დავშორებოდი, შენს გამო ჰგონია რომ მის გრძნობებზე ვითამაშე, გადავაგდე. არასწორი შთაბეჭდილება შეექმნა.. მაგრამ ამას გამოვასწორებ, რაც გინდა ის ქენი შენს შანტაჟს აღარ ავყვები, წადი ქეთევანთან და უთხარი ყველაფერი. მირჩევნია გამაგდოს, ვიდრე მარიამზე უარი ვთქვა.
ღრმად ამოიოხრა ლაშამ
- მარიამის გარდა არავისზე გეფიქრება? ქალი დაილია? წადი რა სხვა იპოვე. ის არ არის შენი გასართობი
- ვინ თქვა რომ გასართობია, სერიოზული ურთიერთობა მინდა.
- თორნიკეე თუ ღმერთი გწამს -ოდნავ ჩაიცინა ამაზე- შენ და სერიოზული ურთიერთობა? რა ზღაპრებს მიყვები. მარიამმა რომ გაიგოს რისგამო დაშორდი, შენთან საერთოდ ლაპარაკი მოუნდება?
- ვეტყვი და გავიგებ მოუნდება თუ არა. ყველაფერს ავუხსნი, იმის ჩათვლით როგორ მაიძულე მასთან დაშორება.
- კარგი..-ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი- მიდი, შეგიძლია დამადანაშაულო, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ შენც ჩემნაირად ხარ დამნაშავე. ახლა რომ ფიქრობ მაგდენს და ვითომ მარიამის გამო ყველაფრისთვის მზად რომ ხარ.. მაშინ რატომ დააყენე კარიერა მასზე წინ? რატომ აყევი ჩემს შანტაჟს? მაშინ რომ მოსულიყავი და გეთქვა: ყველაფერი ფეხებზე ძმაო, არც კარიერა მინდა და არც სამსახური თუ მეცოდინება რომ ასე მარიამს დავკარგავო, გავიგებდი. დავინახავდი როგორ აფასებ მას. მაგრამ შენ უკვე გააკეთე არჩევანი თორნიკე და მაშინ საკუთარი თავი აირჩიე. არჩევნის უფლება კი მხოლოდ ერთხელ გაქვს, მერე უკვე შედეგს იმკი..
- საკუთარ თავს მის ძმას არ უწოდებ, მაგრამ ყოველთვის, ყველაფრისგან ბრჭყალებით იცავ - ტუჩის კუთხეში ჩაიცინა
- საუბარი ნუ გადაქავს.
- არგადამაქვს. - წამში დასერიოზულდა- ვიცი, შეცდომა დავუშვი, მაგრამ უშეცდომო არავინაა.. კარგი, ნუ აღიარებ რომ მისი ძმა ხარ. ვიცი, მეტყვი, ნებისმიერი რომ ყოფილიყო მარიამის ადგილას იგივენაირად დავიცავდიო. თუ მართლა ასეთი ჩაციკლული ხარ მათ დაცვაზე..თუ მართლა გინდა რომ გულუბრყვილო გოგონები არ გამოიყენონ, ერთი ღამის შემდეგ არ მოისროლონ და ცხოვრება არ დაენგრეთ.. ლანას რატომ არ იცავ საკუთარი თავისგან?
წამში შეეცვალა სახე ლაშას, ბრაზისგან ყველა ძარღვი დაეჭიმა და ტვინში სისხლი მოაწვა
- რამოხდა? რატომ გაჩუმდი? - მისი დუმილით ისარგებლა და კვლავ ირონიულად გააგრძელა საუბარი- ორივემ ვიცით როგორ იყენებ ლანას, არც შეყვარებულები ხართ, არც შენი საცოლეა, მაგრამ მასთან წევ*არ!
- ზედმეტი მოგდის! - ვეღარ მოითმინა და მთელ ხმაზე იღრიალა
- რატომ მომდის ზედმეტი?! სიმართლე მწარეა არა?! მას იყენებ იმიტომ რომ არავისი და არ არის და ვერავინ გაგიჭედავს ჩემს დას რატომ ხ*არობო არა?! მე გოგოსთან ერთად ვახშმობას მიკრძალავ, მაშინ როცა ჩემზე ბევრად ბინ*ური ურთიერთობები გაქვს!
- მოკეტე! -ბრაზისგან გაცეცხლებული დაუფიქრებლად სწვდა პერანგის საყელოში და ერთი ისეთი დაარტყა რომ პირდაპირ იატაკზე დაეცა თორნიკე- ჩემი პირადი რა შენი საქმეა!
- თუ მასეა ჩემი პირადი რატომ არის შენი საქმე?! - მაშინვე ფეხზე წამოხტა და გახეთქილი წარბიდან სისხლი მოიწმინდა- თავად ამბობ რომ მარიამი შენთვის არავინ არ არის! მე რომ მოვიდე გითხრა ლანას არ შეეხო მეთქი მოგეწონება?!
- გაეთრიე აქედან თორემ შემომაკვდები!
- ყ*ეზე ! აღარ მოგცემ უფლებას ჩემსა და მარიამს შორის ჩადგე!
- გაა*ვი აქედან! შენნაირი მეგობრის დედაც მოვტ*ან!
- იგივე! - გაავებულმა დაავლო ქურთუკს ხელი და ჯერ მისაღების, მერე შემოსასვლელი კარი მოიჯახუნა.

***
მთელი საღამო ბედნიერებისგან დაფრინავდა მარიამი. უცნაურია, ზუსტად მაშინ როცა ქვეყანა და ხალხი ურთულეს მდგომარეობაშია, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა. ხო, არ უპატიებია, ნორმალურად არც კი უსაუბრიათ, მაგრამ გრძნობდა, რომ თითქმის მივიწყებულ ოცნებას ხელახლა მიუახლოვდა.
ორგანიზმში ენდროფინების დოზა მოემატა, მზად იყო მთელი ღამე გაეთენებინა და ზუსტად, დეტალურად, მრავალჯერ გაეხსენებინა მათი დიალოგი.. კოცნის მომენტზე რომ მიდიოდა ხომ საერთოდ, თვალებს ხუჭავდა და ყველაფერს თავიდან განიცდიდა
- ღმერთო რა ბავშვურად ვიქცევი! - ბოლოს საკუთარ თავს გაუწყრა და ტელეფონი აიღო ყურადღების გადასატანად. ინსტაგრამზე საინტერესო არაფერი იყო, კორონას მსოფლიო ჩაეკეტა და ვეღარც იტალიელი დაქალების ახალ-ახალ ფოტოებს ნახულობდა კაფეებში, რესტორნებში ან თუნდაც კინოთეატრებში რომ იღებდნენ ყოველწუთს. ამჯერად ფეისბუქზე გადავიდა და ჰოპა ამას რას ხედავს თვალები, ოდესღაც გაგზავნილი და უკვე მივიწყებული მეგობრობის მოთხოვნა დაუდასტურებია თორნიკეს. გაოცებისგან პირი დააღო მარიამმა და სახეზე აილეწა. საშინლად შერცხვა აქამდე რომ არ გააუქმა მოთხოვნა, მაგრამ საკუთარი სურვილით ხომ არ გაუკეთებია არა? დაავიწყდა.
- ღმერთო, მარიამ ამას ვინ დაგიჯერებს
თავში ხელები წაიშინა და ის იყო ტელეფონის გათიშვას აპირებდა მესენჯერმა შეახსენა თავი.
თორნიკე იყო, ხელები ისე უკანკალებდა ძლივს გახსნა ჩატი
'როგორ ხარ?'
'რაგინდა?' - როგორც კი მიწერა მაშინვე ინანა. ასეთ უხეშობას თუ გააგრძელებდა, საკუთარი ხელით გაუშვებდა მასთან ყოფნის შანსს.
'რა აგრესიული ხარ' - სიცილის ემოჯებით გამოაგზავნა ესემესი თორნიკემ
'არ იმსახურებ?'
'შევხვდეთ და გავარკვიოთ'
'არ მინდა.' - ქალური ინტუიცია კარნახობდა რომ ასე ადვილად არ შეეშვებოდა, ამიტომ გაბედულად მიწერა
'კაი, ხვალ ოთხისთვის გამოგივლი'
რაო? გამოგივლიო? თვალები დაქაჩა და ალბათ ათჯერ მაინც გადაიკითხა ესემესი
'მაგრამ არ დაგთანხმებივარ'
'ამ სიჯიუტისთვის დაგსჯი, რომ გნახავ'
'ვერ მნახავ'
'ვიცი რომ გნახავ'
'თავხედო'
'მეც მიყვარხარ'
რაო? მიყვარხარო? ღმერთო.. ბედნიერებისგან წამოიყვირა მარიამმა, სწრაფად ახტა საწოლზე და პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნაობა. აღარც კი ახსოვდა ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი, გონებაში უკვე ყველანაირ ტანსაცმელში გამოწყობილი წარმოიდგინა საკუთარი თავი, მერე საწოლიდან ჩამოხტა კარადასთან მიირბინა.
თავიდანვე ყველამ იცოდა, ეს უარი თანხმობა რომ იყო.
ოხ, ეს სიყვარული...

***
-შენც ფიქრობ რომ ზედმეტად ჩავერიე არა?- მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა ლაშას, დივანზე გაწოლილს თავი ლანას მუხლებზე ედო და თითქოს არც კი სუნთქავდა
- თავს ტყუილად იდანაშაულებ. მარიამი შენი დაა, ბუნებრივია მისი დაცვა რომ გინდა - ფრთხილად დაასრიალებდა თითებს მის თმაში- მაგრამ თორნიკე.. არც ლოთია და არც ნარკომანი, ამდენი წელია იცნობ, იცი მისი ხასიათი, ქცევები. ვერ ვხვდები რატომ ხარ მათი ურთიერთობის წინააღმდეგი..
- ერთჯერადი ურთიერთობების მოყვარული, ჩვეულებრივი მექალთანეა. მარიამს ატკენს.. გამოიყენებს და მოისვრის, არ შემიძლია ამას ვუყურო... ეს რომ ვუთხარი, იცი რამიპასუხა? ის რომ მისგან არ განვსხვავდები და მასზე ბევრად ბინ*ური ურთიერთობა მაქვს შენთან
გაუაზრებლად მოაშორა თითები ლანამ მის თმას და ჩაფიქრდა
- ხო, გავბრაზდი, დავრტყი... მაგრამ ეს სიმართლეა.. - სწრაფად წამოჯდა და მზერა გაუსწორა- მათ ერთად ვახშმობის საშუალებაც კი არ მივეცი, ვინ იცის იქნებ ჩემსავით არც მოქცეულიყო ..
- დამნაშავე არ ხარ. ჩვენ ორივეს გვინდა ის ურთიერთობა რაც გვაქვს-ოდნავ გაუღიმა- მარიამს კი.. ნუღარ შებოჭავ, ზედმეტი მზრუნველობა ზოგჯერ ზიანის მომტანიც არის..სრულწლოვანია, თავად გადაწყვეტს რა არის მისთვის უკეთესი, ვისთან უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს. ზედმეტის უფლებას თვითონ არ მისცემს, დარწმუნებულივარ..
- ხო მაგრამ ეტკინება. თორნიკეს ის არ უყვარს..
- საიდან იცი რომ არ უყვარს?
- ლანა კარგი რაა, რას გელაპარაკებოდი წეღან - ღრმად ამოიოხრა და მზერა აარიდა
- მისმინე.. მესმის რომ ცუდი განზრახვით არ გაგიკეთებია, მაგრამ მაინც.. ჯობდა მათი ურთიერთობისთვის შანსი მიგეცა. დაფიქრდი, როცა თორნიკეს მასთან დაშორება აიძულე, მარიამს გული უფრო არ ეტკინა? ალბათ გოგომ წესიერად ვერც კი გაიგო რის გამო მიატოვა..
- შეიძლება, მაგრამ მერე უფრო ეტკინებოდა.
- შეიძლება საერთოდაც არ სტკენოდა, ამას რატომ არ უშვებ..
- იმიტომ რომ ვიცი, თორნიკე როგორია! - უნებურად აუწია ტონს
- იქნებ მარიამთან სხვანაირი ყოფილიყო. რატომ ცდილობ ყველაფერში ცუდის დანახვას! - ნერვებმოშლილმა წარბები შეკრა
- შეუძლებელია.
- შეუძლებელი, ამ სამყაროში არაფერი არ არის.
უცებ გაუსწორა მზერა ლაშამ და ინტერესით დააკვირდა
- შენს თავზე წარმოიდგინე - ისევ გააგრძელა ლანამ- სკოლაში სულ სხვანაირი ხარ.. მაგრამ ჩემთან სულ სხვანაირი
- ეგ რაშუაშია - ინტერესით მოჭუტა თვალები
- თავშია. სკოლაში რომ მელაპარაკები, ყოველთვის გაყინული, მკაცრი მზერით მიყურებ და ვერანაირ სითბოს ვერ ვგრძნობ.. იმასაც კი იფიქრებს ადამიანი, რომ სიყვარულის გამოხატვა არ შეგიძლია.. მაგრამ როცა მარტო ვრჩებით, სრულ გარდასახვას ახდენ ხოლმე.. - ხელებითაც გააკეთა იმიტაცია და ოდნავ გაეღიმა
- გარდასახვას.. -ლაშასაც ჩაეღიმა მის ნათქვამზე
- ჰოო.. ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებ, ყველაზე მეტად რომ მიყვარს.. სკოლაში კი არასოდეს არაა შენი თვალები შოკოლადისფერი..
- უყურე ერთი, თურმე რამდენს რამეს აკვირდება - ოდნავ ჩაიცინა - შენი თვალები კი ჩემი სამყაროა.. რომ მიყურებ სულ გიბრწყინავს ხოლმე..
ნაზად ჩამოუსვა სახეზე თითები და ცერით მოეფერა ლოყაზე
- ახლაც? - ოდნავ გაეღიმა
- სულ, მეთქი..
- შენსავით ვერ ვაკონტროლებ -ოდნავ აიჩეჩა მხრები
- არც მე არ ვაკონტროლებ. არვიცი, ალბათ თავისით ხდება..

- ამჯერად თვალის ჭრილთან მოეფერა..
მაშინვე სახეზე აილეწა ლანა, ნელ-ნელა რეალობაში დაბრუნდა და უნებურად წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა ერთ დღეს ასე აღარც შემოეხედა, აღარასოდეს ჰქონოდა თვალები შოკოლადისფერი.. მასში ვერანაირ ემოციასა და გრძნობას ვეღარ ამოიკითხავდა და ყველაფერი მორჩებოდა. ამ გაფიქრებამაც კი უცებ, საშინლად, საშინლად ატკინა
გული და სწრაფად წამოხტა
- ლანნ..- სწრაფად ჩაავლო მაჯაში ხელი ლაშამ
- ყავას გავაკეთებ..- თავის დაძვრენა სცადა და გაქცევა დააპირა
- არა, დაიცა..- სწრაფად მოქაჩა მისკენ და მუხლებზე დაისვა- გამირბიხარ?
- არა.
- კი..
- არა თქო.. - თვალები დახარა და შეეცადა მისთვის არ შეეხედა
- ვერგავიგე, უბრალოდ ვსაუბრობდით, ასე უცებ რადაგემართა.. - ჩამოშლილი თმა გადაუწია და ყელზე მოეფერა.
სწრაფად გაუსწორა ამღვრეული სფეროები ლანამ და თვითონაც ოდნავ მოეფერა წვერზე.
თითქოს არაფერი შეცვლილა. უსიამოვნო ფიქრები მაინც არ სტოვებდა, აღარ უნდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა აღარც გულში დატევა შეეძლო.
ფრთხილად მიიკრა სხეულზე ლაშამ და ყელში აკოცა. ეთხელ..ორჯერ.. უცებ მთელი ძალა გამოეცალა და თვალები მილულა. ყველაზე სასიამოვნო შეხება, რაც კი არსებობდა და რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა არასდროს შეეძლო
- ჩემი ტკბილი.. - ჩუმად ამოიჩურჩულა და ამჯერად ყბის ძვალზე აკოცა. მის ცხელ სუნთქვას მთელ სახეზე გრძნობდა და ისე სიამოვნებდა როგორც არასდროს. ფრთხილად შეეხო მის გამომშრალ ტუჩებს, ნელა გაახილა თვალები ლანამ და მხოლოდ წამით გაუსწორა მზერა. ისე ნაზად კოცნიდა, შეუძლებელი იყო ამ სამყაროს არ მოწყვეტოდი..
ნელ-ნელა გადააწვინა მუხლებიდან დივანზე, ფრთხილად გადაუწია კაბის სალტები და კვლავ ყელისკენ დაუყვა კოცნებით გზას
- მოიცა.. - ფრთხილად მიადო მკერდზე ხელი ლანამ
- რამოხდა - სწრაფად გაჩერდა და მის ამღვრეულ თვალებს გაუსწორა მზერა
- ოდესმე ხომ მოგბეზრდები? კი.. ჩემთან ყოფნა აღარ მოგინდება, ვეღარ დაგაკმაყოფილებ და სხვას მოძებნი - მაინც ვეღარ შეიკავა თავი და თვალები ცრემლებით აევსო
- ისევ ამაზე ფიქრობ?
- გაიწიე. - უხეშად ჰკრა ხელი, წამოჯდა და სწრაფად აიწია კაბის სალტები
- შენთვის არასოდეს არაფერი დამიძალებია, ვერ ვხვდები რატომ ბრაზდები
- არვიცი - მოულოდნელად ატირდა და თავი ხელებში ჩარგო- რომ ვფიქრობ რომ შეიძლება სხვასაც შეეხო, ისე აკოცო როგორც მე მკოცნი.. ისე შეხედო..
- ლანა..
- ვიცი რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ, მაგრამ ჩემთვის ერთადერთი ბედნიერება ხარ..- შავი ლაინერით შეღებილი ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა ლოყებზე
- არაფერი კი არა ყველაფერი ხარ, შემომხედე.. -თავი ააწევინა და ფრთხილად მოწმინდა სახიდან ცრემლები- არვიცი როგორ, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი შევიცვალე. რაღაც მჭირს.. როცა გეხები, საკუთარი თავი არ ვარ. შენმა გამოჩენამ ის ბედნიერება მომიტანა რაც ყოველთვის მაკლდა.. არ შემიძლია ამ გრძნობას სახელი დავარქვა, მაგრამ მინდა იცოდე რომ არ მომბეზრდები.. არასოდეს მომბეზრდება შენი ტუჩები - ნაზად გადაუსვა თითები ბაგეებზე - შენი კანი, თმა.. ყოველჯერზე როცა გეხები, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჯერ არასდროს შეგხებივარ... არვიცი ასეთი რაგამიკეთე მაგრამ წუთის გაძლებაც კი საშინელებაა შენს გარეშე..
გაოცებული თვალებით უყურებდა ლანა, ვერც კი გაიგო როდის შეწყვიტა ტირილი. მოსმენილის გააზრება და დაჯერება ჯერ კიდევ უჭირდა. სწრაფად მოხვია ხელები და მთელი ძალით ჩაეხუტა
- არ მიმატოვო..
- რომც მოვინდომო, არ შემიძლია

***
უცნაურია. რატომ არ შეგვიძლია თავად ავირჩიოთ სიყვარული და არა სიყვარულმა აგვირჩიოს ჩვენ.. ლოდინის ჟამს უცნაური ფიქრები შემოაწვა მარიამს, მთელი ღამის უძილარს საშინლად ჰქონდა თვალები ჩაშავებული. სახეზე იმდენი ტონალური წაისვა, სანამ კანის უჯრედებისთვის შეუძლებელი არ გახდა მისი შეწოვა.
ღმერთო რა აგიჟებდა ასე? პატარა ბავშვით ისე ცანცარებდა, საკუთარ თავზე ნერვებიც კი მოეშალა..
მთელი საქართველო პანდემიას ებრძვის, ხალხს ქუჩაში გამოსვლას უკრძალავენ.. ყველგან ერთიდაიგივე ისმის 'დარჩი სახლში!' და რასაკეთებს მარიამი ამ დროს? 'გადის სახლიდან'
ო, ღმერთო წარმოუდგენლად რთული იყო ახლა ლილესთვის იმის ახსნა რომ სახლიდან აუცილებლად უნდა გასულიყო, თუმცა მარიამი აბა რის მარიამია თუ შეუძლებელი არ შეძლო.
მისიის შესრულებას 1საათით ადრე შეუდგა. იმდენი ეხვეწა და ემუდარა, ბოლოს შეღონებულმა ლილემ ნაძალადევი თანხმობა მაინც მისცა, თუმცა რაღათქმაუნდა გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
1) არავითარ შემთხვევაში არ ვიხსნით პირბადეს
2) არანაირი ხვევნა, კოცნა. ნებისმიერ ადამიანს ველაპარაკებით ორი მეტრის დისტანციით
3) მუდმივად თან გვაქვს სანიტაიზერი
4) სახლში ვბრუნდებით კომენდანტის საათამდე
ყველაზე მეტად ბოლო პუნქტი აღიზიანებდა მარიამს. რატომ? წინა სამის დარღვევა ადვილად შეეძლო, მაინც ვერაფერს გაიგებდა ლილე, მაგრამ აი ბოლოს ვერაფრით აიცილებდა თავიდან.
როგორც კი თორნიკეს ესემესი ნახა
'მოვედი'-ო, სწრაფად მოიცვა ქურთუკი, ლილეს დაემშვიდობა და ელვის სისწრაფით გავარდა სახლიდან, კარის გამოხურვა და პირბადის მოხსნა ერთი იყო, უკვე თითქმის მთლიანად ტონალურიანი იყო ნაჭერი
- ღმერთო, ეს რომ ვინმემ დაინახოს -უკმაყოფილოდ ამოიოხრა და გადაწყვიტა ბინიდან გასვლისთანავე ნაგვის ურნაში მოესროლა.

უკვე თითქმის 6 წუთი გადასცდა ოთხს. ნერვულად ათამაშებდა საჭეზე თითებს თორნიკე და სარკეს თვალს არ აშორებდა. როგორც იქნა გამოჩნდა მარიამი, ნელი ნაბიჯებით გამოვიდა კორპუსიდან და პირდაპირ ნაგვის ურნისკენ აიღო გეზი
- გავგიჟდები. ამ გოგომ აღარ იცის, დრო როგორ გაიყვანოს -თავისთვის ჩაილაპარაკა და სარკეში მის თვალიერებას შეუდგა. ერთი შეხედვით ნამდვილად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა
წითელ კომბინიზონში გამოწყობილი მარიამი, ფეხზე შავი მაღლები მოერგო. მისი ცეცხლისფერი თმა შორიდანვე ბზინავდა, ისე ანათებდა როგორც ციცინათელა ღამეში. ან უბრალოდ თორნიკეს ეჩვენებოდა ასე.
მისი მანქანა იცნო თუ არა, თითქმის სირბილით დაფარა მათ შორის მანძილი და გულამოვარდნილი ჩაჯდა შიგნით
- გამარჯობა-სუნთქვას ამოაყოლა მარიამმა
- რაღაცას გკითხავ. სულ მაინტერესებდა, რატომ გიყვართ ქალებს დაგვიანება -მანქანა დაძრა და წამში მოსწყვიტა ადგილს
- საიდან მოიტანე რომ დაგვიანება გვიყვარს
- რავიცი. ჯერ არ მინახავს ქალი, რომელსაც 4ზე დაიბარებ და ზუსტად 4ზე მოვა, ან 5 წუთით ადრე.. გამოცდილებიდან გამომდინარე
- ეგ როგორ გავიგო, მიმანიშნებ ძალიან ბევრი გოგო მყავდაო - ინტერესით მოჭუტა თვალები
- რაშუაშია
- თავშია. მებლატავები..
- რა? - სიცილი წასკდა თორნიკეს
- თხა
- არა, კიდევ ვერ ვიჯერებ რომ შენ 18 წლის ხარ.. - წამიერად გახედა- შეხედულებას რომ თავი დავანებოთ, გონებით ისევ მეცხრე კლასში ხარ ჩარჩენილი
- ძალიან სასაცილოა? პირადობას გაჩვენებ თუ გინდა
- მაჩვენე
- სერიოზულად? - თვალები მექანიკურად გაუფართოვდა, ბრაზმორეულმა ღრმად ჩაისუნთქა და ჩანთაში პირადობას დაუწყო ძებნა.
ღიმილით აკვირდებოდა მის თითოეულ ქცევას თორნიკე, მაზოხისტურად სიამოვნებდა მისი წვალება, ისე საყვარლად ბრაზდებოდა შეუძლებელი იყო ეს ვერ შეგემჩნია
- აიღე. - როგორც კი იპოვა შვებით ამოისუნთქა მარიამმა და წარბშეკრულმა გაუწოდა.
მარცხენა ხელი სწრაფად მოაშორა საჭეს თორნიკემ და პირადობა გამოართვა
- მარიამ კარჟალოვი. დაბადების თარიღი 21:09:2002 - მისთვის საინტერესო ინფორმაცია ამოიკითხა თორნიკემ, პირადობა მეორე მხარეს გადმოაბრუნა და ამჯერად მარიამის გასაგონად ამოიკითხა შავი შრიფტით ამოტვიფრული სიტყვა - სტუდენტი
- რაზე სწავლობ? - პირადობა დაუბრუნა და გზას გახედა
- სამართალზე. - რაც შეეძლო სიამაყით წარმოთქვა
- ვაა. ჩვენთან რუსთაველში? თუ.. თბილისში?
- იტალიაში
- რაა? - გაოცება ვერ დამალა თორნიკემ- მეღადავები?
- რატომ უნდა გეღადავებოდე? იტალიაში ვსწავლობ და იქ ვცხოვრობ უკვე 1წელია, არდადეგებზე ჩამოვედი აქ და კორონას გამო შემოვრჩი
- პირველად გამეხარდა კორონას არსებობა.. - ოდნავ ჩაიცინა და მანქანა დააპარკინგა
- რატომ..-შინაგანად წამოხურდა და საკუთარ თავს ათასჯერ მაინც გადაუხადა მადლობა ზომაზე მეტი ტონალურის წასმისთვის, თორემ ეს სახეზეც შესამჩნევი იქნებოდა
- რომ წასულიყავი, ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა არ გვექნებოდა - ცერად გახედა და სულ ოდნავ გაუღიმა- ჰოო..მაგრამ.. - თითქოს გონს მოვიდაო, მისი სიჩუმით ისარგებლა და ისევ თვითონ გააგრძელა- სამწუხაროდ სულ კორონას ბრალია ახლა არცერთ რესტორანსა და კაფეში რომ არ შეგვიძლია წასვლა
- ჰო..
- მე მაინც იმედი მაქვს, ფანტაზიას არ დამიწუნებ. წამო.. - მანქანის კარი გააღო და პირველი გადავიდა, მაშინვე გადმოვიდა მარიამიც. ოდნავ მოქუფრულიყო ცა, კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო,ბათუმის ოდესღაც ხმაურიან ქუჩაში. ქარის სათამაშოდ ქცეული ხეები განუწყვეტლივ ირხეოდნენ. სიმშვიდე იყო. ისეთი სიმშვიდე, სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენს ადამიანი. ნელი ნაბიჯებით გადაკვეთეს ტროტრუარი და ზღვის პირისპირ აღმოჩნდნენ. ოდნავ გაეღიმა მარიამს.. ძალიან უყვარდა ზღვა, საათობითაც რომ ეყურებინა არასოდეს მობეზრდებოდა.. ერთადერთი ვინც უსიტყვოდ მოგისმენდა, გაგიგებდა, დაგამშვიდებდა.. მიზეზს არ გკითხავდა ისე მიიღებდა შენს ცრემლებს.. მისი გულის და სულის ერთადერთი მესაიდუმლე..
როგორც კი პლიაჟს მიუახლოვდნენ ფეხზე გაიხადა მარიამმა. აღარც კი ახსოვდა ბოლოს როდის მოიქცა ასე..
ქარს კვლავ, ზღვის უცვლელი სურნელი მოჰქონდა. ფეხსაცმელები გვერდით მიყარა და ხელები ჰორიზონტალურად გაშალა, იგრძნო როგორ დაუარა ქარმა მთელს სხეულში და წამით ბავშვობის მოგონებები გაახსენდა
- ძალიან მიყვარს აქაურობა - აღტაცებულმა წამოიძახა და ისე ჩამოჯდა რომ წყლის შეხება ეგრძნო ფეხებზე
- არ გაცივდე, მე დამაბრალებ -სიცილით მიუჯდა გვერდით თორნიკე
- არ დაგაბრალებ. იმდენად გამეხარდა, აქ რომ მომიყვანე, მზად ვარ ყველა თხოვნა შეგისრულო - გაუაზრებლად წამოიძახა და როგორც კი გაიაზრა მაშინვე მოეღუშა სახე - არა, ყველა არა. შენ ისეთ საშინელებას მოიგონებ.. ჯერ მითხარი და თუ შევძლებ შეგისრულებ, თუარადა..
- მარიამ..- გულიანად გაეცინა თორნიკეს- შენ მართლა ასეთი ბავშვური ქცევები გაქვს თუ სპეციალურად აკეთებ ხოლმე?
- სპეციალურად რატომ უნდა ვაკეთებდე. არა,მორჩა არაფერსაც აღარ შეგისრულებ. გავბრაზდი - ხელები დაიკრიფა და სხვა მხარეს გაიხედა
- კაი. მისმინე.. რაღაც უნდა მოგიყვე - შეძლებისდაგვარად დასერიოზულდა და ოდნავ ჩაახველა - ხომ გახსოვს იმ დღეს ერთმანეთს რომ უნდა შევხვედროდით და არ მოვედი..
ამის გაგონებაზე ინტერესი გაუმძაფრდა მარიამს და მოსასმენად მოემზადა
- მოკლედ.. შეიძლება ამის მოსმენის შემდეგ ჩემთან ურთიერთობა არც მოგინდეს, მაგრამ არ მინდა რომ ჩვენ შორის ტყუილი არსებობდეს.
ზუსტად იმ დღეს.. სკოლაში, ერთი გოგოა..ლაშას სადამრიგებლოდან. თურმე მოვწონდი.. იმ კლასს არც ვასწავლი, საიდან უნდა მცოდნოდა.
სრულიად შეეცვალა გამომეტყველება მარიამს და გულისცემა აუჩქარდა, ყოველწამს ელოდ მეტყვის მეც მომწონსო და ამის მოსმენა საშინლად არ უნდოდა
- კაროჩე, იმ დღეს დარბაზში მარტო ვიყავი და შემოვიდა. მაგიდაზე შემოჯდა და მითხრა ვილაპარაკოთო. მისი ეს ქცევა ცოტა მეუცნაურა და მივუახლოვდი, მინდოდა მეთქვა ჩამოდი მეთქი და ზუსტად ამ დროს მომხვია ხელები. დამეფიცება, არვიცი რატომ მაგრამ გამეცინა, მასაც გაეცინა და ზუსტად ამ დროს შემოვიდა ლაშა. . ხომ წარმოგიდგენია, გაგიჟდა. ახსნა არც მაცადა ისე დამიწყო გაჭედვები, იმ გოგოს რაუქნა და როგორ გააჩუმა არვიცი, მაგრამ ამით ისარგებლა და მე შანტაჟი მომიწყო
თვალები მექანიკურად გაუფართოვდა მარიამს
- ან შენზე უნდა მეთქვა უარი, ან ჩვენს დირექტორთან წავიდოდა, ყველაფერს მოუყვებოდა და ისიც სამსახურიდან გამომისვრიდა. . მერე უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი, ამ შანტაჟს ავყევი და იმ დღეს შენთან არ მოვედი. დამიჯერე, მას შემდეგ ყოველდღე ვნანობ, ვიცი.. ასე უფრო გატკინე, შენთვის ზიანის მოყენება არასოდეს მიფიქრია. მაგრამ ლაშას ყველაფერი უკუღმა ესმის, ეგონა და დღემდე ჰგონია რომ თუ ერთად ვიქნებით ასე უფრო გეტკინება გული..
- ანუ.. გამოდის, ჩემზე ფიქრობს? - უფრო საკუთარ თავს დაუსვა ეს შეკითხვა
- არვიცი, მაგრამ ზედმეტი სიყვარულითაც რომ მოსდიოდეს, მისი ეს ქცევები უკვე აუტანელია. ამიტომაც არ მაინტერესებს, რაც უნდა ის ქნას, კარიერა რომც დამენგრეს აღარ მივცემ უფლებას ჩვენ შორის ჩადგეს.. თუ რათქმაუნდა ჯერ კიდევ გინდა ჩემთან ყოფნა...
ოდნავ გაეღიმა მარიამს, წესით ხომ უნდა გაბრაზებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად რაღაცნაირად გულში გაუხარდა კიდეც. პირველად იგრძნო ლაშას მხრიდან მზრუნველობა, ჰო ძმის მზრუნველობა, რომელსაც არასოდეს ავლენდა და რომლის გამოვლინებასაც ყოველთვის უიმედოდ ელოდა. მეორე მხარეს თორნიკე, რომელიც მის გამო უპირისპირდებოდა, ბრძოლობდა. .
მის გამო.. მის გამო შეიძლებოდა ერთმანეთს გადაკიდებოდნენ, წლების მეგობრობა დანგრეულიყო, სიხარულის გრძნობა, დანაშაულის გრძნობამ სწრაფად შეცვალა და მთელს სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა
- მარიამ.. - ფიქრებიდან თორნიკეს ხმამ გამოარკვია, ოდნავ მიაბრუნა თავი მისკენ და ინტერესით დააკვირდა
- შენ და ლაშამ იჩხუბეთ? წარბი მაგიტომ გაქვს გახეთქილი?! - შეშინებულმა აიფარა პირზე ხელი
- არა..
- როგორ არა, ნუ მატყუებ. ჩემს გამო ერთმანეთს ხელით შეეხეთ? ეს როგორ გააკეთეთ..- ცრემლები თავისით გადმოსცვიცდა თვალებიდან
- კაი ნუ ტირიხარ, ეგ არაფერია. მთავარია შენ მაპატიო და თუ უნდა ასჯერ დამარტყას, როგორმე გადავიტან
- კარგი რა, თორნიკე! -მუჭები შეკრა და მთელი ძალით დაარტყა პლიაჟზე მიმოფანტულ ქვებს, ხელები საშინლად ეტკინა, თუმცა ყველანაირად ეცადა არ შეემჩნია- მეგობრობა გაგინადგურეთ, უამრავი პრობლემა შეგიქმენით, მე რომ არ ვყოფილიყავი ასე ხომ არ მოხდებოდა- სლუკუნით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა
- შენ ყველაზე ტკბილი პრობლემა ხარ რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს- ნიკაპზე მოკიდა თითები და თავი ააწევინა, ამღვრეული თვალებით შეხედა მარიამმა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა -შენ.. მოგწონს?
- ვინ?
- ის..
- ვინ ის, მარიამ? - ტუჩის კუთხეში ჩაიცინა, ხომ მშვენივრად ხვდებოდა ვისაც გულისხმობდა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა მისი წვალება
- ის გოგო! - უცებ წამოიყვირა და წარბები შეკრა-მშვენივრად ხვდები ვიზეც ვამბობ..შენი მოსწავლე, თუ ლაშას მოსწავლე რამნიშვნელობააქვს. საერთოდ რატომ მოგწონს, ის ხომ პატარაა, სკოლის მოსწავლეა. რანაირად მოგეწონა! რანაირად გააბი მასთან ფლირტი! - გაუაზრებლად გადავიდა ჩხუბზე.სიბრაზის ნაპერწკლები მთელს სხეულს მოედო და კიდევ უფრო გაბრაზდა, როცა დაინახა რომ ამის საპასუხოდ თორნიკემ უბრალოდ გაიცინა
- რაგაცინებს! რა არის აქ სასაცილო!
- მარიამ.. მომისმინე, იმ გოგოსთან ურთიერთობა არ მქონია მეთქი, ხომ გითხარი მისი მოშორება მინდოდა, მაგრამ ზუსტად ამ დროს შემოვიდა ლაშა და არასწორად გაიგო. როგორ წარმოგიდგენია, მოსწავლესთან ურთიერთობას გავაბამ?
- მერავიცი. შეიძლება გააბა, რა შეგიშლის ხელს
- მე მარტო ერთი გოგო მომწონს და ის ახლა ჩემს გვერდითაა
მაშინვე სახეზე წამოხურდა მარიამი, მთელს სხეულში ენდროფინების დოზამ იმატა და ამის გაკონტროლება არ შეეძლო
- გთხოვ, ერთი შანსი მომეცი. თავიდან დავიწყოთ. . ყველა დაკარგული წუთი ავინაზღაუროთ. მაგ ცუდ დღეებს დაგავიწყებ, გპირდები
თვალების ფახულით ახედა მარიამმა და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა რომ ტუჩებზე მოულოდნელმა შეხებამ გააჩუმა, თვალები დახუჭა და უბრალოდ მიენდო.. ნაზად კოცნიდა თორნიკე, იმდენად ნაზად რომ თავი ამ ქვეყნად ყველაზე სათუთი არსება ეგონა, ფრთხილად მოხვია კისერზე გაყინული ხელები და თმაში შეუცურა, ეშინოდა მისი რეაქციების თუმცა არაფერი მომხდარა
- ნეტავ ოდესმე იმასაც ვეღირსო რომ შენც მაკოცო- სიცილით მოშორდა და თმა გადაუწია
- მაგას დამსახურება უნდა
- მართლა? საინტერესოა, როგორ უნდა დავიმსახურო -ნაზად მოაფერა ლოყაზე
- სხვებს არ უნდა შეხედო
- უყურე როგორ ეჭვიანობს - გულიანად გაეცინა თორნიკეს და კიდევ აპირებდა კოცნას თუმცა სწრაფად აარიდა სახე მარიამმა - დღეს გვეყოფა, წავედით - ელვის სისწრაფით წამოხტა, ფეხსაცმელებს დაავლო ხელი და პირველი გაიქცა.

***
'ერთ დღეს რომ მოვკვდე, ჩემზე ინერვიულებ?'
ახსოვდა, როგორ ჰკითხა ერთხელ ლაშას, მაშინ.. სულ პატარები იყვნენ, სიტყვა სიკვდილის მნიშვნელობა კარგად არც კი იცოდა, უბრალოდ ხვდებოდა ცუდი რამე რომ იყო.
'არა'
სული გაუყინა მისმა სიტყვამ, თავს ეულად, ფრთებმოტეხილი ჩიტივით გრძნობდა, რომელიც ვეღარასოდეს შეძლებდა ფრენას.. მთელი ცხოვრება ოცნებობდა მის სიყვარულზე, მიუხედავად იმისა, რომ მისგან სიძულვილის მეტს ვერაფერს ხედავდა.
წარსულის მოგონებებიდან, ყველაზე ცხადად ეს ახსოვდა. ყოველდღე, დიდი ძალისხმევით ცდილობდა გონებიდან ამოეშალა, თუმცა არა.. ვერა..
დიდხანს ყოყმანობდა მის კართან. ზარის დარეკვა უნდოდა, თუმცა დარწმუნებული არ იყო. მასში მზრუნველი ძმა რომ დაენახა, შეძლებდა კი წარსულში მოყენებული ყველა ჭრილობა ეპატიებინა?
აქამდე სჯეროდა, რომ აპატიებდა, თუმცა ახლა, რატომღაც აღარ.
ღრმად ჩაისუნთქა და კარზე მაინც დააზარუნა, ბევრი ლოდინი არც დასჭირვებია, მაშინვე გაუღო ლაშამ
- მარიამ?
- ვილაპარაკოთ?
- შემოდი
'შემოდი...' ამ სიტყვამ მისი ბოლო ვიზიტი გაახსენა ამ სახლში. მაშინაც ასე უთხრა, მერე კი გამოაგდო. თითქოს კედლები გამოდმებით იმეორებდნენ მათ ჩხუბს, სადაც არ უნდა გაეხედა, იმ მომენტს ხედავდა. გონებაში ქაოსი შეიქმნა. სწორი იყო კი მისი აქ მოსვლა? ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და თავზე შემოიჭდო ხელები
- რამოხდა.. - მის წინ, მაგიდას მიეყრდნო ლაშა
- რამოხდა..-ირონიულად გაიმეორა მისი სიტყვა- ხო.. აუცილებლად რაღაც უნდა მოხდეს, აქ რომ მოვიდე. რომ ვილაპარაკოთ.. ამისთვის მიზეზია საჭირო. ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის არავინ არ ვართ. იცი? ლაშა.. ზოგჯერ გიჟივით ვფიქრობ, 18წლის განმავლობაში, ნეტავ რა შევცოდე ისეთი, რომ ღმერთი ასე მწარეს მსჯის-მეთქი. მინდა თავი გავიმხნევო.. მიმოიხედე მარიამ, გარშემო შეიძლება ზოგს ბევრად უფრო რთული, მოუგვარებელი, სერიოზული პრობლემები აქვს.. შენ კი ნუ იწუწუნებ მეთქი.. - თვალები ცრემლებით აევსო
- მარიამ..
- დამამთავრებინე, გთხოვ.
ვიცი, წლები რომ მემატება, უფრო და უფრო კარგად ვიაზრებ რამხელა პრობლემა ვართ შენთვის და სალომესთვის. მე რომ არ ვყოფილიყავი, ოჯახი გექნებოდათ. მამა არ გაშორდებოდა დედაშენს და იძულებული არ იქნებოდა ცოლად ლილე მოეყვანა.. შესაძლოა, არც სალომეს დამართნოდა ნერვული აშლილობა.
მე.. მე.. ყველაფერი ჩემი ბრალია. იცი? ჩვენი ყოველი ჩხუბის შემდეგ, დანით სააბაზანოში ვიკეტებოდი, მინდოდა თავი მომეკლა, რადგან მჯეროდა რომ ჩემი სიკვდილი შვებას ან ბედნიერებას მოგიტანდა. შევძლებდი, რაღაც კარგი გამეკეთებინა შენთვის.. ბავშვური გულუბრყვილობა.. - ოდნავ ჩაიცინა- მე სულელი სიკვდილზეც კი თანახმა ვიყავი ოღონდ შენთვის მესიამოვნებინა - ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა მის ლოყებზე- იცი როგორ მინდა რომ მძულდე? მაგრამ არ გამომდის.. სულ ერთხელ. . ერთადერთხელ რომ დამიძახო და, ჩემი გული ყველაფერს გაპატიებს.. არ მინდა რომ გაპატიოს, მაგრამ გაპატიებს. ჩემს ცრემლებს გაპატიებს.. ჩემს ტანჯვას გაპატიებს, ჩემს დანგრეულ ბავშვობას გაპატიებს.. ყველაფერს გაპატიებს.. რატომ გაპატიებს, მითხარი ლაშა.. მითხარი რატომ გაპატიებს.. - ისტერიკული ტირილი აუვარდა და მთელი სხეულით დაიწყო ცახცახი.
სწრაფად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლები ლაშამ და წამში მიიჭრა მასთან, ისე ძლიერ ჩაეხუტა ძვლების ტკაცუნიც კი იგრძნო მარიამმა, ხელის მოხვევა ვერ გაბედა, მაგრამ ტირილი კი გაუაზრებლად შეწყვიტა
- იცი, თორნიკემ რომ მითხრა. . შენს დაცვას ცდილობს და ზედმეტი სიყვარულით მოსდისო..- მის მკლავებში მოქცეულმა სლუკუნით ამოთქვა- იმწუთას ყველაფერი დამავიწყდა.. იმხელა სითბო ვიგრძენი, მინდოდა მთელ ხმაზე მეყვირა ძმა მყავს, რომელსაც ვუყვარვარ მეთქი..
თმაზე ნაზად მოეფერა ლაშა
- მაგრამ შენ არ გიყვარვარ. გთხოვ.. მითხარი რომ არ გიყვარვარ, მითხარი რომ შევძლო, ჩემს გულს დავაჯერო..
ახლა ისე უხარია.. გრძნობ როგორ სწრაფად ცემს?
თვალები დახუჭა ლაშამ და უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე სიფრიფანა სხეული, თითქოს მისი გულისცემა საკუთარს შეუერთდა.. ორივეს სხეულში იმატა ტემპერატურამ. მის კისერში ჩამალა თავი და ხარბად შეისუნთქა მისი თმის სურნელი
- არ მაპატიო, არ ვიმსახურებ..- ფრთხილად მოშორდა და შუბლზე მიაკრო ტუჩები
მთელს სხეულში ენით აღუწერელმა სითბომ დაუარა მარიამს, ეგონა სიზმარში ვარო და თვალების გახელა არ უნდოდა
- ვიცი, ალბათ მეთამაშები.. ან გინდა რომ რაღაცაზე დამიყოლიო. ბავშვობაში იქცეოდი ხოლმე ასე.. მე კი ყველაფერს იდიოტივით ვიჯერებდი..
- დიდიხანია შენთან ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ.. -დიდი ძალისხმევით წამოიწყო საუბარი და ღრმად ჩაისუნთქა- გამბედაობა არ მყოფნიდა.. არც ახლა მყოფნის. იცი, მარიამ.. სინანული ყველაზე საშინელი გრძნობაა. ხანდახან, ქეთევანი მეუბნება ვერ გაიზარდე და ისევ ბავშვი ხარო..კი ვუარყობ ხოლმე, მარა გულში ყოველთვის ვიცი რომ ეს სიმართლეა. რომ გავზრდილიყავი ისევ ბავშვურ ფანტაზიებში არ ვიცხოვრებდი, გავიაზრებდი ჩემს დანაშაულს, მოვიდოდი ბოდიშს მოგიხდიდი და შეგევედრებოდი არ მაპატიო მეთქი. არვიცი, როდის მივხვდი რომ უსამართლოდ გექცეოდი, მარტო ის ვიცი რომ როცა წლების შემდეგ პირველად, ისევ დავინახე შენი ცრემლები სუნთქვა შემეკრა და აღუწერლად მეტკინა. იმის მაგივრად რომ უკან გამოგკიდებოდი, ლაჩრულად მოვიქეცი. გული მერევა ჩემს საქციელზე, იმედი მაქვს ღმერთი დამსჯის და ყველაფრისთვის მაგებინებს პასუხს.. მე არ ვიმსახურებ შენს სიყვარულს, ამიტომ გთხოვ.. უბრალოდ ეცადე რომ შენს თვალებში სიძულვილის გარდა ვერაფერი დავინახო..
სახეზე ყველა ემოციამ ერთად გადაურბინა მარიამს, ცდილობდა შესაფერისი პასუხი მოეძებნა, მაგრამ თითქოს მაინცდამაინც მაშინ დაკარგა ფიქრის უნარი. რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა, მერე გაუაზრებლად ამოილუღლუღა
- ანუ.. ახლა.. ძმა რომ დაგიძახო.. არ მეტყვი მე შენი ძმა არ ვარო?
უნებურად გაეღიმა ლაშას
- ღმერთო რასულელი ვარ. -შუბლზე იტკიცა ხელი და თავი ჩახარა-ვიცი. ვიცი.. შტერობა გკითხე, დაივიწყე.. შენ რას მეუბნები მე კიდე დებილივით სხვა სათქმელი ვერ ვიპოვე რა. ღმერთო ემოციებში ვიხრჩობი.. - სახეზე ორივე ხელი დაინიავა
- არ გაბედო და არ მაპატიო მარიამ
- უკვე რომ გაპატიე? -ისე საყვარლად დაემანჭა სახე, გულიანად გაეცინა ლაშას
- ეს სერიოზული თემაა
- მოდი რა, არასერიოზულად მივიღოთ
- არ შეიძლება
- მთავრი გმირი მე ვარ - საჩვენებელი თითი მაღლა აწია - და მოდი მე გადავწყვეტ
- მარიამ..
- ხო მართლა, მე და თორნიკე ერთად ვართ- საუბრის გადატანის მიზნით წამოაყრანტალა, თუმცა როგორც კი მის შეცვლილ გამომეტყველებას და ბრაზნარევ მზერას შეეჩეხა საშინლად ინანა, ჯერ არ უნდა მეთქვაო
- რა თქვი?
- ენა წინ რომ გაგისწრებს ადამიანს, ადრე თუ გვიან დაიღუპები - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა
- მარიამ! - იმხელა იღრიალა ადგილზე შეხტა მარიამი
- რაგინდა!
- შენ რაგინდა თორნიკესგან. სხვა ვერავინ იპოვე?
- ვერა. რა პრობლემას ხედავ ერთი მითხარი?
- შენზე დიდია. თან საკმაოდ.
- მერე რა? სულ 9 წლით. მასეთი ასაკ-სხვაობით ძალიან ბევრს აქვს ოჯახი. მათ შორის დედას და მამასაც..
- ვერ ხარ გოგო? თორნიკე ერთი ჩვეულებრივი..
- მექალთანეა? - კმაყოფილმა დაუსრულა წინადადება- ნუღელავ, ჩემთან ყოფნის პერიოდში უფლებას არ მივცემ სხვას შეხედოს
- ხოო აბა რაა, სულ შენს დაკრულზე გაივლის - წამიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე
- აბა არ გაიაროს, მე. მე.. მარიამ კარჟალოვი ვარ, ჩემს გაცურებას ვერავინ მოახერხებს.
- ნეტა რატომ ვერ ვხედავ შენს სახელსა და გვარში რაიმე განსაკუთრებულს
- ნუ დამცინი!
- არ დაგცინი, გაფრთხილებ. ინანებ მერე-მეთქი.
- არ ვინანებ.
- ჯიუტი თხა ხარ!
- ხო ვარ. სიჯიუტეში ვერ შემედრები, დარწმუნდი?
უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლაშამ და დივანზე ჩამოჯდა
- შენ გოგოს როდის გამაცნობ? - კამათში გამარჯვებულმა მარიამმა მხრებს უკან გადაიყარა თმა
- ვინ ჩემ გოგოს..
- რავი ვიღაც გოგო ხომ გყავს, ანაო თუ..ლანაო- შუბლზე მოისვა თითები -ხო. ლანა, ლანა გამახსენდა! თორნიკემ მითხრა..
- რამდენს ლაპარაკობს, ჭკუა უნდა ვასწავლო
- არ გაბედო! ჩემს ბიჭს აღარ გაცემინებ..
- მასე ნუ ეძახი!
- გაბრაზდი? - ირონიულად გაიღიმა- ჩემი ბიჭია და რადავუძახო აბა..
- მარიამ!
- ხო კარგი. ისედაც ნერვები მომიშალე. ლანაზე მომიყევი..
- იცი რაა? მეც ძალიან მომიშალე ნერვები. წადი აქედან - თვალებით კარისკენ ანიშნა
- შენ რა, მაგდებ?
- არა. გიშვებ..
- თავხედი ხარ, უსირცხვილო. ნეტავ როგორ გიტანს ლანა - ჩანთას დაავლო ხელი, ენა გამოუყო და სწრაფად გავარდა სახლიდან

***
მარტის თვე სწრაფად მიიწურა. კორონა ვირუსმა, მალულად მაგრამ საქართველოშიც სწრაფად გაიდგა ფესვები. მეტიც,იმდენად კომფორტულად მოეწყო რომ წასვლას საერთოდ აღარ ფიქრობდა.
ონლაინ რეჟიმში გადასული სკოლები, სულ უფრო და უფრო მეტ პრობლემას აწყდებოდნენ. ბავშვებს თავისუფლად შეეძლოთ გაკვეთილების გაცდენა, მერე უბრალოდ იტყოდნენ: ინტერნეტი გაგვეთიშა, დენი წავიდა, ხმა არ ისმოდა, თიმსში ზარი არ შემოსულა და მასწავლებლებსაც არ შეეძლოთ გაბრაზება, რადგან ეს სრულიად გასასამართლებელი მიზეზები იყო და ვერავინ შეგედავებოდა მასე არ ყოფილაო.
ერთი შეხედვით ადვილ და სინამდვილეში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მასწავლებლები. მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა ლაპარაკი უწევდათ. ჰაჰ, მკითხველნო.. ვერავინ დამაჯერებს, რომ ერთხელ მაინც ყველას სპორტის მასწავლებლობა არ უნატრია.. პანდემიის პირობებში მათზე კომფორტული სამსახური მართლა არავის ჰქონია. მთელი დღე უსაქმოდ იჯდნენ, აკეთებდნენ იმას რაც უნდოდათ, არანაირი დაღლა და სტრესი. კვირაში ერთხელ, 10წუთით, შეიძლებოდა ყველაზე ყურადღებიან სპორტის მასწავლებელს ბავშვებისთვის მოკითხვის მიზნით დაერეკა ან ფორმალურად შექმნილ ჩატში ვარჯიშის ვიდეოები ჩაეყარა.. საქმე გართულების მაგივრად გაუადვილდათ. ხელფასი კი, იგივე დარჩა. ყველას ნერვები ეშლებოდა მათზე. რათქმაუნდა შურდათ და ამას არც მალავდნენ..
ზუმში ჩატარებულ, დირექტორის დაწესებულ თათბირებზე ყველა ზიზღით და უკმაყოფილოდ შეჰყურებდა ლაშას, თორნიკეს და ლანას.
ქეთევანმა დაიჩემა, მეტი რასაქმე გაქვთ და თქვენს სადამრიგებლო კლასებს ყურადღება მაინც მიაქციეთ, გაკვეთილები არ გააცდინონო..
ლაშა და თორნიკე კი როგორც ყველაზე სამაგალითო და ყურადღებიანი მასწავლებლები, ბავშვებს ზუმში ურეკავდნენ და 1 საათი ყველაფერზე საუბრობდნენ გაკვეთილების გარდა.
ჩაშლილი ბოლო ზარისა და ექვსკურსიების ამბავი, ყველასთვის ტრაგედია იყო. ყველა ერთად ტიროდა, როცა ახსენდებოდათ როგორ მწარედ დასცინათ ბედმა.
რაზეც არ უნდა ელაპარაკათ, ბოლოს მაინც ამ თემამდე მიდიოდნენ.
ყველანაირად ცდილობდა მათ დაწყნარებას ლაშა, დაჰპირდა, ყველაფერმა ჩაიაროს და თქვენს ბოლო ზარს 15 სექტემბერს მოვაწყობო.. ბოლო ზარი ალბათ მეათედი იყო იმისა, რასაც გეგმავდნენ. თუ რესტორნები არ გაიხსნებოდა, არც ბანკეტი იქნებოდა. აი სამდღიან ექვსკურსიაზე, ფიქრიც კი ზედმეტი იყო.
ამიტომაც არის ნათქვამი, წინასწარ არაფრის დაგეგმვა არ ვარგაო. მეტიც, თუ რაიმეს გაკეთება გინდა, დღესვე უნდა გააკეთო თორემ ხვალ, უკვე შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. ამ ფრაზის სისწორეში, ვფიქრობ ხალხი კორონას მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნდა.

***
მაისის მზიანი დილა იდგა. სრულიად მოწმენდილ ცაზე, უდარდელად დაფარფატებდნენ ქათქათა ღრუბლები. ჰაერში გაზაფხულის სუნი ტრიალებდა. იფიქრებდი, ამაზე სასიამოვნოს ვეღარაფერს შეიგრძნობო, თუმცა ალბათ ისეც ვერ შეიგრძნობ თუ პირბადეს არ მოიხსნი.
მანქანაზე მიყუდებულიყო თორნიკე, თითებშორის სიგარეტი მოექცია და განუწყვეტლივ ათამაშებდა. ლოდინისაგან გაბეზრებული უკვე ვეღარც ითვლიდა მერამდენე ღერი იყო. ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა მარიამი. სირბილით გამოიჭრა სადარბაზოდან და მთელი ძალით ჩაეხუტა, დაღლილობისგან ძლივსღა სუნთქავდა. მისი გახშირებული გულისცემა იგრძნო თორნიკემ და ოდნავ ჩაეღიმა
- ასე არაფერი გამოვა, ყოველთვის ერთი საათი მალოდინებ. ბარემ მითხარი ხოლმე, ოთხზე კიარა ხუთზე მოდიო - როგორც კი მოშორდა უკმაყოფილოდ ამოთქვა და სიგარეტი გააბოლა
- კარგი რა, რავქნა განგებ ხომარ ვაკეთებ. უბრალოდ ლექცია მქონდა და მაკიაჟის გაკეთება ვერ მოვასწარი
- მაკიაჟი რათგინდა, ისედაც ლამაზი ხარ
- გეგონოს. - ცალი წარბი მაღლა აწია და ოდნავ ჩაიცინა
- შევამოწმო?
- რა უნდა შეამოწმო
წამში დაფარა მათ შორის მანძილი თორნიკემ და ტუჩებში დაეტაკა, გააზრებაც ვერ მოასწრო მარიამმა ისე დაუკოცნა ბაგეები
- მოიცადე. - უცებ ჰკრა ხელი და ხველება აუტყდა
- რა? ისევ ჰაერი არ გეყო? - ირონიულად ჩაიღიმა თორნიკემ
- ნუხარ იდიოტი. საშინელი სიგარეტის სუნი გაქვს
- მერე, არმოგწონს?
- რატომ უნდა მომწონდეს, საშინელებაა თქო
- უცნაურია. წესით გოგოებს მოსწონთ - სახეზე ღიმილი არ მოუშორებია ისე აიჩეჩა მხრები
- ხო არა? საინტერესოა რამდენი გოგოს ტუჩები გაქვს ნალოღნი სიგარეტთან ერთად
- შენზე გემრიელი არავინ ყოფილა
- თავხედო
- კომპლიმენტად მივიღო? - სიგარეტის ნამწვი გვერდით მოისროლა და ისევ მის ტუჩებს დასწვდა
- თორნიკე. -მის მკლავებში უღონოდ დაიწყო ფართხალი
- დამაცადე
ისე ვნებიანად კოცნიდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ნელ-ნელა გაუქრა მარიამს, ცოტა ხანს სუნთქვა შეიკავა თუმცა მალე ესეც გაუსაძილისი გახდა და ისევ ფართხალი დაიწყო
- რატომ ვერ ისვენებ
- იმიტომ რომ ცუდი სუნი გაქვს - სახედამანჭულმა ჰკრა ხელი- მეორედ როცა კოცნას გადაწყვეტ, სიგარეტი აღარ მოწიო
- ულტიმატუმებს მიყენებ?
- წამოდი, დაგვაგვიანდა ისედაც - მის მანქანას გვერდი აუარა და სხვა მხარეს წავიდა
- დაიცა, საით? ახლა არმითხრა ფეხით მივდივართო
- არა, რათქმაუნდა. დედას მანქანით წავალთ, დიდიხანია არ მიტარებია - გასაღები ცხვირწინ აუფრიალა მარიამმა
- მოიცა, მოიცა. - სიცილით აწია ხელები- მართვის მოწმობა გაქვს?
- შენ მე მართლა პირველკლასელი ხომარ გგონივარ?
- ალბათ ავტომატიკა
- არა, მექანიკა ძვირფასო.

მთელი გზა თვალს არ აშორებდა საჭესთან მყოფ მარიამს თორნიკე, არუნდოდა ეთქვა თუმცა მისი ტარების მანერას რომ უყურებდა მართლა ძალიან ეშინოდა. ხან ძალიან სწრაფად მიჰყავდა, ხან ძალიან ნელა.. ლაპარაკის დროს, მიუჩვევლობისგან ყურადღება ეფანტებოდა და რამდენიმეგან კინაღამ წითელზე გაიარა. ამას რომ მიხვდა თორნიკე, საუბარს გაჩუმება ამჯობინა და ახალი თემა აღარ წამოუჭრია. მხოლოდ რამდენიმე შესახვევი ანიშნა და როგორც კი დანიშნულების ადგილას მივიდნენ შვებით ამოისუნთქა
- ანუ აქ ცხოვრობს ლანა? - სწრაფად გადმოხტა მანქანიდან და იმწუთას გადმოსულ თორნიკეს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო
- ხო, წამო ავიდეთ - ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო და ნორმალურად პასუხიც ვერ გასცა, რამდენჯერაც იფიქრებდა ვსო აი უკვე გავიცანი მარიამიო, მაშინვე რამე ისეთს გააკეთებდა რომ ჭკუაზე გადაჰყავდა.
ათასჯერ მაინც გაიფიქრა 'ნეტა ვინ მისცა ამას მართვის მოწმობაო' მაგრამ პირდაპირ კითხვა ვერ გაუბედა არ ეწყინოსო. რამდენჯერმე დარეკეს კარზე ზარი და როგორც იქნა გაუღო ლანამ
- თორნიკე? -მისი დანახვისას სიხარული და გაკვირვება ერთად აღებეჭდა სახეზე, ინტერესით შეათვალიერა მის გვერდით მდგარი მარიამი და ფორმალურად მასაც გაუღიმა.
სახლის ფორმისთვის ზედმეტად 'გამოპრანჭული' მოეჩვენა მარიამს. ცისფერი, მხრებზე მთლიანად მოშიშვლებული მაისური და ჯინსის კაბა ეცვა. საშუალო სიგრძის შავი, გაშლილი თმა ლამაზად უფარავდა ლავიწებს, მაშინვე შეამჩნია მარიამმა რომ სპეციალურად ჰქონდა დასწორებული.
- როგორ ხარ ლან, იმედია ცუდ დროს არ მოვედით..
ლანამ, ის იყო პასუხის გაცემა დააპირა მოულოდნელად დაასწრო მარიამმა
- მე მარიამი ვარ, ლაშას პატარა და
- მართლა? სასიამოვნოა
- ჩემთვისაც. შენი გაცნობა ძალიან მინდოდა, ამიტომ დავიჟინე აქ წამოსვლა და..- უცებ გაწყვიტა სიტყვა და თვალებით ლანას ზურგს უკან მიმოიხედა- ჩემი ძმაც ხომარაა აქ?
- ამმ.. - დაბნეულობისგან შუბლზე მოისვა თითები
- გასაგებია, არ შემოგვიშვებ?
- ხო რათქმაუნდა. მაპატიე, მოდით..- სწრაფად გაეცალა და მარიამიც კარგი ნაცნობივით პირველი შეიჭრა სახლში
- ლან. ლაშა მართლა აქაა? - მკლავში ჩაავლო ხელი და ჩუმად უჩურჩულა თორნიკემ
- ხო.. ვიცი, რომ ნაჩხუბრები ხართ მაგრამ ძალიან გთხოვ ახლა მაინც შეიკავე თავი
- მე რაშუაში ვარ, თვითონ შეიკავოს.
- კარგი რა, თორნიკე. არ გამოიწვიო და არ აგყვება. ნუ ართულებ, წამოდი გთხოვ.. - მუდარით სავსე მზერით შეხედა და მისაღებისკენ პირველი დაიძრა. იქ შესულებს კი მეტად ძნელად დასაჯერებელი სურათი შერჩათ ხელში. ლაშას გვერდით, დივანზე კნუტივით მოკალათებულიყო მარიამი და ისე იყო მის სხეულზე აკრული გეგონებოდათ ვინმე წართმევას უპირებსო. ყველაზე უფრო თვალშისაცემი კი ის იყო, რომ ლაშასაც უდარდელად ჰქონდა ხელი გადახვეული და თმაზე ეფერებოდა.
ნანახი, გონებას ძლივს დააჯერა თორნიკემ და უთქმელად ჩამოჯდა მათ წინ
- ამმ, ყავას დალევთ? - უკვე კარგად შესამჩნევი დაძაბულობის განმუხტვა სცადა ლანამ და სამივეს მოავლო თვალი
- აუ კი, მე უშაქრო მინდა - გაბრწყინებული სახით შეხედა მარიამმა. ისე იყო თავის ბედნიერებაში გართული, რომ საერთოდაც ვერ ამჩნევდა თორნიკეს და ლაშას ერთმანეთისადმი გამოვლენილ ფარულ ბრაზს, რომლებიც თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს და თითქოს ყველასაგან მალულად მაინც ჩხუბობდნენ
- თქვენ? როგორი გაგიკეთოთ? - ახლა ბიჭებს გადახედა ლანამ
- როგორიც გინდა - მისთვის არც შეუხედავს თორნიკეს.
ღრმად ამოისუნთქა ლანამ, ლაშას პასუხს აღარც დალოდებია, სწრაფად გაიქცა სამზარეულოში.
- რამდენი ხანია რაც შენ და ლანა ერთად ხართ? - მხიარულ ნოტაზე წამოიწყო საუბარი მარიამმა და ძმას გვერდულად გახედა
- ბევრი.
- შენი ძმა ვინმესთან გატარებულ დროს მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუ ის ადამიანი მართლა ძვირფასი არაა, ამიტომაც არ ახსოვს ზუსტად. - ირონიულად ჩაიცინა თორნიკემ
- შენი შეყვარებული კი დროის დათვლით რომ არ დაიღალოს 2დღეზე მეტს არცერთ ურთიერთობას არ აგრძელებს
- კარგი, რაგჭირთ. ეს რა ნამიოკებია! - მოსალოდნელი ჩხუბი რომ აერიდებინა ტონს აუწია მარიამმა
- მე არაფერი არ მჭირს სიყვარულო, უბრალოდ შენი ძმა არის სხვის ურთიერთობებში ცხვირის ჩაყოფის მოყვარული
- მარიამ, იქნებ შენს შეყვარებულს აუხსნა რომ სხვა არ ხარ
- აუ გეყოთ რა.
- რახდება? - უცებ შემოვიდა სამზარეულოდან ლანა. ყავის ჭიქები მათ წინ მაგიდაზე დაალაგა და თორნიკეს მიუჯდა გვერდით
- რაუნდა ხდებოდეს, სიტყვიერი ომი აქვთ გამართული
- თორნიკე, ხომ გთხოვე არა?- წყენით სავსე მზერით გახედა ლანამ
- მე არაფერ შუაში ვარ
- აბა ვინ არის შუაში, თავად არ დაიწყე ლაპარაკი?! - მაინც ვეღარ მოითმინა ლაშამ- ყოველთვის ასე, უდანაშაულოს გამომეტყველებით ცდილობ თავის დაძვრენას და ესენიც გულუბრყვილოდ გიჯერებენ.
- ვერგავიგე?!
- ძალიან კარგადაც გაიგე!
- საკმარისია! - უცებ წამოხტა ფეხზე ლანა- იმის მაგივრად რომ შერიგდეთ, საჩხუბრად ახალ მიზეზს ეძებთ?
- თავად ეძებს ლანა ვერ ხედავ?! თურმე კიდევ მე ვერევი სხვის ურთიერთობებში, მიდი აბა თუ გამბედაობა გეყოფა ლანას წინაც გაიმეორე ჩვენზე რასაც ამბობდი!
- რას ამბობდი? - შეშინებული თვალებით შეხედა თორნიკეს მარიამმა
- სიმართლე ვერ აიტანა მარ, სხვა არაფერი
- სიმართლე არა?! იცი ვინ ჰყოფს სხვის ურთიერთობებში ცხვირს?! შენ! საერთოდ რომ არავინ გეკითხება მე და ლანას რანაირი ურთიერთობა გვექნება და მაინც განგვიკითხავ. მე კი ვერეოდი და თუ საჭირო იქნება კიდევ ჩავერევი, იმიტომ რომ მარიამი ჩემი და არის! - ბოლოს სიტყვები რომ თქვა თავადაც გაუკვირდა, გონებაში მსგავსი არც არაფერი გაუვლია და სრული შოკი მიიღო, როდესაც არსაიდან გამოჩენილმა მეორე მემ, მარიამს და უწოდა.
გაოცებისგან ელდა ეცა მარიამს, თვალები დაქაჩა და იგრძნო როგორ გაუთბო ამ ერთმა სიტყვამ მთელი სხეული
- ვაა, ასეიგი და გახდა უკვე?
საკუთარსიხარულში გართულს ყრუდ ჩაესმა თორნიკეს სიტყვები და თავი მისკენ მიაბრუნა
- რაგინდა, რაღატო აგრძელებ. და ვარ აბა რა ვარ, გამუდმებით რატომ იწვევ და რატომ გინდა რომ სახე გაგილამაზოს?
- შენც მე მადანაშაულებ?
- დაანებე ჩემს ძმას თავი
- სულ რაღაც ერთხელ დაგიძახა და და ისიც ალბათ ინსტიქტურად. უკვე მის მხარეს გადახვედი?

ისე უცნაურად დაეჭიმა სხეული ლაშას, რომ იგრძნო მეტს ვეღარ გაუძლებდა, უთქმელად წამოხტა და სწრაფად გავარდა სახლიდან

- მე მხარეებს არასოდეს განვარჩევდი თორნიკე, შენთან ყოფნის დროს ლაშასთვის ზურგი არ მიქცევია. დასანანია რომ ასე ფიქრობდი.. - თვითონაც წამოდგა და ნელი ნაბიჯებით დატოვა სახლი
- ჯანდაბა! - თავზე ხელები შემოიჭდო თორნიკემ და მერე უცებ ცერად გახედა აქამდე ჩუმად მდგარ ლანას - შეგიძლია გაჰყვე? მანქანითაა და წესივრად ვერ ატარებს, არმინდა მარტო იაროს
ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი ლანამ და ისიც მარიამს მიჰყვა.

***
- არა, იცი რას ვერ ვიგებ? აქამდე ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ღვიძლ ძმებსაც რომ შეშურდებათ. ახლა კიდევ რაღაც იდიოტობა ისეთ სერიოზულ ჩხუბში გადაზარდეს, გულწრფელად მეშინია რომ ვეღარ შერიგდებიან- ნაღვლიანი მზერით გაჰურებდა გზას მარიამი
- შერიგდებიან, კარგი მეგობრები ხომ სულ ჩხუბობენ - ძლივს ამოთქვა ლანამ.
ისეთი სიჩქარით მიჰყავდა მარიამს მანქანა, თავი მოტოციკლედზე გეგონებოდათ. ანერვიულებული გაუაზრებლად უმატებდა გაზს ცარიელ გზაზე.
- მარიამ, გთხოვ ცოტა ნელა ატარე რა
- ჯანდაბა! ყველაფერი ჩემი ბრალია - წამით საჭეს ხელები მოაშორა და მერე მთელი ძალით დაარტყა- რომ არ ჩამოვსულიყავი არ იჩხუბებდნენ!
- ნელა მარიამ, ავილეწებით!
- არაფერი მოხდება - ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა და სიჩქარის მაჩვენებელს დახედა
- მარიამ, ძალიან გთხოვ გონს მოდი. ავტობანზე არვართ, ვიწრო გზაა
- არ მენდობი? გზა ცარიელია.. - გზას თვალი მოაშორა და დაბნეული მზერით გახედა
- წინ იყურე!
- ხომ შერიგდებიან?
- მარიამ წინ იყურე, სატვირთო!
ღრმად ამოიოხრა მარიამმა, უცებ გახედა გზას და მერე ერთიანად დაუბნელდა თვალთ. რაღაც ძლიერი რყევა იგრძნო და შიშისგან წამოიკივლა, მუხრუჭისთვის დაჭერაც ვერ მოასწრო ისეთი სისწრაფით შეასკდა შესახვევიდან გამომავალ უზარმაზარ სატვირთოს, ლანასკენ გახედვა უნდოდა თუმცა მოულოდნელად ღვედმა აისხლიტა, რომელიც თავის დროზე არ ჰქონდა კარგად ჩამაგრებული.თავი ვეღარ შეიმაგრა, მთელი ძალით დაარტყა საჭეს თავი და წამში გაითიშა



№1 სტუმარი სტტ

როდის მოვა ოთხშაბაათიიიი??:(((((

 


№2  offline წევრი EllaTriss

სტტ
როდის მოვა ოთხშაბაათიიიი??:(((((

მალე, ძალიან მალეე... :დ ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

კარგი ისტორიაა და კარგად ვითარდება ყველაფერი, უკვე გამაღიზიანებელია ყველა ისტორიაში ძმაკაცის და უყვარდებათ და მერე ერთი დიდი ლავსთორია,არ გეწყინოს უბრალოდ ეს ჩემი აზრია, თავიდან ავღნიშნე კარგი ისტორია რომ კარგად წერ ყველაფერი. წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუ არა რა :"(

არადა ძლივს ეღირსათ და-ძმური ურთიერთობააა..
ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა მარიამს ლაშამ "და" რომ დაუძახა... მეცხრეცაზე ვიყავი სიხარულით ^-^

საყვარელი თორნიკე და მარიამი..

"-ერთ დღეს რომ მოვკვდე, ჩემზე ინერვიულებ?'
ახსოვდა, როგორ ჰკითხა ერთხელ ლაშას, მაშინ.. სულ პატარები იყვნენ, სიტყვა სიკვდილის მნიშვნელობა კარგად არც კი იცოდა, უბრალოდ ხვდებოდა ცუდი რამე რომ იყო.
'არა'"
აი ეს მომენტი იყო რომ გამთიშა...
ამის მერე ხომ იყო ძაან კაი მომენტი მაგრამ აი ეს სიტყვები რომ დამრჩა გულში ისე არაფერი..
ველოდებოდი კიდეც ამ კითხვას ისევ თუ გაუმეორებდა მარიამი..

იმედია ყველაფერი კარგად იქნება..

თორნიკე და ლაშა წაკინკლავებული ბავშვებივით არიან ახლა იმედია ორივე გონს მოეგება და მიხვდებიან რა შედეგი გამოიწვია მათმა უაზრო ჩხუბმა. დებილები.

 


№5  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნინა
კარგი ისტორიაა და კარგად ვითარდება ყველაფერი, უკვე გამაღიზიანებელია ყველა ისტორიაში ძმაკაცის და უყვარდებათ და მერე ერთი დიდი ლავსთორია,არ გეწყინოს უბრალოდ ეს ჩემი აზრია, თავიდან ავღნიშნე კარგი ისტორია რომ კარგად წერ ყველაფერი. წარმატებები

მიხარია თუ მოგწონს❤

სტუმარი ანი
აუუუუ არა რა :"(

არადა ძლივს ეღირსათ და-ძმური ურთიერთობააა..
ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა მარიამს ლაშამ "და" რომ დაუძახა... მეცხრეცაზე ვიყავი სიხარულით ^-^

საყვარელი თორნიკე და მარიამი..

"-ერთ დღეს რომ მოვკვდე, ჩემზე ინერვიულებ?'
ახსოვდა, როგორ ჰკითხა ერთხელ ლაშას, მაშინ.. სულ პატარები იყვნენ, სიტყვა სიკვდილის მნიშვნელობა კარგად არც კი იცოდა, უბრალოდ ხვდებოდა ცუდი რამე რომ იყო.
'არა'"
აი ეს მომენტი იყო რომ გამთიშა...
ამის მერე ხომ იყო ძაან კაი მომენტი მაგრამ აი ეს სიტყვები რომ დამრჩა გულში ისე არაფერი..
ველოდებოდი კიდეც ამ კითხვას ისევ თუ გაუმეორებდა მარიამი..

იმედია ყველაფერი კარგად იქნება..

თორნიკე და ლაშა წაკინკლავებული ბავშვებივით არიან ახლა იმედია ორივე გონს მოეგება და მიხვდებიან რა შედეგი გამოიწვია მათმა უაზრო ჩხუბმა. დებილები.

მიხარია რომ შენამდე ზუსტად მოვიდა ის ემოციები, რაც მინდოდა რომ მოსულიყო..❤
ყველაფერი მალე დალაგდება❤

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

სიმართლე როგორი მწარეა, მუდამ...თორნიკეს ტყუილი არ უთქვამს...
თუმცა, ლანასიც მესმის, ტკბება იმით, რაც ახლა აქვს❤️ მიხარია ლაშა რომ იღვიძებს, თუნდაც ინსტინქტურად ეძახის მარიამს დას.
ჩვენი ქვეცნობიერი ბევრად გვჯობს!
იმან უკეთ იცის, რა არის ჩვენს შიგნით სწორი და რა არა.

 


№7  offline წევრი EllaTriss

მე♥უცნაურე
სიმართლე როგორი მწარეა, მუდამ...თორნიკეს ტყუილი არ უთქვამს...
თუმცა, ლანასიც მესმის, ტკბება იმით, რაც ახლა აქვს❤️ მიხარია ლაშა რომ იღვიძებს, თუნდაც ინსტინქტურად ეძახის მარიამს დას.
ჩვენი ქვეცნობიერი ბევრად გვჯობს!
იმან უკეთ იცის, რა არის ჩვენს შიგნით სწორი და რა არა.

გეთანხმები, ჩვენი ქვეცნობიერი ბევრად გვჯობს ❤ თუმცა, ის დროც დადგება როცა ლაშა არა მხოლოდ ინსტიქტურად, არამედ სრულიად გააზრებულადაც დაუძახებს მარიამს დას ❤

 


№8 სტუმარი სტტ

ისე რატომღაც ასე მგონია, რომ ლაშა სწორედ ამ ავარიის შემდეგ მიხვდება თუ როგორ ძალიან უყვარს ლანა და როგორ სიკვდილამდე ეშინია მისი დაკარგვის. მარიამზეც ანალოგიურად. იმედია ამის შემდეგ მოეგებიან გონს ლაშა და თორნიკე და მიხვდებიან რო ასე ბავშვურად არ უნდა იკინკლაონ ყველაფერზე. <333 აი ძალიან ძალიან მომეწონა. რამიქენი, ამ მოთხრობამ გადამრია, საოცრებააა<333

 


№9  offline წევრი OKI ME

ჰოოო, საიდან დავიწყო, რომ არ ვიცი?
კითხვა რომ დავიწყე მილიონი აზრი მიტრიალებდა გონებაში. ვიფიქრე, მოვინიშნო, არ დამავიწყდეს დაწერა-მეთქი, თუმცა იმდენად შემიტყუა კითხვამ რომ მაინც დამავიწყდა ჩაწერაც და ყველაფერი.

მოდი, დავიწყებ იქიდან,რომ : 1) მოუთმენლად ველი ხოლმე როდის დადებ ახალ თავებს. ასე ვიყავი შენს წინა ისტორიაზე რომელი ჩემთვის ძალიაან, ძალიააან პოზიტიური იყო.
2) უზომოდ მახარებს კიდევ ის, რომ თავების მოცულობა არის გაზრდილი, მაბედნიერებს მე ეს ფაქტი. ზუსტად ის მოცულობაა, რომ ვერ დაიწუწუნებ და ვერ იტყვი "ცოტა გაზარდე თავების მოცულობა"-ო.
3) მოკლედ, რომ ვთქვა, მომწონს შენი წერის სტილი.
ახლა გადავალ კონკრეტულად ამ თავზე. უბრალოდ ეს, რომ არ დამეწერა ვერ მომითმენდა გული. კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ დანარჩენებს შემდეგისთვის შემოვინახავ.

აი, მარიამი არის მიამიტი, საყვარელი, თბილი, ბავშვური და პოზიტიური ადამიანი. იმდენად უყვარს ძმა და თორნიკე, რომ მარტივად და ადვილად შეუძლია აპატიოს. სიმართლე გითხრა მე ეს მომწონს. ლანაშიც და მარიამში.

ეს რა გვეღირსა, ლაშა გონს მოეგო. :დდდ ახლა თუ თორნიკემ აურია ხო გავგიჟდი :დდ
აი, ბოლო მომენტი იყო არ ვიცი, რა იყო პრინციპში. აქ, კი მარიამს ცოტა გავუბრაზდი, საჭესთან უყურადღებობისთვის. თუმცა რატომღაც ვფიქრობ რომ შეცვლის ეს ამბავი ბევრ რამეს. დავიჯერო, ერთმანეთს უფრო მეტად დააფასებს ეს ოთხეული? ნუ ლანა და მარიამი გარკვეული არიან პრინციპში თავიანთ გრძნობებშიც და ურთოერთობებშიც. აი, ბიჭებში ვითომ შეიცვლება რამე? მგონი უფრო ლაშასთვის უფრო იქნება დასაფიქრებელი გაკვეთილი რომლითაც უფრო შეცვლის ურთოერთობას ლანასთანაც და მარიამთანაც. არ ვიცი, არ ვიცი, ეს ჩემი აზრია. შეიძლება სულაც არ იყოს ასე. საინტერესოა, ვნახოთ, რა იქნება შემდეგში.

ძაან მაინტერესებს და ველი შემდეგ თავს, რა მოხდება, რა იქნება.

 


№10  offline წევრი Marita_G

აუ რასაყვარლობააააააააა
იმედია მეხსიერებას არ დაკარგავს რომელიმე თორე საწყალი ბიჭები ;დდდ

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ბოდიში სიცილის სმაილზე შემთხვევით დამეჭირა ხელი.იმედია არცერთს მოუვა რამე, მაგრამ ორივე სულელი მეგობარი დაფიქრდება და მიხვდებიან რამდენად ძვირფასები არიან მათთვის ლანა და მარიამი.თუმცა აქ უფრო ლაშა მიხვდება რამდენად ძვირფასია მისთვის ორივე.ველოდები ახალ თავს და კიდევ ერთხელ ბოდიში.მოწონების სმაილის მაგივრად სხვას რომ დავაჭირე
--------------------
ლანა

 


№12  offline წევრი EllaTriss

სტტ
ისე რატომღაც ასე მგონია, რომ ლაშა სწორედ ამ ავარიის შემდეგ მიხვდება თუ როგორ ძალიან უყვარს ლანა და როგორ სიკვდილამდე ეშინია მისი დაკარგვის. მარიამზეც ანალოგიურად. იმედია ამის შემდეგ მოეგებიან გონს ლაშა და თორნიკე და მიხვდებიან რო ასე ბავშვურად არ უნდა იკინკლაონ ყველაფერზე. <333 აი ძალიან ძალიან მომეწონა. რამიქენი, ამ მოთხრობამ გადამრია, საოცრებააა<333

სწორად გგონია :დ ❤
ძალიან მიხარია თუ მოგწონს❤

Megioki
ჰოოო, საიდან დავიწყო, რომ არ ვიცი?
კითხვა რომ დავიწყე მილიონი აზრი მიტრიალებდა გონებაში. ვიფიქრე, მოვინიშნო, არ დამავიწყდეს დაწერა-მეთქი, თუმცა იმდენად შემიტყუა კითხვამ რომ მაინც დამავიწყდა ჩაწერაც და ყველაფერი.

მოდი, დავიწყებ იქიდან,რომ : 1) მოუთმენლად ველი ხოლმე როდის დადებ ახალ თავებს. ასე ვიყავი შენს წინა ისტორიაზე რომელი ჩემთვის ძალიაან, ძალიააან პოზიტიური იყო.
2) უზომოდ მახარებს კიდევ ის, რომ თავების მოცულობა არის გაზრდილი, მაბედნიერებს მე ეს ფაქტი. ზუსტად ის მოცულობაა, რომ ვერ დაიწუწუნებ და ვერ იტყვი "ცოტა გაზარდე თავების მოცულობა"-ო.
3) მოკლედ, რომ ვთქვა, მომწონს შენი წერის სტილი.
ახლა გადავალ კონკრეტულად ამ თავზე. უბრალოდ ეს, რომ არ დამეწერა ვერ მომითმენდა გული. კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ დანარჩენებს შემდეგისთვის შემოვინახავ.

აი, მარიამი არის მიამიტი, საყვარელი, თბილი, ბავშვური და პოზიტიური ადამიანი. იმდენად უყვარს ძმა და თორნიკე, რომ მარტივად და ადვილად შეუძლია აპატიოს. სიმართლე გითხრა მე ეს მომწონს. ლანაშიც და მარიამში.

ეს რა გვეღირსა, ლაშა გონს მოეგო. :დდდ ახლა თუ თორნიკემ აურია ხო გავგიჟდი :დდ
აი, ბოლო მომენტი იყო არ ვიცი, რა იყო პრინციპში. აქ, კი მარიამს ცოტა გავუბრაზდი, საჭესთან უყურადღებობისთვის. თუმცა რატომღაც ვფიქრობ რომ შეცვლის ეს ამბავი ბევრ რამეს. დავიჯერო, ერთმანეთს უფრო მეტად დააფასებს ეს ოთხეული? ნუ ლანა და მარიამი გარკვეული არიან პრინციპში თავიანთ გრძნობებშიც და ურთოერთობებშიც. აი, ბიჭებში ვითომ შეიცვლება რამე? მგონი უფრო ლაშასთვის უფრო იქნება დასაფიქრებელი გაკვეთილი რომლითაც უფრო შეცვლის ურთოერთობას ლანასთანაც და მარიამთანაც. არ ვიცი, არ ვიცი, ეს ჩემი აზრია. შეიძლება სულაც არ იყოს ასე. საინტერესოა, ვნახოთ, რა იქნება შემდეგში.

ძაან მაინტერესებს და ველი შემდეგ თავს, რა მოხდება, რა იქნება.

რა თქმა უნდა ავარია ბევრ რამეს შეცვლის. როგორც ლაშასთვის, ისე თორნიკესთვის.
ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება ❤
მიხარია რომ მოგწონს❤

Marita_G
აუ რასაყვარლობააააააააა
იმედია მეხსიერებას არ დაკარგავს რომელიმე თორე საწყალი ბიჭები ;დდდ

არ დაკარგავს ნუღელავ :დ ❤

La-Na
ბოდიში სიცილის სმაილზე შემთხვევით დამეჭირა ხელი.იმედია არცერთს მოუვა რამე, მაგრამ ორივე სულელი მეგობარი დაფიქრდება და მიხვდებიან რამდენად ძვირფასები არიან მათთვის ლანა და მარიამი.თუმცა აქ უფრო ლაშა მიხვდება რამდენად ძვირფასია მისთვის ორივე.ველოდები ახალ თავს და კიდევ ერთხელ ბოდიში.მოწონების სმაილის მაგივრად სხვას რომ დავაჭირე

არაუშავს❤

 


№13 სტუმარი სტუმარი სვანი

ძალიან მომწონს❤️❤️❤️ კიდეე მინდა ახალიი თავიი????????????

 


№14 სტუმარი ნაინა

სასწაულიაააა, აი ძალიან ძალიან მომეწონა, და საოცრება ხარ თავად შენ ასეთი ემოციებით რომ გადმოსცემ თითოეულ პერსონაჟს

 


№15  offline წევრი EllaTriss

სტუმარი სვანი
ძალიან მომწონს❤️❤️❤️ კიდეე მინდა ახალიი თავიი????????????

მალე იქნება❤

ნაინა
სასწაულიაააა, აი ძალიან ძალიან მომეწონა, და საოცრება ხარ თავად შენ ასეთი ემოციებით რომ გადმოსცემ თითოეულ პერსონაჟს

ვაიმე, მადლობა❤
მიხარია რომ მოგწონს❤

 


№16 სტუმარი სტტ

ერთი დღეც დაა... :დდდ

 


№17 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომწონს რა განსაკუთრებულად ვკითხულობდი კი ვერ ვიაზრებდი ლანაც მოყვებოდა ავარიში მარიამზე არ გამკვირვებია ველოდი,იმედია ჭკუას მოუხმობენ ბიჭები და სულფასოვნად დააფასებენ გოგოების სიყვარულს მადლობა წარმატებები ????????????

 


№18  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომწონს რა განსაკუთრებულად ვკითხულობდი კი ვერ ვიაზრებდი ლანაც მოყვებოდა ავარიში მარიამზე არ გამკვირვებია ველოდი,იმედია ჭკუას მოუხმობენ ბიჭები და სულფასოვნად დააფასებენ გოგოების სიყვარულს მადლობა წარმატებები ????????????

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ და აფასებთ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent