"შლუ" (სრულად)
-რა ხდება მარო ბებო?-სირბილით შევარდა ეზოში ჩვიდმეტიოდე წლის გოგონა. -დევიფსე ბებია, დევიფსე(დავიღუპე ბებია,დავიღუპე)-თავში ხელებს იშენს სკამზე ჩამომჯდარი ზომით პატარა ქალი. -რა ხდება მარო ბებო, რაი?-მივარდა ორად მოკეცილ ქალს და მუხლებზე მის წინ დაეშვა,დაკოჟრილ ხელებზე ხელები მოხვია. -ქეთო მეიტაცეს ბებო-პირზე გამეტებით ირტყავს ახალგაზრდა და სიცილის შეკავებას მთელი ძალით ცდილობს. *** "-ა კიდო!(აი ისევ!)-იცხადებს თხილის რჩევით გართული მარო ბებო და წინ მორბენალ 15 წლის შვილისშვილს და მის მეგობარს დაკვირვებით უყურებს-აი ბებია შლუა?( ეს ბებია დებილია?)-მის გვერდით მჯდარ გოგოს ჩუმად ეუბნება და ეჭვისთვალით უყურებს შვილიშვილს,შემდეგ კი გოგოს გაქნეულ თავზე ისევ გაკვირვებული უყურებს უცნაურად გაკრეჭილ მორბენალ სტუმარს. -ბებო გაჩუმდი-სიცილით უჩურჩულა ყურში-უბრალოდ ძალიან მხიარული ბიჭია მათე და ხუმრობს,თან გიგოს ბავშვობის მეგობარია-სიცილის ვერ იკავებს ქეთო და მათეს თვალს არ წყვიტავს. -ა კიდო!-შეიცხადა მარომ და სწრაფად გაქცეულ მათეს,რომელსაც ისევ უცნაური სახე ჰქონდა მიღებული, გაშტერებული უყურებს.ქეთო დაკვირვებით აკვირდება და მის რეაქციებზე ხალისობს,როდესაც მოულოდნელად ლოყებზე ირტყავს ქალი ხელს და მთელ ხმაზე კივის-არიქა ნენა,იქით გამეიხედე-მთელ ხმაზე უკივის გამოშტერებულ მათეს,რომელსაც გაკვირვება შუბლზე აწერია.იგივე მდგომარეობაში არიან გიგოც და ქეთოც.ეს ესაა პირს აღებს მათე რაღაცის სათქმელად,რომ ქეთოც ამჩნევს შორიდან გამოქანებულ თხას და ფეხზე ხტება მის გასაფრთხილებლად,მაგრამ გვიანაა,მათე უკვე ჰაერში ტრიალებს-ვაიმე ნენა-კივის მარო და ძირს გაწოლილისკენ მირბის- არიქა ბებო,მეიზუკუტურე(დროზე ბებო ზურგზე შემოისვი)-დაჰკივის თავზე ჯერ კიდევ გამოშტერებულ გიგოს" ამბის დამთავრება და მაგიდასთან მჯდომების გადაყირავება ერთია. მათე და გიგო ხარხარისგან უკვე მთლიანად აწითლებულები არიან. -არა-სიცილისგან ძლივს სუნთქავს ეკა(ერთერთი მათი მეგობარი)- ძალიან მაინტერესებს ესეთი რანაირი სახე გქონდა რომ იმ ქალს ავადმყოფი ეგონე- თვალებიდან ცრემლებს იწმენდს მის გვერდით მჯდომი ანა. -ვაიმე ის მეიზიკუტუნე რანაირი სიტყვაა-იკეცება და მუცელზე გამეტებით იჭერს ხელს. -ე ბიჭო უბრალოდ ვმასხარაობდი-მოსულიერების შემდეგ იწყებს მათე- და თურმე მარო ბებო რეებზე ფიქრობს,ისე ქეთო,ეგ რო მომიყევი მაგრად შემრცხვა.ახლა კი მეცინება,მაგრამ რამოდენიმე დღე თვალებში სირცხვილით ვერ ვუყურებდი. -რა გინდა,სამაგიეროდ ახლა დარწმუნდა რომ დაავადებული არ ხარ და უბრალოდ დებილი ხარ-ამოიხრიალა გიგომ და კეფაში წამოსული ხელი აიცილა. -აუ ქეთ,კიდე მოყევი რა რამე ამათზე-ყელი გამოიწელა ეკამ და აბრჭყვიალებული თვალებით შეხედა. -მოიცა ამას მე მოვყვები-ამბობს გაგო და წინასწარ იცინის-ნუ მოკლედ ბებო საბოლოოდ დავარწმუნეთ რომ მათე ავადმყოფი არ იყო იმ დღეს-ჩაიცინა ქეთომ-ნუ ვეცადეთ მაინც,მერე ისეთები გააკეთა ამან მგონი ისევ ესე ფიქრობს...მოკლედ, გათენდა მეორე დილა იქ ყოფნის და როგორც ყოველთვის დილის 9 საათზე უკვე ყველა ფეხზე არიან, ჩვენ გარდა.ყველა მუშაობს,ყველა რაღაცას აკეთებს,ამათ ხმაურზე ჩვენც გაგვეღვიძა. სტუმრები გვყავდა, ერთად იყვნენ სათოხარში წასულები,ნუ მოკლედ ძაან ბევრნი იყვნენ. ჩამოვედით დაბლა,მივესალმე ყველას.გურიაში ყველა ყველას იცნობს,ყველა ყველას მეგობარია. ხოდა მე კი მივესალმე,მაგრამ მათე გაშტერებული დგას და უყურებს კიდე ამათ,ამდენ ხანს კარშია გაჩხერილი,იმხელა სამზარეულოში 20 კაცი მაინც ვიყავით,ოჯახი და მეზობლები. ნუ მოკლედ დავჯექით, ვჭამთ და დაიწყო ჩვეულებრივ, გაუშვეს გურული საუბრები. ათასი სიტყვა ისმის ამისთვის უცხო,ისეთი მარტო გურულები რო გაიგებენ,ამას ისევ გაოცებული სახე აქვს.. -აუ ბიჭო, აი გაფიცებთ წარმოიდგინე-აწყვეტინებს მათე- სუფრასთან ხო ვზივართ ბევრნი და ყველა ყველას ელაპარაკება,რანაირად ასწრებენ აზრზე არ ვარ და თან მესმის "რაი,მაი,ცაი,გაი,ძმაი,წაი" და კიდე ბევრ რამეს ამბობენ რა.ეს ხო ვაფშე შოკი იყო,ათას გურულ სიტყვას ხმარობდნენ ისეთებს ჯერ კიდევ რო არ მახსოვს,ნუ გავიდა ერთი ათი წუთი და მესმის იქვე მჯდარი კიკოიეს ხმა,გიგოს ეუბნება "ერთი ძამია,წაი, იქინე, იმაში იგია და მეიტანე" და ხელით ანიშნებს რაღაცას.ბიჭოო,პირში საჭმელი მიდევს რა და ვუყურებ ყველას,მეთქი რას ამბობს ეს კაცი,გიგო გამოშტერდა ალბათთქო.ესესაა უნდა ვკითხო მგონი ამას ზედმეტი მოუვიდა დალევა მეთქი და არ დგება ეს ფეხზე და არ მოაქ ის რაღაც? და მეც უცბად დამავიწყდა რო წვნიანს ვხრუპავდი და დავაღე პირი, გადმომივიდა პირიდან სუპი და მიყურებს ყველა გაშტერებული მე,მეც ვარ პირდაღებული და დადორბლილი,ამის თანხლებით ისმის ფეხზე წამომხტარი მარო ბებოს კივილი "ა კიდო!"-გოგონებს ისევ წასკდათ გემრიელი სიცილი. მათესაც ეცინება,იმის და მიუხედავად რომ ცოტაოდენ სირცხვილს ჯერ კიდევ განიცდის მოყოლისას,ქეთოც ვეღარ იკავებს. -ვაიმე დედა მუცელი...მოიცა, მოიცა და მართლა დღემდე ეგეთი გონიხარ?-ანა სიცილისგან ცუდადაა უკვე. -იმ დღეს " ქეთოს მოტაცებაზე" რო გაიგო მაქამდე ეგრე ეჭვობდა,ახლა აღარ და დამშვიდდა.-სიცილით ამბობს გიგო. -აუ ეგეც მოყევი რა და ვსიო,თორე ცუდად ვარ უკვე-სახეზე ხელებს იფარებს ეკა. -აუ ეგ ცალკე იმხელა ამბავია-თვალებ აბრჭყვიალებული უყურებს ქეთოს და მხარზე ხელს ხვევს. -ოო,თქვენი ამბავი ვიცით,მთავარზე გადადი. -ნუ 18 წელს რომ მივუკაკუნე მივხვდი ქეთოს როგორც დას და მეგობარს არ ვუყურებდი. თან ვერაფერს ვამბობ 18 წლის ვარ არ მინდა უბრალოდ გატაცების გამო გიგო დავკარგო,თან ქეთოც 17 წლისაა, პატარაა ჯერ,ნუ ხო,მაროს ისევ დებილი ვგონივარ.-ეცინება- მოკლედ გადის კიდევ ორი წელი და ვხვდები მეც რომ ნაბიჯების გადადგმის დროა,ვიცი რომ ძაან სერიოზულად მომწონს,ქეთოსაც მოვწონვარ,კი არა ვუყვარდი უკვე...რას მჩქმეტ ქეთ,ეგრე არ იყო? შენი გული ბავშვობიდან ჩემია-თავზე კოცნის და აგრძელებს-როგორც ყოველთვის ყოველ ზაფხულს ისევ იქ ვართ,გიგოს დაჟინებით,მერე ზღვაზე.ყოველ ზაფხულს ტუზი მეცემა და რაღაც საშინელება მომდის.კაცო,არადა ყოველ ჩასვლაზე ვფიქრობ მარო ბებოს თვალწინ სერიოზული და დასტოინი ვიქნები,რა დასტოინი, მგონია რაც მაგათ სათხილეში გაკეთებულ ტბაში ჩავვარდი მაგის მერე მართლა გიჟი ვგონივარ,არადა ჩემი ბრალი არ იყო,ქვაზე ფეხი ამისრიალდა და გადავეშვი თავით.ღმერთო როგორ არ მინდოდა იმ დროს სახლში ასვლა,წარმოიდგინეთ ჭუჭყიან წყალში ამოძუნძგლული ბიჭი, რომელიც შენს სიძეობას უმიზნებს. აი ვინ გაგატანს ქალს? რომელ ბებიას მოეწონები? -მათეე,ეგრე ნუ ამბობ.ხო იცი როგორ უყვარხარ,შენ საქციელებზე მთელი კვირეები იცინოდა ხოლმე-ეცინება ქეთოს და ხელზე ეფერება ქმარს. -ხოო,არც ახლა ავიწყდება-გაეცინა და განაგრძო-ნუ უკვე სერიოზულად მაქვს გადაწყვეტული ქეთო უნდა დავისაკუთრო მეთქი,ვცდილობ თავი მოვაწონო ოჯახს,რაღაც რუღაც,თან დაგეგმილი მაქ ქეთოს როგორ უნდა გამოვუტყდე გრძნობებში და ერთ დღეს არ იტეხავს გიგო დავლიოთო? შემოუტია თავისმა სიყვარულმა,ხოდა მეც ძმაკაცს ხო არ გავუტეხავდი? დავლიეთ, მაგ დალევას შეეწირა ჩემი დალაგებული გეგმები.ამ სიმთვრალეში,თურმე ქეთოს არ გამოვუტყდი გრძნობებში? ამ ბოთემაც მათე მთვრალი ხარ წადი დაწექი მერე ვილაპარაკოთო,მეც ავიტეხე მეთქი არა რა მერე თქო,მერე როდის იქნებათქო,მერე კიდე რამე სისულელე მომივათქო,პასუხი გამეცი მეთქი. გამცა და გამომიშვა გაბადრული და გამოფხიზლებული.მეორე დღეს არც პახმელიას შევუწუხებუვარ და არც თავის ტკივილს.მაგრამ გულმა შემაწუხა, მთელი ძალით ყვირის რაღაც შიგნიდან რამე გააკეთე რაღას ელოდები უკვე 22 წლის ხარ,ტვინი ამბობს არა ჯერ ადრეა,ხოდა ამ ბრძოლაში ვინ იმარჯვებს? რა თქმა უნდა გული. ვგეგმავ ახლა რა უნდა გავაკეთო რომ რაც შეიძლება მალე დავიგულო ჩემი ქეთო ჩემთან,მაგრამ ჯერ ხო გიგოს უნდა ვუთხრა? ხოდა ამჯერად მე დამტანჯა მიჯნურობამ და წავიყვანე დასალევად,გამოვუტყდი გრძნობებში და ძმობის ვალშიც მომარტყა ერთი ორი ყბაში.-გიგოს ამის გახსენებაზე გაეცინა-ახლა გიგოც მეხმარება როგორ რა უნდა გავაკეთო,ნუ გადის რამოდენიმე კვირა,მე და ქეთო უკვე ვართ მოკლედ რაც ვართ.გადის რამოდენიმე კვირა და მოთმინება მეწურება,მაგრამ ქეთოს გამო ვითმენ.დედამის უკვე ავუხსენი მიყვარსთქო,მამის საფლავსაც მივაკითხე და ხელიც ვთხოვე. მარო ბებოს ვუმალავდით რა თქმა უნდა,გული დაარტყავდა დიდი ალბათობით ეგ რო გაეგო,ჯერ კიდევ ავადმოყოფი ვეგონე 22 წლის კაცი. ამ რამოდენიმე კვირის მერე ისევ აწუხებს გიგოს სიყვარული,ვსვავთ, ბევრს,გიგოსთვის იმდენად ბევრს რომ ურეკში მიდის იმ გოგოსთან,მე აქ მივდივარ ჩემ ქეთოსთან.თან რამოდენიმე დღის უკან გაგებული მქონდა მარო ბებოს ვიღაც ბიჭი მოსწონებია და ამბობდა ჩემი ქეთოსთვის არისო ზედგამოჭრილიო,გულზე ლოდივით მედო-მთელი დრამატულობით ჩაილაპრაკა-ჩემი ცოლი იმდენს ნერვიულობდა იმ დღეს ჩვენზე, ეზოში იყო წამოწოლილი და მე მელოდებოდა.ამ ნასვამ ტვინზე არ ვიცი რა გადამიტრიალდა,მოვხვიე ხელი,მივიკარი გულზე და შევთავაზე გავიპაროთ მეთქი...-ქეთომ გააწყვეტინა. -გატყუებთ გოგოებო,ისეთები მელაპარაკა გამაბრუა,სიყვარული თავიდან ამიხსნა ამ დაბრმავებულ ქალს,ბავშვობიდან რომ მიყვარდა იცოდა თან. -ხო ისე,მანდ მართლა მაგრად ვილაპარაკე.ჩემი გრძნობები ისე გადმოვეცი,რუსთაველს შეშურდებოდა-თავაწაულმა ჩაილაპრაკა-ეს ისეთი დამყოლია,არ ვიცი რა გადაუტრიალდა იმ საღამოს ამ ლამაზ თავში,მადლობა ღმერთს რომ გადაუტრიალდა,გავიპარეთ. მოშორებით ჩემ მეგობართან მივედით წამოვყარეთ საწოლებიდან და-ძმა,გავაღვიძეთ ნაცნობი მამაო და დავიწერეთ ჯვარი,ბევრი კი ვიწვალეთ სანამ მამაო დარწმუნდა გადაწყვწტილების სისწორეში.იმ დღეს მათ სახლში დავრჩით,ნინო(ქეთოს მეჯვარე) გავაფრთხილე,დილის 7 საათისკენ ქეთოს სახლიდან კივილი გამოვა და შენი პატარა და სწრაფად იქ უნდა გაჩნდეს მეთქი,წერილი გვქონდა მარო ბებოსთვის დატოვებული,ისე ძალიან მაინტერესებს ისეთი რა დაწერე,მე რომ ვერ წამაკითხე?-წამიერად გადაუხვია- გიგოს იმ საღამოსვე მივწერე როცა ყველაფერს მოვრჩით,ისიც მალევე გაჩნდა სახლში. მარო ბებო თავშალ წაკრული იწვა დივანზე და ტიროდა. "-ვაიმე ნენაა-კვნესის მარო ბებო,აქედან ამშვიდებს ქეთოს დედა. -უყვართ ბავშვებს ერთმანეთი,გაფრთხილებული ვყავდი დედა-გვერდზე მიუჯდა ქალბატონი ნანა. -ნენა,როგორ გამიშპა ბაღანა?(დედა,როგორ დამისხლტა ბავშვი?)-არ ისმენს არავის საუბარს მარო ბებო.ერთი და იმავეს გაიძახის. -დედა,კაი ბიჭია მათე,არაა ისეთი,შენ რო გგონია-თმაზე ხელი დაუსვა დედამთილს და პირზე ხელ აფარებულ შვილს, სიცილს რომ ძლივს იკავებდა, თვალები დაუბრიალა. -არაა შლუ ნენა? იქნება გემეიდვა ბოვშვი იღლიაში და ისე წეიღო სახლში? -არა ბებო არაა,უყვარს მათეს ჩვენი ქეთო,მეც გამომიტყდა და მამასთანაც იყო ჩასული.-გაკრეჭილმა ახარა გიგომ და მუხლებზე მდგარი დაუჯდა გვერდით ბებიას. -მართლა ნენა?-სხივი გაუკრთა თვალებში ქალს,ცრემლები მოეძალა.-აგი კაია ნენა,კაი საქციელია. -ხო ბებო,თან ხომ გაიგე, ქეთოს დიდი ხანია ყვარებია,მეტი რაღაა საჭირო? -უთხარი ჩამეეტიონ აქანე(უთხარი დროზე ჩამოვიდნენ აქ)-თქვა და აკანკალებული ხელი ჰაერში გააქნია." -ახლა კია ჩემი ცოლი,უკვე 2 წელია.-გაეღიმა და მკერდზე მიიხუტა ქეთო. -როგორ მიხარია რომ გაგიცანით- ჩაილაპარაკა ანამ და გიგოს გახედა.ხო,ეს გიგოს არც თუ ისე ახალი,თუმცა ძალზედ სერიოზული "გატაცებაა",უფრო სწორად სიყვარული. ეკა კი მისი "მზითევში" მოყოლებული დაქალი,როგორც ყოველთვის ხდება. -კიდე ბევრი რამეა მოსაყოლი, მერე განვაგრძოთ,ახლა რისთვისაც შევიკრიბეთ ის ავღნიშნოთ-ფეხზე წამოდგა გიგო. -ისე,რისთვის შევიკრიბეთ მარტო ჩვენ, ეგ არ გითქვამთ-თქვა ანამ. -ხოო,მოიცა ცოტახანი და გაიგებ-მათემ გაურკვევლად დაუბრუნა პასუხი. -ოოო,რას მიმალავთ,ქეთ შენ მაინც მით....ხა..რი..?-დაიწყო და ძლივსღა დაამთავრა,მის წინ ცალმუხლზე დაჩოქილმა გიგომ და ბრილიანტის ულამაზესმა ბეჭედმა აზროვნების უნარი დაუკარგა. -გახსოვს ერთხელ მითხარი,არ მიყვარს ზედმეტი რაღაცები,ყველაფერი სადა და უბრალო მომწონსო,პატარა წრეში. ხოდა ანა,ცოლად გამომყვები?- გავიდა ხუთი წუთი,მიყვა კიდე ორი, ათი.გიგოს უკვე იმედი აქვს გადაწურული,ანი ხმას ვერ იღებს,შოკშია ჩავარდნილი. ეკა ხელს ულურჯებს,ჩქმიტავს, ურტყავს,ბწკენს,თუმცა რეაქცია არ ჩანს.ბოლოს ვეღარ ითმენს და დაქალის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას. -გამოგყვება გიგო, გამოგყვება-კივის და სიცილით ეხუტება ჯერ კიდევ გაოგნებულ ანას. _____ ამ საიტზე ჩემი პირველი ისტორიაა,პატარა,მაგრამ სახალისო. წერის დროს ძალიან გავერთე,იმედი მაქვს თქვენს გაღიმებასაც შევძლებ. ძალიან გამიხარდება თუ წაიკითხავთ და თქვენს აზრს გამოხატავთ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.