შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (9 თავი)


29-09-2020, 11:03
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 376

მიას ძალიან უჭირდა ამ ყველაფერთან გამკლავება,
განსაკუთრებით კახას მოტყუება, რომელსაც ყოველ შეხვედრაზე უმტკიცებდა რომ არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული
-მია შენ და დედა უცნრად იქცევით-ეჭვები ღრღნიდა კახას
-რანაირად უცნაურად?-გაეღიმა მიას ძმიას ალეწილ სახეზე
-ვგრძნობ რაღაცას მიმალავთ-კახა ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში დას
-არაფერს არ გიმალავთ-მხრები აიჩეჩა მიამ და გაექცა ძმიას დაჟინებულ მზერას
-ანაც მოიყვანეთ ერთხელ და მაჩვენეთ-ამ სიტყვების მოსმენისთანავე მიას ცხვირი აეწვა და ძლიავს შეიკავა მოწოლილი ცრემლები
-არ შეიძლება-იუარა მაშინვე - აქ რაუნდა?! გული უარესად ეტკინება
-მია მინდა რომ ანა მომოყვანოთ და
მაჩვენოთ-გაჯიუტდა კახა, თითქოს გული უგრძნობდა რომ რაღაც ისე ვერ იყო
-კახა როგორ ფიქრობ ნორმალურია ცამეტი წლის ბავშვის აქ მოყვანა?-გაბრაზდა მია -იმის ნახვა როგორ ზის მისი სულელი ძმა ციხეში
-ძალიან მომენატრა, ერთხელ მანახეთ-გაბრაზდა კახა-ადვოკატიც მაგას გაიძახის -მერე რა თუ აქ მნახავს? ისედაც ხო იცის რომ აქ ვზივარ
-კახა სისულელებს ნუ ლაპარაკობ! არათქო, მისი ფსიქიკა უნდა შეარყიო?
-თუ არ მომიყვანთ შემდეგ შეხვედრაზე აღარ გამოვალ-დაემუქრა კახა -გგონია ვერ ვხვდები რომ შენ და დედა უცნურად იქცევით? იდიოტს ვგავარ? რადგან აქ ვარ იმას არ ნიშნავს რომ უფლება გაქვთ ყველაფერი დამიმალოთ და არაფერად ჩამაგდოთ, თუ ანას არ მაჩვენებთ შენდეგ შეხვედრაზე, ზაქროს დავურეკავ და ვთხოვ გაარკვიოს რა ჯანდაბა ხდება
-კახა ნუ სულელობ-გაბრაზდს მია -გეუბნები რომ არაფერი არ ხდება, რა უნდა ხდებოდეს?-სცადა დამშვიდება და ძმის დარწმუნება ზედმეტად ფორიაქებულმა გოგონამ
-ანაზე რომ ვიწყებ ლაპარაკს სახე გეცვლებათ... ხმაც... საერთოდ ირევით შენ და დედა... ადვიკატი ხო ვაბში არ იღებს ხმას... რა ჯანდაბა ხდება?
-კახა მორჩი-მია ადგა სკამიდან და ძმას წამოადგა თავზე -ჭკვიანად იყავი, იცოდე არ გვანერვიულო, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ამ ჯოჯოხეთისგან დაგიხსნათ
-ვიცი-კახაც ადგა და დას ჩაეხუტა -მაგრამ მინც ვერ ვმშვიდდები... მია არაფერი დამიმალოთ
იცოდე -კახა თვალებში ჩააცქერდა მიას - თუ რამე ხდება მითხარით, აქედანაც შევძლებ რაღაც გავაკეთო თქვენთვის
-ვიცი ვიცი-მიას ცრემლები მოაწვა და გადმოსცვივდა კიდეც
-გთხოვ არ იტირო-კახამ შუბლზე აკოცა დას და ცრემლები მოწმინდა
-ნახვის საათი დასრულდა -მოესმათ ყველაძე საშინელი ხმა და-ძმას, მიამ ცრემლებით გააცილა ბადრაგთან ერთად მიმავალი ძმა, რომელნიც მძიმე შავი რკინის კარსმიღმა გაუჩინარდნენ.
მარიამი თანამშრომლებს დაემშვიდობა და მომღიმარი სახით დატოვა ოფისი, თუმცა ღიმილი სახეზე შეეყინა როცა ქუჩაში გასულს, ნაცნობი სახე შეეფეთა პარკინგზე
-რეზი?-აღმოხდა მარიამს და სახე აელეწა
-როგორ ხარ?-მარიამის მანქანას მიყრდნობილი რეზი, მომღიმარი სახით მიუახლოვდა ადგილზე გაქვავებულ გოგონას და ლიყაზე აკოცა, დაბნეულმა მარიამმა თვალები დაახამხამა და მზერა გაუშტერა თვალებ აციმციმებულ ბიჭს რომელიც მასთან ისე ახლოს იდგა მასთან რომ გოგონას მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა
-აქ რას აკეთებ?-კითხა კარგახნის დუმილის და დაბნეულობის მერე
-შენს სანახავდ მოვედი-რეზი არ იშორებდა სახიდან უცნაურ ღიმილს
-ჩემ სანახავად?-გაოცდა მარიამი და მზერა აარიდა მის მწვანე სფეროებს, რომელნიც ასე დაჟინებით უმზერდნენ მის ალეწილ სახეს
-შენს სანახავად -დაუდასტურა ბიჭმა, მარიამი ძალიან დააბნია მისმა პირდაპირობამ
-რატომ?-კითხა კარგახნის დუმილის მერე და თვალი კვლავ მისი მწვანე თვალებისკენ გაექცა
-მინდა რომ რესტორანში დაგპატიჟო
სავახშმოდ-მისი პირდაპირობა მარიამს აგიჟებდა
-რააა?-უარესად დაიბნა მარიამი და კვლავ აარიდა მზერა
-მინდა რომ უკეთესად გაგაიცნო-რეზი კვლავ მარიამის მანქანის ინა ცხვირს მიეყრდნო, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ერთი ღერი ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა
-აი მეკი საერთოდ არ მაქვს სურვილი უკეთ
გაგიცნო -გაბრაზდა მარიამი, რეზიმ მარიამი უტიფრად აათვალიერ ჩაათვალიერა და კვლავ ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში მარიამის ალეწილ სახეზე, რომელმაც შეამჩნია მისი ეს თავხედობა
-გგონია ასე მარტივია?-რეზიმ მის ტუჩებს გაუშტერა თვალი
-შენი უკეთ გაცნობა არ მინდა, საერთოდ არ მინდა შენთან არანაირი ურთიერთობა! -ლამის უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-მხოლოდ ერთი ვახშამი-ისეთი მშვიდი ტონით უთხრა რომ მარიამი გაოცდა და თვალი გაუშტერა მის მწვანე სფეროებს
-არასოდეს-უთხრა მკაცრად და მანქანას მიუახლოვდა კარი გამოაღო და ჩაჯდომას აპირებდა
რომ რეზი მისკენ მიტრიალდა მაჯაში ხელი ჩაავლო და თვისკენ მოქაჩა დაძაბული გოგონა
-მხოლოდ ერთხელ-უთხრა ჩავარდნილი ხმით
-ხელი გამიშვი-მარიამი მის ხელს დაეჯაჯგურა რის გამოც რეზიმ მეორე ხელიც დაუჭირა -გამიშვი
-ჯერ დამთანხმდი-ეცინებოდა რეზის მისი სახის შემხედვარეს
-იცოდე ვიყვირებ-დაემუქრა მარიამი
-იცოდე დაიჯები-ტუჩთან ახლოს დაუჩურჩულა ბიჭმა და თავლებში ჩააცქერდა სახეაწითლებულ გოგონას რომელიც ბრაზისა და დაბნეულობისგან სულ აირია
-გამიშვი-მარიამი მაინც ეწინააღმდეგებოდა
-ხომიცი რომ სანამ არ დამთანხმდები იქამდე თავს არ დაგანებებ-ხმა შეეცვალა ბიჭს
-ზუსტად ვიცი როგორიც ხარ და როგორი ძმაკაცებიც გყავს -უთხრა ზიზღით გოგონამ
-არასწორი წარმოდგენა გაქვთ, შენ და მიას ჩვენზე
-მართლა? -გაეცინა მარიამს -იმ ყვალაფრის მერე რაც მიას დამართეთ და გადაატანინეთ ვფიქრობ რომ იმაზე საშინელი ბიჭები ხართ ვიდრე ჩვენ ორივეს ერთად წარმოგვიდგენია
-ხომიცი რომ ასე არაა?-ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში რეზის -შეიძლება ცუდად მოვიქეცით მაგრამ ისეთი საშინელი ბიჭებიც არ ვართ თქვენ რომ გგონიათ
-ხელი გამიშვი მტკივა-მარიამს ძალიან ტკიოდა უკვე მაჯები, რეზიმ ხელი გაუშვა, მაგრამ ისე რომ მანქანის ღია კართან დადგა რომ გოგონა არ ჩანჯდარიყო
-მარიამ დამთანხმდი -გოგონამ მაჯები მოისრისა და მკვლელი მზერ მიაპყრო სახეალეწილ ბიჭს
-არასოდეს! გესმის? არასოდეს დაგთანხმდები
-თავს იქამდე არ დაგანებებ სანამ არ დამთანხმდები-დაემუქრა რეზი
-რაცგინდა ის ქენი, რაცგინდა ის გააკეთე ჩემგან თანხმობას ვერ ეღირსებ...-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ და სიტყვე ვეღარ დაასრულა რადგან გაბრაზებულმა ბიჭმა მკლავებში მოიმწყვდია და მის ტუჩებს დააცხრა, მარიამისთვის იმდენად მოულოდნელი, წარმოუდგენელი და უცნაური რაღაც მოხდა რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ აღიქვა მარიამის გონებამ რა ხდებოდა მის თავს, როცა გადაიარა პირველმა შოკმა და აზრზე მოვიდა, გააცნობიერა რომ ეს თავხედი და უტიფარი ბიჭი ძალით კოცნიდა მთელი ძალით შეეწინააღმდეგა და კარგახნის ბრძლის მერე რეზიმ ხელები გაუშვა, დანანებით მოწყდა მის ვნებიან წითელ ტუჩებს და გოგონას ჩააცქერდა მაღვრეუ თვალებში, მარიამმა უმალ სახეში გაარტყა აკანკალებული ხელი, ცხვირი აეწვა და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით შეეწინააღმდეგა
-პირველი კოცნა-გაეცინა რეზის და უარესად გაცეცხლდა მარიამი
-ჩემთან მოკარება აღარ გაბედო-უყვირა გეღიზინებულმა და მანქნაში ჩაჯდა.
მიას ძალიან გუკვირდა მარიამმა შეხვედრა რომ სთხოვა თან ნამტირალევი ხმით, თან სახლში და მოუთმენლად ელოდა გოგონას გამოჩენას. კარი გააღო თუარა, მარიამი ჩაეხუტა და ატირდა
-მარიამ რა გჭირს?-მიას გული შეეკუმშა მის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას
-რეზიმ მაკოცა-მარიამი თვალებში ჩააცქერდა მიას და კვლავ ცრემლები მოეძალა
-რაა?-ვერაფერი გაიგო მიამ
-შენი არანორმალური ცოტნეს რეზიმ-აუხსნა მარიამმა და მისაღებში შევიდა, მიაც უკან მიყვა გაოცებული
-მარიამ რას ნიშნავს გაკოცა? როდის მოასწარი მისი ასე გაგიჟება?-გაეცინა მიას მისი სახის შემხედვარეს
-მია ნუ დამცინი იცოდე წავალ-გაიბუტა მარიამი და სავარძელზე დაჯდა
-მომიყევი წესიერად რა მოხდა
-სამსახურიდან გამოსულს მანქნასთან დამხვდა, რესტორანში დამპატიჟა... იდიოტი... მერე შევკამათდით და მაკოცა... ძალით!-დაამატა ბოლო სიტყვა დამარცვლით და გარკვევით
-ანუ გაკოცა?-მიას ეცინებოდა -თან ძალით?
-მია სასაცილოა ახლა ეს?-გაცეცხლდა მარიამი
-პირველი კოცნა-მიას სიცილი აუტყდა -მორჩა დავირუპეთ, აწი რეზის მიგათხოვებენ-მია გიჟივით იცინოდა
-იცი რაა შენც იმათსავით საძაგელი და აუტანილი ხარ?! -მარიამსაც სიცილი აუტყდა მიას შემხედვარეს
-აბა მოყევი როგორი იყო?-მია თვალებში ჩააცქერდა მეგობარს
-რაა?-ვერ მიხვდა მარიამი
-კოცნა
-მარიამ იცოდე მოგკლავ-გაეცინა გოგონას და ბალიში ესროლა მიას. ცოტახანი ამ თემაზე ხუმრობდნენ მაგრამ რეალაურად მიამ ძალიან ინერვიულა მარიამზე, თუმცა გოგონასთანს ეს არ შეიმჩნია, თავს ვერ პატიობდა რომ ცოტნეს სახლში წაიყვანა მარიამი
-მარიამ გთხოვ თავი შორს დაიჭირე მისგან, მაქსიმალურად მშვიდად აუხსენი რომ არ გინდა მასთან ურთიერთობა
-ვუხსენი მაგრამ არ ესმის, როგორც მივხვდი
-ჯანდაბა არუნდა წამეყვანე იმ სახლში
-მია ნუ სულელობ-გაეცინა გოგონას -ასეთი ლამაზები რომ ვართ მაგის ბრალია ეგ-ორივეს სიცილი აუტყდა კვლავ -ბიჭებს ერთი ნახვით ვაგიჟებ
-თვითომ?-დაეჭვებით კითხა მიამ -მგონი ეგ უიღბლობის ბრალია
-დაიკიდე, გავაგებინებ რომ არ მინდა მასთან ურთიერთობა-იღიმოდა მარიამი
-ასე იოლად ვერ მოვაგვარებთ
-რამეს მოვიფიქრებთ-მარიამი დამშვიდდა და უფრო შემართებით იყო ახლა -გაგაზე მომიყევი გერმანიაში რაც წავიდა არ დაურეკია ხო?
-დღეს დამირეკა-ცრემლები მოაწვა გოგონას -კახა და ანა მოიკითხა
-იდიოტი-გაბაზდა მარიამი -ისე წავიდა არცკი გნახა
არც აგიხსნა რატო მიდიოდა
-მამაჩემი და ჩემი ძმა დაიჭირესო, გამყიდველმა მოტყუა და მოპარული მანქნა ამიასყიდაო
-რომ მოსულიყო წასვლამდე და ენახე მოკვდებოდა?
-აზრი?-მიას ცრემლები მოეძალა -მაინც იმის სჯერა რაც ცოტნემ უთხრა
-ხოდა იდიოტია
-რომ ჩამოვალ ვილაპარაკოთ და გავარკვიოთ ყველაფერიო, ასე მითხა და გამითიშა
-იდიოტი თან უშენოდ არ შეუძლია-გაეცინა მარიას
-შეუძლია...ისე წავიდა არ მნახა, არც მირეკავდა
-რადგან ეხლა დარეკა ესეიგი მოენატრე
-მართალი გითხრა არვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ, ყველაფერს ერთად განვიცდი
-იმიტომ რომ იმედი გაგიცრუა, იმ იდიოტს დაუჯერა
-დღემდე არ უკითხია ჩემთვის რა მოხდა სინამდვილეში
-იმიტომ რომ ეჭვიანი იდიოტია, ურჩევნია დაკარგოს ვიდრე თავმოყვარეობას გადააბიჯოს სიყვარულისგამო... რომ ჩამოვიდეს რას იზავ? შეურიგდები?
-არვიცი-მხრები აიჩეჩა მიამ -ცოტნესი სჯერა და ჩემი არა
-იდიოტია და მაგიტომ, ცოტნე კი თავისას აწვება
-კიდევ კარგი თურქეთში წავიდა თორემ ალბათ ჩემი ხელით მოვკლავდი
-გირეკავს ხოლმე?
-დღეში ათასჯერ მაგრამ არ ვპასუხობ, არც მის შეტყობინებებს ვნახულობ
-მია ასე როგორ გააგიჟე?-გაეცინა მარიამს
-თვითონაა გიჟი
-ძმაკაციც გიჟი ყავს-გოგონებს ისევ სიცილი აუტყდათ.
მია სამსახურში დააბრუნა ნინიმ, ბევრი ეხვეწა და ბევრი ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო, თავი იმართლა არ ვიცოდი ასეთი ურთიერთობა თუ გქონდათო, ცოტნემ მომატყუაო, პირობა მისცა რომ მსგავსი რამ აღარ მოხდებოდა, რადგან არ იყო ისეთი ზნედაცემული და საშინელი პიროვნება რომ მიასთვის ასეთი საშინელება გაეკეთებინა რეალურად
-გპირდები რომ ცოტნე აქ მოსვლასაც ვერ გაბედავს, უფლებას არ მივცემ-სავარძელში იჯდა ნინი და მიას უყურებდა პირდალირ თვალებში -გეფიცები წარმოდგენა არ მქონდა რომ ასეთი ურთიერთობა გქონდათ, მეგონა რომ შენც მოგწონდა და ცოტა ძალდატანება გინდოდა... ძალიან ვწუხვარ რომ ასე საშინლად მოგექეცი მია... მე ასეთი ადამიანი არ ვარ
-იმედი მაქვს რომ ეს გაუგებრობა მხოლოდ იმიტომ მოხდა რომ ცოტნემ შეგიყვანათ შეცდომაში... თუ მსგავს რამეს მაიძულებთ კიდევ ერთხელ სამსახურიდან მაშინვე წავალ, იმის მიუხედავდ რომ არ მინდა დავკარგო და ძალიან მჭირდება ახლა სამუშაო
-გპირდები რომ მსგავსი რამ არ მოხდება.
მიას უყვარდა თავისი საქმე, უყვარდა ეს გარემო, თანამშრომლები, რომლებთანაც საკმაოდ მარტივად გამონახა საერთო ენა და არ უნდოდა წასვლა, მითუმეტეს ასეთ რთულ სიტუაციაში როცა ასე ძალიან სჭირდებოდა ფული მის ოჯახს, ამიტომ დარჩა და ფაქტიურად ნინის მიანდო თავისი ბედი.
ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა სამსახურში და მია უზომოდ მადლიერი იყო ნინის ყურადღებისა და მზრუნველობისთვის.
სახლის გაყიდვამ მაკას და მიას ისეთი ტკივილი მიაყენა რომ არ ეგონათ ასე თუ გაუჭირდებოდათ ამ ყველაფრის გადატანა, ცრემლებად დაიღვარნენ დედა-შვილი სახლის დაცლის დროს რომელშიც ფაქტიურად ავეჯი აღარ იდგა...
მაკამ ერთოთახიანი ბინა იყიდა ლილოში თხუთმეტიათასად რომ თავშესაფარი ქონოდათ დანარჩენი ფული კი ადვიკატისთვის და საავადმყოფოს ხარჯებისთვის გადაანაწილა... რადგან ფული ქონდათ მაკამ ექიმებს სთხოვა ანას ანალიზის პასუხები საზღვარგარეთ გაეგზავნათ და გაეგოთ შეძლებდა თუარა რომელიმე კლინიკა მისთვის ოპერაციის გაკეთებას ისე რომ გადარჩენის შანსი ოცდაათ პროცენტზე მეტი მიეცათ, მითუმეტეს რომ ანალიზებით დაუდგინდა რომ ფილტვიდან საყლაპავ მილზეც ქონდა გადასული მეტასტაზები.
მაკა საშინელ მდგომარეობაში იყო, იმის წარმოდგენაც კი ზარავდა რომ შეიძლებოდა ყველა კლინიკას უარი ეთქვა ამაზე...
-დედა გთხოვ თავს ნუ იტანჯავ... აი ნახავ ვიპოვით ისეთ კლინიკას სადაც მეტ შანს მოგვცემენ, საზღვარგარეთ ხომიცი რომ ასეთ ოპერაციებს უფრო წარმატებით აკეთებენ
-მია მეც მინდა დავიჯერო მაგრამ... არ შემიძლია მეშინია ძალიან მეშინია... ანა რომ დავკარგო მოვკვდები
-ასე ნუ ამბობ არ დავკარგავთ-მიას ცრემლები გადმოსცვივდა -ღმერთი არ წაიყვანს... ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა...
-მია-მაკას ხმა ჩაუწყდა და ცრემლები გადმოსცვივდა -მია -აღმოხდა ისევ ქალს და შვილი ძლიერად ჩაიკრა გულში, მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა -იმის წარმოდგენაც კი მზარავს რომ შეიძლება ანას სურნელი ვეღარ ვიგრძნო... რომ ვეღარ ჩავეხუტო
-დედა ასე ნუ ამბობ-მია დედას თვალებში ჩააცქერდა -ასე ნუ ამბობ, ამაზე ნუ ფიქრობ, ეს არ მოხდება, არ მოდხდება გესმის?- აყვირდა მია -ანას არ წაგვართმევს ღმერთი, მამაიკო არ წაიყვანს, იქიდან დაიფარავს-მიას ხმა ჩაიწყდა და იატაკზე მუხლებით დაემხო -მამიკო დაიფარავს, ასე არ გაგვიმეტებს, იქიდან დაიფარავს, მამიკო დაეხმარება აი ნახავ-მიას ხმა ჩაუწყდა და მოწოლილ მძიმე ემოციებს უფლება მისცა ცრემლებად დაღვრილიყვნენ მის ფარმკრთალ სახეზე. მაკას სული გაეყინა... უყურებდა მიას და გული ეწვოდა, ეწვოდა რადგან არ შეეძლო ერთი დამამშვიდებელი სიტყვა მაინც ეთთქვა მისთვის.
პასუხების მოლოდინში დრო ნელა გადიოდა, ყოველი წამი საშინლად გაიწელა უსასრულობაში თითქოს... ისეთი შეგრძნება ჰქონდათ თითქოს დროში და სივრცეში დაიკარგნენ. ყველაფერი უარესად აირია როცა მაკას ციხიდან დაურეკა დათომ და სთხოვა სასწრაფოდ მისულიყო იქ, მაკა საშინლად დაიძაბა და შეშინდა, რა აღარ იფიქრა, ეგონა დათო ატყუებდა რომ კახას უნდა შენი ნახვაო და სინამდვილეში რაღაც საშინელება მოხდა, მიასაც დაურეკა და სამსახურიდან დათხოვნა სთხოვა
-დედა კახას დაემართა რამე?-ანერვიულდა მია
-არვიცი არვიცი მია მოდი გთხოვ-მაკამ გაუთიშა, დედა-შვილი ფაქტიურად ერთად მივიდნენ ციხეში, მაშინვე შეუშვეს ორივე და პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შეიყვანეს ორივე სადაც კახა და დათო დირექტორთან ერთად სახეწაშლილები ელოდნენ მათ
-ანა საავადმყოფოშია არა? -სკამიდან წამოვარდა ეგრევე კახა და დედას მივარდა -ბავშვი ხელიდან გეცლებათ და მე ამას მიმალავთ-დაუღრიალა მაკას რომელმაც ხმის ამოღება ვერ გაბედა და ცრემლები გადმოსცვივდა - როგორ გაბედეთ ამის დამალვა? როგორ შეგეძლოთ ასე მოქცეულიყავით? რა უფლებით




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent