სპორტის მასწავლებლები (თავი 16)
*** ინფორმაცია, ბათუმის ცენტრში მომხდარი საზარელი ავარიის შესახებ სინათლის სიჩქარით გავრცელდა. შემთხვევის ადგილას წამში გაჩნდა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები. სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს მარიამი და ლანა. არანაკლებ დაშავებული იყო სატვირთოს მძღოლიც - ანაა, გამომართვი ერთ-ერთის ტელეფონია ვინმეს დაურეკე - როგორც კი საავადმყოფოში შევარდნენ, სასწრაფოს ექთანმა მიმღებში მჯდარ გოგონას, ლანას ტელეფონი მიაჩეჩა ხელში. სასწრაფოდ გამოართვა ანამ და თან საკაცეზე მყოფ საშინელ მდგომარეობაში მყოფ გოგონებს თვალი გააყოლა.. ტელეფონზე ბლოკი არ ედო ლანას, ცოტა კი გაუკვირდა მაგრამ მაგაზე არ უფიქრია პირდაპირ კონტაქტებში შევიდა და პირველივე ნომერთან დარეკა -ხო ლანა, რაშვები.. მეც ვაპირებდი დარეკვას - ალო, გამარჯობა ლაშას ვესაუბრები? ტელეფონში უცხო ხმის გაგონებამ წამში დააბნია ლაშა და შუბლზე მოისვა ხელი - კი.. ლანა სადაა, რამოხდა? - ქალბატონი ლანა და კიდევ ერთი წითელთმიანი გოგონა ახლახანს ჩვენს საავადმყოფოში შემოიყვანეს.. მეტი არც არაფერი გაუგია ლაშას, რაღაცას კიდევ ეუბნებოდა გოგო, თუმცა მეტის მოსმენა ვეღარ შეძლო. თითქოს ერთიანად გამოეცალა ფეხქვეშ მიწა, საყრდენი.. უღონოდ მიეყრდნო მანქანას და იგრძნო როგორ ტალღასავით გაუარა შიშმა მთელს სხეულში.. იმის წარმოდგენაც, რომ რომელიმეს რამე შეიძლებოდა მოსვლოდა საშინელ მდგომარეობაში აგდებდა - ალო, აქ ხართ? - ტელეფონში ჯერ კიდევ ისმოდა გოგონას ხმა, თავს ძალა დაატანა ლაშამ და მისამართი ჰკითხა, მერე სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და წამში მოსწყდა ადგილს. *** საავადმყოფოს შენობაში უამრავი ხალხი იყო მოგროვილი, თუმცა ლაშა თავს მაინც მარტო გრძნობდა, სრულიად მარტო.. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო მიღებული შოკიდან, ის აქ იჯდა, გარეთ.მარიამი და ლანა კი საოპერაციოში.. არ უნდოდა ამის დაჯერება. რამე რომ მოსვლოდათ? იქიდან რომ ვერ გამოსულიყვნენ? ამის გაფიქრებაც კი ზარავდა. საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ყველაზე მტკივნეული რამაა ცხოვრებაში. ის ჭრილობაა, რომელიც არ ხორცდება.. ეს ერთხელ უკვე ჰქონდა გამოცდილი და ზუსტად იცოდა, მეორედ იგივეს ვეღარ გაუძლებდა. ყველაფერი იყო ლანა, სამყარო, რომელშიც ახლიდან დაიბადა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც უსიტყვოდ ესმოდა მისი.. ყოველთვის, როდესაც გაუსაძლისი ტკივილი თავს ახსენებდა, საათობით იკარგებოდა მის თვალებში. ყველაზე წმინდა და ლამაზ თვალებში, რომელიც შეიძლებოდა ვეღარასოდეს ენახა. ამის დაჯერებას სიკვდილი ერჩივნა. რატომ. რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო, რატომ გვავალდებულებს რომ ამას გავუძლოთ?! გრძნობდა, შინაგანად იწვოდა, ცეცხლი ეკიდა და მისი ჩაქრობა არ შეეძლო. თავი კედელს მიადო და ძლივს ამოისუნთქა. მოულოდნელად მიუჯდა გვერდით თორნიკე, ვერც კი შეამჩნია როდის მოვიდა. განადგურებული იყო, თვალები მთლიანად ჩასისხლიანებული და შეშუპებული ჰქონდა. მთელი სხეულით კანკალებდა და ამას ვერ აკონტროლებდა - დაწყნარდი. - საკუთარი ხმა თავადვე ეუცნაურა ლაშას, ზუსტად იცოდა ამით ვერ დააწყნარებდა მაგრამ მაინც დაადო მკლავზე ხელი - სულ ახლა.. სულ ახლა ვიპოვე.. ნუთუ ღმერთი წამართმევს? მარიამს თუ წამართმევს თავს არ ვიცოცხლებ.. - ცრემლები განუწყვეტლივ მოდიოდა თვალებიდან - არ წაგართმევს. თავი ხელში აიყვანე. - არშემიძლია.. არშემიძლია ლაშა მოვკვდები გეფიცები, ვერ ვსუნთქავ, მართლა ვერ ვსუნთქავ... - გულზე მიიდო ხელი და ხმა აუკანკალდა ვეღარაფერი უთხრა ლაშამ, თვითონაც არანაკლებ ცუდად იყო. ზუსტად ერთ წუთში, თითქოს სამყარო თავზე დაემხო, სიცარიელეში იყო გაჭედილი და იქიდან თავის დაღწევა წარმოუდგენლად ესახებოდა. უყურებდა საავადმყოფოს კედლებს, ექიმებს, ექთნებს და თითქოს მაინც ვერაფერს ხედავდა. გამაყრუებლად ჩაესმოდა ლილეს ტირილი, არც მას უყურებდა თუმცა თითქოს მაინც თვალწინ ედგა მისი შეშლილი სახე. ცივ იატაკზე იყო ჩაკეცილი და გამუდმებით კედელს ურტყამდა თავს. დრო უსაშველოდ იწელებოდა.. *** ცუდზე ფიქრი, თითქოს დიდი დარტყმისთვის, წინასწარ გამზადებს.. დაღამდა. 8საათი ხდებოდა, მარიამის ოპერაცია რომ დასრულდა. გიჟივით ეცა ლილე საოპერაციოდან გამოსულ ექიმებს, სახე სრულიად წაშლილი ჰქონდა, შიშისგან უარესად აიტანა კანკალმა - ცუდი არაფერი მითხრათ.. მე დედამისი ვარ - ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა ქალმა და ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე ექიმებმა ერთმანეთს გადახედეს - თქვით რამე. როგორ არის მარიამი. - ამჯერად თორნიკეც ჩაერთო საუბარში - ნუღელავთ, მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა დიდი დარტყმის გამო, გოგონას ტვინის შერყევა აქვს - რა? - შეშფოთებულმა ლილემ პირზე აიფარა ხელები - ასევე მაჯვენა ფეხი ჰქონდა მოტეხილი-ამჯერად მეორე ექიმმა გააგრძელა საუბარი- იძულებული გავხდით პლატინის ფირფიტა ჩაგვედგა, გარკვეული პერიოდი დახმარების გარეშე სიარულს ვერ შეძლებს - ხომ კარგად იქნება? -მაინც ვეღარ მოითმინა ლაშამ - დიახ, არ იღელვოთ საფრთხემ ჩაიარა. რამოდენიმე საათში პალატაში გადავიყვანთ და მის ნახვას შეძლებთ. შვებისგან ღრმად ამოისუნთქა ლილემ, უღონოდ მიეყრდნო კედელს და მერე ისევ აქვითინდა - ქალბატონო ლილე, კარგი დამშვიდდით ექიმმა ხომ თქვა რომ კარგად იქნება - მხარზე ხელი დაადო ლაშამ - ჩემი ბრალია. მანქანის გასაღები არ უნდა მიმეცა, ჩემი ბრალია. ლამის საკუთარი ხელით მოვკალი შვილი. რამე რომ დამართნოდა როგორ უნდა მეცოცხლა.. -სახეზე ხელები აიფარა და ისე უეცრად ჩაეხუტა გააზრებაც ვერ მოასწრო ლაშამ - შვილო.. - კარგი დამშვიდდით - თავადაც მოხვია ხელები ატირებულ ქალს. ასეთ უმწეო მდგომარეობაში არასოდეს ენახა ლილე, თითქოს ერთიანად ჩამოინგრა მისი ქედმაღლობა - მაპატიე..-უცებ ამოწია თავი ქალმა და ცრემლები მოიწმინდა - არა რას ამბობთ.. ქალბატონო ლილე, დაბლა ჩავალ და მერე ისევ ამოვალ. თუ რამე დაგჭირდებათ თორნიკე აქაა -უეცრად გახედა ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში მყოფ მაჩაიძეს. ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი ლილემ და ლაშაც წამში მოსწყდა ადგილს. თითქოს გულის ერთ ნაწილში მოეშვა,. შეიძლება გონება ვერ ამჩნევდა, თუმცა მარიამიც ყოველთვის მისი გულის ნაწილი იყო. გულწრფელად უხაროდა მისი კარგად ყოფნა, მაგრამ გამოხატვა არ შეეძლო. მეორე საოპერაციოსთან მისულს რამდენი ექიმი დახვდა დერეფანში, საოპერაციოდან გამოსულთ, პირბადეები მოეხსნათ და შორიდანვე ჩანდა მეტად სერიოზულ თემაზე საუბრობდნენ. - უკაცრავად - ორიოდე წუთში მათთან გაჩნდა ლაშა- ოპერაცია დასრულდა? - გოგონას ნათესავი ხართ? - ქვემოდან ამოხედა ერთ-ერთმა ექთანმა - მისი საქმრო ვარ- ისევ უნებურად დასცდა სიტყვები. გონებაში არასდროს გაუვლია მსგავსი, შოკში ჩავარდა. თითქოს თვითონ კიარა ვინმე სხვამ თქვა და მან უბრალოდ გაიგონა - გილოცავთ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. - გონს, ექიმის სიტყვებმა დააბრუნა- ავარიის დროს, ფილტვში მინის ნამსხვრევი შეერჭო, თუმცა დროულად მოვახდინეთ ჩარევა, ასე რომ საშიში აღარაფერია. თქვენს საცოლეს მალე გადაიყვანენ პალატაში ძლივს შეძლო ნაძალადევად გაღიმება ლაშამ და მერე ძალაგამოცლილი მიესვენა სკამზე. ცხოვრებაში არასოდეს განუცდია მსგავსი გრძნობა, სხვანაირად უხაროდა.. არა მხოლოდ გულით და გონებით, არამედ მთელი სხეულით და სულით. ისევ გააჟრჟოლა. თუმცა ზუსტად იცოდა, ეს უკვე შიშისგან აღარ იყო.. *** მის წინ ეძინა. ისე უშფოთველად, თითქოს არაფერი მომხდარიყო.. სახეზე უამრავი ნაიარევის მიუხედავად, ამ ქვეყნად მაინც ყველაზე ეჩვენებოდა ლაშას. მისი ხელი საკუთარში მოექცია და ნაზად ეფერებოდა. ვერ ხვდებოდა, როდის გახდა მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. როდის მოახერხა მის გულში შემოძრომა.. თავისი უბრალო, სადა ქცევებით მივიწყებული გრძნობები გაუღვიძა. არა მტკივნეულად, არამედ სიყვარულით.. ერთი გაღიმებით ტკივილს ავიწყებდა, ერთი შეხედვით ბრაზს უქრობდა. სხვა ადამიანად აქცევდა და ეს სხვა ადამიანი ბევრად უფრო მოსწონდა ლაშას. საკუთარი თავის, უკეთესი ვარიანტი მისი წყალობით გახდა. არასოდეს სჯეროდა ზღაპრების, თუმცა ლანა, მისთვის მართალი ფერია იყო.. გოგო, რომლის ჯადოსნური ჯოხი თვალები იყო.. თვალები, რომლითაც მის გულში არსებული ყველა ყინულის გალღობა შეძლო. მის წინ იჯდა და ცდილობდა გამოეცნო რა ერქვა გრძნობას რომელსაც მის მიმართ განიცდიდა - ნუთუ მიყვარხარ.. რაგამიკეთე ლანა- ოდნავ ჩამოშლილი თმა გადაუწია და ტუჩებზე ნაზად მოეფერა. თითქოს მისი შეხება იგრძნოო, ოდნავ შეიშმუნა, ნელა ამოისუნთქა და გაჭირვებით გაახილა თვალები - მარიამ.. - ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა და ლაშასკენ ნელა მოაბრუნა თავი- მარიამი სადაა.. - კარგადაა, ნუ გეშინია. მეორე პალატაში წევს შვებისგან მილულა თვალები და სულ ოდნავ გაიღიმა - ვეუბნევოდი ნელა იარე-მეთქი - თავის მართლებასავით გაიჟღერა მისმა სიტყვებმა - რამე რომ დაგმართნოდა ვერ ვიცოცხლებდი -მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად ეამბორა თვალები ააფახულა ლანამ, ცხადია ამ სიტყვების მოსმენას არ ელოდა - ნუთუ მელანდება - გინდა რომ გელანდებოდეს? პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო ლანამ, უეცრად შემოიჭრა ექიმი პალატაში, თან საშუალო სიმაღლის ექთანიც შემოჰყვა - თავს როგორ გრძნობთ? - ოდნავ გაუღიმა ექიმმა და მიუახლოვდა - გმადლობთ, კარგად - ძალიან გაგიმართლათ რომ ავარიის ეპიცენტრიდან დროულად მოხდა თქვენი გადმოყვანა. რამდენიმე წუთიც რომ დაგვეგვიანა შეიძლებოდა ჩვენს ჩარევას შედეგი აღარ გამოეღო ოდნავ გაუღიმა ლანამ - ექთანი რამდენჯერმე შემოივლის და თუ ტკივილი შეგაწუხებთ, აუცილებლად გამაგებინეთ - ოდნავ დაუკრა თავი ექიმმა და კარისკენ წავიდა - თქვენი საქმრო წუთითაც არ მოგშორებიათ გვერდიდან, ყოველთვის მჯეროდა რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ახალგაზრდა ექთანს და უკვე გასულ ექიმს სირბილით დაედევნა უკან. - ს.საქმრო? - ენის ბორძიკით ამოთქვა ლანამ და თვალები გაუფართოვდა- მასე უთხარი? - ხო - დამნაშავესავით ჩახარა თავი ლაშამ - და რატო? - იმიტო. მასე იყო საჭირო. კარგი დაისვენე, მარიამთან გავალ მე - თავის დაძვრენის მიზნით უცებ მოიფიქრა გამოსავალი, სწრაფად წამოხტა და პალატიდან გავარდა *** - როგორ შემეშინდა შვილო, რამე რომ მოგვსლოდა რა უნდა მექნა - მარიამის საწოლთან ტირილს აგრძელებდა ლილე - კარგი დედა, დაწყნარდი. კარგად ვარ, არაფერი მიჭირს - ლამის გაგიჟდა მამაშენი ნერვიულობით. ფრენები რომ ყოფილიყო უკვე აქ იქნებოდა - რაა? კარგი რა, დედა. ადამიანს იტალიაში დაურეკე და ავარიაზე უთხარი? - აბა რა მექნა მარიამ, ნერვიულობისგან გგონია ვხვდებოდი რას ვაკეთებდი? რამე რომ მოგსვლოდა.. ღმერთო ფიქრიც არ მინდა ამაზე -თავი ხელებში ჩარგო ქალმა - არ უნდა გეთქვა, დედა არა. უკვე კარგად ვარ. ახლა ალბათ მაინც ნერვიულობს და ამ კორონას გამო ჩამოსვლაც არ შეუძლია.. - თავი გვერდით მიაბრუნა და ღრმად ამოიოხრა მარიამმა - მეორედ აღარ გამაგონო მანქანა. ჩემს სიცოცხლეში აღარ მოგცემ ტარების უფლებას! - მკაცრად გაიჟღერა ქალის სიტყვებმა - რაა? მეღადავები დედა? ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო, ყველას შეიძლება დაემართოს. - არა მარიამ, გამორიცხულია. უფლებას აღარ მოგცემ მეთქი ნერვებმოშლილმა მარიამმა, მეორე მხარეს მიაბრუნა თავი. არც ეგონა თუ ბრაზი მალევე გადაუვლიდა, თუმცა როგორც კი კარები გაიღო და პალატაში ლაშა შემოვიდა მაშინვე ღიმილი გადაეკრა სახეზე - ძამიკოო - მარიამმმ.. - სწრაფად მიუახლოვდა ლაშა და თმაზე მოეფერა - კარგი, დაგტოვებთ - უმალ წამოდგა ლილე და კარისკენ წავიდა - ლანა როგორაა? - შეშფოთებული თვალებით მიაჩერდა ძმას - კარგადაა. ისიც შენზე ღელავდა.. სიკვდილს ძლივს გადაურჩით. ვერხარ ხოიცი, რატომ მიდიოდი ასე სწრაფად-მის გვერდით ჩამოჯდა და ბრაზმორეულმა გახედა - კარგი რა, დედასავით არ დაიწყო ახლა თითქოს მისი სიტყვები არც გაუგონიაო, მზერა აარიდა ლაშამ და ოდნავ ჩაფიქრდა - რაგჭირს შენ.. ალოო - ხელი აუფრიალა წინ მარიამმა - ექიმს ლანაზე ვუთხარი ჩემი საცოლეა თქო და მერე ლანასთან საქმროდ მომიხსენიეს -არც კი იცოდა რატომ უნდოდა ამის მარიამისთვის თქმა, თუმცა იგრძნო როგორ მოეშვა და თავი ხელებში ჩარგო - მერე? რატომ განიცდი, ჯერ მისთვის ხელი არ გითხოვია? - ტუჩები დაბრიცა მარიამმა - არა, მაგას არც ვაპირებ - უიმეე, ეხლა არ მითხრა ჯერ ერთმანეთი კარგად უნდა გავიცნოთ და შეყვარებულობის პერიოდით დავტკბეთო - ოო, მარიამმ - რაგინდა. თუ მართლა მასე ფიქრობდი, რამგათქმევინა საცოლეაო? - არვიცი, თავისით მეთქვა. ამ ბოლო დროს ძალიან დამჩემდა ასე მოქცევა, ტვინიდან გაუაზრებლად მომდის სიტყვები მხიარულად გადაიკისკისა მარიამმა - ისა და... ექიმი რომ შემოვა, მერე ჩემზეც ეგრე გაუაზრებლად უთხარი რა და არისო, თორე შენი ამბავი რო ვიცი ისე კიდე კაი ხანი ვერ გაბედავ - მანდ არ იწვე, ვიცი რასაც გიზამდი -თითით დაემუქრა და ღრმად ამოისუნთქა - აუ ლაშა.. - რა - თორნიკე არ მოსულა? მის ხსენებაზე წარბები შეკრა ლაშამ - კი აქ იყო. შენთან არ შემოსულა? - ნწ -ნაღვლიანი მზერით გადააქნია თავი - აბა? კიდევ იამაყებ შენი შეყვარებულით? - მოკეტე. ალბათ საქმე ჰქონდა - შენზე მნიშვნელოვანი? - აუუ.. -უეცრად წასკდა ტირილი და ცრემლებმა სწრაფად დაუნამა სახე - მარიამ..კარგი მარიამ ნუ ტირიხარ, ვიხუმრე გოგო. მარიამ გაჩუმდი! - რატომ არ მოვიდაა - სლუკუნს აგრძელებდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავდა - მოვა.. - რომ არ მოვიდეს? - ამის თქმა და თორნიკეს პალატაში შემოსვლა ერთი იყო.ხელში უზარმაზარი ვარდების თაიგული ეჭირა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა - ჩემს ულამაზეს შეყვარებულს - თაიგული გაუწოდა და ლოყაზე ოდნავ უჩქმიტა - თორნიკეე.. რასაყვარელიხარ - გულში ჩაიკრა ვარდები მარიამმა და ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი - თქვენი სიყვარულობანას ყურება არ შემიძლია - სწრაფად წამოდგა ლაშა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა პალატა. იმდენად ბედნიერი იყო მარიამი, სულ გადაავიწყდა ორი წუთის წინ რის გამო ტიროდა - თავს როგორ გრძნობ? - კარგად..- ოდნავ გაუღიმა და თაიგული გვერძე გადადო - მაპატიე..ჩემი ბრალია, მარტო არ უნდა გამეშვი - რა სისულელეა, ჩემთან ერთადაც რომ ყოფილიყავი რას გააკეთებდი? - საჭესთან დაჯდომის უფლებას არ მოგცემდი - დედაჩემივით ნუ დაიწყე. - მაპატიე მაგრამ მოსაკლავია ის, ვინც შენ მართვის მოწმობა მოგცა - ეს უბედური შემთხვევა იყო, თორემ მე ძალიან კარგად ვმართავ მანქანას- თავის მართლება სცადა მარიამმა - ძალიან კარგად რომ მართავდე, ეს არდაგემართებოდა - რაგინდა თქვა, რომ ცუდი მძღოლი ვარ? - დიახ, ხარ - საზიზღარო! ვერგიტან! - გაბრაზებულმა საწოლს დაარტყა ხელი - მეც მიყვარხარ - ვითომც არაფერიო ისე ჩაილაპარაკა თორნიკემ - კიდევ მიყვარხარს რომ იძახის. მოხვედი აქ, ისედაც ცუდად მყოფს ნერვები მომიშალე და გამანერვიულე! წადიი! - ოდნავ წამოიწია და წარბშეკრულმა კარისკენ გაიშვირა თითი - არა - იდიოტო! ძალით ვერგაგაგდებ და სარგებლობ არა? - გაბრაზებული დაეხეთქა საწოლზე და თავი გვერდით მიაბრუნა. ერთხანს უყურა თორნიკემ და მერე სკამიდან პირდაპირ მისი საწოლის კიდეზე გადაინაცვლა - მარიამ... - ჩამოშლილი თმა გადაუწია და სახეზე მოეფერა, მაშინვე ხელი კრა მარიამმა - ნუ მეხები! - უფიქრდები მაინც რის გამო მიბრაზდები? - შენ თუ უფიქრდები რეები მითხარი - სახე მოაბრუნა და თვალი გაუსწორა - ვიცი რაც გითხარი და არ ვნანობ. შენ რომ რამე დაგემართოს რამეშველება? არ გეუბნები მანქანას აღარ გაეკარო მეთქი, უბრალოდ დახვეწა გჭირდება. მეარვიცი იქ როგორ ჩააბარე მაგრამ.. სანამ მართლა სრულფასოვნად არ გეცოდინება, აჯობებს თუ აღარ დაჯდები. ეს საწყენი არ არის და ნუ მებუტები უაზროდ ღრმად ამოიოხრა მარიამმა და ისევ გვერძე გაიხედა - შენს დაკარგვას ვერ გადავიტან. ჯერ სულ ახლა ვიცნობთ ერთმანეთს, შეიძლება წინ ძალიან ბევრი კარგი მომენტი გვაქვს და ამას შენი სიჯიუტით ნუ გაანადგურებ. შემომხედე მარიამ..- ნიკაპქვეშ შეუცურა თითები და თავი მოაბრუნებინა- იცი რადამემართა ეს რომ გავიგე.. იმაზე ფიქრი რომ ჩემს პრინცესას ვეღარ ვნახავდი საშინელება იყო. ოდნავ ჩაეღიმა მარიამს - ჩემი პატარა. აი ასე გაიღიმე.. - ტუჩის კუთხესთან მოეფერა - მიყვარხარ.. - ძალიან ჩუმად ამოთქვა მარიამმა - რა? - არაფერი, ვაიმეე - სირცხვილისგან ერთიანად აეფაკლა ლოყები და ამის დასამალად სახეზე აიფარა ხელები - მარიაამ - სიცილი აუტყდა მის საქციელზე- კარგი შემომხედე, რისი გრცხვენია - ღმერთო რა სულელი ვარ- ნელა ჩამოწია სახიდან ხელები და თვალები დახარა - იცი რასაყვარელიხარ როცა წითლები. ვგიჟდები შენს შეფაკლულ ლოყებზე -ნელა დაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა - ახლა უარესად გავწითლდები - ხოო? მაშინ ლოყაზე აღარ გაკოცებ - ამჯერად მის ბაგეებთან დაიხარა და ვნებიანად წაეტანა. თვალები დახუჭა მარიამმა და სამყაროს მოსწყდა. წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო მისი თითოეული შეხება, გონებას რომ მთლიანად უბინდავდა - არ გამიმეორებ წეღან რაც მითხარი?- ნელა მოშორდა და თვალებში ჩააცქერდა - ნწ - როგორ მაბრაზებ მარიამ.. - ოდნავ ჩაიცინა და წამოდგა - მიდიხარ? - მოვწევ და მოვალ - რა? იმის გამო რომ მოწიო მარტო მტოვებ? - თვალები გაუფართოვდა გოგოს - მალე მოვალ. ნუ იბუტები - თვალი ჩაუკრა და ლოყაზე უჩქმიტა - ნუ აკეთებ მასე, თავი პატარა ბავშვი მგონიაა - მერე არხარ პატარა? - თორნიკეე - მალე მოვალ - სიტყვის თქმა აღარ დააცადა მარიამს ისე გავარდა პალატიდან უჩვეულოდ ციოდა გარეთ, ძლიერი ქარი საავადმყოფოს ეზოში მდგარ ხეებს განუწყვეტლივ არხევდა. კაპიშონი წამოიფარა თორნიკემ და გარეთ ისე გავიდა. სიგარეტს მოუკიდა თუარა იქვემდგარ ლაშას მოჰკრა თვალი და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა - ბებიაჩემი ამბობდა.... ცხოვრება ხანმოკლეა და ეცადე გაბრაზებული დიდხანს არავიზე დარჩე, თორემ შეიძლება ხვალ მისთვის ბოდიშის თქმის საშუალება აღარც გქონდესო.. ფიქრებში წასულს ყრუდ ჩაესმა თორნიკეს სიტყვები და ინტერესით გახედა - იცი რას მივხვდი.. რაუაზროდ ვაფუჭებთ წუთებს, რომელიც შეგვიძლია ბედნიერად გავატაროთ - ისევ გააგრძელა თორნიკემ - ჩხუბის ხასიათზე აღარ ხარ? - ოდნავ ჩაიცინა და თითებშორის მოქცეული სიგარეტი გააბოლა - ლაშა.. ამ ავარიამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. აღარ მინდა ეს უთანხმოება. მესმის რომ მარიამს იცავ, და არის შენი. მეც მყავს და და მისი ერთი ცრემლის გამო მეც დაუფიქრებლად გამილამაზებია ბევრი. მაგრამ.. გეფიცები მარიამს გულს არასდროს ვატკენ. უბრალოდ შანსი მომეცი და დაგანახებ რომ მისი გაბედნიერება შემიძლია.. ღრმად ამოიოხრა ლაშამ და მზერა აარიდა - ხოდა კიდე, ვიცი რო მაგარი იდიოტი ვარ შენი და ლანას ურთიერთობას რომ შევეხე. მაგრამ ვერ მოვზომე.. ვხვდები რომ შეცდომა დავუშვი და ვნანობ.. სულ რო არ მაპატიო, მინდა იცოდე რომ მე აღარ ვარ გაბრაზებული შენზე და რომც ვიყო მაინც არასდროს შემოგიბრუნებ ხელს - თორნიკე.. - ლანასაც მოვუხდი ბოდიშს. ვიცი, მეგობრობა არ ქვია იმას რაც გავაკეთე. ნამდვილი მეგობარი თავზე არასოდეს არაფერს წამოგძახებს.. გაბრაზებული რომ ვიყავი, ვაღიარებ მინდოდა რომ გამემწარებინე.. მე არვარ ნამდვილი მეგობარი, მაგრამ შენ ხარ.. შეგეძლო ქეთევანისთვის გეთქვა იმ ინციდენტზე, შენი სადამრიგებლოდან ის გოგოც ყველაფერს მოყვებოდა და გამაგდებდნენ, მაგრამ არ გააკეთე.. სამაგალითო ძმა მყავდა რომლისგანაც ვერც ვერაფერი ვისწავლე და ვერც მისი გვერდში დგომა დავაფასე.. - ისევ გყავს ძმა- მისკენ მობრუნდა და მხარზე ხელი დაჰკრა- მე არვარ სამაგალითო ადამიანი თორნიკე. მართალი იყავი როცა ჩემსა და ლანას ურთიერთობას ბინ*ური უწოდე. ვაღიარებ მეწყინა.. იმიტომ მეწყინა რომ მე შენ გენდე და მოგიყევი, გაგიზიარე. შენ კი პირველივე შესაძლებლობაზე ეს ნდობა ბოროტად გამოიყენე, მაგრამ.. მთავარი შეცდომის გაანალიზებაა, მიხარია რომ მიხვდი იმას რაც გააკეთე. მეც ვნანობ რომ დაგარტყი, თან მერამდენედ.. - ვიმსახურებდი.. - არა, არ იმსახურებდი. ჩვენს მეგობრობას ხაზი გადავუსვი და ძალიან ბევრჯერ დაგარტყი, ამის მიუხედავად შენ არასდროს შემოგიბრუნებია ხელი, ეს არდამვიწყებია - ანუ მპატიობ? - ოდნავ მოჭუტა თვალები - თუ შენც მპატიობ, მეც გპატიობ მაშინვე ღიმილი გადაეკრა სახეზე თორნიკეს და ბედნიერი გადაეხვია - აღარ ვიჩხუბოთ ხოლმე რა, არმომეწონა ეს პონტი - მარიამი არ გამიბრაზო და არვიჩხუბებთ - მხარზე ხელი დაჰკრა და მოშორდა - არასოდეს ძმაო.. აუ როგორ მომნატრებია ამის სიტყვის თქმა, რაკარგია რომ უფროსი ძმა ისევ მყავს - უფროსს მოგცემ ახლა. სულ ერთი თვით ვარ შენზე დიდი - ეგ ერთი თვეც რაღაცაა - სიცილით აიჩეჩა მხრები - ხელახლა ნუ მაბრაზებ. წამო შევიდეთ.. *** დღეებმა სწრაფად გაირბინა. ნელ-ნელა ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. ლანა და მარიამი თანმიმდევრობით გამოწერეს საავადმყოფოდან. ვინაიდან მარიამს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, რეაბილიტაციის პროცესი შედარებით დიდხანს გაგრძელდა. სახლში კი იყო, თუმცა ყავარჯნების გარეშე გადაადგილება ჯერ ისევ არ შეეძლო. ამის გამო დიდად არც დარდობდა. კორონა მაინც არ მისცემდა უფლებას ქუჩაში თავისუფლად ესეირნა. ლანა თითქმის უკვე კარგად იყო. სახეზე რამდენიმე ნაიარევის გარდა, არაფერი ეტყობოდა. მაიასთვის არაფერი უთქვამს, ზედმეტად ინერვიულებსო იფიქრა. სახლში ყოფნისგან და მუდმივი წოლისგან საშინლად იყო გადაღლილი. ქეთევანი შიგადაშიგ ელექტრონულ დავალებებს კი აძლევდა, თუმცა ეს დროის გაყვანის საუკეთესო მეთოდი ნამდვილად არ იყო. საღამოობით აივანზე ჯდომა და დაცარიელებული ბათუმის ყურება ჩვევად ექცა. კომენდატის საათის გამო ერთ მანქანასაც ვერ დაინახავდით ქუჩაში, ადამიანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. სულ სხვანაირი იყო ცარიელი ქალაქი, თითქოს ერთი მხრივ ლამაზი, მაგრამ მეორე მხრივ სულაც არ უხდებოდა ეს მარტოობა. კარზე ზარის ხმამ, რეალობაში დააბრუნა. შვიდი ხდებოდა. იფიქრა მეზობელიაო და ზლაზვნით გაემართა გასაღებად. ნამდვილად ყველაფერს იფიქრებდა და კარის გაღებისას თუ ლაშას დაინახავდა ამას ვერასდროს - აქ რაგინდა.. - გაოცებულს მხოლოდ ეს აღმოხდა - მომენატრე და მოვედი. არ შეიძლება? - სწრაფად შევიდა სახლში და ჯერ კიდევ შოკირებულ გოგოს მოეხვია - ხო მაგრამ.. კომენდატის საათია და რანაირად.. - ერთი მეგობარი მყავს, პოლიციაში მუშაობს. აქეთ მოდიოდა და გამოვყევი - აამ - ოდნავ დაწყნარდა რომ გაიგო რამე სიგიჟე არ ჰქონდა ჩადენილი და მისაღებისკენ წავიდა - ხასიათზე არხარ თუ მეჩვენება - მაშინვე უკან მიჰყვა ლაშაც - არ გეჩვენება. - უღონოდ ჩამოჯდა დივანზე- ძალიან მომბეზრდა უკვე ყველაფერი, არა ცხოვრება კი ისედაც დიდი ხნის მობეზრებული მქონდა, მაგრამ თითქოს სკოლაში სიარულით გულს ვაყოლებდი. ახლა ეგეც აღარ შეგვიძლია - კაი რაა. -ღრმად ამოისუნთქა და მის გვერდით ჩამოჯდა- უნდა გიხაროდეს, საქმე აღარ გვაქ. ყველაზე ბევრს ჩვენ ვისვენებთ - აღარ შემიძლია ამდენი დასვენება. როცა არაფერს ვაკეთებ, ბევრს ვფიქრობ და ტვინი ფეთქდება - ხელებითაც გააკეთა იმიტაცია და გვერდულად გახედა - ხოო? - ხო. თავში ბევრი ცუდი აზრი მიტრიალებს - ოდნავ გაეცინა საკუთარ სიტყვებზე - გავფანტოთ?- ნაზად მოეფერა ლოყაზე და ინტერესით გახედა - როგორ.. - მოდი ჩემთან.. - მუხლებზე გადაისვა ხელი და თვალითაც ანიშნა - არა, მძიმე ვარ - არხარ მძიმე ადრეც ხომ მჯდარხარ - ოო, არაა - სწრაფად წამოხტა და გაქცევა დააპირა თუმცა მალევე ჩაავლო ხელი ლაშამ და წამში დაისვა მუხლებზე - რაშვებიი - შენით არ მოდიოდი და რამექნა -თმიდან სამაგრი გამოაძრო და წამში ჩამოეშალა თმა- ხომ გთხოვე თმა არ შეიკრა თქო - სულ გაშლილი ვერ მექნება, მაწუხებს- უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები - სულ გაშლილი გქონდეს თქო როდის გითხარი, მარტო ჩემთან გაიშალე - თმა მხარს უკან გადაუწია და მოშიშვლებულ ყელზე წამში მიაკრო ცხელი ტუჩები -ვგიჟდები შენზე - კიდევ ერთხელ აკოცა და ამჯერად კაბის სალტაც გადაუწია - აუ ლაშა.. -თვალებდახუჭულმა სუნთქვას ამოაყოლა - გისმენ.. - კოცნა არ შეუწყვიტავს ისე უპასუხა, ყელიდან ნაზად დაუყვა ლავიწებამდე გზას - ნუ აკეთებ მასე.. ოდნავ ჩაიცინა და ამჯერად კაბის ელვაც შეუხსნა - საშინლად მომენატრე - ამჯერად მის ტუჩებს დაეწაფა მოწყურებულივით. ნაზად აჰყვა ლანაც, თმაში შეუცურა თითები და სულ სხვა სამყაროში გადაეშვა.. მისი თითოეული შეხება იმდენად აბედნიერებდა, სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა. ამჯერად წელზე იგრძნო მისი შეხება, წამში აიტაცა ხელში ლაშამ და ოთახისკენ წაიყვანა. მასთან გატარებული თითოეულ წამი, გონებაში დაუვიწყარ მოგონებად ჰქონდა აღბეჭდილი. საწოლზე რომ დააწვინა, მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები და მის ყავისფერ სფეროებს გაუსწორა.. ყოველთვის შეეძლო მასში რაღაც სხვა დაენახა. გრძნობები, რომელსაც არ გადმოსცემდა მის თვალებში იყო. ვნებას, სურვილს ყველაფერს ხედავდა, სიყვარულსაც კი. სწორედ იმ სიყვარულს, რომლის გაგონებაც ყოველთვის უნდოდა და რომელსაც არასოდეს ეუბნებოდა. ეშინოდა, რომ ერთ დღესაც ისე აღარ შეხედავდა, იმავეს ვეღარ დაინახავდა.. თვალებიც ჩაუქრებოდა და სიყვარულიც გაქრებოდა. რაღაც მომენტში უსიამოვნო ჟრუანტელიც კი იგრძნო სხეულში და შეეცადა ამაზე აღარ ეფიქრა. ბედნიერების მწვერვალს რომ მიაღწიეს დაღლილები მოშორდნენ ერთმანეთს. - ლანა.. - ჰო - ოდნავ მიაბრუნა თავი მისკენ - მოდი ერთად ვიცხოვროთ - რა? -წამში წამოჯდა და მჭიდროდ აიკრა შიშველ სხეულზე საბანი - მაინც სულ ერთად ვართ - ჰო მაგრამ.. - არგინდა? ოდნავ ჩაფიქრდა ლანა და მზერა აარიდა - მე შენთვის არავინ არვარ, რა სტატუსით უნდა ვიცხოვრო შენთან ერთად - ადრეც ხომ მითქვამს რომ ყველაფერი ხარ - ვერ ვხვდები ამაში რასგულისხმობ- თვალები ოდნავ მოჭუტა და ინტერესიანი მზერით გახედა - რას ვერხვდები ჩემი ყველაფერი ხარ.. გულში, გონებაში.. ყველგან შენ ხარ. სადაც არ უნდა წავიდე შენზე ფიქრები არ მტოვებს.. - უცებ ძალიან მოუნდა რომ ყველაფერი ეთქვა რასაც გრძნობდა - შენს მონატრებას ჭკუიდან გადავყავარ.. არვიცი რაგამიკეთე მაგრამ არცერთი წუთი არმინდა შენს გარეშე.. უსმენდა და გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა მალე ამომივარდებაო.. რამდენჯერ უოცნებია ამ სიტყვების მოსმენაზე, თავი სიზმარში ეგონა და დაჯერება ჯერ კიდევ ძალიან უჭირდა - ლანა.. - ნელა წამოჯდა ლაშაც და უფრო მიუახლოვდა - მოდი წყვილი ვიყოთ ამის გაგონებაზე ხომ მთლად შოკში ჩავარდა, უეცრად ისტერიკული ტირილი აუვარდა და თავი ხელებში ჩარგო - რახდება, რაგატირებს.. ლანა.. ცუდად გითხარი რამე? - არა, არა, არა.. პირიქით ძალიან კარგად მითხარი - სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და ამჯერად ბედნიერების ღიმილი აღებეჭდა სახეზე. სწრაფად მოხვია ხელები და მთელი ძალით ჩაეხუტა - ვიცხოვროთ ერთად, თანახმა ვარ - მართლა? - ჰოო.. -თვალები დახუჭა და მის მკლავებში გაყუჩდა. ესმოდა მისი გულისცემა და სულ უფრო და უფრო მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ ამაზე სასიამოვნო სხვა არაფერი მოესმინა.. *** სამი კვირის შემდეგ როგორც იქნა მარიამმაც დააღწია თავი ყავარჯნებს. ქუსლიანების ჩაცმა ჯერ კიდევ არ შეეძლო და ნერვებმოშლილი მიმოდიოდა ოთახში - ღმერთო ცოდვაა, ცოდვა ასე ხომ ძალიან დაბალი ვარ - კიდევ ერთხელ შეათვალიერა სარკეში საკუთარი თავი. მუხლს საკმაოდ აცდენილი მუქი შინდისფერი კაბა ეცვა, რომელსაც ზურგიც მთლიანად ჰქონდა ამოღებული. თმა დაისწორა და ბევრი ფიქრის შემდეგ აღარც შეუკრავს, გაშლილი უფრო მიხდებაო. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და სახლიდან გასვლის წინ იძულებით ჩაიცვა ფეხზე ბოტასები. ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ადრესატამდე მიაღწია. უკვე ათასჯერ ჰქონდა წარმოდგენილი თორნიკეს სახე, როგორ გაოცდებოდა მისი დანახვისას. მარიამი ყავარჯნების გამო ვერგამოდიოდა, თორნიკე კი ლილეს გამო ვერ აკითხავდა.. ხოდა ასე გადაიზარდა მათი ურთიერთობა ონლაინ სიყვარულში. ოდნავ ჩაეცინა მარიამს რომ გაახსენდა როგორ ატყუებდა ლილეს ლექცია მაქვსო, არადა საათობით ელაპარაკებოდა თორნიკეს. კარზე ზარი დარეკა. ბევრი ლოდინი არც დასჭირვებია, მაშინვე გაუღო თორნიკემ. წელს ზემოთ შიშველი შეყვარებულის დანახვისას ყბა ჩამოუვარდა მარიამს და ყველაფერი რის თქმასაც აპირებდა, წამში დაავიწყდა - მარიამმ? სიყვარულო აქ როგორ გაჩნდი - ღიმილით აათვალიერა თორნიკემ 'გამოპრანჭული' შეყვარებული - მე.. ისა.. - ენის ბორძიკით ძლივს ამოთქვა - რამე ჩაიცვი რაა.. ახლაღა დაიხედა თორნიკემ სხეულზე და ოდნავ ჩაეცინა - რაიყო ასეთი არმოგწონვარ? მოდი, მოდი მანდ ნუ დგახარ - ხელი ჩაავლო თითქმის ძალით შეიყვანა სახლში გოგო საშინლად არეული ჰქონდა მისაღები თორნიკეს, უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი ნივთები ყველგან ეყარა. იფიქრებდით აქ რაღაც აფეთქება მოხდა და მას შემდეგ ხელის არავის არაფრისთვის უხლიაო. - რასგავს აქაურობა, ასეთ მირეულ სახლში ცხოვრება არგაწუხებს? - უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე მარიამს - კი ზოგჯერ თუ დავფიქრდები მაწუხებს კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მარიამი, უცებ შემობრუნდა და ისევ შიშველი რომ დაინახა უარესად გაბრაზდა - აუ.. ჩაიცვი რა! რასგავს შენი საქციელი გეგონება შუა ზაფხული იყოს და კონდენციონერიც არ აგრილებდეს, რატომ დადიხარ სახლში შიშველი?! - რაგინდა რას ჭედავ ტო, როგორც მინდა ისე ვივლი - აუ თორნიკეე! - კარგი. კარგი - ხელების აწევით დაიხია უკან - ოთახში შევალ და ჩავიცვამ ნერვებმოშლილი დაეშვა დივანზე მარიამი და ოთახისკენ მიმავალს თვალი გააყოლა. ერთი წუთიც არ იყო გასული კედელზე დაკიდულ ფოტოს მოჰკრა თვალი და წამში წამოიჭრა ფეხზე. თორნიკეს ხელი მაღალი შავგვრემანი გოგოსთვის ჰქონდა მოხვეული და იცინოდა. თვალები გაუფართოვდა მარიამს და მის სხეულში ეჭვიანობის ყველა გრძნობამ ერთად იფეთქა. ბევრი აღარ უფიქრია მაშინვე მისი ოთახისკენ გაექანა და დაუკაკუნებლად შეიჭრა შიგნით. ისევ შიშველი იდგა თორნიკე, ხელში ლურჯი მაისური ეჭირა რომელიც მარიამის დანახვისთანავე პუფში მოისროლა - ის გოგო ვინ არის?! - თვალებში ბრაზის ნაპერწკლები აუკიაფდა - ვინ გოგო? - დაბნეულად გახედა - გოგო, რომელთან ერთადაც ფოტო გაქვს გადაღებული, მისაღებში ვნახე! ღრმად ამოისუნთქა თორნიკემ და ოდნავ ჩაიცინა - მარიამ, როგორი ეჭვიანი გახდი ამ ბოლო დროს. თიკოა ვინ უნდა იყოს. ჩემი და.. - თიკო? - აბა შენ რაგეგონა, ყველა ყოფილთან ერთად გადაღებულ ფოტოს კედელზე ჩამოვკიდებდი? - საიდან უნდა მცოდნოდა, ერთხელაც არ მყავს შენი და ნანახი - უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები და კედელს მიეყრდნო - გინდა გაგაცნო? - სიცილით მიუახლოვდა და ლოყაზე უჩქმიტა - ნუ მიკეთებ ეგრე-თქო! - გაბრაზებულმა აუქნია ხელი და სახეზე წამოწითლდა - ისე.. შენ ასეთი დაბალი არ იყავი ხოლმე - წარბები აზიდა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სრულიად გაფითრებული მარიამი - სულ ასეთი ვიყავი.. - არა, აშკარად უფრო დაბალი მეჩვენები - რაგინდა თორნიკეე? პირდაპირ მითხარი აღარ მომწონხარო, არ გავბრაზები - ხელები დაიკრიფა და თვალები აუფახულა - რა სისულელეა, ეგ ვთქვი მე? - შენი ჭირიმე, მიდი ჯერ ჩაიცვი და ეგ მერე გავარკვიოთ- საჩვენებელი თითი კარადისკენ გაიშვირა და მზერა აარიდა - რა ბებიაჩემივით დაიწყე ლაპარაკი. არმინდა ჩაცმა - წელზე მოხვია ხელები და ახლოს მიიზიდა - გინდა. თანაც ჩაცმას აპირებდი სანამ შემოვიდოდი - ეგ მანამდე იყო - თორნიკეე - არმითხრა მრცხვენიაო გავაფრენ.. - შიშველი დგახარ და როგორ არ შემრცხვეს - კაი რა გოგო, შენი შეყვარებული არ ვარ? - სახეზე ისე ახლოს მიუტანა, უჰაერობისგან კინაღამ მოკვდა მარიამი - რაგავაკეთო რომ შენ მაკოცო.. - ნაზად მოეფერა შეფაკლულ ლოყებზე - სხვებს არ შეხედო - არ ვუყურებ. თიკოს თავს გეფიცები რაც შეყვარებულები ვართ შენს გარდა არავისთვის შემიხედავს, არც მიკოცნია - აბა გაგებედა - რატომ უნდა გამებედა როცა ასეთი ლამაზი შეყვარებული მყავს? - არმჯერა- როგორც კი თქვა მაშინვე ინანა, სჯეროდა და რამ წამოაყრანტალებინა არ მჯერაო - ჩემი და დავიფიცე მეტი რაგავაკეთო - ნერვებმოშლილმა დაიხია ერთი ნაბიჯით უკან ცოტა ხანს ყოყმანობდა მარიამი. ვერ გაიგო რაექნა. როგორც კი ტვინში რაღაც აზრმა გაუელვა, აღარც დაფიქრებულა წამში მიიჭრა მასთან და ტუჩებში დაეტაკა. მაშინვე მოხვია წელზე ხელები თორნიკემ და კვლავ თავის სხეულისკენ მიიზიდა. თვალებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს მარიამი და გახელა არ უნდოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა მართლა თვითონ კოცნიდა თუ უბრალოდ წარმოსახვა იყო, მაგრამ გაჩერება რომ არ უნდოდა ეგ ზუსტად იცოდა. კისერზე მოხვეული ხელები ნელ-ნელა მის შიშველ ზურგზე ჩაასრიალა მარიამმა და იგრძნო როგორ დაუარა სხეულში სასიამოვნო ტალღამ. ერთი სწრაფი მოძრაობით წელზე შემოისვა თორნიკემ მარიამი და საწოლისკენ წაიყვანა. საწოლზე რომ დააწვინა და ზემოდან მოექცა, პირველად მაშინ იგრძნო შიში. საკუთარი გულისცემა ყურებში ესმოდა და ვერაფრით აკონტროლებდა. ნაზად ეხებოდა თორნიკე ყელზე, ლავიწებზე და არაფერზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა. ფრთხილად გაუხსნა კაბის ელვა და ხერხემლის მალებს სათითაოდ ჩამოუსვა თითები - თორნიკე.. - ჩშშ, ზედმეტს არაფერს გავაკეთებ -კაბის სალტაც გადაუწია და ამჯერად მხარზე დაუტოვა სველი კოცნა - დღეს ძალიან ლამაზი ხარ.. - მარტო დღეს? - ნწ. შენ სულ ძალიან ლამაზი ხარ - ოდნავ ჩაიცინა და ისევ ტუჩებზე დაეწაფა, ნაზად აჰყვა მარიამი და იგრძნო რომ ეს კიდევ სულ სხვა გრძნობა იყო.. მისი შეხებისგან მთელი სხეული ჯერ კიდევ უხურდა. ტუჩები საშინლად დაუბუჟდა თუმცა მაინც არ უნდოდა რომ გაჩერებულიყო. - დაიღალე? - ნელა მოშორდა თორნიკე და ამჯერად ცხვირის წვერზე აკოცა - ნწ - ჭკუიდან გადამიყვანე მარიამმ.. ადექი თორემ თავს ვეღარ შევიკავებ- სწრაფად მოშორდა და გვერდით გადაწვა - არ მინდა ადგომა - ამჯერად მარიამი მოექცა ზემოდან და კვლავ საკუთარი ინიციატივით დაეწაფა ტუჩებზე - ოხ, როგორ ცელქობ - ნელა მოშორდა და ლოყაზე უჩქმიტა - აუ, თორნიკე - რავქნა, ძალიან საყვარელი ლოყები გაქვს. ისე ლამაზად გიწითლდება ხოლმე როცა გეხები - ახლა მეორე ლოყაზე უჩქმიტა - თორნიკეე! - უცებ შეკრა წარბები მარიამმა - აი ისევ გაგიწითლდა - გეყოსს! - გაბრაზდა ჩემი პატარა? - ნუ მეძახი პატარას! - უარესად აეშალა ნერვები - პატარა ხარ და აბა რადაგიძახო.. - არვარ პატარა! - შეხედე კიდევ რომ უარყოფს.. - რატომ მიშლი ნერვებს? - იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ როცა ბრაზდები-ჩამოშლილი თმა გადაუწია და ყელზე მოეფერა - ვერგიტან - მეც მიყვარხარ ჩემო სიყვარულო - ჩემო სიყვარულო? - გაკვირვება აღებეჭდა სახეზე - რა, არხარ ჩემი სიყვარული? ახლა მაგაზეც გამიბრაზდი.. მხიარულად გადაიკისკისა მარიამმა და სხეულზე ზემოდან დააწვა - მძიმე ვარ? - ვითომც არაფერიო ისე იკითხა და მის სხეულზე თითით ფიგურების ხაზვა დაიწყო - ასეთი პატარა მძიმე როგორ უნდა იყო - ოდნავ ჩაიცინა- რომ გეხუტები შენს სხეულს ვერც კი ვგრძნობ..- წელზე მოხვია ხელები და თავზე აკოცა - ანუ ასე რომ დავიძინო არ შეგაწუხებ? - დაიძინო? ჯერ შუადღეა - მერე რაა, პატარაობიდან ვოცნებობდი შეყვარებულის მკლავებში დაძინებაზე.. სიცილი ვეღარ შეიკავა თორნიკემ და უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები - კაი მიდი, დაიძინე.. *** ელვის სისწრაფით მიჰქროდნენ თვეები. გაზაფხულმა ისე გაირბინა, ხალხმა გააზრებაც ვერ მოასწრო. ივნისის დამდეგს, ნელ-ნელა მოიხსნა ქვეყანაში არსებულ ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები. ყველაფერთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგა. ქალაქი თითქოს, ჩვეული ცხოვრების რუტინას უბრუნდებოდა.. ისევ გაჩნდა გზაზე საცობები, ისევ აივსო ქუჩა ხალხით. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია ამის ნახვა მოგენატროს.. თუმცა, არასოდეს თქვათ არასოდეს. თანაცხოვრების ორმა თვემ შესანიშნავად გაირბინა. რადიკალურად შეიცვალა ლანას ცხოვრება. არაფერია იმაზე უფრო კარგი, ცხოვრობდე საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელსაც იცი რომ უყვარხარ. ჰოო.. სიყვარული. მართალია, ლაშა ამას არასოდეს აღიარებდა, თუმცა ლანა გრძნობდა, რომ იმ 'უსახელო' ურთიერთობამ, უკვე დიდი ხანია სახელი შეიცვალა. ამის მიუხედავად, ამ დროის განმავლობაში არცერთს წამოუჭრია თემა დაქორწინებაზე. ლანას არ უნდოდა მისთვის რაიმე დაეძალებინა, მითუმეტეს იცოდა მისი დამოკიდებულება ქორწინებისადმი. ამაზე ფიქრს რომ იწყებდა ახსენდებოდა მისი სიტყვები 'არმინდა სიყვარული, ქორწინება, ბავშვები' იქნებ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა? იქნებ ახლა უნდოდა? მაგრამ რომ ნდომებოდა, ხომ ეტყოდა.. ცუდ გუნებაზე აყენებდა ამაზე ფიქრი.. ერთად ცხოვრობდნენ, წყვილი იყვნენ, თუმცა ალბათ მეტი არც არასოდეს იქნებოდა. უსიამოვნო გრძნობამ დაუარა სხეულში რასაც მალე გულისრევის შეგრძნებაც მოჰყვა. სწრაფად გავარდა სააბაზანოში და იქიდან სრულიად ძალაგამოცლილი გამოვიდა. ბოლო რამდენიმე დღე ვერაფრით მოიშორა ეს გულისრევა, ამას გარდა სულ დაღლილი იყო. ხომ ისეთს არაფერს აკეთებდა, მაგრამ მაინც სულ ეძინებოდა. დილაობით ვარჯიშსაც თავი დაანება. თავიდან ამას სერიოზულად არ აღიქვამდა, მაგრამ როცა ყველაფერთან ერთად სიცხემაც აუწია, პანიკაში ჩავარდა. ლაშასთვის არაფერი უთქვამს ისე წავიდა საავადმყოფოში. გონებაში ათასი ცუდი აზრი უტრიალებდა, იქნებ კორონა იყო? გონებაში დეტალურად გაიხსენა ვისთან ჰქონდა კონტაქტი ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თუმცა საეჭვოს ვერაფერს მიაგნო. საუკუნედ გაიწელა წუთები, ექიმის სიტყვის მოლოდინში. დაბალი, შუახნის ქალი ღიმილით დაჰყურებდა ხელებში მოქცეულ ანალიზის პასუხებს - მოდი ექოსკოპიაც გადავიღოთ - ფურცლები გვერდით გადადო და ოდნავ გაუღიმა გაფითრებულ ლანას. უთქმელად დათანხმდა, არ გაუპროტესტებია.. ცხოვრებაში არ შეშინებია ასე არაფრის, რა სჭირდა ასეთი, უამრავ ანალიზთან ერთად ექოსკოპიის გადაღებაც რომ მოსთხოვა ექიმმა - ამბობ რომ დაღლილობის შეგრძნება გაქვს და ხშირად გეძინება არა? - ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა ექიმმა - დიახ.. - მენსტრუაცია გადაგიცდა? - კი.. მაგრამ - ოდნავ დაიბნა და ჩაფიქრდა- ადრეც დამმართნია, ეგ კავშირში არ უნდა იყოს.. - კავშირშია შვილო, კავშირში. 8 კვირის ფეხმძიმე ხარ - ღიმილით დაასრულა სათქმელი და ელდა ნაცემ გოგოს თვალი გაუსწორა. შოკში ჩავარდა ლანა, ყველაფერს წარმოიდგენდა და ორსულობას ვერასდროს. სრულ ეიფორიამ მოიცვა მთელი მისი სხეული, თითქოს ყველაფრის შეგრძნების უნარი წამსვე დაკარგა. ვერ ხვდებოდა უნდა გახარებოდა თუ არა. პირზე ხელი აიფარა და თვალები დახუჭა - 8-10 კვირის შემდეგ გულისცემაც უფრო ჩქარი ხდება შვილო - რეალობაში დაბრუნება ექიმის სიტყვებმა აიძულა- მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია, არ შეგეშინდეს.. შენი ტყუპები თავს შესანიშნავად გრძნობენ - ტყუპები? - თვალები ცრემლებით აევსო ლანას - დიახ, ტყუპები - კვლავ სიცილით გახედა ეკრანს ქალმა- სქესის დადგენა როგორც წესი მე-14, მე-15 კვირიდან შეიძლება. ასე რომ.. შემდეგ ჯერზე მამიკოსთან ერთად გელოდებით.. მეტი აღარაფერი გაუგია ლანას. ან იქნებოდა შემდეგი ჯერი და ან არა..წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ლაშასთვის ამის თქმა. სრულიად გათიშული გამოვიდა საავადმყოფოდან და აკანკალებული ხელი მიიდო მუცელზე. 'ტყუპები.. ტყუპები' გაორებულად ჩაესმოდა გონებაში ექიმის სიტყვები. რომ ეთქვა ბავშვები არმინდაო? აბორტის გაკეთება რომ დაეძალებინა? ღმერთო, ბავშვები უნდა მოეკლა? პატარა უცოდველი ტყუპები? ისტერიკული ტირილი აუვარდა და ვერაფრით შეძლო თავის შეკავება. რათქმაუნდა მოსთხოვდა აბორტის გაკეთებას, მას ხომ ოჯახი არ უნდოდა. დაქორწინებულებიც კი არ იყვნენ, ბავშვებს მიიღებდა? მთელი გზა ტირილიში გაატარა ლანამ.გაოცებული ტაქსის მძღოლი ყოველწამს გაჰყურებდა სარკეში განადგურებულ გოგოს, თუმცა მისი დამშვიდება ვერაფრით შეძლო. მთელი სხეულით კანკალებდა და ამას ვერაფერს უხერხებდა.. მანქანიდან გადმოსულმა ერთიანად იგრძნო მოზღვავებული შიში. ვერაფრით იკავებდა ცრემლებს, დარწმუნებული იყო იქ შიგნით.. რაღაც საშინელება ელოდა. სრულიად ძალაგამოცლილმა ძლივს აიარა კიბეები და სახლთან მისული შედგა. ღირდა კი ამის გაკეთება? იქნება საერთოდაც არ ეთქვა და გაქცეულიყო.. როგორც კი გაიფიქრა მაშინვე უარყო ეს ფიქრები და სახლში შევიდა. გასაღები შესასვლელში მიაგდო და ნამტირალევი თვალები მოიწმინდა პ.ს სიყვარულებოო.. ვიცი, ვიცი ისევ საინტერესო ადგილას გავწყვიტე, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიზამდი, ამის დაწერაც ძლივს მოვახერხე გადატვირთული გრაფიკის გამო.. ვფიქრობ, შემდეგი თავი უკვე დასასრული იქნება. აღარ მინდა ზედმეტად რომ გავწელო.. მიყვარხართ და გემშვიდობებით შემდეგ თავამდე სიყვარულით თქვენი ელატრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.