შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვევლობა


30-09-2020, 16:09
ავტორი badgirl111
ნანახია 668

მოგეხსენებათ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. თუმცა არსებობდა პატარა სოფელი . სოფელში მხოლოდ ერთი ბეტონის გზა შედის ,მასში შესასვლელი ერთი გზა არსებობს, როცა მიუყვებით ორივემხარეს ჭადრები კორიდორს ქმნის , აქაიქ კი რამოდენიმე სახლს თუ წააწყდებით, გადმოწოლილი მთები ირგვლივ კი თითქოს მეტად სძენდა სილამაზეს ამ სოფელს
, თითქოს ვინმე გამორჩეულმა მხატვარმა ტილოზე დახატა წარმოსახვითი იდიალური ადგილიო, აქ კი მიბნეულ სახლებს რომელიც გეგონებათ თითქოს აქა იქ ზრდილობისთვის ჩაამატეს ნახატსო, სოფლის ბოლოს იწყებოდა ხეების ურიცხვი რაოდენობა და ამით მიხვდებოფით რო შემდეგ ტყე იყო , იქ შესულანი კი ცოტა ბრუნდებოდა უკან. ტყესთან ახლოს კი ერთი ხის სახლი იდგა, ეულად , ეზო არ ქონდა , სახლი ძველი ფიცრებით აშენებული იყო, რომელსაც სიძველის ფერი დადობოდა , დაღარულა კიდეც , სახურავი თუნუქუსა ქონდა და ზედ ბალახი ამოსვლოდა მოუვლელობის გამო, მისი ბინადარი კი მოხუცი შავებში ჩაცმული ქალი, რომელსაც თვალებში სევდა ჩადგომია აშკარად რომ ცხოვრების დაღი ატყვია, თითქოს აქაურობა გულს ტკენსო მაგრამ, ვერც ტოვებს, მეორე კი მარია თავისი ერთადერთი ქალიშვილი , ის მოხდენილი არის თავისი იშვიათი სილამაზით და თვალებით ,რომელშიც სიკეთე იკითხებოდა . შავგრემანი გახლდათ გრძელი წაბლისფერი თმითადა მოხდენილი პატარა აპრეხილიცხვირით , თითქოს მისთვის შეიქმნაო რომ იტყვიან ?! შავი დიდი თვალებით და დიდი წამწამებით ყველას რომ ატყვევებთა თავისი ეშხით, მუდამ ჰყავდა თაყვანისმცემლების ურიცხვი რაოდენობა, მაგრამ ის სულ სხას ელოდა, ვიღაცას ისეთს ... განსაკუთრებულს...
გოგონას ხეების მიღმა სეირნობა ხიბლავდა, ყურება ხეების რომლებიც , ყველაწელიწადს რაღაც ახალს იძენდნენ , ჩიტების რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ მისთვის განწყობა შეექმნათ, თუმცა ღრმად არ შედიოდა დედას გაფრთხილების გამო.... ერთ მშვენიერ დღეს განწყობის ასამაღლებლად გასეირნება გადაწყვიტა თავის ჩვეულ ადგილას, მართალია ცუდი ამინდს მოასწავრბდა ზეცა მაგრამ ადრეხ წასულა და სულის სიმშვიდე მოუპოვებია იმდენად ჩაფიქრებული იყო რომ, დროც გამორპარა და მანძილიც, როდესაც მიხვდა რომ ზედმეტად შორს წამოვიდა მიიხედ მოიხედა ირგვლივ სიცოცხლის ნიშანწყალსაც კი ვერ ნახავდით , ღამე იყო აი ისეთი ღამე , რომ იტყვიან პირქუშიქიო ერთ ვარსკვლავსაც ვერ დაინახავდით ცაზე, ხეებით დაბურული ხმაც კი არ ისმოდა არაფრის, თითქოს ერთიანად გაქრა ყველა ,რომ მეტი შიში ეგრძნო ადამიანს.
მარია დამფრთხალი ცდილობდა როგორმე გზა ეპოვნა უკან დასაბრუნებელი , თუმცა ვერაფერს ხედავდა გარდა სიბნელისა, შემდეგ ცადა სმენაზე გაემახვილებინა აქცენტი, იქნებ სოფლიდან რამე ხმა შემოსმოდა რომ მას გაყოლოდა , როცა ადამიანს შიში ეუფლება მასი ქვეცნობიერი სიგნალს აწვდის, რომ გაიქცეს თავს უშველოს. სწორედ ესეთი ხმა მოესმა , თითქოს ფეხის ხმა იყო , თითქოს რაღაც ან ვიღაც უახლოვდებოდა , მან იცოდა რომ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო , მაგრამ თავს ვერ ერეოდა ცდილობდა როგორმე ამ შიშისთვის თავი დაეღწია მაგრამ , თითქოს რაღაც დალანდა კიდეც ხეების მიღმა, ვერც გაქცევას ბედავდა, ვერც ყვირილს ,ვერც დამშვიდებას. უკან გადადგმული რამდენიმე ნავიჯის შემდეგ რაღაცას დაეჯახა და ერთი გულიანად შეჰკივლა, როცაა ხელი კანკალით დეავლო ხე იგრძნო და მის ძირს ჩაებღაუჭა , როგორც ჩვილი ბავშვი დედის კალთას , როგორ ოცნებობდა დედის მკლავებს, დედის ჩახუტებას ,თუმცა ამაოდ , იმეორებდა და იმეორებდა დედის სიტყვებს,, არ შეხვიდე ზედმეტად შორს ტყეში არ შეხვიდე ,, არც იცოდა რამდენჯერ გაიმეორა მაგრამ სხეულში და გულში ცვლილებებს გრძნობდა შიში ნელნელა ჭამდა მარიას მან იცოდა რომ შიშს ადამიანის ჭკუიდან გადაყვანა შეეძლო , ამიტომ ცდილობდა რაღაც კარგზე ეფიქრა და ის ლანდი დაევიწყებინა , ის ხმა მაგრამ , ის უფრო ძლიერდებდა და ნელნელა მას უახლოვდებოდა, მის სიგიჟეს ჭიშკარს უღრბდა , მის ქვეცნობიერს ანადგურებდა , მის ადამიანობას ფეხქვეშ თელავდა , არც კი იცოდა რამდენი დრო გაატარა მან ასე, კანს ხოკვაში რომ ტკივილზე გადაეტანა ყურადღება, რომ სხვა რამეზე არ ეფიქრა, რომ შიშს და სიბნელებს მისი გონება არ დაემონა, რომ როგორმე საღი აზრი შეენარჩუნებინა.... გულის ხმა იმდენად გაძლიერდა რომ თითქოს გული ყურთან მიეტანათ რომ მისი ხმა უკეთ გაგეგოთ .... საუკუნედ იქცა ყოველი წამი მისთვის.
სოფელში რომელსაც ულამაზესად აღწერდით ცოტა ხნის უკან, რაღაც დაემართა თიქოს უბედურების ზარმა ჩამოჰკრა , დადამ რომელიც ყოველ საღამოს შვილს შუბლზე კოცნით ტკბილ ძილს უსურვრბდა , ოთახში შესულს საწოლი ცარიელი დახვდა , გულში რააღაც ავის მომასწავებელი დაეტყმა იგრძნო ,მის თვალებში ჩაქრა ის ფერი რომელიც ამ მოხუცს მაინც ალამაზებდა და ნაცრისფერი , ყელიდან გამაყრუებრლი ძახილი აღმოხდა. ყველა თავიანთ სახლში დაბინავებული მოსვრნებულები დილიდ დადგომის მოლოდინში ცდილობდნენ ძილს მიცემოდნენ , ქალის განწირული ხმა შემოემათ , გამოვარდნენ გარეთ და იმ ხმისკენ გასწიეს, მათ კი დახვდათ მოხუცი ქალი, რომელსაც ამ წუთებში , რამოდენიმე ნაოჭი შემმატია ,მუხლებ ჩაკეცილი შვილის ცარიელ საწოლზე დამხობილა და ქვითინებდა , ესეთი სურათი ბევრი უნახავთ მეზობლებს და მიხვდნენ რომ, ტყეში გაიბნა გოგონა. ერთერთი ბინადარი რომელიც მაღალი ,მოსული ტანის , წაბლიფერი წვეითა და ასეთივე აბურდული ფერის თმებით ერთი ნაბიჯით წინ გამოიწია,ქალბატონს ხელი მხარზე დაადო თანადგომის ნიშნად და გარეთ გავიდა მას მიყვნენ თხრლი ტანის ხანში შესული მამაკაცი სახეზე ნაიარევითა და ამოძენძილი ტანსაცმით და ქერა კულულა თმის მქონე ცისფერ თვალება მამაკაცი,აშკარა იყო რომ სათათბიტოდ გავიდნენ ,
წვერიან მოსულ მამაკაცს იქნებოდა 50იოდე წლის დათო ერქვა ,რომელსაც სიტყვა ეთქმოდა სოფელში და თვითონვე წამოიწყო საუბარი , იმის თაობაზე რომ , გოგონა უნდა მოეძებნათ ,თუმცა დანარჩენებს დიდად სურვილს ვერ შეატყობფით სახეზე ,მიუხედავად იმის არომ ერთერთი მამაკაცი ქერა თმით, შეყვარებულიც კი იყო მარიაზე და ხშირად საკუთარი თავის გაწირვასაც კი ჰპირდებოდა ქალბატონს , რატომღაც ეხლა დიდი გამბედაობის ამოკითხვას ვერ შეძლებდით მის თვალებში, დათოს სიტყვებს ვერცეთი ვერ გადავიდოდა და ამიტომაც მოსამზადევლად დაიშალნენ , რამოდენიმე წუთში შეიკრიბნენ კიდეც, ფარნებითა და იარაღით ასხმულნი დაადგნენ ბილიკს ,რომელიც ტყეში იკვალავდა გზას - ვეცადოთ ერთად ვიაროთ თქვა ბატონმა დავითმა, დანარჩენებმა კი თანხმობის ნიშნათ თავი დაუკრეს და განაგრძენ სვლა .
მიუხედავად იმისა რომ, ეძახდნენ მარიას მას არ ესმოდა შიშისგან დაბინდულ გონებას ვერ ითავისუფლებდა და ეს ძახილიც კი მოჩვენებითი ეგონა, ვერ გადაეწყვიტა გაეცა პასუხი თუარა ძახილზე , თუმცა მაინც ნახა ძალა რომ ხმა მიეწვდინა მათთვის , მართალია მან იყვირა რომ დაენებებინათ თავი , ტყის გუშაგებს მისი პოვნის საშუალება მისცა . აკანკალებული გოგონა როცა იპოვნეს ეცადეს გამოეფხიზლებინათ აგონიაში ჩავარდნილი მარია , თუმცა შუშასავით გატეხილ თვალებში თითქოს ვერაფერს ამოიკითხავთო . სანამ გოგონა დედას არ მიუყვანეს და მან გულში არ ჩაიკრა მანამდე თვალიც არ დაუხამხამრბია მის შემდეგ კი უბრალოდ თვალი დახუჭა და ემოციიდან დაღლილს ჩაეძიანა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent