შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ორქიდეა (სრულად)


1-10-2020, 02:58
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 33 624

-ღმერთო არა-მხოლოდ ეს აღმომხდა იმ წამს, როდესაც ჩემს კართან ნაცნობი ყუთი დავინახე.
თეთრ, ლურჯბანტიან ყუთს ხელისკანკალით ვიღებ და გახსნას არ ვჩქარობ.
ნელა, შენელებული კადრივით ვაღებ სახლის კარს და მისაღებში პატარა მაგიდაზე ვდებ საჩუქარს.
წამით თვალს ვერ ვაშორებ ნაცნობ ნივთს, შემდეგ კი საძინებელში გავდივარ და მშვიდად ვიხდი ფეხზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, მას ტანსაცმელსაც ზედ ვაყოლებ და საყვარელი, ატლასის ხალათით ვბრუნდები ყუთთან.
ჩემ კართან ამ მოკრძალებული საჩუქრის დატოვება მხოლოდ ერთ რაღაცას ნიშნავს, რომ კახი ბექაური ქალაქში დაბრუნდა, ეს კი არც ისე სასიხარულო ამბავია ჩემთვის.
ხელისკანკალით ავიღე პატარა ყუთი, ზუსტად ვიცოდი შიგნით რა იდო, მაგრამ მაინც მიმძიმდა გახსნა. არ მინდოდა წარსულის გახსენება, დროის უკან დაბრუნება.
ყუთში ლურჯი ორქიდეას ყვავილს წამით შევავლე თვალი, შემდეგ კი სწრაფად დავახურე თავი და შორს მოვისროლე.
თუმცა ყუთის კედელზე მიხეთქებამ ჩემი განრისხებული გონება არ დაამშვიდა, არც ჩემი ნატკენი გული გაამთელა, აღელვებული წამოვდექი ფეხზე, გულის ცემა გახშირებული, სხეული კი ათრთოლებული მქონდა და რის გამო? მხოლოდ ერთი უბრალო ყუთის, რომელიც საერთოდ არ ყოფილა უბრალო.
კვლალ დავავლე ავადსახსენებელ ლურჯბანტიან ყუთს ხელი და ამჯერად ფანჯრიდან გადავუშვი პირდაპირ.
ჩემს დაბლა, სტუმრად ჩამობრძანებული კახი ბექაური აუცილებლად დაინახავდა, როგორ უპატივცემულოდ მოვეპყარი მის საჩუქარს.
--
ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მახსოვს კახის სილუეტი ჩემს ცხოვრებაში.
მაშინ, როდესაც ზაფხულის მოსვლას ვნატრობდი, მონატრებულ ბაბუასთან რომ ჩამოსულიყო ზაფხულის არდადეგებზე.
დედაქალაქიდან ჩამოსული, სიმპატიური, თანაც ჩვენზე ბევრად უფროსი ბიჭი ყველას ყურადღებას იქცევდა ქალაქში, განებივრებული იყო საზაფხულო რომანებით და მისგან მე გამარჯობასაც კი მხოლოდ იმიტომ ველოდი, რომ მის ბაბუასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა.
მე და გიგო ისე კარგად ვუგებდით ერთმანეთს, თითქოს სულ არ იყო ჩვენს შორის 60 წელი განსხვავება.
რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მითრევდა მისი შავი თვალები, მაღალი სხეული, დაბალზე დაყენებული თმა და დიდი, ვარდისფერი ტუჩები.
თავიდან არც კი მიფიქრია, თუ ოდესმე მის ყურადღებას მივიქცევდი, ჩემი ეს პატარა „საიდუმლო“ რომ კახის ვეტრფოდი ფარულად, მხოლოდ ჩემმა დამ, ანეტამ იცოდა.
ალბათ მას არასდროს შევუმჩნევივარ მაშინ, როდესაც ეზოში გიგოსთან-მის ბაბუასთან ერთად გაცხარებით ვთამაშობდი ნარდს, ან მაშინ, როდესაც დედას გაკეთებული სასუსნავი თუ საჭმელი ყოველ დღე ჩამქონდა მათთან.
ალბათ არც მაშინ, გიგო რომ ყოველ საღამოს დამიჯენდა და მშვიდად მიხსნიდა მათემატიკას, ქართულს, რუსულს, ისტორიას.
ამ დროს ის არასდროს იყო სახლში.
მაგრამ მე მაინც მიყვარდა, ჩემი ბავშვური სიყვარულით მიყვარდა და მხოლოდ 16 წლის ასაკში გადავწყვიტე, მისთვის ჩემი თავი როგორმე გამეცნო.
მაშინ ანეტა 19 წლის იყო, როგორც უფრო „გამოცდილს“ და „ჭკვიანს“, რა თქმა უნდა, პირველი რჩევა მას ვკითხე, თუ როგორ გამეკეთებინა ისე, რომ მაშინ ბეეეეეევრააად „უფროსს“, 20 წლის კახის შევემჩნიე.
ისიც კი რომანტიულად მეჩვენებოდა, ჩვენი სახელები ერთ ასოზე რომ იწყებოდა, რაზეც ახლა სულელივით ვბჟირდები.
--
სამსახურიდან გამოსულს სიცხემ მაშინვე შემიკრა სუნთქვა.
როგორ მინდოდა, 1-2 კვირა სადმე წავსულიყავი, მაგრამ ჯერ იმდენი საქმე მქონდა, ალბათ კიდევ 1 თვე ვერსად წასვლას ვერ მოვახერხებდი.
მანქანაში დავჯექი და ხელჩანდა გვერდით დავიდე, ვფიქრობდი ჯერ მარკეტში შევივლიდი, შემდეგ კი სახლში გოგონებს დავპატიჟებდი.
მართლაც, ბედნიერი დავემალე სუპერმარკეტში სიცხეს, თან საჭირო ნივთებს ვიღებდი, თან კი ტელეფონზე ანეტას და ელენეს ვესაუბრებოდი, უცებ ვიღაცამ ყურსასმენები რომ გამომაცალა ყურებიდან და გოგონების ხმაც წამში შეწყდა.
-რა..რა ხდება?-ამოვიბლუყუნე და ჩემს პირდაპირ მდგომს მზერა გავუსწორე.
არ ველოდი მის აქ გამოჩენას, წამით სუნთქვა შემეკრა და გონება დამებინდა. დაბნეულმა მოვავლე თვალი მარკეტს და ისიც ვერ გავიაზრე აქ რას ვაკეთებდი.
-გამარჯობა, კესა-მითხრა ბოხი ხმით და მისი საფირმო, ირონიული ღიმილიც არ დაიშურა, ჩემთვის.
-გაგიმარჯოს კახი, რა ხდება?- ჩემი ყურსასმენები ჯერ კიდევ მის ხელებში იყო მოქცეული, ამიტომ არც მიფიქრია ისე გამოვგლიჯე ხელიდან.
-მომენატრე, როგორ ხარ?-ისე უდარდელად და უემოციოდ მითხრა, ლამის პირი დავაღე, ამას ვინმეში ხომ არ ვეშლები მეთქი
-მეც მომენატრე კახუნა-მის არაფრისმთქმელ სახეს ცინიკურად გავუღიმე და ლოყაზე ხელი მოვუთათუნე, დარწმუნებული ვიყავი, გოგონები, რომლებსაც ყურსასმენებში ყველაფერი ესმოდათ ჩემით ამაყობდნენ, მაგრამ საერთოდ არ ვიყავი ღიმილის ხასიათზე, თუნდაც ცინიკურის. მისი შეხებისგან გამოწვეული სასიამოვნო ენერგიამ, რომელმაც წამით დამიარა ტანში დავაიგნორე და ყურსასმენები კვლავ ყურში გავიჩარე და სანამ რაიმეს მეტყოდა სწრაფად მოვწყდი ადგილს.
მისკენ აღარ გამიხედავს, არ მინდოდა მისი ნახვა, არც მისი ხმის გაგონება.
არც გოგონების მესმოდა რას მეუბნებოდნენ, მოლარესაც ინსტიქტურად მივაწოდე აღებული ნივთები და საკრედიტო ბარათი.
--
-ჩემი აზრით, კარგი იდეაა, რავიცი-მხრები აიჩეჩა ანეტამ.
-რავიცი, იქნებ სისულელედ მიიჩნიოს?-წარბები შევკარი მე და თეთრ, ლურჯბანტიან ყუთს გავხედე.
-ხოდა ვნახავთ რა რექაცია ექნება, ჯერ ხომ მაინც ჩუმად უტოვებ საჩუქარს-მიღიმის უფროსი და
-კარგი-ვეუბნები და ყუთს ისევ ლოგინის ქვეშ ვინახავ, რომ მშობლებმა არ ნახონ.
შემდეგ კი, როდესაც კარგად ღამდება, ანეტას დახმარებით ჩუმად ვიპარები სახლიდან, დაბლა სართულზე გიგოს სახლის კართან ყუთს ვტოვებ, სწრაფად ვრეკავ ზარს და უკანმოუხედავად გავრბივარ სახლში.
ისიც არ ვიცი, რამდენად ორიგინალური იყო, პატარა ყუთში ჩადებული ყვავილის, ლურჯი ორქიდეის ჩუქება, მაგრამ ვფიქრობ დასაწყისისთვის ცუდი არ უნდა ყოფილიყო.
იმ ღამეს თეთრად გავათენე, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა, ვნერვიულობდი, იქნებ ცუდი იდეა იყო? იქნებ გაეცინა მხოლოდ და სანაგვეზე მოისროლა? იქნებ მეც მორიგ „სოფლელ“ თაყვანისმცემლად ჩამთვალოს, რომლებთანაც ზაფხულობით ერთობა?
ჯერ კიდევ ახალ გათენებულზე ჩავედი დიდი პურით ხელში სადარბაზოს შესასვლელთან, რამდენიმე ძაღლი მყავდა „მიკედლებული“, დილით ვაჭმევდი ხოლმე, მართალია რამდენიმე მეზობელი ძალიან მეჩხუბებოდა, მაწანწალა ძაღლები ნუ მოგყავსო, მაგრამ რა ვქნა, მეცოდებოდნენ, თან დედაჩემი საშუალებას არ მაძლევდა სახლში ამეყვანა.
კიბეზე ვიდექი და სათითაოდ ვაჭმევდი პურის პატარა ლუკმებს, როდესაც ნაბიჯების ხმა გავიგე, გული ამიჩქარდა, წამით ვიფიქრე იქნებ კახიც იყოსმეთქი, მაგრამ გიგო რომ გამოჩნდა გაღიმებული მეც მოვეშვი.
მასაც პური ეჭირა ხელში, გვერდით მომიჯდა და ჩემთან ერთად მოესიყვარულა ძაღლებს.
-გინდა ჭადრაკი ვითამაშოთ?-შევთავაზე, როდესაც ორივეს გამოგველია ძაღლების საკვები.
-თუ ჩამოარბენინებ, რატომაც არა-დამეთანხმა მოხუცი.
-სახლის გასაღები მომეცი და-წამოვხტი წამში, სამწუხაროდ მე არ მქონდა ჭადრაკი, მაგრამ გიგოს ჰქონდა, სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ თამაში ვიცოდი, და ისიც კარგად ვიცოდი სად ინახავდა, რადგან მილიონჯერ მაინც გავუგზავნივარ მის მოსატანად.
-ღიაა, კახის ძინავს და არ გამოვკეტე-გამიღიმა და ისიც წამოდგა, სადარბაზოს წინ მდგარ მაგიდისკენ და სკამისკენ წავიდა, სადაც ძირითადად ვთამაშობდით ხოლმე, მე კი კისრისტეხით ავირბინე ოთხი სართული.
ჩუმად შევაღე კარი, რადგან მახსოვდა, რომ კახის ეძინა, ფეხაკრებით შევედი მისაღებში და კინაღამ შევკივლე, მოკლე შორტის ამარა თვალებდასიებულ ბიჭს რომ მოვკარი თვალი.
-გამარჯობა-მგონი ყველაზე უხერხული გამარჯობა იყო, რაც კი ოდესმე მისთვის მითქვამს წლების მანძილზე, გულმა რეჩხი მიყო, მის სახეს თვალს ვერ ვაშორებდი და დაბნეული ერთ ადგილზე გახევებული ვიდექი რამდენიმე წამი, ბიჭს პასუხი არ დაუბრუნებია, მხოლოდ დივანზე დაჯდა და ალბათ ჩემგან ელოდა ახსნას, რას ვაკეთებდი იქ.
ხმა არ გამიცია ისე მივირბინე იქვე მდგომ დიდ კარადასთან და ერთ-ერთი უჯრა გამოვაღე, საიდანაც წამში გამოვაძვრინე ჭადრაკის დაფა და იღლიაში ამოვირჭე.
მხოლოდ მაშინ შევამჩნიე თეთრი ყუთი, ლურჯი ბანტით, როდესაც შევბრუნდი და უხმოდ დავიძარი კარისკენ.
შესასვლელში, პატარა კომოდზე, სადაც გიგო ქურთუკებს კიდებდა ხოლმე და დიდი სარკეც იყო, ყუთი „უგულოდ“ იყო მიგდებული, თავსახური იქვე ეგდო, მასში მყოფი ლურჯი ორქიდეა კი უკვე ნახევრად დამჭკნარი ისევ ყუთში ეგდო.
გული მეტკინა, თითქოს ელექტროდენმა დამიარა მთელს სხეულში, თვალები დავხუჭე, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა და ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე.
-კესა, დამშვიდდი-ჩურჩულით შემოვუძახე ჩემს თავს და სწრაფად დავტოვე ბექაურების სახლი.
რამდენიმე წამი დამჭირდა რომ დავმშვიდებულიყავი, შემდეგ კი გიგოსთან ჩავირბინე და დაფა გავშალე.
მხოლოდ ის მიტრიალებდა გონებაში, რომ მისგან მეტს არც უნდა მოველოდე. მან ხომ არ იცის ვინ გაუგზავნა? ან რატომ?
ისე უგულისყუროდ ვთამაშობდი, შანსიც კი არ მომცემია მოგების, დაუფიქრებლად ვაკეთებდი სვლებს, გიგოს ხუმრობებში ვყვებოდი და ვცდილობდი არაფერი შემეჩნია.
მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, ფანჯრიდან გადმოყუდებული, სიგარეტით ხელში რომ დავინახე კახი. რაღაცატომ მასზე „ნაწყენი“ ვიყავი, ყვავილის გამო, ვიცოდი რომ სისულელე იყო, მაგრამ რა მექნა, იქნებ და როგორი გულით და სულით შევურჩიე საჩუქარი? ეგრე უნდა მიეგდო? გიგო საბედნიეროდ მისგან ზურგით იჯდა, ამიტომ როდესაც ფეხზე წამოვხტი მხოლოდ გაიკვირვა.
-ალბათ დედა სახლში აღარ შემიშვებს კიდევ რომ დავაგვიანო, წავალ-გავუღიმე მოხუცს და მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ შევვარდი სადარბაზოში. არ ვიცი რატომ მინდოდა პატარა ბექაურს თვალში არმოვხვედროდი და თან თავიც მომეწონებინა მისთვის, პარადოქსიც კი იყო, რომ მე მისკენ ნაბიჯს ვდგამდი და თან ვაცნობიერებდი რომ სულაც არ ვიყავი ურთიერთობისთვის მზად თუკი ისიც „დათანხმდებოდა“ ჩემს სიყვარულს.
---
შემდეგი ყუთი ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დამხვდა სახლთან, არ ვიცი, ასე ზუსტად როგორ ახსოვდა რა იდო ყუთში, ან რატომ ახსოვდა, მაგრამ წლების შემდეგ, მისგან ეს საჩუქრები არავის სჭირდებოდა. უკვე ხუთი წელი იყო მისთვის თვალიც კი არსად მომიკრავს და ახლა ასე, მოულოდნელად, რატომ მოუნდა გამოჩენა კიდევ ვერ ვაანალიზებდი. ლურჯბანტიან ყუთში ამჯერად არა ჩემი, არამედ მისი საყვარელი ტკბილეული ეწყო, სნიკერსის რამდენიმე შეკვრა ისევ მშვიდად ჩავაბრუნე ყუთში. რაღაც უნდა გამეკეთებინა, მშვენივრად მახსოვდა შემდეგი „საჩუქარი“ რა იყო, ამას კი მე არაფრით დავუშვებდი, არც კი მიფიქრია არაფერზე ისე წამოვხტი ფეხზე და 2 სართულით დაბლა ჩავედი, კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გააღებდა.
კარს მიღმა ნახევრად შიშველი და თან ნახევრად მძინარე მამაკაცი გამოჩნდა, გამარჯობაც არ მითქვამს, ისე შევაყარე შოკოლადები სახეში, შემდეგ ყუთი ვესროლე გაბრაზებულმა, რომელიც მის შიშველ მკერდს მოხვდა.
-მეორედ არ გაბედო, და ეს სისულელეები არ გამომიგზავნო-მინდოდა ნათქვამი მკაცრად გამომსვლოდა, მაგრამ ხმის კანკალი ვერაფრით შევიკავე, როგორც კი სათქმელს მოვრჩი ზურგი ვაქციე და წამოსვლა ვცადე, მაგრამ მისმა ხელმა შემაჩერა, სწრაფად მომხვია წელზე ხელი და კარს ისე მიმახეთქა, უნებლიედ აღმომხდა ტკივილის ბგერები პირიდან
-ნელა, შე ცხოველო-გამწარებულმა ვუთხარი და ხელზე იმის იმედით ვუჩქმიტე, რომ გამიშვებდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მოხდა.
მის შიშველ სხეულს ვეკვროდი, მხოლოდ ხალათით შემოსილი და გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა როგორც მისი ყოველი შეხებისას.
-შენს თავს დააბრალე, ჩემთან რა გინდა?-მკითხა ირონიულად და თვალებში მომაჩერდა, წამით მის თვალებს გავუსწორე მზერა, სადარბაზოში ბნელოდა, მისი შავი თვალები კი კიდევ უფრო მუქი მოჩანდა სიბნელეში, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, უჩუმრად შეხსნილი ხალათი რომ მკერდზე გადამეღეღა, რომლის შიგნი, რა თქმა უნდა, ლიფი არ მეცვა, მაშინვე ხელი ვიტაცე ქამრის შესაკრავზე, მაგრამ წამში დაიჭირა ჩემი ორივე ხელი.
-იცოდე, ხელს თუ არ გამიშვებ..-მუქარის სიტყვები კბილებში გამოვცერი, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ იმის შიშით, რომ ხალათი უფრო გადამეღეღებოდა.
-მეორედ, მსგავს სისულელეს გააკეთებ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-მშვიდად მუჩურჩულა ყურში ბექაურმა, შემდეგ თვალებით ძირს დაყრილ შოკოლადზე მანიშნა.
-მეორედ, მსგავს სისულელეს გამომიგზავნი და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ-ჯიქურ მივაშტერდი მის თვალებს და მინდოდა მიმეხვედრებინა, რომ მისი სათამაშო ბავშვი აღარ ვიყავი, ვეღარ მომექცეოდა ისე, როგორც პატარა, სულელ გოგონას, რომელიც მასზე უგონოდ იყო შეყვარებული.
თუმცა ჩემმა პასუხმა როგორც ჩანს მხოლოდ ღიმილი მოჰგვარა სახეზე, ნელა გამიშვა ხელი და ჩემს წასვლასაც კი არ დაელოდა ისე მოაჯახუნა კარები.
-ცხოველი, ხეპრე, იდიოტი, უკანასკნელი გამოთაყვანებული, მაიმუნი-მიდი კომპლიმენტებით შემკობა მანამ არ დამიმთავრებია, სანამ საკუთარი სახლის კარი გემრიელად არ მივაჯახუნე.
--
მეორე საჩუქარი ბაუნტით სავსე ყუთი იყო, რომელიც რაღაც სასწაულით ისევ მე ვჭამე.
როგორც აღმოჩნდა ბატონ კახის სულაც არ ყვარებია ბაუნტი, გიგოს კი წამში გაახსენდა ჩემი საყვარელი შოკოლადი რა იყო და კიბეებზე ჩასვლის დროს გამომიჭირა, ჩანთაში ჩამიყარა და ისე გამისტუმრა საუკეთესო მეგობარ ელენესთან.
მესამე საჩუქარი ელენეს რჩევით უკვე პირადად უნდა „გადამეცა“. როდესაც ჩემს საყვარელ დაიკოს ვუთხარი, რა მირჩია ელენემ, ისიც აღფრთოვანებით დამეთანხმა და დაიწყო მზადება ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის.
მთელი დღე ვდარაჯობდით ფანჯრიდან როდის მოვიდოდა სახლში ბექაური, ძალიან გვინდოდა, როგორც ყოველთვის შუაღამეს მოსულიყო, ჩვენდა საბედნიეროდ სწორედ ასე მოიქცა, ღამის 12 საათი სრულდებოდა, სადარბაზოსთან რომ მოვიდა ძმაკაცებთან ერთად.
ანეტამ სწრაფად გამაპარა სახლიდან, მე მეექვსეზე ვცხოვრობდი, ის მეოთხეზე, მე კი მეხუთე სართულზე ასასვლელ პირველივე საფეხურზე დავჯექი.
ამას მხოლოდ იმიტომ ვბედავდი რომ სადარბაზოში უკუნითი სიბნელე იყო, თუ ფანრით არ ამოვიდოდა, არც კი არსებობდა იმის შანსი რომ გაერჩია ვინ ვიყავი.
მალევე გავიგე ფეხის ხმა, ლიფტი რა თქმა უნდა, არ მუშაობდა, გული თანდათან მიჩქარდებოდა. წამით ადგომა და გაქცევაც დავაპირე, მაგრამ მაშინვე გული გავიმაგრე, საბედნიეროდ სიბნელეში კარგად არჩევდა სახლიდან მომავალ გზას და ფანრით არ მოდიოდა.
როგორც კი ბოლო საფეხურს ამოაბიჯა ფეხზე წამოვდექი, მაშინვე ჩემი მიმართულებით გამოაბრუნა თავი, დარწმუნებული ვარ ჩემს სილუეტს არჩევდა.
მასთან სამ ნაბიჯში გავჩნდი, ფეხის წვერებზე ავიწიე და მისი ყბა ხელში მოვიქციე, წამიერად, ძალიან სწრაფად დავეტაკე ტუჩებზე, მისი გემოც კი ვერ შევიგრძენი წესიერად, უკვე რომ მოვშორდი და დაბლა გასაქცევად მოვემზადე წელზე რომ შემომეჭდო მისი მკლავი. ალბათ ახლა მიხვდებით, რატომ არ მინდოდა ჩემი საჩუქრების მესამე ფაზა გაემეორებინა ბექაურს.
მაშინვე ავფართხალხი, კივილსაც კი ვერ ვბედავდი, მეზობლები რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ, ან გიგო, მას რომ ეს ამბავი გაეგო, ალბათ თვალს ცხოვრებაში ვერასდროს გავუსწორებდი.
ბიჭმა ზურგიდან ამიკრა, თავი ჩემს ყელში ჩარგო და კისერზე ისე ნაზად მაკოცა, წამით ფართხალი შევწყვიტე, მის გამო ჰაერში ვიყავი გამოკიდებული ტანითაც და გონებითაც.
უკვე აღარ მინდოდა ხელი გაეშვა ჩემთვის, მისი სიახლოვის პირველივე შეგრძნებისთანავე მივხვდი, რომ ამ ადამიანზე იმაზე მეტად გავხდებოდი მიჯაჭვული, ვიდრე აქამდე, იმაზე მეტად მიყვარდა ბავშვური სიყვარულით, ვიდრე აქამდე, და იმაზე მეტად მინდოდა მისი ტუჩების ხელახლა დაგემოვნება ვიდრე აქამდე, თუმცა მისმა ხმამ თითქოს სიზმრიდან გამომაფხიზლა.
-კესა, სიბნელით რომ ვერ შეინიღბები იცი?-მკითხა ჩურჩულით, ჩემი სახელის გაგონებისთანავე ავფართხალდი, იცოდა, მაგრამ საიდან? ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!-ჩემი მეორე მე ყვიროდა გონებაში, რა უნდა მექნა? მისგან თავის დახსნის მცდელობა რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ ამჯერად სადარბაზოს ბეტონზე მაინც ვიდექი ფეხებით და არა ჰაერში გამოკიდებული.
-გთხოვ, გამიშვი-ამოვიჩურჩულე და წამით ვიგრძენი, ცხელმა ცრემლმაც კი გამაგრილა იმდენად ახურებული მქონდა ლოყები.
-წადი-მითხრა და ხელი გამიშვა, მაშინვე დაბლა დავეშვი, რამდენიმე საფეხური მქონდა ჩარბენილი, როცა მისმა ხელმა კვლავ დამიჭირა კიბეზე.
-ზემოთ ცხოვრობ-ირონიული ჰქონდა მას ტონი, სწრაფად გავითავისუფლე მისი ხელიდან თავი და ამჯერად ზედა სართულისკენ გავიქეცი. ისე მივრბოდი, რომ არა ანეტას ჩუმი ყვირილი, ალბათ დარჩენილ სამ სართულსაც ავირბენდი.
ალბათ ახსნაც არაა საჭირო, რომ მეტი „საჩუქარი“ მისთვის აღარ გამიგზავნია?
ეს დღე იყო და ეს დღე, სადაც დავინახავდი ამ ჩვენს კახის უკანმოუხედავად გავრბოდი, იმდენად მრცხვენოდა, იმდენად ვწითლდებოდი მის ყოველ დანახვაზე, ალბათ ლავაზე ცხელი ვიყავი.
მისგან რომ ირონიულ დამოკიდებულებას ვხედავდი ეს თან გულს მტკენდა, თან ჩემი თავი მეზიზღებოდა, ამ უაზრო თამაშის საწყებისთვის, რა ორქიდეა? რა ბაუნტი?
შევხვდებოდით სადარბაზოში? ბექაური ირონიული ღიმილით, მე კი საპირისპირო მხარეს მორბენალს მიხილავდით.
მას შემდეგ გიგოსთან სტუმრობასაც კი მოვუკლე, რაც სულაც არ მოსწონდა უფროს ბექაურს.
--
-დიდი ხანია არ გვისაუბრია, დღეს საღამოს გელოდები ჩაიზე-გამიღიმა კაცმა, როდესაც დილას ერთად ვაპურებდით ძაღლებს. თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე და გულში იმედს ვიტოვებდი, რომ ბატონი კახი სახლში არ იქნებოდა.
ალბათ მთელი დღე უსაქმურად ფანჯრიდან იმიტომ ვიხედებოდი რომ გამეგო გავიდა თუ არა ის ადამიანი სახლიდან, რომელიც ძალზე მიყვარდა, თუმცა დანამდვილებით ვიტყოდი რომ არა, კიდევ სახლში ბრძანდებოდა.
უკვე შვიდი საათი იყო, ჩვეულებრივ შორტით და დიდი ზომის მაისურით რომ ჩავედი დაბლა სართულზე.
ყველაზე მეტად ზაფხულში ლიფის ჩაცმა მეზარებოდა, ზაფხულში რა, წლის ნებისმიერ დროს, ამიტომ არასდროს მეცვა და სულ ვცდილობდი ოდნავ დიდი ზომის მაისურების მორგებას, რომ ძალიან არ შემტყობოდა.
კარზე ნელა დავრეკე ზარი და როცა კარი გიგომ გამიღო გულრწფელად გავუღიმე.
-ეს დედამ გამომატანა-ხელში ჩემი საყვარელი ნამცხვრით სავსე თეფში მეჭირა.
-კარგი მიდი მაგიდასთან, ჩაის წყალს დავადგამ და მოვალ-გამიღიმა კაცმა და სამზარეულოს მიაშურა.
ფრთხილად შევაჭერი მისაღებში, საბედნიეროდ კახი არსად ჩანდა, ამიტომ თავისუფლად დავდე პატარა ჟურნალების მაგიდაზე თეფში და იქვე დავჯექი.
სამზარეულოდან გამოსულმა გიგომ თან ტკბილეულით სავსე თეფში გამოიტანა.
-არ გინდა რა-გავუღიმე მოხუცს
-არ ვიცოდე მაინც რომ ტკბილეულზე გიჟდები-გაეცინა მას და სამზარეულოში შებრუნდა.
-ტკბილეულიც გიყვარს თურმე-ლამის გული გამისკდა შიშისგან, სააბაზანოდან გამოსული ბიჭის ხმა რომ გავიგე. უნებურად მისკენ გავიხედე, მხოლოდ შორტების ამარა იდგა და იღიმოდა. ხმა არ ამომიღია, ოთახში თეფშებით ხელში შემოსულ გიგოს გავხედე.
-მოდი, შენც დაჯექი-მიმართა მან შვილიშვილს და იმ ადგილზე მიანიშნა სადაც თეფში თავისთვის ედო, ხოლო მესამე თეფშის გამოსატანად უმალ შებრუნდა. კახიმაც არ დააყოვნა, ბედნიერი სახით მომიჯდა გვერდით და მაშინვე ჩემი საყვარელი ნამცხვარი გადაიღო თეფშზე.
-კახი, იქნებ სტუმარს დალოდებოდი?-უკმაყოფილო სახით გახედა გიგომ უმცროს ბექაურს, თუმცა ბაბუას ყურადღება არ მიაქცია შვილიშვილმა. ჩანგლით ნამცხვრის ერთი კუთხე ჩამოჭრა და პირისკენ გაიქანა, თუმცა წამში დაეჭყანა სახე და მძიმედ გადაყლაპა ლუკმა
-არც თხილი აქვს, არც ქიშმიში, არც შოკოლადისაა, გიგო რატო იყიდე?-წამში დაუწუნა დედაჩემს ნამცხვარი მან, მეწყინა, რა თქმა უნდა, მისგან დედაჩემის ნაწვალების და ჩემი საყვარელი ნამცხვრის შეურაცხყოფა დაუშვებლად მივიჩნიე.
ხმა არ გამიღია, მაგრამ გიგომ წამში დაუბრიალა თვალები.
-ათჯერ ვუთხარი მამამისს, ცოტა ცემა არ აწყენდა შენს ბიჭსმეთქი და აი შედეგი-გამომხედა მე და ხუმრობა ცადა მოხუცმა
-არაუშავს, თუ არ მოგეწონებათ ძაღლებს ვაჭამოთ, არ მეწყინება-გავუღიმე მოხუცს
-რას ამბობ, რას ქვია ძაღლებს, ძალიანაც გემრიელია დარწმუნებული ვარ-გაიოცა მოხუცმა და უფრო გაბრაზებულმა გახედა შვილიშვილს, თუმცა კახიმ მოურიდებლად მიდო თავის ნაჭამი თეფში მაგიდაზე და ამჯერად სნიკერსის შეკვრა აიღო.
-ჩაის დავასხამ და მოვალ-წამოდგა მოხუცი ფეხზე, მე კი კიდევ ერთხელ მომიწია კახისთან მარტო დარჩენა.
-რაღაც უნდა გითხრა, მოიწიე-ჩუმად დაიჩურჩულა და საჩვენებელი თითით მანიშნა მისკენ მივწეულიყავი.
-რა უნდა მითხრა?-დავინტერესდი მე, თან შუბლი შევკარი, მაგრამ მისკენ არ მივწეულვარ
-მოიწი, მოიწი-თვითონაც გადმოიწია ოდნავ, სხვა რა გზა მქონდა, ნუ იდეაში მქონდა, მაგრამ ცდუნებას და ცნობისმოყვარეობას ვერ გავუძელი, ოდნავ მისკენ მივიწიე.
-კესანე, გიგოს უნდა ვუთხრა, რომ გიყვარვარ-მითხრა ჩუმად, თან ჩემს რეაქციას დაელოდა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა, მისი შავი თვალები პირდაპირ ბურღავდნენ ჩემს ლურჯ თვალებს.
-არ იზამ ამას, არა?-ვკითხე მეც ჩურჩულით და ოდნავ უკან დავიწიე.
-კარგი, მაშინ მოიწი კიდევ უნდა გითხრა რაღაც-უკან რომ დავიხიე, როგორც ჩანს არ მოეწონა მას
მისკენ მიწევა და მისი ტუჩების ჩემს ბაგეებზე აღმოჩენა ერთი იყო, რამდენიმე ზედპირული კოცნის შემდეგ კმაყოფილი გასწორდა და მზერა სამზარეულოდან გამომავალ გიგოს შეავლო. მე კი სანამ გიგოს თვალი არ მოვკარი ვერ გამოვფხიზლდი, წამით ჩავფიქრდი, როგორი ირონიული, დამპალი მანიპულატორი მიყვარდა გაგიჟებამდე და ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, სწრაფად წამოვხტი ფეხზე და ხელში ტელეფონი ავათამაშე.
-ბოდიში გიგო, დედამ დამირეკა სწრაფად სახლში უნდა ავიდე-ვიცრუე სწრაფად და გასასვლელისკენ წავედი
-რამე სერიოზულია?-შეშფოთება დაეტყო კაცს, თან ჩემს არეულ სახეს თვალს არ აშორებდა.
-არამგონია, უბრალოდ ჩემი დახმარება სჭირდება, ავალ, კარგით?-გავუღიმე კაცს, შემდეგ ბოდიში მოვუხადე და ისე გავქრი მათი სახლიდან, კახისთვის მზერა აღარ შემივლია.
ჩემი ეს გაქცევები ახლა რომ ვუყურებ, ძალიან სასაცილოც კი იყო, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი, ანუ ბავშვი, ურთიერთობების არაფერი გამეგებოდა, მითუმეტეს ვერასდროს ვხვდებოდი რას ვიქრობდა ადამიანი, განსაკუთრებით კახის აზრების და ემოციების ამოკითხვა მიჭირდა, მისი ირონიული მზერა და ჩემთვი ჯერ კიდევ უცნაური ქმედებები ერთმანეთს არ შეესაბამებოდა და შესაბამისაც ვერც იმას ვხვდებოდი საერთოდ ჩემზე რას ფიქრობდა. მართალია, ურთიერთობა ჩემი ინიციატივით დაიწყო, კოცნაც კი ჩემი ინიციატივით მოხდა პირველად, მართლა ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა შემდგე. შემდგომ უკვე კახის ველოდი როდის გადმოდგამდა პირველ ნაბიჯს და აი ისიც თითქოს რაღაც მსგავსი იყო, მაგრამ ჯანდაბა, მე ხომ ასეთი დაბნეული ვიყავი?
ღამით დაწოლილი ფიქრებს ვერ ვიშორებდი, სულ მისი სახე მედგა თვალწინ, იდიოტივით ვუღიმოდი სიბნელეს და წამდაუწუმ ჩემს ტუჩებს ვაწვალებდი, ვფიქრობდი ხომ ნამდვილად მოხდა, ახლა უკვე მან მაკოცა საკუთარი ინიციატივითმეთქი, თან საშინლად დაბნეულს, ისიც მახსენდებოდა როგორ დამიძახა „კესანე“ რომელიც სულაც არ წარმოადგენდა ჩემს სახელს. ყველა კესა-ს მეძახდა და მისი ეს განსხვავებული ფორმა იმდენად მომეწონა მისი პირიდან წარმოთქმული, ტუჩებს თავს ვეღარ ვუყრიდი ღიმილისგან.
--
სამსახურიდან ისეთი დაღლილი გამოვედი, არაფრის თავი მქონდა, მხოლოდ სახლში წასვლა და ძილი მინდოდა, ისიც კი მეზარებოდა ხუთი წუთი მანქანა მემართა რომ სახლამდე მივსულიყავი, დაღლილმა გონებამ კი ამის მიუხედავად იმაზე აფსურდული გადაწყვეტილება მიიღო ვიდრე ველოდი.
მანქანას გვერდი ავუარე ავტოსადგომზე და ფეხით გავაგრძელე გზა. ყურსასმენებში საყვარელი სიმღერა ჩავრთე და ღიმილით დავიწყე ჩემი პატარა ქალაქის, ძალზე ნაცნობ ქუჩებში სიარული.
ზაფხული იყო, ამიტომ ცხელოდა, მაგრამ ეს ბავშვებს არ აბრკოლბდათ ქუჩაში გამოჭრილიყვნენ ჟრიამულით.
როგორც ყოველთვის ზაფხულზე იმაზე მეტი ხალხი იყო ქალაქში და ზოგადად ქუჩაში ვიდრე ოდესმე, რაც ძალიან სიამოვნებდა ჩემს დაღლილ გონებას.
მივსეირნობდი და თან ვფიქრობდი, ვფიქრობდი რა მოხდებოდა მაშინ კახის მაგივრად ვინმე ნორმალური ბიჭი რომ შემყვარებოდა, შეიძლება ახლა ოჯახიც მყოლოდა და შვილიც, მაგრამ მე ხომ ყოველთვის ყველაფერი უნდა გავართულო. ზუსტად ის ბიჭი უნდა შემიყვარდეს ვიზე ოცნებაც კი არ ღირს, ის ხომ ბავშვობიდან ძალიან სიმპატიური და ქარიზმატული იყო, მისი გოგონების რიცხვს კი უბრალოდ ერთი ქარაფშუტა გოგო შეემატა, რომლითაც მშვენივრად ხალისობდა.
პატარა ქუჩაზე მივდიოდი, სადაც მანქანები იშვიათად დადიოდნენ, მინიატურული, ძველი კორპუსების წინ კი უზარმაზარ ნაძვები აღმართულიყო, რომლებიც, როგორც ყოველთვის მწვანედ ბიბინებდა.
იმდენად მესიამოვნა ფეხით სიარული, ნაცნობ ქუჩებში კვლავ ფეხით გავლა კმაყოფილების ღიმილს ვერაფრით ვმალავდი და სიმღერის რიტმს ჩანთაზე მოთავსებულ თითებს ვაყოლებდი. მხოლოდ კორპუსთან მისვლის დროს მოვიხსენი ყურსასმენები და იქვე პატარა მარკეტს მივაშურე.
მას შემდეგ რას უნივერსიტეტი დავამთავრე და სამუშაოდ კვლავ ჩემს პატარა, მაგრამ ყველაზე საყვარელ ქალაქში დავბრუნდი, მშობლები სოფელში გადასახლდნენ, ჩემი და კი მანამ გათხოვდა, სანამ უნივერსიტეტს დავამთარებდი, ამიტომ საჭმლის მომზადება ჩემით მიწევდა.
მაღაზიაში მხოლოდ წვენი და რამდენიმე მზა საკვები ავიღე, შემდეგ კი კვლავ სადარბაზოსკენ გავემართე.
პარკებით დატვირთულმა ძლივს ავაღწიე მეოთხე სართულზე, როცა წამით შევჩერდი. უკვე ხუთი წელია არც კი გამიხედავს ამ კარისკენ, მიზეზი ორი არსებობდა, ერთი ბატონი კახი იყო, რომელიც მუდმივად ნერვებს მიშლიდა, მეორე კი გიგო.
ზუსტად ხუთი წელი იყო გასული რაც ის ამ კართან ვეღარ მეგებებოდა, მე კი ყოველ გახსენებაზე ყელში დიდი ბურთი მეჩხირებოდა.
ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი კარი რომ გაიღო და კახი გამოვიდა საშინაო ფორმაში, ანუ მხოლოდ შორტებში გამოწყობილი.
ნაბიჯიც კი არ გადამიდგამს, მას შემდეგ რაც სადარბაზოში გამოვიდა, უხმოდ ვუყურებდი მის მოძრაობას, ხმას ვერ ვიღებდი, დღეს რაღაც ორმაგად მქონდა ყელში ბურთი გაჩხერილი, ერთი გიგოს გახსენებაზე, მეორე კი იმის გაცნობიერებაზე, რაც უფრო ასაკი ემატებოდა მას, ბაბუას მით უფრო ემსგავსებოდა. მართლაც, ბაბუის მსგავსად უკვე შეპარვოდა ბაკებზე 30 წლის მამაკაცს ჭაღარა და სახეც უფრო მამაკაცური და კუშტი ჰქონდა ვიდრე მაშინ, 20 წლის ასაკში, როცა მასზე ნამდვილად იტყოდი რომ ლამაზიც იყო, სიმპატიურთან ერთად. წვერსაც უფრო შეეცვალა მისი სახე, მართალია გიგო არასდროს არ ატარებდა წვერს, მაგრამ თვალებიც კი ზუსტად ერთნაირი ჰქონდათ ბაბუას და შვილიშვილს.
წამით გავიფიქრე, შეიძლება სულაც გიგოსთან ასეთი მსგავსების გამო იყო, კახამ მაშინვე რომ მიიპყრო ჩემი ყურადღებამეთქი.
-რას შვები კესი?-მკითხა ღიმილით კაცმა და პარკები გამომართვა ხელიდან, წინააღმდეგობაც არ გამიწევია მისთვის.
-გიგოზე ვფიქრობდი-ჩუმად ვუთხრა და მამაკაცთან ერთად ავუყევი კიბეს.
-მერე?-არც ბექაურს აუწევია ტონალობას
-ძალიან ჰგავხარ მას, იცი?-მშვიდად ვუთხარი და გავუღიმე
-იცი? შენთვის ეს არ მითქვამს, მაგრამ, შენ რომ არა ალბათ მას ვერასდროს დავტოვებდი. როდესაც მეგულებოდა, რომ შენ მასთან ერთად იყავი, თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი-გამიმხილა კახიმ, როდესაც უკვე ჩემს კართან შევჩერდით და ცერა თითით ლოყაზე მომეფერა, მისი ხელი არ მომიშორებია, მაგრამ თვალებით ვანიშნე, არ გინდამეთქი.
-ოდესმე მაპატიებ? თუნდაც იმის ხათრით, რომ გიგოს შვილიშვილი ვარ-მკრთალმა ღიმილმა დაუარა მამაკაცს სახეზე.
-უნდა შევიდე-ვუთხარი კაცს და პარკები გამოვართვი.
-ყავაზე არ შემიპატიჟებ? არადა როგორ დაგეხმარე-ჩემს არც თუ ისე მჩატე პარკებს დახედა მან.
-მანიპულატორი კრეტინი რომ ხარ, ხომ იცი?-გავუღიმე წარბაწეულმა და ვანიშნე პირველი შესულიყო ბინაში.
-იცი ყველაზე მეტად შენში რა მიყვარს?-სამზარეულოში, მაგიდასთან მჯდომმა მითხრა და მეც მაშინვე გავხედე ინტერესით
-ლიფს რომ ვერ იტან და მკერდით ტკბობით საშუალებას გვაძლევ ხალხს-გამიღიმა მან ცბიერად და მეც ინსტქტურად ჩემს ამოღებულ მაისურს დავაშტერდი, საიდანაც კარგად მიჩანდა სიმდიდრეები.
-ამით ნერვებს ვერ მომიშლი, ბექაურო, სხვა რაღაც უნდა მოიფიქრო-გავუღიმე და ყავა ცხვირ წინ დავუდგი
-მაშინ უკეთესი იდეა მაქვს-ფეხზე წამოდგა ის, სანამ რაიმეს მოვიმოქმედებდი სწრაფად მომიახლოვდა და ისე ვნებიანად დამაცხრა ტუჩებზე, წამით სუნთქვაც კი შემეკრა, შემდეგ რამდენიმე წამი მხოლოდ იმას ვიაზრებდი, რომ ეს საშინლად სექსუალური მამაკაცი, ნახევრად შიშველი იმყოფებოდა ჩემს ბინაში და ისე ვნებიანად მკოცნიდა, ძლივს ვიკავებდი თავს პირდაპირ საძინებლისკენ რომ არ წამეთრია. მაგრამ ცდუნებას მაინც ვერ გავუძელი, ხელი კისერზე მოვხვიე და მეც ავყევი კოცნაში, უკვე ფეხებიც კი მის წელზე მქონდა შემოხვეული რომ მომშორდა და მაგიდაზე შემომსვა
-კესი, ეს მესამე საჩუქარი იყო-გაიღიმა მან და კიდევ ერთი კოცნა დამიტოვა ტუჩებზე, მისმა ხმამ თითქოს გონებაზე მომიყვანა, სიამოვნების ბურუსიდან გამოვედი და გავიაზრე, რას ვაკეთებდი. მისი კისრიდან ხელები ჩამოვიღე, წელიც გავათავისუფლე ფეხებისგან, მაგრამ ის მაინც ჩემზე იყო აკრული.
-კესის ნუ მეძახი, კესა მქვია-მხოლოდ ეს ამოვთქვი და მისი მკლავებისგან თავი დავაღწიე.
-ხვალ შევხვდებით, კესანე-ზურგიდან მომიახლოვდა ის, ყურში ჩამჩურჩულა და ზუსტად ისე მაკოცა ყელზე, როცა მაშინ, მესამე საჩუქრის დროს, მაშინ როცა მე ვაჩუქე მას კოცნა.
----
ზაფხული იწურებოდა უკვე, აგვისტო ბოლო დღეებს ითვლიდა, მე კი იმას ვითვლიდი, რამდენ ხანში წავიდოდა მთელი წლით, შემდეგ ზაფხულამდე კახა ბექაური.
ამ ფიქრებში გართული, სადარბაზოში შევალაჯე და როგორც ყოველთვის ფეხით დავიწყე ზლოზინით მეექვსე სართულამდე ასვლა.
თუმცა, სიურპრიზი, მეოთხე სართულის სადარბაზოში გამოჭიმულ ბექაურს თვალი ვერ მოვწყვიტე, თან მაინც გავაგრძელე გზა
-დილამშვიდობისა, კესანე-გამიღიმა მან და ჩემკენ წამოვიდა
-კესანე არ მქვია-მარტო ეს ვუთხარი დაბნეულმა და ადგილზე გავშეშდი
-აბა? კესი?-გაეღიმა მას
-კესა-ბოლო ასო მაინც შევუსწორე და მის შავ თვალებს მზერა გავუსწორე
-კარგი კესი, წამოდი, გიგომ მითხრა, შემოიყვანეო-მაინც არასწორი ინტერპრეტაციით წარმოთქვა ჩემი სახელი, თუმცა რაც არ უნდა შემესწორებინა, ვერც კი ვუარყოფდი რომ მისგან წარმოთქმული „კესანე“ ან „კესი“ ძალიან მომწონდა.
უკან გავყევი წინ მიმავალს და ბინაში შესულმა შიგნიდან რომ კარები გადაკეტა გაკვირვებული მივაშტერდი.
-შედი შედი-მითხრა და წელზე ხელის ბიძგით მისაღებში შემიძღვა.
-გიგო სადაა?-მოვიკითხე მოხუცი და უხერხულად ავიზუტე მის წინ
-სადღაც გავიდა, არ ვიცი, არ დაბრუნდება შუადღემდე-გამიღიმა ბიჭმა და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯები. მეც, ინსტიქტურად რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდი და როცა სავარძელს მივეჯახე, იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი.
-რაო? რას მიგზავნიდი ლამაზი ყუთებით?-გადმოიხარა ჩემკენ და სახე ისე ახლოს მოიტანა, მისი ცხვირი ჩემს ცხვირს ეხებოდა.
-არაფერს-უნებურად ამოვილაპარაკე დაბნეულმა და ოდნავ უკან გადავიხარე, რასაც საბოლოოდ ის მოყვა, რომ წონასწორობის შესანარჩუნებლად ჩემს წელზე მისი ხელი აღმოჩნდა შემოხვეული.
-მე რომ ბაუნტი არ მიყვარს რა ვქნა? სნიკერსი რატომ არ მაჩუქე? მეწყინა, თან სულ შენ რომ ჭამე მაინც-პატარა ბავშვივით, იმაზე მესაუბრებოდა, რომ მისი შოკოლადები მე ვჭამე, თითქოს ეს მართლაც ძალზე სერიოზული თემა ყოფილიყოს, მე კი ამ დროს დარწმუნებული ვარ, შეძრწუნებული სახით ვუყურებდი, წელში ლამის გადამტყდარი უკან გადახრის გამო და გაოცებული.
-ბაუნტი მე მიყვარს, ლურჯი ორქიდეაც-ამოვილაპარაკე ისე რომ, მილიმეტრითაც კი არ გავრხეულვარ, მისი კოცნის მოლოდინში. ჩვენი ტუჩები იმდენად ახლოს იყო, საუბრის დროს წამით შეეხო კიდეც ერთმანეთს, ამიტომ დროულად მოვკუმე პირი და სახე ამჯერად გვერდით მივაბრუნე.
-რატომ ხვანცალებ?-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა მას, თავი კვლავ მისკენ მიმაბრუნებინა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე.
-წელი მეტკინა, შეიძლება გავსწორდეთ?-ამოვილაპარაკე იმის იმედით, რომ ნორმალურ პოზაში ახლა მაინც დავდგებოდით, მაგრამ ის საპირისპიროდ მოიქცა, ხელი ისე გამიშვა, არც კი გამაფრხილა, მე კი მოულოდნელად მართალია რბილ, მაგრამ სავარძელზე დავვარდი და უნებურად ამოვიკივლე.
-რაო?-ზემოდან დამაჩერდა ახარხარებული, მის სიცილზე მეც უნებურად გამეღიმა. აქამდეც მენახა ის მოცინარი და მოღიმარი, მაგრამ „ჩემს დაბრეხვებაზე“ რომ ხარხარებდა მაინც სხვა იყო.
-რატო დამაგდე?-ამოვიწუწუნე მაინც ღიმილით და ფეხზე წამოვხტი.
-მოიცა, აბა კიდე ვცადოთ-უცებ მოუვიდა აზრათ, სწრაფად ამიტაცა ხელში და გადამიკიდა ბეჭზე, სიცილ-კივილი ამომხდა, ხელებს მის ზურგს ვუტყაპუნებდი, ფეხებს კი ჰაერში ვიქნევდი, რომელიღაც, ჩემთვის უცხო ოთახში შემიყვანა და ისეთი ძალით მომიფრიალა ლოგინდა, ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ არ ჩატყდა. კიდევ კარგი, რბილად დავეცი, ნუ ლოგინზე რა უნდა მტკენოდა, მაგრამ მაინც. მეც ვკისკისებდი, ისიც იცინოდა, თუმცა წამში დავსერიოზულდი ჩემს ზემოდან რომ მოექცა, იდაყვებს დაყრდნობილი დაჩერებოდა თავზე, მე კი, გაოცებულ-შეშინებულ-შეშფოთებული ვუყურებდი მას.
-რას აკეთებ?-მხოლოდ ეს ვკითხე და მის ქვემოდან გამოძრომა ვცადე მაგრამ ნახევარი ტანით ზედ მაწვა, ამიტომ ვერაფერი მოვახერხე.
-არ იფართხალი, თორემ უარეს დღეში ჩავარდები-ამოიჩურჩულა და თავი ჩემს კისერში ჩარგო, ჯერ ყელზე დამიწყო კოცნა, შემდეგ ნელნელა მაღლა ამოუყვა და ტუჩებამდეც მივიდა. ტუჩის კუთხეს რომ აკოცა, ქვედა ბაგეს მიადგა, შემდეგ ზედაზე გადავიდა, მე კი სიამოვნებისგან გატრუნული, თვალებმინაბული ვიწექი და იმასაც ვერ ვფიქრობდი ხელებისთვის რა მომეხერხებინა, რომელიც უხერხულად ვერც მის კისერზე შემომეხვია და ვერც ადგილზე გამეჩერებინა.
-იცი, რა ლამაზი ხარ?-ტუჩიდან ყურთან გადაინაცვლა, ყურის ნიჟარაზე მაკოცა და თან მიჩურჩულა. მისგან მოსმენილმა კომპლიმენტმა სუნთქვა უარესად ამიჩქარა, მართალია მანამდე უამრავისგან მომესმინა ეს, მაგრამ ადამიანისგან რომელზეც ბავშვობიდან შეყვარებული ხარ, ბევრად ამაღელვებელია.
მისმა ხელებმა ნელნელა გადაინაცვლა წელიდან მაისურის ქვეშ, ზემოთ მოიწევდა ჩემი მაისურიც და მისი ხელებიც, მხოლოდ მერე გამახსენდა, რომ ჩემი ახირებულობის გამო, არასდროს არ ვატარებდი არაფერს მაისურის ქვეშ. ამის გახსენება, ჩემი თვალების დაჭყეტა და აფართხალება ერთად დაიწყო.
-ჩშშ, რა დაგემართა?-გაუკვირდა მას, ოდნავ მომშორდა და თავზე დამაჩერდა
-შეიძლება წავიდე?-აღელვებულმა ვუთხარი, რაზეც მხოლოდ მისი სიცილი მივირე პასუხად, ქვემოთ რომ გადაიწია, ვიფიქრე, ესაა და დგებამეთქი, მაგრამ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ისე ძლიერ შევცდი, თვალებიც კი გამიფართოვდა.
მისი ტუჩები ჩემს მოშიშვლებულ ჭიპს რომ შეეხო ხმა ვეღარ გავაკონტროლე, მაშინვე ყველა კუნთი დამეჭიმა და ფეხები ისე ძლიერ შემოვაჭდე მის ზურგს მეც კი გამიკვირდა, წამით თითქოს მისი ჩაცინების ხმაც გავიგე, მაგრამ ყურადღება არც კი მიმიქცევია, როდესაც შორტის ღილი გახსნა და უფრო დაბლა დაუყვა ტუჩებით.
-გთხოვ, გაჩერდი-ამოვიჩურჩულე მხოლოდ, ხმასაც კი ვერ ვაკონტროლებდი, ისე აღმაგზნებდა მისი შეხება, და ისე არ მინდოდა პირველივე დღესვე, ჩვენი ურთიერთობის რაღაც სისულელე გამეკეთებინა.
-კარგი, ნუ ღელავ-თბილი, ალერსიანი ხმით დამამშვიდა მან და ამჯერად კვლავ ზემო, ჭიპთან გაჩერდა მისი ტუჩები.
-იცი, როგორი კარგი სუნი გაქვს?-კვლავ მკითხა მან და ერთ წამში მოახერხა ჩემი მაიკის იატაკზე გადაგდება
-რა.. რას აკეთებ?-დაბნეულმა მხოლოდ მკერდზე ხელების აფარება მოვასწარი, შემდეგ კი ჩემს თავზე გავბრაზდი, მაისური ისე გადამაძრო, ვერც გავიაზრე და ახლა რას აკეთებს? სერიოზულად კესა?
-გთხოვ გამიშვი-მისი პასუხი რომ ვერ მოვისმინე, ორმაგად ავფართხალდი და ორივე ხელი მკერდზე ავიფარე.
-კარგი, რა?-უკმაყოფილო ხმა ჰქონდა მას
-გამიშვი-ისე საცოდავად ამოვთქვი, ალბათ ძალიან შევეცოდე, წამში გადაცოცდა ჩემი სხეულიდან და იატაკზე დაგდებული მაისური ისევე თავის ხელით ჩამაცვა, როგორც გამხადა.
-უნდა წავიდე-მაშინვე ფეხზე წამოვდექი მე და ოთახიდან გავედი. შემოსასვლელი კარი რომ ჩაკეტილი დამხვდა, მხოლოდ შემდეგ მივხვდი, პირველივე წუთიდან როგორ გათვალა ყველაფერი.
-ჯერ იქნებ ყავა დაგველია?-მომესმა სამზარეულოდან ხმა
-აუცილებელია?-ვკითხე და სამზარეულოს ზღურბლზე დავდექი
-ხვალ მივდივარ-მიპასუხა მან და ხელში ბაუნტი აათამაშა. უხმოდ მივუახლოვდი და სკამზე ჩამოვჯექი. ზუსტად 2 წუთში დამიდო წინ ყავით სავსე ფინჯანი და ბაუნტიც ღიმილით გამომიწოდა
-მადლობა-გამოვართვი უხერხულად და ფრთხილად გავხსენი.
-კიდევ რაღაც მაქვს-თქვა და ჯიბიდან რაღაც ამოიღო, შემდეგ ხელისგული გაშალა და გაკვირვებული დავაჩერდი მასზე მოთავსებულ ნივთს.
-მე?-გამიკვირდა წამით, გაკვირვებული გავხედე ბიჭს.
-აქ ვინმეს ხედავ შენს გარდა?-გაეცინა მას, ხელში წვრილი სამაჯური აიღო, რომლის მთავარ რგოლს, ულამაზესი, ლურჯი ორქიდეა წარმოადგენდა, იმდენად ლამაზი იყო, იმდენად ნაზი, თვალი ვერ მოვაშორე საყვარელ, ხელოვნურ ყვავილს. ხელზე ფრთხილად გამიკეთა სამაჯური, შემდეგ კი ისე გააგრძელა ყავის სმა ვითომც არაფერიო.
ყავა დავლიე თუ არა, მადლობაც კი ვერ ვუთხარი, ისე წავხტი ფეხზე, უნდა წავიდემეთქი. გაეცინა და გასაღები ხელში მომაჩეჩა, არც გამოვუცილებივარ, არც დამმშვიდობებია.
რაღაცნაირი უცნაური დღე იყო.
რა თქმა უნდა, მთელი ღამე გავათენე ბედნიერი მოგონებების გახსენებაში.
მეორე დღეს ფანჯარას თვალი ვერ მოვაშორე, ველოდებოდი, როდის წავიდოდა, როგორც ჩვევია ხოლმე, უამრავი ბარგით, მაგრამ ის მხოლოდ ჩვეულ დროს, ოდნავ აგრილებულზე გამოვიდა ტელეფონით ხელში და ისე დაუყვა ქუჩას უახლოესი „ბირჟისკენ“ როგორც ამას მთელი ზაფხული აკეთებდა. გამიკვირდა, ვიფიქრე, შეიძლება უბრალოდ წასვლა გადაედო, რატომ მომატყუებდამეთქი, მაგრამ კიდევ ხუთი დღე გაგრძელდა ასე.
არც ის მიკითხავს, რატომ არ წავიდა, არც ის მიკითხავს, ამ დღეების განმავლობაში ერთხელ მაინც რატომ არ მომიკითხა, არც ის გამარჯობის მეტი რატომ არაფერი მაღირსა ქუჩაში. რაღაცნაირად ნაწყენი ვიყავი მასზე, ნაწყენი, ისე როგორც 16 წლის ბავშვი შეიძლება გაუბზარდეს უფროს „შეყვარებულს“ დაგვიანებულ შეტყობინებაზე.
--
არ ვიცი მე რაიმე შუაში ვიყავი იმასთან რომ კახი ბექაური შემდეგ წელს საერთოდ არ ჩამოსულა ბაბუის სანახავად, საერთოდ შუაში ვიყავი, თავში თუ იმ ბიჭს საერთოდ აღარ ახსოვდა ვიღაც ლაწირაკთან ერთდღიანი გართობა, მაგრამ კახი ბექაური შემდეგ ზაფხულს გიგოსთან არ ჩამობრძანდა. იმაზე ხმასაც კი არ ამოვიღებ რომ, რა მოკითხვაზეა საუბარი, როცა სოციალურ ქსელში „მეგობრებშიც“ კი არ მყავდა და მისი ნომერი ხომ საერთოდ, აზრზე არ ვიყავი.
მარტოობის ორი წელი რაღაცნაირად გავიდა, პირველი მის მოლოდინში, თუ როდის მოვიდოდა ზაფხული და ჩამოვიდოდა, მეორე კი იმედგაცრუებაში, რომ პირველ სიყვარულში საშინლად არ გამიმართლა და დრო იყო მასზე ოცნებას დავმშვიდობებოდი.
ზუსტად ეგრე იყო, როდესაც გიგოსგან გავიგე, რომ რამდენიმე დღეში ჩვენი პრინცი ჩამოსვლას აპირებდა, ავკრიბე ბარგი და სოფელში გავქანდი, მართალია იქ ყოფნას ვერ ვიტანდი, სულ ბებია-ბაბუას მაგონებდა, რომლებიც ცოცხლები აღარ იყვნენ, მაგრამ ვფიქრობდი, ასე უფრო სწორი იქნებამეთქი, ეს ერთადერთი ზაფხული იქნებოდა ალბათ, გიგოსთან ჩასულ ბექაურს იქ რომ არ დავხვდებოდი.
სწორედ ის ზაფხული იყო, მშვიდად რომ ჩავაბარე ეროვნულები და სასურველ ფაკულტეტზე დაფინანსებით მოვხვდი.
როცა სექტემბრის დასაწყისში მონატრებულ სახლს და გიგოს დავუბრუნდი, რამდენიმე დღეში ბღავილით და მოთქმით გამიშვეს დედაქალაქში სასწავლებლად.
არ მინდოდა, ვერ ვიტანდი ჩემი სახლისგან შორს ყოფნას, ჩემი პატარა ქალაქისგან მოშორებით, აქ, ამ დაკვამლულ ქალაქში ყოფნა, ამ ხმაურში ცხოვრება ისეთი საშინელი იყო, დღეებს ვითვლიდი, შინ როდის გავიქცეოდი ხოლმე.
არ ვიცი საიდან გაიდო კახი ბექაურმა სად ვსწავლობდი, ან სად ვცხოვრობდი. მაგრამ უნივერსიტეტიდან გამოსულს გარეთ აყუდებული რომ შევნიშნე შავ მანქანასთან წამში ვიცვალე მიმართულება და სულ სხვა მხარეს წავედი, რომ არა მკლავ მისი წელზე შემოხვეული ხელი.
-კესი, რატომ გარბიხარ?-მისკენ შემაბრუნა ღიმილით.
-გამარჯობა, კახი-მგონი პირველად იყო, როცა სახელით მივმართავდი, თითქოს ენა დამება, აზრებს თავი ვერ მოვუყარე. თვალი თვალში გავუყარე და ხელი გავაშვებინე.
-კესანე, რატომ დამივიწყე?-ისე შემომჩივლა, გაოცებისგან პირი დავაღე, არა, სითავხედესაც ხომ საზღვარი ჰქონდა?
-უკაცრავად?-მხოლოდ ეს აღმომხდა გაკვირვებულს
-რა იყო, რომ არ გამოჩნდი მთელი ზაფხული? რამდენი გელოდე, იცი?-თავის მწუხარება გამიზიარა მან
-მგონი რაღაც გეშლება, კახი, იცი?-გავუღიმე მას
-მაინც რა მეშლება? კესი?
-შენ რის გამოც დღეს შეიძლება აქ იყო, ის ერთადერთი დღეა ჩვენს ცხოვრებაში რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს, რასაც შეიძლებოდა ჩვენს ურთიერთობაში საფუძველი ჩაეყარა, დღე, როდესაც მომატყუე, შემდეგ წახვედი, ორი წელი არ გამოჩნდი და რა? რა მიზეზი მქონდა კახი, რომ მე, შენ კვლავ დაგხვედროდი საკუთარ სახლში?-ნაღვლიანად ვუთხარი და მისი პასუხისთვის არც დამიცდია, ისე წავედი ავტობუსისკენ, მაგრამ შუა გზაში კვლავ ვიგრძენი წელზე შემოცურებული ხელი, რომელმაც ფრთხილად მიბიძმა მანქანისკენ, რომელზეც წეღან თვითონ იყო მიყრდნობილი.
-კესი, იცი როგორი ლამაზი ხარ?-კვლავ კითხვით მომმართა მან, სანამ მანქანის კარს გააღებდა.
-იცი, რომ იგივე სურნელი აგდის კესი?-კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა წამოსცდა მის ბაგეებს.
-იცი, როგორი მიმზიდველი ხარ კესი?-ის საუბარს არ წყვეტდა, ჩემი გული კი უფრო ძლიერ ძგერას.
მანქანაში დამჯდარს, მაშინვე მეცა, მამაკაცის, რაღაც განსხვავებული სურნელი, სიგარეტის, სუნამოს და მანქანის სურნელი ერთმანეთში არეული, ისეთი სასიამოვნო იყო, ისეთი მომაჯადოვებელი, თან როდესაც ვაანალიზებდი, ეს იმ კაცის სურნელი იყო, რომელიც უკვე თითქმის 7 თუ 8 წელი იყო მიყვარდა, უფრო მეტი თუ არა.
მანქანა რომ დაძრა, ვფიქრობდი, ალბათ სადმე კაფეში წავალთთქო, მაგრამ საკუთარ სადარბაზოსთან რომ გამიჩერა მანქანა ცოტა გაოცებულმა შევხედე.
-დედაშენმა ბაბუაჩემს მისცა მისამართი, მან კი მე-გაეცინა, როდესაც მიხვდა რატომ ვუყურებდი.
-გიგოს ჩემი მისამართი რატომ ჰკითხე-ცოტა შეცბუნებული ვიყავი, იმ ფაქტით რომ გიგოს შეიძლება რაიმე გაეგო, ჩვენს „ურთიერთობაზე“.
-მან პირველივე დღიდან ყველაფერი იცის კესანე-მომხიბლავად გამიღიმა მან და მანქანიდან გადავიდა, გაოცებული გავუყევი მეც მის გზას. მანქანიდან გადმოვედი, და ლამის ყვირილით ვკითხე, მეორე მხარეს რომ გაეგო, რისი თქმა მსურდა.
-რას ქვია იცის? კახი?-წარბები უნებურად შემეკრა მე
-ეგ კაცი, შენ სულელი გგონია?-უხეში ტონი ჰქონდა მას, რაზეც ცოტაარიყოს, მოვიბუზე, რას ნიშნაცს, ჯერ გიგომ იცის, შემდეგ კი ასეთი საშინელი ტონი, როდესაც ჯერ კიდევ ახსოვს ბოლო ტყუილი და მისი ერთი წლით დაკარგვა?
-წამოდი, სახლში ვისაუბროთ-მიხვდა, ჩემი შუბლის შეკვრის მიზეზს, კვლავ წელზე მომხვია ხელი და ბინისკენ გამიძღვა, სახლში მისულს ჩემი დის გაოცებულ მზერაზე კახის რომ სიცილი აუტყდა და მერე კიდევ უფრო გაოცებულ მზერაზე რომ უფრო გადაბჟირდა ვიფიქრე, ეს ბიჭი ნორმალური თუ არისმეთქი.
-კარგი, კარგი, ვჩუმდები-ხელები აწია ბოლოს, როდესაც სერიოზული სახით მდგომი დები არაბულები დაგვინახა და სახლში დაუპატიჟებლად შეაჭრა.
-ბექაური, რა ჯანდაბა გინდა აქ?-ანეტა ჩემგან განსხვავებით, საკმაოდ პირდაპირი და ცოტა არაორდინალური არსება იყო.
-კესი წამოვიყვანე უნივერსიტეტიდან, თან ვიფიქრე, რამდენიმე სიტყვას ვეტყვიმეთქი-მხრები აიჩეჩა კახიმ და დივანზე კომფორტულად მოთავსდა.
-როდის მერე აკითხავ კეს-ა-ს უნივერსიტეტში?-ჩემს სახელში ა ასო გამოკვეთა ჩემმა დაიკომ და ისე მიმართა კახის, ცოტა გაკვირვებული ვუყურებდი უფროს არაბულს. მთელი ბავშვობა მხარს მიჭერდა, როდესაც კახიზე ვეწუწუნებოდი და მასზე ვუყვებოდი, მართალია ბოლო ორი წელია რაღაც ცოტა უარყოფით დამოკიდებულებას ვამჩნევდი რომ ჰქონდა, მაგრამ ასე ძალიანაც არ ველოდი.
-დღეიდან, რამე პრობლემაა?-როგორც ჩანს საერთოდ არ მოეწონა ანეტას ტონი კახის
-რავი, ეგ კესას ვკითხოთ, მოდი-გამომხედა უფროსმა დამ, მე კი ისე ვიყავი მათი საუბრის მოსმენით გართული, ვერც კი მოვიფიქრე რა მეპასუხა.
-ყავას დალევთ?-ვკითხე ორივეს და სამზარეულოსკენ წავედი.
-ორი შაქრით-გამომძახა მისაღებიდან ბიჭმა
ყავა გავამზადე, მისაღებშიც ვიჯექით 1 საათი უაზროდ, მე დაბნეული, ანეტა მკვლელი მზერით, კახი კი ირონიული ღიმილით.
საერთოდ ვინმემ იცით ამ ბიჭს რა უნდოდა?
მერე უბრალოდ ადგა, დაგვემშვიდობა და წავიდა.
--
როგორც თქვენ არ გესმით, რას აკეთებდა კახი ბექაური, ისე არ მესმოდა მეც.
ამ უაზრო შეხვედრის შემდეგ, ისევ ისე გადაიკარგა, როგორც იმ ზაფხულს.
ისე მოვიდა ზაფხულის არდადეგები, არც კი მოვუკითხივარ რა თქმა უნდა. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა მიზანს ემსახურებოდა მისი ეს უაზრო გამოჩენა, ზოგჯერ თბილად მოქცევა ზოგჯერ კი სრული იგნორი.
--
პირველი კურსის დახურვის შემდეგ რომ დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში სიტუაცია შეცვლილი დამხვდა.
სიტუაციაში ჩემს ოჯახს არ ვგულისხმობ, ამჯერად კახის დედაც ჩამოსულიყო დიდი ხნით, რაც საერთოდ არ ახასიათებდა ხოლმე ქალბატონს, თავისთავად კახიც გიგოსთან იყო და გიგო ოდნავ დაბერებული, შეცვლილი, გამხდარი და შეწუხებული მეჩვენა.
ჩავედი თუ არა, ოჯახის მოსიყვარულების შემდეგ, პირველი გიგოს კარზე დავაზარუნე.
-კესა, შვილო, როგორ მომენატრე-გამიღო თუ არა კარები ქალბატონმა ნათელამ მაშინვე გამიღიმა და გადამკოცნა.
-მეც მომენატრეთ-უხერხულობის დასაფარად ჩუმად, ღიმილით დავუბრუნე პასუხი
-შემოდი, რას დგახარ, ყავაზე დაგპატიჟებ-სახლისკენ მიმანიშნა ქალმა
-მადლობა, გიგო სახლშია?-მოვიკითხე ჩემი ძვირფასი მეგობარი
-ძინავს, სამწუხაროდ კესა, გინდა გავაღვიძებ?-წარბები შეჭმუხნა დამწუხრებულმა ქალმა
-არა, არა, საღამოს გამოვუვლი, ჭადრაკის სათამაშოდ ვეპატიჟებოდი-გამეცინა მე და მხრები ავიჩეჩე.
-არ შემოხვალ?-კიდევ ერთხელ მკითხა ქალმა
-არა, მადლობა, სახლში ავალ, საღამოს გამოვივლი-დავიბარე კიდევ ერთხელ და სახლში წავედი.
სწორედ მაშინ, როდესაც მეორედ გავიარე მოხუცთან, ისეთი შეცვლილი მეჩვენა, გული მიმეწურა ტკივილისგან.
მეორე დღეს, ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ გავიდა სახლიდან კახი, მეც უკვე ჩაცმული სწრაფად ჩავირბინე კიბეები და ჰორიზონტზე მიმავალ სხეულს სირბილით ავედევნე.
-კახი-დავუძახე უკვე მიახლოვებულმა, სირბილისგან ძლივს ვითქვამდი სულს, როგორც კი შემობრუნდა და დამინახა გაიცინა, მე კი სირბილისგან დაღლილი, წელში მოხრილი მუხლებს დავეყრდენი.
-რა ხდება კესი?-მკითხა მან და ჩემს გვერდით გადმოინაცვლა.
-რაღაც უნდა გკითხო-ძლივს დავირეგულირე სუნთქვა, წელში გავსწორდი და მაღალ სხეულს ავხედე, რომელიც ზედმეტად ახლოს იდგა.
-სადმე გავიდეთ?
-სად უნდა გავიდეთ?-გაკვირვებულმა გავხედე
-კაფეში, ან სადმე, სადაც გინდა-მხრები აიჩეჩა მან
-არა, არა-ხელები გავასავსავე მაშინვე-აქვე ვისაუბროთ
-კარგი, გისმენ-გამიღიმა და მისი ღიმილის ფონზე, მგონი ცოტა გვიანაც შევამჩნიე როგორ შემომიცურა წელზე ხელი.
შოკირებული გავხტი ერთი ნაბიჯით უკან და წარბი გაკვირვებულმა შევკარი.
-რას აკეთებ?-ვკითხე, მგონი ცოტა გამოფხიზლება არ აწყებდა და იმის გააზრება, რომ 16 წლის აღარ ვიყავი.
დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან მეცინება, 19 წლის გოგოს უკვე დიდი რომ მეგონა თავი, მაგრამ ისეთი ქარაფშუტაც არ ვიყავი, როგორიც 16 წლის ასაკში, თუმცა გრძნობები რომ იგივე იყო, ალბათ ყველა მიხვდებით.
-კაი?-თვალები მოჭუტა მან და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა, რაც წამის წინ მე უკან გადავდგი
-გითხარი რომ კითხვა მაქვს, არ შეიძლება ორი წუთი მომისმინო?-ამოვიბურტყუნე შუბლშეკრულმა და ხელები გულზე გადავიჯვარედინე, გაბრაზების ნიშნად
-კარგი, კარგი-გაეცინა მას, ხელები დანებების ნიშნად ჰაერში აწია და ნაბიჯით უკან დაიხია.
-გიგოს რა სჭირს? ძალიან შეცვლილია, ბოლო 1 წელში-ამოვიბურტყნე რაც მაინტერესებდა და ბიჭის შეცვლილ გამომეტყველებას დავაკვირდი
-რა უნდა ჭირდეს, კესა, უბრალოდ მოხუცდა, უკვე 80ს მიუახლოვდება მალე, რა კითხვებია?-იმდენად უხეში ტონი ჰქონდა ბექაურს, დავიძაბე.
-უბრალოდ რამდენიმე თვის წინ ასეთი არ იყო, არ შეიძლება რამე ვიკითხო?-მისი ხმის ტემბრზე გაბრაზებულმა, მეც უხეშად ვუპასუხე და უკანმოუხედავად მივატოვე იმ ადგილზე მყოფი.
-იდიოტი, დეგენერატი-ჩუმად ვჩურჩულებდი, რამდენჯერმე თავიც მივაბრუნე, ისევ იქ იდგა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და მიყურებდა, როცა უკვე ფანჯრიდან გადმოვხედე უჩუმრად, ამჯერად აღარსად ჩანდა მისი სხეული.
ზაფხული ხომ უცნაურად დაიწყო, მაგრამ უფრო უცნაურად გაგრძელდა.
„მცირე კამათიდან“ ერთი კვირის თავზე, ელენესთან მივდიოდი, სადარბაზოში რომ გადავეყარე კახი ბექაურს.
-გამარჯობა, ლურჯო-გამიღიმა და მის კიდევ ერთ, უცნაურ მიმართვაზე სხეულში ჟრუანტელმა დამიარა
-გამარჯობა-მივუგე, გზის გაგრძელებასაც ვგეგმავდი, მაგრამ წინ გადამიდგა და თითი დამიქნია გაფრთხილების ნიშნად.
-რამდენი ხანია ვერ გადაგეყარე, კესი, არადა, რა კარგი იდეა მაქვს, რომ იცოდე-წარბები სასაცილოდ ამითამაშა მან
-რა იდეა?-მისგან უცნაურ საუბრებს უკვე ისე ვიყავი მიჩვეული, წამით არ მიფიქრია, რომ ნორმალური ადამიანივით დამელაპარაკებოდა.
-ახლა ვფიქრობ, ორი წუთი აქ რომ დაგტოვო და სახლში შევირბონო, გაიქცევი? თუ სახლში შემოხვალ?-მკითხა და ზემოთ აიშვირა თითი (მეორე სართულზე ვიყავით).
-არა, არ გავიქცევი, არ მინდა სახლში-უნებურად გავაქნიე თავი უარის ნიშნად, წინა გამოცდილებიდან, მშვენივრად ვიცოდი როგორ ეხერხებოდა ხალხის სახლში შეტყუება ვაჟბატონს, მაგრამ უფრო ის მაშფოთებდა, რა მეთქვა ქალბატონი ნათელასთვის და გიგოსთვის კახისთან ერთად რომ დამინახავდნენ?
-დარწმუნებული ხარ?-თვალები მოჭუტა მან
-გაიქცევი-ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე დაასკვნა და ხელი მაჯაზე ჩამჭიდა, ისე ამაპროწიალა ორი სართული, არც უკითხავს მინდოდა თუ ან ზემოთ ასვლა, ან მასთან ერთად წასვლა.
კართან მდგომი, ველოდი როდის დარეკავდა ზარს შეაღებდა საკუთარი სახლის კარს, მაგრამ მან მხოლოდ ტელეფონი ამოიღო და გიგოსთან დარეკა.
-ჩანთა გამოიტანე, მოხუცო, ეს მსუნაგი გოგო ხელში ჩავიგდე-ისე საყვარლად ამოთქვა სიტყვები, ლამის ხელში ჩავადნი, ჩემი და გიგოს ურთიერთობა კარგი, მაგრამ სულ მშურდა კახის და გიგოს მეგობრობის, მათი შემხედვარე ისე მწყდებოდა გული, უფროსი ოჯახის წევრები რომ არ მყავდა. რამდენიმე წუთში გიგომ ბედნიერი ღიმილით გამოაღო კარი, რუგზარი შვილიშვილს მიაჩეჩა ხელში, მე თვალი ჩამიკრა, დაგვარიგა ჭკვიანადო და ისევე ჩუმად მიიხურა კარი, როგორც გააღო.
-ეგ რა არის?-ვკითხე მას შემდეგ რაც ზურგზე მოიკიდა და სადარბაზო დავტოვეთ.
-რაღაც, ძალიან მაგარი-თვალი ჩამიკრა მან. შემდეგ კი მის მანქანასთან მივედით.
-მანქანით სად მივდივართ?-გამიკვირდა ძალზე მე, ზუსტად ვიცოდი, დიდი მანძილი რომ არ ყოფილიყო, მანქანით წასვლაზე არც იფიქრებდა, მშვენივრად ვიცოდი, ფეხით სიარულზე რომ გიჟდებოდა, თან აქ, ჩვენს ქალაქში, რომელიც იმაზე პატარა იყო, ვიდრე თბილისის ერთი პატარა უბანი.
პასუხი არ გამცა, ისე გააღო პულტით მანქანა, შემდეგ კარი გამიღო და დაჯექიო, მითხრა. თვითონაც მოთავსდა და მანქანა დაძრა.
გზაში იმაზე მეტად ვიყავი დაძაბული, ვიდრე ოდესმე, მასთან ერთად თბილისშიდაც მიმგზავრია, მაგრამ ზედმეტად შოკირებული ვიყავი მისი ქცევებით, რაც არაფრის ფიქრის საფუძველს არ მაძლევდა. თან მგონი ისედაც გითხარით, რომ ადამიანის ემოციების ამოცნობა დიდად არ მეხერხებოდა და ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რას ფიქრობდბებ სანამ ძალზე აშკარა არ გახდებოდა.
ვიცოდი სადაც წამიყვანა ტერიტორიულად, აქაურ სოფლებს კარგად ვიცნობდი, მაგრამ აი პატარა მდინარის პირას რომ ჩავედით და ხის ძირას მოვკალათდით პირი გავაღე გაოცებისგან.
ჩანთიდან პლედი ამოიღო და სიცილით დამადო თავზე, თითქოს ქუდი იყო, გაშალეო.
სანამ მე პლედს ვშლიდი მან რამდენიმე კონტეინერი ამოიღო. ერთი ბაუნტით სავსე, მეორე სნიკერსით, მესამე კი იმ ნამცხვრით, თითქმის ყოველ კვირა რომ მიცხობდა დედა, მაგრამ მაინც შეწუხებული მყავდა, რომ კიდევ უფრო ხშირად გამოეცხო, სტუდენტობის დროს კი ყველაზე მეტად მენატრებოდა.
-რატომ აკეთებ ამას?-მხოლოდ ეს აღმომხდა გაოცებულს და ამჯერად პლედზე დავჯექი ბალახის ნაცვლად.
-იმიტომ რომ ძალიან საყვარელი ხარ-ამიხსნა მოკლედ და გახსნილი სნიკერსი მომაწოდა.
-არ მიყვარს-ვუთხარი გაოცებულმა, მისი სიტყვებით შოკირებულმა, რას ნიშნავს საყვარელი ვარ? ის მაინც ეთქვა, მომწონხარო, ახსნად მაინც მივიღებდი და ვიფიქრებდი ჩემთან ერთად ყოფნა უნდა ალბათ, ისევე როგორც მეთქო.
-რას ნიშნავს, არ გიყვარს? ეს არ გიყვარს?-ხელში აათამაშა მან ნუგბარი
-თხილი არ მიყვარს, ამიტომ არც სნიკერსი-ავუხსენი მოკლედ
-მოიცა, გინდა თქვა რომ თხილის ჩურჩხელას არ ჭამ?-აწრიპა წარბები ჰაერში მან და ირონიული ღიმილით გამომხედა.
-თხილის არა, ზოგადად ჩურჩხელასაც არ ვჭამ-გამეცინა მე
-მგონი, ვნანობ, რომ წამოგიყვანე-თვალი ჩამიკრა მან
-გადაიტან-მის მსგავსად ირონიული სახე მივიღე მეც
-ნახე, ნახე, როგორ უსწავლია რაღაცეები-გადაიხარხარა ჩემს სახეზე მან
-რა მისწავლია?-გამეცინა მის სიცილზე
-ეშმაკობა, პატალა რა საკვარელი იყავი, ახლა უკვე დიდი გოგო ხალ, ხუმრობაც გისწავლია და პასუხის გაცემაც-ხარხარებდა და ენისჩლებით მელაპარაკებოდა ის
-მგონი ნორმალური არ ხარ ხო?-მის სიცილზე მეც მეცინებოდა, თან კი მას ვუყურებდი თვალმოუშორებლივ, წარმოდგენილი მქონდა უკვე, როგორ დაიკარგებოდა და გაქრებოდა შეხვედრის მერე სადმე, ან გამარჯობასაც ძლივს მომიგდებდა ქუჩაში ამ შეხვედრის შემდეგ, როგორც ხშირად აკეთებდა ხოლმე.
ბევრი ტკბილეული ვჭამეთ, იმდენად ბევრი რომ რომ ვუყურებდით ორივეს გულის რევის შეგრძნება გვეწყებოდა უკვე, ამიტომ მხიარულად დააბრუნა დარჩენილი ნაწილი რუგზაკში და ჩემკენ უფრო მოიწია.
-შეიძლება ცოტა ხნით ჩუმად ვისხდეთ?-მკითხა და ამჯერად ჩემს უკნიდან აჩმოჩნდა.
ის ხეს ეყრდნობოდა, მე კი მის ფეხებს შორის მოქცეული მასზე ვიყავი მიყუდებული და თავის მის მკერდზე მედო.
პასუხიც კი არ გამიცია, თანხმობის ნიშნად, 1 საათიანი დუმილის შემდეგ ისე სწრაფად წამოხტა, შიშისგან შევხტი და გაოცებულმა გავხედე.
-რაო, ლურჯო, შეგეშინდა?-გამიღიმა და ჩანთას დაწვდა
-ლურჯი, საიდან?-ჩემი ახალი ზედმეტსახელის წარმოშობით დავინტერესდი წამით.
-ლურჯთვალა, ბაუნტზე შეყვარებული, ცისფერ ორქიდეას რომ მიგზავნი, ლურჯბანტიანი ყუთით, ლუჯრი არა ხარ?-შემომცინა და ჩანთიდან რამდენიმე კალამი ამოაძვრინა.
-ეს რათ გინდა?-რამდენიმე კალამი ავაცალე ხელიდან და დიდი მცოდნესავით ავატრიალე ხელში, ჩვეულებრივებს არ გავდა, გარედან სულ შავი იყო, მხოლოდ თითო ფერადი ზოლი დაყვებოდა შუაგულში, რითაც ალბათ მიხვდებოდი, რა ფერი იყო მელანი.
-რაღაც მინდა დავხატო, შეიძლება?-მკითხა და ჩემი გაკვირვებული მხერა რომ დაიჭირა ჩაეცინა
-კი, ვხატავ, თან დიდი ხანია, პროფესიონალურადაც-თვალი ჩამიკრა და ხელიდან ამაცალა კვლავ კალამი.
-ფუცელი გაქვს?-დავინტერესდი მე როცა ჩანთა ისევ გვერდით გადადო
-მე სხვა იდეა მაქვს-ჩაეცინა მას
-რა იდეა?-გამიკვირდა
-შენი სხეული რომ გამოვიყენო, დასახატად, არ შეიძლება?-მკითხა და როდესაც ჩემი გაოგნებულ-გაოცებულ-გარაღაცნაირებული სახე დაინახა წარბები ამითამაშა
-არ ინანებ-მითხრა და მაიძულა პლედზე დავწოლილიყავი.
მაიკა რომ მუცელზე ამიწია და თითით ჭიპი „შემოხაზა“, მაშინვე თავი წამოვყავი.
-კარგი, დამშვიდდი, უბრალოდ დავხატავ-გაეცინა და კალმები მოიმარჯვა.
არ ვიცოდი რას ხატავდა, მაგრამ ისე ნაზად უსვამდა კანზე კალმის წვერს, ისე სასიამოვნოდ მეხებოდნენ მისი თითები მუცელზე, წელზე, მისი სუნთქვა ზოგჯერ ისე მელამუნებოდა დახორკლილ კანზე, სიამოვნებისგან თვალების გახელასაც ვერ ვახერხებდი.
-ახლა გადაბრუნდი-მითხრა როდესაც მუცელზე ხატვას მორჩა
-შეიძლება ვნახო?-ვკითხე და წამოწევა ვცადე, მაგრამ არ დამანება, მაიძულა მისკენ გადავბრუნებულიყავი, ხელი დაბლა ჩამომაწევინა და ამჯერად მაისური უფრო მაღლა ააცოცა. მკერდის გასწვრივ (უხეშად იღლიის ქვეშ), დაიწყო ამჯერად კალმით რაღაცის ხატვა.
-ფოტოსაც გადაგიღებ რა?-მკითხა საყვარლად და სანამ პასუხს გავცემდი, ჯერ ერთ ნახატს გადაუღო ახლოდან ფოტო, შემდეგ მეორეს.
შემდეგ ვნახე უკვე, მკერდის გვერდით, პატარა, ულამაზესი ლურჯი ორქიდეა ინაზებოდა და თვალების ფახურით მიყურებდა, მუცელზე კი უფრო დიდი, მაგრამ ცოტა უფრო განსხვავებული ფორმით მიმზერდა იგივე ორქიდეა
-რა ლამაზია-აღმომხდა გაოცებულს და გაკვირვებულმა გავხედე ბექაურს
-რომ გაიზრდები, თუ მოგინდება, ტატუთაც შემიძლია დაგახატო-ცხვირზე თითი დამკრა და კალმები ჩანთაში დააბრუნა.
-აუცილებლად-გაბადრულმა მივუგე და ამჯერად, ჩემი ინიციატივით აღმოვჩნდი მის მკერდზე მიკრული.
--
რას ვამბობდი? ზაფხული უცნაურად დაიწყო და უფრო უცნაურად გაგრძელდამეთქი? დასასრული კი იმდენად მოსალოდნელი იყო, ალბათ არც კი დაგჭირდებათ ფიქრი.
კესა არაბული და კახი ბექაური შეყვარებულები იყვნენ, ეს ნიუსი, სამმა ადამიანმა ვიცოდით, მე, თვითონ კესა არაბულმა, ჩემმა შეყვარებულმა, კახიმ და გიგომ.
ჯერჯერობით ჩემი თხოვნით, არ ვამხელდი არც ოჯახში, არც კახის დედასთან, რომელიც ჩემდა გასაკვირად, დიდხანს შემორჩა მამამთილთან.
--
ჩვენი ურთიერთობა თბილისში ცოტა უცნაურად გაგრძელდა. კახი მუშაობდა, მე ვსწავლობდი, მე ქალაქის ერთ ბოლოში ვიყავი, ის მეორეში, ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, სამსახურიდან დაღლილს ზოგჯერ გამოსვლის თავიც კი არ ჰქონდა სახლიდან. ტელეფონით მიმოწერაზე, დარეკვაზე და საერთოდ სოციალურ ქსელზე მასთან საუბარი არ შეიძლებოდა, იმდენად სძულდა ეს ყველაფერი, იმდენად არ უყვარდა ხალხთან ტელეფონით კონტაქტი, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში მირეკავდა და თუ მე დავურეკავდი, იშვიათად იღებდა ტელეფონს.
--
ჩვენი ისედაც ცოტა არეული, ზაფხულის ურთიერთობა ერთმა შემთხვევამ შეცვალა.
მაშინ უკვე გაზაფხული იყო, მეორე კურსზე ვიყავი და „დიდი“ გოგო ვიყავი, როგორც ბექაური მეხუმრებოდა, მთელი 20 წლის.
სახლიდან დამირეკეს, დედაჩემს ანერვიულებული ხმა ჰქონდა და აშკარად არ იცოდა ახალი ამბავი როგორ ეთქვა ჩემთვის.
-პირდაპირ მითხარი, დე-თბილად ვუთხარი და ნერვიულობისგან ოთახში სიარული დავიწყე.
-გიგო არის ძალიან ცუდად, მითხრა, იქნებ მოახერხოს და კესა ჩამოვიდესო-ჩუმად მითხრა ქალმა და პასუხიც არ გავეცი, ისე გავუთიშე ტელეფონი საკუთარ დედას.
სახლის ტანსაცმელი არც გამომიცვლია, ისე ამოვიცვი ფეხზე ბოტასები, ჩანთაში მხოლოდ საჭირო ნივთები ჩავყარე და სახლი დავტოვე.
სამჯერ დავურეკე ზუსტად სახლიდან გასვლის დროს კახის, რომელიც არა და არ იღებდა ტელეფონს.
მეოთხე დარეკვაზე, ისეთი ხმით მიპასუხა, ლამის ადგილზე მოვკვდი
-რა ჯანდაბა გინდა? რააა?-იღრიალა ტელეფონში და ლამის ტელეფონი ჰაერში ამივარდა, ისეთი მოულოდნელი იყო მისი ასეთუ პასუხი
-კახი, როგორაა გიგო?-ვკითხე ჩუმად, ვიფიქრე, ალბათ ძალიან ცუდადაა ბაბუის ავადმყოფობაზე და მე კიდევ აქედან ხომ არ დავუმატებ, იდიოტი კი არ ვარმეთქი
-მოკვდა-მითხრა პირდაპირ და დამეფიცება, ზუსტად შუა გზაზე გავჩერდი და ტელეფონს დავხედე, ხომ მართლა კახის ველაპარაკებიმეთქი
-კახი, რას ამბობ? გიგო როგორაა?-ანერვიულებულმა კიდევ გავუმეორე კითხვა
-მოკვდა-მეთქი, რა ვერ გაიგე? ყრუ ხარ?-ამჯერად ტონს არ აუწევია ისე მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
შუა ტრასაზე, მანამ ვიდექი გაოცებული და ცრემლებით ავსებული თვალებით, სანამ ვიღაც ღვთისნიერმა მანქანების სიგნალის მიზეზი არ მოიძია და შუა გზაზე გაჩერებული ატირებული გოგო გზიდან არ გადააცილა.
-რა ხდება შვილო? კარგად ხარ?-მკითხა ქალმა თბილი ხმით, რომელსაც მხოლოდ გაწელილად ვხედავდი, ცრემლების გამო
-მოკვდა, მოკვდაო-უაზროდ ვიმეორებდი და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, გაგო, ჩემი ბავშვობის უფროსი მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე, ჩემი ძმაკაცი, ბაბუა, მამა ერთად წავიდა ამქვეყნიდან.
-სასწრაფოს გამოვუძახებ-მითხრა ქალმა და ტელეფონი ამოიღო, როგორც მივხვდი
-არა, არა, უნდა წავიდე-იმით შეშინებული, რომ დროულად ვერ მოვასწრებდი სახლში ჩასვლას, წამში გამოვფხილდი და ქალისთვის მადლობაც არ მითქვამს, ისე გადავკვეთე ქუჩა და მარშუტებისკენ გავიქეცი.
ორ საათში უკვე სადარბაზოსთან მდგომ ხალხს ვუყურებდი, საიდანაც შეშლილი სახით იხედებოდა კახი და ჩემს დანახვაზე უბრალოდ ზურგი მაქცია.
არც არაფერი მითქვამს, უბრალოდ მაღლა ავედი და ჭირისუფლებით სავსე ოთახში შევედი.
ყურადღებაც კი არავისთვის მიმიქცევია ისე დავჯექი იქვე კუთხეში და ჩუმად მოვრთე ტირილი.
ვტიროდი გაუჩერებლად, სულმოუთქმელად, უხმაუროდ, მთელი გულით. ჩემს წინ დადებულ რაღაც უაზრო ყუთს ვუყურებდი, რომელშიც მისი ცხედარი იყო, ერთადერთის, ერთადერთი მეგობრის, რომლის იმედიც, ყოველთვის მქონდა და ვტიროდი, ყველაფრის გამო ვტიროდი, ვინ აჭმევდა დილით ჩემთან ერთად ძაღლებს? ვის ვეთამაშებოდი ჭადრაკს და კიდევ ათას უაზრო თამაშს? ვინ მირჩევდა აწი წასაკითხს ლიტერატურას? ვინ გამიკეთებდა პიტნის ჩაის?
გიგო იყო ადამიანი, რომლის გამო ალბათ აქ, ამ სახლში, ამ კორპუსში მოსვლაც ისევე შემზარდებოდა აწი, როგორც მშობლიურ სოფელში, ბებია-ბაბუის გარეშე მიჭირდა გაჩერება.
და მე მაინც ვტიროდი, ჩემთვის უაზროდ.
დედაჩემის ჩახუტება ვიგრძენი ცოტახანში, თავზე მაკოცა და რაღაც თბილისი სიტყვები მიჩურჩულა.
--
ამ საშინელი წუთიდან, შემდეგი დღეები როგორ გადიოდა ვერც ვხვდებოდი, თვალებდასიებული, ხან რა საქმეს მავალებდნენ უფროსები, ხან რას, მეც ხმისამოუღებლად ვასრულებდი ყველაფერს, ხშირად ვერც გავდიოდი იმ ოთახში სადაც გიგო ესვენა, უბრალოდ არ შემეძლო, ვერ ვნახავდი მის უსიცოცხლო სხეულს, ვერ გადავიტანდი, ალბათ ვერ გადავიტანდი ეს რომ მენახა. შემდეგ მისი ყოველი გახსენებისას არ მინდოდა ეს სცენა წარმომედგინა და არა მომღიმარი, თბილი თვალებით მოლაპარაკე, კამფეტებით ხელში გიგო, რომელიც მუდამ მემახსოვრებოდა.
სამზარეულოში ვიყავი, ჭურჭელს ვრეცხავდი, უკვე საკმაოდ გვიანი იყო და ხალხიც არ იყო, ყველა თითქმის წასული იყო, ქალბატონ ნათელას ჩემი დიდი მოთხოვნით ეძინა, ისე დაიღალა ეს დღეები, ფეხზე ძლივს იდგა და ისე შემეცოდა ქალი, ბევრი უარის მიუხედავად მაინც გავისტუმრე დასაძინებლად.
მეც ალბათ ჭურჭელს რომ დავრეცხავდი, კიდევ რაიმე საქმეს გამოვძებნიდი, ან სახლში წავიდოდი, ჯერ ვერ გადამეწყვიტა.
სწორედ ამ დროს შემოაღო სამზარეულოს კარები შავებში გამოწყობილმა, თვალებჩაშავებულმა კახიმ და მხოლოდ მე რომ დამინახა, უკან გაბრუნება დააპირა
-რამე გინდოდა?-ვკითხე ჩუმად, ეს მგონი პირველი სიტყვა იყო, რაც ჩამოსვლის შემდეგ ვუთხარი მას. არც მასთან მარტო დარჩენის შესაძლებლობა მქონია, არც თავი მქონდა, ამაზე მეფიქრა, ისიც ვერ მოვახერხე უბრალოდ მეთქვა რომ ვიზიარებდი, რადგან ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი ეს ერთი უბრალო სიტყვა მას ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრიდა, უბრალოდ სისულელე იყო, ჭირისუფლის ამით დამშვიდება.
-დედაჩემს ვეძებ
-ძინავს, ძალიან დაიღალა, არ გააღვიძო-ვუთხარი და კიდევ ერთ თეფშს გავავლე თვალი
-შენი საქმე არ არის-იმდენად მშვიდი, უხეში და უემოციო იყო მისი ხმა, წამით ვიფიქრე, ხომ ნამდვილად ის მელაპარაკება, ვინც მგონიამეთქი?
კარი გაიხურა და ისე გაუჩინარდა, როგორც შემოვიდა, ჩუმად.
თვალები ცრემლებით ამევსო, ამჯერად კახის გამო, ისედაც ემოციურად გადაღლილს, მეტი არც მჭირდებოდა, ისეთ დღეში ვიყავი ბღავილი რომ დამეწყო.
მეც ვიდექი, უაზროდ ვრეცხავდი ჭურჭელს და თან ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა, კარი ნათელამ რომ შემოაღო, მას უკან კახი მოჰყვა.
სწრაფად შევიმშრალე ცრემლები, რომელიც მხოლოდ ნათელამ შეამჩნია, რადგან, როგორც ჩანს ბექაურს საერთოდ არ აინტერესებდა, მისი „შეყვარებული“.
ნათელამ ჯერ რაღაც უჯრა გამოაღო, იქედან რვეული ამოიღო და კახის გაუწოდა, შემდეგ კი საუბარი დაიწყო.
-კახი, ახლავე ააცილე სახლამდე კესა და დარწმუნდი, რომ ნამდვილად სახლში მივა, თორემ ძალიან ღადაოღალა-უთხრა შვილს და ამჯერად მე მომიბრუნდა -მომეცი, მე გავაგრძელებ
-რათ უნდა ჩემი აყოლა, 2 სართულით ზემოთ ცხოვრობს-უხეში იყო მამაკაცის ხმა, წამით გაკვირვებული მივაჩერდი, ყველაფერი კარგიმ მაგრამ, რა ჯანდაბა ჭირდა ბექაურს? გიგოზე მეც არანაკლებად ვიყავი შეყვარებული, მეც ვიცოდი ძვირფასი ადამიანის დაკარგვის ფასი, მაგრამ ეს რა საქციელი იყო?
-რასაც გეუბნები გააკეთე-თვალები დაუბრიალა შვილს ნათელამ.
-წამოდი-მითხრა კახიმ და სამზარეულოს კარი გააღო, ჯერ მე გამატარა და შემდეგ თვითონ გამოვიდა.
სადარბაზოში გასულმა რვეული მამას გადაულოცა, შემდეგ კი კიბეს ამოუყვა ჩემთან ერთად.
-რა გჭირს?-როცა მივხვდი, ჩვენს ლაპარაკს ვერავინ გაიგებდა, ჩუმად ვკითხე და კიბის საფეხურზე გავჩერდი.
-არაფერი, წამოდი რა, არ მაქვს შენი თავი-მშვიდად მითხრა და მაჯაში ხელი ჩამავლო.
-კახი, რატომ იქცევი ასე?-ცრემლებმა კიდევ ერთხელ გადმოკვეთეს ჯებირები.
-ოღონდ ახლა გაჩუმდი და გეფიცები, ოდესმე გეტყვი-მითხრა და მიბიძგა სიარული გამეგრძელებინა.
აღარ მოვყვები, როგორ ჩაიარა პანაშვიდმა, დაგრძალვამ და კიდევ ათასმა რიტუალმა.
უბრალოდ დაღლილს და შინაგანად გამოფიტულს მხოლოდ ძილი მინდოდა და ასეც მოვიქეცი, მას შემდეგ რაც ნათელას ყველა საქმეში დავეხმარე.
შემდეგ დიდხანს აღარ მიცდია, გამოცდების გამო ვეღარ დავრჩი მშობლიურ სახლში. ხოლო მაშინ, როდესაც მე არდადეგებზე დავრუნდი, თან გიგოს გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე გადიოდა, თავით თითქოს მწარე რეალობას შევასკდი.
-არც არასდროს მყვარებიხარ, არც მომწონდი, საერთოდ როგორ იჯერებდი ეგეთ ფარსს? ბავშვობიდან მიბურღავდა შენზე ლაპარაკით გიგო ტვინს, როგორი კარგი იყავი, როგორი ჭკვიანი, როგორი საყვარელი, ბავშვობიდან მეზიზღები გესმის? გიგოს რომ ჩემზე მეტად შენ უყვარდი, ჭკუიდან გადავდიოდი, გიგო მაშინვე მიხვდა, იმ იდიოტობა საჩუქრების მიღმა ვინ იდგა, მის თვალებში იკითხებოდა კმაყოფილება, გაუხარდა, ჩემთან ურთიერთობის სურვილი რომ გამოთქვი, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ცუდად იყო, ეს საზიზღრობა სჭირდა, მაშინ, რამდენჯერმე მხოლოდ იმიტომ გეთამაშე, რომ ვიფიქრე მერე მიგაგდებდი, ის სამაჯურიც, გიგოს მიერ იყო ნაყიდი და არა ჩემი.
მერე, რამდენიმე წელიწადში რომ გავიგე გიგო ცუდად იყო, გადავწყვიტე გამეხარებინა მაინც რაღაცით, რით გავახარებდი თუ არა ისევ შენით? შენ ხომ ჩემზე მეტად უყვარდი. ამიტომ დავიწყე შენთან ურთიერთობა და გიგო, ნახე, როგორი ბედნიერი იყო, ახლა კი ძალიან გთხოვ, საერთოდ არ მაინტერესებს, რას ფიქრობ, რას გრძნობ, რას განიცდი, ძალიან ა რ მა-ინ-ტე-რე-სებს, ამიტომ მორჩი ზლუქუნს და აქედან მოუსვი-იმდენად შემზარავი იყო მისი პირიდან ამ ყველაფრის ასე მშრალად, ასე უემოციოდ, ასე საზიზღრად მოსმენა, იმდენად ვერ ვიაზრებდი რომ ჯერ მხოლოდ გართობის მიზნით, შემდეგ კი ბაბუის ხათრით იყო ჩემთან ადამიანი ვინც მთელი ცხოვრება მიყვარდა, ვისზე ოცნებაშიც მთელ ღამეებს ვათენებდი და ვისზეც მუდმივად ვფიქრობდი, წამით გააზრებაც კი გამიჭირდა. ნუთუ საერთოდ ვიცნობდი მას? ნუთუ საერთოდ მასზე რამე ვიცოდი? ნუთუ იყო მისი რაიმე ემოცია, რომელიმე სიტყვა, რომელიმე ქმედება მაინც ოდესმე გულრწფელი. და დიახ, მივხვდი, რომ უკანასკნელი სიტყვები, ყველაზე გულრწფელი იყო, რაც კი მას ოდესმე ჩემთვის უთქვამს და მეც უხმოდ, ყველანაირი ცრემლების გარეშე ვაქციე ზურგი და წამოვედი.
--
ხუთი წელი, ზუსტად ხუთი წელი არ გამოჩენილა იმ დღის შემდეგ კახი ბექაური ჩემს ცხოვრებაში დღემდე.
ზუსტად ხუთი წელი დასჭირდა გასააზრებლად, რომ დაბრუნებულიყო.
ზუსტად ხუთი წელი არ გაუღია არავის გიგოს სახლის კარი.
და როდესაც ეს მოხდა, მე ვიყავი 25 წლის ჩამოყალიბებული, საქმიანი ქალი, ორი საუკეთესო მეგობრით და ოჯახით. მე ვიყავი დამოუკიდებელი ქალი, რომელსაც წარსულის ტკივილმა საშუალება არ მისცა, პირადი ცხოვრება თავიდან დაეწყო და სწორედ მაშინ, როდესაც კახი ბექაური ქალაქში დაბრუნდა, მაშინ მივხვდი, რომ მე ვერასდროს ვერ შევძლებდი მის დავიწყებას რაც არ უნდა მომხდარიყო.
ვერასდროს შევეგუებოდი ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცს, და წარმოდგენაც კი მზარავდა ჩემს გვერდით სხვა მამაკაცის არსებობის.
--
შეპირებისამებრ, მეორე დღეს სასაფლაოზე შევხდი ბექაურს.
მასაც, ჩემს მსგავსად ორქიდეის თაიგული დაედო ბაბუის საფლავზე და მშვიდად უყურებდა მის მომღიმარ სურათს.
-მის გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს-მითხრა დიდი ხნის დუმილის შემდეგ
-მაშინ აქ ხშირად მოხვიდოდი-ვუთხარი და ზურგი ვაქციე, წასასვლელად მოვემზადე კვლავ მისი ხმა რომ გავიგე
-ვერ ვიაზრებ, რომ აქ, ამ ცივ მიწაში წევს გიგო, ასე მგონია, უბრალოდ სადმე წავიდა და თავს ვიმშვიდებ, ვიცი რომ „დიდი ბიჭი“ ვარ უკვე იმისთვის, ადამიანის სიკვდილი რომ გავიაზრო, მაგრამ რა ვქნა? ასე მგონია, ოდესმე ისევ ჩამოვალ არდადეგებზე, ისევ ნერვებს მოვუშლი და ის ისევ დამოწყებს დამრიგებლურ საუბრებს შენზე, მერე ისევ ნერვებს მოვუშლი და შერიგების მიზნით ჩაის გავუკეთებ, თვითონ რომ უყვარდა ისეთს, პიტნით და ლიმონით-ხმადაბლა, ჩახლეჩილი ხმით ყვებოდა ის. მისკენ ნელა მივბრუნდი, მის თვალებზე ცრემლებს პირველად ვხედავდი, იმ დღეებშიც კი არ მენახა, როდესაც გიგოს ვასაფლავებდით.
უნებურად მეც ამიჩქარდა გული, ცრემლები გადმომცვივდა და მასთან მივედი.
წელზე შემოვხვიე ხელები და ასე ჩუმად გავაგრძელე ტირილი, მანამ სანამ თვითონაც არ მიხვდა, რომ ვეხუტებოდი.
დიდხანს ვიდექით ესე, სანამ არ გამოფხიზლდა, მომშორდა და ჯიბეში ხელი არ იტაცა.
წითელი ყუთი რომ ამოიღო ჯიბიდან, ლამის შოკში ჩავვარდი.
-კესანე, ცოლად გამომყვები?
ცოლად გამომყვები იმისთვის, რომ კიდევ ერთი გიგო ბექაური მოევლინოს ამ ქვეყანას? იმისთვის რომ ვიცხოვროთ ერთად ბედნიერებმა, გვიყვარდეს ერთმანეთი და ჩემი უაზრო ქცევის მიუხედავად, ავუსრულოთ გიგოს სურვილი?
არვიცი მაშინ რატომ გითხარი ამდენი სისულელე, ალბათ ჩემი თავი დავარწმუნე, ლურჯო, რომ არ მიყვარდი, მხოლოდ იმიტომ რომ უაზროდ ვეჭვიანობდი მთელი ცხოვრება შენზე, მას შემდეგ რაც დაიბადე, მას შემდეგ, რაც დავინახე გიგო როგორ ეფერებოდა სხვა ბავშვსაც, ჭკუიდან ვიშლებოდი შენი ლურჯი თვალების დანახვაზე და...
-აღარ გაჩუმდები? თანახმა ვარ.....



მნა, მნა, მნა. ვიცი რომ ვერ მიტანთ, მაგრამ ამ ისტორიას, უკვე ძალიან რომ შემიყვარდა რამდენი ღამეა ვუთევ, იმედი მაქვს მოგეწონებათ და მეც ამ საზიზღრად რთულ პერიოდში სტიმულს მომცემს.
მიყვარხართ, აბა ჰე
ტომაჩკა



№1 სტუმარი Mariama

ძალიან დამაინტერესა თავიდანვე ამ ისტორიამ მაგრამ ბოლოში რომ ჩავედი გული დამწყდა. ეს როგორ აპატია? ბოდიში მაგრამ სულელურად დაასრულე. ესე მალე ესეთი რამის შემდეგ. რავიცი, შენი გადასაწყვეტია უბრალოდ ეს გოგო ამას არ იმსახურებდა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან მომეწონა, მეც ვიტირე გიგოს ამბავზე :( კარგი იყო ძალიან ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო.თუმცა ასე მალე იმ სიტყვების პატიება არვიცი პრინციპში 5 წელი გავიდა და არვიცი.ისე დატანჯა ეს გოგო არ იმსახურებდა პატიებას ცოტახანი მაინც.ისტორია ძალიან კარგი იყო.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Mariama
ძალიან დამაინტერესა თავიდანვე ამ ისტორიამ მაგრამ ბოლოში რომ ჩავედი გული დამწყდა. ეს როგორ აპატია? ბოდიში მაგრამ სულელურად დაასრულე. ესე მალე ესეთი რამის შემდეგ. რავიცი, შენი გადასაწყვეტია უბრალოდ ეს გოგო ამას არ იმსახურებდა.

აუ არვიცი, შემეცოდნენ ძაან, ისე განვიცადე გიგოს სიკვდილი მეთქი, გიგოს ხათრით :d

ablabudaa
ძალიან მომეწონა, მეც ვიტირე გიგოს ამბავზე :( კარგი იყო ძალიან ❤️❤️❤️

❤️გიგო არის სიყვარული

სტუმარი თამო
ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო.თუმცა ასე მალე იმ სიტყვების პატიება არვიცი პრინციპში 5 წელი გავიდა და არვიცი.ისე დატანჯა ეს გოგო არ იმსახურებდა პატიებას ცოტახანი მაინც.ისტორია ძალიან კარგი იყო.

რავი, ვერ გავიმეტე დასაშორებლად მაპატიეთ, ასე მალე შერიგებაც, რავიცი, იმედია ძალიან არ დაგწყვიტეთ გული❤️ :დ

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

სულ რომ მიხარია შენი გამოჩენა ის ვააარ მიყვარს შენი პატარა და სიყვარულით სავსე ისტორიებიი, აი გეფიცები შენი პორველი ისტორიააა რომელიც მინდოდა რომ კარგად არ დასრულებულიყოო, კახის სახით ბოლოს შემოგვრჩა ერთი ეგოისტიი და ბოღმით სავსეე მამაკაციი რომელიც უაზრობაზეე ეჭვიანობდაა და ისეთი სახით იძია შურიი და თან ისე ატკინა გულიი აი ვერანაირად ვერ გავუგე კესას როგორ აპატია ის სიტყვებიი და მთელი გამწარებულიი ბავშვობა და აი თუნდაც ის ხუთი წელიი, უნდა დაემტკიცებინა ვინ დაკარგა. ძალიან გავბრაზდიი კახიზეე ასე ვთქვათ თავისი გაისწორაა დაბრუნდა ისევ 5 წლის მერეე და კი დახვდაა კესა, თან მე ვერ დავინახე რომნანობდაა მისი ორინათქვამი სიტყვაც გულწრფელი არ მეჩვენაა, მაგრამ რას ვიზამთ ბევრია დღეს კახის და კესას ნაირებიი, შენ კი ტკბილო კიდევ გაგვანებივრე ასეთი ისტორიებით.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი დარინა
სულ რომ მიხარია შენი გამოჩენა ის ვააარ მიყვარს შენი პატარა და სიყვარულით სავსე ისტორიებიი, აი გეფიცები შენი პორველი ისტორიააა რომელიც მინდოდა რომ კარგად არ დასრულებულიყოო, კახის სახით ბოლოს შემოგვრჩა ერთი ეგოისტიი და ბოღმით სავსეე მამაკაციი რომელიც უაზრობაზეე ეჭვიანობდაა და ისეთი სახით იძია შურიი და თან ისე ატკინა გულიი აი ვერანაირად ვერ გავუგე კესას როგორ აპატია ის სიტყვებიი და მთელი გამწარებულიი ბავშვობა და აი თუნდაც ის ხუთი წელიი, უნდა დაემტკიცებინა ვინ დაკარგა. ძალიან გავბრაზდიი კახიზეე ასე ვთქვათ თავისი გაისწორაა დაბრუნდა ისევ 5 წლის მერეე და კი დახვდაა კესა, თან მე ვერ დავინახე რომნანობდაა მისი ორინათქვამი სიტყვაც გულწრფელი არ მეჩვენაა, მაგრამ რას ვიზამთ ბევრია დღეს კახის და კესას ნაირებიი, შენ კი ტკბილო კიდევ გაგვანებივრე ასეთი ისტორიებით.

ვაიმე მეც ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა დარინა, რავქნა, თითქოს ვერ გავიმეტე დასაშორებლად, ძაან დამაფიქრა ახლა ყველას კომენტარებმა :((

 


№7  offline წევრი დარინა

ტომაჩკა
სტუმარი დარინა
სულ რომ მიხარია შენი გამოჩენა ის ვააარ მიყვარს შენი პატარა და სიყვარულით სავსე ისტორიებიი, აი გეფიცები შენი პორველი ისტორიააა რომელიც მინდოდა რომ კარგად არ დასრულებულიყოო, კახის სახით ბოლოს შემოგვრჩა ერთი ეგოისტიი და ბოღმით სავსეე მამაკაციი რომელიც უაზრობაზეე ეჭვიანობდაა და ისეთი სახით იძია შურიი და თან ისე ატკინა გულიი აი ვერანაირად ვერ გავუგე კესას როგორ აპატია ის სიტყვებიი და მთელი გამწარებულიი ბავშვობა და აი თუნდაც ის ხუთი წელიი, უნდა დაემტკიცებინა ვინ დაკარგა. ძალიან გავბრაზდიი კახიზეე ასე ვთქვათ თავისი გაისწორაა დაბრუნდა ისევ 5 წლის მერეე და კი დახვდაა კესა, თან მე ვერ დავინახე რომნანობდაა მისი ორინათქვამი სიტყვაც გულწრფელი არ მეჩვენაა, მაგრამ რას ვიზამთ ბევრია დღეს კახის და კესას ნაირებიი, შენ კი ტკბილო კიდევ გაგვანებივრე ასეთი ისტორიებით.

ვაიმე მეც ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა დარინა, რავქნა, თითქოს ვერ გავიმეტე დასაშორებლად, ძაან დამაფიქრა ახლა ყველას კომენტარებმა :((

როგორც შენს გულს უნდა ისე უნდა იყოს რა თქმაუნდა აქ ჩვენ ათასი განსხვავებული აზრი გვექნებაა.

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

დარინა
ტომაჩკა
სტუმარი დარინა
სულ რომ მიხარია შენი გამოჩენა ის ვააარ მიყვარს შენი პატარა და სიყვარულით სავსე ისტორიებიი, აი გეფიცები შენი პორველი ისტორიააა რომელიც მინდოდა რომ კარგად არ დასრულებულიყოო, კახის სახით ბოლოს შემოგვრჩა ერთი ეგოისტიი და ბოღმით სავსეე მამაკაციი რომელიც უაზრობაზეე ეჭვიანობდაა და ისეთი სახით იძია შურიი და თან ისე ატკინა გულიი აი ვერანაირად ვერ გავუგე კესას როგორ აპატია ის სიტყვებიი და მთელი გამწარებულიი ბავშვობა და აი თუნდაც ის ხუთი წელიი, უნდა დაემტკიცებინა ვინ დაკარგა. ძალიან გავბრაზდიი კახიზეე ასე ვთქვათ თავისი გაისწორაა დაბრუნდა ისევ 5 წლის მერეე და კი დახვდაა კესა, თან მე ვერ დავინახე რომნანობდაა მისი ორინათქვამი სიტყვაც გულწრფელი არ მეჩვენაა, მაგრამ რას ვიზამთ ბევრია დღეს კახის და კესას ნაირებიი, შენ კი ტკბილო კიდევ გაგვანებივრე ასეთი ისტორიებით.

ვაიმე მეც ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა დარინა, რავქნა, თითქოს ვერ გავიმეტე დასაშორებლად, ძაან დამაფიქრა ახლა ყველას კომენტარებმა :((

როგორც შენს გულს უნდა ისე უნდა იყოს რა თქმაუნდა აქ ჩვენ ათასი განსხვავებული აზრი გვექნებაა.

გიგოს ხათრით, შევარიგე, ჯანდაბას:dd თქვენი აზრი მაინტერესებს, აბა ისე როგორ?

 


№9 სტუმარი სტუმარი თამო

არა დაშორებისთვის მეც ვერ გავიმეტებდო.უბრალოდ ცოტა რომ დაენახა როგორ გააწამა ეს გოგო და თითონაც ეწვალა კაი იქნებოდა.თორემ ესეც კარგი იყო.ავტორი შენხარ და როგორც შენ გაგიხარდება ისე უნდა იყოს.უბრალოდ თვალში მომხვდა რომ ასე მარტივად აპატია თუმცა სიყვარულიც ეგაა .ასე რომ ძალიან კარგი იყოო.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი თამო
არა დაშორებისთვის მეც ვერ გავიმეტებდო.უბრალოდ ცოტა რომ დაენახა როგორ გააწამა ეს გოგო და თითონაც ეწვალა კაი იქნებოდა.თორემ ესეც კარგი იყო.ავტორი შენხარ და როგორც შენ გაგიხარდება ისე უნდა იყოს.უბრალოდ თვალში მომხვდა რომ ასე მარტივად აპატია თუმცა სიყვარულიც ეგაა .ასე რომ ძალიან კარგი იყოო.

აი სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს თქვენი კომენტარები ❤️❤️❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ჟოზე
"დაკარგული"_ ს ტომაჩკა ♡♡♡
როგორ მიყვარხარ ამ შენი პაწაწკუნტელებით...გამათბე,რახანია არაფერი წამიკითხავს ...
ცოტა "დამპალი "კი იყო კახი მაგრამ მაინც საყვარელი ეგოისტი ))))
ძალიან მომეწონა,საუცარი უნარი გაქვს სითბო გვაგრძნობინო მკითხველს ♥︎♥︎♥︎ სულ შენთან ვარ ♡

სად დაიკარგეეეეეეეეეეეე???????

 


№12 სტუმარი ტაისა

კესა მარტო გიგოს გამო თუ შეურიგდებოდა ამ ეგ ბიჭს,შეიძლება ბექაურსაც უყვარდა კიდევ სადღაც ყოველთვის ,მაგრამ ასეთი უაზრო გამოხტომებით გრძნობების გადმოცემა ზედმეტად უცნაურია smile
შენ ძალიან კარგი ხარ heart_eyes

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ტაისა
კესა მარტო გიგოს გამო თუ შეურიგდებოდა ამ ეგ ბიჭს,შეიძლება ბექაურსაც უყვარდა კიდევ სადღაც ყოველთვის ,მაგრამ ასეთი უაზრო გამოხტომებით გრძნობების გადმოცემა ზედმეტად უცნაურია smile
შენ ძალიან კარგი ხარ heart_eyes

მადლობა დიდიი ძაან❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ...

მიყვარდა გიგო და ყველაზე მეტად მისმა წასვლამ მატკინა????

 


№15 სტუმარი სტუმარი nancho

ტომაჩკა როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ისტორიაა,,

 


№16 სტუმარი სტუმარი ანმეე

აიიიჰ იცი რა იყოოო?!... მზე ისტორია heart_eyes

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ...
მიყვარდა გიგო და ყველაზე მეტად მისმა წასვლამ მატკინა????

❤️❤️❤️❤️მეცმიყვარდა

სტუმარი nancho
ტომაჩკა როგორც ყოველთვის ძალიან კარგი ისტორიაა,,

ვაიმე დიდი მადლობაა❤️❤️

სტუმარი ანმეე
აიიიჰ იცი რა იყოოო?!... მზე ისტორია heart_eyes

ძაან დიდი მადლობაა❤️❤️

 


№18 სტუმარი ანუ

აუუ ხაან მომენატრა შენი ისტორიებიი ^-^
ხშირად გამოჩნდი ხოლმე რა ^-^

 


№19  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ანუ
აუუ ხაან მომენატრა შენი ისტორიებიი ^-^
ხშირად გამოჩნდი ხოლმე რა ^-^

აი ძაან დეპრესიაში ვიყავი და გამოკეთების გზაზე ვარ ❤️მეც იმედი მაქვს რომ ხშირად გამოვჩნდები

 


№20  offline წევრი duchi_duchi

კარგი იყო მაგრამ.კესა უთავმოყვარეო გამოიყვანე ძალიან დასასრულის გამო.ისეთი სიტყვები მითხრას საყვარელმა ადამიანმა და ასე უბრალოდ შევურიგდე?
რავიცი არ მესმის.

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

duchi_duchi
კარგი იყო მაგრამ.კესა უთავმოყვარეო გამოიყვანე ძალიან დასასრულის გამო.ისეთი სიტყვები მითხრას საყვარელმა ადამიანმა და ასე უბრალოდ შევურიგდე?
რავიცი არ მესმის.

მგონი დროა მეორე ნაწილზე მუშაობა დავიწყო ხო :დდდდ

 


№22 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო მადლობა წარმატებები ????????????

 


№23 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორ მომენატრე, ხშირად გამოანათე ხოლმე შენი საოცარი ისტორიებით❤️ ძალიან კარგი იყო, თუმცა დასასრულს უფრო ვრცლად სიამოვნებით წავიკითხავდი, ან მათი ცხოვრების გაგრძელებას ❤️❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი იყო მადლობა წარმატებები ????????????

დიდი მადლობა ძაან ❤️❤️

სტუმარი მარიამი
როგორ მომენატრე, ხშირად გამოანათე ხოლმე შენი საოცარი ისტორიებით❤️ ძალიან კარგი იყო, თუმცა დასასრულს უფრო ვრცლად სიამოვნებით წავიკითხავდი, ან მათი ცხოვრების გაგრძელებას ❤️❤️

ძალიან მიხარია❤️❤️დიდი მადლობა

 


№25  offline მოდერი აირ ისი

სასიამოვნო წასაკითხიაა ძალიან heart_eyes

 


№26  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

აირ ისი
სასიამოვნო წასაკითხიაა ძალიან heart_eyes

დიდი მადლობა❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი ნინო

დღევანდელი, ისედაც უაზრო და ცუდი დღე, ცოტათი კიდევ უფრო გაამუქა, მაგრამ საბოლოოდ ნასიამოვნები დავრჩი. გიგოს სიკვდილზე ტირილი მინდოდა და ხელის თხოვნაზე ვეღარ შევიკავე თავი... ძალიან მომეწონა, მსუბუქი და სასაიმოვნო იყო წასაკითხად. იმის გამო, რომ დრო არ მრჩება საიტზე კითხვისთვის, გვიან მოვახერხე წაკითხვა. თითქოს ხასიათს ველოდი, დროსაც და მგონი დღეს ეგ დღე იყო :დდდ

აუ, კესას საჩუქრები ორიგინალური და სახალისო იყო, მის რეაქციებზე საჩუქრის ჩუქებისას კი მეღიმებოდა. კახის პერსონაჟზე როგორც კარგს, ისე ცუდსაც ვიტყვი, მისი საქციელი არ მომეწონა, მაგრამ მიხვდა ბოლოს როგორც იქნა ;დდ
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა.

წარმატებები <3

 


№28  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი ნინო
დღევანდელი, ისედაც უაზრო და ცუდი დღე, ცოტათი კიდევ უფრო გაამუქა, მაგრამ საბოლოოდ ნასიამოვნები დავრჩი. გიგოს სიკვდილზე ტირილი მინდოდა და ხელის თხოვნაზე ვეღარ შევიკავე თავი... ძალიან მომეწონა, მსუბუქი და სასაიმოვნო იყო წასაკითხად. იმის გამო, რომ დრო არ მრჩება საიტზე კითხვისთვის, გვიან მოვახერხე წაკითხვა. თითქოს ხასიათს ველოდი, დროსაც და მგონი დღეს ეგ დღე იყო :დდდ

აუ, კესას საჩუქრები ორიგინალური და სახალისო იყო, მის რეაქციებზე საჩუქრის ჩუქებისას კი მეღიმებოდა. კახის პერსონაჟზე როგორც კარგს, ისე ცუდსაც ვიტყვი, მისი საქციელი არ მომეწონა, მაგრამ მიხვდა ბოლოს როგორც იქნა ;დდ
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა.

წარმატებები <3

აუ ძალიან დიდი მადლობა, ისე გამიხარდა თქვენი კომენტარი რომ დავინახე აღარ ველოდი და ❤️❤️ ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ❤️❤️

 


№29 სტუმარი Life is beautiful

ძაან მომეწონა ♥️ ♥️ ♥️ ♥️ აღფრთოვანებული ვარ... კომენტარებში წავიკითხე მეორე ნაწილიო და თუ ასე ძაან მიხარია♥️ძაან კარგი იყოოოო... სულმოუთქმელად ველოდები მეორე ნაეილსსს....

 


№30  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Life is beautiful
ძაან მომეწონა ♥️ ♥️ ♥️ ♥️ აღფრთოვანებული ვარ... კომენტარებში წავიკითხე მეორე ნაწილიო და თუ ასე ძაან მიხარია♥️ძაან კარგი იყოოოო... სულმოუთქმელად ველოდები მეორე ნაეილსსს....

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent