შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო დღიური (სრულად)


2-10-2020, 11:30
ავტორი ♥love love♥
ნანახია 4 633

ადამიანები ხშირად ამბობენ რომ სიცოცხლე მოსწყინდათ, რომ ყოველი დღე ერთნაირია. ტკივილით და მწუხარებით სავსე და ასეთ სიცოცხლეს ურჩევნიათ მოკვდნენ. ვერასოდეს ვიგებდი რა შეიძლებოდა გადაეტანა ადამიანს, რომ სიკვდილი ენატრა, მანამ სანამ ყველაფერი საკუთარ თავზე არ გამოვცადე. თუმცა ყველაზე რთულია ხმამაღლა აღიარო რომ შენვე დაანგრიე საკუთარი ცხოვრება და განადგურებული შენივე შეცდომების გამო ხარ.
ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც 13 წლის ვიყავი, როდესაც ავარიის გამო მშობლები დავკარგე და მე და თემო სრულიად მარტო დავრჩით. მისთვის რთული იყო პატარა დის ტანჯვის ყურება, რომელსაც მშობლები სულით ხორცამდე ენატრებოდა. გვერდიდან არასოდეს მშორდებოდა და ყველანაირად ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, თუმცა მალევე კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი. თემო იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა და სამსახური ეპოვნა, რომ საკვები მაინც გვქონოდა. მახსოვს როგორ ცდილობდა სამსახურის პოვნას და როგორი დამწუხრებული მოდიოდა დღის ბოლოს სახლში. ჩემდა გასაოცრად მალევე იპოვნა სამსახური, თუმცა ამის გამო მას იშვიათად ვხედავდი. მართალია არაფერი მაკლდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მასთან ერთად გატარებული დრო იყო. რამოდენიმე წლის შემდეგ მივხვდი რომ თემო ნარკოტიკებს მომხმარებელი და დილერი იყო, როდესაც პოლიციამ ჩემს თვალწინ დააკავა. ამის შემდეგ სრულიად დაუცველი დავრჩი.
16 წლის ასაკში ლაშა გავიცანი. ის 24 წლის სიმპატიური და ძალიან ყურადღებიანი იყო. ასევე საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა. ლაშა მალევე ჩემი გმირი გახდა და ყოველთვის ჩემს დაცვას ცდილობდა, თუმცა ბოლოს ისე გამოვიდა, რომ სინამდვილეში მე მჭირდებოდა მისგან დაცვა.
-ნიტა სახლში ხარ?
-რა თქმა უნდა. რა ხდება? რაღაც შენი ხმა არ მომწონს.
-შეგიძლია ფანჯრიდან გადმოიხედო?... სიურპრიზი. სიყვარულის დღეს გილოცავ ჩემო პატარავ.
-რაა? მანქანა? ჩემთვის? ლაშა.. ძალიან მიყვარხარ.
ამ დროს უბედნიერესი ვიყავი. ასეთ საჩუქარს ნამდვილად არ ველოდი. გახარებული გავიქეცი და ლაშას მთელი ძალით ჩავეხუტე. მას ხელები წელზე მჭიდროდ მომხვია. ხელში აყვანილმა შემიყვანა საძინებელში და ჩემი გაუპატიურება სცადა. სრულიად გავიყინე. წინააღმდეგობას ძლივს ვუწევდი.. ხმა ჩამიწყდა და სრულიად შეძრწუნებული ვიყავი. ვერ ვიაზრებდი როგორ შეეძლო ამის გაკეთება. არვიცი როგორ, მაგრამ ვცადე ძალები მომეკრიბა და ისტერიული კივილი დავიწყე. არ მახსოვს შემდეგ რა მოხდა. გონს საავადმყოფოში მოვედი. უეცრად კარი გაიღო და ჩემი მეგობრები დავინახე. ქეთიმ უმალვე მკითხა:
-ნიტა კარგად ხარ?
-არა. თავი საშინლად მტკივა. რა მოხდა?
-მე და ლევანი შენთან მოვდიოდით, როდესაც შენი განწირული კივილი შემოგვესმა. ლევანი მწყობრიდან გამოვიდა და კარი შემოამტვრია, როდესაც დაინახა როგორ გცემდა და გიყვიროდა ლაშა იმის გამო, რომ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდი. ლევანმა და ლაშამ ჩხუბი დაიწყეს მეკი შეშინებულმა სასწრაფოში დავრეკე.
-ნიტა კარგად ხარ?
-ღმერთო ჩემო. ლევან მე კარგად ვარ, მაგრამ შენ?...
-ამაზე არ იჯავრო.
გულწრფელად, ვერ აგიხსნით, როგორ ვიგრძენი თვაი როდესაც ლევანის დალურჯებული თვალი და შუბლზე ნაკერები დავინახე. როგორც ჩანს წუხილი სახეზე დამეტყო და ლევანმა მითხრა:
-კარგი რა ნიტა. ამაზე არ ინერვიულო. კარგად ხარ. ეს არის ყველაზე მთავარი.
წამოდგომა ვცადე, როდესაც ზურგის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
-არავითარ შემთხვევაში, თქვენი ადგომა არ შეიძლება. რამდენიმე ნეკნი გაბზარული გაქვთ.. (მითხრა ექიმმა)
იძულებული ვიყავი საავადმყოფოში ხუთი დღით დავრჩენილიყავი. ლევანი ყოველ დღე მოდიოდა ჩემს სანახავად პატარ-პატარა საჩუქრებით, რაც ნამდვილად სასიამოვნო ჟესტი იყო და ჩემზე კარგ გავლენას ახდენდა. საავადმყოს დატოვების შემდეგ წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. შეგიძლიათ გამოიცნოთ ყველაფერში ვინ მეხმარებოდა? რა თქმა უნდა ლევანი. ის ჩემი მცველი გახდა. მეკი ერთ დღეს გავაანალიზე, რომ მის მიმართ გრძნობას ღრმად გაედგა ჩემში ფესვი. არ შემოძლო მსიი გაშვება, როდესაც ჩემს გვერდით იყო. წამითაც არ შემეძლო მის გარეშე დარჩენა. ერთ დღეს ეს მოხდა....
-ნიტა სახლში ხარ?
-კი ლევან. სამზარეულოში ვარ. გშია?
-მმმ. საკმაოდ გემრიელი სუნი ტრიალებს. მშია.
-კარგი. შეგიძლია ადგილი დაიკავო. ვახშამიც 5 წუთში მზად იქნება.
ვახშმის შემდეგ ფილმის ყურება გადავწყვიტეთ. ლევანი მისაღებში გავიდა ფილმის ასარჩევად. მეკი ჭურჭლის რეცხვით ვიყავი დაკავებული ვიყავი, როდესაც უეცრად ლევანი ჩამეხუტა. ხელები წელზე ძლიერად მომხვია და ჩამჩურჩულა:
-ეს რატომ გააკეთე? ესეთი კარგი რატომ ხარ? რატომ არ შემიძლია შევწყვიტო შენზე ფიქრი? რატომ არ შემიძლია შენს გარეშე ხუთ წუთზე მეტი გავძლო?
ფრთხილად მოვბრუნდი, მის ღრმა ლურჯ თვალებში ჩავიძირე და ვიგრძენი, როგორ შეეხო ჩვენი ტუჩები ერთმანეთს. თვალები დავხუჭე და ვცადო ეს წამი ყველანაირად შემეგრძნო.
-ნიტა გპირდები, რომ არასოდეს მიგატოვებ, იმიტომ რომ ასეთი ბედნიერი არასოდეს არავისთან ვყოფილვარ.
ვცადე რაღაც მეთქვა, მაგრამ ლევანმა როგორც ჩანს იგრძნო რის თქმას ვაპირებდი და შემაჩერა..
-მე და ქეთი ერთად აღარ ვართ. უკვე 2 კვირაა... (მითხრა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში)
ლევანი მსოფლიოში ყველაზე კეთილი ადამიანი აღმოჩნდა. ის იყო პიროვნება ვისთანაც შემეძლო საკუთარი თავი ვყოფილიყავი. მას ჩემი ყველაზე ფარული გრძნობები და ფიქრები გავანდე. ის ჩემი ბედნიერების გასაღები გახდა და მალევე ქორწილზე საუბარიც დავიწყეთ, თუმცა ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა.
-ნიტა უნდა დავილაპარაკოთ... ამის თქმა ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა დავშორდეთ.
-რაა? ლევან. ჩვენ მთელი მომავალი დავგეგმეთ, მალე დაქორწინებას ვაპირებთ. მე ყველაფერი საუკეთესო რაც გამაჩნდა შენ მოგეცი. ჩემი გული შენ გეკუთვნის. ესე მალე რა შეიცვალა? აღარ გიყვარვარ?
-საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. ჰაერზე მეტად მჭირდები და ვიცი რომ უშენოდ მოვკვდები.
-თუკი სიმართლეს ამბობ მაშინ რაღატომ აპირებ ჩემს მიტოვებას?
-ქეთი ორსულადაა. ბავშვის მამა მე ვარ. იძულებული ვარ მასზე დავქორწინდე.
ვერავინ წარმოიდგენთ როგორ საშინლად ვიგრძენი თავი. თითქოს ცოცხლად დამმარხეს და თანდათან ჟანგბადიც იწურებოდა. ბოლოს გავითიშე.
-სად ვარ?
-ნიტა დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა. მე შენთან ვარ. ყველაფერი კარგად იქნება.
-ქეთი? აქ რას აკეთებ?
-ლევანმა მიამბო, რომ თავს სუსტად გრძნობდი ბოლო დროს და გონება დაკარგე. ექიმმა ყველაფერი რიგზეაო. ნუ ღელავ მალე კარგად იქნები, თან ქორწილში ხელისმომკიდე ხომ მჭირდება?
სიბრაზისგან თითქმის ავფეთქდი, თუმცა როგორღაც შევძელი თავი მომეთოკა და წყნარად ვუპასუხე:
-არ შემიძლია.
-კარგი რა. იქეთ კვირის ბოლომდე უკეთ იქნები ნუ ღელავ.
-რა? მომდევნო კვირას ქორწინდებით?
-კი... (თქვა ლევანმა)
-ქეთი. დიდი ბოდიში მაგრამ ვერ შევძლებ.. რამოდენიმე დღეში ქალაქს ვტოვებ. თქვენს ქორწილშიც ვერ ვიქნები.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
არვიცი რატომ, თუმცა გიოს დავურეკე და ვთხოვე ქორწილში წავეყვანე. ყველაფერს შორიდან ვუყურებდი. საშინლად გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვიყავი. არ შემეძლო მეყურებინა, როგორ ეკავა ჩემი ადგილი ქეთის, ამიტომ წამოსვლა დავაპირე...
-უსიტყვოდ წასვლას აპირებ?
-განა დამრჩა სათქმელი რამე?
-საერთოდ არაფერი?
- გილოცავთ.. იმედია ქეთისთან ბედნიერი იქნები, მაგრამ იცი რა? ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა ,,ყველა ისტორიას არ აქვს იდეალური დასასრული‘‘. ლევან შენ შენი არჩევანი გააკეთე. ეხლა ჩემი ჯერია.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
-ეს რომარ მეპოვნა ალბად ვერასოდეს გავიგებდი, რომ ჩემგან არ ხარ ორსულად, თუმცა კარგია რომ დღესვე ვიპოვნე. თვალით აღარ დამენახო.
-ლევან მაპატიე. სხვა გზა არ მქონდა. ჩემები მომკლავდნენ.
-და საკუთარი ტყავის გადასარჩენად მე გამომიყენე არა..
-ლევან მე...
-სასწრაფოდ ტელევიზორს აუწიე.
-რა ხდება?
18 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.. მისი ცხედარი 1 საათის წინ აღმოაჩინეს. რა იყო ამის მიზე....
-ღმერთო ჩემო ეს რა ჩავიდინე?

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მხოლოდ ეს დღიური დამრჩა შენგან ჩემო ერთადერთო და ტკბილო დაიკო.. ნეტავ ეს დრო შენს გვერდით ვყოფილიყავი და შემძლებოდა შენი დახმარება.. მაგრამ გპირდები ნიტა, შენს გამო შურს ვიძიებ.



პ.ს დაგიბრუნდით პატარა ისტორიით. ველოდები შეფასებებს.



№1 სტუმარი სტუმარი ანმეე

ეს სრულად იყო?ანუ არ აგრძელებ?
თუ ნამდვილი ისტორიაა?! ვერ გავიგე მარა შემეცოდა ეს გოგო
არ იმსახურებდა

 


№2  offline წევრი ♥love love♥

სტუმარი ანმეე
ეს სრულად იყო?ანუ არ აგრძელებ?
თუ ნამდვილი ისტორიაა?! ვერ გავიგე მარა შემეცოდა ეს გოგო
არ იმსახურებდა

Ki es srulad iyo.. patara gamovida.. originali inglisurad maqvs dawerili da shemdeg gadavwyvite qartulad damewera ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent