შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (დასასრული)


2-10-2020, 15:10
ავტორი EllaTriss
ნანახია 4 606

როგორც კი გაიფიქრა მაშინვე უარყო ეს ფიქრები და სახლში შევიდა. გასაღები შესასვლელში მიაგდო და ნამტირალევი თვალები მოიწმინდა
- ლანნ, საყვარელო შენ ხარ?
'საყვარელო..' იქნებ ბოლოჯერაც ესმოდა ეს სიტყვა მისგან. ნელი ნაბიჯებით შევიდა მისაღებში და ტელეფონში თავჩარგულ ლაშას გვერდით მიუჯდა
- გემზე მინდა რომ ბავშვების ბოლო ზარი გავაკეთო, მაგრამ ვერ გადავწყვიტე რომელი ჯობია - მისთვის არც შეუხედავს ისე უთხრა- გადამღებიც უნდა ვიპოვო, კაროჩე რა. წარმოუდგენლად ბევრი საქმე დამიგროვდა.. - ღრმად ამოიოხრა და ტელეფონი გვერდით გადადო - შენ სად.. - იყავიო, უნდოდა ეთქვა თუმცა მისი ნამტირალევი სახის დანახვისას ენა ჩაუვარდა - რაგჭირს.. ტიროდი?
- ჰო.. - უარყოფა არც უცდია, მზერა აარიდა და კიდევ ერთი ცრემლი, ჩამოგორებამდე მოიწმინდა.
- ხო? რა ხო გოგო, არგამიგოჟო, რამოხდა! - უნებურად აუწია ტონს.
ლანას ისევ ტირილი წასკდა, ძალიან უნდოდა ძლიერი ყოფილიყო თუმცა კვლავ ვერაფრით შეძლო თავის შეკავება
- ლანა! თავი აწიე, რაგატირებს! - ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ძალით ააწევინა.. არასოდეს უნახავს, მისი მწვანეები ასეთი ამღვრეული
- ლაშა..
- რა?!
- გთხოვ.. - სუნთქვას ამოაყოლა სიტყვა
- რას მთხოვ?
- არმომაკვლევინო..
- რაა?
- გეფიცები, თავს ვიცავდი..
- რას ბოდავ გოგო, გაგიჟდი?! ვინ უნდა მოგაკვლევინო, ან რა თავს იცავდი, წესიერად მითხარი!
- ორსულად ვარ..
თავიდან ეგონა მომელანდაო და ოდნავ გაეღიმა, მაგრამ ლანას ტირილი რომ არ შეუწყვიტავს წამსვე გაიაზრა ყველაფერი და დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე
- ტყუპები არიან.. - თითქოს ეს სიტყვები მისი ბოლო იმედი იყო, ქვემოდან ამოხედა ჯერ კიდევ შოკში მყოფ ლაშას
დრო გაჩერდა.. უცებ ყველაფერი გაქრა, გარშემო მხოლოდ ის, ლანა და მისი სიტყვები იყო.. გააჟრჟოლა. ყრუდ ჩაესმოდა ლანას ქვითინი და გაურკვეველი სიტყვები, რომელთაგან მხოლოდ ერთის გარჩევა შეძლო 'არმომაკვლევინო..'
თითქოს, უცებ სულ სხვა ლაშა გახდა. ის, თვითონაც რომ არ იცნობდა და რომლის გაცნობასაც ყოველთვის ცდილობდა. რაღაც უცნაური გრძნობა მთელს სხეულს მოედო. სიხარული იყო, ხვდებოდა.. თუმცა ასეთი სხვანაირი სიხარული თუ არსებობდა ვერასდროს წარმოიდგენდა. სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა. ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა გონებაში. რეალობაში დაბრუნებას იწყებდა, რაც ლანას შეხებამ კიდევ უფრო დააჩქარა. მის წინ იდგა, სრულიად გაფითრებული, კვლავ ამღვრეული მწვანეებით უყურებდა. მათ თვალები ერთმანეთს შეხვდა და კვლავ გაუფასურდა სიტყვები. ისევ მისი, საყვარელი შოკოლადისფერი თვალებით უყურებდა, ბრაზისგან რომ საშინლად უშავდებოდა ხოლმე. ნელა წაიღო ხელი მისკენ და ოდნავ მოშვებულ წვერზე მოეფერა.. მისმა შეხებამ ყველანაირი დაძაბულობა გაუქრო და წამში აიტაცა ხელში. შიშისგან და მოულოდნელობისგან წამოიკივლა ლანამ
- ჩემი სიხარულები..
- რა?
- თქვენ ჩემი სიხარულებიხართ!
- ლაშა, დამსვი გთხოვ.. თავბრუ მეხვევა - ფართხალი და ხელების ქნევა დაიწყო ლანამ. ნუთუ გაუხარდა.. მართლა გაუხარდა.. დაჯერება უჭირდა ლანას. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა დივანზე რომ დასვა ლაშამ
- მოიცადე.. მოიცადე.. გაგეხარდა? მართლა გაგეხარდა? - ამჯერად სიხარულის ცრემლებმა დაუნამა ლოყები
- არვიცი რა დამემართა მაგრამ შენი წყალობით ყოველდღე ახალი გრძნობების გაცნობას ვიწყებ -მისი ხელი საკუთარში მოიქცია და ნაზად აკოცა
- ლაშა.. შენ.. მართლა.. - წამში დასერიოზულდა და გახშირებულად დაიწყო სუნთქვა- მართლა გინდა ჩვენი ტუუპები? თუ ეს რა, ხუმრობა იყო?
- გაგიჟდი გოგო?! რა ხუმრობა.. როგორ შეიძლება ბავშვები არ მინდოდეს. ან რას ბოდიალობდი წეღან არმომაკვლევინოო, ძალიანაც რომ მოგინდეს, მოვკვდები და მაგის უფლებას არ მოგცემ!
სიცილი და ტირილი ერთად აუვარდა ლანას, მაშინვე მოეხვია და მის მკლავებში ჩაიმალა.. გულის ერთ ნაწილში ყოველთვის სჯეროდა რომ მას ცუდის გაკეთება არ შეეძლო
- მაგრამ.. შენ ხომ ამბობდი, სიყვარული, ქორწილი და ბავშვები არმინდაო..
- ეგ ადრე იყო. შენ მე სიყვარულის რწმენა დამიბრუნე
- მაგრამ ეს არასდროს გითქვამს - ცრემლები მოიწმინდა და თვალებში შეხედა
- მაგრამ ხომ გრძნობდი?
- მხოლოდ შეგრძნება საკმარისი რომ ყოფილიყო, სანამ ტყუპებზე გეტყოდი ცხრა სიკვდილის კი არ გამოვივლიდი
- ლანა..
- არგინდა. ძალიან შემეშინდა იცი? მეგონა გამაგდებდი და აბორტის გაკეთებას მაიძულებდი - წარბები შეკრა და სწრაფად აარიდა მზერა
- მასეთი სადისტი გგონივარ?! რამდენი ხანია ერთად ვართ და კიდევ ვერ გამიცანი?! - უცებ მოეშალა ნერვები
- ერთხელ მაინც რომ გეთქვა მიყვარხარო, ასე არ მოხდებოდა
- ასეიგი პრობლემა მაგაშია? რად გინდა ეგ გაცვეთილი სიტყვა, ისედაც ხომ იცი ჩემი გრძნობების შესახებ
- იქნებ არ ვიცი.. არ გაწუხებს ის ფაქტი რომ შეიძლება ვერ ვხვდებოდე?
- რომ არ იცოდე, ერთად ცხოვრებაზე არ დამთანხმდებოდი
უნებურად გაეღიმა ლანას
- არც ტყუპებს ეტყვი რომ გიყვარს? მათაც დაელოდები რომ თავისით მიხვდნენ?
- ლანა.. ხვდები რის გამო ვიწყებთ ჩხუბს?
- სერიოზულადაც კი არ მიგაჩნია არა?!-უცებ წამოხტა ფეხზე და გაქცევა დააპირა, თუმცა წამებში დაეხვა თავბრუ და ალბათ დაეცემოდა კიდეც, ლაშას რომ არ დაეჭირა
- ლანაა! ლანა!.. საყვარელო.. გაახილე თვალები.. - სწრაფად აიტაცა ხელში და ოთახში წაიყვანა. წამიერად გაითიშა ლანა, თუმცა მალევე მოვიდა გონს. ფრთხილად დააწვინა საწოლზე ლაშამ და გვერდით მიუჯდა
- საყვარელო.. გინდა საავდმყოფოში წავიდეთ?
- არა
- დარწმუნებულიხარ? ხომ კარგად ხარ? - შეშინებული თვალს ვერ აშორებდა გაფითრებულ გოგოს
- არ გიყვარვარ არა? იმიტომაც გიჭირს აღიარება- ისევ თავისას აგრძელებდა
- ღმერთო.. - ღრმად ამოიოხრა და თავი ჩახარა
- რა, ღმერთო რა?
- ძალიან ჭირვეული გახდი.
- ეგ რაშუაშია?
- თავშია. ადრე ამაზე ასე ჩაციკლული არ იყავი
- ხო მაგრამ ახლა ვარ. თუ ბავშვები გინდა, მაშინ მათ სიყვარულით სავსე ოჯახი უნდა შევუქმნათ - უცებ წამოჯდა და სულ ოდნავ ჩაიღიმა- ახლა მარტო არ ვარ და ვალდებული ვარ ტყუპებზეც ვიფიქრო, თუ არ მეცოდინება რომ გიყვარვართ მშვიდად ვერ ვიქნები. ერთ დღეს რომ მოგბეზრდეთ და მიგვატოვო რავქნა მერე?
- ილუზიებში ცხოვრობ. რამდენჯერ მითქვამს რომ არ მომბეზრდები?
- იცი რაა? ახლა მე და ჩემი ტყუპები წავალთ და შენ კარგად იფიქრე, მართლა გინდა ცხოვრების გაგრძელება ჩვენთან ერთად, თუ არა. - სწრაფად წამოხტა და გაქცევა დააპირა, თუმცა სწრაფად ჩაავლო მკლავში ხელი ლაშამ
- ერთიწუთით. ხომ არ გავიწყდება რომ ბავშვები რომელსაც ახლახანს შენი უწოდე ჩემებიც არიან?
- მერე რაა, ახლა დედასთან არიან და მე ვზრუნავ მათზე. გაგვიშვი, მივდივართ
- ვერსადაც ვერ მიდიხართ. - წელზე შემოაჭდო ხელები და მჭიდროდ მიიკრა სხეულზე
- ლაშა..
- ლანა..- ოდან ჩაეცინა მისი შეშინებული თვალების დანახვისას- როგორ გავს ჩვენი სახელები ერთმანეთს, არა?
- რაგინდა - მისი მოშორება სცადა, თუმცა ფართხალის მეტი ვერაფერი შეძლო
- შენ მინდიხარ
- ვერ ხარ რა.
- ახლა გაიგე?
- გამიშვი, ბავშვები დაისტრესნენ! -ხელები დაუშინა მკერდზე
- მოდი დავქორწინდეთ..- ვითომც არაფერიო ისე უთხრა და თმა გადაუწია
- რაა?
- დავქორწინდეთ-თქო
- ხოო? რატომ უნდა გავყვე ცოლად ადამიანს რომელიც იმასაც არ აღიარებს რომ ვუყვარვარ?
- დრო მომეცი
ღრმად ამოიოხრა ლანამ
- გეფიცები, არანორმალურივით იქცევი. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ორ წუთში იღებ.
- შენ ხომ ასეთი გიყვარვარ.. - ოდნავ მოჭუტა თვალები და ინტერესით დააკვირდა
- მე..
- თანახმა ხარ?-სიტყვის დასრულება არ აცადა გოგოს
- საერთოდ, ცოლობას ასე არ სთავაზობენ- მაშინვე წარბები შეკრა ლანამ
- რომანტიზმზე შეყვარებული არ ვარ
- არანორმალურო.
- წამოდი.. - უცებ ჩაჰკიდა ხელი და კარისკენ წაიყვანა
- დაიცადე, სად?
- დავქორწინდეთ. ჩვენი შვილები კანონიერ ოჯახში უნდა დაიბადნონ
- ახლა? მაგრამ.. მე ხომ ჯერ არ დაგთანხმებივარ?- გაოცებისგან უნებურად გაუფართოვდა თვალები
- სიტყვები რასაჭიროა, შენი თვალები უკვე დიდიხანია დამთანხმდნენ..

***
საკუთარ ცხოვრებას, თავად ქმნიო რომ ამბობდნენ არ მჯეროდა მკითხველნო. თუმცა, განა შენზე არ არის დამოკიდებული გაიღიმებ თუ მოიწყენ? მართალია, ზოგჯერ გარემოებების მსხვერპლი ვართ. რა თქმა უნდა, არც ცრემლები წამოვა თავისით, თუ ამის მიზეზს ვერ იპოვის და თუ ბედისწერა მართლა არსებობს, სანამ ამ მიზეზამდე მივალთ, მანამ უნდა მოვასწორთ სიხარული. მუდამ გავიღიმოთ და ვაკეთოთ ის რაც გვინდა, არა ხვალ, არამედ დღეს.
შეიძლება სიგიჟე იყო წამებში გადაწყვეტილი ქორწილი, ყველასაგან მალულად, ცერემონიალისა და სტუმრების გარეშე. თუმცა, ზოგჯერ სიგიჟე თუ არ გააკეთე არაფერი გექნება წარსულში სიცილით მოსაგონებელი.
თქვენ წარმოიდგინეთ და არც ხელმოწერის შემდეგ უთქვამთ ვინმესთვის რამე, ლანამ კი იცოდა მაია სერიოზულად გაბრაზდებოდა ამას რომ გაიგებდა თუმცა, იმ წუთას ეგეც დაივიწყა.
ოცნებები ხდებაო ამბობენ, მაგრამ თუ არ მოინდომე და ხელი არ შეუწყე, მაპატიეთ მაგრამ ჩემს/ფეხებს ახდება!

სწრაფად გაირბინა დღეებმა.. იმდენად სწრაფად როგორც არასოდეს. მეარვიცი როგორ შეძლო იმ ერთმა ფურცელმა, (ქორწინების მოწმობამ) კიდევ უფრო შეეცვალა ლაშასთვის ცხოვრება, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. ცხოვრებაში არ განუცდია ამდენი სიხარული ერთად, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოეხსნა და ახლა ყველაზე თავისუფალი ადამიანი იყო.
ჯერ კიდევ სანაპიროსთან მდგარ ცარიელ გემზე ფრთხილად გადავიდა. ირგვილ ისეთი სიმშვიდე სუფევდა მთელი ცხოვრება მოგინდებოდა დარჩენა. სწრაფად გაიკვლია გზა ძირს მიმოფანტულ უამრავ ფერად ბუშტს შორის და მეორე სართულზე ავიდა. თითქოს აქედან კიდევ უფრო სხვა ხიბლი ჰქონდა ზღვის ყურებას. ერთ-ერთ პუფში ჩაეშვა და გაირინდა
- ლაშაა.. ლაშაა - გულამოვარდნილი ამოვარდა გემზე მარიამი, რომელიც დაღლილობისგან ძლივსღა სუნთქავდა
- მარიამ, დამელოდე. ასე შეიძლება? - ბუზღუნით მიჰყვა სალომეც
- აქ არაა, სადაა - ადგილზე დატრიალდა და მხოლოდ ახლა აიხედა ზემოთ - მაღლა. მაღლა იქნება სალო, წამო.. - არც დალოდებია ისე აიჭრა კიბეებზე და ძმის დანახვისას ერთიანად მოეშვა - ვერ ხარ ხოიცი, რომ გეძახით არგესმის? გამისკდა გული!
გიჟს გავდა მარიამი, ქვემოდან ამოხედა ლაშამ და ოდნავ ჩაიცინა
- ძამიკოო.. - როგორც კი ამოვიდა მაშინვე გაექანა მისკენ სალომე - ძალიან შეგვეშინდა, ხომ კარგად ხარ? აქ რატომ დაგვიბარე? - ერთიანად მიაყარა კითხვები და მის გვერდით ჩამოჯდა
- კარგად ვარ სალ.. -თმაზე მოეფერა დას და ამჯერად მოშორებით მდგარ მარიამზე გადაიტანა მზერა - მარ..შენც მოდი..
ოდნავ შეუბღვირა მარიამმა და სალომეს მიუჯდა გვერდით
- დღეს, ჩემი ბავშვების ბოლო ზარია.. ნუ, ცოტა განსხვავებულად მაგრამ..
- შუა ივნისში?
- კაროჩე, ქეთევანმა კი თქვა 15 სექტემბერს გავაკეთოთო მაგრამ.. რაღაცნაირად არ მჯერა რომ სწავლა დაიწყება. ისევ რო გადაიდოს და ჩაიკეტოს, ბავშვები ამას ვეღარ გაუძლებენ
- და ჩვენ რა შუაში ვართ? აქ რატომ მოგვიყვანე? - მაინც ვეღარ მოითმინა მარიამმა
- ბავშვების მოსვლამდე თქვენთან საუბარი მინდოდა
- რაზე? - თვალები აუციმციმდა სალომეს
- ჩვენზე
- ჩვენზე.. - ჩურჩულით გაიმეორა მარიამმა და მზერა აარიდა
- მარიამ, შემომხედავ?
ნაძალადევად გაუსწორა თვალი გოგომ და იგრძნო როგორ წამოხურდა სახეზე
- არგამომდის მხატვრულად ლაპარაკი-ოდნავ ჩაეცინა ლაშას- მაგრამ ვიცი, რომ შენთან ძალიან დავაშავე. იმდენად ძალიან რომ მთელი ცხოვრებაც რომ არ მაპატიო მართალი იქნები.
- გაპატიე უკვე..
- დამამთავრებინე. ეს ის სიტუაცია არ არის, შემთხვევით რომ დაგეჯახები, შენ დაეცემი ხელი გეტკინება მაგრამ მაპატიებ.. ბევრად უფრო ღრმაა. . .
მისმინე მარიამ, დედა ყოველთვის ამბობდა თავს ძლიერი მხოლოდ მაშინ უწოდეთ, როცა საკუთარ თავზე გაიმარჯვებთ და ტკივილი თქვენს გაბოროტებას ვერ შეძლებსო. მაშინ პატარა ვიყავი და ამის აზრი არ მესმოდა, მაგრამ ახლა ვხვდები. შეიძლება მე და სალომეს არ გვქონია ის ბავშვობა რაც უნდა გვქონოდა, მაგრამ უფლება არ მქონდა ეს შენთვისაც წამერთმია. თავს არ ვიმართლებ იმით, პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი-მეთქი. იმიტომ რომ როცა გავიზარდე და მივხვდი შენთან არ მოვედი.. ახლოს იყავი, მაგრამ მაინც მეგონა რომ ჩვენ შორის დიდი უფსკრული იყო და შენთან მოსვლას, თვალებში ჩახედვას ვერ შევძლებდი.. იტალიაში რომ წახვედი, დანაშაულის გრძნობა გამიღრმავდა. საკუთარი თავი შემზიზღდა იმის გამო, რომ ისე გაგიშვი, არ დაგელაპარაკე. ბოდიშს არ გამოვიყენებ, გაუფასურებული და ხშირად უსარგებლო სიტყვაა..
მარტო ერთს გეტყვი,
მარიამ.. მე შენ ყოველთვის მიყვარდი..
ცრემლები მოადგა თვალებზე მარიამს და ჩამოგორებამდე მოიწმინდა
- მაგრამ სიყვარულს ვერ გამოვხატავ. არ შემიძლია, ალბათ იმიტომ რომ მის არსებობაში გადამარწმუნეს. ადრე ვფიქრობდი.. დედას რომ ვყვარებოდით, არ მიგვატოვებდა- მეთქი. ეკას რომ ვყვარებოდი არ მიღალატებდა-მეთქი. ყველაფერს სიყვარულს ვაბრალებდი და შემზიზღდა. მაგრამ დრო გავიდა.. ჩემს გარშემო სხვა ადამიანები გაჩნდნენ, გრძნობა- სიყვარული კი უცვლელი დარჩა. მივხვდი რომ სიყვარულის კი არა, ადამიანების ბრალია ყველაფერი, რომლებიც ამ გრძნობას სწორად ვერ აღიქვამენ. რატომ? იმიტომ რომ.. ცხოვრებაში ყველას არ შეუძლია სიყვარულის გამოცდა. მათ არიციან რა არის ეს გრძნობა, ვიღაც მოეწონებათ, გული აუჩქარდებათ და ჰგონიათ რომ შეუყვარდათ, მაგრამ ასე არის. ნამდვილი სიყვარულით დაავადებულ ადამიანს ღალატი არ შეუძლია.. ლანას რომ შევხვდი, ჩემი ცხოვრება ზუსტად იმწამს დაიწყო. ახლა ვხვდები, რომ ეკა არასოდეს მყვარებია. მან რომ მიმატოვა დეპრესია დამემართა, მაგრამ ლანამ რომ მიმატოვოს თავს მოვიკლავ.
ოდნავ ჩაეღიმა სალომეს
- თურმე სიყვარულს ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მეც კი შემცვალა.. თქვენს წინ ვზივარ და თუ მჯეროდეს რომ ამას ვლაპარაკობ. -ოდნავ ჩაიცინა და წამიერად გახედა აღელვებულ ზღვას. მერე წამში წამოხტა, მარიამის გვერდით გადაინაცვლა და ღრმად ამოისუნთქა - მარიამ..
საშინლად აუჩქარდა გული მარიამს, თვალებში შეხედა და სულ სხვა ლაშა დაინახა, ზუსტად ის, რომლის დანახვაზეც 18 წელი ოცნებობდა
- მაპატიე დაიკო.. - ისე უეცრად მოეხვია გააზრებაც ვერ მოასწრო მარიამმა, მთელი სხეულით კანკალმა აიტანა და ამჯერად სიხარულის ცრემლებს გასაქანი მისცა
- სიცოცხლეს დავთმობ თქვენ გამო.. -ამჯერად აცრემლებულ სალომესაც მოეფერა ლოყაზე
- შენ.. ეს.. მართლა.. - აკანკალებული ხმა ძლივს დაიმორჩილა მარიამმა - მართლა დაიკო დამიძახე?
- აბა ჩემს დას სხვანაირად როგორ დავუძახო..
- დას.. - სიცილი და ტირილი ერთმანეთში აერია და ამჯერად სალომეს გახედა - დას მართლა მეძახი?
- მართლა გეძახი, ჩემო წითურო პრინცესა.. - მისი თმა თითებშორის მოიქცია და ოდნავ გაიღიმა
- ვეჭვიანობ ახლა -წარბები შეკრა სალომემ
- მოდი აქ მოდი - სიცილით მიუთითა მის გვერდით ადგილზე და სალომეც ელვის სისწრაფით მიუჯდა გვერდით
- ჩემი სიცოცხლეები ხართ თქვენ - ორივეს გადახვია ხელი და გულში ჩაიკრა
- ძალიან მიყვარხართ მე თქვენ - ამჯერად სალომემ გადახედა ორივეს
- მეც ძალიან მიყვარხართ - ცრემლები მოიწმინდა მარიამმა
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და მერე ერთად შეუბღვირეს ლაშას
- ხო კარგი. მეც მიყვარხართ..

***
ბავშვების ჟივილ-ხივილმა მიმდებარე ტერიტორია აიკლო. თეთრ მაისურებში გამოწყობილ მეთორმეტე კლასელებს, ხელში მარკერები მოემარჯვათ და უკვე უტოვებდნენ ერთმანეთს სამახსოვრო წარწერებს. სიგიჟე იყო, ერთ გემზე ორი კლასის ბოლო ზარის მოწყობა, თუმცა როცა სიგიჟის მოყვარული დამრიგებლები გყავს, სხვას რას უნდა ელოდო?
ზედმეტად პრეტენზიული გადამღები წამდაუწუმ მათ შორის გარბოდა და გამორბოდა, სულ გააგიჟა ისედაც გადარეული ბავშვები. ხან კადრი არ მოსწონდა, ხან სიცილი, ხან გაშლილი თმა. იმდენი იწუწუნა ბოლო-ბოლო საჩივლელად წავიდნენ გოგოები მასწავლებელთან
- ლაშა მას. - გაცეცხლებული მიუახლოვდა ნატალი მასწავლებელს რომელიც მის კლასელს უტოვებდა წარწერას მაისურზე
- დამაცა, ნატა ახლავე დაგაწერ - მისთვის არც შეუხედავს ისე უთხრა
- გაცდით მას, მაგრამ ეს გადამღები ვინ არის, საიდან მოიყვანეთ?!
- მისი წარმომავლობა არ ვიცი, შენმა ტვინიკოსმა დამრიგებელმა იპოვა
- გიჟია მასწავლებელო, მაგის გაკეთებული საქმე მე ვერ ვნახე. რაც მოვიდა წუწუნს უნდება! - ღრმად ამოიოხრა გოგომ- და მართლა სადაა თორნიკე მასწი?
- რავიცი, ნატა. 2საათის წინ მითხრა 2 წუთში მანდ ვარო, მაგრამ არის? არ არის - როგორც კი მოსწავლეს დააწერა, ახლა ნატალის მიუახლოვდა მარკერით ხელში
- ხო მაგრამ ჩვენ რადავაშავეთ? სულ რატომ ვიჩაგრებით..
- ნუ წუწუნებ და მოტრიალდი სად დაგაწერო
- სადაც გინდათ მას, რავიცი - მხრები აიჩეჩა გოგომ
- ძამიკოო - სიცილით მიუახლოვდა მარიამი, საქმეში გართულ ძმას - თორნიკე არ მოვაა?
- კი მოვა, ყველაფერი რომ დამთავრდება მერე მოვა! - ნერვებმოშლილმა დაახურა მარკერს თავი და ნაძალადევად გაუღიმა ნატალის
კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, თუმცა ზუსტად ამ დროს ელვის სისწრაფით შემოიქროლა თორნიკეს მანქანამ და ისეთი დაამუხრუჭა წამსვე მიიპყრო ყველას ყურადღება. გახარებულმა ბავშვებმა ადგილზე ხტუნვა დაიწყეს დამრიგებლის დანახვისას. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან თორნიკე და მას მალევე ლანა და ქეთევანიც მოჰყვნენ
- ქეთევანი მოიყვანა? -თვალები დაქაჩეს ბავშვებმა-კარგით რა მას, ახლა ვეღარ გავერთობით
- ჩშშ, ბარემ მიკროფონში გამოაცხადეთ- მაშინვე შეუბღვირა ლაშამ
ოხვრით ამოვიდა ქეთევანი გემზე და ბავშვებს უკმაყოფილო მზერა შეაგება
- როგორი არანორმალურებიც ხართ, ისეთივე არანორმალური ბოლო ზარი მოაწყვეთ, ბრაავოო! - ტაში შემოჰკრა და უკან მომავალთ გახედა
- თქვენც გაგიმარჯოთ ქალბატონო ქეთევანი - მაქსიმალური სიმშვიდით უთხრა ლაშამ
მალევე ამოვიდნენ ლანა და თორნიკეც, მაშინვე მარკერები შეაჩეჩეს ხელში გოგოებმა, თუმცა მარიამის დანახვისას სულ გადაავიწყდა ყველაფერი თორნიკეს, მაშინვე მისკენ წავიდა და ჩახუტების ნაცვლად პირდაპირ ტუჩებში დაეტაკა. იმხელა ჩაახველა ქეთევანმა, სიცილი ვეღარ შეიკავეს ბავშვებმა
- თორნიკე! რასაკეთებ, შვილო გაგიჟდი?! -ხმა აიმაღლა და წარბშეკრულმა გახედა ლაშას - შენ რაღას გაჩუმებულხარ, შენს დას კოცნის ვერ ხედავ?!
- მერე რამოხდა ქალბატონო ქეთევან, სკოლაში ხომ არ ვართ - მხრები აიჩეჩა და ღიმილით გახედა ლანას
- სულ გაგიჟებულან ესენი - თავში ხელი შემოირტყა დირექტორმა.
მალევე მოშორდა თორნიკე და სიცილით ჩაიკრა გულში აწითლებული მარიამი...

***დაახლოებით თხუთმეტ წუთში, გემზე ჩართული ხმამაღალი საცეკვაო მუსიკა წყნარმა მელოდიამ შეცვალა. უკვე სანაპიროს კარგად იყვნენ მოშორებულნი. ირგვლივ შექმნილ ულამაზეს ატმოსფეროს, ზღვაზე მოლივლივე მზის სხივებიც ერთვოდა და ეს ყველაფერი ერთად, ულამაზეს სანახაობას ქმნიდა.
უსასრულო ჰორიზონტს ფიქრებში ჩაძირული გაჰყურებდა ლანა. შუა ზღვაში იყვნენ.. აღარც კი ახსოვდა, ბოლოს როდის იგრძნო თავი ასე სხვანაირად. თითქოს ყველაფრით ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თუმცა გულში მაინც ღრღნიდა რაღაც უსიამოვნოდ. ზღვიდან მომავალმა სიომ, თმა ოდნავ აუფრიალა. უნებურად მუცელზე მიიდო ხელი და თვალები დახუჭა. იგრძნო, გული ჩვეულებრივზე სწრაფად უცემდა. ახლა მარტო აღარ იყო.. მასთან ერთად ორი, პაწაწინა არსება ცხოვრობდა. ოდნავ გაეღიმა მათ გახსენებაზე, თუმცა მალევე ლაშაზე გადაიტანა ფიქრები. უკვე მისი ცოლი იყო, მისი მომავალი შვილების დედა. თუმცა ეს, ისევ არავინ იცოდა. მართლაც 'არანორმალური' საქციელი იყო, თუმცა უყვარდა და ისევ ვერ ეწინააღმდეგებოდა.
ფიქრებიდან ზუსტად საყვარელი ადამიანის ხმამ გამოარკვია. მყისვე ზურგი აქცია ზღვას და შემობრუნდა.
ხელში მიკროფონი მოემარჯვა ლაშას. უეცრად, ისეთი შეცვლილი ეჩვენა.. გარეგნულად არა, თუმცა წამით მისი შინაგანი სამყარო სულ სხვა ფერებში დაინახა..
- ერთი წუთით, ყურადღებას ვითხოვ! - დამრიგებლის ხმის გაგონებისთანავე, შეწყვიტეს ლაპარაკი ბავშვებმა და ინტერესიანი მზერა მიაპყრეს მასწავლებელს
- მინდა.. სულ თავიდან დავიწყო - ოდნავ ჩაიცინა და წამიერად გახედა პუფში მოკალათებულ ქეთევანს, რომელიც არანაკლებ ინტერესით შესცქეროდა -არაერთხელ უკითხავთ.. რატომ მასწავლებლობა. ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი, სკოლას თავი მალე დავაღწიო რომ ამ ჯოჯოხეთში აღარასდროს დავბრუნდე მეთქი.. ალბათ დამეთანხმებით, ყველა ასეა. არცერთი ბავშვი არ გიჟდება სკოლაზე და სწავლაზე. მაშინ, ალბათ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ისევ მომიწევდა დაბრუნება, ოღონდ სხვა სტატუსით... წლების მატებასთან ერთად, ტვინში რაღაც იცვლება. გავიზარდე და მივხვდი, არავინაა ბავშვისთვის მასწავლებელზე უფრო ახლობელი. მხოლოდ მას შეუძლია სკოლაში და სწავლაშიც კი რაღაც კარგი დაანახოს ბავშვებს. გახდეს მისი მეგობარი და მესაიდუმლე. ადამიანი, რომელიც მათსავით გადარეული იქნება და არცერთი სიგიჟის გაკეთებაში ხელს არ შეუშლის.. გახსოვთ ქალბატონო ქეთი? - უეცრად გახედა დირექტორს- რატომ მომეცით მეთორმეტე ბ) კლასი?. თავიდან მათი დამრიგებელი სოფო იყო. რომელიც ისე გააგიჟეს, გოგო სკოლიდან წავიდა - ამის გახსენებაზე სიცილი ვეღარ შეიკავეს ბავშვებმა - არადა მაშინ სულ რაღაც მეექვსე კლასში იყვნენ. მაშინ მითხარით, შენც მათნაირი გადარეული ხარ და ერთმანეთს გაუგებთო.. - ამჯერად სათითაოდ მოავლო ყველას თვალი- თქვენთან შემოვედი და მივხვდი რა მაკლდა აქამდე. თქვენ ჩემი ოჯახი გახდით.. იმდენად დაგიახლოვდით, დღეც არ წარმომედგინა თქვენ გარეშე. ვცდილობდი, თქვენთვის ყველაფერი ის მომეცა რაც კი ოდესმე მასწავლებლებისგან მე მაკლდა..
რომ იტყვიან თვალსა და ხელს შუა გაიზარდეთ. მიჭირს დაჯერება იმისა, რომ მომავალ წელს, კლასში შემოვალ და ვეღარ დაგინახავთ. არობელიძე აღარ დამიწყებს წუწუნს რომ ამდენი წიგნებს სახლამდე ვერ ათრევს.. მახარაძეს ვეღარ მივცემ შენიშვნას რომ მასწავლებლის მაგიდაზე დაჯდომა არ შეიძლება. თუთისანი აღარ დაწერს დაფაზე 'სწავლა მეზიზღებაო', აღარც ნოზაძე ჩართავს კლასში ხმამაღალ მუსიკას დინამიკებით და რაც მთავარია უამრავი თეთრი ბუშტი აღარ დამხვდება კლასში, რომელიც თქვენი უცვლელი ტრადიცია იყო..
- მაას.. ახლა ვიტირებ - უეცრად წასკდა ტირილი ტასოს, რომელსაც მალე სხვებიც მიჰყვნენ
- ნუთუ ვეღარ მოვალთ და გთხოვთ რომ მეექვსედან გაგვიშვათ? - სლუკუნით ამოთქვა თეკლამ
- კარგით ბავშვებო. არ გახსოვთ რას დამპირდით წინა წელს? ბოლო ზარზე არავინ იტირებდა
- მართალია.. მართალია.. - სწრაფად მოიწმინდა ცრემლები თეკლამ
- გახსოვს ტასო.. - ოდნავ ჩაიცინა და ატირებულ გოგოს გახედა- ამ ბოლოს მითხარი, ბოლო ზარი ხომ ყველაზე განსაკუთრებული და განსხვავებული უნდა გავაკეთოთ, ისეთი, ჩვენს მერე რომ ვეღარავინ გააკეთებსო?
ოდნავ გაიღიმა გოგომ და თავი დაუქნია
- ხოდა აი თქვენი განსაკუთრებული ბოლო ზარი. დარწმუნებულები იყავით, მსგავსს სიგიჟეს სხვა არავინ გააკეთებს.. მართალია, ზარი ვერ მოგიტანეთ აქ და შესაბამისად ვერც დარეკავთ, თუმცა.. ვფიქრობ ცუდი მაინც არაა..
ბავშვებო.. ახლა მთავარი. - ღრმად ამოისუნთქა და შუბლზე მოისვა ხელი- ვინაიდან ჩემი ოჯახი ხართ, მინდა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გაგიზიაროთ..
მაშინვე მოსასმენად მოემზადნენ ბავშვები. წამით თორნიკეზე და მარიამზე შეაჩერა მზერა ლაშამ და მერე დაიწყო..
- ალბათ, გაგიგიათ ფრაზა 'არასოდეს თქვა არასოდეს'. ყოველთვის მეგონა რომ იდიოტიზმი იყო, თუმცა დრო გავიდა და.. მიხვდი რომ ეს სიმართლეა.
რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა, სადღაც შორს, უსასრულო ჰორიზონტს გახედა ლაშამ და მერე უცებ გააგრძელა
- სიყვარული..-ოდნავ ჩაეცინა ამაზე- აი მაგალითად მე, არასოდეს მჯეროდა მისი არსებობის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ამაზე ვისაუბრებდი, მაგრამ ვსაუბრობ..
გაოცებულებმა გადახედეს ბავშვებმა ერთმანეთს.
- საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამ გრძნობას ხელს ვკრავდი.. არ ვაძლევდი ჩემთან მოახლოების უფლებას. მაშინ მეგონა.. რომ შემეძლო მისი გაგდება, მაგრამ მისი გაგდება თურმე არავის შეუძლია. სიყვარულს ჩვენ არ ვირჩევთ, სიყვარული თავად გვირჩევს.. - ღრმად ამოისუნთქა და ამ დროის განმავლობაში პირველად გახედა ლანას, რომელიც თვალს არ აშორებდა და ნერვიულობისგან კვლავ გაუაზრებლად იკვნეტდა ტუჩებს
- სიყვარულია, როდესაც ფრთების გარეშეც შეგიძლია ფრენა.. რაღაც ამოუცნობი და სასიამოვნო გრძნობა მთელ სხეულში იწყებს გაბატონებას და საერთოდ.. საერთოდ ვერაფერზე ფიქრობ, იმ ერთადერთის გარდა, ვინც შენს სხეულში ეს ქარიშხალი დაატრიალა. გრძნობ, რომ გსიამოვნებს სხვა ადამიანად ყოფნა, იღიმი და ეს ღიმილი ყველაზე განსხვავებული და თავისუფალია. არის სირთულეები, პრობლემები, მაგრამ შენ მაინც იღიმი, რადგან იცი, რომ მარტო არ ხარ.. ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, დღეს უკვე ჩემი კანონიერი მეუღლე და ჩემი მომავალი შვილების დედაა..
გაოცებისგან პირი დააღეს ბავშვება. სრულიად შოკში ჩავარდნილ ქეთევანს ხველება აუტყდა. თორნიკემ და მარიამმა კი მაშინვე ლანას გახედეს..
გაშეშებული იდგა ლანა, ჯერ კიდევ უჭირდა დაჯერება იმისა, რაც მოისმინა. ნუთუ ეს მართლა რეალობა იყო და არა მისი წარმოსახვა? რამდენჯერმე დაახამხამა თვალები და სანახაობა რომ არ შეცვლილა, პირზე აიფარა ხელი
- ლანა.. - თითქოს მისი სახელი პირველად წარმოთქვა. აქამდე არასოდეს ყოფილა ასეთი სასიამოვნო მოსასმენი..
ყველამ მაშინვე მისკენ გაიხედა, საშინლად დაიძაბა ლანა და წამიერად უხერხულობაც კი იგრძნო, თუმცა ყველაფერი წამსვე გაქრა, როცა აქამდე მილიონჯერ ნანატრი სიტყვები ჩაესმა ყურში
- მე შენ მიყვარხარ.. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ჩემი სიცოცხლე, ბედნიერება და ერთადერთი სიყვარული ხარ.. - ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ - ჩემი სულის ნაწილი, შენ ჩემი ყველაფერი ხარ...
ისტერიკული ტირილი აუვარდა ლანას, მთელი ძალით ჩაეხუტა და თვალები დახუჭა.
გემზე არსებული სიჩუმე წამში, ხმაურმა და ოვაციებმა შეცვალა. რამდენიმე წუთი გაუჩერებლად უკრავდნენ ბავშვები ტაშს
- ვერვიჯერებ.. -ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ამოთქვა ლანამ. მის მკლავებში მოქცეულს, თავი სულ სხვა სამყაროში ეგონა. თითქოს ამდენი ადამიანის თვალწინ კი არა, სულ მარტო იყვნენ. არ ესმოდა, ვერ ხედავდა.. გონებაში ჯერ კიდევ მხოლოდ მისი სიტყვები ჩაესმოდა და არ უნდოდა სხვა რამეზე ეფიქრა..
ოცნებები ყოველთვის ხდება..
მთავარია, ამის გვჯეროდეს...

^^^
6 წლის შემდეგ
***
- მოვედით 'დედიკო'... - ბავშვებთან ერთად ხელჩაკიდებული მიუახლოვდა მანქანასთან მდგარ ლანას ლაშა
- ჩემი სიყვარულებიი.. რასშვებით აბაა?- თმაზე მოეფერა ტყუპებს ლანა
- გაკვეთილები ძალიან ნელა გადის დედა.. - მოწყენილი სახით ქვემოდან ამოხედა დედიკოს იოანამ
- არა, პირიქით ძალიან სწრაფად გავიდა მამა.. -ნიშისმოგებით გახედა დას იოანემ
ღიმილით გადახედეს ტყუპებს ლანამ და ლაშამ
- კარგი ახლა, გეყოფათ წუწუნი და ჩანთები მომეცით. მარიამთან და თორნიკესთან ვაგვიანებთ ისედაც..- სწრაფად გამოართვა მათზე ორჯერ დიდი ჩანთები ლაშამ და მანქანაში ჩააწყო
- ვაშა. სესილისთან მივდივართ?- ადგილზე ხტუნვა დაიწყეს ტყუპებმა
- ხო დედიკო, მაგრამ დამპირდით რომ მამიდა მარიამს არ გადაღლით და არც სესილის ატირებთ, იოანე შენს გასაგონად.
- მე არ ვატირებ დედა, თვითონ ტირის როცა გაბრაზებულ სმაილს ვუკეთებ. ვეთამაშები ხოლმე..-თავის მართლება სცადა იოანემ
- შვილო ის პატარაა და შენი თამაში არ ესმის, რომ გაიზრდება მერე გაუკეთე გაბრაზებული სმაილი - თვალი ჩაუკრა ლაშამ
- კარგი, ჩასხედით მალე. რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ სკოლის წინ - ხელებითაც ანიშნა ლანამ
- იცით დე, მა.. დღეს მასწავლებელმა გვკითხა რომ გავიზრდებით რა გვინდა რომ გამოვიდეთ - თვალების ფახულით ახედა იოანამ მშობლებს
- ხოო, მთელმა კლასმა ექიმიო, მფრინავიო.. - დის საუბარი გააგრძელა იოანემ
- და თქვენ რაუთხარით? - ინტერესით დააკვირდა ტყუპებს ლაშა
- სპორტის მასწავლებლები..

/დასასრული/ 01.10.2020

პ.ს ჩემო ტკბილებოო... წერა დავამთავრე და არც კი ვიცი, შემიძლია თუ არა თქვენთვის რაიმეს თქმა. იმდენად მიჭირს ჩემი ემოციები გადმოვცე, რომ ხელები მიკანკალებს..
ისტორიის წერა ჯერ კიდევ ზაფხულში დავიწყე და იმდენად მივეჩვიე მასთან ერთად ცხოვრებას, რომ საშინლად მიჭირს დავემშვიდობო. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თვეებია მათთან ერთად, ჩემივე გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობ, ახლა კი თითქოს ძალიან ძლიერად მკრეს ხელი და იქიდან გამომაგდეს.
ჩემთვის წერა სულ სხვა სამყაროა, უბრალოდ გასართობი კი არა, ძალიან ღრმა.. ზოგჯერ ზედმეტადაც კი მიმაქვს ხოლმე გულთან, ვტირი ჩემივე შექმნილი პერსონაჟების ტკივილზე, რომელიც რეალურად არ არსებობს. მთელი დღე განვიცდი იმას, რაც სინამდვილეში ჩემს ხელშია და შემიძლია მისი შეცვლა..
დავამთავრე და მივხვდი, გულში საშინლად დიდი სიცარიელე დამრჩა.
გაგეცინებათ და.. როცა 15 სექტემბერს სკოლაში მივედი, მეგონა რომ იქ, ლაშას, თორნიკეს ან ლანას ვნახავდი. სპორტ-დარბაზში რომ შევედი, თითქოს ყველაფერი გაცოცხლდა. წამიერად კი ისიც დავიჯერე, რომ სკოლის დირექტორი ქეთევანი იყო :დ
ვიცი, სიგიჟეა, მაგრამ მართლა მეგონა..
წერაში საკუთარი თავი ვიპოვე და ახლა, მუდამ ვბრაზობ იმის გამო, რომ აქამდე ვერ ვხვდებოდი რამაკლდა.
რა თქმა უნდა მინდა, შემდეგი ისტორიით მალე დავბრუნდე, თუმცა ჩემი უაღრესად გადატვირთული გრაფიკის გამო მეეჭვება ეს მალევე შევძლო.
რაც არუნდა იყოს, იმედი მაქვს არ დამივიწყებთ..

თუ ვინმეს პერაონაჟების და ისტორიის შესახებ 'ჭორაობა' გინდათ, ყველას დიდი სიხარულით გელით ჩემს ფეისბუქზე..

მიყვარხართ, გკოცნით,გეხვევით
თქვენი
ელა'ტრისი



№1 სტუმარი სტტ

ვაიმე! არ ვარ კარგად:( ცრემლები თავისით მომდის, არა მარტო იმის გამო რომ დასასრულია, არამედ მთლიანად ემოციწბით იყო დატვირთული. მართლა ერთი დიდი სიამოვნება იყო ამ მოთხრობის კითხვა. უზომოდ შემაყვარე თავი ავტორო<33

 


№2  offline წევრი EllaTriss

სტტ
ვაიმე! არ ვარ კარგად:( ცრემლები თავისით მომდის, არა მარტო იმის გამო რომ დასასრულია, არამედ მთლიანად ემოციწბით იყო დატვირთული. მართლა ერთი დიდი სიამოვნება იყო ამ მოთხრობის კითხვა. უზომოდ შემაყვარე თავი ავტორო<33

მიხარია რომ ისიამოვნე... ❤

 


№3 წევრი OKI ME

არ დამეზარება და კვლავ ვიტყვი როგორ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. შემაყვარე შენი ისტორიები და პერსონაჟები. არასდროს შეწყვიტო რაა წერა. ❤️❤️ შენ სულ უნდა წერო, ასეთი უკარგესი ისტორიები და მე ყოველთვის ვიქნები ერთგული მკითხველი და დიდი გულშემატკივარი ❤️ შენს ასაკში წერო ასე?! წარმომიდგენია მომავალში რაებს შექმნი და რამხელა სიამოვნება გველის შენ მკითხველს.

ხო დამეწყო დეპრესია ახალ ისტორიას მალე თუ არ ვიხილავ :დდდ თუმცა შენიც მესმის რა თქმა უნდა ❤️❤️ ისე, შემთხვევით აღმოგაჩინე და მერე ისე მომეწონა შენი ისტორიები ❤️❤️ მინდა მალე დაგვიბრუნდე. ვერ დაგთმობთ შენ და შენს ისტოტიებს დიდი ხნით და რა ვქნა? :დდ ❤️

ყველა ისტორიას დასასრული უნდა სამუდამოდ ვერ გაჭიმავ. ვიცი, რომ ესეც უნდა დასრულდეს მაგრამ არ მემეტებიან ლაშა და ლანა. იმდენად მივეჩვიე ამ პერსონაჟებს, იმდენად შემაყვარე, რომ ჩემთვის უბრალოდ პერსონაჟები არ იყვნენ. უბრალოდ, ძალიან ჩემებუ გახდნენ ეს ორი. ვკითხულობდი და მეგონა რომ ნამდვილები იყვნენ და არა გამოგონილები. უუჰ, როგორ გამიჭირდება ამ ისტორიის გარეშე. მოუთმენლად ველოდი როდის დაიდებოდა ახალი თავი.

ამ თავს რაც შეეხება, მთელი კითხვის მანძილზე სახიდან ღიმილი არ მომშორებია. მიხაროდა ლანასთან ერთად. ❤️❤️ კიდევ მინდა ბევრი რამის დაწერა . იმდენად მინდა რაიმე არ გამომრჩეს, რომ სავარაუდოდ მაინც გამომრჩება რამე ზუსტად ვიცი :დდდ ამიტომ დროა აქ გავჩერდე. :დდდ

კიდევ ერთხელ, გისურვებ წარმატებებს ყველაფერში ❤️❤️

 


№4  offline წევრი EllaTriss

Megioki
არ დამეზარება და კვლავ ვიტყვი როგორ ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. შემაყვარე შენი ისტორიები და პერსონაჟები. არასდროს შეწყვიტო რაა წერა. ❤️❤️ შენ სულ უნდა წერო, ასეთი უკარგესი ისტორიები და მე ყოველთვის ვიქნები ერთგული მკითხველი და დიდი გულშემატკივარი ❤️ შენს ასაკში წერო ასე?! წარმომიდგენია მომავალში რაებს შექმნი და რამხელა სიამოვნება გველის შენ მკითხველს.

ხო დამეწყო დეპრესია ახალ ისტორიას მალე თუ არ ვიხილავ :დდდ თუმცა შენიც მესმის რა თქმა უნდა ❤️❤️ ისე, შემთხვევით აღმოგაჩინე და მერე ისე მომეწონა შენი ისტორიები ❤️❤️ მინდა მალე დაგვიბრუნდე. ვერ დაგთმობთ შენ და შენს ისტოტიებს დიდი ხნით და რა ვქნა? :დდ ❤️

ყველა ისტორიას დასასრული უნდა სამუდამოდ ვერ გაჭიმავ. ვიცი, რომ ესეც უნდა დასრულდეს მაგრამ არ მემეტებიან ლაშა და ლანა. იმდენად მივეჩვიე ამ პერსონაჟებს, იმდენად შემაყვარე, რომ ჩემთვის უბრალოდ პერსონაჟები არ იყვნენ. უბრალოდ, ძალიან ჩემებუ გახდნენ ეს ორი. ვკითხულობდი და მეგონა რომ ნამდვილები იყვნენ და არა გამოგონილები. უუჰ, როგორ გამიჭირდება ამ ისტორიის გარეშე. მოუთმენლად ველოდი როდის დაიდებოდა ახალი თავი.

ამ თავს რაც შეეხება, მთელი კითხვის მანძილზე სახიდან ღიმილი არ მომშორებია. მიხაროდა ლანასთან ერთად. ❤️❤️ კიდევ მინდა ბევრი რამის დაწერა . იმდენად მინდა რაიმე არ გამომრჩეს, რომ სავარაუდოდ მაინც გამომრჩება რამე ზუსტად ვიცი :დდდ ამიტომ დროა აქ გავჩერდე. :დდდ

კიდევ ერთხელ, გისურვებ წარმატებებს ყველაფერში ❤️❤️

უღრმესი მადლობა❤ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ❤

 


№5  offline წევრი Marita_G

ძააან საყვარელი მოთხრობა იყო. ყოჩაღ საყვარელო ველოდები შემდეგ მოთხრობას????❤❤♡♡♡♡

 


№6  offline წევრი ვიპნი

ძალიან,ძალიან მომენატრებიან,ისეთი ისტორია იყო აი მასწავლებლობას რომ მოგანდომებს და ბავშვებთან ასე მეგობრობას. წყვილების ბედნიერება ხო ცალკე სიხარულია, წარმატებები ჩემო კარგო და მაინც ვისურვებ რომ მალე დაბრუნებულიყავი ❣️

 


№7  offline წევრი EllaTriss

Marita_G
ძააან საყვარელი მოთხრობა იყო. ყოჩაღ საყვარელო ველოდები შემდეგ მოთხრობას????❤❤♡♡♡♡

მიხარია თუ მოგეწონა❤❤❤

ვიპნი
ძალიან,ძალიან მომენატრებიან,ისეთი ისტორია იყო აი მასწავლებლობას რომ მოგანდომებს და ბავშვებთან ასე მეგობრობას. წყვილების ბედნიერება ხო ცალკე სიხარულია, წარმატებები ჩემო კარგო და მაინც ვისურვებ რომ მალე დაბრუნებულიყავი ❣️

ვნახოთ, მეც მინდა რომ მალე დავბრუნდე..❤
ძალიან მიხარია თუ მოგეწონა❤❤❤

 


№8  offline წევრი ელენე (ნენე)

სასიამოვნო ისტორია იყო, საინტერესო პერსონაჟებით. წარმატებები!

 


№9  offline წევრი EllaTriss

უბრალოდ ნენე
სასიამოვნო ისტორია იყო, საინტერესო პერსონაჟებით. წარმატებები!

გმადლობ, მიხარია თუ მოგეწონა❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი სვანი

აი ძალიან მაგარი ხარ მართლააა ყოჩაღღ❤️❤️❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი EllaTriss

სტუმარი სვანი
აი ძალიან მაგარი ხარ მართლააა ყოჩაღღ❤️❤️❤️❤️❤️

❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი nancho

საოცრად კარგი და სასიამოვნო ისტორია იყო,განსხვავებული,კარგი კუთხით დანახული მასწავლებლები,.წარმატებებიი.

 


№13  offline წევრი EllaTriss

სტუმარი nancho
საოცრად კარგი და სასიამოვნო ისტორია იყო,განსხვავებული,კარგი კუთხით დანახული მასწავლებლები,.წარმატებებიი.

მადლობა❤ მიხარია რომ მოგეწონა^^❣

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო დასასრული ჰქონდა ისე მომეწონა შემეძლო დაუსრულებლად მეკითხა ძალიან ვისიამოვნე და ვიხალისე ამ ნაწარმოებით ძალიან საყვარელი ორი წყვილი ორივე განსაკუთრებული მოსიყვარულე და მეგობრული ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

 


№15  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ნესტანი
ძალიან მაგარი იყო საინტერესო დასასრული ჰქონდა ისე მომეწონა შემეძლო დაუსრულებლად მეკითხა ძალიან ვისიამოვნე და ვიხალისე ამ ნაწარმოებით ძალიან საყვარელი ორი წყვილი ორივე განსაკუთრებული მოსიყვარულე და მეგობრული ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

მიხარია თუ მოგეწონათ❤❤

 


№16  offline წევრი likuu_s

ელა, საოცრება ხარ!

მეორედ ვკითხულობ და იმავე ემოციებს განვიცდი, რაც პირველად რომ ვკითხულობდი, გამოყოლისას განვიცადე.

აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი ახლა უფრო კარგად აღვიქვი ის პრობლემები, რაც ამ ისტორიაშია გაშლილი. კარგია, რომ დღევანდელ პრობლემებზე ყურადღება ასე გაამახვილე.

ვკითხულობდი და მივხვდი, ძალიან მომენატრა სკოლა. კითხვის დროს, ჩემთვის საძულველ გაკვეთილებზეც კი მომინდა უცებ დასწრება. საოცრად მომინდა სასწავლო წლის დაწყება.

ნეტავ, ყველა ლაშასნაირი მასწავლებელი იყოს. ყველა მისნაირი, სამართლიანი და კარგი უნდა იყოს! ძალიან ცუდია, რომ უსამართლობას ვეჩეხებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე. არ აქვს, მნიშვნელობა ეს რას ეხება, სკოლას, თუ იმის გარეთ.

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მოთხრობაა.

ამის წინა მოთხრობასაც თუ გადავხედავთ, მინდა გითხრა, რომ საოცარი განვითარებაა. ისიც კარგია, მაგრამ ეს უფრო მეტად და მეტად დახვეწილია. შენი მომდევნოების ასევე იხვეწება და იხვეწება. ნუ, კარგად არ ვერკვევი, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა! :დ

მოკლედ, ძალიან კარგი მწერალი ხარ.

ცხოვრებაში ბევრს მიაღწევ, აუცილებლად!

წარმატებები!

მიყვარხარ, რათქმაუნდა შენი მოთხრობებიანად, მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობ. მაგრამ, ვფიქრობ მწერლის გაცნობა, ასე მოთხრობებიდანაც კი შეიძლება. ბევრი რამ ირკვევა ხოლმე, ფიქრებზე და აზროვნებაზე.

წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!❤️❤️❤️❤️❤️❤️

პ.ს მაშინ ეს ექაუნთი არ მქონდა და სტუმრის სახელით მაქვს დაწერილი რამდენიმე პატარა კომენტარი. მინდოდა, ახლა, ამ ექაუნთით უფრო ვრცლად გადმომეცა ჩემი შთაბეჭრდილებები ამ მოთხრობაზე.❤️❤️

 


№17  offline წევრი EllaTriss

likuu_s
ელა, საოცრება ხარ!

მეორედ ვკითხულობ და იმავე ემოციებს განვიცდი, რაც პირველად რომ ვკითხულობდი, გამოყოლისას განვიცადე.

აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი ახლა უფრო კარგად აღვიქვი ის პრობლემები, რაც ამ ისტორიაშია გაშლილი. კარგია, რომ დღევანდელ პრობლემებზე ყურადღება ასე გაამახვილე.

ვკითხულობდი და მივხვდი, ძალიან მომენატრა სკოლა. კითხვის დროს, ჩემთვის საძულველ გაკვეთილებზეც კი მომინდა უცებ დასწრება. საოცრად მომინდა სასწავლო წლის დაწყება.

ნეტავ, ყველა ლაშასნაირი მასწავლებელი იყოს. ყველა მისნაირი, სამართლიანი და კარგი უნდა იყოს! ძალიან ცუდია, რომ უსამართლობას ვეჩეხებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე. არ აქვს, მნიშვნელობა ეს რას ეხება, სკოლას, თუ იმის გარეთ.

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მოთხრობაა.

ამის წინა მოთხრობასაც თუ გადავხედავთ, მინდა გითხრა, რომ საოცარი განვითარებაა. ისიც კარგია, მაგრამ ეს უფრო მეტად და მეტად დახვეწილია. შენი მომდევნოების ასევე იხვეწება და იხვეწება. ნუ, კარგად არ ვერკვევი, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა! :დ

მოკლედ, ძალიან კარგი მწერალი ხარ.

ცხოვრებაში ბევრს მიაღწევ, აუცილებლად!

წარმატებები!

მიყვარხარ, რათქმაუნდა შენი მოთხრობებიანად, მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობ. მაგრამ, ვფიქრობ მწერლის გაცნობა, ასე მოთხრობებიდანაც კი შეიძლება. ბევრი რამ ირკვევა ხოლმე, ფიქრებზე და აზროვნებაზე.

წარმატებები, წარმატებები და წარმატებები!❤️❤️❤️❤️❤️❤️

პ.ს მაშინ ეს ექაუნთი არ მქონდა და სტუმრის სახელით მაქვს დაწერილი რამდენიმე პატარა კომენტარი. მინდოდა, ახლა, ამ ექაუნთით უფრო ვრცლად გადმომეცა ჩემი შთაბეჭრდილებები ამ მოთხრობაზე.❤️❤️

ლიკუნა, მხოლოდ ახლა ვნახე შენი კომენტარი, მომიტევე.
ვინ იცის, შემთხვევით რომ არ გადმომერბინა აქეთ ძველი ემოციების გასახსენებლად, ვერც მენახა.
ახლა ვკითხულობდი ზუსტად და თან ვფიქრობ, ერთი კარგი რედაქტირება არ აწყენდა.
რა დრო იყო ამას რომ ვწერდი, კორონაც არ იყო, ისე მახსოვს, მერე რომ გამოჩნდა და აქაც რომ ჩავურთე. მეათე კლასში ვიყავი, ვაიმე, თუ მჯეროდეს ))
ისე უცებ გაიპარა დრო.
მოკლედ, ჩავამთავრო ეს აბიტურიენტობა და მერე, დრო რომ მექნება აუცილებლად ჩავუჯდები და გავაკეთებ რედაქტირებას.
მიხარია, რომ გახსოვს.
თურმე, მარტო მე არ ვიხედები ხოლმე აქ...
მეც ძალიან მიყვარხარ❤❤❤❤

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინა123

ძალიან კარგი იყოო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent