გაყიდული ღირსება (13 თავი)
რეზის ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და გრაციოზულად დაიწყო ლაპარაკი მიაზე, ცოტნე ცდილობდა განსაკუთრებული ინტერესი არ გამოეჩინა -რეზი რატომ მოხვედი?-მოთმინება დაკარგა ცოტნემ მისი გაუგებარი ლაპარაკით -ხომ გითხარი საღაც უნდა გითხრა მიაზეთქო -უკვე ათიწუთია სისულელეებს მელაპარაკები -მოკლეთ შენ გოგოს ბევრი ფული სჭირდება-პირდაპირ სათქმელზე გადავიდა რეზი და თვალებში ჩააცქერდა მეგობარს -ფული ჩვენც გვჭირდება, თან ძალიან ბევრი-ცოტნემ ამაში უცნური ვერაფერი დაინხა -ნინის სთხოვა მასესხეო -რეზი მერე რა თუ სთხოვა?-ცოტნე მწყობრიდან გამოიყვანა რეზის ლაპარაკმა, კარგახანს უყურა მეგობარს თვალებში ბოლოს ვისკის ბოთლს დაწვდა და ჭიქებში დაასხა -სულ გამოგ.ვა იმ გოგომ-ცოტნემ შეანათა ცისფერი სფერიები რეზის, რომელმაც კარგად იცოდა რომ სინამდვილეში ერთი სული ქონდა გაეგო ცოტნეს რეალურად რა ხდებოდა მიას თავს -ასოცდახუთი ათასი დოლარი-თქვა უცნაური ტონით რეზიმ და ცოტნეს რეაქციას დაელოდა რომელსაც ვისკი გადასცდა და ხველება აუტყდა -რას ბოდავ?-გაბრაზდა ცოტნე -ნინის სთხოვა მასესხეო, მაგრამ ნინიმ უარი უთხრა -რაში სჭირდება ამდენი ფული-ცოტნემ ვერ დამალა მოძალებული ინტერესი ახალი ამბის მიმართ -არვიცი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა - ნინიმ მითხრა ვერაფერი ვათქმევინეო, მაგრამ აშკარად ძალიან სჭირდება ფულიო -ამდენი ფული რაში სჭირდება ნეტა -ძმა ყავს ხოიცი ეტყობა იმ იდიოტმა რაღაც მიქარა, ნინიმ მითხრ ცოტნეზე მივანიშნე, ვუთხარი შეუძლია იმან გიშოვოს ეს ფულიო და გაგიჟდაო, მაგოს ფული არ მჭირდებაო, მირჩევნია მოვკვდე ვიდრე მაგის ჭუჭყიანი ფული ავიღოო -ესეიგი ფული სჭირდება... -და თან ძალიან-დაეთანხმა რეზი -და თან ძალიან ბევრი -და თან როგორ...-გაეცინა რეზის -მაგრამ ჩემგან აღებას ურჩევნია მოკვდეს -ასეა-აქეზებდა ისედაც აჟიტირებულ ბიჭს რეზი -გგონია რომ?...-რეზის შეანათა აციმციმებული თვალები -მგონია რომ ეს შანსი უნდა გამოიყენო, დანარჩენი შენ იცი-რეზიმ ვისკის ჭიქას ხელი დაავლო, ერთ მოყუდებაზე დალია და ფეხზე წამოდგა -ბოლომდე მიაწექი, შენს ხელშია-მეგობარს მხარზე ხელი დაარტყა და მარტო დატოვა თავგზააბნეული ცოტნე რომელსაც ჯერ ვერ გადაეწყვიტა როგორ ესარგებლა მიას ამ მძიმე მდგომარეობით. მარიამი გაცეცხლდა როცა რეზი დაინახა კვლავ მის მანქანაზე მიყრდნობილი ამჯერად მიწისქვეშა ავტისადგომში -მითვალთვალებ?-უყვირა დანახვისთანავე მომღიმარ ბიჭს -შეიძლება ასეც ითქვას-დაეთანხმა რეზი და თვალი მის წითელ ტუჩებს გაუშტერა -ხო მართლა -მარიამმა ხელში შეაჩეჩა წითელი ვარდების თაიგული რომელიც სამსახურიდან გამოიყოლა -ამ სისულელეები გზავნით გგონია რამეს მიაღწევ? ზედმეტად ბანალურია-და ირონია ნარევი ღიმილით, მზერა მის მაწვანე სფეროებს მიაპყრო, რეზის სიცილი აუვარდა და კარგახნის მერე რომ დამშვიდდა კითხა -დიდიხანია საჩუქრებს იღებ?-ხმა ისე გაიმკაცრა მარიამი ცოტა დაიბნა -შენ მიგზავნი და არ იცი... -მეე?-გაცეცხლდა რეზი და ყვავილები მოისროლა -ვგავარ იმ იდიოტს ვინც ამ ყლ.ბას გააკეთებს? -დაუყვირა რეზიმ და სუნთქვაარეულ გოგონას მიუახლოვდა -ნუ ყვირი-მარიამი დააბნია მისმა გაგიჟებამ -ესეიგი ვიღაც სირ. საჩუქრებს გიგზავნის და გადაწყვიტე რომ ეს სირ. მე ვარ! -დაუსისინა ტუჩთან ახლოს და თვალებში ჩააცქერდა გოგონას -სწორად მივხვდი მარიამ? -მომშორდი-მარიამმა მკერდზე მიაბჯინა ცივი თითები და უკან დახია ბიჭი -ხვალიდან საჩუქრებს აღარ მიიღებ-უთხრა უცნაური ტონით გოგონას -მადლობა ძალიან დამავალებ-გაეღიმა მარიამს და მანქანის კარი გააღო -არ გეცოდება ის ნაბიჭვრ. თითები რომ უნდა დავამტვრიო შენსგამო? -გულწრფელად დაინტერესდა რეზი -ცემა მორევაზეა-წარბი აწკიპა გოგონამ -ეჭვი გეპარება ჩემს შესაძლებლობებში? -რეზი მიუახლოვდა მარიამ და თვალებში ჩააცქერდა -იმედია მესამე თაყვანისმცემელიც გამოჩნდება და შენს თავს მომაშორებს-გაეცინა მარიამს -ტყუილად ოცნებობ აწი ჩენს გარდა თაყვანისმცემელი აღარ გეყოლება-დაემუქრა რეზი -ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები საკუთარ შესაძლებლობებში -მარიამი მის ნერვებზე თამაშს განაგრძობდა -ვითომ რატომ? გგონია ვინმეს უფლებას მივცემ რომ ახლოს გაგეკაროს? როგორც ჩანს შენ მე საერთოდ არ მიცნობ პატარა ქალბატონო!-რეზიმ ნიკაპზე აკრა ხელი გაბრაზებულ გოგონას -გიცნობ და ვიცი რაზეც ხარ წამსვლელი-მაინც გმოიყვანა მწყობილებიდან რეზიმ მარიამი -მაგრამ შენ არ მიცნობ მე და არ იცი რაზე ვარ წამსვლელი საკუთარი ბედნიერებისთვის! გგონია უფლებას მოგცემ რომ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო? გგონია ნებას მოგცემ მართო ჩემი გრძნობები? ამას ვერ ეღირსები -თუ კარგად მიცნობ და იცი რაზეც ვარ წამსვლელი მაშინ ამ სისულელეებს არ უნდა მეუბნებოდე, რადგან მე შენ აგირჩიე ესეიგი ჩემი გოგო გახდები გინდა თუ არა ეს შენ!-დაუღრინა რეზიმ -შენი გოგო არ გავხდები!- უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ -შენ ვერ ხვდები... რომ უკვე ჩემი ხარ-დაუსისინა და აორთქლდა. ანას მდგომარეობა ყოველდღე რთულდებოდა, მია და მაკა ყველანაირად ცდილობდნენ რომ დარჩენილი თანხის რაღაც ნაწილი კიდევ შეეგროვებინათ რომ თურქეთში გაფრენა და ოპერაციის გაკეთება შესძლებოდათ, მაგრამ თანხა იმდენად დიდი იყო რომ მათი მცდელობები ამაო იყო, ცირამ მანქანა გაყიდა და ფული მისცა მაკას, მარიამის ოჯახმაც აჩუქა მათ ხუთი ათასი, მანანამ ოქროული გაყიდა, მიას მამიდამაც მანქნა გაყიდა და მთელი ფული მათ მისცა მაგრამ ეს ვერ ეხმარებოდათ... სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი მია მთი დღე და ღამე ტირილში ათენებდა და აღამებდა... ცოტნემ დიდიხნის ფიქრის მერე გადაწყვიტა მის მონახულება და ფულის შეთავაზება, ძველ ბინაში მიაკითხა მაგრამ მეზობელმა უთხრა რომ დიდიხანია გაყიდეს ბინა და იქიდან გადავიდნენ, რატომ გაყიდეს ან სად წავიდნენ წარმოდგენა არ ქონდათ მეზობლებს, ერთი კი უთხრა რომ მიას ძმამ დაჭერილი იყო, ვიღაცის მკვლელობას აბრალებდნენ. ცოტნემ მაშინვე რეზის დაურეკა და სთხოვა მარიამისგან გაეგო სად ცხოვრობდა მია, რეზიც სიხარულით გაქანდა მარიამის სახლისკენ, უკვე გვიანი საღამო იყო რომ დაურეკა ტელეფონზე, მარიამმა მაშინვე უპასუხა უცხო ნომერს, რეზის ნომერი არ იცოდა რადგან აქამდე არ დაერეკა მისთვის -ალო-გაისმა მისი ნაზი ხმა -მარიამ?-ჩაეკითხა სასმლისგან გაბრუებული რეზი -დიახ-მარიამი ვერ მიხვდა ვინ ურეკავდა -უნდა დაგელაპარაკო, შენი კორპუსის წინ ვარ ჩამოდი-მარიამი ადგილზე გაიყინა როცა რეზის ხმა იცნო და ძალიან გააღიზიანა მისმა ცოტა არ იყოს და მბრძანებლურმა ტონმა -ახლა არ შემიძლია-მამას შეხედა დაბნეული თვალებით და მაქსიმალურად მშვიდად თქვა ეს სიტყვები -ჩამოდი თორემ სახლში ამოგადგები-დაუყვირა რეზიმ, მია დაიძაბა რადგან მშობლების დაჟინებულ მზერას გრძნობდა -კარგი კარგი-თქვა და გაუთიშა -ვინ იყო დე?- ქეთი მარიამს მიაჩერდა დაძაბული მზერით -ჩემი თამანშრომელია, ხოიცი თეკო, კიდე ვერ ისწავლა ეს გრაფიკული დიზაინი -რა უნდა ამ შუაღამისას ვერ გავიგე?-ლაშა გრძნობდა რომ მარიამი დაძაბული იყო -უნდა დაასრულოს პროექტი და გაგზავნოს და ვერ ვაკეთებო ჩავალ და ვნახავ -დაურეკე ამოვიდეს ქუჩაში ხომარ დაიწყებთ საქმის კეთებას -ეჭვის თვალით უყურებდა კაცი შვილს -მამა სხვებიც არიან და უცბათ ვნახავ და ამოვალ-მარიამა აღარ აცადა და გარეთ გავარდა ისე ღელავდა მერვესართულიდან კიბეებით ჩავიდა დაბლა -უკვე ამოსვლას ვაპირებდი-სადარბაზოს შესასვლელში შეეფეთა რეზი მარიამს -გაგიჟდი?-მარიამმა მკლავზე ხელი წაავლო მომღიმარ ბიჭს და ქუჩის ყველაზე ბნელი კუთხისაკენ წაიყვანა -რას აკეთებ იცოდე ვიყვირებ-გიჟივით იცინოდა რეზი -მთვრალი ხარ-შეიცხადა მარიამმა და უმალ ხელი გაუშვა მაგრამ რეზიმ ჩაავლო მაჯებში ხელი და სხეულზე აკირო სიფრიფანა სხეული -ცოტათი-დაეთანხმა ბიჭი და თვალებში ჩააცქერდა -რა გინდა რატომ მოხვედი?-მარიამი თან ხელების დახსნას ცდილობდა -მია სად ცხოვრობს?-პირდაპირ კითხა -რა შენი საქმეა?-გაცეცხლდა გოგონა -ნინის უნდა რომ ნახოს სასწრაფოა, ტელეფონი კიდე გამორთული აქვს -ნინის რა საქმე აქვს?-დაიბნა მარიამი -ფულზე უნდა რომ დაელაპარაკოს, მგონი დიდი თანხა სჭირდება მიას -მართლა?-მარიამმა შეიცხადა -შეძლებს რომ დაეხმაროს? -მგონი კიი-რეზი უტიფრად ატყუებდა მიამიტ გოგონას -ხელი გამიშვი-მარიამს ხელი გაუშვა რეზიმ და მისამართი ჩაიწერა, სწორედ ამ დროს მისი ტელეფონიც აწკრიალდა -მარიამ დროზე ამოდი თორემ მამაშენი გაგიჟდება საცაა-დაუჩურჩულა ქეთიმ -მოვდივარ დედა-მარიამამ გაუთიშა და წასვლა დააპირა მაგრამ რეზიმ მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა ზედმეტად დაძაბული გოგონა და მკლავებში მოიმწყვდია -არ გაბედო-უთხრა გაღიზიანებული ტონით სუნთქვაარეულმა გოგონამ, მაგრამ რეზი მაინც დააცხრა მის წითელ ვნებიან ტუჩებს, მარიამი მთელი სხეულით ეწინააღმდეგებოდა მაგრამ რაც მეტად ცდილობდა რომ თავი დაეხსნა მით მეტად იმწყვდევდა ძლიერ მკლავებში რეზი და კოცნაც უფრო გრესიული ხდებოდა, როცა ამ გიჟური კოცნით ვნებები ოდნავ დაცხრა და ხელი გაუშვა რეზიმ, გოგონამ სახეში გაარტყა აკანკალებული ხელი და გადმოცვენილი ცრემლები უმალ მოიშორა გაფითრებული ღაწვებიდან -ჩემთან მოკარება აღარ გაბედო-უყვირა მთრთოლარე ხმით და ზურგი აქცია -ჩემი ალქაჯი ხარ შენ-მიაყვირა რეზიმ და ნატკენ ლოყაზე მიიდო ხელი. მიამ გვიან დატოვა საავადმყოფო და ტაქსით დაბრუნდა ნაქირავებ ბინაში რომელიც ვარკეთილში ერთ მოეყეულ კორპუსში იყო მეცხრე სართულზე, ტაქსიდან რომ გადმოვიდა კორპუს ახედა სევდიანი თვალებით და ცრემლები მოეძალა, იმის შეგრძნება რომ ახლა უსახლკაროები იყვნენ და აღარაფერი გააჩნდათ სულს უწამლავდა თან იმის გამო, რომ ანას სიცოცხლე გადაერჩინათ, ის სიცოცხლე რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე ღირებული იყო... თუმცა მაინც ვერ შვოდნენ... არ ყოფნიდათ მისის სიცოცხლის გადასარჩენად... -მია-მოესმა ცოტნეს ხმა ზურგს უკან ფიქრებში წასულ გოგონას და დამფრთხი შეტრიალდა იქითკენ, საიდანაც მის სმენას მისწვდა ეს ნაცნობი ხმა, თუმცა ისე იყო დაბნეული და დათრგუნული რომ ვერ გაიაზრა ვინს ეკუთვნოდა ეს ნაცნობი, ცივი ხმა -ცოტნე?-გაოცდა მია მისი დანახვისას -აქ რას აკეთებ-დაიძაბა მაშინვე -შენს სანახავდ მოვედი-უთხრა მშვიდი ტონით -საიდან გაიგე ჩემი მისამართი?-დაუღრინა მომღიმარ ბიჭს -რა მნიშვენლობა აქვს? მთავარია რომ გიპოვე -რატომ მოხვედი?-მია თავს ძლივს აკონტროლებდა რომარ ეყვირა -გავიგე რომ ფული გჭირდება-ცოტნე მიას მიაუახლოვდა თვალებში ჩააცქერდა -არასწორად გაგიგია-შეეწინააღმდეგა მია -მე შემიძლია დაგეხმარო მთავარია მთხოვო -შენი დახმარება არ მჭირდება-მიამ მზერა გაუსწორა მის აბრჭყვიალებულ თვალებს და კიდევ უფრო რომ მიუახლოვდა ცოტნე დაიძაბა, გულისცემა აუჩქარდა და სუნთქვა გაუხშირდა, ვერ ხვდებოდა ასე რატომ ემართებოდა მისი მისხლოებისთანავე -მია მე შემიძლია ფული მოგცე, ხვალვე შენს ანგარიშზე დავსვა ასოცდახუთი ათასი დოლარი და მეტიც... -შენი ფული არ მჭირდება-მია არ ტყდებოდა, ცოტნემ თავი ვერ შეიკავა და მის თმას შეეხო ცივი თითებით და სულ ოდნავ მის გაფითრებულ ღაწვს -მია კარგად დაფიქრდი, ხვალვე მოგცემ ამ ფულს -არ მინდა-მიას ძალიან უჭირდა უარის თქმა -ასეთი ამაყი ხარ რომ დახმარებასაც არ იღებ ჩემგან-გაცეცხლდა ცოტნე -შენგან არაფერი მჭირდება -მიაც გაღიზიანდა და უკან დაიწია რომ მისი ხელი მოეშორებინა - მოსაფიქრებლად ოცდაოთხი საათი გაქვს... მერე ეს შეთავაზე გაუქმდება მითუმეტეს რომ ფულის უკან დაბრუნებას არ მოგთხოვ... -რას ბოდავ! შენგან არაფერი მინდა, მითუმეტეს შენი ბინძური ფული არ მჭირდება-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ -კარგად დაფიქრდი, დროს ხვალ ღამის თერთმეტამდე გაძლევ... მერე იცოდე გადავიფიქრებ -შენი დახმარება არ მჭირდება ავადმყოფო -გჭირდება და თან ძალიან-ნიშნის მოგებით უთხრა ცოტნემ -ნინის იმიტომ სთხოვე რომ გინდოდა მე გამეგო -რას ბოდავ საერთოდ!-აყვირდა ისევ მია და ქარისგან აწეწილი თმა სახიდან მოიშორა -ამ ფულს ხვალ მიიღებ თუ გინდა მეტს მაგრამ რაღაცის სანაცვლოდ -არ გაბედო-მიამ იცოდა რომ ცოტნეს მასთან დასახმარებლად არ მივიდოდა ასე უანგაროდ, არც ფულს ასესხებდა... მისგან რაღაცას მოითხოვდა და ამ შეთაზების თქმის უფლებასა არ აძლევდა, არ უნდოდა ეს გაებედა ცოტნეს მისთვის მაგრამ ცოტნე მაინც არ გაჩუმდა -სანაცვლოდ მინდა ჩემი გახდე-უთხრა მშვიდი ტონით, გამაყრუებელი სიჩუმე სილის გარტყმის ხმამ დაარღვია, მაგრამ ცოტნესთვის ეს მოულოდნი არ იყო -წაეთრიე-დაუყვირა მიამ და ხმა ჩაუწყდა, თან ცრემლები გადმოსცვივდა -ოცდაოთხი სათი გაქვს, მხოლოდ ერთი ღამე და ასოცდახუთიათასი დოლარი, იცი სადაც უნდა მოხვიდე-დაუსისინა ყურთან ახლოს და მიბრუნდა, ისე წავიდა რომ მიას მისთვის თვალი არ მოუშორებია, სძულდა როგორ სძულდა ცოტნე და უფრო მეტად საკუთარი უსუსურება, საკუთარი თავი, საკუთარი სხეული, საკუთარი სასოწარკვეთა... მთელი ღამე თეთრად გაათენა, აზრადაც არ მოსვლია ცოტნეს წინადადებაზე ეფიქრა, მხოლოდ იმაზე ბრაზობდა რომ ასეთი დამაცირებელი წინადადება შეთავაზა, ასეთი რამ რომ გაუბედა... საავადმყოფოში მისული მია ძალიან ცუდად გახდა როცა ატირებულმა მაკამ უთხრა რომ ანას ტკივილები დაეწყო და აძინებდნენ -დედა ეს რას ნიშნავს -არვიცი დედა ექიმმა თქვა რომ რაღაცა წერტილამდე მიაღწიაო და ის იწვევს ტკივილებსო ჯობია დავაძინოთო, მეკითხებიან თურქეთში როდის უნდა გადაფრინდეთ რაღას უცდითო მაგრამ იქიდან პასუხი მოგვივიდა სამოცდაათი პროცენტი მაინც უნდა გადაიხადოთ რომ ოპერაცია გაბვაკეთოთო, ჩვენ კი ნახევარიც არ გვაქ...მია... ცოტნე მთელი საღამო უცნაურად დაძაბული იყო, ტელეფონიც გათიშა და ყველას აუკრძალა სახლში მისვლა, სასმელს მიეძალა რადგან მომხდარზე ფიქრი აგიჟებდა და უფრო იმაზე ფიქრი თუ რა მოხდებოდა მომავალში... ელოდა, მაგრამ თან ეჭვი ეპარებოდა რომ მია ასეთ საშინელებას დასთანხმდენოდა... არც უნდოდა დაეჯერებინა რომ მია ამაზე წავიდოდა... რომ ფულის გამო მია მასთან დაწვებოდა, ბოლო წამამდე ფიქრობდა რომ დიდი შეცდომა დაუშვა რომ ასე დაამცირა მია ამ შეთავაზებით,მაგრამ სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა რადგან კარზე ზარის ხმამ გაკვეთა გამაყრუებელი სიჩუმე და ისედაც თავგზა აბნეულ ცოტნეს უარესად აერია თავგზა, კართან მივიდა და გააღო დიდი ინტერესით, მიას გარდა ყველას ელოდა და ადგილზე გაიყინა, უბრალოდ გაქვავდა, თვალებს ვერ უჯერებდა რომ მის წინ მია იგდა, ის ამაყი გოგო რომელის ხასიათის ამ თვისებამ ასე მოხიბლა ის, მიამ თავდახრილი იდგა ამიტომ ცოტნემ ვერ შეძლო მისი თვლების დანახვა, ასევე თავდახრილი შევიდა დაუპატიჟებლად სახლში, ცოტნე ისე იყო გაოგნებული რომ რამდენიმ წამის განმავლობაში ისიც კი ოფიქრა ხომარ მეჩვენებაო, კარი დაკეტა აზრზე მოსვლა რომ შეძლო და მისაღებში შევიდა, სიბნელეს მიჩვეულმა თვალმა მალევე შეამჩნია მაგიდასთან მდგარი თავდახრილი გოგონა, რომელიც ადგილზე მიყინულივით იდგა, ცოტნე იმდენად იყო გაოგნებული ამ ყველფრით რომ ხმის ამოღება ვერ გაბედა, მხოლოდ სასმელი დაასხა ჭიქებში და მიას გაუწოდა -დალევ?- გაისმა მისი ჩავარდნილი ხმა, მია შეაკრათო სიჩუმეში მისმა ხმამ და გააჟრჟოლა, სიბნელეში ვერცკი ხედავდა სად იდგა ცოტნეს თუმცა გოგონას თვალი მალევე შეეჩვია სიბნელეს და გამოწვდილი ჭიქა გამოართვა, ცოტნემ ერთი მოყიდებით დალია მჟავე სითხე და მაგიდაზე დადო ჭიქა, მიამ კი ცოტა მოსვა აკანკალებული ხელით, ცოტნემ კიდევ დაისხა ვისკი ჭიქაშიდა მიას გაუწოდა ბოთლი -დაგისხა?-კვლავ მისი ჩავარდნილი ხმა გაისმა -არა-მიას ხმაში იმდენი ტკივილი და სევდა იყო რომ ცოტნემაც იგრძნო ეს, ჭიქა აიღო და კიდევ დალია ერთი მოყუდებით სასმელი, ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო და მიას წაავლო მაჯაში ხელი, თავისკენ მოქაჩა დაბნეული გოგონა რომელსაც ჭიქა ხელიდან გაუვარდა დაძაბულობისა და მღელვარებისაგან, ცოტნემ ხელი გაუშვა მის მაჯას და მკლავებში მოიმწყვდია აკანკალებული გოგონა, რომელიც ინსტიქტურად ცდილობდა შეწინააღმდეგებას -მაინც მოხვედი-ჩასჩურჩულა ყურში თვალცრემლიან გოგონას, რომელმაც ვეღარ გაუძლო ამდენ ემოციას და ცრემლები გადმოსცვივდა -მია-ცოტნეს ხმამ მიას გულისცემა გაასამაგა -მაგიჟებ-ამოთქვა სუნთქვაარეულმა ბიჭმა და მის ტუჩებს დააცხრა, კოცნიდა მთელი ვნებით, გრძნობით, ემოციით მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ სიცივეს გრძნობდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.