გაყიდული ღირსება (4 თავი)
პოლიციის შენობა გამთენიისას დატოვეს მიამ და მაკამ, ტაქსით დაბრუნდნენ შინ და სახლში დახვედრილ ახლობლებს აუხსნეს რომ წინ დიდი ბრძოლა ელოდათ. -მარიამ რატომ სახლში არ წახვედი?-უსაყვედურა მიამ მეგობარს -ჯერ ისევ სიცხე გაქვს -სახლში ვერ წავიდოდი როცა ვიცი რომ შენ აქ ამ მდგომარეობაში ხარ -დედა მიდი ოთახში შედით დაისვენეთ-მიმართა მაკამ სახე გაფითრებულ შვილს -მე ყავას გაგიკეთებთ -მე მივხედავ გოგოებსაც და ყავასაც-ადგა ცირა სავარძლიდან და სამზარეულოში შევიდა -შენც წადი წამოწექი დაისვენე-მიმართა მაკას რომელიც ჯერ ისევ ცრემლებად იღვრებოდა. მია საწოლზე პირქვე დაემხო როგორცკი ოთახში შევიდა და ატირდა, მარიამი თავთან დაუჯდა და თმაზე ჩამოუსვა თითები -გთხოვ ნუ ტირი, ყველაფერი გაირკვევა -ადვოკატმა გვითხრა რთული საქმეაო-წამოჯდა მია საწოლზე და მარიამს შეანათა ცისფერი წყლიანი თვალები -რატომ? დარწმუნებული ვარ კახას არაფერი დაუშავებია -არ დაუშავებია მაგრამ რთული იქნება მაგის დამტკიცება-მიას ცრემლები მოაწვა ისევ -მია გთხოვ მომიყევი რა მოხდა, რატომ დასდეს ბრალი კახას, ხომიცი რომ... -ვიცი ვიცი-მიას ეღიმება გოგონას აწითლებულ სახეზე -გუშინწინ ჩვეულებრივ დილით მოვიდა კახა სახლში, ათზე... ტანსაცმელი სულ ჭუჭყიანი ქონდა და ხადეულიც ქონდა პერანგი, გვითხრა რომ ჩხუბი ატყდა რესტორანში და ჩარევა მოგვიწია დაცვის ბიჭებსო, რესტორნის მფლობელის შვილის დაბადებისდღე ყოფილა და მისი მაგიდა აუხტა გოგოების გამო სხვა მაგიდას, ჯერ შიგნით იჩხუბეს მერე გაერეთო, ისეთი ამბავი იყო ვინ ვის და რას ურტყავდა არვიციო, პოლიცია არ გამოუძახიათ შიდა ეზოში მოხდა ჩხუბი და თავადვე დავაშოშმინეთ სიტუაციაო, როგორცკი ჩხუბი დამთავრებულა დაცვის ბიჭები სახლში გამოგვიშვეს და რადგან ყველა თავპირდალეწილები ვიყავით თავიაანთი პირადი მანქანებით დაგვარიგეს სახლშიო -ესეიგი არც იცოდა ვიღაც რომ დაიღუპა -არაფერი იცოდა, ჩვეულებრივი ჩხუბი იყოვო ასე თქვა და ახლაც სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, წარმოდგენაც არ ქონდა რომ მაგ დროს მკვლელობა მოხდა, ის კიარა დათომ ადვოკატმა გვითხრა ვისი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ეგეც არ იცოდაო -ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ასე იქნებოდა -ერთი წამითაც არ დამიშვია რომ კახას შეეძლო ვინმე მოეკლა თუნდაც შემთხვევით, მითუმეტეს დანით-ამოისლუკენა მიამ -ნუ გეშინია, დათო ძალიან მაგარი ადვოკატია, მამას ვუთხარი რომ ყველაზე გამოცდილი გჭირდებოდათ -მადლობა, იმედია დაგვეხმარება -დაგეხმარებათ,მამამ მითხრა რომ საუკეთესოა ასეთ საქმეებში -შენ რომ არ მყავდე რა მეშველობოდა?-მია ჩაეხუტა მარიამს -ნეტა შენი სულელი ძმაც ეგრე ფიქრობდეს-ისეთი ტონით თქვა რომ მიას სიცილი აუტყდა და მარიამსაც გაეცინა, ცირას შესვლისას ძლივს მოთოკეს თავი რომარ გასცინებოდათ და როგორცკი ქალი გავიდა ისევ გააგრძელეს გიჟებივით სიცილი -მარიამ კახაზე ტყუილად ფიქრობ, აწი მამაშენი ნაციხარ ბიჭს გოგოს არ გაატანს -მიამ უცებ გაასერიოზულა თემა -იცი რაა მთავარია მაგ იდიოტმა შემამჩნიოს და მაგ საქმეს მე მივხედავ-იცინოდა მარიამი -შენ თვითონ რომ აუხსნა სიყვარული?-ისეთი სერიოზული ტონით უთხრა მიამ რომ მარიამმა გააოცებით შეხედა -არა მართლა-მიას გაეღიმა და თვალი აარიდა გაცეცხლებული გოგონას სახეს -მეტის ღირსი ვარ თქვენგან-ვითომ გაბრაზდა მარიამი -თქვენ იმდენს იზავთ მომატაცებინებთ ბოლოს -ამაზე ორივეს კვლავ სიცილი აუტყდათ -მარიამ სერიოზულად გეუბნები თავად უნდა გამოიჩინო ინიციატივა, მაგ სულელისთვის შენ ისევ ჩემი კიკინებიანი კლასელი ხარ, სხვაგვარად ვერ აღგიქვავს, ვერ ხვდება რომ გავიზარდეთ და თმის წიწკვნა აღარ შეიძლება -ალბათ როგორ განიცდის, ვინიცის რა მდგომარეობაშია ახლა, ალბათ დავავიწყდი საერთოდ-მარიამს ცრემლები მოეძალა -გამოვიყვანთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ გამოვიყვანო, უფლებას არავის მივცემ სისხლიანი ხელები ჩემს ძმას შეაწმინდოს!-უთხრა მიამ ამაყად და ჩაეხუტა ატირებულ გოგონას. რეზი სავარძელში იჯდა და ცოტნეს უყურებდა დაღვრემილი სახით, რომელიც ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა ნერვიულად -არ მოვა-უთხრა ჩავარდნილი ხმით რეზიმ -მოვა-გაბრაზდა ცოტნე და შეანათა მეგობარს ცისფერი ამღვრეული თვალები -არ მოვა-კვალვ გაუმეორა რეზიმ -შენც კარგად იცი რომ არ მოვა -მოვა ნინი აიძულებს რომ მოვიდეს, ვუთხარი რომ თუ არ დათანხმდება ჩემთან მოსვლას სამსახურიდან დაითხოვოს მაშინვე -ცოტნე მგონი ზედმეტი მოგდის-რეზიმ გაბრაზებული თვალებით შეხედა მეგობარს -ამას ვინ მეუბნება-ცოტნეს გაეცინა -მე მიასნაირ ხალხს არ ვეხები ხოიცი -მია მომწონს გაიგე ეხლა?-უებნება ხმამაღალი ტონით ცოტნე გაოცებულ მეგობარს -ფოტოგრაფი?-ყურებს არ უჯერებს რეზი-შენ რა... -ხო მევასება და მაგიტომ მინდა აქ მოვიყვანო -ესეიგი გევასება-რეზი ძალიან დააინტერესა ამ ახალმა ამბავმა და სავარძელიდან წამოდგა, მეგობარს მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -ხო და თან მაგრად-გამოტყდა ცოტნე -რატო მოგვტყუე ბიჭებს?- გაბრაზდა რეზი -ჩვენ გითხარი მინდა უკეთ ვაკონტროლო რამე არ წამოსცდესო, შენ კიდევ რა გეგმები გქონია თურმე -სიმართლე რომ მეთქვა ხელს შემიშლიდით ასე არაა?-თვალებში ჩააშტერდა რეზის-განსაკუთრებით შენ და ვაჩე -შეგიშლიდით იმიტომ რომ ძმები ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობთ-დაუღრინა რეზიმ და მოტრიალდა, მაგიდაზე დადებულ ვისკის ბოთლს დაწვდა და ჭიქებში დაასხა, ცოტნეს გაუწოდა უკმაყოფილო სახით და თავად ერთ მოყუდებაზე დალია მჟავე სასმელი -რატო ფოტოგრაფი? -გგონია რომ ... -მგონია რომ კიარ გევასება, უბრალოდ გინდა რომ თავბრუ დაახვიო რომ უკეთ აკონტროლო, მაგრამ ასეთი დებულური მეთოდით მასთან ვერაფერს მიახწევ -მია მართლა მევასება-ცოტნე ჭიქას ჩააცქერდა და მერე რეზის შეხედა -მართლა მინდა რომ ჩემი გახდეს -რატომ ის და არა სხვა? -რეზი რატომ მიჭედავ? მია დამევასა და იმიტომ -არ მჯერა რომ ნამდვილად მოგწონს, მაშინ ასე არ მოექცეოდი, აქ მოსვლას არ აიძულებდი -გგონია რომ სისულელე ჩავიდინე? -გგონია რომ სწორად მოიქეცი?-გაეცინა რეზის-გოგო დააშინე, დააშანტაჟე, მერე სამსახურის დაკარგვით დაემუქრე და გგონია რომ მასთან რამეს მიახწევ ასეთი საქციელით? -თავად მაიძულა -თუ მართლა გინდა იმ გოგოსთან ურთიერთობა მაშინ წესიერად მოიქეცი, მაგრამ შენ არ შეგიძლია წესიერად მოქცევა -შეყვარებული ყავს და იძულებული ვარ ასე მოვექცე, სხვაგვარად მასთან ახლოს ყოფნას ვერ შევძლებ -იცი რა მაინტერესებს? თქვენ ორნი, შენ და ვაჩე რატო ხართ ასეთი სირ.ბი? -იმიტო რომ ძმაკაცები გვყვანან სირ.ბი-ეუბნება ცოტნეს და ორივეს სიცილი უყტდება, სწორედ ამ დროს ისმის კარზე ზარის ხმა და ორივე მომენტალურად ჩუმდება, ცოტნეს კარის აღებს სასწრაფოდ და ადილზე შეშდება, თვალებს არ უჯერებს რომ მის წინ მია დგას, იმდენად გაოგნებულია რომ ვერაფრს ახერხებს, გულის სიღრმეში არც მას ეჯერა რომ მია მივიდოდა მის სახლში, იმის მიუხედავად რომ ნინის სთხოვა მიას დამუქრებოდა -არ შემოგვიშვებ?-მია თვალებში ჩააცქერდა თავგზააბენეულ ბიჭს, რომელიც აზრზე მოვიდა და კარი ფართოდ გააღო, მია და მარიამი საზლში შევიდნენ -აქეთ-წინ წავიდა და უკან მიყვნენ დაბნეულ ცოტნეს გოგონები, რეზი გაოცდა როცა მისაღებში შესულებს კიდა თვალი, მიამ ზედაცვარ შეხედა მას -დასხედით გთხოვთ-დივანზე მიუთითა გოგონებს ცოტნემ, მია და მარიამი გვერდიგვერ დასხდნენ -ბევრი დრო არ მაქვს-ხმადაბლა ამბობს მია და რაღაც ქაღალდებს დაყურებს -ამ მშვენიერ გოგონას არ გაგვაცნობ?-რეზის თავხედური ტონი მია აღიზიანებს და თავს წევს, რეზის აჩერდება ამღვრეული თვალებით -ეს მშვენიერი გოგო -ამბობს ბრაზნარევი ტონით მია -ჩემი მეგობარი და სარძლოა, მარიამი-რეზის ეღიმება მის ალეწილ სახეზე და მზერა მარიამზე გადააქვს -მარიამ ეს ის ორი იდიოტია რომ გიყვებოდი ცოტნე და რეზი-მია ისე ლაპარაკობს რომ რეზის არ აშორებს თვალს, მარიამს ეცინება ცოტნე კი ბრაზდება -მია როდის უნდა დაჭკვიანდე?-მიას მზერა რეზიდან ცოტნეზე გადააქვს რომელიც მის პირდაპირ სავარძელში ზის -იცი აქ რატომ მოვედი?-მია ჯიუტად არ აშორებს მის ამღვრეულ თვალებს თვალს -ვიცი-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები ცოტნემ -ესეიგი იცი რომ შენს გამო ნინი სამსახურიდან გაგდებით დამემუქრა, ჩემი ნებით წავიდოდი ამ სამსახურიდან მაგრამ პრობლემები მქვას და ამიტომ აქ ვარ, ამ სახლში და ვარ იმ ადამიანების გვრდით რომლებიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მძულს -შენ მაიძულე-ბრაზდება ცოტნე და მზერას არიდებს -ჩემგან რა გინდა? -მია ხმას ვეღარ აკონტროლებს -მოდი დავმშვიდდეთ-ერევა მწვავე საუბარში რეზი -წყალი შეიძლება?-მარიამი მიმართავს რეზის, რომელიც სამზარეულოში გადის და მალე მოაქვს წყალი და მარიამ აწვდის ჭიქას -მია დალიე და დამშვიდიდ გთხოვ-მარიამი გოგონას წყალს ალევინებს რადგან მიას ხელები უკანკალებს -გავალთ ჩვენ და ახლავე შემოვალთ-რეზი მეგობარს აყენებს და გარეთ გაყავს -ცოტნე აზრზე მოდი -მაგიჟებს, გეფიცები მაგიჟებს -თავი მოთოკე-რეზი სიგარეტს იღებს ჯიბიდან და ცოტნეს უწვდის რომელიც წრთ ღერს აძვრენს კოლოფიდან და ნერვიულად უკიდებს -აბა რა გეგონა, როგორ შეგვხვდებოდა მას მერე რაც მოხდა? თუ მართლა გინდა მასთან დაახლოება მაშინ ჯობია დამშვიდდე და თავი მოთოკო, მის აგრესიას უნდა გაუმკლავდე, დრო უნდა მისცე ხო ხვდები რას გეუბნები? -ისეთი ზიზღით მიყურებს რომ თავს ძლისვ ვიკავებ რომარ გავგიჟდე -ლოგიკურია, ისეთები დავმართეთ... დრო მოეცი დამშვიდდება -გგონია დრო რამეს შეცვლის? -მისმინე თავი წესირეი მხეიდან გააცანა, მართალია რა გაქვს წესიერი მხარე მაგრამ ამინც სცადე, აჩვენე რომ ნორმალური ადამიანები ვართ და არა კრიმინალები, დაუმტკიცე რომ შეცდა შენთან მიმართებაში -რეზი ხოიცი რომ მოთმინების უნარი არ გამაჩნია? მითუმეტეს არ შემიძლია ნორმალური მოქცევა -მისმინე -გაბრაზდა რეზი-თუ მართლა რამეს ნიშნავს ეს გოგო შენთვის წესირად მიექეცი, არაფერი დააძალო! ხვდები რას გეუბნები?-რეზი თვალებში ჩააცქერდა მეგობარს -შეცდომას თუ დაუშვებ იცოდე საერთოდ დაკარგავ მას!- სახლში შევიდნენ და გოგონებს მიაჩერდნენ -სახლი დამათვალიერებინე-მია ფეხზე დგება და ცოტნეს აჩერდება რომელიც იბნება და ცოტახნის ფიქრის მერე გადის მისაღებიდან, მიაც უკან მიყვება მას. -ალბათ იცი ჩვენი და მიას ურთიერთობა-რეზი მარიამ აჩერდება უცნაური თვალებით -კი დეტალებში ვიცი რაც დამართეთ-მარიამა თავი ასწია და მზერა გაუსწორა კედელს მიყრდნობილ ბიჭს რეზის ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში მარიამის ალეწილ სახეზე -დამიჯერე არც ისეთი საშინელი ადამინები ვართ როგორიც მას წარმოვიდგენივართ -ეჭვი მეპარება-მარიამი მზერას არიდებს -ეს საყვარლად გაბუტება ერთად დაამუღამეთ დაქლებმა?-რეზის თავხედურ ტონზე მარიამი ბრაზდება და თავისი თითებიდან მზერა ირონიულად მომღიმარ ბიჭზე გადააქვს -რა თავხედობაა?-მარიამი არ იბნევა -დალევ?-რეზი ვისკის ბოთლს სწვდება და ჭიქაში ასხავს და მარიამ აჩერდება გამომწვევი მზერით -არ ვსვავ -გოგონა მზერას არიდებს და ტელეფონს იღებს ჩანთიდან. მია და ცოტნე ერთერთ ოთახში შედიან და ხმას არცერთი იღებს -აქ რა უნდა იყოს?-ეკითხება მია უკან მდგომ ბიჭს ისე რომ მისკენ არ იყურება -მე იმიტომ მოგიყვანე აქ , რომ მინდა შენ მოაწყო ეს სახლი და შენ გადაწყვიტო რა და როგორ -ანუ მთლიანად მე ნამდობ-ბრაზდება მია -ასეა -სულ რამდენი ოთახია? -ხუთი -და მე უნდა გადავწყვიტო სად რას და როგო დავდგავ -ვენდობი შენს გემოვნებას -ცოტნე მოზომილად პასუხობს მის კითხვებს -კაბინეტი გჭირდება?-მია ისევ მის წინ დგას და რაღაცეებს ინიშნავს ბლოკნოტში -კიი -გააქვს რამე განსაკუთრებული მოთხოვნა? ან სურვილი? -შენს გემოვნებას ვენდობი-მია მისკენ ტრიალდება და თვალებში აჩერდება დაძაბულ ბიჭს -სხვა ოთახებიც მანახე-ამბობს არეული ხმით და ოთახიდან გადის, ცოტნე უკან მიყვება, მეორე ოთახშიც იგივე საუბარი შედგა, ბოლო ოთახში კი ყველაფერი აირია -მია მინდა დაგელაპარაკო-ცოტნე ძალას იკრებს და ბედავს ხმის ამოღებას -შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ არაფერზე გარდა საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე -მია ხომ იცი, რომ აქ იმიტომ არ ხარ, რომ მართლა მინდა სახლი შენ მოაწყო?-ცოტნე მიას უახლოვდება რომელიც ზურგშექცევით დგას მისგან და ოდნავ ეხება მის შავ გრძელ გაშლილ თმას , მია გველნაკბენივით მისკენ ბრუნდება და უკან იხევს -არ გაბედო და არ შემეხო -მია -ხომ გითხარი შენთან ლაპარაკი არ მინდა არაფერზე გარდა საქმესთან დაკავშირებული დეტალებისა-ყვირის მია -მია რატომ მაგიჟებ? -ყვირის ცოტნეც და გოგონასკენ დგავს ნაბიჯს, მია უკან იხევს და კედელს ეჯახება რამდენიმე ნაბიჯის გადადგმისთანავე, ცოტნე წამში მასთან ჩნდება და წინ უდგება ისე ახლოს რომ მასი ცხელი სუნთქვა სახეზე ეფრქვევა მიას, რომელსაც უმალ გულისცემა უჩქარდება და დაბნეული ცდილობს რომ გვერდი აუქციოს მას, მაგრამ ცოტნე კედელზე ხელს აბჯენს და წასვლის საშუალებას არ აძლევს, კიდევ უფრო მეტად ეკრობა მის სიფრიფანა სხეულს და გატოკების საშუალებას არ აძლევს თავგზააბნეულ გოგონას, რომელიც დაბნეული აყურებს მას -გამიშვი-ჩურჩულებს სუნთქვაარეული გოგონა და მზერას არიდებს მის ამღვრეულ ცისფერ თვალებს -არ გაგიშვებ-ეუბნება მკაცრი ტონით და სახე მიაქვს მის გაფერმკრთალებულ სახესთან ზედმეტად ახლოს -გეყოფა-მიას ხმა უწყდება მღელვარებიგან -რა მეყოფა?-მის ათრთოლებულ ტუჩებთან ახლოს ჩურჩულებს სუნთქვაარეული ბიჭი -ჩემი წვალება-ამბობს მია და პირდაპირ თვალებში უყურებს მომღიმარ ბიჭს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.