შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარეთ... (პროლოგი)


3-10-2020, 21:09
ავტორი Dileni
ნანახია 796

პროლოგი
ნურავინ იტყვის რომ ძლიერია... მეც ძლიერი ვიყავი... ყელში ცრემლები მებჯინებოდა და გული მთხოვდა, რომ ფეხებშ ჩავვარდნილიყავი მას და მეთხოვა არ წასულიყო... მაგრამ თავი ძლიერი მეგონა, ვერ გამეგო ეს რას ნიშნავდა... კინაღამ წამომცდა რომ მენატრებოდა, შემდეგ თვალები დავხუჭე, წამწამი წამწამს დავაჭირე, ენამ სხვა თქვა... ენა სხვაა. თვალები კი სულ სხვას იძახდნენ...
- წადი, აღარასოდეს დაბრუნდე! - ვთქვი მე და შევხედე... მაგრამ არა თვალებში... იგი მიხვდებოდა რომ ვატყუებდი...
- მე არ მინდა წასვლა! ნუ მაიძულებ! გთხოვ. - მითხრა და ხელი ხელზე მომკიდა. არ მინდოდა მისი გაშვება. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ჩავეხუტებოდი. ძალიან ძლიერად ჩავეხუტებოდი და აღარასოდეს აღარ გავუშვებდი...
- წადი! ახლავე! უკან მოუხედავად! - ხელი გავაშვებინე მე და ერთი ნაბიჯით უკან დავიწიე.
- შენ ინანებ! მერწმუნე ინანებ მაკო! კარგი?
- მე ვიცი რასაც ვინანებ და რასაც გავაკეთებ. კარგი? - ვუთხარი და შევეცადე ცრემლი ისე მომეწმინდა, რომ ვერ დაენახა, მაგრამ ის ჩემს წინ იდგა და თვალებში ზემოდან ჩამცქეროდა... მე მეშინოდა, მე ვიცოდი, რომ მას დავკარგავდი...
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი გამწარება გინდა ხო? - მკითხა და შეეცადა დაემალა ის საშინელი გრძნობა, რომელსაც იმ წამს განიცდიდა. მას არ გამოსდიოდა, რომ ჩემგან რამე დაემალა.
არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ამის თქმა იყო ერთადერთი საშუალება, რომ ის წასულიყო და მე დავევიწყებინე.
- ყველანაირად ვეცდები გაგამწარო! მძულხარ! არ მიყვარხარ! რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი?! დასანახადაც ვეღარ გიტან. შენი გვარიც კი მძულს. ,,კ“ ზე დაწყებული ყველა სიტყვა მეზიზღება შენი სახელის გამო. ამიტომაც წადი და აღარასოდეს დამენახო. გასაგებია ბატონო აბაშიძევ? - როდესაც ეს ვუთხარი სიცილი აუტყდა...
- ხომ იცი რომ მე ვერ მომატყუებ ქალბატონო ანანიძე? - სიცილი წასკდა და ჩემთან ჩასახუტებლად მოიწია.
- ახლავე უკან დაიხიე არაკაცო! მეორედ აღარ მომეკარო 1 მეტრის მანძილზე. გასაგებია?
- რატომ მექცევი ასე მაკო?
- იცი რატომაც.
- არა, არ ვიცი. შენ მაგდებ შენი ცხოვრებიდან და იცი... და იცი ეს უსამართლობაა. ასე არ შეიძლება.
- ჰაჰ! - ჩავიცინე მე. - უსამართლობა? ერთადერთი ვინც ეს გამოიარა მე ვარ... მე მტკივა უსამართლობისგან, მე იძულებული ვხდები რაღაც გადაწყვეტილებები მივიღო და მეუბნები, რომ ეს შენ თავს უსამართლობის მსხვერპლად გაგრძნობინებს? მე არ მჭირდები. რაც შეიძლება სწრაფად აალაგე ჩემი სახლიდან შენი ნივთები და აქედან წადი...
- შენი სახლიდან? - მკითხა და თითქოს სუნთქვა შეეკრა.
- ეს სახლი ჩემია. შენს მოსვლამდეც ჩემი იყო და სულ ასე იქნება...
- ვეღარ მნახავ. ხომ იცი ეს? თუ გამიშვებ ვეღარ მნახავ...
- ამისათვის ღმერთს მადლობას ვუხდი - სარკაზმულად გავუღიმე და ძველ ჩემოდანში მისი ნივთების ჩალაგება დავიწყე...
- რა მოგდის, მე ხომ ასე ძალიან მი....
- შეჩერდი და ეგ სულელური წინადადება აღარ დაასრულო - გავაწყვეტინე მე. - მეზიზღები... რატომ ხარ აქ? რა გინდა? ერთი ფსიქოპათი ხარ, რომელიც ნარკოტიკების მორევიდან ამოვათრიე. ახლა კი მომბეზრდა შენი აღმზრდელობითი სამუშაოები და მინდა, რომ აქედან წახვიდე. სოფლელო ნარკომანო! - დავუყვირე მე და მინდოდა თავი ჩამომეხრჩო... როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი... მაგრამ ...
როდესაც ეს ფრაზა გაიგონა, ცრემლები წამოუგორდა, ჩემოდანს ხელი დასტაცა და კარი გაიჯახუნა... იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს... მენატრება... სიკვდილამდე მენატრება... იმ დღის შემდეგ 5 წელიწადი გავიდა და ჩემს თავს და ყველა სასიყვარულო ურთიერთობას ვეტო დავადე... ის იყო ჩემი ერთადერთი გრძნობა. მე ის კიდევ მიყვარს... ჩემთვის ის ისევ ერთადერთია...
ამ ამბავს ყოველთვის საიდუმლოდ ვინახავდი... გუშინ ისეთი რაღაც ვნახე, რომ ცრემლებმა წამოსვლაზე უარი განმიცხადეს, მაგრამ გული ტიროდა... მე ვერ ვიტირე, რადგან არ შემეძლო... ამაზე გაცინება მომიწია... მგონია ჯობს რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო... მაშინ როდესაც ის გავიცანი 19 წლის ვიყავი... ეს იყო მაშინ როდესაც მე, ლილე და თეო პირველ კურსს ვამთავრებდით... გამოსაშვები საღამო... როგორ მახსოვს ეს დღე....



№1  offline წევრი Dileni

ჰაიკო
გამარჯობა.
შინაარსი მომწონს,ჯერ-ჯერობით.
მძიმეები გაკლია და ეს ამდენი მრავალწერტილი არა რა,დამღლელია.
"დავუყვირე მე და მინდოდა თავი ჩამომეხრჩო" - ამ ადგილას ვერ გავერკვიე, "მინდოდა თავი ჩამომეხრჩო" ჩემი აზრით ჯობდა უფრო დაწვრილებით გადმოგეცა ეს ფრაზა.
და რიცხვებს ნუ იყენებ თხრობის დროს, "19 წლის" არა, არამედ "ცხრამეტი წლის".
არაუშავს,გამოსწორდება.
წარმატებები შენ.


მადლობა! ჩემთვის ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია. ახლახანს დავიწყე წერა და კარგი იქნება თუ რჩევებს მომცემთ თანდათან. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent