შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 16)


4-10-2020, 12:30
ავტორი naattii
ნანახია 2 166

ლამის სამი ღამე იყო უკვე თითქმის რომ არ უძინია, ყოველ წამს ქორწილზე და გიორგისთან შეხვედრაზე ეფიქრებოდა. რომ არაფერი ეთქვა? ისე რომ ჩაევლო თითქოს არც იცნობდა? უბრალოდ რომ მოსალმებოდა მხოლოდ? იმდენი სავარაუდო ვარიანტი ქონდა თავი მალე გაუსკდებოდა ამდენი ფიქრიდან, საიდან უნდა ცოდნოდა, რომ გიორგი ამაზე კიდევ უარეს დღეშიც იყო.. წინა დღით ქალაქში დაბრუნდა რამდენიმე საათით, ნინისთან ერთად კაბა იყიდა, ფეხსაცმელი, სახლისთვის ცოტა საჭმელი და უკან გაბრუნდა.
ქორწილის დღეს აკანკალებული მიაბიჯებდა სალონისკენ და ყოველ მოსახვევში ეგონა ნაცნობი მანქანა დაეწეოდა გზაზე. საბედნიეროდ ასე არ მოხდა, ავარიასაც გადარჩა და სალონამდეც მშვიდობით მიაღწია. ათი წუთი დაჭირდა ლოდინი სანამ მხიარულ ხმას გაიგონებდა.
-ეს რა გოგო მოსულაა_ზურგიდან მიახტა ნინია და წამში მოეხვია, -როგორ გამახარე.
-გილოცავ ჩემო კარგო, ხომ არ ნერვიულობ?_ცალ თვალ მოჭუტულმა ახედა გოგოს.
-არააა, რას ლაპარაკობ, რა მანერვიულებს, ორასი კაცის წინ მე კიარ უნდა წამოვჯდე, მე კიარ მივყვები საყვარელ კაცს, ან ღამე მე კი არ მელო............. როგორც არის_სიცილით შეჩერდა ბოლო სიტყვებზე.
-აბა მოდი ჩემთან_ხელები ჩაჭიდა ნათიამ აღელვებულ გოგოს, -ამოისუნთქე, ჩაისუნთქე და თვალები გაახილე_დაარიგა გოგო, -ახლა კი თავით გადაეშვი ახალი ცხოვრებისკენ_ხელით სალონის შესასვლელისკენ მიუთითა და თავად ნინიას უკან, ფრთხილად მოათვალიერა გზა.
-ხო, მართლა, შენი საქმრო პირდაპირ დარბაზში გვნახავს_თვალი ჩაუკრა აწითლებულ სარძლოს და სალონში შევიდა.

სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი საგიჟე, ხუთი გოგო ერთად ემზადებოდნენ და ყველაფერს ადგილზევე იკეთებდნენ, მანიკური, პედიკური, მაკიაჟი, ვარცხნილობა, კაბა. ამ ალიაქოთს ნინიას დამაგვიანდებას კივილი ერთვოდა თან და ომაგად საოცარი გარემო იქმნებოდა.
-ერთი საათი დარჩა_მაკიაჟზე მჯდომმა წამოიყვირა ნინიამ და სასოწარკვეთილმა გამოხედა უკვე მზად მყოფ გოგონებს, მხოლოდ ჩაცმა რომ ჰქონდათ დარჩენილი. როგორც პატარძალი თვითონ სულ ბოლო უნდა მომზადებულიყო და ლამის ახალი მანიკური დაეჭამა ნერვიულობისგან.
-მთელი საათი ვიწვალე ამ ფრჩხილებზე მე_პირისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუკავა მომუშავექალმა.
-ახლა მოვკვდებიიიი_სატირლად დაბრიცა ნინიამ ტუჩები და ვიზაჟისტისა და გოგონების ხმა ერთმანეთს წამში შეერწყა -მაკიაჟი გაგიფუჭდებააა.
-რა მოხდა ადამიანო, ვითომ შენ გარდა არავინ გათხოვილა, მოისვენე_კაბით ხელში გამოვიდა დიადემას კონსულტანტი და სასურველი თეთრი ფარფატა კაბა ხელში შეათამაშა.
-კარგით, ბოდიშით, ზედმეტი მომდის მართლა_თვალები დახუჭა დასამშვიდებლად ნინიამ.
-ჩვენ ჩავიცმევთ_ფეხზე წამოდგნენ გოგონები, -ამ პერიოდში შენც მორჩები და კაბის ჩაცმაში მოგეხმარებით თვალი ჩაუკრეს გოგონებმა და თავიანთი კაბებით მიაშურეს გასახდელს. ყველა ისეთი ლამაზი იყო, არაფერი ისე არ უხდება ადამიანს როგორც ბედნიერება და ეს ეტყობოდათ კიდევაც სახეზე. მართალია მეჯვარე არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, მაგრამ ნათიას გამოსვლას ლამის ოვაციებით შეხვდა ყველა. ღია იასამნისფერი, გრძელი კაბა ეცვა გოგოს, ასევე ღია მაღალქუსლიანზე, მუხლს ქვემოთ კაბა მუქდებოდა და ისეთი წვრილი თვლები ქონდა ბოლოებზე მიყრილი, გეგონებოდათ ვარსკვლავები აქვს კაბაზეო, სინათლის შუქზე ოდნავ ბრწყინავდა თითოეული მათგანი და იმ იდუმალ ბზინვარებას უძლიერებდა გოგოს, რაც თავად გააჩნდა ხასიათში.
-რა ლამაზი ხააარ_რეაქცია ვერ შეიკავა ნინიამ.
-შენ ვის ეუბნები?_გაოცებულმა გახედა უკვე მზად მყოფ პატარძალს და გაისმა კიდევაც გარედან სიგნალების ხმა.
-აბა, კაბა დამრჩა_ტაში შემოკრა ნინიამ და ბედნიერი გაბრუნდა კონსულტანტისკენ.

ნერვიულობისგან უკვე მეათედ შეისწორა კისერში წაჭერილი „ბაბოჩკა“, ხელისგულების გაოფლიანებას ყურადღებას აღარც აქცევდა, ახლა აი რამდენიმე წუთში, მისი საკუთარი, ერთადერთი და თეთრ კაბაში უნდა ენახა და სხვისთვის გაეყოლებინა, ამას უკან მომავალი ერთი კვირის უნახავი ნათიაც დაემატებოდა და ლამის ლოცვა დაეწყო არ წავიქცეო. ძლივს მიასწრო ბიჭებთან მისვლა ძახილი რომ გაიგონეს გამოდიანო.
მთელი სხეული უნათებდა ნინიას, მართლაც ძალიან ლამაზი დედოფალი იყო, ისე უხდებოდა სუსტ სხეულზე გაშლილი აფუებული კაბა ნამდვილ პრინცესას გავდა. წამით მთელი გულით ინატრა გიორგიმ მის მშობლებს ამ მომენტის დანახვა რომ შეძლებოდათ და პატარა ბავშვივით მოუნდა ატირებულიყო.
-მადლობა ამ დღისთვის ძამიკო_ხელზე გოგოს სუსტად მოჭერილი ხელი იგრძნო და წამში მოახერხა დამშვიდება,რა დროს ცრემლები იყო, ეს დღე მისი დისთვის საუკეთესო უნდა ყოფილიყო.
-მთავარია შენ იყო ბედნიერი_საპასუხოდ გაუღიმა და უკვე სიძე-პატარძლის მანქანასთან მისულ დას გახედა.
-როგორი ბედნიერია არა?_უკვე მეორე მტკივნეულად ნაცნობი ხმა გაიგონა უკნიდან და ეგონა თავზე ყინულივით ცივი წყალი გადაავლეს.
იმდენად ბუნებრივად და ლამაზად იყო გოგო წამით ენა დაება გიორგის.
-რა მშვენიერი ხარ_თვალებ გაფართოებულმა აათვალიერა უკვე აწითლებული გოგო.
-შენ ვის ეუბნები_კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილ ბიჭს ააყოლა მზერა.
-ნინიას ბრალია_თვალები გადაატრიალა ბიჭმა. -დარბაზში მისვლიდან ნახევარ საათში, აი ამას ვერავინ მიაგნებს_კისერზე მორგებულ პეპელაზე მიუთითა და გაბედნიერებული დააკვირდა გოგოს სიცილს.
-დღეს კარგი გართობა გველის არა?_მანქანისკენ გაემართნენ ერთად.
-იმედია, თორემ სიძეს მოხვდება, მაინც სულ მიზეზების ძებნას დავიწყებ აწი_თვალი ჩაუკრა გოგოს და კარები გამოუღო.
-როგორ მოხდა თომამ მანქანა გათხოვა?
-ლამის დავაშანტაჟე.


ჯვრისწერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა, გიორგიმაც კი აღიარა ლამაზი იყოო, მართალია ფოტოგრაფი ლამის შემოაელახა, მაგრამ ნინიას არ აწყენინა და ბოლოს თითქმის ყველა ფოტოში იყო ჩაკვეხებული, შემდეგ ისიც მოუწყო დამ, რომ ნათიასთან ერთად ცალკე აპოზიორა. ულამაზესი იყო მასწავლებელი ბაგრატის ეზოში რომ იდგა, ქარი ოდნავ, ლამაზად ურხევდა კულულებს და მის უკან მთელი ქუთაისი ხელისგულივით მოჩანდა. თვალს ვერ აშორებდა გიორგი და სწორედ ამ სცენის აღბეჭდვა მოასწრო ფოტოგრაფმა. უკვე დაქორწინებული ნინია, შორიდან უთვალთვალებდა ძმას და აღარ იცოდა ბედნიერება გულის რომელ ნაწილში ჩაეტია.
-ძალიან ლამაზი ხარ_იგივე მდგომარეობაში იდგა წყვილი.
-ეგ უკვე მითხარი.
-ძველ ნათიას აღარ გავხარ.
-ეგეც მითხარი_გაეცინა გოგოს.
-და მე შენ ძალიან მიყვარხარ.
-ეგეც ...... რაა?_წამში გაუფართოვდა თვალები
-მე შენ მიყვარხარ_ყურთან მიახლოებული ტუჩებით ჩაჩრუჩულა ყურში და იქვე დაუტოვა პატარა კოცნა.

-ბავშვებოო, იუსტიციაში დაგვავგვიანდება_შორიდან ყვირილმა გამოაფხიზლა წყვილი და წამში მოწყდნენ ერთმანეთს. ხელ ჩაკიდებულები წავიდნენ გასასვლელისკენ, თუმცა ბაგრატის წინ, შესასვლელ ბილიკზე მოაბრუნა გიორგიმ.
-რაღაც გვავიწყდება_ცალი ხელი გაუშვა დაბნეულ ნათიას.
-რა?
-ისევ გაიკეთებ?_მომზადებული ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან და ხელისგულზე დაანახა გოგოს.
-რა არანორმალურიც გაქ, ყველაფერი ისეთი გაქვს. განა ასე უნდა თხოვო შეყვარებულს ეს?_წარბები შეკრა ნათიამ.
-ანუ შეყვარებული ხარ_ხელის მოხვევით სხეულზე მიიკრა გოგო
-რა? არ ვარ?_ვითომ გულუბრყვილობ ააფახუნა წამწამები
-არც შენ გამოგდის თურმე რომანტიკა, როგორ თავაზობ ბიჭს შეყვარებულობას არ გცხვენია?_სიცილით დაუჭირა მარცხენა ხელი და ბედნიერმა დააბინავა ბეჭედი მფლობელის ხელზე.
დიდხანს უხდიდნენ მადლობას ფოტოგრაფს ამ მომენტის აღბეჭდვისთვისაც.

რამდენიმე წუთი ხელიხელ ჩაკიდებული იდგნენ რესტორნის წინ.
-იქ ახლა, შენი მთელი სანათესაოა._ღრმად ამოიხვნეშა ნათიამ.
-ნამდვილად.
-და მე შენი ხელი მიჭირავს რომელზეც ბეჭედი მიკეთია.
-ნამდვილად.
-ანუ ამას მართლა ვაკეთებთ?
-ნამდვილად.
-გიორგი გცემ_ამოიღმუვლა გოგომ.
-რამეში ეჭვი გეპარება?
-არა.
-რამეზე დალაპარაკება ან გარკვევა გინდა?
-არა.
-მაშინ წავედით_სწრაფი ნაბიჯებით წაიყვანა შენობისკენ და შესასვლელში გაჩერდა. -ხო, სხვათაშორის, ეს ბეჭედი ჩემი საოჯახო რელიქვიაა, რომელსაც ნიშნობის ბეჭედი ქვია, უფროსი ვაჟები ჩუქნიან თავიანთ საცოლეებს. ბოლოს დედაჩემის თითზე იყო მოკალათებული, ახლა შენია, შენ კი ჩვენს უფროს ვაჟს უნდა აჩუქო. სულ ესაა_მოწყვეტით აკოცა თვალებ გაფართოებულ გოგოს ტუჩებზე და სანამ ხმის ამოღებას მოასწრებდა, მანამდე შეიყვანა განათებულ დარბაზში.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

აუ რა კარგი თავი იყოოოო.ძალიან, ძალიან მაგარი.ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ❤️❤️
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი სტუმარი მაიკო

euffff nametani dacxaaa☺warmatebebi dalian kargi xar????????????

 


№3  offline წევრი თათია-თათა

რა კარგი თავი იყო, მაგრამ რა ცოტა :( მალე დადე რა შემდეგი

 


№4  offline წევრი Sofii_sofiaa

როგორმიყვარსს შენი მოთხრობებიი ????????
--------------------
ფეფო

 


№5  offline წევრი OKI ME

ვააჰ, ეს რა უუკარგესი თავი იყო?! ❤️❤️ ასე თამაშ თამაშში კი შემოუყვარდათ ერთმანეთი ❤️❤️ ვაი, საწყალო ნათია, გაგიგოს მანანამ :დდდ

მოკლედ, არ მახსოვს უკვე თუ მითქვამს თუმცა თუ განვმეორდი არაუშავს :დდდ მიყვარს მე შენი ისტორიები ❤️❤️ სხვანაირად კარგია. წარმატებები შენ და მოუთმენლად ველი ახალ თავს. ❤️ იმედს ვიტოვებ რომ დიდ ხანს ლოდინი არ მოგვიწევს შენს ერთგულ მკითხველებს :დდ ❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი Marimari

Martlac rom kargi tavi iyo, tbili da sayvareli, cota patara, ucbad wamekitxa:-) mgoni bolosken midis nel-nela. Warmatebebi

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

ღმერთო მგონი აღარც ვსუნთქაააავ :დ
ეს რააა იყოოოოოოოო....

"- ძალიან ლამაზი ხარ_იგივე მდგომარეობაში იდგა წყვილი.
-ეგ უკვე მითხარი.
-ძველ ნათიას აღარ გავხარ.
-ეგეც მითხარი_გაეცინა გოგოს.
-და მე შენ ძალიან მიყვარხარ.
-ეგეც ...... რაა?_წამში გაუფართოვდა თვალები
-მე შენ მიყვარხარ_ყურთან მიახლოებული ტუჩებით ჩაჩრუჩულა ყურში და იქვე დაუტოვა პატარა კოცნა."

აი ამ მომენტზე მუხლი მომეკვეთა :დ :დ
მართლა გეუბნები სუნქვა შემეკრა :დ ^-^

ყველაზე მაგარი თავი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში ჯერ ჯერობით...

ბოლო მომენტიც... აუ აუუუუუუუუუ როგორი საყვარლები არიააან ღმერთოოოოოო...

ძალიან გამიხალისა დღე ამ თავმა, აი ძალიააან.. ვგიჟდები მე ამ ისტორიაზე და წყვილზე უბრალოდ ვაბოდებ <3

 


რა ტკბილი და თბილი თავი იყო❤❤❤
მიხარია ურთიერთიბა რომ გაარკვიეს❤ იმედია ბოლომდე ასე იქნება❤❤❤

 


№9  offline წევრი isterichka123

ვაიმე ვგიჟდები მათზე და შენზეც ველოდები ახალთავს❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი ჲყო,მშვენიერი,თბილი,იმედიანი,მზიანი,სად სიყვარულია იქ ხომ სულ ბედნიერებააა,თანმხლები იუმორი ხომ საოცრად უხდება ისტორიას.მინდა რომ ჯერ არ დაამთავრო.

 


№11 სტუმარი ნიინა

აი.ძალიან მაგარია ოღონდ მართლა ფანტასიკურიააა❤ და იმედია ჯერ არ დაასრულეებ????❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო როგორი გიჟები არიან ისეთი სიყვარული ახსნა ჰქონდათ და ხელის თხოვნა პირდაპირ მადლობა წარმატებები ????????????

 


№13 სტუმარი სტუმარი ნანა

საუკეთესო არის ველით მომდევნო თავს ყველა ისტორია წაკითხული მაქვს თქვენი საუკეთესო ხართ მადლობაას გიხდით

 


№14  offline წევრი თათია-თათა

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№15  offline მოდერი naattii

უღღმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვერ წარმოიდგენთ როგორი გრძნობაა აქ შემოსვლა და ამდენი სითბოს მიღება ❤️❤️❤️ არ ვიცი ზუსტად რამდენ თავში დასრულდება, როგორც თომამ თქვა მარტივად მიღებული სიყვარული, სიყვარული არაა ;)

 


№16 სტუმარი ატბ

დღეს იქნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent