შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაზეც არავინ საუბრობს თავი 11


4-10-2020, 17:18
ავტორი spangebob
ნანახია 897

თავი 11
ჩავალაგე ჩემი პატარა ჩანთა, ბოლოჯერ ვსაუზმობდი როდესაც წინ ირაკლი დამიჯდა. შავი მაიკა ეცვა, თვალები ოდნავ ჩაშავებოდა და დაღლილი სახე ქონდა. მხოლოდ ყავა აიღო, მე კიდევ ჩემ კრუასანის სენდვიჩს შევექცეოდი. არცერთი ვიღებდით ხმას, თუმცა უნდა ვთქვა რომ საკმაოდ სასიამოვნო იყო მისი ახლოს ყოფნა. ერთი ჭიქა ყავის დალევის შემდეგ როგორც იქნა ამოიღო ხმა.
-ანუ მტოვებ ხო?-გამიღიმა.
-არ ღირს, ნუ გაართულებ- ვუთხარი და ავდექი წასასვლელად, მანაც მანქანამდე მიმაცილა.
-რა არ ღირს?
-ეს ყველაფერი, უბრალოდ ვიფიქრე და არ შემიძლია ასე გენდო, რა უნდა იყოს ისეთი რასაც ვერ მიყვები, ნუ ალბათ არცაა ჩემი საქმე, უბრალოდ ასე არ შემიძლია, ზედმეტად რთულია თან მაინც დამთავრდება.
-რატო დამთავრდებოდა?
-მე არ შემიძლია სულ ასეთი როლი მოვირგო და როდესაც იდეალურ პერსონაჟებს აღარ განვასახიერებთ ცხოვრება მოსაწყენი ხდება, მე კიდევ მთელი ცხოვრება ვერ მოვაჩვენებ თავს იმათ რაც არ ვარ, მარტო იმიტომ რომ ურთიერთობა არ მოგბეზრდეს- მე არ მოგბეზრდე, სწორედ ამის თქმა მინდოდა, თუმცა ზედმეტად რთული იყო თავი მომეყარა სიტყვებისთვის, უფროსწორად მეშინოდა რომ ეს რეალობა იყო.
არაფერი უთქვამს, ალბათ თვითონაც მიხვდა რომ მართალი ვიყავი, ცხოვრებაში მეორედ მინდოდა რომ მართალი არ ვყოფილიყავი, პირველად მაშინ როდესაც ეჭვები მკლავდა, რომ რაღაცას მიმალავდა, მეორედ ახლა. მანქანაში ჩავჯექი.
-მოიცადე.
-გთხოვ უბრალოდ... არ გინდა-იმედგაცრუებული მიყურებდა. მე კიდევ გზას გავუდექი, სარკეში ვხედავდი როგორ მიყურებდა სანამ თვალს არ მოეფარა. ადამიანები ხშირად ამბობენ რომ დაივიწყეს ამა თუ იმ ადამიანზე. რეალურად კი როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ერთ დროს, თუნდაც უმნიშვნელო, თუმცა შენი ნაწილი იყო, მასზე ფქრობდი და მას ესაუბრებოდი. თუნდაც ცუდად მოგცეოდა, ის ხომ იმ დროს გაბედნიერებდა, როდესაც კარგად იქცეოდა, თუნდაც რომელიმე ქუჩაზე ჩავლისას, სიმღერის მოსმენისას ან სრულიად ფოტოს ნახვისას, რომელიც მას არანაირად უკავშირდება, მოგონებები გიბრუნდება იმ ადამიანზე, რომელიც ერთ დროს შენი ყველა აზრის ნაწილი იყო, რომელიც გაცინებდა და გამხიარულებდა ცოტახნით მაინც. ის სულ გემახსოვრება, შეიძლება ისე მკვეთრად არა, როგორც სხვები, თუმცა ყველა ადამიანი რომელსაც კი ოდესმე შეხვედრილხარ შენი ნაწილი ხდება, იმის მიუხედავად როგორ „დაამთავრეთ“.
საბოლოოდ ვიაზრებ, რომ ჩემ აქ ჩამოსვლას კარგი არაფერი მოუტანია ჩემი კარიერისა თუ პირადი ცხოვრებისთვის. თუმცა ის კი ნამდვილად გავიგე რომ ეკატერინეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქონდეს ისე, რომც არც იცოდეს, თან ჩვენი მათთან კავშირის ერთადერთი გზაა. თუმცა ჩვენ ბოლო საუბარს თუ გავიხსენებთ არამგონია ჩვენი დახმარება მოინდომოს. გზიდან, ბენზინს როდესაც ვასხამდი, ეკატერინეს დავურეკე და ხვალ შეხვედრაზე შევუთანხმდი.
-რატომ უნდა მოვიდე თქვენ დასახმარებლად, შენ ხომ ჩემთვის არაფერი გაგიკეთებია.- მეუბნება ჭყიპინით. თვალებს ვატრიალებ და ღრმად ვისუნთქავ.
-იმიტომ, რომ საქმე მარტო ჩვენ არ გვეხება და ეს შენც კარგად იცი, არაა საჭირო რომ ბევრმა ადამიანმა გამოიაროს ის საშინელება, რაც შენ გადაიტანე და ამაში შენი დახმარება გადამწყვეტია. ალბათ გესმის ჩემი, ვიცი რომ საშინლად რთულია, მაგრამ შენს გარეშე ვერ შევძლებთ საქმეში წინსვლას.
-კარგი, დავფიქრდები და თუ გადავწყვეტ ხვალ მოვალ სამ საათზე.-სკოლის შემდეგ, გავიფიქრე ჩემთვის და ყურმილი დავკიდე.
დიდი გზა იყო, თუმცა იმდენი საფიქრალი მქონდა ისე ჩავედი, ვერც მივხვდი როგორ უცბად გავიდა დრო. უკვე ღამდებოდა როდესაც ანასთან მივედი. მარტო იყო სახლში და რაღაც ფილმს უყურებდა.
-ოჰ მიხარია რომ ცოცხალს გხედავ, რომ დაგერეკა არ იქნებოდა ურიგო.- წარბშეკრული მიყურებს. მე კიდევ გადავეხვიე და გავუცინე - ნუ რადგან კარგ ხასიათზე ხარ, გაპატიებ. აბა ისმის რაიმე ახალი?
-გთხოვ ხვალ ვილაპარაკოთ მაგაზე, დაღლილი ვარ ძალიან.
-კარგი- ფილმი დააპაუზა- იცი? რაღაცის თქმა მინდოდა.
-გისმენ- კონფორტულად მოვკალათდი ტახტზე.
-არ მეჩხუბო.
-რატო უნდა გეჩხუბო?- გამეცინა - პატარა არ ხარ, იცი რასაც აკეთებ, თან მეგობარი იმისთვისაა რომ სისულელეებს თუ აკეთებ გაგაფრთხილოს, თუმცა ყოველ შემთხვევაში მხარში დაგიდგები.
-მე და გიორგი ერთად ვართ- გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, როგორ ვერ მივხვდი ამ ყველაფერს.
-ალბათ იცით რასაც აკეთებთ- ვეუბნები
-ნატალი!
-თეას უთხარით? -არ ვიცი რა ვუთხრა ამ ყველაფერზე.
-იცი? ჯერ სერიოზულად არ ვართ ერთად, არ ვიცი რა ხდება უბრალოდ ერთად რომ ვიყავით წასულები ძალიან დავახლოვდით, თუმცა ვერ ვეკითხები- ბევრი მიზეზი იყო რატომაც მათი ერთად ყოფნა არ იყო კარგი აზრი, პირველი ისაა რომ ერთ ოთახში ყოფნას ვეღარ შეძლებდნენ რამე ცუდად რომ წასულიყო, თან მეგობარს კარგავ ფაქტობრივად. არ მესმოდა როგორ შეეძლო მისთვის სხვანაირად შეეხედა, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. თუ ადამიანს მეგობრად აღიქვამ თავიდანვე და მეტს არაფერს ფიქრობ, როგორ შეიძლება ერთ დღეს ბიჭად აღიქვა.
-მემგონი უნდა დაელაპარაკო და უთხრა რას გრძნობ, როგორი ურთიერთობა გინდა და შენც დაისვენებ როდესაც გაარკვევ რას ფიქრობს- ალბათ მათ საქმეში არ უნდა ჩავრეულიყავი, ორივემ იცოდა რასაც აკეთებდა და თუ ისინი ბედნიერები იყვნენ, მეც მიხარია მათ გამო.
-არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო, იქნებ არ მიყურებს სერიოზულად.
-მერე არ უნდა გაარკვიო? ჩემი აზრით ჯობს იცოდე რეალურად რაც ხდება.-ვუთხარი და მეტი იმ დღეს აღარ გვილაპარაკია ამ თემაზე.
მოვუყევი ჩემი „გამოძიების“ შესახებ, ცოტაც ირაკლიზეც და ფილმს ვუყურეთ.
-ჩემი აზრით, თქვენი ამბავი კიდევ გაგრძელდება. - მითხრა სიცილით.
-ჩვენ ხომ გავარკვიეთ უკვე ყველაფერი, აღარაფერია განსახილველი.
-უყვარხარ, არცერთი ადამიანი არ დადგება ამდენხანს და უყურებს როგორ მიდის მანქანა, თან ჩხუბის შემდეგ.- შემდეგ მიხვდა რომ რაღაც არასწორი თქვა ჩემი მზერა რომ დაინახა- იცი გედების ამბავი? მათ პარტნიორი რომ უკვდებათ, ისე უყვართ ერთმანეთი, რომ ბოლო „გედის სიმღერას“ ასრულებენ და თავადაც კვდებიან, რომანტიულია არა? მინდა რომ მეც ვუყვარდე ეგრე ვინმეს.- თემის გადატანას ცდილობდა, სულ ასე აკეთებდა როდესაც ეგონა, რომ რაიმე არასწორს ამბობდა და ამის გამო არაკონფორტული სიტუაცია შეიქმნებოდა. უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ ეს ეფექტური ხერხიც კი იყო თემის შეცვლის, განსაკუთრებით ხალხმრავალ წვეულებაზე, როდესაც ხალხი მხოლოდ მოსაწყენ თემებზე საუბრობს. ანას სულ შეეძლო ადამიანის გამხიარულება, რაც ძალიან კარგი თვისება იყო. რაც არ უნდა დასტრესილი მისულიყავი მასთან ის სულ შეძლებდა შენს გამხიარულებას და შესაძლოა შემდეგ გულიანად გეცინა ამ სიტუაციაზე და გეფიქრა „რა სულელი ვარ ამაზე როგორ ვდარდობდიო“. თუმცა თავად საშინლად გამოსდიოდა პარტნიორების არჩევა და სრულ სასოწარკვეთილებამდე მიდიოდა ყოველი მისი ურთიერთობა. თითქოს ის ყველა კარგ თვისებას კარგავდა და ეჭვიან შეყვარებულად გადაიქცეოდა, რაც მის შეყვარებულს ალბათ სულს უხუთავდა და მიდიოდა. ალბათ კარგიც კი იყო გიორგისთან რომ იყო ახლა. ის მას იცნობდა და არ მისცემდა სასოწარკვეთის საშუალებას, ის ყველაფერს ეცდებოდა მისი ბედნიერად ყოფნისთვის და მხარში ამოუდგებოდა ყველა სულელურ გადაწყვეტილების მიღებისაც კი.
-როგორ შეიძლება ვუყვარდე, არც კი მიცნობს.
-ვინ თქვა მერე რომ ადამიანი ტვინით გიყვარდება, ეს გულიდან მოდის- და გულზე იტყაპუნებს ხელს და ოდნავ თავს ხრის, ორივეს გვეცნება.
-კარგი კუპიდონო, ძილის დროა, ჯობია წავიდე.
-შეგიძლია დარჩე.
-არა სახლში მირჩევნია, ხვალ გნახავ. - ტაქსი მალევე გავაჩერე და სახლში შესვლისთანავე იმ ცხოვრებას დავუბრუნდი, რომელიც ცოტახნით დავტოვე და აღარც კი მახსოვდა რა კარგია სახლში ყოფნა. კარგია მარტო ყოფნა, სიმყუდროვეა, სითბო. ტანსაცმელს ვალაგებდი და თან მობილურს ვამოწმებდი, ვითომ და რამე დამხვდებოდა. შემდეგ შეძლებისდაგვარად სახლიც კი დავალაგე, იმის მიუხედავად, რომ ღამის ორი საათი იყო. ვიფიქრე საჭმლის გაკეთებაც, თუმცა ძილი გადავწყვიტე ბოლოს. ვის რად უნდა შეყვარებული, რომელიც ამდენ თავისუფალ დროს გართმევს და შენი თავისთვის აღარ გრჩება. ბოლოჯერ შევამოწმე ტელეფონი და დავიძინე.



№1 სტუმარი სტ

მალე დადებ შემდეგს?

 


№2  offline წევრი spangebob

სტ
მალე დადებ შემდეგს?

დღეს დავამატე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent