შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნახევარი


4-10-2020, 20:39
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 841

აღელვებული, ბოლთას ვცემდი ოთახში და გვერდით მჯდომ სანიკიძეს ვბურღავდი მზერით, რომელიც იჯდა და მოთქვამდა
-მოყევი. მოთმინების ფიალა ამევსო და რაც შეიძლება ხმამაღლა ვიყვირე
-ორსულად ვარ!
ისე მოირბინა ამ ფრაზამ ოთახის ყველა კუნჭული, ციცისთან რომ პატარა ღრიჭო იყო იქაც გაძვრა და ზუსტად ნახევარ საათში ყველამ იცოდა, მართას ორსულობა.
სამზე, გიგი სანდრო და თეკლა ჩემთან იყვნენ...
არ დამავიწყდება გიგის იმედგაცრუებული მზერა და სანდროს დაბერილი ძარღვები.
თეკლას ცრემლებით და მართას გათეთრებული სახით..
-ამაღლობელისგან იყო ორსულად, ხო არც მეტი არც ნაკლები, ნახალოვკელი უჩა ამაღლობელისგან.
**
ყველაფერი სანდროს დაბადებისდღეზე დაიწყო ჩვენ ხუთნი კუთხეში მდგარ ბარს, თავზე ვიმხობდით და გვერდით მყოფებს არც ვიმჩნევდით. მართას გიჟირი სიყვარული იცოდა ყველამ, მთელმა საბურთალომ და ნახალოვკამ. იცოდა უჩა ამაღლობელმაც. მხოლოდ სანდრომ და გიგიშამ არ, როგორღაც ვახერხებდით ამ ყველაფრის დამალვას. იმ საღამოს ამაღლობელიც იქ იყო, მისიანებთან. მართას ისე უყურებდა, სამჯერ წვენი გადასცდა, ოთხჯერ მოვასულიერე...
ფერი არ ედო, კანკალებდა და ამას ემატებოდა უჩას ცინიზმით სავსე თვალები.
სანდრო, რომ მოეხვია მართას მანდ გაჭედა ამაღლობელმა. ძლივს იკავებდა თავს, მე ხომ ვხედავდი. სულ სხვანაირად იყურებოდა. მართა ცოცხლებში აღარ ეწერა.

ნახევარ საათში, მართამ რომ თქვა ამაღლობელმა გამოდიო მე გავხდი მოსასულიერებელი და ვუთხარი არ გახვიდეთქო. ყველაზე უპრინციპო გოგოსავით ადგა და გავიდა.. პირველად ავირიეთ მაშინ მე და მართა.
აღარც კი ველაპარაკებოდით, თეკლა გადარეული იყო, ესე არ იცით თქვენო, რა მნიშვნელობა ჰქონდა ვერ ვაპატიე, ჩემს მეგობარს სიტყვის აგდება. ასეთი იყო ქეთა ბახტაძე, ცოტა გიგშასეული, ცოტა თეკლასეული, სანდროსეული, მართასეული და მაინც ყველაზე ქეთასეული.

მაშინ მოხდა ის რაც, უნდა მომხდარიყო ალბათ. ამ გადმოსახედიდან, ახლა ასე ვფიქრობ მაგრამ მაშინ ყველაზე მეტად მეტკინა, მართას რომ ნახალოვკის რძალი უწოდეს.
--
ნახევარი საათი ჩვენი ლიმიტირებული დროა, დოგმად გვაქვს და სულ მალე, საფიცარიც გავიხდებოდა.
ხოდა ზუსტად ნახევარ საათში კორპუსთან ნახალოვკელები გაჩნდნენ. მთელი კორპუსი ახმაურდა. ქეთა ბახტაძეს კითხულობდა ყველა. ეზოდან გიორგამ დამიყვირა.
-გეძებენო. მართას გადავხედე, ფერი ისევ არ ედო, თეკლა ტიროდა.. გიგას და სანდროს ამ ამბავში გარევა არ შეიძლებოდა და ისევ მე გავყიალდი გარეთ.
იმას მაშინვე ვხვდებოდი, რომ ამაღლობელი ის ტიპი არ იყო მართა, ბავშვიანად ვინმესთვის დაეთმო.
-ქეთას სალამი! კუთხეში მდგარმა მალევე გადააგდო სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი და მომიახლოვდა.
-გამარჯობა! არ ვიცნობდი.
-ჩამოვა თუ მე ავიდე! მეოთხესკენ მანიშნა და ფეხებში ძალა წამერთვა როცა მართა დავლანდე აივანზე
-არავინ არსად არ ჩამოვა და მითუმეტეს შენვერ ახვალ ჩემს სახლში.
ეს რამ მათქმევინა არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მეგონა მართას ვუშველიდი.
-დიდი პატივი და მოწიწება, მაგრამ იქ ჩემი ქალია, ჩემი შვილით!

როგორ ჩამოიყვანეს მართა და როგორ გახდა მათი რძალი არაფერი გამიგია. ქორწილის დღეს მოვედი გონს და თეთრ კაბაში გამოწყობილ ჩემს გოგოს გავხედე. ისეთი ჩემეული იყო, ისეთი ლამაზი ცრემლები წამომივიდა.
ხომ გითხარით ყველაზე მეტად ის მეტკინა ნახალოვკის რძალი, რომ უწოდეს და გიგიშას გავხედე.
სანდრო არ იყო, თეკლა გიგას ამშვიდებდა, მხოლოდ მე ვიყავი ის ვინც უნდა მისულიყო. არც მიფიქრია ისე ავდექი და მართასთან მივირბინე.
თავდახრილი იჯდა, განადგურებული, უჩას ძლიერი მკლავი ეხვეოდა წელზე.
მე დავიკავე მისი ადგილი. ძლიერი სუსტმა შეცვალა.
-ძლიერი უნდა იყო! მოვეხვიე
-არ მაპატიებენ.
-როგორ არა, უბრალოდ დროა საჭირო.
-ჩემ გამო დაუპირისპირდებიან ქეთ ესენი. უჩა ვერ აიტანს სანდროს ჩვევებს, მისთვის ასეთი მეგობრობა საზღვრებს სცდება, მე მათ გარეშე არაფერი ვარ.
-რას ქვია ვერ აიტანს? მოვკლავ ჩვენთან ყოფნა, რომ აგიკრძალოს
-ბახტაძე შენ ძაან მემუქრები და შენს დაქალს ქორწილშივე ნუ დააქვრივებ. შუბლზე აკოცა და მაშინ მივხვდი უჩა ჩვენიანი იყო. მნიშვნელობა სხვა არაფერს ჰქონდა.
შემოსასვლელს გავხედე, სანდრო მოდიოდა. ისეთი გალანტური იყო, ნია ედგა გვერდით. ბედნიერება დასთამაშებდა სახეზე.
მართა ყბა ჩამოვარდნილი იდგა, მე უფრო.
-სანდროო! სიტუაცია გავანეიტრალე და მოვეხვიე, ჯერ მას მერე სიფრიფანა ნიაკოს.
-ჭუკი! ცხვირზე ჩამოგკრა თითი და ამაღლობელის ცოტა ეჭვნარევი მზერა მაშინვე დააფიქსირა
-ჭუკი მე და ნიაკო, მშობლები ვხდებით და იქნები ჩემი შვილის ნათლია?
აქ უკვე ამაღლობელიც ულოცავდა სანდროს. ერთი ბედნიერებიდან, მეორეს ავღნიშნავდით. მართა ნამდვილ პატარძალს დაემსგავსა, იღიმოდა, უჩას ეხვეოდა. იცეკვეს...
ბედნიერებით დახუნძლული ვიყავი, ისეთი გახარებული...
მამიდ-დეიდა ერთდროულად ვხდებოდი..

--

უჩას დაბადების დღეზე შევიკრიბეთ ყველა. სანდროც...
ჩვეულებრივად ვიყავი, არაფერი განსაკუთრებული. ოდნავ გამობერილ მუცელზე ხელს ვუსვამდი მართას და არდაბადებულ ბავშვს ვასწავლიდი, რომ უნდა ვყვარებოდით, ჩვენ ოთხეული.
მართა დამცინოდა.
-აკა მოვიდაო. უჩამ, რომ დაიყვირა შემეშინდა და ბრაზით გავხედე სიძე ბატონს. ხოდა ეს ბრაზი იქვე გაქრა ზემოთ ხსენებულ აკაში, ჩემი ბავშვობის სიყვარული, რომ ამოვიცანი ავწითლდი და თეკლას გავხედე. ფხუკუნებდა..
დავებღვირე..
იცოდა აკა ონიანმა ჩემი გრძნობების შესახებ? არა. ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო, ყველაზე გამორჩეული ბიჭი, სკოლის თვალი. კარგ ბიჭობდა და ამასთანავე კაი ბიჭობდა. უმაღლესი ქულები ჰქონდა სკოლაში, გამოცდებზეც. ასეთები იშვიათნი არიან, სწორედ ეგ განზომილება იყო აკა.
მაშინ, რომ გავიგე საფრანგეთში აბარებს და იქ უნდა გადაცხოვრდესო, ნაწილებად დავიშალე. არ ვიყავი ის გოგო, ოცნებებს რომ აბრმავებინებდა თვალს, მაგრამ წასვლა... წასვლა ის იყო რაც მანადგურებდა.
ნახევარი წელი, მოვუნდი უაკაობას. ბოლოს შევეჩვიე, აღარ დავეძებდი ნანუს კაფესთან, არც დეას კორპუსთან, არც კიკვიძეებში და საერთოდ არსად...
ხოდა ახლა, როცა ისევ ჩემს წინ იდგა, პატარა ბავშვით ხელში გული მიმდიოდა..
-მისი შვილია! თეკლამ გადმომიჩურჩულა და აქ დაინგრა მეორედ ქეთა ბახტაძე. მორალურად გამანადგურა ონიანმა.
მხოლოდ ის და მისი შვილი იყვნენ ყურადღების ცენტრში, ცოლი არ ყავდა მოყვანილი.
,,ალბად ცოტახანს გამოასეირნა ბავშვი, ცოლს ასვენებს"

ის ყველაზე დიდი შოკი იყო, რატომღაც უჩამ, რომ ჩემს გვერდით ჩამოასკუპა და მაშინვე დაუბღვირა მართამ. გავიყიდე. მართამ გამყიდა. თვალებით მებოდიშებოდა მაგრამ აზრი? ისე განვიცადე ცოტაც და პატარა ბავშვივით მოვაღებდი პირს.
-შენ ხომ ქეთა ხარ ბახტაძე? მესროლე ღმერთო რამე. ის ხმა, ის გამოხედვა, ის სითბო და აკა...
-კი
-პატარა ქეთა. ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე და სიგარეტი აატრიალა თითებში
-მამა გეყოს რა!
,,მამა" ისე ცუდად მომხვდა ყურში გავღიზიანდი
-დედას მამუკაც სულ ეწევა, თან დედა უშლის მაგრამ არ იგებს. მე კიდევ როგორ დავუშალო ჩემი მამა კი არაა, ნიტასია.
-მამ ნიტა შენი დაა. დავინახე როგორ აუთრთოლდა ხელები
-ჩემი და იქნება შენი შვილი, ის მამუკასია.
,,არ არიან ერთად" ტვინში განგაშის ზარებმა დარეკა. არ მიხაროდა, არც მწყინდა, სადღაც შუალედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
ისე გავერთე ფიქრებში, როდის გადმოსკუპდა ბავშვი ჩემს მუხლებზე ვერ გავიაზრე
-შენი ფოტო აქვს მამას! საქვეყნოდ გამოაცხადა. ისე დამცხა, ისე ამეწვა თვალები ძლივს შევიკავე თავი არ მეკივლა. გაოცება, სიყვარული ტკივილი ერთდროულად დამეუფლა და მომღიმარ აკას გავხედე.
-არავის ანახებს, დედამ რომ იპოვნა მაშინ გავიგე, რომ ადრე უყვარდი.
-ალბათ გეშლება.. დამშვიდება ვცადე
-მე? ნენე ონიანს? ისე გაიკვირვა დამცირებულად და შემცირებულად ვიგრძენი თავი.
-მამ. ხელი დაუქნია
-ახლა ვუყვებოდი ამ გოგოს, რომ მისი ფოტო გაქვს. არ სჯერა და უთხარი, რომ ტყუილები არ იცის ნენემ. კისერზე ჩამოეკიდა
-ხო ქეთა, ტყუილები არ იცის ნენემ. თვალი ჩამიკრა და ნენესიანად გავიდა გარეთ.

თუ გინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაემსგავსოს შენი არსებობა კითხვის ნიშანს, მაშინ ზუსტად ის უნდა გამოსცადოთ რაც მე, იმდენად ავირიე, რომ აზროვნების უნარიც არ მქონდა. მისეული სუნი ჯერ კიდევ ტრიალებდა ჰაერში.
უსიტყვოდ ავდექი და წამოვედი.
მთელი სხეული მიდუღდა, ლავა დასხმულს ვგავდი. ფეხზე ბალეტკები გავიხადე და გახურებული ფეხის გულები სველ ასფალტს შევახე.
შვება იყო მხოლოდ სხეულისთვის, სულში არაქეთასეული არეულობა მქონდა. ეს მდგომარეობა ჩემი არ იყო.
საბურავების მჭახე ხმაზე ისე შევხტი, მეგონა აქ აღარ ვიყავი. ნოე იყო აბაშელი.
შენღა მაკლდი...
-ქეთა წამო გაგიყვან.
-იყოს ნოე ფეხით მირჩევია
-წამო რაა, წამო. ხელკავი გამომდი და სირბილით მიმიყვანა ავტომობილამდე.
ჩაჯდომა და ცის ღრიალი ერთი იყო. ისეთი წვიმა წამოვიდა ცხოვრებაში პირველად ვემადლიერებოდი აბაშელს.
-აკა დაბრუნებულა. მადლიერება გაქრა
-მართლა? ვითომ გამიკვირდა
-დღეს ვნახე, გიკითხა.
ყველაზე დიდი გულისფეთება დამემართა.
რა უნდოდა ონიანს?

მანქანა სახლის წინ გამიჩერა და გადმომხედა
-აკასთან არ იყო რა! მეტს იმსახურებ. ისე ჩაეკეცა თვალთან კანი, მეგონა იტირებდა.
-აკა არ იქნება ჩემთან ნოე. გავუღიმე და დავტოვე.

კორპუსის შესასვლელთან იდგა, მარლბოროთი ხელში, თვალებ მოჭუტული და მათვალიერებდა.
მის თვალებს ურცხვად დაატარებდა მკერდიდან ლავიწამდე, ლავიწიდან სახემდე და ასე უსასრულოდ.
გვერდის ავლა ვცადე, დამიჭირა.
-რანაირად უძლებ ქეთ? როგორ უძლებ ასეთ დოზას? ლოყაზე მაკოცა.
არაფერი მითქვამს გავუღიმე და შევედი.

იმ დღის შემდეგ აკა ჩემს ყოველდღიურობად იქცა. ყველგან იყო, სადაც შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი.
ნანუს კაფეს დაუვრუნდა კიკვიძეებსაც და დეას კორპუსსაც. კარგი ბიჭობიდან ისევ კაი ბიჭობაზე ჩამოვიდა.
უბანში სიტყვა არ ითქმებიდა ონიანის გარეშე. რომ დაინახავდნენ ისეთი ყიჟინა ტყდებოდა კარგი ტომის ბელადს შეშურდებოდა.
ასე გადიოდა დღეები. არ მაწუხებდა უვრალოდ ყველგან იყო.
არც მე ვაწუხებდი.

,,ჩამო რა საქმე მაქვს" მობილურზე შეტყობინება, რომ მომივიდა მაშინვე მივხვდი ის იყო.
გრილი საღამო იყო მაგრამ მე მცხელოდა. ფართხუნა კომბინიზონი მეცვა.
-გამარჯობა. გამიღიმა. ისევ ისე ეჩხვლიტებიდა ლოყა.
-გაგიმარჯოს. ისევ არ ვგავდი ქეთას
-ქეთ, ნახევრის გჯერა?
როგორ მეთქვა მჯერა კი არა ჩემი განუყოფელია ნახევარითქო.
-ალბათ მჯერა
-ხოდა ორი ნახევარი არსებობს. მნიშვნელობა არ აქვს, სადაც არ უნდა წახვიდე ბოლოს მაინც მას უბრუნდები.
-აკა
-ჩემი ნახევარი ხარ ქეთ.

შვიდის ნახევარი იყო, სასაცილოა. ყველაზე ბანალური სიტყვები ბედნიერების საწყისად, რომ მექცა.
-მართა მშობიარობს.
შვიდის ნახევარზე მეორედ შემიქანდა გული.
-სანდროს ბიჭი ეყოლა.
მესამედ...
-ისუნთქე ქეთა. მაკოცა...
აქ უკვე მეოთხედ...

---
გამარჯობათ, დღეს შემომეწერა. ბევრი შეცდომა იქნება, ვიცი. ბოდიშით!!



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია იყო ვიმხიარულე მაგრამ ახალი თავი დადეთ მალე საინტერესოა მადლობა წარტებები ????????????????

 


№2  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია იყო ვიმხიარულე მაგრამ ახალი თავი დადეთ მალე საინტერესოა მადლობა წარტებები ????????????????

ეს არ არის მოთხრობა, რომელიც თავებად დაიდება, უვრალოდ პატარა მინი ისტორიაა კონკრეტულ შემთხვევაზე. მადლობა, რომ წაიკითხეთ! ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Kuku

ახალი დიდი ისტორიით როდის დაბრუნდები.?

 


№4  offline წევრი duchi_duchi

შრამიანს დასასრული არ აქვს?აქ ვერ ვიპოვე და თუ არ აქვს არ დაასრულებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent