შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (1)


5-10-2020, 01:51
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 715

ავტორის პოვ:
გული სწრაფად უცემდა უსუსურ ქალიშვილს ,რადგან უკნიდან აშკარად ესმოდა ნაბიჯების ხმა, რომლებიც
ნელ-ნელა უახლოვდებოდა.
ეშინოდა ,თან როგორ!
მაგრამ ყველანაირად ცდილობდა სწრაფად გაეგრძელებინა გზა,ისე რომ ადამიანს, რომელიც უკან მიჰყვებოდა ვერ მიმხვდარიყო,რომ გოგონამ უკვე გააცნობიერა ის ფაქტი,მამაკაცი მას უკან მიჰყვება!
სულ რაღაც 5 წუთი გავიდა და ასე უშედეგოდ ცდილობს გოგონა ხელიდან დაუსხლტეს შეუმჩნევლად,პიროვნებას, რომელიც ყოველ წუთს უფრო და უფრი უმატებს ტემპს და გოგონას უფრო მეტად უახლოვდება!
გოგონა უკვე პანიკაშია და ჩანთიდან ხელის კანკალით იღებს ტელეფონს ,სასწრაფოდ უნდა დარეკოს და გააგებინოს ვინმეს, რომ საფრთხეშია,ქუჩაშიც სახიფათო სიბნელეა!
განსაკუთრებულად ბნელა და სახიფათოდ დაუღამდა ქალიშვილს,ისე რომ ბიბლიოთეკაში მჯდომმა ვერც გააცნობიერა ეს.
ნუთუ გვიანია შებრძოლება?
უნდა დანებდეს?
იცის რომ ის უკვე ახლოს არის.
უკვე ისეთი ახლოდან ესმის მისი ნაბიჯების ხმა!
გული მეტად უჩქარდება,უკვე ჰაერი აღარ ჰყოფნის!
მისი სხეული კი დასუსტდა.....რა იქნება შემდგომ?
შეძლებს გადარჩენას?
ნელ-ნელა ახსენდება ფერადი დღეები ,მისი ბავშვობა,მისი აწმყო,მომავლის გეგმები,საყვარელი ადამიანები და უეცრად მხოლოდ სიბნელეს ეჯახება,გაურკვეველი მიმართულებით, რომ მიჰყავს შიშისგან აკანკალებულს!
არ იცის თუ გაახელს კიდევ თვალს ,მაგრამ იმედი მაინც  აქვს რომ გადარჩება!
უეცრად კი მთელს გარემოს მოედო მისი უსხეულოდ დარჩენილი სულის კივილი, მაგრამ არც ერთ ადამიანს არ ესმოდა ქალიშვილის ტკივილი!

როუსის პოვ:
იმედი....იცით ეს სასაცილო განცდაა და მომენტი ,როდესაც მხოლოდ რაღაცის "იმედი "გაქვს,დამიჯერეთ და გაითვალისწინეთ რომ განწირულები ხართ....იძახიან რაც გიწერია არ აგცდებაო ხოდა და აი მეც....მე მომკლეს.

მომკლეს 23 წლის ასაკში,მომკლეს და წარმართვეს ყველანაირი შანსი ,წამართვეს სოცოცხლე, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ!
მაგრამ...მაგრამ...ეს არ იყო დასასრული.
ეს არ იყო ის სიკვდილი, რომელსაც  ყველა აღწერდა!
ეს იყო მეორე შანსი,ახალი ცხოვრება ,ახალი მე!
მე კი ის ახალი მე უფრო მომწონს და ვიცი მისი დახმარებით საწადელს მივაღწევ.
ამაში დარწმუნებული ვარ!
მაგრამ აი ჩამესმის ხმები...აზრები,რომლებიც გულს მიტეხენ.
ისინი ყვირიან!
ყვირიან!
ყვირიან!
სული გაყიდეო!! უგუნურო,ბინძურო,ცოდვილო!!
ეს რა გააკეთე!??
სული გააყიდეე?!!! გაყიდე?!!
ჯოჯოხეთისათვის გაწირე შენი თავი?
აი რას მეტყოდა დედა...მხოლოდ დედა მიდგას თვალწინ,მისი დარდიანი თვალები და თბილი ხელები, რომლებიც ჩემსკენ ცდილობენ მოწვდომას,ჩემი ცივი ,მკვდარი სხეულისკენ.
მაპატიე დედა,იციი მე ამას ჩვენთვის ვაკეთებ.
როგორი თამამი ვარ ამ მომენტში!
როგორი გაბედული და უშიშარი!
მე დავდე ხელშეკრულება დემონთან ,რომელიც მეორე შანს დამპირდა.
მითხრა რომ ახალ სიცოცხლეს მაჩუქებდა...განა მშვენიერი არ არის?
რას იტყვით?
თქვენ რას მოიმოქმედებდით ჩემს ადგილას?
დათამხმდებოდით მას?

წყეულიც იყოს ეს თვალები!
როგორი ადამიანური და ლამაზია.
მძულს ეს მისი ვითომ იდეალური ღიმილი და სხეული, რომელიც ხელოვნების ნიმუშს უფრო წააგავს,ვიდრე "სხეულს "რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ.
ჩემს წინ მდგომ მაგიდას მიყუდებოდა, რომელზეც ხელშეკრულების ფურცელი იდო,სწორედ ის ფურცელი რომელზეც ხელი მოვუწერე .

-არ ვაპირებ კომპრომისებზე წასვლას, არაფრის გამო და არ მინდა იმედები გამიცრუო.
იმასაც არ ვისურვებდი, რომ ჩემი გეგმები წყალში ჩაყარო.
იცი შენთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს როუს...ამიერიდან შენ მე მემსახურები და ჩემი სახელით არსებობ,გასაგებია ეს?
ნელა მომიახლოვდა და ხელი ნიკაპზე მომკიდა ,თავი ამაწევინა და მეტად მომაშტერდა .
მე კი ჯერ კიდევ შიშისგან თვალს ვერ ვუსწორებდი და მის წინ თავ ჩახრილი ვიდექი .
მაგრამ ვგრძნობდი როგორ მაშტერდებოდა !
ვგრძნობდი ამ დაჟინებით მზერას  და ჟრუანტელი მივლიდა მთელ ტანში.
-თუ ფიქრობ, რომ ამას თავს ვერ გაართმევ უბრალოდ უარი მითხარი პატარავ.
უკან დასახევი გზა ყოველთვისაა. უბრალოდ ნება მომეცი სააბოლოდ მოგკლა და შენი სული ვშთანთქო.
შემდეგ კი სამუდამოდ გაქრები.
ისევ ისე მიყურებდა,ოღონდ ამჯერად მაცდური ღიმილი დაკრავდა სახეზე,მე კი ისევ უხმოთ ვიდექი მის წინ.
რა უნდა მეთქვა?
შოკში ვიყავი ამ წამს!
ის კი ამაზე აშკარად გააღიზიანდა და ცოტახანში უხეში შეხება ვიგრძენი,ისევ ნიკაპზე...მან უხეშად მომკიდა ხელი და თავი ზემოთ ამაწევინა.
-მე კომუნიკაცია მჭირდება შენთან სულელო გოგო და არ ვაპირებ შენი დუმილის ატანას!
ხმა ამოიღე!
მითხარი გინდა ეს თუ არ გინდა??!
ამოიღე ხმა!!
ცრემლები მომადგა თვალზე!
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
ამ წამს დემონი გავაბრაზე?!
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ისეთი არაფერი დამიშავებია,რას ითხოვს ჩემგან?
მე მისი მეშინია! მეშინია!!
-შენი მეშინია.
სასოწარკვეთილმა ძვლივს ამოვიღე ხმა და სუსტად წარმოვთქვი წინადადება,რაზეც ჩაიცინა და ხელი ნელა მიშვა .
-მაპატიე ,ცოტა უცხოა ჩემთვის შენნაირ კარგ გოგონებთან კონტაქტი.
თქვა და კედელს აეყუდა.
-ცოტას ვნერვიულობ.
ჩაღიმებით თქვა და თავი უკან გადაწია.
-იქნებ არ მოგეწონო?
თვალები დახუჭა,ისეთი სახე ჰქონდა თითქოს რაღაც სიამოვნებას განიცდისო!
სავარაუდოდ ჩემი წვალებით და შეშინებით,მე კი სულელივით მივჩერებოდი და სულის შეძვრამდე მეშინოდა მისი.
-ან იქნებ მე არ მომეწონო?
დაასრულა წინადადება და წითელი თვალები მომანათა!
ჩემს გარშემო კი უეცრად ყველაფერი აალდა!
გარშემო წითელი ცეცხლი აღელვებული ედებოდა ყველაფერს.
მოულოდნელობისაგან ვიკივლე და ძირს ჩავიკუნტე ,თავზე შემოვიწყე ხელები ,თავდაცვის მიზნით,მაგრამ ეს რას მიშველიდა?

მომკლავს!

ნამდვილად მომკლავს!

მაგრამ ცოტახანში მის სიცილზევე
ნელ-ნელა ავწიე თავი და დავინახე, რომ ცეცლი გამქრალიყო,მხოლოდ ის იდგა ჩემს წინ და ბოლო ხმაზე იცინოდა !
-სასაცილო ხარ,მომწონს ასე რომ გეშინია ჩემი და გირჩევ ბოლომდე ასე იყო.
არც გაბედო და არ მიღალატო ,თორემ მომიწევს სასტიკი წამებით მოგკლა,რა სამწუხაროა ხომ?
ჩვენს საკუთრებასაც არ ვინდობთ ჩვენ.
შეშლილი ღიმილით ჩაიკუნტა ჩემს წინ და ისევ ამაზრზენად მომაშტერდა,მე კი იმის მიუხედავად,  რომ მისი ისევ ძლიერ მეშინოდა,თვალი აღარ ავარიდე და ვუპასუხე.
-მე დავდე შენთან ხელშეკრულება და ასეც იქნება ფრედერიკ,შეგიძლია რაც გინდა ის გამაკეთებინო,არ ვაპირებ ღალატს.
ვუთხარი გაბედულად და იმის გახსენებაზე თუ სადამდე მივედი და რა გადაწყვეტილება მივიღე ,ნაკადულივით ჩამოედინა ჩემი თვალებიდან ცრემლები.
-საინტერესოა.
კარგი,კარგი...ეს მომწონს როუს,ძალიან მომწონს!
მიყვარს ,როდესაც მიჯერებენ,კონტროლი მიყვარს.
ამ თამაში მე დომინანტი ვარ.
თქვა კმაყოფილმა ცოტახანი დუმილის შემდეგ და ფეხზე წამოდგა.
ზურგით იდგა და მხოლოდ მის განიერ მხრებს ვხედავდი,აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა ,მაგრამ რაზე?
-აბა რით დავიწყოთ?
სუსტად მომესმა მისი მაცდური ხმა,რაზეც სულ ავკანკალდი მოსალოდნელის წარმოდგენაზე,ვიცოდი მე არ მინდოდა ეს,მაგრამ მაინც მომიწევდა ამის გაკეთება.

-ვის შეაცდენ პირველს?
ან რას გეკითხები...სჯობს მეთვითონ გაგაცნო მსხვერპლთა სია.
მომყევი!
შემდეგ ესღა მითხრა და წინ გამიძღვა.
მეც რა უნდა მექნა?
გავყევი.


კი მაგრამ რამდენი საარკეა ამ დაწყევლილ ადგილას?!!!
გული მერევა!
გული მერევა ,ამაზრზენია ეს გზა ,რომელსაც ახლა გავდივარ.
მივდივარ და შეძრწუნებული ვარიდებ თვალს სარკეებს, რომლებიც ჩამწკრივებულნი არიან მწკრივში და რაღაც გზას ქმნიან,სწორედ იმ გზას ,რომელსაც ახლა ჩვენ მივუყვებით.
მშვიდად მიაბიჯებს დემონი ჩემს წინ ,მე კი დაბნეული და შეშინებული მივყვები უკან!
და როგორ არ მინდა ჩემი გამოსახულება დავინახო სარკეში,არ მინდა,ვერ შევძლებ,ვერ შევძლებ!
ვერ შევძლებ და ვერ გავუსწორებ თვალს ჩემს თავს,მძულს! მძულს!
-ვხედავ არც ისეთი დიდი მოყვარული ხარ შენი გარეგნობის.
მას რა ჩემი ფიქრები ესმის?!
ეს როგორ შეამჩნია?
-რ-ა? რას გულისხმობთ?
ვიკითხე დაბნეულმა გაუბედავად.
-იმას რომ შენს თავს სარკეში არ უყურებ,მე ყველაფერს ვხედავ.
გეგონა ამას ვერ შევამჩნევდი?
მომღიმარმა გამომხედა უკან და ისევ მშვიდად განაგრძო გზა,მაგრამ როგორც ჩანს სათქმელი ჯერ კიდევ ჰქონდა.
-შემიძლია ის გარეგნობა მოგცე,რომელიც გსურს,უბრალოდ შენ აირჩიე.
ეს რომ მითხრა ცოტახანს გავჩერდი,თან ისე რომ ჩემმა გაჩერებამ ცოტა ხმაური გამოიწვია .
თავი ჩავხარე და ვეცადე შემეკავებინა სიტყვები, რომლის თქმაც მინდოდა,მის თვალწინ უფრო უსუსურს გამომაჩენდა ,მე კი საკმარისად უსუსური და სუსტი ვიყავი უკვე მის თვალში!
აღარ მინდოდა  მეტად,აღარ!

მაგრამ...ვერ მოვითმინე.

-გარეგნობა არაფერ შუაში არაა.
შეკრული შუბლით ავწიე თავი და მეც თვალი თვალში გავუყარე ,შემდეგ კი გავაცნობიერე, რომ მიხვდა ჩემს სათქმელს.
-ნუ გგონიათ რომ ყველაფერი შეგიძლიათ...მე მოვაგვარებ ჩემს თავთან პრობლემებს ბატონო დემონო. თქვენ მე საერთოდ არ მიცნობთ,მაგრამ ვერ ვხვდები ჩემს გრძნობებზე, რატომ უნდა ფიქრობდეთ თქვენ?
მშვიდად მივუგე და მის პასუხს დაველოდე,რომელზეც ცუდი შეგრძნება მქონდა.
-რა თქმა უნდა ვფიქრობ.
შენ ხომ ჩემი სათამაშო ხარ?
მგონი დღეიდან ყველაზე საყვარელი სათამაშოც კი.
მომწონს შენი ბინძური ენა,რომლითაც მეპასუხები პატარა.
ახლოს მოიწია და წითელი თვალები მომანათა,მე კი არც კი ვიცი როგორ ,მაგრამ გავუძელი ამ ყოვლისშემძლე მზერას და ადგილიდან არ დავიძარი ,რაზეც მან აღარაფერი არ მითხრა ,მხოლოდ ცინიკური ღიმილი მიყურა ცოტახანს,შემდეგ კი  ისევ ზურგი მაქცია .

დიდხანს მივუყვებოდით ამ დაუსრულებელ გზას,რომელიც თითქოს და მეორდებოდა.
საერთოდ არ ჩანდა არანაირი სხვაობა!
მე ვერც ვხვდებოდი სად მივდიოდით,მას არაფერი არ უთქვამს,მხოლოდ მკითხა ვისი შეცდენა მინდოდა.....ქალი,კაცი,გოგო თუ ბიჭი,ბავშვიც კი მიხსენა!
ეს ისეთი ამაზრზენი იყო.
ის აიძულებს წმინდა სულებს მისი ტყუილები დაიჯერონ,შემდეგ კი შეცდენილნის სული მას ეკუთნის.
ეს მას არ უთქვამს ,უბრალოდ მივხვდი,მაგრამ მაინც მაწუხებს ის კითხვა თუ  რაში მდგომარეობს ეს შეცდენა?
ამ ფიქრებში ვიყავი დიდი შავი კარი რომ გამოჩნდა ჩვენს წინ...მივედით? მორჩა?
ესღა გავიფიქრე და ნაბიჯს ავუჩქარე. დემონმა უდიდესი კარი ხმაურიანად შეაღო და ხელი გამომიწოდა,რაზეც დაბნეულმა და შეშინებულმა ავხედე, მან კი ჩაიცინა.
-ნუ გეშინია ,არაფერს არ გატკენ ჯერჯერობით.
უბრალოდ მინდა ხელი მომკიდო.
მინდოდა მეკითხა რატომ,მაგრამ ვიცოდი ეს გააღიზიანებდა მას,ამიტომ გავჩუმდი და  შიშით გავუწოდე ხელი და იმის შემდეგ რაც მის ხელს შევეხე,საშინელმა აურამ მოიცვა ჩემი სამყარო!
სიცივე ვიგრძენი,საშინელი სიცივე,სიცარიელე და შიში!
დისკომფორტი და საფრთხე!
სულ ავკანკალდი და ყველანირად ვეცადე თავი დამეწყნარებინა,რადგან ის მე მაკვირდებოდა და ხედავდა ჩემს რეაქციას!
ეს რეაქცია კი მასში დიდ მხიარულებას იწვევდა,მაგრამ ბოლო წამს მგონი გაღიზიანდა.
-ნუ კანკალებ,ეს უკვე ძაალიან  მაღიზიანებს.
თქვა და ხელი უხეშად მომიჭირა, ამის გამო ტკივილით ამოვიკვნესე და კბილები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს, რომ ხმა არ გამომეცა.
ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე და ეს არ იყო რაც მე მინდოდა,ეს მე მთელ ცხოვრებას"ჯოჯოხეთად მიქცევდა!
ეს რა გაავაკეთე?
რა ჩავიდინე?
მრისხანებამ და სევდამ დამაბრმავა!


მოგონება,ორი დღის წინ:
არ ვიცი მას ეს რაში დასჭირდა,არ ვიცი ვინ იყო ,არ ვიცი როდის გადაწყვიტა ან რატომ !
მაგრამ იმ ღამით აღუწერელი ტკივილი მახსენდება მხოლოდ.
მეგონა ეს სიზმარი იყო ,მაგრამ ვცდებოდი!
ეს კი მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე ,რაც სიკვდილის შემდეგ სრულიად სხვა ადგილას გაავახილე თვალი!
სიბნელე....სიბნელე,სიცარიელე,სიცივე ტკივილი!!
მარტო ვიყავი გაურკვეველ სივრცეში, რომელიც უფრო ხაფანგს გავდა ,სადაც მსხვერპლის სახით გავჭედილიყავი.
ვერაფერს ვერ ვგრძნობდი,მხოლოდ საშინელ მრისხანებას და სევდას!!
სულელივით ვაცეცებდი სიბნელეში თვალებს და გარკვევას ვცდილობდი სად ვიყავი....მორჩა?
ესაა ადგილი სადაც სიკვდილის შემდეგ მიდიან?

სიბნელე??!!
სიბნელე?!!

-ეს რატომ გაააკეთეეე?!!! რატომ გააკეთე ესს?!!? რატომ?!! რატომ?!!
უეცრად ბოლო ხმაზე ვიყვირე და ცრემლები ჩამომედინა სახეზე!
-რატომ წამართვი სიცოცხლე?!!!
რატომ მომკალი?!!! რატომ გამწირე ამისათვის!??
აგონიაში ვიყავი და ბოლო ხმაზე ვტიროდი !
-დედა! დედააა!! სად ვარ დედა? მიშველე,გთხოვ დედა დამეხმარე...დედა!
ძირს დავეცი და მეტად ავტირდი,ისე რომ უკვე სუნთქვა მიჭირდა,ცრემლები მახრჩობდა და ისედაც დაბინდულ თვალებს მეტად მიბრმავებდა.
-მე ამას არ ვიმსახურებდი...ამას არ ვიმსახურებდი ღმერთო!
ჩუმად ჩავიბუტბუტე და სახეზე ავიფარე ხელები .
ეს იყო ჩემი ბოლო,მე მოვკვდი და უკან ვეღარ დავბრუნდები, მაგრამ ეს მრისხანება შინაგანად მიკიდებს ცეცხლს და მიწვავს სულს!
ადამიანი, რომელმაც მომკლა!!!
-ის უნდა დაისაჯოს,ის არ უნდა დაიარებოდეს მიწაზე მშვიდად,მაშინ როდესაც მე აქ ვარ! მკვდარი ვარ!!! მკვდარი ვარ!!!
ისევ ბოლო ხმაზე ვიყვირე ,ისე რომ ნერწყვს ვყრიდი პირიდან და ცრემლით დასველებულ ლოყებს ვიკაწრავდი!
სევდისფერი იყო ყველაფერი,როდესაც თვალებს ვხუჭავდი...მუქი ლურჯი და შავი.
-რომ შემეძლოს...რომ შემეძლოს!!!
შეშლილივით ვბუტბუტებდი და გული მეწვოდა ,ბედზე რომელიც წილად მე მხვდა!
დრო დროს აღარ გავს და ვინ იცის ამ გაურკვეველ ადგილას სრულ სიბნელეში, რამდენიხანია ვარ...არ ვიცი რამდენიხანი გავიდა და ან რა მინდა აქ,მაგრამ ვიცი რომ უკვე აღარც მაინტერესებს ეს.
ყველაფერმა აზრი დაკარგა,აღარაფერს აღარ აქვს ის ფერი ,რომელიც უნდა ჰქონდეს.

-რომ შეგეძლოს უკან დაბრუნება,ამისათვის რაზე ხარ წამსვლელი?
უცნობის ხმა მომესმა,მკრთალად,  მაგრამ  საკმარისად გასაგებად. ადგილზე გავშეშდი და თვალები გამიფართოვდა,წყვდიადს მივაშტერდი და ვეცადე ამ უსასრულო სიბნელეში რაიმე მომეძებნა.
-ა-ქ ვინაა??!
ხმის კანკალით ვიკითხე და ფეხზე წამოვდექი.
ვიცოდი, რომ ვერაფერს გავხდებოდი ,მაგრამ ეს ჩემი ინსტიქტი იყო ,რომელიც უდიდესმა შიშმა გამოიწვია.
-თუ დიდი ინტერესი გკლავს გეტყვი რომ ჩემი სახელია ფრედერიკი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,აქ შენთვის მოვედი.
გავიგე რომ ჩემმი დახმარება გჭირდება.
ვდუმდი და ვერ ვპასუხობდი.
არ ვენდობოდი ,ამ ვიღაც ფრედერიკს !
მით უმეტეს ასეთ ადგილას?
არც კი ვიცი სად ვარ!
მე მოვკვდი...აქ კი არამგონია ნორმალური და ცოცხალი ადამიანის ადგილი იყოს,თუ ეს ადამიანი არაა რა თქმა უნდა.
-ფრედერიკი?
ჩუმათ ჩავიბუტბუტე და კანკალით უკან გადავდგი ნაბიჯი .
-ნუ გეშინია როუს,მე შენზე ყველაფერი ვიცი და ისიც ვიცი რაც გჭირდება.
გისმენდი და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ დაგხმარებოდი.
თითქოს მისი ხმა უფრო და უფრო გასარკვევად მესმოდა და ვხვდებოდი რომ მიახლოვდებოდა.
-რატომ? აქ რა გინდა?
უკვე ტირილი მინდოდა,არ ვიცი ეს ვიღაც ვინ არის ,მაგრამ ვიცი რომ კარგი განძრახვა არ ექნება ,ამას ვგრძნობ!
-აქ რა მინდა?
ჩაიცინა და გააგრძელა.
-ეს ჩემი სახლია,ეს ადგილი მე მეკუთვნის.
ამის გაგებაზე მეტად შევშფოთდი და შევშინდი!
-ს-იბნელე?
დაბნეულმა ვიკითხე და თან თითქოს მეშინოდა მისი პასუხის მოსმენა.
-ხო ,სწორედაც რომ სიბნელე.

-რა ხარ შენ?


-როგორ აგიხსნა?
ეს ყველაზე რთული ასახსნელია უსუსური ადამიანისათვის.
ჩვენ ბევრი სახელით გვიხსენიებენ!
დაცემული ანგელოზი,ბოროტება,მკვლელი ანგელოზი,ზებუნებრივი არსება და უფრო ხშირად კი დემონით .
მხოლოდ ამის გაგება იყო საჭირო პანიკაში, რომ ჩავვარდი და მთელი ძალით გავიქეცი.
მივრბოდი, მაგრამ არ ვიცოდი სად!
ვერაფერს ვერ ვხედავდი და დაუსრულებელ სიბნელეში უგზოუკვლოდ მივრბოდი,მივრბოდი სულის და გულის ამოვარდნამდე ,გავურბოდი იმას ვისაც ეს სიბნელე ეკუთვნოდა.
სიბნელე, რომელსაც ყველგან ვხედავდი !
არა,ეს არ იქნება სიმართლე!
დემონები არ არსებობენ,არა ასე და არა ჩემთვის,მე არ უნდა მენახა!
მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი!
მას არ უნდა შევხვედროდი!
რა მელის წინ!
რამელის წინ?!!
ამ ფიქრებში უეცრად რაღაც მაგარს შევასკდი ,ისე ძლიერ რომ უკან მტკივნეულად დავეცი და იმის მიუხედავად, რომ ვერ ვხედავდი ,ვიცოდი რომ ეს ის იყო,მე ისევ ის სიცივე ვიგრძენი ...აი როგორ.
-შენ რა ჩემს საკუთრებაში ჩემგან გაქცევას ცდილობ?
სიცილით მკითხა,რაზეც უკან ხოხვით წავედი.
-აქ რა მინდაა!!!?? აქ რა მინდა?!
ბოლო ხმაზე ვუყვირე ტირილით და სულ გაფითრებულმა მკვეთრად დავიწყე სუნთქვა.
-ეს მეც არ ვიცი,მაგრამ როგორც ჩანს ასე იყო საჭირო,შენ აქ უნდა დაგესრულებინა სიცოცხლე ,რათა მე შემხვედროდი.
მიპასუხა მშვიდად და უეცრად ყველაფერი განათდა.
სიბნელე სადღაც გაქრა,მაგრამ უცნაურ ადგილას აღმოვჩნდი,ძალზედ უცნაურ ადგილას.
ეს ჩემი ეზო იყო,ის ეზო რომელშიც ბავშვობაში ჩემს მშობლებს მივყავდი .
მე იქ ვთამაშობდი ჩემს მეგობრებთან და და-ძმასთან ერთად.
მშვენიერი თბილი ფერები და გასაოცარი აურა,აი რა ვიგრძენი!
თავი ისევ სახლში მეგონა,ისეთი ბედნიერების განცდა იყო ეს,ისევ თვალზე ცრემლები მომაწვა და უნებურად ავტირდი ,ავტირდი იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი დავკარგე,აღარ მექნება შანსი მიწაზე დაბრუნების და ჩემი ახლობლების ხილვის.
ეს სიკვდილმა წამართვა.

-როუს რას აკეთებ აქ?
წამოდი ჩაი გაგიკეთე დალიე!

-არ მინდა დედა ჩაი!

-ბებიამ ტკბილი კრემიანი ნამცხვრები გაგიკეთა..ახლაც არ გინდა?
მხიარული და თბილი სიცილი მეცნო...ეს ვინ იყო,ვინ იყო ეს?!!
თავი ავწიე და წინ ყველაზე მონატრებული სახე დავინახე!!

-დედააა!!!!
ფეხზე ავდექი და მისკენ ტირილით გავიქეცი,მაგრამ ...მაგრამ...ის გაქრა...გაქრა და თან წაიღო ყველაფერი,ის სინათლეც და ის აურაც ,რომელიც რამდენიმე წამის წინ თავზე დამტრიალებდა.
ყველაფერი ისევ სიბნელემ მოიცვა და აი ჩამესმა ყურში ჩურჩული.
-შენ გაქვს შანსი რომ ისევ ყველაფერი უკან დაიბრუნო.
ნუთუ ამისათვის ყველაფერს არ გააკეთებდი?
არ გინდა ისევ იხილო შენი საყვარელი ადამიანები,ან თუნდაც შურისძიების სურვილი არ გკლავს?
არ გინდა აზღვევინო შენს მკვლელს ის რაც ჩაიდინა??
მითხარი....მითხარი ხომ გინდა ეს??

-კ-ი ..კი მინდა!
ხმის კანკალით ვთქვი ,რადგან ყელში თითქოს რაღაც გორგალი მქონდა გაჭედილი და ნორმალურად არც სუნთქვის და არც საუბრის საშუალებას არ მაძლევდა.
ეს კი ვიცოდი რა იყო...მრისხანება! სიძულვილი!! შურისძიების წყურვილი!!
სევდა!! სევდა!! სევდა!!
-მაშინ ჩემი გახდი.
ეს რომ გავიგონე ოდნავ გავახილე თვალი და მრისხანების და სხვა ბევრი ემოციის იქეთაც გავიხედე ,მაგრამ მაინც ვერ ვფიქრობდი საღად.
-ეგ რ-ოგორ ?
შიშით ვიკითხე და ცრემლი თვალიდან მაჯით მოვიწმინდე .
-შენი სული მე მომეცი ,მე კი ყველა იმ სურვილს აგისრულებ რასაც მოისურვებ.
ყველაზე ნაკლებად ამას მოველოდი..სიცივემ დამკრა უკნიდან და ამით მივხვდი, რომ  ამჯერად უკან მედგა!
-ამაზე ხელი მოაწერე და გპირდები ყველაზე შეუძლებელს შეძლებ .
თავიდან დაიწყებ ცხოვრებას!
ახალ სიცოცხლეს,სულ ახალი ფურცლიდან.
ყურში მიჩურჩულა და მხრებზე ორივე ხელი მჭიდროდ მომკიდა უკნიდან,რაზეც სულ ავცახცახდი .
-ვიცი რომ გცივა...ეს სიკვდილია,ცივი და ბნელი ...მტკივნეული...ვიცი რომ ეს არ გინდა,მე ეს ვიცი.
ცოტახანში დაამატა და ჩემს წინ უეცრად პატარა სინათლე წარმოიქმნა ,შემდეგ კი ფურცელი ოქროსფერი შავში .
მე ვიცოდი ეს რა იყი.
-ხელი მოვაწერო?
მე სულელმა არც კი ვიფიქრე ,რას ნიშნავდა ეს ყველაფერი,აღარც შიში მახსოვდა და აღარც ის თუ ვინ იყო ეს არსება...მხოლოდ მისი ტკბილი ხმა ჩამესმოდა და თან ერთი და იგივე! 
ახალი სიცოცხლე.

ახალი სიცოცხლე.

ახალი სიცოცხლე!

ბიჭმა ამ კითხვაზე ჩაიცინა.
-მხოლოდ ეს არა,კიდევ არის რაღაც პატარ-პატარა წვრილმანები ,მაგრამ ეს ამჯერად უმნიშვნელოა.

-რა...რა მევალევა კიდევ?
მაინც ცნობისმოყვარეობა მკლავდა და ბოლომდე არ დავებრმავებინე შემოთავაზებულ წინადადებას.
-პირდაპორ გეტყვი...პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ის იქნება რომ შენი სული ჩემი გახდება...ჩემი საკუთრება.
ბოლო წინადადებაზე მისი  ხელი ლოყაზე ვიგრძენი,შიშით მოვხუჭე თვალი და გახელის თანავე ჩემს წინ დამხვდა.
მშვენიერი სახე ,მოელვარე თვალები,მარწყვივით წითელი ტუჩები. ეს ყველაფერი ხელოვნების ნიმუშს ჰქმნიდა ...მისი სიტყვები ვერც კი გავიაზრე და სულელივით მივაშტერდი დემონს.
-ეს კი იმას ნიშნავს რომ შენ იმას გააკეთებ რაც მე მინდა და მე თუ არ მექნება სურვილი გაკეთო რაღაც ამა თუ იმ სიტუაციაში,შენ ამას არ გააკეთებ.
თუ რა თქმა უნდა ჩემი გაბრაზება არ გინდა.
ჩემი გაბრაზება კი დამიჯერე ,არავის არ უნდა.
მხოლოდ თავი დავუქნიე ,მეტი არაფერი...მან კი განაგრძო.
-და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი .
შენ გევალება და აუცილებლად უნდა შეაცდინო ცამეტი უდანაშაულო და უცოდველი სული...რათა დაიმსახურო ჩემგან მეორე სიცოცხლე...ესეც ასე.
ადვილია ხომ?
ცინიკურად ჩაიცინა,რაზეც თავი ჩავხარე  და ვეცადე რეალობად განმესაზღვრა ყოველივე ეს,მაგრამ ვაი რომ არ მქონდა ამის შესაძლებლობა!
უკვე აღარ...ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის შესაძლებლობები იყო რასაც ის მთავაზობდა,მე კი ეს მინდოდა.
მხოლოდ კი არ მინდოდა ,მჭირდებოდა.
ხოდა აღარ დავაყოვნე ,ბიჭის გამოწვდილ კალმისტარს ხელი ვტაცე და ერთი ხელის მოსმით მოვაწერე ხელი მითითებულ ადგილას....ხოდა აი ასე!
ასე გავხდი მისი .

ფრედერიკ დორმერის.

მოგონების დასასსრული.

აწმყო:

-ნუ კანკალებ,ეს უკვე ძაალიან მაღიზიანებს!

-მაპატიე,გთხოვ ნუ მტკენ,ნუ მტკენ!
შეშინებული ხმის ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და ვეცადე მისი ძლიერი ხელიდან ჩემმი ხელი დამეძვრინა,რაზეც ცოტახანში ეს მოვახერხე,რადგან მან ხელი მიშვა.
-ეს ადგილი დიდიხანია უკვე მიტოვებულია,აქ სწორედ რომ შენაირი უსუსური ქალები მომყავდა,მაგრამ რამდენხანს გაატარებ აქ დროს ,ეს შენს საქციელზეა დამოკიდებული.
თქვა და ჩაცინებით გამომხედა უკან .
მე კი გავაცნობიერე რომ ამ წამს მან ფაქტობრივად"ნივთად"
მომიხსენია..ამას სხვა ახსნა არ აქვს!
-ახლა კი ეს ოთახი შენნი იქნება.
თქვა და უდიდესი შავი კარი ნელა შეაღო,მის უკან კი უდიდესი ბნელი ოთახი გამოჩნდა.
ამ მომენტში კი თითქოს ამ ადგილას მივეწებე და ჩავიმარხე,რადგან საშინლად არ მინდოდა ამ ბნელ ოთახში შესვლა თან ვინ იცის რა დროით!
-აქ უნდა ვიყო?
გაუბედავად ვიკითხე ,რაზეც წარბის აწევით გამისწორა თვალი.
-ხო აქ უნდა იყო,რადგან მე ასე მინდა..რამე არ მოგწონს როუს?
ნიშნის მოგებით მითხრა და ჩემსკენ სახიფათოთ ახლოს მოიწია,რაზეც იგივე გავაკეთე და საპირისპირო მხარეს უკან გავიწიე.
-მეგონა სახლში დამაბრუნებდი.
შიშით ძლივს ამოვიდგი ენა და რაც მინდოდა ის ვთქვი ,რაზეც არსაიდან გაბრაზდა და უკან კედელზე მთელი ძალით მიმანარცხა!
-ნუ სვავ ზედმეტ კითხვებს და რასაც გეუბნები გააკეთე!! ნუ მომანდომებ შენს დასჯას,თორემ დამიჯერე ასეთ მომენტში არც ისეთი ლმობიერი ვარ!
ამ სიტყვების მოსმენაზე ,კონტროლი დავკარგე თავზე და გაუჩერებლად კანკალი ამიტყდა!
ფეხები ისე მიკანკალებდა ,წონასწორობას ვიცოდი დიდხანს ვეღარ შევიკავებდი!
ეს ჩემთვისაც სრულიად ახალი იყო,რასგან ასეთი ნერვული შემოტევები არასოდეს არ განმიცდია,მაგრამ იმის მიხდვით ვიმსჯელებთ  რაც გადავიტანე ,ალბათ ამის ბრალია ეს და თან პლიუს ეს უდიდესი შიშიც,რადგან ჩემსს წინ ამ წამს უდიდესი მამაკაცი დგას,რომელიც მთლიანად მფარავს,ჩემზე ათმაგად და ასმაგად ძლიერიაა და პლიუს ამას დემონი!
ნებისმიერ დროს შეუძლია თავისუფლად რაღაც დამიშავოს და მეორედ მომკლას?
თუ შესაძლებელია ეს!
-შ-ენ დამპირ-დი!
ზიზღით და მრისხანებით სავსე იყო ჩემმი ტონი ,რამაც მასზე უარესი ზეგავლენა მოახდინა,ვაკვირდებოდი მის მიმიკებს და ვხედავდი რომ მალე უარესად ამოხეთქავდა,მაგრამ ისე რომ მეც ვერ გავთვალე ეს აკანკალებული ფეხები მომეკვეთა და მის ხელებში დავეშვი.
არ ვიცი ეს მან ასე უეცრად როგორ მოახერხა,მაგრამ ფაქტია ის აკავებდა ჩემს სხეულს რომ არ წავქცეულიყავი!
მაგრამ ვაი რომ ეგ ნაკლებად მანაღვლებდა,რადგან ამ წამს პანიკაში ვიყავი!
პანიკაში არამხოლოდ ყველაფრის შემდეგ ,არამედ იმიტომ რომ ამწამს მეღვიძა ,მაგრამ პარალიზებული ვიყავი!
ვერ ვმოძრაოვდი!
-რა მჭირს? ვერ ვმოძრაობ!
უეცრად პანიკაში ჩავარდნილმა ვერ მოვითმინე და ტირილით ვიკითხე,რაზეც მშვიდად მიპასუხა.
-გადავწყვიტე ცოტა დაგსაჯო..ასე ჭკუას ისწავლი.
სახიფათოდ შემომხედა თან და შემდეგ ჩემი დაუძლურებული სხეულს ხელებში მოიქცია.
წელზე ვგრძნობდი მის ძლიერ ხელებს და სიცივე მივლიდა მთელ ტანში.
ცრემლები კი უნებურად გაუჩერებლად მდიოდა თვალებიდან,ამას ვეღარ გავუძლებ!!
სადამდე მომიწევს ამ ყველაფრის ატანა?
-სუსტი ხარ...ძაალიან სუსტი,საშინლად არ მსიამოვნებს შენაირებთან ურთიერთობა,მაგრამ ეს გამონაკლისია.
ხელი კარგად მომკიდე,მოგეხმარები რომ ოთახში შეხვიდე.
ეს რომ გავიგე ხელი უკან წავიღე,მაგრამ ის ამან ვერ გააჩერა და ის გააკეთა რასაც არ მოველოდი,ხელში ამიყვანა და ისე შემიყვანა ოთახში.
ეს რამდენიმე წამი უხერხულზე უხერხული იყო,რადგან არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა გამომეხატა ამაზე!
დემონის მკლავებში ვარ ამ წამს.
მაგრამ გონზე მაშინ მოვედი,მთელი ძალით რომ დამაგდო საწოლზე,ისე ძლიერ რომ მგონი ჰაერში ათჯერ ახტა ჩემმი სხეული!
-დაიძინე.
მხოლოდ ეს ერთი სიტყვა თქვა და ოთახი დატოვა,კარის მოხურვის შემდეგ კი დავრჩი სულ მარტო,ამ ბნელ და უდიდეს ოთახში.
დანაოჭებულ კედლებს თვალი მოვავლე და მერე გავაცნობიერე რომ ოთახს ფანჯარა არ ჰქონდა!
შეიძლება უცნაურიც ყოფილიყო რომ ჰქონოდა,მაგრამ მაინც მქონდა იმედი რომ ექნებოდა.
ოთახი ვერც კი ავღწერ ისე გამოიყურებოდა.
ბნელი,ცივი,მუქ ფერებში,ძველი და ნესტიანი!
ავეჯიც ძველი იყო და ისიც ეტყობოდა რომ ამ ადგილს ხელით დიდიხანია არავინ არ შეხებია,რადგან ყველაფერს ხუთი ფენა მტვერი ედო....სად ვარ? სადდა ეს ადგილი?
მაინც კითხვები მტანჯავდა და ცნობისმოყვარეობით სავსე ოთახში დავიარებოდი და ყოველ კუთხეს დაწვრილებით ვათვალიერებდი,ამით კი ყურადღება გადამქონდა რომ ჭკუიდან არ გადავსულიყავი ან ისევ ტირილი არ დამეწყო.
მე ვიცოდი რასაც ვაკეთებდი,ახლა კი გვიანია სინანული და შიში ,უკან გზა მოჭრილია!
მხოლოდ ეკლიანი გზაა დამრჩა,წინ!
სულ,სულ წინ!
ბევრი თვალიერების შემდეგ სრულიად შემთხვევით ერთი უცნაური ადამიანური ნივთი აღმოვაჩინე....ყელსაბამი ,რომელიც ეტყობოდა დიდი დროის იყო და სულ გაშავებულიყო,მაგრამ აშკარად ჩანდა კულონზე გამოკვეთილი "ბ".
უცნაური იყო ეს ყველაფერი ჩემთვის,ადამიანის ნივთი აქ?
თან საკმაოდ ძველი!
ვინ იცის აქ რამდენი გოგო ჰყავდა გამოკეტილი და რა ეწიათ მათ!
ამის გააზრევაზე სამკაული დავაგდე და პირზე ხელი ავიფარე,აქამდე დაკავებული ცრემლები ლოყაზე ჩამომიგორდა და ჩუმად ავქვითინდი...მოკლა,ნამდვილად ყველა მოკლა.

ტირილით გული რომ ამოვიგდე,გაავაცნობიერე თუ როგორ დავიღალე ამდენი ტირილით,ფიქრით და ნერვიულობით,შედეგად კი გადავწყვიტე ცოტახანს დამეძინა.
რთული იყო ასეთ მდგომარეობაში დაძინება,როდესაც ფიქრები არ გასვენებენ ,მაგრამ როგორღაც მალევე ჩამეძინა.
სიზმარი ვნახე ,ისევ ის ადგილი ,დედა,ჩემმი ოჯახი და მეგობრები,კარგი სიზმარი იყო და ვიცოდი რომ იგივე ვიხილე წინა დღეს ფრედერიკის დამსახურებით ...ამას ისევ ფრედერიკი აკეთებს?
ამ გზით ალბათ ცდილობს მეტად მოახდინოს ჩემზე მანიპულირება!
-გაიღვიძე !
უეცრად ყვირილი მომესმა და გამეღვიძა!
თან შიშისაგან შევხტი და დაბნეულმა თვალების მოსრესვით გავიხედე ჩემს წინ,დაბინდული გამოსახულება კი ცოტახანში აღსდგა და წინ მომღიმარი ფრედერიკი დამხვდა.
-არ მინდოდა შენი გაღვიძება პრინცესა,მაგრამ ბინძური სააქმები გვაქვს მოსაგვარებელი.
მითხრა ცინიკური ღიმილით და საწოლზე ჩამოჯდა ,შემდეგ კი უეცრად ჩემმი შიშველი ფეხისაკენ წამოიღო ხელი ,რომელზეც შორტი მეცვა და შემდეგ კი ძაალიან ჩუმათ რაღაცების ჩურჩული დაიწყო,ამ წამს მეგონა მოვკვდებოდი!
თვალები დაეხუჭა ,თავი ჭერისაკენ აეპყრო და გაურკვეველ სიტყვებს ჩურჩულებდა!! მისი ხელი კი...არა! 
უკვე მართლა მეგონა რომ რაღაც ცუდს აპირებდა !! ჩემზე იძალადებს??
რას აპირებს!!?
ამ მომენტში ამის გამო სუნთქვაც კი შევწყვიტე მგონი!
მან უეცრად თვალები გაახილა და ერთ წამს მგონი შიშისგან ადგილზე გავშეშდი ,მისი წითლად მოელვარე თვალები რომ დავინახე!
მან კი უცნაურ ენაზე ამჯერად ბოლო ხმაზე დაიწყო რაღაც სიტყვების წარმოთქმა,ისე რომ მისი თვალები მეტად წითლდებოდა ,ხოლო გარშემო გარემო უცნაურად იცვლებოდა.

O dea tenebris
mater immortalibus
puer tuus fac me sicut renascentur
mea lux vestra absorbere

liceat mihi locus ad tenebras
sicut ex utero immortales
filios tuos in ulnis
quibus invocaverit te frater

O lunae lumen
puer tuus fac me sicut renascentur
me duce tenebris sunt
i ita erit renatus

ფრედერიკმა უეცრად საკუთარი მაჯა პირთან მიტანაა და ცოტახნის შემდეგ ,პირი რომ გამოწია მისი მაჯიდან შავი სისხლი წამოედინა!
-პირი გააღე პატარა.
ამ შემაძრწუნებლად საშინელი წითელი თვალებით შემომხედა და ეს მითხრა,თან კარგად ვხედავდი ორ ეშვს მის პირში!
-ა..რ..არა!
შიშისგან მოძრაობა დავიწყე და მისი ხელებისგან თავის დახწევა!
მის სისხლს ვერ დავლევ,მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ეს ვიხილე.
არ ვიცი ამას რისთვის აკეთებს,ვერ გავრისკავ,არა!
-პირი გააღე!
ბოლო ხმაზე მიღრიალა და უეცრად პირი ძალით გამაღებინა ,შემდეგ კი სისხლის წვეთებიც ვიგრძენი,რომლებიც ჩემს პირში ჩაედინებოდა!
შიშისგან სულ გავფითრდი და სხეულზე კონტროლი დავკარგე!
-კარგი გოგო ხარ.
მომღიმარმა მითხრა და ხელიც მიშვა,რაზეც შეშინებული ისე მოვშორდი მის სხეულს რომ უეცრად მის ფეხებთან დავეცი!
მან კი ღიმილით ჩამომხედა.
-ახლა მართლა მთლიანად ჩემს განკარგულებაში ხარ.
ეს ღიმილით რომ მითხრა,თან  ფეხზე რაღაც საშინელი წვა ვიგრძენი ,ეს წვა კი უკვე აუტანელი იყო და უკვე ხუთად ვიყავი ამის გამო მოკეცილი!
დაახლოვებით 5 წუთი ამის ატანა მომიწია,შემდეგ კი  უკვალოდ გაქრა ეს წვა და მევ შევძელი და თავი ავწიე.
-ეს რა იყოო!?
დაბნეულმა და ამავდროულად სიკვდილამდე შეშინებულმა ვიკითხე და ფეხზე უცნაურ ორნამენტს დავხედე ,რომელიც არსაიდან გაჩენილიყო ჩემს კანზე!
ეს მან გააკეთა!?
-რა გამიკეთე?
ცრემლით ამევსო თვალები და გაუცნობიერებლად პანიკამ მომიცვა.
-გვ-ე-ლი?
გაფართოვებული თვალებით ჩავყევი უდიდეს გამოსახულებას ჩემს ფეხზე და ბოლომდე რომ მივედი შეშფოთება ვერ დავმალე !!
-ნუ ხარ მშიშარა ბაჭია ,ეს ჩვენი პატარა შოუს მთავარი ელემენტია!
მაგრამ კარგი ამბავი მაქვს როუს შენთვის!
შენს საქმეს დღესვე დაიწყებ,დედამიწაზე გიშვებ.
თვალები გამიფართოვდა ამის გაგებაზე!
რა თქმა უნდა გამიხარდა,მაგრამ რომ გავიაზრე რა საქმეს გულისხმობდა იმ წამსვე გული ჩამწყდა!
-ხალხის შეცდენა.
ჩუმად ჩავილაპარაკე და თავი დარდიანმა ჩავხარე.
მილიონი აზრი და ფიქრები მიტრიალებდა თავში,რომელსაც ვერ ვიძახდი.
-მხოლოდ ინსტრუქციას მოგცემ სად უნდა მოძებნო მსხვერპლი,როგორ გამოიყურება ის და რა უნდა გააკეთო შენ,შემდეგ უნდა ეცადო და დათქმულ ადგილამდე მოიყვანო,დანარჩენს მე მივხედავ.
ტუჩების ლოკვით დაასრულა წინადადება,რაზეც ზიზღით გავუსწორე თვალი,იმის მიუხედავად რომ თვითონ ისევ ურცხვად მიღიმოდა.
-ხო კიდე..ეს პატარა ჯადოქრობა იმიტომ გავაკეთე რომ ვიცოდე სად ხარ და დავრწმუნდე იმაში რომ გეგმას არ უხვევ.
მე ამის შემდეგ შენი ჩრდილი გავხდები,რომელსაც შენზე ყველაფერი ეცოდინება.
ეს გველი კი შენს ფეხზე  იმის საშუალებას მომცემს რომ შენი სხეული ვაკონტროლო.
ის ჩემმი სახით იქნება შენს სხეულზე გამოსახული.
წარბის აწევით მითხრა და ჩემს ფეხს ხელი დაადო,მე კი საშინლად არაკომფორტულად ვიგრძენი თავი და ფეხი სასწრაფოთ გაავწიე , იმის მიუხედავად რომ მისი რეაქცის ჩემს საქციელზე მეშინოდა ...ასეც მოხდა!
მან მალევე გააცნობიერა რა გავაკეთე და უცნაურად სახიფათო მზერითაც შემომხედა და მომაშტერდა,მე კი თვალი ავარიდე ,რომ არა ვინ იცის ასე რამდენხანს მომკლავდა მზერით.
-მე შემიძლია შენი სხეული დავანგრიო ,გავტეხო და ტკივილით დავტანჯო...ესეც მინდა გაითვალისწინო და მეტი პატივისცემით მომეპყრო,შენს მესაკუთრეს.
ზიზღით ჟრუანტელი მივლიდა მთელ ტანში,მისი სიტყვები რომ ჩამესმოდა,მაგრამ ვაღიარებ,ძაალიან შემეშინდა.
რადგან ვიცი რომ ამის გამკეთებელია.
-ხო მოკლედ ,დროა დაიძინო.
სააბოლოდ კი ეს თქვა და ღიმილით შეეცვალა გამომეტყველება...მე კი დავიბენი.
-ახლა არ გავიღვიძე?
ვიკითხე გაკვირვებულმა
-სხვანაირად პატარა.
ეს იყო ბოლო რაც თქვა, შემდეგ კი არ ვიცი როგორ ,მაგრამ თვალები დამეხუჭა და გავითიშე.

არ ვიცი რამდენხანს ვიყავი უგონოდ ,მაგრამ მახსოვს ვგრძნობდი უგონოთაც კი თუ როგორი არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს,სად ვიყავი?
რა იყო მისი განძრახვა?
ეს მიტრიალებდა თავში იქამდე სანამ ჩემმი გაღვიძების დრო არ დადგა !
ჩემმი თვალები ისე დამძიმებულიყო თითქოს და უდიდესი ლოდები მეწყო ზედ,ვინ იცის ამის გამო რამდენხანს ვცდილობდი თვალები გაამეხილა,ბოლოს კი აი შევძელი და თვალები გავახილე.....რა დავინახე?
რა თუ არა სიბნელე,მე ხომ ბოლო ხანებია სიბნელის მეტს ვერაფერს ვხედავ!
მაგრამ...მაგრამ...სად ვიყავი!?
ხელის აწევა ვცადე და მალევე გავაცნობიერე რომ პატარა სივრცეში ვიყავი გამომწყვდეული,რა იყო ეს!??
ხელები პანიკაში მყოფმა მოვატარე აქეთ-იქით და ვაი რომ გაავაცნობიერე!!
კუბოში ვარ!!კუბოში ვარ!!!
არც მომიცდია ,ერთი წამითაც არ მიფიქრია არაფერზე და ბოლი ხმაზე დავიწყე ყვირილი,ეს ყველაზე ყველაზე საშინელი გრძნობა იყო რაც კი გამომიცდია,სიკვდილზე უარესიც კი !
ხაფანგში ვიყავი!
ვერ ვმოძრაობდი,ვერ ვსუნთქავდი,ვგრძნობდი როგორ მეჭედებოდა ყელში რაღაც და უკვე ყვირილის უფლებასაც აღარ მაძლევდა,ცრემლებით დამსველებოდა თითქოს ტანიც და თმაც,ინდენი ცრემლი დავღვარე მეგონა კუბოში ამომახრჩობდა ჩემმივე მლაშე ცრემლი!
აგონიაში ვიყავი,ვხვდებოდი რომ ცოტახანში ხმას საერთოდ დავკარგვდი ისეთ ხმაზე ვყვიროდი,უკვე ხმაც მეკარგებოდა და ხრინწიანი ხდებოდა,მაგრამ აი ბოლო წამს უკვე რომ გულის წასვლის ზღვარს ვიყავი ჩემს ზემოთ მთლიანად სინათლემ  მოიცვა ყველაფერი ,მე კი მეტად შეშინებულმა კანკალით ავიხედე ზემოთ და მივხვდი რომ კუბოს თავი აღარ ჰქონდა...ვიღაცამ მოაგლიჯა და აი ისიც!
-დავაგვიანე პატარა?
მომღიმარი მიყურებდა ზემოდან დემონი და ვატყობდი ცოტახნის წინ დატრიალებულ პატარა სანახაობას დიდი სიამოვნება გამოეწვია მასში,ალბათ იდგა და დამცინოდა ამ დროის მანძილზე,მაგრამ მეტს რას მოითხოვ მისნაირისგან?
-მაპატიე, ცოტახანს გაწვალე,მაგრამ ახლა როგორც ხედავ დროა შენს საწოლს მოშორდე.
საწოლში ალბათ კუბო იგულისხმა?! ვერ ვიჯერებ რომ კუბოში ჩამაწვინა?!! ეს რატომ გააკეთა?
ამ ფიქრებში ვიყავი ,მისი გააღიზიანებულ ხმაზე რომ გამოვფხიზლდი.
-გითხარი დროა შენს დაწყევლილ კუბოს მოშორდეთქოო!
უკვე საკმაოდ  გაღიზიანებულმა გამიმეორა,რადგან ადგილიდან არ ვიძროდი ამ დროის მანძილზე და გაყინული ვესვენე ისევ კუბოში,მაგრამ რა მექნა?!
შოკში ვიყავი ,ჯერ კიდევ და ვერც აღვიქვამდი რა მოხდა ცოტახნის უკან!
მე კუბოში გავიღვიძე !
-აჰ,მაინც ჩემმი გასაკეთებელია ყველაფერი.
უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ჩემსკენ წამოიღო ხელები ,მე კი შევკრთი და მინდოდა მოვშორებოდი მის ხელებს ,მაგრამ ვერ ვინძრეოდი !
ამასობაში ჩემს თავამდეც მოვიდა,ერთი ხელი თავ ქვეშ ამომიდო მეორე კი წელისკენ შემიცურა,ნაზად ამწია და მჯდომარე მდგომარეობაში დამტოვა,ისევ კუბოში!
-ახლა კი შენით ამოძვერი მაქედან,შენი მედდა არ ვარ ,გამოფხილზდი და წამოდექი კუბოდან,დროა გაცოცხლდე!
ეს შენი ახალი სიცოცხლის პირველი დღეა!
ასე აღნიშნავ დაბადების დღეს?!
ასე რა უხარია?
თან ხუმრობაც ცოდნია თურმე...მე კი ვუსმენდი იგივე მდგომარეობაში იგივე სახით მუნჯივით .
-ა-ქ..აქ რ-ატომ ვარ?
ამასღა მოვაბი თავი რომ მეთქვა,რაზეც მომღიმარმა შემომხედა.
-აქ სად ?
ისეთი სახით მკითხა თითქოს ვერ მიხვდა რა ვიგულისხხმე!
-კუბოში.
უკვე გაღიზიანებულმა ვუპასუხე და მზერა მისკენ გადავიტანე მთლიანად ,რაზეც მან თავი გააქნია მომღიმარმა და მიპასუხა.
-სადაც შენი სხეული იყო იქ გაიღვიძე,რა არის გასაკვირი?!
ხომარ დაგავიწყდა რომ მოკვდი?
წარბის აწევით მკითხა,რაზეც თავი ჩავხარე..ეს ყველაფერი ისეთი უცნაური იყო!
-გა-ვიღვიძე? როგორ?
კითხვები მტანჯავდა და ინტერესი მკლავდა...ეს როგორ გააკეთა?!
-ნუ არ გეგონოს რომ ზომბი ხარ ან რაინე ასეთი,შენ ისევ შენ ხარ...უბრალოდ შენი მკვდარი სხეული გაცოცხლდა!
ჩემმი დამსახურებით.
პატარა ჩაცინებით თქვა.
-ანუ...ანუ...ხალხს ახლა მკვდარი ვგონივარ?!?
კუბოდან ანერვიულებული წამის მეასედში ამოვხტი და მის წინ აღელვებული დავდექი.
-კი,ყველას მკვდარი ჰგგონიხარ.
მან კი მშვიდად მიპასუხა.
-რა?! ეგ როგორ?! ასე როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას?!!
ყველას თუ მკვდარი ვგონივარ ..ასე..ასე!
ისევ პანიკის შეტევა მქონდა და ვიცოდი ამჯერად თავს ვეღარ გავაკონტროლებდი,მაგრამ მისმა რამდენიმე სიტყვამ  მალევე დამამშვიდა.
-ეს შენი არშემდგარი სიცოცხლის დასაწყისია,მაგრამ იმის შემდეგ რაც შენს ვალს ჩემთან მოიხდი ,ყველასთვის  ისევ ცოცხალ ადამიანად ჩაითვლები ,ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ,თუ რამდენად სწრაფად შეაცდენ 13 უდანაშაულო სულს და რამდენად სწრაფად აღსდგები მკვრეთით.
შენ თვით სიკვდილის თანაშემწე უნდა გახდე როუს,სწორედ ამის შემდეგ ახდება შენი სურვილი...იყო ცოცხალი".

მოკლედ  იცოდეთ რომ ეს რამოდენიმე თავი სიტუაცის გასაცნობად დაიწერა,მაგრამ ერთი ორ თავში დაიწყება ყველაფერი,არ მოდუნდეთ !



№1  offline წევრი Butterfly122334455

ჰაიკო
"პოვ" რას ნიშნავს???
"ეს რა იყოოო" - სიტყვებს ნუ აგრძელებ, ისედაც ვხვდებით სად რა ტონალობაა.
ორ-ორი კითხვის და ძახილის ნიშნები რა საჭიროა?
რიცხვებს ნუ იყენებ, "13" არა, არამედ "ცამეტი"
"ძირს ჩავიკუნტე" - ასეთი გამოთქმა არ არსებობს, მითუმეტეს ლიტერატურულ ენაში.
დიალოგის შემდეგ ყოველი ხაზი აბზაცით იწყება, ისევე როგორც დასაწყისი.
და კიდევ ბევრი მართლწერის და გრამატიკული შეცდომა, სასვენი ნიშნები და ა.შ.
ნუ მიწყენ, ფენტეზის გულშემატკივარი ვარ მე და ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ, და მოვლენებიც სწრაფად ვითარდება, ეს არ მომეწონა.
იდეა მაგარია.
წარმატებები, გამიხარდება თუ გაითვალისწინებ ჩემს მოკრძალებულ აზრს.


კი ,ვიცი ბევრი შეცდომაა და ვეცდები დრო და დრო გამოვასწორო ^^
დიდი მადლობა <3

 


№2  offline წევრი Butterfly122334455

ჰაიკო
Butterfly122334455
ჰაიკო
"პოვ" რას ნიშნავს???
"ეს რა იყოოო" - სიტყვებს ნუ აგრძელებ, ისედაც ვხვდებით სად რა ტონალობაა.
ორ-ორი კითხვის და ძახილის ნიშნები რა საჭიროა?
რიცხვებს ნუ იყენებ, "13" არა, არამედ "ცამეტი"
"ძირს ჩავიკუნტე" - ასეთი გამოთქმა არ არსებობს, მითუმეტეს ლიტერატურულ ენაში.
დიალოგის შემდეგ ყოველი ხაზი აბზაცით იწყება, ისევე როგორც დასაწყისი.
და კიდევ ბევრი მართლწერის და გრამატიკული შეცდომა, სასვენი ნიშნები და ა.შ.
ნუ მიწყენ, ფენტეზის გულშემატკივარი ვარ მე და ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ, და მოვლენებიც სწრაფად ვითარდება, ეს არ მომეწონა.
იდეა მაგარია.
წარმატებები, გამიხარდება თუ გაითვალისწინებ ჩემს მოკრძალებულ აზრს.


კი ,ვიცი ბევრი შეცდომაა და ვეცდები დრო და დრო გამოვასწორო ^^
დიდი მადლობა <3


ყურადღებით წერე და მიგვახედ-მოგვახედე გარშემო, ბუნება გვანახე, ამინდი, დღეა თუ ღამეა და ა.შ. და ატვირთვამდე ორჯერ-სამჯერ გადაავლე თვალი.
გამიხარდა ეს ისტორია და ნუ დამკარგავ:)


ყველანაირად ვეცდები ^^ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი დიანა

აუუ კაიააა... ძლივს არ ვნახე საჩემო ისტორია :) კარგი გოგო ხარ :* წარმატებებიი

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინია

ვაიმე როგორ მომეწონა და როგორი ზღვა ემოცია გამოიწვია ჩემში <3 ყოჩაღ, ძალიან მომოწონს.
heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent