შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფერი


5-10-2020, 15:11
ნანახია 1 219

2018 წელი..
ქორწილამდე ორი წლით ადრე...

ჩემი მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრება იცვლება, სტუდენტი ვარ, ვტოვებ პატარა ქალაქს და თბილისში ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ემოციების კონტროლს ვცდილობ მაგრამ არ გამომდის,ჩემოდანი ჩავალაგე და ეზოში გავედი, მალე მამიკო მომაკითხავდა და წამიყვანდა, თბილისში სახლი უკვე ვიქირავე, მშობლები არ მომყვებოდნენ და მეც უფრო კარგად ვიაზრებდი რამდენად სერიოზულ და დამოუკიდებელ ნაბიჯს ვდგამდი... გამომშვიდობება ოჯახის გარდა არც არავისთან მომიწია, ახლო მეგობრები არ მყავდა, არც დაქალი მყოლია არასდროს... მთელი ბავშვობა სახლში გავატარე და იმაზე დიდი ბედნიერება მივიღე ცხოვრებისგან ვიდრე სხვა დანარჩენმა... გზაზე მანქანამ გადმოუხვია და სულ მასე ეზოში შავი მერსედესი გამოჩნდა, ხმაზე დედა გამოვიდა, გადამეხვია და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ იმ პირობით რომ ყოველთვის დავურეკავდი და ყველაფერს მოვუყვებოდი, მანქანაში მოვკალათდი, ყურსასმენები გავიკეთე და თვალებდახუჭულმა დავიწყე ფიქრი
-მელო სამსახურში მეჩქარება სახლში უნდა დავბრუნდე, მეცრე სართული ლიფტიდან მარჯვნივ შავი კარებია, წარმატებები და დაგვირეკე საღამოს
- კარგი მამი, დედიკოს ყურადღება არ მოაკლო ხომ იცი რთულად შეეგუება რომ წამოვედი
ჩემოდანი ავიღე და სადარბაზოს კოდი ავკრიფე, მეცხრე სართულამდე ლიფტით ავედი, კარები გავაღე და სახლის თითოეული დეტალის შესწავლა დავიწყე, ლამაზი სახლი იყო, მუქი ფერის კედლები და ბევრი ფარდა იყო რაც უფრო მყუდრო ელფერს სძენდა... ორი აივანი ქონდა რაც ყველაზე მეტად მომეწონა, საძინებელი საკმაოდ დიდი ზომის იყო, ტანსაცმელი გარდერობში დავალაგე, კოსმეტიკა სარკის წინ პატარა ტუმბოზე დავაწყვე და მისაღებში გავედი, ტელევიზორი ჩავრთე და დებიუსის მოსმენა დავიწყე, მთელი დღე სახლში გავატარე, ვეგუებოდი ახალ გარემოს...არც ისე ცუდია მარტო ცხოვრება, შუადღის 2საათია და მე მხოლოდ ახლა ვდგები საწოლიდან, ყავა გავაკეთე და აივანზე ჩამოვჯექი, გამახსენდა დედაჩემისთვის მიცემული პირობა, მისი ნომერი ავკრიფე და მალევე მიპასუხა
-მელო წუხელ რატომ არ დამირეკე? კარგად მოეწყვე? სახლი მოგწონს?
- ვერ დაგირეკე, დავბინავდი და დაღლილს მალევე ჩამეძინა
- ახლა რა უნდა გააკეთო? იცოდე ახლა მაინც დაუმეგობრდი ვინმეს და თავისუფალი დრო ისევ სახლში არ გაატარო
-კარგი დე წავედი ხვალ პირველი ლექცია მაქვს, საყიდლებზეც უნდა წავიდე, დაგირეკავ საღამოს.



№1  offline წევრი EllaTriss

კარგია, უდაოდ. მაგრამ.. რაღაც ძალიან არეულად გიდევს თუ მე ვერ გავიგეე, არვიცი.
სულ პირველი სიახლე რომ დადე ის ამ ისტორიის პირველი თავია და ეს მეორე ანუ?
მასეც რომ იყოს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ ერთმანეთს საერთოდ არ ებმევა. გარდა ამისა, ვფიქრობ უკეთესი იქნება სათაურში მიუთითო რომელი თავია, რომ ხალხმა უკეთესად გაიგოს, თორემ მე თავიდან მაგალითად მეგონა ჩანახატი იყო.
ჰო, კიდევ, თავების მოცულობას თუ გაზრდი უკეთესი იქნება. ასე ძალიან პატარაა.
არ იჩქარო, ჯობია 2დღეში ერთხელ დადო და დიდი იყოს.
სიუჟეტზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ვნახოთ როგორ განავითარებ.
სტილი კარგია. წერა უდავოდ კარგად გამოგდის.
წარმატებები! ❤

 


EllaTriss
კარგია, უდაოდ. მაგრამ.. რაღაც ძალიან არეულად გიდევს თუ მე ვერ გავიგეე, არვიცი.
სულ პირველი სიახლე რომ დადე ის ამ ისტორიის პირველი თავია და ეს მეორე ანუ?
მასეც რომ იყოს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა , რომ ერთმანეთს საერთოდ არ ებმევა. გარდა ამისა, ვფიქრობ უკეთესი იქნება სათაურში მიუთითო რომელი თავია, რომ ხალხმა უკეთესად გაიგოს, თორემ მე თავიდან მაგალითად მეგონა ჩანახატი იყო.
ჰო, კიდევ, თავების მოცულობას თუ გაზრდი უკეთესი იქნება. ასე ძალიან პატარაა.
არ იჩქარო, ჯობია 2დღეში ერთხელ დადო და დიდი იყოს.
სიუჟეტზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ვნახოთ როგორ განავითარებ.
სტილი კარგია. წერა უდავოდ კარგად გამოგდის.
წარმატებები! ❤

პირველი ნაწილის დასასრული უფრო გასაგები რომ იყოს მაგიტომ დავიწყე მეორე თავში წარსულის წერა.... რა მოხდა მაგის გადმოცემას ვაპირებ, რაც შეეხება სიუჟეტს ჩემი ისტორიაა, პირველად ვწერ და რეალური ამბავია... შენიშვნას გავითვალისწინებ, მადლობა ♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

საინტერესოაა როგორ განვითარდება მოვლენებიი. წარმატებებიი<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent