შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყვე


6-10-2020, 21:47
ავტორი ღლიკო
ნანახია 1 908

ერთი ჩვეულებრივი საღამო თბილისში... გზებს მუდამ ძრავის ხმა ახმაურებს, ხალხის გაუთავებელი საუბარი და ბავშვების ჟრიამული ქალაქური ცხოვრების თანმდევი ფორიაქია... თუმცა გოგონას, რომელიც გზას მარტო მიუყვებოდა ხეებს შორის, არაფერი ესმოდა... ვერაფერს ხედავდა... მხოლოდ მაღალი ალუბლის ხეებიდან ჩამოცვენილ ყვავილებს გახედა და ეგეც ინსტიქტურად გააკეთა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა ისე, რომ ზემოთ აწეული თავი არც ჩამოუწევია, როგორც აქამდე ჩვეოდა ხოლმე და გაჩერდა... სალომე აღარ განძრეულა, გაშეშებული იდგა და თვალებზე მოწოლილ ცრემლებს არ აძლევდა გადმოდინების საშუალებას... თვალები დაბლა დახარა და მუჭი შეკრა მთელი ძალით... ცდილობდა აჩქარებული გულის ძგერა შეენელებინა, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა რომ ეს მცდელობა ამაო იყო... ნელ-ნელა უახლოვდებოდა სალომეს პირდაპირ მდგომი მამაკაცი, რომლის თვალებშიც იმდენად დიდი ტკივილი ჩანდა, რომ ნებისმიერს აატირდებდა და სრულიად უცხო ადამიანს მწუხარებით აავსებდა... მივიდა სალომეს წინ, მაგრამ ვერც შეხება გაბედა და ვერ საუბარი... უყურებდა, სალომეს მზერას ეძებდა, მის თვალებში ჩახედვა სურდა, მაგრამ სალომე კვლავ არიდებდა თავს... გოგონამ ამოისუნთქა ღრმად და იმ იმედით, რომ შეძლებდა მოშორებოდა დიდი ტკივილის მომტან შეხვედრას ნაბიჯი გადადგა და ბექას გვერდით ჩავლას დააპირა... მამაკაცმა მოიკრიბა ძალები და ხელი სწრაფად წაავლო მაჯაში ისე რომ არც განძრეულა...
-სალო, გთხოვ... ასე ნუ მოგვექცევი... ჩვენ... ჩვენ ხომ... გთხოვ ასე ნუ დაამთავრებ ყველაფერს...
ბექას ხმა უკანკალებდა... მისი გაუბედავი მუდარა სალომეს ასუსტებდა...
-სალომე, არ გესმის?... სალომე გთხოვ ჩუმად ნუ დგახარ, რამე მითხარი...
კვლავ აგრძელებდა ბექა საუბარს, მაგრამ ხელს არ უშვებდა გოგონას... სალომე კი მთლიანად თრთოლავდა და როგორც იქნა ხმა ამოიღო...
-რა გინდა ბექა, რა დარჩა გასარკვევი?! რა ვერ მოვაგვარეთ და რა ვერ გავარკვიეთ?! ახლა ჩემი ცხოვრებით ვიწყებ ცხოვრებას, შენ კი შენით, უფრო სწორად შენ აქამდეც ეგრე ცხოვრობდი... ეს მე ვარ სულელი, ჩემი ოცნებები შენსას რომ მოვარგე... შენი ოცნებების ასრულება ჩემი მიზანი რომ გახდა, ჩემები კი დიდი ხნის წინ მივატოვე...
-სალო, შენთვის ეგ არავის უთხოვია... უნდა გეთქვა თუ ასე გრძნობდი თავს... უნდა გეთქვა, აუცილებალდ უნდა გეთქვა და ჩვენ...
-რა? ჩვენ რა? რამე შეიცვლებოდა? არაფერი... რადგან თავადაც არ ვიცოდი ისე ვხდებოდი შენი ტყვე...
-გთხოვ, არ გინდა... მაპატიე...
და გოგონა პირისპირ დაიყენა, ორივე ხელით თხელ მკლავებში ჩაბღაუჭებოდა. მის თრთოლვას გრძნობდა და თავადაც ცრემლებს ვერ იკავებდა...
-ერთი შანსი მომეცი... ერთი შანსი მოგვეცი...
-რისთვის? რომ საბოლოოდ გამანადგურო? რომ შენს თოჯინად მაქციო? აღარ მინდა ასე ცხოვრება...
სალომეს ღაწვებზე შემშრალიყო ტკივილის მდინარე... მხოლოდ ბექას ხელებს ვერ აღწევდა თავს... სურდა მისგან გაქცევა და მის მკლავებში აღმოჩენაც... მაგრამ ეს გაორება არ იყო საკმარისი სალომეს გულის მოსაბრუნებლად... ვერაფერი დაავიწყებდა ამ სიყვარულის მოტანილ განსაცდელს...
-შევიცვლები, გთხოვ... სალო... სალომე... ჩვენი სიყვარულის გამო მაინც... ჩემს თავზე უარს ვიტყვი...
-არა ბექა... ხედავ?! არ არსებობს სიყვარული რომელიც ადამიანს თავისუფლებას აკარგვინებს... მაშინ ადამიანი შეყვარებული კი არა, შეპყრობილია... მე აღარ მინდა ასე... წადი... გთხოვ...
გოგონამ ხელი გააშვებინა და სიარული განქგრძო. მამაკაცმა ვეღარ მოითმინა და მაგრად ჩაეხუტა სალომეს ზურგიდან... ორივე გაშეშდა...
-მე არ შემიძლია შენ გარეშე... ჩემთვის ყველაფერი ხარ... ჩახუტებული ბექა მაინც ცდილობდა ერთ დროს სიგიჟემდე შეყვარებული სალოს შემორიგებას... გოგონა ხმას არ იღებდა...
-მიყვარხარ...
ჩაჩურჩულა ყურში ვარდისფერ კაბაში გამოწყობილ სხეულს...
- არა... არ გიყვარვარ... რომ გყვარებოდი თავის დროზე დაინახავდი ჩემში იმ დაკარგულ მეოცნებე ნაწილს... მას კი არ გააქრობდი, შენს ოცნებებთან ერთად შეზრდიდი... ჩემ გარეშე შეგიძლია... უბრალოდ წინ უნდა გაიხედო და დამივიწყო...
მამაკაცმა უფრო ძლიერად მოიქცია მკლავებში და კისერში აკოცა... თან ტიროდა... იცოდა რომ სალომეს ნათქვამი სიმართლე იყო, მაგრამ მისი ეგოისტური ხასიათი არ აძლევდა ქალის გაშვების ნებას...
-ასე ხომ საერთოდ გამანადგურებ? ასე ხომ მთლიანად დამამსხვრევ ბექა... მინდა საკუთარი თავი ისევ შევიყვარო... მინდა გავიხსენო როგორია გქონდეს ოცნება და იყო თავისუფალი... აღარ მინდა შენი ავადმყოფური სიყვარულის ტყვე ვიყო... აღარ მინდა... აღარ...
ბექამ ხელები მოადუნა, დაბლა დაუშვა და თვალები დახუჭა... სალომემ თავი დაიხსნა მისგან და მამაკაცისკენ შემოტრიალდა...
-ერთ დროს, შენ ჩემთვის ამ ლამპიონის შუქივით იყავი, ღამე რომ ანათებს და გზას გიჩვენებს, რონ არსად წამოკრა ფეხი და სიბნელის შიში გაგიქროს... მიყვარდი... თან ძალიან... მაგრამ საკუთარი თავიც მიყვარს ბექა... შენთან ურთიერთობისას პირველ რიგში ეგ გრძნობა დამავიწყდა... მაშინ დავიკარგე და დავკარგე ჩემი თავისუფლებაც... წადი... შენც იპოვე შენი თავისუფლება და ჩვენი არასრულფასოვანი სიყვარულის ტყვე ნუ გახდები...
ბექა დუმდა, მხოლოდ უსმენდა სალომეს და ცრემლები უწყვეტად დიოდა... სალომე მიუახლოვდა, ფეხის წვერებზე აიწია და შუბლზე აკოცა...
-მშვიდობით... და მადლობა რომ ამდენი რამ მასწავლე ჩემს ცხოვრებაში გამოჩენით...
სალომემ ბექას ლოყებზე მიდებული ხელები მოაშორა და სვლა განაგრძო ალუბლის ხეებს შორის...
იმ დღეს გოგონამ მართლა იგრძნო შვება, ტკივილის გაქრობა და დიდი ხნის ნანატრი თავისუფლებაც...
ხოლო თბილისის დაბნელებულ ქუჩაზე, რომელსაც ლამპიონი ანათებდა, იქვე ახლომახლოს ერთ-ერთ სკამზე იჯდა ბექა... დიდხანს იჯდა და ფიქრობდა... ბოლოს კი ღრმად ამოისუნთქა, ადგა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას...



№1 სტუმარი foreveryoung13

საინტერესო იყო,მართლაც რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ეგეთი სიყვარულის ტყვე,ხშირად ვერ პოულობენ ვერც ბედნიერებას და ვერც თავისუფლდებიან მჭიდრო მარწუხებისგან. ბევრი ვერ პოულობს იმ ძალას,რომ თავი დააღწიოს ამ მარწუხებს. რეალობა ასეთია სამწუხაროდ...იმედია კიდევ ხშირად დადებთ ასეთ ისტორიებს kissing_heart

 


№2  offline წევრი ღლიკო

foreveryoung13
საინტერესო იყო,მართლაც რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ეგეთი სიყვარულის ტყვე,ხშირად ვერ პოულობენ ვერც ბედნიერებას და ვერც თავისუფლდებიან მჭიდრო მარწუხებისგან. ბევრი ვერ პოულობს იმ ძალას,რომ თავი დააღწიოს ამ მარწუხებს. რეალობა ასეთია სამწუხაროდ...იმედია კიდევ ხშირად დადებთ ასეთ ისტორიებს kissing_heart

მიხარია თუ მოგეწონათ❤ წერა უფრო გატაცებაა ჩემთვის, მაგრამ ვეცდები მსგავსი ისტორიები ავტვირთო❤

 


№3 სტუმარი მაჭანკალი

ეს ისეთი ჩანახატია სულს რომ შეეხება... საოცარი იყო მართლა .. ვისურვებდი ამ ჩანახატის მოთხრობად გადაქცევას რაც მარტო შენ შეგიძლია .. მართალია წერა შენთვის გატაცებაა მაგრამ მართლა შესანიშნავად გამოგდის... გელოდები ახალი მოთხრობით! გააგრძელე წერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent