შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“უცნობი„ (თავი 1)


6-10-2020, 23:18
ავტორი Love you question❤
ნანახია 700

-შენ მშვიდად ზიხარ და ცხოვრება მშვენიერი გგონია!?
გგონია ადამიანმა თუ მოინდომა საკუთარ თავს ღმერთად აქცევს? იქნება პატივსაცემი, და მისაბაძი?
მაგრამ ბოდიში, შენი ფიქრები და აზრები ერთი დიდი ნაგავია, ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანის ცილის დაწავმა, შეურაცყოფა,დასჯა, გაუბედურება და სხვა...
და შენ ფიქრობ რომ ცუდი გზისკენ თავისი ნებით მიდის ადამიანი?. გავივინებ. ვისუნდა ცუდი ცხოვრება, ვისუნდა თავისი სიცოცხლე აყროლებული ნაგვის ურნასავით იყოს!. და თუ შენ ფიქრობ იმასაც თუ ასეთი ადამიანები ცუდ ოჯახში გაზრდის ნიადაგზე მიჰყვებიან მსგავს ცხოვრებას, მწარედ გამეცინება, მაგრამ არც გამოვრიცხავ მსგავს შემთხვევას. ეგეც შესაძლებელია...

-მშვიდი, არც თბილი, მაგრამ არც გრილი ამინდია, პარკთან ახლოს მდგარ სკამზე ვზივარ, მუხლებზე წიგნები მიწყვია, ხელში კი ტელეფონს ვათამაშებ, თმა აწეული, თეთრი სადა მაისური და გრილი თხელი ნაჭრით შეკერილი ქვედაბოლო მაცვია... ალბათ მეტყობოდა რომ ვიღაცის ლოდინში ვიყავი
მწველ მზერას ვგრძნობ, იმდენად მწველს რომ კომპლექსი მიჩნდება, გარშემო ხალხი ირეოდა...
იმდენად შემაწუხა ვიღაცის მზერამ რომ თავი ავწიე და თვალებით მზერის ადრესატის პოვნა დავიწყ, მალევე ვიპოვე,თვალი თვალში გავუყარე სულ რაღაც წამებით და ისევ დავხარე თავი, მზერა კი ტელეფონზე გადავიტანე...
ბიჭი იყო ალბათ ოცდასამი ან ოცდაოთხი წლის თუ იქნებოდა, შავი ზედა, შარვალი და ფეხსაცმელიც შავი შეფერილობის ეცვა. ჩემსკენ სვლა დაიწყო და გვერდით მომიჯდა, ოდნავ მივიწიე, მისს მზერას ისევ ვგრძნობდი, ინერციულად ტელეფონი ავიღე და ნომრის აკრეფვის გარეშე დავრეკე.
-სადხარ?
........
-გელოდები რა მალე მოდი.
უნდა გამეთიშა ყურთან ტელეფონ აწეპილი ბიჭის სილუეტი რომ დავინახე გაღიმებული სახით მომიახლოვდა და ტელეფონიც მოიშორა ყურიდან. მეც წიგნები ხელში ავიღე, წამოვდექი და ნაწყენი სახით შევხედე.
-სადხარ ამდენხანს?
-ბოდიში ლექცია გამეწელა.
საყვარელი სახით შემომხედა
-წავედით?
კითხვასავით ვუთხარი მას და თვალებით უსიამოვნო ბიჭზე მივანიშნე, მანაც ჩემს მზერას გააყოლა თვალი და შეხედა.
-აჰ, დაივიწყე წავიდეთ.
მისი ეს სიტყვები და უცნობის სკამიდან წამოხტომა ერთი იყო. შემოგვხედა და ჩვენ გაგვცდა, შემდეგ ნაბიჯი გადავდგით თუ არა წამებში შემობრუნდა შავებში ჩაცმული ბიჭი მომიახლოვდა და ტუჩებზე მეცა, ხელიდან გამცვივდა წიგნები, ძლიერ მიჭერდა ერთხელს სახეზე მეორეს კი ხელებზე,
ცდილობდა ჩემი თანმხლები მის მოშორებას, იქვე მდგომი ნაგვის ყუთი აიღო და ურტყავდა მაგრამ ის ჩემი ტუჩების დაგემოვნებას აგრძელებდა. რას ვგრძნობდი? არაფერს ან შეიძლება ზიზღსაც, მინდოდა იმხელა ძალა მქონოდა იმ წამებში რომ ცემით მომეკლა ასეთი სითავხედისთვის. ხალხი გარშემო შემოკრებილიყვნენ და მხოლოდ ყურებით შემოიფარგლებოდნენ, ყველანაირად ვცდოლობდი საკუთარი თავის გამოგლეჯვას იმ ამაზრზენის ხელებიდან, ეს კი თვითონ მოახერხა როცა შეაწუხა ჰაერის უკმარისობამ, ხელები გამიშვა და მიბრუნდა წასასვლელად.
-ბოდიში მომიხადე!
ამაზრზენი, მკაცრი და ზიზღით სავსე ხმის ტემბრით დავიყვირე, გამომხედა, ისევ ხმის ამოუღებლად მიბრუნდა, უეცრად ყელზე ძალიან შემზარავი შრამი შევნიშნე მაგრამ არ მივშტერებივარ, ვიფიქრე მუნჯია ეს ნაძირალათქო. უცბად სამი სამართალ დამცველი აეტუზა წინ და მკაცრი ხმით მოთხოვეს ბოდიში მოეხადა ჩემთვის. მაგრამ უცნობმა ვითომც არაფერი, გზა განაგრძო როცა მხარზე მიჭერილი ხელი იგრძნო თავის დაღწევის მიზნით ხელი შემოუბრუნა, მერე კი დაიწყო ჩხუბი, პოლიციელები და უცნობი, თითქოს ქუჩური ჩხუბის მომსწრენი ვიყავით, ბოლოს პოლიციას ხალხი შეუერთდა და ურტყავდნენ გამეტებით, ფეკალიაზე ბზუილით მფრრნ ბუზებს ჰგავდა ხალხი. ვუყურებდი და არ მემეტებოდა მსგავსი სისასტიკისთვის, მართალია მინდოდა მე თვითონ მეცემა სიკვდილამდე წუთების წინ მაგრამ საყურებლად ცუდი სცენა იყო იმდენად რომ არ მემეტებოდა, ბოლოს კი ზურგი ვაქციე, წიგნები ავკრიფე და წავედით,
გონება გათიშული მივდივარ, ვფიქრობ და თან არც არაფერზე ვფიქრობ, მხარზე მეგობარ ბიჭს აქვს მოხვეული ხელი და თანადგომის ნიშნად დრო და დრო ხელს მისვავს, გულში მეცინება, თან როგორ მეცინება რომ იცოდეთ,
წარმოიდგინეთ? თუ არა დაგეხმარებით წარმოდგენაში,
ვთქვათ თქვენ მოგვარდათ ვიღაც უცნობი და ტუჩებში გეცა, შენი შეყვარებული კი ამდროს ეძებს რაღაცას, ბოლოს კი ნაგვის ურნას იღებს და ურტყავს უსუსური ქალივით, ხო თქვენც გაგეცინათ არა? მაგრამ რაკი სასაცილო იქნებოდა მართლა რომ გადაგხდენოდათ იგივე? დიახ სატირალი უფრო იყო, მე კი ვიცინოდი მთელი გონებით საკუთარ თავს დავცინოდი, როგორც რაიმე მიმზე შეიძლება დასცინო სხვას,
შენთვის შეიძლება ის იმდროს სასაცილო იყოს მაგრამ მისთვის მწარე რეალობაა..
სამწუხაროდ ხშირად ხდება ასე, საბედნიეროდ მე თავად დავცინოდი საკუთარ თავს და არ ვისმენდი სხვის სიცილს ჩემს მიმართებაში...




(მ.რ)



№1 სტუმარი Marimari

Sainteresoa, warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent