შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (15 თავი)


7-10-2020, 15:44
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 606

ცოტნემ მანქანა დაქოქა და გაზს მიაჭირა, მია ბოლო ხმაზე კიოდა და მანქანის დაბლოკილი კარის გაღებას ამაოდ ცდილობდა, იქმადე არ შეწყვიტა ისტერიკა სანამ ცოტნემ არ დაუღრიალა
-საკმარისია შეწყვიტე ეს ისტერიკა-მიას შეხედა სულ ერთი წამით და მაშინვე თვალი აარიდა
-ახლავე გააჩერე, გააჩერე ეს წყეული
მანქანა-კვლავ იკივლა მიამ და კარის სახელურს დაეჯაჯფურა
-არ გავაჩერებ გასაგებია?-მზერა ისევ მიასკენ გაექცა ცოტნეს, მია განზრახ არ იყურებოდა მისკენ, არ შეეძლო მისი სახის დანახვა
-ახლავე გააჩერე-დაიყვირა და ცრემლები მოაწვა სასოწარკვეთილ გოგონას -გეყოს ჩემი წამება, საკმარისია -დაიჩურჩულა და ცრემლები გადმოსცვივდა
-მია უნდა ვილაპარაკოთ-ცდილობდა მაქსიმალურად მშვიდად ეთქვა ცოტნეს, მაგრამ აკანკალებულ ხმას ვერ იმორჩილებდა
-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს-დაუღრიალა მიამ ბოლო ხმაზე და პირველად შეხედა ცოტნეს
-გაქვს! უნდა ამიხსნა ასე რატომ მოიქეცი!-უღრიალა მიას გაცეცხლებულმა ბიჭმა
-რაა?-მიამ ტირილი შეწყვიტა და გაოგნებული მიაჩერდა სახე ალეწილ ბიჭს
-შენ რომ დახმარება გეთხოვა, ერთი სიყტვა რომ გეთქვა...-ცოტნემ მიას გახედა და ხმა ჩაუწყდა
-გაჩუმდი გაჩუმდი-უყვირა მიამ და სახე ხელებში დამალა
-რომ გეთხოვა ფული... ასე არ მოხდებოდა... ასეთ საშინელებას არ ჩავიდენდი
-შენ იცოდი, იცოდი სახლი რომ დავკარგე მაგრამ არ გიკითხავს... რატომ... არც ის გიკითხავს ფული რაში მჭირდებოდა... მაშინვე ის შემომთავაზე რაც გინდოდა რომ მიგეღო ჩემგან!-დაუღრიალა მიამ ბოლო ხმაზე და ცრემლები გადმოსცვივდა კვლავ
-მია მე...-ცოტნეს ხმა ჩაუწყდა, ვერაფერი თქვა
-შენ გინდოდა ჩემი სხეული! მე ფული, ორივემ ის მივიღეთ რაც გვინდოდა! მორჩა ისტორიის დასასრული!-დაუღრიალა მიამ და კვლავ კარს დაეჯაჯგურა
-ჩვენი ისტორია ახლა იწყება -ცოტნემ უცნაური მზერით შეხედა გოგონას რომელსაც ინსტიქტურად გაექცა თვალი ცისფერი ამღვრეული სფეროებისკენ, რაღაც იგრძნო, რაღაც უცნაური, რაღაც სასიამოვნო და თან მტკივნეული, მოულოდნელად საჭეს დაებღაუჭა, იმდენად მოულოდნელად გააკეთა ეს რომ ცოტნე აიბნა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, სცადა მია მოეშორებინა საჭესთვის მაგრამ ვერ შეძლო ამიტომ დაამუხრუჭა თუმცა მაინც შეასკდა ხეს მაღალი სიჩქარით რადგან გასაჩერებლად მანძილი არ ეყო.
ცოტნემ თვალები გაახილათუარა, ვაჩე წამოადგა თავზე
-ამის დედაც, როგორციქნა გონს მოხვედი-ძმას მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა
-სად ვარ-ცოტნემ ვერ გააცნობიერა სად იყო და რახდებოდა მის თავს
-საავადმყოფოში -აუხსნა ვაჩემ
-რაა?-ძმას შეხედა დანისლული თვალებით და გონება დაძაბა, ყველაფრის გახსენება სცადა
-რაც გაიგე, ტვინის შერყევა გაქვს, მაგრამ უარესი დაგემართება ქალბატონი ვიკა რომ მოვა აქ
-რაა?-ცოტნემ თვალები დააჭყიტა და ძმას შეხედა
-რაც გაიგე, ქალბატონი ვიკა უკვე გამოფრინდა პარიზიდან და მალე აქ იქნება
-შენ დაურეკე?-ცოტნე ძმას წვდა საყელოში მაგრამ მაშინვე გაუშვა ხელი ძალა გამოცლილმა
-გუშინ ღამე გათიშული გქოდა ტელეფონი, მეც გათიშული მქონია და არცერთმა რომარ ვუპასუხეთ მთელი ღამე გაგიჟებულა და ეზლა მოფრინავს
-ამის დედაც-დაიღრინა ცოტნემ -ახლავე რეზის დაუძახე-უყვირა ძმას და როგორცკი რეზი შევიდა პალატაში ვაჩე გააგდო -რეზი მიაც აქ შემოიყვანეს?
-არა მია არ შემოუყვანიათ, როგორც სასწრაფოს ექიმებს უთქვიათ ადგილზე მარტო ერთი დაშავებული დახვდათ
-რაა?-შეიცხადა ცოტნემ -მეგონა ისიც აქ იწვა
-რაც გესმის, გადავამოწმე და მარტო შენ .ოგიყვანეს აქ
-ამის დედასაც შევ.ცი-იყვირა ცოტნემ და თავის ტკივილისგან გაწამებულმა ტუჩები დაბრიცა
-ახლავე უნდა ვიპოვო-იყვირა მან და წვეთოვანი მოიგლიჯა ვენიდან , წამოდგა, თუმცა საშინელი სისუსტე და თავბრუსხვევის შეგრძნებამ აიძულა ისევ საწყის მდგომარეობას დაბრუნებოდა
-ვიპოვით დამშვიდდი -რეზი თვალებში ჩააცქერდა მეგობარს -ნუგეშინია თავს არაფერს აუტეხავს
-რაიცი-ჰკითხა ხმა ჩავარდნილმა ბიჭმა
-ასე არ მოექცევა დედამის და თავის ოჯახს, ასეთ რთულ სიტუაციაში ამას არ გააკეთებს
-რეზი მშვიდად მაინც ვერ ვიქნები სანამ არ ვიპოვი
-ცოტნე შენსა და მიას შორის რამე მოხდა?-რეზი დაჟინებით უყურებდა თვალებში მეგობარს, ცოტნემ ვერ გაუძლო თვალი აარიდა -ესეიგი მოხდა-რეზის რაღაცნაირად გული ეტკინა
-მეც არვიცი ასე რატომ მოვექეცი-დაიჩურჩულა ცოტნემ
-ნანობ?-რეზი ჯიუტად არ არიდებდა თვალს მის გაფითრებულ სახეს
-მია უნდა ვიპოვოთ, მანამდე კი ჩემს ბინაში ვინმე წაიყვანე და დაალაგებინე, დედაჩემი ჩამოდის პარიზიდან და რომ ნახოს იქაურობა გაგიჟდება ხოიცი
-კაი ჯერ მაგ საქმეს მივხედავ მერე მის მოვძებნი



№1 სტუმარი ni kh

სულ ეს იყოოო გავაფრენ ეხლა

 


№2  offline წევრი ანუკიანკა

ასეთ პატარა თავს ნამდვილადარ ველოდი. 2 წუთში წავიკითხე ცოტა გაზარდე რა თავები. ისე კარგი იყო წარმატებები❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Imagination88

აუ ძალიან კარგი იყო, მაგრამ არ მეყო პატარა იყო. შემდეგი როდის იქნება? ვეღარ ვითმენ.

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ni kh
სულ ეს იყოოო გავაფრენ ეხლა

მეტი მართლა ვერ მოვახერხე, მეც მინდა ძალიან რომ ვწერო, მგრამ დროს ვერ ვნახულობ სამწუხაროდ :(

ანუკიანკა
ასეთ პატარა თავს ნამდვილადარ ველოდი. 2 წუთში წავიკითხე ცოტა გაზარდე რა თავები. ისე კარგი იყო წარმატებები❤️

დიდი მადლობა, მიხარია ძალიან რომ მოგეწონათ, როგორცკი მოვახერხებ ავტვირთავ ახალ თავს

სტუმარი Imagination88
აუ ძალიან კარგი იყო, მაგრამ არ მეყო პატარა იყო. შემდეგი როდის იქნება? ვეღარ ვითმენ.

დიდ მადლობა, როგორცკი მოვახერხებ ახალ თავს ავტვირთავ, სამწუხაროდ მეტი ვერ მოვახერხე ამ ეტაპზე :(

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ღმერთო რა ციცქნა თავია, ასე მართლა ახვალ 40მდე კი არა ასამდეც :)).
მოკლედ, ჯერაც კომენტარებით მოგყვები, მაგრამ რასაც 'გიყურებ' სიყვარულზე მშვიდად და ტკბილად წერა შენ არ შეგიძლია. ან შენს გმირებს რას ტანჯავ ან ჩვენ :D.
სხვათაშორის ახლა ვნახე შენი კომენტარი იმ იგნორზე რომ გიპასუხია და რა გინდა ცოტა ვერ მივხვდი. მე შენ დაგიწერე წერე ისე როგორც გეწერინებამეთქი და შენ ახსნა დაგიწყია :)). არავის წინაშე არ გაქვს გასამართლებელი თავი ამ საიტზე. მკითხველი ან რომელიმე ავტორი არ წყვეტს ვინ უნდა განაგრძოს საიტზე წერა და ვინ არა.

ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას. ადრეც გკითხე, მაგრამ გაატარე. შეიძლება რომ ქულები გაჩუქო
რომ "მოდერობა" იყიდო? მერე შეძლებ ლოდინის გარეშე თავად ატვირთო ისტორია.

 


№6 სტუმარი სტუმარი nancho

სულ .მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№7  offline მოდერი ნეაკო

grafo
ღმერთო რა ციცქნა თავია, ასე მართლა ახვალ 40მდე კი არა ასამდეც :)).
მოკლედ, ჯერაც კომენტარებით მოგყვები, მაგრამ რასაც 'გიყურებ' სიყვარულზე მშვიდად და ტკბილად წერა შენ არ შეგიძლია. ან შენს გმირებს რას ტანჯავ ან ჩვენ :D.
სხვათაშორის ახლა ვნახე შენი კომენტარი იმ იგნორზე რომ გიპასუხია და რა გინდა ცოტა ვერ მივხვდი. მე შენ დაგიწერე წერე ისე როგორც გეწერინებამეთქი და შენ ახსნა დაგიწყია :)). არავის წინაშე არ გაქვს გასამართლებელი თავი ამ საიტზე. მკითხველი ან რომელიმე ავტორი არ წყვეტს ვინ უნდა განაგრძოს საიტზე წერა და ვინ არა.

ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას. ადრეც გკითხე, მაგრამ გაატარე. შეიძლება რომ ქულები გაჩუქო
რომ "მოდერობა" იყიდო? მერე შეძლებ ლოდინის გარეშე თავად ატვირთო ისტორია.

ახსნა იმიტომ მომიწია რომ მაშინ ძალიან დამძაბა უარყოფითმა კომენტარებმა, რჩევა და შენიშვა არ მწყინს, მაგრამ ზოგმა ისიც კი დამიწერა რომ ამგვარი ნაწერით მკითხველს შეურაცხყოფას ვაყენებ, ამიტომ დავწერე რომ წერის შეწყვეტა ჯობდა, თუმცა ისევ ვაგრძელებ წერას, თქვენივე კომენტარებიდან გამომდინარე, ძალიან მამხნევებთ და მეხმარებით თქვენი გულშემატკივრობით.
რაც შეეხება ქულებს, ორიათასი ქულით ვცადე მეყიდა მოდერობა თუმცა ალბათ არასწორად გავაკეთე რაღაც, ქულები დამაკლდა ორიათასივე მაგრამ მოდერი ვერ გავხდი და დამრჩა შვიდასამდე ქულა, თუ დამეხმარები ძალიან გამახარებ, მაშინაც გიპასუხეთ, არ გამიტარებია :), ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი ყურადღება, თუ დამეხმარებით ძალიან გამახარებთ და მადლობა ყველაფრისთვის თქვენ...
ჩემს ისტორიებს კი რაც შეეხება არ შემიძლია, ლამაზი სიყვარულის ისტორიების წერა, ჩემს ირგვლივ არაა ლამაზი, სიყვარულით და სითბოთი სავსე სამყარო და ალბათ ამიტომ... ალბათ სწორედ ამიტომ ვწერ ასეთ რთულ ისტორიებს, ვრერ იმას რასაც ვგრძნობ

მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის

სტუმარი nancho
სულ .მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

დღეს დავდებ და ალბათ ხვალ გამოქვეყნდება

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ხო, რას ამბობ მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ და იქ სულ სიტკბოა :)).
მშვენივრადაც შეგიძლია. წინა ისტორია როგორ დაატკბე მიუხედავად დაძაბულობისა. აქ კიდევ საერთოდ არ დუნდები და ჩვენც მოსვენებას გვიკარგავ :D.

კარგი, გავარკვევ მაგ ქულებზე.

 


№9 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ახალბედა მწერალი ხარ, კარგად წერ, მაგრამ თავები გაზარდე

არ მეყო ისე სწრაფად დაამთავრე.დადე მაშინ როცა სრულყოფილი თავი იქნება.

ნუ იმიზეზებ დროის უქონლობას.

 


№10 სტუმარი wero

აუ ეს ძან პატარა თავი იყო. დაიწყო და ეგრევე დამთავრდაა. გაზარდე თავები!

 


№11  offline მოდერი ნეაკო

grafo
ხო, რას ამბობ მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ და იქ სულ სიტკბოა :)).
მშვენივრადაც შეგიძლია. წინა ისტორია როგორ დაატკბე მიუხედავად დაძაბულობისა. აქ კიდევ საერთოდ არ დუნდები და ჩვენც მოსვენებას გვიკარგავ :D.

კარგი, გავარკვევ მაგ ქულებზე.

მადლობა ასეთი ყურადღებისთვის, ძალიან მიხარია რომ მოგწონთ მაინც ჩემი ისტორიები
ქულებზე კი არვიცი რაღაც არასწორად გავაკეთე ალბათ

სტუმარი ლია
საუკეთესო ახალბედა მწერალი ხარ, კარგად წერ, მაგრამ თავები გაზარდე

არ მეყო ისე სწრაფად დაამთავრე.დადე მაშინ როცა სრულყოფილი თავი იქნება.

ნუ იმიზეზებ დროის უქონლობას.

მიხარია რომ მოგწონთ, გავითვალისწინებ თქვენს რჩევას

wero
აუ ეს ძან პატარა თავი იყო. დაიწყო და ეგრევე დამთავრდაა. გაზარდე თავები!

ვეცდები ყველანაირად, მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent