თუ გაიმარჯვებ!(თავი მეათე )
ჯეისონის pov: -რა ხდებოდა? ლეონარდოს კითხვა გავუმეორე,ემილი რომ დაგვტოვა ოთახში. -არაფერი ისეთი. თქვა ლეონარდომ ,რაზეც მე წამოვდექი და საყელოში მოვკიდე ხელი. -მისმინე ახლა ,იმის მიუხედავად ,რომ ლილის ნათქვამი დავიჯერე ,ეს იმას კი არ ნიშნავს რომ შენ გენდობი,ამიტომ ფრთხილად იყავი! ნუ დაანახებ ყველას შენ ამაზრზენ სახეს,თორემ საფრთხე შეგექმნება ჩემი სახით,თუ გავარკვიე რეალურად რა ხდება შენს და ემილის შორის! ვთქვი მე და შემდეგ ხელი გავუშვი . ამოვიცვი რაც ხელში მომხვდა და გარეთ გავიქეცი,მისი სახის ყურებაც კი მაღიზიანენს და მინდა ჩავალურჯო! ლეონარდომ თავისი წინანდელი საქციელი იმით გაამართლა,რომ ემილი მისი "ნაშა" იყო,მაგრამ ემილის შიშით სავსე თვალებს თუ გავითვალისწინებთ ცოტახნის უკან,აშკარად რაღაც სხვა ხდება,მე კი მწარედ მოვტყუვდი. ამის გააზრებაზე დავიბენი და გაგიჟებული ამ ფიქრებით ტყეში გავიქეცი! მთელი ძალით მივრბოდი,მაგრამ სად მეც არ ვიცოდი. უბრალოდ გავრბოდი,მარტო ყოფნა მინდოდა ..სულ ცოტახანს , სულ ერთხელ. ემილის pov: -აბა აცხადე! თქვა ბელამ და ყველამ ჩემსკენ გადმოიხედა ,მეც ცოტახანი შევყოვნდი. -მმმ..ყვავი. ამაზე ზოგი გაიღიმა ,ზოგი პირიქით ,რადგან წაგების შემთხვევში არავის აღარ უნდოდა 1 ჭიქა ვისკის დალევა, რომელიც ასე ადვილად ათრობს ! საიდან ვიცი? ვიცი ,რადგან მეც მომიწია დალევა და უკვე მომეკიდა . -მასწავლებელმა რომ გაიგოს რა იქნება? გავიგეთ ლილის გველური ხმა,რაზეც ყველამ მას გავხედეთ. ეს საიდან მოეთრა! გავიფიქრე და ცივად ვიკითხე. -რა გინდა აქ? -ნახევარი ჩემი ბანაკის ხალხი აქ ზის და მეც რომ აქ ვიყო ,არ შეიძლება? ჩაიღიმა ლილიმ. -გველები არ შეიძლება . ჩავიჩურჩულე მე და ეს როგორც ჩანს ბელამ გაიგო ,რომელიც ჩემსავით უკვე მთვრალი იყო და გვერდით მეჯდა. -და არც ძუკნები. დამატა მანაც ოღონთ ხმამაღლა და ამაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ! -ლილი ორსულად ხომ არ ხარ ისევ? არ დაიღალო ,ჩამოჯექი. ხუმრობით სარკასტულად ვთქვი მე და თან ჩემი სითამამის გამიკვირდა. მაგრამ მერე რა ? მე ხომ მთვრალი ვარ! -შენ გოგო ზედმეტები მოგდის და თმით გითრევ,თუ არ მოკეტავ! წამოიწია ლილი,რაზეც უკან არ დავიხიე და ამდენი რაღაცის შემდეგ რაც დამიშავა ,მეც არ დავრჩი ვალში. -რაა რა იყო? წამოვდექი მეც და ჩვენს შორის ვინმე რომ არ ჩამდგარიყო, ალბად მართლა დავარტყავდი და რაც დაუშავებია მაგაზე ვიყრიდი ჯავრს ! -დანებე თავი ,გამოდი აქეთ. გავიგე იმ ,,ფსიხი,,ლეონარდოს ხმა,რომელმაც ლილი ხელით გასწია. -ოხ, მეორე ხმაც მოვიდა ! ვთქვი მე და ბელასთან ერთად ისტერიკული სიცილი დავიწყე. ხო ასე რამდენიმე ჭიქამ ყველაფერი დამავიწყა, ძაალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს,რადგან თითქოს არაფერი არ მაწუხებს,იმის მიუხედავად, რომ საქმე არც ისეთი სახარბიელოდ მაქვს. -წამოდი აბა ერთი შენ. გავიგე ,,ფსიხის,,ხმა . როგორც ჩანს ლილიმ ყველაფერი ჩაუკაკლა და ახლა აპირებს სამაგიერო გადამიხადოს ხო? კარგი გავყვები,მაინტერესებს რას მოიმოქმედებს,მშიშარასავით არ ვაპირებ აქ ჯდომას. მართლაც უკან გავყევი, თან სიცილს ძლივს ვიკავებდი,რადგან საცოდავი იყო ჩემს თვალში. -რა ხდება ,რა ამბავია? ვიკითხე მე სიცილით ,მაგრამ იმის მაგიერ რასაც მოველოდი, უეცრად ლეონარდო მეცა და კოცნას აპირებდა ! არა ,დღეს არა ჩემო კარგო და უკვე აღარასოდეს! გავიფიქრე მე და პირდაპირ ,,სუსტ,,ადგილას ამოვცხე ფეხი ! ამაზე ლეონარდო ყვირილით მოიკეცა და მე რა ვქენი ? წიხლი წავკარი მუცელზე და პირდაპირ თავით წაეშვა ! ეს ყველაფერი კომედიურ ანიმაციას გავდა და გეფიცებით სიცილს ვერ ვწყვეტდი ! -მასე მოგიხდება მოძალადე !! მივაძახე თან და ოთახში შევბრუნდი. დალევა უნდა გავაგრძელო ! ჯეისონის pov: ბანაკში რომ დავბრუნდი,ჩემი ბანაკის ხალხთან არ მიდოდა შესვლა ,ამიტომ ლილისთან წასვლა გადავწყვიტე . მის ოთახში რომ შევედი კი ლეონარდო დამხვდა... ამას აქ რა უნდა? გავიფიქრე მე და კითხვით დავადექი თავზე. -აქ რა გინდა შენ გავხედე ლეონარდოს ,მან კი დასისხლიანებულმა ამომხედა,ამაზე მე პატარა სიცილი ამომხდა. -რა დაგემართა? ამ კითხვაზე ლილი მომვარდა. -ის გოგოო!! ჯეისონ ემილი უკვე თავს გადავიდა, დღეს მეც იცი რა მითხრა? აშკარად ძაალიან გაბრაზებული იყო,მაგრამ დღეს ამის ხასიათზე არ ვიყავი. -კარგი ,კარგი გეყოფა. გავაჩერე მე. -არაფერს არ გაკეთებ? ამომხედა უკმაყოფილო სახით ლილიმ. -კი რა თქმა უნდა გავააკეთებ ,აქ მოიცადე. ვთქვი მე მობეზრებით და გვერდით მდგომი სახლისკენ გავემართე, სადაც ემილი მეგულებოდა . სახლს რომ მივუახლოვდი,მუსიკის ხმა გავიგონე..საკმაოდ მაღალ ხმაზე. -რა ხდება აქ? ჩავიბურტყუნე მე და კარი შევაღე ..აი იქ კი ის დამხვდა,რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი! მიახლოვებიყ 12 გოგო მაინც დამხვდა და ეს თორმეტივე გოგო გიჟებივით ცეკვავდნენ და ეტყობოდათ ,რომ მაგარი მთვრალები იყვნენ ! -ეს ქალი სადაა? ვიკითხე ჩემთვის მე და დავინახე კიდეც მასწავლებელი ,რომელიც მათან ერთად ცეკვავდა! როგორც ჩანს ისიც აიყოლიეს . ამის გააზრებაზე ემილის ძებნა დავიწყე და დავინახე კიდეც, მაგიდაზე იდგა და ცეკვავდა! ეს რა ჯანდაბა? ემილია ეს? გავიფიქრე მე და ნელა მივუახლოვდი. -რომეოო ,დაიჭირე აბა! დაიყვირა ერთ-ერთმა გოგომ და ემილის ხელი ჰკრა,ემილი კი პირდაპირ ხელებში ჩამივარდა ..ფეხზე ძლივს იდგა . -მორჩა,მორჩა წაიყვანე ჯეისონ ,შენ გაბარებ ! გავიგე ნასვამი მასწავლებლის ხმაც. -რაა?? მასს? მე როგორ მოვუარო? დავიწყე მე წუწუნი, თან ემილი მყავდა გადაკიდებული ხელზე ,რომელიც რაღაცას ღიღინებდა. -დაწვინეეე..დაიძინოს ,მეტი რა?? მომძახა გაღიზიანებულმა მასწავლებელმა. მეც რა უნდა მექნა ,ემილის კისერზე ხელი შემოვახვევინე და ჩვენი ოთახისკენ წავიყვანე. როგორც კი ოთახში შევედი საწოლზე დავაწვინე და რომ დავხედე გაღიმებული გაშტერებული მიყურებდა. -ამმ..წყალი გინდა ან რამე? ვიკითხე უხერხულად,ამაზე კი მან თავი გააქნია უარის ნიშნად. -ჯეისონ მადლობა. მაშინ როდესაც გასვლას ვაპირებდი ,უცბად მისი სიტყვები მომესმა და გავჩერდი. -რისთვის? მივუბრუნდი მე. -იმისთვის რომ გადამარჩინე ,უკვე მეორედ. გამიღიმა მან და კედლისკენ გადატრიალდა ,მე კი რატომღაც ეს სიტყვები მესიამოვნა. -არაფრის. ვთქვი და ოთახიდან გავედი. ეს ჩვენი პირველი რამდენიმე წამიანი ნორმალური საუბარი იყო..რაღაცნაირად გამიხარდა მისი სიტყვები ,მაგრამ ერთი რაღაც ჭკუიდან მშლიდა! მან თქვა უკვე მეორედო ..ანუ პირველად ის ამბავი იგულისხმა, როდესაც ლეონარდო ვცემე . თუ ლილი მართალია ,მაშინ რატომ იძახის ემილი ყველაფერს ასე დარწმუნებით ? იქნებ ემილია მართალი და არა ლილი და ლეონარდო ? ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავარკვიო. -სადაა ემილიიი!!? როგორც კი გავედი მასწავლებელი დაფეთებული მომვარდა. -5 წუთის წინ არ მითხარით დაწვინეო ? ვიკითხე და თვალები გადავატრიალე. -უი,უი! თქვა მასწავლებელმა და სიცილი დაიწყო,მეც გაშეშებული ვუყურებდი. -იცოდე არავის უთხრა. ვითომ სერიოზულად მითხრა მასწავლებელმა და თითი ამაფარა პირზე. ეს ხალხი სულ გაგიჟდა..ვფიქრობდი მე და უაზროდ ერთ ადგილზე ვიჯექი! აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა,არც მეძინებოდა! ამიტომ ტელეფონში ვთამაშობდი ,მაგრამ დიდხანს ვერა,მალე ტელეფონი დამიჯდა. რა უნდა მექნა,ავდექი და ოთახისკენ გავემართე, სადაც დამტენი მეგულებოდა. ოთახში რასაც ქვია ფეხის წვერებით შევედი ,რომ ემილის არ გაეღვიძა. დამტენი მეორე სართულზე დავინახე,ემილის რა ,უკვე მგონი ჩემს საწოლში ! კიბეზე დავდექი და დამტენს ვიღებდი ,ემილის ხმა რომ მომესმა. -არა...გაწიე ხელი,არა..არა!ბურტყუნებდა და თან მგონი ტირილს აპირებდა,მე ქვემოთ ჩავედი და ნაზად ხელით შევარხიე. -სიზმარია..დამშვიდი . ემილიმ ამის თქმაზე უცბად ხელები მომკიდა ხელზე მთელი ძალით,ისეთი ძალით ,რომ კინაღამ ზედ დავეცი ...მთელი ძალით მიჭერდა ხელს და აღარ მიშვებდა,თან ისეთი ღრმად სუნთქავდა,რომ აღარ ვიცოდი რა მექნა ,ამიტომ ასე უბრალოდ გაშეშებული ვიდექი. ვერც ხელს ვაშვებინებდი და ვერაფერს..უბრალოდ ზემოდან დავყურებდი და ვამჩნევდი ,რომ უკვე მშვიდ ძილს უბრუნდებოდა. ემილის pov: დილით ადრიანად მოგვიწია ყველას ადგომა ,რადგან დროულად დავბრუნებულიყავით სახლებში,მაგრამ ეს ცოტა არ იყოს ძნელი იყო . ჩვენ ხომ ყველანი ,,პახმელიაზე,,ვიყავით! ყველას თავი სტკიოდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც დროულად ვიყავით უკვე ჩვენს ადგილებზე ავტობუსში . თავი მტკიოდა და დიდად კარგადაც ვერ ვგრძნობდი თავს. -წყალი?? მკითხა ბელამ და გვერდით მომიჯდა. -მადლობა. გავუღიმე მე და ისევ ფანჯრიდან ყურება დავიწყე . მაგრამ ცოტახანში ტელეფონმა დარეკა და ჩემს სამყაროს მომწყვიტა. ------------------- ნიცა:ემილიი, რას შვრები მოდიხართ უკვე? ემილი:კი ,კი...უკვე გზაში ვართ ,რამე ხდება ნიცა? ნიცა:ვიქტორმა გაიღვიძა..დღეს ვიყავი მასთან და ყველაფერი მოვუყევი რაც ხდებოდა,სასწრაფოდ უნდა შენი ნახვა. ემილი:აუ ,უთხარი? არ მინდოდა მეთქვა,ვიცი ინერვიულებს ..ნუ ძაალიან გამიხარდა ახალი ამბავი და როგორც კი მოვალ ,წავიდეთ კარგი ? ნიცა:კარგი ემილი ,გელოდები. ------------------- ამ ამბავმა ძაალიან გამახარა, მაგრამ თან ამანერვიულა ! ვიქტორი გამიბრაზდება რაც გავაკეთე, რადგან ამხელა საფრთხეში ჩავიგდე თავი,მაგრამ არაუშავრს ! მეც ძაალიან მინდა ვკითხო ,რა მოხდა და რატომ სცემეს ასე ძაალიან ?? გული აღარ მითმენს ,ერთი სული მაქვს მივიდეთ . ვიქტორის pov: ვიწექი და ყველაფერზე ვფიქრობდი ...ჩემზე ,ჩემს მშობლებზე ,სკოლაზე, მეგობრებზე და რა თქმა უნდა ემილიზე ..ვერ ვიჯერებდი რაც გაკეთა ,ყოველთვის ვიცოდი რომ ემილი ძლიერი ადამიანი იყო ,მაგრამ არ მეგონა ამდენათ ძლიერიც თუ იქნებოდა ,რომ გაბედავდა და მათ დაუპირისპირდებოდა ! უკვე აღარ მასვენებდა ამაზე ფიქრები! ამაზე ვფიქროვდი,ხმამ რომ მომაცდინა. -შეიძლება? გავიგე კარიდან ნახევარი ტანით შემოსულო ემილის კითხვა, რომელიც მიღიმოდა. -მოდით, მოდით! დავუძახე მე მათ და როგორც კი ემილი და ნიცა შემოვიდნენ,ემილის მთელი ძალით ჩავეხუტე გულში! -კარგი გეყოს ,რამე არ გეტკინოს! მითხრა ემილიმ სიცილით და ხელი გამაშვებინა. -აბა როგორ ხარ? იკითხა ამის შემდეგ. -უკვე კარგად ,საბედნიეროდ. ვუპასუხე მე ღიმილით,შემდეგ კი მთავარზე გადავედი . -ემილი გაგიჟდი? უეცრად არსაიდან ეს ,რომ ვკითხე ემილის სახე შეეცვალა. -ჰაა ,რატო? გამომხედა გაკვირვებულმა. -რეები გიკეთებია? იცი რა სახიფათოებიც არიან ,ვერ ხედავ რა მიქნეს? დავუწტე დატუქსვა,რაზეც თავ ჩახრილი მისმენდა. -ვიცი, ვიცი ,მაგრამ ჩემს მეგობარს არ უნდა შეხებოდნენ! მიპასუხა ემილიმ ღიმილით და შემდეგ მიაყოლა. -რა მოხდა თქვენს შორის? ჯეისონმა ასე რატო გცემა,გთხოვ მითხარი. ამის გაგებაზე ღრმად ჩავიხვნეშე. -რატომ და ვიღაცებს რომ გრძელი ენა აქვთ,მაგიტომ! ვუპასუხე მე ბრაზით. -რას გულისხმობ? გამომხედა ნიცამ. -გეფიცებით ჩემი თვალით დავინახე სკოლის უკან როგორ კოცნიდა ბიჭს ლილი და ეს ერთ ჩემს მეგობარს ვუთხარი! იმან სხვას უთხრა ,იმან სხვას და ბოლოს სულ სხვა ჭორი აგორდა და ყველაფერი მე დამბრალდა! მოვუყევი მოკლედ. -ლილი კოცნიდა ბიჭს??!! გაოცებულმა მკითხა ემილიმ ,მე ამაზე თავი დავუქნიე. -ეგ ძუკნაა !!! მართლა ძუკნა ყოფილა. თქვა სიბრაზით ნიცამ. ეს იყო და ეს,ამის მერე ამ თემას აღარ შევხებივართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ემილი ისევ ამაზე ფიქრობდა ,რადგან ეტყობოდა კარგად რომ რაღაც არ ასვენებდა. ემილის pov: რაც ვიქტორმა ლილიზე მითხრა ,მაგის მერე ვეღარ ვაზროვნებ ნორმალურად. ფიქრებში ვარ ჩაფლული და ვცდილობ გადავწყვიტო რა გავაკეთო. ვუთხრა ეს ჯეისონს, თუ არა? -ჰეეიი ,აქეთ დედამიწა! გავიგე ნიცას ხმა ,რომელიც ცხვირ წინ ხელებს მიფრიალებდა! -ჰაა ,რა არის? გამოვფხიზლდი მე. -რა რა არის? გათიშული ხარ მთელი გზაა ! რა ხდება ,რაზე ფიქრობ? ამაზე ცოტახანს ჩავფიქრდი, შემდეგ კი ნიცას ვუთხარი რაზეც ვფიქრობდი. -ვუთხრა ჯეისონს? ამაზე ნიცას ცოტათი გაეცინა. -უთხარი, მაგრამ დაგიჯერებს? -არ ვიცი, მე მაინც მინდა რომ ვუთხრა. -ემილი რა გჭირს? როდიდან დაიწყე ჯეისონზე ნერვიულობა? -ეგ არაფერ შუაშია ,უბრალოდ უკვე ორჯერ გადამარჩინა და ეს ერთხელ მეც მინდა თვალი ავუხილო და გადავარჩინო. ვუპასუხე მე მტკიცედ. -აჰაა..მაშინ წადი სკოლაში. -წავალ ,გაკვეთილების ბოლოს ,ახლა აზრი არ აქვს. ვთქვი და თავი შევიმზადე. -უკვე ორია,მაშინ ჩამოგსვავთ ბარემ. მიპასუხა ნიცამ,მე კი ამაზე თავი დავუქნიე და მანქანიდან გადმოსულმა , სკოლის გზას გავუყევი. ჯეისონ ახლა ჩემი დროა გადაგარჩინო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.