შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 18)


10-10-2020, 12:44
ავტორი naattii
ნანახია 2 431

-დარწმუნებული ხარ, რომ კარგი იდეაა?_უკვე ბინასთან გაჩერებულმა გადახედა ბიჭს.

-მოდი ასე ვქნათ, აგერ ბინის ქვეშ პატარა ციფრულს აგიგებ და ღამე იქ გაათიე, ან ჰოსტელში წაგიყხდფვან ცხრა ბიჭთან ერთად რომ დაწვები. ღმერთო ჩემო, უბრალოდ გადმოდი_თვალები გადაატრიალა გიორგიმ და გოგოს ბუზღუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე მიაჯახუნა მანქანის კარი.
-წამოიღე ბარემ_არც ნათიამ დააკლო.
-კარი გვაქ სახლში_ირონიულად გაუღიმა ბიჭმა და სადარბაზოსკენ უბიძგა.

ჩუმად შევიდნენ სახლში, ისე იყვნენ დაძაბულები, თითქოს გარემოსაც გაეაწილებინათ მათი გრძობები, ისეთი ჰაერი ტრიალებდა ირგვლივ თითქოს ოდნავი, სულ პატარა ალი და ისეთი ცეცხლი აგიზგიზდებოდა, ვერავინ რომ მოახერხებდა ჩაქრობას, თუმცა არამგონია ვინმეს ამის სურვილი ქონოდა.

-შენ ნინიას ყოფილ ოთახში დაიძინე, ყველაფერი ახალი გამოცვლილია, მისი წასვლის შემდეგ საკუთარი ოთახი უნდა მღირსებოდა, მაგრამ ჯანდაბას შენი ხათრით კიდევ რამდენიმე ღამე გავიტანთ მე და დივანი.
-რამდენიმე?_წარბები აწკიპა ნათიამ
-ხო კაი წამომცდა _გაეცინა ბიჭს და ოთახში მ იიმალა, -პიჟამა_დაკეცილი შარვალი გაუწოდა აწითლებულ გოგოს.
-გიორგი მაისურიც დამჭირდება_სიცილ შეკავებულმა მიუთითა სხეულის ზედა ნაწილზე და მოშტერებული ბიჭი წამში გამოაფხიზლა.
-მაისური, ხო, სწორია_თავის ქნევით გაბრუნდა ოთახში და ლამის ლოგინის კიდეს გაარტყა ფეხი. -რა გჭირს ბიჭო, პირველად რჩები გოგოსთან ერთად_თავი გადააქნია და დაკეცილი მაისური აიღო. -მაგრამ, ეს ხომ ნათია_შუბლზე მოისვა ხელი, ღრმად ამოიხვნეშა და მომლოდინე გოგოსთან დაბრუნდა.

დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე მიაშურეს საწოლებს, ნუ გიორგიმ დივანს. მთელი საათი იწრიალა, სულ ახლოს, მხოლოდ ერთი კედლის მონგრევა დაჭირდებოდა და საყვარელ სხეულს ჩაიხუტებდა.
-გიორგი,რატომ უნდა მოანგრიო კედელი როცა უბრალოდ კარის გამოღება შეიძლება_საკუთარ თავს ლამის ხმამაღლა შეეკამათა და მორიგი სისულელე რომ აღარ დაებრეხვებინა დაძინება აიძულა. რა იცოდა გვერდითა ოთახში ნათია თუ უარეს დღეში იყო, თორემ ვინ იცის როგორ შეძლებდა თავის შეკავებას.

დილით დაღლილს საკმაოდ გვიან გაეღვიძა, სამზარეულოდან ხმები მოესმა და ღიმილით გაემართა ოთახისკენ. ბედნიერებისგან იმხელა გაუხდა გული, შეეშინდა არ გასკდომოდა, საკუთარ პიჟამოებში გამოწყობილი საყვარელი ქალი, თავისსავე სამზარეულოში იდგა და საუზმეს უმზადებდა . ორი წამიც და აგებული ოცნება ისე ლამაზად ჩამოიშალა საძირკველის გამაგრებაც ვერ მოასწრო. წყლის ჭიქით ხელში მობრუნდა ნათია და კარებში მდგომ ბიჭს გახედა.
-იმედია საუზმეს არ ელი, არაფრის გაკეთება არ ვიცი_ხელები ასწია დანებების ნიშნად.
-მე ხომ რას ამბობ_მაცივარი გამოაღო გიორგიმ.
-მოიცა საჭმელს არ იკეთებდი ხოლმე? აბა რას ჭამდი?
-ნინია მიმზადებდა ხოლმე_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მარტივი გამოსავალი იპოვა. -კვერცხი შევწვათ.
-აუ ყველით_საჭირო პროდუქტები გამოალაგეს და მხიარულად, ერთიანი ძალებით შეუდგნენ საკუთარი თავების გამოკვებას. იმაზე ლამაზი სცენა დაიხატა წინ, ვიდრე გიორგის ოცნებაში.


ნათია სოფლისკენ მიმავალ მარშუტამდე მიაცილა, თავად კი დასთან გაბრუნდა მეორე დღეზე. ნათიას გარეშე იქაურობა იმაზე მოსაწყენი დახვდა ვიდრე წარმოედგინა, ნინია უკვე ზედმეტად აუტანელი გამხდარიყო, წყვილი ერთმანეთის გარდა ვერავის ამჩნევდა ირგვლივ, ჩურჩულებდნენ და ჩუმად იცინოდნენ. თვალები გადაატრიალა გიორგიმ და მობეზრებული წამოდგა სუფრიდან. გარეთ გასულმა ტელეფონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიბა.
-თომა ხვალ დავიწყოთ სოფელი?_დადებითი პასუხის მოსმენისას სახე გაებადრა და დაუმშვიდობებლად წავიდა სახლისკენ.

სოფელში მუშაობა იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ვიდრე ელოდა, მთელ შესვენებებს ნათიასთან ერთად ატარებდა და მასაც მეტი რა საქმე ქონდა, წიგნების კითხვისგან გაბრუებული გიორგის სიამოვნებით უზიარებდა ცოდნას.ჰამაკსაც კარგად მიეჩვივნენ, ვინ მოსთვლიდა რამდენი სასიამოვნო წუთი გაატარეს ამ დაწნულ ბადეზე წამოწოლილებმა, კიდევ რამდენი კოცნა მოპარა გიორგიმ აწითლებულ მასწავლებელს და რამდენი უხამსი წინადადება მოასმენინა.

ასე სიამმტკბილობაში წამში მიილია ზაფხული, ბეჭდის ფერებითა და გიორგის შეტყობინებებით იღვიძებდა და იძინებდა ყოველ დღე. სასწაულად ენატრებოდა დედა, მაგრამ უკვირდა, ქალი არც კი დახეულა უკან, ერთხელაც კი არ დაურეკავს. არ იცოდა თუ მანანა ყოველ ღამეს ტირილით ათენებდა, მამამისის დანარეკზე კი დინამიკს ართვევინებდა და შვილის ხმას შორიდან ისმენდა.

-ბინა ვიპოვეე, ისეთი საყვარელია_პარასკევი საღამო ღამდებოდა უკვე ქუთაისში.
-შენსას მაინც არ იშლი? რა მოხდებოდა გადმოსულიყავი ჩემთან.
-წესიერად ახალგაზრდავ, დანიშნულ ქალს როგორ ესაუბრებით_სიცილი აუტყდა ნათიას.
-საყვარელო, გთხოვ კიდევ დაფიქრდი რა_მუდარა ისმოდა გიორგის ხმაში.
-დავფიქრდი გადავწყვიტე, ხომ იცი, რომ ასე მირჩევნია. ახლა წავედი, ორშაბათს უკვე სკოლა იწყება და ჩასაცმელიც კი არ მაქვს_ბედნიერება ჩანდა გოგოს ხმაში.
-რა იყო პირველ კლასელივით უნდა გამოეწყო?_მაინც დაცინა ბიჭმა.
-აბა რა, მასწავლებლებს არ გვინდა გამოპრანჭვა? როდის ვნახავ ჩემს პატარა საყვარელ ჭუჭულებს_მოსწავლეების გახსენებაზე სახე გაებადრა და წრიულს დაუქნია ხელი.
-შენი რაინდი არ გჭირდება საყიდლებისთვის?
-რაინდი ზარმაცობს, მაგ ბინას მიხედე შენ, მიყვარხარ_გაღიმებულმა ჩასძახა და პასუხის მოსმენის შემდეგ ჩანთაში ჩააბრუნა აპარატი.
საკმაოდ მყუდრო იქნებოდა მისი ახალი თავშესაფარი, ორ სტუდენტ გოგონასთან ერთად გაიყოფდა და მთავარი იყო მათ როგორ შეეჩვეოდა, იმდეი საქმე ექნებოდა და არ უნდოდა მისთვის ხელი შეეშალათ.
გაცისკროვნებული წავიდა ორშაბათს სკოლაში, მალევე მივიდა ეზოში, სასწრაფოდ მისი საყვარელი ბავშვები მონახა და სათითაოდ გადაეხვია ყველას. ერთადერთი რაც გულზე ცუდად ხვდებოდა გიორგის გვერდით არ ყოფნა იყო. ბიჭები ცხრა სართულიანი ბინის მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას და ასე მარტივად ვეღარ ძვრებოდა სამუშაო საათების დროს. იქ უფროსი მხოლოდ თომა აღარ ყავდა. სამაგიეროდ ორმაგად ბევრს სწავლობდა და იმედი ქონდა თუ ოდესმე არქიტექტორი გამოვალ გამოცდილებაც კარგი მექნებაო, ამჯერად თომა გარედან დეკორატიული ნახაზების შექმნას ასწავლიდა და ეს პროცეწსი მართლაც სიამოვნებდა, მარტივად დაძვრებოდა ხარაჩოებზე და კაცის თითოეულ სიტყვას ისრუტავდა.



გამორთულ ტელევიზორს მიჩერებოდა მანანა გაყინული თვალებით კარები რომ გაიღო და გია შემოვიდა. ვერაფერი გაიგო ისე იყო ფიქრებში გახვეული.
-მანანა, ნეტავ წამით მაინც ჩამახედა შენს ტვინში,დაურეკე ხომ შეიძლება.
-მოხვედი გია? გაჭმევ რამეს_ნელა წამოდგა დივნიდან.
-ღმერთო მოთმინება მომეცი_მაღლა აიშვირა ხელები.
-რამე მითხარი?_დაბნეული მობრუნდა ქმრისკენ.
-არაფერი არა_ხელი ჩაიქნია კაცმა და ოთახისკენ მიდიოდა ტელეფონის ზარმა რომ მოაბრუნა.
-თომა რეკავს_სამარეულოში გასულ ცოლს გასძახა და ისიც მობრუნდა,
-ალბათ მოსაკითხად.
-ვნახოთ, გისმენ თომა, როგორ გიკითხო.
-დავიღუპეთ გია_ტირილ ნარევი ხმით ელაპარაკებოდა კაცი.
-რა ხდება თომა, მშვიდობაა?_მაშინვე დაიძაბა გიაც.
-სადაა მშვიდობა, დავიღუპე ბიჭო, ანგელოზივით ბიჭი დავღუპე მიშველე რაღაცა.
-რა ხდება გამაგებინე
-ხარაჩოზე ფეხი დაუცდა გია, რა ვქნა ახლა? ახლა რა ვუყო რომ ვერ ვუშველო? მეოთხედან ჩამოვარდა ბიჭო
-გიორგი?_ხმა ჩაუწყდა კაცს. და კითხვაზე ისეთი პასუხი მიიღო, რომელიც მთლიანად ამოაბრუნებდა რამდენიმე ოჯახის ბედს.
-გიორგი.

გაშეშებული იდგა შუა სასტუმრო ოთახში, რაღაც ნაწილით გრძნობდა მანანა როგორ ექაჩებოდა მკლავზე და რაღაცას ეკითხებოდა, მაგრამ ყურები თითქოს დახშული ქონდა.
-ჩვენი გოგოც დაიღუპება მანანა, _ახალგაზრდა ბიჭის უბედურებამ მაშინვე მოაგონა საკუთარი შვილი.
-რა ხდება ადამიანო, ნათიას რა დაემართა?
-გიორგი ხარაჩოდან ჩამოვარდნილა.
-მერე? რა მოხდა ასეთი, გამისკდა ადამიანო გული, მე მეგონა ჩვენ გოგოს მოუვიდა რამე, უჰ_ამოისუნთქასავეთ ქალმა და თვალები რომ გაახილა ქმრის განრისხებულ მზერას 30 წლის მანძილზე პირველად მოკრა თვალი.
-შენ რა ადამიანი ხარ, რა დედა ხარ, ბიჭი კვდება, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, ბიჭი რომელსაც შენი ქალიშვილი გაზაფხულზე ცოლად მიყვებოდა ახლა კვდება და შენ რას ლაპარაკობ?
-ცოლად მიყვებოდა? როგორ არ მითხარი?_აღარც მანანა ჩამორჩა ყვირილში.
-და აქედან მხოლოდ ეგ გაიგე? იცი რა? დროა მეც მოვნახო ბინა ჩემ შილთან ერთად, თურმე მართლა არ უნდა შეირთო გარიგებით არჩეული ქალი ცოლად.იმის ნაცვლად ბავშვებს გვერდით დაუდგე რაზე ჯავრობ_ამოოხვრით მიაძახა სახეწაშლილ ცოლს და ბრახუნით მიაჯახუნა კარი.
მანქანასთან კი მივიდა, მაგრამ ახლა რა უნდა ექნა? ნათია ახლა მესამე გაკვეთილზე იყო, როგორ ეთქვა ეს ყველაფერი? იქნებ წამოეყვანა და გზაში როგორღაც შეელამაზებინა? არა, ასეთ ამბავს ვერც შეალამაზებ და ვერც ნათიას წამოიყვანდა უმიზეზოდ სკოლიდან. ჩაფიქრებულმა დაქოქა მანქანა და ისე გაუდგა ნათიას სკოლისკენ გზას ფიქრები ახლოს აღარ მიუშვა გონებასთან.
-პროექტის გაკეთებაზე რას მეტყვით? რამდენი მსურველი მყავს?_ოთახის კარებთან მდგომს ესმოდა ქალიშვილის მხიარული ხმა და სახელურზე მოჭერილი ხელი უკანკალებდა, ახლა ამ ხელს გაანძრევდა და ერთადერთ ქალიშვილს თავადვე დაუნგრევდა ცხოვრებას.
-ვიცი რთულია, მაგრამ უნდა გააკეთოთ, ახლა მათთვის თითოეული წამი მნიშვნელოვანია_დირექტორიც გვერდით ედგა გიას. ქალი პირადად იცნობდა გიორგისაც და გული დაეწვა წყვილის საცოდაობით.
-მართალი ხართ_თავი დაუქნია კაცმა და მძიმედ ჩამოსწია სახელური.
-ნათია, მა_სრულიად უცხო ხმით დაუძახა შვილს.
-მამიკო? აქ რა გინდა? ქალბატონო თეა?_ახლა გვერდით აწურულ დირექტორს გადახედა და ორივეს სახეებზე მიხვდა კარგი ამბავი რომ არფ მომხდარიყო.
-დედა კარგადაა?_ხმა აუკანკალდა დაფასთან მდგომს.
-კი, მაგრამ უნდა წავიდეთ მა_სახეში ვერ უყურებდა გია.
-მამა, ხომ ცოცხალია?_წამში მიხვდა დედას შემდეგ ვის გამო შეიძლება მოსულიყო გია და წამში დაეფარა ცრემლებით თვალები.
-უნდა წავიდეთ მამი_თავადაც ტირილის პირას მდგომმა უთხრა და კარები ფართოდ გააღო ქალიშვილირომ გაეტარებინა.



№1 სტუმარი )))

აუ არ მოკვდეს რა :( ცოდოააა ნათიააა :(

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

იმედია გიორგის არაფერი მოუვა და გადარჩება, ლამის მეც ავტირდი ამ ბოლო მონაკვეთზე, კიდევ იფრო მოუთმენლად ველო შემდეგ თავს! ძალიან მომწონს შენი წერის სტილი სულ გელოდები ხოლმე ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი isterichka123

ეხლა გავაფრენ გიორგი უნდაგადარჩეს ველოდები ახალთავს

 


№4 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მანანა გასაწიწკნი გვყავსოო...

 


№5  offline წევრი A.N.A

აუუ როგორ მაინტერესებს რა მოხდება შემდეგში. ძალიან კარგი თავი იყო, მომეწონა. ეს თავი ცოტა დაგვიგვიანე, უკვე მოწერას ვაპირებდი კარგია რომ გამოჩნდი. მეც წინა გვერდის პაროლი დამავიწყდა ვერც აღვადგინე თუ ვერ მიცანი (imagination88). ❣️❣️

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

აუ არ მოკლა რა გიორგი გთხოვვ????უმაგრესი წყვილია და არ დააშორო.

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიზა

თვალები ამიცრემლიანდააა ????
იმედიააა გიორგიის არ მოკლავვვ

 


ახლა მოვკვდები :( გიორგის რამე რომ დაემართოს მეც გამისკდება გული :( ოღონდ ახლა არა როცა როგორც იქნა ბედნიერია :(
მანანა, რა ქალია ან რა დედაა. მეზიზღება ეგეთი ქალები და ხო ღირსია გიამაც მიატოვოს :( დროზე მოვიდეს აზრზე თორე გიორგის გაასწრებ ვატყობ.
ველოდები შემდეგ თავს❤

 


№9 სტუმარი Marimari

Auu, xo media gadarcheba giorgi da dzaan mdzimet ar iqneba, martlac gasawiwknia manana.

 


№10  offline წევრი OKI ME

ოჰოოო, წინ რა საინტერესო თავი გველიის ❣️♥️
მოკლედ, ჰო ვერ გაიხარა ამ ბიჭმა ((( ჯერ ჯერობით მანანა ისევ ძალიან მიშლის ნერვებს. იმედს ვიტოვებ გონს მოეგება.

 


№11 სტუმარი ანუ

აი ახლაააა არ ავდღავლდე ღმერთოოოო :(
ოღონდ ეს არა რაააა.
მოვკვდები

 


№12 სტუმარი სტუმარი nancho

აუუუ ,არაა რა ,იმედია გადარჩება და დავაქორწილეებთ.მანანანაც მორჯულდება,უყურე მაგას რა დღეშია.

ეხლა ვნახე შენი პასუხი,რას ბობ არაჩვეულებრივად წერ,მაგას როგორ გაკადრებდი,მე ვიგულისხმე ,კოლეგა მხოლოდ მასწავლებელზე,მე მხოლოდ კარგი მკითხველი ვარ,შენ ძალიან კარგი მწერალი.

 


№13  offline წევრი Sofii_sofiaa

იმედიაარაფერი მოუვაარაA
--------------------
ფეფო

 


№14  offline მოდერი naattii

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, არამგონია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი nancho

ისეთი კარგი და სახალოსო ისტორიაა,არც კი მინდა დამთავრდეს,

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

აუ ამას კი არ მოველიდუ ძლივს დატკბნენ ეს წყვილი და ეხლა ეს იქნებოდა მადლობა იმედია მანანა გონს მოეგევა და გიორგი კარგად იქნება

 


№17 სტუმარი სტუმარიი

აუ, :დ თუ საიდუმლო არაა რისი მასწავლებელი ხარ?

 


№18 სტუმარი სტუმარი მარი

"
სოფელში მუშაობა იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ვიდრე ელოდა, მთელ შესვენებებს ნათიასთან ერთად ატარებდა და მასაც მეტი რა საქმე ქონდა, წიგნების კითხვისგან გაბრუებული გიორგის სიამოვნებით უზიარებდა ცოდნას.ჰამაკსაც კარგად მიეჩვივნენ, ვინ მოსთვლიდა რამდენი სასიამოვნო წუთი გაატარეს ამ დაწნულ ბადეზე წამოწოლილებმა, კიდევ რამდენი კოცნა მოპარა გიორგიმ აწითლებულ მასწავლებელს და რამდენი უხამსი წინადადება მოასმენინა."
აუ ასეთი მო.ენტები უფრო განავრცე რა ^-^

 


№19  offline მოდერი naattii

მადლობა რომ ასე მგულშემატკივრობთ ❤️ გერმანულის მასწავლებელი ვარ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent