შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი VIII)


12-10-2020, 04:01
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 4 230

ყველაფერი იდეალურად მიდის,იმას თუ არ ჩავთვლით რომ ნიკი ისეთი მზერით მიყურებს,რომ ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. ისეც ვერ ვიტან ხალხმრავლობას და ახლა ხომ ეს მზერაც ემატება ყველაფერს. ყურადღება ისააკზე გადამაქვს და ვამჩნევ,რომ ის ნიკს უყურებს გამჭოლი მზერით და მერე ჩვენი თვალებიც ხვდებიან ერთმანეთს. წამით თვალს ვერ ვწყვეტ მის მკაცრ გამოხედვას,ისეთი მამაკაცურია ამ დროს,მაგრამ მერე აზრზე მოვდივარ და სხვა მხარეს ვიხედები,რომ როგორმე გავფანტო ეს სულელური აზრები.
- მე დაგტოვებთ,ჩემს საქმეს მივხედავ. - ვუღიმი იქ მყოფებს,ალკოჰოლიან სასმელს ვწრუპავ,ყველას თავს ვუკრავ და პოდიუმთან რაც შეიძლება ახლოს მივდივარ.
იდეალურ ტანზე მყოფ გოგოებს,რაღაც ეგზოტიკურად შეხამებული ტანისამოსი აცვიათ,რასაც ამშვენებს მათ სხეულზე მორგებული „შავი მარგალიტის“ ზაფხულის კოლექცია. ვცდილობ ახლო ხედით დავაფიქსირო ყველა მოდელი,რათა უკეთ აღსაქმელი იყოს მომხმარებლისთვის. ისეთი ლამაზები არიან,თვალს ვერ მოწყვეტ. გარუჯულ სხეულზე მიმზიდველად ბზინავს ისააკის მიერ შექმნილი სამკაულები. ცოტა არ იყოს და სიამაყის გრძნობა მეუფლება. მიხარია,რომ ასეთი ნიჭიერი და ყველასთვის სასურველია. ნუ სასურველი რომ არის და თან დანიშნული ეგ საერთოდ არ მახარებს. ჩემს ფიქრებზე ნერვები მეშლება და ვიღუშები.
მიყვარს,როცა ხალხის ემოციას ავსახავ ფირზე,ამიტომ ჩემი კოლექციისთვის შავ-თეთრ ფოტოებს ვიღებ,რაზეც კარგად ჩანს იქ მყოფი ადამიანების აღტაცებული სახეები. კმაყოფილი ვიღიმი და ისევ ბართან ვბრუნდები.
- მართლაც,რომ ულამაზესი კოლექციაა,მოხიბლული ვარ. - ჯერ ილის ვუღიმი,მერე კი ისააკს.
- აბა რაა.- იფერებს ილია და იკრიჭება.
- გეთანხმაბით მშვენიერო ქალბატონო,მათ აშკარად ნიჭი აქვთ. - ამბობს ნიკი და ხელის ზურგზე მკოცნის,მეც უხერხულად ვიღიმი.
- ჩემი ბიჭებიი. - ელეონორა ლოყებს ისე უკოცნის ილიას და ისააკს,თითქოს პატარა ბიჭები იყვნენ.
- კაი რაა ელეეე. - წარბებს კრავს ისააკი.
- უიმეეე ჩემი უჟმუუური. - მაინც მისას აგრძელებს ელეონორა და ამჯერად ლოყებს უწელავს. ძალიან სასაცილო შესახედია როგორ აწვალებს დაბალი ქალი,ჯმუხ,მთასავით კაცს და მეც ღიმილს ვერ ვიკავებ.
- მაპატიეთ. - ისააკის მკვლელი გამოხედვის გამო პირზე ხელს ვიფარებ,მაგრამ მაინც მეცინება.
- წავედით ძმაო,ჩენ გვეძახიან. - მხარზე ხელს უტყაპუნებს ილია და ისიც მორჩილად მიყვება. პოდიუმზე გადიან სადაც საღამოს წამყვანი ყველას აცნობს მათ თავს და ამას მოყვება ხალხის ოვაციები და ტაშის ხმა. ილია გაბადრული სახით იხდის მადლობას,მერე ხელს ყველასგან უჩუმრად კრავს ისააკს და ისიც იღიმის,ამაზე მეც მეცინება. უკან ბრუნდებიან და ამჯერად იქ მყოფებისგან იღებენ შეფასებებს.
საღამოს მშვენივრად ვატარებთ,ცოტას ვსვამთ და ვსაუბრობთ. მე ხალხს ვაკვირდები და ჩუმად ერთ ფოტოსაც ვუღებ ისააკს.
- მგონი სასტუმროში დაბრუნების დროა. - გვიან ამბობს ისააკი დაღლილი სახით და თვალებს შორის ადგილს ისრესს ორი თითით.
- ხო მაგრამ ჯერ გართობა არ დასრულებულა. - მოწყენილი სახით ამბობს ელეონორა.
- ძალიან დავიღალე ელი,სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ. - მასთან ახლოს მიდის და თავზე კოცნის ქალს.
- კარგი ისე იყოს,როგორც შენ გინდა. ხვალ ადგილობრივების ჩვენებაზე გნახავთ მაშინ. - ორივეს იხუტებს და ბოლოს მეც მკოცნის. - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ძვირფასო.
- ჩემთვისაც. - ვუღიმი.
- საწყალი გოგო,მთელი დღეა ამ მაღლებზე დგას, მიდით წაიყვანეთ და მოასვენეთ ბიჭებო,ცოდოა. - საყვარლად მიღიმის, სახეზე მეფერება და ბიჭებს მბრძანებლური ტონით ეუბნება.
- კარგი,კარგი დამშვიდდი,მიგვყავს. - ხელებს მაღლა წევს ილია,დანებების ნიშნად და იღიმის.
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა,ხვალ შევხვდებით იმედია. - ამბობს ნიკი,ბიჭებს ხელს ართმევ და ბოლოს ხანგრძლივად აწებებს ტუჩებს შემს ხელის ზურგს.
- წავედით. - ცოტა მკაცრად მოსდის ისააკს და გაოცებული შევყურებ. - ნახვამდის. - ამატებს ცოტათი რბილად,მერე გვერდით მიდგება, წელზე ხელს მიცურებს,დანაჩენებს თავს უკრავს და მანქანისკენ მივყავარ. დაღლილზე ისე მოქმედებს მისი ხელის გულიდან წამოსული მხურველება,რომ შეიძლება აქვე ჩამოვდნე.
უსიტყვოდ მივდივართ სახლში და ჩვენს ოთახებში ვნაწილდებით. სააბაზანოში შევდივარ, კაბას ვიხდი და გრილ წყალს ვუშვერ სხეულს. საშინლად დამღალა ხმაურმა. ამდენ ხნიანი ფეხზე დგომისგან ფეხები საშინლად მაქვს დაჭიმული. ონკანს ვკეტავ,სხეულს ვიმშრალებ,შორტებთან ერთად,უბრალო მაისურს ვიცვამ და მისაღებში გავდივარ,სადაც ილია მხვდება.
- საჭმელი არაფერი გვაქვს? მალე კუჭი გამეხვრიტება შიმშილისგან. - საწყლად იყურება და მუცელზე ისვამს ხელს. - გადამრევს ეს ფოი ფოი ხალხი, დასალევი რომ დადეს,რამე საჭმელიც დაედოთ.. ყველგან ხილი ეყარა. - მის ჭაჭყანზე ღიმილს ვერ ვიკავებ,არადა მეც სასტიკად მშია. - დამცინი? - თვალებ მოჭუტული მაკვირდება. - აუ მაჭამე რამე რააა. - ჩემკენ ბავშვივით მოჩანჩალებს ამხელა კაცი.
- მოიცადე მე არ შემჭამოო..- სიცილით ხელებს მაღლა ვწევ,მის შესაჩერებლად. - გაჭმევვვ...
- მიდი რააა. - ქვედა ტუჩს საყვარლად ატრიალებს,მაც ვერ ვითმენ და გემრიელად ვკოცნი ლოყაზე,მერე სამზარეულოში შევდივარ და ჩვენთვის ტაფამწვარს ვამზადებ. ამ ხნის მანძილზე ილია ისეთი სახით დამყურებს,მიკვირს უმად როგორ არ ჭამს ტაფიდან. როგორც იქნა ვნაყრდებით და ილიასაც სახე უნათდება.
- უჰ,გამოვიხედე თვალებში. - იკრიჭება..
- ნაყინი გინდა?
- აუ კიიი. - ბავშვივით უელავს თვალები,მეც ღიმილით ვდგები ნაყინის მოსატანად,მაგრამ წამსვე მეჭიმება ფეხი და იქვე ვიკეცები.
- ელისაბედ.. რა მოგივიდა გოგო? - ილია წამსვე ჩემთან იმუხლება და გაფართოებული თვალებით დამყურებს.
- არაფერია... დღეს მთელი დღე მაღალ ქუსლიანებზე დგომა მომიწია და ფეხი დამეჭიმა,როგორც ჩანს.
- ჯანდაბა... - თავზე ხელს ისვამს ნერვიულად. - მოდი დივანზე დაგსვამ. წამსვე ავყავარ ხელში და დივანზე მსვამს. - იმედია მალამო აქვთ,აქ დამელოდე. - უცებ შერბის სააბაზანოში და იქედან მალამოთი ბრუნდება. - ეს უნდა იყოს,მოდი დაგიზელ და მალე გაგივლის,არ ინერვიულო კარგი? - ისე საყვარლად მამშვიდებს,რომ მისი შეჭმის სურვილი მიჩნდება. ჩემს პასუხს არ ელოდება ისე ისხამს ხელზე მალამოს. ზუსტად ამ დროს შემოდის პიჟამო შარვალსა და უბრალო,შავ მაისურში გამოწყობილი ისააკი და გაკვირვებული გვაკვირდება.
- რა ხდება?
- ელისაბედს ფეხი დაეჭიმა და მალამო უნდა წავუსვა. - ამბობს საქმიანად,მერე თითქოს რაღაც ახსენდება,წამსვე დგება დივნიდან და ხელზე დასხმული გელი ისააკის თითებზე გადააქვს. - აუ მე ძაან დავიღალე ძმაო და შენ წაუსვი კაი? აბა ჩაოოო. ძილინებისა. - ამ სიტყვებს სწრაფად აყრის,ხელის ქნევით უჩინარდება,მისი კარის უკან და გვტოვებს ასე შოკში. ისააკი ცოტა ხანს გაოცებისგან გაშეშებული დგას,მერე ფხიზლდება და დივნის ბოლოში ჯდება. ჯერ მე მაკვირდება სახეზე,მერე ჩემს ტერფს მის მუხლებზე ათავსებს და მალამოს მისვამს. მისი შეხებისგან დაბნეული ცოტა ხნით მის საქმიან სახეს ვაკვირდები,მერე მაჯაზე ვკიდებ ხელს და ვაჩერებ.
- ვალდებული არ ხარ, არ არის საჭირო... ჩემით მივხედავ. - ჩემს მოშიშვლებულ ფეხს თვალს არ აშორებს,მერე კი მზერა ჩემს თვალებზე გადმოაქვს.
- როგორც გინდა. - მხრებს ისე იჩეჩავს,თითქოს მისთვის სულ ერთი იყოს. „თითქოს? მისთვის მართლა სულ ერთია სულელო...“ თვალებს ატრიალებს ჩემი შინაგანი მე და დამცინავად მიყურებს. ისააკი ფეხზე დგება,მშვიდ ღამეს მისურვებს და დინჯი ნაბიჯებით გადის თავის ოთახში.
- ჯანდაბა!- დივნის საზურგეზე ვდებ თავს და თვალებს მაგრად ვხუჭავ.
დილით „მესენჯერის“ ზარის ხმა მაღვიძებს,თვალებს ვახელ და ოთახს ვათვალიერებ. ჩემს ნომერში ვწევარ,ჩემივე საწოლზე. ტანზე ვიხედები. ისევ ის მაისური და შორტები მაცვია. სახეზე ღიმილი მეფინება,როცა ვხვდები,რომ ისააკმა შემომიყვანა აქ და საწოლში ჩამაწვინა,მსიამოვნებს მისი მზრუნველობა. საწოლიდან ვიწევი და ტელეფონს ვიღებ.
- ხო დაო...- ვუღიმი ეკრანზე გამოსახულ ანასტასიან.
- რა გაცინებს ქალო? ვაი შე უბედურო,შეენ. - მპასუხობს დანანებით.
- რა ხდება? - სახე მეცვლება.
- სიახლეებს არ ნახულობ?
- იტყვი ახლაა?
- დღეს შევდივარ ინტერნეტში და სტატია მხვდება იცი ვინებზე? - სათქმელს წელავს,მაგრამ როგორც კი ჩემს მკვლელ მზერას ამჩნევს,ერგევე მაყრის. - ისააკზე და შენზე.
- რაო? - თვალები ისე მიფართოვდება, შეიძლება ბუდიდან გადმომცვივდეს.
- ხოო და სათაური გაინტერესებს? „ცნობილი ბიზნესმენი ისააკ ვაჩნაზე,რომელიც ამჟამად სალომე ბერიძეზეა დანიშნული, ბორა-ბორაზე გამართულ ჩვენებაზე სხვა ქალთან ერთად ჩნდება.“
- მეღადავები? მაგათმა ხომ არ გააფრინეს. მე რა შუაში ვარ? - ლამისაა ყვირილი დავიწყო.
- გოგო ფოტოებიც უდევთ,მოიცა ჩაგიგდებ. - ჩატში მიგზავნის ჩემი და ისააკის საერთო ფოტოებს. პირველ ფოტოზე ხელში აყვანილი მსვამს მანქანაში. როგორც ჩანს ეს ის დღეა,მაგრად რო გავილეწე სასმელით. „ მოიცა ანუ იმ დღეს სახლში ისააკმა მომიყვანა?“ გონებაში ნათურა მენთება და ლამისაა ხტუნვა დავიწყო. მერე მეორე სურათს ვაკვირდები,სადაც ისააკს ჩემს წელზე უდევს ხელი და მანქანისკენ მიმაცილებს.
- ჯანდაბა! სულელი ხარ ელისაბედ შაქარიშვილო. - შუბლზე ხელს ვირტყამ სასოწარკვეთილი. -ახლა რა გავაკეთო?
- კაი დამშვიდდი,არაუშავს,თან სურათებში კარგად არ ჩანს შენი სახე. - ცდილობს დამამშვიდოს.
- სერიოზულად? გგონია,რომ ჩემი ვინაობის დადგენა გაუჭირდებათ? - ხელების ფრიალით ველაპარაკები და ისმის ჩემს კარზე კაკუნის ხმა,მეც თხელ გადასაფარებელს ვისწორებ და ვპასუხობ. - მობრძანდით. - კარი იღება და ვხედავ, წარბ შეკრულ ისააკს,რომელსაც ხელში ტელეფონი უჭირავს.
- ჯანდაბა!



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

პატარა თავები მოდაში შემოვიდაა? მწერლები თუ გქვიათ გაადიდსთ თავები

კითხვა არ მაქვს დაწყებული, უკვე მთავრდება.

 


№3  offline წევრი haddes

კარგია. წინასთან შედარებით დიდი პროგრესია. სიმართლე გითხრათ ვერც დავამთავრე წინა მოთხრობა ისე წერდი მაგრამ აშკარად გამოასწორე. და ძალიან პატარა თავებია და ცოტა არ იყოს ინტერესს მიკარგავს წაკითხვის. ისედაც ორ დღეში ერთხელ დებ და ასეთი პატარა თავები დაცინვასავითაა.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მაგარია ეგ უჟმური კაცი თუ აფორიაქეს????????????

 


№5  offline წევრი მე♥უცნაურე

ესეც სკანდალი :D

 


№6  offline წევრი OKI ME

ეეე, რა მოიცდის ეხლა ?! (((( საინტერესოდ ვითარდება მოვლენებიიი :P

 


№7  offline წევრი უმადრუკი M

Megioki
ეეე, რა მოიცდის ეხლა ?! (((( საინტერესოდ ვითარდება მოვლენებიიი :P

აუ გუშინ ავტვირთე და კიდევ არ დაუდიათ :( :/ მადლობა რომ კითხულობ ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent