შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი VII)


9-10-2020, 02:56
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 5 020

მწველი მზის სხივი მაღვიძებს,რომელიც პირდაპირ სახეზე მეცემა.
- ააჰ,თაავიიი. - ცალ თვალს ვახელ და თავის ტკივილისგან სახე მემანჭება. - ჯანდაბა! ამდენი არ უნდა დაგელია ელისაბედ. - თავს ვეწუწუნები და ვცდილობ გამოვფხიზლდე. ლოგინზე გაჭირვებით ვჯდები და ოთახს ვათვალიერებ. აშკარად ჩემს ნომერში ვარ,მაგრამ აქ როგორ მოვხვდი? ჩემით მოვედი? ტანზე ვიხედები ,ისევ ის კაბა მაცვია,რაც გუშინ მეცვა. - ჰუჰ,ეს უკვე კარგია,ცოტათი დავმშვიდდი. ჯანდაბა ელენე! ყველაფერი უბედურება მე უნდა დამემართოს. - გაჭირვებით ვდგები,თავს ვიწესრიგებ,თმებს მაღლა ვიწევ,გრძელ,შავი ატლასის ხალათს ვიცვამ და ფართხუნით გავდივარ საერთო ოთახში. სამზარეულოს ბართან მივდივარ და ვცდილობ რაიმე გაზიანი ვიპოვნო მაცივარში.
- შენც ცუდად ხარ? - მესმის ნაცნობი ხმა და მოულოდნელობისგან ისე ვხტები,ლამის მაცივრის თაროს ვარტყა თავს. მისაღებისკენ ვბრუნდები და ვხედავ,დივანზე გათხლარშულ ილიას,რომელსაც თავზე რაღაც ნაჭერი აქვს შემოკრული. - ვაი თავიიიი. რა ჯანდაბა დაგვალევინეს? ლამისაა ტვინი ამიფეთქდეს.
- აუუუ შენც ეგრე ხარ? გეფიცები ძვლივს ვმოძრაობ.
- ნუ იტყვიიი,ისე ვარ არც მახსოვს გუშინ რას ვაკეთებდი,ან სად ვიყავი,ან უკან როგორ დავბრუნდი.- თვალ დახუჭული მესაუბრება და ბოლოს იდიოტივით იკრიჭება.
- სერიოზულად? მეც ეგრე ვარ. აი საერთოდ არაფერი არ მახსოვს.
- რა ხდება?- თავლებს ისე სწრაფად ახელს ცოტა მეშინია კიდეც. - რამე ხომ არ ჩაგვიყარეს? - მერე ისეთს აბრეხვებს ცოტა ვდუნდები და მეღიმება.
- ვის რასში დასჭირდებოდა?
- ოოო, ბოთე ხარ,არ გესმის რაა. შემომხედე რა ბიჭი ვარ,ანდა შენს თავს სარკეში ვერ უყურებ? ნახე რა კანფეტივით გოგო ხარ. - სიცილით იწევა ჩემკენ და ლოყებს მიკოცნის. აი ზუსტად მაგ დროს შემოდის ოთახში ისააკი და განრისხებული თვალებით გვიყურებს. „უჟმური!“
- ვხედავ,უკვე კარგად ხართ. - ამბობს დინჯად და ბარის მაგიდაზე დებს გაზიან სასმელებს.
- რაო? კარგადო? რა კარგად ტოო,ვერ ხედავ თავი მაქვს ხუთი ზომით დიდი. აი ელიც ჩემსავითაა,პროსტა მაინც ლამაზად გამოიყურება. - მზერა ჩემზე გადმოაქვს და იცინის. - აუ ძმობას გაფიცებ მომე რა ეგ გაზიანი,თორემ შეიძლება აქვე განვუტევო სული და გინდა შენ ძვირფასი დეიდაშვილის სიკვდილი?! - საყვარლად უყურებს. ისააკი ვერ უძლებს ამ დრამას და ბოთლს ესვრის. - გააფრინე ბიჭო? ლამის თავში მომხვდა.
- დალიე! აჰაა, შენც დალიე,თორემ მთლად კარგად ვერ გამოიყურები. - წარბ შეკრული მაწვდის ბოთლს,ცოტახანი სახეზე მაკვირდება,რაც უცნაური მგონია და ადგილზე ვიშმუშნები.
- მადლობა. - ჩუმად ვპასუხობ,ბოთლს ვართმევ და მზერას ვარიდებ,ვამჩნევ,როგორ უტყდება ტუჩის კუთხე,მაგრამ ვერ ვხვდები რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ნუთუ ასე სასტიკად გამოვიყურები...
- ბიჭო,ხომ არ იცი გუშინ როდის მოვედი სახლში? - როგორც ჩანს თვალებში გამოიხედა ილიამ და აჭიკჭიკდა.
- მე რა ვიცი . - თვალებს ატრიალებს,თან ტელეფონს იღებს ჯიბიდან,რომელიც გაუჩერებლად რეკავს და პირდაპირ ტვინში მირტყამს ზარის ხმა.
- აუ ჩემი. ვაფშე არაფერი არ მახსოვს გუშინდელი დღიდან. აი კაცმა არ იცის სად ვიყავი და რა ვიბოდიალე. - თავზე ისვამს ხელს. - ელისაბედიც ჩემსავითაა იცი? რა გვეშველება? - ვამჩნევ ისააკის გაფართოებულ თვალებს,ტელეფონის ეკრანს თვალს აშორებს და ამჯერად მე მაკვირდება გამჭოლი მზერით,მერე ვიდეო ზარს პასუხობს და ფეხზე დგება.
- როგორ ხართ საყვარელო? კარგი ამინდია მაანდ? მომენატრე პუპსიიიკ. - ისმის ქალის წვრილი ხმა და მეც სხეული მეძაბება. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო,მაგრამ არ გამომდის.
- აუ,მე კიდევ ცოტახნით წამოვწვები. ისააკ,მადლობა მინერალურისთვის. - წამით ვუყურებ,მერე ფეხზე ვდგები და ჩემს ოთახში გავდივარ.
ლოგინზე პირდაპირ სახით ვემხობი და თვალებს მაგრად ვხუჭავ. „ ჯანდაბა ელისაბდ,ჯანდაბაააა! რატომ ყავს საცოლე? არ შეიძლება მარტო იყოს? ფუ რა ბედი მაქვს... ერთადერთხელ მომეწონა ვიღაც და ისიც.... „ ვცდილობ არ ვიტირო. არ მინდა ტირილი.... ვამბობ მაგრამ ერთი წვეთი მაინც ეცემა ბალიშს. სწრაფად ვიმშრალებ თვალებს,სახეზე ხელებს ვინიავებ,მერე ტელეფონს ვიღებ და ერეკლესთან ვრეკავ.
- ვააჰ,ცოცხალი ხარ ეე? ასე ადრე რანაირად გაიღვიძე? - როგორც ჩანს კარგ ხასიათხეა ჩემი მეგობარი.
- ჯერ ერთი ცოცხალი არ ვარ და მერე მეორე კიარ გავიღვიძე, მზემ გამაღვიძა და კიდევ მეძინებააა....
- კაი რაა. - იცინის. - რატო წუწუნებ პრინცესა? ხო ძაან მაგარ პონტში ხარ?!
- აუუ. შენთან მინდა ეკეე. მეძინება... - რაც შეიძლება თავს ვისაწ....ბა და მიზანსაც ვაღწევ.
- გაჩერდი ახლა,თორემ მივატოვებ ყველაფერს და მართლა ჩამოვალ ხომ იცი? - სახე უსერიოზულდება და წარბებს კრავს.
- უაიმეეე ჩემი ბუუნჩულაა. მომენატრე. - ტუჩის კუთხეს უკმაყოფილოდ ვტეხავ.
- მეც მომენატრე პატარავ. კაი რაა გამოფხიზლდი ახლა,მერე მოწესრიგდი და თავს მიხედე,გაერთე იცოდე. გაიგე?
- გავიგე. - თავს ბალიშში ვრგავ.
- მიდი ახლა დაიძინე და მომწერე მერე. გკოცნიი.
- კაი. გკოცნი მეეც. - ხელს ვუქნევ და ვუთიშავ. ტელეფონს ტუმბოზე ვდებ,თავზე თხელ გადასაფარებელს ვიხურავ და თვალებს ვხუჭავ.
თვალებს ვახელ. აივანზე გასასვლელი მინის კარიდან ჩანს,რომ გარეთ უკვე ბნელა,ისევ ვხუჭავ თვალებს. მერე წამსვე ვახელ და გიჟივით ვხტები ლოგინიდან და მისაღებში გავრბივარ. რაღაც მკვრივს ვასკდები. თვალები მაგრად მაქვს დახუჭული და ვცდილობ ხელით მოვსინჯო და გავარკვიო რას დავეტაკე. ხელის გულებ დავასრიალებ იდეალურ სხეულზე, ვხვდები „ რაცაა“,მაგრამ თითქოს ჩემი ქვეცნობიერი ჯიუტად ისულელებს თავს და ცდილობს ეს დრო გაწელოს. მაჯაზე ვგრძნობ თლილი თითების შეხედას და ცალ თვალს ვახელ.
- რას აკეთებ პატარავ? - ზემოდან დამყურებს გამომცდელად.
- ჯანდაბა! - ვამბობ ჩუმად და მის სხეულს ვშორდები,მერე წამსვე მახსენდება,რისთვისაც მოვრბოდი და ახლაღა ვამჩნევ თეთრ პერანგსა და ამავე ფერის შარვალში გამოწყობილ ისააკს. - ჯანდაბა,ჯანდაბაა... მე.. დავაგვიანე? აუ ჩამეძინა. - სახეზე ვიფარებ ხალს და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მესმის ისააკის ჩუმი ჩაცინება. -რაა?- სახიდან ხელებს ვიშორებ და დაბნეული ვუყურებ.
- ახლავე თუ არ დაიწყებ მომზადებას,მართლა დაიგვიანებ.
- მართლაა? გავრბივააარ. - ცოტახანი ადგილზე ვტრიალებ,დაბნეულობისგან და მერე ჩემს ოთახში შევდივარ. წყალს ვივლებ,თმას ვისწორებ და თითქმის ჩემი რუჯის ფერის კაბას ვიცვამ. ფოტოაპარატს ვიღებ, მაღალ სანდებს ვიცვამ , სარკეში ვიხედები და ჩემი თავით კმაყოფილი ღიმილით გავდივარ მეორე ოთახში სადაც ეგზოტიკურ ფერებში ჩაცმული ილია მხვდება.
- ვაახ რა ლამაზი ხარ ეე. - მოდის და ადგილზე მატრიალებს. - ცოტა შოკში ვარ. - იცინის.
- მადლობა ილიი. - მეც ვუღიმი.- არ გავდივართ?
- კიი,ისააკს ველოდები და გავიდეთ.
- კაიი. - თავს ვუკრავ მერე ტელეფონით სურათს ვიღებ და ჩემს დას ვუგზავნი.
- ეე მეც მინდა სურათი. - პატარა ბავშვივით წუწუნებს ილია. - მოდი აქ. - ხელს მხვევს, სხეულზე ნახევრად მიკრავს და სელფს იღებს.
- აუ რას ვგავარ. - ვიცინი. - მიდი თავიდან გადაიღე რააა. - მზერით ვეხვეწები თან მეცინება.
- უიმეე,ასე უფასო კიარაა ჩემთან ფოტოს გადაღება პატარა ქალბატონო...- ვითომ ცხვირს იბზუებს.
- აჰჰ,მომიტევეთ. რას ითხოვთ?
- კოცნას. - საჩვენებელ თითს სიცილით იკაკუნებს ლოყაზე. მეც მივდივარ და ხმაურიანად ვკოცნი. - გადახდილია.- ვამბობ და ორივეს გვეცინება. ამ დროს ისააკი შემოდის ოთახში თმის სწორებით და ჩვენს მოქმედებას აკვირდება.
- მოდი ჩავკარტოჩკდეთ. - მხარზე მაგრად ხვევს ხელს და გვერდით იყენებს გაოცებულს. - აბა გაიღიმეთ და თქვით: დღეს მაგარ ნაშებს ავაგდეეეეებთ...“ - იცინის და ჩვენს მკვლელ მზერასაც იმსახურებს. - კაი ტოო რა გჭირთ ვიხუმრე. - იცინის და თვალს მიკრავს. - აბა ვამბობთ: ისააკი უჟმურიაააა. - ამაზე გულიანად მეცინება და ფოტოზეც ჩანს ჩემი და ილიას გაკრეჭილი სახეები და ისააკის მკვლელი გამოხედვა.
- ცანცარა. - თავს აქნევს ღიმილით. - გავედით ახლა. - საათს ისწორებს მაჯაზე და გარეთ გადის. ჩვენც მას მივყვებით.


- საოცრად ლამაზი და დახვეწილია ყველაფერი... - ლამისაა ყბა ჩამომივარდეს მთლიანად გადანათებული სანაპიროს დანახვისას,რომელზეც პატარა სანთლებით პოდიუმია მოწყობილი.
- მართლა შოკია. - კმაყოფილი ღიმილი ეფინება ილიას.
- ხოო.- დინჯად ამბობს ისააკი და მის ამ „ემოციურ“ ნათქვამზე ორივეს გვეცინაბა. - რაა?
- მაპატიე. - პირზე ხელს ვიფარებ.
- საყვარლებოოო. - ჩვენკენ მოდის ხელებ გაშლილი შუა ხნის, გაპრანჭული ქალი და ილიას და ისააკს ერთდროულად იკრავს სხეულზე. - როგორ მომენატრეთ ბიჭებოოო... ასე უნდა მომანატროთ თავი? - ჯერ მათ შესციცინებს სიყვარულის თვალებით და მერე ჩემზე გადმოაქვს მზერა. - ეს შოკოლადივით გოგო ვინ არის? - წარბების ციმციმით სვამს კითხვას და ილიას ლოყას უწელავს. გაკვირვებული სახით ვაკვირდევი დაბალი,მაგრამ საოცრად ლამაზი და ეშხიანი ქალის ქცევებს და ბოლოს მეღიმება.
- დამშვიდდი ელეონორაა. ეს ჩვენი ახალი ფოტოგრაფია,ელისაბედი. - მშვიდად აცნობს ჩემს თავს ისააკი და უღიმის.
- რა ლამაზი ხარ. - მეუბნება თბილად.
- მადლობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- ჩემთვისაც საყვარელო. აბა რას შვებით? არ სვამთ?
- გუშინ გამოვცადეთ მე და ელისაბედმა ამათი კოქტეილი და არაფერი გვახსოვს წინა ღამიდან. - სიცილით უყვება ილია.
- არ შეგეშინდეთ,ეგ პირველად იცის ეგრე,თორემ მერე მიეჩვევით. - ხელს უდარდელად იქნვს და მის სასმელს წრუპავს.
- ხოო?- თვალებ გაფართოებული შეყურებს ილია.
- ხოო, მეც ეგრე დამემართა ახალგაზრდობაში და მეც ისე ვაცეცებდი თვალებს როგორც თქვენ ახლა. - კისკისით ამბობს ელეონორა და მხარზე უტყაპუნებს ხელს. - წამოდით ახლა ვიღაც უნდა გაგაცნოთ. - წარბების თამაშით მიღიმის და ჩალისგან გადახურული ბუნგალოს ბართან მდგარი კაცისკენ მიგვათრევს.
- ნიიკ, ნახე ვინები მოვიდნენ... მე რომ გიყვებოდი,აი ესენი არიან ჩემი ბიჭები. გაიცანი ისააკი და ილია, „შავი მარგალიტის“ მფლობელები. ეს კი ელისაბედია, კომპანიის ფოტოგრაფი. - ბოლო სიტყვებს უფრო გაპრანჭულად წარმოთქვამს და ვხედავ როგორ გადმოაქვს მზერა ნიკს ჩემზე და მათვალიერებს. საოცრად სიმპათიური მამაკაცია, ნავარჯიშევი სხეულით,მაღალი,განიერი მხრებით,ქერა თმით და ცისფერი თვალებთ.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - ხელს მაგრად ართმევს ბიჭებს და ბოლოს ჩემი ხელის ზურგს ნაზად კოცნის. ქვემოდან მიყურებს,წამით მზერას მისწორებს და წელში სწორდება.
- ჩვენთვისაც. - ილია ამჩნევს ისააკის მკვლელ მზერას და ცდილობს სიტუაცია განმუხტოს. - აბაა,რამე არ დავლიოთ?
- რატომაც არა? ახლავე შევუკვეთავ. - ამბობს ნიკი, ბართან ახლოს მიდის,მალევე ბრუნდება და ჭიქებს გვაწვდის. -აბა... ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს. - ამბობს და ერთი მოსმით ცლის ჭიქას.
- გაგვიმარჯოს. - ჩვენც ვსვამთ და წარმოდგენაც იწყება.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან ძალიან მაგარია

 


№2  offline წევრი Marita_G

აუ მალე დადე რა შემდეგიი ძალიან კარგი იყოოო. აუ ჩემს წარმოდგენებში როგორი საყვარლები არიანნნ????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესოა. პატარა თავებია გაადიდე.

 


№4  offline წევრი მე♥უცნაურე

ახლა ის სელფი ელისაბედის დასთან მოხვდება და მგონი ის გოგოც ჩამოვა :)
ილიას პოზიტიურობა დადებით ემოციებს მჩუქნის.
აუ, გამეცინა ელისაბედს რომ არ ახსოვს რა მოხდა და ისააკს რო მაგრად უტყდება :D

 


№5 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მალე დადებ შემდეგს?<3

 


№6  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
ძალიან ძალიან მაგარია

მადლობაა ^_^ <3 <3 <3

Marita_G
აუ მალე დადე რა შემდეგიი ძალიან კარგი იყოოო. აუ ჩემს წარმოდგენებში როგორი საყვარლები არიანნნ????????

მიხარია,რომ მოგწონს ^_^ ახლა ავტვირთე ახალი თავი <3

სტუმარი ლია
საუკეთესოა. პატარა თავებია გაადიდე.

მადლობა <3 <3

მე♥უცნაურე
ახლა ის სელფი ელისაბედის დასთან მოხვდება და მგონი ის გოგოც ჩამოვა :)
ილიას პოზიტიურობა დადებით ემოციებს მჩუქნის.
აუ, გამეცინა ელისაბედს რომ არ ახსოვს რა მოხდა და ისააკს რო მაგრად უტყდება :D

:დდდ ილია მეც ძალიან მიყვარს ^_^ მიხარია,რომ კითხულობ <3 <3

სტუმარი სტუმარი
მალე დადებ შემდეგს?<3

ამ წამს ავტვირთე ახალი თავი ^_^ <3 იმედი მაქვს მოგეწონება <3 <3

 


№7 სტუმარი რომა

მეგობრებო ახალ თავი უხლეს რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent