შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 19)


12-10-2020, 12:50
ავტორი naattii
ნანახია 1 959

ყოველ მოსახვევში კვდებოდა ნათია, სანამ საავადმყოფოსთან მივიდოდნენ, მალევე აღიარა, ყველაზე მძიმე 15 წუთი იყო მის ცხოვრებაში. აღარ დალოდებია მამამისი როდის გადმოვიდოდა, სირბილით მოიტოვა კიბეები უკან მაშინვე შევარდა შენობაში. მალევე მოკრა ნერვიულად მოსიარულე თომას თვალი და წინ გადაუდგა.
-თომა ბიძია_აცრემლებულ თვალებში ჩააჩერდა კაცს.
-მოხვედი შვილო?
-ხომ ცოცხალია_მთელი ძალით ეცადა შეკავებული ცრემლები ადგილზე დაეტოვებინა და ძლიერი ყოფილიყო.
-ცოცხალია შვილო, რომ მოვიყვანეთ იყო_ხმას დაუდაბლა ბოლო სიტყვებზე.
-ექიმმა რაო?
-არ ვიცი შვილო, არაფერი არ ვიცი, არავინ გამოსულა_ცრემლები გაუორმაგდა კაცს და მოსულ გიას დაეყრდნო ხელზე.
-ყველაფერი კარგად იქნება, უნდა იყოს, გადარჩება, გადავიტანთ, გაზაფხულზე დავქორწინდებით და ბედნიერები ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება_თვალებზე მოისვა ხელი და თმა უკან გადაიწია_ხელი გულები მაგრად მიიჭირა საფეთქლებზე თითქოს თავის ტკივილი შეუმცირდებოდა და ადგილზევე დატრიალდა. ირგვლივ მიმოიხედა და ცარიელ კუთხეში სიარული დაიწყო.
ორი საათი იქნებოდა გასული დარბაზში გიორგის გვარი რომ დაიძახეს. თეთრხალათიანი ახლობლებს ეძახდა.
-როგორ არის? ყველას დაასწრო მისვლა ნათიამ.
-არ მოგატყუებთ, მდგომარეობა მძიმეა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზურგით დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა, ნეკნები ჩამტვრეული ხელის და ფეხის მოტეხილობა, ერთი ოპერაცია დასრულდა და ხვალ ორი უნდა ჩაუტარდეს. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა_ამოიხვნეშა ექიმმა.
-ხომ გადარჩება?_ძლივს ამოიჩურჩულა ნათიამ და ამდენი ხნის ნაკავებმა ცრემლმა გამოჟონა თვალებიდან.
-ჩვენ ყველაფერს გავუკეთებთ ქალბატონო, მაგრამ უნდა მოემზადოთ, ძალიან დიდი ხანი დაჭირდება რეაბილიტაციისთვის და საკმაოდ დიდი ფინანსები, შეიძლება თურქეთშიც დაგჭირდეთ წაყვანა, ჩვენი პროგრამა დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის ხერხემლის აღსადგენად_გულახდილად აღიარა ექიმმა და ატირებული ხალხი მოწყენილმა დატოვა, ყველაზე მეტად ამ მომენტს ვერ იტანდა მისი მუშაობიდან.
-მთავარია გადარჩეს მა, ფულს როგორღაც ვიშოვით._ხელი მოხვია შვილს გიამ.
-მამა, ჩემზე უკეთ იცი, რომ ამ ყველაფერს ცოტა არ დაჭირდება, გიორგის არ დავკარგავ, ვერ დავკარგავ, ჯერ სულ ცოტა ხანია რაც ჩემთანაა და საერთოდ არაა საკმარისი, რამე უნდა მოვიფიქრო_ისევ საფეთქლებზე მიიჭირა მუჭები მაგრამ ცრემლები ვეღარ შეაკავა.
-ჯანდაბა, ახლა ძლიერი უნდა ვიყო, მისი გადარჩენის გზებს უნდა ვეძებდე, რა დროს ტირილი და ცრემლებია _გამწარებული იცილებდა ჩამოგორებულ მარილიან ბურთულებს და უკვე ისტერიკა ეწყბოდა.
-იტირე შვილო, იტირე_ხელები მოხვია გიამ და გააკავა თავისთვის რომ არ დაეშავებინა რამე. მალევე გადაეზარდა ნათიას ისტერიკა კივილში და მუხლებზე დაეცა, ერთი კიდევ ამოიღრიალა მთელი გრძნობით და თითქოს დაიცალაო წამსვე იგრძნო გიამ როგორ მოდუნდა შვილის სხეული. შეშინებულმა დახედა გიამ ხელებში ჩაწვენილ გულწასულ, ერთადერთ ქალიშვილს და ვეღარც თვითონ შეიკავა მოწოლილი ცრემლები, რადაც არ უნდა დაჯდომოდა შვილის მომავალს მაინც გადაარჩენდა.
უკვე ბინდდებოდა ნათიამ თვალი რომ გაახილა, სწრაფადვე აღიქვა თეთრი კედლები და წამში წამოჯდა. გუნებაში კარგად გალანძღა საკუთარი თავი სისუსტის გამო, ვინ იცის რამდენი დრო დაკარგა. უცებ წამოდგა და ოთახი დატოვა, დერეფანში მდგომ გიასა და თომას მიუახლოვდა და თვალებით კითხა ახალი ამბავი.
-ახალი არაფერია შვილო, ისევ დაძინებული ყავთ და ხვალინდელ დღეს ელოდებიან რომ ოპერაცია გაუკეთონ.
პასუხის გაცემა ვერ მოასწრო საავადმყოფოს კარში აცრემლებული ნინია რომ გამოჩნდა, უკან ბაჩო მოსდევდა ნახევრად მოცმული მოსაცმლით.
-ნათი_წამში მოეხვია თბილი სხეული და ვეღარ შეიკავა თავი ისევ რომ არ ეტირა, -ხომ კარგად იქნება?
-უნდა იყოს ნიანია, ვერ მიგვატოვებს, აუცილებლად გამოვაძვრენთ_ტირილით უპასუხა მულს და მამას გახედა.
-რადგან ყველანი აქ ხართ, მე და თომა თანხის შოვნაზე ვლაპარაკობდით_შუბლი მოიწმინდა გიამ.
-ბინა გავყიდოთ სასწრაფოდ, მე და ბაჩო სესხს ავიღებთ_ქმარს გადახედა გოგომ, რომელმაც მაშინვე დაუქნია თავი და ხელი მოხვია.
-სესხის აღება მეც შემიძლია.
-დასაწყისისთვის კი ბავშვებო, მაგრამ აქ საუბარი დიდ თანხებზეა, ამ მოგროვებულით ნახევრამდე შეიძლება მივიდეთ, მაგრამ თუ თურქეთში მოგვიწია წაყვანა, არ გვეყოფა_თავი გადააქნია გიამ და ჩუმად განაგრძო ფიქრი.
ყველაზე მეტად ნათიას გულს მამის გვერდით ყოფნა უხარებდა, გია ისე ლაპარაკობდა და ნერვიულობდა, თითქოს გიორგი მისი შვილი ყოფილიყოს და ვალდებული იყო მასზე ეპატრონა. ბედნიერი სახით უყურებდა ნერვიულად მოსიარულე მამას და წამში ამოუტივტივდა გონებაში პატრონობაზე იდეა.
-თომა ბიძია, შეგიძლია მომიყვე ზუსტად რა როგორ მოხდა?_აღელვებულ კაცს მიეჭრა უცებ.
-კი შვილო, _ნერწყვი გადაყლაპა კაცმა და სკამზე ჩამოჯდა, -ფიგურების დახატვას ვასწავლიდი ფასადზე, როგორც ჩანს ზედმეტად გვერდით მიიწია, ხარაჩომ ვეღარ გაუძლო და ჩამოვარდა_ისევ აცრემლებულმა გაიხსენა კაცმა.
-ჩამოტყდა?
-არა შვილო, ამობრუნდა, როგორც ჩანდა საკმარისად მყარი არ იყო გიორგის იქ დგომისთვის რომ გაეძლო.
-გასაგებია, სწორედ ამის გაგონება მინდოდა_გამარჯვებულმა ჩაიღიმა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო. უკან მოტოვებული ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
მალევე იპოვა საავადმყოფოსთან მდგომი ტაქსი და მაშინვე ჩაჯდა. ორი წუთით დაალოდა, ინტერნეტში კომპანიის მისამართი იპოვა და მძღოლს უკარნახა. 15 წუთიც და საძულველი შენობის წინ იდგა.ერთი ღრმად ამოისუნთქა და ამაყად, მხრებში გასწორებული შევიდა შნობაში.
-თქვენს უფროსთან მსურს შეხვედრა.
-ჩაწერილი ხართ?_ზანტად ამოხედა მდივანმა.
-არა, მაგრამ თუ არ მიმიღებს მეორედ ჟურნალისტებით დავბრუნდები და სიამოვნებით გააშუქებენ გუშინდელ ამბავს_ირონიულად გაუღიმა თვალებ გაფართოებულ გოგოს და თავის დააქნევით გააყოლა მზერა ფურცუხით რომ გავარდა გოგო დერეფანში.
სულ რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან და ხელით ანიშნა კაბინეტისკენ:
-გელოდებათ.
ოთახში საშუალო ასაკის, შავგვრემანი მამაკაცი იჯდა და ყავას მიირთმევდა. ნათიას შემოსვლაზე ზრდილობიანად წამოდგა, ხელი ჩამოართვა და ისევ სავარძელს დაუბრუნდა.
-გისმენთ? რამ შეგაწუხათ?
-უკვე თქვენც მშვენივრად იცი რატომაც, მოდი გულახდილები ვიყოთ და დროს დავზოგავთ. მაინტერესებთ როდის აპირებთ საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან გასაუბრებას იმის შესახებ, რომ მკურნალობის ფული დაფარულია და გიორგის არაფერი მოაკლონ?
-უკაცრავად?_წინ წამოიწია კაცი, -ეს რატომ უნდა გავაკეთო? მე რა შუაში ვარ?_ხელები გაშალა კაცმა.
-სერიოზულად? ახლა ამ თამაშს ვითამაშებთ?_წარბები ასწია ქალმა, -გიორგი იმიტომ ჩამოვარდა იმ სიმაღლიდან, რომ ხის ნაჭრები ხარაჩოსთვის საკმარისად მყარი არ იყო. წარმოგიდგენიათ მაინც როგორ უყვართ ეს ამბები ჟურალისტებს?
-მემუქრებით?_წარბები შეკრა კაცმა და წამოიმართა.
-არა, მე სამართლიანობის აღდგენა მინდა, ახლა ჩემი ქმარი კვდება მხოლოდ იმიტომ, რომ იაფად გინდოდათ გამოძრომა, ან მის ხარჯებს აანაზღაუდებთ, ან გეფიცებით ამ ამბავს ყველა ტელევიზია გაიგებს, ყვეელა ის არასამთავრობო ვითომ თავგამოდებით რომ იცავს ხალხს, ამ ქალაქის ყველა ქუჩაზე და კედელზე გამოვაკრავ მომხდარს და ერთ კლიენტსაც რომ ვეღარ იშოვით, მერე თქვენი დანებებაც გვიანი იქნება და გიორგის მკურნალობაც. გაფრთხილებთ, მე მის გარდა არავინ მყავს, ამიტომ დასაკარგი საერთოდ არაფერი მაქვს._გაშლილი ხელის გული მთელი ძალით დაარტყა მაგიდას და ოთახი დატოვა, ახლა მოფიქრების საშუალება უნდა მიეცა კაცისთვის. იქნებ გამართლებულიყო და დაეფინანსებინათ მკურნალობა.
აცრემლებული გამოვიდა შენობიდან და ნინიადან მოსული შეტყობინება გახსნა:
„ოპერაცია დასრულდა“.
მაშინვე ჩაჯდა ტაქსში და ისევ საავადმყოფოსთან მივიდა, სირბილით შევარდა შენობაში და წამში მოკრა თვალი ატირებულ ნინიას ბაჩო როგორ ეხვეოდა.
-რა ხდება? ამოიღეთ ვინმემ ხმა_ზემოდან დაადგა თავზე ნათია.
-უარს ამბობენ ნათი, აქ აპარატურა არ გვაქვსო და თბილისმა არ მიიღო.
-ანუ ....
-ანუ სადმე უნდა წავიყვანოთ შვილო_ხელი დაადო ბეჭზე გიამ და ამოიხვნეშა.-ექიმმა თურქეთის საავადმყოფოს უკვე გადავუგზავნეთ მოაცემები და არამგონია უარი თქვანო, ახლა მთავარი ფულის გადარიცხვაა, ისე არ გაგვიშვებენ
-აუცილებლად გადავარჩენ, რამეს აუ ცილებლად მოვიფიქრებ_საფეთქლებზე მიიჭირა არეულმა ხელები და არავისთვის აღარ მოუსმენია ისე დატოვა ბარბაცით შენობა.



№1  offline წევრი OKI ME

უუჰ, რა იყო ეს? :P მოკლედ, ძაან საინტერესო და კარგი თავი იყო ❤️❤️ თუმცა ისევ არ მეყო :(((((

ყოჩაღ გიას, მანანასგან განსხვავევბით მომხდარის სირთულეს რეალურად აღიქვამს და ხვდება, რომ სხვა თუ არაფერი პირველ რიგში საკუთარ შვილს გაანადგურებს ეს ამბავი.

წარმატებები და ახალ თავს უკვე მოუთმენლად ველი. ❤️❤️

 


№2 სტუმარი maco maco

აუუუ რა პატარა იყოოოო

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კი არ ველოდი რომ დამხვდებოდა ახალი თავი ცოტა კი იყო მაგრამ მაინც გამიხარდა,კიდევ კარგი მამა მაინც არი ნათიას მხარეს დედასავით არ დაივიწყა შვილი,იმედია გადარჩენა გიორგის

 


როგორ ველოდი ახალ თავს. მარტივად რომ ვერ გამოძვრებოდა გიორგი ვიცოდი, მაგრამ ასე რთულადაც არ ვფიქრობდი :(
ნათია როგორი ძლიერი გოგოა❤ მჯერა რომ გადაარჩენს❤
გიამ თავისი საოცარი მამობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მიყვარს ეს კაცი❤ რაც შეეხება მანანას, ახლა თუ არ დაუდგება გვერდში ნათიას მერე პატიების მიღება ძალიან გაუჭირდება და შვილისგანაც და ქმრისგანაც. ასეთი უგულო როგორაა :(
ველოდები შემდეგს❤

 


№5 სტუმარი ანუ

ოჰოო, აი ასეთი ნათია მესმიიის.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება რაა, თორემ მოვკვდე შეიძლება.

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ნათია ნამდვილად იბრძვის გიორგისთვის, იმედია გიორგიც არ ჩაიკეტება დ აისიც იბრძოლებს. გია ნამდვილად სანიმუშო მამაა , იმედია მანანაც მოეგება გონს ❤️❤️❤️ როდის მოვა ოთხშაბატი ახალი თავი რომ წავიკითხოო ... ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი Sofii_sofiaa

ოღონნდდდ გიორგი გადარჩეესს
--------------------
ფეფო

 


№8  offline წევრი isterichka123

სასწაულიგოგოხარ ველი ახალთავს

 


№9 სტუმარი სტუმარი nancho

უუუჰ,ასე მგონია მეც თან დავყვები ნათიას,ხომ ვიცი რომ გადარჩება,მაგრამ მაინც როგორი მტკივნეულია ეს რეალობა.ისე კარგად წერ,ძალიან თანაც,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent