გაყიდული ღირსება (17 თავი)
ცოტნე გაოგნებული უყურებდა მიას, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მის წინ, ახლა ამ წამს სულ სხვა ადამიანი იდგა, ძველი მიასგან აღარაფერი დარჩენილიყო... ჩამქრალი თვალები, ჩაშავებული უპეები, გადაფითრებული სახე, გაცრეცილი ტუჩები, მოცახცახე ხელები... მხოლოდ ეს იყო მიასგან დარჩენილი... ვერ გაუძლო, ვერ გაუძლო და სახლიდან გავარდა გაცოფებული, კარი ისე მიაჯახუნა რომ მია მოულოდნელიბისგან შეხტა, კარგახნის შემდეგ დაბრუნდა სახლში, მიას რეაქცია არ ჰქონია, დივანზე იჯდა და თვალი ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული, ცოტნე სავარძელზე დაჯდა და მას მიჩერდა, კარგახნის ფიქრის მერე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან მაგიდაზე დადო და მიასკენ გააცურა -თუ გიდა დედაშენს დაურეკე-უთხრა ჩავადნილი ხმით და მზერა ტელეფონიდან ისევ მიაზე გადაიტანა -არ მჭირდება-ისე უთხრა მიამ, რომ მისთვის არ შეუხედია, თუმცა გრძნობდა მის დაჟინებულ მწველ მზერას, მაგრამ მაინც ჯიუტად არ იხედებოდა მისკენ -მეტჯერ აღარ შემოგთავაზებ-დაუღრინა და ხელი ტელეფონისაკენ წაიღო მაგრამ მიამ დაასწრო და აიღო -ჭკვიანი გოგო ხარ-გაეცინა და ადგა, მიამ დედას დაურეკა და მეორე ზარზე ქალმა უპასუხა -დედა მე ვარ-აღმოხდა მიას და ხმა ჩაუწყდა -დედა ტელეფონი გამორთული რატომ გაქვს? იცი რამდენჯერ დაგირეკე? რატომ მანერვიულებ, გთხოვ შენ მაინც ნუღარ მიმატებ -დამიჯდა -ვისი ტელეფონით მირეკავ? სად ხარ? მარიამთანაც არ ხარ, არც ცირასთან მისულხარ -დედა-მიას ხმა ჩაუწყდა და ცრემლები მოეძალა, უნებურად ცოტნეს ახედა რომელიც დაძაბული უსმენდა მიას ლაპარაკს -კარგად ვარ -მია შენ რა ტირი? -არა არა-იუარა მიამ და გადმოცვენილი ცრემლები შეიმშრალა -ანა როგორაა ის მითხარი -როგორ იქნება დედა?!-მაკას ხმა ჩაუწყდა -აძინებენ ხო იცი... მალე ოპერაციის თარიღს მეტყვიან, ხვალ დავგეგმავთო ასე გვითხრეს -ნუ გეშინია დედიკო, ანა კარგად იქნება აი ნახავ მამიკო დაიფარავს -მიას ცრემლები გადმოსცვივდა და გაჩუმდა ძალა აღარ ეყო რამის სათქმელად, ცოტნეს თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში, თავი საშინლად იგრძნო და სამზარეულოში გავარდა მაშინვე კარადას ეცა, ვისკის ბოთლი გამოღო და აკანკალებული თითებით გახსნა მოიყუდა -კარგა იქნება, კარგად იქნება-დაიჩურჩულა მაკამ და ცრემლები გადმოსცვივდა -დედა -მიამ დაიჩურჩულა და ცრემლებმა ისევ გააჩუმა -დედა ძალიან მენატრებით, უთქვენობა ძალიან მიჭირს, შენ, ანა, კახა, მანანა... ყველამ ერთად დამტოვეთ, უთქვენიდ ძალიან ცუდად ვარ -მია გთხოვ საყვარელო ამას ნუ მეუბნები, ნუ მეუბნები რომ ცუდად ხარ, არ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა, მია სიკვდილი მინდა -ამოიტირა ქალმა და ხმა ჩაუწყდა -დედა არ გაბედო, ამაზე ფიქრიც კიარ გაბედო, შენ ანას მიხედავ მანდ, მე კი კახას... შენს თავს ვფიცავარ კახას გამოვიყვან, შენ მანდ იბრძოლებ მეკი აქ... ერთ დღეს ისევ ყველა ერთად ვიქნებით, ეს მძიმე დღეებიც ჩაივლის, გესმის დედა? -მია მეტა იცოდე როგო მენატრებით -მაკას აღმოხდა და გაჩუმდა -კარგი ეხლა უნდა წავიდე... ხვალ დაგირეკავ-მიას აღარ შეეძლო დედასთან ლაპარაკი, რადგან ყოველი ნათქვამი სიტყვა გულს სტკენდა, მეტად ენატრებოდა დედა და ანა, უფრო მძაფრად გრძნობდა მარტოობას ამ ცივ ცარიელს სამყაროში... -ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო, ისევ ერთ წერტილს გაუშტერა თვალი, ცოტნე მივიდა, აიღო ტელეფონი და გათიშა მაშინვე, ჯიბეში ჩაიდო და მიას დააცქერდა, რამდენი რამის თქმა უნდოდა მისთვის მაგრამ ძალა არ ეყო, ხმა ვერ ამოიღო და ისევ სამზარეულოში გავიდა, ვისკის ბოთლი აიღო ხელში მაგრამ უკან დადო და მიას გახედა, გაცეცხლებულმა მაგიდა ააყირავა, დაფეთებული მია ფეხზე წამოვარდა ცოტნეს მიაჩერდა შეშინებული თვალებით -ასე ნუ მიყურებ-დაუყვირა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მისკენ წავიდა -გეშინია არა? ჩემი გეშინია!- თავზე წამოადგა და დაუყვირა -იმის მიუხედავად რომ გითხარი არაფერ დაგიშავებთქო მაინც გეშინია-მიას რომელიც თავდახრილი იდგა ნიკაპზე უხეშად წაავლო ხელი და თავი ააწევინა -შემომხედე- უთხრა მშვიდი ტონით მაგრამ მიამ ვერ გაბედა თვალებში შეხედვა, იცოდა თავს ვერ მოერეოდა და ცრემლები გადმოსცვივდებოდა -მია გთხოვ შემომხედე-დაიჩურჩულა ცოტნემ, მის ხმაში მიმდენი ტკივილი და მუდარა იგრძნობოდა რომ მიამ გაბედა და თავი ასწია -არასოდეს მაპატიებ ხომ ასეა? -თავი ისე ახლოს მიუტანა რომ ცხელი სუნთქვა შეაფრქვია ჯერ ისევ შეშინებულ გოგონას -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-გაბედა და ჰკითხა თან თვალი აარიდა, ვე რუძლებდა მის დაჟინებულ მზერას -ააქვს ! როგორ გგონია აქ რისთვის მოგიყვანე?-ჰკითხა უცნაური ტონით და მისი სახე ხელებში მოიქცია, მიამ ინსტიქტურად შეხედა თვალებში და უარესად დაიბნა -კითხვა დაგისვი და მიპასუხე! -არვიცი-გაბრაზდა მია და მისი ხელები სახიდან მოიშორა -იცი! მაგრამ, რადგან არ გინდა თქმა და ამაზე ფიქრი მე გეტყვი! აქ იმიტო მოგიყვანე რომ იცოდე ძალიან ვნანობ ჩადენილს! მინდა იცოდე რომ მომხდარმა მეც ისევე დამასვა დაღი როგორც შენ... მეც ისევე გული მერევა საკუთარ თავზე როგორც შენ, მეც ისევე ვიტანჯები როგორც შენ! ამ ყველაფერმა მარტო შენ არ გაგანადგურა, მეც გამანადგურა! მაგრამ შენზე მეტად მე ვიტანჯები იმიტომ, რომ ეს ტკივილი მე გააზრებულად მოგაყენე... -გაჩუმდი!-დაუყვირა მიამ -არ მინდა ამაზე ლაპარაკი და ფიქრი იმიტომ, რომ რაც დრო გადის მით მეტად მძულხარ და მით მეტად მერევა გული საკუთარ თავზე... შეწყვიტე საკუთარი თავის წამება და ჩემიც... თავი დამანებე... უფლება მომეცი რომ ვისწავლო ამ ტკივილით ცხოვრება როგორ გავაგრძელო-აღმოხდა მიას და ცრემლები გადმოსცვივდა, ინსტიქტურად ახედა ცოტნეს და თვალებში ჩააცქერდა -ვერ ხვდები? ასე რომ უარესად მტკენ? ვერ ხვდები რომ ყოველი შენი დანახვა, შენი შეხება, შენი ხმის გაგონება ჭრილობებს მიახლებს? რაც დრო გადის მეტად მიმძაფრდება ეს ტკივილი? თავი დამანებე გთხოვ -მია არ შემიძლია, რატომ არ გესმის არ შემიძლია ?! იმ ყველაფრის დავიწყება არ შემიძლია, ისე თითქოს არაფერი მომხდარა... მაშინ როცა ვიცი რომ შენ ასეთი ტკივილი მოგაყენე, როცა ვიცი რომ შენ ასე იტანჯები ჩემსგამო, როცა ვიცი რომ ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ მე ვარ! -ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ შენ არ ხარ, შეცდომა მეც დავუშვი და შენ არ გადანაშაულებ არაფერში -შენ დის სიცოცხლის გადასარჩენად მოიქეცი ასე! მეკი იმიტო რომ შენი მისაკუთრება მინდოდა, შენთან ყოფნა მინდოდა... საკუთარ სურვილებს შევწირე შენი ღირსება, თავმოყვარეობა და ჩემი სიყვარული... -გაჩუმდი!-დაუყვირა მიამ და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს -არ გაბედო! სიყვარულზე ლაპარაკი კი არა ფიქრიც არ გაბედო, გესმის? დაივიწყე! -და თუ მაინც გეტყვი რომ მიყვარხარ?-ცოტნეს ამ მზერას ვეღარ გაუძლო მიამ და თვალი აარიდა -გეყოფა, გეყოფა ჩემი წამება-იკივლა ბოლო ხმაზე და სახეზე ხელები აიფარა -მია-ცოტნემ მაჯებში ჩაავლო ხელები და სახიდან ჩამოაწევინა -მია წარსულს ვერ გაექცევი და ვერც დაივიწყებ! ვერც მე გამექცევი და ვერც დაივიწყებ! იცი რატომ? იმიტომ რომ პირველი მე შეგეხე!-ამ სიტყვებზე მიას სუნთქვა შეუწყდა და გული გაუჩერდა, თვალთ დაუბნელდა დაბრამდენიმე წამის განმავლობაში გაითიშა თითქოს, აზრები დაეფანტა -მია -ცოტნეს ხმა აზრზე მოიყვანა, გოგონამ დაბნეული მზერით შეხედა მის ამღვრეულ ცისფერ თვალებს და უბრალოდ გაგიჟდა შეიშალა -გამიშვი-იკივლა ბოლო ხმაზე და მაჯების დახსნა სცადა მისი მარწუხებივით შემოჭდობილი თითებიდან -გამიშვი გამიშვი-კიოდა ბოლო ხმაზე მაგრამ ცოტნე ჯიუტად არ უშვებდ, ბოლოს გაუშვა ისე რომ წამში მკლავებში მოიმწყვდია დაბნეული და გაცეცხლებული გოგონა და თვალებში ჩააცქერდა -მია ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მაპატიო, იმისთვის რომ ისევ გაიღიმო, იმისთვის რომ ამ ღიმილის მიზეზი მე ვიყო...იმისთვის რომ ამ თვალებიდან ზიზღი გავაქრო -არასოდეს! არასოდეს გესმის!-დაუყვირა და ხელებიდან დაუსხლტა, ცოტნეს ხმა აღარ გაუცია, სამზარეულოში გავიდა და იქ დაჯდა სკამზე იქიდან უყურებდა მიას, რომელიც დივანზე დაჯდა და ატირდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და გარეთ გავარდა სიგარეტს მოუკიდა აკანკალებული თითებით და ნერვიულად გააბოლა -სახლში წასვლა მინდა-მოესმა ზურგსუკან მიას ხმა -ხვალ წავალთ-მისკენ შეტრიალდა ცოტნე და თვალებში ჩააცქერდა -ღამეს აქ შენთან ერთად არ გავათენებ-გაბრაზდა მია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.