შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (4)


13-10-2020, 03:09
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 147

შემდეგ რა?
სიზმარი,მაგრამ ამჯერად სულ სხვა.
გარშემო აღარ იყო ის სინათლე და
ჰარმონია ,რომელსაც ადრე ვნახულობდი!
აქ იყო სიბნელე და მარტოობაა ,მეტი არაფერი!
მაგრამ არა ისეთი სიბნელე რომ ვერაფერი ვერ დაგენახა,უფრო საშიში და შემზარავი.
ეს ის სიბნელე იყო ,რომელიც სიკვდილის შემდეგ ვიგრძენი.
ეს ის სიბნელე იყო ,რომელსაც ფრედერიკის დანახვისას ვგრძნობ.
სიბნელე იყო სამყაროში, რომელიც თითქოს ძაალიან რეალური იყო!
ერთ წამს ასეც ვიფიქრე რომ ეს რეალობა
იყო ,მაგრამ მადლობა ღმერთს მალე გაავაცნობიერე რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო.
სრულიად ცარიელ ქუჩაში ვიდექი,არც
მანქანები ,არც ხალხი , გარშემო არ შემინიშნავს რაიმე მოძრავი!
ცაა შავი იყო ,მზე არ ჩანდა,ძაალიან ციოდა,ხმა არსაიდან ისმოდა,სიჩუმე იყო ,მაგრამ შემზარავი და სახიფათო სიჩუმე!
ვიდექი და ვერ ვხვდებოდი აქ რა მინდოდა,ან რატომ მეგონა ეს ადგილი ასეთი რეალური,თითქოს მართლა აქ ვარო!
-ფრედერიკ!
არც კი ვიცი მისი სახელი რატომ დავიძახე!
ვერაფერს ვერ ვაცნობიერებდი ,რადგან თითქოს ამ სამყაროსაც და მეც რაღაც ან ვიღაც მართავდა.
-ფრედერიკ, შეწყვიტე ეს სპექტაკლი!
უეცრად ვეღარ მოვითმინე შეშინებულმა და გაბედულად ვიყვირე...ალბათ სიზმარში არ შემეშინდა ამის,თორემ პირისპირ მითუმეტეს იმის შემდეგ რაც გააკეთაა ვერ გავუბედავდი!
მაგრამ ეს ადგილი...რას ცდილობს?
რახამ ასე გააბრაზდა ჩემზე ანუ ასეთი კოშმარები უნდა ვნახო?
ნუთუ სიზმარშიც ვეღარ გაავექცევი რეალობას?
ყველაფერი წამართვა ისედაც,რატომ ესეც?
სიზმარი მაინც დამიტოვე ფრედერიკ,რომ თავი მოვიტყუო მაინც.
-რატომ არაფერს არ მიტოვებ?! ყველაფერს რატომ ანადგურებ?
არც კი ვიცი რა დამემართა,უბრალოდ რაც გულში მქონდა ყველაფრის ყვირილი მინდოდა,რადგან ვიცოდი მას ჩემმი ესმოდა და ამ დროს ჩემსს წინაც არ იდგა რომ მისი ბოროტი და სახიფათო გამოხედვის შემშინებოდა.
არც კი ვიცი ეს რა ადგილია,არ ვიცი და ვერც მივდივარ წინ რომ ვნახო,რადგან ძაალიან მეშინია,აქ სულ მარტო ვარ !
ეს კი გულს მიჩერებს,რადგან სწორედ რომ მარტოდ დარჩენის მეშინია!
მგონია რომ ბოლოს ყველას და ყველაფერს დავკარგავ და სულ მარტო დავრჩები სრულ სიბნელეში,თვით სიბნელე მშთანთქავს!
არ ვიცოდი რა მექნა,ამდენიხანია აქ ვარ ,უკვე თავგზაც ამერია რამდენი დრო გავიდა!
ვერც ვიღვიძებ და თან ეს სიზმარი უფრო და უფრო რეალურ სახეს იძენს!
წინ უნდა წავსულიყავი,რადგან გული მიგრძნობდა მას რაღაც უნდოდა ჩემგან,უნდოდა რაღაც მენახა და ამიტომ არ ასრულებდა ამ სააშინელებას,ალბათ ის არ იყო სააკმარი რაც დაამართა!
წინ ნაბიჯი ყოყმანით გადავდგი და 
ნელ-ნელა მივხვდი როგორ იმატებდა სიბნელმ.
რაც მეტად წინ მივდიოდი მით უფრო ბნელი ხდებოდა გზაც...არ ვიცოდი სად მივდიოდი ან რატომ, მაგრამ გული მიგრძნობდა რომ ამ მხარეს უნდა წავსულიყავი!
შედეგად კი ცოტახანში ჩემმი სახლიც ვიცანი!
ჩემმი საწყალი სახლი საერთოდ აღარ იყო მთელი და რა თქმა უნდა ისეთივე ბნელი და შემზარავი შესახედაობის იყო როგორიც ეს ადგილია...რა უნდოდა ფრედერიკს?
რას ცდილობდა?
-არ ვიცი რას ცდილობ,მაგრამ იცოდე  გამოგდის!
ახლა კი გეყოფა,გთხოვ უკან დაამაბრუნე!
უკვე ხმის კანკალით დავიყვირე,რადგან შიშისაგან სულ ვცახცახებდი და ცრემლებსაც ძლივს ვთოკავდი,მაგრამ ვხვდებოდი ის არ გააჩერდებოდა სანამ იმას არ გაავაკეთებდი რაც მას უნდოდა!
მე კი ვგრძნობდი რომ მას უნდოდა,ამ კარში შევსულიყავი.
ასეც გაავაკეთე და ძველი კარი ნელა სიფრთხილით შევაღე,რასაც საშინელი ხმა მოჰყვა!
კარი ძაალიან ძველი იყო და თითქოს ყოველი დაჟანგებული ნაწილის ხმა ჩამესმა ყურში.
კარი შევაღე და ისევ სიჩუმე დამხვდა,არავის ხმა არ მესმოდა, ვერავის ვერ ვხედავდი,ხოდა მეც გაადავწყვიტე ნაბიჯი წინ გაადამედგა,შედეგად კი სწორედ ამის შემდეგ შევძელი თვით ჯოჯოხეთი მეხილა!
ოთახის ყოველ კუთხეში ჩემმი ახლობლები ეყარნენ,დახოცილები!
ყველა საკუთარ სისხლში ცურავდა და დასახიჩრებული იყო!
არ ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა,უკვე ვერც გამოვხატავდი ვერანაირ რეაქციას,რადგან ადგილზე გავიყინე და გავშეშდი!
ცოტახანს ასე გაუნძრევლად ვიდექი და უბრალოდ ამ სააშინელებას უხმოდ ვუყურებდი,თვალებიდან კი ცრემლები გაუჩერებლად იკვლევდნენ გზას!
მეყვირა?
ვინ გაიგონებდა?
მეტირა?
ვინ შემიცოდებდა?
ვინ დამეხმარებოდა?
არავინ,არავინ!
არავინ არ მყავდა!
მხოლოდ ერთი არსება მყავდა გვერდში,უფრო სწორედ კი კლანჭებში ვყავდი მოქცეული მთლიანად!
ეს კი ფრედერიკი იყო,სწორედ ის ვინც ახლა მაიძულებს ეს საშინელება ვიხილო...სწორედ ის!
-გეყოფა...
ბოლოს უკვე ენა ამოვიდგი და ტკივილით ჩავილაპარაკე.
-გთხოვ, გეყოფა.
კიდევ ერთხელ ვეცადე ცოტა ხმამაღლა წარმომეთქვა სიტყვები ,ბოლოს კი უკვე სიგიჟის ზღვარს მისულმა რაც ძალა და ღონე მქონდა ვიყვირე!
-გეყოფა!
ამის წამოყვირებაზე კი ძირს დავეცი
მუხლებზე ,ხელები სახეზე შემოვიწყე და მეტად ხმამაღლა ავტირდი.
-გეყოფა,გეყოფა!
მეტი ტანჯვის ატანა აღარ შემიძლია! გესმის?! აღარ შემიძლია!
ვიცოდი რომ ვნებდებოდი და ამ წამს ძაალიან სუსტი ვჩანდი,მაგრამ ჩემს ადგილას ყველა იგივე მდგომარეობაში ჩავარდებოდა.
-გთხოვ ,ფრედერიკ შეწყვიტე.
ბოლის ჩუმად ჩავილაპარაკე და მოულოდნელ ხმაურზე თავი შეშინებულმა ავწიე !
თავის აწევის თანავე კი პირდაპირ სარკე მომხვდა თვალში...ეს შავი ,ძველი გაბზარული სარკე იყო,რომელიც ზომით საკმაოდ დიდი იყო,მაგრამ ყველაზე მეტად ამ სარკეში ჩემმა გამოსახულებამ გაამაკვირვა.
მე მთელი მხრები სისხლიანი მქონდა!
ამაზე სასწრაფოთ ფეხზე წამოვდექი და სარკეს ბარბაცით მივვარდი ,ახლოდან მივაშტერდი ჩემმს მხრებს და რაღაც აღუწერელად საშინელი დავინახე!
მე უკან ორი დიდი ჭრილობა მქონდა,თან ისეთი საშინელი ჭრილობა რომ სისხლი გაუჩერებლად მისველებდა მთელ ტანს!
არ ვიცოდი ეს რა იყო და თუ სწორად ვვარაუდობდი,ეს ჭრილობები უცნაურ ადგილას იყვნენ განლაგებულნი,თითქოს და ფრთები მქონდა და მომაჭრესო.
ძაალიან დავიბენი და თან ამ საშინელ ადგილას მეტად დავიძაბე,შიშმა ამიტანა და უეცრად მთელი ძალით მუშტი დავარტყი სარკეს,რის შედეგთაც სულ ნამსხვრევებად იქცა !
ამის შემდეგ კი მოთენთილობა ვიგრძენი მთელ სხეულში და ისე რომ ვერც გაავაცნობიერე თვალები მომეხუჭა.
ეს ოყო და ეს ,ამის შემდეგ კი მალევე გაავახილე თვალები,მაგრამ სააბედნიეროდ ამჯერად ჩემს ოთახში! მგონი  რომ პირველად გამიხარდა ასე ძაალიან ამ ოთახის ხილვა!
სასწრაფოთ ფეხზე წამოვდექი და მივხვდი რომ სულ ოფლით ვიყავი სველი,თვალები კი ისე მქონდა დაასიებული რომ აშკარად ბევრიც ვიტირე ძილში!
ასევე ხელები ჯერ კიდევ მიკანკალებდა ნახულის გამო და მთელი გულით ვნატრობდი რომ ამ წამს ამ ყველაფრის გამო ფრედერიკისთვის საკადრისი პასუხი გამეცა,რადგან ვიცი ის აკეთებს ამას!
სწორედ ის მაგდებს ამ დღეში!
ჩემმი დასჯა უნდა.
ამ ფიქრებში კარის გაღების ხმა შემომესმა,უკან გავიხედე და ფრედერიკი შემრჩა.
ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და ქედმაღლური მზერით მიყურებდა,ასევე ზედმეტად სერიოზული ჩანდა და ჩემი დაცინვის და დამცირების ხასიათზეც აშკარად არ იყო .
-სჯობს მალე ადგე საწოლიდან ,დიდი დრო აღარ გვაქვს.
სწრაფათ მიაყარა სათქმელი თან ისე რომ ზედაც არ მიყურებდა.
-რა? რატომ?
უეცრად იმან დაამაბნია თუ როგორ
მითხრა ეს...დიდი დრო არ გვაქვს?
რას გულისხმობს?
-რატომ და თუ არ ადგები და ჩაიცმევ შენი პერანგის ამარა მოგიწევს წამოსვლა ,ახლა კი შენ აირჩიე როგორ გირჩევნია.
რა თქმა უნდა მთავარ კითხვაზე პასუხი არ გამცა და სულ სხვა რაღაცაზე მიპასუხა.
-კი ,მაგრამ რამე ხდება?
მეც აღარ მოვიცადე და პირდაპირ ვკითხე,იმის მიუხედავად რომ ვიცოდი შეიძლება ამ კითხვას ის გააეღიზიანებინა!
ნუ ასეც მოხდა,გაბრაზებულმა ისე გამისწორა თვალი ,ვერ გავუძელი მის მზერას და თავი ჩავხარე,მანამ მის ნათქვამზე ისევ არ ამოვწიე.
-მონაადირები გვიახლოვდებიან,ძაღლებმა შენნი სუნი აიღეს .
საერთოდ ვერ მივიღე ის პასუხი რაც მინდოდა,პირიქით მეტად დავიბენი!
რას გულისხმობდა ამით?
რა მონადირე,რა ძაღლები,რა სუნი?
მე რა რაიმე სუნი მაქვს?
-კი ,მაგრამ ვერ გავიგე...რა მონადირეები?
სხვა გზა არ მქონდა და პირდაპირ თავისით ამოვიდა ეს კითხვა ჩემმი პირიდან,რაზეც უკვე ჩემსკენ გაბრაზებული წამოვიდა,ხელი მაჯაზე მტაცა და ფეხზე უხეშად წამომაყენა!
-მორჩები უაზრო კითხვების დასმას?! რატომ,რისთვის,როგორ?!
ამას შენ მაინც ვერ გაიგებ და მითხარი თუ აქვს აზრი რომ გითხრა!
ისეთი გაბრაზებული მიყვიროდა,დამუნჯებული ვუსმემდი და უკვე ნორმალურად სუნთქვასაც ვეღარ ვბედავდი.
-კარგი,მაპატიე.
ხოდა მხოლოდ ეს მომაფიქრდა ამ მომენტში მისი მრისხანების დაასამშვიდებლად და ამან მგონი გაჭრა,რადგან სახეზე გამომეტყველება შეეცვალა და ძლიერად მოჭერილი ხელიც მიშვა,შემდეგ კი უეცრად ზურგი მაქცია.
-სწრაფათ ჩაიცვი ,ფრენკლინს არ უყვარს დიდხანს ლოდინი.
ეს რომ გავიგე ,არც კი ვიცი რატომ მაგრამ პირდაპირ ეს კითხვა ამომივიდა პირიდან დაუკითხავად!
-ფრენკლინთან რა გვინდა?
შემეშინდა,რადგან ეს ის მანიაკი
ფრენკლინია ,რომლისთვისაც დანის გაყრა ვცადე რამდენიმე დღის უკან ,თქვენი აზრით ის მე სიხარულით შემხვდება?
არამგონია!
-ხო ,სწორედ რომ მასთან.
მის სასახლეში დავრჩებით ცოტახანს.
ნუ გეშინია ,არაფერს არ დაგიშავებს,უკვე საკმარისად დაგსაჯე ჩადენილის გამო.
ამის გაგონებაზე ის საშინელი სიზმარი გაამახსენდა და ვაპირებდი მეკითხა ამას რატომ აკეთებდა,მაგრამ ვიღაცის უეცრამა შემოსვლამ ოთახში მალევე გამაჩერა.
-ვიღაც შეშლილები აქ შემოხწევას
ცდილობენ ,ვეღარ ვუმკლავდები!
პირველი იმის გააზრებამ ჩაამაგდო შოკში რომ ეს ჩარლსი იყო,წაარმოგიდგენიათ?
ჩარლსი!
მეორე კი მისმა სიტყვებმა,ვინ ცდილობს აქ შემოხწევას და რატომ?!
რა ხდება აქ საერთოდ?!
-ამისი დედაც!
ფრედერიკმა უეცრად იყვირა და ნახევრად შიშველი ,უკვე რომ შარვლის ჩაცმის პროცესში ვიყავი ხელში ამიტაცა,შემდეგ კი ისე რომ არც კი გავუფრთხილებივარ, ფანჯრისაკენ გააექანა!
მხოლოდ ის მახსოვს რომ ბოლო ხმაზე დავიწყე ყვირილი და ფრედერიკს მთელი ძაალით მოვხვიე ხელები ,მერე ფანჯრის დამსხვრევის ხმა და თვალი რომ გავახილე ცაში ვიყავი...ეს უკვე ზედმეტი იყო!
ზედმეტად ზედმეტი იყო,ხო სწორედ რომ ესაა ამ სიტუაციისთვის შესაფერი სიტყვა,რადგან მე სიმაღლის არამქვეყნიურად მეშინია და მითუმეტეს იმის რომ ხელში ამ წამს ფრთიან კაცს ვყავარ,მას ფრთები აქვს გესმით?!
დიდი შავი ფრთები!
ეს ბოლო წვეთი იყო,ყველანაირი სირცხვილი ჯანდაბაში მოვისროლე და მთელი ძალით ფრედერიკს ძლიერ მკერდში ჩავდე თავი,ისე რომ ვერაფერს ვერ ვხედავდი!
მხოლოდ ესეც არ იყო საკმარისი,მას მთელი ძაალით ვეხვეოოდი და ხელებით მთელ ტანზე ვებღაუჭებოდი,მაგრამ ვინ გამამტყუნებს,საოცარ სიტუაციაში აღმოვჩნდი!
-ჯანდაბაა,ეს ის შეეშლილი კაცია...მონადირეე!
ფრედერიკის ხმა მომესმა თუ არა შიში ცოტა დაამავიწყდა,რადგან მისმა სიტყვებმა დაამაფიქრეს.
ანუ რაიმე მონადირისებრი არსებობს?
ეს მონადირეები კი დემონებზე ნადირობენ?!
დაუჯერებელია!!


უცნობი :
-გააგვექცა ბატონო!
აღელვებული მომვარდა ჩემმი თანაშემწე,რაზეც მაცდურად ჩავიღიმე.
-ვიცი ,ვიცი დავინახე იმ დემონმა როგორ გადაამიფრინა თავს ზემოთ,მაგრამ არაუშავრს ლუკას,ჩვენ ვიცით როგორ მივაგნოთ მის კვალს,ხომარ ვცდები აირენ?

-არა ბატონო ალდენ,მე მასზე ყველაფერი ვიცი,გპირდებით მალე მიაგნებთ სიკვდილის დემონს ფრედერიკ დორმარის.

როუსი:
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ფრედერიკს ,დემონს რომელსაც მხოლოდ სიკვდილი მოაქვს და ასევე გაავარკვიე რომ თურმე ჩემმი სიკვდილიც მის ზურგზეა ისე ვეხუტები ,თითქოს და ჩემმი ყველაზე ახლობელი ადაამიანი იყოს,მაგრამ ვინ დამადანაშაულებს?
ამ წამს ჰაერში ვარ და ერთადერთი რაც მაკავებს რომ ძირს არ დავენარცხო მისი სხეულია!სიკვდილამდე მეშინია სიმაღლის და ძირსაც ვერ ვბედავ დახედვას,ამიტომ თავი ისევ მის მკერდში მიდევს.
-ნუ გეშინია,მალე მივალთ .
გაგუდულად მომესმა მისი ხმა,რაზეც ცოტა არ იყოს შოკში ჩავარდი,ამ წამს მან დაამამშვიდდა?
მგონი რაღაც არასწორად გავიგე,არ ვიცი!
-შეგიძლია ხელი მიშვა ,უკვე მიწაზე ვართ.
ვერც კი გაავაცნობიერე ისე დავეშვით მიწაზე,ალბათ არ ვიცი ზედმეტად კომფორტულად ვიგრძენი თავი მის მკლავებში,ეს უნდა ვააღიარო.
-რ..ა..ეს..ეს რა იყო?
უეცრად თან ღამის სიცივემ ამიტანა და თან ნერვიულობამ ,ამიტომ ძლივს ვთქვი საათქმელი,ამის გაგებაზე კი ფრედერიკმა მხოლოდ თვალები გაადატრიალა.
-რა პასუხს ელოდები ჩემგან?
ფერიები ან ელფები?
ნუთუ ასეთი ძნელია იმის მიხვედრა რომ დემონთან რაიმე კარგს არასოდეს არ ექნება კავშირი.
ეს ძაალიან ძაალიან ცუდი რაღაცა და სჯობს ეს არ გაიგო!
არ მინდა შიშისგან მოკვდე და მეორედ მომიწიოს შენი ორგანიზმის გააცოცხლება.
უხეშად და აგდებულად გამცა პასუხი,რაზეც ხელები გაადავაჯვარედინე და უკმაყოფილომ ავწიე თავი,სწორედ ამ დროს მომხვდა ლამაზი ღამის ცაა თვალში და შემდეგ მივხვდი როგორ მომნატრებია ეს ცაა,თვალები უნებურად გაამიბრწყინდა და გაოცებაც ვერ დავმალე .
-როგორი სილამაზეა.
ხმის კანკალით ვთქვი ,რადგან ძაალიან მციოდა ეს კი როგორც ჩანს ფრედერიკლმაც გაიგო,მაგრამ ამ მის კითხვას საერთოდ არ მოველოდი.
-შენ რა გცივა?
მე ამის გაგონებაზე პირდაპირ მას შევხედე!
-რა?
ვერ მივხვდი ასე უცბად რა დაემართა,ჯერ სასიკვდილოდ გამიმეტა ,შემდეგ მეორედ სცადა ჩემმი მოკვლა ,ახლა კი ჩემზე ზრუნავს!
-კ..ი..რა ვიცი.
მეც დაბნეულმა ვუპასუხე ,რაზეც ხელები გააშალა.
-თუ გინდა მოდი.
თვალებში საერთოდ არ მიყურებდა,თან ვიცოდი სპეციალურად აკეთებდა ამას!
-სად?
მივხვდი ,მაგრამ ვერ გაავიაზრე ეს რატომ შემომთავაზა.
-ჩემმი კანი ძაალიან თბილია და გაგათბობ.
კი ,შემრცხვა და ძაალიან
მეუხერხულებოდა ,მაგრამ აქ დგომას გაურკვეველი დროით და გაყინვას არ ვაპირებდი,ამიტომ თავ ჩახრილმა და შერცხვენილმა მისკენ დავიწყე სვლა,შემდეგ უხერხულად მივუახლოვდი მის ცხელ სხეულს და ტანით მივეყრდენი,რაზეც მალევე მისი ხელებიც ვიგრძენი ,რომლებიც უკნიდან მეხებოდნენ!
მეგონა გული დაამარტყავდა,უეცრად ძაალიან ავნერვიულდი,მეც კი არ ვიცი რატომ!
-ხო მოვკვდი, რაღატომ მცივა?
უეცრად ეს ვიკითხე რომ დააძაბული აურა გაამენეიტრალებინა,რაზეც დემონმა მალევე გამცა პასუხი.
-არ ხარ მკვდარი,ხომ გითხარი.
რა თქმა უნდა ეს დაამაბნეველი გამოცანები!
თან მკვდარი ხარ,თან არა!
ეს როგორ უნდა გავიგო!?

ვინ იცის ასე რამდენხანს ვიდექით და გეფიცებით უკვე მოთმინებას ვკარგავდი,რადგან დიდ დისკომფორტს განვიცდიდი ამ მდგომარეობაში მყოფი!
ამიტომ ყელში ამოსულმა ბოლოს გავბედე და ვიკითხე.
-რას ველოდებით?
ამაზე მან ჩვეულებრივად მიპასუხა.
-ჩრდილებს,
რაა?! ჩრდილებს?! რა ჩრდილებს? ყოველთვის ასე გაუგებრად რატომ მელაპარაკება ?!
აღარაფერი არ ვუპასუხე,რადგან ვიცოდი გაავაღიზიანებდი და უბრალოდ ამ "ჩრდილების"დაალოდება გადავწყვიტე.

ჩრდილები...ვერ წარმოვიდგენდი რომ ეს ჩრდილები ადამიანის ფორმით გამოჩნდებოდნენ.
ეს სანახაობა რაღაც ჯაადოქრობას გავდა!
წაარმოიდგინეთ ,რაღაც კონკრეტული ადგილის გარშემო წრიულად ათი ჩრდილი გამოჩნდა,ყველაზე საშინელება კი ისაა რომ ეს ჩრდილები ადამიანის იყო.
სწორედ ისეთი,რომელიც იმ წვე....ბაზე ვნახე რაინასთან ერთად!
როგორც იმ შეშლილმა მითხრა,ეს ჩრდილები რაინას აკონტროლებდნენ!
ანუ მისი ხელი ურევია ახლა რომ აქ არიან?

ჩრდილების ზომა რატომღაც უფრო და უფრო იზრდებოდა!
მე კი არ ვიცი რატომ,ან რუსთვის,მაგრამ მივხვდი რომ სჯობდა ხმა საერთოდ არ ამომეღო ,რადგან მგონია რომ მათ ყველაფერი ესმით!
-ჩრდილებს არ შეხედო.
და აი მომესმა ფრედერიკის ხმაც ,რომელზეც არაამქვეყნიურად ვიყავი მიკრობილი.
-რა არსებები არიან ესენი?
ვიკითხე ჩურჩულით,რაზეც უბრალოდ ქვემოთ ჩამომხედა და მიპასუხა.
-ესენი აჩრდილები არიან.
მიპასუხა მშვიდად,რაზეც კიდევ გამიჩნდა შემდეგი კითხვა.
-აქ რა უნდათ?რას აკეთებენ?
შევატყე უკვე გააღიზიანდა კიდევ ერთ კითხვაზე,მაგრამ პასუხის გაცემა მაინც გაადაწყვიტა .
-ისინი ფრანკლინისკენ გზას გვიხსნიან,ფრანკლინი კი აჩრდილების დემონია.
ამ აჩრდილებმა კი სხვათაშორის კარგად იციან ვინ ხარ შენ და რა სცადე მის წინააღმდეგ ,ასე რომ ფრთხილად,არ უყურო მათ.
რა?!
ფრანკლინი აჩრდილების დემონი?
რას ნიშნავს ეს საერთოდ ,ან რამდენი დემონია ,ნუთუ ყველაფერს ამ სამყაროში ,ყოველ დეტალს რაღაც დემონი მართავს !
-ფრედერიკ,დარწმუნებული ხარ რომ ჩემმი იქ მიყვანა ღირს? მე_
და უეცრად გაამაწყვეტინა!
-ნუ გეშინია ,ფრანკლინი არაფერს არ გატკენს,ერთხელ უკვე გითხარი .
არაფერს არ გატკენს!
რა ადვილი სათქმელია და საიდან იცის რომ ამ პირობის ერთგული შემსრულებელია!
-გეყოფა ამ საახების მიღება.
სხვა დემონს აკრძალული აქვს იმასთან მიახლოვება ვისი სულიც უკვე გაყიდულია.
საშინლად არასასიამოვნოდ მომხვდა გულზე ეს სიტყვები!
“გააყიდულია”
ისე თითქოს რაღაც ხორცის ნაჭერი ვიყო!
-გაასაგებია,ანუ გაყიდულ საქონელს არ კლავენ.
ჩავიბუტბუტე მე,რაზეც ფრედერიკმა მობეზრებული სახით ჩამომხედა ,შემდეგ კი ისევ იმ წრეს გახედა ,სადაც აჩრდილები გაუჩერებლად ტრიალებდნენ.
-მოემზადე,როგორც კი გზა გაიხსნება იმ წამსვე უნდა შევიდეთ.
მითხრა ფრედერიკმა და უეცრად მისი ხელიც ვიგრძენი,მან მჭიდროდ მომკიდა ხელი და წინ ერთი ნაბიჯი გაადადგა.
-დროა.
და აი მომესმა ერთი სიტყვაც და ორივე როგორი სწრაფათაც შეგვეძლო დავიძარით!
ნუ ყველაფერი გაასაგებია,მაგრამ ვერ გაამიგია ვის ან რას გაურბის ფრედერიკი ასე გამალებით!

უეცრად გაჩენილ კარში შევედით ,რომელიც შუა მინდორში გაჩნდა!
კარში შესვლის თანავე კი ეს კარი უკვალოდ გაქრა,ჯერ ცოტა შევხტი ამ უეცარ ჯაადოქრობაზე,შემდეგ კი დააბნეულმა მოვავლე გარემოს თვალი!
ხო,ვაღიარებ ეს ადგილი შემზარავია!
ყველაფერი წითელ ფერშია,გარშემო არავინ არ შეინიშნება და უდიდესი ოთახის კედლები სულ ცარიელია,ჩვენი ფეხის ნაბიჯები კი ექოთ ისმის მთელს სასახლეში !
ასეც წარმომედგინა მისი სახლი.
-ფრედერიკ, ისევ ზუსტ დროს მოხვედი,სწორედ ახლა ვაპირებდი ჭამას.
მაცდური ღიმილით დაგვხვდა ფრენკლინი ,რომელმაც როგორც კი ჩემზე გაადმოიტანა მზერა თვალი ავარიდე.
-ოოო ,ეს პატარა უსუსური ადამიანიც მოგიყვანია.
მისი ხმა ცინიზმით იყო სავსე,რაც მეტად დაძაბულს მხდიდა მის გარემოცვაში!
-იმედია ჭრილობები უკვე მოგიშუშდა.
ჯანდააბა ,მთელი დარბაზი შენი სისხლით იყო შეღებილი!
ისეთი ბედნიერება შეეინიშნებოდა მის ხმაში სულ ჟრუანტელი მივლიდა ზიზღისაგან მთელ ტანში!
-კარგია რომ ფრედერიკის ხარ,თორემ ვინ იცის რას გაგიკეთებდი .
და აი ის მუქარით სავსე წინადადებაც, რომელსაც ველოდი!
მე ხომ მისთვის არაფერი არ დამიშავებია?! ნუ ვაპირებდი ,მაგრამ ის კარგაადაა,ვერ შევძელი...აბა რა უნდა ჩემგან?
-აჰ,კარგი დღეისთვის საკმარისია.
ფრედერიკ, მეგობარო წამოდი მისაღებში გავიდეთ და ვისაუბროთ,როგორც ჩანს ბევრი რაღაც გაქვს მოსაყოლი,რადგან შენი ფინიასგან გავიგე რომ მონადირე ალდენ ბოილი და მისი უვიცი ბანდა დაბრუნდა.
ამაზე მხოლოდ თავი დააუქნია ფრედერიკმა...ასეთი სერიოზული არც მინახავს,სულ გართობის ხასიათზე იყო და ჩემმი დაცინვის,ახლა კი უემოციო ცივი გამომეტყველება აქვს,როგორც ჩანს ძაალიან საშიში კაცია ის ვიღაც მონადირე მინ იუნგი.
-საყვარელო შენ შეგიძლია ჩემს ცოლთან მიხვიდე ,ცოტას გულს გაადაყოლებთ,მაგრამ იცოდეთ ჩემმი მოკვლა აღარ დაგეგმოთ,საწყალს ისედაც დღემდე ვერ შეუხორცდა ჭრილობები.
ესღა მომესმა სუსტად ბოლოში და კედელსაც მოეფარნენ.
საწყალი გოგო,ალბათ რა დღეში ჩააგგდო ამ ბოროტებამ!
ვერ ვიჯერებ რომ ასე უბრალოდ ადამიანებს პოულობენ ეს არსებები,მათ ისაკუთრებენ და შემდეგ არარობებივით ექცევიან მათ...სააინტერესოა აქ როგორ მოხვდა .

-აქეთ მომყევი.
უეცრად ვიღაც ნაცნობის ხმაზე გამოვფხიზლდი,უკან გავიხედე და ვინ დამხვდა?
ჩარლსი!
ვაპირებდი მეკითხა რა მოხდა,მაგრამ შემდეგ გაამახსენდა რომ მას მეხსიერება წაართვა ფრედერიკმა და არ ვემახსოვრებოდი.
ნუ თავისთავად არც იმის გამხელა ღირდა რომ მე ვიცოდი თუ რატომ იყო აქ!
როგორც ჩანს ფრედერიკმა მაინც ასრულაა ჩემმი სურვილი ,არც კი ვიცი რატომ.
-საით?
დაბნეულმა ვკითხე,რადგან არ ვიცოდი მასთან როგორ მოვქცეულიყავი,რადგან ვიცნობდი ,ვიცოდი ვინც იყო ,მაგრამ ახლა თავის მოჩვენება მომიწევდა.
-ბატონმა მითხრა რომ მეორე სართულზე 125 ოთახში მიგიყვანო.
ისეთი უემოციო და ცივი იყო ,გული მიკვდებოდა მის გამო!
გული მწყდება რომ ასე მოუწია მის ცხოვრებას დასრულება,მაგრამ რას ვიზავთ ჩვენ ვერ ავირჩევთ ჩვენს ბოლო ბედს.
ამის არჩევანი არც მე მქონია და არც მას,მაგრამ იმდენი მაინც მოვახერხე რომ საერთოდ არ გამქრალიყო!
სწორედ ამიტომა ახლა აქ ჩემს წინ ,რამდენი რაღაც მოხდა ანუ ამ ორ კვირაში სანამ მე ვიწექი და ჭრილობებს ვიხორცებდი...ნეტავი ასე შემეძლოს მთელი დროის გაყვანა.

-მე კართან ვიდგები და თუ რამე დააგჭირდება დამიძახე.
კი ის უკვე გაყიდული სულია,რომელსაც ფრედერიკის ბრძანებების შესრულება მოუწევს,მაგრამ როგორც ჩანს მისი მზრუნველი ნატურა ჯერ კიდევ არ გამქრალა.
-კარგი,დიდი მადლობა.
მორცხვად თავ ჩახრილმა ვუპასუხე და კარი ნელა შევაღე,რადგან მეშინოდა შიგნით რა დამხვდებოდა!
ძაალიან ცუდად ვგრძნობ თავს რომ ამ საწყალს ვერ დაავეხმარე,მაგრამ მე რაც შემეძლო გავაკეთე,ჩემმი სოცოცხლე სასწორზე დავდე,სხვა რა შემიძლია?
კარის შეღების თანავე თვალში საწოლი მომხვდა ,სადაც ზურგით გოგონა იჯდა,სავარაუდოდ რაინა.
-რ_აინა?
დაძაბულმა წარმოვთქვი მისი სახელი რომ ჩემსკენ მოტრიალებულიყო,ასეც გააკეთა და მოტრიალდა თუ არა,ვერ დავმალე გაოცება და შოკი მის დაანახვაზე!!
სახეზე ჭრილობები ჰქონდა ,რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო შეეხორცებული,ყელზე კი ისეთი დიდი სილურჯე ჰქონდა თითქოს ყელზე რაღაცას უჭერდნენ.
ემოცია ვერ დავმალე და აცრემლილი თვალებით გავემართე მისკენ.
-ოოო,არა არა! ეს რა არის?!
რა არის ეს?
რა გჭირს,რა დაგმართა?
უეცრად ისე გავბრაზდი და თან ისე დავმწუხრდდი არც ვიცოდი როგორ გამომეხატა სიტყვებით ეს.
გოგონა კი გაუნძრევლად იჯდა ჩემს წინ და ხმას არ იღებდა,მისი თვალები კი მეტად სევდიანი გამხდარიყოხ
-დ_იდი მადლობა ჩემთვის რაც გააკეთე და ბოდიშს გიხდი მომხდარისთვის.
თავი ჩახარა და ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე ,რაზეც ხელები მოვკიდე სახეზე და თავი ავაწევინე.
-არა,ბოდიშს ნუ იხდი!
ეს მე გთხოვ პატიებას რომ ვერ დაგეხმარე.
დამწუხრებულმა ვუპასუხე და ხელი
ნელ-ნელა ვუშვი.
ცოტახანს ასე ვიჯექით ჩუმად,ისე რომ ერთმანეთს არც ვუყურებდით,სანამ ისევ მე არ დაავარღვიე სიჩუმე.
-რა გაგიკეთა?
ამ კითხვაზე,სახე გაუფითრდა და ნერწყვი სიმწრით ჩაყლაპა.
-თავის აჩრდილებთან ერთად გამომკეტა.
ეს აჩრდილები...ისინი,ისინი ყველაზე საშინელი არსებები არიან.
ბოროტები,სასტიკები,
დაუნდობლები!
ბოლო ხმაზე ვყვიროდი,მაგრამ არ გაჩერდნენ.
ფრანკლინს კი ეს ესმოდა,მაგრამ განძრახ არ გააჩერა ისინი!
მან ასე დამსაჯა.
ყვებოდა და თან ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა თვალებიდან,რაზეც მეც ვეღარ შევიკავე თავი და ჩუმათ ავტირდი.
-ფრენკლინს ესმის როდესაც ევედრები რომ გაჩერდეს ,ისინი კი არ გისმენენ.
როგორც კი ხვდებიან რომ რაღაც დაუშავე მას ,დაუნდობლად გეპყრობიან!
თუ მითუმეტეს მათ ფრენკლინი არ უბრძანებს რომ გაჩერდნენ.
ეს მთელი ღამე გააგრძელდა,ბოლო ხმაზე ვყვიროდი,მაგრამ იქ არავინ არ მოსულა ჩემს დაასახმარებლად.
ეს იყო ბოლო წვეთი ხმა რომ ვეღარ მოვთოკე და ხმამაღლა რომ ავტირდი!
გული მქონდა გატეხილი და მგონი მადლობელიც კი ვიყავი რომ ფრედერიკი ასე არ მეპყრობა,მაგრამ ვინ იცის ეს სადამდე გაგრძელდება.
ეს ჩემმი ტირილი როგორც ჩანს ჩარლსმა გაიგონა და მალევე შემოაღო ოთახის კარი.
-ყველაფერი კარგადაა?
რა ხდება?
მშვიდდი ტონით იკითხა,რაზეც ცრემლების წმენდით დავუქნიე თავი.
ხმას ვერ ვიღებდი და მგონი ჩემმს თავს ვიდნაშაულებდი უკვე ყველაფერში!
ამის დაანხვაზე ჩარლსმა დაბნეულმა დამიქნია თავი და კარი ისევ გაიხურა.
-შენ როგორ ხარ? გავიგე რომ ბევრი სისხლი დაკარგე...მინდოდა გამეჩერებინა და მეთქვა რომ ეს ჩემი ბრალი იყო,მაგრამ არ დამცალდა.
ფრედერიკმა მალევე წაგიყვანა,ფრენკლინმა კი მალევე გააცნობიერა ამის უკან ვინ იდგა და არც მე არ გავჩერებულვარ იქ დიდხანს.
უეცრად ისევ გოგონას ხმაზე გამოვფხიზლდი,ის ისევ ჩემზე დარდობს ამ ყველაფრის შემდეგ?!
ვერ ვიჯერებ!
ეს არარაობა არსებები მართლაც ანგელოზებს იპარავენ დედამიწიდან და მათ ყველაზე საცოდავ არსებებად აქცევენ!
-კი,მაგრამ ახლა კარგად ვარ,უბრალოდ ვერ ვიგენ საიდან გაიგო ან ერთმა ან მეორემ ამ ყველაფრის შესახებ!
ან ფრენკლინმა საიდან გააიგო რომ ეს შენ მთხოვე მისი დაშავება!
დაეჭვებულმა ვკითხე,რადგან მართლა ძაალიან მაინტერესებდა.
-მე სულელს დამავიწყდა რომ შენ გაყიდული სული ხარ და ის გველიც რაც ფეხზე გაქვს ფრედერიკის აჩრდილივით დაგყვება თან,ის თითქოს ისმენს და ხედავს ყველაფერს...სწორედ აქედან.
დამწუხრებულმა მითხრა,რაზეც გაავაცნობიერე ყველაფერი და მოწყენილმა დავუქნიე თავი.
-ახლა კი გაასაგებია.
იმედგაცრუებულმა წარმოვთქვი წინადადება და მეტად გამიქრა იმედი რომ მის იქით როდესმე ჩვეულებრივად გაავაგრძელებდი ცხოვრებას.

ასე ვიჯექით ცოტახანს და ვსაუბრობდით,საბედნიეროდ ცოტახანს ამ მტკივნეულ თემას მოვწყდით და იმაზე დავიწყეთ საუბარი თუ ვინ ვიყავით ადრე და ვინ გვყავდა გვერდში.
გეფიცებით მის თვალებში მთელ ღამის ცაას ვხედავდი ვარსკვლავებით რომ გაადაიჭედება ხოლმე!
ხო ,ასე უბრალოდ თავის ოჯახზე საუბრობდა და თვალები არამქვეყნიურად უბრწყინავდა.
მართლა არ ვიცი როგორ ,მაგრამ ყველაფერს გაავაკეთებდი რომ ეს გოგონა უკან დამებრუნებინა!
-რაინა ერთი კითხვა მაქვს შენთან და თუ რაიმე იცი ამის შესახებ მინდა მიპასუხო.
აღელვებული ვიყავი ამ თემის წინ წამოყენებით,მაგრამ მართლა ძაალიან მაინტერესებდა ვინ იყო სინამდვილეში ფრედერიკ და სულ რამდენი მტერი ჰყავდა მას.
-გისმენ როუს.
მშვიდად მიპასუხა რაინამ.
-მინდა მითხრა ვინნა ფრედერიკი.
როგორც გავიგე ის სიკვდილის დემონია.
მას სიბნელე და სიცივე მოაქვს,ის განაგებს ვინ მოკვდება და ვინ არა,ის სხვისი სიცოცხლით იკვებება,მაგრამ რაში მდგომარეობს მისი არსებობა ან ვინ არიან მონადირეები და ვინაა ალდენ ბოილი .
ეს რომ გაიგო უეცრად თვალები გაუფართოვდა და ხელი პირზე ამაფარა,შემდეგ კი დაძაბულმა დაიწყო აქეთ-იქით ყურება!
-ამაზე ხმამაღლა აღარასოდეს არ ილაპარაკო!
ძაალიან დავიბენი ,რადგან არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა.
-ალდენ ბოილზე აქ არავინ არ საუბრობს!
ვერ ვხვდები ვინ ჯაანდაბა ეს ალდენ ბოილი !
-რატომ,ვინნა?
მაინც მოვახერხე და კითხვა დავსვი,რაზეც უეცრად ხელი მომკიდა ,ფეხზე ამაყენა და ოთახის ბოლოს მდებარე კარისაკენ დაიწყო ჩემმი წაყვანა!
იქ მისულმა კი ეს კარი გახსნა და რაღაც პატარა ბნელ ოთახში აღმოვჩნდით,გეფიცებით მეგონა გული გამისკდებოდა!
სრული სიბნელე იყო და ვერაფერს ვერ ვხედავდი,სად ვიყავი იმასაც კი ვერ ვხვდებოდი!
-ალდენ ბოილი დემონებზე მონადირეა და მან ძაალიან ბევრი დემონი გაანადგურა უკვე.
მისი ყველას ეშინია ,არა იმიტომ რომ მასაც გაანადგურებენ ,არამედ ეშინიათ რომ ვიღაცას ან რაღაცას წაართმევენ.
ამაზე კი უფრო მეტად დავიბენი და მილიონი კითხვა გაამიჩნდა.
-რა? რას წასრთმევს ვერ ვხვდები.
ამ კითხვაზე მან ჩაიხვნეშა და მიპასუხა.
-დემონს რაც მეტი ადამიანი ჰყავს მისაკითრებული, მით მეტად ძლიერი და ყოვლისშემძლეა,მაგრამ თუ ამ ადამიანებს მოკლავენ ,დემონიც თავისთავად დასუსტდება.
ფრედერიკი და ფრენკლინი ძაალიან ძლიერი დემონები არიან,მათ მონადირე დიდიხანია დასდევთ და ისიც გაგებული მაქვს ფრენკლინისგან რომ ფრედერიკს დიდხნის უკან მნიშვნელობანი პიროვნება წაართვა მონადირემ.
ამის შემდეგ კი ძლიერ დემონებზე ის ასე ნადირობს,მათ რაღაც მნიშვნელოვანს ართმევს...სულებს.
არა,ვერ წარმოვიდგენ აქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი!
ვინ ჰყავდა ფრედერიკს,ვინ წაართვეს ან რატომ მოსდევს ამჯერად მონადირე მას!
არ მითხრათ რომ...
-მოიცა,ეს ნიშნავს რომ ...
უეცრად თავში ამომიტივტივდა დემონის სიტყვები!
-ძაღლებმა შენი სუნი აიღეს!

ისინი ჩემთვის მოვიდნენ?

-ისინი ჩემთვის მოვიდნენ?
ანერვიულებულმა ვიკითხე,დარწმუნებული ვარ ამ წამს ისეთი სახე მქონდა რომ შეეშლილს ვგავდი!
-არ ვიცი,ამაზე აქ ვერ დააგელაპარაკები.
ხომარ დააგავიწყდა რომ ფრედერიკს ყველაფერი ესმის?
ცოცხლად გამატყავებს რაიმე ზედმეტი რომ გითხრა!
ვიცოდი რასაც იძახდა და ვერც საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი ამის გამო,მაგრამ მაინც მღრნიდდა ინტერესი  და მილიონი კითხვა მქონდა!
-კარგი,გასაგებია!
აღარაფერს აღარ გკითხავ,არ მინდა რაიმე საფრთხე შეგიქმნა.
ვუთხარი მშვიდად,რაზეც მხარზე დაამადო ხელი.
-მააპატიე როუს,უბრალოდ ფრედერიკი ზედმეტად სასტიკია,როდრსაც რაღაც ისეთს აკეთებენ რაც მას არ მოსწონს...რისკზე ვერ წავალ.
ვიცოდი რასაც იძახდა და ისიც კარგად ვიცოდი რომ ფრედერიკი წამსვლელი იყო მის მოკვლაზე!
იმ სულელ ფრენკლინს კი სულ არ აინტერესებს ამ საწყალი გოგოს ბედი ,რომელსაც "ცოლს"უწოდებს!
-რაინა,მაშინ შეგიძლია სხვა
კითხვაზე მიპასუხო?
უეცრად ძაალიან დამაინტერესა როგორ მოხვდა აქ მითუმეტეს ამ სტატუსით.
-აქ როგორ მოხვდი ,მითუმეტეს როგორც ფრენკლინის ცოლი.
ამის თქმაზე მან მის უკან მდებარე კარი გააღო,რის შედეგათაც გამოჩნდა პატარა ოთახი სადაც ვიმყოფებოდით,ეს ცარიელი ოთახი იყო ,სიბნელე კი გაანსაკუთრებულად ბატონობდა მასში!
-არ მინდა ამაზე სიბნელეში ვისაუბრო,რადგან ყოველთვის უდიდესი შიში მებადება ამის გაახსენების დროს.
საწყალ გოგოს ეტყობოდა როგორ უჭირდა მომხდარის გაახსენება,მაგრამ აი გააღო ბოლოს პირი.
-ფრენკლინი აჩრდილების დემონია,მე კი ბუნებასთან შეუსაბამო ,ზებუნებრივ არსებებზე და ქმნილებებზე ვატარებდი აღმოჩენებს,ეს იყო 1895 წელს...
წელიწადის გაგონებაზე სასწრაფოთ უნებურად შევაწყვეტინე.
-1895 ?! კი ,მაგრამ ანუ რამდენიხანია აქ ხარ? ან რამდენი წლის ხარ?
შოკში ვიყავი,ვერ ვიჯერებდი რომ ამხელა საიდუმლოს მალავდა ეს სამყარო.
-ხო ,სწორად გაიგე.
1895 წელი,მაშინ სულ რაღაც 23 წლის ვიყავი ,მაგრამ ახლა არ ვიცი რამდენი დრო გავიდა,რადგან იმ დღის შემდეგ წლები აღარ მომატებია.
არადა იმდენი მიზანი მქონდა,ისე ძლიერ ვიყავი ამ სფეროთი დაინტერესებული,რომ ერთ ძაალიან მნიშვნელოვან წიგნში მივაგენი ფრენკლინის პორტრეტს.
ძაალიან მომხიბლა მისმა დახვეწილმა და მიმზიდველმა გარეგნობამ.
სწორედ იქ იყო მასზე ყველაფერი მოთხრობილი ,ვინ იყო ის და რას წარმოადგენდა .
მეტი ინფორმაციის მოძიება მომინდა მასზე,თითქოს ეს არ იყო ჩემთვის სააკმარისი,თითქოს და მისით მოვიხიბლე,შემიპყრო იდეამ რომ მჭირდებოდა მასზე მეტის ცოდნა,მაგრამ მე სულელმა ძაალიან შორს შევტოპე.
უეცრად თავი ჩახარაა ,აშკარად ეტყობოდა მის სახეს სინანული.
-იმდენად შორს შევტოპე რომ თვით ფრენკლინამდე მივაღწიე.
მივახწიე და არც კი ვიცი როგორ ,ის ჩემით მოიხიბლა.
ან უფრო რაღაცის სურვილმა შეიპყრო...სურვილი რომ მივესაკუთრებინე.
სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი.
მისი ჩრდილები დამდევდნენ ყველგან,ღაამები არ მეძინა,სულ შიში ვიყავი !
ეს ყველაფერი სამი წლის მანძილზე გაგრძელდა,შემდეგ აქედან გამომდინარე ფსიქიატრიულში მოვხვდი.
ჩემს ოჯახს არ სჯეროდა რომ რაღაც ბოროტი არსება დამდევდა და ამგვარად ყველად გიჟი ვეგონე!
ხოდა სწორედ იქ მომაკითხა ფრენკლინმა და თავისთან წამომიყვანა.
მიმისაკუთრა თითქოს მისი ვყოფილიყავი.
ამ ინციდენტის შემდეგ დრო გააჩერდა ჩემთვის...მე დავრჩი იმ ასაკის რაც ვიყავი,იმის შემდეგ ყველაფერი მეორდება!
ყოველ დაწყევლილი დღე.
სიკვდილი რომ შეემეძლოს გეფიცები ერთ წამს არ დავფიქრდებოდი,უბრალოდ აქ მეტი სიკვდილი არ არსებობს,ესაა თვით სიკვდილი.
იმ წვეულებაზე , პირველად მომცა უფლება რომ ადამიანები მენახა,ამ დრომდე გამოკეტილი ვყავდი თავის საშინელ სასახლეში .
მისი ტყვე ვარ,მისი შეშლილი აკვიატება.
მის სიტყვებზე სულ ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში,თითქოს და წინ მედგა მთელი სცენარი რა როგორ მოხდა,მაგრამ ერთი აზრი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა.
-მას შეუყვარდი? თუ რატომ წაამოგიყვანა ?
თან ცოლი გიწოდა,რატომ?
არ მინდოდა დამეძაბა ამ საუბარით,მაგრამ მართლა ვერ ვხვდებოდი მათი საქციელის აზრს!
ამ დემონების, რომლებიც ასე ხალხს ატყვევებდნენ,ნუთუ ასეთი მარტოსულები არიან?
-ვუყვარვარ თუ არა?
ჩაიცინა და ყალბი და ცინიკური ღიმილით ამომხედა.
-მათ სიყვარული არ შეუძლიათ,მათ შეუძლიათ მისაკუთრება,მეტი არაფერი!
თქვა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა,შემდეგ კი მალევე მიამატა. -ფრენკლინი ნებისმიერს სისხლისგან დაცლის ,დაწვავს და გაატყავებს მე რომ მომიახლოვდეს,მაგრამ თვითონ? თვითონ თუ საჭირო გახდება საკუთარი ხელით მომკლავს.
ეს არაა სიყვარული,ის უბრალოდ თავის ნივთს იცავს,ის რაც მისია.
ესაა მათი პრინციპი,ფრენკლინის და ფრედერიკის.
მითხრა და მხარზე ხელი დაამადო,მე კი ამის მოსმენის შემდეგ თითქოს გული გამეყინა მთლიანად.
გეფიცებით მართლა ძაალიან ვწუხდი მის გამო,მას მართლაც არ ჰქონდა არჩევანი,მე კი ჩემს ბედს მივტირი.
მე ხომ შანსი მაინც მაქვს რომ უკან დავბრუნდე,არ ვიცი რამდენხანში,მაგრამ შეთანხმება სწორედ ამას იძახის!
-ბოდიში,მგონი ძაალიან შეეგაშინე ხო?
უხერხული ღიმილით მკითხა,რაზეც უარის ნიშნად თავი გაავაქნიე.
-არა,არა...უბრალოდ გაგებულით ძაალიან დაბნეული ვარ.
ვუპასუხე მშვიდად.
-არაუშავრს ,შენი მესმის.
მოდი უბრალოდ ამაზე არ იფიქრო ,არ მინდა ფრედერიკი გაგიბრაზდეს და ისევ რაიმე დაგიშავოს.
მართლაც ძაალიან კეთილი იყო და მის გვერდით თავს სახლში ვგრძნობდი.
-მადლობა რომ ჩემზე ასე ზრუნავ,დამავიწყდა საერთოდ ეს რას ნიშნავს.
მიმღიმარმა ვუთხარი,რაზეც ასევე ღიმილით მიპასუხა,შემდეგ კი ორივე ცოტახანს დავდუმდით,მანამ ისევ მან არ ამოიღო ხმა.
-მოდი რაიმეს მოგცემ რომ ჩაიცვა,აქ გაურკვეველი დროით მოგიწევს დარჩენა.
ამის გაგება თითქოს და მესიამოვნა კიდეც ,რადგან მის გვერდით ყოფნა ძაალიან მომწონს,მაგრამ თან ფრენკლინის გარემოცვაში დიდხანს გაჩერება არ მსურს,მას არ ვენდობი!

მალევე გამოვიცვალე და ისევ მის გვერდით დავჯექი!
ისევ ლაპარაკი დავიწყეთ და ვინ იცის ასე საადამდე ვსაუბრობდით,მანამ კარის გაღებაზე ორივე არ გავჩერდით .
ჯანდაბა, სულ დამავიწყდა რომ ფრედერიკი არსებობს.
-როუს ,ადექი და გამომყევი.
ბრძანებით მითხრა და კარში დადგა ,შემდეგ კი მოუთმენლად  მელოდებოდა როდის შევასრულებდი მის ბრძანებას.
-კარგი ,იმედი მაქვს კიდევ გნახავ ,ძალიან კარგი იყო შენთან საუბარი!
მომღიმარ რაინას გამოვემშვიდობე და სწრაფი ნაბიჯით წავედი ფრედერიკისკენ რომ არ გაბრაზებულიყო.
-ხელი მომკიდე.
მისულმა კი ეს გავიგე და შემდეგ მისი ხელიც ვიგრძენი ,როგორი მჭიდროდ მომეხვია ხელზე.
-ფრენკლინის აჩრდილები აქ ყველგან არიან და არ არის გაამორიცხული რაიმე დაგიშავონ.
მშვიდად ესღა მითხრა და წინ წავიდა.
არ ვიცი სად მიდიოდა ,მაგრამ ორივე რომ დააძაბულები ვიყავით ამ სიჩუმეთი ვგრძნობდი,ამიტომ ხმის ამოღება გაადავწყვიტე.
-რატომ გაადაწყვიტე რომ ჩემმი სურვილი მაინც აგესრულებინა?
ვიცოდი ამას შეიძლება გაებრაზებინა ის,მაგრამ მართლა მაინტერესებდა თუ
რატომ მისცა შანსი ,ის შანსი ჩარლს!
შანსი,რომელიც მე ვთხოვე!
-არ დააგავიწყდეს რომ სული მომყიდე,ამაში მე რაღაც სააფასური გაადავიხადე,მგონი ერთი სურვილის ასრულება არაფერს დააშავებდა.
მშვიდად მომიგო,ისე რომ ზედაც არ მიყურებდა.
-კი მაგრამ მე ხომ გაგაბრაზე?
დავიბენი არ ვიცოდი როგორ მეთქვა,რადგან მაინც უცნაურად ჩანდა მისგან ეს სააქციელი.
-ეს იქამდე გაავაკეთე სანამ გაამაბრაზებდი.
აი ამის შემდეგ უკვე შემომხედა,მე კი მისი ძაალაუფლებით სავსე თვალები რომ მომხვდა თვალში სასწრაფოთ თავი ჩავხარე,მაგრამ ეს არ იყო დაასასრული.
მაინც მაწუხებდა რაღაც!
-ანუ რაღაც რომ გთხოვო უარს არ მეტყვი და ამისრულებ?
და უეცრად ამ კითხვის გაგონებაზე დაატორმუზა,ხელი მაინც არ მიშვა და გააღიზიანებული მზერა მომანათა.
-რა გინდა მაინც?
ცდილობ წყობიდან გამომიყვანო?
ვიცი უნდა მეშინოდეს,მაგრამ ამ წამს უფრო მეცინებოდა ვიდრე მეშინოდა,რა სასაცილოდ მე მქონდა საქმე მაგასაც ვერ ვხვდებოდი.
-არა,უბრალოდ მინდა მითხრა თუ ასეა.
მაინც მშვიდად ვუპასუხე,რაზეც მეტად გააღიზიანდა და თავი უკან გაადაწია.
ცოტახანს მძიმედ ფშვინავდა,როგორც ცხოველი,შემდეგ დაამშვიდა და ისევ მე შემომხედა.
-კი ,ასეა კმაყოფილი ხარ?
უკვე ისეთი ხმით მითხრა ცოტა შეემეშინდა,მაგრამ გაადავწყვიტე ჩემმი ბოლომდე გაამეტანა.
-მაშინ სურვილი მაქვს!
შოკოლადი მინდა.
კი ცოტა უაზროდ ჩანს ეს ყოველივე ,მაგრამ მართლა ძლიერ მომენატრა შოკოლადი ,რომელსაც  სულ ვჭამდი ჩემს სახლში,მისი გემო ჩემმს ბავშვობას და ოჯახს მახსენებს.
ფრედერიკმა ამის გაგებაზე გაიცინა და ცინიკური მზერა მომაპყრო.
-ანუ უძლიერეს დემონს სთხოვ რომ უბრალოდ შოკოლადი გინდა?
ცინიკურად ღიმილით მკითხა,რაზეც უბრალოდ თავი დაავუქნიე,ისე რომ არც კი დაავფიქრებულვარ!
მას კი უეცრად სახეზე ღიმილი მოშორდა და სერიზული სახიფათო გამომეტყველებით მითხრა.
-დაივიწყე,მკვდრები შოკოლადს არ ჭამენ.
კი მართლაც ბოროტია,თან ძაალიან ბოროტი!
როგორ მეუბნება უარს?
თან მკვდარიო?!
თითქოს თვითონ არ ჩამტენა კუბოში !
მე მხოლოდ შოკოლადი ვთხოვე!
მან კი ზურგი მაქცია და ისევ წინ გაიჭრა,ისე რომ ხელი ისევ ჩემზე ეკიდა და უკან მიმათრევდა.
-მე ხომ მკვდარი არ ვარ,გეყოფა!
მხოლოდ ერთი რაღაც გთხოვე.
გაღიზიანებულმა ვუპასუხე ,რაზეც უკან გამომხედა.
-მეჩვენება თუ შოკოლადის გამო მეჩხუბები?
ისეთი მრისხანებით იყო მისი თვალები,წესით უნდა შეემშინებოდა,მაგრამ არა!
-კი.
მაინც ვუპასუხე და მაშინღა იღრიალა გაღიზიანებისგან შეშლილივით,რაზეც ჰაერში ავხტი რამის შიშისგან ,შემდეგ კი რომ მორჩა ველურივით ღრიალს ასევე ყვირილით მითხრა.
-კარგი მოგიტან მაგ შენ დაწყევლილ შოკოლადს ,ახლა კი გაჩუმდი!
მართლაც ძაალიან გაავაბრაზე,მაგრამ ვის ანაღვლებს?
მე სრულებით კმაყოფილი ვარ შედეგით!
შოკოლადი მივიღე.

-რა ხდება რა გაყვირებდა ფრედერიკ?
სასალის კედლები შეირყა ,დამენგრა თავზე სახლი.
უეცრად დაბნეული შემოგვეგება ფრენკლინი ,რაზეც ფრედერიკმა გვერდი აუარა ჩუმად,ისე რომ მეც უკან მიმათრევდა.
-ფრედერიკ,ფრედერიკ!
ვცდილობდი მეთქვა რომ შეეძლო ჩემთვის ხელი ეშვა ,მაგრამ ვერ გაავაგებინე!
ასევე დაჯდა დივანზე და მეც გვერდით მიმისვა,ჩემმი ხელი კი ისევ მის დიდ ხელში იყო ჩაკარგული.
-გთხოვ, ამაზე არაფერი არ მკითხო.
გაღიზიანებულმა უპასუხა ფრენკლინს კითხვას,რაზეც ფრენკლინმა ხელები ჰაერში ასწია!
-კარგი ,მე ბოდიში!
თქვა და ჩემს გვერდით დაჯდა.
აი სწორედ ამ მომენტში დავიძაბე,რადგან ვიცოდი რაღაცას იზავდა და შეემაშინებდა.
-როგორ გიფრთხილდება შენი მესაკუთრე,მე კი ერთ წამს არ დავფიქრდებოდი და ბოლო ამოსუნთქვამდე გააწამებდი.
ჩუმად მიჩურჩულა ყურში და შემდეგ შეშლილი სახით და მანიაკის ღიმილით მომაჩერდა!
გეფიცებით მეგონა გული ამომივარდებოდა ისე სწრაფათ მიცემდა!
ამდაგვარად კი ფრედერიკისკენ მეტად მივიწიე და ფაქტობრივად ზედ ავეკარი,ეს კი მან გააცნობიერა და ფრენკლინს მიუბრუნდა.
-გეყოფა ფრენკლინ ,ნუ აშინებ.
ამაზე ფრენკლინმა ჩაიცინა და უკან მისაყუდებელს მიეყრდნო,ხელები გაადაჯვარედინა და ისევ დაჟინებით მომაშტერდა,ისე რომ ეს ამაზრზენი ღიმილი სახიდან არ მოუცილებია.
-ფრენკლინ დაიწყე,უთხარი ის რაც მე ცოტახნის უკან მითხარი.
ფრედერიკმაც ცოტახანში ხმა ამოიღო და მეც ამის გაგონებაზე მთლიანად დამეძაბა სხეული ,მთლიანად იმაზე გავხდი კონცენტრირებული ფრენკლინი რას იტყოდა.
-მოკლედ საყვარელო ,ახლა კარგად მომისმინე რასაც გეტყვი.
შენს  ახლობლებთან ვიღააცებს გაანუცხადებიათ რომ  ქუჩაში დაგინახეს ,ამის შედეგან ყველა ქალაქში თურმე შენზე   საუბრობდა რომ  შენ მკვდარი ხარ და გაცოცხლდი .
ისინი ირწმუნებოდნენ  რომ
საფლავში აღარ იქნებოდი ,შენი ოჯახი კი დაეჭვებულა ამ ყველაფერთან დააკავშირებით ,შენს საფლავთან მისულან  და საფლავი ამოუთხრიათ .
ხო და იცი იქ რა დახვდათ?
ნუ რა თქმა უნდა არაფერი!
მხოლოდ რაღაც იაფასიანი დამჭკნარი ყვავილები !
ახლა კი ყველა შეეშინებულია და გაიძახიან რომ მკვდარი ადექი საფლავიდან!
შენი ოჯახის წევრებიც იგულისხმებიამ ამაში ,რადგან მათ ის სულელი ალდენ ბოილი მიიყვანეს სახლში !
იმ სულელმა კი თავისთავად შენები მოატყუა და ყველას უთხრა რომ შენ საზიზღარი და ბოროტი არსება გახდი,რომელიც სიკვდილივით დაიარება და ყველა აქ მცხოვრებს საფრთხეს უქმნის!
ვერ ვიჯერებდი რაც მესმოდა,მართლა ვერ ვიჯერებდი!
არა,არა...ეს არაა სიმართლე!
ამას ჩემზე არ დაიჯერებდნენ!
-ე...ს..ეს..საიდან გაიგე?
მაინც არ მინდოდა დაჯერება და მეგონა ფრენკლინი იტყუებოდა.
-ჩემმა ჩრდილებმა მოისმინეს ხალხისგან ,რომლებიც გაუჩერებლად საუბრობენ ამ თემაზე.
დამიჯერე არც ისეთი კარგი სიტუაციაა დაატრიალებული,ისინი შენ სიკვდილის აჩრდილს გეძახიან უკვე,იძახიან რომ შენ სიკვდილი მოგაქვს.
შოკში ვიყავი!
კი ,მაგრამ მე არაფერი არ დამიშავებია,რატომ უნდა შეევუქმნა მათ საფრთხე,ამაზე არ დაფიქრებულან?!
განა თუ მოვკვდი ბოროტი ვარ!
ეს ასე რატომაა?! როგორ დაიჯერეს?!
რა ვქნა?! რა ვქნა არ ვიცი!
ფრედერიკს ხომ შეუძლია ეს ყველაფერი შეცვალოს?
მინდა რომ ეს ინფორმაცია ყველას დაავიწყოს!
-ფრედერიკ,შენ ხომ შეეგიძლია რომ მათ ეს დაავიწყო,ხომ შეეგიძლია ისე მოაწყო თითქოს არც მომხდარა ეს?
სასოწარკვეთილი მივვარდი ფრედერიკს,რაზეც მან უიმედოდ გააქნია თავი.
-მე უძლური ვარ,რადგან ამ საქმეში უკვე ალდენ ბოილი ჩაერთო.

-კი ,მაგრამ შენ ხომ უძლიერესი დემონი ხარ?!
ხომ შეეგიძლია მოერიო მას?
რა გაბრკოლებს?

-სულელო გოგო ,მე მისი არ მეშინია,მაგრამ იმის გამო რომ სუსტი მოკვდავი ხარ,ამ მომენტისთვის სიფრთხილეა საჭირო !
რადგან ერთი წამი სჭირდებათ მარტო მოგიმწყვდიონ სადმე და იმ წამსვე გააგანადგურებენ,თანაც სამუდამოდ!

-კი ,მაგრამ...მაგრამ..მე ხომ...
უეცრად სიტყვები ვეღარ ვიპოვე და ცრემლები უნებურად წაამომივიდა თვალებიდან ,რაზეც უცრად ფრედერიკის ხელი ვიგრძენი ,რომელიც უფრო მეტად მომეჭიდა ხელზე.
-დამშვიდდი, ამას მივხედავთ.
უკვე კარგად შევიცანი
მისი ტრიუკები და მეტად ვეღარ გაამაცურებს.
უბრალოდ მინდა რომ მომენდო ,ყველაფერს მოვაგვარებ,გპირდები.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია და საინტერესო

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ოჰ ბოლო ნაწილი მომეწონა. ვეჭვობ ფრედერიკი არ უნდა იყოს როუსის მომართ გულგრილი. ♥️♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინია

სიამოვნებას მანიჭებს ეს ისტორია heart_eyes

 


№4  offline წევრი Butterfly122334455

《Sunshine》
ძალიან მაგარია და საინტერესო

მიხარია თუ მოგწონს <3 <3

სტუმარი ანასტასია
ოჰ ბოლო ნაწილი მომეწონა. ვეჭვობ ფრედერიკი არ უნდა იყოს როუსის მომართ გულგრილი. ♥️♥️♥️♥️

კიბატონო ^^ <3

სტუმარი ნინია
სიამოვნებას მანიჭებს ეს ისტორია heart_eyes

ძაალიან სასიამოვნოა თუ ასეა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent