სისხლიანი თოვლი
... ერთადერთი, რაც მახსოვს ის იყო, რომ გავიღვიძე თოვლში, და თვალების გახელვისთანავე დავინახე, რომ რამდენიმე ადამიანი თავზე მედგა და უხაროდათ, რომ ცოცხალი ვარ.. - მადლობა ღმერთს!.. - ნეტა, რა ჯანდაბა მოხდა, ან ეს გოგო ვინ არის? - სახლში ხომ არ შევიყვანოთ? - სახლში ვერ გავაჩერებთ, ამ კუნძულზე, სადაც ჩვენ ვართ, იდეაში, არავინ არ უნდა ყოფილიყო.. - მისი ფეხით მოსულს არ გავს, ჯინ.. - აშკარად, ძალიან ნაცემია.. - გოგონა, არაფერი გახსოვს? რეალურად, მართლა არაფერი მახსოვდა, კადრები თანდათან მეორდებოდა და რაღაც ნაფლეთებად იფანტებოდნენ ჩემს გონებაში.. მეგონა ეს ყველაფერი საათები გრძელდებოდა, ტკივილი მემატებოდა, ხმასაც ვერ ვიღებდი და ამ რამდენიმე წამში რაღაცები თითქოს ამოტივტივდა ამ დაგლეჯილ მეხსიერებაში.. სისხლი, ადამიანები, რომლებიც მემუქრებოდნენ, დიდი ხელკეტები, შეურაცხყოფები, ავადმყოფური გამომეტყველება და რაც ყველაზე მეტად მაშინებდა, ის იყო, რომ სადღაც ისეთ ადგილას დამტოვებდნენ, სადაც უჟანგბადობა და სიცივე მომკლავდა, მაინც თვითგადარჩენის ინსტიქტი მამოძრავებდა... - გოგონავ, იქნებ ფეხზე წამოდგე. - ჯიმინ, ხელი ფრთხილად მოკიდე, ძალიან ნაცემია! - როგორმე, დროებით სახლში უნდა შევიყვანოთ ნამჯუნ! - სწრაფად, არავინ არ უნდა დაგვინახოს.. აქ, უამრავი დაცვაა, სწრაფად სწრაფად ბიჭებო, უკნიდან უნდა შევიპაროთ.. იმდენად მტკიოდა ყველა ძვალი, წამოდგომასაც კი ვერ ვბედავდი, ნელ-ნელა ყველაფერი ბინდით მეფარებოდა, გათიშვამდე ცოტა მაკლდა, ამ სასტიკი მდგომარებისას მხოლოდ ერთი ბიჭის სიტყვები გავიგონე : - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შენთან ვართ.. ... -ნელა, ნელა იარეთ, აქ არავინაა! -ნამჯუნ ხელი კარგად მოკიდე! - ჯინ, ფრთხილად! - იუნგ, კარი გააღე! ეს ჩემთვის საერთოდ უცხო ადამიანები, რომლებიც ჩემს შეყვანას სახლხში ცდილობდნენ, თავზე დამტრიალებდნენ და ისე მივყავდი, თითქოს არაფერი მაწუხებდა, თავს ბუმბულივით ვგრძნობდი, ისე ფრთხილობდნენ, ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა ისინი-თქო ვფიქრობდი.. - მოდი, მისაღებში დავაწვინოთ - არა, ზედმეტად საშიშია - სხვენის ოთახამდე ავიყვანოთ, იქ გაცილებით უსაფრთხოდ იქნება - ფრთხილად ბიჭებო, ფრთხილად, ჯინ! .. იმ წამიდან არაფერი მახსოვს, არც კი ვიცი როდის გათენდა, თვალებიც კი ფრთხილად გავახილე, თავისუფლად ვსუნთქავდი, ჩემთვის საერთოდ უცხო გარემო ტკბილ საძინებლად მექცა, თავი სახლში მეგონა. ფრთხილად ვცადე წამოდგომა, ირგვლივ არავინ იყო, იყო ერთი დიდი, ლამაზი, მყუდრო და თბილი ოთახი, ლამაზი სხვენის კიბე და გარეთ ძალიან დიდი თოვლი და სიჩუმე, დიდი ტელევიზორით და პატარა მაგიდაზე უამრავი ჟურნალით.. ვგრძნობდი, რომ თავი ძალიან მტკიოდა, როგორც იქნება ხელების გამოძრავება ვცადე, მხოლოდ ნაიარევი მქონდა, არც სისხლიანი ვიყავი და თითქმის არც ტკივილს ვგრძნობდი, ნუთუ მძინავს? თუ, ის იყო სიზმარი, როგორიც ჩემი თავი ვნახე, ნაცემი? ჩემი ეს ნაცრისფერი ფიქრები ამ ლამაზ ოთახს აფუჭებდა და გადავწყვიტე, გამეხსენებინა ყველაფერი, რაც აქ მომიყვანდა.. ღრმად და მშვიდად სუნთქვა განვაგრძე, ლოგინზე წამოვჯექი, ტკივილმა ნეკნებში გამიარა, აქ გავაანალიზე, რომ სიზმარი არ იყო და რაღაც აუცილებლად მოხდა, რომლის აღდგენისთვისაც დრო დამჭირდებოდა.. რამდენიმე წუთში, კარებს მიღმა ჩურჩული ისმოდა, წესიერად ვერ ვარჩევდი, ვინ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ აშკარად ბიჭების ხმა იყო, ძალიან შემრცხვა, ნუთუ გონება დავკარგე იმ დონეზე, რომ ვიღაც ბიჭებთან ამოვყავი თავი?! ჰმმ.. იმედია, ვინმე ნაცნობმა მაინც მიპოვა.. თან ვბრაზდებოდი, ამდენი ხანი თავი იმისთვის ვინახე რომ მერე ვინმეს ვეცემე და აქ მოვეყვანე?! სისულელეებზე ფიქრებმა ლამის გამაგიჟა და უცებ მესმის დაბალი ხმით, მაგრამ გარკვევით ხმები: - შენ შეხვალ? თუ, მე შევიდე და ვნახო როგორ არის? - მეშინია ჰიონ, არც კი ვიცი რა შარში ვართ - ნამჯუნ, ჯობს შენ შეხვიდე.. ნამჯუნ? ჰიონ? სად ჯანდაბაში მოვხვდი?! ამ სახელებით არავის ვიცნობ, ახლა თუ გადავრჩი, მერე უეჭველად თავს მოვიკლავ, ვინმე უცხომ თუ მომათრია აქ! ღმერთო, აქედან როორ გავიქცე, ფეხზე ვერ ვდგები თორე ამათ ვანახებდი.. დამშვიდდი, თავი აკონტროლე ჰელენ! რაც მთავარია, ცოცხალი ხარ, დანარჩენს მოაგვარებ.. ამ ფიქრების დროს, კარი გაიღო და შემოვიდა ერთი საერთოდ უცხო ადამიანი, ალბათ 27 წლამდე, მაღალი, ძალიან საყვარელი და თბილი გამომეტყველებით, ძალიან ლამაზი, შავი სვიტერი და ლურჯი შარვალი ეცვა, ხელში პატარა ჩაიდნით და ჭიქით.. - გამარჯობა, მე ნამჯუნი ვარ. ძალიან ვწუხვარ, რაც დაგემართა.. ძალიან ვიუხერხულე, არც კი მახსოვს რა დამემართა, რაც ენაზე მომადგა, მაშინვე ის წამოვროშე - არაუშავს, ცხელი ჩაი დამალევინეთ რა, ძალიან გთხოვთ. აშკარად, არ უნდა მეთქვა, მაშინვე ვინანე და შემრცხვა, მაგრამ როცა მისი ღიმილი დავინახე, ყველაფერმა გამიარა.. - რა თქმა უნდა, ეს შენთვის მოვამზადეთ. შეგიძლია, ტკბილად მიირთვა - ეს მითხრა თუ არა, ძალიან ნაზად საწოლის გვრდით პატარა მაგიდაზე დადო და ძალიან ნაზად დაიწყო ჩემთვის ჩაის მომზადება - ბოდიში ამას რომ გეკითხებით, მაგრამ იქნებ წვრილმანი მაინც მომიყვეთ იმ დღის შესახებ, ძალიან მეუხერხულება, არც კი ვიცი სად ვარ, თქვენც პირველად გხედავთ..- ყელში ლამის ცრემლები მომაწვა, როცა ამის კითხვა გადავწყვიტე - მოიცა, საერთოდ არაფერი გახსოვს? - არაფერი.. - სულ სისხლიანი იყავით.. მეც და ჩემი მეგობრები ძალიან შეგვაშინეთ.. - ბოლომდე მეგონა, რომ სიზმარი იყო.. - ძალიან ნაცემი იყავი, ჩვენმა ექიმმა იზრუნა თქვენზე, ჭრილობებიც დაგიმუშავათ და თანდათან, ტკივილიც გაგივლით... სანერვიულო არაფერი გაქვთ, ჩვენ თქვენთვის არაფერი დაგვიშავებია, თანდათან, იქნებ ყველაფერი გაიხსენოთ.. ძალიან უხერულად ვიგრძენი თავი, შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს აქ მყოფებს უკვე ზედმეტად ვაწუხებდი.. კიდევ ერთი კითხვის დასმის უფლება მივეცი ჩემს თავს : - გასაგებია... რომელი საათია, ან რა დღეა, ან აქიდან როგორ შეიძლება რომ წავიდე? - 3 დღეა გძინავთ.. დღეს ხუთშაბათია, 4 დეკემბერი.. - რა?! 3 დღეა მძინავს?! - ჩვენც ეჭვი შეგვეპარა, რომ გეძინათ..- ეს მითხრა თუ არა, მაშინვე ლამის გულში ჩამივარდა, ისე გამიღიმა - მაპატიეთ, ალბათ როგორ გალოდინეთ და შეგაწუხეთ. ძალიან მრცხვენია, მართლა. რაც შეიძლება მალე უნდა წამოვდგე, რომ აქიდან წავიდე წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ფეხები ისე მეტკინა, მაშინვე ვინანე ეს სიცანცარე - არა! გაგიჟდით? თქვენთვის ჯერ წამოდგომა არ შეიძლება, დაწექით, ძალიან გთხოვთ, აუცილებლად უნდა იწვეთ რამდენიმე დღით - სახლში წავალ და იქ დავწვები..- ღმერთო, რაებს ვბოდავ, ამის თქმა და სახის შეცვლა ერთი იყო.. არც კი იცი შვილო, სად აგდიხარ! დაეგდე რაა და შეირგე.. - პასუხისმგებლობა ჩვენ თავიდანვე თქვენზე ავიღეთ, აქ რომ არ მოგვეყვანეთ, ღმერთმა იცის, ალბათ გაყინულს გიპოვიდით.. - არც კი ვიცი მართლა, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.. - პირველ რიგში, მრავლობითში საუბარს უნდა გადავეჩვიოთ და ალბათ, დანარჩენ პრობლემებსაც მოვაგვარებთ! შევთანხმდით? - შევთანხმდით ძალიან მზრუნველი ადამიანი ჩანდა, ისე გამიხარდა ამ სიტყვების მოსმენა, აშკარად არ ვიყავი საფრთხეში და თანდათან , ამას ვაანალიზებდი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.