შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაზეც არავინ საუბრობს თავი 12


14-10-2020, 23:26
ავტორი spangebob
ნანახია 921

თავი 12
-გააკეთებთ სვლას თუ დიდხანს გელოდოთ ქალბატონო?-მეკითხება ალექსანდრე წარბაწეული გამომეტყველებით.
მიყვარს ჭადრაკის თამაში რაღაც ძალაუფლებას მანიჭებს, აქ ხომ ყველაფერს შენ წყვეტ და განაგებ ყოველ შენ მოქმედებას წინასწარ.ამასთანავე ბევრი შანსი გაქვს, რომც აგებ სვლას, თამაშს მაინც აგრძელებ, მეფის დაკარგვამდე რა თქმა უნდა.
-გეჩქარებათ სადმე ბატონო ალექსანდრე?-ვუთხარი სარკასტული ხმით. არავინ იყო ჯერ მოსული, ამიტომ დრო ჭადრაკის თამაშით გაგვყავდა, ნაყინის საჭმელად გაიპარნენ გიო და ანი, წასვლამდე გიო დამცავ კრემს ისვამდა მზე გამოვიდა და არ დავიწვაო. ზედმეტად ნარცისი იყო თან მზიან ამინდებში სულ სათვალით დადიოდა, ჩემ მწვანე თვალებს რამე არ მოუვიდესო. ჩვენ რაღა თქმა უნდა დავცინოდით ყველა ამ ქმედებაზე, მაგრამ როგორც გაირკვა ერთ_ერთ ჩვენგანს ეს სულაც არ აწუხებდა.
-რომელი ფიგურა მოგწონს ყველაზე მეტად?-უცნაური კითხვა იყო, თუმცა არა სანდროსთვის. მას ყოველთვის შეეძლო ნებისმიერ სიტუაციაში ადეკვატურად, გააზრებულად და კანონზომიერად მოქცევა, რაც მისი ერთ-ერთი კარგი თვისება იყო. არასდროს არაფერი ეშლებოდა და ნერვებს მიშლიდა ეს ფაქტი და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა ქაოსში.
-ალბათ დედოფალი, ყველაზე ძლიერ ფიგურად მიმაჩნია.- არც მიფიქრია ბევრი ისე ვუპასუხე- შენ?
-პაიკი- გაკვირვებულმა ავხედე- პოტენციალი აქვს-ნამდვილ ადამიანივით საუბრობდა ფიგურაზე- ის ერთი შეხევით ყველაზე „შებოჭილ“ ფიგურად მოიაზრება, რადგან გზიდან მხოლოდ მაშინ უხვევს, როდესაც ამის აუცილებლობაა, მოკვლის დრო-დააზუსტა- თუმცა მას დაბრკოლებების მიუხედავად შეუძლია დედობალიც კი გახდეს და ალბათ ბევრად უფრო სასიამოვნოა როდესაც „გადედოფლებული“ პაიკით თამაშობ. სიამაყით ივსები, რომ მიზანს მიაღწიე და „მეტოქის სამეფო კარში“ შეიპარე.-გაოცებული ვუყურებდი როგორ „აიყვანა ტახტზე“ თავის პაიკი და გამეცინა. - სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ ორთაბრძოლაში მე გავიმარჯვე.
-მომილოცავს- ხელი ჩამოვართვი სიცილით.
-აბა მოიწყინეთ ჩვენ გარეშე? - შემოდის ანი ნაყინით ხელში და მეორეთი გიორგის მოათრევს.
ანი სულ იმპროვიზაციით გამოირჩეოდა, არასდროს იცოდი რას მოიმოქმედებდა, ალბათ არც თვითონ გეგმავდა წინასწარ. სულ ცდილობდა მხიარული ყოფილიყო და რაც არ უნდა ცუდი დღე ქონოდა სულ ფორმაში იყო. მეცინებოდა მის ოპტიმისტზე.
-წამო ყავა დავლიოთ - წამათრია სამზარეულოში, მისი ასეთი ქცევა არავის უკვირდა, ყველაფერზე ეტყობოდა რო ბედნიერი იყო. - დაურეკე
-ვის?
-ოჰ ვითომ არ იცის - ყავას ყრიდა თან ჭიქებში.
-არ ღირს, მომავალი არ გვაქ.
-რატო ფიქრობ მაგაზე, ხო შეიძლება დღევანდელი დღით იცხოვრო, ყველაფერს წინასწარ გეგმავ?
- უბრალოდ ადამიანი ერთ ტალახში ორჯერ არ გაივლის.
-ვინ იცის, ყველას აქვს ერთხელ, ორჯერ ან მეტჯერ გავლილი, გააჩნია მხოლოდ იმას, რამდენად ღრმად ჩაადგამ ფეხს.
- როგორც არ უნდა იყოს ფეხსაცმელი მაინც გესვრება.
-მე მირჩევნია რაც შეიძლება მეტჯერ „დავისვარო“, ვიდრე ვიფიქრო იქნებ სულ არ იყო ტალახი მეთქი, “ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს“.
-არამგონია ახლის გაკეთება, მაინცდამაინც შეცდომების რაოდენობით განისაზღვრებოდეს, აი დანარჩენს კი ჩემით გადავწყვეტ.
-არ მოდიხართ? - ყვირის გიორგი მეორე ოთახიდან.
როგორც კი გავდივართ ვხედავ რომ ეკატერინე მოსულა და დივანზე მოთბინებით გველოდებოდა, ორი საათით ადრე, კარგიც კია რაც მალე გავიგებთ რა ხდება, უკეთესია.
-ყავას დალევ? - ვკითხე თავაზიანად, ცოტახანს ეჭვისთვალით მიყურებდა მერე მსუბუქად გააქნია თავი და ოდნავ გამიღიმა, კარგის ნიშანი იყო. - რამდენიმე კითხვა მინდოდა დამესვა, რაც შესაძლოა გამოძიებაში წაგვადგეს.
-შეიძლება ცალკე ვისაუბროთ? - მკითხა ჩუმად, ბიჭები გავიდნენ სხვა ოთახში, ანიც აპირებდა, თუმცა უთხრა რომ დარჩენა შეეძლო. გვერდით დავუჯექით, ნერვიულობდა.
-რატომ არ გვითხარი ვლადიმერს პირადად რომ იცნობდი?
-შემეშინდა რომ ჩემ მონაყოლს არ დაიჯერებდით და იტყოდით, რომ ჩემი სურვილით ხდებოდა ეს ყველაფერი. ახლავე ყველაფერს გიამბობთ. ელენე ჩემი კლასელია და ბავშვობიდან ვმეგობრობთ, მის გვერდით ვიყავი როდესაც მშობლები დაეღუპა, განიცადა საშინლად და დიდხანს სკოლაშიც არ დადიოდა. ვლადიმერი ყველაფრის გადატანაში დაეხმარა, მისთვის კარგი იყო, საუკეთესოც კი. მალე სკოლაშიც დაბრუნდა და თითქმის ძველებურად იყო, მალე მის ახალ სახლშიც მივედი და ხშირად ვმეცადინეობდით ერთად. ერთხელ წყლის დასალევად გამოვედი და დავინახე როგორ უყვიროდა ვიღაც სწორთმიანი გოგო, შეშინებული ჩანდა. როგორც კი დამინახა ვლადიმერმა რომ მათ საუბარს ყურს ვუგდებდი.
-ხომ არ გაგიგია რაზე ლაპარაკობდნენ?
-მხოლოდ ის გავიგე როგორ უთხრა მკაცრად ვლადიმერმა იცი რაც უნდა გააკეთოო, გოგონა კი თავს აქნევდა უარის ნიშნად, ხელში ყვითელი ფაილი ეჭირა თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რა იყო შიგნით. აშკარად ცუდად გამოიყურებოდა, სახე დასიებული ქონდა, თმა აწეწილი და საშინაო სპორტულებით იყო მოსული. მაგ დროისთვის ვეცადე არ მიმექცია ყურადღება და ელენეს ოთახში დავბრუნდი, არავის უყვარს ცნობისმოყვარე სტუმრები. გაგიგიათ ალბათ, რომ „ცნობისმოყვარეობის შეზღუდვა არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან მასაც გააჩნია თავისი არსებობის სამართლიანი მიზეზი“, ამიტომ იმ დროისთვის რომ მიმექცია მეტი ყურადღება ალბათ ბევრ გოგონას დავეხმარებოდი. იმ შემთხვევის მერე ერთი თვის მანძილზე საეჭვო არაფერი მომხდარა, ვლადიმერი არც იყო უმეტეს შემთხვევაში სახლში, თუ იყო კიდევ ოთახს არ ტოვებდა. მეც დავივიწყე მომხდარი და უბრალო გაურკვევლობას მივაწერე. შემდეგ კიდევ საეჭვო სიტუაცია იყო, რადგან ჩემ მიმართ დაიწყო ინტერესის გამოჩენა, აღვიქვამდი რომ უბრალოდ თავაზიანი იყო, თუმცა არაადეკვატურ ქმედებებზე გადავიდა, რასაც ზრდილობიანად ვიშორებდი. ერთ დღესაც ვეღარ მოვითბინე და ელენეს ვუთხარი ეს ყველაფერი. გამიკვირდა, მაგრამ საშინლად გაბრაზდა და სახლიდანაც გამომაგდო, მეძახდა რომ უმადური ვიყავი და მადლიერების გამოხატვის მაგივრად სისულელეებს ვიგონებდი, რადგან მისი მდგომარეობის მშურდა. საშინლად ვიგრძენი თავი და კარგად დავაკვირდი იქნებ რაიმე არასწორად გავიგე მეთქი. თუმცა შემდეგ თქვენი საიტი ვნახე სადაც ბევრი გოგო მსგავს პორტრეტს აღწერდა, მინდოდა გამერკვია, რადგან ჩემ თავთან მართალი ვყოფილიყავი. სკოლაში შევამჩნიე რომ ვიღაც კაცი მითვალთვალებდა და სახლთანაც მანქანით ჩაიარა. ასე გრძელდებოდა ორი კვირა, თუმცა ალბათ იფიქრეს რომ საფრთხეს არ წარმოვადგენდი და აღარ შეიწუხეს თავი. ელენე კიდევ ჯოჯოხეთს მიწყობდა, ყველა საერთო მეგობარი ჩემ წინააღმდეგ აამხეხდრა და სკოლაში მისვლაც აღარ მინდოდა. ბევრჯერ ვცადე დალაპარაკება მარა არ მისმენს და მე იმას ნამდვილად არ ვაღიარებ რაც არ გამიკეთებია. მისიც მესმის რა თქმა უნდა ოჯახი უმთავრესია და მხოლოდ ის ყავს. - დაასრულა და ჩვენ პასუხს ელოდებოდა.
-ძალიან ბევრი რამე გადაგიტანია - განვიცდიდი მის ასეთ მდგომარეობას. - მადლობა რომ მოგვიყევი, როცა მოგინდება შეგიძლია მოხვიდე, ჩვენ თითქმის სულ აქ ვართ, ან ვინმესთან დალაპარაკება, ან უბრალოდ მეგობარი, ყველანაირად დაგეხმარებით.- გახარებული გადამეხვია, დამშვიდებული ჩანდა.
-დიდი მადლობა, ახლა უნდა წავიდე თორე სახლში ინერვიულებენ, თუ რამეს გავიხსენებ კიდევ აუცილებლად მოგიყვები. - კარამდე მივაცილეთ და ბიჭებიც გამოვიდნენ.
-რა ჯანდაბა უნდა ვქნათ- იკითხა ანიმ. ეს ინფორმაცია ალბათ მხოლოდ იმაში გამოგვადგებოდა რომ ფსიქოლოგიური პორტრეტი უკეთ შეგვედგინა.
-ცუდადაა საქმე, ხელმოსაჭიდი არაფერია, მოწმედ შეიძლება გამოგვადგეს, თუმცა მტკიცებულება არ გვაქვს. მან თქვა რომ გოგონა ნახა იქ, იქნებ დაგვესმაროს, რაიმე ინფორმაცია ქონდეს.
-სახელიც არ იცის ამ გოგოსი, ერთხელ ყავს ნანახი, ვერ მივაკვლევთ ალბათ.- თქვა ალექსანდრემ.
ყველა ერთმანეთს ვუყურებთ იქნებ რაიმე იდეა მოგვსლოდა, რაც დაგვეხმარებოდა.
-ახლა ჯობია სახლში წავიდეთ და დავისვენოთ, ხვალ კი საღ გონებაზე დავფიქრდეთ რა ხდება და რისი გაკეთება შეიძლება ამ სტუაციაში, ასე ნამდვილად ვერ მივცემთ გამოძრომის უფლებას. - თქვა გიორგიმ.
სახლამდე ფეხით წავედი, თბილი ნიავი უბერავდა და საკმაოდ კარგი ამინდი იყო. მზე უკვე ჩადიოდა თუმცა სხივები მაინც ლამაზად იყო მოფენილი ხეებზე. ჩემი ჩარევის დროა. საჭიროა მტკიცებულება მოვიპოვო. რამე უნდა ვქნა. ისე უნდა მოვახერხო გაცნობა, რომ საეჭვო არ ჩანდეს და საკმაოდ ბუნებრივად მოხდეს ეს ყველაფერი. კაფეში ან რაიმე შეხვედრაზე, ალბათ ირონიულიც კია მაგრამ უნდა ვეცოდო, რაც შეიძლება ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე, ახაკგაზრდულად ანუ ბავშვურად, თინეიჯერულად. ამ ყველაფრის გაფიქრებაზე საშინელი შეგრძნება მაქ მაგრამ იმის ფოქრი მამშვიდებს რომ როგორმე უნდა მოვახერხოთ და დავუმტკიცოთ დანაშაული. ტელეფონს ბოლოჯერ ვამოწმებ და სახლში ავდივარ.

პ/ს რას ფიქრობთ ახალ თავზე? <3



№1 სტუმარი სტუმარი mmm

ცუდი არ იყო მაგრამ რაღაც დამაკლდა ;)

 


№2  offline წევრი spangebob

სტუმარი mmm
ცუდი არ იყო მაგრამ რაღაც დამაკლდა ;)

მადლობა, გავითვალისწინებ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent