შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელი ანგელოზები. (6)


16-10-2020, 20:50
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 957

-ჩრდილები.
ჩუმად ჩაილაპარაკა,ისე რომ ძლივს გავიგე თავიდან,ან კი უბრალოდ გაგება არ მინდოდა.
-ფრენკლინის ჩრდილები არიან.
შიშით ჩაილაპარაკა კიდევ ერთხელ და თავზე მოიკიდა ხელები!
აშკარად ეტყობოდა რომ პანიკაში იყო და ამავე  დროს იმასაც შენიშნავდი თუ რა ძლიერ ეშინოდა ამ ჩრდილების,მგონი რომ ფრენკლინზე მეტადაც კი.
ეს კი მეტად მაშინებდა მეც,რადგან როგორც ჩანს ეს ჩრდილები უბრალოდ ბოროტი უგრძნობი ქმნილებები არიან ,რომლებსაც მხოლოდ ტკივილი მოაქვთ...დემონები?
მათზე რა ვთქვა!?
მგონი რომ ისინი მართლაც დაცემული ანგელოზები არიან.
ბოროტები ,სახიფათოები ,მაგრამ მათ რაღაც გრძნობები და ემოციები მაინც გააჩნიათ შესაძლებლობის ფარგლებში...აი სწორედ ამიტომ არიან ჩრდილები მეტად საშიშები.
-რა? ჩრდილები?!აქ რა უნდათ ?
სად არიან?
უეცრად ათასი კითხვა მივაყარე,რადგან შიშისაგან პანიკური შეტევა მეწყებოდა.
ამ დროს კი ემოციებს საერთოდ ვერ ვაკონტროლებ,ასევე ვერც ხმას.
-ნუ ღელავ,ფრედერიკი ასე არ დაგტოვებდა,ამის შანსი არ არის!
ასე არ დაგტოვებდა!
ხმის კანკალით მიპასუხა,რაზეც მივხვდი რომ თვითონაც ძაალიან ნერვიულობდა ,მაგრამ ასე ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
ეს კი აშკარად ვერ მოახერხა,რადგან მის ხმაში აშკარა ემოცია ამოვიკითხე რომ მასაც ძლიერ ეშინოდა.
-რაინა,რაინა...კართან არიან.
უეცრად ცრემლიანი თვალებით ვიჩურჩულე და რაინას მოვეხვიე,რადგან ის იყო ერთადერთი ვის გვერდითაც მხარდაჭერას ვგრძნობდი!
-ჯანდაბა,არაკაცი !
ხმადაბლა ჩაიჩურჩულა განრისხებულმა რაინამ და ხელები მეტად მომხვია.
-ფრენკლინს ეს რომ არ უნდოდეს,ახლა აქ არ იქნებოდნენ.
აქ ისაა გარეული,ბინძური არაკაცი.
გაბრაზებულს აეპყრო ჭერისაკენ თვალები და მრისხანებით სავსე ტონით იმეორებდა ერთი და იგივეს.
-ჭერი,ზემოთ...ზემოთ!
უკვე ერთმანეთსაც ვერ ვაბავდი სიტყვებს შიშისაგან,რადგან ხმა უკვე ჭერიდან მოდიოდა!
-ჩუუ!
რაინამ პირზე ხელი ამაფარა და მეტად ჩამიხუტა,ისე თითქოს მისი ჩვილი ვიყავი ,რომელსაც გამალებით როგორც დედა ისე იცავდა.
ხო ,სწორედ როგორც დედა იცავს შვილს ისეთი სიმძლავრით ცდილობდა ჯერ მარტო ჩახუტებით ჩემს დაცვას.
-ნუ გ-ეშინია.
ეს მართლაც გასაკვირი იყო,რადგან ვიცი ის მთელი თავისი სიცოცხლეა მათი  აღუწერელი შიშით არსებობს !
ასევე პირველად რომ ვნახე განადგურებული ტირილით მევედრებოდა რომ აქედან წამეყვანა,ახლა კი უშიშრად დგას და მგონი მზადაცაა მათ დაუპირისპირდეს...ჩემს გამო.

როგორც მითხრა გავჩუმდი და ყველანაირად ვეცადე ამ აღუწერელი შიშის გამო რაიმე ხმა არ გამომეცა,რაინამ მანიშნა რომ მასთან ერთან ჩავმალულიყავი საწოლის უკან მდებარე კუთხეში,მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა აზრი ჰქონდა!
თითქოს და ისინი ვერ დაგვინახავენ,მაგრამ ალბათ ადამიანებს ეს ინსტიქტი ყველაზე ძლიერ გვიმუშავებს!
როდესაც საქმე შიშს ეხება ან გავრბივართ ან აუცილებლად ვემალებით.
უკვე სუნთქვითაც კი ვცდილობდი რაიმე ზედმეტი ხმაური არ გამომეწვია,საკუთარ ხელებს ვიფარებდი პირზე და მთელი ძალით ვუჭერდი,ცრემლები კი თავის გზას იკვლევდნენ.
რა იქნება რომ მოგვაგნონ?
რაინას პირდაპირ თვალებში ვუყურებდი და მხოლოდ მასში ვხედავდი გადარჩენას,მხოლოდ ამიტომ მქონდა ძალა რომ ასეთ მომენტში მაინც მქონოდა იმედი რომ ისინი ვერ გვიპოვიდნენ!
არადა უკვე ვხედავდი ნელ-ნელა როგორ იჩრდილებოდა მთელი ოთახი!
ანთებული სანთლები კი ,რომლებსაც ყოველ ღამით ვტოვებთ თავისით ქრებოდა!
ეს იმას ნიშნავდა რომ ისინი უკვე აქ იყვნენ და იმის მოლოდინში უნდა ვყოფილიყავით როდის დაგვინახვდნენ,მაგრამ ვაი რომ ეს არა იოლი,ჩრდილი ხომ ყველგანაა,ასეთ ადგილებში კი გაამეფებულია.
ვერც გაავაცნობიერე რომ უკვე ასეთი ახლოს მყავდნენ ფეხზე მოქაჩვა რომ არ მეგრძნო!
ხო ასე უეცრად არსაიდან რაღაცამ ფეხზე მომკიდა ხელი ,წამაქცია და უკვე იატაკზე დაცემული ჩემმი გათრევა დაიწყო ,არც კი ვიცი სად!
ვხედავდი რაინა როგორი პანიკაში იყო,იმ წამსვე ყვირილი დაიწყო,მაგრამ არ მგონია ვინმეს მისი ყვირილი გაეგო!
მითუმეტეს ,როდესაც ორიოდე წამშივე მოუწია გაჩუმება,ჩრდილები მასაც თავს დასხნენ და მე...მე რა ვთქვა?
შოკურ მდგომარეობაში ჩავარდი და უბრალოდ გავშეშდი,არ ვიცი ეს მდგომარეობა რას შევადარო!
მე მხოლოდ გავითიშე ,თითქოს გონება დავკარგე,მაგრამ თვალები ღიაა მქონდა ,ყველაფერს ვხედავდი და მესმოდა,მაგრამ ვერც ვყვიროდი და ვერც იმ აღუწერელ შიშს ვერ გამოვხატავდი რასაც ამ წამს განვიცდიდი,რადგან უეცრად თვალზე მთლიანად ბინდი გადამეფინა!
ჩრდილმა გადაფარა წინ ყველაფერი და ჩემმი სიბნელისაკენ გათრევა დაიწყო.
ვერც კი ვმოძრაობდი რომ შევბრძოლებოდი მათ,უბრალოდ გაყინული ვეგდე უსულო სხეულივით ისინი კი უფრო და უფრო ღრმა სიბნელეში მიმათრევდნენ!
ბოლოს კი აი გაჩერდნენ...გაჩერდნენ და თითქოს აქეთ-იქით აიშალნენ!
წუილის ხმა მოხვდა ჩემს ყურებს და თავის ტკივილამდე ჩამწვდა გონებაში!
ეს საშინელი და ამაზრზენი ხმა მათი იყო და ისინი ძაალიან ბევრნი იყვნენ,ამის თქმა ზუსტად შეემეძლო.
ვერ ვყვიროდი ,ვერ ვმოძრაობდი და მხოლოდ უხმოდ მდიოდა თვალებიდან ცრემლები!
ასევე ვფიქრობდი რაინაზე და ჩემს ბედზეც,ნუთუ ასე დაავასრულებ?
ამაზე ვფიქრობდი უეცრად რომ ჰაერში ამიტაცეს,შემდეგ არც კი ვიცი როგორ,მაგრამ ხმა ამომივიდა პირიდან და ბოლო ხმაზე ვიკივლე!
ერთად ჩემმი ფობია და ამ წამს ამ არსებების მიმართ შიში გაერთიანდა!
მე ძაალიან მაღლა ვიყავი და ჩემს და მიწას შორის უდიდესი მანძილი იყო!
მათ მე გარეთ გამიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წამათრიეს,ჰაერში გამოკიდებული!
ვყვიროდი,ბოლო ხმაზე ვყვიროდი,დახმარებას ვითხოვდი ,მაგრამ ჩემმი საერთოდ არავის არ ესმოდა!
ვერ ვხედავდი სად ვიყავი და ეს უფრო დიდ პანიკაში მაგდებდა!
სად ვარ?! სად ვარ?! სად ვარ?!
სად?! სად?!
და უეცრად ძირს მთელი სიჩქარით დავეშვი!
ეს საშინელი გრძნობა იყო ,მეგონა ნებისმიერ წამს დავენარცხებოდი მიწაზე ,მაგრამ იმასაც ვერ ვხვდებოდი როდის მოხდებოდა ეს!
მაგრამ,მაგრამ იმის მაგივრად რომ მიწაზე დავცემულიყავი უეცრად სრულიად სხვაგან აღმოვჩნდი.
ხმა გავიგონე,ძაალიან ხმამაღალი ხმა ჩემს ზემოთ და უეცრად ყველაფერი ჩაწყნარდა.
აღარც მათი ხმა მესმოდა,თითქოს და წავიდნენო!
შიშით გავახილე თვალები და კანკალით ვეცადე სრულ სიბნელეში რაიმე ნიშანი ამომეცნო თუ სად ვიყავი...ვაი რომ ამოვიცანი,ნაცნობი შიში რომ ვიგრძენი ,რომელიც გამოცდილი მქონდა!
ხელები ავწიე და მივხვდი რომ ისევ გამოკეტილი ვიყავი!
კუბოში!
ისევ კუბოში ვიყავი!
მაგრამ ამჯერად გაურკვეველი დროით,ამჯერად ფრედერიკი აღარ მოვა რომ აქედან ამომიყვანოს.
რა ვქნა?! რა ვქნა?!
ძაალიან მეშინია,ძაალიან მეშინია!
ფრედერიკ პირველად მინდა ასე ძლიერ ახლა მოხვიდე,სად ხარ?!
სად ხარ ფრედერიკ?!

ფრედერიკი:
უკვე რამოდენიმე პატარა ქალაქი მოვინახულეთ და სულ რაღაც 1025 ადამიანი ვიპოვე რომლის სულიც მე მეკუთნის.
ეს მაინც საკმაოდ ბევრია ,ამ ქალაქების ზომით და მოსახლეობის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ.
პირველად რომ დამინახეს რამის შიშისაგან გულები დაუსკდათ და იქვე ხელში ჩამაკვდნენ,მაგრამ სიტუაცია რომ ავუხსენი იმ წამსვე მიხვდნენ რატომ ვიყავი აქ და თვითონაც კარგად იაზრებდნენ რომ მათი მონადირეებთან შეხვედრა არც მე მარგებდა და არც მათ!
მათ დატოვეს ოჯახები,შვილები,შეყვარებულები,
ცოლები,ქმრები და მე გამომყვნენ!
მათ ყველას ჩემმი სიკვდილამდე ეშინიათ და მზად არიან ხელიც კი მოიჭრან ამას თუ მე ვუბრძანებ.
ახლაც თავები დახრილი აქვთ და იმასაც კი ვერ ბედავენ რომ მიყურონ წინ როგორ მივუძღვები.
ფრენკლინს კი ვატყობ როგორ ეღიმება,რადგან აშკარად სასაცილოა მისთვის ეს ყოველივე.
თვითონაც ყავს ხალხი ,რომლებსაც მისი ძლიერ ეშინიათ,მაგრამ ასე?!
მითუმეტეს  მაშინ ,როდესაც მათვის მე ამხელა რაღაც გავაკეთე!
ფაქტობრივად თავისიფლება მივეცი,ამ სულელებს კი მაინც ჩაფსმამდე ეშინიათ ჩემმი.

-დროა ანდრეის მივაკითხოთ,ის დღეისათვის ბოლო დავიტოვე.
ჩემმი პატარა სიუპრიზი იქნება კეთილი როუსისთვის,რომელსაც თავისი მკვლელი ეცოდება.
ღიმილით გადავულაპარაკე ფრენკლინს, რომელმაც ასევე გამიღიმა.
-მაინც როგორ ძლიერ ხარ ამ გოგონაზე ორიენტირებული,გაკვირვებული ვარ.
წარბის აწევით ,მითხრა რაზეც ჩავიცინე.
-შენ რაინას შემთხვევაში ასე არ იყავი?
მაცდურად ვკითხე ,რაზეც თვალები გაუფართოვდა.
-რაა?! შენ რა ის რაინას შეეადარე,მას ასე უყურებ უკვე? ვერ ვიჯერებ.
შოკი სახით მიყურებდა და თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-ხო ,ასეა და როგორც მახსოვს რაინა ერთი წამი არ დაასვენე თავის სამყაროში სანამ შენთან არ ჩაითრიე,ხომარ ვცდები?
იმ პერიოდში მხოლოდ ის განაღვლებდა და მისი სახელი გეკერა პირზე,მისი მოპოვების სურვილი გჭამდა.
ეს რომ ვუთხარი ჩაიცინა და თავი ჩახარა.
-ხო,კარგი დრო იყო.
ჩაილაპარაკა ჩუმად და უეცრად სიარული შეწყვიტა.
ეს თავიდან ვერ შევნიშნე,სანამ გვერდით არ გავიხედე და არ მივხვდი რომ იგივე ადგილას უკან იდგა და თავი ჩახრილი ჰქონდა.
-ფრენკლინ.
დაბნეული წავედი მისკენ და გაკვირვებულმა შევათვალიერე თუ რა სჭირდა.
-ფრედერიკ ,არ ვიცოდი თუ ასე ძლიერ გინდოდა ეს გოგო.
მომღიმარი იძახდა ისე რომ მის თვალებს ვერც კი ვხედავდი,რაც მეტად მაბნევდა.
-ვერ ვხვდები,რაზე ლაპარაკობ?
გაკვირვებულმა ვიკითხე უხერხული ღიმილით.
-მაპატიე,არ ვიცოდი...ცოტა გართობა გადავწყვიტე.
და აი ამის გაგონებაზე უკვე დავიძაბე და მიმიკაც შემეცვალა!
ბოხი და სერიოზული ხმით არც კი დავაცადე რამის ახსნა, ისე დავსვი შემდეგი კითხვა.
-რა დააშავე ფრენკლინ?!
ისეთი გაბრაზებული ვიყავი მზად ვიყავი ადგილზე მომეკლა,თუ გაბედა და მას თავისი ჩრდილები გაუგზავნა!
-უბრალოდ გადავწყვიტე ცოტა შეემეშინებინა.
ნუ ღელავ კარგად იქნება.
ეს რომ თქვა უკვე საყელოში ვწვდი და განრისხებული წითლად ანთებული თვალები მივანათე.
-სადდა?!
მზად ვიყავი შუაზე გაამეგლიჯა!
ამდენიხანია ვიცნობ ვიცი რისი გამკეთებელია და რაც გაუკეთებია ,მაგრამ აქამდე მის საქციელს ასე არ გავუბრაზებივარ რომ მისი მოკვლის სურვილი გამჩენოდა!
-თავის საფლავშია.
ეს როგორც კი გავიგე იმ წამსვე ხელი ვუშვი და ელვისებური სიჩქარით ავიჭერი ცაში!
არც კი ვიცი ასე რატომ ავნერვიულდი ,მაგრამ ის ზუსტად ვიცოდი რომ ამ წამს სიკვდილამდე შეშინებული იქნებოდა!
როგორ გაბედა ფრენკლინმა ასეთი რაღაც?
მან იცის მე როგორ არ მიყვარს როდესაც ასე იქცევიან.
მხოლოდ მე მაქვს უფლება მას ცუდად მოვექცე,სხვა არავის!
და დარწმუნებული ვარ თვითონაც იგივე პრინციპით ცხოვრობს,მაგრამ აი მაინც გააკეთა ის რაც ძაალიან ხშირად აშკარად ვაგრძნობინე რომ არ მსიამოვნებდა,მისი შეშინება?
მისით გართობა?
მე კი შემიძლია,მას კი არა!
ჯანდაბამდე გზაც გქონია ფრენკლინ !
როუსთან რომ მოვრჩები,ამ საქციელისათვის შენც ჭკუას გასწავლი.

როუსი:
ეს რა სუნია?
ვერ ვხვდები...ეს მკვდარი ადამიანების სხეულის სუნია თუ ჩემმი სისხლის,უკვე ვეღარ ვცნობ და ვეღარ ვარჩევ.
მხოლოდ ვგრძნობ,ვგრძნობ თუ როგორ მოედინება ჩემმი ჭრილობებიდან გაუჩერებლად სისხლი,მაგრამ აღარც ვტირი და აღარც ვყვირივარ,თითქოს და დავნებდი ან იქნებ უბრალოდ დავიღალე?
ბოლოს და ბოლოს ჩემმი ადგილი ხომ ისედაც აქაა,მე მოვკვდი ,არ მაქვს უფლება ზემოთ ვიყო .
მშრალი მიწა უნდა მეყაროს ზემოდან და აქ ვიყო დამარხული,ჩემს ბედს ვერ ავცდები...მე მკვდარი ვარ.
მოდი უბრალოდ თვალებს დავხუჭავ და დაველოდები როდის ჩამეძინება ,შემდეგ კი იქნებ არც გაამეღვიძოს,იქნებ ასეც გამიმართლოს და ჩემმი ტანჯვა დასრულდეს.
ოღონთ აღარ მინდა ისევ იქ დავბრუნდე სადაც წინაზე მოვხვდი,უბრალოდ მინდა გავქრე,განა ასეთი რთულია ეს?
მინდა გავქრე,სამუდამოდ მსურს სიკვდილი!
სამუდამოდ!
ამ ფიქრებში მართლაც თვალები დამიმძიმდა და ვგრძნობდი  როგორ მეხუჭებოდა ,სუნთქვა დამიმშვიდდა,გულის ცემმა დანელდა,ცრემლებმა კი მშვიდად დაიწყეს ჩემს სახეზე ჩამოდინება...მორჩა,მზად ვარ.
ეს გავიფიქრე და თვალები საბოლოდ მოვხუჭე,მაგრამ  უეცარ ყვირილზე და საშინელ ხმაურზე ისევ იმ წამსვე ვჭყიტე თვალები!
თავიდან შემეშინდა ,რადგან ვერ მივხვდი რა ხმები მესმოდა,შემდეგ კი ამოვიცანი ეს ხმა.
ეს ფრედერიკი იყო ,ის ღრიალებდა როგორც ცხოველი,შემდეგ კი იმ საშინელი არსებების ამაზრზენმა ხმამ დაამაყრუა,ისე წრიპინებდნენ როგორც ვირთხები!
ეს კი პირდაპირ ტვინში მირტყავდა და თავს მტკენდა უკვე...ჯანდაბა!
აქ ფრედერიკია!
აქ ფრედერიკია და მან მე მიპოვა!
ის ახლა იმ არსებებს ებრძვის,როგორც ვხვდები ,მაგრამ რომ ვერ მოერიოს?
ვერც დავასრულე ჩემს გონებაში გაფიქრებული წინადადება,უეცრად რომ ზემოდან ყველაფერი აფეთქდა!
ეს საშინელი ხმა იყო და მოულოდნელობისგან ბოლო ხმაზე ვიყვირე და ინსტიქტურად ხელები ავიფარე სახეზე,მაგრამ ხელის ჩამოწევის შემდეგ მივხვდი რომ ღამის ცას ვხედავდი მხოლოდ,რომლიდანაც წვიმის წვეთები მეცემოდა უკვე.
ეს კი იმას ნიშნავდა რომ კუბოდან თავის დახწევა შემეძლო ,ხოდა ასეც ვქენი და ნელ-ნელა კუბოდან ამოძრომა დავიწყე!
ხელებით ვებღაუჭებოდი მიწას და ფრჩხილები მიშავდებოდა დატანებული ძალის გამო.
მაგრამ ამად ღირდა ,მე იმ საშინელ კუბოს თავი დავახწიე!
იმდენად ტრავმირებული ვიყავი რომ უკან გახედვისაც კი მეშინოდა რომ დამენახა სად ვიყავი ორიოდე წუთის წინ!
ეს არასოდეს არ დამავიწყდება,არასოდეს!
-ფრედე..რი.
და აი წინ გახედვისას გავშეშდი!
წინ ფრედერიკი სრულიად სხვა სახით იდგა და მის გარშემო რაღაც არარეალური ხდებოდა.
ქარიშხალი თუ არც კი ვიცი რა ვუწოდო,მხოლოდ ის იყო ცხადი რომ მის გარშემო ჩრდილები არარეალური სიჩქარით ტრიალებდნენ და ნადგურდებოდნენ!
მათი წვრილი ხმა კი ამაზრზენად მოსდებოდა მთელ სასაფლაოს!
ფრედერიკი კი იდგა და მისი თვალები შავი იყო,გესმით?
შავი ...შავი როგორც სიბნელე,სისასტიკით  და ძალაუფლებით  ანადგურებდა გარშემო ყველაფერს და თავისი შავი თვალებით შთანთქავდა  შემდეგ.
მახსოვს ამის დანახვისას ჯერ შოკში ჩავარდი, შემდეგ კი შიშმა ჩემზე გაიმარჯვა და კინაღამ ისევ უკან ჩავძვერი საფლავში,მაგრამ ვაი რომ არასწორი არჩევანი იყო.
უეცრად ფეხი ამიცდა ტალახიან მიწაზე და პირდაპირ უკან გაადავეშვი,ბოლო ხმაზე ვიყვირე და ინსტიქტურად ფრედერიკის სახელი ვიყვირე!
-ფრედერიკ!
არც კი ვიცი რატომ ,უბრალოდ რატომღაც მხოლოდ ის მგონია ერთადერთი ვინც ყოველი თავსატეხიდან დამიხსნის...რატო მგონია ასე?
განა მან არ ჩამითრია ამ აურზაურში?
მე კი მასზე დამოკიდებული გავხდი.

ჩემმა ყვირილმა როგორც ჩანს მისი ყურადღება მიქციაა,რადგან ცოტახანში აუტანელი ხმაური გაქრა და მეც თავის აწევისას მივხვდი რომ ფრედერიკი იგივე ადგილას არ იყო სადაც წეღაც იყო.
მერეღა გავიხედე ჩემს წინ და აი ისიც!
ჩემს წინ იყო ჩამუხლული და თავისი შავი თვალებით მომჩერებოდა,ამის დანახვაზე თავისთავად მისი ძლიერ შემეშინდა და შიშისაგან უკან დახევა დავიწყე!
მან ეს ჩემმი შიში მისდამი მგონი შეამჩნია და მისმა თვალებმაც
ნელ-ნელა თავისი ფერის დაბრუნება დაიწყეს.
სააბოლოდ კი ვიცანი ნამდვილი ფრედერიკი ,თავისი ადამიანური თვალებით რომ შემომხედა.
ვეღარ ვხვდებოდი რა მექნა ,მეთქვა ათასი მადლობა რომ გადამარჩინა თუ მეჩხუბა რომ ასე უბრალოდ მარტო დამტოვა!?
ნუთუ არ იცოდა ეს წინასწარ?
არ იცოდა რომ ეს მოხდებოდა?
მაგრამ მე სულელს მეგონა საკმარისად გათვალა ჩემმი უსაფრთხოება,როგორც ჩანს შევცდი,ან იქნებ ორივე შევცდით?
ეს კი ვიცი ბატონი ფრენკლინის დამსახურებაც იქნება რაღაცმხრივ!
-სისხლი გდის.
ანერვიულებულმა წამოიღო ხელი ჩემმი სახისაკენ,რაზეც ცოტა შევხტი.
მე ხომ ცოტახნის უკან ის საშინელ მდგომარეობაში ვნახე.
-როგორ გატკინეს ალბათ.
იმას შეეხნენ,რაც ჩემი იყო.
ამიტომ დავხოცე.
ეს რომ თქვა უკვე თვალები გამიფართოვდა,მართლა ძაალიან გაკვირვებული ვიყავი მისი საქციელით,მითუმეტეს იმის შემდეგ რაც მან ხელი ნაზად მომკიდა ლოყაზე და თვალებით მომაშტერდა!
პირდაპირ თვალებზე,მეც ჯიუტად აღარ გავიხედე და მის მშვენიერ თვალებს მივაშტერდი.
-მაგრამ გპირდები ეს აღარ განმეორდება,ვეღარ მოგიახლოვდებიან.
ეს თქვა და უეცრად შუბლი შეკრა,მისი სახე კი მრისხანებამ მოიცვა.
მაშინ დავინახე მხოლოდ როგორ აიწია ისევ ჰაერში ყველაფერი,მიწამ კი თითქოს რხევა დაიწყო.
მე უკვე შოკში მყოფი ვეღარც ხმას ვიღებდი და ვეღაც ვერაფერს ვერ ვიძახდი ნორმალურად.
-ფრედერ..იკ,ფრედერიკ,
მინდოდა გაჩერებულიყო და თავისი მრისხანება გაეკონტროლებინა!
-ფრედერიკ, დამშვიდდი!
უკვე პანიკით სავსე ტონით ვითხარი,მაღალ ხმაზე ,რაზეც უეცრად მის უკან ყველაფერი ხმაურიანად დაენარცა,მისი სახის ნაქვთები კი ისევ მოდუნდა.
ღრმად ჩავიხვნეშე და თავი ჩავხარე,რთულია გაუმკლავდე ამდენ ემოციას ერთად.
ამ წამს იმდენი ემოცია მაქვს გულში დაგროვილი ,მიჭირს თავის კონტროლი!
-ჯანდაბა,უბრალოდ მინდა სახლში წამიყვანო,კარგად ვარ.
მაგრამ შენთვის ურიგო არ იქნება რომ დამშვიდდე.
უკვე პირდაპირ ვუთხარი ყველაფერი,რადგან დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრით,ზემდეტად დაღლილი ვიყავი და უბრალოდ დასვენება მინდოდა!
მთელი დღე საშინლად გაავატარე და მეტს არაფერს არ ვნატრობ,არაფერს!
-მშვიდად ვარ,დამიჯერე საკმაოდ მშვიდად ვარ,თორემ აქურობა მთელი აღარ იქნებოდა,მე რომ მშვიდად არ ვიყო.
სერიოზული ხმით მითხრა და მის ხმის ტონში ისევ მრისხანება ამოვიკითხე.
-მათ რა უქენი?
ძაალიან დამაინტერესა,რადგან არ ვიცი იმ ამაზრზენი უსულო ჩრდილების გაანადგურება თუ შესაძლებელია,მან კი ამაზე მხოლოდ მაცდურად ჩაიცინა!
-მე ისინი ვშთანთქე.
ამის გაგებაზე შუბლი შევკარი...რა რეაქცია მქონოდა ამაზე?
მან მე გადაამრჩინა,მაგრამ მაინც...როგორც ჩანს მწარედ შევცდი მის შესახებ,ის უძლიერესია.
უძლიერესიც კი მგონი მსუბუქად ნათქვამია,რადგან ამაზე მეტია!
-ამ..ა-ჰა ...გასა-გებია.
დაბნეულმა ვუპასუხე და თვალი სასწრაფოთ ავარიდე,რაზეც მალევე ისევ უკან ამაწევინა.
-მიყურე...მინდა უკეთ დავინახო რამდენი დაგიშავეს,რომ მეტად გავბრაზდე.
ეს ძალას მომცემს, რომლითაც ფრენკლინს საკმარისად ვასწავლი ჭკუას.
ამის გაგონებაზე დავიბენი.
-ფრენკლინს?
ის ამაში გარეულია...მეგონა ეს მისი კონტროლის გარეშე გააკეთეს ჩრდილებმა,რადგან როგორც ფრედერიკმა მითხრა ხანდახან ფრენკლინ მათ ვერ აკონტროლებს და ბრძანების გარეშე ისინი თვითონ წყვეტენ მისთვის რაც ცუდია გაანადგურონ!
ანუ შევცდი?!
-ხო ფრენკლინს.
მე მას ვუთხარი წასვლამდე რომ თავისი ჩრდილებისთვის შენთან მოახლოვება აეკრძალა.
მან კი პირიქით გააკეთა და ისინი შენ მოგიქსია...არაკაცი მატყუარა!
ბოლო სიტყვები ბრაზით ჩაილაპარაკა,რაზეც მე ყველაფერი გაადავხარშე და მისი მონაყოლიც გაავაცნობიერე.
ანუ ეს ფრენკლინის გეგმა იყო რათა შეევეშინებინე!
რით ვერ მოინელა ის რაც გაავაკეთე?
ნუთუ ფრედერიკმა საკმარისად არ მანანა ეს?!
ჯანდაბაში წასულან ეს პრინციპული არანორმალური დემონები,მათი საერთოდ არ მესმის!
-ბევრი იტირე პატარა?
მის ამ კითხვაზე უეცრად ადგილზე გავიყინე და გაუცნობიერებლად მთელი სახე და სხეული ამიხურდა.
დარწმუნებული ვარ ამ წამს გავწითლდი კიდეც!
ალბათ არ გავწითლდებოდი მას რომ ეს კითხვა ასეთი ხმით და სახით არ ეკითხა და თან ეს პატარას დამატებაც აშკარად ზედმეტი იყო!
უეცრად სულ გავიფანტე...ათასი წინადადება მიტრიალებდა გონებაში თუ როგორ დამებრუნებინა მისთვის კითხვაზე პასუხი,მაგრამ აქედან თითქოს არცერთი მომეწონდა,რამაც ჩემს გონებაში უდიდესი არეულობა და ქაოსი გამოიწვია!
მანამ კი სანამ მე პასუხი მოვიფიქრე,ისევ მისი ხმა გავიგონე.
-კარგი,კარგი...აღარ ინერვიულო ,მე აქ ვარ და ვერავინ ვეღარ აგატირებს,ჩემს გარდა.
ბოლო წინადადება მომღიმარმა მითხრა,ნუ როგორი ღიმილიც ჩვევია,ცდუნებით სავსე!
-ფრედე-რიკ!
ნერწყვს სიმწრით ვყვლაპავდი და თავს ყველაზე რთული მომენტისთვის ვიმზადებდი,მაგრამ მაინც მინდოდა ეს მისთვის მეთქვა.
-გისმენ საყვარელო.

-მადლ_
მაგრამ ვერც კი დავასრულე ამის თქმა ,ვიღაცის ყვირილი რომ გავიგე!
-როუს!
ამის შემდეგ კი უეცრად ფრედერიკმა ხელში ამიტაცა!
ეს უეცრად დატრიალებული აურზაური,თავიდან ვერ გავიგე,ისიც ვერ მივხვდი რატომ მომხვდა ყურში სასიამოვნოდ ნაცნობი ხმა სანამ ფრედერიკის ხელებში მომწყვდეულმა არეული თვალები ერთ სახეზე არ გავაჩერე მზერა...ნაცნობ სახეზე.
ეს ჯინი იყო,ჩემმი ჯინი,ჩემმი ძმა!
ვერ ვიჯერებდი რომ მას ვხედავდი!
ის ისეთი დაბნეული იყო,ისეთი შეშინებული,დაკარგული!
თვალებზე ცრემლები მომადგა,მეც ვერ მოვითმინე და მისი სახელი ვიყვირე.
-ივან!
მე ისე მინდოდა ახლა მის წინ ვყოფილიყავი და თბილად ჩავხუტებოდი,ისე ძლიერ მკლავდა ამის სურვილი,მაგრამ ვაი რომ ეს შეუძლებელი იყო!
ფრედერიკი ჩემთან ერთად ცაში აიჭრა და მეც მოვწყდი მიწას და ჩემს ძმას.
ბოლო წამამდე მიწაზე ვიყურებოდი და ჩემმი ცრემლებიც ქვემოდ მიემართებოდა.
რა მოხდა?
რა მოხდა ცოტახნის უკან,ვერ ვხვდები მაგრამ  თუ ფრედერიკმა იქიდან წამომიყვანა ეს რაღაცას ნიშნავს.

ივანი:
ამ წამს...ამ წამს ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომელზეც კონტროლი არ მქონდა!
ეს თავისთავად მოხდა!
არ ვიცი რა დამემართა და ისიც არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა,მაგრამ მისი თვალები ვერ დავიჯერებ რომ ეს ისევ ის როუსი არა.
ის ჩემმი დაა,ის ისევ ისაა!
მე სულ რაღაც ერთი კვირაა მის სანახავად დავბოდიალობ ამ მიდამოში,მინდოდა რომ მეც მენახა ისე როგორც სხვებმა ნახეს!
მინდოდა მენახა თუ რამდენად ცუდი გახდა,მაგრამ ამის მაგივრად სულ სხვა სიტუაცია დამხვდა!
ის ვიღაც მონადირე ალდენი დავინახე...შემდეგ კი ჩემმი დაა ,ის უდიდეს საფრთხეში იყო და ინსტიქტურად ვიყვირე მისი სახელი.
-იდიოტო,აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
რა გააკეთე შენი აზრით,ამ წამს ყველაზე დიდი შანსი დამაკარგვინე!
და აი ისიც...ის შეშლილი ბიჭი ,რომელიც განრისხებული და გაცეცხლებული იდგა და ბოლო ხმაზე მიყვიროდა!
-უკვე ხელში მყავდა,შენ კი ყველაფერი გააფუჭეე!
ისევ გულის ამოვარდნამდე მიყვირა და ხელი უხეშად მკრა,შემდეგ კი გვერდით გაბრაზებულმა ამიარა გვერდი.
მე კი ისევ გაშეშებული ვიდექი ადგილზე და ყველაფერზე ვფიქრობდი რაც მოხდა.
ცოტახნის უკან მე ჩემმი დაა გაადავარჩინე თუ პირიქით დავღუპე?
ვინ იყო ის ფრთებიანი არსება ჩემმი როუსი რომ ცაში აიტაცა?
მაგრამ მე ხომ უბრალოდ ძმის მოვალეობა შევასრულე?
დავინახე როგორ ედგა უკან როუს ის გიჟი მონადირე და იარაღი როგორ ჰქონდა მოღერებული,მზად იყო მისთვის დაერტყა მისი სახელი რომ დამცდა პირიდან!
ამის შემდეგ კი იმ ვიღაც ბიჭმა ფრთები გამოისხა როუსი აიტაცა და ჰაერში აიჭრა.
არ ვიცი ეს რა იყო,მაგრამ ამ წამს სრულიად სამართლიანად ვგრძნობ თავს!
მე სწორად მოვიქეცი და არ მივცემ უფლებას იმ არანორმალურს ჩემმს დასს რაიმე დაუშავოს.
მე მასზე ყველაფერი უნდა გაავარკვიო,უნდა მივაგნო და გაადავარჩინო.
ამას გავაკეთებ და არ გავჩერდები !
არასოდეს.

ჯერ კიდევ დაბნეული ვიყავი მომხდარით და ყოველ წამს თავში ათასჯერ ვატრიალებდი რომ გაამეანალიზებინა კარგად რა მოხდა ცოტახნის უკან.
იქ ჩემმი ძმა ივანი იყო,მან მე დამიძა შემდეგ კი ფრედერიკმა მთელი სიჩქარით ცაში ამიტაცა!
რა ჯანდაბა მოხდა?!
ამ ფიქრებში მალევე ვიცანი საძულველი ქვესკნელი სადაც ფრედერიკმა ასევე ხელში აყვანილი ჩამიყვანა!
მე კი თვალებს ვაცეცებდი და მოუთმენლად ველოდი როდის მიშვებდა ხელს,მილიონი კითხვა მქონდა მასთან და აი მიშვა ხელი და ჩემმი ფეხებიც მყარად დადგა მიწაზე.
ფრედერიკი ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა ,უბრალოდ მშვიდად იბრუნებდა თავის უწინდელ სახეს და მისი ფრთებიც ნელ-ნელა ქრებოდა,ხოდა მეც გადავწყვიტე ხმა ამომეღო.
-ფრედერიკ,რა მოხდა?
მისგან ამჯერად გასაგებ პასუხს მოველოდი,მინდა ამიხსნას ცოტახნის უკან რა გააკეთა!
მან კი ამაზე ღრმად ჩაიხვნეშა და მშვიდად მიპასუხა.
-არაკაცი მონადირე ალდენი შენს საფლავს ყარაულობს რომ არაფერი არ გამორჩეს ,მაგრამ იმ ბიჭს იქ რა უნდოდა არ ვიცი...ვინნა ის? ივანი?
უეცრად ჩემსკენ დაიხარა და სახიფათო გამოხედვით მომაშტერდა,რაზეც საშინლად დავიძაბე!
იმედია დამიჯერებს რომ ჩემმი ძმა და არა ვინმე სხვა!
-ის ჩემმი ძმაა,ივანი!
მისი სახელი გაბრწყინებული თვალებით ვთქვი.
ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ის ვნახე და თოთქოს მისი ნახვით გამოწვეულ ბედნიერებას დღევანდელი საშინელი შემთხვევაც კი დაევიწყებინა ჩემთვის!
-შენს ძმას იქ რა უნდოდა?
უეცრად დაეჭვებულმა შეკრა შუბლი და ზურგი მაქცია.
აშკარად რაღაცაზე სიღრმისეულად ფიქრობდა,მე კი მისი ეს გამოხედვა ძლიერ მაშინებდა,ძლიერ!
-გთხოვ ,ფრედერიკ მას არაფერი არ დაუშავო!
უეცრად გავბედე და ხმა ამოვიღე,დამწუხრებული შევევედრე და თავი დარდიანმა ჩავხარე,მან კი ამაზე დაბნეულმა გამომხედა.
-რატომ უნდა დავუშავო მას რამე?
მითუმეტეს იმის შემდეგ რაც გაადაგარჩინა.
ამის გაგება ოყო თავი რომ გაოცებულმა ავწიე,ისე ავღევლდი უეცრად!
-გადამარჩინა?
ვერ მივხვდი უეცრად რას გულისხმობდა,მანამ მან არ ამიხსნა.
-ხო ,სწორედ გაიგე...გადაგარჩინა.
მე მისი ხმა გავიგონე და მაშინ დავინახე
მონადირე, რომელიც შენთვის რაღაცის ჩარტყმას აპირებდა,მას რომ არ დააეყვირა ალბათ ახლა ძლიერ იქნებოდი დაშავებული.
ამ ახსნის შემდეგ მივხვდი უკვე ყველაფერს  და მეტად ამიჩუყდა გული!
თვალები უნებურად მადლიერების ცრემლებით დამებინდა და ვეღარ გავუძელი ავტირდი.
ავტირდი გულის და სულის ამოგდებამდე,რადგან ვგრძნობდი როგორი მადლობელი ვიყავი მის მიმართ,ამოვდროულად კი ბედნიერი რომ ის ვიხილე,მან კი გაადამარჩინა??
ანუ ეს ამტკიცებს იმას რომ ის იგივეს არ ფიქრობს ჩემზე რასაც სხვა დაანარჩენები,მან იცის რომ მე ისევ ის ვარ!
მისი დაა,მისი როუსი.
ოოო, ივან ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაბედნიერე ამით,ვერც კი წარმოიდგენ.
-დამშვიდდი მტირალა ,სულ ყველაფერზე შეიძლება ტირილი?
მომღიმარი ფრედერიკის ხმაზე ცოტა დავმშვიდდი და ცრემლების მოწმენდა დავიწყე.
-მაპ...ატიე,თავს ვერ ვაკონტროლებ.
ისევ ატირებულმა ჩავიბურტყუნე და თავი ჩავხარე,რაზეც უეცრად მის შეხებაზე შევხტი !
ის მე ჩამეხუტა...მეჩვენება ხო?!
არა აშკარად მეჩვენება.
ჯანდაბა ,რაინას სიტყვები,მას თუ გრძნობები გაუჩნდება ჩემს მიმართ აქ დამტოვებს!
ამის გახსენებაზე მოულოდნელად ზედმეტად უხეშად ვკარი ხელი!
არ მინდოდა ეს ასე მტკივნეულად გამეკეთებინა,უბრალოდ ინსტიქტურად მომივიდა.
-არ გინდა.
თან შეკრული შუბლით ვუთხარი,ეს კი მას აშკარად არ ესიამოვნა და გამომეტყველებაც საგრძნობლად შეეცვალა და აი აპირებდა რაღაცის თქმას ,რაინას სიტყვების გახსენებაზე საწყალი რაინაც რომ მომაგონდა!
ის აქ დარჩა იმ მხეცებთან!
ჯანდაბა ჩემს თავს,ისეთი აურზაური დატრიალდა რაინა სულ დამავიწყდა.
-რაინა!
უეცრად წამოვიძახე და ფეხზე წამოვდექი ,კარისაკენ გავიქეცი და აი უკვე შუა გზაში ვიღაცამ მთელი ძალით მომქაჩა და გაამაჩერა!
ისე რომ რამის ხელი ამომიგდო,მტკივნეულად ამოვიკვნესე და უკან სიმწრის ტკივილით გავიხედებდა აი ისიც!
ფრედერიკი, რომელიც გაბრაზებული მიცქერდა.
-არსად არ წახვალ.
ისეთი ბოხი და სახიფათო ხმით თქვა ,ალბათ იმ წამსვე გავჩუმდებოდი ,მაგრამ ამ წამს საქმე ჩემმს მეგობარს ეხებოდა და შიში ვერ დამადუმებდა.
-არა,ფრედერიკ!
რაინა იმ აჩრდილებმა_
და არც დამაცადა ბოლო ხმაზე შემზარავად საშინლად რომ მიღრიალა!
-არ მაინტერესებს რაინააა!
ეს ფრენკლინის დასასჯელად გამოსადეგარი გზაა.
ფრენკლინი ამას იმსახურებს!
უეცრად მის სიტყვებზე ძალიან დავიბენი.
მოიცა ის რა აპირებს იმ მხეცებს დაუტოვოს რაინა და ამით ფრენკლინს სამაგიერო გადაუხადოს?!
არადა ერთ წამს ვიფიქრე რომ მას მართლა გააჩნდა გრძნობები!
თურმე მწარედ შევცდი ,ისიც გულცივი დემონია და მეტი არაფერი!
-ფრედერიკ ,გთხოვ!
მაინც შევეცადე მისი გადარწმუნება.
მეგონა თხოვნით გულს მოვულბობდი,მაგრამ მწარედ შევცდი!
მან უხეშად მოქაჩა ჩემმი ხელი და იქვე საწოლზე მტკივნეულად მიმაგდო.
მე კი დაბნეული ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ასე უცბად რა დაემართა!
მისი ჩახუტების უარყოფამ ასე გაანარისხა!?
-როგორც ჩანს ვერ აფასებ იმას რასაც შენთვის ვაკეთებ.
ანუ არ გინდივარ?
სიმწრით ჩაილაპარაკა და თავი ჩახარა,შემდეგ კი ყველაზე ყალბი და ბოროტი ჩაცინებით ჩაიცინა.
-მესმის,ალბათ არ გჭირდება ჩემნაირისგან სიყვარული და თანაგრძნობა.
ასე იყოს,ყველაფერი გასაგებია.
მაშინ ჩემნაირებისგან რაც მოსალოდნელია იმას მიღეებ...ტკივილს და ტანჯვას.
თქვა და უხეშად მტაცა ხელი ,შემდეგ კი გრძელ კოლიდორში გამათრია.
-ფრედერიკ,მაპატიე,გთხოვ_
არც დამაცადა,რომელიღაც კართან გაჩერდა და უხეშად შემაგდო ოთახში,
შემდეგ კი თვითონაც შემოვიდა კარში.
მისი თვალები მეტად სახიფათო ხდებოდა,მე კი შიშისგან უკან უკან ვიხევდი!
-დღეიდან ისე მოგექცევი როგორც იმსახურებ.
მერე ვნახოთ როგორ ისწავლი ჩემთან მოპყრობას და როგორ გაბედავ ჩემთვის ხელის კვრას.
დაგვიწყებია ვინ ვარ?
დაგვიწყენია.
მე ფრედერიკ დორმერი ვარ,შენ კი მე მეკუთნი.
სახიფათოთ ჩუმად საუბრობდა და ამავდროულად ძაალიან მშვიდდი ტონით,რაც მეტად სერიოზულს და საშიშს ხდიდა მის მუქარას.
ნუთუ ამ წამს საშინელი შეცდომა დავუშვი მასთან?
-გაიგე ერთხელ და სამუდამოდ რომ ზურგს ვერ მაქცევ,მე გადავწყვეტ როდის წახვალ ჩემგან.
შენთვის კი სჯობს შეიცვალო ჩემს მიმართ დაამოკიდებულება,თორემ ვინ იცის რა საფრთხეში გახვევ შენ თავს საყვარელო როუს.
არ მინდა შენი გაბრწყინებული თვალები ჩაქრეს და ცრემლებით ჩავარდეს,არც ის მინდა რომ შენი ლამაზი კანი დასახიჩრებული გახდეს,არც ის მინდა შენი თოვლივით თეთრი სხეული წითლად შეიღებოს.
ეს მგონი შენც არ გინდა ხო?
ჩემსკენ წამოვიდა,რაზეც უწინდელმა შიშმა მძლია და უკან გავხოხდი ,მაგრამ ის არ გაჩერდა მანამ ჩემთან ძაალიან ახლოს არ აღმოჩნდა.
-არც მე არ მინდა ეს და სჯობს მიაქციო ყურადღება როგორ მექცევი.
თორემ ყველაფერი ძაალიან ცუდად წარიმართება შენთვის...ჩემმი სიტყვები დაიმახსოვრე.
ბოლო წინადადება ყოველი ასოს გამოკვეთით მითხრა და შემდეგ უკან დაიწია!
მე კი უკვე ამღვრეული თვალებით ვუყურებდი იატაკს,რადგან თავის აწევას ვერ ვბედავდი.
ისევ დაბრუნდა ის ფრედერიკი, რომლისაც ასე ძლიერ მეშინია,ეს კი ჩემმი ბრალია.
-ოთახში იყავი და ფეხი არ გამოადგა.
არ მაინტერესებს არავინ ,საერთოდ არავინ!
თუ გარეთ გნახავ ,ძაალიან სასტიკად დაგსჯი.
ახლა კი დაგემშვიდობები,ნახე რა გრძნობა მარტოობა სადაც მხოლოდ სიბნელეს ხედავ...გამოცადე როუს ეს.
მშვიდად მითხრა ბოლო სიტყვა და კარები მიიჯახუნა!
მე კი ამდენხანს ნაკავები ცრემლები გაადმოვყარე და ხმადაბლა ავტირდი.
არ მინდოდა ხმა გამომეცა რომ მას არ გაეგო და არ გააბრაზებულიყო!
ამ წამს ისევ ვტირი,მართლა მტირალა ვარ.
რატომ არ შემიძლია რომ ჩემსს მეგობარს დავეხმარო?
რატომ ვსუსტდები მისგან დატერორებული ასე?
მინდა მოვერიო შიშს და ამ ოთახიდან გავიდე,მაგრამ ვიცი ეს მას გააგიჟებს,მაგრამ მაგრამ...რაინა?
რაინა...ის მე გვერდით დამიდგა,სულ ცდილობს გამამხნევოს და დამამშვიდოს,ჩემს დასაცავად იმ საშინელ არსებებსაც კი გადაუდგა წინ.
მე კი მას ფრედერიკის მიმართ შიშის გამო ვერ ვეხმარები?
რა მემართება?!
ლაჩარივით ვიქცევი,არ მინდა ასეთი ვიყო ,უნდა გაავძლიერდე!
ეს იყო ბოლო რაც ჩემს თავს ვუთხარი და უეცრად ცრემლების წმენდით წამოვდექი საწოლიდან,შემდეგ კი ერთი ნაბიჯი გაადავგდი კარისაკენ.
ძირს დავიხედე და მივხვდი რომ შემეძლო ამ ერთი ნაბიჯის შემდეგ კიდევ გამებედა წინ წასვლა ,შიში დამეძლია და ამ კარს გავცდომოდი!
ასეც გაავაკეთე და უკვე შემდეგი ნაბიჯები გაბედულად გადავდგი და აი უკვე კართან მისულმა მარტივად გავაღე კარი!
ფრედერიკს არც კი ჩაუკეტავს,ალბათ ფიქრობდა რომ ვერც კი გავბედავდი კართან
მიახლოვებას ,არამც თუ ოთახიდან გასვლას!
მააპატიე ფრედერიკ, მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო!
კარს გავცდი თუ არა რაც ძალა და ღონე მქონდა კოლიდორი ისეთი სისწრაფით გავირბინე,მივრბოდი და თან თვალებს ვაცეცებდი
აქეთ-იქით ,უკვე ყოველ წამს ველოდებოდი მასთან შეხვედრას!
-ახლავე გაჩერდი!
ცარიელ კედლებში მორბენალს ეს ხმა მომესმა ექოთ ,რაზეც ადგილზე გავიყინე და უკვე მილიონმა ნეგატიურმა აზრებმა დამიწყეს თავში ამოტივტივება.
ეს თუ ფრედერიკია და მან თუ დამინახა ახლა ,ძაალიან ცუდ დღეში ჩავარდები!
ეს გავიფიქრე შემდეგ გამბედაობა მოვიკრიფე და მისკენ მივტრიალდი,მაგრამ ფრედერიკის მაგივრად ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი დამხვდა წინ,აშკარად ძლივს სუნთქავდა ,თითქოს და ბევრი ირბინაო.
ეს კი იმის მანიშნებელია რომ ადამიანია!
სხვაგვარად როგორ?!
ადამიანი აქ?
როგორ?
-ვინ ხარ?
დაბნეულმა და გააკვირვებულმა ვკითხე და მის წინ მშვიდად დავდექი,რაზეც მან სული მოითქვა თუ არა მიპასუხა.
-ამას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარი ისაა რომ შენ ამ წამს გარეთ ხარ.
ფრედერიკმა კი მითხრა რომ გამეკონტროლებინა თუ დატოვებდი ოთახს,ხოდა შენთვისვე აჯობებს ახლავე უკან შებრუნდე სანამ არ დაუნახიხარ!
ისეთი შეშინებულმა და ანერვიულდბულმა მითხრა ,ერთ წამს მგონი მართლა დავუჯერე და ოთახში შევბრუნდი,მაგრამ გონებაში რაინას სახელი ისე მიტრიალებდა რა გამაჩერებდა.
-არა,მე ჩემმი მეგობარი უნდა ვნახო,რაინა.
გთხოვ, მომეცი ნება ეს გაავაკეთო!
გადავწყვიტე თხოვნით მიმემართა რათა გავეშვი,ამავდროულად კი ცუდი ადამიანი არ ჩანდა.
-ის კარგადა ,ნუ ღელავ.
ფრენკლინი დაბრუნდა და ის რომ დაშავებული დახვდა ყველაფერი გაანადგურა.
ახლა კი შენს მეგობარს მშვიდად სძინავს და მის გვერდით ფრენკლინია,მასზე ნუ ინერვიულებ.
ეს რომ გავიგე ცოტახანს შოკისაგან პირი დაავაღე...ფრენკლინმა ეს გააკეთა?
ვერ ვიჯერებ,ანუ ეს იმას ნიშნავს რომ რაინას ბედი მას მართლაც ანაღვლებს,რა უცნაურები არიან ეს დემონები!
-დაკმაყოფილდი ?
ახლა კი ოთახში შედი...გარეთ არეულობაა.
ფიქრებში ჩაძირულმა ისევ მისი ხმა გავიგე,რაზეც უკან დახევა დავიწყე,მაგრამ მაინც ბოლომე თითქოს არ მჯეროდა.
-არ მატყუებ?
მართლა კარგადაა?
კიდევ ერთხელ ვიკითხე და ბიჭს თვალებზე მივაშტერდი,რაზეც მან თავი დამიქნია.
-კი ,კარგადა გეფიცები .
ახლა კი როუს გთხოვ ოთახში დაბრუბდი.
თვალებს აცეცებდა და დაძაბულობა ეტყობოდა,მე კი იმაზე ვფიქრობდი რომ მან რატომღავ ჩემმი სახელი იცის!
-შენ ჩემმი სახელი საიდან იცი?
დაბნეულმა ვიკითხე,რაზეც ხელით ნაზად შემატრიალა კარისაკენ.
-არ აქვს ამას მნიშვნელობა.
სჯობს ჩემმი თხოვნა გაიგვალისწინო ამ მომენტისათვის.
თხოვნით სავსე თვალებით მომაჩერდა,რაზეც უბრალოდ თავი დავუქნიე და მშვიდად გავუყევი კოლიდორს,იქამდე სანამ ჩემს ოთახამდე არ მივედი.
ცოტა დავმშვიდდი რომ რაინა კარგადაა,იმის მიუხედავად რომ ახლა მე ვარ ცუდ დღეში,მაგრამ არაუშავრს!
მჯერა რომ ყველაფერი მოგვარდება .

ანდრეი:
მან მე ვერ მიცნო?
ანუ გამოდის რომ არ იცის ვინ ვარ.
ეს კარგია,იქნებ ასე უფრო შევძლო მისთვის იმის ახსნა რომ ცუდი ადამიანი არ ვარ.
მე მართლა არ მინდოდა როუს შენი მოკვლა,გეფიცები  ამას აზრათაც კი არ გავივლებდი რომ მომეკლა გოგო ,რომელიც მგონი თავდავიწყებით შემიყვარდა.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მომწონს

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ოჰოჰოჰ არ მეგონა თუ ვერ იცნობდა. ,,თავდავიწყებით შემიყვარდაოო" ?! ახლა მაგან უნდა მიშალოს ნერვები?

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინია

ძალიან კარგიაა heart_eyes ძალიან მომწონს ეს ისტორია

 


№4 სტუმარი ია

მალე დადე შემდეგი თავი რაა ????

 


№5 სტუმარი )))

მალე იქნება შემდეგი თავიი??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent