შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ უცვლელი დარდი დარჩება...


4-08-2018, 23:24
ავტორი Stranger things
ნანახია 1 444

მთვარის გარშემო ჩრდილები წრწოდა
და ცივ ღამეში ავბედად თოვდა
ქარი ხმაურით ეხეთქებოდა
ნაპირებს კლდისას ნელ-ნელა შლიდა.

ვიჯექი ნავში არ ვინძრეოდი
და შორს დაკარგულს მე მივტიროდი
მე ხომ მეგონა ისევ ვნახავდი
და ძველებურად შევეხებოდი

თითქოს დამცინა სამყარომ მკაცრად
და მომიხურა იმედისს კარი
თითქოს დამტოვა უკუნით ბნელში
და მიმატოვა ელად ხვრელში

ერთი ნიღაბი მომიგდო მხოლოდ
ბნელი სული რომ მე დამეფარა
ვიწექი ჩუმად არ ვინძრეოდი
ფანჯარაში კი ისევე თოვდა

აღარც კი მახსოვს რა იყო მაშინ
მხოლოდ დაკარგულს აღიქვამ ალბათ
ციოდა ვიცი, მაგრამ სულ ვეღრ ვგრძნობდი
რადგან მე სული მეყინებოდა

სითბოს ვიჭერდი და არ ვუშვებდი
თითქოს მე ამით რამეს შევცვლიდი
მყარად ვიდექი არ ვნებდებოდი
მაგრამ ვიცოდი ვერ ვუშველიდი.

ვიჯექი მარტო მორყეულ ნავში
არ მეშინოდა გრიგალის არა
რადგან ვიცოდი გადავრჩებოდი
სიკვდილი მე ჯერ არ წამიყვანდა.

სიკვდილი ჩემთვის მხოლოდ შვებაა
და ისიც მკაცრად არაფრით მოდის
ვიცი და მჯერა ჩემზე ბრაზდება
მის სულს რიმ დიდხანს აღარ ვატანდი

ფიფქები ცვივა ჩემს კანზე დნება
მაგრამ გაყინულ გულს ვეღარ ვადნობ
ალბათ ზედმეტად დავცარიელდი
რადგან მე წარსულს სულ აღარ ვნანობ

და იცით რატომ? მე ხომ ვიბრძოდი?!
არ ვნებდებოდი სიკვდილის წინაც
მე ხომ მიყვარდა მე ხომ ვნანობდი
მაგრამ ეს ბედი ასეთი შემხვდა.

ახლა კი ვზივარ და ისევ ვფიქრობ
როდესაც ნანატრ შვებასაც ვიგრძნობ.
დავცარიელდი...სიტყვებიც გაქრა.
და, მხოლოდ შენი ფერები შემრჩა

წამი რომ გავა და ისევ მოვა
მზე რომ ჩავა, ისაევ ამოვა
ზაფხული გავა, ხე გაყვითლდება
მხოლოდ უცვლელი დარდი შემრჩება.



№1 სტუმარი Merry

ბრავო,სიტყვებით ვერ ავღწერ თქვენს ლექსს.უკვე დიდი ხანია რაც თვალს ვადევნებ თქვენს ნაშრომებს და გაოცებული ვარ თქვენი ასეთი ლექსებითა და ისტორიებით(ჩანახატით).ყოველი მათგანი ერთმანეთზე უკეთესი და დახვეწილია.ყოჩაღ ასე გააგრძელა,წარმატებები????????p.s. თქვენი ერთ-ერთი ფანი

 


№2  offline წევრი Stranger things

Merry
ბრავო,სიტყვებით ვერ ავღწერ თქვენს ლექსს.უკვე დიდი ხანია რაც თვალს ვადევნებ თქვენს ნაშრომებს და გაოცებული ვარ თქვენი ასეთი ლექსებითა და ისტორიებით(ჩანახატით).ყოველი მათგანი ერთმანეთზე უკეთესი და დახვეწილია.ყოჩაღ ასე გააგრძელა,წარმატებები????????p.s. თქვენი ერთ-ერთი ფანი

დიდი მადლობა heart_eyes

 


№3  offline წევრი Stranger things

ჰაიკო
მაგარი ლექსია ძალიან, კარგადაა აწყობილი რითმაში და ყველაფერში.

ძალიან დიდი მადლობა blush

 


№4  offline წევრი sweetgirl

ლამაზი ლექსია❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ani

Laamazia ara ulamazesi da umagresi leqsia bravi amis damwers

 


№6  offline წევრი Stranger things

MariamChiokadze
ლამაზი ლექსია❤️❤️❤️❤️

მადლობა♥♥♥

ani
Laamazia ara ulamazesi da umagresi leqsia bravi amis damwers

უღრმესი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent