შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის მზე.


16-10-2020, 23:39
ავტორი FayaMango
ნანახია 1 000

2.

მეორე დღეს ტაბითამ საშინელი თავის ტკივილით გაიღვიძა. წინა ღამით ფანჯარა დარჩენოდა ღია, რის გამოც ოთახში შემოღწეულმა ცივმა ჰაერმა მგონი გააცია კიდევაც, რადგან ერთი ორჯერ დააცემინა. მაშინვე გამაყუჩებელი დალია, თუმცა
არც კი უშველა ნახევარი საათის გასვლის შემდეგ. თავზე ხელებშემოდებული დაჯდა მაგიდასთან. თვალები დახუჭა და ფიქრებს მიეცა, სანამ ტელეფონის ზარმა არ გამოაფხიზლა.
-გისმენ, ამო. -მინაბული ხმით ამოთქვა.
-რა გჭირს? -მაშინვე შეატყო მეგობარმა უხასიათობა.
-ფანჯარა დამრჩა წუხელ ღია და მგონი გავცივდი. თავიც საშინლად მტკივა. სადაცაა მეორე გამაყუჩებელი დავლიო.
-თუ ცუდად ხარ დარჩი სახლში და გამოცდა გადააბარე.
-ოჰ, არა. ჯერ ერთი შუალედურია და ექიმის ცნობის გარეშე არც გადამიტანენ, მეორეც, ძალიან მეზარება მერე გასვლა და მესამე ისაა, რომ დამპალი ლექტორი მყავს და მთელი წელი ყელში ამომადენს. გავემზადები ცოტახანში.
-კარგი, კარგი, გამოგივლით მაშინ ერთ საათში. -მრავლობითში მოიხსენია ამირანმა საკუთარი და ძმაკაცის თავიც. თუმცა ტაბითამ როცა გაუთიშა, მოგვიანებით გადახარშა, რომ მეგობარი მარტო არ იქნებოდა.
-ღმერთოოოო... შენ მიშველე. -თავი ხელებში ჩაირგო და ლამის მაგიდაზე გადაწვა ტკივილისგან გაგიჟებული. არ სურდა მეორედ წამლის დალევა, მაგრამ სხვა გზა რომ აღარ დარჩა, აბა რას იზამდა?
ადგა და მერე საჭმელიც შეჭამა, გაემზადა კიდეც. თანდათან იგრძნო, როგორ გადაუარა საფეთქლების გუგუნმა. ცოტახანში თითქოს გამოკეთდა, მაგრამ ხასიათზე მაინც ვერ მოვიდა. რადიკალურად დიდი განსხვავება აღმოჩნდა დღევანდელ და გუშინდელ ტაბითას შორის.
ისევ ის დეპრესიული და უემოციო მეორე მე დაბრუნდა, აქამდე რომ ბუდობდა მასში. ოხვრით ჩაიალაგა საჭირო ნივთები ჩანთაში და ის იყო, ფეხზე უნდა ჩაეცვა, ამირანმა წერილი რომ მისწერა დაბლა გელოდებიო.
ხუთ წუთში, სახლიდან გავიდა, კარი ორჯერ გადაკეტა და მაინც შეამოწმა ჩაკეტილი იყო, თუ არა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრა ლიფტისკენ.
როგორც კი სადარბაზოდან გავიდა თავის ტკივილი ისევ განუახლდა. ქუდი ხომ ეფარა ისედაც და ახლა ჰუდის ქუდიც გადმოიფარა. როცა მანქანა ახლო-მახლო ვერ შენიშნა, მიხვდა, კორპუსის გვერდით ეყოლება გაჩერებული ამირანსო და მარცხენა მხარეს გაბრუნდა. თუმცა იქაც ვერ დაინახა ნაცნობი აუდი.
ის იყო ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან დასარეკად, სიგნალის ხმა რომ გაისმა. მერსედესს, რომელიც ფარებსაც კი ანთებდა, წარბებშეკრულმა გაჰხედა. მძღოლის გვერდითა მხრიდან ამიკომ გადმოჰყო თავი და ხელით ანიშნა აქეთ წამოდიო. გამომეტყველების შეუცვლელად დაიძრა გოგონა ავტომობილისკენ.
-ისევ ცუდად ხარ?
-ჰო. თავი მისკდება ტკივილით და გამარჯობა. -პირველი წინადადება საწყლად ამოიოხრა ჩაჯდომისას, მისალმებით კი ზრდილობიანად წარმოთქვა.
-გაგიმარჯოს. -ბიჭმა უკანა ხედვის სარკიდან შეხედა ტაბითას.
-ტაბითა, -გოგონაზე ანიშნა ამირანმა- ჩემი ბავშვობის მეგობარია. ეს დემეტრეა -ახლა მძღოლზე გადაიტანა მზერა- ასევე ჩემი უახლოესი მეგობარი.
-სასიამოვნოა.
-ჰო, ჩემთვისაც. -სუსტად გაიღიმა გოგონამ და ამის მეტი აღარც არაფერი უთქვამს. თითქმის მთელი დრო თვალებდახუჭული მგზავრობდა, თან უფრო და უფრო ეკვროდა მანქანის კარს. თავი ფანჯარასთან უმწეოდ ჩამოედო. ტკივილით შეწუხებულმა, ისიც ვერ იგრძნო ავტომობილი როდის გაჩერდა.
და როცა ამირანმა გამოაფხიზლა და წამალი და ბაკურიანის წყალი გამოუწოდა, გაეღიმა.
-მიდი, დალიე. ეს კარგი გამაყუჩებელია და უცბად გაგივლის. სანამ მაღლივში ავალთ კარგად გახდები.
-ამოო, გმადლობ. -ლოყაზე უჩქმიტა ტაბითამ- ეს უკვე მესამე წამალია, რომელიც უნდა დავლიო და იმედია, მიშველის. სიტყვაზე გენდობი. -ტაბლეტი თითებში შეათამაშა ისე, რომ მეგობრისთვის მზერა არ მოუშორებია.
-ჰო, მიდი, მიდი.
-გამოცდა რომელ საათზეა? -უცბად ხმა ამოიღო დემეტრემ.
-სამის ნახევარზე.
-დაგელოდები, სანამ გამოხვალ.
-როგორც გინდა. -მხრები აიჩეჩა ამირანმა. -მაგრამ შე*ემა, აბა, საქმე მაქვსო? -უცბად გაახსენდა მეგობრის ნათქვამი.
-აღარ მაქვს. -მოკლედ უპასუხა ბიჭმა, თან მშვიდად გაუხვია ქავთარაძეზე.

“ეს ტიპი საიდანღაც მეცნობა მგონი.” როცა დემეტრემ გამოხედა ტაბითას და თავის ტკივილის ამბავი მოჰკითხა, გოგონას მერე გაუჩნდა ეჭვი. და იქამდე ვერ მიაგნო პასუხს, სანამ უკვე გამოცდიდან გამოსულს არ დაჰკრა ტვინში გუშინდელმა მოგონებამ. ეს ის ბიჭია, სრულიად მოულოდენლად რომ მიესალმა. გული აუჩქარდა და მღელვარება მოაწვა სხეულში, გარეთ გასვლისას მათი მზერები რომ მაშინვე გადაიკვეთნენ. არც კი იცოდა, რა უნდა ეთქვა დემეტრესთვის. მაგრამ ბიჭს ისეთი მზერა ჰქონდა, აშკარად ახსოვდა ტაბითა. იმიტომ, რომ მის დანახვაზე გაეღიმა და როცა მიუახლოვდა მაშინვე ჰკითხა:
-გუშინ შენ მომესალმე, არა? -ისე საყვარლად გაეცინა, გოგონამ მუცელში ჩხვლეტა იგრძნო.
-კი, მე ვიყავი. -უცბად გაახსენდა შუა ქუჩიდან რომ უკან მიბრუნდა იმის შესამოწმებლად ეს ტიპიც უყურებდა, თუ არა და რატომღაც სირცხვილის გრძნობამ შეიპყრო.
-ცოტა მოულოდნელი იყო და უცნაური. -გულწრფელად აღიარა დემეტრემ.
-ჰო, ძალიან კარგი ამბავი მაცნობეს და მეც ისე მოულოდნელად წამომცდა, იმ მომენტში ბოლომდე ვერც გავიაზრე რა ჩავიდინე.
-უბრალოდ უცნობ ტიპს მიესალმე. ცუდი არაფერი გიქნია. -ღიმილით აიჩეჩა მხრები.
-არადა, მსგავსი ქცევები არ მჩვევია.
-ნუ ღელავ, არც მე ვესალმები მანქანიდან უცხოებს. -დემეტრემ სიგარეტის კოლოფი ამოაცურა ჯიბიდან, თან მანქანას მიეყრდნო.- ტკივილმა გაგიარა?
-ამ... სხვათაშორის კი. შუალედურის წერას ისე შევყევი, თავი აღარ გამხსენებია, თან წამალმაც მალე დაიწყო მოქმედება... უი, ამო არ გამოსულა? -ახლა მიხვდა, რომ მეგობარი აკლდა და აქეთ-იქით მოათვალიერა გარემო.
-ეგ ხომ იცი, დოცენტივითაა. რომელი გამოცდაც ეპრიანება, საკაიფოდ წერს და ბოლოც კარგად გამოდის ხოლმე.
-ვაიმე... -ტაბითას გაეცინა- მაგას ნუ იტყვი. ეგ და ნუკა, სხვა ჩემი მეგობარი, მაგ საკითხში ძალიან გვანან ერთმანეთს.
-მიხარია, უნივერსიტეტი თავის დროზე რომ დავამთავრე და ახლა სემინარებზე და შუალედურებზე ტვინის ჭ....ტვა არ მიწევს. -დემეტრემ მაღლივს მოავლო თვალი. ამასობაში, სიგარეტისთვის მოეკიდებინა და ნაფაზიც ამოერტყა.
-შენც აქ სწავლობდი?
-კი. -მოკლედ უპასუხა, თან რაღაცნაირად ამოიოხრა. მზერა შეეცვალა და ტაბითა მიხვდა, რატომღაც თსუზე ბევრი აღარ უნდა ესაუბრათ.
დარჩენილი დროის უმეტესი ნაწილი ჩუმად გაატარეს. გოგონამ არც იცოდა კიდევ რა უნდა ეთქვა.
არადა, უნდოდა, ესაუბრათ.
რაღაცნაირად გრძნობდა თავს. პულსი ასწრაფებული ჰქონდა. ძალიან სურდა, რომ დემეტრეს სახეს დაჰკვირვებოდა და ბოლომდე შეესწავლა, მაგრამ შეშლილივით ვერ მიაშტერდებოდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებდა საკუთარ თავს და ამ ბიჭსაც არ დაუტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას.





ამირანის ლოდინში იმდენი ხანი გასულიყო, რომ ნუკასაც კი დაესწრო გამოცდიდან გამოსვლა. ტაბითას მეგობრის დანახვაზე გაეღიმა და ხელი მხიარულად დაუქნია კიბეების თავში მდგომს, თუმცა როგორც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა ნუკას თავისი კურსელი და როგორ გაუყარა ხელი ხელში, გამომეტყველება სახეზევე შეახმა და ხელი დაბლა დაუშვა.
ვერ იტანდა ამ სალომეს და რა გაეკეთებინა?
ეს ადამიანი ყველაფრით სძაგდა — მანერებით, საუბრით, ღიმილით, ქცევებით, თვალთმაქცობით, პირფერობით!
არა ერთხელ მოსვლია კამათი მასთან ასევე არა ერთ თემაზე.
და ყოველ ჯერზე, როცა სალომე ნუკასთან დროის გასაყვანად ხელსაყრელ მომენტს გამოძებნიდა, ტაბითას სისხლს უშრობდა(თუ კი ეს უკანასკნელი მათთან ერთად იმყოფებოდა ხოლმე), სულ ჯიბრში უდგებოდა და ცდილობდა თავისი აზრი ყველაზე “მოეხვია”. ღიზიანდებოდა, როდესაც ტაბითა ეწინააღმდეგებოდა. ყოველთვის უჩნდებოდა იმის სურვილი, თმებში წვდომოდა და ღერა-ღერა გაეპუტა.
ან უბრალოდ ენა ამოეძრო. ამით ყველაფერი მოგვარდებოდა.
ისიც საკმარისი მიზეზი იყო გოგონას შესაძულებლად, რომ ნუკას ემეგობრებოდა და ნუკაც დიდ დროს უთმობდა ტაბითას. ბევრჯერ უთქვამს უარი სალომესთან ერთად სადმე გასვლაზე. არადა, სალომეს აწყობდა ნუკასთან მეგობრობა. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ნუკა ჭყონია იყო. საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან!

-გამარჯობა, ტაბი, როგორ ხარ? - ყალბი ღიმილით მოიკითხა. შემდეგ კი გვერდით მდგომი დემეტრე აათვალიერა.
-შესანიშნავად. შენ?
-მეც. -ბიჭს კმაყოფილებისგან თვალი ვერ მოსწყვიტა.- მე სალი ვარ, ეს კი ნუკაა.
-დემეტრე. -მოკლედ უპასუხა წამიერი გაღიმებით.
-ძალიან სასიამოვნოა. -ახლა ისევ ტაბითას მიუბრუნდა- გამოცდა როგორ დაწერე?
-გადასარევად. შენ? -ცალი წარბი მაღლა ასწია კითხვის შებრუნებისას, თან მერე ნუკას გადახედა, რომელიც მზერით უხდიდა ბოდიშებს სალომეს აკიდების გამო.
მართალია, არც ნუკას სიამოვნებდა მსგავს მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ თავისი და სალომეს ოჯახები რომ მეგობრობდნენ და არ სურდა ურთიერთობის გაფუჭება, იმიტომ იტანდა ამ გოგოს ხანდახან აუტანელ ქცევებს.
აი, ტაბითასთვის რომ გეკითხათ, სალომე ნაკაშიძე ხანდახან კი არა, ყოველთვის აუტანელი იყო და ერთხელ წამოცდა კიდეც ნუკასთან უზომოდ გაბრაზებულს, შენი ოჯახი შენზე რომ ფიქრობდეს, მსგავს ადამიანთან ურთიერთობის დამყარებას არ გირჩევდაო. რაც ჭყონიას ძალზედ ეწყინა, მაგრამ ის სიტყვები რეალობისგან მოკლებული სულაც არ იყო, რასაც ტაბითა ეუბნებოდა. თუმცა ყველას გაგვიგია ალბათ ფრაზა: “სიმართლე ყოველთვის მწარეაო”.
და რატომ უნდა ყოფილიყო ნუკასთვის იმის მოსმენა სასიამოვნო, რამაც შემდეგში გული სერიოზულად ატკინა?
-გამოცდა მეც მშვენივრად დავწერე... -სალომემ თავის გამოდება დაიწყო ახალ გაცნობილთან და ტაბითა მთელი გულით იმედოვნებდა, რომ დემეტრე წამითაც არ გაებმებოდა მახეში, სხვა ყველა დანარჩენი ბიჭებივით.
ამ უაზრო საუბრებით დაღლილ ტაბითას, ნერვები უფრო და უფრო აწყდებოდა და მაშინ კიდევ მეტად გაღიზიანდა, როცა ტელეფონზე წერილი მოუვიდა დედამისისგან.
ნაკაშიძე იქამდე არ გაჩუმებულა, სანამ საბოლოოდ არ გამოვიდა ამირანი გამოცდიდან. ყველამ შვებისგან ამოისუნთქა.

-ვა, ნუკა? -გოგონას დანახვა გაუკვირდა- მეგონა შენ კიდევ წერდი.
-ამო, როგორც ჩანს, უკვე აქ ვარ.
-იმდენი ხანია გელოდებით... -ამოიოხრა სალომემ- დემე ლამის სრულფასოვნად გავიცანი.
-დემე არა, დემეტრე მქვია. -უხეშად შეუსწორა ბიჭმა, რის გამოც ტაბითას სახე გაებადრა. ნაკაშიძეს კი მზერა შეეცვალა და ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა.
-ამო, წავედით? -ყიფშიძეს მიუბრუნდა მეგობარი.
-ტაბს, გამოგვყვები? -ხელი გადაჰხვია ამიკომ.
-კი. ოღონდ სახლში უნდა მივიდე. სახლამდე მიმაცილებთ?
-რა კითხვაა. რა თქმა უნდა.
-მაგრამ ჯერ რომ სახლში წასვლას არ აპირებდი? ასე უცბად რა მოხდა? -ჭყონიას ეწყინა, რადგან ეგონა ტაბითა უკვე თავს არიდებდა.
-დედაჩემი უნდა მოვიდეს. -ნუკასთან კი დაგეგმა გუშინ დღევანდელი დღე, თუმცა როცა მესიჯი გახსნა გაახსენდა, რომ ქალბატონი ქეთევანი უნდა სტუმრებოდა და ამიტომ, უკან დაბრუნება უწევდა.
-დედაშენს აქ რა უნდა? -მაშინვე გაბრაზება შეეტყო ჭყონიას.
-შენი აზრით? -სიმწრისგან ჩაეცინა ტაბითას.
-მეც მოვდივარ! -ნუკამ გადაჭრით წარმოთქვა, მაგრამ მეგობარმა დაარწმუნა მარტოც მოვაბამ თავს მასთან საუბარსო.
-საღამოს გნახავ ნუკს. ოქეი?
-კარგი, დაგირეკავ აუცილებლად.

ასე ცუდ გუნებაზე დაემშვიდობნენ ერთმანეთს ყველანი. მხოლოდ სალომე ნაკაშიძე იყო გაბრწყინებულ ხასიათზე, რადგან მთელი საღამო ნუკასთან ერთად გაატარა სწრაფი კვების ობიექტში, სადაც, სამწუხაროდ, ტაბითა არ მისულა. სახლში მეტად რთული სიტუაციის გადატანამ მოუწია და იმიტომ. გოგონას ამბავმა ძალიან დააინტერესა სალომე და ეჭვები ღრღნიდა, რის გამო შეიძლებოდა ჰქონოდა დედამისთან მსგავსი ურთიერთობა. ნამდვილად არ გამოჰპარვია ნუკას გაღიზიანებული ტონი, როცა ქეთევანზე აგდებით იკითხა აქ რას აკეთებსო. ჰოდა, ქალბატონი ნაკაშიძეც ძალიან ოსტატურად ცდილობდა ნუკასთვის ინფორმაცია დაეტყუებინა, მაგრამ ჭყონია ასეთი სულელიც არ იყო, რომ ვიღაც ჭორიკანასთან ჩაეკაკლა საუკეთესო მეგობარის ამბები, თანაც ისეთი, რომლებიც მხოლოდ ნუკამ, ტაბითამ და თითო-ორლა ადამიანმა თუ იცოდა. ბოლოს, როცა სალომეს საქციელები ყელში ამოუვიდა, მასთან კამათს არც კი მორიდებია, სერიოზულად გაუწყრა და ნერვებაწეწილმა დატოვა კეი ეფ სი-ში სახეზე ღიმილშემხმარი გოგონა.
შენობიდან გამოსვლისას ცდილობდა ტაბითას დაკავშირებოდა, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა და როცა სახლში მივიდა, კარი არავინ გაუღო. საგრძნობლად აღელდა ნუკა, რადგან იცოდა თავისი მეგობრის სათუთი ხასიათების შესახებ, ძალიან იმპულსური და მგრძნობიარე იყო და შესაძლოა ქეთევანმა ისე მოუშალა ნერვები, საწყალი გოგო ალბათ ჭკუიდან შეშალალა. ქალს ეს ყოველთვის ეხერხებოდა, არასდროს გრძნობდა შვილის წინ თავს დამნაშავედ და ცდილობდა სულ მიწასთან გაესწორებინა. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგონა ცამდე მართალი იყო, თუ არა.
მაგრამ ამ შემთხვევაში, საერთოდ სხვანაირი ლაპარაკი ჰქონდათ, ისეთი, ტაბითა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერ წარმოიდგენდა.
როცა დემეტრემ სახლის სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა, ამიკომ შესთავაზა ამოგყვები, თუ გინდაო, მაგრამ გოგონამ იუარა, მადლობა გადაუხადა და კორპუსში შევიდა. სახლში შესულს ხელებიც არ ჰქონდა დაბანილი, დაუკაკუნებლად რომ შეუხსნა დედამისმა კარი და საგრძნობლად მიაჯახუნა.

-იცი, რომ უსინდისო ადამიანი ხარ, ტაბითა სულთანიშვილო? -წარბი მაღლა ასწია კითხვის დასმისას. გოგონას სიმწრისგან ჩაეცინა. აბაზანის კარს მიეყუდა ცალი მხრით და გულ-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.
-უბრალოდ მითხარი, აქ რა დაგრჩენია და რაც შეიძლება მალე დატოვე ჩემი სახლი.
-ჯერ, ერთი, ფულის მოცემა დააგვიანე და ასევე მედიკამენტები არ მოგიტანია ჩემთვის, რის გამოც იცი ალბათ, რა შემიძლია გავაკეთო, არა?
-იცი, რა? -მხრებში გასწორდა და უდარდელი ტონით სცადა აღელვების გადაფარვა- თავი და ხელი გაანძრიე და იმუშავე. ზედმეტად კარგად ხარ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ სახლში იჯდე და საკუთარი შვილი გარჩენდეს. რანაირი მშობელი ხარ? ან რა ადამიანი ხარ ასეთი, უნამუსოდ რომ მოდიხარ და კიდევ აქეთ მთხოვ ფულის მოცემას?
-ღმერთო ჩემო... მადლიერი ვარ მამა ზეციერის, შენნაირი ბავშვი და ახალგაზრდა რომ ჩემი შვილი არაა.
-აჰა, უკვე შენს შვილადაც აღარ მთვლი, არა? -ყელში ბურთი გაეჩხირა.
-არასდროს ყოფილხარ! კიდევ კარგი შენი ბიოლოგიური მშობელი არც ვყოფილვარ. მამაშენმა სახლში ისე მოგათრია ახალშობილი, არც კი დასცდენია სიტყვა მთელი თავისი საცოდავი ცხოვრების განმავლობაში რომელი მეძავისგან ეყოლე! -წამოსცდა გამწარებულ ქეთევანს.
ტაბითა ადგილს მიეყინა და მზერა გაუშტერდა. ცოტახანს ტვინმა აზროვნება შეწყვიტა და რამდენიმე წამის შემდეგ ძლივს ჰკითხა:
-რა თქვი? -აბანოს კარს მოშორდა გამოშტერებული.
-რაც გაიგე. უმაქნისო, ბოღმიანო არსებავ! -გოგონამ მეტი რომ ვერ მოითმინა, იმხელა სილა გააწნა ქალს, გვერდით გადაქანდა და რომ არა ქურთუკების კარადა, წაიქცეოდა.
სახეალეწილმა გაჰხედა ტაბითას.
მაშ, რა ეგონა, მსგავს ინფორმაციას რომ ცხელ გულზე ეუბნებოდა?
-ჩემი სახლიდან გაეთრიე ახლავე, თორემ არც კი ვიცი, რას დაგმართებ. შეიძლება... -ხმა ჩაუწყდა და მთელი გულით ატირდა. ლოყებზე თითები აიფარა გაოცებულმა და აკანკალებულმა- აქედან წაეთრიე! დროზე! -აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ვერც გააანალიზა, როგორ სწვდა ხელში და როგორ ააყენა ძალის ძალათი- ფეხზე წამოდექი და აქედან გამასწარი! -კარი გამოხსნა და ქეთევანი სადარბაზოში გააგდო.
-რანაირად ბედავ...
-ხმა არ ამოიღო, აღარაფერი თქვა. უბრალოდ აქედან გაქრი და აღარასდროს, ვიმეორებ, აღარასდროს მოხვიდე აქ! თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ და ან შენ გაგიტანენ უგონო მდგომარეობაში მყოფს, ან მე წამიყვანენ განყოფილებაში! -გაცოფებულმა დაუყვირა. ამ წამს ვერ აცნობიერებდა, რა შეიძლება ეფიქრათ მეზობლებს და რამდენი ხანი შეიძლებოდა ეჭორავათ.
კარი იმდენად ძლიერად მიაჯახუნა, გაბზარული ჭერიდან განალესი ჩამოცვივდა.

ქეთევანი იმდენად სტრესავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისე აგდებდა ნამუსზე, რომ დღევანდელი შემთხვევა ტაბითასთვის საბოლოო წვეთი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ეგონა, რომ ეს ქალი თავისი მშობელი, დედა იყო. უყვარდა, პატივს სცემდა და ლამის აღმერთებდა იქამდე, სანამ მათ შორის რატომღაც ურთიერთობა არ გაცივდა და მდგომარეობა არ დაიძაბა. მთელი ამ წლების განმავლობაში ითრგუნებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკუთარი დედა ისე ექცეოდა, თითქოს ტაბითა არარაობა იყო. გული უკვდებოდა ამის შემხედვარეს. აღარ იცოდა როგორ ესიამოვნებინა, ანდაც მშობლის გული რითი მოეგო, მაგრამ თითოეული მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა.
და ამ ყველაფერს რისთვის ცდილობდა? რის ფასად?
რომ ბოლოს მოსულიყო და ასე უნამუსოდ მიეხალა პირში ქეთევანს, კიდევ კარგი ჩემი ბიოლოგიური შვილი არ ხარო? რომ გარდაცვლილი ქმრისთვის და ტაბითას ნამდვილი დედისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა?
ეს რა ხდებოდა მის თავს?
ვერც წარმოიდგენდა, თუ ოდესმე მსგავსი რამესთან მოუხდებოდა გამკლავება. ვერც იმას იფიქრებდა, რომ ადამიანი, რომელიც ამ წლების განმავლობაში თავისი ნამდვილი მშობელი ეგონა, რეალურად დედინაცვალი აღმოჩნდებოდა.
იმდენად ეწყინა, ისეთი იმედგაცრუება იგრძნო, წამებში ჩამოეშალა მთელი თავისი ცხოვრება თვალწინ. მართლა ასტკივდა გული.
თვალებში დაუბნელდა ნერვიულობისგან და აკანკალებული ჩამოჯდა სკამზე. გაშტერებული უყურებდა თბილისის იმ ხედს, რომელიც ფანჯრიდან მოჩანდა.
თვალებსაც კი არ ახამხამებდა, იმდენად შოკირებული იყო წინანდელი შემთხვევით.
აზროვნების უნარი წაერთვა.
მხოლოდ ერთ მომენტში შეკრთა, როცა კარზე კაკუნის ხმა გაიგონა, მაგრამ აინუნშიაც კი არ ჩაუგდია.
აცრემლებულმა გადაიტანა მზერა მაგიდაზე დარჩენილ ჩაის ჭიქაზე, პურსა და თეფშზე დადებულ თაფლიან დანაზე.
ყელში სიბრაზე მოაწვა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და კვლავ აქვითინდა. მთელი სხეულით ტიროდა, გჯერათ? მხრები უცახცახებდა და ნიკაპიც უკანკალებდა.
ისევ გაისმა კაკუნი კარზე, მაგრამ არც კი განძრეულა ტაბითა. როგორღაც გააანალიზა ის ფაქტი, რომ ნუკა არ იქნებოდა, რადგან ჭყონია პირდაპირ შემოვიდოდა, ყველანაირი ცერემონიის გარეშე.
გაუხარდა კიდეც, რომ გოგონა არ მოვიდა. უფრო დარწმუნებულმა გადაიწია მაგიდის შუაგულისკენ და ბასრი საგანი დაუფიქრებლად გადაისვა ვენაზე, თანაც საგრძნობლად მწარედ და ღრმად.
ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა, ლამის გონება დაკარგა. სისხლმა შეხებისთანავე გაიკვლია გზა მაჯისკენ, შემდეგ ფერგადასულ ხელისგულზე, თითებზეც. და საბოლოოდ იატაკზე დაეწვეთა.
ტაბითას სუნთქვა გაუძნელდა. ვერც კი გაბედა ჭრილობისთვის შეხედვა.
დანას ხელი გაუშვა და ნივთიც ბლანტი სითხესავით იატაკისკენ დაეშვა და ხმაურით დავარდა.

ვერ ვიტყვი, რომ დიდხანს იჯდა ასე, მაგრამ მისთვის ეს ათი წუთი იმდენად გაიწელა, მთელ საუკუნედ მოეჩვენა. არადა არ იცლებოდა სისხლი მისი ვენიდან. თავბრუსხვევას გრძნობდა, მაგრამ არადა არ ითიშებოდა. იმ მომენტში კი უნდოდა, რომ მომკვდარიყო. არ ვიცი როგორ აგიხსნათ ის მდგომარეობა, რომელშიც ტაბითა იმყოფებოდა. ალბათ ბევრი, მის საქციელს გამართლებას ვერც უპოვით, მაგრამ ერთადერთი გზა, რასაც ხედავდა ვენის გადაჭრა აღმოჩნდა. მერე რატომღაც გულში ჩხვლეტა იგრძნო. ამ ჩხვლეტასთან ერთად დანაშაული და ეგოისტობაც. კანკალით დაიჭირა დაუზიანებელი ხელისგული მაჯაზე და ასე ეცადა სისხლდენის შეჩერებას.
ბარბაცით წამოდგა, რათა როგორმე გასასვლელმადე მიეღწია. უკვე იმდენად დასუსტებული იყო, სახელურს ვერც ჩამოსწევდა. არ ჰქონდა ამდენი ძალა, მაგრამ მიახლოებისას კარი ოდნავ შეხსნილი დახვდა, ან უკვე ეჩვენებოდა ეს ყოველივე. თითების კანკალით გამოხსნა და როგორც კი სადარბაზოში გავიდა, კიბეებზე ერთი ნაბიჯიც არ ჰქონდა ჩადგმული, რომ გონება დაკარგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent