შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის პეპელა (თავი 5)


17-10-2020, 19:39
ნანახია 1 114

-თვალები მატყუებს ბო**შვილი ვიყო!სერიოზულად ტო?!
-კააი ნუ აზვიადებ ვაჩე(ნანკა)
-ღადაობ?რა ვაზვიადებ,მე ამათ შორის ყველაზე დასტოინი მგონიხარ და რეები ჩაატარე!
-ძმაო რამდენჯერ გითხრა,წიგნს ყდით ნუ შეაფასებ თქო(ლუკა)
-რა ქნაასს არ იცის მაგან შეფასებები და ამბები როცა საქმე ისეთ ფენომენზე მიდგება როგორიც ადამიანია(ქეთა)
-აუ შენ ძაან ნერვებზე უკრავ ქეთინო
-ჯერ ერთი არ ვუკრავ მე არაფერზე სმენა არ მაქვს და მეორეც ქეთინო არა ქეთა
-აუ მაგრად ვღადაობთ თქვენ დუეტზე მეგობრებო მაგრამ იქნებ ქალბატონ ნანკას მოვუსმინოთ,რას ითხოვს მას შემდეგ რაც გამარჯვებულის გვირგვინი დაიდგა თავზე(ანი)
-აუ აზრზე არ ვარ,მაგაზე არ მიფიქრია(ნანკა)
-ხო ვამბობ,ისე მოგვიგო რო წარბი კიარა ტვინის ნაოჭიც არ შეუხრია რო იმაზე მაინც ეფიქრა რას გაგვაკეთებინებდა
-შენ ნუ ხარ დაბოღმილი(ქეთა)
-აუ ეს მომაშორეთ
-მე ვიცი რასაც ვიზამთ!შეიძლება ნანკას იდეა მივაწოდო?(ანი)
-ნუუ რას ვიზამთ თუ თვითონ დაგთანხმდება?..(ვაჩე)
-მიდი აბა გისმენ
-მოკლედ,ჩვენს ბინასთან ახლოს,დაახლოებით ერთ კვეთაში ტკბილეულის მაღაზიაა გურმანებისთვის.ბიჭი რომ ვიყო ვიტყოდი ძაან თე***ი რაღაცეები იჩითება ბო**იშვილი ვიყოთქო მაგრამ გოგო ვარ ამიტომ უბრალოდ ძალიან იშვიათი და გემრიელი ფაჩი-ფუჩებია მახიანად დაყრილი.
-როგორ გინდა ახლა ამაზე რეაქცია არ გქონდეს (ლუკა)
-ბიჭი რომ ვიყოო წინ თავსართი ყველაფერს ცვლის ბრაწიკ(ვაჩე)
-ეხხ..
-თუ შეიძლება რა...
ხოდა აი სულ მიჩნდებოდა კითხვა რატო არ იდგა მაგ მაღაზიასთან სახანძრო მანქანა...(ანი)
-რა შუაში იყო ახლა ეს
-ახლავე ვსთქვამ,უბრალოდ მაგ დაწესებულებას შოკოლადებიანად ცეცხლი უკიდია ისეთი ფასებია და ძაან მაყუთა ტიპშები იჩითებიან ხოლმე მაგის გამო,
ხოდა პირდაპირ საქმეზე გადავალ.
მოვიპაროთ.


სიცილი

ირონია

-კაი იყო კი,მართლა რა იდეაზე ამბობდი???(ლუკა)
-იდეა უკვე დავასახელე.
-ღადაობ ხო?
-აჰმ,არა.
-მართლა არ ღადაობს ბიჭო
-მამენტ იდეაში მაგარი ღადაობა იქნება,ისეთი რა მოგონებად რო დაგრჩება(ვაჩე)
-ბიჯო შენ ხოარ გაუტიე,ბლომად გვაქვს ჩვენ ისედაც ეგეთი "მოგონებები",ანისთან ერთად მაკლია ახლა
-უკაცრავად მაგრამ ჩვენც აქ ვართ(ქეთა)
-ხო,ვიცი
-ხო,კაია,მე მომწონს იდეა თანახმა ვარ,ისედაც სულ მინდოდა ნამცხვრების მაღაზიის გატეხვა და ყველაფრის შეჭმა,ესეც რაღაც მსგავსია.
-აჰჰ,გასაგებია.
გიჟები არიან გეფიცები
-რავი აბა მე თანახმა ვარ მაინც არ ვმონაწილეობ და..(ნანკა)
-ეს ნახე ერთი(ვაჩე)
-ჰე აბა?
-კაიფში ხართ მე ვიყო შკაფი
-კარადა ჩემო ძმაოოო, ჟარგონებით ნუ საუბრობ ბაბუ
-შენ კიდე თბილისური კილოთი ჭკუის კოლოფო
-ანუ მივდივართ
-ლიას მოსვლამდე ყველაფერი ნა სვაიომ მესტაზე უნდა იყოს და მათ შორის ჩვენც ისე,სასხვათაშორისოდ და დალშე წავედით აბა.(ლუკა)

მოკლედ ასე მოხდა.
მაღაზიასთან მივიდნენ,მხოლოდ ერთი ქუჩაღა აშორებდათ და მაშინ დასვა კითხვა ლუკამ თუ როგორ უნდა მოეპარათ თუმცა ანის აზრით ექსპრომტად ყველაფერი გაცილებით უფრო მეტ ადრენალინის შეგრძნებას გამოიწვევდა ასე რომ მხოლოდ და მხოლოდ ის იცოდნენ რომ ნანკა გარეთ იდგებოდა და შეატყობინებდა დაცვის პოლიციას თუ შენიშნავდა ახლო მახლოში.
მაღაზიისკენ დაიძრნენ,ჯერ მხოლოდ ანი და ლუკა შევიდნენ და ორი კონსულტანტის ყურადღება მიიქციეს,დარჩენილი ერთი კი ვაჩეს და ქეთას მიანდეს.
თან ათასნაირი კითხვის დასმასთან ერთად ამოწმებდნენ რამდენი კამერა იყო და კონკრეტულად სად.
მაღაზიაში ერთი კამერა ეყენა მისი ფართის სიმცირის გამო და ერთიც გარეთ,თუმცა რაღაც ისე ვერ იყო,როგორც უნდა ყოფილიყო.
უცებ მაღაზიასთან მანქანა გაჩერდა და ოიჰ.


^^^^^^^^
15 წუთის შემდეგ..
-მე..ბოდიშს გიხდი.მგონი ზედმეტი მომივიდა,არა მგონი არა,აშკარად ზედმეტი მომივიდა მაგრამ უბრალოდ როლში შევიჭერი და ეს ადრენალინი,რომელიც მაწვებოდა და...შენ,მმ,აღარ დამელაპარაკები?
-17 წლის გოგოაო იტყვით რომ შეხედავთ და ნაკლების შთაბეჭდილებას არც დაგიტოვებთ,თუმცა იმ მომენტში ისეთი ბავშვური იყო.იცოდა რომ მის ქმედებაში და სიტყვებში არაფერი იყო რაიმე ისეთი მწვავე თუმცა ხვდებოდა რომ ზუსტად იქ მოარტყა საითაც ქარს ყველაზე მეტი მტვერი მიჰქონდა,მტკივნეული,ბინძური მტვერი.
-ყოველთვის ასე ხდება ხოლმე,როცა თავს ვაძლევ უფლებას ბოლომდე მივიღო სიამოვნება საქმით,რომელსაც ვაკეთებ.
ეს თქვა და ლოყები აუწითლდა,თვალებში ნამი ჩაუდგა და საკუთარ თავზე გაჯავრებულმა მაღლა მფრინავი,დიდი თეთრი ფრთების ცქერა დაიწყო.
-ვაჩემ გახედა და ძლივს შესამჩნევად გაეღიმა.
-შენ არაფერ შუაში ხარ ქეთა.ვერ იდგები იმ ლიანდაგის შუაში,რომელიც უკვე დიდი ხანია მიტოვებულია,შეუძლებელია.
-იცი?
-ჰმ?
-რაც მახსოვს,ბავშვობიდან მოყოლებული,ჩემი წაქცევების და მარცხების მიზეზი ყოველთვის ან საჭმელი და მასზე გადატანილი მთელი ყურადღებაა,რის გამოც ორიენტირების უნარს ვკარგავდი ან ის რომ ყოველთვის,ყოველთვის მაღლა ვიხედები.
-ანუ?
-ცას ვუყურებ,აი ასე,ერთხელაც თვითმფრინავი ძალიან ახლოს იყო და ჩემი აღტაცება უფრო და უფრო იზრდებოდა,მას მივსდევდი დედამიწიდან ჰაერში,თითქოს იმის დაჭერას შევძლებდი რისი დაჭერაც შეუძლებელია,მითუმეტეს 5 წლის ბავშვისთვის.
-მერე?რა მოხდა წაიქეცი?
-ხო.ძალიან ძალიან მაგრად წავიქეცი,ისე რომ მუხლები ავიტყავე..ისე მტკიოდა,იოგები ლამის ხელით დავიჭირე,მაგრამ..
-მაგრამ?
-შემდეგ, უცებ ჰაერში აღმოვჩნდი,
ძლიერ მკლავებს ვეჭირე.მამაჩემის მკლავებს,ის იცინოდა და ამბობდა გაფრინდი ჩემო გოგო,გაფრინდი და შენი ლამაზი ღიმილით ვარდისფერი კვალი დატოვე უკან.
მე ხელები გავშალე და სიცილი დავიწყე.ტკივილს არ გაუვლია,მუხლები ისევ ძალიან მტკიოდა მაგრამ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო რომ იმ მომენტში ბედნიერი ვიყავი მამაჩემთან ერთად.
-ლამაზი ისტო..
უეცრად მკლავში ხელი ჩაავლო და მთელი ძალით ჩაიკრა გულში მასზე ორი თავით მაღალი ბიჭი
-შეკრთა,საერთოდ არ ელოდა მსგავს ქმედებას,ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა რა მოხდა,რომ ყურში ჩასჩურჩულა მაჭავარიანმა
-არ ვიცი რა მოხდა წარსულში,არც ის ვიცი რამდენად გტკივა ახლა,მაგრამ გპირდები ჩვენს თავზე აუცილებლად გადაიფრენს თვითმფრინავი და ჩვენ გავფრინდებით,გავფრინდებით იქ სადაც მტვერია და უკან ვარდისფერ კვალს დავტოვებთ.
-თითქოს მიზნად დაისახა ამ გოგომ ვაჩეს ცხოვრებაში შეჭრა და მისი ტკივილის გაზიარება.
-ჩამოშორდა და გზა გააგრძელა,ისე თითქოს არც არაფერი.
ვაჩე კი იდგა გახევებული და თავის განწყობას აკვირდებოდა.ადრე როცა ამდენად ღრმად იჭრებოდა მასში წარსული მოგონებების ღვარძლი,საათები,დღეები,
კვირები სჭირდებოდა იმისთვის რომ თავის თავს დაბრუნებოდა,ახლა კი შავად ჩანისლული ცა გადაიხსნა და ისეთი სისწრაფით ჩამოიმსხვრნენ ძირს იქ იმდენ ხანს შეკავებული მზის სხივები რომ ტკივილიც კი იგრძნო ფიზიკურად.იქვე მქროლავ სუსხიან ქარს თითქოს სითბომ გააწნა სილა და ახლა განრისხებული დაიძრა გოგონასკენ,რომელმაც მისი მტკივნეული სიმშვიდე დაარღვია,გზად ყველაფერი წაიღო,ფილები აყარა და როცა უნდა მოეთხოვა პასუხი უცნობისთვის,რომელიც 2 წუთში თითქოს ნაცნობად იქცა უბრალოდ შეჩერდა,რადგან მისი თმა შეირხა,ნელა შემოტრიალდა და ყურებამდე ღიმილით დაიყვირა
-ქაშანიაა ისეთიი აფსუუსს აფსუსს
-რა უცნაურია,სიტყვა აპობს დროს და სივრცეს.
-რაარის?
-ქაშანი ანუ ბებო ამბობდა ასე,ქარიანი თქეში,მსხვილი წვიმა.
შენ რა არ გიგრძვნია უეცრად ქარი რომ ამოვარდა?გეგონება ჰაერის უჯრედებიდან გამოჟონა უცებ ტორნადოსავით
-ქარი...ტორნადო...ქაშანი...
-ხო
-აჰამ,კი.
-მართალი ხარ
-დიახ,ვიცი
-კარგია
-რა
-ვიგულისხმე კარგია რომ იცი
-ამ,რათქმაუნდა.


^^^^
რამდენმა ახალგაზრდამ იგრძნო ერთ ჩვეულებრივ დღეს წვიმა?
ალბათ ბევრმა,საკმარისად ბევრმა იმიტომ რომ რაც უნდა იყოს ხანდახან ადამიანის ყველაზე ხრიოკ და უკაცრიელ ნაწილს გონება უნათდება და გვალვისგან დასნეულებულ მიწას წვიმის მადლით რწყავს,სურვილი უჩნდება თავი დააღწიოს ყელამდე ეგზისტენციალურ მდგომარეობას და აქ კი ამ ერთ არც თუ ისე გრძელ ქუჩაზე ახალგაზრდების დაჯგუფებას მოეყარა თავი,რომლებიც სულაც არ განიცდიდნენ თავიანთი ცხოვრების აზრიანობის კრიზისს თუმცა ეს იმას ჰგავს თითქოს ზაფხულის 40 გრადუს სიცხეში მოსულ თავსხმა გამაგრილებელ წვიმას ყველა ბედნიერი თუ უბედური გახსნილი ბაგეებით ეგებებოდეს.
ყველას თავისი ბედნიერების წვეთი ეცემოდა თავს,ერთ მხარეს და-ძმა მორბოდა შოკოლადებით დატვირთული და არ უფრთხოდნენ ახლადგამოჩეკილი უზარმაზარი გუბეების სულისკვეთებით შენგრევას,მეორე მხარეს გოგო და ბიჭი მოდიოდა,რომლებიც თითქოს წამის მეასედში იმაზე უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან ვიდრე შუქნიშანზე წითელი და მწვანე ფერები.იქნებ სწორედაც რომ მათ განასახიერებდნენ,ერთმანეთს ელოდნენ,როგორც ორი რაება შეჩერება და წინსვლა.ერთისთვის გზა ყოველთვის ხსნილია და ამ ულევ გზაზე ვერ იპოვა თავშესაფარი,მეორე კი თითქოს ერთ ადგილას ჩაიკეტა და ელოდება რაღაცას,რაღაცას რაც მიანიშნებს,რომ საკმარისია ამდენი ცდა და დროა მუხრუჭები აუშვას.გზის შუაში კი ღია წაბლისფერი თმით გოგონა დგას და ამაყობს იმით რომ რასაც ხედავს მისი ცხოვრების ნაწილს შეადგენს.ამაყობს,რომ წვიმის წინაშე იმ მომენტში როგორც იქნა უშიშრად შეუძლია დგომა იმიტომ რომ ვეღარ ჩამორეცხავს იგი მის შიშებს,რადგან აღარ არსებობს შიში.
წვიმა ქარიშხალთან ერთად სიმფონიას უკრავს და ნაზად ეამბორება ქვაფენილზე მდგარ მოცეკვავეს.გრაციოზულობას მხოლოდ დიდი თეატრის სცენაზე ვერ იხილავთ ბალერინისგან.მას თავაწყვეტილ ქაშანში იხილავთ რომლის ცენტრშიც მისი წყარო,მშვიდი მოძრაობებით სისხლს უკიაფებს ვინმეს და ვინმეს ძარღვებში.
ნანკა წერეთელი ამდენი წლის შემდეგ კვლავ ცეკვავდა და იქ მყოფთაგან ყველაზე მეტად განა მის თვალში ნამჩამდგარ მეგობრებს აკვირვებდა?
აუგი იქნება იმ სიტყვის თქმა რომ ყველაზე დიდი ემოცია ახლა ანის და ქეთას ეძალებოდათ ნანკას ამ ფორმაში ხილვისას,იმიტომ რომ ზოგჯერ ბედის მწერელი ონავრობს და ბინოკლს მას აწვდის ვინც ახლოდან ვერ შესცქერის თუმცაღა ქუჩის მიყრუებული კუთხიდან..ეხხ ქუჩის მიყრუებული კუთხიდან.
ქოლგებსა და თავზე პალტოგადაფარებულ ადამიანთა ხროვას,რომელსაც აქამდე ვერანაირი მიწიერი ძალა ვერ შეაჩერებდათ,თითქოს ფუნდამენტი დაუშალეს და ახლა უნარწართმეულები ერთ ნაბიჯსაც ვეღარ დგამდნენ და უცქერდნენ ტანზე ტანსაცმელ შემოტმასნილ ბალერინას,რომელიც ნაბიჯებს სულიდან დგამდა დედამიწამდე და მათ შორის მანძილში ფრინავდა ფრთებ გაშლილი.
ვიდეოს არავინ იღებდა მხოლოდ უყურებდნენ და ტკბებოდნენ.განა ყოველთვის ხდება რომ ლამაზი ახალგაზრდა ასათიანის შუაგულ ქუჩაზე ბალეტს ცეკვავდეს და თან გრაციოზულად.
დედა-შვილიც იდგა უკვე შეზარხოშებულად აკანკალებული,ისინიც უყურებდნენ წერეთლის გოგოს სანამ გოგონამაც არ გადაწყვიტა ცეკვა.
მას ერქვა ნინელი.უბრალოდ ნინელი კიარა ის ლუკას ნინელი იყო,სწორედ იმ ლუკასი თვალებგაბრწყინებული რომ უყურებდა თავის პირად საოცრებას.
იცით რამდენი გრძნობა ირეოდა ჰაერში?ძალიან დამძიმდა ატმოსფერო,იმდენად რომ წვიმა შეწყდა.
-ჰეი,სასიამოვნო იყო შენთან ერთად ცეკვა..ცოტა ხნით მაინც
-გაკვირვებული დავრჩი საყვარელო,ნამდვილად არ ველოდი რომ ვინმე ჩემსავით გაგიჟდებოდა ამ თავსხმა წვიმაში
გაეცინა ნანკას
-ნინელი
-ნანკა,ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა
-ნინელი დედა საბოლოოდ გადაირიე მემგონი,გასულ თვეს ფილტვების ანთება გადაიტანე და ახლა ამას აკეთებ?სწრაფად მოდი პალტო ჩაიცვი.
-მოვდივარ დე
-მოდი მოდი მაღაზიაში ჩავიდეთ და პროდუქტები ვიყიდოთ
-დედა აქ?ჩვენს სახლამდე კიდევ ორი კვეთაა
-მერე რა ნახე ახალი ბოსტნეული მოაქვთ აქ შევიძინოთ
-ხო კარგი რა გაეწყობა
ქალმა სანდომიანად გაუღიმა ნანკას და მაღაზიისკენ დაიძრა
-ღმერთმანი ნანკაა ეს რა იყოოო(ქეთა)
-არც კი ვიცი რა ვთქვა
-მოდი აქ მეგობარო(ანი)
-სენტიმენტალური ჩახუტებები ინ ექშეენნ(ქეთა)
-სიგიჟეა ეს დღე გეფიცებით(ნანკა)
-აუუ არ თქვაა
-მოიცა ისინი რაზე ლაპარაკობენ იქ?
უცებ თვალი გაექცათ მოშორებით მდგომი ვაჩესა და ლუკასკენ
-ვაჩეს რამე სჭირს?(ნანკა)
-არა არ მგონია,ქეთა გზაში რამე მოხდა?(ანი)
-არა..არ ვიცი
-ერთად არ წამოხვედით გოგო?
-ოო მერავიცი მაგის თავში რა ხდება უფფ შემეკითხა ახლა მეც
რენდგენის აპარატს ვგავარ?!
-კაი ნუ გაუტიე უბრალოდ გკითხე
-კაი

-ლამაზები იყვნენ ხო?(ვაჩე)
-რ..რა ა ვაჩე შენ აქ ხარ?(ლუკა)
-რა გჭირს
-ვაჩე ნინელია ეს,ის გოგო რო გიყვებოდი
-ვაჰ,ძმაო როგორც ჩანს ორივეს ბალერინა შეგვყვარებია
-ვაჩე...
-ეს სახე..გეფიცები სულ თავში მაქვს,მუდამ ვხედავ და რატომაა რატომაა ასე რომ არ შემიძლია შევეხო მას.ახლაც ცეკვავდა გესმის?აი ამ ქუჩაზე ცეკვავდა
-ასე არ შეიძლება ძმაო,ხომ იცი რომ გონება არ უნდა დაკარგო
-ვიცი ლუკა ვიცი,მაგრამ ისე მინდა,ისე მინდა გულში ჩავიკრა
-ლუკა გოგონებთან ერთად ბინაში ადი და ცოტა ხნით ნანკას მოერიდე.მე მაღაზიაში ჩავალ და ამოვალ
-შენ იცი აბა
ძმაკაცს გაეკრიჭა ვაჩე და სახეზე ნიღაბი მოირგო
-აბა გოგოებო გავზქურეთ სახლისკენ,ლუკაც მალე შემოგვიერთდება
-სად მიდის?(ანი)
-მაღაზიაში ჩავა ჩიფსებს იყიდის
-ოო ჩიფსები რად გვინდა ეს შოკოლადები რისთვის მოვიპარეეთ(ქეთა)
-ჩშშ შენს ლამაზ ცხვირს ყველგან ნუ ჰყოფ ალქაჯო თორემ მეშინია გზაზე არ დამხვდეს და ფეხი არ წამოვიკრა
-შენი იუმორის გრძნობა პირდაპირ ქელეხის მუსიკაზე ცეკვავს ნაკაშიძე(ქეთა)
-აჰაჰაჰ არც შენ აკლებ

მოკლედ სანამ ესენი ლაპარაკობდნენ მანამდე ახვლედიანის ძე მაღაზიის კიბეებზე შეყოვნებული ფიქრობდა ღირდა თუ არა იმის გაკეთება რასაც აპირებდა.
შესასვლელში მაცივართან ნინელი იდგა და გაზიან სასმელს არჩევდა უცებ რომ მსუბუქი ყვირილი შემოესმა
-ამის დედაც...ახხ
-უკაცრავად კარგად ხართ?
-მე...მგონი კოჭი ვიღრძე, შეგიძლიათ დამეხმაროთ წამოდგომაში?თორემ ასე საერთოდ ვერ ვახერხებ ისე მტკივა
უცნობს თავი ჩახრილი ჰქონდა და სველ კაფელზე ჩაკეცილიყო
-ახლავე,ერთი წუთით
გოგონა მიუახლოვდა და ის ის იყო უკვე თითქმის წელში გაასწორა უცნობი რომ უცებ ბიჭმა თავი ასწია,მხრებში სწვდა და ტუჩებზე დააცხრა.
ნეტავ იცოდეთ გოგონას რა დაემართა.უბრალოდ შეუძლებელია სწორი სიტყვის მოძებნა.
იმდენად იყო განცვიფრებული რომ გახევებული იდგა,სანამ ბიჭი არ მოშორდა.
-შენ...შენ..ეს..მოიცა შეენნ???!!
-ხომ გითხარი,მეორედაც თუ შეგხვდი ბედია და იცოდე მეთქი
-რა..არანორმალური ხარ?!მანიაკი?!რა ჯანდაბა გინდა ან ეს რა იყ..
-ნინელი
-დედაა??
-ვინ არის ეს ყმაწვილი?
-რამდენი ხანია რაც აქ დგახარ?
-იმდენი რამდენსაც ალბათ არ ვისურვებდი.
-მე..
-გამარჯობა,მე ნინელის შეყვარებული ვარ.სინამდვილეში მეგონა ამის შესახებ უკვე იცოდით.
-ნინელი საყვარელო აკი მითხარი დედაჩემმა იცისო?



№1  offline წევრი EllaTriss

გამარჯობა. ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ კომენტარს არავინ გიტოვებდა.
გადავხედე. კარგია. მაგრამ.. არვიცი აი რაღაც 'მშრალი' მეჩვენება. ვფიქრობ, პირველ თავში გაცილებით კარგად გქონდა ყველაფერი აღწერილი. იცი როგორ არის? აი რომ იტყვიან მარილი აკლიაო. პერსონაჟების გრძნობებზე მეტი იმუშავე. ეცადე, წერისას მათი ტკივილი და სიხარული განიცადო და შემდეგ დაწერო.
სასვენი ნიშნები აკლია რამდენიმეგან, თუმცა ვფიქრობ გაგეპარა, რადგან სხვა ადგილებში მეტ-ნაკლებად კარგად გაქვს დასმული.
და ჰოო.. მთავარი. რაც ყველაზე მეტად არმომწონს არც მე და დარწმუნებულივარ არც მკითხველს.
როცა დიალოგს წერ, საჭირო არ არის ფრჩხილებში მიუთითო ამას ვინ ამბობს, რადგან თუ შესაბამისად აღწერ, მკითხველი ისედაც მიხვდება ამ სიტყვების ავტორს.
ან შეგიძლია, სულ სხვაგვარად დაწერო. აი მაგალითად:
"- სად მიდის?" - თვალი გააყოლა ანიმ
და არა (ანი)
"-ოო, ჩიფსები რად გვინდა ეს შოკოლადები რისთვის მოვიპარეეთ" -უცებ მოეშალა ნერვები ქეთას
და არა (ქეთა)

იმედია ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
კარგია ის, რომ შეფასებების და მკითხველის არ ყოლის მიუხედავად წერას მაინც აგრძელებ, რადგან ეს ხაზს უსვამს იმას, როგორ გიყვარს წერა.
მეტი ეცადე და მერწმუნე უკეთესი გამოგივა.
წარმატებები ❤

 


EllaTriss
გამარჯობა. ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ კომენტარს არავინ გიტოვებდა.
გადავხედე. კარგია. მაგრამ.. არვიცი აი რაღაც 'მშრალი' მეჩვენება. ვფიქრობ, პირველ თავში გაცილებით კარგად გქონდა ყველაფერი აღწერილი. იცი როგორ არის? აი რომ იტყვიან მარილი აკლიაო. პერსონაჟების გრძნობებზე მეტი იმუშავე. ეცადე, წერისას მათი ტკივილი და სიხარული განიცადო და შემდეგ დაწერო.
სასვენი ნიშნები აკლია რამდენიმეგან, თუმცა ვფიქრობ გაგეპარა, რადგან სხვა ადგილებში მეტ-ნაკლებად კარგად გაქვს დასმული.
და ჰოო.. მთავარი. რაც ყველაზე მეტად არმომწონს არც მე და დარწმუნებულივარ არც მკითხველს.
როცა დიალოგს წერ, საჭირო არ არის ფრჩხილებში მიუთითო ამას ვინ ამბობს, რადგან თუ შესაბამისად აღწერ, მკითხველი ისედაც მიხვდება ამ სიტყვების ავტორს.
ან შეგიძლია, სულ სხვაგვარად დაწერო. აი მაგალითად:
"- სად მიდის?" - თვალი გააყოლა ანიმ
და არა (ანი)
"-ოო, ჩიფსები რად გვინდა ეს შოკოლადები რისთვის მოვიპარეეთ" -უცებ მოეშალა ნერვები ქეთას
და არა (ქეთა)

იმედია ხვდები, რასაც ვგულისხმობ.
კარგია ის, რომ შეფასებების და მკითხველის არ ყოლის მიუხედავად წერას მაინც აგრძელებ, რადგან ეს ხაზს უსვამს იმას, როგორ გიყვარს წერა.
მეტი ეცადე და მერწმუნე უკეთესი გამოგივა.
წარმატებები ❤



მადლობა შეფასებისთვის????ბევრს ნიშნავს,შევეცდები გავითვალისწინო შეცდომები შემდეგისთვის✨

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს წარმატებები ????????????????

 


სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია ვიმხიარულე ველოდები ახალ თავს წარმატებები ????????????????


ძალიან დიდი მადლობა♥️შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავი????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent