შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი22)


20-10-2020, 09:40
ავტორი naattii
ნანახია 2 085

კიდევ ორი დღე მოუწიათ მოეცადათ, გიორგი მომენტებში ფხიზლდებოდა და რამდენიმე წამში ისევ ითიშებოდა, ისე იყო გაბრუებული წესიერად სხეულის ვერცერთ ნაწილს ვერ გრძნობდა. ორი დღის შემდეგ უკვე დამშვიდებულმა გაახილა თვალი და აშკარად შეცვლილი ნათია დაინახა. იმ გოგოსგან აღარაფერი დარჩენილიყო, ახლა ზემოდან სრულიად უცნობი დაჰყურებდა, წონაში მოკლებული, თვალებ ამოშავებული, სახეზე ოდნავადაც კი აღარ შერჩენოდა ის ბედნიერი გამომეტყველება და ღიმილი გიორგის რომ უყვარდა.
-მაპატიე_მოწყენილი სახით ახედა გოგოს და დაინახა როგორ შეკრა წარბები.
-ბოდიშს რისთვის მიხდი? ძლივს გაიღვიძე და ეგ ნამდვილად არაა ის, რისი მოსმენაც მინდა. შეგიძლია ცადო და მომეფერო მაინც_მოჩვენებითი სიმშვიდით შეთავაზა და თითქოს ჩუმად დააკვირდა როგორ გაამოძრავებდა ბიჭი ხელს.
-ნუ ნერვიულობ, ხელებს ჯერ კიდევ ვგრძნობ_გაეღიმა ბიჭს და მარჯვენათი სახეზე ჩამოუსვა ხელი, წამში შეეცვალა მზერა და შუბლშეკრულმა დახედა გაშეშებულად ჩავარდნილ მარცხენას.
-კარგად ხარ?_შეშინებული ჩანდა ნათიაც.
-მგონი დროა ექიმს დაუძახოთ.
რამდენიმე წუთში მოვიდა ექიმი ექთანთან ერთად და რაღაც წვრილ თავიანი რკინის კალამი შემოიტანა. მორჩილად ელოდა გიორგი შემოწმების დასრულებას, ყველაზე დიდი შვებით მაშინ ამოისუნთქა ფეხზე გადატარების დროს ტკივილი რომ იგრძნო. იმის გაფიქრება, რომ ინვალიდად დარჩენა მოუწევდა და ეტლით მოძრაობა, ზედმეტად რთული იყო. სამაგიეროდ ხელმა უღალატა, წამითაც კი ვერ იგრძნო გადატარებული იარაღი ზედ და მართლაც მთელი ძალით ეცადა პატარა ბავშვივით არ ატირებულიყო.
-გთხოვ ყველაფერი კარგად იქნება_მაშინვე მიეხუტა ნათია როგორც კი მიხვდა.
-როგორ დაგღალე, რას დაემსგავსე ჩემ გამო, საჭმელი როდის ჭამე საერთოდ ბოლოს? ან ძილი თუ გახსოვს საერთოდ რა არი? ნათია, ასე არ შეიძლება, მე კარგად ვარ, გთხოვ უბრალოდ სასტუმროში წადი და დაისვენე.
-ჩემი სასტუმრო აქაა_დივნისკენ გაახედა ბიჭს და წამში გაუფართოვა თვალები.
-შენ რა აქ გძინავს?
-აბა სად წავიდოდი_მხრები აიჩეჩა გოგომ.
-საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გიყვარვარ და მივლი, მაგრამ ფაქტია სარკეში არ ჩაგიხედავს, გთხოვ უბრალოდ წადი, სადმე ნომერი აიღე, ტელეფონო გამორთე, ლოგინში შეწექი და სანამ არ გაგეღვიძება აქ მოსული არ გნახო, გთხოვ.
-შენ ხომ ენა არ იცი, იქნებ რამე დაგჭირდეს, არსადაც არ წავალ_თავი გადააქნია ნათიამ
-როგორმე მოფს*მა რომ დამჭირდება მიხვდებიან, მითუმეტეს რაღაც გამაკვეხეს, ასე რომ დიდი დიდი ვერცერთი ექთანი ვერ დავკერო, შენთვის უკეთესია_მხრები აიჩეჩა და წარბი აუწია უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო.
-შეგრცხვეს მაინც_თავი გადააქნია ნათიამ და გაუბედავად გაწია ხელი ჩანთისკენ. -დარწმუნებული ხარ?_კიდევ ერთხელ კითხა ბიჭს, თუმცა უკვე ეხუჭებოდა თვალები საწოლის წარმოდგენაზე.
-ისევე როგორც იმაში, რომ ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ_წამოიწია და უნდოდა ხელებით ახლოს მოეწია საყვარელი სახე რომ ეკოცნა, თუმცა მხოლოდ ოდნავ შეძლო მარჯვენა ხელი წამოეწია. მაშინვე მიხვდა ნათია და ისე მონატრებულად შეეხო საყვარელ ტუჩებს თითქოს პირველი იყ. გული იჯერა და ღიმილით მოიხურა პალატის კარი.
მხოლოდ ორი წუთი გაჰყვა გიორგის გამბედაობა, შემდეგ ისე წამოუვიდა ცრემლები თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს. ნელი მოძრაობით შეძლო საბანი მოეცილებინა და საკუთარ სხეულზე დახედვისას ღმუილივით ხმა აღმოხდა ყელიდან. თითქმის მთელი სხეულით ბინტში გახვეულიყო, 4 თუ ნაოპერაციები, აქედან ორი ჯერ კიდევ თითქოს ღია ქონდა, რადგან მასში დედგათ სისხლის შედედების შესამოწმებლად, ფეხის თითებს მხოლოდ მილიმეტრებით ამოძრავებდა, მარცხენა ხელი კი ძველებურად კუნძივით ეგდო საწოლზე. სამუშაო და ოცნებები გაახსენდა და ორმაგად ამოუჯდა გული, ამიერიდან ცალ ხელა იყო, ვეღარც ხელოსნად იმუშავებდა,ვერც საოცნებო არქიტექტორის პროფესიას მიიღებდა, ვერც ოჯახს არჩენდა სრულფასოვნად და ვერც შვილის დაკავებას შეძლებდა ხელში, ცალი ხელით? შარვლის ამოწევასაც კი ვერ შეძლებდა დახმარების გარეშე. და ნათია? უკვე როგორი დატანჯული ყავდა და ახლა რა? უნდა დაევალდებულებინა მთელი ცხოვრება ხეიბარი ქმრისთვის მოევლო? მისგან ამას ნამდვილად არ იმსახურებდა. მხოლოდ ერთი შემთხვევა და მთელი ცხოვრება, ოცნებები და მომავალი თავდაყირა დადგა. ვინ იცის კიდევ მისი მკურნალობისთვის რამდენი ვალი აქვთ დადებული, თუ არ იმუშავა ვინ დაეხმარება? ტირილმა ცოტა უშველა, თითქოს დარდი ცრემლებს გააყოლა, უფრო რეალურად შეაფასა მისი მდგომარეობა, რამდენიმე მომავლის ვარიანტი წარმოიდგინა გონებაში და დაფიქრდა როგორ შეეძლო ცხოვრების გაგრძელება, სწორედ ამ დროს მიხვდა, რომ საკუთარ ჯამრთელობაზე სრული ინფორმაცია არ ჰქონდა და უნდა ეცადა ნათიას გარეშე მოეგვარებინა, გოგოს შეიძლებოდა ნერვიულობის ასაცილებლად მისთვის რამე დაემალა. სიმწრით შეძლო ექთნის გამოძახების ღილაკამდე მიეღწია და რამდენიმე წალი დასჭირდა ძალების აღსადგენად რომ მიეჭირა ღილაკზე, აშკარა იყო ჯერ კიდევ ცუდად გრძნობდა თავს. საკმაოდ პუნქტუალურად გამოჩნდა კარებში ექთანი და მომლოდინე თვალებით გამოხედა პაციენტს.
მართლაც როგორ აკლდა თურმე ძილი და საწოლში ადამიანურად გასწორება. ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა გამოღვიძებული გემრიელად რომ გასწორდა საწოლში და გაეღიმა. წამსვე დახედა საათს და ფეთიანივით წამოფრინდა ფეხზე. უკვე მეორე დღის 12 საათი მოსულიყო და მაშინ როცა გიორგი იქ სულ მარტო იყო, მას არხეინად ეძინა. თმაც არ დაუვარცხნია ისე გადაიცვა სარაფანი და ჩანთით ხელში ქუჩაში გავარდა. 10 წუთიც და უკვე ფეხის ბაკუნით უცდიდა ლიფტის მოსვლას.
პალატაში ჩაძინებული დახვდა ბიჭი. გამოფხიზლება მასაც მოხდომოდა, სახედან ბინტი აეღოთ, ცოტა ფერი დაბრუნებოდა და მთავარია გონზე იყო.
-შეგიძლია შეწყვიტო შორიდან ჩემით ტკბობა და მომეხუტო_თვალის გაუხელად გაიღიმა და ნათიას რეაქციას დაელოდა. გოგოც სიცილით აუბობღდა საწოლზე და ფრთხილად მიეხუტა გვერდიდან.
-საშინლად მომენატრე
-უსაზიზღრესად.
-რომ ვერ გადამერჩინე მეც მოვკვდებოდი.
-ამას ნუ ამბობ საყვარელო._ზემოდან ჩამოხედა საყვარელ სახეს და ცალი ხელით ეცადა სახის კონტური მოეხატა. -ხვალ ოპერაცია მაქვს.
-რაა? რისი? მე არ ვიცოდი, არ უთქვამთ, რატომ არ ვიცი? რამე გაუარესდა?_წამში წამოხტა ფეხზე და აღელვებულმა გააგრძელა საუბარი.
-ნათი, დაჯექი მოდი, დაწყნარდი, მე ვუთხარი, გუშინ საღამოს ექიმთან ვისაუბრეთ და უნდა ცადოს. ფიქრობს, რომ პრობლემა ნერვშია და ეცდება ადგილზევე გააკეთოს რამე, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის ერთ კვირაში სახლში გაგვიშვებენ და რეაბილიტაციის კურს იქ გავივლი.
-დარწმუნებული ხარ? ისევ ნარკოზი იქ დაწოლა_ცრემლები აუკიავდა ნათიას თვალებში.
-საყვარელო, მე ხომ ვერაფერს ვგრძნობ, ოღონდ თუ ამდენ ტირილს გააგრძელებ და ჩემ გოგოს ძველებურად არ მიხედავ ვიჩხუბებთ_წარბები შეკრა მაშინვე.
-არის უფროსო_მოწყენილი დაეთანხმა ბიჭს და ბეჭზე მიეხუტა. -უი, რა დამავიწყდა, ყველაფერს მავიწყებ_ვითომ გაბრაზებულმა გადააქნია თავი და ტელეფონში დაიწყო რაღაცის ძებნა, რამდენიმე წუთში აპარატიდან ტკივილამდე ნაცნობი ხმა გაისმა.
-გიორგი, მომენატრე ძამიკო_მოწყენილი თვალებით იყურებოდა ნინია და შორიდან ეფერებოდა ძმას.
-გაბურძგნულო, როგორ გალამაზდი, რას გაჭმევს ჩემი სიძე ამდენის როგორ ჩაპუტკუნებულხარ_ღიმილით ეცადა დის გაწვალებას.
-გაპუტკუნება შენი სიძის ბრალი არაა_თვალები დახარა ნინიამ, -ნუ როგორ არ არის, მაგრამ პირდაპირი გაგებით არა, თუ პირიქით პირდაპირით რაღაც ამერია_ვითომ მართლაც დაფიქრდაო ისე გაეცინა.
-ვერ გავიგე_ახითხითებულ ნათიას შეავლო თვალი. ამ დროს ნინია წამოდგა და კამერის წინ გვერდულად დადგა.
-მალე უნდა გამოჯანმრთელდე ბიძია, მამიკოს მერე შენ უნდა დამიჭირო ხელში_მუცელზე ისმევდა ხელს ნინია და გაღიმებული, თვალებში აკიაფებული ცრემლებით უყურებდა გაოცებულ ძმას. მუცელი სულ არ ეტყობოდა, მხოლოდ ორი თვის იყო, მაგრამ თემატურად უნდოდა ასე ეთქვა.
-შენ .. მე.. ორსულად ხარ._ეკრანის მოფერებას ცდილობდა გიორგი თურქეთიდან და არაფრის დიდებით ანებებდა მარილიან ბურთულებს გადმოსვლას.
-ორსულად ვარ, და კიდევ ერთ, უდიდეს მიზეზს გაძლევ აქ ჯამრთელი ჩამოხვიდე და ფეხზე დასადგომად ყველაფერი გააკეთო. მპირდები?_მტკიცედ ჟღერდა ნინიას ხმა.
-გპირდები_ყურებამდე გაღიმებული უყურებდა ჯერ კიდევ მუცელს გიორგი და იმასაც კი ვერ მიხვდა როდის გათიშა ნინიამ.
-ბიძა გავხდები_ნათიას გადმოხედა მაშინვე.
-მე ბიცოლა, ვერ ვიტან ამსიტყვას, ასე მგონია 80 წლის ვარ_წაიბუზღუნა გოგომაც, თუმცა ბედნიერება ვერაფერმა წაუშალა სახედან.
-ხოდა პირველ რიგში ეგ უნდა ვასწავლო._ხითხითით გამოუყო ენა გაწითლებულ ნათიას და სიმწრით აიცილა ხელი.
-ოპერაციაზე დარწმუნებული ხარ?_ფრთხილად კითხა გადასამოწმებლად.
-რა თქმა უნდა, თუ ოდესმე რამე რუსული მისწავლია პლიუს ცალი ხელი და ფეხის თითები, ყველაფერი დავიხმარე რომ გაეგო რას ვთხოვდი_სიმწრის სიცილით გაეცინა ბიჭს. -ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს გამო გამოვლილი ტანჯვა ბედნიერებით დაგიბრუნო_ტუჩთან მიახლოებულმა ჩაჩურჩულა საცოლეს და მონატრებული ტუჩების გემოც წამში იგრძნო. მან მისი მეორე ნაწილი იპოვა და გაშვებას არასდროს აპირებდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო.იმედია ეს ოპერაციაც კარგად ჩაივლის და ჩვენი გიორგიც კარგად იქნება
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი OKI ME

წინა თავზე ამბობდი, მუზას რაღაც მოუვიდაო, ისაო, ესაო. არ ვიცი შენ მუზას რა დაემართა მაგრამ ფაწტი ერთია, ეს იყო უუკარგესი და უმაგრესი თავი. ❣️ თბილი, ტკბილი, სასიამოვნოდ წასაკითხი. ❤️

იმედი მაქვს გიორგი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება. ამ ბიჭს ისიც ეყოფა, რაც გამოარა და გადაიტანა ცხოვრებაში. ❣️ ნათია საუკეთესოა, ძლიერი და ერთგული გოგო. ❣️❤️

წარმატებები შენ და ახალ თავს ვერ წარმოიდგენ როგორ ველოდები ❤️❤️

 


№3  offline მოდერი naattii

La-Na
ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო.იმედია ეს ოპერაციაც კარგად ჩაივლის და ჩვენი გიორგიც კარგად იქნება

❤️❤️❤️❤️

Megioki
წინა თავზე ამბობდი, მუზას რაღაც მოუვიდაო, ისაო, ესაო. არ ვიცი შენ მუზას რა დაემართა მაგრამ ფაწტი ერთია, ეს იყო უუკარგესი და უმაგრესი თავი. ❣️ თბილი, ტკბილი, სასიამოვნოდ წასაკითხი. ❤️

იმედი მაქვს გიორგი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება. ამ ბიჭს ისიც ეყოფა, რაც გამოარა და გადაიტანა ცხოვრებაში. ❣️ ნათია საუკეთესოა, ძლიერი და ერთგული გოგო. ❣️❤️

წარმატებები შენ და ახალ თავს ვერ წარმოიდგენ როგორ ველოდები ❤️❤️

უღრმესი მადლობა ❤️ რაც შეეხება მუზას ვცდილობთ მოლაპარაკებას :D :D

 


მიყვარს ამათი მებრძოლი ხასიათი❤ არცერთი არ ნებდება და მჯერა მიზანს მიაღწევენ❤ ველოდები ოპერაციის შედეგს.

 


№5  offline წევრი ვიპნი

ძალიან გამახარა ბოლო სიტყვებმა,მიყვარს მებრძოლი ადამიანები.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა საინტერესო მაგრამ არ მეყო ცოტა იყო ისე მომწონს ეს წყვილი ამდენი ტანჯვა გამოიარეს და ერთხელ არ დაწყწუნებიათ ესაა სიყვარული ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????

 


№7 სტუმარი სტუმარი ანი

როდიის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent