შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალის ორი სახე (პირველი ნაწილი)


21-10-2020, 15:06
ავტორი toroo
ნანახია 989

სულ სხვა სამყარო რომ შეგვექმნა მე და შენ ერთად, ალბათ გავძლებდით შუაგულ ზღვაში, დამელოდებოდი როდის მოვცურავდი ამ ტალღებში ახლართული თმებით, მე კი მოულოდნელად შემოგახტებოდი ზურგიდან და შევიგრძნობდი დანამული ბეჭების სურნელს, შენს ბუნებრივ არომატს დავარმქმევდი სახელს და გავცურავდით ერთად უკიდეგანო წყალში, სადაც ჰორიზონტი არ ჩანს, ის მხოლოდ ჩვენს გონებაშია და მაშინ სრულდება, როდესაც იმ ქვეყნად ანგელოზები გავხდებით, მიყვარხარ აქაც და იქაც, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა, ახლა დავასრულებ წერას და დავუბრუნდები ყოველდღიურობას...


-ცალმხრივი სიყვარული არ არსებობსო? ის აკვიატებააო? -ვინ თქვა და მითუმეტეს ვინ დაასაბუთა? ვისაც უგრძვნია წამით მაინც რას ნიშნავს ვერ ეხებოდე იმას, რაც ასე ძალიან გიყვარს და ვერ შეიგრძნობდე ორმხრივ ტკბობას- ის ამას არ იტყოდა.
მე ვიცი რა არის ყოველ დილით დგებოდე, ასრულებდე რუტინულ საქმეს და ამავდროულად არ იყო ამ ქვეყანაზე, რადგან ყოველ დეტალში ის არის, რადგან ყოველ წამს მასზე ფიქრი თავზე შარავანდედივით გადგას, ის შენშია როგორც ნათელი და არასდროს სრულდება ეს წრე, ფიქრი, საქმე, ფიქრი და საქმე ერთდროულად. ხედავდე და ვერ ამბობდე აი რა არის ერთადერთი ცოცხლად სიკვდილი ამ მრგვალ დედამიწაზე.

ავტორი:
1996 წელს საგანელიძეებში ლამაზი ასული დაიბადა, საქართველოსთვის ბნელ დროს საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, მამა არჩილ საგანელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო მიმართულების დეკანი იყო, ხოლო, დედა ნინა ახმედოვი კი დიასახლისი, რომელიც თავისი კერძებით მთელს თბილისში იყო ცნობილი, ანასტასია მათი პირველი და ერთადერთი შვილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ანებივრებდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ, ეგოისტი და უზრდელი არ გამხდარა, პირიქით, პატივს სცემდა უფროსებს, ტრადიციებსა და კულტურას, სწორედ ამ სიყვარულმა გადააწყვეტინა ტურიზმის სფეროში ეცადა ბედი, მიუხედავად მამის დაჟინებული თხოვნისა მედიცინა არასდროს იზიდავდა და მოგზაურობის მოყვარულად რჩებოდა.
ანასტასია გარეგნულად მასისგან არ გამოირჩეოდა, მითუმეტეს მისი ჩაცმულობა არასდროს იყო მკვეთრი, თუმცა, კოხტად უხამებდა სხეულის ფორმებს ტანისსამოსს.
თხელი ფიგურა, საშუალო სიმაღლე და მუდამ შუაში გადაყოფილი წაბლისფერი თმები ბუნებრივ იერს აძლევდა, ის ქალურობას ასხივებდა, ლამაზად ამობურცული დამდგარი მკერდი და წვრილი წელი კი მასისგან გამოარჩევდა, თუმცა, ამის დემონსტრირებას ის არასდროს ახდენდა, პერანგები და დიდი სვიტრები უყვარდა, ვარდისფერი საშუალო ზომის ტუჩები, სწორი და პატარა ცხვირი და მუქი თაფლისფერი თვალები, ეს იყო ანასტასია, უბრალო, მაგრამ ამავე დროს გოგონა, რომელსაც მისი სინათლე ყველგან შეჰქონდა, ანასტასია უყვარდა ყველას და დიდ პატივს სცემდნენ მას და მის აზროვნებას, გოგონა არასდოროს გამოთქვამდა აზრს ისე, რომ თან არ დაეყოლებინა, რომ ის არ გამორიცხავდა სხვისი აზრის სისწორეს, თუმცა, არგუმენტირებუად დასაბუთებას ითხოვდა, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, მხოლოდ ბოლო კურსზე დაიწყო მუშაობა სტაჟიორად, იქ ერთი წელი გაატარა და აი უკვე მეორე წელია, რაც ერთ-ერთ საშუალო დონის ტურისტულ სააგენტოში მუშაობს, უკვე ორჯერ იყო მივლინებაში წასული და ბავშვივით უხაროდა, ყველა ქვეყნის კულტურა აინტერესებდა, ცდილობდა ტელეფონი არ გამოეყენებინა და სულ რუქით დადიოდა, წიგნებს კითხულობდა ლამაზ და მშვიდ ადგილებში, დილით ყავას მიირთმევდა ტერასაზე, თავს ისე კომფორტულად გრძნობდა მზგავს სიტუაციებში, როგორც არასდროს.
ამჯერად ბერლინიდან ბრუნდებოდა, როდესაც ქართული საუბარი მოესმა შუა აეროპორტში, პატრიოტიზმი რომ კოსმოპოლიტიზმზე ძლიერია ეს ცხადია და ანასტასიას ყურსაც არ გამორჩენია ნაცნობი ბგერები, თვალებით უცებ მოძებნა მშობლიური ადამიანები და მზერა გაუშეშდა, მის გვერდით ახალგაზრდა წყვილი იდგა, გოგონაში მალევე ამოიცნო საკუთარი კლასელი, თუმცა, ეს გაურკვეველი სიხარული მალე სევდამ ჩაუნაცვლა, როდესაც ქალის გვერდით მამაკაცი შეამჩნია, არასდროს სჯეროდა ანასტასიას, რომ ასე არსებობდა, ყოველთვის სისულელე ეგონა ფრაზა, რომ სიყვარული ერთი ნახვით შეიძლება მოვიდეს, თითქოს მისი მეორე ნაწილი დაინახა და უკვე ვერ იტანდა მათ ერთმანეთში გადახლართულ ხელებს, პირველად იგრძნო ძლიერი შური, მიუხედავად იმისა რომ კაცი იღიმოდა, მის შავ თვალებში სიცივე და ნაღველი დაინახა, გულში ფიქრობდა, რომ ასეთი მამაკაცი არასდროს ენახა, განა სიმპათიურები არ უნახავს? ან ვერ წარმოედგინა?- არა, უბრალოდ ის მისი იყო, ასეთი მისიანი ჯერ არავინ და არაფერი უნახავს. წამიერად წარმოიდგინა თავი მის მკლავებში და მხოლოდ მაშინ მოეგო გონს, როდესაც ცირამ დაუძახა.
-არ მჯერა, ეს ვის ხედავს ამხელა გერმანიაში ჩემი თვალები-ქალი გულწრფელად უღიმოდა ანასტასიას
-ცირა, რა მოულოდნელობაა- ძლივს გადააბა ორი სიტყვა ერთმანეთს
-აქ, რა გინდა?
-ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობ და მივლინებით ვიყავი-მიხვდა რომ მამაკაცს ისევ თვალებს არ აშორებდა და ძლივს გადაიტანა ყურადღება მომღიმარ ქალზე
-უი, გაიცანი ეს გეგაა, ჩემი საქმრო
გოგონა მიხვდა, რომ ეს წამი დგებოდა, მამაკაცმა ხელი გაუშვირა და ოდნავ მოუჭირა, არაფერი უგრძნობინებია, თუმცა, ანასტასიაში გრძნობებისა და ემოციების კორიანტელი გამოიწვია, ახლოდან შეათვალიერა მისი ნაკვთები, მისი სწორი და პატარა ცხვირი სასწაულად ესაყვარლა, გამოკვეთილი ყბები მამაკაცურ იერს აძლევდა და ოხ ეს მისი შავი თვალები, ყოველთვის მოსწონდა შავგვრემანი მამაკაცები, ყველა წიგნის მამრი გმირი თითქოს გეგაში იყო მოქცეული, მაღალი ტანით და განიერი მხარ-ბეჭით შექმნილი ვიზუალი ყველა ქალში აღფრთოვანებას გამოიწვევდა, მისი გემოვნება აურა და ხმის ტემბრი კი თავბრუდამხვევი იყო, თუმცა, ის ანასტასიას არ ეკუთვნოდა და სიტყვა „საქმრომ“ მთელი სურათი თავდაყირა დააყენა.
ერთად იმგზავრეს, ცირას ენა არ გაუჩუმებია, მაგრამ ანასტასია მთელი გზა მხოლოდ ერთს უმეორებდა თავს-„ის შენი არ არის, ის შენი არ არის“ და ასე დაუსრულებლად, თვითონაც პირველად იგრძნო რომ ქალია და პირველად მოეწონა მამაკაცი ასე ძლიერ, პირველად წარმოიდგინა საპირისპირო სქესთან ახლოს ყოფნა, ეს ყველაფერი პირველად ხდებოდა, სწორედ ამიტომ ეხუთებოდა სული.
თბილისის აეროპორტში მხოლოდ კონტაქტები გაცვალეს და კლასელების შეკრებაზე ისაუბრეს, ანასტასიას სხვა ვითარებაში არ ენდომებოდა ალბათ წარსულში დაბრუნება და ძველი სკოლის პერიოდის ამბების გახსენება, თუმცა, გეგას ნახვის სურვილი კი ნამდვილად ჰქონდა, სწორედ ამ უკანასკნელის ხათრით მაშინვე იფიქრა კლასის შეკრების ორგანიზებაზე, სახლში მისულმა გააცნობიერა მხოლოდ, რომ მისი უსაზღვრო სიმპატია უცნობი დანიშნული მამაკაცის მიმართ სისულელე და სიბოროტე იყო, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა, კომპიუტერში სოციალური ქსელი გახსნა და ყველა მოიძია ვისაც პირველ გიმნაზიაში იცნობდა, ზუსტად ერთ კვირაში საღამო დაიგეგმა დიდ, მაგრამ მყუდრო რესტორანში, თავისდაუნებურად მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ როგორ მოეხდინა ტანისსამოსი ისე, რომ გეგას შეემჩნია ანასტასია, არა როგორც ნაცრისფერი არამედ ბრწყინვალე ქალი.



№1  offline წევრი duchi_duchi

მომწონს შენი წერის სტილი ძალიან.ამ ისტორიის დასაწყისიც მომეწონა ვიმედოვნებ რომ ბოლოს ძალიან მაგარი იქნება.ამიტომ ველოდები გაგრძელებას.აუცილებლად გააგრძელე.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან გამიხარდება თუ დაბრუნდები :( ყოველთვის ველი შენს ნაწერე და არასდროს ასრულებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent