შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცებული {სრულად}


21-10-2020, 15:46
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 41 253

რა შემიძლია ვთქვა კითხვის წინ განწყობის შესაქმნელად . არ ვიცი როგორი მოლოდინი უნდა გქონდეთ , მეც არ ვიცი იმდენად სავსე და ცარიელი გამოვიდა ყველა ნაწილი. მოვლენათა განვითარების ოთხი მონაკვეთია , სხვადასხვა სტატუსით, ფორმითა და დისტანციით ურთიერთობის. უცნაური , ყველაზე განსხვავებული რამ რაც კი აქამდე დამიწერია. გაუგებარი , გაურკვეველი და შესაძლოა ამოუხსნელიც დარჩეს. ვიცი დაგრჩებათ დაუსრულებლობის შეგრძნება, მე მგონია რომ ზუსტად ისეთია როგორიც უნდა ყოფილიყო . დეტალების გარეშე, ჩემთვის ჩვეული მრავალი ურთიერთობის განხილვის გარეშე ორი ადამიანის ამბავი გადმოვეცი . არ ვიტყვი რა მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის , დაველოდები თქვენს აზრს , შეგრძნებებს და შემდეგ ვისაუბრებ დანარჩენზე


...........
დაბრუნდა, მაგრამ სიცარიელე დახვდა. უკანასკნელი ადამიანი დაკარგა , ქალი რომელსაც აღმერთებდა , ის ვინც ყველა მის გრძნობას აცოცხლებდა. ვერ მოახერხა მისთვის სიცოცხლის ბოლო დღეების შეცვლა. მის გვერდით არ იყო , ვერ იფიქრა მოსალოდნელ შედეგზე, ვერ წარმოიდგინდა ამ განვითარებას. სასოწარკვეთილი , გატეხილი იდგა და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა . ტკივილი შიგნიდან ჭამდა, მხრებში გამართვის საშუალებასაც არ აძლევდა
-როგორ მოხდა - დუმილი დაარღვია , საფლავის ქვაზე გამოსახულ ქალს მზერა მოაშორა და უკან მდგომ ბიჭს გახედა- ხომ ამბობდი მკურნალობა შველის და სტაბილურადააო
-ასეც იყო, მაგრამ- ჩუმად თქვა და თავი დახარა
-მაგრამ რა , სხვა არაფერი გევალებოდა საუკეთესო ექიმები უნდა გეპოვნა და დედაჩემის ცხოვრება გაგეხანგრძლივებინა- წამში წვდა ყელში და ისე მოუჭირა ბიჭს მოძრაობის უნარი წაართვა- რაღაც ისე არ გააკეთე , სათანადო ყურადღება არ მიაქციე
-გაუშვი , მოკლავ ... მართალს ამბობს . ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ უეცრად მოხდა
-არ უნდა მომხდარიყო . არააა - ღრიალებდა , ბიჭს ხელი გაუშვა და გაავებული მიუბრუნა კაცს- შენ მირჩიე , შენ მითხარი ენდე მაქსიმალურს გააკეთებსო ახლა პასუხს აგებს , შენი ხელით მოუღებ ბოლოს თუ არ გინდა რომ დავივიწყო ჩვენი ერთად გატარებული დრო
-ჩანაწერები გვაქვს ... ყველა დღე . ექიმების დიაგნოზები, ანალიზების პასუხები, გამოკვლევები...ყველაფერი გესმის? ვიწერდი , კლინიკა მოვუწყვეთ სახლში ... არაფერი დაგვიკლია, მძიმედ იყო . ყველას ძალიან შეგვიყვარდა, როცა გონს მოდიოდა და გველაპარაკებოდა ის ნამდვილად საოცარი ქალი იყო -ბიჭი სულს ძლივს ითქვამდა, ისევ ახველებდა და ყელზე ისვამდა თითებს . თავი დახარა და ამღვრეული მზერა საფლავის ქვას მიაპყრო- თვითონ ნახავ როგორ იყო ...
აღარ უსმენდა, სწრაფად დაიძრა გასასვლელისკენ . მანქანაში ჩაჯდა და ისე წავიდა უკან ადევნებული ბიჭებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იცოდა ბრაზი როგორ გაექრო, მაგრამ ახლა გამოსავალს ვერ ხედავდა ,ტკიოდა წლების განმავლობაში დაგროვილი მონატრება რომელსაც ვეღარასდროს ჩააქრობდა . აღარ არსებობდა ქალი რომლის მკლავებშიც ისევ პატარა ბავში იქნებოდა, ერთადერთი ვისთანაც უძლური ხდებოდა, ის ვინც მის დამშვიდებას ახერხებდა. ვეღარ შეეხებოდა, ვერ ჩაეხუტებოდა, ვერ აკოცებდა, მის სუნს ვერ იგრძNობდა, ვერ დაინახავდა თვალებიდან არეკლილ ნამდვილ გრძნობას დედა რომ შვილს უყურებს ისე ვერავინ ვერავის შეხედავს. თვალები ერთდროულად იტევენ სითბოს, სიყვარულს, სიამაყეს, იმედს , დედისთვის მუდამ სუფთა იყო, არ არსებობდა მისი ცოდვები, არცერთი დანაშაული , არც სიბოროტე , არც სიგიჟე . იმ თვალებით იდეალური ჩანდა , სიმშვიდე იყო იქ მის წყლიან ცისფერ სფეროებში.
-ჩანაწერები მაჩვენე - სახლში რომ შევიდა ბიჭიც უკან მიჰყვა . კაბინეტში მარტო დარჩა , უყურებდა ეკრანს და რამდენიმე წამის შემდეგ სრულიად შეცვლილ ქალს ხედავდა. ბოლო წლის განმავლობაში ასაკი დასტყობოდა, ვერცხლისფერი თმითა და ცარიელი თვალებით ძლივს გადაადგილდებოდა ოთახში. აგრესიული იყო, ექთნებს იშორებდა, არ ჭამდა, ტიროდა და ხელები მუდამ უკანკალებდა. ხედავდა და გრძნობდა როგორი ცივი იყო მისი მტევნები, სუნთქვა შეეკრა, მაგრამ მაინც აგრძელებდა ყურებას. დროის აღქმა დაკარგა, ეკრანს ახებდა თითებს და მთელი გულით უნდოდა ჩახუტებოდა. ყოველ დღე იცვლებოდა მისი მდგომარეობა, ზოგჯერ მშვიდად იყო , ჭამდა, სეირნობდა , უკრავდა , ეძინა და ჯანმრთელი ადამიანივით გამოიყურებოდა დილით კი ისევ თავიდან იწყებოდა. ისე საუბრობდა სიტყვებსაც ვერ არჩევდნენ, განვითარების დონით ბავშვს ჰგავდა , თითქოს ინტელექტი სრულად უქრებოდა, დამოუკიდებლად კოვზის დაჭერასაც ვერ ახერხებდა . ნამდვილად ზრუნავდნენ მასზე , ექიმებიც მუდმივად მიდიოდნენ , წამლებს იღებდა და მაინც ცუდად გრძნობდა თავს. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა . ახალი მომვლელი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, გოგონა რომელიც არავის ჰგავდა . არ ეცვა ფორმა, აშკარად არ იყო იქ შექმნილი სისტემის ნაწილი. ერთ-ერთ დაცვის წევრს ესაუბრებოდა ,როდესაც ქალი მარტო გავიდა ეზოში და მისი ყურადღება მიიქცია. ამ მონაკვეთში ხმა არ ისმოდა, მაგრამ კარგად ჩანდა როგორ მიუახლოვდა სრულიად უკონტროლოს. ხელში ეკლიანი ვარდის ტოტი ეჭირა და ვერავინ ახერხებდა მის დამშვიდებას გოგონა კი უღიმოდა, ისე თითქოს ისიც იმავეს ხედავდა რასაც ქალი წარმოიდგენდა . ელაპარაკებოდა, თავადაც მოწყვიტა ყვავილი ეკლები სწრაფად დააცალა და ისე გაუცვალა. შემდეგ ძელსკამზე ჩამოჯდა , რამდენიმე წუთში ქალიც მის გვერდით იჯდა საუბრობდნენ , გოგონამ თავად გადაუხვია ხელები , წამალიც დაალევინა და სახლშიც შეიყვანა.
-მეც მასწავლი ლექსს? დედას მოვუყვები , გაუხარდება - გოგოს მიჰყვებოდა, მის ხელს თითებს უჭერდა და იღიმოდა
-აუცილებლად გასწავლი , მოუყვები გაახარებ და კამფეტებს გიყიდის
-თმები ამერია ... ნაწნავები რატომ არ მაქვს? - უცებ გადაისვა თავზე ხელი და ისევ შეეცვალა განწყობა
-ნაწნავები მოგწონს? - ოთახამდე მიიყვანა და საწოლზე ჩამოაჯინა -არ ინერვიულო მე დაგივარცხნი თმებს - დანაოჭებულ ხელზე აკოცა და იმ წამს გამოჩნდა მისი ამღვრეული მწვანე თვალები . ქვემოდან უყურებდა ქალს და ცრემლები ერეოდა ღიმილი კი მაინც არ შორდებოდა სახიდან
-ჩემი მეგობარი იქნები ევა ?
-მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით - ჩუმად უთხრა და მტვრიანი ფეხსაცმელი მოაშორა- მოდი დავწვეთ, მე ძალიან მეძინება . დავიღალე მეგობარო- ბოლო სიტყვები რომ თქვა სევდამ გაუტეხა ხმა. ბუნებრივი იყო, არ ასრულებდა მოვალეობას ის უბრალოდ უგებდა მარტოსულ ქალს. უკვე ჩაძინებულს საბანი გაუსწორა, სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია, თავზე აკოცა და შემდეგ დატოვა ოთახი. ისე მიჰყვა გოგონას თითქოს ის იყო მისი დაკვირვების მთავარი ობიექტი
-აქ რას აკეთებ, ლილი?
-მამაშენს ფული სჭირდება ... სასმელი ვერ იყიდა და გიჟს გავს. გამომგზავნა წადი და შენ სთხოვე უარს არ გეტყვისო. ნანოს რა სჭირს ?
-ალცჰაიმერი ... ზოგჯერ ძალიან ცუდადაა. ვერაფერი გავუგე , არადა იცი რა ჭკვიანი ქალი ყოფილა? ხანდახან ისე უკრავს გეფიცები ვშტერდები... რას გაუგებ ამ ცხოვრებას . მასთან იყავი ? მოგკლავს კოკა და მეც გამიშვებს სამსახურიდან ... იცი მაინც აქ ვინები დადიან? ექთნების გადამზადებაში იმდენი ფული გადაიხადეს , ისეთი ექიმები მოდიან ... ჩვენნაირი მათხოვარი კი არ არის
-მე მათხოვარი არ ვარ და როდის უნდა მიხვდე,რომ მატერიალურ მდგომარეობას კი არ აქვს მნიშვნელობა გრძნობებია მთავარი. ალბათ მიხვდა მეც მასსავით მარტო რომ ვარ და ამიტომ მიმიღო ... არ შეიძლება რომ ვნახო ხოლმე ?
-ვინ უნდა ნახო ლილი , ქალი ყოველ დღე სხვა ჭკუით იღვიძებს სულ არ ემახსოვრები
-მერე რა , მე ხომ მემახსოვრება - უზარმაზარი განსხვავება იყო მოსაუბრეებს შორის. გოგონა ასაკით პატარა ჩანდა, მაგრამ მაინც ბევრად მაღლა იდგა . სხვა განვითარება ჰქონდა
-ეს გამომართვი , მიუტანე და რომ დალევს გაეცალე. სულ რომ ჩაიხრჩოს ნარწყევში არ მიხვიდე , კიდევ თუ დაგარტყა შემომაკვდება და მოერიდე შენც - ფული მისცა და თავზე აკოცა - ჭკვიანად იყავი
-ჭკვიანად ვარ
-ხვალ მოვალ სახლში და მომიყევი როგორ მიდის საქმეები კულინარიის აკადემიაში
-მიყვარხარ ლეონარდ - თვალებში შესციცინებდა, ლოყაზე აკოცა და დატოვა გაბრაზებული ბიჭი .
არ უნდოდა გოგონა წასულიყო, ხედავდა როგორ თავდახრილი მიაბიჯებდა , ბაღიდან მიწაზე დავარდნილი ვარდები აიღო და ეზო დატოვა. დილით ნამდვილად სხვა განწყობით გაიღვიძა ქალმა, ნახევარი დღე ისე გავიდა, რომ არაფერს ამბობდა შემდეგ კი ევას ეძახდა. ტირილით ითხოვდა მის მისვლას, ვერ ხვდებოდნენ ევა ვინ იყო სანამ კოკამ არ გაარკვია უცნობი გოგონას დაუგეგმავი ვიზიტის ამბავი . უამრავი ჩანაწერი იყო , ახვევდა მანამ სანამ ისევ არ გამოჩნდა მწვანეთვალება გოგონა .
-ევაა , მოხვედი ? აქამდე სად იყავი ?
-მოვედი და აღარ წავალ . რატომ იტირე ნანო? - ცრემლები შეუმშრალა და თავი მუხლებზე დაადო- აღარ იტირო რა , ტირილი ცუდია
-შენ მომენატრე და ვიტირე... მეგონა დამტოვე
-აღარ დაგტოვებ , გეფიცები - ხელზე აკოცა და თვალები დახუჭა
-ლურჯია... ლურჯია . გტკივა? შენ ვინ გატკინა ევაა - გოგოს მართლაც გალურჯებული და გასიებული ჰქონდა სახის ნახევარი. გამოსახულება შეამცრა და ისე გაბრაზდა თითქოს პირველად ხედავდა მსგავს კადრს. ქალი პანიკაში იყო, კითხვებს უსვამდა გოგონა კი სახეზე ხელს იფარებდა
-არაფერია, მე დავეცი და აღარ მტკივა
-მატყუებ...მატყუებ . შენ მე მატყუებ , ცუდი მეგობარი ხარ. ცუდი ხარ, მატყუებ
-არავარ ცუდი , არ გატყუებ ... ხელი მკრეს და დავეცი . ცუდი არავარ , გეფიცები ცუდი არავარ
-ყინული, ყინული გინდა- წამოდგა და კარისკენ წავიდა. ისე იქცეოდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობს უვლიდა. ყინული მოატანინა, თავად დაადო ლოყაზე და მერე ეფერებოდა. უყვებოდა ამბებს რომლებზეც კაცმა არაფერი იცოდა, ბავშვობის ასაკში იყო . მამაზე და დედაზე საუბრობდა, სკოლაზე, როგორ არ მოსწონდა მათემატიკის მასწვალებელი და ერთ-ერთი კლასელი გოგონა. როგორ დააწიწკნა თმები უკან მჯდომმა ბიჭმა და შემდეგ რაღაც ლექსის მოყოლა დაიწყო .
გათენდა, სიმძიმეს გრძნობდა, თვალები ეწვოდა და ლოყებზე ცრემლები სდიოდა. ვერ მიხვდა როდის იტირა, არც უნდოდა გახსენება. სწრაფად შეიმშრალა სახე და ჩვეული ცივი გამომეტყველებით დატოვა კაბინეტი.
-ნანოს ანდერძზე რას მეტყვი ირაკლი... რაღაცას მიყვებოდი და არ მოგისმინე - სიგარეტი ტუჩებსშორის მოიქცია, სასმელი ჭიქაში ჩაასხა და კაცსაც მიაწოდა
-არ გიძინია ?
-მომიტანე დედაჩემის ანდერძი
-ყველაფერი კაბინეტშია, შენთან
-გუშინ ჩამოვედი როგორ გგონია ვიცი სად რა დევს ?
-ზოგჯერ მეც მაშინებ , გეფიცები- მალევე დაბრუნდა საქაღალდით ხელში . ჩუმად გამოართვა და კითხვა დაიწყო
-მეღადავებით ხო? დედაჩემი აზრზე არ იყო ისე დაუტოვა მთელი ქონება ვიღაც ლილის ?
-თავად მოგვაყვანინა ადვოკატი , იმ დღეს კარგად იყო და ისე მელაპარაკა წინააღმდეგობა ვერ გავუწიე . მეც კი გამიხსენა
-შენ და შენი სენტიმენტები, კაცი უკვე ჭაღარა ხარ - შეუღრინა და ფურცლები მაგიდაზე დაყარა- მამაჩემის სახლის გარდა ყველაფერი იმ გოგოს დაუტოვა . მისი სახელიც კი არ იცოდა
-ძალიან შეუყვარდა ის გოგო ... ევას ეძახდა
-ვნახე ... საერთოდ საიდან მოიტანა ეს სახელი
-შენს დას ამსგავსებდა ალბათ -ჩუმად თქვა კაცმა და ჭიქა ბოლომდე დაცალა . წლების მეგობრობა აკავშირებდათ და ყველაფერი იცოდა მისი ოჯახის შესახებ მათ შორის ისიც რაზეც არასდროს საუბრობდა
-არ ვიცი , იმედია ბედისწერით არ დაემსგავსება - არ უნდოდა დის გახსენება. წლები იყო გასული მისი გარდაცვალებიდან, ისე იქცეოდა თითქოს არც არსებობდა . ტკივილი დროს ვერ გაატანა, მაგრამ ისე ღრმად დამარხა, რომ თავის მოტყუებაც შეძლო .


ყველა დღეს უყურა, არცერთ წამს არ ტოვებდა ხედავდა რამდენად ბედნიერები იყვნენ ერთად. ნანო სრულიად არაადექვატური იყო , მაგრამ მაინც „ევა“ უფერადებდა დღეებს. სულ უფრო ნაკლებად აგრესული ხდებოდა, აღარ ტიროდა იმდენად ხშირად . როცა ხელები უკანკალებდა ევა აჭმევდა, ამ დროსაც ესაუბრებოდა ისე ექცეოდა როგორც პატარა ბავშვს, ხანაც ეჭორავებოდა როგორც თინეიჯერს და ზოგჯერ უბრალოდ უსმენდა მისი სიყვარულის ამბავს. ზრდასრული ქალის ცხოვრების ისტორიის ნაწილი გახდა, მასთან ერთად ტიროდა როდესაც ნანომ ქმრის გარდაცვალება გაიაზრა , მერე კი ბავშვობის წლები აღარ გაუხსენებია. წიგნებს უკითხავდა, რომანებს რომლებიც მინიმუმ ოთხჯერ მაინც ექნებოდა წაკითხული ისე უსმენდა თითქოს პირველად გაიგო წყვილის ამბავი. კლასიკურ მელოდიებს უსმენდნენ, ცეკვა ასწავლა ევას, შემდეგ იჯდა და ბედნიერი გამომეტყველებით , ტაშს უკრავდა , ბავშვივით უციმციმებდა თვალები.
-ჩემი შეთე არ მოსულა ევა?
-ეგ ვინ არის ნანო? - ვახშმობის დროს გაიხსენა პირველად შვილი. საკუთარი სახელის გაგებისას ისევ აერია გრძნობები კაცს. ქალი იმ დღეს განსაკუთრებით სევდიანი იყო , გარეთ წვიმდა და ბოლო დროს სახლიდანაც ვერ გადიოდნენ. სეირნობის საათების საინტერესოდ გატარებას ევა სხვაგვარად ცდილობდა, არ იცოდა როგორ არ უყვარდა ნანოს ზამთარი
-ჩემი ბიჭია , ჩემი შეთე... ისევ არ დაბრუნებულა
-სად არის შეთე ?
-შეთე ცუდი არ არის ... ყველა ამბობს მკვლელიაო, იტყუებიან. მაგათ არ იციან ჩემი შეთე როგორი კარგია . აბრალებენ , ცილი დასწამეს ბოროტებმა. შურდათ მისი, ეშინოდათ და იტყუებიან . შენ ხომ იცი ევა , ჩემი შვილი არავის ავნებდა
-მალე დაბრუნდება ... მოენატრები და დაბრუნდება - მოეხვია და არეულ თმაზე გადაუსვა ხელი. ნელ-ნელა იგლეჯდა თმის ღერებს, ჩუმად ლაპარაკობდა და ტიროდა- თმა შევიკრათ , შეთეს ხომ უყვარს შენი ლამაზი თმები ,რომ მოვა მოგეფერება
-მომეფერება ... იცი რა ლამაზია ჩემი შეთე ? სულ გურამს დაემსგავსა, ჩემნაირი მარტო თვალები აქვს . ალბომები , სად არის ჩემი ალბომები ევა? - წამოდგომა სცადა,მაგრამ ვერ შეძლო - სურათები მომიტანე ... ფოტოები მინდა უნდა გაჩვენო , უნდა გაჩვენო როგორი კარგია . იქ კიდევ არის ვიღაც, ერთი გოგო ისიც შენნაირი ლამაზია , მაგრამ ვერ ვიხსენებ ახლა ვერ ვიხსენებ - თავზე ხელები მოიჭირა
-დამშვიდდი, ვიპოვნი და მოვიტან . ერთად დავათვალიეროთ - ხელები დაუკავა, მოეფერა, უფლება არ მისცა თავისთვის რაიმე დაეშავებინა. აჩვენა როგორ ეძებდა ფოტოებს, კარგად იცოდა იქ არაფერი იყო , მაგრამ დრო გაჰყავდა. ქალი კი ისევ არეულად ლაპარაკობდა, მოძრაობდა და გონება სულ ერეოდა
მეორე დღეს არაფერი ახსოვდა , შეთე დიდხანს არ უხსენებია . ზამთარი მძიმედ გადაიტანეს, ევა ბევრს ცდილობდა . უკრავდნენ, ცეკვავდა , ახალ სიმღერებს ასმენინებდა , ძილის წინ ყოველთვის ლექსებს უკითხავდა , აუცილებლად უსწორებდა საბანს, თავზე კოცნიდა და ხელს მანამ არ უშვებდა სანამ მშვიდი არ გაუხდებოდა სუნთქვა.
-დღეს რა რიცხვია ევა?
-12 თებერვალია ნანო , რა ხდება ? - ღიმილიანი სახით უყურებდა ქალს მზერა რომ გაეყინა და ისიც მიხვდა რაღაც ცუდი გაახსენდა
-ცუდი დღე...ბნელი დღე. საზიზღარი სამთარი , ცივი , ცივი ყინვიანი ..ბოროტი , ბოროტი ზამთარი . წყეული, მკვლელი ზამთარი ...მკვლელი მკვლელი დღე ჩემი ევა ... ჩემი ევა - სიტყვებს სწრაფად იმეორებდა, ტიროდა და ხელებს მუხლებზე ირტყამდა
-ნანო ... ვერ ვხვდები რას ამბობ. გთხოვ , დამშვიდდი მე არ ვიცი რა ხდება. ვერ გავიგე ნანო
-მოკვდა , წავიდა ... ჩემი გოგო წავიდა . ჩემი ევა , ჩემი პირველი ბედნიერება . პატარა ევა, ჩემი მწვანეთვალება ევა- უცებ ასწია თავი , მის წინ მუხლებზე მდგომ გოგოს მზერა გაუსწორა და გაიცინა- ჩემი ევაა ... დეე აქ ხარ ? - საერთოდ აერია ყველაფერი. იმ დღის შემდეგ აღარც ბავშვი იყო, აღარც რეალური ნანო ახსოვდა . ევასთან მეგობრობაც დაასრულა და დაიჯერა, რომ საკუთარ ქალიშვილს ხედავდა. გულში ისე იკრავდა შეთეს გოგონას ადგილას ყოფნა სურდა. ლილი ჯერ გაოგნებული იყო, შემდეგ მიხვდა რაც ხდებოდა და ქალთან ერთად ატირდა. მის ფეხებთან დაჯდა, თავი კალთაში ჩაუდო და ხელები დაუკოცნა- როგორი ლამაზი ხარ დეე , რამხელა გაიზარდეე . სად წავიდა შენი ფუმფულა ლოყები დეე . ასეთი გამხდარი რატომ ხარ ?
-ისევ მოვიმატებ , შენ არ იდარდო ...
-ამდენ ხანს სად იყავი დე? რატომ არ მოდიოდი ?
-ახლა ხომ მოვედი , არ გამიბრაზდე
-რატომ ტირი დე?
-ძალიან მიყვარხარ ნანო - ვეღარ უყურა ამ კადრებმა საბოლოოდ დაანგრია. სრულიად სხვა კაცი დაიბადა , ემოციები გაუცოცხლდა რაღაც დაემართა რასაც ვერ იაზრებდა. ცრემლები ახრჩობდა, ტკივილს გრძNობდა და საკუთარი უმწეობა კონტროლს აკარგვინებდა. ნებისმიერ რამის მიღება შეეძლო, რასაც მიზნად დაისახავდა ყველაფერს აღწევდა ,მაგრამ მაინც უსუსური იყო . დედასთან ყოფნა ვერ შეძლო, მის გვერდით სრულიად უცნობ გოგონას ხედავდა რომლის ხასიათიც საერთოდ აგიჟებდა . ეს პატარა გოგო ჭკუიდან შლიდა თავისი გრძNობებით, მზერითა და ქცევებით.
................
კიდევ ერთი გარდაქმნის მოწმე გახდა , ლილის შავები ეცვა , სახე დაღვრემილი ჰქონდა და სახლსაც უფრო ხშირად ტოვებდა. უკან რომ ბრუნდებოდა მაჯები მუდამ დაფარული ჰქონდა. მას რომ ხედავდა და ვერ იგებდა რა ხდებოდა უნდოდა მის ოთახშიც ყოფილიყო კამერები. აინტერესებდა მისი გაუფერულების მიზეზი, ენატრებოდა ძველებურად მომღიმარი, ჭრელ კაბებსა და ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონა. დილაადრიან გაბრწყინებული თვალებით რომ შეიჭრებოდა ნანოს ოთახში . ისევ ზრუნავდა ქალზე, ისევ ცდილობდა მისი ყოველდღიურობის გამარტივებას , მაგრამ თავად იყო უიმედო
-ევაა , ჩემო ლამაზო რატომ აღარ ცეკვავ? ასე დაგავიწყდება ... მე რომ აღარ ვცეკვავდი ხოლმე მერე მიჭირდა. იცი ფეხმძიმობის დროსაც კი ვვარჯიშობდი , მერე ტრამვა რომ მივიღე და ვეღარ ვცეკვავდი ავად გავხდი...
-იცი მე გასული რომ ვიყავი ახალი წიგნი ვიყიდე , ახლახანს გამოვიდა და წაგიკითხავ
-შენი ძმა გენატრება ? - ზურგით მდგომ გოგოს უყურებდა, იმ დროს სრულიად ნათელი გონება ჰქონდა
- ძალიან რთულია ერთადერთ დამცველს რომ კარგავ ... ასე მგონია საყრდენი გამომეცალა. მარტო დავრჩი , სულ მარტო- ისევ ზურგით იდგა, ტიროდა და ამის მიხვედრისთვის მისი სახის დანახვა საერთოდ არ იყო საჭირო - იმ დამპალი კაცის გამო მოკლეს, საკუთარი შვილი გაწირა და სინდისი სულ არ აწუხებს . სახლში რომ მივდივარ და მისთვის საჭმელი მიმაქვს მინდება ...
-შენ ძლიერი გოგო ხარ . ყველაფერს გაუძლებ და გაიხარებ...ვიცი, მე მჯერა შენი - ძილის წინ უთხრა და ხელზე აკოცა .
მის წინ იცვლებოდა ლილის პიროვნება. თითქოს იმ ერთ წელში გაიზარდა, სულ სხვას ხედავდა მომდევნო ზაფხულს. ჩაქრა, იმ სევდამ სძლია რომელსაც ადრე ერეოდა. მხოლოდ ნანოს გამო იკავებდა თავს. კამერები სულ რამდენიმე ოთახსა და ეზოს უყურებდა ,მაგრამ კარგად ჩანდა მარტო დარჩენილი როგორ ტიროდა . უცნაური იყო ბიჭების დამოკიდებულება მის მიმართ, ირგვლივ იმდენი კაცი ირეოდა და არავინ ლახავდა ზღვარს რომელიც თავად ლილის ჰქონდა დაწესებული. ასაკთან შეუსაბამოდ დინჯი, სერიოზული და ჩუმი მათთან . აკვირდებოდა და ორ ქალს ხედავდა მასში ლილისა და ევას ...
ჩანაწერების რაოდენობა მცირდებოდა, დასასრული ახლოვდებოდა და სულ უფრო მეტად მძიმდებოდა ისე როგორც ნანო მდგომარეობა. ერთ დღეს ლილი სადღაც გააგზავნა და ანდერძის შედგენაც სწორედ ამ დროს მოახერხა. საკუთარი თვალით ხედავდა როგორი მშვიდი იყო, რამდენად გააზრებული ჰქონდა ის რასაც აკეთებდა . იმ წამს გაიხსენა ირაკლის ნათქვამი „ გოგონას ანგარიშიდან ერთი თეთრიც არ გამოუყენებია. ყველაფერი ხელუხლებელია“ .
გოგონა გახარებული დაბრუნდა . ხელში დიდი შეკვრა ეჭირა საიდანაც ალბომები ამოალაგა
-ნანოოო ნახეე ვიპოვნე... მართლაც იქ იყო სადაც მითხარი
-მოდი ჩემ გვერდით დაწექი, ლილი- ჩუმად უთხრა და გოგონა ადგილზე გააშეშა. პირველად მიმართავდა ნამდვილი სახელით
-ნანო , კარგად ხარ ?
-ასე ალბათ აღარასდროს ვიქნები - სევდიანად გაუღიმა . ის ღიმილი აღარ ჰქონდა შეთეს რომ ახსოვდა , სულ სხვა იყო დაღლილი,სევდიანი . გოგონა მის გვერდით მოთავსდდა ჩუმად იყო და აკანკალებულ ხელებზე აკვირდებოდა, გადაშლაც ძლივს მოახერხა - აქაა მთელი ჩემი ცხოვრება რომელსაც ხვალ ისე შევხედავ როგორც უცნობი ოჯახის უცნობ ისტორიას . ბედნიერი ბავშვი ვიყავი, ვუკრავდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი მერე გაგიჟებით მიყვარდა და ვუყვარდი . იცოდე ლილი ვინც არ უნდა შეგიყვარდეს , რამდენადაც მიუღებელი უნდა იყოს მისი პიროვნება თუ იგრძნობ ხელი არ გაუშვა . ვერაფერს განიცდი ცხოვრებაში ამაზე დიდს , თუნდაც დასრულდეს , გატკინოს მაინც ის დღეები ყველაფრად ღირს
-ნამდვილი გრძნობის განცდა იშვიათი ბედნიერებაა ... განა შეიძლება ვინმეს ისე შევიყვარდე, რომ ჩემ ცხოვრებაშიც გააჩინოს ნათელი ფერები ?
-ჯერ ძალიან პატარა ხარ კიდევ იმდენი რამ გელის წინ ... ვერასდროს დაინახავ საკუთარ მომავალს ამიტომ იცხოვრე ყოველი დღით რაც შეიძლება ბევრი ბედნიერი წუთი რომ დააგროვო
სურათებს უყურებდა, ეფერებოდა და ლილის აჩვენებდა კაცის ბავშვობას. ევაც აჩვენა , გოგო ატირდა ცრემლებს იმშრალებდა ,მაგრამ მაინც ვერ ჩერდებოდა. წლების შემდეგ ევა გაახსენდა, მეხსიერებაში ბუნდოვნად ჩარჩენილი უფროსი და რომელიც ლეიკემიის უმძიმესმა ფორმამ წაართვა. ერთადერთი ბავშვი დარჩა ოჯახში , ევამ მისი ბავშვობაც წაიღო მის გვერდით სულ მომღიმარი იყო . მათი საუბრის მოსმენისას ახსენდებოდა ის მცირე მოგონებები მწვანეთვალება გოგონაზე რომელსაც უზომოდ უყვარდა, ისიც ლილის მსგავსად საოცრად კეთილი, უბრალო და ფაქიზი იყო . გარეგნულად სრულიად განსხვავდებოდნენ , მაგრამ მათ სულიერი სიახლოვე ნამვდილად ჰქონდათ ალბათ ამიტომ ეძახდა ნანო მის სახელს ლილის.
-შეთე ... აქ სკოლა დაასრულა მეტი ფოტო არ მაქვს ახლა უკვე კაცია - ბიჭის სახეს უსულო ფოტოზე ეფერებოდა ,მას დაბრუნების იმედი ჰქონდა შეთეს კი აღარაფერი დარჩა ფოტოებისა და ჩანაწერების გარდა.
-დაბრუნდება ... - ფოტოსთვის ნორმალურად არც შეუხედავს , ქალს მოეხვია და ცრემლები შეუმშრალა- მთავარია ,რომ ცოცხალია და კარგადაა . შენნაირ დედას ვერ მიატოვებს როგორი ცუდიც არ უნდა იყოს . მე დედაჩემისთვის ტვირთი ვიყავი სულ , მაგრამ მაინც უზომოდ მიყვარდა - ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა-იცი შენი მშურს ისე მინდა ჩემი ცხოვრებიდან გავიდე, მაგრამ მე არ მაქვს დრო რომელში დაბრუნებაც შეეძლება ჩემ გონებას
-შენი დროც მოვა , აუცილებლად გათენდება დღე რომლის დაწყებაც გაგახარებს, რომლის დასრულებაც არ გენდომება
ეს იყო ბოლო დღე როდესაც გონება რეალობას არ გაურბოდა. შემდეგ კიდევ უფრო დასუსტდდა .ლილი ყოველ დღე თავისი ხელით აჭმევდა, უცვლიდა, ექთნებთან ერთად აკეთებდა ყველაფერს. ღამითაც აღარ ტოვებდა, ექიმი რომ მიდიოდა ნემსის გაკეთების დროს ხელს უჭერდა, ყურადღებას უფანტავდა . მისი სიტყვების გაგება აღარ შეეძლო კაცს, მაგრამ ევა ისე ელაპარაკებოდა თითქოს ყველაფერს ხვდებოდა. ერთხელ როიალთან მიიყვანა , სავრძლით გადაადგილდებოდა უკვე ნანო , სრულიად არაადეკვატური იყო , მაგრამ ინსტრუმენტის დანახვამ საკუთარი თავი დაუბრუნა. აკანკალებული დანაოჭებული ხელები კლავიშებს რომ შეახო და დაკვრა დაიწყო ყველანი მისაღებში იდგენენ, კარგად ჩანდა თავდახრილი ბიჭები როგორ იწმენდნენ ცრემლებს. ევა როიალთან იდგა და ამღვრეული მწვანეებით აკვირდებოდა ქალის ლამაზ თითებს . ნანოც ტიროდა, ვერაფერს ამბობდა , ძალა აღარ ჰქონდა , მანამ უკრავდა სანამ ენერგია ბოლომდე არ გამოეცალა. ბედნიერი იყო, ზუსტად იცოდა კაცმა რომ მისთვის სხვა ვერაფერს გააკეთებდნენ.
-ჩემი შეთე ისევ არ მოსულა ? - ეს იყო ერთადერთი წინადადება რომელსაც ბოლო დროს გამართულად ამბობდა. ვინ იცის რას ხედავდა, რას იგონებდა მისი გონება, გაშეშებული თვალები ვერაფერს ამბობდნენ. ევა რომ კითხულობდა და ეფერებოდა ის ერთ წერტილს უყურებდა
-მაპატიე ნანო . არავინ არაფერს ამბობს , გეფიცები რომ ვიცოდე სად არის ვიპოვნიდი და ვაიძულებდი შენთან დაბრუნებას- იცოდა ქალს მისი არ ესმოდა,მაგრამ მაინც ესაუბრებოდა- იქნებ დაბრუნდეს კიდეც ... - თავი საწოლზე დადო და მტევანზე მოუჭირა თითები- დაიძინე ნანო , ვინ იცის იქნებ ხვალ მოვიდეს შენი შეთე
აღარ შეეძლო. ამ კადრების ნახვა ჭკუიდან შლიდა. შეწყვიტა ყურება, გადაწყვიტა,რომ აღარ გააგრძელებდა, რამდენიმე დღე ისე გავიდა ახლოსაც არ გაკარებია ლეპტოპს შემდეგ ისევ მოვიდა ცარიელი ღამე და ბოლო ჩანაწერის ჯერიც დადგა.
დილას უჩვეულოდ კარგად გამოიყურებოდა. ისე საუბრობდა ყველა გაკვირვებული იყო. ევა ბედნიერებას ასხივებდა, ნანო კი აშკარად გრძნობდა მოახლოებულ დასასრულს.
-ჩემი შეთე აუცილებლად დაბრუნდება ... რომ შეხვდები უთხარი ,რომ ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაფერი ვაპატიე... უთხარი , რომ ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება და თუ ოდესმე მთელი არსებით იგრძნობს თავის ქალს შექმნას ახალი კაცი მხოლოდ მისთვის ,თავიდან დაიბადოს . უთხარი ნანოს ევა ელოდა , მასაც სჭირდება დედა-თქო ...მაპატიოს, ვეღარ ვუძლებ
-ნანო რეებს მეუბნები , მე როგორ ვეტყვი ამ ყველაფერს
-დაიმახსოვრე , უბრალოდ დაიმახსოვრე
-კარგი დავიმახსოვრე - ლოყაზე აკოცა და მოეხვია. დიდხანს იყვნენ ჩახუტებულები, შემდეგ ისევ შეიცვალა ნანოს აზრები. ისევ ილუზიაში გადაინაცვლა ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. გამთენიისას ჩაეძინა, მხოლოდ ევას მისცა ოთახში დარჩენის უფლება . მანამ ტიროდა სანამ ყველა არ გავიდა, გოგონა მის გვერდით იწვა ტანსაცმლით , საწოლზე მობუზული. ყველა მომენტს სუნთქვაშეკრული უყურებდა, მაგრამ თავადაც ვერ მიხვდა როდის შეწყვიტა ნანომ სუნთქვა. ევამ რომ გაიღვიძა , უეცრად დაიწყო ნანოს დაკვირვება და პულსის შემოწმება მიხვდა ,დასრულდა. შემდეგ ხედავდა ნანოს მშვიდ სახეს და ევას მოთქმას
-ნანო , სულ გაიყინე ... საბანს მოგიტან ხო? ნანოო არ წახვიდე რა გთხოვ, გემუდარები ნანო შენც არ დამტოვო რა ... ნანოო შენი შეთე ჯერ არ დაბრუნებულა, ხომ თქვი დაველოდებიო ...გემუდარები - ტიროდა და ხელებს არ აშორებდა. ფრთხილად კოცნიდა დანაოჭებულ ხელის ზურგზე, გრძელ ლამაზ თითებს ეხვეოდა და დიდხანს არ უშვებდა. ბევრნი შევიდნენ , მაგრამ არავის უყურებდა ლილის გარდა ,რომელიც სრულიად ცარიელი მზერით წავიდა სახლიდან. ჩანაწერები დასრულდა, ლილიც გაქრა, მაგრამ მის თვალებს ვერ ივიწყებდა. როგორც კი დამშვიდება შეძლო მაშინვე წამოდგა და გარეთ გავიდა
-ახლა სად არის
-ვინ
-ის გოგო , ევა...
-შეთე , კარგად ხარ? - თვალებჩაწითლებულს უყურებდა და ვერ ხვდებოდა რას ეკითხებოდა შუაღამისას
-სად არის ის გოგო , დედას ევა
-ლილიზე მეკითხები ? არ გინდა რა გთხოვ , იმ საბრალო გოგოს ნუ გადაეკიდები საერთოდ არ ადარდებს მემკვიდრეობა. გთხოვ არაფერი დაუშავო ისედაც საკმარისად ავნო ცხოვრებამ
-ირაკლი ჭკუიდან რატომ გადაგყავარ? მისამართი მომეცი
მიდიოდა, მაგრამ თავადაც არ იცოდა რა მიზანი ჰქონდა. უბრალოდ გრძნობდა რომ მასთან უნდა მისულიყო. მანქანა სახლთან ახლოს გააჩერა , გადავიდა, მაგრამ გეგმა ისევ არ ჰქონდა. ეზოსთან მიახლოებისას ხმა გაიგო კაცი იგინებოდა, რაღაცის მსხვრევა და კივილიც მალევე გაჟღერდა. იმის გააზრებაც ვერ მოასწრო რომ ლილი კიოდა ისე გაიღო ხის ძველი კარი და სირბილით გამოვარდა გამხდარი სხეული. მხრებში მოხრილი , ღამით, სიცივეში, თხელი კაბით გარბოდა . უმისამართოდ აგრძელებდა გზას , ქარი თმას უწეწავდა და წინააღმდეგობას უწევდა. ისე მიჰყვებოდა არაფერზე ფიქრობდა , გრძნობდა ისე მძაფრად როგორც არავის არასდროს!
....................
დედა გულში არ იკრავდა, არავინ ეხუტებოდა და ვთქვი, არ მინდა შემეხონ
არ ინტერესდებოდნენ და თქვა , მარტო მინდა ვიყო
არ აღნიშნავდნენ დღესასწაულებს და თქვა , მძულს ხმაური
არ ჩუქნიდნენ საჩუქრებს და თქვა, ვერ ვიტან სიურპრიზებს
არ ჰქონდა ახალი ტანსაცმელი , თქვა არ მჭირდება
არ ჩაიცვა მოკლეო ,თქვა არ მიხდება
არ იცეკვოო, თქვა არ შემიძლია
არავინ ჰყავდა ერთის გარდა ,მხოლოდ ძმა რომელიც თითქმის ვერ იაზრებდა მის პრობლემებს. ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა მხოლოდ გალეშილი მამისგან იცავდა, ეფარებოდა მისი მიმართულებით მოქნეულ ხელს ,მაგრამ სულს ვერავინ შველოდა.
ცდილობდა მარტოს ებრძოლა, გამკლავებოდა მარტოსულობას. საკუთარი ძალებით დაპირისპირებოდა დაბადებიდან არსებულ სიცარიელეს, თავს აჯერებდა ,რომ მარტო შეძლებდა, რომ არაფერი სჭირდებოდა, რომ ყველაფერი შეეძლო დაეთმო და ბოლოს ზედმეტად ბევრი არ მინდა... არ მიყვარს... არ მომწონს , მძულს, ვერ ვიტან, მეზიზღება ,მაღიზიანებს დაგროვდა მის ცხოვრებაში. იმდენად ბევრი , რომ მათი გადალახვა შეუძლებელი გახდა. აღარ შეეძლო ყვირილის, ჩხუბის, დამცირების ატანა, ვეღარ ემალებოდა საკუთარ გამოსახულებას სარკეში . აღარ გამოსდიოდა ღიმილით ტკივილთან ბრძოლა.
აღარ უნდოდა სუნთქვა , ეზიზღებოდა საკუთარი თავი
სიცოცხლე მობეზრდა ...

ხიდზე იდგა . არ იცოდა რატომ მაინცადამაინც დახრჩობა , იმ წუთებიდან ცოტა რამ ახსოვდა მხოლოდ სიმძიმე, სიცარიელე და სხვა არაფერი . იქ არ იყო , ვიღაც სხვა იდგა მის ნაცვლად , გოგონა რომლის გონება ტკივილს დანებდა, ცხოვრებასთან თამაში წააგო და ანგარიშის გასწორებას რომ ვერ ახერხებდა თავის დაღწევას თვითმკვლელობით ცდილობდა. იქ იდგა, მაღლა , ცარიელი სივრცის წინ , ბობოქარი მდინარის თავზე. წვიმდა , კარგად ახსოვდა როგორ ცვიოდნენ ციდან მსხვილი წვეთები და წყალი მის ფეხ ქვეშ ნაპირებს ამტვრევდა. მდინარეს ჰქონდა ძალა, იბრძოდა, არ ჩერდებოდა , საკუთარ არსებობას ახსენებდა სამყაროს მას კი არა! ის სუსტი იყო, დაიკარგა , საკუთარი თავი დაკარგა ახლა კი მდინარის ნაწილად აპირებდა გადაქცევას,მასთან ერთად უნდოდა გზის დასრულება,საკუთარი უძლურების მის ძლიერებაში დამარხვა. ამ ამღვრეული ,ადიდებული , ხმაურიანი არსების ნაწილი გახდებოდა. მთლიანად შთანთქავდა და თან წაიღებდა სადღაც შორს, მიუწვდომელ, ამოუცნობ ადგილას . წვიმის წვეთებით გაჟღენთილი მისი კაბა ისე დამძიმდა ,რომ სუდარასავით ეკვროდა და სუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდა . ქარმა თმა დაუშალა, მზეზე მბზინავი ღერები ახლა მახრჩობელასავით ეხვეოდნენ . წვიმა და ქარი ერთიანი ძალით უტევდა. კიდევ ერთხელ გაუსწორა მზერა მღვრიე წყალს და ნაბიჯის გადადგმისთვის მოემზადა უცნობი ხმა რომ გაიგო
_უიმედო სიყვარული? _ არ იცოდა რა იყო, ვინ იყო და იქ იმ დროს რა უნდოდა, მაგრამ ესმოდა. გეფიცებით ნამდვილად ესმოდა
_ არ მყვარებია . არც ვყვარებივარ
_პრობლემები? ავადმყოფობა ?
_მოსიარულე პათოლოგია ვარ ... ბუნების შეცდომა
_და უნდა გადახტე ? ბუნების ერთ_ერთ მშვენიერ, საჭირო და მრავალფუნქციურ ქმნილებას ტვირთად დააწვე?
_არც პირველი ვიქნები არც უკანასკნელი
_კიდევ ერთი ცოდვა , კიდევ ერთი არასწორი არჩევანი ამდენი შესაძლო ვარიანტიდან . შენ რა ბასრი ვერაფერი იპოვნე? თუ ტკივილის შეგეშინდა... მანდ რომ ჩავარდები , ქვებს შორის რომ ჩაილეწება შენი ძვლები და გაუსაძლის ტკივილს ტალახიანი წყალი დაგიხშობს გგონია ვერ იგრძნობ როგორ აივსები მთლიანად ამ ჭუჭყიანი სითხით? _ისეთი ცივი ხმა ჰქონდა სული გაუყინა . მართავდა და ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად მას უსმენდა. ისეთ შეგრძნებას უჩენდა დაიფიცებდა , რომ ოდნავადაც არ ადარდებდა მისი სიცოცხლე მისთვის სიკვდილი უბრალო მოვლენა იყო
_რა უნდა გავაკეთო ... დავიღალე . ისე გადის დრო ,რომ მე ვარ მივყვები . დავიღალეე გესმის? საკუთარი თავი დავკარგე
_შექმენი ახალი ადამიანი ძველ სხეულში . მოკალი ეს გოგო ახლა აქ რომ დგას . დაივიწყე ყველა და ყველაფერი . იპოვნე ქალი რომელსაც ყოველი დღე ეყვარება _ მის შეხებას გრძნობდა , თავისი ცხელი გულ_მკერდით გაყინულ ზურგზე ეკვროდა გოგოს. მისი გულისცემა იგრძენო,დარწმუნდა,რომ ნამდვილი იყო - იცხოვრე საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის. გამოიყენე ყველა რესურსი რაც გაქვს - კაცის ხმა ყველა უჯრედამდე აღწევდა, ძალაგამოცლილს მართავდა . მისი დაიჯერა, ირწმუნა ნათელი მომავლის . სხვა არაფერი ახსოვდა ,უცნობის სახე არ დაუნახავს არც სილუეტისთვის მოუკრავს თვალი . მხოლოდ სითბოს გრძნობდა , მისი გულისცემა ესმოდა და სიმშვიდე ეუფლებოდა .
…………………
ლილის არსებობა მის ცხოვრებაში სამუდამოდ დაასრულა. დატოვა ქალაქი და ყველა მოგონება რომელიც იქაურობასთან აკავშირებდა. დედისგან უარყოფილი შვილის განცდები, მამინაცვლისგან მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ყველა სისუსტე, უკან გადადგმული ნაბიჯი წარსულს ჩააბარა . ერთადერთი დამცველის , უფროსი ძმის საფლავი ენანებოდა მხოლოდ , მისი უპატრონოდ დატოვება ტკენდა , თითქოს ღალატობდა, მაგრამ იცოდა იამაყებდა მისი გადაწყვეტილებით, ბედნიერი იქნებოდა სადღაც შორს სხვა სამყაროში. მიდიოდა გეგმებით, მიზნებით , ძალით რომელსაც აუცილებლად სწორად გამოიყენებდა და წარსულიდან მხოლოდ მწარე გამოცდილება მიჰყვებოდა თან .
ხიდზე მომხდარი ამბავი ზოგჯერ წარმოსახვის ნაყოფი ეგონა, ჰალუცინაცია რომელმაც გადაარჩინა, არარეალური ქმნილება, ანგელოზი . ყველა ახსნა მოიგონა , მაგრამ მაინც გულის სიღრმეში იცოდა ნამდვილი იყო კაცი, რომელიც მთელი არსებით იგრძნო .
ნანოს ერთ-ერთ სახლში დაიდო ბინა . ახალი ფურცლიდან დაიწყო ცხოვრება ,თავისუფლების დღეები , ბედნიერების, სიამოვნების , სულის სიმშვიდის დრო . ბორკილებისგან გათავისუფლდა, არაფერი ზღუდავდა იყო ის ვინც იყო . მალევე დაიწყო მეგობრების გაჩენა, აკეთებდა ყველაფერს რაც აინტერესებდა . კულინარიის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე დაიწყო . ნანოს ნასწავლებ ცეკვას არ ივიწყებდა , საღამოს რუტინად ჰქონდა ქცეული . მოძრაობდა და თითოეულ ნაბიჯში გრძნობდა ქალთან სიახლოვეს. დრო სწრაფად გადიოდა , შეეჩვია ევას ცხოვრებას . ახალი სახელი ისე შეისისხლხორცა თითქოს დაბადებიდან ასე ერქვა .
................
მეგობრებთან ერთად შუაღამემდე ერთობოდა , განწყობა აიმაღლა , მუსიკის რიტმს აყოლილი სხეული დადებითად ემუხტებოდა , დაღლას ვერ გრძნობდა და ყველა უჯრედი ერთად ფეთქდებოდა. რამდენიმე მათგანთან ერთად დატოვა შენობა, ტაქსიში სამნი ჩასხდნენ, ბოლო გაჩერება მისი სახლი იყო ცენტრიდან ყველაზე შორს ცხოვრობდა. ფანჯარა ბოლომდე ჩამოსწია , ქუჩებს უყურებდა და გრილ ჰაერს სუნთქავდა, მაგრამ მაინც სულს უხუთავდა მანქანა . მძღოლს მარკეტთან გააჩერებინა , შოკოლადის ნაყინი იყიდა და აღმართს ფეხით აუყვა. ჯერ კიდევ მუსიკისა და ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იყო. ქუჩას ლამპიონები ანათებდა , მაგრამ მაინც ბნელოდა, ცაზე მთვარე საერთოდ არ ჩანდა . იმედგაცრუებული უყურებდა მაღლა ცარიელ სივრცეს და შემდეგ ისევ დაბლა დაიხედა. ტანზე გამოყვანილი, გრძელი ატლასის კაბა ბარძაყამდე ჩახსნილი იყო , ზურგი მოშიშვლებული ჰქონდა , გახურებულ სხეულზე გრილი ნიავის შეხება სიამოვნებდა. სიმშვიდე იყო უბანში და ამიტომაც უყვარდა განსაკუთრებით ეს ადგილი, ახალი ცხოვრების დასაწყებად ზუსტი მისამართი შეარჩია , შეეჩვია , თავისად მიიღო ერთ დროს უცნობი გარემო . წლების განმავლობაში თავად იყო საკუთარი ისტორიის მწერალი, არავინ და არაფერი უშლიდა ხელს , არ არსებობდა ნეგატიური ფერები . სრულიად სხვა ქალი იყო ევა , არაფრით ჰგავდა იმ სასოწარკვეთილ გოგონას ხიდიდან გადახტომას რომ აპირებდა .
პატარა ბავშვივით უციმციმებდა თვალები. ფეხსაცმელმა იმდენად დაღალა, რომ ჭიშკართან მისვლამდე მოიშორა და ფეხშიშველი, ცეკვა-ცეკვით შევიდა ეზოში. რამდენიმე ნაბიჯი დასჭირდა ცხოვრებას თავდაყირა დაყენებისთვის , წუთები, რომლებიც არაფერს აძლევდნენ, საკმარისი არ იყო მდგომარეობის გასააზრებლად. სახლიდან ხმები ისმოდა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა , შიშის მიზეზი ჯერ კიდევ არ ჰქონია . ფანჯრიდან დაინახა ოთახში მყოფი უცნობი პირები. იმდენად დაიბნა, რომ თავის დახსნას ვერ მოახერხებდა. ჯერ კიდევ კედელთან იდგა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო, უკან მიხედვაც ვერ მოასწრო უცნობმა ისე მოხვია მუცელზე ხელი, მეორე პირზე ააფარა , ჰაერში ასწია და სახლს მოაშორა. დეკორატიულ ხეებს შორის მასთან ერთად იდგა,ზურგით უცნობის მკერდს ეკვროდა, მთელი სხეულით გრძნობდა მის სიახლოვეს და უშედეგოდ ცდილობდა თავის დახსნას
-ქანდაკებად იქეცი თუ არ გინდა რომ მოკვდე - ყურთან ესმოდა უხეში , ხრინწიანი ხმა დაბალი ტონი კიდევ უფრო რომ ამძიმებდა, მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა . სახით ეხებოდა , პირიდან ხელს არ უშვებდა ,მაგრამ ისე აღარ უჭერდა. აუცილებლად უკბენდა და გაქცევას ეცდებოდა, რომ არა სახლიდან გამოსული რამდენიმე უცნობი
-არ არის , მაგრამ ხომ მოვა არა? მალე გათენდება სადმე სხვაგან უნდა ჩავუსაფრდეთ რომ არ შეგვნიშნონ
-იქნებ უკვე მოტყდა აქედან
-ვერ ხედავდი სახლს? რომ წასულიყო ასე დატოვებდა შე ს.რო ? რასაც გეუბნები ის გააკეთეთ. პირველებმა თუ არ ვიპოვეთ დაგვენ.ძრევა
გული გაუჩერდა, მართლა ქანდაკებას დაემსგავსა აღარც სუნთქავდა თითები ბიჭის მკლავს მოუჭირა , რატომღაც დაცულად გრძNობდა თავს იქ უცნობის სიახლოვეს . შარში იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა რა ელოდა, მაგრამ პანიკა არ ეწყებოდა
-უკანა გასასვლელისკენ იარე - ისევ გაიგო კაცის ხმა და ინსტიქტურად დაიძრა ეზოს მეორე გასასვლელისაკენ რომელიც ჩიხში გადიოდა. უცნობი უკან მიჰყვებოდა, იმდენად ახლოს აღარ იყო ,მაგრამ მაჯაზე ეხვეოდა მისი თითები . ეიფორიაში იყო, ვერ აზროვნებდა , მომხდარს ვერ ხსნიდა - ფეხსაცმელი ჩაიცვი - იმ წამს გაიაზრა როგორ უჭერდა თითებს მაღალქუსლიანებს . ჩიხში გავიდნენ , შორიდან მოდიოდა მანქანების ხმა , რომელირაც ეზოში ძაღლი ყეფდა, ჭიშკარს რომ ჩაუარეს ლამის ღობეს გადაახტა. შეეშინდა და ფეხი გადაუბრუნდა, სხეული გაყინული ჰქონდა , რამდენიმე წუთის წინანდელი შეგრძნებები სულ მთლად გაუქრა. კანი სულ დაეხორკლა , ისე კანკალებდა თითქოს ზამთრის ყინვაში მიაბიჯებდა თხელი კაბით. კაცს დამამშვიდებელი სიტყვები არ უთქვამს, მაგრამ ისე მოხვია მკლავები დაცემისგანაც იხსნა და სითბოც გაუნაწილა . ერთ-ერთი მიტოვებული სახლის ჭიშკართან ბაიკი იყო გაჩერებული. მასზე დასვა, უკან მიუჯდა და რამდენიმე წუთში უკვე ტრასაზე მიქროდნენ. ისეთი სისწრაფით მიდიოდა, ისე ძვრებოდა მანქანებს შორის,რომ გოგოს ადრენალინისგან საუბრის უნარი წაერთვა. ვერც კი გაიაზრა ერთ -ერთი შეჩერების დროს თვალები როგორ აუხვია რაღაც რბილი, პრიალა ნაჭრით - მოშორებას არ ეცადო ! - მუქარის ტონი არ შორდებოდა საჭირო აღარ ხდებოდა მუქარისშემცველი სხვა სიტყვები, აშკარა იყო რამდენად საშიში იქნებოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა .
არ იცოდა სად იყვნენ, დროის აღქმის შეგრძნებაც დაკარგა, მხოლოდ სითბოს გრძნობდა , მზის სხივები ებრძოდნენ ღამის სიცივეს , მაგრამ ჯერ კიდევ განთიადი იყო. ბიჭი შიგადაშიგ მუცელზე ხვევდა ხელს , სიჩქარის გაზრდის დროს იჭერდა . უცნობ ადგილას გაჩერდნენ , წამით იგრძნო ზურგს უკან სიცარიელე და შემდეგ ჰაერში აღმოჩნდა. ინსტიქტურად მოხვია მკლავები ყელზე და მისკენ უფრო ახლოს მიიწია . სახლში შევიდნენ, კარის დახურვის ხმა გაიგო ,სითბო იგრძნო , იატაკზე მანამ არ დასვა სანამ რომელიღაც ოთახში არ შეიყვანა .
-თუ გინდა,რომ უსაფრთხოდ იყო და არაფერი დაგიშავდეს ოთახში დარჩი. კარს არ ჩავკეტავ, მეზიზღება ქალებზე ძალადობა - არეულ თმაზე თითების შეხება რომ იგრძნო ისე მოდუნდა ვერც კი მიხვდა მიზეზს- რაც უფრო ჭკვანად მოიქცევი მით უფრო მარტივი იქნება შენთვის -ისე საუბრობდა, იმდენად მშვიდი აუღელვებელი და დამაჯერებელი ტონი ჰქონდა გოგოს წინააღმდეგობის გაწევის უნარს უკარგავდა - შევთანხმდით ?
-არაფერს მეტყვი ჩემი აქ ყოფნის მიზეზზე ან სტატუსზე
-ახლა არა , მაგრამ სხვა დროს აუცილებლად
-შენი უნდა მეშინოდეს ? - ეს რომ ჰკითხა გაიგო როგორ ჩაიცინა კაცმა . ისევ ისე ახლოს იყო, ზურგს უკან , ყურთან ახლოს ეხებოდა მისი ტუჩები იმ წამს
-ყველაფერი შენზეა დამოკიდებული ფარად გამომიყენებ თუ მტრად გადამაქცევ
-და შენ უფლებას მომცემ რომ გამოგიყენო ?- ინსტიქტურად შეაბრუნა თავი გვერდით . თვალები ახვეული ჰქონდა მაგრამ იცოდა მისი სახის პირისპირ იყო . პირი გაუშრა, ხელისგულები გაუოფლიანდა და ძალა საერთოდ წაერთვა კაცის სუნთქვა ტუჩებზე რომ იგრძნო. ცხვირის წვერით ლოყაზე შეეხო და თმა ისევ მოაშორა , ყელზე ეხებოდა თითებით ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მალე მოუჭერდა
-ყველაფერი შენზეა დამოკიდებული - წამის მეასედში მოშორდა, ისე გაქრა თითქოს ახლოს არასდროს ყოფილა. ოთახი დაცარიელდა, სივრცე იგრძნო რომელიც მანამდე მხოლოდ კაცს ეკავა . სიცივე გავრცელდა, მკლავები ერთმანეთს გადააჭდო და მოიბუზა. თვალებახვეული ისე გრძნობდა თავს როგორც ბრმა ადამიანი თვალუწვდენელი სამყაროს წინაშე.
ბუნებით რამდენადაც მშვიდი იყო იმდენად ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა . ორ უკიდურესობაში ცხოვრობდა ყოველთვის ახლა კი მოცემულობა ისე მიიღო როგორც ახალი გამოწვევა. საკუთარი შინაგანი ხმის მოსმენის შესწავლას დიდი დრო დაახარჯა ახლა კი იმდენი გრძნობა ერეოდა ფიქრებთან ერთად რომ სიბნელეში მოსულ ქაოსში ჩაიკარგა.
თვალებახვეული იდგა სრულიად უცნობ სივრცეში , გაურკვეველ ადგილას , ყველაფრისგან შორს და არ იცოდა ირგვლივ რა ხდებოდა. ვინ ეძებდა, რა საფრთხე ემუქრებოდა ან რატომ მიჰყვა წინააღმდეგობის გარეშე უცნობს . თავი უსკდებოდა, ეიფორია ქრებოდა და ნელ-ნელა უბრუნდებოდა აზროვნების უნართან ერთად შეგრძნებებიც. ოთახში სისუფთავისა და ხის სუნი ერეოდა ერთმანეთს. სივრცე პატარა არ უნდა ყოფილიყო , ფეხსაცმელი რომ მოიშორა გრილი იატაკიდან ხალიჩაზე გადავიდა. რამდენიმე ნაბიჯი ხელების ცეცებით გადადგა, არაფერს დაჯახებია სანამ საწოლთან არ მივიდა. ხელით იგრძნო სასიამოვნო მატერიის შეხება და გადაღლილ სხეულს დასვენების საშუალება მისცა. კომფორტულად დაწვა, ბალიშებს სასიამოვნო სურნელი ასდიოდა უსიამოვნო შეგრძნება არ გასჩენია . ძალიან უნდოდა აზრების დალაგება , მაგრამ მალევე ჩაეძინა.
.......
გონება დაასვენა, სხეულიც მოუდუნდა, დაღლილობას აღარ გრძნობდა ,თვალები ისევ ახვეული ჰქონდა და ოთახში მარტო არ იყო. ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა სადღაც ახლოს იჯდა , მისი მზერა არ შორდებოდა . მოშიშვლებული ფეხების დაფარვა კაბის ნაწილით სცადა, საწოლზე დაჯდა და თმაში შეიცურა თითები
-კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყო თვალებახვეული
-რამდენ ხანსაც საჭირო იქნება- ხმა ოთახის მაჯვენა მხრიდან მოდიოდა
-შენი ვინაობის გამხელა თუ არ გინდა რომ გახვალ მაშინ მოვიხსნი...რა არის ამ კედლებში ისეთი . ასე ყოფნა ცუდად მოქმედებს
-დისკომფორტი თუ გაწუხებს შემიძლია ახლავე დაგაბრუნო უკან დაელოდე იმათ და იფიქრე იმაზე,რომ უკეთეს პირობებს შეგიქმნიან
-ვინ არიან ისინი , ჩემგან რა უნდათ
-რა გაქვს რომ უნდოდეთ
-შენი აზრით წარმოდგენა მაქვს რა შეიძლება ხდებოდეს ჩემს თავს?
-ფიქრის უნარი ტყუილად არ გვაქვს ადამიანებს
-შენ რაში გჭირდება ჩემი აქ ყოფნა
-იმისთვის არა რისთვისაც მათ- ისევ უემოციო ხმა ჰქონდა . რობოტივით პასუხობდა
-გამოდის ტყვე ვარ . საკუთარი ფეხით გამოგყევი
-სხვა შემთხვევაში არჩევანის საშუალება არ გექნებოდა. უკეთესი ალტერნატივა არ გამოჩნდებოდა ამიტომ სინანული არ ღირს
-რას მიპირებ
-საწოლის გვერდით წყალი, კოლა და პიცაა - კითხვას თავი აარიდა და გოგონასაც შეახსენა თავი შიმშილმა
-პეპერონი- ხელების ცეცებით იპოვნა ყუთი და სუნი რომ იგრძნო გაეღიმა .
ისევ მარტო იყო საყვარელი პიცის ნაჭრით ხელში იჯდა საწოლზე და საყვარელ სასმელს სვამდა. დროის აღქმა არ ჰქონდა, ვერ ხვდებოდა ღამე იყო თუ დღე . მოწყენილობისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ფიქრობდა სახვევის მოხსნაზე, მაგრამ შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ უნდა დაეცადა. ოთახი მთლიანად შეისწავლა, ფარდების სისქეც კი გაიგო, ფანჯარაც გამოხსნა და გისოსებსაც წააწყდა. გარეთ უკვე გრილოდა აქედან დაასკვნა რომ პირველი დღეც მიიწურა
-მითხარი ოთახიდან არ გახვიდეო , მაგრამ საპირფარეშო მჭირდება რომელიც აქ აშკარად არ არის . სახლში ხარ ? იცოდე ზღურბლს გადავაბიჯებ და მერე არ დამადანაშაულო - კარში იდგა და ელოდა მის გამოჩენას. სადღაც ახლოს იყო , მაგრამ დიდხანს არ იღებდა ხმას თითქოს გოგოს მოქმედებას აკვირდებოდა - ასე ოთახს ვერც ვიპოვნი დერეფანში დაფენილ ხალიჩას რომ გაგინადურებ იმედი მაქვს არ მიწყენ- კაბას მაღლა სწევდა და ღიმილს ძლივს იკავებდა
-უმადურება დიდი დოზით ყოფილა შენში , ევა - ისევ ეს ხმა . ზურგს უკან მოახლოებული სხეული, მკლავზე შეხება და კაბის შიგნით საცვლის სათავეზე ოსტატურად გადატარებული თითები - საცვლის მოშორებას არ ჩქარობდი ხოლმე უცხო კაცებთან და ახლა რა დაგემართა? - კაბა ერთ მხარეს ბოლომდე აკეცილი იყო, ხელისგული მუცელზე ეხებოდა თითები კი ბოქვენს
არავის ახლოს არ უშვებდა ახლა კი წინააღმდეგობის გაწევაც არ სურდა. მხოლოდ გონება ეწინააღმდეგებოდა და მისი მოსმენაც არ სურდა. თითები მაჯაზე შემოხვია კაცს და შემდეგ მტევანზე გადავიდა
_რატომ ვარ აქ _თავი შეაბრუნა ცხვირის წვერით ყელზე ეხებოდა
_წინ იარე დერეფნის ბოლომდე _აშკარად ააღელვა , ტემბრი შეეცვალა და მალევე მოშორდა. წინ რომ წავიდა შემდეგ გაეღიმა და ტუჩები კბილებსშორის მოიქცია. არასდროს უცდია ვნებით თამაში ახლა კი თვალებახვეული, ადუღებული სისხლითა და ახურებული სხეულით მიუყვებოდა უცნობ გზას _ მარჯვნივ კარი გააღე ...
_სახვევის მოხსნის უფლება მაქვს თუ ვარაუდით ვიპოვნო უნიტაზი
_როგორც გინდა ისე მოიქეცი თავად გადაწყვიტე ღირს ჩემი სახის დანახვა და გარისკვა თუ არა
_ანუ კატეგორიული აღარ ხარ ... როგორც სჩანს კარგი გოგო ვიყავი პირველი საათების განმავლობაში _სააბაზანოდან წამოსულ სიგრილეს გრძნობდა, გამწოვის ხმა ესმოდა .კარი მიხურა, ზურგით მიეყრდნო ხის ზედაპირს და რამდენიმე წამში ფრთხილად მოიხსნა სახვევი. შავ_თეთრი კედლები კედელთან მდგომი ჯაკუზი , კუთხეში კაბინით , ნიჟარა, სარკე კარადით , სხვადასხვა ზომის პირსახოცები თანმიმდევრობით ეკიდა . ქალისთვის ყველაფერი იყო კარადაში და არაფერი მამაკაცისთვის. შამპუნი და შხაპის გელი რომელსაც ევა იყენებდა , იმ არომატით რომელიც უყვარდა . ჯაკუზი აავსო , სურნელოვანი ქაფი ჩაასხა და რამდენიმე წუთი მშვიდად იწვა. შემდეგ ყველაფერი დალაგდა, რაღაც ჯაჭვი შეიკრა და დეტალებმა სხივები გააჩინა.
ტანზე პირსახოცი მოიხვია, კარი რომ გააღო შემდეგ ისევ აიხვია თვალები არადა როგორ არ უნდოდა სიბნელეში გადანაცვლება. შინაგანად მოსწონდა ეს იდუმალება და თამაშის ამ წესს არ ცვლიდა
_რა ყურადღებიანი ხარ ჩემ ცხიმიან თმაზეც კი ზრუნავ ... შენნაირი კომფორტული გამტაცებელი კიდევ არსებობს თუ ერთადერთი ხარ და ისიც ჩემთვის
_იქნებ იმდენად ძვირად ფასობ რომ ღირს შენთვის კომფორტის შექმნა
_მითხარი რა გჭირდება . იქნებ ეს ყველაფერი საერთოდ აღარ გახდეს საჭირო და მარტივად მოვაგვაროთ
_დიალოგისთვის შესაფერის ფორმაში არ ხარ ...
რთული მისახვედრი არ იყო,რომ ენაწყლიანობით არ გამოირჩეოდა უცნობი . თავს ზედმეტის უფლებასაც არ აძლევდა, ყველაფრის მიუხედავად ცდილობდა არ დაევიწყებინა საკუთარი სტატუსი . ზედმეტად რომ მოდუნებულიყო და დამორჩილებოდა კიდევ უფრო საშიში გახდებოდა მდგომარეობა.
..........
-შენ რა ყველა ღამე აქ უნდა გაატარო?- დილით გაღვიძებისას ისევ რომ იგრძნო მისი სიახლოვე მაშინვე პროტესტი გამოთქვა
-მეგონა მოტაცებული ქალის ამპლუაში მაინც არ გექნებოდა ასეთი ღრმა და უშფოთველი ძილი
-ჩემ გვერდით იწექი? - გვერდით რომ გადაბრუნდა ბალიშზე უცხო სურნელი იგრძნო და მაშინვე წამოჯდა- სად ხარ ...- ხელები აამოძრავა და მალევე იპოვნა საწოლის ბოლოში მჯდომი. შიშველ სხეულზე რომ მიაბჯინა ხელები მაშინვე შეკრთა და უკან დახევა სცადა- რა უმსგავსობაა შენ რა გამიტაცე თუ ცოლად შერთვის მიზნით მომიტაცე . ვის გაუგია გამტაცებელს ტყვესთან ნახევრად შიშველს ეძინოს
-ახლად გაღვიძებული მუდამ არეული ხარ ... გატაცების პრინციპები და ნორმები თუ იცი არც შენ აკმაყოფილებ ტყვეობაში მყოფის სტანდარტებს . თუ ძალიან გინდა სარდაფში სკამზე მიგაბავ , პირსაც აგიკრავ , მხოლოდ წყალს და პურის ერთ ნაჭერს მოგცემ დღის განმავლობაში - ისევ ეს წყეული სიახლოვე. ხელი წელზე შემოხვია, თავისკენ მიიზიდა , თვალებზე ახვეული ნაჭერი გაუსწორა , თმები როგორც ყოველთვის ზურგზე გადაუყარა და შემდეგ სუნთქვაშეკრულს ტუჩებზე გადაატარა თითი - რა გირჩევნია ...აირჩიე
-მგონი მანიაკი ხარ რომელმაც თავადაც არ იცის ჩემგან რა უნდა
-ჩვენს შორის გაურკვევლობაში მყოფი მხოლოდ შენ ხარ . დამიჯერე მე ყოველთვის საჭიროზე მეტ ინფორმაციას ვფლობ და იმაზე მეტი შემიძლია გავაკეთო ვიდრე წარმოგიდგენია , ევა - ქალის სახელს ისე ამბობდა ,რომ გონებას სულ მთლად უხშობდა
-დიდხანს მოგვიწევს ერთ ჭერ ქვეშ ყოფნა ხომ? - ტუჩები ენის წვერით დაისველა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა - ვიცი მარტივად არ გამიშვებ , რაღაც ისეთი ხდება რასაც ვერ ვხვდები. წარმოდგენაც კი არ მაქვს - ხმა გაუტყდა. ღრმად ჩაისუნთქა და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას ეცადა - შენ ცუდი არ ხარ ხომ ?
-ყველაზე ცუდი ვარ მათ შორის ვისაც კი იცნობ , მაგრამ შენ არ უნდა გეშინოდეს - თავზე გადაუსვა ხელი . ყურთან ესაუბრებოდა, ქალის სურნელს სუნთქავდა და მანძილს არ ზრდიდა- უდანაშაულო ხარ , სუფთა და ისეთივე მშვიდი უნდა იყო როგორიც შენი სინდისია
-შენ ... მე მიცნობ?
-მე გავდივარ ... შეგიძლია სახვევი მოიხსნა და მშვიდად იყო
-მიდიხარ ? მე მარტო ვიქნები? ისევ მეძებენ და მარტო მტოვებ? აქ რომ მოვიდნენ შენ რომ არ იქნები მე რა უნდა ვქნა აქედან გასასვლელიც კი არ ვიცი . როგორ შეგიძლია დამტოვო და წახვიდე
-დამშვიდდი . აქ ვერავინ გიპოვნის. ჩემ გარდა არავინ მოვა და ისეთი დაცული ხარ როგორც არავინ ამ ქვეყანაში
-ეს შენი თავდაჯერებული ტონი
-კარგია შენი თვალების ტრიალს რომ არ ვხედავ- ჩუმად თქვა ,მაგრამ ევამ მაინც გაიგო
-შენ საიდან იცი ... წახვედი? ის მაინც მითხარი რომ მალე დაბრუნდები
-ვახშამს დამახვედრებ და დაბრუნებულს ყელზე შემომეხვევი?
-ეს უკვე ირონიაა ... საინტერესოა რაღაც განსხვავებული ემოციის გამოხატვაც შეგძლებია . ბრავო რობოტო
-მაბრკოლებ და გავბრაზდები
-უჟმური - უკან შებრუნდა და კარი ხმაურით მიხურა. სახვევიც მოიხსნა და კიდევ ერთხელ გაუძლო სინათლით გამოწვეულ ტკივილს. ფარდები ჩამოაფარა და ისევ სიბნელეში დარჩა სანამ თვალი არ შეეჩვია. საწოლზე იწვა და ჭერს უყურებდა, აგიჟებდა ეს მდგომარეობა, მაგრამ წასვლაზე ფიქრიც არ უნდოდა. დარწმუნებული იყო ყველაფერს გაართულებდა და დაკარგავდა იმ მდგომარეობას რაც ჰქონდა.
.............
მოწყენილი იჯდა ოთახში ნაცნობი მელოდიის ხმა რომ გაიგო და ინსტიქტურად გაეღიმა. უცნობი სადღაც შორს იყო, მაგრამ მაინც თვალს ადევნებდა. არაფერი ადარდებდა მუსიკა ყველა უჯრედამდე ,რომ აღწევდა სხეული ცეკვას გონებისგან დამოუკიდბელად იწყებდა. იმდენად გადაეჩვია საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლას რომ გატაცებულიც კი იყენებდა ყველა შესაძლებლობას.
-მარტო ცეკვა დამღლელია ... შენ რიტმის შეგრძნება არ გაქვს ? - დატრიალდა , სახვევი კარგად შეიკრა იმის დასამტკიცებლად,რომ ვერაფერს ხედავდა . რამდენიმე წუთს ელოდა, შემდეგ ისევ განაგრძო ცეკვა მანამ სანამ მოულოდნელად არ შემოეხვია უცნობის ნაცნობი მკლავები
-ასე რომ ცეკვავ იცი რას მართებ ადამიანებს ,რომლებიც გიყურებენ ? - ცეკვაშიც კი დაკარგა სადავეები, ერთი შეხება გახდა საჭირო მის მოძრაობას რომ აჰყოლოდა
-არ მადარდებს . ყველანი უმნიშვნელო ქმნილებები არიან, რომელთაც ჟინი მართავთ . მეზიზღებიან თავიანთი უაზრო აზრებით, შეხედულებებითა და რწმენით, რომ კაცები წარმოადგენენ სამყაროს ცენტრს
-მე კი მეზიზღება კაცობრიობის სისუსტეებზე და განუვითარებლობაზე საუბარი . ყველანი დამოუკიდებელი ინდივიდები ვართ, ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრებით და ჩვენივე ცხოვრებაში გამოვლენილი თვისებებით - თითებით მკლავებზე ეხებოდა, შემდეგ მაჯაზე შემოხვია და თავისკენ შეაბრუნა
-შენ როგორი ხარ
-ისეთი როგორსაც მხედავ
-რა ვიცი რომ არასწორად არ გხედავ ...იქნებ ილუზიაა ის რასაც მე ვხედავ შენში
-დრო გიჩვენებს , თუ დანახვას ეცდები
სრულ სიბნელეში კუნთების ატკიებამდე ცეკვავდა უცნობთან ,რომელსაც მისი გამტაცებელი ერქვა. მანძილი არ არსებობდა, თავისუფალი , შეზღუდვების გარეშე ჰყვებოდა რიტმს . კაცის ხელების შეხება სამყაროს აშორებდა, მანამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ . იმაზე მეტს ხედავდა ახვეული თვალებით ვიდრე ოდესმე უნახავს... იცინოდა, მთელი სხეული გაუნათდდა , ბრწყინავდა და მანამ ტრიალებდა სანამ მკლავებში არ ჩაუვარდა
-დროა გაჩერდე, თორემ ეჭვი მაქვს დაუსრულებლად გინდა ცეკვა- ხელში აიყვანა და ისე განაგრძო გზა
-კიდევ მინდა
-ნუ ღელავ სხვა დროსაც ჩავრთავ მუსიკას და შენ ისევ იცეკვებ, მაგრამ დღეს აღარ
-იცი ვერ ვიტან როდესაც რაღაცას მიკრძალავენ
-გატაცებული ხარ , რაღაც გამონაკლისები უნდა დაუშვა
-შენ მე დამცინი და ერთობი !
-დაისვენე თუ გინდა,რომ ხვალ სიარული შეძლო - საწლზე დასვა, ლოყაზე აკოცა და წავიდა. ისე ეხებოდა, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, სრულიად ნორმალური ქმედება ,რომელსაც მუდამ ახორციელებდა
..........
-ფეხსაცმელი ჩაიცვი მივდივართ - ისეთი ცივი ხმა ჰქონდა, სიჩუმე იმდენად მოულოდნელად დაარღვია რომ წამსვე წამოდგა საწოლიდან. შუაღამე იქნებოდა ის კი გაურკვეველი მიმართულებით მიჰყვებოდა. გვერდით ედგა მხრებზე რაღაც თბილი რომ მოახურა , ჩაცმაში დაეხმარა ხელი მოხვია და მის ნაბიჯებს ფეხი აუწყო . გულისცემა აუჩქარდა, გრძნობდა რომ რაღაც ხდებოდა , რაღაც რაც უცნობსაც აღელვებდა . მისგან წამოსული მუხტი კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას, ცოტაც და შიშის გრძნობა გადაფარავდა უეცრად გამოსროლილ ადრენალინს. ვერაფერს ამბობდა, უამრავი კითხვა ჰქონდა და მაინც ისე სწრაფად მიდიოდნენ სიტყვის თქმა ვერც მოახერხა. სახლი რომ დატოვეს ისევ სწრო გზაზე მიდიოდნენ, კარგახანს გაგრძელდა სუფთა გზა შემდეგ კი აშკარად ქვებში გადაინაცვლეს. ყინავდა, ასეთი სიცივე რატომ იყო იმ დროს წარმოდგენა არ ჰქონდა თუმცა ისიც არ იცოდა რა ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ფეხი გადაუბრუნდა, მაგრამ კაცი იმდენად ახლოს იყო საყრდენად ჰყავდა
-ფრთხილად , წინ ცუდი გზაა და ეცადე თავს გაუფრთხილდე
-ვერაფერს ვხედავ, როგორ გინდა ამ გზაზე ვიარო და თან რამე არ მოვიტეხო?
-წინ იარე და უკან მოხედვაზე არც იფიქრო - იმდენად მოულოდნელად მოხსნა სახვევი რომ თვალებთან ერთად თავიც ასტკივდა
-რამხელა ცდუნებაა...ვიცი უკან ხარ შენი დანახვის შანსი მაქვს
-სიბნელეა, კაპიუშონი მაფარია და ძალიანაც რომ მოინდომო მაინც ვერ დამინახავ . ისე კი შენთვის სჯობს ჩემი სახე არ დაინახო , შენი ფსიქიკისთვის
-რაზე მიმანიშნებ ... შენ რა შრამები გაქვს და ამიტომ არ გინდა დაგინახო?
-როგორ შეგეცვალა ხმის ტემბრი . არადა რომ გკითხონ ადამიანის ნაკვთებს ყურადღებას არ აქცევ
-შენ საიდან იცი რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანში იქნებ სწორედ ფიზიკურ მონაცემებს ვანიჭებ უპირატესობას
-შენი ყველა თაყვანისმცემლის მოშორებისას გაგიჟებულ დაქალებს ერთი და იგივე სიტყვებით უპირისპირდები „ გარეგნობა რა შუაშია . ხასიათი ჰქონდა კოშმარული“ - ტემბრი შეიცვალა და მერე ისევ ჩვეული უემოციო ტონალობა დაიბრუნა- რომელი დავიჯერო ის რასაც ყველას ეუბნები თუ ის რასაც ჩემთან ამბობ
-შენ მე ... გამოდის რომ მე მისმენდი -თითქოს თავში ყველა უჯრედი აფეთქდა. სხვა დასკვნას უბრალოდ ვერ გამოიტანდა ეს ყველაფერი მის სახლში ხდებოდა , ყოველ ჯერზე როდესაც მორიგ თაყვანისმცემელს მოიშორებდა და მისი მარტოსულობით სასოწარკვეთილ დაქალებს უხსნიდა მიზეზს ამ სიტყვებს ამბობდა. სახეზე ხელები აიფარა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი
-იარე ! - ხელით უბიძგა . ისევ მის უკან იდგა , სიარულს აიძულებდა ასე მშვიდად მართავდა და არაფერი ადარდებდა
-ვინ ხარ
-რამდენჯერ უნდა მკითხო ერთი და იგივე . მოდი შევთანხმდეთ „ვინ ხარ?“ „ აქ რა მინდა?“ „როდის დასრულდება ?“ „სად ვართ?“ არ მკითხო
-დიდხანს მითვალთვალებდი ? - გაყინული თითებით ორი ზომით დიდი მოსაცმელი ტანზე მოიხვია და იმ წამს გაიაზრა რომ კაცმა თავისი ჟაკეტი ჩააცვა
-საკმაოდ
-არ უარყოფ?
-დეტალებსაც მოგიყვები ,აუცილებლად
-დამცინი?
-იშვიათად ვარ ხუმრობის განწყობაზე . ეს ბილიკი ბოლომდე უნდა გავიაროთ
-ვინმეს გავურბივართ?
-ხომ გითხარი ამ ადგილს ვერავინ იპოვნის-თქო . დამიჯერე და ეჭვი ნუ გეპარება
-იმდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, იმდენი რამ გვაკავშირებს როგორ შემიძლია ეჭვის შეტანა - თვალები აატრიალა, წარბები შეკრა და აწეწილ თმაზე ხელი გადაისვა
-შენი ირონია მიწვევს და ეცადე იშვიათად გამოიყენო ამ ჟესტიკულაციასთან ერთად თორემ ემოციების კონტროლი მიჭირს
-შენ გიჭირს ემოციების კონტროლი?- სიცილი დაიწყო და გაჩერდა- ემოციას საერთოდ გამოხატავ?
-ისე არა როგორც სხვა შენი ნაცნობები
-საინტერესოა
-ნუ გამომიწვევ და ნუ დაივიწყებ მე გამტაცებელი ვარ შენ გატაცებული
-გატაცებული ... რაღაცნაირად ჟღერს
-შეგიძლია ნელა იარო , ასე დაიღლები და გაჩერება მოგვიხდება
-ვერ ვხვდები თუ არ გვეჩქარებოდა ასეთი სისწრაფით რატომ დავტოვეთ სახლი
-რადგან საუბარი დავიწყეთ აღარ უნდა გაჩუმდე და სულ კითხვები უნდა დამისვა?
-უტაქტო და უხეში რომ ხარ იცი თუ პირველი ვარ ვინც გითხრა
-ვფიქრობ უგუნურებაა შენი მხრიდან ჩემზე ასე საუბარი . ადამიანის შეფასების უნარი საერთოდ არ გაქვს , ევა
-რა გინდა მითხრა რომ მხიარული ადამიანი ხარ ?
-განურჩევლად მდგომარეობისა სულ რომ კარგ ხასიათზე ხარ სიგიჟეა ეგ და არა მხიარულება
-ჟრუანტელი მივლის შენი ტონალობის გამო
-და უხეშობას მაბრალებ ?
-გაიცინე ხომ ?
-თვალებახვეულს შეგრძნებები გაგიმძაფრდა არა?
-ზოგი ჭირი მარგებელია... - შუაღამე იყო, ტყეში მიდიოდნენ და ფანარი უნათებდათ გზას ის კი რაზე საუბრობდა. სიტუაციის სიმძიმე მაშინ გაიაზრა შორიდან რაღაც ცხოველის ხმა რომ გაიგო და წამსვე კივილი დაიწყო - იქ რა მგელია? ტყეში ვართ , მგელია ... ნამდვილად შეგვჭამს- უკან დაიხია, ზურგით მიეყრდნო ბიჭს და თითები მაჯებზე მოუჭირა- შენ ნორმალური არ ხარ ხომ? თუ არავინ მოგვდევდა ამ დროს რატომ წამომიყვანე ამ უღრან ტყეში
-აქ მგლები არ არიან... მთებიდან მოდის ხმა - ისევ იღიმოდა და ევას აგიჟებდა . თითები კიდევ უფრო მოუჭირა , საერთოდ არ ჰქონდა მოშორების სურვილი. კიდევ უფრო თბილად და კომფორტულად გრძნობდა თავს- სასიამოვნოა, მაგრამ ასე ჩახუტებულები გზას ვერ გავაგრძელებთ - ყურთან უთხრა , კიდევ ჩაიცინა და ცხვირის წვერით შეეხო ყბაზე- ჟრუანტელს რაც შეეხება სიამოვნების ბრალია - ტუჩები ყბის ქვეშ ,ყელზე შეახო და სულ აურია გონება ევას
-შენ რანაირი გამტაცებელი ხარ
-შენ ნამდვილად გატაცებული ხარ - ისევ ისე მოულოდნელად აუხვია თვალები და მერე ხელში აიყვანა. აშკარა იყო დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდნენ. ხელში ფანარი მიაჩეჩა და გზა განაგრძო . კომფორტულად მოკალათდდა, სხვა რა გზა იყო? თანაც სულაც არ გრძნობდა თავს ცუდად. კიდევ ერთხელ გაიგო სახლის კარის გაღების ხმა, ხის სუნი კიდევ უფრო მძაფრად იგრძნო და ნაბიჯების ხმაც ხის იატაკზე მიანიშნებდა
-სად მიდიხარ - დივანზე რომ დასვა და მაშინვე მოშორდა ნაბიჯების მიხედვით მიხვდა ,რომ მანძილი გაზარდა
-გავალ და მალე დავბრუნდები . მანდ დარჩი !
-მონარქია რომ იყოს ზუსტად ვიცი მეფე იქნებოდი ... წინა ცხოვრებაში დიდგვაროვანი იყავი ალბათ ისეთი მბრძანებლური ტონი გაქვს - ჩუმად ლაპარაკობდა . ციოდა, დივანზე მობუზული იჯდა. ნაბიჯების ხმა მალევე გაიგო, დაიძაბა,მაგრამ რომ იცნო დამშვიდდა. შემდეგ რაღაცის დავარდნის ხმა გაიგო , ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა სანამ შეშის ტკაცუნის ხმა არ ეცნო
-ბუხარი დაანთე?
-მალე გათბება ოთახი . მანამდე ეს მოიხვიე- პლედი ფეხებზე დააფარა სადღაც ახლოს დაჯდა. არაფერს ამბობდა მხოლოდ შეშის წვის ხმა ისმოდა და სულ უფრო მეტად თბებოდა ოთახი. გვიანი იყო, თვალებახვეულს, სიბნელეში, სითბოში რბილ დივანზე მიწოლილს მალევე ჩაეძინა.
.......
მარტო იყო სრულიად უცნობ ადგილას. ირგვლივ მხოლოდ მთები, ტყე და ცხოველები იყვნენ . გარბოდა, ისე ჩქარა რომ სუნთქვაც კი უჭირდა,მაგრამ არ ჩერდებოდა . უკან მიჰყვებოდნენ, სროლის ხმა ესმოდა , ეშინოდა უკან მიხედვაც კი არ უნდოდა . ყველაფერი ტრიალებდა, მზერა ებინდებოდა, დაიჭირეს ... შველას უშედეგოდ ითხოვდა სანამ ბიძგი არ იგრძნო და კოშმარს თავი არ დააღწია
-სიზმარია...უსაფრთხოდ ხარ . ვერაფერს დაგიშავებენ- სხეულზე ეკვროდა უცნობი , თავზე ხელს უსვამდა და ჩუმად ამბობდა სიტყვებს-ღრმად ისუნთქე
-გატაცებული ვარ - ჩუმად თქვა , გამშრალი ტუჩები დაისველა . ზურგი სულ სველი ჰქონდა, სახეზეც გრძნობდა როგორ მოძრაობდნენ ოფლის წვეთები. ღრმად სუნთქავდა და კაცს მკლავებს არ აშორებდა
-არაფერი გემუქრება...ჩემთან მშვიდად უნდა იყო- ყელზე შეახო ტუჩები და მისი სურნელი შეისუნთქა- ყველაფერი დასრულდება და გათავისუფლდები - ქალის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული, თითებს მის თმაში დაატარებდა, ტუჩებით ისევ ეხებოდა კანზე და გოგოს ათრთოლებულ სხეულს არ შორდებოდა
-არ დამტოვო ... ჩემი წაყვანის ნება არ მისცე -თვალები დახუჭა, სახვევი აღერ ეკეთა. საწოლი რომელზეც იწვა ოთახის ერთ-ერთი კუთხეში კედელთან იდგა . ზურგი აქცია ბიჭს, თითები მაჯაზე შემოხვია , არ უშვებდა- ჩამეხუტე- მთელი არსებით უნდოდა ზურგს უკან მისი სხეულის შეგრძნება. მისი გულისცემის მოსმენა და მუცელზე შემოხვეულ მკლავებზე მტევნებიც დალაგება. ეს მდგომარეობა იმდენად კომფორტული გახდა , რომ ძილშიც ვერ თმობდა. კაცი აჭიანურებდა, მხოლოდ ხელზე ეხებოდა - შეგიძლია თვალებზე ისევ გამიკეთო ნიღაბი ... არ მჭირდება შენი სახის დანახვა . უბრალოდ ჩამეხუტე, გთხოვ ...დავიღალე- ბოლო სიტყვას ცრემლებიც მოაყოლა. ჯერ კიდევ სიზმრების გავლენის ქვეშ იყო
-დაიძინე - საწოლის თავისუფალი ნაწილიც შეივსო. ზურგს უკან სივრცე მთლიანად დაიკავა, გაათბო ყველა უჯრედი . ნაცნობი შეგრძნება იყო , უცნობი ადამიანისგან მიღებული, მაგრამ მაინც უკვე განცდილი. გონება ვერ იხსენებდა , ვერ ხვდებოდა მის ვინაობას , მაგრამ მთელი არსებით გრძნობდა სიახლოვეს.
დამშვიდდა, მაგრამ დაძინება ვერ შეძლო . არც კაცს ეძინა, თითებზე ეფერებოდა , სახეზე ქალის თმა ეხებოდა და მოშორებას არც ცდილობდა. ევა ფრთხილად ამოძრავდა,თვალები დახუჭა გადაბრუნდა . თავი მკლავზე დაადო, ხელისგული მკერდზე მიადო და აჩქარებული გულისცემა რომ იგრძნო გაეღიმა,კიდევ უფრო შეამცირა მანძილი . მის სახეს არ უყურებდა , მხოლოდ ყელის ნაწილს და ტანს ხედავდა .გარეთ თენდებოდა, ოთახი საკმარისად განათებული იყო და კარგად არჩევდა მისი სხეულის ფორმებს. განიერი გულმკერდი, მკლავები რომლებიც ასე ხშირად ეხებოდნენ, გრძელი თითები ყველაფერი ნანახი უკვე აღქმულს ამტკიცებდა.
-შენ არასდროს გძინავს ?
-როცა საქმე მაქვს ,არა
-მე შენი საქმე ვარ ?
-შენ არა , მაგრამ შენც ჩემ საქმეში ხარ
-იმ კითხვების გარდა ყველა კითხვაზე მიპასუხებ? - ჩუმად ლაპარაკობდნენ, მისი ტონალობა მიიღო თავადაც და საშინლად მოსწონდა ასე საუბარი
-მაინც რამდენი კითხვა გაქვს - ხელი თავზე რომ გადაუსვა თითქმის მთლიანად დაფარა
-უზარმაზარი ხარ , საშიშიც და მე რატომ ვერ ვგრძნობ ამას
-შენც ხომ არ ხარ პატარა
-აბა დიდი ვარ ?
-მაგრამ პატარაც არ ხარ
-რანაირი ხარ ...გოგონებს პატარას ეძახიან . ასაკის და გარეგნობის გამოც შენ კი უგულებელყოფ ჩემს მონაცემებს
-გინდოდა მეთქვა შენ ხარ პატარა-თქო? შენ გაიზარდე , დიდი ხანია - ტუჩების შეხება იგრძნო შუბლზე და იმ წამს გაიაზრა რომ კაცს წვერი ჰქონდა. აქამდეც ხვდებოდა,მაგრამ არ გაუმახვილებია ყურადღება. ხელი ნელა აამოძრავა მისი სახის მიმართულებით , სულ ოდნავ შეეხო ლოყაზე და მაშინვე მოუჭირა თითები- ნუ გადააბიჯებ იმ ერთადერთ ზღვარს რომელიც დაგიწესე
-რამდენი წლის ხარ . მეტყვი?
-35 წლის ვარ... დაბადების თარიღიც გაინტერესებს ?
-თუ მეტყვი მოგილოცავ
-მაგ დროს ჩემთან აღარ იქნები
-და ვეღარც გიპოვნი ? - მისი ნახვა კიდევ ენდომებოდა? არ უნდოდა წასულიყო? სიგიჟეა , რა უნდოდა ამ კაცისგან რომელსაც სადღაც ტყეში ჰყავდა გამოკეტილი ამდენი დღე , არც კი იცოდა რამდენი ხანი გავიდა. ახლა კი ასეთი მოწყენილი ტონალობით უსვამდა კითხვას
-რომ მიპოვნო უნდა დამინახო- ისეთი ხმა ჰქონდა, იმდენად განსხვავებული აშკარა იყო პირდაპირი მნიშვნელობით არ გულისხმობდა. ევა გაჩუმდა,შუბლით მკერდზე მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ზურგზე გრძნობდა მისი თითების მოძრაობას , ერთი ხელი მხრებზე ეხვეოდა მეორე წელზე გაჩერდა . კიდევ უნდოდა ბევრი კითხვის დასმა, მაგრამ ისევ გაჩუმება არჩია . არ უნდოდა ერთბაშად ეთქვა ყველაფერი, დაკვირვება მოსწონდა, მისი შესწავლა
-ჩემი გჯერა ევა? - დიდი დრო იყო გასული კაცის ხმა რომ ჩაესმა . თითქმის ეძინა, მაგრამ მაინც მოახერხა პასუხის გაცემა
-მჯერა - ჩუმად თქვა და შემდეგ დაეძინა კიდეც.
.........
თვალები ისევ ახვეული ჰქონდა, გაღვიძებამდე გრძნობდა შემწვარი კვერცხის სუნს და ცარიელმა კუჭმა აიძულა გამოფხიზლება. ინსტიქტურად წამოჯდა და ხელები მაღლა ასწია, რამდენიმე ვარჯიშისმაგვარი მოძრაობა გააკეთა . კაცის სავარაუდო მდებარეობას არკვევდა , უნდოდა ამდგარიყო,მაგრამ მალევე მიუახლოვდა ნაბიჯების ხმა და საუზმის სურნელიც. მაგიდაზე მის წინ ელაგა ყველაფერი . კაცი არაფერს ამბობდა რაღაც მანძილზე მოძრაობდა,სავარაუდოდ საუზმეს ამზადებდა და როგორც ყოველთვის დუმილს არ არღვევდა. ახლოს დაჯდა, მაშინვე მოაშორა წინ ჩამოყრილი თმა წამით მოშიშვლებულ ყელზეც შეახო თითები
-პირი გააღე
-რა - შეხებამ იმდენად დააბნია, რომ საუზმე სულ დაავიწყდა
-ერთი ოთახია . სახვევს ვერ მოგხსნი ამიტომ მე გაჭმევ ... ყველთან ერთად შევწვი . წითელი ტყემლის საწებელიც მაქვს და ამდენს რატომ მალაპარაკებ ?
-ნუ მიღრენ დილაადრიან
-პირი გააღე !- უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ ისეთი გემრიელი იყო ძლივს დანაყრდა. ტუჩები პატარა ბავშვივით რომ მოწმინდა მაშინვე წამოწითლდა . იცოდა ისევ გაეღიმა კაცს , გაუხარდა კიდეც მის სახეს რომ ვერ ხედავდა - წყალი - ხელში მიაჩეჩა ბოთლი და მერე თავად დაიწყო საუზმობა.
- საქმეს ირთულებ სახის დამალვით ... ყველაფერს თავად გავაკეთებდი თვალები ახვეული რომ არ მქონდეს
-შენზე რთული საქმეებიც მქონია
-ძეხვთან ერთად შეწვი კვერცხი ?
-ყნოსვის რეცეპტორები აშკარად გაგიცოცხლდა
-ნუ იცინი , ვერ გხედავ და ნერვები მეშლება
-ჩუმად იჯექი არ მიყვარს ლაპარაკი საუზმობის დროს
-ისე ხომ რას ამბობ არ ჩუმდები
-ირონია !
-მე ისევ დავწვები სხვა ალტერნატივა მაინც არ მაქვს - ფეხზე წამოდგა, მაგრამ ისე იჯდა ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად აყირავდა და ბიჭის მკლავებში აღმოჩნდა - ჯანდაბა
-მშვიდად საუზმობასაც არ მაცლი
-შენი ბრალია - ხელები რომ მოუჭირა თეძოებზე და მის ფეხებზე მჯდომი აღმოჩნდა ლამის ცეცხლი მოეკიდა-არ გამიშვებ?
-არა !
-ასე რომ ვზივარ უკეთ გრძნობ თავს ? - წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა, მაგრამ უფრო მჭიდროდ რომ მიეკრო და ხელებიც მოხვია ფაქტი იყო. - გინდა ასე დავრჩე ?- პირველად შეეხო თავზე, მოზრდილი თმა ჰქონდა . რბილ , ხვეულებს ეხებოდა და თითებს დააცოცებდა. ყელთან გრძნობდა კაცის სუნთქვას, ტუჩები ისე შეახო ყბაზე ესეც არ გაუაზრებია მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს კაცს მკლავები რომ დაეჭიმა , ღრმა გაუხდა სუნთქვა და ყელზე მხურვალე კოცნის კვალი დაუტოვა
-თამაში არ დაიწყო . არ გინდა ! - ყურზე ჯერ კბილები შეახო შემდეგ ტუჩები და თითებიც ისე მოუჭირა თეძოებზე რომ გოგოს საუბრის უნარი წაართვა. ტუჩები გაეხსნა, ცოტაც და კვნესა წასკდებოდა. არ იცოდა რას აკეთებდა, ვერ ხვდებოდა , ვერ იაზრებდა და არც უნდოდა. დივანზე დასვა და ოთახიდან გავიდა.
............
მთელი დღე ჩუმად იყვნენ . კაცი მაქსიმალურ დისტანციას იჭერდა და აშკარად რაღაცას აკეთებდა . ევა კი ცდილობდა და მაქსიმალურად იკრებდა ყველა შესაძლებლობას,მაგრამ აშკარად არ გამოსცემდა რაიმე გამორჩეულ ხმას რითაც დაადგენდა მის საქმიანობას.
-გამომყევი - მოულოდნელად ჩაკიდა ხელი და ოთახის მოპირდაპირე ნაწილისაკენ გადაიყვანა . სკამზე რომ დასვა გაუკვირდა, მანამდე არ შეუნიშნავს ოთახში . ფეხსაცმელიც მოაშორა , ტერფებზე თითებით ეხებოდა რაღაცას უსვამდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. წვივებს რომ ააყოლა თითი ინსტიქტურად შეაერთა მუხლები
-რას
-ჩშშ- თითები ტუჩებზე გადაუსვა, ნიკაპზე და ყელზეც გადავიდა შემდეგ კი პირზე წებოვანი ლენტი დააწება. ინსტიქტურად ამოუშვა ბგერები, თავი აამოძრავა, მოშორება სცადა, მაგრამ ხელები გაუკავა . სულ მალე სკამზე ხელ-ფეხ მიბმული იჯდა , თმებიც არეული ჰქონდა , ფეხსაცმელიც არ ეცვა - დამივიწყე . წარმოიდგინე ,რომ მათი ტყვე ხარ და გეშინია . თუ გინდა,რომ მალე დასრულდეს , კითხვებზე პასუხები მიიღო ...ყველაფერი შენაზეა დამოკიდებული - ქალისკენ იყო დახრილი, ყბის ქვეშ აკოცა, მაისურში თითები ჩააცურა და წამში გადახია .
ის რამდენიმე წუთი ყველაზე რთული იყო, გაუგებარი, გაურკვეველი და ემოციური. გულისცემა აუჩქარდა, ადრენალინის ჭარბი რაოდენობა გამოიყო . უმოქმედო გახდა, ვერ მოძრაობდა, ვერ ლაპარაკობდა, ვერ ხედავდა . სხეულის თავისუფალი ნაწილის ამოძრავებას ცდილობდა, დაგუდულ ხმებს გამოსცემდა და ბოლოს იმდენი მოახერხა,რომ სკამი წაიქცა . იატაკზე დაცემის ხმა გავრცელდა ყველგან, თავი საშინლად ასტკივდა, ხელს ვეღარ გრძნობდა , ცრემლები წამოუვიდია . ელოდა, მის შეხებას , შველას , თავისუფლებას, მაგრამ ის აგვიანებდა. იცოდა სადღაც ახლოს იყო , მაგრამ წამები მის მისვლამდე საუკუნესავით გრძელდებოდა.
-ევა ...ჯანდაბა ევა რა გააკეთე - იმდენად შეშინებული იყო თვალებიდანაც კი მოხსნა სახვევი. იატაკზე დაეშვა, გოგო მკერდზე მიიკრა . მაჯებზე კოცნიდა , სახეზე უსვამდა თითებს და ცრემლებს წმენდდა- მაპატიე . არ შემიძლია შენთან არ გამომდის . ვერ ვიტან , შენ ტკივილს ვერ ვიტან .
ცრემლებით დაბინდული თვალები ძლივს გაახილა, ერთი მარტივი მოძრაობა და მის სახეს დაინახავდა. სკამი კუთხეში ეგდო , წინ კამერა იდო ლეპტოპი და კიდევ რაღაც მოწყობილობა. რთული მისახვედრი არ იყო გამტაცებელი რას აკეთებდა
-ფული გჭირდება ?
-რაა? - თავზე ეფერებოდა ,მაგრამ გაჩერდა
-გამოსასყიდი ვის უნდა მოსთხოვო არავინ მყავს რამდენიმე მეგობრის გარდა , რომელთაც არაფერი გააჩნიათ - ხმა ჩავარდნილი ჰქონდა. არ შორდებოდა , ჩუმად ლაპარაკობდა და ცრემლებს იმშრალებდა- გამოდის,რომ ამის გამო არ მოგიტაცებივარ. უბრალოდ ვერ ვხვდები რა მინდა აქ თან ამ ფორმით ამ მდგომარეობაში ... მანიაკი ხარ ? გოგონებს უთვალთვალებ, იტაცებ , სტოქჰოლმის სინდრომით აავადებ და მერე ? რომ უყვარდებით მერე რას შვები
-ღმერთო ჩემო რა მანიაკი ... პირველი ქალი ხარ ვინც მოვიტაცე და უკანასკნელიც . საერთოდ ერთადერთი ხარ ვისზეც ვღელავ . მინდა მალე დასრულდეს ყველაფერი , იმაზე მეტად მინდა ვიდრე წარმოგიდგენია .შეიძლება შენზე მეტადაც კი
-თუ ნამდვილად გაწუხებს ჩემი მდგომარეობა , თუ გადარდებ მომიყევი და ერთად დავასრულოთ ეს უბედურება
-არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო მოყოლა რომ არ შეგაშინო და მშვიდად იყო
-ის კამერა კიდევ ჩართულია?
-არა ... უკვე გავგზავნე ვიდეო და აქედანაც შეგვიძლია წასვლა
-უკან დავბრუნდებით?
-სხვაგან წავალთ. მოგეწონება იქაურობა , თან მარტო არ იქნები
-წავიდეთ აქედან
...........
ჩუმად მიდიოდა . ყველაფრის დავიწყება უნდოდა, ცხოვრების წესად ჰქონდა ქცეული წარსული მძიმე ამბების გონებიდან ამოგდება და ყოველი დღის ახალი ფურცლიდან დაწყება. დრო სჭირდებოდა ყველა მოგონება სხვადასხვა ზომის ტვირთს ჰგავდა, ზოგს მარტივად იშორებდა ზოგს კი დიდი დრო სჭირდებოდა. ტყის სილამაზესაც ვერ ამჩნევდა, არც ხედები ადარდებდა სიმძიმეს გრძნობდა რომელიც ყველა სხვა შეგრძნებას ფარავდა . შემდეგ მინდორი გამოჩნდა , ბალახი იმხელა იყო რომ მუხლამდე წვდებოდათ ბიჭმა გააჩერა და რაღაც დაიძახა, ყურადღება არ მიუქცევია უბრალო შეძახილად ჩათვალა , მაგრამ ცხენი რომ გამოჩნდა ემოციები ვეღარ დამალა . უყურებდა მაღალ ფეხებზე მდგომ, ლამაზ , ყელმოღერებულ ბრიალათვალებიან არსებას და ღიმილი სახეს უნათებდა
-ჩვენსკენ მოდის ... ველური ცხენი არ არის?
-ცოტა ურჩია , უცხოები არ უყვარს დაელოდე და შემდეგ მოეფერე- კაცის თბილი ხმა რომ გაიგო ტვირთი წამსვე მოშორდა. თვალები დახუჭა ხელიც აიფარა და უცებ შებრუნდა , მთელი ძალით მოეხვია და წვერიან ლოყაზე აკოცა
-ულამაზესია - მალევე მოშორდა ისევ შებრუნდა და უკვე მიახლოებულს მზერა გაუსწორა- რა ქვია?
-ბელა
-ანუ გოგოა ...
-ამიტომაცაა საშიში მისი გაბრაზება- ცხენი ჭიხვინით მიუახლოვდა, თავი დასწია მოფერება ადროვა
-ძალიან უყვარხარ ... აქ მარტო გყავს დატოვებული?
-ჩემი გადაადგილების სქემას და მარშრუტებს ვერ აგიხსნი ევა
-რა იდუმალი კაცი ხარ
-ეს აჭამე და მერე მოეფერე- სტაფილო რომ ჩაუდო ხელისგულში სიცილი დაიწყო გოგომ-ყველგან ქრთამია საჭირო თუ სიყვარული არ არის
-აჰ ანუ შენ უყვარხარ და მე უნდა მოვისყიდო
-კეთილგანწყობა დაიმსახურო
-რატომ ბელა- ცხენს სტაფილო რომ გაუწოდა შეეშინდა ჩემი მტევანიც არ მიაყოლოსო,მაგრამ ასეთი საშიშიც არ იყო ქალბატონი
-ჩემი ცოლის სახელია- გაბადრული იდგა , ცხენს ეფერებოდა . ძლივს შეეხო ყელზე და ფაფარზე გადაჰქონდა თითები კაცის სიტყვები რომ გაიგო და წამსვე წამოიკივლა
-შენ რა ცოლი გყავს?
-პატარა ვარ ქმრობისთვის ?
-იცინი ... ნამდვილად ვიცი რომ ახლა ჩემთვის უცნობი სიცილით იცინი და მატყუებ
-ასე რატომ აგაღელვა ქალის არსებობამ ჩემს ცხოვრებაში ... მე ხომ გამტაცებელი ვარ- მუცელზე რომ მოხვია ხელი და ჩაეხუტა უეცრად გაჩენილი ბრაზი სულ სხვა ცეცხლად გადააქცია
-მალე დაღამდება აქ ვრჩებით თუ გზას ვაგრძელებთ ... საერთოდ რა უნიჭო გამტაცებელი ხარ . არასერიოზული დამოკიდებულება გაქვს
-რა კარგია რომ არ იცი ვინ ვარ და რა შემიძლია- მხარზე დაუტოვა კოცნის კვალი და კაბაც გაუსწორა -თვალები დახუჭე
რამდენიმე წუთის შემდეგ უუნაგირო ცხენზე ისხდნენ და ევასთვის გაუგებარი მიმართულებით მიდიოდნენ. ისეთი გზები იყო სხვა ვერაფერი რომ ვერ გაივლიდა. საერთოდ როგორ იკვლევდა გზას უცნობი ესეც არ იცოდა, იმ ადგილებში ნამდვილად ვერავინ იპოვნიდა საფრთხე რომ დამუქრებოდა მაშველიც არ გამოუჩნდებოდა. ერთადერთი გზა ისევ უცნობის ნდობა იყო , სხვა შემთხვევაში სიგიჟის ზღვარზე მივიდოდა საკუთარი მდგომარეობის გააზრებისას. გზა გაიწელა , დაბნელდა და ცხენიც კიდევ უფრო ნელა მიდიოდა , ფიქრებმა მოსვენება არ მისცეს. იქნებ მხოლოდ თავდაცვა იყო გამტაცებლის მიმართ გაჩენილი ნდობა , ყველა შეგრძნება რასაც განიცდიდა ყალბი იყო ახსნა არ ჰქონდა.
-ევა - თითებზე შეეხო და ოდნავ მოუჭირა- იქ მომხდარი ამბავი მეტჯერ აღარ განმეორდება
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით
-რატომ უნდა მჯეროდეს შენი
-უმიზეზოდ გჯერა და სწორედ ეს არის მთავარი ... შინაგანი ხმა ,რომელიც არასდროს ცდება
-ხშირად ცდება შინაგანი ხმა, ადამიანები ასე ვენდობით და ვტყუვდებით
-შენ ხომ ყველა არახარ ... შენ არავის ენდობი ასე ბრმად
-ეს ყველაფერი თითქოს ჩემს გამოსაცდელად ხდება...თითქოს უნდა გიცნო ასე თვალებახვეულმა ბედს მინდობილმა, გრძნობებზე დაყრდნობით
-გთხოვ ამდენს ნუ ფიქრობ...მერე ყველაფერი გართულდება, დამძიმდება და გეტკინება
-როგორ უნდა დასრულდეს ეს ამბავი ისე ,რომ არ მეტკინოს
-დასრულდება თუ მენდობი, დამიჯერებ და შინაგან ხმას მოუსმენ . ვიცი რომ გრძნობ და გთხოვ უპასუხო კითხვებს ნუ მისცემ ყველაფრის თავდაყირა დაყენების საშუალებას
-გინდა თვალდახუჭული მოგყვე, თუნდაც უფსკრულში გადავიჩეხოთ მაინც დაგემორჩილო
-მე ყოველთვის ვმართავ სიტუაციას მაშინაც კი როდესაც ჩანს რომ დავმარცხდი , მაგრამ შენ სხვა ხარ
-და ვინ ვარ
-მალე სახლში მივალთ
-ისევ უნდა ავიხვიო თვალები ?
-საჭირო არ არის
-ყველაფერს ვნახავ შენი სახის გარდა
-კითხვაზე პასუხები თავად გიჩნდება ხომ ხედავ
-რაზეც თავად არ მექნება პასუხი ?
-მე გიპასუხებ !
............
სოფელში იყვნენ, მთაზე აშენებულ სახლს უახლოვდებოდნენ მასზე მაღლა მხოლოდ ცა იყო . ეზოს ხის ღობე ეკვროდა გარს , ქვით ნაშენები სახლი იმდენად ლამაზი იყო ევა ვერც კი ხვდებოდა რა ტერიტორიაზე იმყოფებოდა. უბრალოდ გაოცებული უყურებდა შენობას რომლის უბრალოებაშიც იმალებოდა მისი სიდიადე. ცხენი მშვიდად მიაბიჯებდა კარგად ნაცნობ გზაზე , პატარა კარი თავით გახსნა . იქ იმდენი თავისუფლება იყო, ისეთი დოზით რომ ყველა ზღვარი გაქრა . ცხენზე მარტო დარჩა, მაგრამ ჩასვლა აღარ უნდოდა იმ სიმაღლიდან უნდოდა დაენახა ყველაფერი. მაღლა ცაზე უზარმაზარი ჩიტი მიფრინავდა ვერც ის იცნო არ იცოდა , მანამდე არ ენახა . გრძელ ფრთებს ისე ძლიერ იქნევდა თვალი ვერ მოაშორა, ცა სუფთა იყო, უღრუბლო ისე ახლოს ეჩვენა ხელებიც კი ასწია მაღლა
-გატაცებული ვარ - ჩუმად თქვა , ისევ გაუაზრებლად მიიღო პასუხი. გაეღიმა თვალები დახუჭა და ხელი ისე გაუწოდა. უსიტყვოდ მოხვია მკლავი კაცმა და მიწაზე დასვა. ტუჩები ლოყაზე შეახო , ქალის სურნელი ჩაისუნთქა , გაეღიმა შემდეგ თითები მის თითებში ახლართა და კარისაკენ დაიძრა
-კეთილი იყოს შენი ფეხი
-ეს ნამდვილად შენი სახლია ... შენნაირია ცივი და თბილი- თვალები გაახილა და ყველა დეტალის შესწავლა დაიწყო . უზარმაზარი ბუხარი, ხის ავეჯი, ქვის კედლები ყველაფერი იმდენად უბრალო იყო გეგონებოდათ სახლის პატრონმა საკუთარი ხელით დაამზადა-უცნაური, საინტერესო, უბრალო
-ეს უბრალოდ ჩემი სახლია ... აქ დავიბადე , პირდაპირი მნიშვნელობით ამ სახლში იმშობიარა დედაჩემმა. თოვლის საფარი ისეთი დიდი იყო სახლიდანაც ძლივს გადიოდნენ . ამ კედლებში გავიზარდე, თავისუფლებაში ... ცხენით დავქროდი, მიწაზე ფეხის დადგმა არ მიყვარდა . არწივებს ვეჯიბრებოდით მე და ჩემი ბედაურები . აქ დავიწყე და აქ დავასრულებ , ამ მიწაზე სხვაგან არსად
-ამ ადგილას სხვაგვარი ვერ იქნებოდი ... სულ სხვა სამყაროა
-აქ იცხოვრებდი? ქალაქისგან შორს , განსხვავებული ცხოვრებით
-ზოგჯერ მგონია რომ დიალოგის ბოლოს მეტყვი „დღეიდან ჩემი ქალი ხარ „
-მაგ ფრაზას არასდროს ვიტყვი , თავადაც მიხვდები და სიტყვები არ დასჭირდება დასამტკიცებლად
-მაბნევ და გთხოვ ამ სილამაზით გამოწვეული შოკის ფონზე კიდევ ნუ ამირევ გონებას . მადროვე დავტკბე
-ოთახს გაჩვენებ... წამოდი - ხის დახვეული კიბე ადიოდა მეორე სართულისკენ, მოაჯირიც ხის იყო და სიძველის ელფერი ჰქონდა.
-ისევ ხის სუნს ვგრძნობ
-შეგიძლია თვალები გაახილო
-მივეჩვიე... ვიცი დაცემის საშუალებას არ მომცემ
-აქ ყველაფერია . დაგტოვებ
გათენდა, მთელი ღამე ცხენზე იჯდა გადაღლილობა შხაპის მიღების დროს იგრძნო. თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში. ირგვლივ მართლაც მისთვის საჭირო ყველა ნივთი იყო. კარადაში ტანსაცმელიც კი ეკიდა , კაცის შარვლები და პერანგები ისეთი სიზუსტით იყო განლაგებული აშკარად დიდ ყურადღებას აქცევდა დეტალებს. ყველაფერი შავი და ნაცრისფერი იყო, ერთი ორი თეთრი პერანგი შენიშნა მხოლოდ. კედელში ჩაშენებულ თაროებს უყურებდა ასე სწავლობდა მის გემოვნებას. ჯინსები და სპორტული სამოსი იკავებდა მთელს ადგილს. ევას კაბები ეკიდა მისი პერანგების გვერდით , რამდენიმე ახალი ფეხსაცმელი და ჯინსიც შენიშნა. არაფერი იყო ისეთი რაც მის გემოვნებაში არ ჯდებოდა. ერთ-ერთ უჯრაში შიდა თეთრეულსაც წააწყდა პიჟამოებთან და პენუარებთან ერთად ელაგა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს წინა დღით საშოპინგოდ იყო წასული , ამოლაგებაც მოასწრო და ახლა იწყებდა გამოყენებას.
მოკლე პენუარი მოირგო და საწოლში დაწვა. ფანჯრისკენ გადაბრუნდა, ხედს უყურებდა და ელოდა მისი ნაბიჯების ხმას. მალევე გამოჩნდა, ოთახში ჩუმად დააბიჯებდა, ფეხშიშველი იყო და დაბნეულიც. მის მზერას გრძნობდა, საწოლს არ უახლოვდებოდა შორიდან უყურებდა ქალის ნახევრად შიშველ სხეულს
-საკუთარი საძინებელი გამინაწილე ... საწოლის გაყოფასაც გეგმავდი და ახლა ხვდები,რომ ვერ შეძლებ ჩემ გვერდით ძილს. სხვა ოთახში დაძინება მოგიხდება, ხმამაღლა სუნთქავ თუ არ წვები წადი , დავიღალე - თვალებზე ნიღაბი მოირგო, ადრე მხოლოდ ძილისთვის იყენებდა ახლა კი მისი დანახვისგანაც იზღვევდა თავს.
- ყველაფერი დაუგეგმავად რომ მოხდა და აირია იმიტომ ვარ ახლა ამ მდგომარეობაში- გაბრაზებულმა ამოთქვა და საწოლის ცარიელი ნაწილი დაიკავა.
-დაპირებულ პასუხებს გაღვიძების შემდეგ მივიღებ , მზად იყავი !
-მიბრძანებ ?
-თავად გადაწყვიტე - მისკენ გადაბრუნდა, თავად მოეხვია . ძალიანაც რომ სდომოდა იმდენად იყო გადაღლილი ფიზიკურადაც და ემოციურადაც ძილს ვერ მოერეოდა.
................
-ახლა ვხვდები ,რომ ყველაზე მეტად შენი გამქრალი დილის რიტუალი არ მომწონს. დანაკლისს განვიცდი ,როცა ვერ ვხედავ
-იქნებ ჯერ კიდევ მძინავს...როგორ ხვდები რომ გავიღვიძე
-ყოველ დღე ამ დროს იღვიძებ 15 წუთით ადრე ან გვიან. შესაძლოა ძილი განაგრძო თუ სრულიად თავისუფალი დღე გაქვს და გეგმები არ გიშლის ხელს
-ჩემი დილის რიტუალში რას გულისხმობ - როგორც იქნა გამოფხიზლდა და წამსვე დაჯდა - შენ რა მიყურებდი კიდეც ?
-გაღვიძებისთანავე ხელით პოულობ მობილურს, ამოწმებ საათს . როდესაც რწმუნდები რომ ადრე არ არის მაშინვე ჯდები , ფეხები გაშლილი გაქვს , წელში გამართული ხარ ერთი ხელის მოძრაობით იშორებ პიჟამას ზედაც . ფანჯრიდან შემოსული გრილი ჰაერი შიშველ მკერდზე გხვდება , ისიც ეგებება. კანზე ბუსუსები გიჩნდება , იღიმი , სიგრილე გსიამოვნებს და იწყებ ვარჯიშის მაგვარ მოძრაობებს . ზოგჯერ ცეკვასაც კი ვამსგავსებ, თითქოს მელოდია გესმის...- ისევ ზურგს უკან ესმოდა მისი ხმა, საწოლზე იჯდა ,შიშველი ტერფებით ეხებოდა ხის იატაკს, სხეულიდან მოშორდა აბრეშუმის ნაჭერი. თითები ეხებოდნენ ზურგზე, მხრებზე, ნეკნებზე და სიამოვნებისგან დადუმებული ელოდა შემდეგ ნაბიჯს. შეხების მოლოდინში მკერდი გაუმკვრივდა, ჟრუანტელი უვლიდა მთელს სხეულში , ძალა ეცლებოდა ...- დაახლოებით 5 წუთის შემდეგ სხეული რომ გამოიღვიძებს და კუნთებიც მოძრაობაში მოდიან დგები სააბაზანომდე გზას ბიკინისამარა აგრძელებ - ხელისგული მუცელზე მიაბჯინა, მხოლოდ ცერა თითით ეხებოდა მკერდის ქვედა ნაწილს ,მარცხენა მტევანი ბარძაყენს შორის ჩააცურა - შხაპის შემდეგ კი სრულიად შიშველ სხეულზე თხელ ხალათს იცვამ ,რომელიც მოძრაობის დროს იხსნება, მხარი გიშიშვლდება - ხმა შეცვლილი ჰქონდა , ევამ გამშრალი ტუჩები კბილებშორის მოიქცია ხმის დასახშობად ,მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო ბაგეები გაეხნსა, თავი უკან გადასწია და შეუკავებელი ბგერებიც გამოუშვა . მხურვალე ტუჩები ჯერ მხარზე შეეხო, შემდეგ ყელისკენ გაუყვა კოცნის ბილიკს - საუზმის მზადების დროს სხვადასხვა სიმღერას უსმენ და ცეკვავ . ისე იღიმი , ისეთი ლამაზი ხარ ამ დროს სრულიად მარტო საკუთარ თავთან , შინაგან სიმშვიდეში ... სიკვდილის წინ ამ კადრებს ვნახავ - თითები თმაში შეუცურა, კეფაზე მიაბჯინა ხელისგული და ბროწეულისფერ ღაწვებზე ტუჩები შეახო. იმდენად ახლოს იყო ევა მის თითოეულ ამოსუნთქვას გრძნობდა , გაყინული მკლავები ძლივს აამოძრავა. ვერ უყურებდა ,მაგრამ მაინც მთელს მის არსებას ხედავდა . თითები ჯერ ლოყაზე შეახო, ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადაუსვა კაცმა რომ აკოცა კიდევ უფრო შეეკრა სუნთქვა . ეგონა მოკვდებოდა თუ არ აკოცებდა . სავარაუდო მიმართულება იპოვნა, წამის მეასედში კი გრძნობდა მის მსხვილ, უხეშ ტუჩებთან შერწყმას. მკერდიდან წამოსული კვნესა გაჟღერდა ჰაერში, ათრთოლებული სხეულით ეკვროდა , მკლავი ყელზე მოხვია , თითები თმაში შეუცურა და პირველად დაეშვა ვნების მწვერვალიდან ცეცხლის ალით განათებული უფსკრულისაკენ. ყველა უჯრედი გაცოცხლდა და შემდეგ ნაწილებად დაიშალა,შეიშალა კაცი კი ზედმეტად არც კი გატოკებულა, მისი გულისცემა ისევ ისეთი მშვიდი ეჩვენა თავად კი შიგნიდან იწვოდა - კიდევ გაქვს კითხვები თუ დღეისთვის საკმარისია- სიცარიელე რომ იგრძნო ცეცხლი განელდა, იყინებოდა მისი ხმა ყურთან ახლოს აღარ ესმოდა, ვერც მის ღრმა სუნთქვას გრძნობდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს ციდან მიწაზე დიდი სიჩქარით დაეშვა
-შენ ახლა შეგიძლია ,რომ დამტოვო? - შეიშალა, საერთოდ დაავიწყდა ვინ იყო, სად იმყოფებოდა, რა სტატუსი ჰქონდა ლამის მოიგლიჯა თვალებიდან სახვევი
-მე აქ ვარ, ჩემს სახლში და შენს კითხვებზე პასუხები მაქვს . თითოეულ მათგანს რომ მოისმენ თავად დამტოვებ
-ჯანდაბაშიც წასულან შენი პასუხები ...შენ ხომ მიყურებდი მთელი წელი ეკრანთან იჯექი და ხედავდი ჩემს სახლს- ჯერ კიდევ უთრთოდა სხეული, ხელებით საწოლს ეყრდნობოდა, გამართული იჯდა და სიტყვების თქმისას გამშრალ ტუჩებს ისველებდა - იცი ახლა რომ წახვალ რასაც გავაკეთებ და მაინც ზრდი ამ წყეულ მანძილს
-არ ვაპირებ მიგიღო და შემდეგ დაგკარგო ... დატკბი დილით. ჩემი ფანჯრიდან ლამაზი ხედია
-ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები - საწოლზე დაეშვა , გრილი ზეწარის შეხებისას ოხრვა აღმოხდა . სახვევი არ მოუშორებია , თავი უკან გადასწია, შიგნიდან იწვოდა, თითებს საკუთარ სხეულზე დაატარებდა და წუთების წინ განცდილ სიამოვნებას ახანგრძლივებდა. ისე უნდოდა მისი სახის დანახვა როგორც არასდროს . ხმამაღლა გამოსცემდა გაურკვევლ ბგერებს მანამ სანამ ყველა გრძნობამ ერთად არ იფეთქა და ძალაგამოცლილი არ ჩაეფლო ბალიშებს შორის .
დიდი დრო დასჭირდა დასამშვიდებლად. ყველაფრის გადასახარშად და აზროვნების დასაწყებად. უცნობი არსად ჩანდა უკვე შუადღე იყო რომ მოწესრიგდა, ჩაიცვა და ეზოში გავიდა. მისი პოვნა არც უცდია ღობეს მიუახლოვდა და ზემოდან გადახედა სოფლის ხედს. მთის კალთებზე ალაგ-ალაგ იყო სახლები აშენებული. ზოგიერთი მათგანი ნანგრევებს უფრო ჰგავდა, მის ზურგს უკან კი ძველებური სახით იყო შენარჩუნებული შენობა. ეზოში ყვავილები არ იყო, მინდორი განსაკუთღებულად მოვლილი ჩანდა არც ბეტონის ბილიკები იყო , მხოლოდ მწვანე ბალახი . ცხენის ხმა რომ გაიგო უცებ დაფრთხა, მშვიდად დააბიჯებდა ეზოში ბელა . ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა, მზე ისე ანათებდა მალე სახის წვაც იგრძნო ,მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა
-დაიწვები , მთაში მზე სხვანაირად ანათებს . უნდა უფრთხილდე
-დილით უკვე დავიწვი, ფერფლისგანაც აღვსდექი და ახლა ენერგიის ნაკლებობას განვიცდი
-ზოგჯერ შენი მოხრჩობის სურვილი მიჩნდება . ძალიან მინდა, რომ ამ სურვილმა არ დამაბრმაოს
-საუბარი უნდა გავაგრძელოთ , მაგრამ მანამდე იქნებ გემრიელი კერძით მაინც მომანიჭო სრულყოფილი სიამოვნება
-გეყოფა !
..............
-ჩემ ბინაში როგორღაც კამერები დაამონტაჟე. მისმენდი, მხედავდი და ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი იცი ... საქმის ნაწილი ვარ რომელზეც მთელი წელი დახარჯე?
-ასე სასიამოვნოდ არცერთი საქმე შემისრულებია
-ბევრ ქალს უთვალთვალებ ?
-ხომ გითხარი ერთადერთი გამონაკლისი ხარ
-ერთადერთი და განუმეორებელი ვარ ... საერთოდ არ წარმოიდგენ ჩემ მდგომარეობას !
-ჩემი სამიზნე მამაშენია !_ უამრავი სიტყვა ჰქონდა მომზადებული რომელსაც ეტყოდა ინფორმციის მისაღებად კაცმა კი სრულ შოკამდე მიიყვანა
-რომელი მამა - დაიძაბა, სუნთქვა შეეკრა
-ნამდვილი მამა
-იმ ნაბიჭვრის გამო ვარ აქ ? - ხმას აუწია, თავში სისხლი ისეთი ძალით მიაწვა რომ ვეღარ აკონტროლებდა ემოციებს- მე მასზე არაფერი ვიცი ! მასთან სისხლის გარდა არაფერი მაკავშირებს . მისი რომელიმე შვილი უნდა გეპოვნა , საყვარელ ცოლთან ხომ ჰყავს საამაყო ვაჟკაცები
-ვიცი რომ მისი ცხოვრების შესახებ არაფერი იცი ...
-სატყუარა ვარ ასეა? - ხმა ჩაუწყდა. ეზიზღებოდა ის კაცი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი, ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვერ იტანდა მისი სისხლის მოშორებაც უნდოდა ახლა კი მის გამო უბრალო სათამაშო იყო. ყველაფერი ერჩივნა გაეგო, ყველა სხვა მიზეზი რომელსაც წარმოიდგენდა ამის გარდა. წამითაც არ დაუშვია ,რომ მამამისის გამო ეძებდა ამდენი ადამიანი - შენ მის გამო აკეთებ ყველაფერს... შურისძიების იარაღი ვარ ?
-მე გითხარი,რომ შენ არაფერი გემუქრება
-არ მემუქრება ? დამცინი ? ჭკუიდან გადამიყვანე , თავდაყირა დამაყენე და მეუბნები რომ არაფერი მემუქრება? რა არ მომკლავ და უნდა მიხაროდეს?
-ხომ შეიძლებოდა უბრალოდ დაგეცადა , პასუხების გარეშე მოგეთმინა და ამ ამბების გარეშე დაგვესრულებინა
-რას უპირებ ...მისგან რა გინდა. რა დაგიშავა
-მე არაფერი , პირადი ანგარიში არ მაქვს, მაგრამ მას ბევრი დაეძებს . წარმოდგენაც არ გაქვს რამდენად ბნელია
-არც მინდა ვიცოდე, ასე უფრო მშვიდად ვარ. ეგ არსება საერთოდ დავივიწყე, გავაქრე გონებიდან და ამიტომაც არ დამიშვია ,რომ ეს ამბავი მასთან იქნებოდა კავშირში
-ვიცი . ყველაფერი ვიცი ...
-სხვებს უნდა გადასცე? მასზე ფსონებია და შენც ჩვეულებრივი ადამიანებზე მონადირე ხარ? მისნაირი ხარ ?
-როგორ გგონია
-ნუ ელოდები ჩემგან ნდობას, შენი ნათელი მხარის დაჯერებას და რწმენის ქონას- ხმამაღლა ლაპარაკობდა კაცი კი ისევ არ იცვლიდა ტონალობას , მხოლოდ წყენას გრძნობდა
-ისეც ხდება, რომ მისნაირ ცივსისხლიან ადამიანებს შვილები უყვართ . ისინი წარმოადგენენ ერთადერთ სუსტ წერტილს ... ვიცი არ გადარდებს, მაგრამ ყველაზე მეტად უყვარხარ. ალბათ იმიტომ ,რომ საუკეთესო რამ რაც ცხოვრებაში შეუქმნია შენ ხარ
-ჩემი გატაცების გარდა სხვა გამოსავალი არ გქონდა?
-მქონდა და არც ვგეგმავდი შენს გატაცებას. ველოდი როდის მოვიდოდა შენ სანახავად , მაგრამ სხვები წაგიყვანდნენ. შენთან სახლში შევიდნენ , სხვა გზა არ მქონდა ...ისინი რომ მომეშორებინა სხვები მოვიდოდნენ ... დამიჯერე
-და რომ მოსულიყო რას უპირებდი
-მივიყვანდი მასთან ვისთანაც ყველაზე დიდი ვალი აქვს ... ვისაც ყველაზე მეტი დაუშავა და ვისაც აქვს უფლება გამოუტანოს განაჩენი
-გამოდის თქვენი სასამართლო გაქვთ ... შენ ვინ ხარ , მოსამართლე თუ ბრალმდებელი
-ვერ გეტყვი ვინ ვარ ... ერთი საქმე ვერ აღწერს ჩემს პიროვნებას
-მატყუებ , ვიცი-ჩუმად თქვა და თავი დახარა. ცუდად იყო, ვერ გაურბოდა ტვირთს რომელიც სულს უმძიმებდა. არ შეეძლო თავის არიდება
-მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება უნდა გიამბო რომ გაიგო ვინ ვარ ... ესეც არ იქნება საკმარისი იმიტომ რომ რთულია რაღაც ამბავმა გაჩვენოს პიროვნება. არ შეგიძლია დამტოვო ისეთად როგორსაც მხედავ?
-შენ ყველაფერი იცი , მე არაფერი... შენ თუ მხედავდი შიშველს მე რატომ უნდა გხედავდე თვალებახვეული . შენ მთელი წელი დაგჭირდა , მე ერთი კვირა მეყოფა ? რამდენი დღე გავიდა რაც შენთან ვარ , არც კი ვიცი რა რიცხვია
-ევა , გთხოვ
-რაა საჭირო მამაჩემის მახეში გასაბმელად. ვიდეო ხომ გაუგზავნე , არ შეშინდა ? არ შეასრულა შენი მოთხოვნა ? დავურეკო და შველა ვთხოვო ? რა გავაკეთო რომ დასრულდეს - სიტყვები სხვას ამბობდნენ მაგრამ გული მაინც ტკიოდა. კარგად ხვდებოდა რაც ელოდა კაცს ,როდესაც მტრის ხელში მოხვდებოდა . მოიკეცა, სახე ხელებში ჩამალა და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას ეცადა
-თუ მოვა მისი მოკვლა მომიწევს ... მისნაირები არ მებრალებიან , მაგრამ შენ ? მერე ვეღარასდროს მოგიახლოვდები . ცხოვრებაში პირველად სასჯელს შევცვლი
-ანუ მოსამართლე შენ ხარ ... შენზეა დამოკიდებული დამნაშავის სასჯელი ? - ჩაიცინა და თავი ისევ მაღლა ასწია - შენ გაქვს ძალაუფლება ? და რას იტყვიან დაზარალებულები , დაემორჩილებიან თქვენს განაჩენს პატივცემულო მოსამართლევ ?
-ევა
-ასეთი ხმა ნუ გაქვს ! ისე ნუ მელაპარაკები როგორც უცოდველი ბიჭუნა ... შენც მისნაირი ხარ უბრალოდ სხვა მხარეს ხარ . დროა მიწაზე დავეშვა და შევწყვიტო ამ სულელი შინაგანი ხმის მოსმენა .მოვკლავო მეუბნები , შენ პირადი ანგარიში არ გაქვს. შენთვის არაფერი დაუშავებია გამოდის მისი მტრებიდან ერთ-ერთმა დაგიქირავა ,რომ მიუყვანო და შემდეგ მოკლა... რით განსხვავდები მამაჩემისგან მხოლოდ კლავ , არ ძარცვავ, არ აუპატიურებ ? რატომ ხარ ჩუმად, ხომ მითხარი სიმართლეს გეტყვიო . მაინტერესებს შენ ვინ ხარ
-შენ ახლა მზად არ ხარ ჩემი სიმართლის მოსასმენად - ისევ გრძნობდა , ხედავდა ტკივილს, სევდას და იმედგაცრუებას . არ სჭირდებოდა ეს კავშირი, ერჩივნა ყველაფერი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო ვიდრე ტკივილი ეგრძნო-მამაშენი ციხეში წავა , მე საქმეზე უარს ვიტყვი დანარჩენს ვერ გავაკონტროლებ. მხოლოდ ეს შემიძლია ...
-და მე გავთავისუფლდები ? აღარ ეცდებიან ჩემს მოტაცებას ?
-შენ ვერავინ შეგეხება
-მამაჩემს ციხეში გაუშვებ, მასზე დაგეშილ მკვლელებს ხელიდან ააცლი , საქმეს გაურთულებ. მე სახლში დამაბრუნებ და მტრებს გაიჩენ . სწორად მივხვდი ?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს
-მართალი ხარ , მნიშვნელობა არ აქვს. დამნაშავეები მაინც მუდამ უპირისპირდებით ერთმანეთს , ყველას საკუთარი თავი გგონიათ სუფთა და იბრძვით თქვენი ბინძური წესებით
-შენ არაფერიიცი ჩემი და მათი ცხოვრების წესზე . არ გინდა იმაზე საუბარი რაზეც წარმოდგენაც არ გაქვს !
-აი ისევ დაგიბრუნდა ჩვეული ბრაზიანი, მბრძანებლური ტონი ...
-რა გინდა რომ გავაკეთო
-დამაბრუნე წარსულში სადაც ისევ შევძლებ თავის მოტყუებას და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას . სუფთა ფურცელზე მშობლების დანაშაულისგან შორს
-ახალი ცხოვრების დაწყება ყოველთვის შეიძლება
-ერთხელ უკვე მოვკვდი და გავცოცხლდი - ამჯერად თავად დატოვა კაცი და ოთახში შეიკეტა.
ის ღამე მარტოს დაათენდა. აზრები და გრძნობები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ. არ ჰქონდა დასკვნები, არაფერში იყო დარწმუნებული, ვეღარ კითხულობდა საკუთარ ემოციებს. წლების შემდეგ ისევ ძველ ევას დაუბრუნდა, არეულ , ქაოსში მყოფ გოგონას,რომელსაც ბრძოლის გაგრძელების ძალა არ გააჩნდა. თავს ვერ აკონტროლებდა, უცნობის შესწავლის სურვილი იმდენად მძაფრი იყო,რომ ვეღარ ერეოდა. მის შესახებ ყველაფერი უნდოდა სცოდნოდა , თითოეულ დღეზე რაც გაიარა.
...............
დროზე ადრე გაიღვიძა,თითქმის მთელი ღამე გაათენა და ცარიელ სახლში გაიღვიძა. უბრალოდ გრძნობდა რომ არ იყო . როგორ შეიძლებოდა დაეჯერებინა ამ გრძნობებისთვის, მინდობოდა შეგრძნებებს და აზრები საერთოდ გაექრო. ეგონა დაბრუნდებოდა, სადღაც ახლოს იყო და მოულოდნელად გამოჩნდებოდა , მაგრამ არსად ჩანდა. სადილიც თავად მოამზადა , ღვინის ბოთლიც გახსნა და კერძისთვის გამოყენების შემდეგ დალევაც დაიწყო. ეზოში იჯდა ჭიქით ხელში , მოღრუბლულ ცას უყურებდა , ნაადრევად დაღამდა მათ გამო და ვერ იტანდა იმ დროს წვიმას
-სიცივეა ... სახლში შემოდი . მალე თავსხმა წვიმა დაიწყება და გაიყინები - ხმა შორიდან გაიგო , მანამდეც იგრძნო მისი მიახლოება და უბრალოდ ელოდა მის ხმას. მოენატრა, წარმოგიდგენიათ? ერთი დღეც კი არ იყო გასული და მაინც მძაფრად განიცდიდა დანაკლისს. სახლისკენ დაიძრა, თვალები აიხვია და როგორც კი ოთახში შევიდა მაშინვე კედელს მიეყრდნო, ჭიქა ბოლომდე დაცალა
-იმედია არ გამინაწყენდები, შენი ღვინო გავხსენი. ჯერ ხორცს დავასხი , შემდეგ ცოტა დავლიე
-შენ რომ კოქტეილების გოგო ხარ ?
-დაღლილი ხმა გაქვს
-რთული დღე იყო...
-თუ გშია შეგიძლია მიირთვა, შენთვისაც არის
-გმადლობ ... სულ მაინტერესებდა როგორი გემო ჰქონდა იმ პროცესში მომზადებულ კერძებს
-მიყურებდი, მისმენდი ბარემ შემოსულიყავი როცა არ ვიყავი და გაგესინჯა ყველაფერი
-შემეძლო, მაგრამ არ მინდოდა შენთან მოახლოების შემდეგ ვიცოდი ცხოვრება გართულდებოდა
-ახლა მარტივია შენი ცხოვრება?
-სიამოვნებით მივირთმევდი პირადად ჩემთვის მომზადებულ რომელიმე შენ საყვარელ კერძს
-ეგ არ მოგწონს?
-ცივია უკვე , მაგრამ ეტყობა ,რომ გემრიელი იყო
-ისევ დაღლილი ხარ, არ მომწონს ! - მისი ტემბრი ზედმეტად ჩუმი და ნელი იყო
-მგონია,რომ ნიჭი გქონდა რომელიც თვალების ახვევის შემდეგ გამომჟღავნდა ...
-ჩემთან ერთად დალევ თუ არ შეიძლება
-შეიძლება , შენ თუ ასე გინდა დავლიოთ ...
-როგორ დავრწმუნდე რომ მხოლოდ მე არ ვსვამ
-ქვის არ ვარ , ჩემზეც მოქმედებს ალკოჰოლი
-ისე საუბრობ , თითქმის არასდროს გეცვლება ტონალობა ...როგორ შეგიძლია ასეთი იყო
-წლებთან ერთად ასეთად ჩამოვყალიბდი... ვარ ისეთი ,როგორიც ვარ
-მოგწონს საკუთარი თავი? - ალკოჰოლმა ტემპერატურა გაზარდა, სახე უხურდა და ალისფერი ედო . მის მზერას გრძნობდა, სიახლოვეს და სიმშვიდეს . იცოდა იმ ღამით კაცი ყველა კითხვაზე უპასუხებდა
-არ ვარ ის კაცი რომელსაც საკუთარი თავი უყვარს , მაგრამ ვაკეთებ იმას რაც სწორად მიმაჩნია . ჩემი ცხოვრება ბრძოლა იყო გადარჩენისთვის და მე გაქცევას დარჩენა ვარჩიე , ომში ყველა გზა გამართლებულია
-და შენ გამარჯვებით კმაყოფილი ხარ
-სტაბილურობას ვინარჩუნებ, ეს არც ისე მარტივია . ადამიანების კონტროლის უნარი უნდა გქონდეს
- რისი ნიჭიც გაქვს - გაიღიმა და წინ გადაიწია. იცოდა უახლოვდებოდა, ახლოს იჯდა ხელის გაწვდენა და მიწვდებოდა - შენზე ზემოქმედების უნარი ვის აქვს - მის სუნთქვას გრძნობდა,თითები სახეზე შეახო, ცერა ღვინით დანამულ ტუჩზე გადაუსვა და იქვე აკოცა
-უნარი გაქვს , მაგრამ არ შეგიძლია - ტუჩებს ნაზად ახებდა ყბიდან ყელზე გადავიდა და შემდეგ მისი თმა მოიქცია მუჭში - პატარა ხარ და ვერ იაზრებ საკუთარ შესაძლებლობებს
-ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო როგორ განვითარდებოდა მოვლენები- განაბული იჯდა , მისი შეხებით სიამოვნებას იღებდა , ტუჩები დაისველა და თითები ყელზე მოხვია
-ისინი წაიყვანდნენ, არ ჩავერეოდი და მის გარეშე მივიღებდი იმას რაც მინდა . ქალების გატაცება ჩემი სტილი არ არის თუ უშუალოდ ეს ქალი არ წარმოადგენს ჩემს სამიზნეს
-მე შენი სამიზნე როდის გავხდი
-დანახვის პირველივე წამიდან ...
-ასეთი რა დაინახე ჩემში . ერთ ჩვეულებრივ, პატარა გოგონაში რომელსაც საკუთარი თავი ვერ უპოვნია
-შენი მზერა , ეს თვალები ისეთი მწვანეა ... - გაჩუმდა, უკან დაიხია და ევაც იძულებული გახდა გასწორებულიყო. სხეული ეწვოდა,სისხლი უდუღდა და სუნთქვაც გახშირებული ჰქონდა. გარეთ წვიმდა, დუმილი რომ გახანგრძლივდა შემდეგ აღიქვა წვეთების ხმა
-გისმენ
-კიდევ რა გინდა რომ გითხრა
-რას გრძნობ როდესაც კლავ
-ამას არ ეკითხებიან მკვლელებს
-მე და შენ ჩვეულებრივი ბანალური ქალი და კაცი არ ვართ ... მითხარი ის რაც არავისთვის გითქვამს
-გადაწყვიტე ,რომ ის მათქმევინო რაც საკუთარ თავთანაც არ მიღიარებია არასდროს? ის რაზეც არ ვფიქრობ და არ ვაკვირდები?
-შენ მე მაიძულე თვალახვეულს დამენახა ყველაფერი , განმაცდევინე ის რაც არასდროს განმიცდია და ანგარიში ხომ უნდა გაგისწორო
-შენ ისედაც განმაცდევინებ იმას რაც მხოლოდ შენ გეკუთვნის
-გონებას ნუ მირევ , მიპასუხე
-ბევრი წელი დაგროვდა წარსულში , მოგონებები ,რომლებსაც საკუთარ თავსაც არ ვახსენებ ხოლმე . არასდროს არავის ვუზიარებდი, ლაპარაკი არასდროს მიყვარდა
-არის რაღაცები რასაც ვერავის მოუყვები როგორც არ უნდა გიყვარდეს საუბარი , მაინც არ შეგიძლია ხმამაღლა გაჟღერება
-ჩემი ცხოვრება ისეთი ამბებითაა სავსე ზუსტად აღწერა რომ არ შეიძლება ...სიტყვებით ძნელია გადმოვცე და საერთოდ ახლა იმდენი რამ მაგონდება არ ვიცი რა უნდა მოგიყვე
-მე სულ თავიდან დავიწყებდი შენ რომ არაფერი იცოდე ჩემზე
-მე მხოლოდ ის ვიცი რაზეც საუბრობდი და აკეთებდი ...
-რომ მგონია აგალაპარაკე მაშინაც იმას ამბობ რაც გაწყობს , გათვლილი გაქვს ხომ ასეა- ჭიქა მაგიდაზე დადგა და ფეხზე წამოდგა. ცხელოდა, სივრცე ეპატარავებოდა, უნდოდა მოშორებოდა და სუნთქვა შესძლებოდა. თავის მოტყუებას აზრი არ ჰქონდა ინტერესი გააგიჟებდა, მაგრამ მასზე ვერაფერს გაიგებდა. -როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი ... - ფანჯარასთან დადგა,მინას შუბლით მიეყრდნო, ხელისგულზე წვეთები ეცემოდა , შინაგან ღელვას მაინც ვერ ანელებდა - სახეს იმიტომ არ მაჩვენებ რომ გგონია უკვალოდ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან ?
-შენ თავისუფალი იქნები , მთავარი ესაა დამიჯერე
-იქნებ არ მინდა , არ მინდა თავისუფლება და შენთან მინდა ...
-გვიანია , გადაიღალე და სჯობს დაიძინო
-ვეღარ მოქმედებ ისე როგორც პირველი შეხვედრისას... არ მინდა ის გავაკეთო რასაც მეუბნები
-რა გინდა ევა
-მომცემ იმას რაც მსურს?
-ყველაფერს რამდენიმე გამონაკლისის გარდა . ჯერ ვერ გაგიშვებ , სახეს ვერ გაჩვენებ... მითხარი რა გინდა იმისთვის რომ მშვიდად იგრძნო თავი , ეს გარემო დააიგნორო და დაელოდო დასასრულს
-მინდა გიგრძნო, მთელი არსებით - შებრუნდა, უკან მდგომს მიუახლოვდა. ხელისგულები მკერდზე მიაბჯინა შემდეგ მხრებზე გადაინაცვლა და მანძილი მინიმუმამდე შეამცირა - შენ მჭირდები ამ მდგომარეობის დავიწყებისთვის
-კარგად ვერ იაზრებ საკუთარ სურვილს
-ხმა შეგეცვალა , მე მართლაც შემიძლია შენზე ზემოქმედება -სახეზე ეფერებოდა, თითებს ამოძრავებდა და ცდილობდა მისი ნაკვთების შესწავლას სანამ კაცმა ხელი არ მოიშორა-ჩემი გეშინია თუ საკუთარი თავის
-ცეცხლთან თამაშის დროს აუცილებლად იწვებიან
-დიდი ხნის წინ დავიწვი - ტუჩებზე ნაზად შეეხო . სიმსუბუქეს გრძნობდა მხოლოდ, უწონადობა , სიმშვიდე, შეჩერებული დრო და მოლოდინი . სურვილი ჯერ არ განცდილის
-ევა - ეფერებოდა, ისე ფრთხილად ეხებოდა წამითაც ვერ გრძნობდა დაძაბულობას - გონებას მირევ
-მიხარია , ჩვენ ერთ ბედ ქვეშ მოვხვდით - გაიღიმა და მაისურის ბოლო მაღლა ასწია. თითებით გრძნობდა მისი მხურვალე კანის შეხებას , სხეულის კონტურს სწავლობდა ყველაფერს იმახსოვრებდა
-შენ საღ აზრზე არ ხარ - მხრები მოუშიშვლა, ნაჭერს ნელა აშორებდა. არ ჩქარობდა , ტკბებოდა მისით- დროსა და სივრცეში დაკარგული გამოსავალს ეძებ
-შენ ხარ ის , ერთადერთი კაცი რომელიც სურვილს აღმიძრავს . მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს . ხვალ რომ არ დაიწყოს ახალი დღე ამისთვისაც მზად ვარ - უკან იხევდა, საძინებლისკენ მიდიოდა და ტანსაცმელს იშორებდა. თითებს კედელზე მიაყოლებდა, მიმართულებას ირჩევდა , მაცდური იყო იმდენად, რომ კაცს სარულიად აურია გეგმები- შენ იცი, სისულელეა ნამდვილი სურვილების უმოწყალოდ განადგურება - სიბნელეში ვერაფერს არჩევდა, უნდოდა მისი მოახლოება ეგრძნო, დატრიალდა, მაგრამ არსად ჩანდა. წამით ისიც კი იფიქრა, რომ გაიქცა , მაგრამ შემდეგ მკლავები შემოეხვია . შიშველ სხეულზე მხურვალე შეხებას გრძნობდა და ბგერებიც შეუკავებლად გავრცელდა ოთახში
-ხვალ ახალი დღე დაიწყება , რომელზეც განვლილი დრო ვერ იმოქმედებს - ვნებიანი კოცნა სიტყვებით გაანელა და ხელში აიტაცა .
ვერაფერს ხედავდა , მაგრამ სიბნელეს მაინც ფანტავდნენ ფერები რომლებიც ტვინში ფეთქდებოდნენ. ათრთოლებული სხეულით ეკვროდა , ხელებს მის განიერ მხრებზე დაატარებდა და თითების ბალიშებით გრძნობდა კანზე არსებული ჭრილობების კვალს. ყველა დეტალს აღიქვამდა იმაზე უკეთ იმახსოვრებდა ვიდრე თვალით დანახულს, გრძნობის ორგანოები გაორმაგებულად აწოდებდა ტვინს ინფორმაციას. ემოციებს თავისუფლად გამოხატავდა, ბგერებს შეუკავებლად ისროდა და სიამოვნებას ყველა საშუალებით გადმოსცემდა. მტანჯველად ნელა კოცნიდა კაცი , ისე ეხებოდა თითქოს არცერთი მონაკვეთის დატოვება არ სურდა
_ჩემი სახელიც კი არ იცი _ გამკვრივებულ კერტებზე გრძნობდა ცხელი ტუჩების შეხებას , ხელისგული ბიქვენზე მიებჯინა და თითები ისე სწრაფად შეცურდნენ სიღრმეში რომ კვნესა ვერ შეიკავა
_არ ვიცი ... არაფერი ვიცი და მაინც ჯანდაბა _ სიტყვებს ძლივს ამბობდა, პირი უშრებოდა, ტუჩები კბილებსშორის მოიქცია და სველი ხელისგულები გრილ ზეწარზე აასრიალა _ შენ მე სიამოვნებისგან მაგიჟებ
_მიყენებ _ სიცილნარევი ხრინწიანი ხმა ესმოდა ტუჩები კი მუცლის ქვედა ნაწილს მიუყვებოდნენ _ საოცარი ხარ , ყველაფერი შენში _თეძოს ძვალთან ყავისფერ ლაქაზე შეეხო იმ წამს ქალი სიამოვნების მწვერვალს რომ მიუახლოვდა . თავი მუცელზე დაადო მის გულისცემას გრძნობდა, სისხლის ძარღვებში მოძრაობის ხმა ესმოდა .
ეს იყო სიგიჟე რომელიც მხოლოდ ერთად შეეძლოთ განეცადათ. არაბანალურად, უცნაურად, სახელების, სიტყვების , ინფორმაციებისა და პირობების გარეშე
_ხომ იცი რომ ყველა სხვა მოკვდავზე უკეთ გხედავ, გგრძნობ და გიმახსოვრებ _ სიანოვნების ერთმა ტალღამ რომ გაიარა თითქოს მოდუნდა, მაგრამ დაუშრეტელ ენერგიას გრძნობდა
-ეჭვი არ მეპარებოდა , რომ შეძლებდი _ტუჩებს დაუბრუნდა ისევ , სველი თითები ნელა გადაატარა და გაეღიმა ენის წვერის პირველი შეხებისას- რატომ არ ისვენებ ... გეყოფა _ აქამდე მიჰყვებოდა მის სვლებს, თამაშობდა , ტკბებოდა მისი ცქერით, მაგრამ მოთმინება ეწურებოდა _ ევა _ წვრილი თითები სხეულს მიუყვებოდნენ ,ნაიარევთან ჩერდებოდა და ეფერებოდა შემდეგ მენჯს მიაღწია
_ვინ დაუწესა ზღვარი სიამოვნებას
_ევა !
_მომწონს როგორც ამბობ ჩემ სახელს _ ფეხები წელზე შემოხვია , მის ქვეშ მიექცა _ტუჩები ყელზე მიაწება და თითებით ხერხემლის ხაზს დაუყვა _ თავში ყველა უჯრედი ათასფრად ფეთქდება ... გგონია ოდესმე დავივიწყებ ამ სურნელს? _ფეხებს დაასრიალებდა, ტუჩებს ყურთან ახლოს აწებებდა და ტკბებოდა ცვლილებებით რომლებიც კაცის მთელს არსებაში ტრიალებდა
_ინატრებ რომ დამივიწყო , მაგრამ გვიანი იქნება _კეფაზე შეუცურა ხელი მუჭში მოიქცია თმა , თავი უკან გადააწევინა, ტუჩებზე ავხორცი ჟინით დაეწაფა და ქალის სხეულს შეერწყა... თითები , გრძელი თითების უხეში შეხება მთელს სხეულში აგზავნიდა უმპულსებს, ტუჩებს კბილები ენაცვლებოდა, ბიძგები ძლიერი და ჩქარი ხდებოდა , მისი სხეულის რიტმს მიჰყვებოდა სანამ მწვერვალიდან არ დაეშვა. სრულად გამოეცალა ენერგია, მოდუნდა შინაგანი ქალღმერთი და მალევე გაგონილ კაცის ოხვრას ღიმილით შეხვდა
_მე გატაცებული შენით _ არც დროის შეგრძნება ჰქონდა არც მდგომარეობის . ისევ სხეულზე ეკვროდა, თითებს არ აჩერებდა და თავიდან იმახსოვრებდა მის ნაკვთებს შემდეგ თქვა პირველი სიტყვები რომელიც გონებაში გაჩნდა _ შენ ?
_მე დრო რომ მოვა მაშინ გიპასუხებ
_როგორ მივხვდებით ამ დროის მოსვლას
_შენი მწვანეები დაინახავს ჩემს სულსა და ხორცს
_მეძინება ... უსამართლობაა _თვალები დახუჭული ჰქონდა, გონება ემოციებისგან გადაღლილი, სხეული ძალაგამოცლილი და უბრალოდ აღარ შეეძლო საუბრის გაგრძელება . არადა ზუსტად იცოდა ახალი დღე განვლილს წარსულში დატოვებდა .
უჩვეულოდ ნაცნობ სითბოს გრძნობდა , თავზე რომ იგრძნო ტუჩების შეხება თითქოს რაღაც ფრაგმენტი ამოუტივტივდა გონებაში, მაგრამ გახსენება ვერ შეძლო.
..............
ტელევიზორი რომ ჩაირთო ხმამ შეაშინა. უცებ გაუსწორა მზერა ეკრანს და თვალები გაუფართოვდა ნაცნობი სახის დანახვისას. ჟურნალისტის ხმა არ ესმოდა მხოლოდ კადრებს ადევნებდა თვალს, როგორ გადაჰყავდათ ხელბორკილებით კაცი ,რომელმაც ცხოვრება აჩუქა და თან დაუმახინჯა. ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა, მის გაყინულ სახეზე ემოციების წაკითხვა არ შეეძლო. პოლიციელებს მშვიდად მიჰყვებოდა, თავად ჩაბარდა , ციხეში წავიდა დანაშაული აღიარა , დანებდა
-სამი არჩევანი ჰქონდა ან მოკლავდნენ ან უნდა ჩაბარებოდა ან დაეტოვებინე და გაქცეულიყო. მე ვერ გამექცეოდა, მაგრამ ყველა დანარჩენს აუცილებლად დაუსხლტებოდა რომ ეცადა ალბათ გავუშვებდი . მინდა იცოდე,რომ შენ გამო ჩაბარდა ... შენს უსაფრთხოებაზე გაცვალა საკუთარი თავისუფლება
-ან ცხოვრებაში პირველად დანაშაულის შეგრძნებამ შეაწუხა და გადაწყვიტა,რომ პასუხი უნდა ეგო
-არაა ის კაცი დანაშულის შეგრძნება რომ აწუხებდეს და თავს ისჯიდეს ... მთელი ცხოვრება იქ დარჩენას არც აპირებს. დარწმუნებული ვარ უკვე გეგმაც აქვს ადვოკატთან ერთად
-გამოდის ,რომ დასრულდა ... უკან დამაბრუნებ ? - ისევ აიხვია თვალები , მის წინ დადგა და პასუხს დაელოდა
-შენი უსაფრთხოებისთვის ... დრო მჭირდება
-ჩემ დასაცავად აპირებ მათთან დაპირისპირებას?
-ამაზე ფიქრი შენ არ გჭირდება... სახლში დარჩი . ერთი დღე მჭირდება , ზეგ დილამდე თუ არ დავბრუნდები წახვალ . მშვიდად დაუბრუნდები საკუთარ ცხოვრებას
-მიდიხარ- იგრძნო რომ მანძილს ზრდიდა და ხელი ჩაკიდა - არ დაბრუნდები ,ხომ ასეა
-ევა , ჩემი ცხოვრება ბნელია ... შენ თავისუფალი ხარ. ეს დღეები ,წარმოიდგინე რომ სიზმარი იყო
-შენ ხომ იცი , რომ არ შემიძლია
-შეგიძლია !
-მხოლოდ მე ვარ გატაცებული?
-ევა
-პასუხი არ მჭირდება, შენ დიდი ხანია ჩემი ტყვე ხარ. ყველა გრძნობა რაც შენშია მე მეკუთვნის, სანამ გაგიცნობდი მანამ იყავი ჩემით გატაცებული !
-ზეგ დილამდე არ წახვიდე - ხმა შეცვლილი ჰქონდა , დასუსტებული და სევდიანი . უნდოდა შეხებოდა , მაგრამ არ შეეძლო . თავს სისუსტის უფლებას ვერ მისცემდა, ევას გამო უნდა გაეკონტროლებინა სურვილები
-ადამიანის დანახვისთვის თვალები საჭირო არ ყოფილა ... როდესაც ირგვლივ ბნელია და ვერაფერს ხედავ უფრო მეტს გრძნობ . ეს სახვევი რომ არა , არ ვიცი ასე მძაფრად გიგრძნობდი თუ ვერ მოვახერხებდი . გონებას დიდი დრო სჭირდება ნდობისთვის, რწმენისთვის . კითხვებზე პასუხები, სიმართლე, უამრავი ინფორმაცია და დაკვირვება ... შენ მხედავდი ისეთს როგორც არავინ არასდროს . შენ ყველაფერი იცი , მე არაფერი და მაინც შენ ქმნი ზღვარს , მტოვებ
-მე ვხედავ საკუთარ თავს , გხედავ შენ და იმ უფსკრულს რომელიც ჩვენ შორისაა
-ახლოს ხარ , ჩვენ შორის მანძილი არ არის- თითები ლოყაზე შეახო, მის გრძნობებს განიცდიდა და გონება ერეოდა . კაცმა ხელი რომ მოიშორა ცრემლებმაც დაიწყეს სვლა- ასე ნუ წახვალ , გთხოვ
-დრო რომ მოვა აქედან წახვალ - ცრემლებით დაბინდული თვალებიდან სახვევი ,რომ მოშორდა თვალები ინსტიქტურად გაახილა და მისი სითხეში ჩაძირული, მღვრიე მწვანეები დაინახა . სახე მთლიანად დაფარული ჰქონდა, მხოლოდ თვალები აჩვენა , გრძელ წამწამებს შორის ჩაკარგული ცისფერი ფერი და მზერა , რომელიც სამუდამოდ დაიმახსოვრა გონებამ .
თვალები თავად დახუჭა, მიხვდა , იგრძნო რომ მეტი დრო არ ჰქონდა. ათრთოლებულ ტუჩებზე მხურვალე შეხებამ ძალა გამოაცალა. მთელი არსებით უნდოდა დარჩენა, მაგრამ არ შეეძლო , გრძნობებს ვერ დაემორჩილებოდა. მიდიოდა , უკან მოუხედავად მიიწევდა წინ ზრდიდა მანძილს და სუნთქვა სულ უფრო მეტად უჭირდა. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ მივიდა ამ დონემდე, ევას არსებობამ მისი შინაგანი სამყარო თავდაყირა დააყენა . არ შეეძლო ყველაფერზე უარს ვერ იტყოდა , საკუთარი ცხოვრება ჰქონდა სტატუსი რომელსაც გოგონა ვერასდროს შეეჩვეოდა. თავს უფლებას არ მისცემდა უკან, ჭაობში დაებრუნებინა , ვერ წაართმევდა თავისუფალი, ბედნიერი ცხოვრების შანსს . ევა არ იყო ის ქალი ვინც შეთეს პიროვნებას მიიღებდა,მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდებოდა და გაუძლებდა იმ ყოფას რომელშიც მამაკაცი იმყოფებოდა.
..............
მთელი შემოდგომა მთის სახლში გაატარა. იცოდა უკან არ დაბრუნდებოდა, მაგრამ მაინც მცირედ იმედს ებღაუჭებოდა. მარტოსულობა არ იყო მისთვის უცხო, მაგრამ ახლა უიმედოდ შეყვარებული ქალი იყო , სრულიად ახალ განცდებს ებრძოდა . მათი გააზრებაც კი უჭირდა და ყოველი ბრძოლა დამარცხებით სრულდებოდა. ასეთი შემოდგომა არასდროს უნახავს, იქ ყველა’ფერი სხვაგვარი იყო. კაცის ოთახში, მის საწოლში მშვიდად იწვა სანამ სურნელი გაქრებოდა. კარადაში ლამაზად დაწყობილ ტანსაცმელს უყურებდა, თბილ ჟაკეტებსა და ზედებს იცვამდა , ცხენით ჯირითობდა მასთან ერთად ატარებდა დროს , ისე ელაპარაკებოდა თითქოს პასუხებს მიიღებდა.
საკუთარი ნივთები ხელთ ჰქონდა, მობილურიც ჩანთაში იდო . არავისთან დაურეკავს, არც სოციალური ქსელების გამოყენება უცდია , მთლიანად ჩაიკარგა მთის ცხოვრებაში . ცუდად არ იყო , დეპრესია არ აწუხებდა , რაღაც განსხვავებული, აუხსნელი ემოციები დაატყდა თავს. ფეხზე მყარად იდგა, წასვლაც ნებისმიერ წამს შეეძლო და დატოვა კიდეც სახლი . ერთ დღეს უბრალოდ გაიღვიძა, საწოლი გაასწორა , ფანჯრიდან ხედს გახედა და ირგვლივ მიმოიხედა
-გგრძნობ! მხედავ და მისმენ , არ ვიცი სად და როგორ ხარ ,ისევ მოხვალ თუ არა ... იცოდე შანსი თუ მექნება მეორედ წასვლის უფლებას არ მოგცემ . გმართავ ! შენ იქნები ჩემით გატაცებული
......

თავს დაცულად გრძნობდა. სახლის შეცვლა არ უფიქრია, მშვიდად დაბრუნდა თავის მყუდრო უბანში . ზამთრის პირველი კვირა იყო , სახლში გავრცელებულ სიცივეს რომ მოერია შემდეგ დაიწყო დალაგება. საყვარელ სამზარეულომდეც მივიდა და ვახშმის მზადება დაიწყო. ისევ ისე ხმამაღლა ჟღერდა მელოდია,თავისუფლად მოძრაობდა, მაგრამ იცოდა სადღაც იქ კამერა იყო რომლის პოვნა რომც შესძლებოდა არ უნდოდა. მაგიდაზე ორი თეფში დადო , ღვინითაც კი შეავსო ჭიქები . აჩვენებდა იმას რასაც გაექცა, რისი ნახვაც შორიდან მოუხდებოდა, რასაც ვერ განიცდიდა . იცოდა როგორ მოქმედებდა, ეჭვიც არ ეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში, წამითაც არ დაუშვია ,რომ კაცისთვის სულერთი იყო , რომ მის დავიწყებას შეძლებდა .
.........
მუშაობა ახალ რესტორანში დაიწყო. მფლობელსაც კი იცნობდა, გუნდის წევრებთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და კომფორტის შექმნა მარტივად მოახერხა. თავდაჯერებულობა ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ ყოველთვის ახლის ძიებაში იყო, ერთ ადგილას გაჩერება არ შეეძლო სიამოვნებდა ყოველი გამოწვევის მიღება. სამზარეულო კი ნამდვილად მრავალფეროვანი, ამოუწურავი მარაგის მქონე ადგილს წარმოადგენდა. ყოველი ქვეყნის სამზარეულოს ისტორიას სწავლობდა, უამრავ ინფორმაციას აგროვებდა, მოგზაურობის გეგმებსაც აწყობდა , ბოლო წლის განმავლობაში მთელი თვე მოგზაურობისთვის გაათავისუფლა . ზოგჯერ ისე ძალიან იღლებოდა , სიცარიელეს ვერ ფარავდა და უჭირდა სახლში დაბრუნებულს ენერგიის შენარჩუნება. არ უნდოდა ცხოვრებაში ცვლილებები შეეტანა , მაგრამ ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა.

როგორც არ უნდა სცადო გაქცევა ოჯახის წევრებისგან ,რამდენად შორსაც არ უნდა დაიჭირო თავი მშობლების ცოდვებისგან სადღაც , რაღაც მომენტში მაინც დაგეწევა მათი ბნელი საქმეები , მოგწვდება და გზის გაგრძელების უფლებას არ მოგცემს. მამინაცვალს თავი დააღწია, დედა წლების წინ გარდაიცვალა მისგან ნორმალურად ისიც ვერ გაიგო როგორ გადაიკვეთა მისი და ბიოლოგიური მამის გზები . ნამდვილი მამა არ ჰყავდა, ვერავის უწოდებდა ამ სახელს , სულ რამდენჯერმე შეხვდა და მხოლოდ მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ იცოდა , ჰყავდა ორი ძმა , ერთ-ერთს ცოლ-შვილზეც გაიგო მათ დედაზე ინოფრმაციის გარკვევა არც უცდია, ფოტოც კი არ უნახავს. იცოდა შერცხვებოდა სადმე შემთხვევით რომ გადაჰყროდა , უფროსი ძმა 7 წლით დიდი იყო , უმცროსი კი 5 წლით პატარა. სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოებითა და ფოტოებით ჰქონდა მათ ხასიათზე წარმოდგენა, ისიც არ იცოდა რატომ გადაწყვიტა მათი პიროვნების შესწავლა. სისხლის ყივილი ალბათ მართლაც არსებობს, მიზიდულობა რომელსაც გონება ვერ ერევა საკუთარი არგუმენტებით, ტკივილი სამუდამოდ ვერ აქრობს .
ქალაქში მხოლოდ ერთი დღით ბრუნდებოდა , მას შემდეგ რაც იქაურობა დატოვა ნანოსა და ლევანის საფლავების გარდა არსად მისულა. სასაფლაო იყო ერთადერთი მისამართი ,რომელსაც იმ ტერიტორიაზე სტუმრობდა. ეს უზარმაზარი სივრცე წარმოადგენდა სხვადასხვა სოციალური სტატუსის, წარმომავლობის, განათლებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების საბოლოო სამყოფელს. ჯერ ძმასთან მივიდა, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭი მიწის სქელი ფენის ქვეშ მშობლების გამო მოექცა. მათგან თავის დაღწევა ვერ შეძლო,მამის ცოდვებს შეეწირა . ერთი დღეც ვერ იცხოვრა მშვიდად, იბრძოდა გადარჩენისთვის და მაინც დაუნდობლად მოქნეულმა დანამ დაასრულა მისი ამქვეყნიური ომი ცხოვრებისთვის. ვინ იცის როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება სულ სხვა ადამიანების გარემოცვაში რომ აღზრდილიყვნენ, სხვაგვარი რომ ყოფილიყო მათი გზა. ვერასდროს გვექნება ამაზე პასუხი , ჩვენ არ შეგვიძლია მშობლების არჩევა. ვერც იმას ვწყვეტთ როდის მოვევლინოთ ამ ქვეყნად.
ნანოს საფლავი მოშორებით იყო , საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა ფეხით გასავლელი საფლავებს შორის იქამდე რომ მისულიყო. არ ჩქარობდა, სეზონისთვის შეუსაბამოდ მშვიდი ამინდი იყო. შორიდან დაინახა მაღალი სილუეტი , მის სახეს ვერ ხედავდა , მაგრამ მის მოძრაობებს აკვირდებოდა და აუხსნელ შინაგან ღელვას გრძნობდა. მამაკაცმა მისი მიმარტულებით გაიხედა, აშკარა იყო იქეთ იყურებოდა, თითქოს ხედავდა კიდეც ნაკვთების გარჩევა ვეღარ მოახერხა იმდენად სწრაფად შებრუნდა დაკვირვების ობიექტი . ინსტიქტურად აუჩქარა ნაბიჯს, არ იცოდა რას გააკეთებდა თუ დაეწეოდა, მაგრამ რომ ცდილობდა ფაქტი იყო
-ერთი წუთით , დამელოდეთ თუ შეიძლება - თავადაც ვერ ხვდებოდა რას ელოდა. სიტყვამ ჰაერი რომ გადაკვეთა და კაცი წამით შეაყოვნა თავადაც გაქვავდა- შეთე ! - იდგა , უყურებდა ზურგით მდგომ, გრძელ შავ მანტოში გამოწყობილ მაღალ ფიგურას , შავი ქუდის გამო მისი თავის ფორმასაც კი ვერ არჩევდა - შეთე -ისევ განმეორდა , კაცმა სულ ერთი წამით გაუსწორა მზერა , მხოლოდ თვალების დანახვა შეძლო სახის კონტურის დამახსოვრებაც ვერ შეძლო იმდენად აუჩქარდა გულისცემა. თავში მოწოლილმა სისხლის ნაკადმა თვალების დახუჭვა აიძულა , სხეულში დავლილი ცივი ტალღა სულს უყინავდა. მანძილი დიდი იყო, ბოლოს საერთოდ გაუჩინარდა. მანქანის ხმა ესმოდა, დიდი სიჩქარით რომ გადიოდა ჩიხიდან და არეული გრძნობების გაგებასაც ვერ ახერხებდა. ქვაზე ჩამოჯდა, ნანოს შეხედა და თაიგული დაბლა დადო - ნანო , სიზმარში ვარ ? მგონი შევიშალე, ყველაფერი ჩემი გამოგონილია ... ისე მომენატრა სრულიად უცნობი ადამიანი, რომ ყველგან მეჩვენება . იმდენი რამ მინდოდა მეთქვა , მაგრამ დღეს არ შემიძლია... ისევ მოვალ ნანო
.........
მოსვენება საბოლოოდ დაკარგა. როგორც კი ნანოს შვილსა და უცნობს ერთმანეთთან აკავშირებდა მაშინვე წყვეტდდა ფიქრებს. წარმოსახვის ნაყოფად მიიჩნევდა ყველაფერს და სხვა თემებზე ცდილობდა გადართვას. ორმაგად დიდ დროს ატარებდა სამზარეულოში, ახალ კერძებს იგონებდა, რაღაც საოცრებებს სჩადიოდა, შემდეგ არ ისვენებდა ისე მიდიოდა მეგობრებთან ერთად გასართობად. ბევრს ცეკვავდა, უჩვეულოდ შეეჩვია სასმელს სულ რამდენიმე ჭიქით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ესეც არ იყო მისი სტილი. მორიგი შაბათი დღე დასრულდა, სხვები ამ დროს ისვენებდნენ მზარეულისთვის კი რთული დრო იყო, მისი შემცვლელი მუშაობდა და დაქალებიც დაკავებულები აღმოჩნდნენ, მარტო წავიდა ცეკვავდა, ცდილობდა ენერგია საბოლოოდ დაეხარჯა სახლში დაბრუნებულს მარტივად დაძინება რომ შესძლებოდა, მაგრამ ზედმეტად ხშირად ახსენდებოდა უცნობი . იქ დარჩენა აღარ შეეძლო, შენობიდან გავიდა და გზას ფეხით გაუყვა. შარვალი ეცვა, მაგრამ მაინც ეყინებოდა ფეხები , ტაქსის გამოძახებას ცდილობდა საკუთარი სახელი რომ გაიგო და შეჩერდა
-ევა ... ევა დამელოდე რა ,გთხოვ - ყველა გადავიწყებულ ნაცნობს წარმოიდგენდა საკუთარი უმცროსი ძმის გარდა, მაგრამ ნამდვილად ის იყო. დაბნეული, უცნაურად აწურული უყურებდა - ჯანდაბა რა რთულია
-ყინავს, გვიანია და მეჩქარება
-შენ , იცი ვინ ვარ ? - თავზე ხელი გადაისვა და თვალები დააწვრილა - იმედია იცი ,ხო ? წესით უნდა იცოდე უეჭველად
- საბა ვიცი ვინც ხარ , მაგრამ ვერ ვხვდები რა გინდა
-დალაპარაკება შეგიძლია?
-ახლა ?
-ხო რა , ძლივს მოვედი მეორედ როდის გავბედავ კიდე რა ვიცი ტო . წამომყევი რა , სახლში გაგიყვან და გზაში მაინც ვილაპარაკოთ
დათანხმდა. არც იცოდა რატომ გადაწყვიტა, მისმა ბავშვურმა გამომეტყველებამ და გულწრფელმა ტონმა იმოქმედა თუ ინსტიქტმა ,ვერ გეტყვით.
-ძაან უხერხულ პონტში ვარ მართლა. ცოტა ხნის წინ მითხრა მამამ შენზე, ცოტა ძაან გავჭედეთ . სანდრო ხომ იცი როგორი ფსიხია და მაგრად გაგიჟდა...თუმცა საიდან უნდა იცოდე როგორია. მამა რომ ჩასვეს ალბათ იცი ხო ? რამდენიმე დღით ადრე გვითხრა შენზე, ტიპმა გვთხოვა მიხედეთო და ჩვენ მაგრად გადავფსიხდით . შენ ვაფშე რა შუაში ხარ ტო ... მამამ დედაშენი დაითრია წლების წინ და დედაჩვენს დაადო რა შენი ბრალია
-მე თქვენზე დიდი ხანია ვიცი და რაიმე სახის ურთიერთობის სურვილი რომ მქონოდა, მეგობრობა ან მფარველობა აქამდეც გაიგებდით ჩემს არსებობაზე. არ ვაპირებ რაიმე შევცვალო და გამიხარდება თუ ჩემს გადაწყვეტილებას გაითვალისწინებთ, ისევე გავაგრძელოთ როგორც აქამდე
-ასე არ გამოვა ... ჩვენი და ხარ ,ტო
-საბა , თქვენ გაქვთ ცხოვრება რომელშიც ჩემი ადგილი არ არის ! -ბიჭისკენ იყურებოდა , მიხვდა როგორ დაიძაბა სარკეში გახედვის შემდეგ . სიჩქარეს მოუმატა და საერთოდ გადაუხვია გზიდან-რა ხდება ?
-არაფერია , არ ინევრიულო - ტელეფონზე ნომერი იპოვნა , ეკრანი ჩანდა ხმამაღალზე იყო ჩართული, ყურსასმენებიც არ ეკეთა და კარგად ესმოდა ევას ძმების საუბარი - რა ჯანდაბა გააკეთე , მომყვებიან
-დედას შ.ვცი უეჭველად მოწვა და შეტევაზე გადმოდის. სად ხარ , როგორმე გაასწარი ჩემთან მოდი , სახლთან მივალ მალე
-მარტო არ ვარ
-ვინ ჯანდაბასთან ხარ ნუ გადამრევ ... ხომ გითხარი ცოტახანს შეეშვი შენ გოგოებს-თქო
-ევასთან ერთად ვარ ... - უცებ შეაწყვეტინა უფროს ძმას საუბარი
-უტვინო ბავშვი ხარ , არასდროს მიჯერებ ... ამის დედაც ჩამკეტეს - უცებ ხმაური გაიგეს მათ წინაც გაჩნდა მეორე მანქანა
-სანდროოო - მანქანა გააჩერა ზარი გაწყდა. ბიჭს ვეღარ ელაპარაკებოდა , ბიჭები უახლოვდებოდნენ . ევა მხოლოდ საბაზე ფიქრობდა ,თავს დაცულად გრძნობდა ბოლო დროს შიშის შეგრძNება საერთოდ გაუქრა
-ვინ არიან ...თქვენგან რა უნდათ
-მამასთან ჰქონდათ ანგარიში გასასწორებელი... მამა ჩაჯდა და ახლა სანდრო აკეთებს რაღაცებს მე აზრზე არ ვარ რა ხდება . შეთეს ხალხია , შენ არ შეგეხებიან მშვიდად იყავი თითსაც არ დაგაკარებენ თუ მანქანაში დარჩები- უახლოვდებოდნენ, მათზე იყო კონცენტრირებული და ლამის ენა ჩაუვარდა საბას სიტყვები რომ გაიაზრა გონებამ
-შეთე ?! - ჩუმად გაიმეორა სახელი და ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა . გაქვავადა, ბიჭი ისე გადავიდა მანქანიდან და დაიჭირეს ჯერ კიდევ უცნობ, ნაცნობზე ფიქრობდა. მართლაც არავინ შეხებია , ბიჭის ტელეფონი აიღეს ანიშნეს მანდ დარჩიო და თავიანთი მანქანისკენ წაათრიეს საბა . არ უფიქრია, საერთოდ სხვა ინსტიქტი ჩაერთო ისე გადაეღობა წინ მათ შორის უფროსს და მზერა გაუსწორა- მეც წამიყვანთ !
-გოგონა მანქანაში დაბრუნდი შენთან საქმე არ გვაქ... შენს ბიჭს უბრალოდ გაესაუბრებიან და დაგიბრუნებენ
-ვერ გაიგე რა გითხარი ხომ ? არ დავტოვებ, მათთან ერთად მოვდივარ ! ნუ მაიძულებ უკან თავად გამოგყვეთ და შემდეგ გზააბნეულმა პატრულს შევატყობინო როგორ გაიტაცეთ ჩემი ძმები
-ძმები ? - უცებ გაჩერდა და უკან დაბრუნდა. სახეზე აკვირდებოდა, ისე შეეცვალა გამომეტყველება თითქოს იცნო- ჯანდაბა
-რომელ მანქანაში ჩავჯდე
-აქეთ - ცარიელი მანქანის კარი გაუღო . საჭესთან ადგილი დაიკავა და წინ წასულ ბიჭებს უკან მიჰყვა. ადრენალინი ტვინამდე აღწევდა და სისხლი უდუღდა. წამებს ითვლიდა , ფიქრობდა ნაცნობ სახლში მივიდოდა ,მაგრამ შეცდა სრულიად სხვა ადგილას აღმოჩნდნენ . ბიჭებს საბა უკვე შეყვანილი ჰყავდათ შენობაში , გაუგებარი სივრცე იყო, საწყობს ჰგავდა . წამებში ასწრებდა გარემოს აღქმას, მიდიოდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ირგვლივ ვრცელდებოდა, ციოდა, მაგრამ მოლოდით სული ეყინებოდა. წამებს ითვლიდა როდის დაინახავდა მის სახეს,ჩახედავდა თვალებში და მიხვდებოდა მის ვინაობას. გულისცემა გაუორმაგდა, ექოდ გავრცელდა კაცის ღრიალის ხმა რასაც ბიჭის ყვირილი მოჰყვა. სიტყვებს ვერ არჩევდა, ექო ხმას ამახინჯებდა ,მაგრამ აშკარა იყო სასიამოვნო დიალოგი არ ჰქონდათ. უკან ადევნებულ ბიჭს ვეღარ აღიქვამდა სწრაფად წავიდა წინ და დაინახა როგორ მოუქნია ხელი ზურგით მდგომმა მაღალმა კაცმა სანდროს. პირველად ხედავდა უფროს ძმას, მტვრიან ბეტონზე დაცემული შელამაზებული სახით სისხლს აფურთხებდა და გვერდით ჯალათივით მდგომს თვალს ვერ უსწორებდა . არ იცოდა რამ უფრო ააღელვა ნაცნობმა ხმამ თუ საკუთარი სისხლის ნაწილის ამ მდგომარეობაში ხილვამ . ნაბიჯის გადადგმას ისევ აპირებდა ბიჭი რომ დაეწია და მკლავზე შეახო ხელები , მისი არ ესმოდა ჯერ კიდევ ზურგით მდგომ კაცს უყურებდა , მისი სახის დანახვის სურვილით იწვოდა
-სულ ესაა შეთეს ძალა? - საკუთარი ხმა ვერ იცნო. შორიდან რომ გაეგო ნამდვილად ვერ დაუკავშირებდა ევას რომელსაც მანამდე იცნობდა . გამომწვევი მზერა ჰქონდა, ანთებული თვალები , ძლიერი ნაბიჯებით მიიწევდა მანამ სანამ კაცი არ მიბრუნდა და მისი არეული სახე არ დაინახა. ერთი მეტრი აშორებდათ , ამჯერად თავად აფრქვევდა ცეცხლს, ისე უყურებდა მარიონეტად რომ აქცევდა დაბნეულ , გაოგნებულ კაცს . ის ხელი უკანკალებდა წამის წინ ძლიერად რომ მოუქნია სანდროს, თავი გვერდით გადახარა და სახეზე ჩამოისვა თითები. თვალები დაუწითლდა, წამებში შეიცვალა ყველაფერი . საბას ხმა ესმოდა, სანდროც რაღაცას ამბობდა , კიდევ საუბრობდნენ ვიღაცები ,მაგრამ საკუთარი გულისცემის გარდა ვერაფერს იგებდა- მამის დანაშაულისთვის თუ აგებინებ პასუხს შეგიძლია ჩემით დაიწყო
-შენ ვინ ხარ - ნაცნობი , მონატრებული ხრინწშერეული ხმა რომ გაიგო მთელს სხეულში გავრცელდა მუხტი . ნაბიჯები , შემცირებული მანძილი და წინ აღმართული მაღალი სილუეტი რომელსაც ამჯერად კარგად ხედავდა. თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი, ღრმა ლურჯი სფეროები მუქი წარბების ქვემოდან ისე უყურებდნენ სულს უხუთავდა და თან ენერგიით მუხტავდა, ჯერ არ განცდილით ავსებდა. მთელი არსებით გრძნობდა, უნდოდა , მაგრამ მისი კითხვა თამაშის ახალ ეტაპზე მიუთითებდა
-მე ევა ვარ , მათი და
-მამაცი გოგონა ძმების დასაცავად ჩემამდე მოვიდა - ჩაიცინა , ზუსტად ასეთი წარმოედგინა მისი ღიმილი . ტუჩები და მათი მონატრებული, მხურვალე შეხება ისე მოუნდა ინსტიქტურად შეეხო ენის წვერით ქვედა ტუჩს წამსვე იგრძნო კაცის მზერაც. იწვოდა, ყველას გაქრობა უნდოდა , სიბნელეზე და სიცარიელეზეც თანახმა იყო ოღონდ კაცი ყოფილიყო გვერდით
-შეთე გეყოფა , ევა არაფერ შუაშია. არც კი გვიცნობს , ჩვენთან კავშირი არ აქვს, შემთხვევითაა აქ... უბრალოდ დამთხვევაა , გეფიცები ყველაფერს გამოვასწორებ . ყველას დავუბრუნებ ვალს . ჯანდაბა ! შენ ასეთი არ ხარ , ასე უსამართლოდ არ მოიქცევი
-ხმას ნუ უწევ - ისე უღრიალა თითქოს წამის წინ სხვა ადამიანს ესაუბრებოდა- შემთხვევითობების არ მჯერა ! აქ არის , რადგან მოვიდა ე.ი საკუთარი ნებით გადმოდგა ნაბიჯი ... თუ ვცდები და ჩემმა ბიჭებმა გაიძულეს- უკან მდგომებს გადახედა - უარყოფენ ხომ ხედავ . გამოდის აქ ყოფნა თავად მოინდომა მე კი ვერ ვიტან ლამაზ ქალებთან ჯიუტობას
-ჯანდაბა , ეს რა თამაშია პატარა გოგოზე გინდა ჯავრი იყარო? შენ გენოსთან საქმე არ გქონდა, სხვების გამო ჩაერიე და ახლა რას აპირებ - სანდრო ისევ არ ცვლიდა ტონს . უცნაური ბიჭი იყო, ცხვირიდან სისხლი სდიოდა, მტვერში ამოსვრილი , ცალ ფეხზე ძლივს იდგა , კოჭლობდა და მაინც ისე უყურებდა იმ წამს მასთან საერთო იპოვნა ევამ
-რას ვაპირებ , ევა ? - იღიმოდა, ირონიული , ცივი მზერა ჰქონდა ,მაგრამ გოგოს რომ შეხედა რაღაც შეიცვალა -მითხარი რა გინდა , აქ რისთვის მოხვედი ... უყურებ როგორ ვასწავლი ჭკუას შენს ძმებს ურჩობისთვის თუ ალტერნატიული ვარიანტი გქვს - მოქმედების საშუალებას აძლევდა, გრძნობდა მისი სიტყვების მიღმა დამალულ კითხვებს . არ იყო რთული მისახვედრი იქ მდგომი შეთე, სრულიად სხვა კაცის ნიღბით ესაუბრებოდა
-მე ვარ ის ვინც გაასწორებს ანგარიშს . გავხდები გატაცებული -წამითაც არ მოუშორებია თვალი, წარბი მაღლა აზიდა , ჩაიცინა და ხელი გაუწოდა - მიმიღებთ თუ უარს იტყვით ჩემზე , შეთე
-გამოწვევას ვიღებ , თამაშში ვარ. დაე იყოთ გატაცებული! - ქალის ხელი მტევანში მოიქცია, თავი დახარა, ტუჩები ხელისზურგზე ხანგრძლივად შეახო . ქვემოდან უყურებდა და მონატრებას კიდევ უფრო უღვივებდა.
ორივეს უნდოდა ჰქონოდა ნიჭი, დროის შეჩერების, ადამიანების გაქრობის და მარტო დარჩენის. მონატრების ცეცხლის განელების , საზღვრების გახსნისა და ახალი ამბის დაწყების სურვილი მძლავრი იყო , მაგრამ შორეული.
-სუტინიორი როდის გახდი რა გჭირს . გენოს მოტეხილი მილიონები გინდა? გავყიდი ყველაფერს რაც ჩემ საკუთრებაში დარჩა და დავურიგებ იმ შენს ფრთის ქვეშ შეფარებულ ვირთხებს . არ ვიცი , აზრზე არ ვარ სად წაიღო ის ფული, არც ის ვიცი როგორ მოახერხა ამდენი ხალხის გადაგდება , არც ის ვიცი ვინ მოკლა და ვის რა დაუშავა
-ბოდავ უკვე , ექიმთან წაგიყვანს პატარა ძამიკო ... როგორც სჩანს დარტყმამ იმოქმედა. თავისუფლები ხართ , ჩემი ბიჭები მიგაცილებენ სახლამდე და თვალით აღარ დამენახებით. მხოლოდ ერთი , ჩემ მტერთან კონტაქტს კიდევ თუ გაბედავ საბას დავსჯი შენს ნაცვლად- ევას ზურგი აქცია და მათთან საქმე დაასრულა
-შანსი არაა ტო ... ჩვენი და არ წამოვა . რა გინდა ეგოს დასაკმაყოფილებლად და შენი ძალის დასამტკიცებლად შენს ფინიებთან . თქვი რა გინდა - თავს უცნაურად გრძნობდა. საბას სანდროსგან განსხვავებით არ ჰქონდა მებრძოლის ჟინი ახლა კი ისიც შეუპოვრად იცავდა. შინაგანი ბედნიერება იგრძნო, დავიწყებული ჰქონდა ეს შეგრძნება როდესაც იცავდნენ , მისთვის , მის დასაცავად იბრძოდნენ . არ ელოდა , სანდროსგან საერთოდ ვერ წარმოიდგენდა მასთან დიალოგიც კი არასდროს ჰქონია, პირველად ხედავდა და იმ წამს მთელი არსებით უნდოდა ორივეს მთელი ძალით მოხვეოდა.
-ევა , გთხოვ დაამშვიდე ძმები - შეთეს აშკარად აღარ ადარდებდა მათთან არსებული ანგარიშები. ბრაზიც გაუქრა, მხოლოდ გოგოზე ფიქრობდა და საუბრის გაგრძელებაც არ უცდია. თავის ბიჭებთან გადაინაცვლა, წარბშეკრული ესაუბრებოდა ერთ-ერთს , მალე ყველანი მიმოიფანტნენ
-შენ მერე მოგივლი მისი ამ შარში გახვევისთვის და ჩემი სიტყვების გაუგონრობისთვის . შენ კი რა გმირულ სულისკვეთებას იჩენ , წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ის კაცი ვინ არის- სანდრომ სისხლიანი ხელი მაისურზე შეიმშრალა, ცუდად გამოიყურებოდა . თვალებანთებული უყურებდა უმცროს და-ძმას
-მომენატრა ეს შეგრძნება, ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ და მადლობა ამ განცდისთვის - ჩანთიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოიღო და ფრთხილად დაკეცა . თავისი ხელით გაუკეთა -არ მოიშორო სისხლდენას შეგიჩერებს . სახლში დაბრუნდით , მე და შეთე თავად მოვაგვარებთ . გააკეთეთ ისე როგორც გითხრათ , გთხოვთ საერთოდ დაივიწყეთ მისი არსებობა
-შენ მას არ იცნობ
-გთხოვ მორჩი მბრძანებლობას , დამიჯერე . მე შენზე მეტი მინახავს და განმიცდია , მენდე- ისე უყურებდა შეუძლებელი იყო წინააღმდეგობის გაწევა. მისგან სიმშვიდე მოდიოდა, თავდაჯერებულობა იგრძნობოდა , მუხტი მოჰქონდა , რომელიც ძმებს გონებას ურევდა. მსუბუქად გაუღიმა , ზურგი აქცია ბიჭებს და სიჩუმეში ხმაურიანი ნაბიჯებით დაიძრა გასასვლელისაკენ . შეთეს გაუსწორდა, მზერა მიაპყრო და შემდეგ მის გვერდით ერთ რიტმში გააგრძელა გზა გაურკვეველი მიმართულებით
-ხვდები რას აკეთებ ?- თვალები დახუჭა ბოხი ხმა რომ გაიგო. ხელით შეეხო მის თითებს, მიდიოდა და შეუმჩნევლად ეფერებოდა
-ამ ეტაპზე დროს ვუთმობ უკვე მიხვედრილის გააზრებას
-შენი ფეხით მიდიხარ იქ სადაც სიბნელეა
-წყვდიადის მეფე შენ ხარ , ჩემთვის ნათელი იქნება ! - თვალები იმ წამს გაახილა , თავი მისკენ შეაბრუნა და მწვანეები გაუსწორა
-ევა - სახელს ეფერებოდა. სხეულზე არ ეხებოდა, ხელი არ გაუტოკებია, მაგრამ მზერა და ხმა შეეცვალა
-შეთე ...
-გაგიღებ ცხოვრების კარს . გაჩვენებ შეთეს ბუნებრივ სახეს , გაგაცნობ მის ყოველდღიურობას, მაგრამ არ ვიცი გაქცევას რომ მოინდომებ კარი ღია დაგხვდება თუ დახურული - ახლოს იყო, თითქოს მის ტუჩებთან საუბრობდა , გონებას ურევდა ქალს და მაინც ისევ ისეთი მზერა ჰქონდა დარწმუნებული , გრძნობებით სავსე
-მომავალს მაინც ვერ განსაზღვრავ , სჯობს ყოველი ახალი დღით იცხოვრო . გასასვლელ კართან რომ მივალ იქნებ მარტო არც ვიყო და შენც იდგე ჩემს გვერდით -ჩუმი იყო, მშვიდი , მაგრამ მაინც მომღიმარი სახითა და ციმციმა თვალებით . გოგონა რომლის სურვილიც გულს უჩერებდა კაცს . ვერაფერს გახდა, საკუთარი სურვილები გონების უარყოფას სძლევდა, ბიჭებს გადახედა , ანიშნა მივდივართო და ევას თავად გაუღო მანქანის კარი.
ბევრი არ უფიქრია, მუსიკა ჩართო , გაეღიმა თავისი საყვარელი მელოდია რომ გაიგო . არ ადარდებდა არჩეული გზა, მნიშვნელობა არ ჰქონდა სად მიიყვანდა კაცი , მთავარი მხოლოდ შეთე იყო . მელოდიის ხმა ესმოდა და კიდევ ერთხელ იაზრებდა მის ვინაობას , ის ნანოს შვილი იყო , კაცი ,რომელიც ნამდვილად მოსამართლის როლს ირგებდა მამამისის „შავბნელ კოლეგებთან“ და ბოლოს უცნობი ვისითაც იყო გატაცებული. სულ ეს იცოდა იმ ეტაპზე და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი დამალული საქმიანობა და საქმე იქნებოდა შეთეს პიროვნებასთან დაკავშირებული.
..............

უზარმაზარ სახლში , ამ დიდ სივრცეში სრული სიცარიელე იყო იმის მიუხედავად რომ უამრავი ადამიანი ირეოდა . რაღაც ოფიციალურ დაწესებულებას უფრო ჰგავდა ვიდრე სახლს . არაფერი ჰქონდა სახლური , მინიმალური ავეჯი, ერთი ფერის კედლები, დიდი დარბაზი , უზარმაზარი მაგიდა და უემოციობა ,არაფერი სხვა. მალე გათენდებოდა , ეზოში კი ბიჭები იყვნენ , რამდენიმე მანქანიდანაც გადმოვიდნენ და ისე იქცეოდნენ თითქოს დღის შუა მონაკვეთი იყო,საქმიანი სახეებით დადიოდნენ ისე თითქოს სამუშაო საათი ჰქონდათ. მათი მზერა წამით თუ გადააწყდებოდა მაშინვე ქალბატონად გრძნობდა თავს. ყველამ იცოდა ვინც იყო ან უბრალოდ შეთეს გვერდით მყოფ ქალს უყურებდნენ ასეთი მოწიწებითა და რიდით. ყველაფერი უცხო და განსხვავებული იყო, არაფერს ელოდა, არ უფიქრია წინასწარ მოლოდინები არ ჰქონია , მაგრამ მაინც გაკვირვებული აგრძელებდა მდუმარედ სვლას . შემდეგ რომელიღაც კარი გაიღო, ხმა იმდენად ცუდად გაჟღერდა, რომ მაშინვე შეკრთა
-რატომ გაუშვი ის სულელი ლაწირაკი ! ისევ ყველა გაგიჟდება და მერე უნდა დაარწმუნო რომ ენას თუ არ ჩაიგდებენ ტრ.კში გაურჭობ ... რა - როგორც იქნა გაიარა მანძილი და ევაც დაინახა . მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება , გოგოს უყურებდა და თვალებს ვერ უჯერებდა
-ირაკლი ... როგორ ხარ ? დიდი დრო გავიდა
-აქ რას აკეთებს ? - შეთეს გახედა და ვისკის ბოთლით ხელში მდგომისაკენ დაიძრა- რა ჯოჯოხეთური დღეა დღეს
-რატომ წუწუნებ ირაკლი ? ამ სახლს ახალი , მშვენიერი, ინტერესიანი წევრი ჰყავს დღეიდან- ჭიქა გაავსო და სავარძელში ჩაეშვა
-დამცინი ? რა თამაშია , მეკაიფები ?
-ჩშშ- ტუჩზე თითი მიიდო და ჭიქა რომ დაცალა თავი უკან გადასწია- ოთახი აჩვენე
-თავად ვიპოვნი
-ყველა ოთახი დაკავებულია ...
-როგორ ? მარტო არ ცხოვრობ ?
- ნუთუ გეგონა რომ მარტონი ვიცხოვრებდით მე და შენ - თვალები გაახილა და გაიცინა . ეს სიცილი, ასეთი არასდროს ყოფილა , არც წარმოედგინა მსგავსად , აი თვალები კი ნამდვილად ეშმაკივით უნათებდა
-მესმის შენი , ამ უსულო კედლებში მარტო ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნებოდა- შორს იდგა , მაგრამ მაინც თვალებში უყურებდა . ისევ გრძნობდა მის არსებაში არსებულ ყველა ჭრილობას . მათ დაინახავდა, ნაბიჯ -ნაბიჯ მიჰყვებოდა თითოეულ მათგანთან მისასვლელ გზას .
-ოთახს გაჩვენებ !
-ირაკლი უკვე მეორედ გვიხდება ერთ სახლში ცხოვრება და იქნებ ამჯერად მაინც დაივიწყო ეს უხეში ტონი - ისე მშვიდად უთხრა სავარძელში მჯდომს ისევ გაეღიმა ირაკლი კი კიდევ უფრო გაბრაზდა
-არანორმალურები !- ტონის დაწევა არც უფიქრია ისე თქვა და წინ გაიჭრა გრძელ დერეფანში . ბოლოს ისევ კიბე გამოჩნდა ,პატარა დახვეული საფეხურები - ყველა სხვა ოთახში ბიჭები რჩებიან და ეცადე სხვაგან არ შეხვიდე - საფეხურზე ასვლაც ვერ მოასწრო ისე ახმაურდა სახლი, კიბეზე ბიჭებმა დაიწყეს სვლა ათი მაინც იქნებოდნენ ნორმალურად ვერც არჩევდა რამდენიმე ნანოსთანაც ჰყავდა ნანახი, მაგრამ იქ არ ცხოვრობდნენ. გვერდი აუარეს, სხვადასხვა ოთახებში შევიდნენ და შემდეგ ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
..............
უჩვეულო იყო ურთიერთობის ნებისმიერი ეტაპი და ამჯერადაც ისე გაუგებრად მიუყვებოდნენ გზას რომ არცერთს ჰქონდა ბოლომდე განსაზღვრული გეგმა. არაფერი იცოდნენ საკუთარი გრძნობების გარდა, მანძილს მაინც იცავდნენ მარტო რომ ყოფილიყვნენ ისევ ისე დაუკითხავად შევიდოდა ევას საძინებელში და მის ძილს დააკვირდებოდა ახლა კი მისი საძინებლის მაღლა იწვა, ზუსტად მის მაღლა საწოლზე უძრავად მყოფი ჭერს უყურებდა . ეღიმებოდა ყოველ მის მოქმედებაზე, ამ დაუგეგმავ გამოჩენაზე, კიდევ ერთხელ არეულ გეგმებზე , უკვე მერამდენედ აყენებდა თავდაყირა ყველაფერს ამჯერად განგებ იწვევდა. ისეთი განსხვავებული ეჩვენა , გაზრდილი და შეცვლილი არადა თვალს არ აშორებდა , მაგრამ სხვასთან ხომ არავისთან იყო მსგავსი . ევა ვერ ისვენებდა, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ახალ ოთახში რომელშიც კომფორტი უნდა ეპოვნა , თითქოს სხვენში იყო, იმ დიდ სივრცეს ერთადერთი , აივანზე გასასვლელი მინის კარიდან შემოსული სინათლე ანათებდა. მთელ კედელს იკავებდა და იქედან უზარმაზარი სივრცე ხელისგულივით მოსჩანდა. ისეთი იქვე სავარძელი იდგა , ფიქრს რომ მოგანდომებდა ისეთი ადგილი იყო . არ უნდოდა ფიქრი, მხოლოდ მონატრება ურევდა სულს . არ აპირებდა საკუთარ სურვილთან ბრძოლას, არ მონატრების ატანა შეეძლო ახლა როცა ასე ახლოს იყო კიდევ უფრო მძაფრად გრძნობდა ყველა’ფერს. ლოდინი არ შეეძლო , ფეხსაცმელი და ქურთუკი ოთახში დატოვა, ყელზე მოხვეული თხელი კაშნე თვალების ასახვევად გამოიყენა . მონატრებული შეგრძნებისგან გულისცემა გაუორმაგდა, ნელა მიუყვებოდა დახვეული კიბის საფეხურებს, ჩუმი და მსუბუქი იყო მისი ნაბიჯები . დერეფანი წარმატებით გაიარა, დიდ კიბემდეც მიაღწია და საუბრის ხმაც გაიგო , ცარიელ სივრცეში ორი კაცის დიალოგი მარტივად არღვევდა სიჩუმეს
-ირაკლი მორჩი ჩემს ტვინში შემოძრომას, მაინც ვერ გაიგებ იქ რა ხდება
-იმიტომ რომ შენც არ იცი - შეთესგან განსხვავებით ნამდვილად აღელვება ეტყობოდა
-ხმას დაუწიე !
-ბავშვობიდან გიცნობ და დაბრუნების შემდეგ ისე იქცევი სულ სხვა ადამიანი მგონიხარ ხანდახან
-ალბათ სხვა ვარ და იმიტომ
-რატომ , რატომ ხარ სხვა
-შენ ვერ მიხვდები - იქვე ახლოს მდგომი ევა გრძნობდა , ისევ თვალებახვეული ხედავდა მის ჭრილობებს
-აქ რამდენ ხანს დარჩება . როგორ ენდობი ისე ,რომ აქ შემოუშვი
-გეყოფა ეჭვიანი ცოლივით ქოთქოთი - ისევ მშვიდი იყო, ტონალობა არ ეცვლებოდა და მოსაუბრეს აგიჟებდა
-ნერვებს მიშლი , თმა ხომ გამითეთრე ახლა სისხლს მიშრობ
-ეგ წლების ბრალია და არა ჩემი
-დამცინე ხო , დამცინე თითქოს შენ ხარ ბავშვი
-მანდ დგომას როდემდე აპირებ ?- თავად ევამაც არ იცოდა რა ადგილას იდგა ზუსტად , კედელს მიჰყვებოდა კაცის ხმამ რომ შეაკრთო. ისე მოულოდნელად მოუმატა ტონს სახვევის მოხსნაც იფიქრა წამით, მაგრამ ინსტიქტურად აუჩქარა ნაბიჯს ოთახში მოხვედრამდე
-რა ჯანდაბაა - ირაკლის წამოძახილი რომ გაიგო მიხვდა უკვე უყურებდნენ. შეთე ხმას არ იღებდა, მაგრამ გრძნობდა მის მზერას დაიფიცებდა იმ წამს გაღიმებული იჯდა და თვალს არ აშორებდა - იქნებ რამე მოიტეხო და სამკურნალო გახდე
-ასეთი ემოციური არ მახსოვდი , შეთეს სიახლოვე შენზე ცუდად მოქმედებს
-მე მივდივარ , ხვალ არ გაბედო და არ დამირეკო ! -აშკარად შეთეს მიმართა და მერე სახლიც დატოვა. კარი ისე გაიჯახუნა შეუძლებელი იყო რომ ვერ გაგეგო.
-უნდა მიყურო როგორ შემოვივლი მთელს ოთახს სანამ არ გიპოვნი?
-ეს ახალი თამაშია შენი ასაკის ახალგაზრდებში - ხმა ახლოდან ესმოდა , ახსოვდა იმ მხარეს სავარძელი იდო და მიმართულებაც სწორად განსაზღვრა. მალევე აღმოჩნდა მის ფეხებს შორის მდგომი - მიპოვნე , ეს გამარჯვებას ნიშნავს ? - ახლოს იყო, ფეხებით იჭერდა, ცხვირის წვერი მაღალწელიანი შარვლის ბოლოს ,შიშველ კანზე შეახო , ხელები კი წელიდან მაღლა აასრიალა
-გიპოვნე ! - საკუთარმა ხმამ შეაკრთო იმდენად უცნაურად გაჟღერდა . თითების ცახცახს ვერაფერი მოუხერხა, თავზე რომ შეეხო და თმის ღერები ვერ იპოვნა წარბები შეკრა- თმას რას ერჩოდი
-სადღაა თმა , იცი რამდენი წლის ვარ ? - ღიმილშერეული ხმა ესმოდა და იწვევდა სახვევის მოხსნა უნდოდა რომ დაენახა მისი ეს გამომეტყველება . არ აჰყვებოდა, საკუთარი მიზანი და გეგმა ჰქონდა
-შრამი ნომერი ერთი აქ არის- მარჯვენა ყურის უკან თავზე გამავალ ჭრილობის კვალს შეეხო და კეფამდე გაჰყვა . შემდეგ პერანგის ქვეშ ჩააცურა თითები და ბეჭზეც იპოვნა პატარა კვალი. გრძნობდა როგორ დაეჭიმა ხელები კაცს, სუნთქვა გაუხშირდა ისევ სახეს რომ დაუბრუნდა. გაყინული თითებით თავიდან სწავლობდა მის ნაკვთებს და სიხარულისგან გულისცემა უჩქარდებოდა . იღიმოდა , ტუჩებს აწვალებდა , კბილებსშორის იქცევდა და ხანაც ენის წვერით ისველებდა. კაცის ბაგეებს რომ მიაღწია ისევ გაიგო მისი ხმა
-გეყოფა !
-ასე გგონია ? - ქვედა ტუჩზე ცერით დააწვა და მისი სახისკენ დაიხარა- არასდროს მეყოფი !
-დაიწვები - კეფაზე მოსდო ხელი, კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა და ტუჩებზე ისე დააცხრა მკერდიდან წამოსული კვნესა ვერ შეაკავა . თავი როგორ გააკონტროლა არ იცოდა, მაგრამ მოშორდა , დისტანცია გაზარდა , მხოლოდ მაჯიდან არ აშორებდა თითებს
-გამომყევი
-ევა -როგორ შეიძლებოდა ეს ხმა გაეგო და ვინმე სხვაში არეოდა, მაგრამ მაინც არ შეეძლო სხვანაირად. უნდა დარწმუნებულიყო , ყველა დეტალი თავიდან უნდა ეგრძნო
მიდიოდა და ზურგს უკან მიჰყვებოდა . ისევ ისე როგორც პირველად, მაგრამ ამჯერად მიმართულებას თავად აჩვენებდა. დახვეულ კიბემდე გზა სწრაფად გაიარეს, შემდეგ ჰაერში აღმოჩნდა, მკლავები ყელზე მოხვია და მის განიერ გულ-მკერდზე მიკრული გაირინდა . ნაბიჯები ,რომლებიც სიტყვების გარეშე პოულობდნენ პასუხებს.
ახალი ოთახის შუაგულში თვალებახვეული იდგა და ათრთოლებული სხეულით ელოდა ყველა ნაცნობი შეგრძნების განცდას. პერანგის ღილები რომ გახსნა სუნთქვა შეეკრა იმის წარმოდგენისას,რომ შეხებისას ვერ იპოვნიდა გონებაში ჩარჩენილ კონტურებს. კაცის ხელი მხოლოდ წელზე ეხებოდა , თითქოს დაცემისგან იცავდა, ზურგს უმაგრებდა, საყრდენს უქმნიდა . ყველა იარას რომ შეეხო გაყინული ფალანგებით კიდევ ერთი ახალი იპოვნა ფერდთან და იქ გაჩერდა , ხელისგული ისე მიაბჯინა თითქოს მის გაქრობას შეძლებდა
-შეძელი, მიპოვნე, ჩემამდე მოგიყვანა გზამ რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი -ტუჩების შეხება ლოყაზე იგრძნო, შემდეგ ყბაზე და ყელისკენ რომ გაიკვლია გზა უჯრედებმა იწყეს აფეთქება.ზამთარში გაზაფხულდებოდა ...
-ეჭვი გეპარებოდა ჩვენს შესაძლებლობებში? - გაეღიმა კაცმა სახვევი რომ მოაშორა და მხოლოდ შემდეგ გადავიდა ზედის პაწაწინა ღილების გახსნაზე.
-აქაურობა შენთვის არ არის
-შენ ხარ ჩემთვის ! – ისევ ისეთი თავისუ’უფალი იყო როგორც მაშინ ,თვალებახვეული რომ ემალებოდა კომპლექსებს. ამჯერად ხედავდა იმას რისი გრძნობაც არ შეიძლებოდა ალაგ-ალაგ ჭაღარაშერეულ წვერს , ტანზე გამოსახულ ტატუებს , უცნობ გამოსახულებებს, წარწერებს საოცრად დახვეწილად რომ უხდებოდნენ ერთმანეთს და მის სხეულს. ხედავდა იმ ღიმილს მანამდე წარმოსახვაში რომ ხატავდა, იმ თითებს ასე ძალიან რომ უყვარდა მათი შეხება და იმ ტუჩებს თავიანთი მხურვალებით რომ წვავდნენ
-წარმოუდგენელი ხარ - მწვანეებში უყურებდა , ისევ შეეხო ტუჩებზე და ზემოდან მოიქცია სუნთქვაარეული ქალის სხეული.
უკვე გათენებული იყო რომ ჩაეძინათ , ოთახს მზის პირველი სხივები ანათებდა და ზამთრის სიცივეს ებრძოდა. რამდენიმე საათის შემდეგ უცებ გამოფხიზლდა, წამით ყველაფერი წარმოსახვის ნაყოფი ეგონა ,მაგრამ კაცის სხეულთან სიახლოვე რომ იგრძნო დამშვიდდა. მისკენ გადაბრუნდა , მძინარეს უყურებდა და მკლავზე დაატარებდა თითებს ყველა ოთახიდან თითქმის ერთდროულად რომ გაისმა ხმა. მანამ ვერ მიხვდა რა ხდებოდა სანამ ბიჭების ხმები არ გაიგო, აშკარად არ გამოირჩეოდნენ სიმშვიდით. მიძინებული სახლი გაცოცხლდა და დაიწყო უწყვეტი დღიური ციკლი.
-მათ გაჩუმებას არ ვაპირებ , შეჩვევა მოგიხდება თუ აქ დარჩები
-ვიღაც ამბობდა კარი აღარ გაიღებაო და მიშვებ?
-უკვე გაქცევაზე ფიქრობდი?- თვალები გაახილა და ჩაიცინა - არადა ვერაფერი ვიგრძენი - ზურგით მჯდომს უყურებდა უკვე რომ დაეწყო საყვარელი დილის რიტუალი . მხრებს წვდებოდა თმა და შიშველ ზურგს დაუფარავად ადევნებდა თვალს. შემდეგ თითები მუცელზე შემოხვია , მეორე ხელით მკერდზე მოეფერა -ყოველ დღე ამ სანახაობას ვერ გავუძლებ- თავადაც დაჯდა, ზურგიდან აეკრო და ყელში აკოცა-შესწორებებს საჭიროებს!
-დილიდანვე იწყებ ჩემ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენას ? - თავი შეაბრუნა და ვნებიანად აკოცა- დავფიქრდები თუ საინტერესო შემოთავაზება გექნება
-რამდენიმე ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზო , ჩემი საქმიანი დღის დაწყებამდე დროში რომ ჩავეტიოთ
-მაგალითად?
-ამ ვარჯიშის სიმულაციის შემდეგ ხელში აგიყვან , სააბაზანომდე მიგაცილებ და ორივე მოვახერხებთ დილის რუტინის სასიამოვნოდ გავლას- გააკეთა ის რაზეც საუბრობდა , კოცნას არ წყვეტდდა სანამ დუშის ქვეშ არ დადგნენ
-ორი დღე ვისვენებ ... გავეცნობი შენს ბიჭებს
-მე სახლში არ ვიქნები ,საღამომდე თითქმის არასდროს მცალია . ზოგჯერ ღამითაც არ ვარ
-სხვა დანაშაული რა გაქვთ ბატონო შეთე ?
-ანუ მონატრებისთვის მზად ხარ , ცარიელ ოთახში ლოდინისთვის და სრულიად უცხო კაცების გარემოცვაში ყოფნისთვის
-სჯობს თავად ვნახო ის რაზეც შენ ასე უინტერესოდ მიყვები - ქაფიანი ხელები სხეულზე აატარა და ისევ აკოცა- გეყოფა , ჩემთან ბრძოლა არ გამოგდის . დროა დამნებდე ! - ხელით უბიძგა , კედელზე ააკრა და კმაყოფილმა განაგრძო დილის რიტუალის ცვლილება.
...............
საძინებელში და სამზარეულოში აუცილებლად სჭირდებოდა საკუთარი კომფორტული სივრცე . მთელი დღე ჩემოდნების ჩალაგებას , ამოლაგებას და სამზარეულოს გაცოცხლებას მოანდომა. ბიჭები მდუმარედ ეხმარებოდნენ, ვერაფერი ათქმევინა , უკმაყოფილო გამომეტყველებაზე ატყობდა ,რომ არ მოსწონდა რასაც აკეთებინებდა, მაგრამ იმდენად ახალისებდა მათი აწითლებული სახის ნახვა როდესაც ტანსაცმელს ალაგებდა ვერ თქვა უარი დახმარებაზე.
სახლის კარზე არავინ აკაკუნებდა, თითქმის არც დახურულა თავიდან ინსტიქტურად გადიოდა შემდეგ მიხვდა რეაქცია არავის ჰქონდა ვიღაცები ისე მოძრაობდნენ როგორც თავისუფალ ტერიტორიაზე. ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ , მათი ასაკი 20 წელზე მეტი არ იქნებოდა ,ზოგიერთი სკოლის მოსწავლესაც კი ჰგავდა . იმდენი უცნობი იყო ირგვლივ შეთე და ირაკლი კი არ გამოჩენილან. ვახშამის მზადება დაიწყო , უზარმაზარი ქვაბები გაავსო მოლოდინის რეჟიმიც გაიმარტივა , მაგრამ ბატონი არსად ჩანდა . ცოტაც და ნერვები უმტყუნებდა, თითქოს განგებ არ ბრუნდებოდა . ბიჭები ისე გაკვირვებულები უყურებდნენ თეფშების დალაგება რომ დაიწყო მისაღების უზარმაზარ მაგიდაზე მიხვდა ეს რომ ჩვეული ამბავი არ იყო . სამზარეულოს ჭურჭელიც კი თავად შეიძინა იმ დღეს, კარადები სულ ცარიელი დახვდა თეფშები და ფინჯნები არეულად იდო სხვადასხვა თაროზე ახლა კი ცივილიზებულად შლიდა სუფრას 20 თეფშით. მათი დათვლა არც უცდია გონება აერია იმდენი სახე დაინახა .
-ლადო გთხოვ ყველა ამ სახლის ბინადარს სთხოვე ვახშამზე მოსვლა ...
-შეთე წუთი-წუთზე დაბრუნდება- ბიჭმა ჩაიცინა და ისე სწრაფად გავიდა ვერაფრის თქმა მოასწრო საპასუხოდ. ბიჭები ნელ-ნელა შელაგდნენ , ჯერ სააბაზანოსთან დადგა რიგი ხელების დაბანას რომ მორჩნენ სათითაოდ დაიწყეს მაგიდასთან ადგილის დაკავება. ყველაფერი ისევ უწესრიგო იყო , არც საჭიროებდა წესებს იმ სახლში სწორედ უ’წესობა იყო წესრიგის მომტანი. შეთე ირაკლისთან ერთად ჩვეულებისამებრ მოულოდნელად გამოჩნდა, ჩუმად დაჯდა მაგიდის თავში და სიტყვის უთქმელად დაიწყო ვახშმობა. ასეთი ხმაურიანი და მხიარული ვახშმობა არასდროს ჰქონია ევას. თავიდან უჩვეულოდ ეჩვენა ამდენი ბიჭის ზუზუნი, სიცილი, ლაპარაკი,გაჟღერებული უტაქტო სიტყვები ევასკენ გაპარებული მზერა და რამდენიმეს აწითლებული ლოყები ისე ახალისებდა თვალებიც უციმციმებდა. გრძნობდა შეთეს მზერას ,მაგრამ მისკენ დიდხანს ჯიუტად არ იხედებოდა. ყველას აკვირდებოდა და მათი სახეების დამახსოვრებას ცდილობდა . ასე რიგ-რიგობით წამოიშალნენ, ერთმანეთს ისე ესაუბრებოდნენ თვალებით გონება დაეძაბა შეთეც ჩართული იყო ამ უსიტყვო დიალოგში წარბის აწევითა და თავის მოძრაობებით . მერე მაგიდის ალაგება დაიწყეს , რეპლიკებს ესროდნენ ერთმანეთს ისე უცებ მოხდა ყველაფერი სიტყვის თქმა ვერ მოახერხა
-ჯიგარი ხარ ყველაფერს ვფიცავარ - მოულოდნელად გაიგო ერთ-ერთის ხმა ყურთან და ლოყაზე ხმაურით აკოცა კიდეც -ჯანდაბა - უცებ დაიხია უკან , პატარა იყო 15 წლის იქნებოდა, წვერი ახალი წამოზრდილი ჰქონდა აჩეჩილ თავზე ხელი გადაისვა და შეთესკენ დაბნეულმა გაიხედა- ხო ისა მე წავედი დავიძინებ
-ჩვენც ... -რამდენიმე უკნა გაჰყვა სირბილით მიმავალს . რამდენიმემ უბრალოდ თავი დაუკრა მადლობა გადაუხადეს და სახლიდან გავიდნენ . სიცილი ისე დაიწყო არც ადარდებდა სად იყო ვინ იყო და ვინ უყურებდა, უზარმაზარი სივრცეში ისე ისმოდა ხმა აუცილებლად გადაგედებოდა მუხტი . თვალებდაწვრილებული, ტირილამდე მისული კისკისებდა და მერე ცისფერებ ანთებულ კაცს უახლოვდებოდა , ფარფატებდა
-გმადლობ , ამ სახლური სახლის კარის გაღებისთვის
უყურებდა როგორ ლაღად მიაბიჯებდა იმ სახლის კედლებში რომელსაც არ თვლიდა კერად . ვერ იჯერებდა რომ შეიძლებოდა ამ გარემოში ასეთი შეიძლება ყოფილიყო. მთელი დღე ფიქრობდა ნეტავ როგორ უძლებს იქაურ სიტუაციასო , ისიც კი წარმოიდგინა როგორ დატოვა ყველაფერი და უკან დაბრუნდა ახლა კი დღის ბოლოს მისი ციმციმა მწვანეები უნათებდა თვალწინ. იცოდა ,როგორ არ იცოდა რომ ეს გოგო არავის ჰგავდა , მაგრამ ვერ წარმოედგინა თუ ჰქონდა ფერი რომელსაც იქაურობას მოარგებდა.
-ევანგელინა - მუხლებზე დაისვა და მთელი დღის მონატრებულს სახე დაუკოცნა - ყველაფერი გემრიელი იყო , დესერტიც გემრიელია - ტუჩებზე გადაატარა თითი და გაიცინა- კიდევ რამდენი ქალია ამ სხეულში გამომწყვდეული
-იმდენი რამდენი კაციც შენშია
-გგონია ყველასთვის გექნება უნარები ? ყველას იგრძნობ, ამოიცნობ და დაინახავ ?
-არაფერი მგონია, არ მინდა მეგონოს და წარმომედგინოს . ეგ სიტყვები ოცნების ნაწილია , მომავლიდანაა მე კი აწმყოში ვცხოვრობ ! ვხედავ იმას ვინც ჩემს წინაა და ეს სრულიად საკმარისია - თვალები უნათებდა, მოშორდა და საძინებლისკენ დაიძრა. იცოდა შეთეც უკან გაჰყვებოდა, გაეღიმა ნაბიჯების ხმა რომ მოესმა .
..................
რამდენიმე დღე დასჭირდა ყველას გასაცნობად, არაფერს ეკითხებოდა სახელების გარდა. კარგად იცოდა საკუთარი ცხოვრების ისტორიას არავინ მოუყვებოდა . განსხვავებულები იყვნენ და მაინც ყველას ჰქონდა საერთო უ’სახლკარობა ,უ’ოჯახობა რომელიც იქ იმ სახლში შეთესთან იპოვნეს. კითხვები არ იყო საჭირო იმის მისახვედრად თუ რამდენად ძვირფასი იყო მათთვის ეს სიტყვაძუნწი, უხეში კაცი რომელიც ყველას მიმართ გამოხატავდა თავისებურ სიყვარულს . მათ ურთიერთობას არ ჰქონდა სტატუსი , არ არსებობდა საზღვრები, აკრძალვები ან ნორმები . უსიტყვოდ, აუხსნელად ყველამ იცოდა შეთეს დაუწერელი კანონები და ეს იმდენად აშკარა იყო არ შეიძლებოდა კითხვის გაჟღერება.
იმ დღეს მუშაობდა. არაფერს ამბობდა შორიახლოს მყოფ დაცვაზე, შეუმჩნევლები იყვნენ და ევას გამჭრიახი მზერა რომ არა თავადაც გაუჭირდებოდა მიხვედრა . მძღოლს დაჰყავდა, ესეც ისე მიიღო სიტყვა არ უთქვამს. მხოლოდ მეგობრებს უკვირდათ , მათი ინტერესი როგორღაც დააკმაყოფილა და მშვიდად განაგრძო შეთეს მიერ მიწოდებული ცვლილებების მიღება.
სახლში ჩვეულებისამრებ ხმაური იყო, ბიჭები ამ დროს ბრუნდებოდნენ რამდენიმე ახალი სახეც დაინახა. ყველას ღიმილით მიესალმა და გზა განაგრძო. კიბე ჩუმად აიარა , არ ელოდა იმ დროს შეთეს საძინებელში ხილვას , მაგრამ იქ იყო თანმხლები სევდით დამძიმებული
_სინანული სულს გიხუთავს ? _ დივანზე მის გვერდით დაჯდა. მუხლებზე ედო ნანოს ფოტო. სიგარეტის მაგვარ ღერს წვა ახალი დაწყებული ჰქონდა ევა მხოლოდ მის გრძელ თითების მოძრაობას უყურებდა , როგორ ჩააგდო მინის საფერფლეში ფოტოც გვერდით გადადო_ბოლო წამამდე გელოდა
_ყველაფერი ვიცი და არ გინდა ჩემს ერთადერთ სისუსტეზე შეხება
_ნაამბობი ვერ შეედრება ნანახსა და განცდილს. მე ყოველ მის ტკივილიან ამოსუნთქვას ვგრძნობდი , მის წყლიან თვალებს ვუყურებდი . შენ გარდა აღარავინ ჰყავდა და შენ რა მიეცი . როგორ გგონია რა ერჩივნა უბრალო სახლში შენთან ერთად ყოფნა თუ იქ , მისთვის მოწყობილ საავადმყოფოში დიდებული ექიმებისა და ექთნების გარემოცვაში წამლებით გონებაარეულს , გაციებულს ... გაყინული იყო სულ მხოლოდ მაშინ თბებოდა წარსულს რომ იხსენებდა ,ბედნიერი ცოლი და დედა რომ იყო სისხლის მიმოქცევაც ეცვლებოდა . ესეც გითხრეს?
_ ნანოს მარტოობის გამო გინდა პასუხი მაგებინო ? გგონია გამოგივა ჩემში სინდისის ქენჯნის გაღვიძება?მინდა გითხრა რომ, ეს შეგრძნება არ მაქვს
_ტყუილია !
_შენი ტონალობა და მზერა , აკონტროლე !
_მე სრულიად თავისუფალი ქალი ვარ სტატუსების, დაქვემდებარების , ვალდებულებების გარეშე და თუ ანგარიშებზე ვისაუბრებთ აშკარაა მე ერთადერთი ვარ ვისთანაც თავად ხარ ანგარიშვალდებული _ისე უყურებდა , მისი მწვანეები აგიჟებდა. უნდოდა ხელი მოეხვია თავისკენ მიეზიდა ეს წყეული საზღვარი გადაელახა და მთლიანად შეესრუტა მისი სურნელი. ცეცხლს უკიდებდა ისე როგორც არასდროს, არცერთ ეტაპზე
-ნეტავ რას ელი ჩემგან
_ნანო მომენატრა , შენ კი მისი თვალები გაქვს და მათთან ერთად სულის ნაწილიც
_მე , ნანოს სულის ნაწილი მაქვს _გულწრფელად გაეცინა. ეს ის იყო რაც არასდროს უფიქრია და რასაც წამითაც არ დაიჯერებდა _ ნანო სინათლე იყო, დაბადების წამიდან ბოლო ამოსუნთქვამდე . ჩემთან სად ხედავ სულის ნაწილით გასხივოსნებას _მზერა მოარიდა, ვეღარ უმკლავდებოდა . ჭიქა აიღო და მაშინვე უკან დააბრუნა , რომ მიხვდა ხელი უკანკალებდა . რაღაც სხვა იყო , განსხვავებული ეტაპი როცა ევა მშვიდად იჯდა და სიტუაციას სრულად მართავდა თავად კი აღელვებული, აფორიაქებული არსებით თავის დასახსნელ გზას ეძებდა
_დაცვა არ გჭირდება . რატომ არიან ეს ბიჭები ამ სახლში , რატომ მოდიან სხვებიც და რჩებიან ისე თითქოს ეს ადგილი მათი საკუთრებაა
_იმიტომ რომ ასეცაა... ეს სახლი ყველასთვისაა ვისაც ქუჩაში დარჩენა და თავის მოწამვლა არ უნდა . ყველასთვის ვისაც კაცად ყოფნის სურვილი აქვს და არ უნდა იარსებოს არაკაცად_ თემის შეცვლამ იმდენად გაახარა და მოადუნა ის თქვა რისი თქმაც არ უნდოდა . ევას ღიმილიანსახეს რომ წააწყდა შემდეგ გაჩუმდა , სული გაუთბო კვლავ ნანახმა მისმა ციმციმა თვალებმა
_სინათლე შენს სულში- მანძილი გააქრო , მკლავი ყელზე შემოხვია ,ტუჩები ხანგრძლივად შეახო წვერიან ლოყაზე . ნაცნობმა სურნელმა გულისცემა შეუნელა, თავბრუდაახვია მონატრებულმა შეგრძნებებმა .
კიდევ ერთი ღამე გაატარა სახლში რომელიც ყველაზე სავსე და ცარიელი იყო . უამრავი კაცის გარემოცვაში მყოფს მშვიდად ეძინა, განათებული სახითა და ტვირთისგან თავისუფალი მხრებით.
................
მუშაობდა, მეგობრებს ხვდებოდა, ცხოვრობდა ისე როგორც ყოველთვის და ბრუნდებოდა სახლში სადაც იყო უამრავი სულ’არეული . შეთე ზოგჯერ იმდენად გვიან შედიოდა სახლში რომ მხოლოდ ნაბიჯების ხმა ესმოდა, ხანდახან არც გადიოდა ოთახიდან იჯდა და არავინ უახლოვდებოდა. სახლი მაინც ჩვეული რიტმით აგრძელებდა ფუნქციონირებას როგორც ერთი დიდი მექანიზმი .
ვახშმობა ტრადიციად იქცა, ყველამ იცოდა ევა გემრიელ კერძებს დაახვედრებდათ და სახლშიც ზუსტ დროს ბრუნდებოდნენ. ერთ დღეს შეთე მაგიდასთან რომ დაჯდა ყველა შეცვლილი ეჩვენა , მოწესრიგებულები ისხდნენ და მშვიდად ვახშმობდნენ . უწესრიგობამ წესრიგის ფორმა მიიღო , ევაც საუბრობდა მათთან ერთად , ხუმრობებზე ხმამაღლა კისკისებდა ისე ჭორაობდნენ პირად საკითხებზე ამ აღმოჩენამ გაოცებისგან სულ დაუკარგა საუბრის უნარი. თითქოს საკმარისი არ იყო ევას მმართველობის ჟამი რომ დადგა ბოლო ერთი თვის განმავლობაში , ახლა მთლიანად სახლი მისით იყო მოცული .
-ჯადოქარი ხარ ? - სერიოზული გამომეტყველებითა და ხმით მიმართა
-ვინ მოვაჯადოვე ?
-ყველა კუთხე -კუნჭული თავისი ველური მცხოვრებლებითურთ
-ველური არავინ შემინიშნავს ... არ ვიცი რაზე საუბრობ
-მგონი იმ კერძების ბრალია, ასეთი გემრიელი ვერ იქნება რაღაც ხრიკები რომ არ გქონდეს- მომღიმარ ქალს ზემოდან დაჰყურებდა, თავის შეკავება აღარ შეეძლო თავადაც გაუნათდდა სახე - რა რთული ხარ , ყოველ წუთს უფრო მეტად მძიმდება ჩემი მდგომარეობა
-მე კი მეგონა ვამსუბუქებდი შენს მძიმე საქმიან დღეებს
-იმდენად ამსუბუქებ ,რომ წამლად გადამექცევი - სახეს უკოცნიდა და ტკბებოდა - დრო ისე ჩქარა გადის , გონს მოსვლას ვერ ვახერხებ
-ჩვენს შორის მანძილი დიდი ხნის წინ დავარღვიეთ ... ტყუილად ნუ ეცდები ახალი ბარიერის შექმნას
დარწმუნებული იყო, რომ შეთესთან დაშორებას ვერაფერი აიძულებდა. დარჩებოდა ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ ვითარებაში გაუწვდიდა ხელს, ექცეოდა საყრდენად და გააკეთებდა იმას რაც საჭირო იქნებოდა მისი სიმშვიდისთვის . გაჩნდა კიდეც შეთეს ცხოვრების თანმდევი სიბნელე , მთელი სიცხადით დაატყდა თავს. ერთ საღამოს ცარიელ სახლში რომ შეაბიჯა. ისეთი გაუსაძლისი სიჩუმე სუფევდა,რომ ევას პირველად შეეშინდა . მანამდე არასდროს დაურეკავს კითხვით „სად ხარ?“ ახლა კი მხოლოდ ეს აინტერესებდა. სად იყვნენ ყველანი ერთად, როგორ იყვნენ და რატომ არ ბრუნდებოდნენ. ზარი უშედეგოდ განახორციელა, მობილური გამორთული ჰქონდა. სახლში მთვარეულივით უსიცოცხლოდ, უმისამართოდ დააბიჯებდა და წლების შემდეგ პირველად გაჩენილ შიშს ებრძოდა. გონებაში ნელ-ნელა გროვდებოდნენ არეული ფიქრები , სუნთქვა შეეკრა მანქანების ხმა რომ გაიგო. უეცრად მოვარდნილი ტალღასავით დაატყდა თავს სიჩუმეს ხმაური . ეზო გაივსო , პირველად ხედავდა იქ იარარებით ხელში მდგომ ბიჭებს. შეთეს დანახვამდე იფიქრა რომ სახლს თავს დაესხნენ შემდეგ კი მიხვდა, ისინი მასთან ერთად იყვნენ. ეს ყველაფერი იყო შეთეს ცხოვრების ნაწილი . სახეს კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ ხვდებოდა როგორი განრისხებული საუბრობდა. მანქანები ისევ მოდიოდნენ, ეზო სულ გაივსო უცნობი და ნაცნობი კაცებით. სახლის კარი პირველმა გააღო ევა არც შეუმჩნევია, თითქოს იქ არც იყო ისე განაგრძო საუბარი
-გათენებამდე იპოვნით ... ყველაფერს გადაატრიალებ და ჩემამდე მოიყვან
-გაიქცა
-შენ რა დამცინი?- ისე უცებ შებრუნდა და ყელში წვდა თითქოს მის დახრჩობას იქვე აპირებდა- აქ რომ იყოს აბა შენ რა ჩემ ფეხებად მჭირდები ...იპოვნი , მიწაში თუ არ აგდია მკვდარი და არ ლპება მისი ლეში
-შეთე დილამდე რამდენიმე საათია ... ვერ მოვასწრებ
-ბიჭი დაჭრა , გოგო გაიტაცა , სახლი თავდაყირა დააყენა და შენ მეუბნები ,რომ ვერ იპოვნი? მერე რა მოხდება? ხვიჩა შენ გამოგჭრის ყელს და მე თითსაც არ გავატოკებ შენს დასახმარებლად. დავდგები და ვუყურებ როგორ დაიცლები სისხლისგან . გასაგებია?
-მოკლავს... ჩემი შვილია . როგორ გავიმეტო
-სწორად გაგეზარდა, კაცად და არა ვირთხად ! მოიყვან , გოგოს საღ-სალამათს დააბრუნებს და არ მოვაკვლევინებ. თუ ვერ მიუსწრებ და გოგოს რამეს დაუშავებს , ჩემი ხელით გავატყავებ
-იმათი ბრალია, ხომ იცი როგორც იყო
-მოვაგვარებდი, არ დამელოდა და ახლა ისეთ რამეს აკეთებს რომ საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოაქვს - ისევ ისეთი უცვლელი ტონალობით საუბრობდა, მაგრამ მისი გამომეტყველება შემზარავი იყო.
-პირობა მომეცი, რომ არ მოაკვლევინებ- სასოწარკვეთილება ჩანდა კაცის ხმაში, ფერი არ ედო და მთელი არსებით გამოხატავდა უძლურებას
-რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო მძიმდება შენი გიჟი შვილის საქმე - მაჯაზე მორგებულ საათს დახედა და ზურგი აქცია. კაცი მალევე წავიდა , ბიჭების ნაწილი გაჰყვა მათთვის ყურადღება აღარ მიუქცევია შეთეს უყურებდა ისევ. მობილურით საუბრობდა ამჯერად, ჭიქა სასმელით გაავსო და სულმოუთქმელად დაცალა სანამ უპასუხებდნენ შემდეგ კი ჩუმად უსმენდა ვიღაცის ღრიალს - მესმის , ვიცი როგორი შეურაცხყოფილი ხარ ,მაგრამ დრო მჭირდება. თუ უჩემოდ გააკეთებ რაიმეს ჩემთან მოსასვლელ გზას მოიჭრი , მე თუ დამელოდები პასუხს ჩემებურად აგებინებ . შენ გადაწყვიტე როგორ გირჩევნია - მოკლე საუბრით შემოიფარგლა. კონკრეტული იყო და დიალოგის გაგრძელებას საჭიროდაც არ თვლიდა. ვერ მიხვდებოდი ღელავდა თუ მშვიდად იყო , ერთობოდა სიტუაციით თუ მოვლენების განვითარებას დაძაბული ელოდა. თვალები ისე უნათებდა აშკარა იყო , სავარძელში მჯდომი კაცი იყო ის შეთე ვისიც ეშინოდათ , ვინც კლავდა, ვინც აწამებდა , ვისთვისაც გრძნობები არ არსებობდა.
-ახლა რა გავაკეთოთ ... დაველოდოთ შვილს ჩაგვაბარებს თუ არა ?
-ირაკლი , ჩემო ძმაო რატომ ვერასდროს ცნობ ადამიანებს? ის სულელი ბიჭიც თვითონ გადამალა და ყველაფერი მისი მოფიქრებულია...
-მოიცა ეგ თუ იცოდი სად გაუშვი ხო გაიქცევა
-გაიქცევა და გაეკიდებიან კიდეც. დაედევნებიან , დაიჭერენ, დედას მოუტყნ.ვენ და ჩემ წინააღმდეგაც წავლენ - გაიცინა და კიდევ ერთი ჭიქა დაცალა. ირაკლის მხარზე ხელი დაჰკრა და ფეხზე წამოდგა - ბიჭებს უთხარი თავს ნუ დაიღლიან . მალე დაბრუნდნენ უკან - ეზოში მიმოფანტულ ბიჭებს უყურებდა ისევ რომ ახმაურდა ეზო. ამჯერად ისეთი ხმები ისმოდა,რომ საერთოდ შეეცვალა მზერა. რამდენიმე წუთში სახლი სისხლის სუნით გაიჟღინთა. დაჭრილი ბიჭები მოჰყავდათ , მისაღებში ათამდე ნაცემი და სისხლში ამოსვრილი ახალგაზრდა გაჩნდა. ევა კი ადგილზე გაქვავებული უყურებდა ტკივილისგან სახემოქცეულ, ფერდაკარგულ, გონებადაბინდულ ნაცნობ- უცნობებს . ისმენდა ბიჭების კომენტარებს, ქაოსში ჩაკარგული შეთეს ხმას ეძებდა . ვერ მიხვდა სად იყო და ლამის გონება დაკარგა გასროლის ხმა რომ გაიგო. ადგილს ისე მოსწყდა არაფერზე უფიქრია , ეზოში სირბილით მიდიოდა სანამ იარაღით ხელში მდგომი არ დაინახა . უმისამართოდ ისროდა მერე იარაღი წელთან, ქამარში ჩაიდო და ევას გაუსწორა მზერა - ექიმს დაურეკე. ბიჭებს მიხედე ირაკლი . სხვა არაფერი გააკეთო, გათენებამდე არავინ გავიდეს და არავინ შემოვიდეს - ევას უყურებდა, მისკენ მიდიოდა და ისე საუბრობდა. ხმა შეცვლილი ჰქონდა, ხრინწი გაუჩნდა, თვალები სულ მთლად წითელი ჰქონდა მკლავში რომ წვდა და სახლისკენ წაიყვანა
-შეთე ...- ვერაფერს ხვდებოდა და ვერც ფიქრობდა. გვერდით მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა
- მოგწონს ჩემი ცხოვრება ? - მისაღებთან გაჩერდა, ოთახისკენ შეაბრუნა, ზურგიდან აეკრო და ჩუმი, ჩვეული ტემბრით წარმოთქვა სიტყვები . ხელი მუცელზე შემოხვია და ცხვირის წვერი თმაზე გაუსვა- მე ისევ შენ სუნს ვგრძნობ , მაგრამ სისხლის სუნიცაა ...ხედავ? იმათ კარგად დააკვირდი და ღრმად ჩაისუნთქე ეს მძიმე ჰაერი . თუ ჩემთან გინდა შეჩვევა მოგიხდება ... ტკივილის ატანაც უნდა შეძლო. გაქცევა აღარ გამოგივა, თავს ვერ დაიხსნი იმიტომ რომ ვერ მიხვდები როდის ვინ გვესვრის . ხო მეც მესვრიან, შენს გვერდით რომ ვიქნები ასე ახლოს ვიდგები ვიღაც დამიმიზნებს და ჩემ სისხლში ამოგსვრის - კიბისკენ დაიძრა, ხელს არ უშვებდა . ტონალობა კიდევ უფრო მძიმე უხდებოდა , ყბები დაჭიმული ჰქონდა, კბილებს ერთმანეთზე აჭერდა და სულ უფრო მეტად ინთებოდა. საძინებელში იყვნენ უკვე,პერანგი ერთი ხელის მოსმით მოიშორა და მარცხენა ბეჭთან არსებულ ნაიარევზე მიიდო ხელი- აქ რომ მომხვდა ისე მეტკინა მეგონა ყველა ძვალი ჩაამსხვრია იმ ერთმა პატარა ტყვიამ, სუნთქვა შემეკრა და სათითაოდ ყველა უჯრედი მეწვოდა . გგონია გაუძლებ ? ან თუ გადაიტან ასეთი იარებით სხეულზე ივლი ? მოუხდება შენს მკერდს ასეთი ნაკერი ? რატომ ხარ ჩუმად, რატომ აღარ მიყურებ ძველებურად ანთებული მწვანეებით , ჩაქრა ქალბატონი ევანგელინა ? - ჩაიცინა და შემდეგ ზურგი აქცია- შეგიძლია ახლავე წახვიდე. ბიჭები ხვალ მოგიტანენ ნივთებს ... ნანოს გამო შენთან ვალში ვარ და ვიქნები ყოველთვის რაც არ უნდა გააკეთონ შენი სისხლის მატარებელმა კაცებმა ამ მოცემულობას ვერ შეცვლიან
-შენ რატომ არ ასრულებ . რა გჭირდება კიდევ , რა ვერ მიიღე ამ ტყვიების საფასურად. რა დარჩა კიდევ ისეთი სიკვდილის მუდმივ მოლოდინში რომ დარჩე
-აქ ხარ , მთელი თვეებია მიყურებ და მაინც ვერ მხედავ არა ? - ისევ შებრუნდა , სისხლისფერში იყო ჩამალული მისი ცისფერები
-პასუხისმგებლობა , რომელიც საკუთარ თავზე აიღე ადამიანების წინაშე ვისაც შენი იმედი აქვს . მოვალეობები რომელსაც არ გინდა რომ გაექცე ... იცავ იმათ ვისთვისაც ამ სახლის კარი მუდამ ღიაა , მაგრამ მფარველობ იმათაც ვინც სიბნელეს ქმნის შენს სულში. შენ არ აკეთებ არჩევანს ბნელსა და ნათელს შორის . შენ ბნელებს მართავ, თამაშობ , სიამოვნებას იღებ იმ არსებების გონებაში შეღწევით და მათი სვლების წინასწარ გათვლით ... შენ შეგიძლია მათგან გათავისუფლდე , მაგრამ არ გინდა
-არჩევანი არ არსებობს
-იქ , იმ სახლში მთის წვერზე , მიტოვებულ სოფელში მითხარი რომ შენს სახლში ვიყავი. იქ იყო არჩევანი ... სასწორის ერთ მხარეს ეს ადგილია , მეორე მხარეს კი სახლი რომელშიც თავისუფლებაა
-როდესაც უფსკრულში ხვდები იქ სრულდება ყველაფერი. მხოლოდ ერთი რჩება , ყველა გააფრთხილო ვინც კიდესთან ახლოს დგას, რაც შეიძლება ხმამაღლა უყვირო, შეაშინო, დააფრთხო რომ მოაშორო იქაურობას, რომ არასდროს მოხვდნენ იქ , იმ სიბნელეში
-გგონია მეც ნაპირთან ვარ მალე ნაბიჯს გადმოვდგამ და სიბნელეში დავეშვები ?
-გეყოფა - ქალი უახოვდებოდა, ისევ ისე უცნაურად უყურებდა - შემთხვევით აღმოჩნდი ჩემს წინ , მოინდომე დარჩენა და უფლება მოგეცი ,წინააღმდეგობა არ გაგიწიე, მაგრამ დასრულდა. სახლში , შენს სამყაროში დაბრუნების დროა მანამ სანამ აქაურობის ნაწილად ჩაგთვლიან
-აქაურობის თუ შენს
-ევა
-მე ბევრი ცხოვრება გამოვიარე დღემდე, ყოველი დღე სხვისი არსებობის ერთ დეკადს ჰგავდა . უბრალოდ არ შეგიძლია შემაშინო იმით რისი მართვაც შეიძლება . გიპოვნე , ერთი ნაბიჯი ვერ გათვალე და შენს წინ აღმოვჩნდი . გმართე ! - თვალები დახუჭა , ისე მოეხვია, თითები იარებს შეახო ყველა იქ იყო , ერთის დამატებით. ხმა ჩაუწყდა, სახესთან ახლოს გრძნობდა მის სუნთქვას, ცხვირის წვერი უკვე ყელზე ეხებოდა და მუხტს მთელს სხეულში აგზავნიდა . თვალები გაახილა და მუცელზე არსებულ პატარა ნაიარებს ისევ შეეხო-მე გგრძნობ , შენ ? ! - მისი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში უყურებდა და პასუხს ელოდა მხოლოდ ერთი სიტყვა სჭირდებოდა „გატაცებული„ რომელიც ვერ გაიგო
-იმათზე საშინელი ვარ ვიდრე რომელიმე შენთვის საძულველი ადამიანი - ხელისგული კეფაზე მიაბჯინა,კიდვე უფრო შეამცირა მის ტუჩებამდე მანძილი და შემდეგ ყველა გრძნობა ერთად გადმოაფრქვია - რატომ არ მიდიხარ . ჩემ ცხოვრებაში საიდან გაჩნდი ... როგორ შეიძლებოდა - კოცნიდა და თან ჩურჩულებდა -ამოუხსნელი
-მე ამოგხსენი - უნდოდა მისი რეაქცია დაენახა,მაგრამ ვერაფერი იგრძნო. ზოგჯერ იმდენად ცივი იყო ყველაფერი ადამიანური ქრებოდა მასში- დაგღალა ამ ყველაფერმა . სიამოვნებას ვეღარ იღებ ანგარიშწორებით. დაიღალე ამ ბნელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნით , მათთან თამაშით და მათთვის წესების დადგენით - მის გონებაში აღწევდა , ხმამაღლა ამბობდა იმას რაც თავადაც არ უნდოდა ეღიარებინა
-ევა შენ უბრალოდ ეძებ მიზეზებს , წარმოდგენებს იქმნი ...გინდა დაიჯერო,რომ არ ვგავარ სხვა დამნაშავეებს ... მკვლელებს, მოძალადეებს- ბოლო სიტყვა რომ თქვა მზერა გაუსწორა თითქოს განგებ იწვევდა , ცდიდა - როგორ შეგიძლია შენი ბავშვობის შემდეგ ჩემნაირი კაცის გვერდით ცხოვრებაზე ფიქრიც კი . შენი მამობილი ალბათ ზოგჯერ , მთვრალი, გონებაარეული ხელს მოგიქნევდა , ან მოგიჭერდა მე კი საღ გონებაზე, სრულიად ფხიზელი ვარ როდესაც კიდურებს ვამტვრევ ადამიანებს . ზოგჯერ ვკლავ კიდეც, თან ისე რომ ამის შესახებ ჩემ გარდა არავინ იცის. პროფესიონალი მკვლელი ვარ , ისეთი დამნაშავე საქმეც რომ ვერ აღძრეს ჯერ - თვალები დაუწითლდა, კაპილარები საფეთქელზე ისე გამოებერა თითქოს მალე დასკდებოდნენ . ელოდა როდის დაიხევდა უკან ის კი ისევ ისე ,ერთ ადგილას იდგა
-რატომ არ აძლევ არსებობის საშუალებს კაცს რომელსაც მე ვხედავდი , მას ვისაც თვალებახვეული ვგრძნობდი ... ვინც მხოლოდ ჩემია და ყველა იმ კაცზე ძლიერია ვინც ჩემამდე არსებობდა შენში . ასეთი რთულია შენთვის ჩემი შენს ცხოვრებაში არსებობა?
-სტოქჰოლმის სინდრომი გაქვს ...
-სასაცილოა -მზერა აერია, ეტკინა ... - შენ ასეთი არ ხარ . შენ სხვებს არ გავხარ...
-მე უამრავი ადამიანის წინაშე ვარ დამნაშავე . მე ვთამაშობ მათი სიცოცხლით, მე ყველაფერი შემიძლია გავაკეთო მიზნის მისაღწევად ...
-უდანაშაულოს არ ავნებდი , დარწმუნებული ვარ . ამ ყველაფერს იმიტომ ამბობ რომ სინდისი გაწუხებს, იმათ გამო ვინც იმ არაკაცების უკან რჩებოდნენ. შენ ბევრს ფიქრობ ყველაფერზე , ზედაპირულად არ უყურებ ,არ ხარ გულქვა , დაუნდობელი კაცი რომელიც განურჩევლად ყველას სჯის. შენ ...
-როგორ გამაღმერთე ასე ლილი ? - სახელი განსაკუთრებულად გამოკვეთა , ჩაიცინა და სახეზე შეახო თითები - რა სასიამოვნო მოსასმენია ეს ყველაფერი . შენი ლამაზი ტუჩებიდან გადმოღვრილი ბგერები კი თავბრუს მახვევენ , მაგრამ ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა შენი გრძნობების გამოყენება- ტუჩებზე უხეშად წაეტანა, კბილები მოუჭირა ქვედა ტუჩზე და მანამ არ აუშვა სანამ თვალები არ აემღვრა ქალს - როგორი ლამაზი ხარ როცა ტირი - იმ წამს გადმოვარდნილ ცრემლს თითი შეახო და მერე ზურგი აქცია- შენი სახლში დაბრუნების დროა
-მიშვებ ,გრძნობების სამკურნალოდ ... კლავ ჩემში არსებულ შენს ქალს
- ზუსტად აღწერ მოცემულობას- ჩაიცინა, თავი გვერდით გადახარა . შორს იდგა, სიგარეტი ტუჩებსშორის მოიქცია და ღრმა ნაფასის შემდეგ კვამლი მაღლა გაუშვა - საინტერესო, განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყო ეს დრო - ჭიქა მაღლა ასწია და ბოლომდე დაცალა . თვალს აღარ უსწორებდა, ხმაც აღარ ჰქონდა ძველებურად დინჯი ,მშვიდი და თავდაჯერებული. სრულიად სხვა ადამიანი იყო ძველ სხეულში, კაცი რომელსაც პირველად ხედავდა ,რომლის ამოცნობაც რთული იყო . ხელები უკანკალებდა, მთელი სხეული გაეყინა, ამღვრეული თვალებიდან ზანტად მოდიოდნენ ცრემლები ,მათი შეშრობა არც უფიქრია.

-მე ხომ შენით ვარ ავად -ელოდა სანამ მეზობელ სავარძელში არ მოთავსდდა შემდეგ კი თვალები დახუჭა- მე , სტოქჰოლმის სინდრომი მაქვს . გამტაცებელით ვარ გატაცებული და შენ ?
-მე ადამიანების მარიონეტად ქცევის ნიჭი მაქვს ... ვიცი ვინ ,როდის და როგორ უნდა გამოვიყენო- თვალები კი ჩაუქრა, მზერა შეეცვალა . გამომეტყველებაც არ ჰგავდა მისას
-წამია საჭირო ცვლილებებისთვის , არა ? სიტყვები გაუჩერებლად მოდიან და ყველაფერს თავდაყირა აყენებენ ... - თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ ისე შეხედა შეთეს სული გაუყინა- ეს უკანასკნელია, ჩვენი გზები აღარ გადაიკვეთება ! შეთე წარსულში დარჩება , თავის ევასთან ერთად მოკვდა ამ წამს !
ზურგი აქცია, ისე წავიდა უკან წამითაც არ მიუხედავს. სახე გაყინული ჰქონდა, უემოციო, არაფრისმთქმელი . მიდიოდა თავაწეული და გრძნობდა მის მზერას ,ცრემლებს რომლებიც მის გაყინულ სახეს გადაუვლიდნენ, გულისცემის გამოტოვებულ დარტყმებს და შეკრულ სუნთქვასაც გრძნობდა. მიდიოდა, იმიტომ რომ იცოდა ასე იყო საჭირო . სხვაგვარად ვერ დასრულდებოდა იმ შეთეს ქალის ცხოვრება ...
...................
ყოველი დღე გართმევს ცხოვრების ნაწილს და გაძლევს ახალ გამოცდილებას. წარსულს ტოვებ და მისგან მოგაქვს უკვე განცდილი ემოციები, განვლილი ტკივილის ნარჩენი იარები. მანამ შეგიძლია შენში არსებული ყველა სახის დაპაუზება და გაცოცხლება სანამ გულისცემის ხმა გესმის, სუნთქავ , გზა გრძელდება ...
ქალაქი დატოვა , სახლშიც არ შესულა ისე გაუჩინარდა. უფლებას აღარ მისცემდა, ერთხელაც არ დაენახებოდა. მონატრებისგან თავისივე ფერით შეშლიდა, თითოეული სიტყვისთვის პასუხს აგებინებდა , უკან გადადგმული ყოველი ნაბიჯის გამო შურს იძიებდა . ევას ძალა ჰქონდა , არავისზე და არაფერზე იყო დამოკიდებული. ყოველი დაცემის შემდეგ მარტო დგებოდა , აქრობდა ყველაფერს და ნულიდან იწყებდა ახალ დღეს. შეთესგან განსხვავებით არავის წინაშე გააჩნდა პასუხისმგებლობა, მარტო იყო , თავისუფალი და შეუზღუდავი . არც მართავდა და არც სხვას აძლევდა ბატონობის უფლებას . ყველა’ფერი განსხვავებული იყო მათში საერთო გრძნობების გარდა. სისუსტე რომელიც გააჩნდათ, სიცარიელე რომელსაც უერთმანეთობა ქმნიდა , მარტოსულობის , მონატრების ,შეპყრობილობის ცეცხლი არ ქრებოდა. დრო გადიოდა , ყველაფერს ეჩვეოდნენ, ერგებოდნენ ან ცვლიდნენ და მაინც ერთმანეთით იყვნენ გატაცებულები . გრძნობებით ტყვეობა დროსთან ერთად ძლიერდება ,ყველა შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს და ტანჯვად აქცევს იმ ერთადერთისგან შორს ყოფნას.
ისევ გაზაფხულდა, ერთბაშად შეივსო სულში არსებული სიცარიელე , იგრძნო მისი მოახლოება . არეული გაუხდა ნაბიჯები, რუტინად ქცეული სეირნობა აღარ იყო უფერული . მიდიოდა და თან მიჰყვებოდა მისი მზერა. უკან არ გაუხედავს, ფეხქვეშ დაგებულ ქვაფენილს უყურებდა და გაუაზრებლად მიიწევდა ხიდისაკენ. მარტის წვიმის შემდეგ ბუნება სიცივეს ებრძოდა, ამღვრეული მდინარე მალე ისევ გაიწმინდებოდა, დამშვიდდებოდა , ნაპირს დაუბრუნდებოდა განაგრძობდა არსებობას ჩვეული ბუნებით . გრილი სიო კანს უყინავდა , გაჩერდა , მზე ჩადიოდა , გაჩერდა და რკინის მოაჯირს გაფითრებული ხელებით დაეყრდნო . თვალები დახუჭა , სიცივეს შერეული ჩამავალი მზის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ჩაისუნთქა და დაელოდა. უსასრულოდ შეეძლო იქ დგომა , გაქვავდებოდა რომ სცოდნოდა შეთე მივიდოდა. იმდენად გაუსაძლისი გახდა წამების სვლა , რომ საკუთარ გრძნობებში შეიტანა ეჭვი, გატყდა, მოჩვენებად მიიჩნია. მონატრებისგან გამოწვეულ წარმოსახვის ნაყოფად აქცია შეგრძნება რომელიც ასე ძლიერ უყვარდა. ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს ღაწვებზე სვლა, თავი დახარა, დაბინდული მზერით დაჰყურებდა წყალს . სულში გაჩენილი ნაპრალიდან ყველა დაგროვილი ემოცია ერთად გადმოვიდა, სწრაფად ვრცელდებოდნენ შეკავებული აზრები, გადამალული ფიქრები, გაუფერულებული იარები თავს ახსენებდნენ ერთად უტევდნენ , აუძლურებდნენ . მანამ იტანჯებოდა სანამ ზურგს უკან არსებული სიცარიელე არ შეივსო, სულში დაწყებული გამყინვარება ნაცნობმა სითბომ დაამარცხა.
ვეღარ გაუძლო ევას გარეშე დაწყებულ დღეებს. არ შეეძლო გამკლავებოდა გრძნობებს რომლებმაც ისევ მიიყვანეს მასთან მიმავალ გზამდე. დაინახა , გაჰყვა, საკუთარ თავს ებრძოდა და მაინც მის ზურგს უკან იდგა , ყველაზე მყარად მდგომი ყველაზე თავისუფალი, უდარდელი, გეგმებისა და ფიქრების გარეშე . მისი სურნელით გაბრუებული, მონატრებულ სხეულზე შემოხვეული უსიტყვო, უგონო . დიდხანს არ თქმულა სიტყვები , მხოლოდ მდინარის ხმა ისმოდა ,გულისცემის ფონად. არცერთი სიტყვა თქმულა არც გამარჯობა,არც გიპოვნე, არც მაპატიე , არც მიყვარხარ .
-იმ ქალმა ვისთვისაც იდეალური იყავი , ვისთვისაც უმნიშვნელო იყო შენი ცოდვები , ვისთვისაც შენი ნამდვილი სახე იყო ნათელი, გაპატია. გაუსაძლისად ენატრებოდი, გელოდა და მაინც გაპატია. იმ ქალმა ვისაც აღმერთებდი,შენმა ერთადერთმა ნანომ დამიბარა მეთქვა ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება და თუ ოდესმე მთელი არსებით იგრძნობს თავის ქალს შექმნას ახალი კაცი, თავიდან დაიბადოს მხოლოდ მისთვისო - არ უყურებდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, მთელი არსებით გრძნობდა. ყველა მისი გრძნობის ფერს ხედავდა
-არავის შეუძლია თავიდან დაბადება და ცხოვრების გაქრობა . მხოლოდ გაგრძელების საშუალება გვაქვს , ახალი გრძნობებით, აღმოჩენებით ,ცვლილებებით - ჩუმად ლაპარაკობდა, არეული იყო
-მდინარის ნაწილად ქცევას გადამარჩინე ... მასწავლე როგორ უნდა დამესრულებინა სხვაგვარად და დამეწყო თავიდან . შეგიძლია მოკლა შეთეს ბნელი ნაწილი და გაუთავისუფლო ადგილი მას ვინც დაბადებიდან შენს სულშია ? შენ ცვლილება არ გჭირდება შენ უნდა იპოვნო საკუთარ თავში ის ვინც სიმშვიდეს მოგიტანს , ვინც ყველა’ფერს მოგცემს -შებრუნდა, თვალებში უყურებდა და მონატრება კიდევ უფრო უმძაფრდებოდა.
-აქ არ უნდა ვიყო , შენამდე საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი. არცერთხელ , არასდროს ყოფილხარ გეგმის ნაწილი, მუდამ გაუაზრებლად , გაურკვევლად ჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში ... - ფრთხილად ეხებოდა, ისე ეფერებოდა როგორც არამიწიერ ქმნილებას , იმდენად მშვიდი ,თბილი და განსხვავებული ტონალობა ჰქონდა თავადაც ვერ ცნობდა საკუთარ თავს- შენ რომ ჩნდები საკუთარ თავს ვტოვებ ... რომ გშორდები ასე მგონია ყველაფერი თან მიგაქვს და მაინც ვერ ვუმკლავდები შენს არსებობას ჩემს ცხოვრებაში . ზედმეტად დიდი სისუსტე ხარ ჩემთვის
-ეს ყველაფერი ორივემ ვიცით , გავაკეთოთ ის რაზეც თავადაც არ გვაქვს პასუხი . სხვა ათვლის წერტილი ვიპოვნოთ , ახალი დასაწყისისთვის, ერთმანეთისთვის, ძალების აღდგენისთვის ,გზის ერთად გაგრძელებისთვის ... ყველასგან შორს. შეგიძლია რომ ჩემ გამო ყველაფერი დატოვო , მხოლოდ მე დამითმო ცხოვრების რამდენიმე თვე - იმ წამს გაჩენილ სურვილს სთავაზობდა, თვალებში უყურებდა , მოშორდა, მანძილი გაზარდა და ხელი გაუწოდა- აფრენ იმდენად რომ ერთად გავფრინდეთ?
უსმენდნენ გრძნობებს, სურვილებს და არაფერს სხვას . ხელი ჩაკიდა და იმ წამიდან დაიწყო გზა , უსაზღვრო, უსასრულო , არაფერზე და არავისზე დამოკიდებული ცხოვრება ბედნიერების ათვლის წერტილით.
ერთად ყველა’ფერი შეეძლოთ . ყველა’ფერი ჰქონდათ...

...............ეპილოგი ..............
არასოდეს გაჩერდე !
არ დანებდე !
შანსი გაქვს თუ ისევ სუნთქავ და გესმის გულისცემის ხმა
დაასრულე , შეწყვიტე, გააქრე ის რაც განადგურებს და დაიწყე თავიდან, ახალი ფურცლიდან, ახალ გზაზე , ახალი დღე
იბრძოლე საკუთარი ბედნიერებისთვის ,ამ საოცარი შეგრძნებისთვის რომელიც შესაძლოა ერთმა პატარა დეტალმა მოგგვაროს. ყველაზე უცნაური, განსხვავებული, უხილავი , პატარა-დიდი გრძნობა რომლისთვისაც ღირს ცხოვრება.
დაარღვიე ჩარჩოები, საზღვრები და წესები . შორს გაიქეცი უბედურებისგან , ტკივილისგან, სიბნელისგან შეეგებე ახალ დღეს, რომელსაც სინათლე ახლავს .
იცხოვრე ყოველი წამით ,რომელსაც ცხოვრება გაძლევს
გათავისუფლდი !
და თუ გზად „შენს ადამიანს „ გადაეყრები , მას ვინც გაგიტაცებს , გრძნობის ბორკილით დაგატყვევებს , შეეგებე ცვლილებებს . შექმენი ახალი ფერები მისთვის, მასთან ერთად სულისთვის, მთელი არსებისთვის, შენთვის და მისთვის .



მეჩვენება? open_mouth წავედი წავიკითხო heart_eyes

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
მეჩვენება? open_mouth წავედი წავიკითხო heart_eyes

ვაიმე როგორ მომენატრა შენი კომენტარი
დაგელოდები

 


№3  offline წევრი tatuli)

მარიამ ასე ნუ გვანატრებ თავს <3 კიდევ ერატი გრძნობების ფეირვერკი იყო <3 საუკეთესოთა შორის საუკეთესო ერთ ერთი განსაკუთრებული ისტორია იყო ვისიამოვნე და ეს არის ის რომელსაც კიდევ მივუბრუნდები ალბათ ბევრჯერ <3

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

tatuli)
მარიამ ასე ნუ გვანატრებ თავს <3 კიდევ ერატი გრძნობების ფეირვერკი იყო <3 საუკეთესოთა შორის საუკეთესო ერთ ერთი განსაკუთრებული ისტორია იყო ვისიამოვნე და ეს არის ის რომელსაც კიდევ მივუბრუნდები ალბათ ბევრჯერ <3

კიდევ თუ გაგიჩნდება წაკიტხვის სურვილი ე.ი ისტორია შედგა და მიხარია უზომოდ
სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ისე წერას როგორც ადრე იმედია მალე დავბრუნდები

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

მწერალი ქალი
მარიამ...როგორ გელოდი და როგორ მომნატრებიხარ!იმდენი ემოციით ავივსე.ახალი ცხოვრების დაწყება არასდროს არის გვიან...და როცა იპოვი შენ ადამიანს მართლაც ახალი ფერები შეიქმნება.დაბრუნებას გილოცავ.არ დაგვეკარგო❤️

გამიხარდი heart_eyes
მე სულ მინდა რომ ვწერდე და ისევ იმ სიხშირით ვტვირთავდე ისტორიებს როგორც ადრე, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოდის ძველებურად.
ყველაფერი იცვლება და მე იმედი მაქვს მალე შემოგთავაზებთ კიდევ ერთ ისტორიას
heart_eyes heart_eyes

 


თითქოს არეული მაგრამ მაინც დალაგებული, უცნაური და თბილი ისტორია იყო heart_eyes
როგორ თქვა ნანომ? "როცა იპოვნი შენს ადამიანს, შენში ახალი კაცი დაბადეო" მემგონი რომ შეძლებს, ან უფრო შეძლო შეთემ ევას დახმარებით ახალი კაცის დაბადება. და რადგან დასასრულის გაგრძელება ჩევნ მოგვანდე, შენი, ჩვენი, შეთე და ევა ახლა მთის სახლში ბელასთა ერთად მშვიდად ცხოვრობენ და იქ ყველაზე ნამდვილია ურთიერთობა და ყველაზე ნამდვილები არიან heart_eyes
ასეთი უცნაური გატაცება არასდროს მინახავ და არც წამიკითხავს heart_eyes

ევა შეთეთ და მე შენი ისტორიებით ვარ გატაცებული heart_eyes

პ.ს რამდენიმე დღის წინ ისევ თავიდან წავიკითხე "ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" და იმხელა ცვლილებაა შენს ძველ და ახალ ნაწერებს შორის, იმდენად გაზრდილი ხარ რომ შედარებაც არაა. შენი, ძველებური გიჟი წყვილები მომენატრა, თავიანთი გიჟური სიყვარულით და თვგადასავლებით, ტოებით და სიმონებით რომ ლაპარაკობენ და ტკბილი ბებო-ბაბუები, რომ ჰყავთ heart_eyes მაგრამ ახლა ყველა გრძნობას უფრი ღრმად გადმოსცემ და შენი ყველა გმირი უფრო გაზრდილი და რაღაცნაირად დაღვინებულია heart_eyes გაიზარდე და შენი გმირებიც გაიზარდნენ. მომწონს შენი ეს ცვლილება და მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიებს heart_eyes
შემდეგამდე, მარიამო heart_eyes

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
თითქოს არეული მაგრამ მაინც დალაგებული, უცნაური და თბილი ისტორია იყო heart_eyes
როგორ თქვა ნანომ? "როცა იპოვნი შენს ადამიანს, შენში ახალი კაცი დაბადეო" მემგონი რომ შეძლებს, ან უფრო შეძლო შეთემ ევას დახმარებით ახალი კაცის დაბადება. და რადგან დასასრულის გაგრძელება ჩევნ მოგვანდე, შენი, ჩვენი, შეთე და ევა ახლა მთის სახლში ბელასთა ერთად მშვიდად ცხოვრობენ და იქ ყველაზე ნამდვილია ურთიერთობა და ყველაზე ნამდვილები არიან heart_eyes
ასეთი უცნაური გატაცება არასდროს მინახავ და არც წამიკითხავს heart_eyes

ევა შეთეთ და მე შენი ისტორიებით ვარ გატაცებული heart_eyes

პ.ს რამდენიმე დღის წინ ისევ თავიდან წავიკითხე "ყველა გზა შენთან მოდის მარიამ" და იმხელა ცვლილებაა შენს ძველ და ახალ ნაწერებს შორის, იმდენად გაზრდილი ხარ რომ შედარებაც არაა. შენი, ძველებური გიჟი წყვილები მომენატრა, თავიანთი გიჟური სიყვარულით და თვგადასავლებით, ტოებით და სიმონებით რომ ლაპარაკობენ და ტკბილი ბებო-ბაბუები, რომ ჰყავთ heart_eyes მაგრამ ახლა ყველა გრძნობას უფრი ღრმად გადმოსცემ და შენი ყველა გმირი უფრო გაზრდილი და რაღაცნაირად დაღვინებულია heart_eyes გაიზარდე და შენი გმირებიც გაიზარდნენ. მომწონს შენი ეს ცვლილება და მოუთმენლად დაველოდები შენს ახალ ისტორიებს heart_eyes
შემდეგამდე, მარიამო heart_eyes


ხო ალბატ იქ არიან ან სადმე სხვაგან მნიშVნელობა არც აქვს მემგონი. ყველაფერთან შეჩვევა და შეგუება შეგვიძლია ადამიანებს და თუ სიმშვიდის გამო გავაკეთებთ ამას ვფიქორბ ცუდი არ არის.
ძველ ისტორიებში საკმარისადაა ის ამბები რაც ახლა აღარ შემიძლია რომ დავწერო , ნეტავ შემეძლოს მაგრამ რასაც ვერ გრძნობ იმას ვერც დაწერ. იმედი მაქვს გრამატიკულად გასწორებას მაინც შევძლებ მაგ ძველი ისტორიების რომ წაკითხვა შეიძლებოდეს უფრო მარტივად ოდესმე ალბათ მექნება ამის შესაძლებლობა
მადლობა კიდევ ერთხელ რომ წაიკითხე ჩემი ისტორია და არ დაიზარე აზრის გაზიარება heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი დიანა

სასწაულია... ერთერთია საუკეთესოთა/შორის :)

 


№9  offline წევრი ნანა73

ველოდი ამ ისტორიას...
დღეს ისეთ "ექსტრემალურ" სიტუაციაში მომიწია წაკითხვა, მაგრამ მაინც არ შემეძლო გაჩერება.
დასაწყისშივე ემოციებმა ამაცრემლა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, საერთოდ გაურკვეველი იყო შეთეს პიროვნება, მაგრამ ნანოს გამონათებისას მონატრება ისეთი თვალხილული...
ლილი-ევა ანგელოზად მოვლენილი, დარჩენილი დროის გასალამაზებლად და იმედის სხივი.
ანდერძად დატოვებული ზუსტი სიტყვები.
ჩანაწერების ნახვისას წარმოქმნილი დამოკიდებულება ნათელს ქმნიდა მხოლოდ ერთს, რომ შეთე და ევა ერთად საოცარ მუხტს მოიტანდნენ. მოიტანეს კიდეც.
რა თქმა უნდა ეჭვიც არ მეპარებოდა , ვინ იქნებოდა გამტაცებელი.
თუმცა, ისე აირ-დაირია მერე ყველაფერი. ვინ? ვის? რატომ?
აღარც ამ კითხვებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა როცა ევა და შეთე ერთად იყვნენ.
მთავარი კი იცი რა მგონია? ყველგან და ყოელთვის, იმ წუთების შემდეგ, როცა შეთემ ევას მნიშვნელობა გაიაზრა დედამისის ცხოვრებაში, როცა ამ პატარა გოგოს სული დაინახა, არასდროს დაუტოვებია მარტო და დაუცველი.
ცოტა ვერ ვალაგებ აზრებს, მაგრამ ძირითადად მაინც ვთქვი ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ რაც ამ ისტორიამ დამიტოვა.
მართლა უცნაური გამოვიდა. ისევ არარეალური ფაქტებით და ისევ ძალიან ემოციური.
შენი გამობრწყინება კი, ყოველთვის ჩემი სიხარულის მიზეზი!

❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი Ele Ni

საოცარი ისტორია იყო. საოცარი და საუკეთესო❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთი

არვიცი რა დავაწერო, მაგრამ ის ვიცი რომ, საოცარი ხარ ყველა შენი უსაოცრესი ისტორიებით. ყველა შენი ისტორია ხომ უთვალავჯერ მაქვს წაკითხული და ახლა ამასაც მემილიონე გადავიკითხავ????????საოცრად წერ,საოცრად გადმოსცემ ყველა გრძნობას????????საოცარი ადამიანი ხარ, შენი მარჯვე ხელუკებით და საყვარელი მუზებით????????ასე რომ გვაბედნიერებ და უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებ, შენი სასწაული ისტორიებით,ძალიან დიდი მადლობა ???? ???? ???? ???? გვიყვარხარ????????

 


№12  offline წევრი Natiko1996

როგორც ყოველთვის საოცრებაა მარიამ ❤️ შენი ნიკი რო დავინახე თვალებიდან ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები მცვიოდა ❤️ არ ვიცი როდომდე შეძლებ ჩემს გაოცებას... დარწმუნებული ვარ კიდე ბევრჯერ ❤️❤️ სასწაული ისტორია იყო ტკივილითა და სიყვარულით სავსე ❤️ მადლობა რომ არსებობ ❤️❤️

 


№13 სტუმარი wero

რა საოცარი ისტორია, საოცარი პერსონაჟებით. გავგიჟდი, უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ მე რა განვიცადე. ემოცეიების ქარცეცხლში ვარ ((( მიყვარხარ შენ და შენი ისოტრიები. სულ იმის იმედიდით შემოვდიოდი აქ, რომ ერთდღესაც რაიმე ახალს დადებდი და ეს დღეც დადგაა. მადლობა შენ ჩემი სურვილის ასრულებისთვის. მინდა კიდევ სხვა ისტორით გაგვანებიბივრო.

 


№14 სტუმარი ანისია

მე შენი ისტორიებით ვარ "გატაცებული" <3

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ანისია
მე შენი ისტორიებით ვარ "გატაცებული" <3


უზომოდ მიხარია ♡♡♡♡
არც კი ვიცი რა ვთქვა

wero
რა საოცარი ისტორია, საოცარი პერსონაჟებით. გავგიჟდი, უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოვცემ მე რა განვიცადე. ემოცეიების ქარცეცხლში ვარ ((( მიყვარხარ შენ და შენი ისოტრიები. სულ იმის იმედიდით შემოვდიოდი აქ, რომ ერთდღესაც რაიმე ახალს დადებდი და ეს დღეც დადგაა. მადლობა შენ ჩემი სურვილის ასრულებისთვის. მინდა კიდევ სხვა ისტორით გაგვანებიბივრო.

მადლობა თქვენ რომ მახარებთ
რომ არ ვგრძნობდე თქვენს მსგავს დამოკიდებულებას არ ვიცი რამდენად შევძლებდი წერის გაგრძელებას
♡♡♡♡♡♡♡♡

Natiko1996
როგორც ყოველთვის საოცრებაა მარიამ ❤️ შენი ნიკი რო დავინახე თვალებიდან ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები მცვიოდა ❤️ არ ვიცი როდომდე შეძლებ ჩემს გაოცებას... დარწმუნებული ვარ კიდე ბევრჯერ ❤️❤️ სასწაული ისტორია იყო ტკივილითა და სიყვარულით სავსე ❤️ მადლობა რომ არსებობ ❤️❤️

მეც არ ვიცი კიდევ რა შეიძლება დავწერობისეთი რომ თავი არ მოგაბეზროთ . ნამდვილს ვერ ვაკონტროლებ აზრებს წერის დროს ვნახოთ რა იქნება შემდეგი ♡♡♡♡♡♡♡

სტუმარი ქეთი
არვიცი რა დავაწერო, მაგრამ ის ვიცი რომ, საოცარი ხარ ყველა შენი უსაოცრესი ისტორიებით. ყველა შენი ისტორია ხომ უთვალავჯერ მაქვს წაკითხული და ახლა ამასაც მემილიონე გადავიკითხავ????????საოცრად წერ,საოცრად გადმოსცემ ყველა გრძნობას????????საოცარი ადამიანი ხარ, შენი მარჯვე ხელუკებით და საყვარელი მუზებით????????ასე რომ გვაბედნიერებ და უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებ, შენი სასწაული ისტორიებით,ძალიან დიდი მადლობა ???? ???? ???? ???? გვიყვარხარ????????

როგორ გამახარეთ დილოთ გაღვიძებულს უცებ შემიქმენით განწყობა
მადლობა ყველაფრისთვის ყველა სიტყვისთვის ♡♡♡♡♡

Ele Ni
საოცარი ისტორია იყო. საოცარი და საუკეთესო❤❤❤❤

მადლობააა♡♡♡♡♡♡♡

სტუმარი დიანა
სასწაულია... ერთერთია საუკეთესოთა/შორის :)

მადლობაა ჩემო კარგო ♡♡♡♡

ნანა73
ველოდი ამ ისტორიას...
დღეს ისეთ "ექსტრემალურ" სიტუაციაში მომიწია წაკითხვა, მაგრამ მაინც არ შემეძლო გაჩერება.
დასაწყისშივე ემოციებმა ამაცრემლა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, საერთოდ გაურკვეველი იყო შეთეს პიროვნება, მაგრამ ნანოს გამონათებისას მონატრება ისეთი თვალხილული...
ლილი-ევა ანგელოზად მოვლენილი, დარჩენილი დროის გასალამაზებლად და იმედის სხივი.
ანდერძად დატოვებული ზუსტი სიტყვები.
ჩანაწერების ნახვისას წარმოქმნილი დამოკიდებულება ნათელს ქმნიდა მხოლოდ ერთს, რომ შეთე და ევა ერთად საოცარ მუხტს მოიტანდნენ. მოიტანეს კიდეც.
რა თქმა უნდა ეჭვიც არ მეპარებოდა , ვინ იქნებოდა გამტაცებელი.
თუმცა, ისე აირ-დაირია მერე ყველაფერი. ვინ? ვის? რატომ?
აღარც ამ კითხვებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა როცა ევა და შეთე ერთად იყვნენ.
მთავარი კი იცი რა მგონია? ყველგან და ყოელთვის, იმ წუთების შემდეგ, როცა შეთემ ევას მნიშვნელობა გაიაზრა დედამისის ცხოვრებაში, როცა ამ პატარა გოგოს სული დაინახა, არასდროს დაუტოვებია მარტო და დაუცველი.
ცოტა ვერ ვალაგებ აზრებს, მაგრამ ძირითადად მაინც ვთქვი ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ რაც ამ ისტორიამ დამიტოვა.
მართლა უცნაური გამოვიდა. ისევ არარეალური ფაქტებით და ისევ ძალიან ემოციური.
შენი გამობრწყინება კი, ყოველთვის ჩემი სიხარულის მიზეზი!

❤️❤️❤️


ყოველთვის გაბრწყინებული ვასრულებ თქვენი კომენტარის კითხვას ვხვდები რომ გამოვიდა ის რაც მინდიდა ზუსტად მოვიდა თქვენამდე ის ემოცია რასაც წერის დროს განვიცდიდი
მადლობა რომ ხართ ჩემი მკითხველი ♡♡

 


№16 სტუმარი Eto magradze

ვაიმე ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა .იმდენად ვარ შენი ნამუშევრებით შეპყრობილი ,რომ ვერ ვანებებ თავს .ყველა ერთმანეთზე უკეთესია და რა თქმა უნდა, არც ეს ისტორია იყო გამონაკლისი .ბრავო ძალიან მაგარი ხარ

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

Eto magradze
ვაიმე ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა .იმდენად ვარ შენი ნამუშევრებით შეპყრობილი ,რომ ვერ ვანებებ თავს .ყველა ერთმანეთზე უკეთესია და რა თქმა უნდა, არც ეს ისტორია იყო გამონაკლისი .ბრავო ძალიან მაგარი ხარ

heart_eyes heart_eyes
ძაიან მინდა მომდევნოც ასეთივე ემოციური გამოვიდეს

 


№18 სტუმარი სტუმარი nancho

ვიცოდი,ვიცოდი ,რომ საუკეთესო ისტორია იქნებოდა,საოცარი იყო,რა კარგი იყო ნანოს პიროვნება,კიდევ უკეთესი ლილი.შეთეზე რა ვთქვა?რთული გზით არჩეული ადამიანი.კარგია ,რომ იპოვა გზა,სიყვარულის,სიკეთისა და სიმშვიდის,რომელსც ევას ნავთსაყუდელი ქვია.დიახაც ,ცხოვრება კანკნჯ არაა,ვერ შეცვალო,შეგეშალა?გამოასწორე,დაოკეტა?სხვა კარი გააღე,მოკლედ მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის,წარმატებები,

 


№19  offline მოდერი naattii

დაბრუნებულს გაუმარჯოს ❤️ მონატრებული მქონდა შენი ისტორიების კითხვა ❤️

 


№20  offline წევრი A.N.A

მართლა დამრჩა დაუსრულებლობის შეგრძნება მცირედი დოზით და ეს უფრო იმის გამო მგონია რომ იმდენად კარგი იყო არ მინდოდა დასრულებულიყო, მაგრამ ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს. ისტორია შედგა. უბრალოდ კარგია რბილი ნათქვამია. სასწაული ისტორია იყო რომელსაც ბევრჯერ მოვუბრუნდები. მიყვარს პერსონაჟები რომლებიც ამ ისტორიისთვის შექმენი. ვგიჟდები ამ ისტორიაზე და ყველა იმ დანარჩენზე რაც კი წამიკითხავს შენი შემოქმედებიდან.
მგონი შეთესა და ლილის ურთიერთობა თვალებახვეული უფრო მომწონდა :))
იცი როგორი შემთხვევაა? რაც არ უნდა ბევრი ვისაუბრო ამ ისტორიაზე მაინც რო ვერ შევაფასებ ისეთი კარგია.
კიდევ და კიდევ მინდა წაკითხვა, თითოეული მომენტი ისეთი ემოციებითაა გაჯერებული.
მადლობა შენ რომ გარკვეული დრო რაც ამ ისტორიის წაკითხვას მოვანდომე გამილამაზე❣️

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nancho
ვიცოდი,ვიცოდი ,რომ საუკეთესო ისტორია იქნებოდა,საოცარი იყო,რა კარგი იყო ნანოს პიროვნება,კიდევ უკეთესი ლილი.შეთეზე რა ვთქვა?რთული გზით არჩეული ადამიანი.კარგია ,რომ იპოვა გზა,სიყვარულის,სიკეთისა და სიმშვიდის,რომელსც ევას ნავთსაყუდელი ქვია.დიახაც ,ცხოვრება კანკნჯ არაა,ვერ შეცვალო,შეგეშალა?გამოასწორე,დაოკეტა?სხვა კარი გააღე,მოკლედ მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის,წარმატებები,


ნანომ ნამდვილად ბევრი ემოცია აღძრა ჩემში
მიხარია ასე რომ მოგეწონათ
მადლობა
heart_eyes heart_eyes

naattii
დაბრუნებულს გაუმარჯოს ❤️ მონატრებული მქონდა შენი ისტორიების კითხვა ❤️

smile
იმედია კიდევ მალე დავბრუნდები

A.N.A
მართლა დამრჩა დაუსრულებლობის შეგრძნება მცირედი დოზით და ეს უფრო იმის გამო მგონია რომ იმდენად კარგი იყო არ მინდოდა დასრულებულიყო, მაგრამ ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს. ისტორია შედგა. უბრალოდ კარგია რბილი ნათქვამია. სასწაული ისტორია იყო რომელსაც ბევრჯერ მოვუბრუნდები. მიყვარს პერსონაჟები რომლებიც ამ ისტორიისთვის შექმენი. ვგიჟდები ამ ისტორიაზე და ყველა იმ დანარჩენზე რაც კი წამიკითხავს შენი შემოქმედებიდან.
მგონი შეთესა და ლილის ურთიერთობა თვალებახვეული უფრო მომწონდა :))
იცი როგორი შემთხვევაა? რაც არ უნდა ბევრი ვისაუბრო ამ ისტორიაზე მაინც რო ვერ შევაფასებ ისეთი კარგია.
კიდევ და კიდევ მინდა წაკითხვა, თითოეული მომენტი ისეთი ემოციებითაა გაჯერებული.
მადლობა შენ რომ გარკვეული დრო რაც ამ ისტორიის წაკითხვას მოვანდომე გამილამაზე❣️


რა დავმალო და მეც ძალიან მომეწონა თვალებახვეული ევას ემოციების შეგრძნება და გააზრება . ამ მომენტების წერის დროს რაღაც სხვანაირს ვგრძNობდი, განსხვავებულს
მიხარია თუ ასეთი კარგი იყო
უღრმესი მადლობა
heart_eyes heart_eyes

 


№22 სტუმარი სტუმარი სოფი ნარიმანიძე

ნამდვილად ყველაზე განსხვავებული ისტორია იყო არ ვიცი უამრავი ემოციით და გრძნობით სავსე ხან რომ გაგაღიმებს და ხანაც ტირილს მოგანდომებს... ზოგჯერ რაღაც არ გყოფნის და ცდილობ შენით შექმნა დაამატო მაგრამ არ გამოგდის რაფგან ასე უნდა იყოს ასე უნდა ხდებოდეს ყველაზე განსხვავებულებთან, მართოსულებთან და თავისუფლებთან... არ ვიცი ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხი იყო... არა გატყუებ სასიამოვნოზე ბევრად მეტი და აღმატებული. სასწაული გოგო ხარ შენ და მადლობა ამ ისტორიისათვის

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფი ნარიმანიძე
ნამდვილად ყველაზე განსხვავებული ისტორია იყო არ ვიცი უამრავი ემოციით და გრძნობით სავსე ხან რომ გაგაღიმებს და ხანაც ტირილს მოგანდომებს... ზოგჯერ რაღაც არ გყოფნის და ცდილობ შენით შექმნა დაამატო მაგრამ არ გამოგდის რაფგან ასე უნდა იყოს ასე უნდა ხდებოდეს ყველაზე განსხვავებულებთან, მართოსულებთან და თავისუფლებთან... არ ვიცი ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხი იყო... არა გატყუებ სასიამოვნოზე ბევრად მეტი და აღმატებული. სასწაული გოგო ხარ შენ და მადლობა ამ ისტორიისათვის


წერის დროს არ მინდოდა ბევრი რაღაცები დამეწერა შემდეგ რომ ვკითხულობდი და გამოვდიოდი გმირების ტყავიდან რაღაცნაირად მეტი მინდოდა ხოლმე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დამეტოვებინა ისე როგორც იყო და მიხარია რომ მოვიდა თქვენამდე ყველა ემოცია
heart_eyes

 


№24 სტუმარი სტუმარი ნენე

ეს იყო ისტორია რომლის დასასრულსაც ერთი უზარმაზარი ფიქრის ცერემლი ჩამომიგორდა ლოყაზე . მადლობა .

 


№25  offline წევრი ვიპნი

უბრალოდ მკითხველს ვურჩევდი რომ შეთესნაირ პირებს მაინც ნუ შეხედავენ კეთილგანწყობილი თვალით და რეალურ ცხოვრებაში ასეთი ტიპები კრიმინალური ცხოვრებისგან ვერ თავისუფლდებიან ბოლომდე.მის გვერდით მყოფ ქალებს კი ურთულესი ცხოვრება აქვთ.
#ნუგავარომანტიულებთკრიმინალბიჭებს.

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნენე
ეს იყო ისტორია რომლის დასასრულსაც ერთი უზარმაზარი ფიქრის ცერემლი ჩამომიგორდა ლოყაზე . მადლობა .

♡♡♡
მადლობა თქვენ
რომ დავასრულე ისეთი გაუგებარი შეგრძნება მქონდა აქამდე რომ არ მქონია

ვიპნი
უბრალოდ მკითხველს ვურჩევდი რომ შეთესნაირ პირებს მაინც ნუ შეხედავენ კეთილგანწყობილი თვალით და რეალურ ცხოვრებაში ასეთი ტიპები კრიმინალური ცხოვრებისგან ვერ თავისუფლდებიან ბოლომდე.მის გვერდით მყოფ ქალებს კი ურთულესი ცხოვრება აქვთ.
#ნუგავარომანტიულებთკრიმინალბიჭებს.


ჩემზე როგორც მკითხველზე მსგავსი გმირები არ მოქმედებენ კითხვის დასრულების შემდგომ და იმედი მაქვს ჩემი გამოგონილი არარეალურ სამყაროში მცხოვრები გმირი ვინმესთვის სასურველი არ გახდება

 


№27 სტუმარი სტუმარი თამო

საოცარი ისტორია გამოვიდა მარიამ.მიყვარს უკვე შეთე და ლილი.მომეწონა ეს იდუმალება.საოცრად შერწყმული იყო ყველაფერი ერთმანეთში.ისე გქონდა ყველაფერი შეხამებული შევსებული.მათი გრძნობები უთქმელი და ამავდროულად ყველაზე მეტყველი იყო.საოცრად მოიტანე მათი გრძნობები ემოციები ჩვენამდე.გამიხარდა შენი ახალი ისყორიის დანახვა გელოდებოდი.სხვანაირი იყო განსხვავებული შენებურებისგან და ამავე დროს თან შენებური შწნი სტილით და საუცხოოდ კარგი.კიდევ დავუბრუნდები შეთეს და ლილის არაერთხელ

 


№28  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
საოცარი ისტორია გამოვიდა მარიამ.მიყვარს უკვე შეთე და ლილი.მომეწონა ეს იდუმალება.საოცრად შერწყმული იყო ყველაფერი ერთმანეთში.ისე გქონდა ყველაფერი შეხამებული შევსებული.მათი გრძნობები უთქმელი და ამავდროულად ყველაზე მეტყველი იყო.საოცრად მოიტანე მათი გრძნობები ემოციები ჩვენამდე.გამიხარდა შენი ახალი ისყორიის დანახვა გელოდებოდი.სხვანაირი იყო განსხვავებული შენებურებისგან და ამავე დროს თან შენებური შწნი სტილით და საუცხოოდ კარგი.კიდევ დავუბრუნდები შეთეს და ლილის არაერთხელ

მართლა ძალიან მიხარია ემოციები რომ მოვიდა თქვენამდე
ვფიქრობდი ,რომ ვერ მოვახერხებდი და უფრო უნდა გამეშალა კარგია რომ მაინც გამოვიდა
უღრმესი მადლობა
heart_eyes heart_eyes

 


№29  offline აქტიური მკითხველი La-Na

სიტყვები, სიტყვები რომლებიც უბრალოდ გააუბრალოებს შენს შესანიშნავ ისტორიას.ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმას რასაც იმსახურებს ,,გატაცებული,,. მიხარია რომ დაგვიბრუნდი და როდესაც შენს ნიკს ვნახავ ხოლმე,უკვე ვიცი რამდენად დიდი სიამოვნება მელის წინ,თან ძალიან მიხარია ყოველ ჯერზე რომ მიმართლდება მოლოდინი,რაც შენი უსაზღვრო ფანტაზიის დამსახურებაა.❤️❤️გელი ახალი ისტორიით
--------------------
ლანა

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
სიტყვები, სიტყვები რომლებიც უბრალოდ გააუბრალოებს შენს შესანიშნავ ისტორიას.ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმას რასაც იმსახურებს ,,გატაცებული,,. მიხარია რომ დაგვიბრუნდი და როდესაც შენს ნიკს ვნახავ ხოლმე,უკვე ვიცი რამდენად დიდი სიამოვნება მელის წინ,თან ძალიან მიხარია ყოველ ჯერზე რომ მიმართლდება მოლოდინი,რაც შენი უსაზღვრო ფანტაზიის დამსახურებაა.❤️❤️გელი ახალი ისტორიით

ლანა მიხარიხარ
კარგია რომ ისევ ჩემი მკითხველი ხარ
heart_eyes heart_eyes
მადლობა ჩემო კარგო
დიდი იმედი მაქვს რომ მალე შევძლებ ახალი ისტორიის დაწყებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent