დაითვალე ნაბიჯები {2}
ნერვიულად დააბიჯებს ოთახში შუახნის მამაკაცი და თეთრ წინსაფრიანი ქალბატონების მიმართ ბრძანებებს გასცემს.ყველაფერს გულმოდგინედ აკვირდება,საგანგებოდ გაწყობილ მაგიდას ეჭვის თვალით უმზერს და ცდილობს შემთხვევით რაიმე ნაკლის არსებობა არ გამორჩეს _ეს ჩანგალი სუფთა არ არის!-უკმაყოფილოდ იხსნის სათვალეს და დამხმარე ქალის მიმართ, გამაფრთხილებელი თითის ქნევით ცდილობს თავისი ბრაზი გამოხატოს.ჭაღარაშერეული ქალი ,ცოტა დაბნეული და აფორიაქებული,სწრაფად მიდის მაგიდისკენ, ჩანგალს იღებს და ნერვიულად იწყებს აკანკალებული ხელების ერთმანეთში ხლართვას.კაცი ცივი მზერით აკვირდება ქალს,შემდეგ მისი ასეთი დაბნეულობისგან უფრო გაღიზიანებული ადგილს ტოვებს და სწრაფად მიდის ლეკას ოთახისაკენ მიმავალი კიბეებისკენ.ოთახის კარი დაკეტილი ხვდება, თუმცა კარზე დაკაკუნებას არც ფიქრობს,პირდაპირ შედის და თვალებგაფართოვებული გოგონას წინ სკამზე ჯდება.ლეკა ეჭვისთვალით უყურებს მამამისს და მორიგ მოსალოდნელ უსიამოვნებას ისე მშვიდად ელის,რომ თვითონაც უკვირს საკუთარი თავის გამბედაობის.ოთახში ასეთი შევარდნები მისთვის გასაკვირი უკვე აღარ არის,მაგრამ მოულოდნელობისგან ხშირად მაინც ფერი ეცვლება და შიშის გრძნობაც მისგან სრულიან დაუკითხავად ეუფლება ახალგაზრდა სხეულს.თავის ოთახშია,წინ მამა უზის,მაგრამ თვითონ ფიქრებით სულ სხვაგანაა.მამის უძირო შავი თვალები ისე უემოციოდ უყურებენ წამით იმაზეც ფიქრდება იქ არის თუ არა სადაც რეალურად უნდა იყოს. როდის გახდა ეს ადამიანი მისთვის ასეთი უცხო და ამავდროულად ასეთი საშიში ვერ იხსენებს,რადგან მის გონებას სხვა განახვავებული მდგომარეობა საერთოდ არ ახსოვს,არასდროს დაუნახავს და არასდროს ჩაუწერია. _დღეს საღამოს სტუმრები გვეყოლება,ჩემთვის და ვფიქრობ შენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი-საუბარი დაიწყო კაცმა და გოგონას ინტერესით სავსე თვალებს მოთმინებით მიაჩერდა _არ ვიცოდი საერთო სტუმრები თუ გვყავდა-მართლა გაკვირვებული იყო ლეკა,მათ სახლში სტუმრები ხშირად მოდიოდნენ,მაგრამ ბ.ნ ლევანი მაგიდასთან დაჯდომის უფლებას არასდროს არ აძლევდა.დიდ დღესასწაულებზეც კი ყოველთვის სთხოვდა გოგონას სახლიდან გასულიყო ან თავისი ოთახიდან სტუმრების წასვლამდე არ გამოსულიყო,ამ ყველაფერს კი იმით ხსნიდა,რომ არ უნდოდა მის გავლენას ლეკას ცხოვრებაზე ემოქმედა და გარკვეული პრიორიტეტებით განებივრებულ გოგონას თავისი ცხოვრება, სრულიად უმოქმედოდ გაევლო.ლეკაც ყოველთვის თანხმდებოდა მამის მოთხოვნებს და ამ ყვლაფერს მშობლის იმ მზრუნველობას უკავშირებდა,რომელიც ყოველთვის ძალიან აკლდა_კარგი მამა,ჩამოვალ როცა მოვლენ-როცა კაცისგან მხოლოდ დუმილი მიიღო და აშკარა იყო,რომ არ აპირებდა მამაკაცი ზედმეტად რაიმეს ახსნას, გოგონამ მშვიდად მიუგო და მთელი ძალა მოიკრიბა იმისთვის,რომ თბილად გაეღიმა.მამაკაცმა არ შეიმჩნია გოგონას ღიმილი,უცებ წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით დაუყვა კიბის საფეხურებს.მოულოდნელად შემოსასვლელთან არსებულ უზარმაზარ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოკრა თვალი,უცებ შედგა, თითქოს რაღაც არაამქვეყნიურუ დაინახაო,უემოციოდ მიუახლოვდა მის წინ არსებულ სილუეტს და თვალთან არსებული სითხე,რომელიც სხვისთვის შეუმჩნეველი,მაგრამ მისთვის უკვე კარგად ნაცნობი მეგობარი იყო,ხელის ერთი მოძრაობით სრულიად გააქრო. ***** ექვსი ადამიანი უნივერსიტეტის კაფეტერიაში, მრგვალი მაგიდის გარშემო ზის და ერთმანეთს ისე უყურებს,თითქოს რამოდენიმე წამში,რაღაც ზოგადსაკაცობრიო საკითხი უნდა გადაწყდეს.მართა და დათა ცოტა ხასიათზე მოსულები ღიმილით უყურებენ ლეკასა და უცნობ ბიჭს,რომელიც რეალურად იმაზე უკეთ გამოიყურება ვიდრე ეს ფოტოებში ჩანდა.მაღალი,ათლეტური აღნაგობის ბიჭი,სახეზე საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მიმზიდველი ნაქვთებით,დინჯად ზის დაბნეული გოგონას გვერდით და აშკარაა, რომ ისიც ოთხეულის მსგავსად მათი დაკვირვებით არის გართული..ვიტო და დემნა, ფეხის თითიდან თმის ბოლო ღერამდე ათვალიერებენ ახალგაცნობილ უცნობს და დროდადრო ლეკასკენ აპარებენ თვალებს.მართას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლეკას ახალი მეგობრის გაცნობაზე დიდად არ ხიბლავთ,მაგრამ ისევ ლეკას ხათრით ცდილობენ უკმაყოფილებას დამალვას და სიმშვიდის შესანარჩუნებლად ხმას არ იღებენ. _მიხარია,რომ ერთად ვართ და გეგას გაცნობაც გადაწყვიტეთ-მეგობრების ქცევისაგან ცოტა გაკვირვებული ლეკა სიტყვებს ძლივს უყრის თავს.ასე მალე თუ შეიცვლიდნენ თავის მოსაზრებებს გეგასთან დაკავშირებით ნამდვილად არ ელოდა.მეგობრების ქცევით გაკვირვებული, ნერვიულად ხლართავს თითებს ერთმანეთში და ცდილობს ღიმილით გადაფაროს თავისი მდგომარეობა. _ჩვენც-ერთხმად ამბობს ოთხივე და სანდომიან ღიმილს იკრავს სახეზე,მომენტალურად სიცილისაც იწყებენ,მაგრამ გეგას გაკვიევებული სახის დანახვისას მალევე ცვლიან მომღიმარი სახის გამომეტყველებას _როგორ გაიცანით ერთმანეთი?-არსებული უხერხულობის გასანეიტრალებლად იწყებს დათა და მომლოდინე თვალებით უყურებს წყვილს.აშკარაა,რომ ერთმანეთი არ უყვართ,შეყვარებული ადამიანები უზომოდ ბედნიერები არიან,ლეკას კი ბედნიერების არაფერი ეტყობა.მაშინ რატომ იქცევა ასე ლეკა,რატომ უპირისპირდება თავის მეგობრებს ისეთი ადამინის გამო,რომელიც მასში არანაირ ემოცოას არ აღძრავს?ალბათ,ჯერ თვითონაც ვერ ვხდება და იმიტომ.თავის ფიქრებშივე ასკვნის დათა და ნაძალადევად უღიმის წინ მჯდომ წყვილს _ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს-ამბობს გეგა და ლეკას თბილად უღიმის,ალბათ უნდა როგორმე დაამშვიდოს აღელვებული გოგონა,თუმცა აშკარაა,რომ ბოლომდე თვითონაც არ არის მშვიდად.რაც მოვიდა ძალიან დაძაბულია და სიმართლე,რომ თქვას დიდი სიამოვნებით აორთქლდებოდა ახლა აქედან ლეკასთან ერთად.დაახლოვებით ათი წუთია რაც ამ მაგიდასთან ზის და უკვე იცის,რომ მსგავსი ადამინების გარემოცვაში ყოფნა აღარ სურს. აშკარაა,რომ დიდად არც ოთხეულის ინტერესებში შედის გეგას გარშემო ყოფნა და მასთან დამეგობრება.შეიძლება ამ ყალბი ღიმილით სხვები გააცურონ,მაგრამ გეგას ვერ მოატყუებენ,ალბათ იმიტომ რომ თვითონაც ისე თამაშობს როგორც ისინი.ერთადერთი გულწრფელი ადამიანი ახლა მხოლოდ ლეკაა,გოგონა რომელიც ბედნიერია თავისი მეგობრების გულკეთილობით.უცებ ერკვევა ფიქრებიდან,გოგონას ხელებს თავის ხელებში იქცევს და ლოყაზე ხმაურიანად კოცნის _უფრო კონკრეტულად?გაღიზიანებული ხმით ეკითხება ვიტო და ყავის ფინჯანს მაგიდაზე აბრუნებს.ძარღვებდაბერილი აკვირდება გეგასა და ლეკას ერთმანეთში გადახლართულ ხელებს და ყველანაირად ცდილობს თვალი აარიდოს დემნას,რომელიც აშკარად რაღაცას ანიშნებს _ქუჩაში გავიცანით ერთმანეთი,ლეკას საფულე დაუვარდა და მე მივაწოდე,როგორც ხდება ხოლმე… _კი ნამდვილად_დაბნეული ეთანხმება ლეკა ბიჭს და თავის მეგობრებს თვალს არიდებს.თავდახრილი,დასჯილი ბავშვივით ზის სკამზე და ნერვიულად იქცევს კბილებს შორს ქვედა ბაგეს _ხო რთულია,ლეკასნაირ გოგოს დავარდნილი საფულე არ მიაწოდო და არსებული შანსი არ გამოიყენო_ აშკარად კარგად იგესლება მართა გეგას მისამართით_ალბათ იცი, ასეთ შანსზე, რამდენი ბიჭი ოცნებობს ლეკას გარშემო _მართა რა საჭიროა_იმორცხვება ლეკა და გოგონას თვალებით გაჩუმებას სთხოვს,თუმცა ამაოდ _ყოველთვის ასეთი თავმდაბალი და მორცხვი იყო,ვერასდროს ხვდებოდა ვინ იყო მისი ღირსი და ვინ არა _მართალია!კმაყოფილი ეთანხმება ვიტო ირონიით გაჟღენთილ მოსაზრებას _გეგა, ჩვენი მეგობარი გიყვარს?უეცრად ისეთ კითხვას სვავს მართა,რომ ყველას ყურადღებას იპყრობს.სიტყვა მეგობარს განსაკუთრებით უსვამს ხაზს და ცდილობს კარგად გამოკვეთოს.წყვილი, მოულოდნელი შეკითხვით გაოცებული, ერთმანეთს უყურებს და აშკარად დაბნეულები,ვერ ვხდებიან რა უპასუხონ _რა გჭირთ,უბრალოდ მოგვწონს ერთმანეთი და ვხვდებით ერთმანეთს-მართას მოულოდნელი საქციელით გაბრაზებული ლეკა უცებ მოდის გონს,გაბრაზებული პასუხლბს და წყლით სავსე ფინჯანს ბოლომდე ცლის _ანუ ჯერ ერთმანეთი არ გიყვართ?-სახე უბრწყინდება ვიტოს _არა ვიტო,ერთ კვირაში ადამინს ვერ შეიყვარებ-მოკლედ უჭირს ლეკა და ცდილობს დამშვიდდეს,აშკარაა,რომ ახლა სიყვარულზე შეკითხვების გაგრძელება ნამდვილად არ სურს _ან შეიყვარებ!-მკაცრად ამბობს ლეკას ნათვამით უკმაყოფილო გეგა და ლეკას პასუხებით აჟიტირებულ ვიტოს ალმაცერად უყურებს _შეიყვარებ,შეიყვარებ-თავისთვის იმეორებს ვიტო და სკამით ლეკასა და გეგას შორის ეკვეხება_აბა რა საჭიროა ხელების გადახლართვები,ჯერ ხომ არ გიყვართ ერთმანეთი! ხოდა ისე მოიქეცით როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან-ამბობს თვითკმაყოფილების პიკზე მყოფი ვიტო და წყვილს შორის, თავისი სკამით შუაში ჩაკვეხებული, გაოცებულ საზოგადოებას ვითომც არაფერიო ისე უყურებს.არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო ფეხზე დგება ლეკა და მუდარის თვალებით უყურებს ძარღვებდაბერილ გეგას.ბიჭი იმდენადაა გაღიზიანებული ვიტოს ამ უაზრო ქცევით,რომ მზადაა აქვე დაამტვრიოს გრძელი ხელები. ყველანაირ ძალღონეს იკრებს,რომ ეს საშინელი სურვილი სადღაც შიგნით,თავის ფიქრებშივე ჩაახშოს და ხელებმომუშტული ლეკასთან ერთად ტოვებს ადგილს. _უზრდელი,არც კი დაგვემშვიდობა!-უკმაყოფილოდ აქნევს თავს მართა _კაი რა დამშვიდობებაზე ლაპარაკობ ტო,არ იცოდე მაინც ამან რეები ჩაატარა.-ეუბნება დათა და წეღანდელი ვიტოს საქციელის გახსენებაზე ხმამაღლა ხარხარებს _რისი ღირსიც იყო ის მიიღო!_მტკიცედ ამბობს ვიტო_იცოდეს ვისთან ექნება საქმე,თუ ლეკა უყვარს მითუმეტეს! _არ უყვართ ერთმანეთი!_აქამდე ჩუმად მყოფი დემნა ისე ამბობს,გეგონება ამ ხნის მანძილზე მთელი მისი დუმილი იმ დასკვნის გაკეთებას ემსახურებოდა, რაც ახლა დადო _ოჰ,გამოანათა,კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით ბ.ნ დემნა? _არა მართა დეიდა! _ბიჭო,წეღან რას მანიშნებდი,რომ აღარ შემოგხედე?!_უცებ ახსენდება ვიტოს წეღანდელი დემნას თვალების ქანჩვა _შენ მაგარი ვერ ხარ,თუ დამინახე და მიხვდი,რომ რაღაცას განიშნებდი რაღატო გაიხედე!_გაბრაზდა დემნა _რავი ტო,ისე ვიყავი გაბრაზებული რას ვაკეთებდი მეც არ ვიცოდი_მხრები აიჩეჩა ვიტომ _კარგი დამშვიდდით,არ არიან ეგენი შეყვარებულები და ვერც იქნებიან,რაღაც სხვა ამბავი მგონია აქ,ეგ ბიჭი არც მენაგვეა და არც უბრალო სტუდენტი _საიდან მოიტანე,რამე იცი დათა?_ცოტა აფორიაქებული კითხულობს მართა _კი ვიცი და არ მომკლათ ახლა,უბრალოდ მაინტერესებდა რაღაცები და იმიტომ არ ვთქვი! _რა გაინტერესებდა ბიჭო,შენ მაგრად მაცემინებ ახლა თავს_უცებ ენთება ვიტო _რავი ტო,იქნებ მე მეშლებათქო,მაგრამ უეჭველი მართალია რა! _ამოღერღე მიდი!_გაბრაზებული დემნა და ვიტო ერთხმად ამბობს და დათას მომლოდინე თვალებით აშტერდება _ხო იცით ჩემი ნათლული რატი,იმ უნივერსიტეტში სწავლობს სადაც გეგა და გუშინ რაღაცები ვკითხე ამ ბიჭზე, მეთქი ვიცი ხელი მიგიწვდება მანდ ყველაფერზე და ძმურად გამიგე ვინ არის და რას აკეთებსთქო _მერე?! _მერე ის,რომ არანაირი გეგა მაისურაძე მაგ უნივერსიტეტში არ სწავლობს და უფრო მეტიც,არც ერთ დასუფთავების სამსახურში არ არის მსგავსი სახელითა და გვარით ვინმე რეგისტრირებული!_მტკიცედ ამბობს დათა და თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს თავისივე ხელით აქრობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.