შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაითვალე ნაბიჯები {1}


16-10-2020, 23:22
ავტორი By the way
ნანახია 1 234

სიჩუმეა,მაგრამ დროდადრო კარისკენ მაინც იხედება.იცის ყოველ წამს შეიძლება უცნობი ოთახში შემოვიდეს,ამიტომ მომენტს არ უშვებს ხელიდან და ყველაფერს გაფაციცებით აკვირდება._თავი ხელში აიყვანე!-თითქოს გაწონასწორებული და თითქოს უკვე დამშვიდებული ეუბნება საკუთარ თავს,მომენტალურად მხრებამდე კარგად დასწორებულ თმას ყურს უკან იწევს ნერვიულობის ნიშნად და მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლების ერთთად შეგროვებას ცდილობს.არ იცის ეს ყველაფერი მაინცდამაინც მას რატომ დაემართა,მაგრამ რადგან ახლა აქ არის, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ საკუთარი თავი და მისი ქვემოთ მყოფი მეგობრები გადაარჩინოს._მოვასწარი!-საკუთარი თავით კმაყოფილი ყვირის გაუაზრებლად და არსებული სიტუაციის გახსენებისთანავე შეშინებული საკუთარ თავს უბრაზდება.ნელი ნაბიჯებით მიდის ოთახის გასასვლელთან,წამით კართან ჩერდება,ცალი ხელით ეყრდნობა მას და ცდილობს ლამის ამოვარდნილი გულის მეორე ხელით დამშვიდებას.გულზე ხელებმიბჯენილი ისე ჩუმად სუნთქავს, წამით თვითონაც შეეპარა ეჭვი საკუთარი სხეულის სიცოცხლეში.ცდილობს მობილიზდეს,ოთახის კარს ნელა აღებს და ანერვიულებული ჩქარი ნაბიჯებით გარბის გასასვლელი კარისკენ. შეშინებული,სუნთქვაგახშირებული,ცოტა გამოცოცხლებული და ალბათ ადრენალინის ჭარბი მოზღვავების გამო ცოტა აჟიტირებულიც კი თავქუდმოგლეჯილი გარბის და ელვისებური სისწრაფით აღებს მანქანის კარს
_არ მჯერა,რომ ეს გააკეთე-უკვე მანქანაში მყოფს ეუბნება თვალებგაფართოვებული ბიჭი და სახეზე ნერვიულობისგან გამოწვეული ღიმილის გაქრობას ცდილობს
_არც მე-მოკლედ მოუჭრა გოგონამ და უკვე დამშვიდებულ ყმაწვილს ისეთი ირონიული სახით გადახედა,თითქოს ორი წუთის წინ თვითონ არ ცდილობდა შიშისგან ლამის ამოვარდნილი გულის დამშვიდებას.
_ბინგო!უკანა სავარძელზე მჯდომი სამი სილუეტი უცებ ერთხმად ყვირის და გოგონას გახარებული და მადლიერი თვალებით უყურებს.
რამოდენიმე დღით ადრე…
_ვიტო, მომეცი რა მობილური!-მკაცრი ტონის დახმარებით ცდილობს ლეკა მეგობრისგან მობილურის დაბრუნებას თუმცა ამაოდ.იცის რომ ვიტოზე ეს არ გაჭრის,მაგრამ სხვა გზაც არ აქვს.ახლა მისი დახმარებისთვის არავის არ სცალია ამიტომ გაბრაზებული და ცხვირაბზუებული უყურებს მის წინ მჯდომ ბიჭს,რომელიც აშკარად რაღაც ისეთს აკეთებს, რაც ლეკას გაღიზიანებას იწვევს.მათთან მყოფი სამეგობრო კი ერთ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხს სერიოზულად განიხილავს და ვიტოს და ლეკას ყურადღებას არ აქცევს.მართა, როგორც ყოველთვის სამეგობროდან ყველაზე მეტადაა კამათში ჩართული და საკუთარი აზრის დაფიქსირებას ცდილობს.დემნა მართას ხისთავიანობაზე გაღიზიანებული და უკვე ძალიან შეწუხებული მობეზრებულად ატრიელებს აქეთიქით თავს და გადაჭარბებულ ყურადღებას,რომელიც მეზობელი მაგიდიდან აშკარად იგრძნობა არ იმჩნევს.დაწვრილებული თვალებით აკვირდება სიტუაციას და მზერას დათაზე აჩერებს_დათა დავიღალე კამათით,ხომ იცი ბავშვობიდან ეგეთია მაინც ვერ გადაათქმევინებ-შეწუხებული ეუბნება მასზე ერთი თავით მაღალ ძმაკაცს და მართას განრისხებული სახის დანახვაზე თავს ძლივს იკავებს,რომ არ გაიცინოს.იცის მართას წყენინება ძალიან მარტივია, თუმცა შემორიგება მაგაზე ბევრად მარტივი.ყოველთვის ასე იყო,ბავშვობიდან ჯერ კიდევ ბაღის პერიოდიდან ასე ხდება,მართა ყოველთვის მალე ბრაზდება,იბუტება და შემდეგ ელვისებური სისწრაფით ავიწყდება ყველაფერი,დემნა კი ყოველთვის მართას გაბრაზების ძირითადი ხელშეწყობი ფაქტორია.არა,არ გეგონოთ რომ ამას ძალით აკეთებს, უბრალოდ ასე ხდება,როცა ორი ადაამიანი ლიდერობისთვისაა დაბადებული, რთულია მათი ერთ აზრზე დაყვანა ან თუნდაც მათთვის პოზიციების დათმობის შესაძლებლობის წინ წამოწევა.სწორედ ამიტომაა, რომ ბაღიდან სკოლამდე და ახლა უკვე უნივერსიტეტშიც ისევ ისე არიან და ამ საკითხში დიდ ცვლილებას არც ერთი განიცდის.ალბათ საინტერესოა თუ როგორ შეიძლება ბაღიდან დაწყებული მეგობრობა ამდენ ხანს გაგრძელდეს,გაუძლოს ბევრ სირთულეს,იმედგაცრუებას ანდა ხასიათის იმ ცვლილებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ყველა ადამიანში წარმოიქმნება და ახალი, ადამიანისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მართალია,ცოტა არარეალურად ჟღერს ,მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ მართლა არსებობს ნამდვილი მეგობრობა,ნამდვილი სიყვარული და ის ძალა, რომელიც რაღაც უხილავი ჯაჭვით ცდილობს ნამდვილი გრძნობების ერთად შეკოწიწებას და რაღაც მაგიური ძალის წარმოქმნას._მისმინე დემნა, შენი ნერვები არ მაქვს,ისედაც შენს გამო ვართ აქ შეკრებილები-წარბისაწევით გახედა მართამ დათას, რათა ბიჭს თავისი სიტყვით დაემტკიცებინა მართას მოსაზრება.კარგად იცნობდა დათაც მართას და ისიც იცოდა რომ ასეთ დროს მართასთან დაჯახებას ისევ დემნასთან კამათი ერჩია
_ხო რა-მოკლედ მოუჭრა დათამ და მართას მზერა აარიდა_გეყოფათ მართლა რა, გადავწყვიტოთ საბოლოოდ რა გახდა-უცებ მაინც ვერ მოითმინა დათამ_ ვიტო მოდი აქ და შეეშვი ლეკას წვალებას,მეტი საქმე არ გაქვს?!-სიცილით გახედა დათამ ვიტოს და ლეკას უკმაყოფილო სახეზე ხმამაღლა დაიწყო სიცილი_ლეკუს რა იყო, მართლა მენაგვე მოგწონს?-იცინოდა დათა და ლეკასთვის ნერვების მოშლას ცდილობა.დათა ყოველთვის ლაითად უყურებდა ცხოვრებას და იმ მცირე პრობლემებსაც,რომელთა მოგვარებაზეც სიმართლე რომ ვთქვა დიდად არც არასდროს უფიქრია.ან როგორ უნდა ეფიქრა,ნებისმიერი პრობლემის დროს მისი ოჯახი იმაზე ადრე აგვარებდა ყველაფერს ვიდრე დათა სიტუაციაში გაერკვეოდა, ამიტომ რეალურად დათა ვერც ერთი არსებული პრობლემის გააზრებას ვერ ასწრებდა.არვიცი იქნებ კარგიც არის როცა შენს პრობლემებს სხვები აგვარებენ, ან იქნებ პირიქით ეს ყოველივე დამღუპველია და შენ უუნარობას იწვევს.ნეტა დათას თუ უფიქრია ამაზე ოდესმე და თუ არა, იქნებ დაფიქრდეს კიდეც.
_იასნა,ცხრაასჯერ აქვს მაგის ექაუნთი ნანახი,ყველაფერი გავარკვიე-უკმაყოფილოდ აწვდის ვიტო მობილურს ლეკას და გაბრაზებული მიდის მაგიდისკენ.ლეკა მობილურს ქურთუკის ჯიბეში იდებს და უკვე თვალებზე ცრემლებმომდგარი ცდილობს მოზღვავებული ემოციების დამორჩილებას.ყავისფერ გრძელ თმას ნერვიულად ისწორებს და ისიც ოთხეულისაკან მიდის
_ჩემი პირადი ცხოვრება არავის საქმე არ არის-ცდილობს მტკიცედ თქვას,მაგრამ ტირილის ნოტები მაინც ერევა ხმაში
_რა მოხდა ლეკა?გაკვირვებული ეკითხება მართა მეგობარს და თვალებზე მომდგარი ცრემლების დანახვაზე რაღაც წყდება გულში.ყველაფერს მოითმენს,ყველაფერს აიტანს, მაგრამ ლეკას ცრემლებს აღარ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლეკას დედა გარდაეცვალა და მომტირალი გოგონა დაინახა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ლეკას აღარასოდეს უნდა ეტირა და ამ პირობას მართლაც პირნათლად ასრულებდა.ცრემლებმომდგარი გოგონა რამდენჯერაც ტირილს დააპირებდა,მაშინვე მართა გამოეჭრებოდა ხოლმე და საკუთარი შვილივით ცდილობდა ლეკას დაცვას.ყველას უკვირდა მართას ასეთი გამბედაობა მის ასაკში,ისე იცავდა ლეკას თითქოს საკუთარი ღვიძლი და ყოფილიყოს.
_რა მოხდა და მენაგვე შეუყვარდა-სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს ვიტო.მაგიდასთან ხელებგადაჯვარედინებული იჯდა და ბრაზის დაოკებას ცდილობდა_მამამისმა რომ გაიგოს,მოკლავს!ვიტო კარგად იცნობდა ლეკას მამას და ისიც იცოდა რისი გამკეთებელიც იყო.არაერთხელ უნახავს ნამტირალები ლეკა მამამისის გამო უმნიშვნელო საკითხებზე და ახლა, წარმოდგენაც არ სურდა ამის გაგების შემთხვევაში რას მოიმოქმედებდა.ვიტოც მართას გავდა,ვიტოც ფეთქებასი ხასიათის იყო პატარაობიდანვე,არანაირად არ გავდა დემნას,რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო ემოციები ემართა და დათას,რომელიც ნებისმიერ სიტყუაციაში გარკვეული საკითხისადმი თავისი ლაითი დამოკიდებულებით,როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, კარგად იძვრენდა თავს.ვიტოს მართასთან მსგავსება ბევრს შეუნიშნავს, მაგრამ მართასგან განსხვავეით, გაბრაზებული ვიტოს დაწყნარება,საერთოდ არ იყო მარტივი.
_კაი ბიჭო,მე მეგონა ღადაობდით!-დასერიოზულდა დათაც_ლეკა ხომ იცი რომ მამაშენი მოკვდება და ეგეთ ბიჭთან ურთიერთობის უფლებას არ მოგცემს?რატომ გაიფიქრე ეგ საერთოდ,ან სხვა ვერავინ ნახე ამხელა ქალაქში?!თითქოს სხვას არავის მოსწონდე-შეშფოთებული საუბრობდა დათა და აქამდე ჩუმად მჯდომ დემნას თვალით რაღაცას ანიშნებდა.ალბათ უნდოდა დემნაც დათანხმებოდა იქ მყოფთა პოზიციას,რომელიც ფაქტია,რომ ერთი შეხედულების იყო,მაგრამ დემნა აშკარად არ ცდილობდა ლეკასთვის რამეს თქმას.
_როდიდან აფასებ ადამიანებს ქონების მიხედვით დათა?თუ მენაგვე ადამიანი არ არის? არ შეიძლება მასაც უყვარდეს? ან შენ ვიტო,შენ არ იყავი ჩვენი უბნელი რომ გიყვარდა ადრე,სახლებს, რომ ალაგებდა!
_მართალი ხარ ლეკა,როგორ არ შეიძლება უნდა შეუყვარდეს ,მაგრამ შენ არა!და იმ დამლაგებელ გოგოს თავი დაანებე, ვაფშე სხვა შემთხვევა იყო!
_აჰა, ანუ შენ შეიძლება ვინც გინდა ის გიყვარდეს და მე არა ხო? არავის ფულები არ მჭირდება, ნამდვილი სიყვარული მინდა,როგორ არ გესმით, იმის მაგივრად რომ გვერდში დამიდგეთ როგორ მელაპარაკებით,თითქოს პატარა ბავშვი ვიყო.შენც ყოჩაღ მართა,მადლობა დიდი!- იმედგაცრუებულმა გადახედა მეგობრებს ლეკამ და მომენტალურად მზერა დემნაზე შეაჩერა_ყოჩაღ დემნა,როგორ ჩუმად ხარ! მკვახედ მიუგდო სიტყვა გაოცებულ ბიჭს და სწრაფად დატოვა ადგილი
_ჩემგან რაღა უნდა-პირთან გაშეშებული ყავის ფინჯანი დააბრუნა დემნამ უკან და მასზე მიშტერეებულ მეგობრებს გაკვირვებულმა გახედა _ხმა არ ამომიღია.

* * * * *
დილა ისევ უჩვეულოდ დაიწყო.მეგობრები ერთად შეიკრიბნენ და დემნას მანქანით გაუყვნენ უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას.გზა ასეთი ჩუმი და წყნარი არასდროს ყოფილა.ჯერ კიდევ ნაწყენი ლეკა მართამ ძლივს დაითანხმა ერთად წასვლაზე და სანამ ლეკა მოვიდოდა ყველა გააფრთხილა, რომ გუშინდელზე ხმა არავის არ ამოეღო.რაღათქმაუნდა მართას ამ წინადადებას დემნას პროტესტიც მოყვა
_აქეთ აქვს ბოდიში მოსახდენი,მაგის დაცვას ცდილობდით გუშინ და მაგა კიდე ყველა მიგალანძღათ ვიღაც ბიჭის!-კბილებში გამოსცრა დემნამ და სიგარეტის ნამწვავი იქვე არსებულ ნაგვის ურნაში მანქანიდანვე მოისროლა
_ესე სიგარეტის მოსროლამ შეიძლება ხანძარი გააჩინოს-მიუთითა მართამ
_ჩამქრალი იყო მართა-გაღიზიანებულმა მიუგო დემნამ
_კარგი გუშინ ჩვენ ჭკუას ვარიგებდით ლეკას და შენ რას აკეთებდი დემნა?ხმა არ ამოგიღია!-უცბათ შეცვალა თემა მართამ და მდგომარეობიდან გამოსულ ბიჭს ის კითხვა დაუსვა,რომლის პასუხიც ძალიან აინტერესებდა
_არ ვაპირებ ამ საქმეში ჩარევას,არავის პირადში აღარ ჩავერევი არასდროს!მტკიცედ თქვა დემნამ და სარკედან უკანა სავარძელზე უკმაყოფილოდ მჯდომ ვიტოს გაუსწორა მზერა.ხმა აღარავის ამოუღია,ყველა გაჩუმდა,მართასაც კი აღარაფერი უთქვამს,ალბათ იმიტომ,რომ ვიტოს ამბავი არც ისე სასიამოვნო გასახსენებელი იყო მათთვის.დემნაც დღეს რაღაც უჩვეულოდ ანერვიულებული ჩანდა,თითქოს მისი სიმშვიდე სადღაც გამქრალიყო და მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ იმორჩილებდა
_წავიდეთ დღეს არ მოდის,ახლა მომწერა-მანქანაში გამეფებული სიჩუმე დაარღვია დათამ,და ფანჯარა ჩამოწია
_მე რატომ არ მომწერა-გაიკვირვა მართამ
_არ ვიცი-გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა დათამ და დემნას ანიშნა,რომ წასულიყო.უნივერსიტეტში დროზე ბევრად ადრე მივიდნენ, ამიტომ შენობაში ყოფნას გარეთ ეზოში ყოფნა ამჯობინეს.ოთხივე რაღაცაზე მთელი სერიოზულობით საუბრობდა,როცა უნივერსიტეტის ეზოში შემოსული ლეკა დაინახეს.ვიტომ ლეკასკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ,მაგრამ დემნამ გააჩერა და ანიშნა გაჩერებულიყო.მართა გულდაწყვეტილი უყურებდა შესასვლელისკენ მომავალ ლეკას,რომელიც რაღაცაზე ძალიან შეწუხებულიც კი ისე კარგად გამოიყურებოდა,რომ მალევე ყველას ყურადღება მიიქცია.ნუთუ ისე სძულს თავისი მეგობრები,რომ მათი დანახვა აღარ უნდა,ფიქრობდა მართა და მეგობრის დაკარგვის გაფიქრებაზეც კი უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა.გვერდით მყოფი,კედელს მიყრდნობილი დემნა ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას,დათაც არ ჩანდა ამ სიტუაციით ბოლომდე კმაყოფილი,წამით იმაზეც კი დაფიქრდა,რომ გუშინ ასე გულგრილად არ უნდა შეხვედეოდა ლეკას ამ გატაცებას.მათკენ მომავალი გოგონაც არ ჩანდა არსებული სიტუაციით კმაყოფილი.სანამ შენობაში შევიდოდა იქვე კართან გაჩერდა,თითქოს რაღაცაზე შეყოვნდაო,ოთხეულს თვალი გაუსწორა,თუმცა მალევე მოაშორა მზერა გაოცებულ და განრისხებულ სახეება და ნერვიულად დაიწყო თავისი გაშლილი თმის ხელით სწორება
_რაიყო რატომ გაჩერდი,უნდა დაინახო ნაგავს როგორ გადაყრის?!-ნერვიულობისგან უმისამართოდ მოსიარულე დიტო უცებ აესვეტა გოგონას სხეულს წინ და ირონიულად,ხმამაღლა დაუყვირა.საშინელი გრძნობა დაეუფლა ლეკას,ვერ იჯერებდა,რომ ამდენი ხანი მეგობრობდა ისეთ ადამიანებთან,რომლებიც ერთმანეთისგან ადამიენებს მათი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ანსხვავებდნენ.თითქოს უცებ სრულიად უცხო ადამინების გარემოცვაში აღმოჩნდა და აღარ იცოდა,მართლა იყო თუ არა მათი მეგობარი
_არა,ნაგავი ერთად გადავყარეთ უკვე და ველოდები!საკუთართავში დარწმუნებულმა მტკიცედ მიუგო და ხელით მისკენ მომავალი სილუეტისკენ ანიშნა.


a510ce0457be17f418a275a945ae14f1.jpg



№1  offline მოდერი guroo

ძალიან გამიჭირდა, პერსონაჟებში კარგად გავრკვეულიყავი. თუმცა გეტყვი, რომ მსგავსი ნაწერი მეც მომეძებნება...
მგონი, საინტერესო ვინმე ხარ და ეს ისტორიაც მომეწონა.

 


№2  offline წევრი By the way

guroo
ძალიან გამიჭირდა, პერსონაჟებში კარგად გავრკვეულიყავი. თუმცა გეტყვი, რომ მსგავსი ნაწერი მეც მომეძებნება...
მგონი, საინტერესო ვინმე ხარ და ეს ისტორიაც მომეწონა.


გამარჯობა,დიდი მადლობა შეფასებისთვის, მაგრამ ამ ისტორიის მსგავსი არამგონია რომელიმე იყოს,რადგან შეუძლებელია ორი ადამიანის აზრები ასე ემთხვეოდეს ერთმანეთს და თუ მართლაც ასეა,იქნებ მითხრათ მოთხრობის სახელი,საინტერესო იქნება ჩემთვის.

 


№3  offline მოდერი guroo

აჰჰჰ, არა. ეტყობა, ვერ დავწერე გასაგებად.
მეც მაქვს ისეთი ტექსტი, სადაც ამ ისტორიის მსგავსად ბევრი პერსონაჟი და ახლართულ-დახლართული დიალოგებია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent