შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაზეც არავინ საუბრობს თავი 13


22-10-2020, 22:49
ავტორი spangebob
ნანახია 1 074

თავი 13
რამდენი შეგიძლია გაწირო ადამიანისთვის, ვის მიმართაც გრძნობები გაქვს, უცნაური საკითხია და იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ღრმად „შეტოპავ“ გრძნობებში. ყოველთვის ვფიქრობდი რომ გრძნობა იქ არაფრის მაქნისია სადაც ტვინი მუშაობს, ვუყურებდი განწირულ შეყვარებულ ხალხს და ვფქრობდი რამდენად რთულია იმასთან განშორება ვინც შენთვის ტოქსიკურია? საქმე იმაშია, რომ ადამიანი თავს იტყუებს და ხელს უშლის იმ სიმართლის დანახვას, რომელიც ზედმეტად ცხადია. „ჩვენ ისეთ სიყვარულს ვთანხმდებით როგორსაც გვგონია რომ ვიმსახურებთ“ ამიტომ ჩვენ იმდენად „ვიტანჯავთ“ თავს რამდენადაც ვფიქრობთ რომ ის ადამიანი ამად ღირს.არასწორ ადმიანთან დარჩენის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგალითად ცვლილებების შიში, მოგონებები ან გრძნობა, რომელიც იმ ადამიანთან ყოფნისას გაქვს შესაძლოა ვერავისთან იგრძნო. "ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის ის არის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია", თუმცა ამის მიუხედავად რაც არ უნდა უმტკიცოს ადამიანმა თავს რომ არ სჭირდება ის, თავს მაინც გრძნობს მარტო, მაგალითად ღამით ცარიელ სახლში დაბრუნებისას ან როდესაც ფანჯრიდან მოსეირნე წყვილს დაინახავს, საშინელი, გამოუთქმელი სევდა გვეუფლება.
მენატრებოდა? შესაძლოა ასეც ითქვამს მაგრამ სიმართლესთან ნაკლებად ასოცირდება, რადგან მონატრება ძლიერი გრძნობაა და იმ ადამიანის მიმართ უნდა იგრძნო ვინც შენთვის „ახლობელია“. ყველაფერში ლოგიკურ ახსნას ნუ ეძებ- მეუბნება დედაჩემი მუდმივად, მაგრამ მე იშვიათად ვაძლევდი თავს შეცდომების დაშვების უფლებას. სიყვარული პირველად ალბათ 16 წლის ასაკში გამოვცადე, ახლა როდესაც ვიხსენებ რა დებილურად ვიქცეოდი სიცილი მიტყდება ხოლმე. სწორედ იმ დროს გადავწყვიტე რომ არასდროს ვეცდებოდი ადამიანის სიმპატიის მოპოვებას, ჩემი სიამაყის ფასად და ამის მერე ასეც ვიქცეოდი და არასდროს შემიწირია ადამიანისთვის ჩემი მაქსიმალური ენერგია, აღარ ვფიქრობდი რომ თუ მისთვის ყველაფერს გავწირავდი ის დარჩებოდა. უბრალოდ ვცხოვრობდი და ვცდილობდი ჩემი საქმე ისე მეკეთებინა, რომ ამით აჟიოტაჟი არ გამომეწვია.
-ვაა ახალი მოსაწყენი ბლოგი დაგიწერია- დამცინის გიორგი - სულ მიკვრს ამდენი გამომწერი როგორ გყავს.
-უბრალოდ იმას ვწერ რაც უნდათ რომ მოისმინონ - გავუღიმე მე
-არა იმას წერ რასაც გრძნობ და მაგიტომ გიფასებენ, ყველა ადამიანი გადის ცხოვრებაში რაღაც მსგავს ეტაპებს, ადამიანს ის მოწონს რაშიც თავის თავს ხედავს."თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ, მაგრამ შედარებით ცოტა, ვიდრე გსურთ, რომ იცოდეთ“ მაგრამ ცდილობ ყველაფერი არ გააშუქო რასაც ფიქრობ და რატომღაც სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ არ გინდა ხალხს ჭკვიანი ეგონო. მაგრამ იცოდე „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად“ - არაფერი მიპასუხია ვითომ ვერც გავიგე და გავიცინე. ასე ვიქცევი ხოლმე ზოგჯერ როცა ან ახსნა მეზარება, ან უბრალოდ არ მაქვს პასუხი.
ჩემ ბლოგს საკმაოდ დიდი გამოხმაურობა ქონდა, საბედნიეროდ, თუმცა ანონიმურად ვარჩევდი წერას, ამის გამო ხშირად გავმხვდარვარ აგრესიის მსხვერპლი, თუმცა კრიტიკა რა მოსატანია როდესაც ამდენი ადამიანი გაფასებს.
ეკატერინეს მონაწერი მხვდება და ვიღაც გოგოს პროფილს მილინკავს სოციალურ ქსელში, ამ დროს მწერს, რომ ეს გოგოა ვიზეც ლაპარაკობდა და იმედი აქვს რამეში გამოგვადგება. ეკატერინესთან ანამ გაარძელა კონტაქტი ეცოდებოდა მარტო რომ იყო და დღეს აპირებდნენ სავახშმოდ გასვლას. ვფიქრობ ახლა იპოვა თუ მთელი ეს დრო იცოდა? ამ ფიქრებს მალე ვფანტავ და პროფაილის სანახავად გადავდივარ. საეჭვო არაფერი იყო, ლამაზი ფოტოები ედო, მოგზაურობა უყვარდა და საკმაოდ ბევრ ქვეყანაში იყო ნამყოფი, თუმცა თავის ფოტო მარტო სამი ცალი თუ ედებოდა, ძირითადად ხედს უღებდა. თითქოს ნაცნობი სახე ქონდა, თუმცა ვერ ვიხსენებდი ან უბრალოდ ვფიქრობდი რომ ზოგჯერ ხალხს ნაცნობი სახე აქვს, თუმცა არასდროს შევხვედრილვართ. დიდიხანია არ დაუპოსტავს ახალი არაფერი. სანდრო და გიორგიც ათვალიერებდნენ, თუმცა საეჭვო არაფერი გვიპოვია. მისამართი ეწერა სახლის და შემეძლო მივსულიყავი თუმცა ეს ყველაფერი ჯერ „შანელთან“ უნდა შეგვეთანხმებინა. შეხვედრაზე შევუთანხმდი, თუმცა სახლში დამიბარა და მომიბოდიშა ბევრი საქმე მაქვსო. დიდ ნდობას ვგრძნობდი მის მხრიდან, რომ სახლში მისვლის უფლება მომცა.
გიორგი როგორც ყოველთვის რაღაც საიტს აკეთებდა, ბევრი შეკვეთები ქონდა საკმაოდ. ცანცარა იყო მაგრამ თავის საქმეში პროფესიონალი. სულ ვფიქრობდი რომ „შეყვარებულის მატერიალი“ არ ყოფილა, სულ ბევრ გოგოსთან ქონდა ურთიერთობა, თუმცა სერიოზულად არცერთს აღიქვამდა, იმდენადაც კი რო ჩვენთან ეხსენებინა, ალბათ იცვლებიან ადამინები, ან რეალურად გვიან პოულობენ რაც ჭირდებათ. კითხვა უყვარდა ძალიან და აზრებს მკაფიოდ გამოთქვამდა, არ ეშინოდა რომ სისულელეს იტყოდა და სიმართლე რომ ვთქვათ, არც არასდროს ამბობდა. მე ესეთ ხალხს „ზედმეტად ჭკვიანს“ ვეძახი, ყველა სფერო იცოდა და თავის აზრი ქონდა ყველაფერზე, ან საკმაოდ კარგ ილუზიას გვიქმნიდა რომ ასე იყო. მხიარული იყო, სერიოზულად არასდროს გვიჩხუბია ამდენი ხნის მანძილზე, თუმცა ზედმეტს ვერავინ უბედავდა, სულ შემეძლო მქონოდა მისი იმედი ალბათ ერთადერთი იყო ვიზეც ასე ვფიქრობდი. შესაძლოა თავიდან დაეცინა, ერთ-ორ ხუმრობასაც ჩააგდებდა, მტირალ და გადაგურებულ ადამიანსაც კი გააცინებდა ისეთს, თუმცა ისეთ რჩევას მოგცემდა იფიქრებდი აქამდე სად ვიყავი რომ არ მიკითხავს აზრიო. არასდროს ვეტყოდი რო ჭკვიანი მეგონა, იმიტომ რომ თავში აუვარდებოდა და დამცინებდა.
-ერთ ბიჭს ვეხმარები პითონში, შენ რო თქვი რა სიმპატიურია - გაკრეჭილი მიყურებს გიორგი - გინდა შენთან გადმოვამისამართო?- ბალიში ვესროლე მარა მართლა გულიანად გამაცინა. - არა მართლა, ნუ ახლა თუ არ მოგეწონება ჩემი ბრალი არ იქნება, მაგრამ ვუთხარი უკვე და დღეს უნდა ნახო - თვალები გამიფართოვდა მეგონა ხუმრობდა.
-მეღადავები ხო?- ვუყურებ უკვე მართლა მგონია რომ სერიოზულად მითხრა ახლა ეს.
-არ მომკლა მარა ვახშამი დაგინიშნე და გამოსაძრომი გზა აღარ გაქ
-ბიჭოოოოოოოოო- დავუკივლე ბოლო ხმაზე.
-რა გაყვირებს გოგო? შენ არ წუწუნებ სულ არავინ არააო - როგორ მინდოდა იქვე მომეკლა ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, მეორე მესამე და მეოთხე ბალიში ვესროლე, იდიოტი, ვიფიქრე რამეს მოვიმიზეზებ მეთქი მარა გიორგისთან კამათს აზრი არ ქონდა ამიტომ „შევეგუე ბედს“, რა შეიძლება იყოს ერორს გავუსწორებ კოდში და წამოვალ სახლში. გამწარებული კი ვიყავი მარა თან მეცინებოდა, რანაირად მოიფიქრა ასეთი რამე.
გიორგიმ მანქანით მიმიყვანა „შანელის“ სახლამდე, ასე ვთქვათ დანაშაულის გამოსწორებას ცდილობდა. გზად სახლში გავიარე და ტანსაცმელი გამოვიცვალე, სანამ წამოვიდოდი მინდოდა ეფექტი მომეხდინა. ცისფერი შორტი და იმავე ფერის თხელი მოსაცმელი , შიგნით თეთრი მაისური და ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, სამკაული ზედმეტად ჩავთვალე. სახლიც ისეთივე იდეალური იყო როგორც თავად, სამსართულიანი, ულამაზესი დიზაინით და უზარმაზარი ფადჯრებით. თეთრ და ნაცრისფერი ინტერიერში იყო მისაღები, შევედი და სავარძელზე ჩამოვჯექი.
-წამობრძანდით მზადაა მიგიღოთ - კაკუნა მდივანს გავყევი ოფისში შემიყვანა და სკამზე დამსვა, „შანელი“ ვიღაცას ესაუბრებოდა, როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა მუქ წითელ ფერებში. თუმცა ამჯერად ისეთი რამ შევამჩნიე რაც აქამდე არასდროს შემინიშნავს, დაღლილი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურობა მობეზრებული ქონდა, თუმცა მოთბინების ბოლო წვეთს იკრებდა რომ დაქანცულობა არ წარმოეჩინა.
-შენს ადგილას ოქროსფერ ყელსაბამს გავიკეთებდი, როგორც ჩანს მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხარ- მომწონდა როგორ ფრთხილად არჩევდა სიტყვებს.
-ასე აშკარაა? - გამეცინა
-არც ისე თუმცა მონდომება შეიმჩნევა. საქმეზე ახალი რა ხდება. - დაწვრილებით ვუამბე მომხდარი-საკმარისი მტკიცებულება მაინც არ გვაქვს, ერთი მოწმე საქმის მოგებას ვერ უზრუნველყოფს, მტკიცებულება გვინდა.- უკვე მოფიქრებული მქონდა რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი.
-თუ მოწმე არ ჩანს შემიძლია თავად გავხდე - შეწინააღმდეგება უნდოდა, თუმცა გოგონას ფოტო ვანახე და ადგილზე გაიყინა.
-ჩემი შვილია, ყვითელი საქაღალდე ახსენა იმ გოგონამ როგორც მახსოვს, მისი ... შემდეგ მის ოთახში არ შევსულვარ, თუმცა არაფერი გადამიადგილებია, სავარაუდოდ ისევ იქ უნდა იდოს. - ოთახში ავედით, შესვლამდე გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა, ძალა მოიკრიბი და შიგნით შევიდა. ყვითელი საქაღალდე მომაჩეჩა ხელში და გავიდა, შორიდან დამიძახა- მე მაგას ვერ ვნახავ თუ შეგიძლია გახსენი და თუ რაიმე ხელჩასაჭიდია შემატყობინეთ.
სახლიდან ჩუმად წავედი, ახლა მარტო ყოფნა ჭირდებოდა, ალბათ ამ ყველაფრის გახსენებამ კვლავ გაუხსნა ჭრილობა, რომელიც არ მოშუშებია და არც არასდროს მოშუშდებოდა. გარეთ გავედი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. თავში ის ერთი ფრაზა მიტრიალებდა ვლადიმერმა რომ უთხრა გოგონას „იცი რაც უნდა გააკეთო“, ისეთი რამ გააკეთებინა, რამაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა, აიძულა ან მოსთხოვა, ეგეთი სტატუსის ადამიანები ყოველთვის იღებდნენ იმას რაც სჭირდებოდათ, მძიმე ზომებსაც კი მიმართავდნენ. არ გააკეთა ის რაც უთხრა და მოკლა? იყო ამაზე წამსვლელი? ადამიანები აღარ მაოცებენ, თუმცა ალბათ არის რაღაც ზღვარი რის იქითაც მაკვირვებენ. ადამიანი რომელიც ასეთ რაღაცას სჩადის სიხშირით, არც მკვლელობაზე დაიხევს უკან.
„ოფისში“ დავბრუნდი რათა კონვერტი ერთად გაგვეხსნა, თუმცა სახეზე ეწერათ რომ რაღაც ისე ვერ იყო, ლეკვებივით მიყურებდნენ.
-მეტყვით ახლა?- ამომეწურა მოთბინება.
-რა ლამაზი ხარ- მითხრა ანამ და გამიცინა - გიხდება - რაღაცა ცუდი ამბავი იყო.
-იციი - ამოილუღლუღა სანდრომ - უნივერსიტეტში ერთი წლის წინ გავგზავნე საბუთები და ახლა მომივიდა თანხმობა, ისეთი შესაძლებლობაა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ რომ ეძლევა და უნდა წავიდე.
-იცი ჩვენც ვიფიქრეთ და მე დიდად ვეღარ გეხმარები, თან მშობლებთან უნდა გადავიდე ამ ბინის გაყიდვას აპირებენ, თუმცა რამე თუ დაგჭირდა შენთან ვარ. - თქვა ანამ
-მე ყველაფერში დაგეხმარები რაც შემიძლია, თუმცა განათლებაზეც უნდა ვიფიქრო, ამიტომ სრულიად საქმეში ვეღარ ვიქნები მარა შენთან ვარ - ამოილუღლუღა გიორგიმაც.
სკამზე ჩამოვჯექი და ამდენ ახალ ამბავს ერთად ვიაზრებდი, მესმოდა მათიც მაგრამ თუ არ უნდოდათ მირჩევნოდა აქამდე ეთქვათ, ალექსანდრეს წასვლის მიზეზს რომ ელოდებოდნენ.
-გასაგებია, მესმის, მადლობა კარგად ვითანამშრომლეთ თუმცა მეგობრობა არ მთავრდება- ძლივს ვთქვი და კარიდან გავედი, არავის ამოუღია ხმა არ ცოდნენ რა ექნათ. ის ყვითელი ქაღალდი კი ჩანთაში მედო და დავატარებდი რამდენიხანი უკვე. კაფეში ჩავედი და ექსპრესო შევუკვეთე ენერგია მჭირდებოდა. დაშტერებული ვიყავი, მესმოდა და არც ვბრაზობდი უბრალოდ იმ რეალობისთვის მიწევდა თვალის გასწორება, რომ სულ მარტო დავრჩი, სულ მარტო, ამხელა საქმე, ტექტს ვფიქრობდი, როგორ ვეტყოდი „შანელს“ რომ საქმე დამთავრდა. უნდა მომეყოლა დაწვრილებით თუ საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ის მეთქვა, რომ უბრალოდ „დავიშალეთ“? რა საშინელი სიტყვაა. იქნებ სულაც არ იყო შეწყვეტა საჭირო? იქნებ შემეძლო მხოლოდ მე თავი გამერთვა? საშიშია, საკმაოდ შრომატევადიც, მაგრამ არა შეუძლებელი. ყვითელ ფაილს დავხედე და ვიცოდი რომ გახსნის ენერგია არ მქონდა.
-შევძლებ? - ვკითხე ვითომ მიპასუხებდა რამეს, მაგრამ მისგან სულ არ ველოდი პასუხს ჩემ თავთან უნდა გამერკვია, პასუხი უნდა მეპოვა.
-რაც არ უნდა იყოს მგონია შეძლებ - ავიხედე და გაკრეჭილი ირაკლი მედგა მაგიდის მეორე მხარეს, ყავით ხელში. ჩემ რეაქციას აკვირდებოდა, თუმცა არც ვიცოდი ახლა ჩემ სახეზე რა იკითხებოდა დაბნეულობა, გაკვირვება თუ სიხარული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent