შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (21 თავი)


24-10-2020, 00:32
ავტორი ნეაკო
ნანახია 14 008

გამაყრუებელი სიჩუმე ტელეფონის ზარის ხმამ გაკვეთა და ფიქრებში წასული გოგონა შეაკრთო, რომელიც დაფეთებული ფეხზე წამოვარდა და ჩანთაში დაიწყო ძებნა ათრთოლებული ხელებით ტელეფონის, როგორც კი იპოვა მაშინვე უპასუხა
-როგორ ხარ-გაისმა ბიჭის ჩავარდნილი ხმა
-სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორ
ვარ-გულწრფელად უთხრა გოგონამ და მოწოლილ ცრემლებს მთი ძალით შეეწინააღმდეგა
-გინდა მოვიდე?-ჰკითხა და უცნაური ტონით ბიჭმა
-არა არ ღირს, გოგონამ ძალა მოიკრიბა და მოწოლილი ცრემლები სადღაც გულის სიღრმეში ჩაახშო
-მია როგორაა?-ჰკითხა დაძაბულმა ბიჭმა
-ცუდად, ძალინ ცუდად-გოგონას ხმა ჩაუწყდა და ისევ ცრემლები მოეძალა -არავის გველაპარაკება საერთოდ
-არც შენ დაგაპარაკა? -უარესად დაიძაბა ბიჭი
-არა
-ხვალ გამოწერენ ხო?
-კი ექიმმა თქვა რომ უკეთაა
-კახამ რამე ხომ არ ითხრა მომხდარზე?
-არა, არაფერი
-მარიამ ცოტნეს ძალიან უნდა მიას ნახვა
-არ ღირს, გთხოვ დაარწმუნე რომ არ მოვიდეს, გუშინაც ტყუილად მოვიდა, იჩხუბეს და დაცვას გააგდებინა გარეთ
-მარიამ მიას გვერდიდან არ მოშორდე, თავს რამე არ აუტეხოს
-კიდევ კარგი ცოტნეს მანქანით რომ გაიქცა, წითელზე გაიარა და მანქნა დაეჯახა და მსუბუქად დაზიანდა, თორემ ალბათ ვაჩესავით, მიაც გამიზნულად შეასკდებოდა რამეს...-მიას ვაჩეს გახსენებაზე ცრემლები გადმოსცვივდა
-კიდევ კარგი მია მაინც მსუბუქად დაშავდა თორემ ცოტნე ალბათ საბოლოოდ შეიშლებოდა
-ვაჩე ისევ ისეა?-ჰკითხა კარგახნის დუმილის მერე მარიმმა
-ჰოო, ახალი არაფერი, იგივე გვითხრა დღესაც ექიმმა რაც გუშინ, მთავარია ოპერაციის შემდგომი ათი დღე გადაიტანოსო და შიძლება მერე ვიფიქროთ იმაზე რომ შეიძლება ოდესმე გონს მოვიდესო...
-ესეიგი აპარატზე იქნება ჩართული გაურკვეველი ვადით
-ჰო-დაეთანხმა რეზი
-ცოტნე როგორაა?
-ხანდახან მგონია რომ საბოლოოდ შეიშალა, ორი დღეა რეანიმაციის კართან იატაკზე ზის... არც ჭამს არც სვავს, არაფერის ამბობს საერთოდ, არაფერს აკეთებს
-ცოტნეს უთხარი რომ მია კარგადაა, მასზე მაინც აღარ ინერვიულოს
-ვეტყვი
-ხვალ მოხვალ?
-მოვალ
-კაი მიდი
-მიყვარხარ-უთხრა რეზიმ და გაუთიშა.
-მარიამ -მოემა კახას ხმა ზურგს უკან მიას და შეკრთა მოულოდნელობისგან -მიდი სახლში წადი დაისვენე, ორი დღე ღამეა მიას არ მოშორებიხარ
-არა ვიქნები ეს ღამეც ხვალ მაინც უნდა გავეწეროთ
-მარიამ რეზის უთხარი რომ ცოტნემ აქ მოსვლა აღარ გაბედოს
-აღარ მოვა, უკვე ველაპარაკე და ვუთხარი რომ არ ღის მისი აქ მოსვლა
-შენ თავიდანვე ყველაფერი იცოდი?-ჰკითხა კარგახნის დუმილის მერე კახამ
-ვიცოდი-უთხრა დაბნეულმა გოგონამ
-ეს რატომ გააკეთა? როგორ შეეძლო ასეთი რამის გაკეთება?
-ანას მდგომარეობა რომ დამძიმდა ძალიან შეეშინდა ,ეგონა რომ მამასავით მასაც დაკარგავდა... ნინის სთხოვა ფული, მაგრამ არ აუხსნა რად უნდოდა ამდენი ფული... მერე ცოტნემ გაიგო და....
-ნაბიჭვარ. -დაიღრინა კახამ და პალატაში შევიდა მიას დახედა და გარეთ გავიდა ამ თემაზე ლაპარაკი და ფიქრიც კი გულს ურევდა.
რეზი, ცოტნეს მიუახლოვდა, რომელიც იატაკზე იჯდა კედელზე მიყრდნობილი და მხარზე ხელი დაადო, ცოტნემ არაფრის მთქმელი ცარიელი თვალებით ახედა მეგობარს, რეზის ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სული გაეყინა
-მია კარგადაა ხვალ გაწერენ-თქვა ჩავარდნილი ხმით და ცოტნეს გვერდით დაჯდა იატაკზე
-დარწმუნებული ხარ რომ კარგადაა?-ცოტნე დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში მეგობარს
-ჰოო-უცნაური ტონით უთხრა რეზიმ და თვალი აარიდა მის უსიცოცხლო ცისფერ სფეროებს
-უნდა ვნახო
-ახლა არა, გთხოვ-რეზი თვალებში ჩააცქერდა მეგობარს -გპირდები რომ შეგახვედრებ მას, მაგრამ ახლა არა
-უნდა ვნახო, უნდა ვნახო რომ კარგადაა თორემ შევიშლები-ცოტნეს ხელები აუკანკალდა
-კარგადაა! მაგრამ შენ თუ მიხვალ კარგად ვეღარ იქნება
-ძალიან მიყვარს-დაიჩურჩულა ცოტნემ და ხმა ჩაუწყდა
-ცოტნე დრო მიეცი, უფლება მიეცი ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება ისწავლოს...
-გგონია ოდესმე შეძლებს ამ ყველაფრის დავიწყებას? გგონია ოდესმე შეძლებს ჩემს პატიებას? არასოდეს! გესმის არასოდეს მაპატიებს! და ვერც მე ვაპატიებ ჩემს თავს! მია მაშინ დავკარგე როცა შევეხე, როცა საკუთარ სურვილებს და ვნებებს აყოლილმა ვაიძულე ჩემი გამხდარიყო ფულის სანაცვლოდ...
-შეცდომა ორივემ დაუშვით-რეზიმ მზერა აარიდა ცოტნეს ცარიელ თვალებს და იატაკს დააცქერდა
-ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს...
-დროს უკან ვეღარ დააბრუნებ მაგრამ შეგიძლია სცადო... და ყველაფერი გამოასწორო
-როგორც მიამ მითხრა ძალიან დავაგვიანე
-შეიძლება მართლაც ძალიან გვიანია, მაგრამ მაინც უნდა სცადო ყველაფრის გამოსწორება, თავიდან დაწყება
-არა აზრი აღარ აქვს ბრძოლას, ყველაფერი დამთავრდა!-უთხრა უცნაური ტონით მეგობარს და ფეხზე წამოდგა, ინსტიქტურად რეზიც ადგა
-რეზი მოხვედი შვილო?-ვიკა დაძაბული მიუახლოვდა ბიჭებს
-ვაჩეზე რამე ახალი გითხრა ექიმმა?-ცოტნეს დედისთვის არ შეუხედია ისე ჰკითხა
-არა-დაუღრინა ქალმა შვილს, ცოტნეს მეტი კითხვა აღარ დაუსვია, თავდახრილი აივანზე გავიდა, აკანკალებული ხელით სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, იმდენად აიტანა მრისხანებამ რომ ბრაზისგან აკანკალებული თითებით სანთებელა ვერ აანთო და მოისროლა
-ცოტნე-მოესმა ზურგსუკან რეზის ხმა -თავს ნუ იდანაშაულებ მომხდარში, რაც მოხდა მარტო შენი ბრალი არაა, შეცდომა მიამაც დაუშვა, ვაჩემაც და ნიცამაც, ყველამ გააზრებულად და თავის ნებით დაუშვა შეცდომა, გესმის?
-მე შემეძლო ამ ყველაფრის თავიდან არიდება მაგრამ ფულის და სიამაყის გამო ეს არ გავაკეთე! ყველა გავწირე...ყველაფერი გავანდგურე...ამიტომ ყველა გრძნობა და ემოცია მოკვდა ჩემში გარდა ზიზღისა, ზიზღი საკუთარი თავისადმი
-საკმარისი! -გაბრაზდა რეზი -ასე ხომ შეიშლები
-იცი ერთხელ მიამ რა მითხრა? მითხრა რომ ზიზღი მე ვასწავლე... მაშინ გამეცინა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ეს ასეა! მიასაც მე ვასწავლე საკუთარი თავის ზიზღი და საკუთარ თავსაც
-გეყოფა-რეზიმ მხარზე დაადო ხელი მეგობარს
-ვაჩეს რამე რომ დაემართოს თავს მოვიკავ დაუფიქრებლად -ცოტნე რეზისკენ შეტრიალდა და თვალებში ჩააცქერსა -დედას კი შენ მიხედავ
-რას ბოდავ-გაცეცხლდა რეზი -ვაჩეს არაფერი მოუვა, გასაგებია? გაუძლებს, ყველაფერს გაუძლებს და ერთი კვირის, ერთი თვის ან ერთი წლის მერე გონს მოვა! თვალებს გაახელს და ისევ დალევს
-რეზი -ცოტნეს გაეღიმა მის ბოლო სიტყვებზე და წამში სახე წაეშალა, ხელები მომუშტა მრისხანებისგან და მიულოდნელად იქვე მდგარ სკამს წიხლი დაარტყა, შემდეგ მაგიდა ააყირავა, რეზის მისი შეჩერება არ უცდია, იცოდა რომ ცოტნე ასე ოდნავ მაინც შეძლებდა იმ ტკივილისგან გათავისუფლებას რომელიც ახრჩობდა, რომელიც სულს უხუთავდა და თან უწამლავდა.
მიამ თვალები სუსტად გაახილა და როგორც კი კახას ამღვრეულ თვალებს გადააწყდა მაშინვე დახუჭა და ცრემლები გადმოსცვივდა
-მია ცირა დეიდასთან მივდივართ აქედან, სამსახურს როგორცკი ვიშოვი ბინას ვიქირავებ და იქ გადავალთ მე და შენ, ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებთ მე ციხის გარეშე, ანა სიმსივნის გარეშე, შენ ცოტნეს გარეშე! ეს თემა დღეს აქ ამ საავადმყოფოში დარჩება სამუდამოდ და აღარასოდეს დავუბრუნდებით
გასაგებია?-ჰკითხა კახამ მკაცრი ტონით მისავათებულ გოგონას, მიამ ხმის ამოღება ვერ გაბედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
-მია-მარიამის ხმის გაგონებისთანავე მიამ თვალები გაახილა, მარიამი პალატაში შევიდა მიას მიუახლოვდა შუბლზე აკოცა -როგორ ხარ ჩემო დედოფალო?
-მარიამ-გაეცინა მიას და ცრემლები მოიწმინდა
-ესე იგი ლაპარაკი არ დაგვიწყებია-მარიამი ცდილობდა რომ განემუხტა დაძაბული სიტუაცია
-მე და დეიდა მანქანაში დაგელოდებით დროზე მოემზადეთ და ჩამოდით-თქვა კახამ და პალატიდან ისე გავიდა რომ კარი უხეშად გაიჯახუნა და გოგონები მოულოდნელობისაგან შეხტნენ
-რამე გითხრა?
-არაფერი-მიას კვლავ ცრემლები მოეძალა
-იცი გუშინ წინ ცოტნე იყო მოსული...
-აქ იყო?-შიცხადა მიამ და მარიამს მიაპყრო სევდიანი თვალები
-ხო მაგრამ კახამ უფლება არ მისცა რომ ენახე, იჩხუბეს
-არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა ოდესმე რომ კახას თვალებში შევხედო
-მია თავს ნუ იტანჯავ გთხოვ, კახა არაფერში არ გადანაშაულებს
-შეიძლება ასე ამბობს, მაგრამ ასე არაა ვიცი! არასოდეს მაპატიებს
-მია გთხოვ-მარიამი ატირებულ გოგონას ჩაეხუტა და თავადაც ცრემლები მოაწვა მისი ტანჯვის შემხედვარეს.
რეზი დაიძაბა როცა დაინახა როგორ გამოვიდნენ საავადმყოფდან მია და მარიამი
-სისულელე არ გააკეთო-შეხედა ცოტნეს რომელიც დაძაბული ადევნებდა თვალს მიას თითოეულ მოძრაობას
-უნდა დაველაპარაკო-თქვა გაღიზიანებული ტონით და მანქანიდან გადავიდა, რეზიც გადავიდა და წინ გადაეღობა
-არ გინდა გთხოვ-სცადა გაგიჟებული მეგობრის დარწმუნება
-რეზი-დაუღრინა ცოტნემ მეგობარს, გვერდი აუარა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გოგონებისაკენ, რომლებიც უკვე ცირას მანქანასთან იყვნენ მისულები
-მია -დაუყვირა ცოტნემ როცა დაინახა რომ კახამ მანქანის კარი გაუღო და მია დაჯდომას აპირებდა
-შე ნაბიჭვარ. -დაიღრიალა კახამ და ცოტნესკენ გაქანდა, მია კი ადგილზე გაიყინა მისი ხმის გაგონებისთანავე -როგორ გაბედე აქ მოსვლა?
-მიას უნდა დაველაპარაკო-საყელოში ჩაფრენილ ბიჭს მიაპყრო ამღვრეული თვალები ცოტნემ
-ჩემს დასთან მიახლოება არ გაბედო, მისი სახელის ხსენებაც არ გაბედო, დაივიწყე მისი არსებობა, მასზე ფიქრიც კი აღარ გაბედო!-დაუღრიალა კახამ და ხელი გაუშვა
-მია მიყვარს!-დაუყვირა ცოტნემ გაცოფებულ
ბიჭს -მიყვარს-გაიმეორა ხმადაბლა და მიას გახედა რომელიც ერთადგილზე მიყინულივით იდგა და ცრემლებად იღვრებოდა
-შე ნაბიჭვარ. -დაუღრიალა კახამ და მუშტი დაარტყა სახეში, ცოტნეს რეაქცია არ ჰქონია მის ქცევაზე, არც კი განძრეულა ადგილიდან, იმის გამო რომ მან პასუხი არ დაუბრუნა კახას, გაცოფებული ბიჭი შეტრიალდა მანქანისაკენ და
დაიყვირა -დროზე მანქანაში-მია მაშინვე ჩაჯდა, კახამ კარი მთელი ძალით მიუჯახუნა, გაოგნებული მარიამი და ცირაც დასხდნენ როცა ისევ დაიყვირა კახამ -დროზე- თავად კი საჭეს მიუჯდა და გიჟივით გააქანა მანქანა.
-დამშვიდდება, შეეჩვევა, როგორღაც შეძლებს ამ ტკივილის გადატანას-რეზის ხმა მოესმა ზურგს უკან ცოტნეს
-მთავარი ისაა რომ მიას ვძულვარ, ეს მის თვალებში დავინახე
-სძულხარ?-გაეცინა რეზის -გგონია რომ ეს სიძულვილია? გგონია რაც თქვენს შორის ხდება მხოლოდ სიძულვილია და მეტი არაფერი?
-მეტი არაფერი!-დარწმუნებით უთხრა და მანქანაში ჩაჯდა.
სახლში ისე მივიდნენ რომ მთელი გზა ხმა არავის ამოუღია, მხოლოდ მიას ტირილის ხმა ისმოდა მთელი გზა, როცა სახლში მივოდნენ მიამ გაბედა და ხმა ამოიღო
-კახა გთხოვ მასთან არ წახვიდე-ისე უთხრა რომ მისთვის არ შეუხედია
-შენ დაწექი და დაისვენე ამ საქმეს მე მივხედავ!
-კახა ძალიან გთხოვ-მიას სიტყვები ყელში გაეჩხირა
-მია! -დაუყვირა კახამ
-თუ გინდა დავურეკავ და ვეტყვი რომ თავი დაგვანებოს, რომ მძულს, მეზიზღება ოღონდ შენ შეეშვი
-გძუულს?-დაუღრიალა კახამ ბოლო ხმაზე მიას რომელიც შიშისგან ადგილზე შეხტა -ასე რომ იყოს ამდენს არ გაბედავდა ეგ სირ. -დაუღრინა მიას და გარეთ გავარდა, მია დივანზე დაჯდა და ატირდა ისევ
-მია გთხოვ ნუ ტირი-მარიამი მიას გვერდით დაჯდა და ჩაიხუტა აკანკალებული გოგონა.
ვიკას საერთოდ არ გაჰკვირვებია ტუჩ გახეთქილი ცოტნეს დანახვა
-ისევ მიას სანახვად იყავი?-ჰკითხა სახეალეწილ ბიჭს და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა
-ჰო მასთან ვიყავი-ცოტნე დედის დაჟინებულ მზერას გაექცა
-რის მიღწევას ცდილობ? -ვიკა უფრო მეტად მიუახლოვდა შვილს -გგონია იმის მერე რაც ჩაიდინე შეძლებ რომ მიას სიყვარული და ნდობა დაიმსახურო?
-ვიცი რომ არასოდეს მაპატიებს-შეხედა დედას არეული თვალებით და მრისხანებისგან ხელები მომუშტა
-ცოტნე გთხოვ თავი ხელში აიყვანე, გთხოვ ცხოვრება მიას გარეშე ისწავლე, გთხოვ ამ სიყვარულზე უარი თქვი, ძალიან გთხოვ... არ მინდა რომ ამ სიყვარულს მსხვერპლად შეეწირო და მიაც გაანადგურო... გაუშვი... გაათავისუფლე... ნუღარ სტანჯავ... -ვიკა შვილს ჩაეხუტა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ
-დედა მია მიყვარს, ძალიან მიყვარს
-თუ გიყვარს უნდა გაუშვა-ვიკამ, ცოტნეს გაფითრებული სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა
-არ შემიძლია
-ცოტნე შეწყვიტე! შეწყვიტე მისი წვალება და საკუთარი თავის ტანჯვა! ვერ ხვდები რომ ეს სიყვარული არამარტო თქვენ, ჩვენც ცხოვრებას გვინგრევს?!
-დედა-ცოტნეს ხმა ჩაუწყდა
-ცოტნე! -ხმა გაიმკაცრა ვიკამ -შენ და ვაჩემ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვით! და თან გააზრებულად ორივემ დროა პასუხი ვაგოთ სამივემ ერთად ყველა დაშვებულ შეცდომაზე!-უთხრა ვიკამ და ზურგი აქცია თავგზააბნეულ შვილს. ცოტნე ფიქრმა წაიღო, მიაზე ფიქრმა, ვაჩეზე ფიქრმა, ნიცაზე ფიქრმა... მათი სახეები ერთმანეთს ენაცვლებოდა და რაც მეტს ფიქრობდა მათზე მით მეტად სძულდა საკუთარი თავი, საშინელი ფიქრებიდან რეზის ხმამ გამოარკვია
-გიო ნიცა როგორაა?
-ნორმალურად-თქვა სევდიანი სახით და მეგობრებს მიუახლოვდა დაღვრემილი სახით
-ირაკლი ისევ ღრინავს?-ჰკითხა კვლავ რეზიმ
-ჰოო-გიორგიმ მზერა აარიდა მეგობრების ცნობისმოყვარე სახეებს
-ნიცა საავადმყოფოდან რომ გაწერეს ხომარ უცდია სიმართლე მითხარი-ცოტნე გიორგის მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა
-არა, დედამისი დღედაღამე არ შორდება
-ძაან ცუდადაა?-ჩაეკითხა ცოტნე
-ჰოო-გიორგის უჭირდა ნიცაზე ლაპარაკი
-ვაჩეზე ხომარ გაუგია რამე?
-არა! დედამისის გარდა არავინ შედის მასთან ოთახში...
-ირაკლი ძაან გაგიჟებულია?
-ხო აბა რა იქნება-გიორგიმ ცოტნეს შეხედა ხამ ჩაუწყდა
-ყველაფერი ჩვენი ბრალია -თქვა ბრაზნარევი ტონით რეზიმ - ნიცას ცხოვრებით თამაში დავიწყეთ... პატარა გოგოს გრძნობებზე ვთამაშობდით, სადამდე დავეშვით...
-გული მერევა ჩვენზეც და საერთოდ
ყველაფერზე -ზიზღით თქვა გიორგიმ -რამდენ ადამიანს მოვუწამლეთ ცხოვრება...
-ვაჩეს ჩვენ ავუმღვრიეთ ისედაც არეული
ტვინი-თქვა რეზიმ -ცხოვრება ავურიეთ ფულის გამო
-ორივემ მოკეტეთ-ცოტნემ თავზე მიიდო ხელები
-ვაჩე როგორაა ახალი არაფერია ისევ?-თემა შეცვალა გიორგიმ
-არა ისევ ისეა-უპასუხა კარგახნის დუმილის მერე რეზიმ
-საზღვარგარეთ რომ წავიყვანოთ?
-რამდენიმე დღეში გააგზავნიან ანალიზებს თურქეთში და გერმანიაში და თუ რომელიმე კლინიკა დათანხმდება მის მიღებას წავლენ-თქვა რეზიმ და ცოტნეს შეხედა
-რამე შანსი არის?-გიორგის ხმა ჩაუწყდა
-ჯერ არ იციან, ექიმმა რამდენიმე დღეში გეტყვითო, თუმცა მაინც კარგი შედეგი აქვსო, ამ მძიმე ოპერაციის მერე მაინც სტაბილურ მდგომარობას რომ ინარჩუნებსო...
-ამის დედაც შევეც. -დაუყვირა მოულოდნელად ცოტნემ და ეზოში გავარდა, ვეღარ გაუძლო ამ თემაზე საუბარს. უარესი დაემართა როცა მისმა ტელეფონმა დარეკა, ეკრანს დახედა და კახა დაეწერა, მაშინვე უპასუხა
-შენი ნახვა მინდა ნაბიჭვარ. -დაუღრინა კახამ
-სადაც გინდა და როცა გინდა -უთხრა მკაცრი ტონით და მეგობრების დაძაბული მზერა დააიგნორა
-მისამართს მოგწერ, ეხლავე მოდი გოლოდები-უთხრა და გაუთიშა
-კახა იყო?-მიხვდა მაშინვე რეზი
-გასაღები მომეცი-ცოტნემ ხელი გაუწოდა რეზის
-მარტო არ გაგიშვებ-უთხრა რეზიმ
-გასაღები მომეცითქო-უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა
-მიეცი-გიორგიმ რეზის რაღაც ანიშნა, რეზიმ გასაღები მისცა ცოტნეს და როგორც კი ცოტნე მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოწყდა თავადაც უკან აედევნენ გიორგის მანქანით.
კახამ ზიზღნარევი თვალებით შეხედა მისკენ მიმავალ ბიჭს რომელიც სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მას, ცოტნე კახას წინ დადგა ამაყად და თვალებში ჩააცქერდა სახე წაშლილ
-მოვედი რა გინდა
-იცი რაც მინდა-დაუღრინა კახამ
-მია მიაყვარს და მასზე უარის თქმას არ ვაპირებ
-მართლა? და თუ ჩემი და შენ სიყვარულზე უარს იტყვის კიდევ გადაუხდი ფულს რომ შენთან დაწვეს?
-კახა-აკანკალებული ხელები მომუშტა ცოტნემ რომ მოწოლილი ზიზღი და მრისხანება ჩაეხშო საკუთარ თავში
-მიას შეეშვი, თავი დაანებე ჩემს დას! გასაგებია?
-და რომ არ გავაკეთო ის რაც შენ გინდა?-ჯიბრით დაუწყო ლაპარაკი ცოტნემ
-თავხედობაც გყოფნის რომ ასე მელაპარაკო მას მერე რაც გააკეთე - სიმწრით გაეღიმა კახას
-კახა მია მიყვარს, მართალა მიყვარს, გესმის? გესმის თუარა რას გეუბნები?
-გიყვარს? -გაცეცხლდა კახა -ამიტომ ჩაიწვინე საწოლში ას ოცდახუთი ათას დოლარად? ასე გესმის სიყვარული? ესაა სიყვარული? იცი მია რა მდგომარეობაშია? თვალებში ვერ მიყურებს, თავი ყველაზე ზნედაცემული და გულისამრევი ადამიანი ჰგონია... სინამდვილეში კი მე ვარ გულისამრევი რომ ვერ დავიცავი ჩემი და ამ საზიზღრობისგან... ვერ შევძელი მისი დაცვა და უფლება მოგეცი გაგენადგურებინა, მისი ღირსება, თავმოყვარობა და
სიპეტაკე გეყიდა! გეყიდა ას ოცდახუთი ათას დოლარად! გულს მირევს იმაზე ფიქრი რომ მიას ერთ ღამეში ცხოვრება გაუნადგურე! ასე გესმის სიყვარული? ასაა შენთვის სიყვარული?
-კახა ძალიან ვნანობ იმას რაც ჩავიდინე, არც კი ვიცი ასე რატომ მოვიქეცი, არ ვიცოდი მიას ფული რაში სჭირდებოდა... -რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ კახამ გააწყვეტინა
-და არც გიცდია გარკვევა! არცკი დაინტერესდი რაში სჭირდებოდა ამხელა თანხა პირდაპირ მიადექი და ევაჭრე
-ვიცი ვიცი რომ საშინელება ჩავიდინე, ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, ვიცი რომ ცხოვრება დავუნგრიე, ვიცი რომ გავანადგურე... ვიცი და ძალიან ვნანობ...
-გგონია ეს სინანული რამეს შეცვლის? გგონია ამით რამის გამოსწორებას შეძლებ? გგონია დაავიწყებ იმ ჭრილობებს რაც შენი გაუაზრებელი ქმედებებით მიაყენე მის სულს? გგონია შეძლებს დაივიწყოს ის ღამე როცა საკუთარი თავი გაყიდა? გგონია შეძლება დაივიწყოს შენი შეხება? გგონია შენი სინანული წარსულს შეცვლის?
-კახა-ცოტნეს სათქმელი არ დაუტოვა კახამ
-ციხიდან გამომიყვანე... რატომ მოიქეცი ასე? გინდოდა მია შენგან დავალებული ყოფილიყო? ამის სანაცვლოდ რას მოითხოვდი მისგან?
-კახა მე იმიტომ გამოგიყვანე რომ მინდოდა მია გამებედნიერებინა, გესმის? მინდოდა ჩემი მიზეზით ერთხელ მაინც გაეღიმა, მინდოდა მის ჩამქრალ თვალებში ერთხელ მაინც დამენახა ბედნიერბის ნაპერწკლები ჩემი მიზეზით, მხოლოდ ამიტომ გესმის? მხოლოდ ამიტომ
-მია თუ მართლა გიყვარს თავი დაანებე, შეეშვი უფლება მიეცი რომ ამ ჭრილობებით ცხოვრება ისწავლოს და გააგრძელოს
-მია მიყვარს, მიყვარს გესმის? მის გარეშე არ შემიძლია
-თუ გიყვარს გაუშვი-ვიკას სიტყვები გაუმეორა კახამაც , ზურგი აქცია და რამდენიმე წამში გაუჩინარდა. ცოტნე ერთადგილზე მიყინულივით იდგა და მოწოლილი ემოციებისგან გაგიჟებული რეზის მანქანას ეცა როცა აზრზე მოვიდა და იქამდე ურტყავდა წიხლებს სანამ მეგობრებმა არ გააკავეს.
რეზი მაინც ვერ ისვენედა და ცდილობდა მარიამი დაერწმუნებინა მიას და ცოტნესთვის შეხვედრა მოეწყო, მაგრამ გოგონა ჯიუტად უარს ეუბნებოდა, არ უნდოდა რომ სიტუაცია უარესად დაეძაბა. კახა ისედაც სულ აკონტროლებდა მიას და გასაქანს არ აძლევდა, მუშაობაც კი აუკრძალა, ეშინოდა ცოტნეს არ შეხვედროდა, ცირას გარეშე ქუჩაში გასვლაც კი აუკრძალა, ტელეფონიც ჩამოართავა, ამ ყველაფერს იმით ხსნიდა რომ მია ჯერ ისევ სუსტად იყო და არ უნდოდა ცოტნეს გაეღიზიანებინა, მიაც წინააღმდეგობას არ უწევდა, ასეც ერჩია, ახლა მშვიდად იყვნენ ის და კახაც. სახლიდან გასვლის სურვილი ისედაც არ ჰქონდა და კახას აკრძალვებს უპრობლემოდ დაემორჩილა, ერთადერთი მარიამის მისვლა-მოსვლა ვერ აკრძალა კახამ. ცოტნემ მიას ამ შინა პატიმრობას მხოლოდ ოთხი დღე გაუძლო მერე უკვე შეიშალა და რეზის სთხოვდა მარიამის დარწმუნებას რომ როგორმე მია გარეთ გამოეტყუებინა და ენახა, მაგრამ მარიამი ჯიუტად უწევდა წინააღმდეგობას.
-ვაჩე გერმანიაში მიყავთ სამკურნალოდ-უთხრა რეზიმ მარიამს დაღვრემილი სახით
-მართლა?-გაუხარდა გოგონას -ანუ ანასავით აქვს შანსი?
-ჰო აქ-დაეთანხმა რეზი -რესტორანი ირაკლის მივყიდეთ და ფული მთლიანად ვიკას მივეცით
-ცოტნე?-დაიძაბა მარიამი
-ცოტნე? ცოტნემ არიცის რა გააკეთოს, მათ გაყვეს თუ დარჩეს, ძმას გაეკიდოს თუ შენს გიჟ დაქალს
-როდის მიყავთ ვაჩე?
-რამდენიმე დღეში-შეხედა რეზიმ ალწილი სახით
-და ცოტნემ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა როგორ მოიქცეს?
-ვერა-გაბრაზდა რეზი-მიამ ჯერ კიდევ არაფერი იცის ვაჩეზე, განზრახ არ ეუბნებით ხო
-კახამ ამიკრძალა
-იცის ეს რომ გაიგოს ცოტნესთან თავად მოვა მია, სწორედ მაგის ეშინია, იცის რომ მიაც არაა გულგრილი ცოტნეს მიმართ
-საიდან მოიტანე?
-მარიამ არ გინდა, ცოტნე დარწმუნებულია რომ მიასაც აქვს მის მიმართ გრძნობები, სწორედ ამიტომ იქცევა კახა ასე
-ასე არაა
-მარიამ!
-რეზი ასე ნუ მიყურებ-გაცაცხლდა მარიამი
-მია გამოიტყუე რა გარეთ, შეახვედრე ერთმანეთს, ხო იცი ცოტნე რა მდგომარეობაში ახლა?
ცოტნე თუ წავა ვაბშე წავა, გესმის მარიამ?
-ვაბშე რას ნიშნავს? ძმას გაჰყვეს და ჩამოვიდეს მერე ისევ
-არა თუ წავალ აღარ დავბრუნდებიო! გესმის? მარიამ?
-კარგი კარგი მიას შევახვედრებ შენს არანორმალურ ძმაკაც-უთხრა გაბრაზებული ტონით და მისი გაბუტული სახის შემხედვარე რეზის გაეცინა, მარიამს უხეშად წაავლო ხელი ნიკაპზე თავი თავისკენ მიაწვინა და მის წითელ ვნებიან ტუჩებს დააცხრა.



№1 სტუმარი Life is beautiful

აუუ ამატირე გოო... :-(:-(ეს რა იყოოო... აუ ძაან მეცოდება ცოტნე, დავნაშავეა მაგრამ მაინც... მია იმედია ნახავს სანამ წავა ხო თავისთავად.... ძალიან მომეწონა ასე გააგრძელე:-):-) და მალე დადეთ.. შეძლების და გვარად

 


№2  offline მოდერი ნეაკო

Life is beautiful
აუუ ამატირე გოო... :-(:-(ეს რა იყოოო... აუ ძაან მეცოდება ცოტნე, დავნაშავეა მაგრამ მაინც... მია იმედია ნახავს სანამ წავა ხო თავისთავად.... ძალიან მომეწონა ასე გააგრძელე:-):-) და მალე დადეთ.. შეძლების და გვარად

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ.
ორშაბათამდე მგონი ვერ შევძლებ ახალი თავის ატვირთვას სამწუხაროდ :(
თუ მოვახერხე, მანამდე აუცილებლად დავდებ

daldoni daldoni - ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტიროა და ხშირად მიზიარებთ თქვენს აზრს, ძალიან მამხნევებთ თქვენი კომენტარებით, მადლობა :)

 


№3 სტუმარი ატბ

აუ რეზი და მარიამი ძაან საყვარლები არიან..^-^
რატო არ ეუბნებიან ვაჩეზე მიას -_- მგონი ჯობია გაიგოს და თავად მივიდეს ცოტნესთან თავის ნებით.
ძალიან კარგი იყო.
მგონი დროა ახლა მიამაც იმიქმედოს და ცოტნეს არ ელოდოს.

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

მია უემოციობის განსახიერებაა -_-

 


№5 სტუმარი სტუმარი Grafo

სტუმარი მარი
მია უემოციობის განსახიერებაა -_-



მეც ჯერჯერობით მის ფუნქციას ვერ მივხვდი ისტორიაში.

 


№6  offline წევრი 《Sunshine》

სიტყვები არ მყოფნის

 


№7  offline მოდერი ნეაკო

ატბ
აუ რეზი და მარიამი ძაან საყვარლები არიან..^-^
რატო არ ეუბნებიან ვაჩეზე მიას -_- მგონი ჯობია გაიგოს და თავად მივიდეს ცოტნესთან თავის ნებით.
ძალიან კარგი იყო.
მგონი დროა ახლა მიამაც იმიქმედოს და ცოტნეს არ ელოდოს.

მია და ცოტნეს ურთიერთობა სულ ბოლოს გაირკვევა

სტუმარი მარი
მია უემოციობის განსახიერებაა -_-

ყველააფრისგან დაღლილი და ცარიელია ნამდვილად

სტუმარი Grafo
სტუმარი მარი
მია უემოციობის განსახიერებაა -_-



მეც ჯერჯერობით მის ფუნქციას ვერ მივხვდი ისტორიაში.

მია ის ადამიანია ვისაც ძალიან ბევრის გადატანა მოუწია და ახლა სრულიად ცარიელია

《Sunshine》
სიტყვები არ მყოფნის

იმედია დასასრული მოგეწონებათ და იმედს არ გაგაივმცრუენთ ეს ისტორია, მადლობა

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

მიას რისი გადატანაც მოუწია, მხოლოდ იმიტომ რომ უაზროდ ამაყია, დის ავადმყოფობას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა.
არც სანამ ამ რაღაცეებს გადაიტანდა, არ იყო ემოციებით დახუნძლული.
ჩემთვის ეს გოგო სიცარიელის განსახიერებაა. მხოლოდ კომენტარებში იცავ, ისტორიაში კიდევ სრულიად, სრულიად ცარიელი გმირი გყავს, მართლა!
მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ ბოლის გამოშვებით ხარ დაკავებული :)).
სრული დებილობა და ეგოიზმიც, კახაც ცოტნეს რომ ეჩხუბება მიზეზი რატომ არ იკითხეო. გეგონება ცოტნეს გარდა დედამიწაზე ყველა ანგელოზია.
ანუ ამ ისტორიის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე, მხოლოდ გაწევ-გამოწევაა. რეზი და მარიამი ოოოდნავ ანეიტრალებენ თითქოს სიტუაციას.

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან გთხოვ დღეს დადე რა და დიდი????????

 


№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
ძალიან გთხოვ დღეს დადე რა და დიდი????????

დღეს მართლა ვერ ვახერხებ და ხვალ აუცილებლად ავტვირთავ ახალ თავს :)

grafo
მიას რისი გადატანაც მოუწია, მხოლოდ იმიტომ რომ უაზროდ ამაყია, დის ავადმყოფობას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა.
არც სანამ ამ რაღაცეებს გადაიტანდა, არ იყო ემოციებით დახუნძლული.
ჩემთვის ეს გოგო სიცარიელის განსახიერებაა. მხოლოდ კომენტარებში იცავ, ისტორიაში კიდევ სრულიად, სრულიად ცარიელი გმირი გყავს, მართლა!
მიზეზი ის არის, რომ მხოლოდ ბოლის გამოშვებით ხარ დაკავებული :)).
სრული დებილობა და ეგოიზმიც, კახაც ცოტნეს რომ ეჩხუბება მიზეზი რატომ არ იკითხეო. გეგონება ცოტნეს გარდა დედამიწაზე ყველა ანგელოზია.
ანუ ამ ისტორიის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე, მხოლოდ გაწევ-გამოწევაა. რეზი და მარიამი ოოოდნავ ანეიტრალებენ თითქოს სიტუაციას.

თავიდანვე ასე მქონდა ჩაფიქრებული, მია ცარიელი და უგრძნობი გოგოა ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა... მია მსხვერპლი არაა და არაერთხელ ავღნიშნე ეს ისტორიის მსვლელობისას, საკუთარ სიამაყეს ემსხვერპლა ასე მგონია... ისეთივე დამნაშავეა მომხდარში როგორც ცოტნე, მაგრამ როგორც ყველა, მიაც ცდილობს რომ სხვა დაადანაშაულოს მომხდარში და მას დააკისროს პასუხისმგეობა, ამ შემთხვევაში ცოტნეს....
კახაც სუბიექტურია ამ შემთხვევაში, თავს დამნაშავედ გრძნობს და ამიტომ ცდილობს მთელი პასუხისმგებლობა ცოტნეს დააკისროს, ამასე თავს იმშვიდებს...
ზოგადად არ მიყვარს მარტივად წერა, ყველაფრის მარტივად დალაგება და დამთავრება, ამიტომ გამოვიდა ეს ისტორია ასეთი რთული, ალბათ დამღლელიც მათთვის ვისაც უბრალოდ სასიამოვნო ისტორიის კითხვა უყვარს გასართობად, მაგრამ მე არ შემიძლია სხვაგვარად წერა :)
შემდეგი ისტორიას თუ დავიწყებ იქაც იგივე იქნება, გაურკვევლობა, სიცარიელე და ტკივილი ... სხვაგვარად ვერ ვწერ ...
მადლობა აზრის გაზიარებისთვის, გავითვალისწინებ აუცილებლად და სხვა ისტორიას თუ დავწერ ვეცდები რომ მთავარი გმირი მიასავით უემოციო და დამღლელი არ გამოვიდეს.
მადლობა, მიხარი ყოველთვის რომ მხვდება შენი კომენტარები, მეხმარება ძალიან ისტირიოს წერაში, მაგრამ რა ვუყო ამ მიას ასეთი გამოვიდა :)

marita1230
ისტორიის კითხვა დავიწყე თუ არა ერთი კითხვა გამიჩნდა თქვენთან რა არის სიამაყე თქვენი აზრით?
ჩემი აზრით ამ თვისებას არაფერი აქვს საერთო მიასთან სამწუხაროდ.
თვითონვე ამბობდით რომ დანაშაულის სიმძიმე სასწორის ორივე მხარეზე თანაბრად იყო გადანაწილებული მაგრამ რატომღაც ეს სიმძიმე ისევ მხოლოდ ცოტნეს მხრებზე აღმოჩნდა. ვფიქრობ მია საკუთარი თავის გარდა არავის მსხვერპლი არაა.
ჩემთვის პირადად ვაჩე და ნიცა უფრო საინტერესო წყვილია ვიდრე ცოტნე და მია. დიდი იმედი მაქვს ნიცას პერსონაჟისგან ძლიერ ქალს შექმნი რომელიც ყველას გადაუხდის ჩადენილისთვის.
და ბოლოს ,იმედია ჩემ კომენტარს უარყოფითად არ აღიქვამთ. მომწონს თქვენი ისტორიების სიუჟეტები მაგრამ პერსონაჟები ძირითადად ნერვებს მაწყვიტავენ ხოლმე :დ წარმატებებს გისურვებთ .

მადლობა აზრის გაზიარებისთვის, პირიქით მიხარია ყოველთვის როცა მხვდება კომენტარები და ვიგებ მკითხელის აზრს ისტიროაზე და პერსონაჟებზე, ეს ძალიან მეხმარება წერაში...

 


№11 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს დადებ?

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
დღეს დადებ?

სტუმარი მარი
დღეს დადებ?

დღეს ვერ ვახერხებ და ხვალ დვდებ აუცილებლად

 


№13 სტუმარი eto

dzaan gvian gvian deb xolme am bolo dros :( :(

 


№14 სტუმარი სტუმარი მარი

გთხოვ რა ხვალ დილითვე დადე

 


№15  offline წევრი პელაგია

მესმის ,რომ მია არასწორად მოიქცა ,როცა ცოტნესთან მივიდა .მაგრამ მაინც ვფიქრობ, ცოტნეს უფრო მეტი 'კაცობა' უნდა ჰყოფნოდა. მართლა, ეკითხა მაინც რად უნდოდა ამხელა თანხა. დამდგარიყო ხორციელ სურვილებზე მაღლა : ) . მაინც მგონია, რომ მამაკაცი მეტად რაციონალური და გაწონასწორებული უნდა იყოს.

 


№16  offline მოდერი ნეაკო

eto
dzaan gvian gvian deb xolme am bolo dros :( :(

ვიცი მაგრამ რავქნა ვერ ვახერხებ რომ უფრო ხშირად ავტვირთო :(

სტუმარი მარი
გთხოვ რა ხვალ დილითვე დადე

შიადღისთვის ავტვირთავ აუცილებლად :)

 


№17  offline მოდერი ნეაკო

პელაგია
მესმის ,რომ მია არასწორად მოიქცა ,როცა ცოტნესთან მივიდა .მაგრამ მაინც ვფიქრობ, ცოტნეს უფრო მეტი 'კაცობა' უნდა ჰყოფნოდა. მართლა, ეკითხა მაინც რად უნდოდა ამხელა თანხა. დამდგარიყო ხორციელ სურვილებზე მაღლა : ) . მაინც მგონია, რომ მამაკაცი მეტად რაციონალური და გაწონასწორებული უნდა იყოს.

ასეა მაგრამ მიას მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა და ამიტომაც მოხდა ასე, მითუმეტეს რომ არც მიამ მოისურვა მასთან საუბარი და თავის დახრა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent