საკურას ცრემლში სიყვარული შემოხვდა სიკვდილს
ბედისწერა შოგუნის სასახლეში გაზაფხული იდგა.. უფრო სწორედ სასახლის ეზოში გაშენებულ საკურების ბაღში შილიფად წამოწოლილიყო.. საკურას ვარდისფერი ფურცლები ირიბად ფარავდნენ მათრობელა არომატში გახვეულ სიშიშვლეს.. ჩამავალი სისხლისფერი მზე გამდნარი ბაჯაღლოსავით იღვრებოდა ბაღის ცენტრში, ფერადი ქვებით მოკირწყლულ, გამჭვირვალე აუზში, სადაც საკურას ფოთლები გაზაფხულის არომატთან ერთად ჭყუმპალაობდნენ.. საყელომოშიშვლებული საკურას უნაკლო მხარზე, ყორნისფერი შაშვი გულისწამღებად გალობდა.. გრძელ, ნიავივით მსუბუქ და ცხოვრების გზასავით სწორ თმაში, ვერცხლისფერს შეჩვეული შოგუნი, წინაპართა მიერ გაშენებულ ბაღში, უხუცესი საკურას ქვეშ, გასაშლელ სკამზე ჩამომჯდარიყო და შაშვის გალობას უსმენდა.. ბაღი კარგად იყო დაცული.. თოთხმეტი ყველაზე გამოცდილი სამურაი აჩრდილებივით აკვროდა საკურებს და ყოველი მხრიდან ელოდნენ მტრის გამოჩენას.. თავად შოგუნი საოცრად მშვიდად იყო... ნახრმლევებით და ნაოჭებით დასერილ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.. მთელი სხეულით მზეს ეფიცხებოდა.. ჩამავალი მზის სიმხურვალით ტკბებოდა გადაღლილი სხეული.. შვიდი წლის პატარა ბიჭუნა სიცილ კისკისით დასდევდა დაოთხილ კატას, რომელსაც ზედვე ეტყობოდა არაფრად ეპიტნავებოდა ახალი თამაში, მაგრამ ხათრს ვერ უტეხდა თანშეზრდილ მეგობარს.. - ოისი, შვილო, ნუ დარბიხარ, გაიოფლები და გაცივდები, გესმის?! - ღიმილით დაადევნა დიდმა ქალბატონმა პატარა ონავარს - როგორ არის?! - მზისთვის თთვალმოუშორებლად შეეკითხა შოგუნი მეუღლეს.. - სიცხე აქვს - გაუღიმა პირმშვენიერმა - მაგრამ შენს დაუდეგარ სისხლს ყივილს ეგ დაუშლის?! მესამედ გამოეპარათ მსახურებს სასთუმალიდან შოგუნმა მოწყალედ გაიღიმა.. მისი ბიჭი მართლაც მასავით დაუდეგარი იყო.. მძიმე ავადმყოფს, ერთი საათით ვერ აჩერებდნენ საწოლში.. ექიმებმა არ იცოდნენ რა სჭირდა.. პატარა კი ნაოჭებზე ეფერებოდა მამას და ანუგეშებდა, ძლიერი ვარ, ბრძოლაში მოვკვდებიო.. ყველაფერს ერჩივნა ეს მოფერება ჩამავალ მზეს.. წარმოიდგენდა, როგორი მამაცი მეომარი დადგებოდა მისგან და დამჭკნარ სახეზე ღიმილი ეპარებოდა მალიმალ.. - ამაღამ სისხლი დაიღვრება.. ცა იწვის.. - ჩაეღიმა ცეცხლოვან ღრუბლებზე მრავალომგადანახად სამურაის.. არავინ შეკამათებია.. საომრად კი.. რა ხანია ემზადებოდნენ.. მისი უფროსი ვაჟი საომრად ჯარს აგროვებდა... შოგუნმა იცოდა.. იცოდა, მაგრამ.. სურდა ბრძოლაში დაცემულიყო.. ბოლოჯერ ეგრძნოთ ძარღვებს სიცოცხლე.. სამურაის განვლილი გზა ხომ მხოლოდ სიზმარია.. ერთიანად გაოფლილმა ონავარმა მამასთან მიირბინა და ჩაეხუტა.. - სულ გაოფლილხარ, ოისი - გაუცინა ბავშვს.. - არ იდარდო, მამა, მე მეომარი ვარ, ბრძოლაში მოვკვდები, აი ნახავ.. პატარა ონავარს შუბლზე აკოცა.. - მამა, შეიძლება დღეს შენთან ერთად ვილოცო?! - უეცრად შესთხოვა ბავშვმა.. - რატომაც არა, ჩემო ბიჭუნა - სევდა შემოაწვა შოგუნს.. გარნიზონის უფროსს უხმეს.. - დაცვა გააორმაგეთ.. - ჩემი შვილი საომრად ემზადება.. ჩიტიც კი ვერ უნდა შემოფრინდეს სასახლეში.. გარნიზონის უფროსმა, სამ ომში შვიდჯერ დაჭრილმა ვეტერანმა სამურაიმ თავდახრით მოისმინა ბრძანება და მორჩილად გასწია ბრძანების ასასრულებლად.. - საიონ! საიონ! - გაეკიდა ბავშვი - დიახ, ოისი სენ პაი - გაუღიმა კეთილმა საიონმა - დღეს, ჩემი აბჯარი და სამურაის მახვილი გააპრიალონ და მზის ჩასვლიდან მალევე ოთახში დამხვდეს.. შენ კი, როგორც კი მთვარე შუბისტარზე ამოიწვერება, ჩემს ლილიებს სამ სამი წვეთი წყალი დააპკურე - რა ჩაიფიქრა ჩემმა პატარა ბატონმა?! - დასერიოზულდა სამურაი.. - შენი პატარა ბატონი მალე სამურაი გახდება.. - გაუღიმა ბავშვმა გარნიზონის უფროსმა ყველა კუნჭული პატრულით აავსო.. ბოლოს, როცა ყვავილების მორწყვა ითხოვა პატარა ბატონმა, შოგუნი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.. საიონიც აკი მაშინ დაჭრეს ორჯერ.. დღემდე რცხვენოდა იმის გახსენების მამაც სამურაის, როგორ დაჯაბნეს შიიდას კლანის მკვლელებმა.. მკაცრად გააფრთხილა ყველა, ფხიზლად ყოფილიყვნენ სადარაჯოზე და კბილებამდე შეიარაღებულმა განაგრძო მორიგეობა.. შოგუნი ყურადღებით ადევნებდა თვალს სამურაის რეაქციებს და ეღიმებოდა.. მის პატარა ბიჭუნას უკვე ამაყი და გამოცდილი მეომრებიც კი რიდითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ და ამის მიზეზი, თავად შოგუნმაც კი არ იცოდა.. ამასობაში კი ბინდდებოდა... - ოისი - დაუძახა შოგუნმა პატარა ონავარს - დიახ, მამა - გაისმა მორჩილად არსაიდან - წამოდი, ლოცვის დროა, ჩემო ბიჭო - გაუღიმა აჩრდილს, იცოდა, ბიჭუნა სადღაც ახლოს იმალებოდა.. პატარა არსაიდან გაჩნდა და გამოცდილი ილუზიონისტივით ემთხვია მამას კალთაზე.. **** სასახლის ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში სიმაგრის კლდოვან ფერდობს მიყრდნობოდა ადამიანზე ოთხჯერ დიდი სიმშვიდის ღმერთი. ბუდას ხელები ჩვეულებისამებრ შემოეწყო და მშვიდი, არაფრისმთქმელი თვალებით დაჰყურებდა მოკვდავთა სამყაროს.. საიონი ფრთხილად ეამბორა ბუდას მარჯვენა ფეხის დიდ თითზე და ღმერთმა ვეებერთელა მოსასხამი იმგვარად ზეაღმართა, შოგუნსა და მის ამალას მიწისქვეშეთში სამუდამოდ რომ მოეხერხებინათ გაუჩინარება.. ეს იყო სასახლის ტაძარიც და ამასთან საიდუმლო გასასვლელიც სასახლიდან.. პატარა ოისის პირველად დართეს აქ ჩამოსვლის ნება.. ბიჭი ძალიან გაახარა ამ ამბავმა, თუმცა გამოხატვა არც უცდია.. მეომარი ხომ ემოციებს არ უნდა აჰყვეს... ემოციური ადამიანი ვერ გახდება სამურაი.. სამურაი მხოლოდ ბატონის ემოციებით სუნთქავს.. იცოდა ყოველივე ეს პატარა ოისიმ და ჩუმად იყო.. ჩუმად იყო არა იმიტომ რომ არ ესმოდა რამხელა საიდუმლოს იზიარეს იგი, ან შეეშინდა კაცთმოყვარე ღმერთის.. არა.. ოისის სურდა გამხდარიყო სამურაი.. აკი სულ მალე, გახდებოდა კიდეც.. სამურაიმ კი პატივი უნდა სცეს წმინდა ადგილს.. ჩაბნელებულ ტალანებში ოთხი სამურაი მიუძღოდათ ჩირაღდნებით ხელში.. ყოველ ნახევარ მეტრში ბუდისტი ბერი იდგა, თავდახრით ესალმებოდნენ მოსულთ, თუმცა არც ჩირაღდნები ჰქონდათ, არც იარაღი.. შოგუნს უკან ექვსი ვეტერანი სამურაი მიჰყვებოდა.. ძალიან უკვირდა ოისის, როგორ ახერხებდნენ ბერები ასეთ წყვდიადში უჩირაღდნოდ გადაადგილებას.. როცა სვეტოვან დარბაზში აღმოჩნდნენ, არსაიდან მზის შუქი შემოიჭრა და დარბაზის შუაგულში მდგარი ბუდა გააბრწყინა.. გაოცებული მეომრები აქეთ იქით იყურებოდნენ. ირგვლივ მხოლოდ წყვდიადი იყო. - თვალსხივოსანი მოგესალმებათ, ძვირფასო სტუმრებო... - წყვდიადიდან გაუღიმათ ბუდისტმა ბერმა - მოხარულნი ვართ, ოისი სენ პაი, რომ მოხვედით - ჩემი სახელი საიდან იცის?! - გულუბრყვილოდ გაიფიქრა ბავშვმა - სამურაი ბრძენი უნდა იყოს - გაუღიმა ბერმა - თქვენ ხომ შოგუნის მემკვიდრე ხართ, ბევრმა იცის თქვენი ვინაობა ოისის ჩაეღიმა.. რა თქმა უნდა მისი ვინაობა ბევრმა იცოდა.. ჯერ მარტო მთელმა მისმა სანათესაომ, რომელიც ალბათ სამას ოჯახს უდრიდა, სამი ათასი სამურაი ემორჩილებოდათ. მის შესახებ ყველა სამურაიმ იცოდა.. - გელოდებოდით - გაუღიმა უცნობმა ოისი აღარ ფიქრობდა.. მამასავით ჩაიმუხლა და თავი დახარა.. - ოოოოოოოოომ.. - დაიწყო ხანგრძლივი და მონოტონური ლოცვა... ლოცულობდნენ ბერები.. ლოცულობდნენ სამურაები.. ლოცულობდა შოგუნი.. ირგვლივ ყველას თვალები დაეხუჭა და თავი დაეხარა.. მხოლოდ ოისის გაებედა თავის აწევა.. - გამარჯობა, პატარა სამურაი - გაუღიმა ბუდამ - ოოოომ - ბიჭუნამ თავისი ხმა გაიგონა - ნუ გეშინია, დამელაპარაკე, ისინი არ გვისმენენ.. - დიდებულო ქალღმერთო - მიმართა პატარამ - მალე გავხდები სამურაი?! - აკი გითხარი, ჩემო მეომარო, ამაღამვე ჩემი სამურაი გახდები - უღიმოდა ის - ხომ აასრულე, რაც გთხოვე?! - დიახ, ჩემო ქალღმერთო, ხმალი და აბჯარი ჩემს ოთახშია - გაუღიმა ოისიმ - მაშ დაელოდე.. ამაღამ ნატვრა აგისრულდება.. ირგვლივ წყვდიადი ყო.. რა იცოდა შოგუნმა, რომ მეომრის სიკვდილს ჰპირდებოდნენ მის უმრწემეს ვაჟს.. ლოცვა დასრულდა.. სტუმრებმა ტაძარი დატოვეს... მხოლოდ პატარა ოისი დალოცა ტაძრის წინამძღვარმა.. ცუდად ენიშნა მისი ეს წმინდა გულმოდგინება შოგუნს.. - დაცვა გააორმაგეთ - უჩურჩულა თავის ერთგულ მსახურს - უკვე გავასამმაგეთ, უფლისწულის ბრძანებით, მბრძანებელო - გაუღიმა საიონმა სამურაის არ ეშინია სიკვდილის.. გაუელვა თავში მარტივმა ჭეშმარიტებამ.. მაშ აბჯარი?! ... ფიქრობდა შოგუნი - ნუთუ ბედისწერაა?! ის ხომ მეტისმეტად კეთილია.. ვერავის მოკლავს - გაიფიქრა მწუხარედ „მეომარი ვარ.. მეომრიდან მეომრის ხელში გადავდივარ, რათა ბედისწერას ვემსახურო..“ ეს წარწერა თავად გაუკეთა მის მახვილს.. შოგუნს აღარაფერი უთქვამს.. პატარა ოისი ტოლ ბიჭებში გაიქცა ნინძობანას სათამაშოდ.. ბინდდებოდა... ... მზე უკვე გადახრილი იყო როდესაც ორივე სათათბირო კარავში გამოიძახეს.. იოსიდა, შოგუნის უფროსი ვაჟი ჩამავალ მზეს გაჰყურებდა ... კარავს ოცამდე ვეტერანი სამურაი იცავდა.. ექვსი მათგანი შესასვლელთან ახლოს, კოცონს შემოსხდომოდნენ.. ორი მარჯნისფერაბჯრიანი სამურაი შესასვლელს დარაჯობდა, თორმეტი კი იოსიდას ახლდა მცველად.. - ალბათ, ხვდებით, რატომ გიხმეთ.. - გაიღიმა მან - მზე იძინებს - გაიღიმა ვაჟმა - უკვე დროა.. - ჰო - გაეღიმა შოგუნსაც - არ დამაღალატოთ - მხოლოდ უმცროსი ძმა?! - ჩაეკითხა მეორე - ყველა დახოცეთ, თუ შეძლებთ - გაუღიმა იოსიდამ - მაგრამ მამაჩემი ორივეს მოგკლავთ.. - ვნახოთ - ჩაიღიმა უფროსმა.. - ვნახოთ - გაეღიმა მასაც - ახლა კი წადით.. - ჰოს - დაუკრეს თავი და წყვდიადში განქარდნენ.. .... მთვარის შუქთან ერთად ციხის ქონგურებზე ორი აჩრდილი მიიპარებოდა.. უხმაუროდ მიცოცავდნენ.. სხეულს უფორმო, შავი ლაბადები და ნიღბები უფარავდათ.. უხმაუროდ აცოცდნენ გალავანზე, გაეპარნენ მორიგე პატრულს და წყვდიადში გაუჩინარდნენ.. .. პატარა ოისის აბჯარი აესხა და მახვილით ხელში, დაჩოქილი ელოდა სიკვდილს.. არ ეშინოდა.. სამურაის სიკვდილის არ უნდა ეშინოდეს... არც ოისის არ ეშინოდა.. უფრო სწორედ არ იცოდა რა იყო შიში.. მშვიდი ღიმილით უღიმოდა პატარა სამურაის ბუდა.. დიდ ხანს ელოდა პატარა იმ დროს, როცა სამურაი გახდებოდა.. ბიჭუნას ეჩქარებოდა.. იცოდა, ცოტა დრო რჩებოდა მის ხელმეორედ დაბადებამდე.. მისი, როგორც მეომრის ცხოვრება, ან აქ უნდა დასრულებულიყო, ან სამი წლის შემდეგ სარეცელზე.. პატარამ ფარულად მოისმინა შოგუნისა და მისი ექიმის საუბარი.. იქნებ ამიტომაც, მხოლოდ მას აძლევდა ყველაფრის უფლებას საერთოდ მკაცრი და ზომიერი მამა. არ უყვარდათ ძმებს გათამამებული ბავშვი. შურდათ მისი და იქნებ სამართლიანადაც. მათთვის ხომ ერთი ტკბილი სიტყვა არ უთქვამს ზედმეტად შოგუნს, პატარა ოისის კი თავს ევლებოდნენ და ანებივრებდნენ.. ყველაზე მეტად უფროს ძმას ეჯავრებოდა პატარა ონავარი.. ვინ იცის, იქნებ იმიტომ რომ ყველაზე მკაცრად მას ექცეოდა საკუთარი მამა.. სამაგიეროდ დებს უყვარდათ ძლიერ მერცხალივით ფრთხიალა ბიჭი, სიცოცხლეს რომ ასხივებდა ყოველთვის.. ეთამაშებოდნენ და ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ. შოგუნი ბიჭს არაფერს ეტყოდა, ქალიშვილებს კი ხანდახან თვალებს დაუბრიალებდა ხოლმე, რასაც საყვარელი კისკისით და ჩახუტებით პასუხობდნენ. საერთოდ გულმაგარი ფეოდალი, უსაზღვროდ რბილი და თბილი იყო თავის გოგონებთან.. ექვსი და ჰყავდა ოისის და ისე გაიზარდნენ ექვსივე რომ მამისგან ცუდი არაფერი ახსოვდათ.. თუმცა, ეს კია, საბრძოლო ხელოვნებას მათაც ასწავლიდა ახირებული ბერიკაცი, როგორც მათი ფარიკაობის დამნახავი ქალბატონი შეიცხადებდა ხოლმე ღიმილით.. რა გევალება, თუკი სამურაი ხარ?! ოისიმ ზეპირად იცოდა ბუსიდო, მაგრამ წარმოთქმული სიტყვების არსი მისთვის უცნობი იყო.. ის ხომ კურდღელსაც კი არ მოკლავდა, თუ ძალიან არ შიოდა და მაშინაც, მთელი დღე უნდა ესლუკუნა გულამოფსკვნილს. საიონი თვალცრემლიან სამურაის ეძახდა ხოლმე ხუმრობით პატარა ბატონს.. ახლა კი თავის ოთახში, აღსასრულს ელოდა.. არც შოგუნს ეძინა.. წინ თავისი ბასრი მახვილი დაედო და წყვდიადს უცდიდა.. ბინდდებოდა... .... ბინდდებოდა და სიკვდილის მაცნეები მოჰყვებოდნენ წყვდიადს.. გალავანი და გარე საპატრულო ზონა შეუმჩნევლად გამოიარეს და აჩრდილებივით უხმაუროდ მოადგნენ სასახლის ეზოს.. ეზოში იცდაათამდე სამურაი მორიგეობდა. - გვერდს ვერ ავუვლით - შეწუხდა ერთი.. - სახურავზე ავიდეთ, მომყევი - მეორემ გაბედულად გადაჭრა ცუდად განათებული მხარე და საკურას ბაღში შევიდა.. მეორე უხმაუროდ მიჰყვა... ბაღი მშვიდობიანად გადაჭრეს.. საბედნიეროდ ვერავინ შენიშნა შემოპარულნი. კედელთან ორი სამურაი იდგა.. გაიფრიალა ორმა შურიკენმა და უბედურებს პირდაპირ ყელში მოხვდათ.. მათ დაჩოქილ სხეულზე ისკუპეს უცნობებმა და სახურავზე გაჩნდნენ.. სამი მორიგე მოისარიც იმ ორი გუშაგის გზას გაუყენეს და სარკმლიდან სასახლეში ჩაიპარნენ.. სასახლეში ყველას ეძინა შოგუნის და ოისის გარდა.. ჩანდა მოსულები კარგად იცნობდნენ აქაურობას, შოგუნის მოსასვენებელს ზურგი აქციეს და პირდაპირ ოისისკენ გამოსწიეს.. ერთი კართან აიტუზა, მეორემ კი პატარა სამურაის მოსასვენებელი ოთახის კარები შეაღო და სწრაფადვე მოხურა.. ნანახმა დაამუნჯა.. პატარა სამურაი კბილებამდე შეიარაღებული ელოდა მსხვერპლს... - შენ რა, დამცინი?! - გაეცინა მოსულს - მე ხომ მახვილის ოსტატი ვარ - ვიცი - გაუღიმა პატარამ - რა ხანია, გელი, მაპატიე, რომ უნდა მოგკლა - სულელო, გგონია დამამარცხებ?! - განრისხდა შავოსანი.. - უკვე დაგამარცხე - გაუცინა ბავშვმა - აქ საცოლესთან ერთად მოხვედი, აქედან კი ცოცხლები ვერ გახვალთ.. - ჰმ, სასახლის გარეთ, ოცდაათი ათასი სამურაი გვიცდის - აკვირდებოდა ბავშვს, რომელსაც არაფრის ეშინოდა - მაშ, რატომ იღიმის ბუდა?! - დასერიოზულდა ოისი - ვიცი, დღეს მეომარი გავხდები, თავი დაიცავი იელვა მახვილმა და პატარა სამურაი ზედ მტრის მახვილზე წამოეგო.. შავოსანმა სწრაფად ამოიღო მახვილი მისი სხეულიდან.. ხმალზე დაყრდნობილი ოისი წყვდიადს უღიმოდა.. მეომარი ვარ.. მეომრიდან მეომრის ხელში გადავდივარ, რათა... დერეფნიდან ბრძოლის ხმა შემოესმა.. კარი გახსნა თუ არა მახვილმა ფერდი ფოთოლივით გადაუსერა.. ოისი.. შვილო.. დაიღრიალა უბედურმა მამამ.. შავოსნები გაიქცნენ.. დერეფნიდან საიონი ამორბოდა რჩეულ სამურაებთან ერთად.. შეიპყარით... არ გაუშვათ! ოისიიი... შვილოოო - მძვინვარებდა ლომივით.. სასახლიდან ორასი სამურაი გამოენთო.. ტყეში ჩასაფრებული მტრისგან სისხლიანი ნახრმლევი დატოვეს და მკვლელებს დაედევნნენ.. დემონივით იბრძოდა საიონი.. ორმოცდათოთხმეტ სამურაის აართვა სიცოცხლე.. მტერი შეშინდა და უკან დაიხია.. სამიათასამდე ადამიანი დახოცა ორასმა მებრძოლმა.. .... საკუთარ ხმალზე დაჩოქილ ბიჭუნას სისხლი აღარ მოსდიოდა.. ატმისფერ, ლამაზ სახეზე ბედნიერების ღიმილი აღბეჭდოდა.. სისხლის წვეთები წარწერაზე ჩამოსულიყო და მხოლოდ ოთხი ასოსთვის აევლო გვერდი.. იქ სადაც ადრე წარწერა იყო, ახლა ერთი სიტყვა ეწერა.. მ.. ა.. მ.. ა.. ხმლის მეორე მხარეს კი პარარა თითებს სისხლით მოეხატათ ერთადერთი სიტყვა: ბედისწერა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.