შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი საგიჟეთიდან


28-10-2020, 03:42
ავტორი Megi Gabunia
ნანახია 1 645

თეთრი პერანგი მაცვია, ხელები ძალიან გრძელი აქვს, უუი, გამახსენდა ამით ხომ ხელებს მიკრავდნენ...
-ჰაჰაჰაჰა
ამ დროს ძალიან სასაცილო ვარ, არა, მეც სასაცილო ვარ, მაგრამ ის ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ბიჭები, ნეტა დაგანახათ როგორ დამზდევენ ხელების შესაკვრელად, ერთ დღეს წამლები გადავყარე ხოდა იმდენი ვარბენინე საწყალი ხალხი გაწამდა.
ხოო მართლა მე ელი ვარ, ხან ენიც ვარ. იცით ვინც მომწონს ყველა შემიძლია ვიყო, ნიჭიერი ხარო ექიმებმა მითხრეს, მე კლინიკაში ვარ სადაც მხიარულ, ძალიან მხიარულ ხალხს მკურნალობენ, რისთვის ეგ ვერ მივხდი . ალბათ იმისთვის, რომ ძალიან მხიარულები ვართ.
სანამ აქ საცხოვრებლად მოვიდოდი ბევრ ადგილას დავდიოდი, ყველა მიცნობდა, ღამით ვემზადებოდი და დილით მზესთან ერთად გავდიოდი ხალხთან შესახვედრად. ლამაზი დღეები იყო კარგად მახსენდება. იტალია, რომ მართლაც შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ ამ ლამაზ დღეებს საღამოებიც მოსდევდა რომელიც არც თუ ისე კარგი იყო. ყოველი საღამო ჩემი გამოკეტვით სრულდებოდა. ერთ დღესაც აივნის კარი დარჩათ ღია, ის ღამე დაუვიწყარი არის მხოლოდ ის ღამე. გარეთ გავედი აივანზე ცა ისეთი ლამაზი იყო მასზე კი ვარსკვლავები თამაშობდნენ, ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ, უცებ ერთ-ერთი მათგანი ცას მოსწყდა და უსასრულობისაკენ დაიწყო ვარდნა ჰოდა მეც მომინდა მასთან ერთად უსასრულობა და ჩიტად ვიქეცი ათი წამით, ამ ათი წამის შემდეგ ტკივილი ვიგრძენი ჩემი ფრთები გაქრა მე კი უსასრულობიდან ქვაფენილზე აღმოვჩნდი, ოო, როგორი მტკინვეული იყო... მერე აღარ მახსოვს.
ერთი კვირის შემდეგ თვალი, რომ გავახილე მაღალ საწოლზე ვიწექი და ყურში რაღაცის წაკ-წაკი ჩამესმოდა, მერე იყო უგემური საჭმელი და ბევრი ნემსი. მართლა იქ რაც ყველაზე მეტად მართობდა აპარატი იყო, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს აღწერდა, შიგნიდან ფოტოს მიღებდა მაგრამ ფოტოზე ჩემი მხიარული ხასიათი არ ჩანდა.
იმ უღიმღამო საავადმყოფოდან ამ მხიარულებაში გადმომიყვანეს და აგერ უკვე მეოთხე წელი დაიწყო. გავიგე როგორ ამბობდნენ ექიმები ამას არაფერი ეშველებაო მე ისინი ძალიან შემეცოდნენ, მოწყენილი სახეები ჰქონდათ, ბევრჯერ შევთავაზე მოდით გავერთოთ თქო მაგრამ ძალიან უჟმურები არიან. რასვიზამთ ღმერთი ყველას მხიარულების უფლებას ვერ აძლევს, ისე მართალია ყველა რომ მხიარული იყოს სამყარო ასეთი მრავალ ფეროვანი ვერ იქნებოდა.
ახლა შემოდგომაა აქ ყველა ფერის ფოთოლი ვნახე, მინდოდა შემენახა მაგრამ შარშან, რომ, ასე მივიქეცი ბოლოს ყველა ერთ ფერად შეიმოსა, ეს რაღაცას მაგონებდა. გეტყვით რასაც ადამიანები ხომ სხვადასხვანაირები არიან როგორც ეს ფოთლები, მაგრამ, ბოლოს ყველა მიწად იქცევა, ფოთლებიც ასე მოიქცნენ ერთ ფერად.
ახლა ექიმი მეძახის წამალი უნდა მივიღო და დავიძინო მომავალ შეხვედრამდე დღიურო, უსასრულობამდე.



№1  offline მოდერი guroo

შეშლილები ძალიან მიყვარს. გვერდს ვერ ავუვლიდი ამ ჩანახატს.
სამწუხარო კი ის არის, რომ არ მომეწონა და ვინანე წაკითხვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent