შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (სრულად)


28-10-2020, 11:09
ავტორი naattii
ნანახია 15 709

როგორ არ უყვარდა მსგავს სიტუაციაში მოხვედრა, მერამდენედ ესწრებოდა უკვე იგივე თემაზე აგებულ სემინარს ვეღარ ითვლიდა. კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა და ტელეფონი მაგიდის ქვეშ გაანათა. სულ რაღაც ნახევარი საათი და თავისუფალი იქნება. უკვე მეორე წელია, რაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, თუმცა პატარა სკოლაში ასწავლის და მისთვის აუცილებელია სხვა მასწავლებლებთან ჰქონდეს ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში მათთან დარეკვა უნდა შეძლოს. მორიგი საძულველი ქმედება, პირფერობა.
სასტუმროს ნომერში შესულმა პირველ რიგში ფეხსაცმლისგან გაითავისუფლა თავი, ფანჯარა გამოაღო, თუმცა ჰაერის ნაცვლად მტვერი და მანქანების გამაყრუებლი ხმაური შემოვიდა. რა ქნას არ უყვარს დედაქალაქი, ახლაც ჩალაგდება და სასწრაფოდ საკუთარი მამაქალაქისკენ გაუდგება ისევ გზას. ჩალაგების პროცესი ტელეფონის ზარმა დაურღვია:
-გისმენ გივი_ღიმილით მიესალმა ყოფილ მოსწავლეს.
-მას, უკვე დავასრულე._სიამაყე ჟღერდა ბიჭის ხმაში.
-მართლა? არ არის ცვაიგი ასე მალე წასაკითხი, მოგეწონა?
-აუ მას ძალიან. მართლა მოუთმენლობა გულისა იყო ისე წავიკითხე, მადლობა რომ მირჩიეთ.
-არაფრის, კიდევ გინდა რომელიმე ნაწარმოები გიორჩიო?
-მას შერლოკ ჰოლმსი მინდა ახლა მეორე ნაწილი რომ დავიწყო და როგორც კი დავამთავრებ დაგირეკავთ.
-კარგი, აბა შენ იცი წარმატებები_ღიმილითვე გათიშა ტელეფონი და ბოლო შორტიც ჩადო ჩანთაში.
სწორედ ისეთი მასწავლებელი გამოვიდა როგორიც უნდოდა, მისი არ ეშინიათ, პატივს სცემენ, გაკვეთილზე ყვირილიც კი არ სჭირდება, მისი მოსწავლეებისთვის მეგობარიცაა და იციან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაურეკონ.
მალევე დატოვა სასტუმრო და მეტროთი დიდუბის სადგურისკენ გასწია, მალევე იპოვა „ქუთაისი გადის“ მოყვირალი მამაკაცი და ლამის ბოლო ავიდა მარშუტში. მთელი გზა მოწყენილი უყურებდა მობილურზე მოლაპარაკე სხვა მგზავრებს, თავად მხოლოდ მშობლები კითხულობდნენ, სამწუხაროდ მეგობრებში ბედი არ სწყალობდა. წამით საკუთარი თავი შეეცოდა, მაგრამ მალევე შეახსენა გონებას ზოგ ადამიანს ისიც არ აქვს რაც მეო და თვალზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნა.
გზის მალე გასაყვანად, ბავშვების შემაჯამებლების გასწორება დაიწყო, მალე წლის საბოლოო ნიშნები უნდა დაეწერა და ყველაფერი ოფიციალურად იყო მოსაგვარებელი. ვერც მიხვდა თემების კითხვაში გართულმა როგორ გასცდა ავტობუსი უკვე თერჯოლას და რომ ამოიხედა უკვე ქუთაისის ლამპიონები უღიმოდნენ შორიდან. რაც არუნდა მომხდარიყო, მისი შობლიური ქალაქი ყველაფერს ერჩია, მალევე გასცდა საღორიას და ლამის პირდაპირ ბინასთან გაუჩერა მძღოლმა. ძლივს აათრია მძიმე ჩანთა მეხუთე სართულზე და კარებიც გააღო საკუთარი გასაღებით. წამით გაიფიქრა „ირონია სუდბიში“ ხომ არ ვარო და დაკვირვებით მოავლო თვალი ბინას. ყველაფერი თეთრ მტვერში გახვეულიყო, ავეჯზე თეთრი ზეწრები გადაეფარებინათ, საკუთარი ოთახი კი ლამის ჭერის გარეშე დახვდა. მაშინვე მობილური მოიმარჯვა და ნაცნობი ნომერი აკრიბა:
-დედა, მხოლოდ ორი დღით წავედი, რა ქენით ასეთი?
-უკვე ჩამოხვედი? გვეგონა მოგისწრებდით, ათ წუთში სახლში ვიქნებით_არც აცადა მანანამ პასუხის გაცემა ისე გაუთიშა.
რემონტის მიზეზი საკმაოდ ბანალური აღმოჩნდა, ქარს სახურავი გაეფუჭებინა და წვიმას მთლიანად ჩაერეცხა მათი ბინა.
-მუშებმა უკვე დაიწყეს რემონტი, ყველაფერი გუშინ მოხდა_მხრები აიჩეჩა მანანამ
-არ ამოალაგო მა ჩანთა, მე და დედა სოფელში ვრჩებით და შენც იქ წამო, მუშებმა ერთი კვირა დაგვჭირდებაო.
-სამსახური?
-შვებულება ავიღეთ თითო კვირიანი
-ხომ იცით რომ მე ვერ ავიღებ? სწავლის დამთავრებამდე ორი კვირა დარჩა, ნიშნები დასაწერი, ჟურნალი შესავსები, თანაც სოფლიდან სკოლაში ვერ ვივლი ყოველ დღე, ჯანდაბაა, ისედაც ვერ ვაზროვნებ, 4 საათი გზაში ვარ.
-ნათია, სახლში არ დარჩები, არც მე და არც მამა სამ ბიჭთან არ დაგტოვებთ_წარბები შეკრა მანანამ.
-და რა ვქნა? მაგათ ვუყურო? მასწავლებელი ვარ მოსწავლეები მყავს და პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, ერთ თვეში ეროვნულებია, ერთი კვირით ვერ დავისვენებ გამორიცხულია_თავის ტკივილის გაყუჩება საფეთქლებზე ხელის მიჭერით სცადა ნათიამ.
-თავი დაანებე, ხომ იცნობ?_ამოიხვნეშა გიამ.
-ნუ გადამრევთ ხალხო, სახლში სამი ბიჭი იქნება_ლამის თვალები გადმოეკარკლა მანანას.
-დედა, მეზობლები გვყავს, მე ჩემთვის ვიქნები, თანაც დილაობით სკოლაში ვარ, არავისთვის მეცლება, რომელ ოთახშიც არ იმუშავებენ იქ დავჯდები, დამიჯერე არც მე მაქ სურვილი მათ მტვერიან მუსკულებს დავაკვირდე_შეკავებული სიცილით გადააქნია თავი და გიას ხველებად გასაღებული სიცილი არ შეიმჩნია.
-ნათიაა_ერთი ნოტინ მოუმატა ხმას მანანამ.
-წავედით, მშვიდობიანი ღამე ძვირფასო, ბიჭები დილით მოვლენ_შუბლზე აკოცა მამამ.
-რომ ჩახვალთ გამაგებინეთ_ხელი დაუქნია კარებში გასულ მშობლებს და სასწრაფო სიჩქარით შევარდა აბაზანაში დღის ჭუჭყის ჩამოსაბანად.

დილა როგორც ყოველთვის აღვიძარათი დაიწყო. აბურძგნული თმით შევიდა თავის მოსაწესრიგებლად. ტანზე გადაივლო, კბილები გამოიხეხა და პიჟამოს ტრუსის სწორებით გამოაღო სააბაზანოს კარი თმის დასავარცხნად რომ შესულიყო, თუმცა რაღაც რიგზე არ იყო. კარებში ხმაური გაიგონა, ვიღაც მის გაღებას ცდილობდა. წამში გამოფხიზლდა და გაუფართოვდა თვალები. ალბათ ქურდი იყო და იცოდა მისი მშობლები წასულები რომ იყვნენ. წამში შევარდა ოთახში, საკუთარი მაგიდიდად ღამის ნათურა აიღო და კართან დაბრუნდა, სწორედ იმ წამს შემოაღეს კარიც და ფეხის შემოდგმაც არ აცადა სიცილით მომავალ ბიჭს ისე დაალეწა ნათურა თავზე.
-ჯანდაბაა_ნატკენ ადგილზე მოისვა ხელი ბიჭმა და გაოცებულმა ამოხედა შეშლილივით მომზირალ ქალს.
-შენ ვინღა ხარ_მეგობრების გამაყრუებელ ხარხარში ძლივს მიაწვდინა ხმა მასპინძელს, რომელსაც მხოლოდ დამტვრეული ნათურის ტარი ჰქონდა ხელში შერჩენილი და გამწარებული ეძებდა ახალ ნივთს თავდასაცავად.
-როგორ არ გცხვენიათ, ასეთი ახალგაზრდები და უკვე ბინას ქურდავთ, ახლავე ვიკივლებ და მთელ ბინას გავაგებინებ_პირი დააღო მთელი ხმით რომ დაეყვირა და წამში დაეხშო პირიც.
-ეს ისტერიჩკა ვინღაა_უკან მომავალ ბიჭებს მუცლები უკვე საკმარისად ტკიოდათ სიცილიდან.
-მუშები ვართ, მუშები, რემონტს გიკეთებთ_ძლივს მოიფიქრა მესამემ სიმართლე გაერკვია,- აი თომა ბიძიაც ამოდის_უკან, ნელი ნაბიჯებით მომავალი კაცისკენ გაიშვირა ხელი.
პირველმაც მაშინვე შეუშვა ხელი, როგორც კი გოგოს მოდუნება იგრძნო.
-არა, მაინც შენ ვინ ხარ?_წარბ აწეულმა აათვალიერა ნახევრად შიშველი გოგო.
-გამარჯობა ბიძია, ნათია ხო?_ხელი გაუწოდა თომად ხსენებუმა, -გამაფრთხილა გიამ, მაგრამ თუ ჩაიცმევ და ბიჭებს ყოველ დილით ასე არ დახვდები გამახარებ, ამათ კიდე გადარევა აღარ უნდათ_წყნარი ხმით დააბოლოვა და გამოსაცვლელი ტანსაცმლით გაეშურა სააბაზანოსკენ.
-უკაცრავად_თვალი აარიდა ნათიამ ბიჭებს და ნახევრად მკვდარი წავიდა თავისი ოთახისკენ.
-ჰეი, ამორძალო_ისევ პირველის ხმამ გაყინა ადგილზე, -ამას ჩვენ არ მოვხვეტავთ_დამტვრეული ნათურისკენ მიუთითა ბიჭმა და ისედაც შერცხვენილი გოგო უარესად ააწითლა. (1)

სახლიდან ისე გაიპარა დაუპატიჟებელი სტუმრები აღარ უნახავს, კიდევ კარგი პირველი გაკვეთილი არ ჰქონდა და მეორეზე ზუსტად ზარის დარეკვის დროს მივიდა, მაშინვე აირბინა მეორე სართულზე და აქოშინებული ფეხდაფეხ მიჰყვა ბოლო შესულ მოსწავლეს. ერთი სასიამოვნო ჩვევა ჰქონდა, როგორც კი ბავშვების სახეებს დაინახავდა და ნათია მას როგორ ხართს გაიგონებდა, მაშინვე ავიწყდებოდა ზურგს უკან რას ტოვებდა. მისთვის მხოლოდ კლასი, ბავშვები და სასწავლო მასალა რჩებოდა. სამწუხაროდ მთელი დღე გაკვეთილზე ვერ იქნებოდა, შესვენებებზე კი ბიჭის დამცინავი კილო და თვალები თავს არ ანებებდა.
როგორც იქნა გაკვეთილები ჩაამთავრა და სამასწავლებლოს მიაკითხა, სკოლაში ყველაზე ახალგაზრდა თავად იყო, რამაც მისი მეგობრების ნაკლებობა გამოიწვია, კურსელებთან ისევ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ უკვე ყველას საკუთარი საქმე და სამსახური გააჩნდათ და ისე ხშირად ვეღარ ხედავდა, სხვა სკოლების ორ მასწავლებელთან მეგობრობდა და მათაც ვერ ხედავდა ისე, როგორც სურდა. სამსაწავლებლოში საკუთარი ადგილი დაიკავა და ჟურნალები მოიმარაგა, დრო იყო შემაჯამებლის ნიშნები ჩაეწერა.
-ფაშისტო, როგორ ხარ?_ნაცნობი ზედმეტსახელი მოესმა მისი საგნის გამო.
-კარგად ლელა, თავად?
-მადლობა საყვარელო, ხომ არ დაგავიწყდა შემდეგ კვირაში ფილმის ჩვენება გვაქვს, შეგიძლია მეგობრებიც დაპატიჟო, ჩვენ დირექტორს სააქტო დარბაზი დავათმობინე_ზედმეტად აღფრთოვანებული ჩანდა ქართულის მასწავლებელი.
-რომ მეყოლება გაგაგებინებ_ჩუმად დასცინა ნათიამ საკუთარ თავს, ხმამაღლა კი მხოლოდ აუცილებლად დაუძახა.
მხოლოდ სკოლიდან გამოსული მიხვდა ახლა სადაც უნდა დაბრუნებულიყო და სიკვდილივით მოუნდა სადმე წასვლა შეძლებოდა. მაშინვე სანაყინე გაახსენდა და ცენტრისკენ მიმავალ მარშუტს დაუწყო ლოდინი.
-ნესვის ნაყინი მიიღეთ?_პატარა ბვშვივით გაუბრწყინდა თვალები.
-დიახ, მიირთმევთ?_გაეცინა მიოს კონსულტანტს.
-რა თქმა უნდა, ორი ბურთულა მინდა_მაშინვე ფულის მოძიებას შეუდგა ჩანთაში და იქვე ფანჯარასთან მოკალათდა, საოცრად სიამოვნებდა ნაყინის ჭამისას ქუჩაში მოსიარულე ადამიანების ყურება და მათზე საკუთარი შეხედულებით ისტორიების მოფიქრება. განმარტოება დიდხანს მაინც არ დასცალდა.
-დედიკო, სახლში რატომ არ ხარ? უკვე ოთხია, ხომ მშვიდობაა? ხომ არაფერი გჭირდება?
-დედა ამოისუნთქე, რაიცი სად ვარ?
-თომამ დაგვირეკა, ჯერ არ მოსულაო.
-ხოო, აი მუშებიღა მაკლდნენ ახლა უფროსებად_თავისთვის ჩაიბურტყუნა, დედას კი მხოლოდ ის უთხრა სანაყინეში შემოვიარეო.
-კარგი დე, მაგრამ შენ გიცდიან, გარაჟის გასაღები არ დაგვიტოვებია და შენი უნდა ათხოვო, დასჭირდებათ.
-კარგი, მივდივარ_ღრმად ამოიხვნეშა ნათიამ და მობილურთან ერთად თავიც დადო მაგიდის ზედაპირზე. რა ექნა რომ შეხვედროდა? ღმერთო მათ ხომ ნახევრად შიშვლის ნახეს? ესეც არაფერი, იმ ადამიანს თავი გაუტეხა. რა სირცხვილია, წამით გულისრევის შეგრძნება დაეუფლა გოგოს. გაჭირვებით აიტანა სხეული და ისევ გაჩერებისკენ წავიდა.
ესმოდა ბინაში ბიჭების სიცილი, საუბარი, მაგრამ შესვლა ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, კარის გასაღები ხელში გაშეშებოდა და ნაბიჯის გადადგმას ვერ აიძულებდა თავს. როგორც იქნა კლიტეში გადაწყვიტა მისი მორგება და კარები შიგნიდან გაჩხაკუნდა.
-ოჰ, გვიკადრა ძევუშკამ, იმენა დაგვაღამებიე_სინანულით გადააქნია თავი ყოფილმა თავგატეხილმა.
-ჯერ ხუთის ნახევარია_ცხვირში ამოიდუდღუნა ნათიამ.
-გიორგი რას დააყუდე ბოვში შემოუშვი ვაა_თომას ხმა გაისმა სიღრმიდან და გიორგად ხსენებულიც რევერანსით გადგა გვერდით.
-გმადლობთ, აი თქვენ რომ გასაღები გინდოდათ_სახეზე არ აუხედავს ისე ამოაძრო აცმადან და გაუწოდა.
-რამდენი წლის ხარ?_სრულიად უადგილო შეკითხვა დაუსვა ბიჭმა
-26?_გაკვირვება ვერც ნათიამ დამალა.
-კაროჩეეე, მაგარი ვერ ვგებულობ, 26 წლის გოგო 25 წლის ბიჭს თქვენობით რა პონტში მომმართავ? ვაა უფროსი ყოფილხარ ეეე_გაეცინა გიორგის და ოთახში შესულმა გასაღები თომას ესროლა.
-ღმერთო, მოთმინება მომეცი_ერთი ამოიხვნეშა ნათიამ და თავისი ოთახისკენ წავიდა.
ორმა დღემ სრულ არეულობაში გაიარა, ერთის მხრივ ნათია იყო მობეზრებული მუშების ხმაურით, მეორეს მხრივ მუშები ნათიას კაპრიზებით, ლამის საათობრივი გეგმა დაუწესა დრელისა თუ მსგავსი ხმაურიანი მოწყობილობების გამოსაყენებლად.
-გიორგი ვერ ვმუშაოობ_მესამე დღესაც იგივე კივილით შუვარდა ჭერის გასწორებით დაკავებულ ბიჭს, თუმცა ამჯერად თავგატეხილი მარტო მუშობდა.
-კაროჩე, მაგრად ურევ_დაღლილმა გადააქნია თავი ბიჭმა და შუბლიდან ოფლის წმენდით ჩამოვიდა კიბიდან.
-ეს ყოველ წინადადებაში კაროჩე რა უბედურებაა, რას ნიშნავს საერთოდ.
-რომელ მასწავლებლებს გავხარ იცი?“_ჩაფიქრებულმა ნიკაპთან მიიდო თითი -აი პატარა ბავშვებს რომ გონიათ, მასწავლებელი ტუალეტში არ შედის, აბა სმირნაზე მასწავლებელი მოდის, უი სექ*სი არ თქვათ ცუდია ეგ და ხიხია, მაგათ ტრუსიკი კიარ აცვიათ_სულ ოდნავ მიამსგავსა ხმა გოგოს კილოს და თავადვე აუტყდა სიცილი.
-სექ*სი ხიხია არაა_გაბუტული ბავშვივით ამოილაპარაკა ნათიამ და გაიგონა კიდევაც ბიჭის ხარხარი.
-ამდენი ვიბაზრე და მარტო ეგ გაიგე გოგო? აბა ტრუსიკს რომ იცმევ მაგაში დავრწმუნდი უკვე.
-ვიბაზრე არა ვისაუბრე, ტრუსიკი კიარა საცვალი და ტუალეტის ნაცვლად საპირფარეშო_ჯერ ლაპარაკი ისწავლე იდიოტო._მარტივ მეთოდს მიმართა ნათიამ გაბრაზების ამოსანთხევად და ოთახისკენ შებრუნდა. ნაბიჯი გადადგმული ქონდა ბიჭის ხმა რომ დაეწია:
-სახლიდან ვაბშე არ გადიხარ?
-რა შენი საქმეა?
-აუ უეჭველი ნაადრევი კლიმაქსი გაქ რა, დედაჩემი თუ შენზე საინტერესოდ არ ცხოვრობდეს თავი მომაჭერი, თანაც არ დაგავიწყდეს 55 წლისაა.
-ზედმეტი მოგდის, შენი ადგილი იცოდა ყმაწვილო_მოსწავლის მსგავსად დაუქნია თითი.
-შენ კიდევ შენს პატარა ბიჭუნებში ნუ გერევი, წადი რა ცოტა გაიარე, დისკოტეკაზე იცეკვე, თუ ეგეც ხიხიაა მასწავლებლებისთვის? წარმომიდგენია რა ისტორიებს მოუყვები შენს შვილიშვილებს, არა ბებო, არაფერი მინახავს, მთელი ცხოვრება ვიჯექი და იდიოტურ ნაწერებს ვასწორებდი, რომ მემუშავა ხელფასი ამეღო და კაცმა არ იცის სად ტ*რაკში წამეღო. _ნათიას ხმაზე მიბაძვა სცადა გიორგიმ, თუმცა გაბრაზებამ იმძლავრა და უკვე აშკარად ეყოფოდა ყვირილისგან კისერზე წამომჯდარი კაპილარები.
-საკმარისია_ხმა ჩაწყვეტოდა ნათიას.
-თუმცა იცი რა, შენ ეგ პრობლემა არ გექნება, შვილიშვილი სანამ გეყოლება საკუთარი შვილი უნდა გყავდეს, რაც დიდად არ მგონია გეწეროს, ასეთ ქალთან ქუჩის მაწანწალაც კი არ დაწვებოდა_ხელი ააყოლა ნათიას ზედმეტად კონსერვატიულ ჩაცმულობას, -ახლა კი, კეთილი ინებე, იმ შენს ბუდეში შებრუნდი და ყურები კარგად დაიცე, მე კი ბოლოსდაბოლოს მაღირსე ეს დედა ნატირები ჭერი დავამთავრო და ამ წყეულ სახლს მოვშორდე_ბოლო სიტყვები ყვირილით წარმოთქვა გიორგიმ და გოგოს პასუხი რომ აღარ გაეგონა მაშინვე ჩართო დრელი. უკან მოხედილს ნათია ადგილზე აღარ დახვდა.
წამით ინანა, იცოდა ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ მეტი ვეღარ მოითმინა, უკვე დიდი ხანი იყო ქალბატონი ზღვარს გადასული. ბურღი არ ჩართოთ, ლურსმანი ჩაქუჩის გარდა არ შეიძლება სხვა რამით დაამაგროთ?ზედმეტად ხმაურობს. არა მაინც ლურსმანი რითი შეიძლება ადამიანმა ჩააჭედო რომ არ იხმაურო, თავით? პრინციპში იმდენი წიგნით ექნება თავი გამოტენილი იქნებ კიც გაუძლოს თავის დაქნევით დაეთანხმა საკუთარ ფიქრებს და მუშაობა განაგრძო. სამწუხაროდ, ამან მის გულში ჩამძვრალ დანაშაულის შეგრძნებას ვერაფერი მოუხერხა.

მთელი საღამო ოთახიდან არ გამოსულა ნათია, სანამ მუშების დამშვიდობება არ გაიგონა. მაშინვე გვერდით გადადო ნამუშევრები და ტირილისგან დაოსებული თვალები თითებით მოისრისა. აივანზე დადგმულ მოქანავე სკამში ჩაეშვა და ვერაფრით შეძლო ცრემლების მორიგი ტალღის შეკავება. ისე გაჯდომოდა გიორგის სიტყვები გონებაში, მალე საკუთარი თავის შეცოდებას დაიწყებდა, თუმცა აქამდეც ხომ ასე იყო? არანაირი მეგობარი, არანაირი გართობა, მხოლოდ მუშაობა და ხელფასის მანქანისთვის გადადება. შემდეგ ტანსაცმელს დახედა, ყელამდე შეკრული პერანგი და შავი კლასიკური შარვალი, აბა მასწავლებელს რა უნდა ჩაეცვა? მოკლე კაბა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი? პრინციპში, მუსიკის მასწავლებელი სწორედ ასე იცმევს, მაგრამ მისნაირი საყვარელი რომ ყავდეს სხვას, ალბათ ისიც ასე ჩაიცმევდა, თავის დაქნევით დაეთანხმა საკუთარ თავს და კომფორტულად მოკალათდა ალიონის შესახვედრად.

მთელი ღამის გათენებამ და ტირილმა თავისი შედეგი ყველას აჩვენა, ჩაწითლებული თვალები და ჩაშავებული უპეები. სიმპტომები სამსახურში ალერგიით შენიღბა, სახლში კი როგორც ყოველთვის ოთახში შეიკეტა.
-ეს გოგო ხო კარგადაა? _ხმადაბლა კითხა თომამ ბიჭებს, -გუშინს მერე არ ჩანს.
-არ ვიცი, ალბთ თავის თავსაც ჩაუტარა რამე გაკვეთილი და ჩაწყნარდა_მხრები აიჩეჩა გიორგიმ და ჯიუტად არ მიაქცია ყურადღება გულში გაჩენილ უსიამოვნო შეგრძნებას. ბოლოს სიტყვებზე ბიჭმა თომას გახედა, ჩაქუჩის მიმართულება სწორად ვეღარ განსაზღვრა და ნაუშნიკებით წამოწოლილ ნათიას წამებში მისწვდა ბიჭის განრისხებული ბღავილი.
-ხომ მშვიდობაა? _მაშინვე შევარდა ოთახში და სისხლის დანახვაზე ხელი აიფარა პირზე.
-შვილო, ბინტი გექნება სწრაფად მოიტანე_გიორგის გამწარებულ სახეს თვალს ვერ აშორებდა ნათია და მოხუცის სიტყვებიც თითქოს შორიდან ჩაესმოდა.
-დიახ, დიახ ახლავე.
გამეტებით მოერტყა გიორგის ჩაქუჩი თითზე, ფრჩხილის აცლა არ იკმარა თითმაც და კანი თავისი ხორცით პირდაპირ შუაზე ქონდა გაგლეჯილი.
-კი მაგრამ, ჩაქუჩით ასე მწარედ როგორ_გაყვთლება დაეტყო ნათიას სახეზე
-რკინის კონსტრუქციაში მოეტნა_ჭერისკენ გაახედა თომამ, -მიდი სააბაზანოში ჩამოიბანე თან გადაგიხვევს ნათია, თორე ისეთი მტვერია რამე შეგეჭრება_ლამის გააგდო კაცმა.
-აქ მოწიე ხელი_პირსაბანთან ახლოს დააყენა ბიჭი და წყალი მოუშვა. -გტკივა?_წყლის შეხებისას დამანჭული გიორგის სახე ცუდი სანახავი იყო.
-არაფერია, უარესებიც დამმართნია_საღი ხელი აიქნია ბიჭმა და ნათიას პირდაპირ სახეში შეხედა. იმას არ ელოდა რასაც მიხვდა. გოგოს აშკარად ეტყობოდა მთელი ღამე რომ ეტირა და დანაშაულის გრძნობამ ლამის შეჭამა ბიჭი.
პირი დააღო გიორგიმ რამე რომ ეთქვა, თუმცა არ დასცალდა, კარი თომამ შემოაღო ამბის საკითხავად და გაიყოლა კიდევაც გოგო ბინტის მოსაძებნად. (2)
-მაპატიე_კართან გააშეშა ნათია ნათქვამმა სიტყვამ.
-უკაცრავად?_თვალებ გაფართოებული მობრუნდა უკან.
-მასწავლებელი ხარ, მემგონი იცი ეგსიტყვა რასაც ნიშნავს_თითზე დადებულ ბამბას აწვალებდა გიორგი.
-და რისთვის? იმისთვის რომ მუშაობას არ მაცდი? ჩაქუჩის გადაგდებაზე რომ ვოცნებობ თუ შენს უმსგავსო საქციელზე?
-ღმერთო ჩემო, არა რა, ვდგავარ მეც აქ და ბოდიშებს ვიხდი, არაფერსაც აღარ ვამბობ, მეტის ღირსი იყავი, წადი და დაგუგლე ერთი უჩაქუჩოდ როგორ ვაჭედო რკინის კონსტრუქციაზე ლურსმნები, ნერვოზიანი ისტერიჩკა_იქვე დატოვა გამწარებულმა ბამბა და თომასკენ წავიდა ბინტით ხელში რომ ელოდა.
უკვე მერამდენე წრეს ურტყამდა ნათია ოთახში ვერავინ დაითვლიდა, ხელები გულზე დაეკრიფა და საკუთარ თავთან ჰქონდა დიალოგი:
-გაუზრდელი, ბოდიშის მოხდაც არ იცის.
-იქნებ მე მომივიდა ზედმეტი?
-არაფერიც, ზედმეტი რა არის? თავად შემომივარდნენ სახლში და მაწიოკებენ.
-ღმერთო ჩემო, რა მათი ბრალია თუ სახლში წყალი ჩამოვიდა? ისინი ხომ უბრალოდ ხელოსნები არიან, იდიოტოო_თავზე აიფარა ხელი და ბალიშში ჩაერგო ზმუილით.
დილით ჩვეულებრივ ადგა, მოემზადა და ჩვეულებრივზე ადრე გავიდა სახლიდან. სკოლამდე ცოტა ფეხით გაიარა და ლოყებ აწითლებული შევიდა შენობაში, გზადაგზა ბავშვებს უღიმოდა და ეფერებოდა, გიჟდებოდნენ მოსწავლეები თავიანთ ახალგაზრდა მასწავლებელზე, ეს მათ თითოეულ გამოხედვასა და ქცევაში იკითხებოდა.
-დღეს ზმნაზე ვისაუბრებთ, was bedeutet ein Verb und wie viele Formen hat es?(რას ნიშნავს ზმნა და რამდენი ფორმა აქვს მას)
-მას მე ვიტყვი....
-მას მეე.....
-მაას.....
მაშინვე წამოხტნენ ბავშვები, თუმცა ნათიას აღარ ესმოდა, სკოლის გვერდიდან მოპირდაპირე მხარეს არსებული მარკეტი მოჩანდა, სადაც ხშირად ყიდულობდა თვითონაც საჭმელს, მაგრამ ამჯერად, აშკარად მშვენივრად დაინახა იქ შესული გიორგი.
-შენ აქ რა გინდა სამუშაო დროს?ან ერთად გამოვიდა, მხარზე ხელი მოეხვია და შეფუთულ რაღაც საჭმელს აწოდებდა. -ერთი ამას უყურეე_ფიქრებში ჩაძირული ძლივს დაუბრუნდა კლას.
-მაპატიეთ ბავშვებო, Ihr seid sehr gut, wie macht ihr so, dass ihr alles weisst?(როგორი კარგები ხართ, როგორ ახერხებთ ყოველთვის ყველაფერი იცოდეტ?) რადგან ასეა მოდი პირდაპირ 65-ე გვერდზე არსებული სავარჯიშო დავწეროთ ზმნის შესახებ._გაუღიმა ბავშვებს, დავალების მიცემის შემდეგ ისევ ფანჯარას დაუბრუნდა და სასწრაფოდ აკრიბა ნაცნობი ნომერი.
-მაა, როგორ ხართ?
-მამიკო, გაკვეთილების დროს არასდროს მირეკავ, ხომ მშვიდობაა?
-კი მარ, რა უნდა მომხდარიყო?
-აჰა, მაშინ რას მთხოვ გისმენ_გიას სიცილი გაისმა ტელეფონში
-მამიკოო, შენ ხომ ძალიან გიყვარვარ?_ხმა დაიშაქრა გოგომ და წყვილის ყურება არ შეუწყვეტია ერთმანეთს საკმარისზე ახლოს რომ მიჯდომოდნენ.
-მეერე?
-გთხოვ, მუშებს თხოვე ცოტა დაუჩქარონ რა, იქეთ კვირაში ისეთი დღეები მექნება სახლში ბევრი მუშაობა მომიწევს, გთხოვ რაა, მხოლოდ ახლა გამაგებინეს პროექტია დასაწერიო.
-და მხოლოდ 5 დღეში? არ ვიცი შვილო, ვკითხავ თომას რისი მოსწრება შეილება_ამოიხვნეშა გიამ
-აი ზე მამა ხარ რა_ხითხითით გათიშა მობილური და გაფაციცებით დაიწყო ფანჯარაში ლოდინი, ამ პერიოდში ბავშვებს მეორე დავალებაც მისცა და ისევ თვალთვალი განაგრძო. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, როცა რამდენიმე წამში გიორგიმ ხელი ჯიბეში ჩაიყო, მობილური ყურთან მიიტანა და გაბრაზებულმა ხელებით დაიწყო საუბარი, მერე სასწრაფოდ დაემშვიდობა გოგოს და ლამის სირბილით გაიქცა გაჩერებისკენ.
-ღმერთო ვგიჟდები ჩემს თავზე_ჩუმად ჩაიხითხითა და მაშინვე ბავშვებისკენ მიიხედა, იმდენად უნდოდა ეს გაეკეთებინა ვერც გაკვეთილის დროიდან 5 წუთის მოპარვაზე თქვა უარი. ამჯერად გაკვეთილები მთლიანად ამაღლებული განწყობით გააგრძელა.

სახლში გაღიმებული შევიდა, ასე კარგ ხასიათზე აღარც ახსოვს ბოლოს როდის იყო, მხიარულად მიესალმა მუშებს და იგრძნო კიდევაც გაოცებული მზერები. გიორგის სალამი არ დაუბრუნებია, მოახერხა ნათიამ შეემჩნია მარცხენა ხელს რომ ვერ ხმარობდა და მთელი დატვირთვა მარჯვენაზე გადაჰქონდა, ბინტიც უკვე ნაცრისფერი გამხდარიყო.
-აბა ჰე, დროა ნაბიჯი გადავდგათ დანაშაულის გამოსასყიდად_საკუთარ თავს შეუძახა და გამოცვლილმა თავი შეყო ოთახში
-გიორგი, წამო სახვევს გამოგიცვლი.
-არ მინდა, წადი შენნაირ ისტერიჩკებს დაეხმარე_გაოცებული მზერები დააიგნორა ორივემ.
-კარგი, მაგრამ მეორედაც მასე რომ გნახოს იმ გოგომ აშკარად დაგშორდება_ყბა მოიფხანა ძირს დახრილი თვალებით თითქოს ისეთი არაფერი ეთქვეს.
-შენ რა იცი მე ვინ მყავს?_წამში წამოიმართა გიორგი და გოგოსკენ მიბრუნდა, მაშინვე გონებაში თავში ხელი შემოირტყა ნათიამ ეს რა სისულელე წამოვროშეო.
-მე რა ვიცი, უბრალოდ ვივარაუდე_მშინვე დაიხია უკან.
-გეყოთ, გიორგი უბრალოდ გაყევი და ახალი სახვევი გაიკეთე_თომას ხმა გაისმა ოთახში.
-გავყვები გავყვები, აბა რას ვიზამ, ისე გავყვები რომ ოთახამდე მისვლაში დავეხმარები_მტკივნეულად მოუჭირა ხელი მაჯაზე და ოთახისკენ წაიყვანა.
-აბა მოყევი ქალბატონო, რა ხდება?
-შენ ნორმალური არ ხარ, მშვენიერი ბიჭი ხარ, სიმპატიური, ნუ ხეპრეც, მაგრამ ეგ ზოგს უფრო მოსწონს, ხელი არ გაკლია ფეხი და რავიცი ვივარაუდე რომ გყავდა ვინმე_ნერვიულობისგან ხელების ქნევით საუბრობდა ნათია.
-ესეიგი, მშვენიერი ბიჭი ვარ და სიმპატიური_საკმაოზე მეტად მიუახლოვდა გიორგი.
-მე.. მე ხეპრეც ვთქვი, ხომ ვთქვი? კი, ზუსტად ხეპრეც ვთქვი_კედლამდე მიაღწია ნათიამ უკუსვლით და რომ მიხვდა ვეღარ გაანგრევდა უაზრო ბლუკუნს მოჰყვა.
-და ეგეც მოწონთ არა?_წვალებას განაგრძობდა გიორგი
-ამ, ხო, კი. ზოგს მასეთები, მოწონთ თუ უყვარს როგორცაა_უკვე შემაწუხებლად ახლოს იყო გიორგი.
-ანუ მხოლოდ ზოგს_წარბები ასწია გიორგიმ და აშკარად დაეტყო ჩაცინება, -გასაგებია, ესეიგი დღეს დამინახე და ეს დაჩქარებული რემონტიც შენ მოაწყვე, ყოჩაღ სათანადოდ ვერ შემიფასებიხარ_თავი დაუკრა სუნთქვა შეკრულ გოგოს და საწოლზე დადებული ბინტი ხელის გაწევით აიღო, -თითს თავად გადავიხვევ.
გიორგის ოთახიდან გასვლა და ნათიას ერთიანად ამოსუნთქვა ერთი იყო, მერე მიხვდა, რომ რამდენიმე წამიც და ალბათ გაიგუდებოდა, ღმერთო რა ახლოს იყო, ხელის ზურგი გადაისვა შუბლზე და საწოლისკენ მობრუნებული პირდაპირ ზურგით დაეცა ზედ.
რამდენი არ იტრიალა, იწვალა, მაგრამ ვერაფრით დაიძინა. სამზარეულოს გავლით აივანზე ჩამოჯდა და განათებულ ქუჩებს დაუწყო ყურება, წამიერად საკუთარი თავი წარმოიდგინა ბიჭის გვერდით, არ იცოდა ამ ბიჭს თავიდან გიორგის სახე რატომ ჰქონდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა რას იგრძნობდა თავად რომ ყოფილიყო ასე ბიჭთან ახლოს. არაფერი..... საერთოდ არაფერი.... არანაირი, არცერთი წამიერი გრძნობაც კი არ ყოფილა, იმიტომ, რომ არ იცოდა. არ იცოდა ეს როგორი იყო გვერდით ვინმე მდგარიყო, ასე არასდროს უგრძვნია თავი და იმისი წარმოდგენა, რაც არ იცი, შეუძლებელია. მარტოობისგან ჩამოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა და სწრაფი ნაბიჯებით დაუბრუნდა ლოგინს.
საკმაოდ დამღლელი დღე ელოდა წინ. 5 გაკვეთილი ქონდა ჩასატარებელი და პირის ვარჯიშებს აკეთებდა გზაში იმდენი საუბარი მოუწევდა. მეორე სართულზე ადიოდა თანამშრომელი რომ დაეწია.
-უჰ ნათი, რა სწრაფად დადიხარ, რამდენი ხანია გეძახი.
-ხო მშვიდობაა?_თვალი შეავლო აქოშინებულ ქალს.
-ქვემოთ საქმრო გელოდება, თენგომ არ შემოუშვა, ხომ იცი რა ტიპია, ასეთ ბიჭს გვიმალავდი გოგო?_მეგობრულად წაკრა ბეჭზე ხელი და თვალებ გაფართოებული დაეშვა კიბეებზე.
რა საქმრო რის საქმრო, ყველამ ერთად გააფრინა? თავი გადააქნია და გარეთ გასასვლელ კარებში გავიდა. გვერდით მდგომი მე-12 კლასელები გამწარებული ჩურჩულებდნენ უცნობზე. ნათიამ კი, ლამის ხმამაღალი ტკაცანით შემოირტყა შუბლზე ხელი ნაცნობ ფიგურას რომ მოკრა ეზოში თვალი და მიხვდა რაც ხდებოდა. (3)
-სულ გააფრინე? ეს ხომ სამსახურია და არა სათამაშო მოედანი? რა საქმროობა აგიტყდა?_ ჩუმად დაიწყო ჩხუბი მოხითხითე მე-12 კლასელებს რომ არ გაეგონათ.
-ოჰ, დიდი ბოდიში, ჩემი სამსახური რადგან შენი სახლია მიტომ გაქვს ბევრის უფლება?_წარბები აწკიბა ბიჭმა და წამში გააჩუმა ნათია.
-რაღაც პრივილეგია მაინცაა_სიამაყით ასწია თავი მაინც
-არა რა,შენ რა გეშველება მე არ ვიცი, ნახვამდის გოგოებო_ხელი დაუქნია უკან მდგომებს.
-მოიცა, მიდიხარ?_უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა.
-აბა დავრჩე?_გაეღიმა გიორგის.
-ა, უი არა, კარგი დროებით_მაშინვე შემობრუნდა დაბნეული ნათია, თუმცა მეორე სართულზე ასვლისას მაინც მოეკრა თვალი როგორ შევიდა ბიჭი მოპირდაპირე მარკეტში.
-აქ ჩემი საქმროა, იქ მისი შეყვარებული_ჩუმად ჩაიდუდღუნა და ზარს მორიგ გაკვეთილზე შეყვა ავტომატურად.
ჩვეულებრივზე უხასიათოდ დატოვა სკოლა და გასეირნება გადაწყვიტა, ცენტრისკენ მიმავალი ტრანსპორტი მალე მოვიდა და ისიც წამში მოკალათდა ფანჯარასთან. რიონის პირას გაკეთებული ახალი პარკი აინტერესებდა და სწორედ იქ გააჩერებინა მძღოლს. იქაურობა იმაზე ლამაზი დახვდა ვიდრე წარმოედგინა. თავისუფლად მოკალათდა ერთ-ერთ სკამზე და რვეული ამოიღო. სულ სულ პატარა საიდუმლო ჰქონდა, ნოველებს წერდა. რის შესახებაც არავინ იცოდა. რამდენიმე გვერდი მიამატა ისტორიას და საათზე რომ დაიხედა მაშინვე წამოდგა, მალე უნდოდა სახლში მისულიყო.
-გამარჯობათ_ღიმილით მიესალმა კარებში მომავალ თომას, -მარტო ხართ? უცებ შეათვალიერა კაცის უკან ცარიელი ოთახი.
-კი შვილო, ბიჭები უკვე წავიდნენ, გიორგი შუადღეს გავუშვი, თითი გაუსივდა, როგორც ჩანს მაინც შეეჭრა რამე და საავადმყოფოში გავაგზავნე.
-ხოო, საავადმყოფოში კი, კარგი გიქნიათ_კაცის გაკვირვებულ სახეზე მაშინვე შეცვალა ნათქვამი.-კარგად იყავით ხელი დაუქნია კარში გამავალ კაცს.
-საავადმყოფოში გაუშვიათ თურმე ბიჭი და ის დაგულაობს, იდიოტი, თუ ანახა მაინც ჭრილობა ექიმს? თუმცა რას დავეძებ შეეჭრას რამე კარგია, საერთოდ მოაჭრიან იმ თითს და რომ ვეღარ იმუშავებს უფრო იოლად მიაკითხავს სატრფოს. საქმრო, ჰმ, დამპალი, არაადამიანი_მთელ ხმაზე ბუზღუნებდა ნათია და გამწარებული ქაჩავდა უდანაშაულო პერანგს რომ გაეხადა.
-იდიოტი და ხეპრე დაგავიწყდა_ნაცნობი ხმა მოესმა კარებიდან
-ღმერთო, ოღონდ ახლა სასწაული მოახდინე და ძირს ჩამიტანე_თვალებ დახუჭული მიბრუნდა ბიჭისკენ.
-სულ გახდილი რატო მხვდები_მძიმედ ამოიხვნეშა ბიჭმა და ახლა დახედა ნათიამაც ბიუსჰალტერით რომ იდგა და წამში აიფარა ხელები.
-მერე ნუ მიყურებ.
-აბა თვალები გავანათხოვრო? თანაც მშვენიერი მკერდი გქონია, ისე ფილმებში გამიგონია ხოლმე, ასე ვითომ წმინდანებში უფრო მადისამღძვრელი რაღაცეები იმალებაო_წარბები აუთამაშა უქვე ყურებიდან ორთქლის გამოსაშვებად გამზადებულ გოგოს.
-უზრდელო, გარეწარო_ლოგინზე დადებული პერანგი სახეში ესროლა მოხითხითე ბიჭს და ისიც შემოსასვლელისკენ გაიქცა.
-ბედი შენი მაგვიანდება, თორემ გასწავლიდი რაღაცეებს_თვალი ჩაუკრა აწითლებულ გოგოს და ერთ-ერთ ხელსაწყოს დასტაცა ხელი.
-რატომ მობრუნდი? ან სად გეჩქარება?_უკან გაეკიდა მაისურის ჩაცმით.
-პრეფერატორი დამრჩა, მეორე სახლში დამჭირდება სამუშაოდ_თვალი ჩუკრა უკან მობრუნებულს.
-ნატკენი თითით ორ ადგილას მუშაობ?
-რა უნდა ვქნა? როცა წინ ქორფწილი ბევრი საქმე და ხარჯი გიგროვდება, ხვალამდე_თვალი ჩაუკრა გაშეშებულ გოგოს და კარიც მიიხურა.
სწრაფად ჩაირბინა კიბეები და ახალი უფროსის მანქანაში ჩაჯდა. ისე აწუხებდა თითი მუშაობისას, მაგრამ არც მიუქცევია ყურადღება და ვერც მიაქცევდა, ეს სამუშაოც ჭირდებოდა და თუ გამოჩნდებოდა მესამესაც დაიწყებდა, ოღონდ ყველაფერი ისე გამოსულიყო როგორც უნდოდა. მისი და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებდა და სწორედ ისეთ ქორწილს გაუკეთებდა როგორსაც იმსახურებდა.

სახლიდან დაღლილი გამოვიდა, ხელებს და ფეხებს ძლივს იმორჩილებდა. ისე გვიანი იყო ტრანსპორტი მისი სახლისკენ აღარ იქნებოდა, ამიტომ ფეხით უნდა წასულიყო. ღამის პირველი იქნებოდა ბინის კარი რომ შეაღო. ნინიას იქვე ჩაძინებოდა შემოსასვლელში დივანზე, ღიმილით გადაუსვა ძმამ ხელი და შეფხიზლების გარეშე აიხუტა, ნაზად მიაწვინა ლოგინზე და შუბლზე კოცნით უსურვა ღამე მშვიდობის. ტანზე გადაივლო და მაშინვე დივანზე დავარდა დასაძინებლად. ნათიას გამწარებული სახე წამოუტივტივდა რატომღაც და სიცილში ჩაეძინა.

დილით ჩვეულებრივ თომამ გამოუარა მანქანით, ეს მათი სამუშაო მანქანა იყო და ოთხივემ ერთად იყიდეს, თომამ, თვითონ, ლევანი და ბაჩო ბინის მშენებლობაზე გაიცნო და მას შემდეგ ყოველთვის მფარველივით ედგა გვერდით, იმ მამის მაგივრობას უწევდა რომელიც დიდი ხანია აღარ ყავდა.
-რა ქენი გუშინ?_პირველად უწევდა გიორგის მარტო ცალკე მუშაობა.
-დიდი არაფერი, წყალი აქვთ ზემოდან ჩამოსული, სამი დღე დამჭირდება რადგან მარტო ღამით ვმუშაობ.
-მაშინ მანქანით ეს დღეები შენ იარე, ცოდვა ხარ ფეხით_გასაღები უკან მდგომს ესროლა და ბინის კარებიც შეაღეს.
იქვე მოუწია ოთხივეს გაშეშება რადგან, რაც წინ დახვდათ ნამდვილად საშიში იყო.
-ნათია შვილო მშვიდობაა?
-კი თომა ბიძია_ნახევრად არც ისმოდა მისი წასული ხმა, -აივანზე ჩამძინებია და გავცივდი_იმხელა ხმაზე დააცემინა არამარტო ჩაი გადმოეღვარა ხელში დაკავებული ჭიქიდან, დარწმუნებით იტყოდით სახურავიდანაც აფრინდნენ მტრედებიო.
-დედას დაურეკე?
-არ გაბედოთ_მაშინვე გაუმკაცრდა ხმა, -მაშინვე სოფელში წამათრევს და სკოლაშიც არ გამიშვებს, არაფერი უთხრათ რა_სიმკაცრიდან მაშინვე მუდარაზე გადავიდა.
-კარგი შვილო, შენ უფრო იცი_ხელები ასწია კაცმა.
-სწრაფად წადი საწოლში დათუნიებს შეცივდათ_პიჟამოზე გამოხატულ ფიგურებზე მიუთითა გიორგიმ და გოგოს აპუწულ თმას მხოლოდ თითი მიადო
-ვააა, ასე ბუნებრივადაც კეთდებაა ასეე._თვალი ჩაუკრა სახეალეწილ ნათიას და ოთახს დაუბრუნდა. რატომღაც გიჟდებოდა ამ გოგოს წვალებაზე. სამწუხაროდ აღარ გაუგონია როგორ დაიქადნა ზურგს უკან ნათია მაცადე, მე შენ გიჩვენებ სეირსო. (4)
-ჩემო ერთადერთო გოგო როგორ ხარ მა?
-კარგად მა, უბრალოდ ყველა უბედურება მე მემართება_შუა ქარვასლაში მდგომი ლამის ბოლო ხმაზე მორთო ნათიამ წუწუნი.
-ხომ მშვიდობაა მა?
-ლეპტოპი გამიტყდააა_სრული დრამატულობისთვის ვითომ ტირილის ნოტები შეურია ხმაში.
-გამისკდა გოგო გული ჭირს არ წაუღია? იყიდე ახალი მერე.
-იმხელა რაღაცა როგორ ვათრიო, დინამიკები, ყურსასმენები ორნაირი, დამცავი, მაუსი, ჩანთა._ისევ ადუდღუნდა ტელეფონში.
-კარგი, მოვიფიქრებ რამეს_ამოიხვნეშა კაცმა და მაშინვე გაუნათდა გონება, -მამა, რაღა უცხოს ვთხოვო, თომას დავურეკავ და რომელიმე ბიჭს გამოვაშვებინებ. _ნეტა დაენახა იმ წუთას რა ილეთი გააკეთა ნათიამ დერეფანში სიხარულისგან.
-უი მამა, სწორი ხარ, რომელიღაცას თითი ქონდა ცოტა სერიოზულად ნატკენი და არაფერი უჭირს ორი საათი თუ წამოვა.
-რა დაემართა მამა?
-ისეთი არაფერი, ჩაქუჩი მოირტყა და კანი გაუსკდა, ნაკერები უკვე ადევს_რატო თავი არ გაიხეთქა, ჩუმად ჩაილაპარაკა და ხელი აიქნია
-კარგი, დავრეკავ ახლავე.
-ესეც ასე ბატონო გიორგი, ახლა მაცადე_გამარჯვებულის ღიმილით შემართა მუშტი და ალტას მაღაზიას მიაკითხა.
რამდენიმე წუთი დაჭირდა გიორგის პლაშატკიდან მოედანზე ჩასულიყო. სიბრაზისგან ლამის ხარივით ქშენდა, ძიძაა თუ რა უბედურებაა, მას რა სამუშაო არ აქვს. ძლივს მოახერხა მოპირდაპირე მხარეს მანქანის ადგილის გამოძებნა და მძიმე ნაბიჯებით წავიდა შენობისკენ. პირბადე მოიმარჯვა და ნათიაც დაინახა შესასვლელთან. მაშინვე ყველაფერს მიხვდა, ამ გოგომ მოტყუება სულ არ იცოდა, იმხელაზე აეკრა სახეზე გამარჯვების ღიმილი, დებილიც მიხვდებოდა მისი მოწყობილი რომ იყო ყველაფერი.
-ესეიგი თამაშს ვაგრძელებთ, კარგი კარგიიი_პირბადეში ჩაიღიმა და წყნარად დადგა შესასვლელთან დაცვას სიცხე რომ გაეზომა.
-აბა საიდან ვიწყებთ ქალბატონო?_თავაზიანად დაუკრა თავი გაკვირვებულ გოგოს, ეგონა გაცოფებულ გიორგის ნახავდა.
-ცომლენდში შევარჩიე_თითით მიუთითა მაღაზძიისკენ და ღრმად ამოისუნთქა/
მთელი საათი გაჩერდნენ იქ, გიორგის დაღლას ვიღა დაეძებდა ისე გააწამა კონსულტანტი, ბოლო დეტალებიც კი აახსნევინა კომპიუტერის, თანაც ნახევარი საერთოდაც არ ესმოდა. მისი ყუთი გიორგის დააკავებინა, ზემოდან კი ყველა ის ნივთი დაადო მამამის რაც უთხრა. ფაქტობრივად ბიჭი ბრმასავეთ გამოვიდა იქედან და მხოლოდ ნათიას ფეხებს მიჰყვებოდა.
-უი ტელეფონი ბრონი_თავზე ხელი მიიდო და უკვე კარებთან მისული მოაბრუნა ბიჭი.
-ღმერთო, რომ ვცემო რა უჭირს?_ზემოთ აიხედა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
-რამე მითხარი?
-ამდენი ფული საიდან გაქთქო, ათას მაინც დახარჯავდი ეხა.
-ტექნიკის მაღაზიაში ბოლოს როდის იყავი? ათასი მარტო ლეპტოპი ღირდა_ჩანთაში იქექებოდა გოგო
-რაა?_ლამის ხელიდან გაუვარდა ყუთები.
-გიორგი, სამი წელია სკოლაში ვმუშაობ, პლიუს რეპეტიტორი ვარ, რაც ხელფასი ამიღია რაში დავხარჯავდი? საჭმელი ჩემი საყიდელი არაა და გადასახადები გადასახდელი, კლუბები აქ არაა ღამე დავდიოდე
-რომ იყოს ხო რას ამბობ, კაცი ვერ მიგასწრებდა, მანქანა იყიდე_მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-სისწრაფის მეშინია.
როგორც იქნა იქედანაც გამოაღწიეს, ნახევარი საათი ტექნოლაბის კონსულტანტი აწამა და როგორც იქნა მაქანასთან მიაღწიეს.
-ვაა შენია?_სუფთა,შავი, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი ოპელის კარი გააღო გიორგიმ.
-სამუშაოსია, ერთად ვიყიდეთ.
ყუთები ფრთხილად შეაწყო და უკან კოტონის მაღაზიას გახედა, შემდეგ დაღლილ ნათიას, რომელიც ისე დაღლილიყო თავისივე თამაშით ფეღზე ძლივს იდგა.
-იცი რაა, რადგან ამდენი ფული გაქვს, კიდევ ერთი საქმის მოგვარება შეიძლება_გულში გოგოს გამწარებულ სახეზე მთელი ხმით გაიცინა, ხოლო რეალურად მაჯაზე სტაცა ხელი და კოტონის შესასვლელისკენ გააქანა.
-აჰა, ნახე ფასდაკლებაო, ეკონომიასაც გააკეთებ, აბა დავიწყოთ_ხელები საქმიანი კაცივით გაუსვა გიორგიმ და ჩამოკიდებულ ტანსაცმელს მივარდა. -ისეთი ჩხინკორა ხარ 34 კარგად გექნება, აჰა ეს 36 ავიღოთ.
-ჩხინკორა რა სიტყვაა_ხელებზე დახვავებულ ტანსაცმელს დახედა საწყლად, --ვერ ვიტან მოზომებას.
-ესეც ტყავის იუბკა, ეს ვარდისფერი ბლუსკა, ჯინსის შარვალი...
-ჟარგონებით ნუ ლაპარაკობ შევწუხდი და ასე მოკლე შორტს ვინ იცმევს_თვალებ გაფართოებულმა დახედა ნივთს.
-შენ, აჰა ჯინსის ქვედაწელი ბატონო, იუბკა რადგან არ მოგწონს. ჰე აბა გასახდელში.
-ღმერთო ჩემივე დაგებულ მახეში სულ მევე როგორ ვებმები_ლამის ტირილი დაიწყო ტანსაცმლის რაოდენობას რომ დახედა და გასახდელის კარი შეაღო.
ჯერ ტყავი მოიზომა, მისდა გასაკვირად ძალიანაც მოეწონა, არც მოკლე იყო არც გრძელი, მის ფეხებს ნამდვილად უხდებოდა, ვარდისფერი მაისური შეუხამა და პატარა ქუსლიანიც ჩაიცვა.
-აბა?_სარკეში ტრიალისას მოუახლოვდა გიორგი
-ხოოო, ვითომ წმინდანებზე მართლა სწორი ვყოფილვარ.
-სწორი ბოძია, ადამიანი მართალია ხოლმე_ირონიულად ჩაუკრა თვალი და შემდეგი წყვილის მოსაზომად შევიდა.
-ჭკუის სწავლებაც დამიწყო ყოფილმა მონაზონმა_თვალის ტრიალით მიუგო ბიჭმა.
მთელი საათი მოუნდა ტანსაცმლის ცვლას, ჯინსი იმდენად კომფორტულად ქონდა ორი აიღო, ტყავიც და ფეხსაცმელებიც, შეტანილი ტანსაცმლის ნახევარი საყიდლად გადაალაგა და გიორგის მზერამ აუწვა ზურგი.
-რა ხდება?_სალაროსკენ გატრიალდნენ.
-მკერდის მერე ტრა*კითაც თუ გამაკვირვებდი არ მეგონა_თავი გადააქნია ბიჭმა.
- კიარა საჯდომი, ქართული უნდა გასწავლო.
-წესით, ან წიკვინი უნდა დაგეწყო ეს რა მითხარიო, ან შეგეფერებინა. მესამე ვარიანტი არ მიფიქრია _წარბებ შეკრული ჩაფიქრდა ბიჭი
-მე ხომ სტანდარტებს არ ვემორჩილება_თვალი ჩაუკრა ბიჭს და მაშინვე ზურგით შებრუნდა შერცხვენა რომ დაემალა.

-ჯერ არ დაგვისრულებია_ღიმილით გადახედა გადაღლილ გოგოს.
-შანსი არააა_ლამის ტირილი დაიწყო ნათიამ. -დარჩა რამე?
-თმა.-წარბები აუთამაშა ბიჭმა.
-გამორიცხულია, ტყავის კაბაზე დაგთანხმდი და შეღებილი თმით ვერ ვივლი სკოლაში.
-დებილი ბავშვივით იქცევი, მასწავლებელი კიარა მოსწავლე დადის შეღებილი თმით_ძალით შეიყვანა სალონში და რიგში დააჯინა.
-გამოღიავება უნდა, ოღონდ მთელი თავის არა.
-პერუშკებივით_თავი დაუქნია სტილისტმა და მალევე დაიჯინა.
მთელი საათნახევრის მანძილზე რაც იქ გაატარეს გიორგი ღიმილით მესიჯობდა, მხოლოდ რამდენჯერმე ამოხედა გოგოს და თვალი ჩუკრა. ზოგჯერ ისე იტარებდა ენის წვერს ტუჩზე ნათიას წარმოდგენაც არ უნდოდა რა სიბინძურეს წერდნენ, გული დაწყდა, რატომღაც იმ დღეს, იმ მომენტი, იმ ადგილას, მხოლოდ ის და გიორგი უნდოდა ყოფილიყო. რატო? თავადაც არ იცოდა.
უკვე ბინდდებოდა ბინასთან რომ მივიდნენ, ლამის სირბილით აიტანა გიორგიმ ნივთები და შესასვლელშივე დაუტოვა.
-უკვე მასგვიანდება, აბა შენ იცი, ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებ_თვალი ჩაუკრა აწითლებულ გოგოს და სირბილით დაეშვა კიბეებზე.
-მადლობაა_ძლივს მოახერხა მიძახება ნათიამ და ძლივს მოიფიქრა კარის მიკეტვა. სწორი იყო, ხვალიდან ახალ ცხოვრებას იწყებდა. ღიმილით შეათვალიერა თმა სარკეში და ღიღინით წავიდა ოთახისკენ. (5)

დილით განსაკუთრებულად მოემზადა, დღეს პარასკევი იყო, მხოლოდ დღეს შეეძლო ბიჭისთვის მისი თავი განსხვავებულად დაენახებინა, კვირას წავიდოდნენ და შეიძლება საერთოდ ვეღარ ენახა. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იყვნენ, პროფესიითაც, ცხოვრებითაც, ყველაზე მთავარი, ბიჭი მალე დაქორწინდებოდა და ეს უკვე ლამის ყვიროდა ნათიას უშანსობაზე.
თმის ბოლოები დაიხვია, ცოტა სახეზეც წაისვა მსუბუქი მაკიაჟი და ფეხსაცმელს მიუბრუნდა. შემოსასვლელში დაიწყო ლოდინი, არ უნდოდა ვინმეს ეფიქრა გველოდებოდაო, ჩანთაც მოიმზადა და გასაღები ხელში დაიკავა, როგორც კი ბიჭების ხმები გაიგონა მაშინვე გაემართა კარისკენ, ლევანი და ბაჩო ერთმანეთში იცინოდნენ კარი რომ გამოიღო და უცხო გამოვიდა.
-ნათია შვილო შენ ხარ?_თვალებ გაფართოებული შეჰყურებდა თომა.
-რა მოხდა თომა ბიძია, ვერ მიცანი?_გაეცინა ნასიამოვნებმა.
-გიხდება შვილო, გიხდება_თავი დაუქნია კაცმა და ღიმილით შევიდა სახლში, ბიჭებიც ღიმილით მიესალმნენ და სამუშაოს დაუბრუნდნენ. ის კი ვისთვისაც ასე გამოეწყო, საერთოდაც არ ჩანდა.
ნერვებ მოშლილი და გაღიზიანებული მივიდა სკოლაში. საერთოდ არ გამოვიდა ისე, როგორც უნდოდა, რა იცოდა თუ გიორგი ბინასთან ჩასაფრებული აკვირდებოდა შორიდან და ეთამაშებოდა. მართალია გუშინ ფრე დასრულდა, მაგრამ აინტერესებდა ვინ გაიმარჯვებდა, ვერც ის წარმოიდგენდა თუ ორივე დამარცხდებოდნენ.
სკოლაში მოსწავლეებისა და თანამშრომლების ოვაციებს გულგრილად შეხვდა, მხოლოდ მშრალად იხდიდა კომპლიმენტებზე მადლობას. ყველაფერს მაშინ მიხვდა უცხო ნომრიდან შეტყობინება რომ მიიღო: „2:1 გიგებ“. თან გაახარა ამ ინფორმაციამ, თან გააღიზიანა, ანუ რა? ბიჭი ყველაფერს ხვდებოდა? ნუთუ ასე აშკარა იყო მისი ქცევები? ლამის ფანჯრიდან გადახტომა ისურვა ისე შრცხვა და სახე ხელებში დამალა.
-ნათიი, არ გესმის? რა ხანია გეძახი_რუსულის მასწავლებელი ეძახდა გვერდიდან.
-ბოდიში, ჩავფიქრდი, გისმენთ.
-ხომ გახსოვს ხუთშაბათს კინოჩვენება? იცოდე საქმროსთან ერთად მოდი, თორემ არ გაპატიებ ის ბიჭი რომ არ გამაცნო_თითი დაუქნია გოგოს და ისე გაეცალა ნათიამ პასუხის გასაცემად პირის დაღებაც ვერ მოასწრო.
-ჯანდაბაა, იდიოტო, რა გამიკეთე_ტირილი მოუნდა უცებ სიცილთან ერთად და სახე ამჯერად ჩანთაში ჩამალა.
სირბილით ავიდა მეხუთე სართულზე, ბავშვებისთვის დამატებითი მასალები უნდა გადაეგზავნა და დასკანერება უნდა მოესწრო, თორემ მის ინტერნეტ გვერდს დიდ ზიანს მიაყენებდნენ, სახლში შესულს მხოლოდ გიორგი დახვდა, უკვე კრასკას უსმევდა ჭერს, ანუ კვირამდე დარჩენა სულაც არ დასჭირდებოდათ.
-გამარჯობა_ფეხსაცმელს იხდიდა ისე მიესალმა ნათია.
-გაგიმარჯოს, ბიჭმაც ღებვას თავი ანება და კიბიდან ჩამოვიდა.-ჰა, აყარე ნაშები?_გვერდულად გაუცინა გოგოს.
-უნდა ამეყარა?_პირდაპირ ბიჭისკენ წავიდა.
-აჰა, ნახე რა სიტყვა თქვი, მიდი აბა კარგი გოგო იყავი და ტუჩებზე ხელი მიირტყი რომ არ გაიმეორო_ირონიულად გაეცინა ბიჭს
-და პირიქით რომ გავაგრძელო ? ანუ ჩემგან სითამამეს ითხოვ?_ახლა ნათია ირგებდა თავდამსხმელის როლს და გიორგი მიიწევდა ზურგით კედლისკენ.
-ნუ მთლად ასეც არ მიგულისხმია_ცოტა დაბნეულმა დახედა გოგოს.
-აბა როგორს? მიდი აბა სითამამის საფეხურები გამაცანი_უკვე საკმაოზე ახლოს მიუახლოვდა ბიჭს.
-ნათია, ადამიანი ორ დღეში ვერ შეიცვლება_სანტიმეტრით დაშორებულ გოგოს წითლად შეღებილ ტუჩებს დახედა და ლამის მეც გავიგონე იმხელა ნერწყვი გადაყლაპა.
-მართალია, ვერ შეიცვლება, როგორც ჩანს სულ ასეთი ვიყავი, უბრალოდ რაღაცეები გააღვიძე_თვალების ფახუნით ახედა ბიჭს, ფეხის წვერებზე აიწია, ლამის ტუჩებზე მიადო ტუჩები და ბიჭმა სუნთქვაც რომ შეწყვიტა, აი მაშინ გაატრიალა სახე, ლოყასაც გვერდი აუარა და ყურში ჩაჩურჩულა:
-2:2 ძვირფასო, ახლა ვეღარ იგებ_უკან გამოწეულმა თვალი ჩაუკრა გაშეშებულ ბიჭს და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა საკუთარი ოთახისკენ.
ერთმანეთს არ დამშვიდობებიან, თამაში ფრე დამთავრდა, ნათიას კი დამშვიდობება არ უყვარდა. შაბათს მშობლებიც ჩამოვიდნენ, ერთი შეკივლება და შეცხადება გადაიტანა მანანადან, შემდეგ კი ცხოვრება თავის კალაპოტს დაუბრუნდა. სამსახური - სახლი.
სამშაბათი დღე იყო ისევ მიოში რომ ტკბებოდა ნესვის ნაყინით, ამოჩემებულ ადგილას იჯდა რბილ პუფში და ისევ გამვლელებს ათვალიერებდა გვერდიდან დაჟინებული მზერა რომ იგრძნო. ორი ბიჭი სადილს მიირთმევდა და ერთ-ერთი საკმაოზე ხშირად ათვალიერებდა მიმზიდველ გოგოს. რამდენჯერმე შეიშმუშნა ნათია და წასვლა გადაწყვიტა მის წინ მდებარე პუფი რომ დაიკავეს.
-გამარჯობა, ხშირად გხედავთ აქ, როგორც ჩანს თქვენც ამოჩემებული გაქვთ.
-საკმაოდ, თანაც ნესვის ნაყინი მხოლოდ აქაა_უკვე თითქმის ცარიელი ჭიქა დაანახა ბიჭს.
-კიდევ ხომ არ მიირთმევთ?
-არა მადლობა, უკვე მივდიოდი.
-იმედია ჩემ გამო არა_სახე მოეღრუბლა ბიჭს
-არა არა, წლის ბოლოა და შედარებით ბევრი საქმე მაქვს.-
-წლის ბოლო? ახლა ივნისია_წამით დაიბნა ბიჭი.
-მასწავლებელი ვარ, ჩემთვის წლის ბოლო ახლაა და დეკემბერში სემესტრის შუა დასვენება_გაეცინა ნათიას.
-ახლა გასაგებია_ბიჭიც აყვა სიცილში, -სასიამოვნოა ნათია, მე გიორგივარ, ციმაკურიძე_ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
-ამ ქალაქში რა სხვა სახელი არ არსებობს? ჩუმად ჩაიდუდღუნა და ღიმილით ჩამოართვა ხელი.
-რა საგანს ასწავლით?
-გერმანულს_თავისი საყვარელი საგნის გახსენებაზე გაეღიმა გოგოს.
-საინტერესოა, გერმანულად მხოლოდ Hallo და Mutter ვიცი_სიცილი აუტყდა ბიჭს.
წასასვლელად გამზა დებული ნათია კიდევ ერთი საათი გაჩერდა, ბევრ თემაზე ისაუბრეს, თანაც საკმაოდ საინტერესოდ, როგორც ეტყობოდა გიორგის კითხვა უყვარდა და რამდენიმე ისეთი წიგნიც აქო ნათიას წაკითხული რომ არ ჰქონდა. საუბარი საბოლოოდ მანანას ზარმა შეაწყვეტინათ.
-სამწუხაროდ სახლში უნდა წავიდე_ჩანთის გადაკიდებით წამოდგა ნათია.
-ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი_ხელი ჩამოართვა ღიმილით ბიჭმა და გაბრწყინებული თვალები გააყოლა.

სასიამოვნოდ დაღლილი იყო ნათია, გაღიმებული დაწვა საღამოს და ფიქრებში ჩაიძირა, მაგრამ რატომღაც ამ ამბავს იმხელა მნიშვნელობას ვერ ანიჭებდა რამხელაც სურდა, მის ფიქრებში მაინც სხვა პიროვნება ირეოდა.

ხუთშაბათი ისე მალე მოვიდა გასასამართლებელი მიზეზი ჯერ კიდევ არაფერი ქონდა ნათიას მოფიქრებული, ლამაზად გამოეწყო, მშობლებს დაემშვიდობა და ტაქსით მივიდა სკოლამდე.
ღრმად ამოიხვნეშა და უბრალოდ შეაბიჯა ეზოში, იმედი ქონდა როცა შეეკითხებოდნენ მიზეზი უბრალოდ მოადგებოდა პირზე.
-ნათი, ცოტა დაგაგვიანდე, მალე შედი შენი ბიჭი უკვე გელოდება_გვერდით ჩაუქროლა თანამშრომელმა და ხელ აწეული გაოცებული გოგო იქვე დატოვა ეზოში. სწრაფი ნაბიჯებით შევიდა შენობაში და სააქტო დარბაზსაც მალე მიაგნო. ლამის ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან როცა წინა რიგებში მჯდომ ნაცნობ სხეულს მოჰკრა თვალი. (6)
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ_ღიმილიან ტუჩებშ გამოსცრა ჩუმად რომ არავის დაენახა, თითქოს ჩხუბობდნენ.
-აქ გცხვენია? საქმროს როგორ ელაპარაკები, ნწ, ნწ_თავი დამწუხრებულმა გადააქნია ბიჭმა.
-გიორგი თქო.
-კარგი ხო რა იყო, მაშინ რომ მოგაკითხე დამპატიჟეს და მეც მოვედი.
-ფილმი ინგლისურადაა, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ყურება?_წარბები აუწია ბიჭს.
-რადგან ხელოსანი ვარ დებილი არ ვარ ნათია და კი ინგლისური ვიცი.
-ნწ ნწ, როგორ შემაცოდა თავი_თვალები გადაატრიალა გოგომ.
-იცი რაა? კისერი გიტეხია_გაბრაზებული წამოდგა ბიჭი და გასასვლელისკენ წავიდა.
-ჯანდაბააა_ამოიდუდღუნა ნათიამაც და უკან გაეკიდა. -გიორგი, გიორგი, მოიცადე.
-აბა? ახლა რაღა დაგრჩა სათქმელი მიწასთან რომ გამასწორო?
-არა, მე სულ სხვა ......_სათქმელი ტელეფონი ზარმა შეაწყვეტინა. უცხო ნომერი ისეთი თავგანწირვით რეკავდა გაჩერებას აშკარად არ აპირებდა.
-გისმენთ.
-ნათი გამარჯობა_ნაცნობი ხმა მოესმა მეორე მხრიდან.
-გიორგიიი, როგორ ხარ_ღიმილით გაეწელა ტუჩები
-კარგად, შენ როგორ გიკითხო?
-მადლობა მეც კარგად, გკითხო ჩემი ნომერი საიდანთქო?_გაეცინა გოგოს და წინ მდგომის აწეული წარბები არ შეუმჩნევია.
-ხოო, მოდი ეგ ცოტა მერე, შეიძლება შევხვდეთ?
-შეიძლება რა თქმა უნდა, ჩვენს ადგილზე?_სიამოვნებისგან ჩაეღიმა
-იდეალურია, ხვალ 5ზე მაშინ, დროებით.
-დროებით გიორგი_ბედნიერმა გაუღიმა და მხოლოდ ახლა ახედა ირონიულად მომზირალ ბიჭს.

-აბა ვინაა გიორგი ქალბატონო თქვენი ადგილი რომ გაქვთ უკვე_სიტყვის პრჭყალებში ჩასასმელად თითები ჰაერში მოხაზა.
-ეს გიორგია, ორი დღის წინ გავიცანი_ორი წლის ბავშვივით გაწითლდა ნათია და ტელეფონის წვალება დაიწყო.
-ნუთუ? _უკვე აშკარა ირონიული გახდომოდა ხმა ბიჭს. -მოდი გამოვიცნობ, ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და შარვალ-კოსტიუმით დადის, ალბათ ინგლისურიც უკეთ იცის_თვალები დააწვრილა ბიჭმა და ბრაზისგან აუელვარდა.
-დიახაც და მასზე წესიერად ისაუბრე_თავი ამაყად ასწია გოგომ.
-ხმას ნუ უწევ, მე გაგაცანი ბოლობოლო
-სულ გააფრინე? შენ რა შუაში ხარ?
-რა უცებ დაგავიწყდა ყველაფერი, შენი აზრით მაინც მოეწონებოდი ძველი ნათია რომ ენახა და არა ის რაც მე შევქმენი?_ახლა თავად უახლოვდებოდა გოგოს და აბნევდა.
-რა თქმა უნდა, ჩვენ გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევთ_ძლივს აგრძელებდა გოგო შეპასუხებას.
-თქვენ და მე, ამჯერად რომელი კრიტერიუმით გამომყავი?_უკვე ცხვირს ეხებოდა და ეცინებოდა გოგოს დაბნეულობაზე, ლამის გულისცემა ესმოდა, ორგანო ისე ცდილობდა გარეთ გამოენგრია ყველაფერი.
-ააარ ვიციი_თვალები დაეხუჭა ნათიას ბიჭის ასეთ სიახლოვეზე, უცხო სურნელი ადიოდა გიორგის. იგრძნო ლოყაზე როგორ მოედო წვერი და ლამის დაიკვნესა სიამოვნებისგან. ისედაც დაჭიმული სხეული ორმაგად გაუშეშდა ბიჭის ტუჩები ყურთან რომ იგრძნო: -3:2 ძვირფასო. დამშვიდებულმა თვალები რომ გაახილა ბიჭი უკვე აღარსად ჩანდა.
მთელი საღამო აივანზე გაატარა ნათიამ, ამინდიც მასავით მოწყენილი იყო და საკმაოდ გრილოდა, არც გიორგის ნათქვამი სიტყვები ანებებდა თავს და არც ის შეგრძნება ბიჭის ახლოს ყოფნისას რომ ჰქონდა. მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა, იქნებ და ბიჭი მართალი იყო, იქნებ და ციმაკურიძეს სულაც არ მიექცია ყურადღება ძველი ნათია რომ ყოფილიყო?
25 წლის ისე გახდა შეყვარებული არასოდეს ყოლია, არ ყოფილა ბიჭი მისით რომ დაინტერესებულიყო, მერე გიორგი გამოჩნდა და მთლიანად შეცვალა, არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, ძველი ნათია ბიჭთან ასე არასდროს მოიქცეოდა, ასე თამამი ვერ იქნებოდა. სწორედ ახლა გაიცნო ეს ბიჭიც, ნუთუ უბრალოდ დამთხვევა იყო? იქნებ გიორგია მართალი? ჯანდაბაა, გრძნობდა მალე თავი გაუსკდებოდა ამდენი ფიქრისგან. ტელეფონის ზარმა უშველა, ამჯერად შეტყობინება იყო.
„ხვალამდე დროა, თუ გინდა კიდევ ერთ შოპინგს მოვასწრებთ“
ერთი დღე იქნებოდა ეს ბიჭი ბოლოს მოუღებდა. ღრმად ამოიხვნეშა ნათიამ და ტელეფონი ისევ ოთახში მოისროლა.

ისევ მკვდარივით მივიდა სახლამდე გიორგი, საკმაოდ იღლებოდა გარდაბენებზე და ბოლოს ჭამის თავიც აღარ ჰქონდა ხოლმე.
-შეჭამ ლობიოს თუ კვერცხი შეგიწვა?_მოღუშული მიუჯდა ნინია გვერდით.
-არცერთი, ჭამის თავი არ მაქ.
-ნელი ბებომ გაჭამა? რა საყვარელი ქალია.
-ხო_არც ხასიათზე იყო დიდად ბიჭი.
-რამე მოხდა?_უფრო დაკვირვებით შეათვალიერა დამ.
-ნინიაა, ტვინს ბურღავ, არ შეიძლება ერთი დღე მეც არ ვიყო ხასიათზე?
-როგორ არა, უბრალოდ ასეთს პირველად გხედავ.
-ხოდა ყველაფერი ხდება პირველად. ახლა შემეშვი, მაინც ორ კვირაში გადაბრძანდები აქედან, მიტოვების და სხვაში გაცვლის მეტი რა იცით თქვენ_გაგულისებულმა გადაიძრო მაისური და პირდაღებული ნინია შემოსასვლელში დატოვა.

მთელი ძალით ცდილობდა ნათია მასწავლებლის მაგიდაზე არ ჩამოძინებოდა, ღამის გათენებამ შედეგი გამოიღო. ძლივს დაიფარა ტონალურით ჩაშავებული თვალის უპეები. პირველად იყო გაკვეთილის ჩატარების ხასიათზე რომ არ იყო და მოსწავლეები გაახარა, თამაშის დღე გვაქვსო და ათასი გასართობი მეთოდი მოიფიქრეს, აუცილებელი პირობა გერმანულად ლაუბარი იყო, ტყუილად გაკვეთილის გაცდენა არ იყო მისი საქმე.
კარგადაც გამოუვიდა, ბევრი სიტყვებიც გაიხსენეს ბავშვებმა , უფრო მეტი ისაუბრეს და საბოლოოდ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა შედეგით. გარეთ გამოსულმა მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიას მოკრა თვალი და გაახსენდა, რომ აგებდა. წამში დაებადა ახალი იდეა და მაღაზიის კარი შეაღო. ახსოვდა გოგოს თმის ფერი და აღნაგობა, ამიტომ ჯერ მაღაზია შემოიარა სასურველი ადამიანის ძიებაში. სალაროსთან მიაგნო, ამიტომ მარწყვის ალპენ გოლდს დასტაცა ხელი და რიგში ჩადგა, მომზადებული ტელეფონიც მაშინვე ყურთან მიიდო.
-გიო, საყვარელო როგორ ხარ?_რაც შეეძლო გაინაზა ხმა, რას ვიზამ ახლა გამოვედი სკოლიდან, ისევ ჭერი შეგხვდა გასაკეთებელი ჩემო ოქროსხელებავ? ფრთხილად იყავი იცოდე არ ჩამოვარდე, კი მეც სახლში მივდივარ, _გაიცინა და თვალის კუთხით დაინახა როგორ მოშტერებოდა მოლარე, მაიტომ სიამოვნებით განაგრძო თამაში. -საღამოს? კი აბა რა , შენთვის სულ მცალია, ნელი ბებოს ბინაში ხარ ხომ ისევ? მომიკითხე_და სწორედ აი ამ სიტყვებზე გაისმა ნივთის ძირს დაცემის ხმამაღალი ხმა და დაინახა გოგოს ქათმის ფილე გავარდნოდა ხელიდან. უკვე აშკარად ათვალიერებდა სალაროსთან მჯდომი და ამას აღარც მალავდა. ღიმილით გახსნა შეტყობინების დაფა და ნაცნობ ნომერს მოკლე მესიჯი გაუგზავნა.
„3:3“ (7)

მთელი საღამო და მეორე დღეც კმაყოფილ ღიმილს ვერ იშორებდა ნათია, ბიჭის შემდეგ ნაბიჯს ელოდა და აჟრიალებდა იმ სიურპრიზისგან რაც წინ უნდა დახვედროდა. ვერც კი წარმოიდგენდა თუ მისი ცხოვრება ამდენად მოსაწყენი ყოველდღიურობიდან სრულიად საპირისპირო მიმართულებით შეიცვლებოდა. ისიც კი არ იცოდა მომდევნო დღეს რა ელოდა, კლასშიც დაეტყო უფრო გახალისება, თამაშის დღეებს აწყობდნენ, ბინგოს თამაშობდნენ გერმანულად და ერთმანეთს სიტყვების წარმოთქმაში ეჯიბრებოდნენ. ცხოვრება ისეთი მშვენიერი იყო იმ დღეებში როგორც არავისი.

დაღლილი გამოვიდა ერთ დღესაც სკოლიდან და წინ დაყუდებული ნაცნობი სხეულის დანახვისას გვერდულად გაეღიმა. ახლა სწორედ იმ ქარიშხლის დატრიალებას ელოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოიწვია.

სამუშაოს ამთავრებდა გიორგი და სახლისკენ უნდა წასულიყო, მისი მობილური ნაცნობი ნომრისგან რომ ამღერდა.
-გისმენთ.
-სად ხარ?_აშკარა პრეტენზია იგრძნობოდა ხმაში.
-რა ხდება?
-ვაიმეე, გეკითხები სად ხარ მეთქი_ხმას აუწია გოგომ.
-რუსკა ზედმეტები ხომ არ მოგდის ცოტაა? ტონი აკონტროლე.
-იცი რას გეტყვი? ან ახლა მოხვალ და დაგელაპარაკები, ან ჩვენს შორის ვაფშე ყველაფერი ვსოო_და უკვე გოგოს ხმის ნაცვლად გამორთული ტელეფონის სიჩუმე ხვდებოდა ყურს.
-გააფრინა ამ ჩემი*სამ?_გაკვირვებულმა დახედა მობილურს და საკუთარ თავთან კამათის შემდეგ მაინც გოგოს სახლისკენ გაყვა მიმართულებას.

-რა დღეში ხარ შენ?_წარბები შეკრა ქუჩაში გოგოს დანახვისთანავე.
-კიდევ მე? პროსტა რა უნამუსო ხაარ, ორ გოგოს ხვდები ერთად და აქეთ გაქვს პრეტენზიები?_ტუჩები დაპრუწკა რუსკამ.
-დაარტყი თავი რამეს?_დაღლილმა ამოიხვნეშა გიორგიმ
-იცი რააა? წადი და ეგრე იმ შენს მასწავლებელს ელაპარაკე თუ გაუბედავ, თან როგორ არ ინამუსე, პირდაპირ ჩემი სამსახურის წინ მუშაობს და ლამის ყოველდღე მატარებინებს თავის ალპენ გოლდებს. იძიოტკა_ხელი აუქნია ბიჭს და სახლში შებრუნდა.
-ახლა გასაგებია_სიცილი აუტყდა შუა ქუჩაში გიორგის და ვეღარც გაჩერდა. -ახლა გასაგებია ანგარიში რატომ მოიმატე, რა არ გასვენებს მასწავლებელო ა?_ღიმილით ჩაჯდა მანქანაში და სახლის გზას გაუდგა.

-ნინიაა, მოვედი_ფეხსაცმლის გახდის პარალელურად და გამოიძახა.
-მე მეძახი?_წარბებ აქაჩული გამოვიდა ნინია.
-ა უი, დამავიწყდა გაბრაზებული რომ ხარ კიდევ, ჩაიარა მორჩა_თვალი ჩაუკრა დას და გადასავლებად შევიდა სააბაზანოში.
-კაცები, ყველა ერთნაირია რა, მერე რა თუ გული გატკინეს, ის დღე ხომ დამთავრდა? ვსო წყენაც უნდა დაამთავრო, ინებ და არ დამვიწყებია? ერთი დღე იქნება ღმერთი დაგსჯით_ხის კოვზით ხელში ემუქრებოდა სააბაზანოს კარს.
-ნინია, კარის დახურვაც ვერ მოვასწარი ჯერ_ამოიხვნეშა შიგნიდან გიორგიმ და აღარ დაუნახავს როგორ გაიპარა ოთახიდან გოგო ჯანდაბა ჩემს თავს ძახილით.
უკვე დასაძინებლად ემზადებოდა ბიჭი ნინია ისევ თავზე რომ წამოადგა მობილურით ხელში.
-გიორგი, ახლავე მოყევი.
-აუ ნინ,იმენა ძაან მაგრა მეძინება და ისტერიკები ხვალ რა.
-რა ისტერიკები ბიჭო, ნათია ვინაა?
-მე რა ვიცი ვინაა ნათია_მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-მასწავლებელი გიორგი, წესიერად ახლა_ტელევიზორთან გადაუდგა ყურადღება რომ მიექცია.
-აუ, დაჟე შეენს? დღეს რა ყველას ეგ გოგო გაკერიათ
-აჰა, თურმე იცნობ, იტყვი ახლა?
-ნაცნობია ნინია რა სცენებს მიმართავ ეჭვიანი ცოლივით.
-ბიჭო რას მაბოლებ ახლა? რუსკა კივილით ნაცნობის გამო არ დამირეკავდა, ლამის შემომიძვრა ოთახში.
-გითხარი რუსკა არაფერში გჭირდება და ნუ გაიცნობთქო, არ დამიჯერე? აჰა შედეგი_ისე მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ზურგით შებრუნდა საუბრის დამთავრება რომ მიეხვედრებინა დისთვის.
-ესეიგი ჩემით უნდა გავიგო არა?_დამუქრება სცადა ნინია.
-იცი რაა? არა, მე თვითონ გაგაცნობ_ახალი იდეით შეპყრობილი გადმობრუნდა გაღიმებული ბიჭი. -ხვალ 4ზე კაკრას იმ საფრთხობელას ხვდება და ხო რა, კაროჩე ნინჩუს, ხვალ პიცაზე გეპატიჟები_თვალი ჩაუკრა დას და გაღიმებულმა ამჯერად ნამდვილად დახუჭა თვალები.

ღიღინით მოემზადა დილით ბიჭი, გეგმა ისე მოწონდა, ერთი სული ჰქონდა 4 როდის მოვიდოდა. ეცადა ცოტა წესიერად ჩაეცვა, პერანგი შეუხამა ჯინსებს და სამუშაოზე წავიდა, როგორც იქნა სამზე თომას ორი საათით დაეთხოვა და კმაყოფილი წავიდა სკოლისკენ. მალევე გამოვიდა ნათიაც და ზურგიდან მიუახლოვდა.
-გიორგი? გამარჯობა_ირონიულად გაუღიმა გოგომ, რა იცოდა ბედი რას უმზადებდა.
-საყვარელოო, შენ როგორ ხარ?_ნათიას და გასაკვირად გახარებული გადაეხვია ბიჭი და ხელის წელზე მოხვევაც არ დავიწყებია. -სად მიდიხარ? წამო გაგიყვან_სიტყვის უთქმელად, წამში ჩააჯინა მანქანაში და ქალაქისკენ გაუდგა გზას.
-კი მაგრამ, რას აკეთებ_ძლივს მოიფიქრა ხმა ამოეღო.
-რა იყო საქმრო ვარ ბოლობოლო მეზობელი ხომ არა? ჩემი დის გასაცნობად მიმყავხარ, მგონი დროა ოჯახებიც ჩავაყენოთ საქმის კურსში_ხელის ტრიალით ლაპარაკობდა გიორგი და გოგოს გაფართოებულ თვალებზე ძლივს ახერხებდა სიცილის შეკავებას. ხუთი იყო დაწყებული მიო ტერასას რომ მიადგნენ. ნინია უკვე ცნობისმოყვარეობას შეეჭამა და ლამის თვალები შუბლზე აუვიდა ნათიას დანახვისას.
-ეს როგორ დაკერე?_პირდაღებულმა გადაულაპარაკა უჩუმრად ძმას.
-ნინია, ეს ნათიაა, ჩემი საცოლე_საზეიმო ხმით გამოაცხადა და მიიღო კიდევაც გოგოსგან მუცელში დარტყმა.
-უი კოღომ მიკბინა_ირონიულად დაიხედა ჯერ მუცელზე და შემდეგ გოგოს გამოხედა.
-არ დაუჯეროთ, რა საცოლე, ვერაა ეს_ნინიას გადახედა ნათიამ.
-ხოო, როგორც ჩანს ვერ დაგიკერავს_სარძლოს თვალიერებას ვერ წყვეტდამომავალი მული
-მე მშია_მენიუ გადაშალა გიორგიმ და ისე აიფარა წინ გოგოებს მისი სიცილი რომ არ დაენახათ.
-რას ასწავლით?_ბოლოსდაბოლოს გოგოს გაცნობა გადაწყვიტა ნინიამ
-გერმანულს_საკუთარი საგნი ხსენებაზე მაშინვე გაიღიმა ნათიამ და ლოყის ნასვრეტები გამოაჩინა.
-აუ სულ მინდოდა ეს ღრმულები მქონოდაა_თავი ხელზე დაადო ნინიამ და გოგოს დააკვირდა.
-მადლობა, მეც ყველაზე მეტად მომწონს_თითები ჩამოუსვა საყვარელ ადგილებს და მენიუდან ამომძვრალ გიორგის გახედა.
-მექსიკური მინდა მე.
-ჩვენ პიცა მაშინ.
-კაარგი და ჩემს საყვარელ საცოლეს აუცილებლად ნაყინი, იმედია ნესვის აქვთ_თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
-ხშირად არ აქვთ ხო..... მოიცა შენ რა იცი?
შეკითხვაზე პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრეს თავზე სოლიდურად გამოწყობილი ბიჭი რომ წამოადგათ.
-ნათი_გოგოს უღიმოდა გვერდიდან.
-გიორგი არა ძმაა_წამში წამოდგა „საქმრო“ ხელის ჩამოსართმევად. -რა დამთხვევაა მეც გიორგი, ნათიას მომავალი მეუღლე_თავი დაუკრა ბიჭს და მის გადმოკარკლულ თვალებზე ძლივს შეიკავა სიცილი.
-საქმრო? რა თამაშია?_ფეხზე წამომდგარ ნათიას გადახედა ბიჭმა.
-არა არა, რა საქმრო, არ დაუჯერო ხუმრობს_ხელები გაასავსავა ნათიამ და ბიჭთან მისვლა მოინდომა, მაგრამ ხელი მოხვია გიორგიმ გვერდით სულ ახლოს ამოიყენა.
-რაღა ხუმრობა ძვირფასო 2 თვეში ქორწილია, აგერ მომავალ მულს ეცნობი_ტუჩის კუთხესთან ახლოს აკოცა და გვერდულად შეამჩნია მხოლოდ აწითლებული გიორგის გავარდნა.
-რა გააკეთე?_ცრემლები მოადგა გოგოს თვალებზე.
-თამაში შენ დაასერიოზულე, ასე რომ 4:3 ძვირფასო, სხვათაშორის მადლობა, მაგარი აბეზარი გოგო მომაცილე შენი ოინით, შემდეგი სვლა შენია_თვალი ჩაუკრა გაშეშებულ გოგოს და მის დას მიუჯდა შეკვეთა რომ დაესრულებინათ. (8)
-აბეზარი გოგო? იდიოტო შენი საცოლე არ იყო? ქორწილი ჩავშალე?_გამწარებული მიუჯდა გიორგის.
-მოიცა მოიცა, რა ქორწილი?
-შენი ქორწილი რას მეხუმრები_სულ დაიბნა ნათია.
-ჰაჰაჰაა, შენ რა ეს ყველაფერი იმიტომ დაიწყე გეგონა ცოლი მომყავდა? როგორ იეჭვიანა ჩემმა პატარააამ_ლოყაზე უჩქმიტა სიცილით გაბრაზებულ გოგოს.
-ხელები მოაცილე.
-საყვარელო ქორწილი მე მაქვს, მე ვთხოვდები_დაბნეული მზერა მოავლო წყვილს ნინიამ, -მაგრამ, თუ მალევე გაქვთ გადაწყვეტილი ერთად ხომ არ გაგვეკეთებინა?
-იცი რა ჩემო საყვარელო დაო? მშვენიერი იდეაა_სიცილს ვერ წყვეტდა გიორგი ისე მოხვია ნათიას ხელი.
-ღმერთო ამას ვის გადავეყარე _ზეცას ახედა ნათიამ ცრემლებ მომდგარმა.
-უკვე შენი ვარ საყვარელო, უკან დასახევი გზა არ გაქვს_უკვე მუცელი და ყბა ტკიოდა გიორგის ამდენი სიცილისგან.
-მაპატიე ნინია, სხვა დროს იყოს ჩვენი გაცნობა_წამში წამოხტა ფეხზე ნათია და გაჩერებისკენ გაიქცა.
-რატომ მიბრუნდება ყველაფერი უკაან_ლამის შუა მოედანზე დაიწყო ცრემლების ყრა.
-უნდა მივმხვდარიყავი ახლა აქ რაც მოხდა?_დაბნეული იყურებოდა ნინია.
-არ იდარდო დაო, ვერც ნათია ვერ მიხვდა ვერაფერს_სიამოვნებით მოსვა ბიჭმა ცივი წვენი.


-არა, ამას როგორ ახერხებს ა? როგორ აკეთებს უკან რომ მიბრუნებს ყველაფერს? ესეიგი მიგებ ანგარიშით არა? მაცადე იდიოტო_საკუთარ ოთახში წრეებს ურტყამდა გოგო და ჩუმად იქადნებოდა. მისი ჩკუით მომავლის გეგმებს აწყობდა, მაგრამ ვერაფერიც ვერ მოიფიქრა და დაწოლა გადაწყვიტა, ხვალ სკოლის ბოლო დღე იყო, ზეგ წლის დამამთავრებელი ბანკეტი ელოდათ, არ უყვარდა რესტორანში წასვლა, მისი ტოლი არავინ იყო, ვერც ერთობოდა და მთელი საღამო კაცების დალევისა და ღვინოში ჩაწოლის ყურება უწოდა. ღვინოს ხსენებამ წამში გაახსენა თომას სიტყვები „გიორგი დალევას ვერ იტანს და ღვინოს რომ ხედავს კილომეტრზე გარბისო“.
-აი ესეც შენი ანგარიშის გათანაბრება ყმაწვილო_კმაყოფილმა გაიღიმა საწოლში და მთვარეს ახედა. თითქმის მთელი ღამე გალია ეულად დაკიდებული მოელვარე თეთრი ბურთის ყურებაში და გონებაში სხვადასხვა გეგმას აწყობდა, რომელიც უფრო საუკეთესო იქნებოდა, მას აირჩევდა.
სულაც არ ეკიდა მთვარე ეულად, ირგვლის მილიონობით პატარა ვარსკვლავი ჰყავდა შეგროვებული და მედიდურად დაჰყურებდა დედამიწას. ბევრ გზააბნეულს უნათებდა გონებას და ნათიასაც მთელი ძალით ეხმარებოდა მომავლის დაგეგვმაში, თითქოს წინასწარ ეცინებოდა, რომ ამ გოგომ ჭკუა ვერ ისწავლა და ვერ ხვდებოდა, რომ მორიგი ნაბიჯიც ისევ მას მოუბრუნდებოდა უკან.

დიდი სიხარულით ადგა დილით, გამზადებული ტანსაცმელი მოირგო, მოწესრიგდა და სკოლის გზას დაადგა, კიდევ ერთხელ იქნა გაფრთხილებული რესტორანში წასვლაზე, თანაც აუცილებლად საქმროსთან ერთად ეპატიჟებოდნენ.
-როგორ არ მოვალთო_დაიბარა და რამდენიმე საათში სკოლის დატოვების დროც მოვიდა, სათითაოდ მოეხვივნენ ბავშვები, გიჟდებოდნენ მათ მასწავლებელზე და არც ერიდებოდათ მასთან გრძნობების გამოვლენა. ყველას დაემშვიდობა, აკოცა და სკოლის ეზოდანაც გამოვიდა. გაღიმებულმა ამოიღო ტელეფონი და უკვე ნაცნობი ნომერი აკრიბა.
-გისმენთ_სერიოზულად ჟღერდა გიორგის ხმა ტელეფონში.
-მოდის ცნობილ დიზაინერს ვესაუბრებიი?_მხიარულად ჟღერდა გოგოს ხმა.
-რა თქმა უნდა, ჩემზე ცნობილი არავინაა, ვინ ჩემი ფეხებია ამ..... რა ერქვა იმას, გვასალია მგონი._გაეცინა ბოლოს მაინც
-აჰ, ეგ ჩაგივარდა ახლა, მაგრამ ისე მჭირდება შენი დახმარება მაინც შენ აგიყვან დამხმარედ.
-ახლა რაღა მოიფიქრე?_ამოიხვნეშა ბიჭმა
-გეფიცები დღეს არაფერი, უბრალოდ სასწრაფოდ საღამოს კაბა მაქ საყიდელი და ხომ წარმოგიდგენია სახლში რაები მექნება?
-თუ შენს პერანგებს და ძველ ჩაცმულობას გავიხსენებთ, მოიცაა.... არაა, მაინც ვერ წარმოვიდგენ, დიდი ფურფუშალები?
-დაახლოებით_გაეცინა ნათიას.
-ოჰ, რა კეთილი ვარ მოკლედ რა, ჯანდაბას, 6ზე ვასრულებ და დაგირეკავ_ღიმილით გაუთიშა გოგოს და ვეღარც გაიგონა როგორ შემოკრა ნათიამ ტაში.

ქარვასლას წინ შეხვდნენ ერთმანეთს, იგრძნო როგორ ყურადღებით მოათვალიერა წამით მისი სახე ბიჭმა, თუმცა ესეც საკმარისი იყო გაწითლებულიყო, თავი დახარა და ისე შეყვა შენობაში შესულ ბიჭს.
მეორე სართულზე ავიდნენ და დაიწყო კიდევაც ხალისობა, გრძელ კაბაში სწორი ფეხების დამალვა არ მოეწონა გიორგის და მოკლე მიაწოდა, შავ კაბაზე ნათიამ დიდი წითელი „შლიაპა“ შეახამა, მოკლე მკლავიან ბზინავ კაბაზე გრძელი ხელთათმანები, მაღაზიიდან მაღაზიაში გადადიოდნენ და სიცილს ვერ წყვეტდნენ, ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს აწოდებდა გოგოს მოსაზომად გამყიდველისგან მალულად თავში ჩასცხებდა ხოლმე ნათია, მაგრამ ვერაფერს შველობა, ეტყობოდა გიორგი მშვენივრად ერთობოდა და ამის შეწყვეტას არ აპირებდა.
ბოლოს, როცა ლამის ყველა მაღაზია მოიარეს და კაბაც და ფეხსაცმელიც შეარჩიეს, ღიმილით დატოვეს დაღლილებმა შენობა.
-ნაყინი?_ქარვას წინ გახსნილი პატარა სანაყინე ურიკა დაანახა გოგოს.
-იცი, რომ უარს ვერ ვიტყვი_გაუცინა გოგომ და უკან მიყვა ბიჭს.
გიორგიმ შოკოლადის აიღო, ნათიამ კი შერეული და იქვე ჩამოსხდნენ საჭმელად, ცოტა კიდევ ისაუბრეს და გაჩერებისკენ წავიდნენ. მადლობით დაემშვიდობა ნათია და ღიმილით ჩაჯდნენ განსხვავებულ მარშუტებში. სასიამოვნოდ დაღლილმა ამოიხვნეშა ნათიამ და ღიმილი ვერაფრით დამალა სახედან, ეს თამაში რომელიმეს აუცილებლად დაუტოვებდა დიდ კვალს.

მთელი დღე დასტრიალებდა ჩამოკიდებულ კაბას, ერთი სული ქონდა ისევ ჩაეცვა და ლამაზი გამხდარიყო. საღამოს სალონში წავიდა, არ უნდოდა რამე არასწორი ყოფილიყო, თმაც სალონში დაივარცხნა, მაკიაჟიც ნაცნობ ვიზაჟისტს გააკეთებინა და მოვიდა კიდევაც 6 საათი. აჩქარებული გულით შევიდა ოთახში და ფრთხილად გადაიცვა კაბა თმა რომ არ გაფუჭებოდა, ფეხსაცმელებიც ამოიცვა და მზად იყო. კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და ოთახიდან გავიდა. გია გაზეთს კითხულობდა ქუსლების ხმა რომ გაიგონა და ამოიხედა. რამდენიმე წამით თვალი გაუშტერდა ქალიშვილზე და ძლივს მოიფიქრა მანანასთვის დაეძახა.
-მანანაა, ან შვილი გამოგვიცვალეს და ან უცხო ქალია სახლში.
-რას ბოდიალობ კაცო შენ_ქოთქოთით გამოვიდა მანანა და ლამის გასარეცხი თეფში გაგდო ხელიდან.
-რა ლამაზი და სხვანაირი ხარ დედიკო_თვალებ გაფართოებული უყურებდა ერთადერთ ქალიშვილს.
-კარგად გაერთე მა, დამირეკე როცა გენდომება და მოგაკითხავ._თვალი ჩაუკრა ქალიშვილს და ღიმილით გააყოლა თვალი სახლიდან გასულს. აშკარა იყო მისი პატარა გოგოს ცხოვრებაში რაღაც შეცვლილი იყო.
რესტორანთან მისულმა ღრმად ამოიხვნეშა და კარი შეაღო, უკვე იქ დახვდა ყველა და მიიღო კიდევაც გაფართოებული თვალები შედეგად.
-ნათია მასწავლებელო რა ლამაზი ხაარ_უცინოდნენ თანამშრომლები და მაგიდისკენ ეპატიჟებოდნენ. -აბა, მოდი დაგვიჯექი,_ბოლოსდაბოლოს ყველა მოეწყო და ნათიას გვერდით ერთი ადგილი დარჩა კიდევაც თავისუფალი.
-გიორგი ხომ მოვა?_რუსულის მასწავლებელი ვერ ისვენებდა.
-იცით ისევ სამსახურშია ჯერ და იმედია მოასწრებს _ზრდილობიანად გაუღიმა ქალს და ახლა მეორე მხრიდან ნაკითხ იგივეს შეკითხვის ავტორს გახედა. კიდევ ნახევარი საათი მოიცადა და მერე გაღიმებულმა აკრიბა შეტყობინება.
„გიორგი, გთხოვ მომაკითხე, ამირანში ვარ, ვიღაც ამეკიდა და მეშინია“.
გაგზავნის ღილაკსაც სინდისის შეწუხების გარეშე დააჭირა თითი და წვენი მოსვა არხეინად პასუხის გაცემამდე.
„არ შეგეშინდეს, 5 წთში მაქ ვარ“_წამებში უპასუხა ბიჭმა და გოგომაც კმაყოფილმა დაიწყო ლოდინი.
მართლაც ათი წუთი არ იქნებოდა გასული სახეზე აწითლებული რომ ამოვარდა მეორე სართულზე ბიჭი, ნათია კიბეების თავში ელოდა.
-ხომ კარგად ხარ? რა ხდება?_მაშინვე მისკენ მოსწია გოგო და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი.
-კი, კარგად ვარ_წამით შეხებისგან დაიბნა გოგო. -წამო, აქეთ.
ჩაკიდებული ხელით წაიყვანა გზაზე და მიაყენა კიდევაც თავის სუფრაზე პირდაპირ თამადას.
-ოო, ეს რა კაცი მოსულაა, პირდაპირ განსხვავებულს მოუსწრო_ზურგზე დაუტყაპუნა ხელი დაბნეულ ბიჭს და დიდი ბოკალი მიაწოდა პირდაპირ.
-არა რააა_საცოდავი სახით გადმოხედა ნათიას და დაინახა კიდევაც როგორ ლამაზად იცინოდა გოგო.
-ესეც შენი 4:4 ძვირფასო_თვალი ჩაუკრა გოგომ და განსხვავებულზე ანიშნა დალიეო.
-კარგი კარგიი_თავი დაუქნია ღიმილით გიორგიმ და ვერავინ გაიგებდა იმ წუთას რა ახალი გეგმა ყალიბდებოდა მის გონებაში. (9)
გამწარებული სახით იდგა გიორგი თამადის გვერდით და მოთმინებით უსმენდა დაუსრულებელ სადღეგრძელოს, არავინ მოუსმინა მის ხვეწნას არ ვსვამო და პირდაპირ განსხვავებული შეაჩეჩეს ხელში. ნათია საკუთარ ადგილზე იჯდა და მშვიდი, კმაყოფილი სახით შეექცეოდა პიცას.
-მაინც სად იპოვე ნათია ეს ბიჭი აა,_ჭორიკანა რუსულის მასწავლებელი მიუჯდა გვერდით.
-თავად მიპოვა_ზრდილობიანად გაუღიმა გოგომ და დემონსტრაციულად განაგრძო ჭამა, მაგრამ ქალს ვერ მიახვედრა.
-კარგი ბიჭია და მიტო გეუბნები, სადღა არიან ასეთები ახლა.
-აბა, აბა, როგორ გამიმართლა_ლამის თვალები გადაატრიალა გოგომ.
-არ დაკარგო იცოდე თორე სვავებს რა დალევს_თვალი ჩაუკრა ქალმა და გაეცალა. წამით წარბშეკრული დაფიქრდა ნათია, მაგრამ ბოლოს მაინც ხელი ჩაიქნია და გიორგის გახედა. ახლა მიხვდა სვავებში ვის გულისხმობდა ქალი. დაბადების დღის მაგიდიდან გადმოსულიყო თამადა და თან იუბილარიც წამოეყვანა, გიორგის იუბილარი შეატოვეს, თამადები კი ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხს. ავტომატურად წამოდგა ნათია და არც დაფიქრებულა ისე მივიდა ახალგაზრდებთან.
-შეიძლება საქმროს ვეცეკვო?_ეშმაკურად გაუღიმა ბიჭს.
-როდის იყო ძვირფასო მეკითხებოდი_მაშინვე მოხვია გიორგიმაც ხელი და მოედნისკენ წაიყვანა.
შემაწუხებელი მაღალქუსლიანი აღარ შეიმჩნია ნათიამ და ხელი მოხვია ბიჭს რომ დატრიალებულიყო.
-შემთხვევით ხომ არ ეჭვიანობ საყვარელო?_გამომცდელი სახით დახედა გოგოს ზემოდან.
-აბა რა, საქმრო ხარ ბოლო ბოლო_ჩაფხუკუნება სცადა ნათიამ და ეცადა შინაგანი გრძნობები არ გაეცა.
-გეტყობა, გეტყობა_მზაკვრულად ჩაიღიმა ბიჭმა და კიდევ ერთხელ დაატრიალა გოგო.
რამდენიმე წუთში ადგილს დაუბრუნდნენ და ამჯერად საცოლის გვერდით მოთავსდა ბიჭიც.
-გამთიშა რა_თამადად დანიშნული მათემატიკის მასწავლებლისკენ გაიშვირა ხელი.
-ჯერ ადრე მოგწყენია, დალევა უყვარს.
-მერე ასე მარტივად როგორ გამიმეტე_საცოდავი სახე მიიღო ბიჭმა
-მარტივად? შეყვარებულს დამაშორე_წარბები შეკრა გოგომ.
-როჰ, შეყვარებული ახლა მართლა ხმამაღალი ნათქვამია.
-შენ რა იცი? იკითხე საერთოდ?
-კარგი რა, შენ რა სერიოზულად გინდა დამაჯერო, რომ ის გალსტუკიანი პეპელა მოგწონდა?
-რატომ არ უნდა მომწონებოდა? არაჩვეულებრივი ბიჭი იყო_სახე გააბრუნა ნათიამ.
-მოდი აბა ერთი ვიცეკვოთ_ წელზე მოხვია ხელი და წამში წამოაყენა.
-ყმაწვილო ძალიანაც ხომ არ გაგიტკბა? _ჭინკებ ათამაშებული თვალებით
ახედა ბიჭს, თუმცა წინააღმდეგობა წამითაც არ გაუწევია.

-ასეთ საცოლეს ვიშნობ_ თვალი ჩაუკრა გოგოს და უფრო ახლოს მიიკრა გულთან.

-კაარგი, ვერ მივხვდი, მაგრამ ასე იყოს_ გულ აჩქარებული დაჰყვა ბიჭის ნებას. როგორც ყოველთვის ის ხდებოდა რაც მის გეგმებში არ შედიოდა.

-არადა მასწავლებლები ჭკვიანი ხალხი უნდა იყოთ _თვალებში ყურებას თავს არ ანებებდა გიორგი, გეგონებოდა არც ახამხამებსო და ამითი ბოლო შერჩენილ საღ აზრსაც აკარგინებდა გოგოს.

-წესით ვარ ხოლმე_მიახლოებულ ბიჭის სახეზე რატომღაც თვალები მიეხუჭა.

-გინდა თამაში ისე დავასრულო, რომ მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდეს?

-არა_ნერწყვი გადაცდა გოფოს, თუმცა თვალის გახელა ვერ მოახერხა.

-მაშინ გავაგრძელოთ _უკან დახია სახე და თბილი თვალებით მოათვალიერა აწითლებული გოგო.

-მე შენც ჭკვიანად მიმაჩნდი_ზანტად გაახილა თვალები ნათიამ

-უკაცრავად?_წარბები აეწია ბიჭს.

-ვიგულისხმე ამის გაკეთება თამაშის გამო არ მინდოდა_ მტკიცედ
ჩაილაპარაკა და ცხოვრებაში პირველად გადადგა ისეთი თამამი ნაბიჯი, რომელსაც
ალბათ მოგვიანებით, საღ გონებაზე ინანებდა. ინანებდა? არამგონია.
თავად დასწვდა ბიჭის ტუჩებს და პირველი კოცნა თავად აჩუქა საკუთარ თავს, ვეღარ დაინახა ბიჭის მიხუჭული თვალები, რადგან თავადაც სიამოვნების მორევში იყო თავით გადავარდნილი, არც მათი სუფრიდან გაუგია აპლოდისმენტები, მხოლოდ გიორგის ხელი იგრძნო ლოყაზე რომ დაუსრიალებდა და არცერთი ცდილობდა ამ სიამოვნების შეწყვეტას.
გაღიმებული იწვა ლოგინზე და ფანჯარაში იხედებოდა, მზეს უკვე მთელი სიძლიერე მოეკრიბა და ისე აცხუნებდა დედამიწას, სხივების გაგზავნას არ იშურებდა და სითბოს მონატრებულ ხალხს გულს უხარებდა. ჯერ კიდევ ვერ ივიწყებდა როგორ უხმოდ მოაცილა გიორგიმ ბინამდე, ასევე უხმოდ მოეფერა ლოყაზე და სახლში გაუშვა. მას შემდეგ ორი დღე ისე გავიდა, ერთმანეთს არ შეხმიანებიან, მაგრამ ნათია არ ღელავდა, ჯერ. მიაჩნდა ეს ნორმა იყო, მათი ურთიერთობა გადაბრუნდა და დაფიქრება ორივეს სჭირდებოდა. ღიღინით გავიდა სამზარეულოში და მაცივარი გამოაღო, ჯიუტად არ იმჩნევდა მამამისის დაჟინებულ მზერას.
-სოფელში მივდივარ_წამიერად მიიღო გადაწყვეტილება და საუბარ შეწყვეტილ მშობლებს გადახედა.
-იქ რა გინდა დედა?_ლამის შეიცხადა მანანამ.
-და რა მოხდა? სწავლა დამთავრდა, ჩიტივით თავისუფალი ვარ, ცოტა ხნით ჩავალ, წყნარად ვიქნები ჩემთვის მშვიდად და რაც დაგეგმილი მქონდა წავიღებ წიგნებს წავიკითხავ_მხრები აიჩეჩა და ოთახისკენ გაბრუნდა. -ჩალაგებას დავიწყებ და ხვალ წავალ.
-გია, რა ხდება ჩვენ თავს?_აღიღინებულ ქალიშვს გააყოლა მზერა მანანმ.
-რა უნდა ხდებოდეს? არ შეიძლება ბავშვი სოფელში წავიდეს? ნუ იცი ყველაფერზე ამბის ატეხა, წავა დაისვენებს_მხრები აიჩეჩა კაცმა და ცოლისთვის სახეში არ შეუხედავს მისი შეშფოთებული თვალები რომ არ შეემჩნია.
მართლაც გამოვიდა მეორე დილით ნათია პატარა ჩანთით ხელში და სადგურზე მივდივარო გამოაცხადა.
-ნუ სულელობ მამა, აბა მანქანა რა ჯანდაბად მინდა_მაშინვე საკუთარი ადგილი მიუჩინა გიამ და წყალტუბოს გზას დაადგა. ერთ საათში უკვე ადგილზე იყვნენ და ფანჯრებს აღებდნენ სახლში.
-როგორ მიყვარდა ყოველ ზაფხულს ბებოსთან ჩამოსვლა, ღამე რომ ვეპარებოდი საბირჟაოდ_მწარედ გაეცინა გოგოს ბებოს გახსენებაზე.
-მეც მიყვარს აქქაურობა მა_ხელი მოხვია კაცმა.
-მაგრამ ბებოს გარეშე ცარიელია_მარტივად დაუსხტა კაცის ხელს და სხვა ოთახში გავიდა.

ერთი კვირა სრულ ნეტარებაში გაატარა, ეზოში გაკიდებულ ჰამაკში ატარებდა მთელ დღეს და წიგნებს კითხულობდა, საღამოობით ბავშვობის მსგავსად ისევ კრებდა მეგობრებს და მათი ლაღი სიცილი სოფლის ბოლოშიც კი ესმოდათ. გიორგი? გიორგიზე აღარ ფიქრობდა, უფრო სწორად თავს აიძულებდა არ ეფიქრა. როგორც ჩანს ყველაფერი დაუწყებლად დასრულდებოდა .მეათე დღე დადგა ჭიშკარს ნაცნობი მანქანა რომ მოადგა. მამიკოს ძახილით გაექანა კარისკენ და მთელი სხეულით მოეხვია მონატრებულ კაცს.
-როგორ ხარ მა_მაშინვე მოხვია ხელები კაცმაც.
-კარგად მამიკო, თქვენ?
-ჩვენც არაგვიშავს, ნახე ვინ მოგიყვანე_მეორე სავარძლისკენ გაიშვირა კაცმა ხელი და ლამის ფეხებით ჩამობობღდა ნათია ისევ კაციდან. მთელი მისი უდიდებულესობით მანქანიდან გიორგი გადმოსულიყო და შორიდან თბილად უღიმოდა აწითლებულ ნათიას. (10)
დაბნეული დაბრუნდა გიორგი სახლში, თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა იმ წუთს, საერთოდ არ იცოდა რა უნდა ეგრძნო. თავდაყირა დაუყენა ყველაფერი ამ პატარა გოგომ, თანაც ისე რომ წარმოდგენაც არ ქონდა. უხერხულად ახედა გამოსულ ნინიას, რომელიც თურმე ლაპარაკობდა, მაგრამ ბიჭს ერთი სიტყვაც კი არ გაუგონია.
-ნინ, ტყუილა ლაპარაკობ_მოიფიქრა გოგო გადჩერებინა.
-ვერ ვიტან ეგრე რომ მეძახი_სახე დაჭყანა ნინიამ.
-ხვალ რა_დაღლილი სახით ამოილაპარაკა ბიჭმა
-მთვრალი ხარ_თვალები გაუფართოვდა დას.
-ნათიას სკოლის საღამოზე ვახლდი.
-და იქ რა გააკეთე, ბოლოს წაკითხულ წიგნზე ისაუბრე? რომელიც ალბათ 10 წლის წინანდელია_სიცილი აუტყდა ნინიას და ტელევიზორს მიუბრუნდა.
ვერც კი გაიაზრა ორი წინადადებით რამხელა პრობლემა წამოუჭრა ძმას და ამით მის გულს რა უქნა, წამიერად გაშეშდა გიორგი და მაშინვე ამოუტივტივდა ყველაფერი გონებაში. ის და ნათია ორ, სრულიად განსხვავებულ სამყაროს მიეკუთვნებოდნენ, ის ხელოსანი იყო, დღეების მანძილზე ხელში ჩაქუჩი და შპაკლი ეკავა, ნათია კი მასწავლებელი, მთელ დროს ისეთ ხალხთან ატარებდა სადაც თქვენობით ლაპარაკობდა და ფეხი ფეხზე გადადებული განიხილავდა მსოფლიო ამბებს. რა შეიძლებოდა საერთო ქონოდათ? ვიღაცის პირიდან აქვს გაგონილი მხოლოდ სიყვარული არ იყო საკმარისიო და მართალია, თუმცა სიყვარული სად არის? არამგონია მასსა და ნათიას შორის სიყვარული ყოფილიყო, კარგიცაა რომ არაა, ტყუილა დავიტანჯებოდითო_გაიფიქრა და სამზარეულოში შევიდა. დაკვირვებული მზერა გააყოლა დამ და უკანვე გაყვა.
-გიორგი, დამელაპარაკე_ წინ დაუდო ძმას საჭმელი და თავადაც მიუჯდა. არეული თვალებით ახედა დას და თეფში გვერდით გააჩოჩა.
-არ მშია.
-გთხოვ, იქნებ დაგეხმარო_ ნელნელა უფრო ხვდებოდა ნინია რამდენად სერიოზულად იყო საქმე.
-ნათია ჩემი საცოლე არაა_დაუფიქრებლად თქვა და თვალებ გაფართოებულ დას ახედა. -მის სახლში რემონტს ვაკეთებდი რომ გავიცანი, ნეტა გენახა როგორი იყო თავიდან_გაეღიმა ძველი ნათიას გახსენებაზე.
-პირველად რომ ვნახეთ, არ იცოდა რომ მივიდოდით და ნახევრად შიშველი დაგვხვდა, ისე შერცხვა ორი დღე ვერ გვენახებოდა, მერე თითი ვიტკინე და მხოლოდ იმის ხათრით გამოჩნდა, რომ დახმარება მჭირდებოდა, თავადაც არ ვიცი როგორ, მაგრამ თამაში დავიწყეთ, მორცხვი გოგო, რომელიც ბიჭს ერთ მეტრშიც ვერ ეკარებოდა ისე შეიცვალა, რომ დღეს თავად მაკოცა_ დას ახედა გიორგიმ, რომელიც უკვე დამშვიდებული სახით უყურებდა.
-ნეტავ ახლა შენი სახე დაგანახა_ხელი ჩაკიდა ნინიამ, -არ ვიცი გიორგი უკვე გიყვარს თუ არა, მაგრამ რომ მოგწონს მართლა ფაქტია, იცოდე მაინც როგორი სახით ლაპარაკობ მასზე.
-მაგრამ როგორც აღნიშნე ჩვენ განვსხვავდებით_ხელები აიქნია ბიჭმა.
-კარგი ერთი, და რა? ექიმი აუცილებლად ექიმს მიყვება ხოლმე, რადგან სხვა ოპერაციის პროცესზე ვერ დაელაპარაკება? ბაჩო ადვოკატია, მაგრამ მივყავარ მარკეტში მომიშავე, რა არ გამოგვივა? ეგ იმიტომ გითხარი, რომ თავად ვარ მასე როცა მივყვები ხოლმე სადმე, მაგრამ მთავარია ერთი შემომხედოს, ხელი ჩამკიდოს და სულ ფეხებზე მკი*დია სად ვარ.
-დეტალები დაიტოვე_სასიძოს გახსენებაზე მაშინვე დაიჭყანა ბიჭი.
-მოდი დინებას მიყევი, შენ არაფერი გააკეთო, ერთი კვირა დაიცადე, ვნახოთ ცხოვრება თავისით თუ მიგიყვანს მასთან, ამასობაში შენც დაფიქრდები, ისიც და ერთად მიიღებთ გადაწყვეტილებას.
-რომ არ მიმიყვანოს?
-მაშინ თავად მიხვალ_თვალი ჩაუკრა დამ და ოთახში მარტო დატოვა დასაფიქრებლად.

ორი დღე მართლაც ითმინა გიორგიმ, მთელი არსებით სამუშაოში ჩავარდა და გონებას სხვა რამეზე ფიქრის უფლებას არ აძლევდა, მთელი გულისყურით უსმენდა უფროსს და სწავლას აგრძელებდა, ბიჭები ხვდებოდნენ რაღაც რიგზე რომ ვერ იყო, თუმცა ჯერჯერობით არავინ არაფერს ეკითხებოდა. მესამე დღეს უკვე დივანზე იწვა თვალებ დახუჭული ნათიას დაბნეული სახე რომ ამოუტივტივდა, როგორი დაფეთებული დაჰყვებოდა მაღაზიებში და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ელოდა.
-რა საყვარელი იყო_გაეცინა სალონში შესვლისას გოგოს სახე რომ გაიხსენა.
-რაზე ვფიქრობ? რა ჯანდაბაა_მაშინვე წამოჯდა და სახეზე ხელები ჩამოისვა, არ უშველა, ისევ ნათია უღიმოდა და აუტყდა კიდევაც სიცილი
-გავებიი, ამის დედაც, გავები_სიცილს ვერ წყვეტდა და ბოლო ხმაზე ხარხარებდა, სანამ ნინია არ გამოვარდა პიჟამოებით.
-სირენის ხმა რატომ იყო? _ძლივს გახელილი თვალებით ლაპარაკობდა.
-მე ვიცინოდი_შეუღრინა დაწყნარებულმა ბიჭმა.
-აა, მეც არ ვიფიქრე რაღაც ნაცნობი ხმაათქო, დავიძინო?
-ხარ სადმე წასასვლელი?
-არა.
-მაშინ რა კითხვებით მოძრაობ ნინია?_იქეთ შეუღრინა ხასიათ გაფუჭებულმა დას და წამში ისევ წამოწვა.
-უჟმური, რა ეშველება იმ გოგოს_თავის ქნევით ჩაილაპარაკა ნინიამ და ბეწვზე გაასწრო ოთახიდან ნასროლ ბალიშს.

მეორე დღეს უკვე სამი სრულდებოდა სასადილოდ რომ შეისვენეს, გემრიელად ილუკმებოდნენ თომას ტელეფონმა რომ დარეკა.
-გიას სალამი_მაშინვე დაცქვიტა ყურები გიორგიმ ნაცნობი სახელის გაგონებისას.
-შენთვის როგორ ვერ მოვიცლი, სოფლის სახლი? კი შევძლებთ, ოღონდ ერთი კვირა გვინდა სადაც ვართ აქ დასასრულებლად. კი ბატონო ნახვა დღესვე შეიძლება და ჩამოვწეროთ მასალები. გამოგაყოლებ რომელიმეს ბიჭებიდან, კარგი გია._გათიშა თომამ და ჭამა განაგრძო.
წამში გაუნათდა გონება გიორგის, ეს სწორედ ის სანსი იყო რაზეც ნინია ლაპარაკობდა, თუ ახლა თავად აღმოჩნდებოდა იმ მანქანაში და გაუშვებდნენ ცხოვრება თავისი ფეხით, უფრო სწირად სასიმამროს მანქანით მიიყვანდა მის გოგოსთან. მისი გოგო....
-ლევანის არ ცალია, გიორგი, შენ გაყევი გიას და სახლი ნახე, შეათვალიერე რა როგორაა, რა დაჭირდება, ნათიას უყვარს ძალიან აქაურობა და შევალამაზებო_ფიქრებში გართულს მოხვდა ყურს სასიამოვნო ინფორმაცია და გაეღიმა, გოგო მისი უნდა ყოფილიყო!
სწორედ ამიტომ იდგა ახლა წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში ნათიას წინ და მონატრებული ათვალიერებდა გოგოს სახეზე თთოეულ ნაკვთს.
-დავიწყოთ?_გაღიმებულმა გადმოხედა გიამ და საკუთარი ქალიშვილის გაშტერებული თვალები მთელი ძალით დააიგნორა.
-დიახ , რა თქმა უნდა_მაშინვე გამოერკვა გიორგიც და სახლისკენ შებრუნდა. კარგა ხანს დადიოდენ, დეტალურად ათვალიერებდნენ, გიორგის თან ფურცელი და კალამი ჰქონდა და რაღაცეებს ინიშნავდა, ნათია ძველებურად ჰამაკში ირწეოდა და წიგნი ჭირა ხელში, მერე რა რომ ერთი წინადადებაც არ წაუკითხავს, მთავარია ეჭირა, მაშინ შესწორდა მხოლოდ გიორგის სილუეტი სახურავზე რომ დაინახა და შეშფოთებულმა დახურა წიგნი.
-ესეც ასე, მოკლედ ერთ კვირაში ვიწყებთ ხო?_დააზუსტა გიამ,
-დიახ ვიწყებთ_თავის დაქნევით დაეთანხმა ბიჭი.
-შვილო შენ რას იზამ, წამოხვალ ხო? აქ ხმაური და მტვერი იქნება.
-არა მა ვიქნები, მივეჩვიე ამათთან ცხოვრებას, თან ახლა აღარ გავუხტები პრეტენზიებით_სიცილით აათვალიერა წამით გაღიმებული ბიჭი და მაშინვე მოაცილა მზერა.
-კარგი მაშინ ამათ საჭმელ სასმელი შენზე იქნება_თითი დაუქნია გიამ და გიორგისთან ერთად დატოვა ეზო.

უკვე დასაწოლად ემზადებოდა ნათია მისი მობილური შეტყობინებამ რომ გაანათა. ნაცნობ ნომერზე გააჟრიალა და არც დაფიქრებულა ისე გახსნა შეტყობინება.
„-იმედია ისევ ნახევრად შიშველი არ დაგვხვდები“
„-ძველი ჭრილობების გახსენებებს არ ვართ“
„-მე ჯანდაბას, დანარჩენებთან სირცხვილია“
„-და შენ რატო ჯანდაბას?“
„-ნათია, საქმროების არ რცხვენიათ“
„-საქმროები ერთი კვირით არ იკარგებიან.“
„-დამიჯერე, აღარ დაიკარგებიან“_რამდენჯერმე გადაიკითხა ბოლოს მოწერილი სიტყვები ხომ არ მეშლებაო და გაღიმებულმა დახუჭა თვალები. ეს მის ცხოვრებაში ნამდვილად ხდებოდა. (11)
ზაფხული ამინდებსაც დატყობოდათ უკვე, ჰაერში უკვე დახუთული სიცხე ტრიალებდა და გაზაფხულის სურნელის გაქრობას ცდილობდა, ნათია უკვე საღამომდე ვეღარ ახერხებდა ჰამაკში ნებივრობას და ცოტა მოწყენილობაც აწუხებდა. საღამოს ნინის ზარი შემოვიდა მის მობილურზე და ბედნიერმა უპასუხა მეგობარს.
-დაკარგულო ცოცხლობ?_ვერასდროს იკავებდნენ თავს ერთმანეთთან საუბრის დროს. მასთან ნატია პატარა ბავშვივით ხდებოდა და მისი ხასიათის მეორე ნაწილს აჩენდა. სხვა გზა არ ქონდა, თავად ნინი იყო ენერგიის მთელი წყარო.
-შენ ხმას რომ გავიგონებ რა მომკლავს_გაეცინა ნათიას.
-წავიდეთ მიოში? გავცვალოთ ჭორები.
-მაგ ადგილმა რაღაც განსაკუთრებული საშვი უნდა მოგვცეს_წიგნი გვერდით გადადო ნათიამ.
-უეჭ უნდა შევთავაზოთ, ჰა როდის გცალია?
-გოგო სოფელში ვარ და ისე მომწყინდა ბეწვზე მომისწარი, ამ საღამოსვე ჩამოვალ.
-ოქეიი, მაშინ დამირეკე და რომ ჩამოხვალ მეც გამოვალ.
ბედნიერმა გათიშა ნათიამ მობილური და კარადა გამოაღო, ტანსაცმელი რომ შეერჩია. რამდენიმე წუთში ჩაცმა უნდა დაეწყო უკვე მეორედ რომ ამღერდა ტელეფონი, ამჯერად ......
-მასწავლებელო, როგორ ხარ?_სასოიამოვნო ხმა გაისმა აპარატიდან.
-რას ვიზამ, ვიცმევდი, მაქეთ მოვდივარ.
-ასე მოგწყინდა? მეგონა დაგვხვდებოდი._აშკარა მოწყენილობა დაეტყო ხმას.
-აბა რას ვიზამ, ორი დღით ვბრუნდები.
-ჭკვიანო გოგო_გაეღიმა გიორგის, თუმცა მალევე აერია ხმა -ნინია მაცადე.
-მომეცი ბიჭო აქ ტელეფონი_შორიდან მოესმა გოგოს ხმა, შემდეგ უცნაური ბგერები და როგორც ჩანდა სამულემ გაიმარჯვა, რადგან რამდენიმე წამში გაისმა მისი წკრიალა ხმა.
-ნათიაა, იცოდე ხვალ საღამოს ჩემთან ხარ.
-რა ხდება?_უცებ დაიბნა გოგოც, რატომღაც წამში ანერვიულდა მათ სახლში მისვლაზე.
-დაგავიწყდა? მარტოობას ვეთხოვები, ხო და წინა საქორწილო წვეულება გვაქვს ოღონდ დავარღვიეთ ტრადიციები და ერთად ვატარებთ.
-ეგ იგივე ქორწილი არ გამოდის?
-ნუ კი, მაგრამ აი ერთი სადღეგრძელო და მერე იცეკვეთს გარეშე, ჩვენ პონტში რა.
-გასაგებია, ვკითხავ გიორგის, ვეცდები.
-უიმეე, რა მოსაწყენი ხალხი ხართ, აწი სად წახვალ ამას უნდა დაეკითხო? ეჰ ნათია მე შენ სხვ..........
-მომეცი ეს ტელეფონი, შენ მაცადე, არ დამიმთავრებია უჟმურო, მომეცი რაებს ასწავლი, იდიოტო ხელი მომტყდა, გადასარევი ის რეგვენი ბეჭედს ვერ გაგიკეთებს, შენ არ იყავი ჩემი თავი რომ გადაულოცე? გადავულოცე არა კვატი, ვერ ეღირსოს, მომეცი ტელეფონი, ბავშვივით იქცევი გიორგი._ კიდე მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაზა გაიგონა ნათიამ და შემდეგ საერთოდ გაითშა. სიცილით გადადო ტელეფონი და ჩაცმას მიუბრუნდა, როგორ უნდოდა დედმამიშვილი თავადაც ყოლოდა.
“რომ ჩამოხვალ გამაგებინე, ეს გიჟი ლაპარაკს არ მაცდის ისეა აღფრთოვანებული.“
წამოყვირებით მიიდო ტელეფონი შუბლთან და ბედნიერმა მოისროლა საწოლზე. ახალი ცხოვრება ელოდა წინ.....
ორ საათში უკვე ბინის კიბეებზე ადიოდა. გასაღები მოისინჯა ჩანთაში და თავადვე შეაღო სახლის კარი.
-ოჯახოოო, ჩამოვედიიი_შემოსასვლელშივე გაიძრო ფეხსაცმელები და გამოვარდა კიდევაც მანანა.
-დედიკო, ხომ მშვიდობაა? კარგად ხარ?_თვალებ გაფართოებული უყურებდა ახარხარებულ შვილს. -თმას ვიღებავდი ტუტუცო_ცხვირ აწეულმა შეივლო ხელი თავზე ცალ მხარეს აწეწილ თმაზე.
-დედა რა ფეთიანი ხარ, უბრალოდ ორი დღით დავბრუნდი.
-რატო? დარჩი ახლა, უშენოდ რას გავს სახლი_მაშინვე წუწუნით გაყვა ქალიშვილს უკან.
-დედა, ოდესმე რომ გავთხოვდები მაშინაც სახლში ჩაგვისიძებ?_ჩამჭრელი კითხვით მოუბრუნდა მანანას.
-რას იზამ? 25 წელია ეგ არც გიხსენებია, რა ხდება?_თვალები გაუფართოვდა ქალს.
-ღმერთო ხანდახან როგორი ხარ_თავი გადააქნია ნათიამ და ოთახის კარი პირდაპირ ცხვირწინ მიუკეტა.
-ნათია, რაღაცას მიმალავ_კარებზე დააბრახუნა მანანამ.
-დედა, თმა გაგიფუჭდებაა_სიცილით გამოსძახა გოგომ და მაშინვე შეიკივლა ქალმაც.
-თავგზა დამიბნიე თლად_ხელები აიქნია ქალმა და ბურტყუნით წავიდა თავისი ოთახისკენ.
მალევე გამოიცვალა ნათიამ, ნინისაც დაურეკა და მიოსთანაც მალე მივიდა.
-ეს რა ამბები გქონია გოგოოო_ყურებამდე გაღიმებული უსმენდა მეგობარი.
-არ მკითხო დღემდე არ მჯერა_გაეცინა ნათიასაც.
-მოიცა, რა სახით ხარ, ხოარ გიყვარს?_სახეზე დააკვირდა კარგად.
-ნინი, სამი კვირაა ვიცნობ.
-რავიცი კი გიკოცნია გენაცვალე და საცოლედაც გამოგიცხადებია თავი და, თვითონ რას ამბობს?
-რავი, რამდენიმე დღე რომ გაქრა და შევხვდი აღარ განმეორდებაო და მისი დის წვეულებაზე მივყავარ.
-უყურე შენ სასიძოს_დაუსტვინა ნინიმ და მიიპყრო კიდევაც გვერდითა მაგიდაზე მსხდომი ბიჭების ყურადღება.
-გოგო, რითი ვერ ისწავლე წესიერად მოქცევა, მასწავლებელი ქალი ხარ_ჩუმად გაეცინა ნათიას.
-შენთან სად ვარ მასწავლებელი_ხელი აიქნია გოგომ და წამომდგარ ბიჭებზე ამოიხვნეშა. -კარგი რა, ერთი დავუსტვინე, ძაღლები ხომ არ არიან რომ გამოვარდნენ.
-გამარჯობათ_მალევე წამოადგნენ თავზე გოგონებს.
-გაგიმარჯოს_ზრდილობიანად დაუქნია თავი ნინიმ, ნათია საერთოდ ტელეფოში ჩაძვრა და ძველი შეტყობინებების კითხვა დაიწყო.
-პიცის ჭამას ვაპირებდით და ვიფიქრეთ დაგვეწვეოდით_შინაურულად ჩამოუჯდა პირველი, ისე რომ არც უკითხავს.
ის იყო ნათიამ პირი დააღო რამე მწარე პასუხი რომ გაეცა და ზურგს უკან განაგონმა ნაცნობმა ხმამ მთლიანად რომ გააშეშა.
-გამარჯობა საცოლევ_თავზე აკოცა გაშეშებულ გოგოს და ფეხზე მდგარმა დაადო ბეჭზე ცალი ხელი. -ბიჭებო რამე პრობლემაა?_ირონიულად გაუღიმა ბიჭებს და წელში გასწორდა კარგად რომ შეეფასებინათ.
-ბეჭედი არ ეკეთა ძმაო_დანებების ნიშნად ასწია ხელები ფეხზე მდგომმა და მჯდომიც გვერდითა მაგიდასთან გაათრია ისევე.
-აა, ანუ ასეა უკვე საქმე_თავის დაქნევით ჩაილაპარაკა ჩუმად და გოგონებს გაუღიმა. -ნათია, ისუნთქე უფასოა, თუმცა მილიონი ღირდეს მაინც გექნება_თვალი ჩაუკრა ჯერ კიდევ გაშეშებულ გოგოს.
-აქ რა გინდა?
-ყოჩაღ, ლაპარაკი გახსოვს_თავი დააქნია ვითომ გახარებულმა, -ბოლო იმედიც ჩამიკალი, რომ დამასვენებდი.
-ვაგრძელებთ?_თვალები აუელვარდა გოგოს.
-როდის დავამთავრეთ?_გვერდულად გაეცინა ბიჭს.
-მშვენიერია, ლამის ვიფიქრე ადრენალინის გარეშე დავრჩებითქო.
-ჩემს გვერდით?გამორიცხულია_თვალი ჩაუკრა საცოლეს და ჩუმად მომზირალ ნინის გადახედა.
-გიორგი, ამ უხასიათოს ფიქტიური საქმრო_ხელი გაუწოდა აფხუკუნებულ გოგოს.
-გეთანხმები რატომღაც ფიქტიურის გარდა ყველაფერში_ხველებით გადახედა ნათიას და გიორგის სიცილიც არ შეიმჩნია.
-იტყვი რა გინდა აქ ხასიათიანო?_ამოიხვნეშა დაღლილმა.
-რავი, სახლში მივდიოდი, მენატრებოდი, დაგინახე და მოვედი რომ მენახე, მაინდამაინც ხვალამდე რატო მეცადა_მხრები აიჩეჩა ბიჭმა თითქოს ის ეთქვეს აგერ ხეზე ლამაზი ჩიტი ჩანსო.
-მო..........
-ძალიან კარგი გიქნია_სანამ რამე სისულელეს დააბრეხვებდა დაქალი, მანამდე იხსნა ნინიმ, -აი მეც გაგიცანი და ძალიან სასიამოვნოა_თავი დაუქნია ბიჭს და ნათიას მაგიდის ქვეშ ფეხი გაკრა გონზე მოდი და გაფართოებული თვალები დაიწვრილეო.
-ჩემი ფეხი იყო, კარგია სუსტი დარტყმა იყო_ამჯერადაც მშვიდი სახით მიათითა საჩვენებელი თითით მაგიდისკენ და თან ფეხზეც წამოდგა.
-აბა დროებით, ხვალ გამოგივლი_თავი დაუკრა გოგოებს, ნათიას ლოყაზე აკოცა და ისევე უცებ წავიდა როგორც გამოჩნდა.
-ეს რა იყო ახლა?_ირგვლივ მიმოიხედა ნინიმ.
-ვაიმე, ცივი წვენი მჭირდება_მიმტანის ძებნას შეუდგა ხელის ფრიალით ნათია.


განსაკუთრებით ემზადებოდა საღამოსთვის, სადა, იასამნისფერი მსუბუქი სარაფანი იყიდა სპეციალურად ამ დღისთვის და ღია ფერის მაღლები შეუხამა. მაკიაჟი გადატვირთული არც უყვარდა, ამიტომ მსუბუქი თავად გაიკეთა იუთუბის დახმარებით და კმაყოფილი დატრიალდა სარკის წინ და მიიღო კიდევაც შეტყობინება გიორგისგან.
-დედა, წავედიი_გასასვლელიდან დაიძახა და მოესმა კიდევაც მანანას ქოთქოთი.
-დედიკო ისევ გადიხარ და რა ლამაზი ხარ, სად მიდიხარ?
-მეგობარს წინა საქორწილო წვეულება აქვს და დამპატიჟა. შეიძლება შემაგვიანდეს.
-კარგი დედიკო_ჩაფიქრებულმა დაუქნია თავი ქალიშვილს და კარებიც მიუხურა.
გიორგიც გამოწყობილიყო, ცისფერი პერანგი იდეალურად შეეხამებინა ჯინსის შარვალზე და ურჩი თმები მაღლა აეპრიხა.
-ძალიან ლამაზი ხარ _ღიმილით აათვალიერა საცოლე.
-მადლობა, შენც არაგიშავს_ენა გამოუყო სამაგიეროდ ბიჭს და უცებ მოთავსდა მძღოლის გვერდითა ადგილზე. ჩუმად მივიდნენ დაიშნულების ადგილთან, მაშინვე ჩააქრო გიორგიმ მანქანა და გადასასვლელად გამზადებული ნათია უკან შემოაბრუნა.
-სანამ შევალთ ერთი პატარა საქმე_ჯიბეში ჩიყო ხელი და მალევე გაუშალა ნათიას წინ. -როგორც საცოლეს ეს დაგჭირდება_გაშლილი ხელისგული გაუწოდა გოგოს და მთელი გულით მოუნდა გადახარხარება ნათიას სახეზე. ვერავინ აი ვერავინ იტყოდა დედამიწის ზურგზე იმ წუთებშ ნათიას სახეზე რა ხდებოდა.
-კაარგი_ჩახველებით დაიბრუნა ხმა. -იმედია ჩემი ზომაა_ხელის კანკალით გამოართვა ბიჭს და თითზე წამოიცვა. სახე შეეცვალა ბეჭდიან ხელს რომ დახედა და გაისმა კიდევაც ყურთან
-5:4 საყვარელო.
-დამპალო, იმედია ორ ლარიანი სათამაშო კევიდან ამოღებული არაა._გაბრაზებულმა მიაყოლა მანქანიდან გადასულ ბიჭს.
-ნამდვილ ქვებსაც ვერ არჩევს_ამოხვნეშით გადააქნია თავი ბიჭმა და მანქანის კარი ჩაკეტა.
-მე შენ გიჩვენებ 5ით 4ს, მაცადე ეს საღამო თუ დაუვიწყარი არ გაგიხადო_გულიანად დაიქადნა ნათიამ და მართალია ბიჭს ღიმილით მოხვია მკლავზე ხელი, მაგრამ გოებაში ათას გეგმას სახავდა უკვე, როგორ გადაეხადა სამაგიერო. (12)
ავტომატურად ჩაკიდეს ხელები ერთმანეთს შენობაში შესვლის წინ, წამში გაუთბა ნათიას მარჯვენა მხარე და ვერაფრით დამალა ღიმილი.
-ყოფილები იქნებიან?
-აბაა, ნინიას დაქალოჩკები მაკლდა სახლში ჩასასახლებლად_დაიჭყანა ბიჭი და შეაღო კიდევაც კარი. დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევიათ, ნათიას არავინ იცნობდა, მხოლოდ ნინიამ შეკივლა და გამოექანა ძმისკენ.
-რა კაცი გამოჩენილა_მომავალმა სიძემაც გამოუწოდა ხელი.
-აბაა, არ თქვა_უკმაყოფილო სახით ჩამოართვა ხელი.
-სასიძო არ მოგწონს?_გაეცინა ნათიას.
-არავის მოწონს სიძეები, ბოლო ბოლო სახლს მილაგებდა_დისკენ გაიქნია თავი, სასმელის ჭიქას წამოავლო გიორგიმ ხელი და მეორე ნათიას გაუწოდა.
-გაუზრდელო_ვითომ გული დაწყდა ნინიას და ნათიას გახედა ჭიქა ხელში რომ დაეკავებინა, სწორედ მაშინ სვამდა თავადაც და გოგოს ხელის დანახვაზე იმხელა ყლუპი გადასცდა ლამის დაიხრჩო.
-დედიკოს ..... ბე ... ჭე.. დიიი_კიდევ კარგი გიორგის გასაგონად ამოიხავლა მხოლოდ და გულზე დაირტყა თავადაც ხელი.
-ალალი, დაო, ალალი_მთელი ძალით ჩაარტყა ლამის გვერდებში დას და თვლები გადაუბრიალა.
-გააფრინე? ეს ხომ თამაში აღარ არის გიორგი, რაზე ფიქრობდი?_უკვე გონს მოსული აკვირდებოდა ძმას სახეზე, ბაჩო და ნათია კი თამაშგარე მოთამაშეებივით იდგნენ გვერდით.
-მეც ვიცი, რომ თამაში აღარ არის, იქნებ შეწყვიტო ყვირილი_თვალები დაუბრიალა გიორგიმ.
-უნდა ვიცოდეთ რა ხდება?_გაბედა ხმის ამოღება ნათიამ.
-არ ჩაერიო_ხელი აღმართა ნინიამ
-მეგონა ნათია მოგწონდა_ჭიქაში დარჩენილი სასმელი გამოცალა გიორგიმ.
-არავის მოწონს რძალი_წარბები აუწია ძმას, უკან მობრუნებულმა კი თვალი ჩაუკრა გაცინებულ ნათიას და ბაჩო სცენისკენ წაიყვანა.

-ლამაზი და-ძმობა გაქვთ_ჯერ კიდევ ჭიქით ხელში საუბრობდა ნათია.
-ძვირფასო საცოლევ, ეს ისე რომ იცოდე უნდა დალიო ხოლმე, წყალს რომ სვამ აი ისე, სასმელი ქვია ამას უფრო კონკრეტულად მარტინი, მიდი აბა გასინჯე და უფრო ახლოს გაიცნობ_პირთან მიუტანა ჭიქა და მთელი ძალით ეცადა გოგოს დასველებული ტუჩები არ შეემჩნია.
-იდიოტო_გაბრაზებულმა მიარტყა ბიჭს იდაყვი, ბეჭედი შეისწორა თითზე და სცენაზე ასულ სამულეს გახედა სიცილით რომ გამოდიოდა სიტყვით, გოგო მისი და ბაჩოს სიყვარულის ისტორიას ყვებოდა ხუმრობები ჩართვით და მოწვეულ სტუმრებს ართობდა. ნათიასაც გაეცინა და წამში დაებადა ანგარიშის გათანაბრების იდეა. ნაბიჯით წინ წაიწია და მორიგ ნინიას შემოხედვაზე ხელით საკუთარი თავი და სცენა ანიშნა.
ხალხმრავლობა ბავშვობიდანვე არ უყვარდა, მაგრამ ამჯერად იმდენად დიდი იყო სამაგიეროს გადახდის სურვილი სცენა გამოსვლაზეც კი არ იტყოდა უარს. ნინია ყველაფერს მიხვდა და თავი დაუქნია. სიტყვის ბოლოს კი ხმამაღლა წარადგინა ნათია და თხოვა ამჯერად მისი და ძმის სიყვარულის ისტორია მოეყოლა.
სანამ გიორგი აზრზე მოსვლას მოასწრებდა და რამეს მოიმოქმედებდა, ნათია უკვე სცენაზე იდგა და მიკროფონს ისწორებდა.
-მოგესალმებით, ვინც არ მიცნობთ, გეტყვით რომ აი იმ დაკუნთული და სექსუალური ბიჭის საცოლე ვარ პირდაპირ შუა დარბაზიდან რომ მიყურებს. დიახ დიახ, სექსუალურზე დამეთანხმეთ არ მოგერიდოთ_რამდენიმე დასტვენაზე თავი სიცილით დააქნია და წარბებ აწეულ გიორგის ჩამოხედა ნიშნის მოგებით.
-რადგან სამულემ მთხოვა უარს ხომ არ ვეტყოდი? ამიტომ მოდი მოკლედ გიამბობთ პირდაპირ ხელის თხოვნის ისტორიას, ისეთი გულის ამაჩუყებელია მოემზადეთ, მოკლედ იმ დღეს თბილი ამინდი იყო, დამირეკა და გასეირნება შემომთავაზა, ჩემ სიყვარულ ბიჭს უარს როგორ ვეტყოდი და მაშინვე გარეთ გავედი, საღორიის ტყისკენ წავედით, გამიკვირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. როგორც კი მივედით მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა, ხეებზე უამრავი წითელი და ვარდისფერი ბუშტები შეება, ტოტებზეც აეყოლებინა, მოგვიანებით ჩუმად გამიმხილა, როგორ იტკინა ამ მოწყობის გამო დაცემისას ერთი ადგილი_ვითომ ჩუმად და სიცილით მიუთითა ხელით საჯდომისკენ და გადაუარა კიდევაც დარბაზს სიცილის ტალღამ, -ბუშტებს დაახლოებით ჩემი სიმაღლის პლაკატები მოყვებოდა, სათითაოდ ყველაზე იყო გამოსახული ჩვენი სურათები და ყველა მათგანს ჰქონდა ქვემოდ მიწერილი, თუ რამხელა ადგილი მიჭირავს მის ცხოვრებაში, რამდენად გაუფერულდება მისი სიცოცხლე თუ მე არ ვეყოლები, როგორ გადმოხტებოდა მე9 სართულიდან თუ ოდესმე მივატოვებდი, როგორ უძგერს გული ჩემი დანახვისას _როლებში შეიჭრა ნათია.
-მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა ეს პლაკატების ხეივანიც გავიარე და დასაწყისში გამქრალი გიორგიც გამოჩნდა, შავი ჩოხით შემოსილი იჯდა ულამაზეს თეთრ ცხენზე და ზემოდან დამყურებდა მედიდური სახით. შემდეგ ჩემი საოცნებო კოკესპანიელი გამომიწოდა, რომელსაც ყურებზე ბეჭდის კოლოფი ჰქონდა შებმული. რადგან ცხენების არანორმალურად მეშინია_ჩაიცინა ნათიამ -საჩუქარი კილომეტრიდან გამოვართვი და როგორც ხედავთ დღეს ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია_ხელზე გაკეთებული ბეჭდის აფრიალებით დაასრულა ნათიამ და გაისმა კიდევაც გოგოებიდან რა საყვარელია, მეც მინდა ხმები. დაბლა ჩამოსულმა პირდაღებულ ბიჭებს მარტივად აუარა გვერდი და წარბებ აწეულ გიორგის მიუახლოვდა, რომელიც გამწარებით უკრავდა ტაშს.
-ბრავო, ბრავო, გაღიარებ_თავი დაუხარა გაცინებულ გოგოს.
-5:5 საქმროვ?
-ამაში მინიმუმ ორი ქულა უნდა გერგებოდეს წესით.
-არაა, თლად ასეც ვერ დაგმარხავ, შანსი ხომ უნდა მოგცე_თვალი ჩაუკრა ბიჭს და მოახლოებულ ბაჩოს გაუღიმა.
-მეგობრებო, ასე თუა საქმე ქორწილი ერთად ხომ არ გაგვეკეთებინა? და-ძმა ერთად დაიწერდით ჯვარს_გვერდიდან მომდგარ საცოლეს გაუღიმა თბილად.
-გადასარევი იდეაა_ტაში შემოკრა გიორგიმ და ნათიას პომიდორივით სახეზე სიცილი აუტყდა.
-არაა, არაა საჭირო.
-მე მომწონს სიძევ, ყოჩაღ_ხელი მიარტყა ბიჭს ბეჭზე და ნათია საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.
მხიარული საღამო გამოუვიდათ, ბევრი იცეკვეს, ნათიამ სასმელიც კი გასინჯა, მთელი საღამო?
მორჩილად იტანდა გიორგის ხუმრობებს, თავად კი თავ აწეული იხსენებდა მის გამოსვლას და ირგვლივ ხალხის სახეებზე სიცილით კვდებოდა გიორგის რომ დაინახავდნენ. როგორც იქნა წასვლის დროც მოვიდა.
-გაგაცილებ_ხელი ჩაკიდა გიორგიმ და შენობა დატოვეს.
-ფეხით გავისეირნოთ რა_ხელზე ჩამოეკიდა მუდარით.
-მომინდომა გოგომ რომანწიკაა_გაუცინა საცოლეს და მის ნებას დაყვა. თითქმის სახლამდე ფეხით მივიდნენ.
-ბეჭედი არ უნდა დაგიბრუნო?_ბინასთან უკან მობრუნდა გოგო.
-რატო ხვალ ჩემი საცოლე აღარ უნდა იყო?
-ისე ხომ არ გგონია, რომ ცოტა შორს წავედით? უკვე ზედმეტად ბევრმა გაიგო ამ ხუმრობაზე, თუმცა არცერთმა სინამდვილე არ იცის. ვისია?_ხელზე დაიხედა.
-დედაჩემის_ღიმილით უპასუხა ბიჭმაც.
-მაშინ მითუმეტეს ვერ დავიტოვებ_მაშინვე მოიხსნა და გაუწოდა, -ისე არასდროს მოგიყოლია მშობლებზე.
-მოსაყოლი არაფერია, ყველაზე ბანალური ისტორია ბანალური დასასრულითა და მიზეზით, ავარიაში მოყვნენ და ორივე ადგილზევე დაიღუპა.
-ვწუხვარ, დიდი ხანია?
-ხუთი წლის წინ, მეორე კურსზე ვიყავი.
-სწავლობდიი? რატომ დაანებე?
-ორივე და-ძმა ჰაერში დავრჩით ნათი, ნინია ზედმეტად პატარა იყო, მე კი ერთადერთი კაცი დავრჩი ოჯახში და დაზე უნდა მეზრუნა, სამსახური რომ არ მეშოვა საბავშვო ბაღში ჩააბარებდნენ. მეც თომას მივაკითხე და ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, მამას ძველი მეგობარი იყო.
-რაზე სწავლობდი?
-არქიტექტურაზე, მინდა სექტემბრიდან გავაგრძელო, ახლა ნინიას ბაჩო ყავს და შემეძლება უკვე დრო ჩემს თავსაც დავუთმო.
-კარგი იქნება_უკვე ბინასთან იდგნენ ნათია რომ მოეხვია, -წარმატებებს გისურვებ.
-ტკბილი ძილი_საპასუხოდ გაუღიმა ბიჭმაც და სადარბაზოში გოგოს გაუჩინარების შემდეგ, თავადაც უკან გაბრუნდა. არცერთს დაუნახავს ფანჯრიდან მოთვალთვალე გია.

დილით ისევ კარგ განწყობაზე გაეღვიძა ნათიას მოღიღინე შევიდა სააბაზანოში და შემდეგ საუზმეს მიაკითხა.
-დედიკო, ხომ ყველაფერი რიგზეა?_ჩუმად შეპარება გადაწყვიტა მანანამ.
-რატომ არ უნდა იყოს?
-ისეთი შეცვლილი ხარ, ჯერ გარეგნობა ახლა ხასიათიც, ვიფიქრებ ხომ არავინ გაუცვნია, ერიდება და ვერ გვეუბნებათქო.
-მოსარიდებელი არაფერია დედა, 25 წლის ვარ, როგორმე ჩემითაც გადავწყვიტავ ჩემს საქმეს.
-არავინ არაფერს გაძალებს შვილო, უბრალოდ.....
-არ გვინდა რა დედა, შეიძლება გავიცანი, შეიძლენა მნიშვნელოვანი არ იყოს, როცა საჭირო იქნება თავად გაგაგებინებ_უკვე ხასიათ გაფუჭებულმა ჩაკბიჩა მაფინი და ჩასაცმელად დაბრუნდა ოთახში. აჯობებდა მიოში ნაყინით დამტკბარიყო.
რამდენიმე წუთში უკვე ფეხზე იცმევდა.
-დედა, გავდივარ.
-ისევ?_შემოსასვლელში გამოვიდა მანანა.
-დედა რა გინდა? ისევ სახლში ვიჯდე ხოლმე? ხო ისევ გავდივარ, გავისეირნებ ნაყინს შევჭამ და დავბრუდები._უხეშად მოიჯახუნა კარი და გაჩერებისკენ წავიდა.
როგორც ჩანდა გარეთ მაინც უმართლებდა, მიოში შესულს საყვარელი ნესვის ნაყინი ადგილზე დახვდა, ორი ულუფა აიღო პირდაპირ და ტერასას მიაკითხა დასაჯდომად. სიწყნარემ მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა.
-შეიძლება?_ჩრდილს ახედა ნათიამ და არც მეტი არც ნაკლები გიორგი ციმაკურიძე ამოიცნო.
-იცი გიორგი, უკვე მივდიოდი_სკამზე შესწორდა მაშინვე.
-არ ვიკბინები, უბრალოდ ჩამოვჯდები რომ მოგიკითხო_ხელის აწევით დაამშვიდა გოგო და წინ დაუჯდა. -ისევ ნესვი?
-ყველაზე მეტად მიყვარს_მხრები აიჩეჩა გოგომ. -რამე გინდოდა?
-რამე პრობლემაა? დაგინახე, მოგესალმე, არ მეგონა თუ ჩემს მიმართ აგრესია გქონდა_შეცბუნება ეტყობოდა ბიჭს.
-არა, მაპატიე სწორი ხარ_დაბნეულმა მოისვა ნათიამ შუბლზე ხელი, -ზედმეტი მომივიდა.
-გამარჯობათ ახალგაზრდებოდა_ნაცნობი ხმა მოესმა ნათიას და წამში ინატრა მიწა გამსკდარიყო და ჩავარდნილიყო, ელვა მხოლოდ მას დასცემოდა, მზიანი ამინდის მიუხედავად ან უცებ კოხი წამოსულიყო. შეცბუნებულმა ახედა საქმროს და უსიამოვნოდ გასცრა. ცივ სახეზე აშკარა ირონიული ღიმილი დასთამაშებდა ბიჭს. (13)
-დაჯდები?_სკამისკენ მიუთითა ნათიამ თვალებით
-არა როგორ გეკადრება, ხელს შეგიშლით?_ირონიას არ იშორებდა ბიჭი.
-გიორგი ...... _წამოდგომა უნდოდა გოგოს.
-არა, იყავი, უბრალოდ სამსახურის გზაა და მანქანიდან დაგინახე_თავი დაუკრა გოგოს და კიდევ ერთხელ აათვალიერა გაბღენძილი სახით მჯდომი ციმაკურიძე.
-გიორგი_კიდევ ერთხელ დაუძახა ნათიამ, თუმცა სულ ტყუილად, ბიჭი აღარ მობრუნებულა.
-მგონი შენი საქმრო გავაბრაზეთ_წარბები აწია ბიჭმა.
-ნეტავ კი იყოს_ჩუმად ამოიხვნეშა ნათიამ და ჩანთას დაწვდა. -კარგად გიორგი_თავი დაუკრა ბიჭს და ტერასა დატოვა.
სწორედ ეს აკლდა ახლა სრული ბედნიერებისთვის, რას იფიქრებდა ის ბიჭი? ან რა უნდა ეფიქრა? რამე ურთიერთობა აქვთ? ერთად არიან? ამაზე არასდროს უსაუბრიათ, მხოლო ის აქვს ხელჩასაჭიდი, აღარ გავქრებიო რომ უთხრა, ეს კი ურთიერთბის დასაწყებად არაფერს ნიშნავს.
დამძიმებული მივიდა სახლში და უკვე ერთი სული ქონდა ისევ სოფელში როდის დაბრუნდებოდა, რატომღაც ეგონა იქ ასეთი ფიქრები არ შეაწუხებდნენ.
-ნათია, აქ მოდი_გაღებულ კარებში მოხვდა მანანას სიტყვები მის ყურს და გაუკვირდა, დედამისისგან ასეთი გაყინული ხმა პირველად ესმოდა.
-რა ხდება? სასამართლოა?_მკაცრი სახით მჯდარ დედას გადახედა.
-ნათია, ან თავს რატომ იჭრი ან ჩვენ რატო გვჭრი?
-დედა შეგიძლია წესიერად ამიხსნა? რა გავაკეთე ასეთი?
-დღეს ნათელამ დამირეკა, დიდი ზარზეიმით მომილოცა ქალიშვილს ათხოვებ თურმე და ჩემი ბიძაშვილიდან უნდა გამეგოო, მე კიდე საერთოდ დებილივით ვუსმენდი და ისიც არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-დედა შეიძლება მერე ვილაპარაკოთ? მართლა არ შემიძლია ახლა._უკან გამობრუნება მოინდომა, თუმცა სულ ტუილად.
-ადგილზე დარჩი_ახლა უკვე გიას მკაცრი ხმა გაისმა.
-მა, შეენც?_დაღლილი თვალები მიანათა მამას.
-მეც არა, უნდა გეთქვა თუ ასე სერიოზულად იყო უკვე საქმე, სეირნობა ერთია და ცოლობაზე დათანხმება მეორე_წამში გათქვა საიდუმლო.
-მოიცა, მოიცა, შენ რა რამე იცოდი?_მაშინვე წამოვარდა მანანა.
-შეიძლება_უკან დაიხია გიამ.
-ვინ არის?
-ჩემი ესმის საერთოდ ვინმეს? ან ჩემი სიტყვა რამეს ნიშნავს? არავინ არ მყავს გაიგეთ_უკვე ყვირილზე გადავიდა ნათიაც.
-ხმას დაუწიე, მაშინ გავიგებდით ადამიანურად რომ მოგეყოლა, მასე გაგზარდეთ?
-და მაშინ მომისმენდი დედა რომ მეთქვა უბრალო მუშაათქო? მაშინ გამიგებდი?
-როგორ თუ მუშა? ვინ მუშა?
-რემონტი რომ გაგვიკეთეს ერთ-ერთი _ჩუმად ჩაილაპარაკა გიამ.
-ხუმრობთ ხო?_სიცილი აუტყა მანანას.
-აი რამდენად გეყო დედა შენი გამგებიანობა.
-აბა რა მუშა შვილო? გაგიჟდი? ჩვენს ოჯახში მუშა წარმოგიდგენია?
-დედა მისმინე, ჯერ ეს ერთი საკმაოდ დიდი ვარ თავად გადავწყვიტო რა მინდა ან ვინ, მერე მეორე ბოდიში შენსავეთ შესაფერისი ვერ ვიპოვე, და მესამეც, გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა, შენსავით არავინ მომიყვანს კართან ვინმეს და არ მეტყვის აჰა დოქტორია და გაყევიო, იმას შევხვდები ვინც მომეწონება.
-არა სულ გაგიჟდი, ნამდვილად გაგიჟდი. ამდენი რომ ვიწვალეთ რას უშვები? ცოტა რამ დაგჭირდა იმის მისაღწევდა რაც ხარ?
-და რა დედა? გიორგი რა შუაშია? ან შენ რა იწვალე? გვერდით მეჯექი რომ ვათენებდი წიგნებთან? ან სად უნდა წავიღო, ადამიანს ვხვდებოდი სკოლას კიარ ვაცდენდი.
-მერე რა იქნება? დარწმუნებული ვარ იმდენი განვითარებაც არ ექნება მუშაობის უფლება მოგცეს, ალბათ იმ ხანიდანაა ქალი კუხნაში ვიცი მეო რომ იძახიან, ვინ იცის დედამისმა რამე თუ ასწავლა.
-მანანა, ზედმეტი მოგდის!_ახლა უკვე გიას ხმამაღალი შეძახილიც გაისმა ოთახში.
-იცი დედა? ადამიანს არც კი იცნობ ისე განსჯი, დედა საერთოდ არ ყავს რომ იცოდე, მაგრამ ახლა რომ ვუფქრდები მკვდარი დედა უფრო მეტს ასწავლიდა ვიდრე მე ვსწავლობ შენგან_იმედგაცრუებული თვალებით ახედა დედას და ზურგი შეაქცია.
-გია გაიგონე? გესმის რა თქვა? უმადური შვილი მყოლია, კარგად დაიმახსოვრე, მოვკვდები და მაგ ბიჭს არ მივიღებ გესმის? მოვკვდები, ამ მეხუთე სართულიდან გადავხტები მაგრამ მომავლის გაფუჭების უფლებას არ მოგცემ._ლამის პირველ სართულამდე ისმოდა მანანას კივილი და გიას გაჩუმდის ძახილი, თუმცა ნათიასთვის უკვე სულერთი იყო. უმისამართოდ გამოვიდა სახლიდან და წარმოდგენა არ ქონდა სად წასულიყო. მწველი მზე აცხუნებდა ზემოდან და ფიქრის საშუალებას უფრო არ აძლევდა. ისევ სოფელში წასვლა გადაწყვიტა, 3 დღე ჰქონდა დარჩენილი სანამ ბიჭები ჩამოვიდოდნენ და ამ პერიოდში მოიფიქრებდა რა უნდა ექნა. წასვლამდე ბიჭის ნახვა გადაწყვიტა და საღამომდე დაიცადა. რომ იფიქრა სახლში იქნებაო და მიუკაკუნა კარზე. ნინია შემოხვდა:
-სარძლო, გამარჯობა_გულიანად გაუღიმა სახეწაშლილ გოგოს
-სახლშია?_პირდაპირ გიორგიზე გადავიდა.
-კი ახალი მოსულია და აბანოშია, შემო, მშვიდობაა?
-სავარაუდოდ კი_გაუღიმა უკან მომავალ გოგოს
-მოდი მე გავალ, თქვენ კი წყნარად ილაპარაკეთ_თვალი ჩაუკრა ნათიას და ფეხსაცმელს დასწვდა.
კიდევ ხუთი წუთი ისმოდა წყლის ხმა და ბოლოს როგორც იქნა შეწყდა. უკვე ჩაცმული გამოვიდა ბიჭი, თავს იმშრალებდა პირსახოცით ნათია რომ დაინახა.
-აქ რა გინდა?_ აშკარა გაოცება ეტყობოდა სახეზე.
-უნდა დავილაპარაკოთ.
-ნათია სალაპარაკო არაფერია_დაღლილი ხმით ამოილაპარაკა ბიჭმაც.
-მაშინ რა ხდება? ასე რატომ იქცევი?
-და როგორ ვიქცევი ძვირფასო საცოლევ?
-რაზე გაბრაზდი? არც კი გვილაპარაკია და რამე გაგვირკვევია, საერთოდ ერთად ვიყავით? ერთმანეთის რამე ვიყავით?_პირდაპირ სახეში მიაჩერდა ბიჭს.
-ვიქნებოდით, შენი უაზრო საქციელი რომ არა.
-უაზრო? არ შეგეძლო რამე გეთქვა? რაზე უნდა მქონოდა იმედი, მოწერილ არ გავქრებიზე?
-და შენც წამში შემცვლელი მიპოვე არა? ერთი ჩამოუყალიბებელი, პრეტენზიული და გათამამებული ქალბატონი ხარ, რომელმაც არ იცის რა უნდა_ხმას აუწია გიორგიმ.
-თავხედო სიტყვებს დაუკვირდი.
-ტყუილს ვამბობ? ორი კვირის წინ იმ ბიჭს ხვდებოდი, მერე ჩემზე გადმოერთე, რაღაც ვერ გაიგე და მაშინვე ისევ ძველს დაუბრუნდი. თავადაც არ იცი რა გინდა და ვისთან გინდა.
-გიორგი, ნუ გადამრევ, არ იცი შენზე რასაც ვფიქრობ?_თვალები გაუფართოვდა ნათიას.
-უნდა ვიცოდე? მითხარი და არ მახსოვს? საერთოდ იცი კი რას გრძნობ და ფიქრობ?
-არ მენდობი_საოცრად მოუნდა იმ წუთას ეტირა.
-ნათია, რომელ ნდობაზეა ლაპარაკი, როცა ერთი თვეც არაა რაც ერთმანეთს ვიცნობთ და საკუთარ თავსაც ვერ ვენდობი როცა საქმე შენ გეხება.
-მგონი ტყუილა მოვედი_თავი გადააქნია გოგომ.
-მეც სწორედ ეგრე მგონია.
-მაგრამ ......
-არავითარი მაგრამ ნათი, მე მართლა მინდოდა, უბრალოდ მინდოდა გვეცადა, მივყოლოდით, თავის ნებაზე მიგვეშვა ყველაფერი და გვენახა სად მიგვიყვანდა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ისე არ გინდოდა როგორც მე.
-გიორგი, მხოლოდ ორი წუთი ვიჯექით, უკვე წამოსვლას ვაპირებდი.
-და ორი წუთი წამოსადგომად არ გეყო? მთელი ხუთი წუთი მარტო მე გიყურეთ გზიდან. იცი რა, ალბათ ჩემი ბრალია, არ მინდა ადამიანი, რომელიც ჩემთან იქნება, იჯდეს და ყოფილთან ისე იჯდეს და ჭორაობდეს ვითომ არაფერი. ჩემთვის, რომ დამთავრდება დამთავრდება, ყოფილებთან მეგობრობის არ მჯერა. უბრალოდ მანამდე დავიშალოთ სანამ ერთმანეთს გულს ვატკენთ_წყლის დასახმელად შებრუნდა ბიჭი უკან. ჭიქა გაივსო და შემობრუნებულს გოგო უკვე აღარ დახვდა. იმდენი სიამაყე ჰქონდა ნათიას შერჩენილი თავი რომ აღარ დაემცირებინა.
ღრმად ამოიხვნეშა გიორგიმ და ჩაფიქრდა, რის გამო მოხდა ყვში, ყველაფერი ან ვისი ბრალი იყო? ციმაკურიძესი? მის თავში დაურწმუნებლობის? შიშის იმისა, რომ არაფერი გამოვიდოდა, მალე მიხვდებოდა ნათია მისი შესაფერისი რომ არ იყო და თავად დარჩებოდა გულნატკენი? როდის მოახერხებდა საკუთარ თავთან სიმართლე ეღიარებინა?
გამწარებული ეძებდა გარეთ გასული ნათია ჩანთაში მობილურს და რამდენიმე წამში კრეფდა კიდეც ნაცნობ ნომერს.
-ნინი, გთხოვ დამეხმარე რა_ტირილით გაჯერებული სიტყვები უთხრა მეგობარს და მომავალ მარშუტს დაუქნია ხელი. (14)
ყავის ჭიქით ხელში იჯდა ნათია ნინის სასტუმრო ოთახში და თვალი ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული.
-სიმართლე რომ გითხრა ვაფშემც ვერ მივხვდი რატო იჩხუბეთ_ხელები გაშალა ნინიმ
-სიმართლე რომ გითხრა ვერც მე_სიმწრით გაეცინა ნათიას.
-რაღაც ეჭვები მაქ_ფრთხილად ამოხედა ნინიმ
-არ მენდობა, ვერ მენდობა, საკუთარ თავსაც ვერ ენდობა, გონია, რომ ორ კვირაში მივხვდებით, რომ ერთმანეთთან არაფერი გვესაქმება და გვეტკინება. ეს ეჭვები?_ ისევ გაიღიმა ნათიამ.
-რას აპირებ? დაელაპარაკები?
-რა თქმა უნდა, ასე მარტივად ვერ დავკარგავ, ის რასაც მის გვერდით ვგრძნობდი რაღაც სხვა იყო, განსაკუთრებული_ბედნიერად გაეღიმა მოგონებებში წასულს.
-რაღას უცდი, აუ წამო საერთოდ ვსტაცოთ ხელი, ვაკოს დავურეკავ მანქანაზეე, ერთი ორი დღე გადავმალოთ და მერე ვინღა დაიბეუნებს_ხელი აიქნია ფეხზე წამომხტარმა ნინიმ
-კაცის მოტაცების ოცნებას ვერ შეეშვი ხო შენ_ყავა მოსვა ნათიამ.
-არა და რა გახდა ერთი ჩემნაირი დარეკილიიი.
-წარმომიდგენია ისიც შენნაირი რომ იყოს ჯერ ერთად რა იქნებით და მერე თქვენი შვილი.
-ნუ გადაიტანე ახლა თემა, მართლა არ წახვალ?
-ჯერ მანანას თემა უნდა მოვაგვარო_ღრმად ამოიხვნეშა სიტყვებზე.
-როგორ?_წინ დაუჯდა ნინი
-სახლიდან წამოვალ.
-ნათი დაფიქრდი_თვალები გაუფარდოვდა მეგობარს.
-უკვე გადავწყვიტე, სანამ ასე იაზეოვნებს ვერ გავჩერდები და საქმე გიორგიში არაა, ზოგადად მის ხედვაშია, სანამ ამას არ შეიცვლის არ შემიძლია. სწავლის დაწყებამდე სოფელში ვიქნები, მერე ბინას ვიქირავებ._უკვე გადაწყვეტილმა ჩაილაპარაკა და სიტყვებს გულიც ამოაყოლა თითქოს.



ასე უგულისყუროდ არასდროს უმუშავია გიორგის. გულს ვერაფერს უდებდა და შედეგად რასაც ხელი მოკიდა ყველაფერი გააფუჭა. ბოლოს კედლის გასასწორებელი მოწყობილობა მოისროლა და ლევანს იმ წამს გალესილი კუთხე გაუფუჭა.

-მოდი შევისვენოთ_თვალი ჩაუკრა ბიჭებს. მაშინვე გავარდა გიორგი აივანზე და რკინის გისოსზე იყარა ჯავრი.
-გინდა ვილაპარაკოთ?_ფრთხილად კითხა თომამ.

-ისე ნუ იქცევი ვითომ ვერაფერს ხვდებოდე და არაფერი იცოდე.

-დებილი უნდა ვყოფილიყავი თქვენ შემხედვარე ეჭვი რომ არ გამჩენოდა. თავიდანვე ხომ იცოდი რაშიც ყოფდი თავს?

-უბრალოდ ვერ ვხვდები სიყვარული ასეთი რატოა, ხომ შეიძლება უფრო მარტივი იყოს?_ნაღვლიანმა გახედა კაცს.
-მარტივი? ჩვენ ახლა განტოლებაზე ან რამე ამოცანაზე არ ვლაპარაკობთ გიორგი, როცა სიყვარული მარტივია, მაშინ სიყვარული არ არის, ნამდვილ გრძნობას ბრძოლა უნდა, წინაღობების გადალახვა უნდა, აი ამითი დარწმუნდები გრძნობის სიძლიერეში და არა ისე, გაიცანი, მოგეწონა, სახლში დაისვი. სიყვარული ის ბრძოლაა, რომელშიც მონაწილეობის უფლებას ღმერთი ყველას არ აძლევს. ბედნიერი კაცი ხარ და არ და არ დაკარგო_ბეჭზე მოუთათუნა კაცმა.
-მაგრამ, ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით_ჩუმად ჩაილაპარაკა გიორგიმ.
-აუჰ, რითი ხარ ნაკლები? ნარკომანი ხარ, უმუშევარი და ბირჟაზე ლოთობ თუ რითი? გაიგე ჩემო ბიჭო, მთავარია აქ რა გაქვს_გულზე მიადო ბიჭს ხელი და მარტო დატოვა. დაფიქრება ნამდვილად ჭირდებოდა .


მეორე დღეს ნათია მართლაც გაემგზავრა სოფელში, ზაფხულის ბოლომდე იქ აპირებდა დარჩენას, ორი დღის შემდეგ გიას მანქანა დალანდა კარებთან.
-მა_გაუბედავად შეეგება მონატრებულს.
-როგორ ხარ მამი_მაშინვე მოეხვია კაცი შვილს.
-არამიშავს, თქვენ, შენ?
-ჩვენც მა, ხომ იცი დედაშენის ამბავი, რომ კითხო პოზიციას არ თმობს, არადა მთელი ღამეებია არ ძინავს._ჰამაკში ჩაჯდა დაღლილი გია.
-მა, ხომ იცი, რომ უკან არ დავიხევ?
-ვიცი, ვისი შვილი ხარ ბოლო ბოლო_გაეცინა კაცს და ქალიშვილი ჩაიხუტა. -თუ გგონია შვილო, რომ სწორად იქცევი, უკან არ დაიხიო და არ დანებდე, მაგრამ თუ ოდნავადაც გეპარება ეჭვი ამის გამო ოჯახს ნუ გახლეჩ.
-მა, ვერც შენ გაგიგია_ნაღვლიანად გადააქნია თავი ნათიამ. -საქმე არც ჩემშია და არც გიორგიში, არც ვინმე კერძოდ აღებულ ადამიანშ, საქმე ზოგად ხედვაზეა გესმის, არ შემიძლია ისეთ ადამიანთან ვიყო და ვიცხოვრო, ვინც გარშემომყოფებს თურმე ზემოდან უყურებს და თავს არავის უყადრებს. იმდენად ვიყავი ჩემს მოსაწყენ სამყაროში ჩაბუდრული, ვერც კი შევამჩნიე, რომ დედას მეგობრები არ ყავს, მასთან არავინ დადის, არც თავად წასულა ვინმესთან, ეს იმდენად ნორმად მეჩვენებოდა არც მე გამჩენია სურვილი ადამიანს დავახლოვებოდი, გიორგიმ თვალები ამიხილა, ცხოვრება დამანახა, იცი, რომ 25 წლის ვარ და მარტინი სასმელი რომ არსებობდა არ ვიცოდი, არ ვიცოდი რას ნიშნავდა გართობა და სეირნობა, საკუთარ თავზე დროის დათმობა. იგივე ნათიას არ დავუბრუნდები_თავი გადააქნია გოგომ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიშორა.
-უკვე გამეზარდე მა_ნაღვლიანად გაუღიმა შვილს და შუბლზე აკოცა, -ისე მოიქეცი როგორც ზრდასრული, დამოუკიდებელი ქალი მოიქცეოდა_თავი დაუკრა ქალიშვილს და სახლში გაბრუნება გადაწყვიტა.

-გია, დაბრუნდი?_კარის ხმაზე მაშინვე გამოეგება თვალებ დაწითლებული ცოლი.
-სხვა ვინ მოვიდოდა_ამოიხვნეშა კაცმა.
-ეს რას ნიშნავს, არ დაბრუნდება?
-ღმერთო ჩემო მანანა, ის შენი შვილია, შენი აზრით?_მკაცრი სახით ახედა ცოლს.
-ჩემთან რა გინდა?_წარბები შეკრა ქალმა
-არა რა, ის ბავშვიმართალია, გააფრენინებ ადამიანს, უბრალოდ თავი დამანებე, რაც გინდა ის ქენი, მეჩემი შვილის მხარეს ვარ, რომ იცოდე_თითი დაუქნია გაშეშებულ ქალს და ოთახისკენ წავიდა.
-ეგ რას ნიშნავს, მხარს არ მიჭერ? ცოლს უღალატებ?
-საკუთარ შვილს უღალატე და დიდი რამე მე ცოლს თუ ვუღალატებ.

-გიო, ბიჯო, სამ დღეში შენი დის ქორწილია, არ ნერვიულობ?_შუა მუშაობაში გამოხედა ლევანიმ.
-მე რა მანერვიულებს, თვითონ იკითხოს, წაბრძანდება ვიღაცასთან საცხოვრებლად._გაბრაზებულის ხმით ჩაიდუდღუნა ბიჭმა.
-ქმარი ვიღაცაა ბიჭო?_სიცილი აუტყდა ლევანის.
-აბა რაღას მეკითხები?
-შენ კიდე ყველაფერზე როგორ ბუზღუნებ_ მირიანი ჩაერთო ამჯერად.
-ყველა რო მიდის ბოლოს იმას ვბუზღუნებ_იარაღები დაყარა გიორგიმ და გრძნობებს დანებდა. -ერთადერთი ვინც მყავდა ნინია იყო სანამ ბაჩო გამოჩნდებოდა, ერთმანეთზე ზრუნვის გარდა საქმე არაფერი გვქონდა, დღე მისით იწყებოდა და სრულდებოდა, ვიცოდი სახლში მისულს გვერდით ოთახში რომ მხვდებოდა, რთული ყოფილა.
-მასე არ შეიძლება ძმაო, ეგოისტობ.
-ვიცი და ამაზე ხმასაც არ ამოვიღებ არასდროს, ამისთვის ვიწვალეთ ზუსტად ეს წლები, რომ ბედნიერი ყოფილიყო, ბაჩოსთან კიდევ იქნება.
-არ იქნება და_ჩაქუჩი შეათამაშა ხელში ლევანიმ და სამივეს გაცინება მოახერხა.
-უბრალოდ მარტო დარჩენა არ მინდა_სიმწრის სიცილით გაეღიმა ბიჭს.
-მარტო მაინც არ ხარ და ჩვენს თავს სულაც არ ვგულისხმობ_თვალი ჩაუკრა მირიანმა.
-იქნება ქორწილში? საცოლეა ბოლობოლო_მაინც დაცინეს ბიჭებმა.
-არამგონია, ისე ვიჩხუბეთ დანახვაც არ ენდომება ჩემი.
-შენც ისე ქენი, რომ მოუნდეს._წარბები აუთამაშა ლევანიმ.
-ახლა არა, ჯერ ნინია გავუშვა მშვიდობით და თან რემონტს რომ დავიწყებთ იქეთ ახლოს მეყოლება_გაეღიმა ნათიას სახის გახსენებაზე და ისევ მუშაობას მიუბრუნდა.


ცრემლების ღაპა-ღუპით ასრულებდა რემარკის მორიგ რომანს ტელეფონი რომ აუმღერდა. უცხო ნომერს გაკვირვებულმა დახედა და მალევე უპასუხა.
-სარძლოო, სად დამეკარგე?
-ნინიაა, როგორ ხარ_გულწრფელად გაუხარდა გოგოს ხმა.
-კარგად საყვარელო, სამ დღეში ვთხოვდები და ჯერ არ მჯერა_სიცილი აუტყდა გოგოს.
-უკვე მოვიდა დროო? ასე მალეე?
-აბაა, უცებ გავიდა, მინდოდა მეკითხა რას იცმევ, ან თუ გცალია სალონში ჩემთან ერთად რომ წამოხვიდე? მინდა გოგოები ერთად მყავდეთ გვერდით.
-ნინი, მე არ .....
-არც კი გაბედო, არც სცადო საერთო.
-გთხოვ.
-არა, ეს დღე ჩემთვის საუკეთესო უნდა იყოს, პირველ რიგში მე შენ საკუთარ მეგობრად მიგიღე და არა გიორგის საცოლედ. მართლა მატკენ გულს თუ ამ დღეს მიმატოვებ.
-კარგი, კარგი მართალი ხარ, წინა დღეს ვერ ჩამოვალ დასარჩენი არ მაქვს და ქორწილის დღეს დილით ადრე გამოვყვები ტრანსპორტს და მომწერე სალონის სახელი სად მოვიდე.
-დასარჩენი არ გაქ? ვერ მივხვდი, ნათი ხომ კარგად ხარ?
-კი კი, დიდი ისტორია, შემდეგისთვის იყოს.
-კარგი საყვარელო, მაშინ გელოდები._გაუთიშა გაღიმებულ გოგოს და წამში მიუბრუნდა გვერდით მდგომ ძმას.
-მოვდივარო, მაგრამ რაღაც უცანურად ილაპარაკა.
-რა მხრივ? ცუდად იყო?_წამში ანერვიულდა ბიჭი.
-არა, დასარჩენი არ მაქვსო_წარბები შეეკრა ჩაფიქრებულ ნინიას.
-ვახ, არ ვიცი, რა მოხდა ნეტა? მალე გავიგებ_თავი დაიქნია ბიჭმა.
-აი ზე საინტერესო ქორწილი გამომდის რა_ტაში შემოკრა გახარებულმა და ბედნიერი მოეხვია გაღიმებულ ძმას. (15)

ლამის სამი ღამე იყო უკვე თითქმის რომ არ უძინია, ყოველ წამს ქორწილზე და გიორგისთან შეხვედრაზე ეფიქრებოდა. რომ არაფერი ეთქვა? ისე რომ ჩაევლო თითქოს არც იცნობდა? უბრალოდ რომ მოსალმებოდა მხოლოდ? იმდენი სავარაუდო ვარიანტი ქონდა თავი მალე გაუსკდებოდა ამდენი ფიქრიდან, საიდან უნდა ცოდნოდა, რომ გიორგი ამაზე კიდევ უარეს დღეშიც იყო.. წინა დღით ქალაქში დაბრუნდა რამდენიმე საათით, ნინისთან ერთად კაბა იყიდა, ფეხსაცმელი, სახლისთვის ცოტა საჭმელი და უკან გაბრუნდა.
ქორწილის დღეს აკანკალებული მიაბიჯებდა სალონისკენ და ყოველ მოსახვევში ეგონა ნაცნობი მანქანა დაეწეოდა გზაზე. საბედნიეროდ ასე არ მოხდა, ავარიასაც გადარჩა და სალონამდეც მშვიდობით მიაღწია. ათი წუთი დაჭირდა ლოდინი სანამ მხიარულ ხმას გაიგონებდა.
-ეს რა გოგო მოსულაა_ზურგიდან მიახტა ნინია და წამში მოეხვია, -როგორ გამახარე.
-გილოცავ ჩემო კარგო, ხომ არ ნერვიულობ?_ცალ თვალ მოჭუტულმა ახედა გოგოს.
-არააა, რას ლაპარაკობ, რა მანერვიულებს, ორასი კაცის წინ მე კიარ უნდა წამოვჯდე, მე კიარ მივყვები საყვარელ კაცს, ან ღამე მე კი არ მელო............. როგორც არის_სიცილით შეჩერდა ბოლო სიტყვებზე.
-აბა მოდი ჩემთან_ხელები ჩაჭიდა ნათიამ აღელვებულ გოგოს, -ამოისუნთქე, ჩაისუნთქე და თვალები გაახილე_დაარიგა გოგო, -ახლა კი თავით გადაეშვი ახალი ცხოვრებისკენ_ხელით სალონის შესასვლელისკენ მიუთითა და თავად ნინიას უკან, ფრთხილად მოათვალიერა გზა.
-ხო, მართლა, შენი საქმრო პირდაპირ დარბაზში გვნახავს_თვალი ჩაუკრა აწითლებულ სარძლოს და სალონში შევიდა.

სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი საგიჟე, ხუთი გოგო ერთად ემზადებოდნენ და ყველაფერს ადგილზევე იკეთებდნენ, მანიკური, პედიკური, მაკიაჟი, ვარცხნილობა, კაბა. ამ ალიაქოთს ნინიას დამაგვიანდებას კივილი ერთვოდა თან და ომაგად საოცარი გარემო იქმნებოდა.
-ერთი საათი დარჩა_მაკიაჟზე მჯდომმა წამოიყვირა ნინიამ და სასოწარკვეთილმა გამოხედა უკვე მზად მყოფ გოგონებს, მხოლოდ ჩაცმა რომ ჰქონდათ დარჩენილი. როგორც პატარძალი თვითონ სულ ბოლო უნდა მომზადებულიყო და ლამის ახალი მანიკური დაეჭამა ნერვიულობისგან.
-მთელი საათი ვიწვალე ამ ფრჩხილებზე მე_პირისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუკავა მომუშავექალმა.
-ახლა მოვკვდებიიიი_სატირლად დაბრიცა ნინიამ ტუჩები და ვიზაჟისტისა და გოგონების ხმა ერთმანეთს წამში შეერწყა -მაკიაჟი გაგიფუჭდებააა.
-რა მოხდა ადამიანო, ვითომ შენ გარდა არავინ გათხოვილა, მოისვენე_კაბით ხელში გამოვიდა დიადემას კონსულტანტი და სასურველი თეთრი ფარფატა კაბა ხელში შეათამაშა.
-კარგით, ბოდიშით, ზედმეტი მომდის მართლა_თვალები დახუჭა დასამშვიდებლად ნინიამ.
-ჩვენ ჩავიცმევთ_ფეხზე წამოდგნენ გოგონები, -ამ პერიოდში შენც მორჩები და კაბის ჩაცმაში მოგეხმარებით თვალი ჩაუკრეს გოგონებმა და თავიანთი კაბებით მიაშურეს გასახდელს. ყველა ისეთი ლამაზი იყო, არაფერი ისე არ უხდება ადამიანს როგორც ბედნიერება და ეს ეტყობოდათ კიდევაც სახეზე. მართალია მეჯვარე არაჩვეულებრივად ლამაზი იყო, მაგრამ ნათიას გამოსვლას ლამის ოვაციებით შეხვდა ყველა. ღია იასამნისფერი, გრძელი კაბა ეცვა გოგოს, ასევე ღია მაღალქუსლიანზე, მუხლს ქვემოთ კაბა მუქდებოდა და ისეთი წვრილი თვლები ქონდა ბოლოებზე მიყრილი, გეგონებოდათ ვარსკვლავები აქვს კაბაზეო, სინათლის შუქზე ოდნავ ბრწყინავდა თითოეული მათგანი და იმ იდუმალ ბზინვარებას უძლიერებდა გოგოს, რაც თავად გააჩნდა ხასიათში.
-რა ლამაზი ხააარ_რეაქცია ვერ შეიკავა ნინიამ.
-შენ ვის ეუბნები?_გაოცებულმა გახედა უკვე მზად მყოფ პატარძალს და გაისმა კიდევაც გარედან სიგნალების ხმა.
-აბა, კაბა დამრჩა_ტაში შემოკრა ნინიამ და ბედნიერი გაბრუნდა კონსულტანტისკენ.

ნერვიულობისგან უკვე მეათედ შეისწორა კისერში წაჭერილი „ბაბოჩკა“, ხელისგულების გაოფლიანებას ყურადღებას აღარც აქცევდა, ახლა აი რამდენიმე წუთში, მისი საკუთარი, ერთადერთი და თეთრ კაბაში უნდა ენახა და სხვისთვის გაეყოლებინა, ამას უკან მომავალი ერთი კვირის უნახავი ნათიაც დაემატებოდა და ლამის ლოცვა დაეწყო არ წავიქცეო. ძლივს მიასწრო ბიჭებთან მისვლა ძახილი რომ გაიგონეს გამოდიანო.
მთელი სხეული უნათებდა ნინიას, მართლაც ძალიან ლამაზი დედოფალი იყო, ისე უხდებოდა სუსტ სხეულზე გაშლილი აფუებული კაბა ნამდვილ პრინცესას გავდა. წამით მთელი გულით ინატრა გიორგიმ მის მშობლებს ამ მომენტის დანახვა რომ შეძლებოდათ და პატარა ბავშვივით მოუნდა ატირებულიყო.
-მადლობა ამ დღისთვის ძამიკო_ხელზე გოგოს სუსტად მოჭერილი ხელი იგრძნო და წამში მოახერხა დამშვიდება,რა დროს ცრემლები იყო, ეს დღე მისი დისთვის საუკეთესო უნდა ყოფილიყო.
-მთავარია შენ იყო ბედნიერი_საპასუხოდ გაუღიმა და უკვე სიძე-პატარძლის მანქანასთან მისულ დას გახედა.
-როგორი ბედნიერია არა?_უკვე მეორე მტკივნეულად ნაცნობი ხმა გაიგონა უკნიდან და ეგონა თავზე ყინულივით ცივი წყალი გადაავლეს.
იმდენად ბუნებრივად და ლამაზად იყო გოგო წამით ენა დაება გიორგის.
-რა მშვენიერი ხარ_თვალებ გაფართოებულმა აათვალიერა უკვე აწითლებული გოგო.
-შენ ვის ეუბნები_კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილ ბიჭს ააყოლა მზერა.
-ნინიას ბრალია_თვალები გადაატრიალა ბიჭმა. -დარბაზში მისვლიდან ნახევარ საათში, აი ამას ვერავინ მიაგნებს_კისერზე მორგებულ პეპელაზე მიუთითა და გაბედნიერებული დააკვირდა გოგოს სიცილს.
-დღეს კარგი გართობა გველის არა?_მანქანისკენ გაემართნენ ერთად.
-იმედია, თორემ სიძესმოხვდება, მაინც სულ მიზეზების ძებნას დავიწყებ აწი_თვალი ჩაუკრა გოგოს და კარები გამოუღო.
-როგორ მოხდა თომამ მანქანა გათხოვა?
-ლამის დავაშანტაჟე.


ჯვრისწერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა, გიორგიმაც კი აღიარა ლამაზი იყოო, მართალია ფოტოგრაფი ლამის შემოაელახა, მაგრამ ნინიას არ აწყენინა და ბოლოს თითქმის ყველა ფოტოში იყო ჩაკვეხებული, შემდეგ ისიც მოუწყო დამ, რომ ნათიასთან ერთად ცალკე აპოზიორა. ულამაზესი იყო მასწავლებელი ბაგრატის ეზოში რომ იდგა, ქარი ოდნავ, ლამაზად ურხევდა კულულებს და მის უკან მთელი ქუთაისი ხელისგულივით მოჩანდა. თვალს ვერ აშორებდა გიორგი და სწორედ ამ სცენის აღბეჭდვა მოასწრო ფოტოგრაფმა. უკვე დაქორწინებული ნინია, შორიდან უთვალთვალებდა ძმას და აღარ იცოდა ბედნიერება გულის რომელ ნაწილში ჩაეტია.
-ძალიან ლამაზი ხარ_იგივე მდგომარეობაში იდგა წყვილი.
-ეგ უკვე მითხარი.
-ძველ ნათიას აღარ გავხარ.
-ეგეც მითხარი_გაეცინა გოგოს.
-და მე შენ ძალიან მიყვარხარ.
-ეგეც ...... რაა?_წამში გაუფართოვდა თვალები
-მე შენ მიყვარხარ_ყურთან მიახლოებული ტუჩებით ჩაჩრუჩულა ყურში და იქვე დაუტოვა პატარა კოცნა.

-ბავშვებოო, იუსტიციაში დაგვავგვიანდება_შორიდან ყვირილმა გამოაფხიზლა წყვილი და წამში მოწყდნენ ერთმანეთს. ხელ ჩაკიდებულები წავიდნენ გასასვლელისკენ, თუმცა ბაგრატის წინ, შესასვლელ ბილიკზე მოაბრუნა გიორგიმ.
-რაღაც გვავიწყდება_ცალი ხელი გაუშვა დაბნეულ ნათიას.
-რა?
-ისევ გაიკეთებ?_მომზადებული ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან და ხელისგულზე დაანახა გოგოს.
-რა არანორმალურიც გაქ, ყველაფერი ისეთი გაქვს. განა ასე უნდა თხოვო შეყვარებულს ეს?_წარბები შეკრა ნათიამ.
-ანუ შეყვარებული ხარ_ხელის მოხვევით სხეულზე მიიკრა გოგო
-რა? არ ვარ?_ვითომ გულუბრყვილობ ააფახუნა წამწამები
-არც შენ გამოგდის თურმე რომანტიკა, როგორ თავაზობ ბიჭს შეყვარებულობას არ გცხვენია?_სიცილით დაუჭირა მარცხენა ხელი და ბედნიერმა დააბინავა ბეჭედი მფლობელის ხელზე.
დიდხანს უხდიდნენ მადლობას ფოტოგრაფს ამ მომენტის აღბეჭდვისთვისაც.

რამდენიმე წუთი ხელიხელ ჩაკიდებული იდგნენ რესტორნის წინ.
-იქ ახლა, შენი მთელი სანათესაოა._ღრმად ამოიხვნეშა ნათიამ.
-ნამდვილად.
-და მე შენი ხელი მიჭირავს რომელზეც ბეჭედი მიკეთია.
-ნამდვილად.
-ანუ ამას მართლა ვაკეთებთ?
-ნამდვილად.
-გიორგი გცემ_ამოიღმუვლა გოგომ.
-რამეში ეჭვი გეპარება?
-არა.
-რამეზე დალაპარაკება ან გარკვევა გინდა?
-არა.
-მაშინ წავედით_სწრაფი ნაბიჯებით წაიყვანა შენობისკენ და შესასვლელში გაჩერდა. -ხო, სხვათაშორის, ეს ბეჭედი ჩემი საოჯახო რელიქვიაა, რომელსაც ნიშნობის ბეჭედი ქვია, უფროსი ვაჟები ჩუქნიან თავიანთ საცოლეებს. ბოლოს დედაჩემის თითზე იყო მოკალათებული, ახლა შენია, შენ კი ჩვენს უფროს ვაჟს უნდა აჩუქო. სულ ესაა_მოწყვეტით აკოცა თვალებ გაფართოებულ გოგოს ტუჩებზე და სანამ ხმის ამოღებას მოასწრებდა, მანამდე შეიყვანა განათებულ დარბაზში. (16)
საღამო ფანტასტიურად მიდიოდა, სულ რაღაც ნახევარ საათში თამადის დახმარებით ტიპიური, ქართული, საქორწილო სუფრა წესების დაცვით გრძელდებოდა. პირველ მშვიდობის სადღეგრძელოს მალევე მოყვა მეორე და როგორც ყოველთვის რაც შეიძლება მალე გამრავლება ლიდერი იყო სურვილებში. ერთი გადააქიცინა თავი გიორგიმ და თვალები გადაატრიალა.
-21 საუკუნეა_სიცილით გადახედა ნათიამ
-ჩემი დაა, 37_ე იყოს თუ გინდა_ბუზღუნს ვერ წყვეტდა ბიჭი.
-ასეთ დროს მადლობას ამბობ გულში მე რომ ძმა არ მყავს ხო?_სიცილი აუტყდა ნათიას.
-შეიძლება_თვალი ჩაუკრა გოგოს და საცეკვაოდ გადმოსულ დას გახედა. საოცარი სანახავი იყო გიორგის თვალები ბედნიერი ნინიას დანახვისას. თითქოს ცრემლი გაუკრთა, მაგრამ ნათიას მოხვია ხელი, ზურგით მიიკრა მკერდზე და სახე მის კიდერში დამალა. ასეთი სითბო არცერთს არასდროს უგრძვნიათ.
რამდენიმე საათის შემდეგ ნინია მაგიდებში დაქროდა მეგობრებისა და ნათესავების სანახავად, გიორგიც, ნათიას ხელ ჩაბღუჯული დაყვებოდა უკან.
-ბიცოლას ბიჭო, როგორ ხარ_მალევე გადაეხვია გიორგის ფაშფაშა ქალი და ლამის დაფარა ბიჭი.
-კარგად ბიცოლა, თქვენ? ბიძია უკეთაა?_ძლივს დაეხსნა ქალს
-ეგ უკეთ არასდროსაა, ფრჩხილიც რომ ატკივდეს ვკვდებიო და გაიშხლართება ლოგინში. ეს ლამაზი გოგო ვინ არის?_თვალებ აციმციმებულმა გადახედა აწურულ ნათიას.
-ეს ნათიაა_წელზე მოხვია ხელი გიორგიმ და გვერდიდან მიიხუტა აწითლებული გოგო.
-გამარჯობათ_ხელი გაუწოდა ნათიამ ღიმილით ჩამოსართმევად, მთელ დარბაზში ქალის შეკივლება რომ გაისმა
-ეს.... ამას გვიმალავდი ბიჭო?_ნათიას ხელზე დაკოფსებული ბეჭედი შეიცხადა და თვალებ გაფართოებულ გიორგის, რომელიც ვითომ ხმაურისგან დაგუბებული ყურის წმენდით იყო დაკავებული, მაგრად შემოსცხო ბეჭზე, -ვის გაუბედე შენ ამ ანგელოზივით გოგოს დამალვა? არ შეგეშინდეს საყვარელო, ორივე და-ძმა ჩემი შვილებივით მიყვარს, ისედაც ვერაფრით ვეხმარები სოფლიდან და არ მინდოდა მნიშვნელოვანი მომენტები მაინც გამომეტოვებინა_ბოლოს სიტყვები უფრო მრისხანედ წარმოთქვა მულიშვილის გასაგონად.
-კარგი კარგი, მაპატიე, სულ ახალი ამბავია_ხელები სიცილით აწია გიორგიმ.
-ჩემთან როდის ჩამოიყვან_მაშინვე ჩამოტკბა ქალი და შიცვალა ხმის ტემბრი
-ნათია მასწავლებელია ბიცოლა, სექტემბრამდე აქვს მხოლოდ თავისუფალი დრო.
-მასწავლებელი, ასეთი ნაზი და საყვარელი, როგორ მოატყუე ბიჭო_ისევ მთელ დარბაზში გაისმა ხათუნას ჭიხვინი.
-ბიცოლა, ჩემიანი არახარ? პირიქით უნდა გეთქვა ეს ჩვენი სიმპატიური ბიჭი როგორ გადაიბირეო_ვითომ ნაწყენის სახე მიიღო გიორგიმ და აცრემლებული ქალი ცუდად მოხვდა თვალში. ხელები გამოიშვირა ხათუნამ და გულში ჩაიკრა ნატანჯი ბიჭი. -ნეტა შემეძლოს დედაშენს გავუცვალო ადგილი, რომ დღეს აქ ყოფნა და თქვენი ბედნიერების ყურება შეძლებოდა.
-გვიყურებს ბიცო, თავს იმით ვიწყნარებ რომ გვიყურებს_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გიორგიმ და კიდევ ერთხელ გადაეხვია ქალს.


-ხომ კარგად ერთობი სარძლოვ_წარბების თამაშით მიუახლოვდა ნინია ფეხებ ატკივებულ გოგოს.
-ქორწილი შენია და მე მეკითხები?
-მომავალი ამბების ისე მეშინია, ამას კიარა იმას გკითხავ ვირთხის ჭამა თუ გიყვარსთქო.
-ვირთხა არ იჭმება_ჩაფიქრებულმა უპასუხა ნათიამ.
-ჩინელებს უთხარი ეგ_მაღლებისგან ნატკენი ფეხი დაიზილა ნინიამ.
-ნუ ნერვიულობ, მთავარია შენ და ბაჩოს ერთმანეთი გიყვართ, ისეთს არაფერს გააკეთებს რომ გატკინოს ან გაწყენინოს_დამამშვიდებლად მოუთათუნა ხელი ბეჭზე.
-აფსუს რა გოგო ჩაგიგდო ჩემმა ძმამ ხელში?_ტუჩებ დაპრუწკულმა ამოილაპარაკა.
-ღმერთო ჩემო, თავი მალე სრული ხელმოცარული მეგონება_ამოიხვნეშა არსაიდან მოსულმა გიორგიმ და ახითხითებულ ნათიას ხელი სტაცა, -წამო რა, ეს სიმღერა მომწონს.

ნაზად გაიყვანა საცეკვაო მოედნისკენ და მოატრიალა, ნაზად მოუჭირა ხელები თეძოებზე და თავისკენ მოსწია, ლამის ცხვირებით ეხებოდნენ ერთმანეთს და იგრძნო როგორ აუჩქარდა სუნთქვა ნათიას. გაეღიმა და ლოყა თავზე მიადო გვერდულად რომ ყოფილიყო, ნელა აყვა მუსიკის რიტმს და ნაზი მოძრაობები ნათიასას შეუხამა.

-გახსოვს საიდან დავიწყეთ_ნათიას ღიმილით ნათქვამი ფრაზა მოხვდა ყურს.
-რა დამავიწყებს, გამომიხტი შიშველი, თავი გამიტეხე და ასეთი ბიჭი მითრიე.
-კარგი რაა_აწითლებულმა დახარა გოგომ თავი და წამში წამოწია -მითრიე რა სიტყვაა.

-ვიღაცას თავი კლასში გონია ენა გამოუყო ახარხარებულ გოგოს და დაატრიალა, მარტივად გადაიწვინა მკლავზე და იმდენად ბედნიერი და ლამაზი იყო იმ წამს ნათია ვერ მოითმინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დის ქორწილი იყო, ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა და აქედან ნახევარი მისი ნათესავები იყვნენ მაინც შეეხო გოგოს ტუჩებს. ისე თითქოს პირველად სინჯავდა, გრძნობა ასეთი იყო, თითქოს პირველად გაუსინჯა გემო ფაფუკ ტუჩებს, პირველად შეისუნთქა საყვარელი სურნელი და პირველად იგრძნო ნათიას ხელი ლოყაზე. მარტივი მოძრაობით ისევ წამოაყენა თვალებ ანთებული გოგო და ვერაფრით მოაშორა მზერა.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ._ გახურებული ცეკვის დროს, სასაცილოდ დაგრეხილ და მუსიკას აყოლილ სხეულებს შორის მხოლოდ ერთი წყვილი იდგა გაშეშებული, ღიმილით უყურებდნენ ერთმანეთს და წარმოდგენაც კი არ ქონდათ მათ ირგვლივ რა ხდებოდა.




-გავისეირნოთ? _უქვე ქორწილი დასრულებული იყო შენობიდან რომ გამოვიდნენ, როგორც ნათიას მაკიაჟი იყო გამქრალი, ისე გააქრო გიორგიმაც კისერზე შეკრული ბაფთა, გარეთ გამოსულმა პერანგიც კარგად შეიხსნა და მკლავზეც აიკაპიწა.
-გამორიცხულია ამ ფეხსაცმლით ხუთ ნაბიჯზე მეტი გადავდგა_თავი გადააქნია გოგომ და გიორგის ეშმაკურ სახეზე შედგა.-რა მოიფიქრე?

-არაა პრობლემა, მაინც ბუმბულივით ხარ_ თვალი ჩაუკრა გოგოს და წამში აიყვანა ხელში.
-არა არა, გიორგი აირცხვილია, დამსვიიი, რას იფიქრებენ.
-200 კაცი გვიყურებდა როგორ გაკოცე, მეტი რაღა უნდა გაუკვირდეთ?
-პრინციპში ეგეც მართალია_თავი დაუქნია ნათიამ.

-სახლში წაგიყვანო ხო?_უკვე მანქანაში მჯდარმა გადმოხედა გოგოს.
-არა სახლში არა, _წარმოდგენა არ ქონდა ახლა ბიჭისთვის რა უნდა ეთქვა.
-რატომ? აბა?
-მე იმ სახლში აღარ ვცხოვრობ გიორგი_ღრმად ამოიხვნეშა ნათიამ და ფანჯარაში გაიხედა.
-რამე მოხდა?_დაქოქილი მანქანა გამორთო და სკამზე გასწორდა ბიჭი.
-ვიჩხუბე და წამოვედი_მხრები აიჩეჩა
-და ამას ახლა მეუბნები? აბა სად წახვედი? მე რატომ არ ვიცი?
-გიორგი ერთი კვირაა რაც ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის_გაეღიმა ნათიას, -სოფელში ვარ, სკოლა რომ დაიწყება ვიქირავებ რამეს._მხრები აიჩეჩა გოგომ.
-მოიცა, ასე სერიოზულადაა საქმე? მანანას ეჩხუბე თუ გიას? რა მოხდა ასეთი?
-მანანას, მამიკო ისედაც ყოველთვის ჩემსკენ იყო, მოკლედ რომ გითხრა ჩვენი ცხოვრებისეული შეხედულებები მთლიანად ასცდა ერთმანეთს_მხრები აიჩეჩა გოგო.
-ანუ მოყოლა არ გინდა?
-ანუ მოყოლა არ მინდა_გაუღიმა ნათიამ და ლოყაზე მოეფერა აღელვებულ ბიჭს.
-აბა, ახლა?
-ვიფიქრე ტაქსით წავიდოდი იქეთ_მხრები აიჩეჩა გოგომ.
-გაგიჟდი? ღამის ორია, რაღა დროს იმხელა გზაზე წასვლაა. მე ვიცი სადაც წავალთ.
-სად? ნინისთან?
-ჩემთან_თვალი ჩაუკრა გოგოს და გაფართოებული თვალები არ შეიმჩნია ისე დაძრა მანქანა. (17)

-დარწმუნებული ხარ, რომ კარგი იდეაა?_უკვე ბინასთან გაჩერებულმა გადახედა ბიჭს.

-მოდი ასე ვქნათ, აგერ ბინის ქვეშ პატარა ციფრულს აგიგებ და ღამე იქ გაათიე, ან ჰოსტელში წაგიყხდფვან ცხრა ბიჭთან ერთად რომ დაწვები. ღმერთო ჩემო, უბრალოდ გადმოდი_თვალები გადაატრიალა გიორგიმ და გოგოს ბუზღუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე მიაჯახუნა მანქანის კარი.
-წამოიღე ბარემ_არც ნათიამ დააკლო.
-კარი გვაქ სახლში_ირონიულად გაუღიმა ბიჭმა და სადარბაზოსკენ უბიძგა.

ჩუმად შევიდნენ სახლში, ისე იყვნენ დაძაბულები, თითქოს გარემოსაც გაეაწილებინათ მათი გრძობები, ისეთი ჰაერი ტრიალებდა ირგვლივ თითქოს ოდნავი, სულ პატარა ალი და ისეთი ცეცხლი აგიზგიზდებოდა, ვერავინ რომ მოახერხებდა ჩაქრობას, თუმცა არამგონია ვინმეს ამის სურვილი ქონოდა.

-შენ ნინიას ყოფილ ოთახში დაიძინე, ყველაფერი ახალი გამოცვლილია, მისი წასვლის შემდეგ საკუთარი ოთახი უნდა მღირსებოდა, მაგრამ ჯანდაბას შენი ხათრით კიდევ რამდენიმე ღამე გავიტანთ მე და დივანი.
-რამდენიმე?_წარბები აწკიპა ნათიამ
-ხო კაი წამომცდა _გაეცინა ბიჭს და ოთახში მ იიმალა, -პიჟამა_დაკეცილი შარვალი გაუწოდა აწითლებულ გოგოს.
-გიორგი მაისურიც დამჭირდება_სიცილ შეკავებულმა მიუთითა სხეულის ზედა ნაწილზე და მოშტერებული ბიჭი წამში გამოაფხიზლა.
-მაისური, ხო, სწორია_თავის ქნევით გაბრუნდა ოთახში და ლამის ლოგინის კიდეს გაარტყა ფეხი. -რა გჭირს ბიჭო, პირველად რჩები გოგოსთან ერთად_თავი გადააქნია და დაკეცილი მაისური აიღო. -მაგრამ, ეს ხომ ნათია_შუბლზე მოისვა ხელი, ღრმად ამოიხვნეშა და მომლოდინე გოგოსთან დაბრუნდა.

დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე მიაშურეს საწოლებს, ნუ გიორგიმ დივანს. მთელი საათი იწრიალა, სულ ახლოს, მხოლოდ ერთი კედლის მონგრევა დაჭირდებოდა და საყვარელ სხეულს ჩაიხუტებდა.
-გიორგი,რატომ უნდა მოანგრიო კედელი როცა უბრალოდ კარის გამოღება შეიძლება_საკუთარ თავს ლამის ხმამაღლა შეეკამათა და მორიგი სისულელე რომ აღარ დაებრეხვებინა დაძინება აიძულა. რა იცოდა გვერდითა ოთახში ნათია თუ უარეს დღეში იყო, თორემ ვინ იცის როგორ შეძლებდა თავის შეკავებას.

დილით დაღლილს საკმაოდ გვიან გაეღვიძა, სამზარეულოდან ხმები მოესმა და ღიმილით გაემართა ოთახისკენ. ბედნიერებისგან იმხელა გაუხდა გული, შეეშინდა არ გასკდომოდა, საკუთარ პიჟამოებში გამოწყობილი საყვარელი ქალი, თავისსავე სამზარეულოში იდგა და საუზმეს უმზადებდა . ორი წამიც და აგებული ოცნება ისე ლამაზად ჩამოიშალა საძირკველის გამაგრებაც ვერ მოასწრო. წყლის ჭიქით ხელში მობრუნდა ნათია და კარებში მდგომ ბიჭს გახედა.
-იმედია საუზმეს არ ელი, არაფრის გაკეთება არ ვიცი_ხელები ასწია დანებების ნიშნად.
-მე ხომ რას ამბობ_მაცივარი გამოაღო გიორგიმ.
-მოიცა საჭმელს არ იკეთებდი ხოლმე? აბა რას ჭამდი?
-ნინია მიმზადებდა ხოლმე_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და მარტივი გამოსავალი იპოვა. -კვერცხი შევწვათ.
-აუ ყველით_საჭირო პროდუქტები გამოალაგეს და მხიარულად, ერთიანი ძალებით შეუდგნენ საკუთარი თავების გამოკვებას. იმაზე ლამაზი სცენა დაიხატა წინ, ვიდრე გიორგის ოცნებაში.


ნათია სოფლისკენ მიმავალ მარშუტამდე მიაცილა, თავად კი დასთან გაბრუნდა მეორე დღეზე. ნათიას გარეშე იქაურობა იმაზე მოსაწყენი დახვდა ვიდრე წარმოედგინა, ნინია უკვე ზედმეტად აუტანელი გამხდარიყო, წყვილი ერთმანეთის გარდა ვერავის ამჩნევდა ირგვლივ, ჩურჩულებდნენ და ჩუმად იცინოდნენ. თვალები გადაატრიალა გიორგიმ და მობეზრებული წამოდგა სუფრიდან. გარეთ გასულმა ტელეფონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიბა.
-თომა ხვალ დავიწყოთ სოფელი?_დადებითი პასუხის მოსმენისას სახე გაებადრა და დაუმშვიდობებლად წავიდა სახლისკენ.

სოფელში მუშაობა იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ვიდრე ელოდა, მთელ შესვენებებს ნათიასთან ერთად ატარებდა და მასაც მეტი რა საქმე ქონდა, წიგნების კითხვისგან გაბრუებული გიორგის სიამოვნებით უზიარებდა ცოდნას.ჰამაკსაც კარგად მიეჩვივნენ, ვინ მოსთვლიდა რამდენი სასიამოვნო წუთი გაატარეს ამ დაწნულ ბადეზე წამოწოლილებმა, კიდევ რამდენი კოცნა მოპარა გიორგიმ აწითლებულ მასწავლებელს და რამდენი უხამსი წინადადება მოასმენინა.

ასე სიამმტკბილობაში წამში მიილია ზაფხული, ბეჭდის ფერებითა და გიორგის შეტყობინებებით იღვიძებდა და იძინებდა ყოველ დღე. სასწაულად ენატრებოდა დედა, მაგრამ უკვირდა, ქალი არც კი დახეულა უკან, ერთხელაც კი არ დაურეკავს. არ იცოდა თუ მანანა ყოველ ღამეს ტირილით ათენებდა, მამამისის დანარეკზე კი დინამიკს ართვევინებდა და შვილის ხმას შორიდან ისმენდა.

-ბინა ვიპოვეე, ისეთი საყვარელია_პარასკევი საღამო ღამდებოდა უკვე ქუთაისში.
-შენსას მაინც არ იშლი? რა მოხდებოდა გადმოსულიყავი ჩემთან.
-წესიერად ახალგაზრდავ, დანიშნულ ქალს როგორ ესაუბრებით_სიცილი აუტყდა ნათიას.
-საყვარელო, გთხოვ კიდევ დაფიქრდი რა_მუდარა ისმოდა გიორგის ხმაში.
-დავფიქრდი გადავწყვიტე, ხომ იცი, რომ ასე მირჩევნია. ახლა წავედი, ორშაბათს უკვე სკოლა იწყება და ჩასაცმელიც კი არ მაქვს_ბედნიერება ჩანდა გოგოს ხმაში.
-რა იყო პირველ კლასელივით უნდა გამოეწყო?_მაინც დაცინა ბიჭმა.
-აბა რა, მასწავლებლებს არ გვინდა გამოპრანჭვა? როდის ვნახავ ჩემს პატარა საყვარელ ჭუჭულებს_მოსწავლეების გახსენებაზე სახე გაებადრა და წრიულს დაუქნია ხელი.
-შენი რაინდი არ გჭირდება საყიდლებისთვის?
-რაინდი ზარმაცობს, მაგ ბინას მიხედე შენ, მიყვარხარ_გაღიმებულმა ჩასძახა და პასუხის მოსმენის შემდეგ ჩანთაში ჩააბრუნა აპარატი.
საკმაოდ მყუდრო იქნებოდა მისი ახალი თავშესაფარი, ორ სტუდენტ გოგონასთან ერთად გაიყოფდა და მთავარი იყო მათ როგორ შეეჩვეოდა, იმდეი საქმე ექნებოდა და არ უნდოდა მისთვის ხელი შეეშალათ.
გაცისკროვნებული წავიდა ორშაბათს სკოლაში, მალევე მივიდა ეზოში, სასწრაფოდ მისი საყვარელი ბავშვები მონახა და სათითაოდ გადაეხვია ყველას. ერთადერთი რაც გულზე ცუდად ხვდებოდა გიორგის გვერდით არ ყოფნა იყო. ბიჭები ცხრა სართულიანი ბინის მშენებლობაში იღებდნენ მონაწილეობას და ასე მარტივად ვეღარ ძვრებოდა სამუშაო საათების დროს. იქ უფროსი მხოლოდ თომა აღარ ყავდა. სამაგიეროდ ორმაგად ბევრს სწავლობდა და იმედი ქონდა თუ ოდესმე არქიტექტორი გამოვალ გამოცდილებაც კარგი მექნებაო, ამჯერად თომა გარედან დეკორატიული ნახაზების შექმნას ასწავლიდა და ეს პროცეწსი მართლაც სიამოვნებდა, მარტივად დაძვრებოდა ხარაჩოებზე და კაცის თითოეულ სიტყვას ისრუტავდა.



გამორთულ ტელევიზორს მიჩერებოდა მანანა გაყინული თვალებით კარები რომ გაიღო და გია შემოვიდა. ვერაფერი გაიგო ისე იყო ფიქრებში გახვეული.
-მანანა, ნეტავ წამით მაინც ჩამახედა შენს ტვინში,დაურეკე ხომ შეიძლება.
-მოხვედი გია? გაჭმევ რამეს_ნელა წამოდგა დივნიდან.
-ღმერთო მოთმინება მომეცი_მაღლა აიშვირა ხელები.
-რამე მითხარი?_დაბნეული მობრუნდა ქმრისკენ.
-არაფერი არა_ხელი ჩაიქნია კაცმა და ოთახისკენ მიდიოდა ტელეფონის ზარმა რომ მოაბრუნა.
-თომა რეკავს_სამარეულოში გასულ ცოლს გასძახა და ისიც მობრუნდა,
-ალბათ მოსაკითხად.
-ვნახოთ, გისმენ თომა, როგორ გიკითხო.
-დავიღუპეთ გია_ტირილ ნარევი ხმით ელაპარაკებოდა კაცი.
-რა ხდება თომა, მშვიდობაა?_მაშინვე დაიძაბა გიაც.
-სადაა მშვიდობა, დავიღუპე ბიჭო, ანგელოზივით ბიჭი დავღუპე მიშველე რაღაცა.
-რა ხდება გამაგებინე
-ხარაჩოზე ფეხი დაუცდა გია, რა ვქნა ახლა? ახლა რა ვუყო რომ ვერ ვუშველო? მეოთხედან ჩამოვარდა ბიჭო
-გიორგი?_ხმა ჩაუწყდა კაცს. და კითხვაზე ისეთი პასუხი მიიღო, რომელიც მთლიანად ამოაბრუნებდა რამდენიმე ოჯახის ბედს.
-გიორგი.

გაშეშებული იდგა შუა სასტუმრო ოთახში, რაღაც ნაწილით გრძნობდა მანანა როგორ ექაჩებოდა მკლავზე და რაღაცას ეკითხებოდა, მაგრამ ყურები თითქოს დახშული ქონდა.
-ჩვენი გოგოც დაიღუპება მანანა, _ახალგაზრდა ბიჭის უბედურებამ მაშინვე მოაგონა საკუთარი შვილი.
-რა ხდება ადამიანო, ნათიას რა დაემართა?
-გიორგი ხარაჩოდან ჩამოვარდნილა.
-მერე? რა მოხდა ასეთი, გამისკდა ადამიანო გული, მე მეგონა ჩვენ გოგოს მოუვიდა რამე, უჰ_ამოისუნთქასავეთ ქალმა და თვალები რომ გაახილა ქმრის განრისხებულ მზერას 30 წლის მანძილზე პირველად მოკრა თვალი.
-შენ რა ადამიანი ხარ, რა დედა ხარ, ბიჭი კვდება, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, ბიჭი რომელსაც შენი ქალიშვილი გაზაფხულზე ცოლად მიყვებოდა ახლა კვდება და შენ რას ლაპარაკობ?
-ცოლად მიყვებოდა? როგორ არ მითხარი?_აღარც მანანა ჩამორჩა ყვირილში.
-და აქედან მხოლოდ ეგ გაიგე? იცი რა? დროა მეც მოვნახო ბინა ჩემ შილთან ერთად, თურმე მართლა არ უნდა შეირთო გარიგებით არჩეული ქალი ცოლად.იმის ნაცვლად ბავშვებს გვერდით დაუდგე რაზე ჯავრობ_ამოოხვრით მიაძახა სახეწაშლილ ცოლს და ბრახუნით მიაჯახუნა კარი.
მანქანასთან კი მივიდა, მაგრამ ახლა რა უნდა ექნა? ნათია ახლა მესამე გაკვეთილზე იყო, როგორ ეთქვა ეს ყველაფერი? იქნებ წამოეყვანა და გზაში როგორღაც შეელამაზებინა? არა, ასეთ ამბავს ვერც შეალამაზებ და ვერც ნათიას წამოიყვანდა უმიზეზოდ სკოლიდან. ჩაფიქრებულმა დაქოქა მანქანა და ისე გაუდგა ნათიას სკოლისკენ გზას ფიქრები ახლოს აღარ მიუშვა გონებასთან.
-პროექტის გაკეთებაზე რას მეტყვით? რამდენი მსურველი მყავს?_ოთახის კარებთან მდგომს ესმოდა ქალიშვილის მხიარული ხმა და სახელურზე მოჭერილი ხელი უკანკალებდა, ახლა ამ ხელს გაანძრევდა და ერთადერთ ქალიშვილს თავადვე დაუნგრევდა ცხოვრებას.
-ვიცი რთულია, მაგრამ უნდა გააკეთოთ, ახლა მათთვის თითოეული წამი მნიშვნელოვანია_დირექტორიც გვერდით ედგა გიას. ქალი პირადად იცნობდა გიორგისაც და გული დაეწვა წყვილის საცოდაობით.
-მართალი ხართ_თავი დაუქნია კაცმა და მძიმედ ჩამოსწია სახელური.
-ნათია, მა_სრულიად უცხო ხმით დაუძახა შვილს.
-მამიკო? აქ რა გინდა? ქალბატონო თეა?_ახლა გვერდით აწურულ დირექტორს გადახედა და ორივეს სახეებზე მიხვდა კარგი ამბავი რომ არფ მომხდარიყო.
-დედა კარგადაა?_ხმა აუკანკალდა დაფასთან მდგომს.
-კი, მაგრამ უნდა წავიდეთ მა_სახეში ვერ უყურებდა გია.
-მამა, ხომ ცოცხალია?_წამში მიხვდა დედას შემდეგ ვის გამო შეიძლება მოსულიყო გია და წამში დაეფარა ცრემლებით თვალები.
-უნდა წავიდეთ მამი_თავადაც ტირილის პირას მდგომმა უთხრა და კარები ფართოდ გააღო ქალიშვილი რომ გაეტარებინა. (18)


ყოველ მოსახვევში კვდებოდა ნათია, სანამ საავადმყოფოსთან მივიდოდნენ, მალევე აღიარა, ყველაზე მძიმე 15 წუთი იყო მის ცხოვრებაში. აღარ დალოდებია მამამისი როდის გადმოვიდოდა, სირბილით მოიტოვა კიბეები უკან მაშინვე შევარდა შენობაში. მალევე მოკრა ნერვიულად მოსიარულე თომას თვალი და წინ გადაუდგა.
-თომა ბიძია_აცრემლებულ თვალებში ჩააჩერდა კაცს.
-მოხვედი შვილო?
-ხომ ცოცხალია_მთელი ძალით ეცადა შეკავებული ცრემლები ადგილზე დაეტოვებინა და ძლიერი ყოფილიყო.
-ცოცხალია შვილო, რომ მოვიყვანეთ იყო_ხმას დაუდაბლა ბოლო სიტყვებზე.
-ექიმმა რაო?
-არ ვიცი შვილო, არაფერი არ ვიცი, არავინ გამოსულა_ცრემლები გაუორმაგდა კაცს და მოსულ გიას დაეყრდნო ხელზე.
-ყველაფერი კარგად იქნება, უნდა იყოს, გადარჩება, გადავიტანთ, გაზაფხულზე დავქორწინდებით და ბედნიერები ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება_თვალებზე მოისვა ხელი და თმა უკან გადაიწია_ხელი გულები მაგრად მიიჭირა საფეთქლებზე თითქოს თავის ტკივილი შეუმცირდებოდა და ადგილზევე დატრიალდა. ირგვლივ მიმოიხედა და ცარიელ კუთხეში სიარული დაიწყო.
ორი საათი იქნებოდა გასული დარბაზში გიორგის გვარი რომ დაიძახეს. თეთრხალათიანი ახლობლებს ეძახდა.
-როგორ არის? ყველას დაასწრო მისვლა ნათიამ.
-არ მოგატყუებთ, მდგომარეობა მძიმეა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზურგით დაეცა და ხერხემალი დაუზიანდა, ნეკნები ჩამტვრეული ხელის და ფეხის მოტეხილობა, ერთი ოპერაცია დასრულდა და ხვალ ორი უნდა ჩაუტარდეს. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა_ამოიხვნეშა ექიმმა.
-ხომ გადარჩება?_ძლივს ამოიჩურჩულა ნათიამ და ამდენი ხნის ნაკავებმა ცრემლმა გამოჟონა თვალებიდან.
-ჩვენ ყველაფერს გავუკეთებთ ქალბატონო, მაგრამ უნდა მოემზადოთ, ძალიან დიდი ხანი დაჭირდება რეაბილიტაციისთვის და საკმაოდ დიდი ფინანსები, შეიძლება თურქეთშიც დაგჭირდეთ წაყვანა, ჩვენი პროგრამა დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნის ხერხემლის აღსადგენად_გულახდილად აღიარა ექიმმა და ატირებული ხალხი მოწყენილმა დატოვა, ყველაზე მეტად ამ მომენტს ვერ იტანდა მისი მუშაობიდან.
-მთავარია გადარჩეს მა, ფულს როგორღაც ვიშოვით._ხელი მოხვია შვილს გიამ.
-მამა, ჩემზე უკეთ იცი, რომ ამ ყველაფერს ცოტა არ დაჭირდება, გიორგის არ დავკარგავ, ვერ დავკარგავ, ჯერ სულ ცოტა ხანია რაც ჩემთანაა და საერთოდ არაა საკმარისი, რამე უნდა მოვიფიქრო_ისევ საფეთქლებზე მიიჭირა მუჭები მაგრამ ცრემლები ვეღარ შეაკავა.
-ჯანდაბა, ახლა ძლიერი უნდა ვიყო, მისი გადარჩენის გზებს უნდა ვეძებდე, რა დროს ტირილი და ცრემლებია _გამწარებული იცილებდა ჩამოგორებულ მარილიან ბურთულებს და უკვე ისტერიკა ეწყბოდა.
-იტირე შვილო, იტირე_ხელები მოხვია გიამ და გააკავა თავისთვის რომ არ დაეშავებინა რამე. მალევე გადაეზარდა ნათიას ისტერიკა კივილში და მუხლებზე დაეცა, ერთი კიდევ ამოიღრიალა მთელი გრძნობით და თითქოს დაიცალაო წამსვე იგრძნო გიამ როგორ მოდუნდა შვილის სხეული. შეშინებულმა დახედა გიამ ხელებში ჩაწვენილ გულწასულ, ერთადერთ ქალიშვილს და ვეღარც თვითონ შეიკავა მოწოლილი ცრემლები, რადაც არ უნდა დაჯდომოდა შვილის მომავალს მაინც გადაარჩენდა.
უკვე ბინდდებოდა ნათიამ თვალი რომ გაახილა, სწრაფადვე აღიქვა თეთრი კედლები და წამში წამოჯდა. გუნებაში კარგად გალანძღა საკუთარი თავი სისუსტის გამო, ვინ იცის რამდენი დრო დაკარგა. უცებ წამოდგა და ოთახი დატოვა, დერეფანში მდგომ გიასა და თომას მიუახლოვდა და თვალებით კითხა ახალი ამბავი.
-ახალი არაფერია შვილო, ისევ დაძინებული ყავთ და ხვალინდელ დღეს ელოდებიან რომ ოპერაცია გაუკეთონ.
პასუხის გაცემა ვერ მოასწრო საავადმყოფოს კარში აცრემლებული ნინია რომ გამოჩნდა, უკან ბაჩო მოსდევდა ნახევრად მოცმული მოსაცმლით.
-ნათი_წამში მოეხვია თბილი სხეული და ვეღარ შეიკავა თავი ისევ რომ არ ეტირა, -ხომ კარგად იქნება?
-უნდა იყოს ნიანია, ვერ მიგვატოვებს, აუცილებლად გამოვაძვრენთ_ტირილით უპასუხა მულს და მამას გახედა.
-რადგან ყველანი აქ ხართ, მე და თომა თანხის შოვნაზე ვლაპარაკობდით_შუბლი მოიწმინდა გიამ.
-ბინა გავყიდოთ სასწრაფოდ, მე და ბაჩო სესხს ავიღებთ_ქმარს გადახედა გოგომ, რომელმაც მაშინვე დაუქნია თავი და ხელი მოხვია.
-სესხის აღება მეც შემიძლია.
-დასაწყისისთვის კი ბავშვებო, მაგრამ აქ საუბარი დიდ თანხებზეა, ამ მოგროვებულით ნახევრამდე შეიძლება მივიდეთ, მაგრამ თუ თურქეთში მოგვიწია წაყვანა, არ გვეყოფა_თავი გადააქნია გიამ და ჩუმად განაგრძო ფიქრი.
ყველაზე მეტად ნათიას გულს მამის გვერდით ყოფნა უხარებდა, გია ისე ლაპარაკობდა და ნერვიულობდა, თითქოს გიორგი მისი შვილი ყოფილიყოს და ვალდებული იყო მასზე ეპატრონა. ბედნიერი სახით უყურებდა ნერვიულად მოსიარულე მამას და წამში ამოუტივტივდა გონებაში პატრონობაზე იდეა.
-თომა ბიძია, შეგიძლია მომიყვე ზუსტად რა როგორ მოხდა?_აღელვებულ კაცს მიეჭრა უცებ.
-კი შვილო, _ნერწყვი გადაყლაპა კაცმა და სკამზე ჩამოჯდა, -ფიგურების დახატვას ვასწავლიდი ფასადზე, როგორც ჩანს ზედმეტად გვერდით მიიწია, ხარაჩომ ვეღარ გაუძლო და ჩამოვარდა_ისევ აცრემლებულმა გაიხსენა კაცმა.
-ჩამოტყდა?
-არა შვილო, ამობრუნდა, როგორც ჩანდა საკმარისად მყარი არ იყო გიორგის იქ დგომისთვის რომ გაეძლო.
-გასაგებია, სწორედ ამის გაგონება მინდოდა_გამარჯვებულმა ჩაიღიმა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა საავადმყოფო. უკან მოტოვებული ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
მალევე იპოვა საავადმყოფოსთან მდგომი ტაქსი და მაშინვე ჩაჯდა. ორი წუთით დაალოდა, ინტერნეტში კომპანიის მისამართი იპოვა და მძღოლს უკარნახა. 15 წუთიც და საძულველი შენობის წინ იდგა.ერთი ღრმად ამოისუნთქა და ამაყად, მხრებში გასწორებული შევიდა შნობაში.
-თქვენს უფროსთან მსურს შეხვედრა.
-ჩაწერილი ხართ?_ზანტად ამოხედა მდივანმა.
-არა, მაგრამ თუ არ მიმიღებს მეორედ ჟურნალისტებით დავბრუნდები და სიამოვნებით გააშუქებენ გუშინდელ ამბავს_ირონიულად გაუღიმა თვალებ გაფართოებულ გოგოს და თავის დააქნევით გააყოლა მზერა ფურცუხით რომ გავარდა გოგო დერეფანში.
სულ რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან და ხელით ანიშნა კაბინეტისკენ:
-გელოდებათ.
ოთახში საშუალო ასაკის, შავგვრემანი მამაკაცი იჯდა და ყავას მიირთმევდა. ნათიას შემოსვლაზე ზრდილობიანად წამოდგა, ხელი ჩამოართვა და ისევ სავარძელს დაუბრუნდა.
-გისმენთ? რამ შეგაწუხათ?
-უკვე თქვენც მშვენივრად იცი რატომაც, მოდი გულახდილები ვიყოთ და დროს დავზოგავთ. მაინტერესებთ როდის აპირებთ საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან გასაუბრებას იმის შესახებ, რომ მკურნალობის ფული დაფარულია და გიორგის არაფერი მოაკლონ?
-უკაცრავად?_წინ წამოიწია კაცი, -ეს რატომ უნდა გავაკეთო? მე რა შუაში ვარ?_ხელები გაშალა კაცმა.
-სერიოზულად? ახლა ამ თამაშს ვითამაშებთ?_წარბები ასწია ქალმა, -გიორგი იმიტომ ჩამოვარდა იმ სიმაღლიდან, რომ ხის ნაჭრები ხარაჩოსთვის საკმარისად მყარი არ იყო. წარმოგიდგენიათ მაინც როგორ უყვართ ეს ამბები ჟურალისტებს?
-მემუქრებით?_წარბები შეკრა კაცმა და წამოიმართა.
-არა, მე სამართლიანობის აღდგენა მინდა, ახლა ჩემი ქმარი კვდება მხოლოდ იმიტომ, რომ იაფად გინდოდათ გამოძრომა, ან მის ხარჯებს აანაზღაუდებთ, ან გეფიცებით ამ ამბავს ყველა ტელევიზია გაიგებს, ყვეელა ის არასამთავრობო ვითომ თავგამოდებით რომ იცავს ხალხს, ამ ქალაქის ყველა ქუჩაზე და კედელზე გამოვაკრავ მომხდარს და ერთ კლიენტსაც რომ ვეღარ იშოვით, მერე თქვენი დანებებაც გვიანი იქნება და გიორგის მკურნალობაც. გაფრთხილებთ, მე მის გარდა არავინ მყავს, ამიტომ დასაკარგი საერთოდ არაფერი მაქვს._გაშლილი ხელის გული მთელი ძალით დაარტყა მაგიდას და ოთახი დატოვა, ახლა მოფიქრების საშუალება უნდა მიეცა კაცისთვის. იქნებ გამართლებულიყო და დაეფინანსებინათ მკურნალობა.
აცრემლებული გამოვიდა შენობიდან და ნინიადან მოსული შეტყობინება გახსნა:
„ოპერაცია დასრულდა“.
მაშინვე ჩაჯდა ტაქსში და ისევ საავადმყოფოსთან მივიდა, სირბილით შევარდა შენობაში და წამში მოკრა თვალი ატირებულ ნინიას ბაჩო როგორ ეხვეოდა.
-რა ხდება? ამოიღეთ ვინმემ ხმა_ზემოდან დაადგა თავზე ნათია.
-უარს ამბობენ ნათი, აქ აპარატურა არ გვაქვსო და თბილისმა არ მიიღო.
-ანუ ....
-ანუ სადმე უნდა წავიყვანოთ შვილო_ხელი დაადო ბეჭზე გიამ და ამოიხვნეშა.-ექიმმა თურქეთის საავადმყოფოს უკვე გადავუგზავნეთ მონაცემები და არამგონია უარი თქვანო, ახლა მთავარი ფულის გადარიცხვაა, ისე არ გაგვიშვებენ
-აუცილებლად გადავარჩენ, რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ_საფეთქლებზე მიიჭირა არეულმა ხელები და არავისთვის აღარ მოუსმენია ისე დატოვა ბარბაცით შენობა. (19)
ექიმის კაბინეტში იჯდა ნინიასთან ერთად და მოუთმენლად ელოდა კაცის შემოსვლას. ახლა ბიჭის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო და წარმოდგენა არ ჰგონდა რა მოხდებოდა. ამიტომაც ვერ იტანდა დაუგეგმავ სიტუაციებს.


-ბატონო თენგიზ, აქ არიან_თავი შეყო კაბინეტში ახალგაზრდა გოგომ და უფროსის პასუხზე კარი ფართოდ გამოაღო.
მალევე შემოლაგდნენ ფირმის კომპანიონები ოთახში და დიდ მაგიდასთან დაიკავეს ადგილები.
-მშვიდობა გვაქვს?_არეულეად უყურებდა ყველა ერთმანეთს.მხოლოდ ადვოკატი იჯდა მშვიდად, ის საქმეს თავიდანვე იცნობდა.
-მოკლედ მეგობრებო, ჩვენი პატარა მშენებლობიდან რამდენიმე დღის წინ ბიჭი გადმოვარდა, ამბავი გავიკითხეთ საავადმყოფოში იყო და პრობლემად არ მიგვაჩნდა რადგან გადარჩა, მაგრამ როგორც ჩანს დიდი დაზიანებები აქვს მიღებული.
-თენგიზ, მოდი პირდაპირ საქმეზე გადადი_მოუთმენლად შეაწყვეტინა ერთ-ერთმა.
-გუშინ მისი ცოლი მესტუმრა, სცენები მომიწყო, როგორ ჩანს ჩვენს არაფრის მაქნის ჯანდაცვას მისი გამოჯანმრთელება არ შეუძლია და მუჭების რტყმევით მომთხოვა ბიჭის დაფინანსება._ღრმად ამოიხვნეშა კაცმა.
-და? მერე რა, ვიღაც პატარა გოგოსი უნდა შეგვეშინდეს? მიუგდოთ ორი კაპიკი ან გავაჩუმოთ ისედაც, ილაპარაკოს რამდენიც უნდა._ხელი აიქნიეს კაცებმა.
-თქვენ არ გესმით, ტელევიზიებითა და არასამთავროებით დამემუქრა.
-ილაპარაკებენ გაჩუმდებიან.
-არც ასე მარტივადაა საქმე ბატონებო_ადვოკატმაც ინება ხმის ამოღება. -ორ თვეში 5 მილიონიანი ტენდერია, ეს ამბავი რომ გასკდეს თქვენი შანსი ნულს ქვემოთ ჩავა. თანაც იცით როგორ უყვართ ჟურნალისტებს ამბის გადრამატიზება, პლიუს ეს ბიჭი ობოლია და ასე შემდეგ. გირჩევნოდეთ რამდენიმე ათასი გადაიხადოთ ვიდრე თქვენი კომპანია და მომავალი დაასამაროთ_თავის დაკვრით დაასრულა სიტყვა ადვოკატმა და საკუთარ ადგილს ისე დაუბრუნდა, თითქოს უჩინარი ყოფილიყოს. რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში, ამის შემდეგ კი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იქნა გაჟღერებული.

-ბოდიშით გალოდინეთ_ფურცლებით ხელში შემოაღო კარები ექიმმა.
-როგორი მდგომარეობაა_მაშინვე ანალიზის პასუხებზე გაუშტერდათ გოგონებს თვალი.
-დღევანდელი მდგომარეობით გაუმჯობესებული ნამდვილად არა_თავი გადააქნია ექიმმა.
-თურქეთიდან პასუხი ხომ არ მიგიღიათ?
-დიახ, თანახმა არიან, მხოლოდ ხარჯების ანაზღაურება რჩება პრობლემად.
-გასაგებია, ამ საავადმყოფოსთან როგორ გვექნება? _ნერწყვი გადაყლაპა ნინიამ
-ჩვენთან უფრო მარტივადაა საქმე. უბედური შემთხვევები თითქმის 80% მდე ფინანსდება.
-გასაგებია, ანუ თქვენთან პრობლემა არ გვექნება, იქ საავადმყოფო რამდენ ხანს დაგვაცდის დაფარვას?
-ზუსტად ვერ გეტყვით, უნდა მოელაპარაკოთ მაქსიმუმ რამდენიმე თვე.
-ძალიან კარგი, მანამდე რაღაცას მოვიფიქრებთ_გასამხნევებლად ერთმანეთს ჩაკიდეს გოგონებმა ხელები.
-ანუ?_გადასამოწმებლად ჩაეკითხა კაცი.
-გადასაყვანად მოამზადეთ_ერთად წამოდგნენ გოგონები და გულდამძიმებული გავიდნენ გარეთ. მაშინვე შემოხვდნენ ბაჩო და გია.
-როგორაა საქმე?
-დღეს ანალიზები გაუფუჭდა, გადასაყვანად ამზადებენ_ამოიხვნეშა ნათიამ.
-ყველაფერი კარგად იქნება მა_ხელი მოხვია გიამ და კიც გაუშეშდა უკნიდან ნაცნობი ხმა რომ მოესმა.
-ნათია, გია.
-დედა?
-რას დამსგავსებულხარ დედიკო_თვალები აუცრემლიანდა ასეთი შვილის დანახვაზე. სახე გათეთრებოდა ნათიას, თვალის უპეები ჩაშავებოდა და რამდენიმე კილოც დაეკლო.
-დე.... _ცრემლები მოერია ნათიას და გაქცეული ჩაეხუტა დედას. მხოლოდ იმ წუთებში შეძლო მშვიდად ეტირა და არც ცხვენოდა.
-ჩუ დედიკო, დაწყნარდი._ზურგზე უსმევდა ხელს და ამაოდ ცდილობდა გოგოს დაწყნარებას.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დერეფანში ექიმი გამოჩნდა. ფეხზე მდგომ ხალხს მიუახლოვდა და უფრო გოგონებს კითხა.
-საბუთებში თან გამყოლის სახელი და გვარია ჩასაწერი, ვინ მივუთითო?
-რა ვქნათ? _ერთმანეთს გადახედეს გოგონებმა, -ორივე ხომ არ წავიდეთ?
-არა ნინია, თუ შეგიძლია შენ ბაჩოსთან დარჩე აჯობებს, ორი თვის გათხოვილი ხარ და ქმარს ხომ არ მიატოვებ, მე აქ რა მომასვენებს მაინც_ნაღვლიანად გაუღიმა მულს.
-შვილო, მისი დის წასვლა აჯობებს, შენ აქ ყველაფერი უნდა აურიო უბრალო ოპერაციის გამო სამსახური, მოსწავ...._სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო მანანამ ისე შეცბუნდა ქმრის და შვილის განრისხებულ სახეებზე.
-აქ რისთვის მოხვედი? გვერდით რატომ მიდგახარ დედა?
-მე შენთვის ვამბობ შვილო, ის მისი დაა, შენ ვინ ხარ ამ დროს
-ცოლი დედა, სამ თქვეში ჯვარი უნდა დაგვეწერა, ჩემ გარეშე გავუშვა? საერთოდ როგორ აზროვნებ? იცი რა? შევცდი, აქ შენი ადგილი არაა, მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა ვიყოთ და ფაქტია შენ ერთ-ერთი მათგანი არ ხარ.
-მე აქ შენთვის მოვედი შვილო_თვალები აუცრემლიანდა მანანას.
-დედა შენი მართლა არ მესმის, თუ ჩემთვის მოდი გიორგი სხვისია? მე და გიორგი ერთი ვართ, მამა წამით არ მომშორებია გვერდიდან და ჩემთან ერთად იმტვრევდა თავს ფულის საშოვნელად, სკოლის დირექტორმა დამირეკა, უვადო შვებულება გამიწერა და თან ისე, რომ ხელფასის ნახევარს მირიცხავს მაინც და შენ ვინ ხარ ასეთი გული რომ ვერ მოგილბე? წადი და მაშინ შემეხმიანე ორივეს მიღებისთვის რომ იქნები მზად_გულმა ლამის ცემა შეწყვიტა ისე გრძნობდა ნათია თავს დედას რომ ზურგი შეაქცია.
-ნათი არ გიდათ რა ჩხუბი, დიდი სიამოვნებით წავალ.
-არა საყვარელო, არ შემიძლია, მაშინ ორივე წავიდეთ, მის გარეშე ვერ გავჩერდები_სახეზე მოუსვა ხელი გოგოს.
-ნინია, გთხოვ, არ დაგავიწყდეს_თვალებით რაღაც მიანიშნა ბაჩომ და მანაც თავი დაუქნია.
-კარგი,შენ გაყევი, ოღონდ გთხოვ ყოველ წამს გამაგებინეთ ყველაფერი.
-რა თქმა უნდა,_თავი დაუქნია და ექიმის კაბინეტისკენ წავიდა მონაცემების ჩასაწერად.
საღამომდე ყველაფერი მოგვარდა, გიორგის სასწრაფოთი გადაიყვანდნენ, მანამდე ნათიამ ერთი რუგზაკი ცოტა ტანსაცმლით, სუფთა თეთრეულითა და ცოტა პირადი ჰიგიენის ნივთებით გაავსო და მზად იყო. დაძახებას ელოდა ექიმისგან მობილური უცხო ნომრისგან რომ ამღერდა.
-გისმენთ_ხმაშიც ეტყობოდა დაღლილობა.
-სამშენებლო კომპანიიდან გიკავშირდებით, გვინდა გაცნობოთ რომ თქვენი მოთხოვნა დაფინანსებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილებულია და შეგიძლიათ საავადმყოფოს ხარჯებისთვის ჩვენი მონაცემები მიაწოდოთ_ცივად ჩააბარეს ანგარიში და პასუხს არც დაელოდნენ ისე გაუთიშეს.
-ღმერთო, როგორც იქნა_მოთქმით ატირდა დერეფანში კედელთან ჩამჯდარი ნათია და ბედნიერებისგან გული ორმაგად აუძგერდა, -ახლა მაინც გადაგარჩენ_სიცილ-ტირილით წამოდგა ფეხზე და იმ წამს გამოსული ექიმისკენ წავიდა.

რამდენიმე აპარატზე შეერთებული გამოიყვანეს გიორგი რეანიმაციიდან და გარეთ მომლოდინე სასწრაფოს მანქანისკენ გააქანეს, ორი ექთანი თან მიყვებოდათ.
-ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო, შენ ჩემი მსგავსი არსება ხარ_ ყურში ჩაჩურჩულა ბიჭს და მაშინვე ამოუტივტივდა სასიამოვნო მოგონება. „ჯერ კიდევ სოფელში იყვნენ რემონტის დროს ერთ საღამოს გიორგიმ ჰამაკში რომ შენიშნა ნათია წიგნითა და ბლოკნოტით ხელში. ვერ მოითმინა და მიუახლოვდა. შექსპირის სონეტებს კითხულობდა გოგო.
-ბლოკნოტი რისთვის?_გვერდით ჩაუჯდა საცოლეს.
-ეს ჩემი ფრაზების ბლოკნოტია, რასაც ვკითხულობ სასიყვარულო და სასიამოვნო ფრაზებს ვიწერ_ნახევრამდე გავსებული ფურცლები დაანახა ბიჭს.
-ამჯერად რომელი წიგნია მსხვერპლი? ჰმ სონეტები. არ წამიკითხავს_დანაღვლიანდა ბიჭი.
-ნახე მესამე მომეწონა:
შეხედე სარკეს და უთხარი შენსავ ორეულს,
რომ დროა, ქვეყნად მისი მსგავსი იშვას არსება,
რომ ამ სამყაროს, დედობრივად გრძნობამორეულს,
მარად შეეძლოს განახლება და დამსგავსება.
თანამეცხედრედ ნუთუ ვერსად ვერ ხედავ ვერცერთს,
ყამირ მიწაზე ნუთუ არ გსურს გაჭრა სავალი,
ან ეგებ გიჯობს, ეგ სხეული სამარედ გექცეს
და ჩაკლა მასში არშობილი შთამომავალი.
შენ შენი დედის სარკე ხარ და ის შენში ხედავს
ჟამთა წიაღში გადაპენტილ თავის აპრილებს,
მაშ, შენც ჩახედე შვილის სარკეს, სანამ შენს ცხედარს
დრო არყოფნაში გარიყავს და გაინაპირებს.
და თუ მეწყვილედ კვლავაც არვინ გაგეტოლება,
ისე მოკვდები, მომგონიც კი არ გეყოლება. (შექსპირი, 3 სონეტი)
-ლამაზია_სიამოვნებისგან გაეღიმა ბიჭს და ზემოდან დახედა ნათიას
-შენ ჩემი მსგავსი ხარ.
-შენ ჩემი მსგავსი ხარ!_ღიმილითვე უპასუხა გოგომ და სიამოვნებით შეაგება ტუჩები.“
მწარედ გაეღიმა ნათიას სასიამოვნო მოგონებაზე და ნახევრად დაფარულ ბინტებშიმის სახეს დააკვირდა:
-სხვა გზა არ გაქვს იცოდე, უნდა გადარჩე, უნდა გადავრჩეთ!_შეფუთვისგან გადარჩენილ შუბლზე აკოცა საქმროს და თავაწეული შეხვდა სრულიად უცხო ქვეყანაში ბუნდოვან მომავალს. (20)
ურთულესი კვირა გამოდგა ნათიას ცხოვრებაში. სად ეძინა, როდის, რა ეცვა და ჭამდა ვერავინ იტყოდა, სასტუმროს ნომერი არც აუღია, მუდმივად საავადმყოფოში იჯდა და მოვლენების განვითარებას ადევნებდა თვალს. ამჯერად დაფინანსების ნერვიულობა შეეძლო გვერდით გადაედო და მთლიანად გიორგიზე ეფიქრა.
-როგორაა?_მესამე ოპერაციიდან გამოყავდათ ბიჭი.
-არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება_თვალი ჩაუკრა ექიმმა და თავი დაუქნია.
-ღმერთო ჩემო, მართლა? ანუ საფრთხემ ჩიარა?_წამში წამოუვიდა ცრემლები ნათიას და სახეზე ხელები აიფარა.
-დიახ, ორგანოების გვეშინოდა,მაგრამ გაუძლო და მოგვცა საშუალება გვემოქმედა. ძლიერი ბიჭია_თავი დაუკრა გაღიმებულმა ატირებულ გოგოს და აზრზე მოსასვლელად დატოვა.
რამდენიმე საათში უკვე პალატაში ეჯდა თავთან და ლამის ოცნებად ექცა გამოღვიძებული ენახა.
-იცი როგორ გვანერვიულე ყველა? ნინია ყოველ ნახევარ საათში რეკავს, ჩემ ეჭვებს გაგანდობ, იმ დღეს ისე ჩურჩულებდნენ ორივე ცოლ-ქმარი მგონი ორსულადაა, უბრალოდ შენს გამო ჯერ არ ამხელს ალბათ, წარმოგიდგენია? მალე პაწაწუნა ეყოლებათ და ჩვენ ბიცოლა და ბიძია გავხდებით, რომ დამირეკავს სადღას ათ წუთში უწევს აუცილებლად ვკითხავ_გაეცინა გოგოს, -რა ლამაზი ბავშვი იქნება_ოცნებებში დაიკარგა წამში.
-ჩვენი.. უ..ფრო. ლა...მაზი იქნება_ძლივს გაიგონა სიმწრით ამობუტბუტებული რამდენიმე სიტყვა და ბრინჯივით წამში დაიბნა. ვერაფრით მიხვდა რა უნდა ექნა იმ წუთას.
-შენ ახლა ხმა ამოიღე? მიდი კიდევ თქვი რამე საყვარელო, გთხოვ ჩემი ხათრით_ლოყებზე მოუსვა ხელები
-მი..ყვა....რხარ_ისევ ძლივს ამოისუნთქა და ხელზე ხელი მოუჭირა
-არ მომჩვენებია_სიხარულის ცრემლები წამოუვიდა გოგოს და მაშინვე ფეხზე წამოვარდა
-ექიმოოო_მთელი ხმით გაყვიროდა დერეფანში და გაბრწყინებული დახვდა შემოსულ თეთრ ხალათიანს.
-ეღვიძა, რამდენიმე სიტყვა მითხრა, ხელი მომიწჭირა_ბიჭისკენ დახრილს უყვებოდა ემოციებით.
-დარწმუნებული ხართ, რომ არ მოგეჩვენათ? ხომ არ ჩაგეძინათ?
-რა თქმა უნდა არა, გითხარით რამდენიმე სიტყვა მითხრა, მის დიშვილზე ვუყვებოდი და მიპასუხა.
-ძალიან კარგი, მეორედ თუ ასე მოხდა ღილაკით გამოგვიძაღეთ და ეცადეთ ჩვენს მოსვლამდე ფხიზლად იყოს._იმედგაცრუებულმა დახედა პაციენტს და პალატის კარი გაიხურა.
მაშინვე ჩაუქვრა თვალები როცა ექიმის ასეთი დამოკიდებულება იგრძნო. თვითონ ხომ იცოდა, რომ არაფერი მოჩვენებია?
-არაუშავს,მალე ისევ გაახელ თვალებს და დაიჯერებენ, რომ არ გავგიჟებულვარ. სხვათაშორის ჩვენ ქორწილზე ვფიქრობდი, ნინის იასამნისფერი კაბა უნდა ჩავაცვა, რატომღაც ძალიან მომწონს , თაიგული რაც შეიძლება ფერადი უნდა იყოს, _თავი დადო ლოგინზე ბიჭის ხელთან ახლოს და ისე განაგრძო ლაპარაკი,-რა თქმა უნდა გულ ამოღებულს შეიკერავს და შანს არ გამოტოვებს თავისი ლამაზი და სექსუალური მკერდი თავზე რომ არ დაგვაფინოს, იმედია შენი მეგობრები საღ აზრს შეინარჩუნებენ_სიცილით განაგრძო და ვერც კი მიხვდა ამ ლაპარაკში როგორ ჩაეძინა.
ისეთი მსუბუქი იყო სიზმარში ყველაფერი, თითქოს ის დიდი სიმძიმე, რაც ამდენი კვირის მანძილზე ზურგზე აწვებოდა გამქრალიყო. ბიჭს თავი მის კალთაში ჩაედო და ბედნიერი შმეოცქეროდა. იმდენად ქონდა სიმსუბუქის შეგრძნება ნათიას დავიწყებული ცრემლები წამოუვიდა.
-ნუ ტირი პატარავ_გულით ცდილობდა გიორგი გოგოს დამშვიდებას.
-დავიღალე საყვარელო, ვგრძნობ, რომ მეტს ვეღარ ვუძლებ, შენ მჭირდები, _ქვითინში გადაუვიდა ტირილი.
-სულ ცოტაც საყვარელო, სულ ცოტაც_თითქოს უკვე შორიდან ესმოდა ბიჭის ხმა და რაღაცა გამოფხიზლებას აიძულებდა.
-ცოტა ხანს კიდევ დარჩი_უკვე ხმამაღლა წაიბუტბუტა და თავიდან ის გამაღიზიანებელი ხელი მოიშორა, რომელმაც გამოფხიზლება აიძულა. წამებში დაფიქრდა ვისი შეიძლებოდა ეს ხელი ყოფილიყო და სრულად თვალ გახელილ გიორგის გახედა.
-ღმერთო ოღონდ მეღვიძოს_მაშინვე ექთნის გამოსაძახებელ ღილაკს მიაჭირა თითი.
-გიორგი, ჩემი გესმის?_სახეზე მიეფერა ბიჭს და მანაც წამში დახუჭა თვალები.
-არა ყმაწვილო, აბა ისევ გაახილე, იმ ექიმს ახლა ორმაგად გიჟი ვეგონები, ღმერთო მართლა გღვიძავს_აცრემლებული თვალებით დახედა საქმროს.
-ნახეთ არ მომჩვენებია_შემოსულ ექთან დაუძახა ბედნიერმა და ისიც ექიმის დასაძახებლად გაბრუნდა.
-ძალიან მიყვარხარ, ვიცოდი რომ არ მიმატოვებდი_სახეზე მოეფერა ბიჭს და მანაც საცოდავად გაუღიმა ნახევარი სახით.
-რამე გითხრათ?_მალევე შემოვიდა ექიმიც
-წინა გამოფხიზლებისას კი, ახლა არა_ადგილი დათმო ნათიამ. ექიმმაც წამში შეუმოწმა გუგები, პულსი და ზემოდან დახედა.
-გესმით ჩემი? რამე გტკივათ?_ინგლისურად მიმართა პაციენტს
-უთხარი, რომ მუშებს ინგლისურის სპეციალური კურსი არ გაუვლიათ_სვენებ სვენებით ამოილაპარაკა და ნათიას გადახედა. ექიმმაც მას გამოხედა
-ამბობს, რომ ლაპარაკი შეუძლია, უბრალოდ ინგლისური არ იცის_ბედნიერი მიუახლოვდა საწოლს ნათია.
-კითხეთ რას გრძნობს, თუ ტკივა რაიმე?
-რას ვგრძნობ? სასწაულად მომენატრა შენი ტუჩები, სიამოვნებით რომ დავკოცნიდი და მერე მთელი გულით ჩაგეხუტებოდი_ისევ თვალები დახუჭა ბიჭმა, თითქოს ოცნებაში გადაეშვაო
-გიორგი, სირცხვილია გელოდება_აწითლებულმა აარიდა ნათიამ ექიმს თვალი,მანაც ოდნავ ჩაახველა თითქოს ყველაფერს მიხვდაო.
როგორც იქნა გიორგი ცოტათი აალაპარაკეს და რამდენიმე წუთში ისევ ჩაიძინა, ნათია ექიმს გაყვა უკან დერეფანში რომ მშვიდად საუბარი შეძლებოდათ.
-მომილოცავს, ყველაძე უარესი უკანმოვიტოვეთ_გაღიმებულმა დაუქნია თავი აღელვებულ გოგოს.
-დიდი მადლობა_პირზე ხელები აიფარა ნათიამ.
-მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მთავარიც ეს იყო, ახლა ისღა დაგვრჩენია გამაყუჩებლების მიღება ნელნელა შევუმციროთ და მეორე მთავარი ეტაპი დავიწყოთ_ამოიხვნეშა კაცმა.
-რა ეტაპი?
-უნდა გავიგოთ თუ დარჩა ისეთი კიდური, რომელშიც მგრძნობელობა დაკარგა_თავი დაუქნია კაცმა და გაშეშებული ნათია პალატასთან დატოვა.
-ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად უნდა იყოს_თვალები დახუჭა გოგომ და თითქოს საკუთარი თავის დასამშვიდებლად ჩაილაპარაკა. (21)

კიდევ ორი დღე მოუწიათ მოეცადათ, გიორგი მომენტებში ფხიზლდებოდა და რამდენიმე წამში ისევ ითიშებოდა, ისე იყო გაბრუებული წესიერად სხეულის ვერცერთ ნაწილს ვერ გრძნობდა. ორი დღის შემდეგ უკვე დამშვიდებულმა გაახილა თვალი და აშკარად შეცვლილი ნათია დაინახა. იმ გოგოსგან აღარაფერი დარჩენილიყო, ახლა ზემოდან სრულიად უცნობი დაჰყურებდა, წონაში მოკლებული, თვალებ ამოშავებული, სახეზე ოდნავადაც კი აღარ შერჩენოდა ის ბედნიერი გამომეტყველება და ღიმილი გიორგის რომ უყვარდა.
-მაპატიე_მოწყენილი სახით ახედა გოგოს და დაინახა როგორ შეკრა წარბები.
-ბოდიშს რისთვის მიხდი? ძლივს გაიღვიძე და ეგ ნამდვილად არაა ის, რისი მოსმენაც მინდა. შეგიძლია ცადო და მომეფერო მაინც_მოჩვენებითი სიმშვიდით შეთავაზა და თითქოს ჩუმად დააკვირდა როგორ გაამოძრავებდა ბიჭი ხელს.
-ნუ ნერვიულობ, ხელებს ჯერ კიდევ ვგრძნობ_გაეღიმა ბიჭს და მარჯვენათი სახეზე ჩამოუსვა ხელი, წამში შეეცვალა მზერა და შუბლშეკრულმა დახედა გაშეშებულად ჩავარდნილ მარცხენას.
-კარგად ხარ?_შეშინებული ჩანდა ნათიაც.
-მგონი დროა ექიმს დაუძახოთ.
რამდენიმე წუთში მოვიდა ექიმი ექთანთან ერთად და რაღაც წვრილ თავიანი რკინის კალამი შემოიტანა. მორჩილად ელოდა გიორგი შემოწმების დასრულებას, ყველაზე დიდი შვებით მაშინ ამოისუნთქა ფეხზე გადატარების დროს ტკივილი რომ იგრძნო. იმის გაფიქრება, რომ ინვალიდად დარჩენა მოუწევდა და ეტლით მოძრაობა, ზედმეტად რთული იყო. სამაგიეროდ ხელმა უღალატა, წამითაც კი ვერ იგრძნო გადატარებული იარაღი ზედ და მართლაც მთელი ძალით ეცადა პატარა ბავშვივით არ ატირებულიყო.
-გთხოვ ყველაფერი კარგად იქნება_მაშინვე მიეხუტა ნათია როგორც კი მიხვდა.
-როგორ დაგღალე, რას დაემსგავსე ჩემ გამო, საჭმელი როდის ჭამე საერთოდ ბოლოს? ან ძილი თუ გახსოვს საერთოდ რა არი? ნათია, ასე არ შეიძლება, მე კარგად ვარ, გთხოვ უბრალოდ სასტუმროში წადი და დაისვენე.
-ჩემი სასტუმრო აქაა_დივნისკენ გაახედა ბიჭს და წამში გაუფართოვა თვალები.
-შენ რა აქ გძინავს?
-აბა სად წავიდოდი_მხრები აიჩეჩა გოგომ.
-საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გიყვარვარ და მივლი, მაგრამ ფაქტია სარკეში არ ჩაგიხედავს, გთხოვ უბრალოდ წადი, სადმე ნომერი აიღე, ტელეფონო გამორთე, ლოგინში შეწექი და სანამ არ გაგეღვიძება აქ მოსული არ გნახო, გთხოვ.
-შენ ხომ ენა არ იცი, იქნებ რამე დაგჭირდეს, არსადაც არ წავალ_თავი გადააქნია ნათიამ
-როგორმე მოფს*მა რომ დამჭირდება მიხვდებიან, მითუმეტეს რაღაც გამაკვეხეს, ასე რომ დიდი დიდი ვერცერთი ექთანი ვერ დავკერო, შენთვის უკეთესია_მხრები აიჩეჩა და წარბი აუწია უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო.
-შეგრცხვეს მაინც_თავი გადააქნია ნათიამ და გაუბედავად გაწია ხელი ჩანთისკენ. -დარწმუნებული ხარ?_კიდევ ერთხელ კითხა ბიჭს, თუმცა უკვე ეხუჭებოდა თვალები საწოლის წარმოდგენაზე.
-ისევე როგორც იმაში, რომ ცხოვრებაზე მეტად მიყვარხარ_წამოიწია და უნდოდა ხელებით ახლოს მოეწია საყვარელი სახე რომ ეკოცნა, თუმცა მხოლოდ ოდნავ შეძლო მარჯვენა ხელი წამოეწია. მაშინვე მიხვდა ნათია და ისე მონატრებულად შეეხო საყვარელ ტუჩებს თითქოს პირველი იყ. გული იჯერა და ღიმილით მოიხურა პალატის კარი.
მხოლოდ ორი წუთი გაჰყვა გიორგის გამბედაობა, შემდეგ ისე წამოუვიდა ცრემლები თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყოს. ნელი მოძრაობით შეძლო საბანი მოეცილებინა და საკუთარ სხეულზე დახედვისას ღმუილივით ხმა აღმოხდა ყელიდან. თითქმის მთელი სხეულით ბინტში გახვეულიყო, 4 თუ ნაოპერაციები, აქედან ორი ჯერ კიდევ თითქოს ღია ქონდა, რადგან მასში დედგათ სისხლის შედედების შესამოწმებლად, ფეხის თითებს მხოლოდ მილიმეტრებით ამოძრავებდა, მარცხენა ხელი კი ძველებურად კუნძივით ეგდო საწოლზე. სამუშაო და ოცნებები გაახსენდა და ორმაგად ამოუჯდა გული, ამიერიდან ცალ ხელა იყო, ვეღარც ხელოსნად იმუშავებდა,ვერც საოცნებო არქიტექტორის პროფესიას მიიღებდა, ვერც ოჯახს არჩენდა სრულფასოვნად და ვერც შვილის დაკავებას შეძლებდა ხელში, ცალი ხელით? შარვლის ამოწევასაც კი ვერ შეძლებდა დახმარების გარეშე. და ნათია? უკვე როგორი დატანჯული ყავდა და ახლა რა? უნდა დაევალდებულებინა მთელი ცხოვრება ხეიბარი ქმრისთვის მოევლო? მისგან ამას ნამდვილად არ იმსახურებდა. მხოლოდ ერთი შემთხვევა და მთელი ცხოვრება, ოცნებები და მომავალი თავდაყირა დადგა. ვინ იცის კიდევ მისი მკურნალობისთვის რამდენი ვალი აქვთ დადებული, თუ არ იმუშავა ვინ დაეხმარება? ტირილმა ცოტა უშველა, თითქოს დარდი ცრემლებს გააყოლა, უფრო რეალურად შეაფასა მისი მდგომარეობა, რამდენიმე მომავლის ვარიანტი წარმოიდგინა გონებაში და დაფიქრდა როგორ შეეძლო ცხოვრების გაგრძელება, სწორედ ამ დროს მიხვდა, რომ საკუთარ ჯამრთელობაზე სრული ინფორმაცია არ ჰქონდა და უნდა ეცადა ნათიას გარეშე მოეგვარებინა, გოგოს შეიძლებოდა ნერვიულობის ასაცილებლად მისთვის რამე დაემალა. სიმწრით შეძლო ექთნის გამოძახების ღილაკამდე მიეღწია და რამდენიმე წალი დასჭირდა ძალების აღსადგენად რომ მიეჭირა ღილაკზე, აშკარა იყო ჯერ კიდევ ცუდად გრძნობდა თავს. საკმაოდ პუნქტუალურად გამოჩნდა კარებში ექთანი და მომლოდინე თვალებით გამოხედა პაციენტს.
მართლაც როგორ აკლდა თურმე ძილი და საწოლში ადამიანურად გასწორება. ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა გამოღვიძებული გემრიელად რომ გასწორდა საწოლში და გაეღიმა. წამსვე დახედა საათს და ფეთიანივით წამოფრინდა ფეხზე. უკვე მეორე დღის 12 საათი მოსულიყო და მაშინ როცა გიორგი იქ სულ მარტო იყო, მას არხეინად ეძინა. თმაც არ დაუვარცხნია ისე გადაიცვა სარაფანი და ჩანთით ხელში ქუჩაში გავარდა. 10 წუთიც და უკვე ფეხის ბაკუნით უცდიდა ლიფტის მოსვლას.
პალატაში ჩაძინებული დახვდა ბიჭი. გამოფხიზლება მასაც მოხდომოდა, სახედან ბინტი აეღოთ, ცოტა ფერი დაბრუნებოდა და მთავარია გონზე იყო.
-შეგიძლია შეწყვიტო შორიდან ჩემით ტკბობა და მომეხუტო_თვალის გაუხელად გაიღიმა და ნათიას რეაქციას დაელოდა. გოგოც სიცილით აუბობღდა საწოლზე და ფრთხილად მიეხუტა გვერდიდან.
-საშინლად მომენატრე
-უსაზიზღრესად.
-რომ ვერ გადამერჩინე მეც მოვკვდებოდი.
-ამას ნუ ამბობ საყვარელო._ზემოდან ჩამოხედა საყვარელ სახეს და ცალი ხელით ეცადა სახის კონტური მოეხატა. -ხვალ ოპერაცია მაქვს.
-რაა? რისი? მე არ ვიცოდი, არ უთქვამთ, რატომ არ ვიცი? რამე გაუარესდა?_წამში წამოხტა ფეხზე და აღელვებულმა გააგრძელა საუბარი.
-ნათი, დაჯექი მოდი, დაწყნარდი, მე ვუთხარი, გუშინ საღამოს ექიმთან ვისაუბრეთ და უნდა ცადოს. ფიქრობს, რომ პრობლემა ნერვშია და ეცდება ადგილზევე გააკეთოს რამე, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის ერთ კვირაში სახლში გაგვიშვებენ და რეაბილიტაციის კურს იქ გავივლი.
-დარწმუნებული ხარ? ისევ ნარკოზი იქ დაწოლა_ცრემლები აუკიავდა ნათიას თვალებში.
-საყვარელო, მე ხომ ვერაფერს ვგრძნობ, ოღონდ თუ ამდენ ტირილს გააგრძელებ და ჩემ გოგოს ძველებურად არ მიხედავ ვიჩხუბებთ_წარბები შეკრა მაშინვე.
-არის უფროსო_მოწყენილი დაეთანხმა ბიჭს და ბეჭზე მიეხუტა. -უი, რა დამავიწყდა, ყველაფერს მავიწყებ_ვითომ გაბრაზებულმა გადააქნია თავი და ტელეფონში დაიწყო რაღაცის ძებნა, რამდენიმე წუთში აპარატიდან ტკივილამდე ნაცნობი ხმა გაისმა.
-გიორგი, მომენატრე ძამიკო_მოწყენილი თვალებით იყურებოდა ნინია და შორიდან ეფერებოდა ძმას.
-გაბურძგნულო, როგორ გალამაზდი, რას გაჭმევს ჩემი სიძე ამდენის როგორ ჩაპუტკუნებულხარ_ღიმილით ეცადა დის გაწვალებას.
-გაპუტკუნება შენი სიძის ბრალი არაა_თვალები დახარა ნინიამ, -ნუ როგორ არ არის, მაგრამ პირდაპირი გაგებით არა, თუ პირიქით პირდაპირით რაღაც ამერია_ვითომ მართლაც დაფიქრდაო ისე გაეცინა.
-ვერ გავიგე_ახითხითებულ ნათიას შეავლო თვალი. ამ დროს ნინია წამოდგა და კამერის წინ გვერდულად დადგა.
-მალე უნდა გამოჯანმრთელდე ბიძია, მამიკოს მერე შენ უნდა დამიჭირო ხელში_მუცელზე ისმევდა ხელს ნინია და გაღიმებული, თვალებში აკიაფებული ცრემლებით უყურებდა გაოცებულ ძმას. მუცელი სულ არ ეტყობოდა, მხოლოდ ორი თვის იყო, მაგრამ თემატურად უნდოდა ასე ეთქვა.
-შენ .. მე.. ორსულად ხარ._ეკრანის მოფერებას ცდილობდა გიორგი თურქეთიდან და არაფრის დიდებით ანებებდა მარილიან ბურთულებს გადმოსვლას.
-ორსულად ვარ, და კიდევ ერთ, უდიდეს მიზეზს გაძლევ აქ ჯამრთელი ჩამოხვიდე და ფეხზე დასადგომად ყველაფერი გააკეთო. მპირდები?_მტკიცედ ჟღერდა ნინიას ხმა.
-გპირდები_ყურებამდე გაღიმებული უყურებდა ჯერ კიდევ მუცელს გიორგი და იმასაც კი ვერ მიხვდა როდის გათიშა ნინიამ.
-ბიძა გავხდები_ნათიას გადმოხედა მაშინვე.
-მე ბიცოლა, ვერ ვიტან ამსიტყვას, ასე მგონია 80 წლის ვარ_წაიბუზღუნა გოგომაც, თუმცა ბედნიერება ვერაფერმა წაუშალა სახედან.
-ხოდა პირველ რიგში ეგ უნდა ვასწავლო._ხითხითით გამოუყო ენა გაწითლებულ ნათიას და სიმწრით აიცილა ხელი.
-ოპერაციაზე დარწმუნებული ხარ?_ფრთხილად კითხა გადასამოწმებლად.
-რა თქმა უნდა, თუ ოდესმე რამე რუსული მისწავლია პლიუს ცალი ხელი და ფეხის თითები, ყველაფერი დავიხმარე რომ გაეგო რას ვთხოვდი_სიმწრის სიცილით გაეცინა ბიჭს. -ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს გამო გამოვლილი ტანჯვა ბედნიერებით დაგიბრუნო_ტუჩთან მიახლოებულმა ჩაჩურჩულა საცოლეს და მონატრებული ტუჩების გემოც წამში იგრძნო. მან მისი მეორე ნაწილი იპოვა და გაშვებას არასდროს აპირებდა. (22)
მძიმე კვირა ელოდა წინ წყვილს, მორიგი გამოცდა, მორიგი სერიოზული ნაბიჯები,მორიგი იმედი, ბრძოლა და ვინ მოთვლის რამდენი კიდევ უნდა გამოეცადათ. ამჯერად აღარ იყო გიორგი ისე გათიშული ნათია 24 საათი თავთან დაეყენებინა, ამიტომ როცა ერთხელ გოგოს თავბრუ დაეხვა და ლამის პალატაშივე მოადინა ზღართანი, ბიჭმა ნახვის საათები დაუწესა და შეპასუხებაზე თითი დაუქნია.
-ნათია, ვიცი, რომ შენი აზრით სასტუმროს გარეშე კიდევ ზოგავ ჩემთვის ფულს,მაგრამ გთხოვ, წადი დაისვენე და რომ წამოვდგები ყველაფერს მივხედავ, შენ თუ გადაგიყოლე ასეთი გამომჯობინება რად მინდა_გარფილდის თვალებით ახედა საცოლეს და ძლივს შეძლო ცალი ხელით სახეზე შეხებოდა.
-ხვალ ხომ ოპერაციაა, სად უნდა წავიდე_კომფორტულად მოკალათდა დივანზე.
-ესეიგი ომი გინდა გამომიცხადო?_წარბები აათამაშა უცებ ენერგიაზე მოსულმა გიორგიმ.
-უკვე გამოგიცხადე საყვარელო_მედიდურად გამოხედა ოთახის კუთხიდან და დემონსტრაციულად გადაიდო ფეხი-ფეხზე ნათიამაც.
-კარგი კარგიი_წამით ჩაფიქრდა ბიჭი და უკვე მარტივად მიწვდა გვერდით მოდებულ გამოძახილის ღილაკს. რამდენიმე წამში ექთანიც გამოჩნდა.
-შეგიძლიათ ეს გოგონა გაიყვანოთ? იმდენს მელაპარაკება საოპერაციოდ ძალების მოკრებას არ მაცდის_მთელი რუსული ჩაახვია, თვალის ჩაკვრით გამოხედა ექთანს და წამში მიახვედრა რასაც გულისხმობდა.
-გასაგებია,_გაეცინა ახალგაზრდა გოგოს, -ქალბატონო, თუ შეიძლება მარტო დატოვეთ პაციენტი რომ დაისვენოს.
-თავხედო ვირო_მაინც გაბუტულმა გადმოხედა საქმროს, თუმცა ვერც სიცილი შეიკავა.
-კარგად გამოძინებულზე იქნებ ახალი იდეები დაგებადოს, თორე სალანძღავი სიტყვების ნაკლებობას განიცდი უკვე_თვალებ დახუჭულმა ამოილაპარაკა ღიმილით გიორგიმ.
-ღმერთო როგორ ვერ გიტან_უკვე გასასვლელად მზად მყოფმა ამოილაპარაკა ნათიამ.
-მეც მიყვარხარ ძვირფასო_უკნიდან დაეწია კარში გასულს საყვარელი სიტყვები და ვერ მოითმინა. მაშინვე მიბრუნდა, ფრთხილად შემოხვია ხელები და ტუჩებს მისწვდა.
-ტელეფონი გვერდით გიდევს, ნინია ყოველ წამს გელოდება, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე და წესიერად დაისვენე, დილით ოპერაციამდე აქ ვარ, უზომოდ მიყვარხარ_კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებზე და უკვე გადიოდა ბიჭს რომ მოუბრუნდა:
-ხო სხვათაშორის, შენი მკურნალობა იმ კომპანიამ დააფინანსა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მშენებლობაზე, ამიტომ დიდად ვალებზე ფიქრით ნუ გადაიღლი ტვინს.
-ნათია ეს უნდა მცოდნოდა_წარბები შეეკრა ბიჭს
-შენ ხომ უნდა ისვენებდე და არაფერზე ნერვიულობდე_ენა გამოუყო და საბოლოოდ მიიმალა პალატის კარის უკან.
არ იცოდა ეს ამბავი როგორ ეთქვა, გიორგის რეაქციაზე ფიქრს ერიდებოდა და არჩია წამოსვლის წინ უცაბედად ეთქვა. მარტივი არაა გაიაზრო, რომ კომპანიამ, რომელმაც ლამის მოგკლა ~, ახლა შენს გადარჩენას ცდილობს. იყვნენ კი ისინი დამნაშავეები? იქნებ თავად ააწყვეს ხარაჩოები არასწორად? იქნებ შეკვეთილი მასალები ჩამოუვიდათ დაბალ ფასიანი, ან თავად შეუკვეთეს ასეთი იაფად რომ გამომძვრალიყვნენ და დანახარჯის სხვაობა თავად დაეტოვებინათ? ფაქტია ამ საქმეში უამრავი იქნებ და ალბათ იყო და ასე მარტივად ვერ ჩაივლიდა. ახლა მთავარი ხვალინდელი ოპერაცია იყო, ნათიას ხათრით, ნინიასთვის და იმ პატარა წერტილისთვის დედის მუცელში რომ იზრდებოდა. აუცილებლად გააკეთებდა იმ ყველაფერს რასაც ექიმი მოითხოვდა.

დილით ძალაუნებურად ნერვიულობდა, აქამდე ყველაფერს ისე უკეთებდნენ ვერ გრძნობდა, მხოლოდ ამჯერად იყო განსხვავება. ოპერაციამდე ერთი საათი იქნებოდა დარჩენილი ნათიამ პალატის კარი რომ შეაღო.
-როგორ მოხდა უფროადრე რომარ მოხვედი_სიცილით გამოხედა გიორგიმ და საცოლის დამშვიდებული სახის დანახვაზე თავადაც გაიბადრა.
-ნახვის საათები რვა საათიდანაა, ახლაც მთელი სცენები მოვაწყვე დაცვასთან_ხელი ჩაიქნია და ჩანთა დივანზე მიდო. -ნერვიულობ?_გაეღიმა ბიჭის აფორიაქებულ სახეზე.
-ცოტა_ძლივს გაიღიმა მანაც.
-ყოველთვის შენთან ვარ_ლოყაზე აკოცა ნათიამ და იქვე დაადო თავისი ლოყაც.
-ვიცი საყვარელო_ფრთხილად მოხვია საღი ხელი და თვალები დახუჭა. საოცრად მონატრებოდა საყვარელი სურნელი. ვერც კი გაიგეს ერთმანეთში გართულებმა პალატის კარი როგორ გაიღო.
-ხელი რომ არ შეგიშალეთ გვრიტებოო?_ნაცნობი ხმა გაისმა ოთახში და წამში წამოყო წყვილმა თავი.
-ნინია_ახლა ნამდვილად მოადგა გიორგის ბედნიერების ცრემლი.
-დამაგვირგვინებელ ოპერაციაზე ბიძიას გულშემატკივრები უნდა ვყოფილიყავით_გაღიმებულმა დახედა საწოლში მწოლიარე ძმას და ცრემლები რომ დაემალა კისერში ჩაურგო თავი. ვერაფრით ისვენებდა, ახსენდებოდა თითოეული წამი მათი მარტო ყოფნიდან და გული ეწვოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ბიჭმა მისთვის ყველაფერი დათმო, არცერთ სამუშაოს მორიდებია, გადანახული თეთრებით ყოველთვის ახერხებდა ნინიასთვის საყვარელი და სასურველი საჭმელი ეყიდა. მან გამოზარდა და ახლა აქ იწვა, გაუნძრევლად და სიცოცხლისთვის ბრძოლას ცდილობდა. ნოსტალგიამ მაინც თავისი გაიტანა და ცრემლები ვეღარ დამალა.
-ძალიან მიყვარხარ_ამოისრუტუნა და გასწორდა.
-რა გატირებს ბოთე.
-არ შეიმჩნიო, ამის ბრალია_მუცლისკენ გაიშვირა თითი.
-ჩემ შვილს თავი დაანებე, აბრალებს აქ რაღაცეებს_ძლივს გამოჩნდა კარებში აქოშინებული ბაჩო.
-შენც აქ ხარ ბიჭო?_ახლა ნამდვილად ფართოდ გაეღიმა გიორგის.
-არამარტო_იგივეთი უპასუხა მანაც და უკან გამოჩენილ გიას გახედა.
-გამარჯობათ ბავშვებო_სუსტად იღიმოდა კაცი.
-მამიკოო_გახარებულმა შესძახა ნათიამ და კისერზე ჩამოეკიდა კაცს. გიორგი კი იწვა და საწოლიდან უყურებდა შეგროვილ ხალხს, ნამდვილად ვერ მიხვდა რითი დაიმსახურა ამდენად ბედნიერი რომ ყოფილიყო.
უკვე დაახლოებით ხუთი საათი გასულიყო რაც გიორგი საოპერაციოში შეიყვანეს. ნერვიულად მიმოდიოდა ნათია მოსაცდელთან და თითებს იმტვრევდა.
-რაღაც ხდება, ეს უკვე არანორმალური სიტუაციაა_როგორც იქნა შეჩერდა და ოჯახს გადმოხედა.
-ყველაფერი კარგად იქნება_ხელები მოხვია უკნიდან გიამ.
-არა მამა, შენ არ გესმის, ამდენი ხანი მაშინაც არ გაგრძელებულა ნეკნებზე რომ შეიყვანეს, რაღაც მოხდა_დარწმუნებას ცდილობდა ექიმი რომ გამოჩნდა.
-როგორც იქნა_მაშინვე წამოდგა ნინიაც.
-ხომ მშვიდობაა?_ყველა წინ გადაუდგა ექიმს. -ამდენი ხანი რატომ დაგვიანდა?_მაინც ვერ მოითმინა ნათიამ.
-მოდი ასე გეტყვით, მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა და ახლა უნდა ველოდოთ როდის გაიღვიძებს.
-ეს რას ნიშნავს?
-მან უკვე ზედიზედ ბევრი ოპერაცია გაიკეთა პატარა შუალედებით, ნარკოზი მარტივი არ არის, ბოლომდე ვერც გამოიცნეს რას უშვება ორგანიზმს, ეს კი მესთვის ერთ თვეში მე7 ოპერაცია იყო, ორგანიზმმა ისე ვერ გაუძლო როგორც ვიმედოვნებდით და ოპერაციის მსვლელობისას გული გაუჩერდა.
-უკაცრავად?_თვალები ლამის გადმოუცვივდა ნათიას.
-საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ოპერაციაც წარმატებით დასრულდა, ნერვის მდგომარეობა აღვადგინეთ, ახლა მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩა.
-თქვენ ხვდებით რას ამბობთ? ეს როგორ, რატომ არ გაგვაფრთხილეთ, ამ ოპერაციას არ გაიკეთებდა.
-ქალბატონო ნათია, მან ყველაფერი იცოდა, ყველანაირი რისკ ფაქტორი ავუხსენით და თავად მოითხოვა გაეკეთებინა, საბუთებზე ხელის მოწერისთვის საათობით ვარჯიშობდა.
-აი თურმე რითი იყო ჩემს არ ყოფნაში დაკავებული_თავზე შემოიწყო აღელვებულმა ხელები.
-ანუ ახლა კარგადაა და აღარაფერი ემუქრება ხომ?_გადაამოწმა აკანკალებული ხმით ნინიამ.
-დიახ, გაიღვიძებს და პალატაში დააბრუნებენ_თავი დაუკრა ხალხს და ლიფტში მიიმალა.
-თუ ვინმე ამიხსნის რა მოხდა დამავალებთ_ჩუმად დაილაპარაკა გიამ. როგორც ჩანდა დიდად არც ის მეგობრობდა ინგლისურთან.

რამდენიმე საათი კიდევ მოუწიათ მოცდა და როგორც იქნა ექთანიც გამოჩნდა. ხელით ანიშნა პალატისკენ და მაშინვე გაყვნენ უკან. ფერწასული იწვა ბიჭი ლოგინზე და თვალები ისევ დახუჭული ქონდა.
-გიორგი_მაშინვე მიუახლოვდნენ გოგონები და ნათია იქვე დაუჯდა გვერდით.
-კარგად ვარ_ჩუმად ამოილაპარაკა ბიჭმა.
-შეგვაშინე_სახეზე მოეფერა საქმროს.
-მაპატიე_მკრთალად გაიღიმა ბიჭმა.
-ხომ კარგად ხარ შვილო?_გიაც მიუახლოვდა და ზემოდანდახედა სასიძოს.
-მადლობა, ახლა უკეთ, ყველა განერვიულეთ.
-მთავარია შენ კარგად იყავი._გაუღიმა კაცმა და პალატის გაღებულ კარს გახედა.
-კეთილიიყოს შენი მობრუნება.
-მადლობა_მეტის თქმის თავი ნამდვილად აღარ ქონდა.
-ცოტა გაგვაწვალე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩიარა, ოპერაციაც წარმატებულად ითვლება, ნერვი აღდგენილია.
-კითხე.. სახლში.._საოცრად ითრევდა ძილი
-აინტერესებს, სახლში დაბრუნებას როდის შეძლებს? როდის გაწერთ?
-3-4 დღე დავაკვირდები, ნაკერებს შევუმოწმებ და სავარაუდოდ თქვენს მშობლიურ საავადმყოფოს გადაგცემთ ისევ, წინ რეაბილიტაციის მძიმე და საკმაოდ გრძელი გზა გელოდებათ_თავი დაუკრა კაცმა და ოთახი დატოვა.
-სამაგიეროდ ახლა სახლში დავბრუნდებით, იქ კი მე ვიცი როგორც მოგხედავ_სიყვარულით სავსემ დახედა უკვე ჩაძინებულ ბიჭს და პირველად ამოისუნთქა შვებით. (23)
სამმა თვემ მძიმედ ჩაიარა, სახლში დაბრუნებულებს უფრო მეტი საზრუნავი დახვდათ. გიორგი რეაბილიტაციას გადიოდა, თითქოს სიარულს თავიდან იწყებდა. ნინიამ სამსახურს თავი დაანება, მუცლით მაინც ვეღარ ვახერხებო და დღის პირველ ნახევარს ძმასთან ატარებდა. სკოლის შემდეგ კი ნათია პირდაპირ იქეთ მიდიოდა და ნინიას ათავისუფლებდა.
პირველი თვე განსაკუთრებით მძიმე იყო, გიორგი გულთან არავის უშვებდა, ტკივილს და ცუდ ხასიათს არავის ანახებდა, ყველა გვერდით ედგა, მაგრამ თითქოს არ იხსნებოდა. ჩუმად იტანდა ყველაფერს და თავისსავე გულში იმარხავდა. ამაზე ორმაგად წუხდა ნათია და ნინიასთან ერთად ფიქრობდა რა შეიძლებოდა ბიჭისთვის გაეკეთებინათ. სამწუხაროდ ხსნა არსაიდან ჩანდა.
-როგორ გგონია, ასე ჩემთან დარჩენა შეიძლება?_ფრთხილად შეაპარა ერთ საღამოს გოგოს.
-ასე როგორ?
-საქმროსთან რჩები სამი თვეა და ეს ყველამ იცის, ხალხი რას იტყვის._თითქოს კედელს ელაპარაკებოდა ისე ამბობდა გიორგი სიტყვებს და გოგოსთვის თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა.
-გინდა რომ წავიდე?_ხმადაბლა ამოილაპარაკა ნათიამ და გულით ეცადა არ გაღიმებოდა გიორგის ცოდვილობაზე.
-წახვიდე? არა არა, ღმერთო უკუღმა ვლაპარაკობ, მე უბრალოდ ... პირიქით. ჯანდაბა, დაივიწყე_ხელი ჩაიქნია ბიჭმა და ტელევიზორის პულტს სტაცა ხელი.
-რა საყვარელი ხარ_სიცილი ვეღარ შეიკავა ნათიამ.
-მე უფრო ბოთეს ვიტყოდი_ღრმად ამოიხვნეშა ბიჭმა და კარს გახედა ვიღაც რომ აკაკუნებდა.
-საყვარელი ბოთე_სიცილით გააღო კარი და სახეზევე შერჩა გამომეტყველება.
-დედა_ამოხვნეშას გავდა სიტყვა
-შეიძლება?_თავ აწეულმა გადმოაბიჯა პირდაპირ ზღურბლზე.
-იმის მიხედვით, თუ რისთვის მოხვედი_ბუტბუტით მიკეტა კარი ნათიამ და წამებში გაუგზავნა გიას შეტყობინება.
-როგორ ხარ?_ქალიშვილს გამოხედა და თითქოს არც შეიმჩნია ხელჯოხით ძლივს წამომდგარი გაღიმებული სასიძო.
-კარგ.....
-აქ დარჩენას როდემდე აპირებ? ხალხს როდემდე აალაპარაკებ?_არც აცადა ქალიშვილს ნათქვამი დაესრულებინა.
-რაა?
-რაც გაიგონე, უკვე სამმა მეგობარმა მომილოცა შენი შვილი გავიგეთ სადღაც ჩასახლდაო.
-აქ ამიტომ მოხვედი დედა?_ნელნელა სიბრაზე ეპარებოდა ნათიას
-დიახ და სხვათაშორის ამისთვის ორი მარშუტი გამოვიარე, აქეთ ბინები თუ იყო და ხალხი თუ ცხოვრობდა არც მეგონა_დივანს დახედა დასაჯდომად მაგრამ წარბ აწეულმა გადაიფიქრა.
-დედა საერთოდ კარგად ხარ? აქ ასე სალაპარაკოდ მოხვედი? ოთხი თვეა არ გვისაუბრია და ესაა რისი თქმაც გინდა?_ხმასაც ვეღარ აკონტროლებდა უკვე ნათია.
-და რა გინდა რომ გითხრა? ისე უსახლდები ვიღაც ბიჭს და უხტები საწოლს არანაირ სტატუს არ ატარებ და გინდოდა მამაშენივით მეც ხელი გადამესვა შენთვის? საერთოდ იმხელა კაცი რას ფიქრობს? ასე შეიძლება?
ღიმილ შეყინული იდგა გიორგი, ფეხების და სხეულის ტკივილს ვეღარ აღიქვამდა, გაოცებული ეყრდნობოდა ჯოხს და წარმოდგენა არ ქონდა უნდა ჩარეულიყო, ეთქვა რამე თუ რა ხდებოდა საერთოდ, მისთვის არავის უხსენებია თუ ნათიას და დედამის ასე გაურთულდათ ყველაფერი.
-შენ ხომ ყოველთვის სხვების ნათქვამს აქცევ ყურადღებას, ერთხელ მაინც მოხვედი და მოგვიკითხე? იკითხე რა გვჭირდებოდა ან გიორგიმ როგორ შედეგს მიაღწია?
-მამაშენიდან ვგებულობდი_მაინც არ თმობდა პოზიციებს ქალი.
-მადლობა დედა, სამაგალითო ხარ, იცი რა? თუ ოდესმე უფალმა საშუალება მომცა და დედა გავხდი, შენ იმის მაგალითად მეყოლები როგორი არ უნდა ვიყო_მთელი ხმით იკივლა ნათიამ და ქალის გაფართოებულ თვალებზე ცრემლები წამოუვიდა.
-ახლა კი გამოაღე ეს კარი და უკანაც იმ ორ მარშუტს გაყევი რითიც აქამდე მოხვედი.
-ნათი რა ხდება მამა_აქოშინებულმა შემოაღო კარი გიამ.
-ეს ქალი აქედან წაიყვანე და თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ აღარასოდეს დამანახო, დედა აღარ მყავს._ატირებულმა ამოიღნავლა და ცრემლებით ამოვსებული თვალებით იმედგაცრუებულმა ახედა მამას.
-კარგი შვილო, კარგი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება_თავზე აკოცა ქალიშვილს და გაშეშებული ქალი ლამის ძალით გაიყვანა სახლიდან. კარების მიხურვა და ნათიას მუხლებზე დაცემა ერთი იყო, მთელი გულით ამოიტირა გასაჭირი და წამში იგრძნო მოხვეული მკლავები სხეულზე.
-შენთვის დახრა არ შეიძლებააა_ტირილს ვერაფრით წყვეტდა და ბიჭის მკლავებში ჩამალვას ცდილობდა.
-ხოო, ახლა მაგის მეტი პრობლემა არ გვაქვს_ამოხვნეშით უპასუხა და მონოტონურად დაუწყო თავზე ხელის გადასმა.
რამდენიმე წუთი დასჭირდა ნათიას გონზე მოსასვლელად, ჯერ კიდევ სლუკუნებდა დივანზე რომ გადაინაცვლეს. თმები მოაშორა სახიდან ბიჭმა და ჯერ კიდევ აცრემლებულ თვალებში ჩახედა.
-რატომ არაფერი მითხარი?
-გიორგი ამის დრო იყო? მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორ გადამერჩინე.
-სახლიდანაც ჩემს გამო წამოხვედი ხომ? თავიდანვე მიმალავდი.
-სახლიდან მისი ხედვის გამო წამოვედი, ნებისმიერზე ასე იტყოდა.
-ნებისმიერზე არ იტყოდა და ეს შენც კარგად იცი. მე არ ვუნდებვარ შენს გვერდით.
-მოდი მაშინ ციმაკურიძეს დავურეკავ კარგი? იდეალური სიძე ის იქნება, გადაულოცე ჩემი თავი და დედაჩემიც კმაყოფილი დარჩება. ოფიციალურად მაინც არ დავქორწინებულვართ, დავურეკავ და ვეტყვი ჩაგივარდები მუხლებში და მიმიღე უკანთქო_ხმას აუწია ნათიამ.
-ეს ციმაკურიძე საიდანღა გამოჩხრიკე? კიდევ დაგირეკა?_წამში გაიღვიძა გიორგიში ეჭვიანობამ.
-ღმერთო ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გაიგე?_უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა ნათიამ.
-ჰმ, ციმაკურიძე, ეგ თმა გადავარცხნილიღა მაკლდა ახლა, მომიშხამე ხასიათი.
-ისე ხო გვქონდა არაჩვეულებრივი.
-უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ მიმალავდი.
-არ გიმალავდი, სათქმელი დრო არ იყო.
-და რა უნდა ვქნათ?_ისევ ნათიას გახედა ბიჭმა. -ხომ იცი, რომ ...
-რომ რა? არაფერს დამაძალებ? ჩემსა და დედაჩემს შორის არ ჩადგები? შენ განზე გადგები და თავს დამანებებ?_ტირილის მეორე პარტია ეწყებოდა ნათიას
-რა სისულელეა, სერიალში ვართ? არ დაგაძალებ კი არა ხვალ დილით ადგები და ეკლესიაში გამომყვები_სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ტელევიზორში სხვა არხზე გადართო.
-ვერ გავიგე?_ტირილი წამში შეწყვიტა ნათიამ.
-ჯვარს დავიწერთ_ბეჭები სხვათაშორის აიჩეჩ გიორგიმ.
რამდენიმე წამში სახლში სიცილის ხმა ისე ხმამაღლა გაისმა გაოცებულმა მოიხედა უკან.
-ხელის თხოვნა და ნიშნობა ხომ გვქონდა შოკი, მაგრამ აი ჯვრისწერამ ყველა და ყველაფერი გადაწონა_ნერვებს ატანილი მთელ ხმაზე იცინოდა ნათია და ვერაფრით ჩერდებოდა.
-ახლა ვიფიქრებ, რომ ხეიბარს უარს ეუბნები_საცოდავი სახე მიიღო გიორგიმ და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა, ამაზე უარესად აუტყდა სიცილი ნათიას
-მაიმუნო, როცა უარი უნდა მეთქვა მაშინ არ დავფიქრებულვარ წამით და ახლა ვინ გადამათქმევინებს?_კალთაში ჩაუჯდა ბიჭს და კისერზე მოხვია ხელები.
-მიდი ნინის დაურეკე._მობილურისკენ ანიშნა მანაც.
-აუუ, მაგისი ამბავი რომ ვიცი პირველს ახლა იმას მეტყვის დაელოდე სანამ სრულფასოვანი პირველი ღამის შანსი არ გექნებაო_სიცილით აკრიბა ნათიამ ნაცნობი ნომერი.
-და ვინ თქვა რომ არ გექნება? ნაოპერაციები ვარ დავარდნილი და უუნარო კი არა_სასურველ ტუჩებს დაწვდა გიორგი და წამში დაიპატრონა, სულ ტყუილად გაყვიროდა ნინი ტელეფონში ალო ნათია რა ხდებაო, მისი იმ წუთას ნამდვილად არავის ესმოდა.


აღელვებულმა გაიღვიძა დილით ნათიამ. დღეს ჯვარი უნდა დაეწერა საყვარელ კაცზე და გულისცმა სამმაგად ჰქონდა გაზრდილი. სკამზე გადადებულ თეთრ კაბას მისწვდა მისი მზერა, გაეღიმა და იმ წუთსავე გაღებულ კარში უკვე გამოწყობილი ნინია და ნინი გამოჩნდა.
-აბა პატარძალო, ხომ არ გადაიფიქრე?_სიცილით დაანახა ულამაზესი ფერადი გიფსოფილას თაიგული მეჯვარემ.
-ღმერთო ზუსტად ისეთი ფერადი და ულამაზესია როგორიც მინდოდაა_წივილით წამოფრინდა ნათია.
-აბა, დროა დავიწყოოთ_ტაში შემოკრა ნინიამ და მოტკეცილ კაბაში, კარგად გამოკვეთილ მუცელზე გადაისვა ხელი.-ბიძია უნდა გავაგიჟოთ_წარბების თამაშით გახედა ახითხითებულ გოგონებს და ნათიას მომზადებას შეუდგა. (24)
ჩვეულებრივი პატარძლებისგან განსხვავდებოდა ნათია, არც ორი საათი დასჭირვებია მოსამზადებლად, არც მკვეთრი მაკიაჟი გაუკეთებია, სადად გამოეწყო მარგალიტისფერ კაბაში, ნინიას მსუბუქი მაკიაჟი გააკეთებინა, ნინიმ თმის ბოლოები დაუხვია და წითლად შეფერადებული თმის ლოკონები კარგად გამოუყო. ფეხზეც ჩაიცვა და მოსაცმელს ეძებდა კაბის ამინდის შესაბამისად რომ არგაყინულიყო კარზე კაკუნი რომ გაისმა:
-მა შეიძლება?_გიას ხმა შემოვიდა ოდნავ შემოღებული კარიდან.
-მამიკოო, შემო შემო_ბედნიერმა ლამის შემოათრია კაცი ოთახში.
-რა ლამაზი ხარ მამი_თვალები აუწყლიანდა თითქოს გიას. მისი პატარა, ჯერ კიდევ თითქოს ქუჩქუჩა კაბებით მოსიარულე ქალიშვილი გაზრდილიყო, მისგან მიდიოდა და საკუთარ ოჯახს ქმნიდა. ეს კი, როგორც მამას თან ასევდიანებდა და კი უზომოდ აბენდიერებდა.
-რაღაც მოგიტანე_გულით გაუღიმა ქალიშვილს და ოთახიდან გასულ გოგონებს თვალი გააყოლა.
-დაჯექი მა, მეტი რაღა უნდა მოგეტანა, შენ რომ არ მყოლოდი მთელი ეს დრო რა მეშველებოდა_გულზე მიეხუტა კაცს და საწოლზე ჩამოჯდნენ.
-აბა ნახე, ბებოსია, ყოველთვის შენი სახელი ერქვა და დღეიდან ოფიციალურად შენია_გაღიმებულმა გაუწოდა ქალიშვილს ბარხატის პატარა ყუთი. საჩუქარი გრეხილი ოქროთი შექმნილი სამაჯური იყო, რომელსაც ზემოდან ლამაზ ბუდეში ჩასმული კამკამა სამი პატარა ბრილიანტის ქვა ამშვენებდა.
-როგორი ლამაზია_ბავშვივით გაუდიდდა თვალები ნათიას, თუმცა ქვეტექსტს მალევე მიხვდა. -არ მოვა ხომ?
-მე არ წამოვიყვანე, შეიძლება უნდოდა კიდეც, მაგრამ სიტყვაც არ მითქვამს, ვიცი ამ დღეს ყველას უნდა საკუთარი დედა გვერდით ყავდეს, მაგრამ ვიფიქრე ისევ რაიმე ცუდის მოლოდინს ასე გატარება ჯობდა. ერთ დღეს ყველაფერს მიხვდება შვილო.
-ასე რატომ მექცევა მამა? _ცრემლები ვეღარ დაიკავა ნათიამ.
-იმიტომ, რომ მან სხვანაირი მოქცევა არ იცის შვილო. შენ ბევრი რამ არ იცი და არც გახსოვს, არც მის მშობლებს იცნობდი. ის ასე გაზარდეს, მთელი ცხოვრება ეტიკეტის დაცვა და სხვისი აზრის გათვალისწინება ესმოდა. ვიცი, შეიძლება გაგეცინოს და სისულელედ ჩათვალო, მაგრამ ასეთი არისტოკრატი ოჯახები დღესაც არსებობს შვილო, ბაბუაშენი რომ გაგეცნო მიხვდებოდი, დილით ადრე შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი გამოდიოდა ოთახიდან, ვინმე რომ მესტუმროს ხომ უნდა ვიყო ფორმაშიო, დედამისს ერთი ნამდვილი მეგობარიც არ ყოლია, არც გულახდილად უსაუბრია ოდესმე ვინმესთან, მეგობრებს მაშინ ეპატიჟებოდნენ, როცა რაიმე სათქმელი ან საჩვენებელი ჰქონდათ. ის ასეთ პირობებში გაიზარდა, სხვა ცხოვრება არ უნახავს. იმ დღესაც საყვარელ დაქალებთან ვიღაცას გადაკრულად უთქვამს უჩხუბიათ და გაბრაზებული როგორც ჩანს აქეთ გამოეშურა.
-მაგრამ მე მამა? ასეთი მე რატომ არ ვარ?
-იყავი შვილო, გაიხსენე შენი თავი ამ ბიჭის გამოჩენამდე, ვინმეს ხვდებოდი? უყადრებდითავს? სახლში იჯექი და შინაბერობას უმიზნებდი_ხუმრობით სცადა სიტუაციის გამოსწორება გიამ.
-შენ მა? რატომ ვერ შეცვალე?
-დედაშენი რომ გავიცანი დანახვისთანავე მომეღო ბოლო_გაეცინა კაცს -უნივერსიტეტის ეზოში დავინახე, ულამაზესი იყო, მარტო იდგა და კონსპექტს კითხულობდა. დაქორწინებისას ერთმანეთს წესიერად არც ვიცნობდით, მხოლოდ რამდენიმე თვე ვხვდებოდით, თავს გრძნობების გამოვლენის უფლებას არასდროს აძლევდა, თითქოს ესეც აკრძალული ჰქონდა, მორცხვად გამიღიმებდა, ხელს ჩამჭიდებდა. მხოლოდ ერთხელ მახსოვს მისი სახე მთელი ძალით მოცინარი და ყველაზე ბედნიერი, როცა შენ დაგიჭირა. მე ვერ მოვახერხე საყვარელო მისი ჩარჩოებიდან გამოყვანა, მაგრამ შენ და გიორგი შეძლებთ, თქვენი შვილები შეძლებენ და ერთ დღესაც აუცილებლად გამოჩნდება ისეთი მანანა როგორიც სინამდვილეშია და არა ისეთი როგორიც მისმა მშობლებმა შექმნეს_გულში ჩაიხუტა საკუთარი გოგო და რამდენიმე წუთში ოთახიც დატოვეს.
შემოსასვლელში სიურპრიზი ელოდა, სრულიად მარტო იდგა გიორგი ყოველგვარი ხელსაწყოსა და დამხმარე ადამიანის გარეშე და აციმციმებული უყურებდა თეთრებში გამოწყობილ საცოლეს.
-როგორი ლამაზი ხარ_ხელი გამოუწოდა მოსაფერებლად.
-თითქოს არ ვიცოდე_თვალები აატრიალა ნათიამ და სხვებთან ერთად გაიცინა.
-ყავარჯენი? ჯობია წავიღოთ.
-არა, დღეს იდეალური დღე უნდა იყოს, არანაირი ხელჯოხი_თავი გადააქნია ბიჭმა და ფოტოგრაფს გაუღიმა.
-კარგი, მთავარია ეკლესიამდე მიგათრიო რომ იქ კი თქვა და მერე მე ვიცი_თვალი ჩაუკრა ბიჭს და არც გვერდის მირტყმა დავიწყებია.
-საკუთარი ფეხით მივდივარ გილიოტინაზე_თავი გადააქნია სიცილით და ლევანის გამოღებულ კარებში ჯერ ნათია გაატარა, შემდეგ კი თავადაც მიჰყვა უკან.
შემოდგომისთვის დამახასიათებელი სითბო დახვდათ გარეთ, ამინდი ყველანაირად ხელს უწყობდათ დღე ლამაზი რომ გამოსულიყო. ყველანაირი ცუდი ფიქრი გვერდით გადადო ნათიამ და ეცადა იმ დღის სილამაზე ბოლომდე შეეგრძნო. ეზოშივე გამოეგებათ ტაძარში შესულებს მამა გიორგი და ღიმილით გადაწერა პირჯვარი ახალგაზრდა წყვილს.
ცერემონიამ ლამაზად ჩაიარა, ბეჭდები გაუკეთეს ერთმანეთს და სამუდამო ერთგულებისა და პატივისცემის პირობა დადეს. ბედნიერები გამოვიდნენ ეზოში და სამახსოვრო ფოტოების შეგროვება დაიწყეს . სამწუხაროდარც ერთ მათგანს შეუმჩნევია ეზოში აცრემლებული თვალებით მოთვალთვალე ქალი.
-მერე რა მოხდა დედიკო? ბებო როგორ შევირიგეთ?_თვალები გაფართოებოდა საწოლში მწოლიარე ბავშვს
-ნატალი, ყოველ ღამე ერთი და იმავეს მოსმენა არ მოგწყინდა? მოდი სხვა რამეს მოგიყვები დე რა_წამში აწუწუნდა ნათიაც.
-დედიკო ეს მომენტი მიყვაარს. მამა გთხოვ_ ძმის ლოგინში წამოკოტრიალებულ კაცს კრა ბავშვმა ხელი და წაძინებული წამში გამოაფხიზლა.
-რა? სად? როდის?_დაბნეული წამოხტა გიორგი და ნატალის გულიანი კისკისიც გამოიწვია. -ვის დასცინი პატარა მაიმუნო, აბა მოდი აქ, მე დამცინი არა?მეე?_ღიტინი დაუწყო აკისკისებულ ბავშვს და უკვე ჩაძინებული იოანეც გამოაფხიზლეს.
-გიორგი და ნატალიი, კარგით რა ბავშვიც გამიღვიძეთ_წაიწუწუნა ნათიამ და დაღლილმა ჩამოისვა სახეზე ხელები.
-აბა მომიყევი ბებო როგორ შემოვირიგეთ.
-ბევრი გაწევ გამოწევის შემდეგ, ბებომ შენი დედიკოს მუცლიდან გამოძრომა რომ გაიგო, ვეღარ მოითმინა, გვესტუმრა, გინახულა, ბევრიც იტირა, გეფერა გკოცნა და წავიდა. მას შემდეგ ვეღარ მოვიშორეთ მა_საზეიმოხმით დაასრულა გიორგიმ მოყოლა და ამობრუნებულ იოანეს საბანი მიაფარა.
-სუუ, ხომ იცი ხვალ სიტყვა სიტყვით მოუყვება_თვალები დაუბრიალა ნათიამ.
-მერე რა, ტყუილი არ მითქვამს, სიდედრზე კარგს ხომ არ ვიტყვიჩემო ცოლო, სტერეოტიპებს ხომ არ დავარღვევ_ხელები გაშალა გიორგიმ და ნასროლი ბალიში რომ აეცილებინა წამში გაასწრო კარებში.

ნახევარ საათში ნათიაც ჩუმად გამოიპარა ოთახიდან და დივანზე წამოწოლილ ბიჭს მიუჯდა გვერდით.
-მემგონი ენერგო ვამპირები გავაჩინე.
-თან რომ არ იღლებიან_შვილების წარმოდგენაზე გაეღიმა გიორგის.
-სამაგიეროდ მე ვიღლები ოთხმაგად.
-გინდა მოდუნებაში დაგეხმარო_წარბები აუთამაშა ცოლს.
-ცუდი იდეაა ნამდვილად არაა_თვალ დახუჭულს გაეღიმა და უკვე იგრძნო ნაცნობი ტუჩების მოახლოება ტელეფონის ზარმა რომ შეწყვიტა იდილია.
-დედა იქნება_მაშინვე წამოდგა ნათია და აპარატისკენ წავიდა.
-მგონი მაშინ უფრო მომწონდა, როცა არ გველაპარაკებოდა_მოწყენილმა გადააქნია თავი და იმედგაცრუებულმა ისევ ტელევიზორის პულტს დაუწყო ძებნა.


დასასრული.
-----------------------
კიდევ ერთი დასასრული და ისევ მოწყენილი მე, ყველას უღრმესი მადლობა, ვინც თუნდაც ერთი თავი წაიკითხეთ, მადლობა რომ ჩემთან იყავით და ჩემსავეთ შეიყვარეთ ჩვენი გმირები. იმედია მალე დავბრუნდები <3



№1 სტუმარი მე

აიი ძააალიან კარგიიყოო <333 დასასრული მითუმეტეეს :)) გამოხარდა ასე ტკბილად რომ დასრულდა და მანანა რომ მორჯულდა :დდდ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

me dasrulebas velodebii. zalian saintereso da amagelvebeli iyonrogorc yoveltvis. natia da giorgi iyvnen simboloebi zustad im mravali adamianisa romlebic cxovrebisa da agzrdis miuxedavad argveven stereotipebss. miyvars hefibendebi da gamixarda ioanesa da natalis arsebobacc. imedia male dagvibrundebi sheninqutaisuri xalasi da bednierebbit savse istoriit

 


№3  offline წევრი naniko mindia

Dzalian kaia istoria warmatebebi ❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№4  offline მოდერი naattii

მე
აიი ძააალიან კარგიიყოო <333 დასასრული მითუმეტეეს :)) გამოხარდა ასე ტკბილად რომ დასრულდა და მანანა რომ მორჯულდა :დდდ❤️❤️❤️

❤️❤️❤️

Qeti qimucadze
me dasrulebas velodebii. zalian saintereso da amagelvebeli iyonrogorc yoveltvis. natia da giorgi iyvnen simboloebi zustad im mravali adamianisa romlebic cxovrebisa da agzrdis miuxedavad argveven stereotipebss. miyvars hefibendebi da gamixarda ioanesa da natalis arsebobacc. imedia male dagvibrundebi sheninqutaisuri xalasi da bednierebbit savse istoriit

მაკლდა შენი კომენტარები და მიხარია, რომ არ დამეკარგე ❤️

naniko mindia
Dzalian kaia istoria warmatebebi ❤️❤️❤️

ერთგულო ❤️

 


№5 სტუმარი უჩინარი

ძალიან მომწონხარ... და ძალიან მომწონს შენი ისტორიები... ზოგადად კომენტარების წერის სიხშირით და უნარით არ გამოვირჩევი, მაგრამ იცოდე რომ გყავს ერთი ძალია ერთგული უჩინარი მკითხველი, რომელსაც ყველა შენი ისტორია რამოდენიმეჯერ აქვს გადაკითხული და სიამოვნებით ელოდება ყოველ შემდეგს... ❤️ ძალიან სათუთი სიყვარულია ხოლმე შენს ისტორიებში აღწერილი, რაც მკითხველს ავსებს და მთელს ისტორიას ღიმილით მიყვება ბოლომდე... ასევე საოცრად ახერხებ დაანგრიო “იდეალურობის” სტერეოტიპები და რეალურად, ჩვენნაირი, უბრალო მოკვდავებზე წერო... ყოველგვარი მილიონერი მამაკაცებისა და მოდელის მონაცემების მქონე გოგონების გარეშე, რაც ძალიან იშვიათია... ყველა მამაკაც პერსონაჟში იგრძნობა ძალა და ამავე დროს საოცარი უნარი სიყვარული გამოხატვის... ალბათ ამიტომაც არის მეოცედ რომ გადავიკითხე გუშინ შენი რამოდენიმე ისტორია..❤️ არ მოგვანატრო თავი... ❤️

 


ძალიან ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო ❤️ მადლობა ❤️

 


№7  offline წევრი Ele Ni

ძალიან, ძალიან , ძალიან კარფი იყოოოო ❤❤????????

 


№8  offline წევრი A.N.A

Natiii❣️
Dzalian kargi dasasruli, umetesad pozitiuri personajebi da bednieri me.
Dzalian momewona. Madloba shen am emociebistvis da geli axali istoriit romelic kidev ufro gamaocebs❣️❣️

 


№9 სტუმარი kati

აუ,რა ძალიან კარგი იყო.სრულად სულ სხვაა...

 


№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაუ მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან დასასრული ძალიან ტკბილად დასრულდა მიხარია ყველაფერი კარგად დამთავდა,მაგრამ არ მინდოდა დასრულება კიდევ მინდოდა წაკითხვა კარგი წყვილი იყო იმსახურებდნენ ბედნიერებას მაგრამ ეს მანანა მაინც არ მომწონდა ნერვებს მიშლიდა მეგონა კიდევ რამეს მოიფიქრებდა კარგია ვერ შეძლო მადლობა წარმატებები ???? ველოდები ახალ ნაწარმოებს ????????????

 


№11  offline წევრი რუსკიმარუსია

დასასრული იყო ძალიან სასაცილო და საყვარლობა ❤
არადა მეგონა გია და მანანა გარიგებით თუ დაქორწინდნენ და გია თურმე ყურებამდე შეყვარებული ყოფილა❤ მართალია მანანა გვიან მაგრამ მაინც მოვიდა აზრზე❤
აუ მე რომ ველოდებოდი ნინი როდის მოიტაცებდა ბიჭს :) ნინიზე არ დაგვიწერ?
გიორგიზე და ნათიაზე რა ვთქვა. საოცარი სიყვარულის უნარი აქვთ ორივეს❤ ძლიერები არიან და იბრძვიან ბედნიერებისთვის❤
უბრალო მაგრამ ძლიერი სიყვარული იცის ყველა შენმა გმირმა და ეგ ყველაზე მეტად მომწონს შენს ისტორიებში❤❤
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით❤

 


№12  offline წევრი ვიპნი

დამთავრდა ჩემი ტკბილი მოთხრობა ❣️

 


№13  offline მოდერი naattii

უჩინარი
ძალიან მომწონხარ... და ძალიან მომწონს შენი ისტორიები... ზოგადად კომენტარების წერის სიხშირით და უნარით არ გამოვირჩევი, მაგრამ იცოდე რომ გყავს ერთი ძალია ერთგული უჩინარი მკითხველი, რომელსაც ყველა შენი ისტორია რამოდენიმეჯერ აქვს გადაკითხული და სიამოვნებით ელოდება ყოველ შემდეგს... ❤️ ძალიან სათუთი სიყვარულია ხოლმე შენს ისტორიებში აღწერილი, რაც მკითხველს ავსებს და მთელს ისტორიას ღიმილით მიყვება ბოლომდე... ასევე საოცრად ახერხებ დაანგრიო “იდეალურობის” სტერეოტიპები და რეალურად, ჩვენნაირი, უბრალო მოკვდავებზე წერო... ყოველგვარი მილიონერი მამაკაცებისა და მოდელის მონაცემების მქონე გოგონების გარეშე, რაც ძალიან იშვიათია... ყველა მამაკაც პერსონაჟში იგრძნობა ძალა და ამავე დროს საოცარი უნარი სიყვარული გამოხატვის... ალბათ ამიტომაც არის მეოცედ რომ გადავიკითხე გუშინ შენი რამოდენიმე ისტორია..❤️ არ მოგვანატრო თავი... ❤️


არც კი ვიცი რა უნდა გიპასუხო ❤️ ეს ის მომენტია, როცა სიტყვებით ვერ გადმოვცემ რა ვიგრძენი ამ სიტყვების წაკითხვისას, უღრმესი მადლობა ❤️

გამოგონილი პერსონაჟი
ძალიან ძალიან სასიამოვნო ისტორია იყო ❤️ მადლობა ❤️

❤️❤️❤️

Ele Ni
ძალიან, ძალიან , ძალიან კარფი იყოოოო ❤❤????????

მადლობა ❤️

A.N.A
Natiii❣️
Dzalian kargi dasasruli, umetesad pozitiuri personajebi da bednieri me.
Dzalian momewona. Madloba shen am emociebistvis da geli axali istoriit romelic kidev ufro gamaocebs❣️❣️

დიდი მადლობა ❤️

kati
აუ,რა ძალიან კარგი იყო.სრულად სულ სხვაა...

❤️❤️❤️

სტუმარი ნესტანი
ვაუ მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან დასასრული ძალიან ტკბილად დასრულდა მიხარია ყველაფერი კარგად დამთავდა,მაგრამ არ მინდოდა დასრულება კიდევ მინდოდა წაკითხვა კარგი წყვილი იყო იმსახურებდნენ ბედნიერებას მაგრამ ეს მანანა მაინც არ მომწონდა ნერვებს მიშლიდა მეგონა კიდევ რამეს მოიფიქრებდა კარგია ვერ შეძლო მადლობა წარმატებები ???? ველოდები ახალ ნაწარმოებს ????????????

ვეცდები მალე დავბრუნდე ❤️

რუსკიმარუსია
დასასრული იყო ძალიან სასაცილო და საყვარლობა ❤
არადა მეგონა გია და მანანა გარიგებით თუ დაქორწინდნენ და გია თურმე ყურებამდე შეყვარებული ყოფილა❤ მართალია მანანა გვიან მაგრამ მაინც მოვიდა აზრზე❤
აუ მე რომ ველოდებოდი ნინი როდის მოიტაცებდა ბიჭს :) ნინიზე არ დაგვიწერ?
გიორგიზე და ნათიაზე რა ვთქვა. საოცარი სიყვარულის უნარი აქვთ ორივეს❤ ძლიერები არიან და იბრძვიან ბედნიერებისთვის❤
უბრალო მაგრამ ძლიერი სიყვარული იცის ყველა შენმა გმირმა და ეგ ყველაზე მეტად მომწონს შენს ისტორიებში❤❤
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით❤

ოოო, აი ნინი და მისი მოტაცებული ბიჭი კარგი იდეაა :D ❤️

ვიპნი
დამთავრდა ჩემი ტკბილი მოთხრობა ❣️

❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი EllaTriss

ნათიი❤ არ ვიცი რაგითხრა, საუკეთესო ხარ. ამ ისტორიამ შენი სხვა ისტორიების წაკითხვაც მომანდომა❤ უკვე საოცრად მიყვარს შენი განსხვავებული და გამორჩეული წერის სტილი ❤???? გელი, რაც შეიძლება მალე ახალი 'სისაყვარლე' ისტორიით❤

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგი და სახალისო იყო ,წარმატებები ..

 


№16 წევრი OKI ME

არა,მიყვარს რა შენი ისტორიები. ❤️❤️ აი ისეთია, თოთქოს მარტივი მაგრამ წაკითხვის შემდეგ რომ დაგაფიქრებს ბევრ რამეზე. ისრთია, მარტივად და სასიამოვნოდ რომ იკითხება. რაც ყველაზე მთავარია წაკითხვისგან, რომ იღებ სიამოვნებას და გინდა, რომ არ დასრულდეს. ❤️❤️

მიყვარს ეს ისტორია.❤️❤️

ეს ცივი და ჩემთვის ცოტა უემოციო ნათია (თუმცა უსაყვარლესი პერსონაჟი ) როგორ გაასხვაფერა გიორგიმ. ნათიას უფერული ცხოვრება გააფერადა და გაალამაზა.

უუჰ, არადა კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდოდა... რამდენი რამ გამომრჩა და დამავიწყდა...((((

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ. იმედი მაქვს, რომ მალე დაბრუნდები ახალი, შენებური, უკარგესი ისტორიით. ❤️❤️❣️❣️

ვიცი, ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხარ მაგრამ მაინც ვიტოვებ დიდ იმედს შენი ახალი ისტორიით დაბრუნების❤️❤️

წარმატებები შენ ყველაფერში ❣️❣️❣️❣️

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან საყვარელი ისტორია იყო ❤️
ფაქტობრივად დღის დასასრული გამილამაზა და სასიამოვნო ემოციებში ჩაფლული დამტოვა ❤️
ერთი გიორგი ჩემს ცხოვრებასაც ესაჭიროება სასწრაფოდ, თორემ მოწყენილობისგან ვკვდები.
ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ შენს ისტორიაში მთავარი პერსონაჟი არა მდიდარი, შეძლებული და ა.შ. იყო, არამედ ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარი ხელებით უხდება ფულის შოვნა. სამწუხაროდ მუშების სიკვდილიანობა ამ მხრივ არის და კომპანიებსაც უფრო მეტად უნდა შეეძლოთ მათი დაცვა სხვადასხვა აღჭურვილობითა თუ სხვა რამით. მოკლედ, ძალიან მომეწონა სხვადასხვა საჭირო თემები რომ წამოწიე წინ.
ასევე, მასწავლებელი, დირექტორი, პრეზიდენტი და ა.შ. არაფრით არ არის მეტი მუშაზე. ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დანახვა, არა მაღლიდან ან დაბლიდან, არამედ სრულფასოვან პიროვნებებად.
ამ თემის შემოტანაც ძალიან მესიამოვნა.
მოკლედ, ძალიან მომეწონა. ახლა ჩავუყვები შენს სხვა ისტორიებსაც ^^

 


№18 სტუმარი ეკა

კითხვისას რამდენიმე ადგილას ცრემლები წამომივიდა.ძალიან ლამაზად გადმოეცი ლამაზი და ძლიერი სიყვარული..წარმატებები ჩემო კარგო...

 


№19  offline ადმინი შამანი

ისტორიის ატვირთვას როცა თავებად იწყებთ, თავებადვე დაასრულეთ ან პირდაპირ დადეთ სრული ვერსია! სიახლეების დუბლირება წესებს ეწინააღმდეგება. ატვირთვამდე შეგიძლიათ წესებს გაეცნოთ :)


ყურადღება! საიტის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ, სიახლის დამატების დროს, ავტორმა გაითვალისწინოს, რომ მას უფლება ეძლევა, საიტზე ნაწარმოები განათავსოს მხოლოდ ერთხელ -თავებად (ვიდრე არ დასრულდება) ან სრული ვერსიით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, რომ ავტორის მიერ დამატებული სიახლე წაშალოს, რათა თავიდან იქნას აცილებული სიახლის დუბლირება და ბაზის გადატვირთვა.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№20  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო როგორც ყოველთვის❤️❤️მიყვარს შენი ისტორიები სითბოთინდა გრძნობებით სავსეა ყოველთვის და არასდროს გიტოვებს უარყოფით ემოციებს♥️მოუთმენლად ველი შემდეგს❤️❤️ბევრი წარმატებები შენ

 


№21 სტუმარი Life is beautiful

მადლობა ამ სიამოვნებისთვის<3333 ისეთი "შთაბეჭდირებული" ვარ აი არ ვიცი..... მადლობა და მადლობაააა..... რამდრნიმეჯერ ამეტირა კიდევაც.....
დიდი იმედით ველი შემდეგ გადასარებ ისტორიას<3333

 


№22  offline წევრი Gvancoo

საოცრება იყო ❤ სასაცილო და დრამატული ერთდროულად ❤

 


№23  offline წევრი Impermeable

ძალიან სასიამოვნო საკითხავი იყო <3 <3 <3

 


№24  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი ლია

უკარგესი ისტორიაა,მადლობა ამ სიამოვნებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent