მკვლელი ანგელოზები. (10)
ანდრეი: ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა ჩემს ოთახში თანაც ასეთი გვიან და მგონი მილიონჯერ მოვისრისე თვალები იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ წამს მეღვიძა და ამას მართლა ვხედავდი. -რ_ოუს? დაბნეული წამოვდექი ფეხზე და მისკენ ნელი ნაბიჯით დავიწყე სვლა,მინდოდა მენახა რა სჭირდა. ნუთუ ძილში დადის? -როუს შენ ხარ? დაბნეულმა ვიკითხე და რომ დავინახე რომ თვალები ეხილა და ეღვიძა ,მეტად გამიკვირდა მისი აქ ყოფნა. -მე...მე მოვედი რომ გითხრა... სუსტად ჩურჩულებდა და თვალები ძლივს ეხილა. -როუს,კარგად ხარ? აქ რას აკეთებ? უკვე ავნერვიულდი მასზე,რაღაც სჭირს აშკარად. -იმისთვის მოვედი რომ რაღაც გითხრა! გთხოვ ,ტკივილს ნუღარ მომაყენებ. ეს რომ თქვა პირდაპირ გულში მომხვდა რაღაც ისარივით! დავიჯერო გაიგო იმის შესახე თუ ვინ ვარ მე! სხვაგვარად ამას რატომ მეუბნება? -გთხოვ,შენს ოთახში დაბრუნდი,უკვე გვიანია. მისი სიტყვები დავაიგნორე და ჩემმი სათქმელი ვთქვი,შემდეგ კი ხელი ნაზად მოვკიდე,მინდოდა ოთახიდან გამეყვანა და ისე მიმეყვანა თავის საწოლამდე რომ რაიმე არ სტკენოდა,რადგან აშკარად არაა კარგად. -გთხოვ,არ გამაგდო,მინდა დაგელაპარაკო. ის მაინც არ წყვეტდა თავისას და უცნაურად ლაპარაკობდა. -როუს ,ნასვამი ხარ თუ რა გჭირს? უკვე შოკში მყოფმა და გაუგნებულმა ვიკითხე. -არა,მე არ ვარ ნასვამი,უბრალოდ გავგიჟდი,მართლა ვგიჟდები იცი? უკვე ღიმილით მომიტრიალდა და ხელები კისერზე მომხვია! აი ამ მომემტში კი მართლა შოკური მდგომარეობა მივიღე და უბრალოდ ადგილზე გავქვავდი! -გავგიჟდი...ნამდვილად გავგიჟდი. რატომ მიცემს გული ასე სწრაფათ როდესაც გხედავ? პატარა ბავშვივით უბრწყინავდა ლამაზი თვალები და უმშვენიერესი ღიმილი არ შორდებოდა მის სახეს. ის მართლა ძაალიან ლამაზია ,ამან კი პირველივე დანახვისასვე მომხიბლა. -გთხოვ ,როუს იცი რომ საშიშია,ახლა რასაც აკეთებ...ეს რომ ფრედ_ მან მე გამაჩუმა ...გამაჩუმა უეცარი კოცნით! ვერ ვიჯერებდი! ეს რა მან მართლა გააკეთა?! მაკოცა,თანაც ისეთი ნაზად ,რომ გეფიცებით ერთ წამს ფეხებზე დავიკიდე ყველაფერი,ისიც კი რომ დიდ საფრთხეს უქმნიდა ასე თავის თავს,მაგრამ უნდა გამეჩერებინა! -როუს,როუს გეყოფა! ნაზად მოვაშორე ჩემს ტუჩებს და გაუგნებულმა მისი საქციელით ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი. -ეს რომ ფრედერიკმა გაიგოს ის ორივეს მოგვკლავს. მე კი მომკლას არ მანაღვლებს,მაგრამ შენ არ მინდა ასე დაასრულო შენი სიცოცხლე და ყველა შანსი დაკარგო რაც გაქვს. ეს რომ ვუთხარი ცოტა მასაც შეეცვალა გამომეტყველება,თვალები გააუფართოვდა და ბარბაციც შეწყვიტა,შემდეგ ხელები მიშვა და თვალები მჭიდროდ მოხუჭა,თავზე შემოიწყო ხელები თითქოს და რაღაც ტკივილს განიცდიდა,შემდეგ კი თავი რომ აწია უკვე თავის თავს გავდა,მაგრამ რატომ იყურებოდა ასე შეშინებული?! -ჯანდაბა,ჯეი ! ჯეი,მე... უეცრად სულ აკანკალდა და შეშინებულმა დაიწყო შეშლილივით თვალების ცეცება. -ეს რომ ფრედერიკმა გაიგოს,მაგრამ მე,მე...მე შენ ! და ვეღარც დაასრულა უეცრად რომ ატირდა! ატირდა და თან ისე რომ ცხარე ცრემლი სდიოდა ნაკადულივით გაუჩერებლად! გული დამეწვა მისი ამ მდგომარეობაში ყურებით,მინდოდა მივსულიყავი ჩავხუტებოდი და დამემშვიდებინა,მაგრამ იმის შემდეგ რაც მოხდა და მითუმეტეს ფრედერიკის შიშით ვერ ვბედავდი. მე არ მეშინოდა მისი,მეშინოდა იმისი რომ მას ავნებდა ამის გამო! -ჯეი,ეს რა გავაკეთე?! რა დამემართა,ეს რა დამემართა! ეს როგორ მოხდა! მე აქ რა მინდა ისიც კი არ ვიცი,არაფერი არ მახსოვს. ერთი და იგივეს იმეორებდა და მეტად და მეტად ვარდებოდა პანიკაში,რაზეც უკვე მისკენ გადავდგი ნაბიჯი. -როუს ;დამშვიდდი. ახლა მხოლოდ ეს დაგეხმარება,დამშვიდდი და გაიხსენე რა მოხდა,აქ რატომ მოხვედი? უკვე ეჭვი მეპარებოდა რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო,აქ რაღაცა გარეული ან ვიღაცა,რადგან მისი ასე არსაიდან მოსვლა და ეს საქციელი შეუფერებელია მისი ხასიათიდან გამომდინარე,შეუძლებელია მას ეს თავისი ნებით გაეკეთებინა! -ვიწექი და დაძინებას ვცდილობდი,შემდეგ თვალი გავახილე უცბად და შენ გკოცნიდი,არ ვიცი რა დამემართა. მე ფრედერიკს ვხედავდი ,მაგრამ ეს სიზმარი მეგონა ჯეი გეფიცები,მეც კი არ ვიცი ეს როგორ მომივიდა. მეშინია,მეშინია! უეცრად ჩაიკუნტა და ხელებში ჩაიდო თავი,ტიროდა და თანაც როგორ. მე კი მთლიანად ვიწვოდი მისი ცოდვით,რომ შემეძლოს მისი დახმარება,მაგრამ ეს ფრედერიკმა რომ გაიგოს მას ამას როგორ დავაჯერებ?! -როუს,გთხოვ ნუ ტირი,ამას არავის არ ვეტყვი და გპირდები ფრედერიკი ვერ გაიგებს ამის შესახებ. უსაფრთხოდ ხარ,ახლა კი სჯობს შენს ოთახში დაბრუნდე და დაიძინო! ხვალ რომ გაიღვიძებ ვეცდები შენთან ერთად გაავარკვიო რა მოხდა და რა დაგემართა. ეს რომ ვთქვი საწყალი თვალებით მიყურებდა და ჩუმად მისმენდა,მანამ ბოლო წინადადების დროს სახე არ შეეცვალა და უეცრად არ წამოიძახა. -ჯანდაბა,ვერ დავიჯერებ,ნუთუ ესენი ავი სულები იყვნენ?! ნუთუ უკვე მოვიდნენ ჩემამდეც!? რა ვქნა,ახლა რა უნდა ვქნა?! მეტად შეიპყრო პანიკურმა შიშმა და ფეხზე წამოდგა,შემდეგ კი აქეთ-იქით დაიწყო სიარული. -როუს,ამიხსენი რა ავ სულებზე საუბრობ? მე კი დაბნეული ვუყურებდი და ვცდილობდი მისი სიტყვებიდან რაიმე სწორი აზრი გამომეტანა. -ავი სულები იმის შემდეგ ცდილობენ გონებაში შემოგიძვრნენ რაც დემონის ცოლი ხდები! რააა?! ცოლი?! -ცოლი?! როუს,შენ...შენ რა ფრედერიკის ცოლი გახდი?! გეფიცებით ახლა კი მართლა შოკში ვიყავი,ამაზე რატომ დათანხმდა?! გაგიჟდა?! ის მაინც თუ იცის რომ მოუწევს შვილი გაუჩინოს?! ან უფრო მხეცი! -ხო,ასე მომიწია,სხვა გზა არ მქონდა! ამაზე ის მეტად აღელვდა და ცრემლებიც მეტად გადმოყარა თვალებიდან. არ მინდოდა მისი სიტუაცია გამერთულებინა და ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე. -კარგი,სხვა დროს დაგელაპარაკები,ახლა კი გთხოვ ოთახში შებრუნდი. ფრედერიკმა რომ გაიგოს ამის შესახებ,არაფერს არ დაგიჯერებს! ამის გაგებაზე ხელები აიფარა პირზე და ჩურჩულით ჩაილაპარა. -მართალი ხარ ,ის არ დამიჯერებს და არც დამინდობს,არც შენ არ დაგინდობს! ეს თქვა თუ არა პირდაპირ კარიდან გავიდა და კოლიდორში რომ გავყავი თავი აღარც იყო იქ! როგორც ჩანს უკვე ოთახში შევიდა. ეს რა იყო,რა მოხდა ცოტახნის უკან? როუსი: სულ ვკანკალებდი და როგორც რაინამ მითხრა,ვგრძნობდი რომ მარტო არ ვიყავი! მეგონა რომ ვიღაც მიყურებდა და მისმენდა,ვერ დავიძინებდი ასეთ მდგომარეობაში,მაგრამ რა მექნა,ასე ვეღარ გავძლებდი! რა ვქნა?! რა ვქნა?! რა ვქნა?! ფრედერიკთან რომ მივიდევ მაგრამ...არა! არ ღირს მგონი,მაგრამ სხვა გამოსავალი მაქვს რომ?! მასთან უნდა მივიდე,მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობ რატომღაც თავს უსაფრთხოდ და არც მეშინია არაფრის. ასევე ვფიქრობ ვეტყვი მომხდარის შესახებ! არ ვიცი რამდენად დამიჯერებს ,მაგრამ სჯობს მე ვუთხრა ვიდრე ეს სხვაგვარად გაიგოს,რადგან ვიცი ამას აუცილებლად გაიგებს,აუცილებლად! ამის გაფიქრება იყო ფეხზე რომ წამოვდექი და მთელი სიჩქარით რომ გავიქეცი ფრედერიკის ოთახისკენ! როგორც წესი მას არ სძინავს და უბრალოდ წიგნებს კითხულობს ან ჩემს სამყაროში დაეხეტება და ხალხის სიკვდილის საკითხს წყვეტს. ახლა იმედია აქაა და იმედია ოთახში დამხვდება! მივრბოდი და ამაზე ვფიქრობდი,თანაც კი სულ უკან ვიხედებოდი შეშინებული,მეგონა რომ ვიღაც მომდევდა! ბოლოს კი ისე დავასრულე რომ რაღაც მაგარს შევაწყდი წინ და ბოლო ხმაზე ვიყვირე,შემდეგ კი უკან ვარდებოდი ხელი რომ წელზე მომხვია და დამიჭირა...თავი ავწიე და ფრედერიკი დავინახე. -აქ რას აკეთებ ასეთი გვიან?! რატომ არ გძინავს? მკაცრად მკითხა და ფეხზე დამაყენა,რაზეც ცოტა შიში გამიქრა და ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე. -შენთან მოვდიოდი. ამაზე მან შუბლი შეკრა გაკვირვებით. -რა? ჩემთან? დარწმუნებული ვიყავი რომ ამ წამს ჩემმი არ სჯეროდა,მაგრამ უნდა დამერწმუნებინა ,სხვა გზა არ მქონდა! -გთხოვ შენთან ვიქნები ეს ღამე. ჩაცრემლილი თვალებით ვთხოვე და ზემოდან გადმომდგარ მაღალ ფიგურას ავხედე! ისიც დამყურებდა და თითქოს ჩემს მიმიკას სწავლობდა დაწვრილებით რომ ჩემმი სიტყვების მიზეზს მიმხვდარიყო. -რატომ? ეს რომ იკითხა უკვე გავღიზიანდი! რა მოუვა რომ უბრალოდ ზედმეტი კითხვების გარეშე დამთანხმდეს,თვითონ არ უნდოდა ჩემს გვერდით ყოფნა,ახლა რა სჭირს? -ფრედერიკ, გთხოვ. ისევ შევეხვეწე და პატარა ხმაურზე ისე შევხტი კინაღამ ზედ შევახტი,რამაც ის მეტად გაარკვია. -შენ რა რამის გეშინია? დაბნეულმა იკითხა,რაზეც არც კი მიფიქრია თავი ისე დავუქნიე. -რისი გეშინია? შენ ჩემმი ხარ და ეს ყველამ იცის,ვინ გაბედავს მოახლოვებას? ეს რომ იკითხა არც მომიცდია ისე ვუთხარი პირდაპირ. -მაგალითად ავი სულები! ეს რომ გაიგო თვალები გაუფართოვდა და პირდაპირ ეს მკითხა. -მათზე შენ საიდან იცი? მეტად და მეტად ვღიზიანდებოდი,რადგან მისი ბრალი იყო ამ დღეში რომ ჩავარდი! -ისინი დამყვებიან ფრედერიკ! ამაში დარწმუნებული ვარ. ეს რომ ვთქვი მხრებში მომკიდა ხელები და ბრაზით სახიფათოთ მკითხა. -რამე გააგაკეთებინეს? ჯანდაბა,ნუთუ იცის რამე იმის შესახებ რაც მოხდა!? თუ იცის ავი სულების შესახებ,ისიც ეცოდინება რომ ეს ჩემმი ნებით არ გამიიკეთებია! უნდა ვუთხრა! -კი. ეს ვთქვი და თავი ჩავხარე. ამ წამს ყველაზე გადამწყვეტი მომენტისათვის ვიმზადებდი თავს,რადგან ამას რომ ვეტყვი ან დამიჯერებს ან კი მეც და ჯეისაც უმოწყალოდ წამებით მოგვკლავს! -რა ? რა გაგაკეთებინეს? უკვე ღრინვით იკითხა,რაზეც მივხვდი რომ იცოდა რაღაც რიგზე ვერ მქონდა და ვღელავდი! -მე,მე...მე ჯეის ვაკოცე. მხოლოდ ეს იყო საკმარისი მან რომ ხელი მთელი ძალით მკრა და რომ აორთქლდა! მე კი ამხელა ძალის გამო ძირს მტკივნეულად დავეცი და თავი დავარტყი,ხოლო თავი რომ ავწიე სისხლი მდიოდა და თავბრუ მეხვეოდა! გარშემო კი რატომღაც კედლებს ბზარები უჩნდებოდა,ყველაფერი ზანზარებდა,თითქოს და მალე დაინგრევაო. მე კი ვიცოდი რომ ეს ფრედერიკის მრისხანების გამო ხდებოდა. ის საშიშია,ძაალიან საშიში! -არც კი დამაცადა ახსნა! გაბრაზებულმა ტირილით ვიღრიალე და ფეხზე წამოდგომა ვეცადე! სასწრაგოდ უნდა მივახწიო ჯეიმდე სანამ მოკლავს! ამას ვერ დავუშვებ! ფეხზე ბარბაცით წამოვდექი და იმის გამო რომ მიწა იძვროდა კედლების დახმარებით ვეცადე გაადადგილება,ეს რთული იყო და სწრაფათაც ვერ ვმოძრაობდი,ამ ყველაფერთან ერთად კი მთელი სახე და ტანსაცმელი სისხლით მქონდა მოსვრილი,თავბრუსხვევა კი მეტად იმატებდა! რა ჯანდაბა უნდა მექნა?! ცოტაც როუს,ცოტაც! ჩემს თავს მაინც ძალა დავატანე და ბოლის ძლივს მივახწიე ოთახამდე! კარი ღიაა იყო და უკვე აშკარად ჩანდა რომ იქიდან ბოლი გამოდიოდა,ჯერ ვერ მივხვდი რატომ სანამ მეტად არ მივუახლოვდი და არ მივხვდი რომ მთელი ოთახი ცეცხლში იყო გახვეული! ოთახის ცენტრში კი ჯეი ჰაერში იყო აწეული და ტკივილისგან ბოლო ხმაზე ღრიალებდა,არ ვიცი რა დამემართა,გეფიცებით კინაღამ გავგიჟდი ! სასწრაფოთ ფრედერიკისკენ გავიქეცი რომელიც ჯეის მოპირდაპირედ იდგა და თვალები სულ შავი ჰქონდა,მის გარშემო კი ყველაფერი იფერფლებოდა. ის ყოვლისშემძლეა და ცოტახანში მართლა აღარაფერი აღარ დარჩება აღარც ამ სასახლიდან და აღარც ჯეისაგან! უნდა ვიჩქარო და გადავაფიქრებინო,თუ შევძლებ და თუ მეც არ მომკლა! -ფრედერიკ! ჩემმი ხმის გაგებაზე,აშკარად რეაქცია ჰქონდა ,რადგან უეცრად ჩემს უკან მდებარე კედელზე განლაგებული უდიდესი სარკე სულ დაიმსხვრა,ნამსხვრევები კი უკნიდან პირდაპირ ზურგში ჩამესო! ტკივილით დავეცი ძირს და სიმწრის ცრემები გადმოვყარე. არ მეგონა თუ ასეთი რეაქცია ექნებოდა,თან მითუნეტეს იმის შემდეგ რაც გავიგე რომ ამ ჯანდაბა ავი სულების შესახებ იცოდა მან! მეგონა არ გაბრაზდებოდა როდესაც მიხვდებოდა რომ ეს მათ გაამაკეთებინეს! -ფრე_დერიკ! ცრემლიანი თვალებით ავხედე და ტკივილით ამოვიკვნესე,როგორ გავაგებინო,როგორ დავაწყნარო!? რატომ არის ასეთი მესაკუთრე და ასეთი დაუნდობელი!? -გთხოვ ,მომისმინე. ისევ სუსტად ვთქვი და ხელით მის ფეხს მოვეჭიდე,რაზეც უკვე ჩემსკენ გამოიხედა და გაბრაზებულმა მიღრიალა! -რა გინდა რომ თქვა!? რატომ კარგავ დროს? უბრალოდ დამაცდე მალე მოვკლა ის რომ დავმშვიდდე. ასეთი უგულო როგორაა?! როგორ?! -რა გემართება? ის რა შუაშია,რა შუაშია? უუეცრად ბოლო ხმაზე ვიყვირე და ავტირდი,რაზეც ის ჩემსკენ დაიხარა და გაღიზიანებულმა მიპასუხა. -ვინც შეგეხება ის მოკვდება. რა ემართება?! ნუთუ ვერ იგებს რომ ამაში ის არაა დამნაშავე! -ეს მე გაავაკეთე,ეს მე გავაკეთე ამისი დედაც! არ მოკლა,არ მოკლა გთხოვ! სასოწარკვეთილი ვიყავი და უკვე იმაზეც კი თანახმა ვიყავი რომ მის მაგიერ მე მოვეკალი! -არა,მე მოვკლავ იმას, ვისაც შეიყვარებ,შენ კი არასოდეს,არასოდეს არ მოგკლავ სანამ მე არ შემიყვარებ! რაა?! რას იძახის! -ანუ მას იმიტომ კლავ რომ_ ღრიალით გამაწყვეტინა! -ის შენ შეგიყვარდა! სხვაგვარად მას არ აკოცებდი. მე ბევრი ვიცი ავი სულების შესახებ და მის მიმართ თუ არანაირი გრძნობა არ გაგაჩნია მას შენს წინააღმდეგ არ გამოიყენებდნენ! სულელი,მან არაფერი არ იცის! მან არ იცის! -არ იცი,არაფერიც არ იცი! უკვე თავს ძალა დავატანე და უდიდესი ტკივილის მიუხედავად ფეხზე წამოვდექი და მის პირისპირ დავდექი...დროა ეს დავასრულო! -მე ის არ დამინახავს,მისთვის არ მიკოცნია! ამაზე ცოტა დაიბნა და რატომღაც ამ დაბნეულობის გამო მეტად გაღიზიანებულმა გამცა პასუხი. -აბა ვინ!? ვინ ჯანდაბა ნახე!? ვიცი რომ ამ წამს დიდ შეცდომას ვუშვებ,რადგან ვაღიარო რომ ის ვნახე,ბევრად გააგიჟებს მის გრძნობას ჩემს მიმართ,მაგრამ სამაგიეროდ ჯეის გაადავარჩენ! -შენ გნახე. ძალის მოკრების შემდეგ ძლივს ამოვიღე ხმა,რაზეც ფრედერიკის გარშემო ყველაფერი ძირს დაენარცხა ,ცეცხლი კი სადღაც გაქრა,მისი თვალებიც აღარ იყო შავი. -არ მჯერა. დაბნეულმა ჩაილაპარაკა და თან მომიახლოვდა. -ვერ დავიჯერებ რომ მე მნახე. თქვა და ხელი ,რომელიც სისხლიანი ჰქონდა ნაზად მომკიდა ლოყაზე. -ეს ნიშნავს რომ გურგრილი არ ხარ ჩემს მიმართ. ეს თქვა და უეცრად მაცდურად ჩაიღიმა. -ხო ,არ ვარ. ვთქვი ის რაც მას დააკმაყოფილებდა,შემდეგ კი დრო აღარ დავკარგე და მივაყოლე. -ახლა კი გთხოვ ჯეის თავი დაანებე,ის არაფერ შუაში არაა,ეს ავმა სულებმა ამირიეს თავგზა. სწორედ იმ ავმა სულებმა შენს გამო რომ ავიკიდე! უკმაყოფილოდ დავასრულე წინადადება,რაზეც წარბის აწევით მიპასუხა. -მაგას მოვუვლით. ეს პასუხი ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი ამიტომ გაღიზიანებულმა ჩავიხვნეშე! -ხო და კიდევ...არ მოვკლავ მას. ეს თქვა და უკვე ჯეისაკენ მიბრუნდა, რომელიც სუსტად ეგდო ოთახის კუთხეში და ძლივს იყურებოდა თვალებიდან. -ჯანდაბა,კიდევ კარგი ეს ერთხელ მაინც მომისმინე ,მადლობა. გულზე მომეშვა და აღელვებულმა ვთქვი,მეგონა ასე უცბად დანებდა ამას ,მაგრამ ვცდებოდი ბოროტად მომღიმარმა რომ მიამატა ცოტახანში. -მას შენ მოკლავ. ეს რომ თქვა დავიბენი,არ მითხრათ რომ ახლა მის მოკვლას მაიძულებს,სულ გაგიჟდა?! მირჩევნია მოვკვდე! -რა?! გაგიჟდი? ეს არ მოხდება ფრედერიკ,ამაზე არც კი გაიფიქრო,რატომ უნდა მოვკლა მე ის?გაბრაზებულმა მივაყარე ერთმანეთს სიტყვები ,ისე რომ არც კი ამომისუნთქავს ,ის კი ისევ უდარდელად მიყურებდა მომღიმარი. -ხო გახსოვს ,რა სურვილი წერია ჩვენს შეთანხმებაში? -რა? ეგ რა შუაშია მერე ჯეისთან? მისი ასეთი ლაპარაკი უკვე ძაალიან მიშლიდა ნერვებს! -ჯეი? გაიმეორა და შემდეგ ბოლო ხმაზე დაიწყო სიცილი! მე კი დაბნეული ვუყურებდი როდის მირჩებოდა,ამ წამს მართლა ვერ ვხვდებოდი რაზე ლაპარაკობდა! -ვინ ჯეი,მას არ ჰქვია საყვარელო ჯეი". მაცდური ღიმილით თქვა და კმაყოფილმა გადახედა ჯეის. -გთხოვ,არ გინდა. სუსტად ამოიბუტბუტა ჯეიმ და პირიდან სისხლი მეტად წამოუვიდა. -ანდრეი,იცი რომ ჩვენმა როუსმა სურვილად შენი სიკვდილი ჩაუთქვა? რა ტრაგიკულია არა? ანდრეი?! რაა?! არა,არაა...არა. ეს შეუძლებელია! ეს ის ანდრეი ვერ იქნება,ეს არაა სიმართლე! ვერ დავიჯერებ,ვერ დავიჯერებ! ვერ ვიჯერებდი...უბრალოდ არ მინდოდა ამის დაჯერება. ეს როგორ? ბიჭი ,რომელსაც მეგობრად ვთვლიდი,ველაპარაკებოდი, ვენდობოდი ,სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდა? ადამიანი, რომელმაც მომკლა და ყველაზე მეტად ის მაბრაზებს რომ მომატყუა და დამიმალა ის ფაქტი თუ ვინ იყო სინამდვილეში. -ეს,ეს რატომ გააკეთე? აცრემლილი თვალებით წავედი მისკენ,ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი ,ისეთი გულ ნატკენი! -როუს ,გთხოვ მომისმინე. სხვა გზა არ მქონდა,სიაში ეწერე,გეფიცები მე_ გავაწყვეტინე,ვბრაზობდი რომ კიდევ ვერ ხვდებოდა ჩემმი გაბრაზების მიზეზს! -რატომ მომატყუე?! ბოლო ხმაზე ვიყვირე და ცრემლები ნაკადულივით ჩამომედინა სახეზე,ამაზე კი შეკრთა და ადგილზე გაშეშდა ,არ მოელოდა ამას! -მე... სცადა აეხსნა ,მაგრამ ვეღარ გააგრძელა და უბრალოდ თავი ჩახარა. -უნდა გეთქვა! ეს უნდა გეთქვა,ეს როგორ დამიმალე,მე მეგონა...მე სულ სხვა მეგონე,ასე როგორ მომატყუე? ხვდები მაინც გული როგორ მატკინე?! მე კი ვერა და ვერ ვწყვეტდი ტირილს და ყვირილს,ამ წამს თავს ამ სამყაროში სულ მარტო ვგრძნობდი. ყველამ მიმატოვა,ყველამ იმედები გამიცრუა და გული გამიტეხა და ბოლო ადამიანი ვინც მეგონა რომ სანდო იყო,იმასაც მოვუტყუებივარ თურმე! -გეყოფა ყვირილი და ოთახში დაბრუნდი,ჩხუბით ვერაფერს ვერ შეცვლი,ჩემთვის კი ეს დრამა ზედმეტადა გამაღიზიანებელია. გაღიზიანებული ფრედერიკის ხმა მომესმა უკნიდან,მაგრამ რაღა თქმა უნდა დავაიგნორე...ამ წამს ფეხებზე მეკიდა მისი სურვილი! -მე მეგონა...მეგონა გიცნობდი,გენდობოდი ! შენი იმედი მქონდა. მე ყველფერ_უეცარ ყვირილზე გავჩუმდი და სიტყვა გავწყვიტე. -მე აქ ჩემს თავს ველაპარაკები?! წადი ოთახში! ფრედერიკმა მაჯაზე მტაცა ხელი და თავისკენ მიმატრიალა,რაზეც არც კი დავფიქრებულვარ ისე აგრესიულად გამოვგლიჯე ჩემმი მაჯა მისი ხელიდან! -შენ...შენ ნუ მელაპარაკები საერთოდ! იცოდი ყველაფერი და არ მითხარი,უბრალოდ შოუთი ტკბებოდო და ელოდებოდი ესეც როგორ გამიტეხდა გულს. გსიამოვნებს როდესაც მტკივა და ვტირი?! ასე გიხარია ჩემმი უბედურების ნახვა?! ეს შენი ბრალია,ყველაფრის უკან შენ დგახარ ფრედერიკ! პანიკური შეტევა დამეწყო და ბოლო ხმაზე დავუწყე მასაც ყვირილი,ის კი სახიფათო თვალებით მიყურებდა და უბრალოდ მისმენდა. -ხო,ასეეა კმაყოფილი ხარ?! მომწონს შენი გატეხვა,შენს გრძნობებზე თამაში და შენი ატირებაც. დაკმაყოფილდი მოსმენილით? ახლა კი ოთახში შედი ,დღეისთვის კმარა ყვირილი ! უხეშად მითხრა და ხელი ისევ მტაცა,შემდეგ კი ჩემმი ოთახიდან გაყვანა დაიწყო,რაღა თქმა უნდა უნებართვოდ! -ვერ გიტან ,ვერ გიტან ფრედერიკ! ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე,შენს გამო ვარ ამ დღეში. ყოველ ნაბიჯში მატყუებ,ჩემმი ცოლობა მაინც რატომ მოინდომე? სამუდამო ტანჯვისთვის გადაწყვიტე გამწირო,არ კმარა ხო ის რაც გადავიტანე! მაინც ჩხუბს ვაგრძელებდი და ზურგით მდგარს ზიზღის თვალებით ვუყურებდი,ის კი ხელს არ მიშვებდა და უსიტყვოდ მიმათრევდა ოთახისაკენ. -არ გამოგყვები ცოლად! გესმის ჩემმი?! ოთახში რომ შემაგდო ეს ვიყვირე და მის წინ განრისხებული ცხოველივით გამწარებული დავდექი ! ვფშვინავდი როგორც მშიერ მწყურვალი მგელი,მწყუროდა შურისძიება,მწყუროდა! -ნუ მაცინებ როუს. გგონია ასე უბრალოდ გადაწყვეტ შენ რა გინდა და რა არა? მე ნიშანი დაგადე და უკვე ჩემმი ცოლი ხარ. ახლა კი გაჩუმდი და ზედმეტად ნუ მიბრუნებ ენას,თორემ მომიწევს გაგახსენო ვინ ვარ და რა შემიძლია. ჩემსკენ სახიფათო მზერით წამოვიდა,რაზეც უწინდელივით უკან არ დამიხევია და მყარად დავდექი ადგილზე. -მოდი მნიშვნელოვან რაღაცას აგიხსნი,რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაიბეჭდო გონებაში! მე მაქვს შენზე ყველანაირი კონტროლი და მხოლოდ ჩემმი ერთი სურვილია საჭირო და შენ ყველაფერს დაკარგავ. აქ სამუდამოდ დარჩები და სინათლეს ვეღარ იხილავ,შემდეგ კი ცხოველივით მოგექცევი. იცი ეს რას ნიშნავს როუს? გულს მირევდა მისი ეს ბოროტი მზერა,მეზიზღებოდა ეს მისი ყოვლისშემძლე თვალები,ძლიერი სხეული და კონტროლი, რომელიც ჩემზე ჰქონდა! -მე ყველას მოვკლავ ვინც ხელშეკრულებაში წერია და სამუდამოდ გავქრები! დაგივიწყებ შენც და შენს ჯოჯოხეთურ საკანსაც. მაინც ფეხებზე დავიკიდე მისი მუქარა და მრისხანებით ვუპასუხე ეს,რაზეც მისმა თვალებმა ფერის ცვლა იწყეს,ის უკვე თავზე კონტროლს კარგავდა,მაგრამ არ იმჩნევდა,რადგან ამაზე მხოლოდ ცინიკურად ჩაიცინა. -არა ,პატარა...ასეთი ადვილი არაა,ვერ წახვალ იქამმდე სანამ ამას მე არ მოვინდომებ და გინდაც შენი დავალება შეასრულო,ერთის მოკვლა ვიცი გაგიჭირდება. ანდრეიც შენს მოსაკვლელთა სიაში შედის,ხომარ დაგავიწყდა? ამის გაგება და გახსენება იყო ,ცოტა გამომეტყველება რომ შემეცვალა. თავისთავად ეს ფაქტი თავზარს მცემდა! მე მას ვერ მოვკლავ,ვერ მოვკლავ...ამას ვერ შევძლებ! -ამ ყველაფერთან ერთად კი ერთი გრძელი ღამის გატარება მოგიწევს ჩემთან,მე კი ვეცდები ეს ღამე რაც შეიძლება მტკივნეული იყოს შენთვის რომ არასოდეს არ დაგავიწყდე მე...შენი ქმარი. მაცდური ღიმილით მითხრა და ლოყაზე ნაზად მომისვა ხელი,რაზეც ზიზღით ავარიდე თავი და თვალი გავუსწორე. -ეს ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი. ეს მე გადავწყვეტ გაგიჩენ თუ არა შვილს. ეს რომ ვუთხარი უეცრად ბოლო ხმაზე გაიცინა და რომ მორჩა კმაყოფილი ღიმილით მიპასუხა. -ეს მაშინ გადაწყდა ,როდესაც ჩემმი ცოლი გახდი. ახლა კი როგორი თამამად მიყურებ თვალებში,ის როუსი სად გაქრა ჩემმი ყურებისას რომ კანკალებდა? მომცინარმა მითხრა,რაზეც ჩემმი გაღიზიანება გამოიწვია. -ის მოკვდა,დიდიხანია. მეც არ დავრჩი ვალში და ზიზღით სავსე თვალებით გავეცი პასუხი,რაზეც მეტად მომაშტერდა,თითქოს და ჩემს გამომეტყველებას სწავლობსო. -ამ ზიზღით სავსე თვალებით რატომ მიყურებ,როდესაც შენთვითონ იცი რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს. შენი მოსისხლე მტერი შეგიყვარდა! მისი სიტყვები პირდაპირ გულში მომხვდა,რადგან იყო მის სიტყვებში რაღაც სიმართლე,მე კი ამის დაჯერება არ მინდოდა. -გეყოფაა,დავიღალე! ნუ ცდილობ მეტად დამაბნიო. ვეღარ მოვითმინე და სასოწარკვეთილმა ვუყვირე. -ანდრეის რომ კოცნიდი ჩემმი ტუჩები წარმოიდგინე როუს? წარმოიდგინე როგორ გეხებოდა ჩემმი ხელები კანზე,როგორ გეფერებოდა სხეულის იმ ნაწილებზე ,რომლებსაც სხვა ვერასოდეს შეხება. ეს წარმოიდგინე? ის მე მეთამაშებოდა და უკვე მისი ამ სიტყვების მოსმენით სირცხვილით ცეცხლი მეკიდებოდა! ის შეშლილია და რაღაცას გრძნობს ჩემს მიმართ ეს არც კი ვიცი რა არის! სიყვარული? არა ,ამ გრძნობას და სიყვარულს შორის დიდი განახვავება! ვნება?! არა ,ეს უფრო მეტია! რა ჯანდაბას გრძნობს? რა უნდა ჩემგან? -გთხოვ,ნება მომეცი უბრალოდ დავიძინო. მხოლოდ ეს ვუთხარი და ამ ამაზრზენ და ნერვების ამშლელ საუბარში აღარ ავყევი,რაზეც მან ჩაიცინა და ნელ-ნელა რატომღაც მოახლოვება დაიწყო ჩემსკენ. -ტკბილი ძილი როუს,იმედია კიდევ ბევრ რამეს იხილავ ჩემზე. ეს თქვა და ტუჩზე იკბინა,რაზეც თვალი სასწრაფოთ ავარიდე და იატაკს მივაშტერდი! ამ საშინელებას ვეღარ ვუძლებდი,ჩემივე ემოციები იყვნენ ჩემმი მტრები! სულ გული მიჩქარდება ასე რომ იქცევა,მე კი ვერ ვპოულობ ამის მიზეზს,თუ რატომ ის და არა სხვა! გულნატკენს და ფიქრებით გაბრუებულს ძლივს ჩამეძინა და მგონი ერთ წამს ისიც კი ვინატრე მთელი გულით რომ მეორე დილას აღარ გამეღვიძა,რადგან ვიცი მომიწევს შევხვდე და ჩავხედო თვალებში იმ ადამიანებს ,რომლებიც მხოლოდ ტკივილს მაყენებენ,ისინი ადამიანებიც არ არიან! ფრედერიკი,ფრენკლინი და სხვა დანარჩენებიც ,ყველა ჩემთვის ზიანის მოყენებას ცდილობს! ერთადერთი კი რაინაა ვის გამოც აქ ყოფნა ცოტათი მახარებს,მაგრამ ყველაზე მეტად ერთის ნახვა არ მინდა,ისე მიჭირს ამის გააზრება,ვერ ვიჯერებ არსებულ რეალობას! ანდრეი...ადამიანი,რომელმაც გული ასე მატკინა და მომატყუა,ყოველდღე მიწევს მისი ნახვა,მინდა თუ არ მინდა ეს! ახლა როგორ ჩავხედო თვალებში? მითუმეტეს იმის შემდეგ რაც გაიგო რომ სურვილად მისი სიკვდილი ჩავუთქვი! თვალები უცნაური გრძნობის გამო გავახილე,რომელიც ძაალიან მაწუხებდა უკვე! გავახილე და შიშისაგან ბოლო ხმაზე ვიყვირე. ეს ფრედერიკი იყო და ის ჩემს გვერდით იწვა,თან ისე რომ მე მიყურებდა მომღიმარი! გეფიცებით ისე შემეშინდა კინაღამ საწოლიდან გადავარდი! -აქ,აქ რა გინდა?! გული გამისკდა. ძლივს გადავაბი ნერვიულობისგან სიტყვები ერთმანეთს,რაზეც მას გაეცინა. -არაფერი ,მოგინახულე თუ ცოცხალი იყავი,ხო ხვდები. ავი სულები ყველგან არიან შენს გამო. ამის გაგებაზე შიშისგან ფერი დავკარგე! ის კი როგორი ჩვეულებრივად ლაპარაკობს ამაზე?! მანიაკი! -რა უნდა ვქნა ახლა? გაღიზიანებულმა ვიკითხე და ფეხზე წამოვდექი,რაზეც მისი სრულიად უადგილო კომენტარი მომესმა უკნიდან. -ოოო,საყვარელი როგორი ლამაზი გაქვს...დამცხა. ამის გაგება იყო წინ რომ მივტრიალდი სასწრაფოთ,რათა უკნიდან არ ეყურებინა,გარყვინილი! როგორ ბედავს გუშინდელის შემდეგ ასე ლაპარაკს,მან ჩამაგდო ამ დღეში! -გეყოფა ფრედერიკ,რაზეც გელაპარაკები ის მიპასუხე! მე არ მეცინება საერთოდ ,როდესაც ვიცი რომ რაღაც ავი სულები დამდევენ ყველგან და თანაც ცუდი მიზნით! გაბრაზებულმა ვუთხარი და უკან უკან სვლით მივედი კარადამდე რომ შარვალი მენახა! არ მინდა ისევ მომაშტერდეს...ნუ ამაზე უარესი რეაქცია მივიღე,დამცინა! -ფრედერიკ,გთხოვ! გეყოფა სიცილი და მომეხმარე რომ მათ თავი დავახწიო,ასე რატომ მექცევი? უკვე ცრემლები მომადგა თვალზე ბრაზისაგან და იმისგანაც რომ ასეთი უიღბლო ვარ! -კარგი მტირალა დამშვიდდი,მე მათ შენამდე არ მოვუშვებ ,ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო ,ისიც იმიტომ რომ მე ეს არ ვიცოდი. ასე რომ ნუ ღელავ! ეს რომ თქვა გულზე მომეშვა,უკვე მეგონა რომ ავი სულები შემიჩნდებოდა ისევ და ამჯერად ნამდვილად ვიღაცას ჩავუგორდებოდი საწოლში...რა!? რას ვიძახი?! ჯანდაბა,არ ვაპირებ რომ როგორც კი ფრედერიკის სახეს დავინახავ ჩავუწვე ,ეს უბრალოდ არ ვიცი რა დამემართა გუშინ! -აჰ ,მადლობა...ამაში მაინც გამომადექი. ბუზღუნით ჩავილაპარაკე და შარვალი შევიკარი,შემდეგ კი მობეზრებული სახით დავიძარი მისკენ. -აბა,აქ რა გინდა? რატომ გადაწყვიტე დილიდანვე ჩემთვის ნერვების მოშლა? გაღიზიანებულმა ვიკითხე ,რაზეც ჩაიცინა. -ისე უბრალოდ,მაინტერესებდა როგორ გეძინა. კი აბა რააა! დავიჯერე ,ფშშშშ. იმის შემდეგ რაც ფრედერიკმა როგორც იქნა მარტო დამტოვა,რაინასთან წავედი და ყველაფერი მოვუყევი. ძაალიან გაბრაზდა ,რადგან ეს მანაც არ იცოდა! შემდეგ გამესაუბრა და ცოტა დამამშვიდა ამით,რაინასთან რომ მოვრჩი საუბარს სასახლეში დავიწყე ბოდიალი,რადგან სხვა არ ვიცოდი რა მეკეთებინა! ეს სასახლე შემზარავია ,მაგრამ ამავდროულად მისტიური და საინტერესო! დავდიოდი ,დავდიოდი და მალევე გავაცნობიერე რომ ანდრეი ერთხელაც ვერ ვნახე! გამიკვირდა და ბოლოს ბედზე შეხვედრილ ჩარლს ვკითხე მის შესახებ,მან კი მითხრა რომ ფრედერიკს თავი დედამიწაზე გაშვებინა,იმის მიუხედავად რომ იქ ალდენის სახით დიდ საფრთხეში იგდებს თავს...ეს რომ მოვისმინე ძაალიან არ მესიამოვნა,ის წავიდა?! რატომ ?! იქნებ გველაპარაკა და ისევ გამოგვესწორებინა ურთიერთობა! ასე რატომ დამთმო,თანაც საფრთხეში ჩაიგდო თავი...სიკვდილი უნდა?! სულელი! ამის შემდეგ გაბრაზებული დავბრუნდი ოთახში და იმაზე დავიწყე ფიქრი თუ როგორ ამერიდებინა ჩემმი სურვილი თავიდან,რადგან ვიცი მე მას არასოდეს არ მოვკლავ,ამას არ დავუშვებ! სამი კვირის შემდეგ: უეცრად ფრედერიკმა რომელიც მგონი ამ სამ კვირაში საბედნიეროდ ორჯერ ვნახე გამომიცხადა რომ ალდენის ხალხი სადღაც გაქრა და ასე თუ ისე უსაფრთხოა უკან დაბრუნება,მას კი უნდა რომ მალე დავასრულო ჩემმი დავალება! ნუ ხო ალბათ გაგიკვირდებათ რატომ!? რადგან იმის შემდეგ რაც ამას მოვრჩები მასთან დაწოლა მომიწევს რომ შვილი გავუჩინო...მხეცი! ცდილობს ყველაფერი დაააჩქაროს და ის მიიღოს რაც უნდა,სხვა ფეხებზე კიდია! კარებთან ჩარლსმა მომაკითხა და რამოდენიმე უცხო პიროვნებამაც ,რომლებიც აქამდე არ მინახავს,შემდეგ კი მათან ერთად უკან დავბრუნდი. მომენატრა აქაურობა,მაგრამ სიფრთხილე მართებს ხალხთან,ჩემზე უკვე ყველამ იცის ,რადგან ჭორები უცბად გავრცელდა და მოედო მთელ ქალაქს,ახლა კი მეშინია უკვე გარეთ გაადადგილების. ჯანდაბა ამ ალდენს,სრულებით დარწმუნებული ვარ რომ ის არ დანებებულა,უბრალოდ ძალებს იკრებს და ვინ იცის თავს როდის დაგვესხმება. -გთხოვ ჩარლს დამეხმარე რომ ანდრეი მოვძებნო. სულ რაღაც ერთი საათია ჩემს სამყაროში ვარ და აი უკვე მომაწვა ძველი გრძნობები,გამახსენდა ძველი მე,ჩემმი ცხოვრება და ჩემმი სიკვდილიც. საკმაოდ დიდიხანი გავიდა და მე სულ სხვა ადამიანი გავხდი ,მაგრამ ერთი სულელური ჩვევა ვერ მოვიშორე! ერთხელ ვისაც გულის კარს გავუღებ,მას შემდეგ ვეღარ ვაძევევ ჩემმი გულიდან! აი ახლა კი ვზივარ და ვფიქრობ თუ სადდა ანდრეი. მინდა დაველაპარაკო და ვუთხრა რომ შემიძლია ვაპტიო და ისევ გავაგრძელო მასთან ურთიერთობა,უბრალოდ ასე ნუ ჩაიქნევს ჩემზე ხელს...ნუ მაიძულებს რომ მასზეც იმედები გამიცრუვდეს! ერთადერთ ადამიანზე, რომელიც ბოლო პერიოდის მანძილზე ყველაზე სანდო წერტილად მივიჩნიე. -ანდრეი? შენ,შენ რა გაიგე? ჩარლსი უეცრად ძაალიან დაიბნა და გაფართოვებული თვალები მომაპყრო ! ხო ,გამოდის ეს მანაც იცოდა,მაგრამ ამჯერად აღარ გავუბრაზდები მასაც. -ხო,ყველაფერი გავიგე. თავი ყალბი ღიმილით ჩავხარე,რაზეც ცოტახანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა,მართლაც ძაალიან უხერხული! -ყველაფერი ისე უეცრად მოხდა. ამ დროს კი არცერთი არ ვართ დამნაშავები. ამიტომ მინდა რომ ვიპოვო და დაველაპარაკო. არ მინდა ასე უბრალოდ წავიდეს და დაივიწყოს ყველაფერი და არც ის არ მინდა რომ თავი დამნაშავედ იგრძნოს. ბოლო სიტყვები თავჩახრილმა და გულ ნატკენმა დაბალ ხმაზე დავასრულე,რაზეც გაეცინა. -რა იყო ანგელოზი ხარ თუ რა ხარ ასეთი? გაოცებულმა შემომხედა და ნათლად გამიღიმა,რაზეც იგივეთი ვუპასუხე. -ნუ არა,უბრალოდ ვიცი რას გრძნობს ახლა. მეც იგივეს ჩავდივარ რაც მან გააკეთა და ისიც ვიცი რომ ეს არ იყო მისი ნებაა. მე მისი 100% მესმის,უბრალოდ ვერ ხვდები რა საჭირო იყო ჩემმი მოტყუება. მინდოდა ამ წამს ჩარლის მაგივრად მის წინ ვმდგარიყავი და ეს სიტყვები მეთქვა,მინდოდა ამეხსნა რაა ვგრძნობდი! არ ვარ ანდრეი შენზე გაბრაზებული იმიტომ რომ მომკალი,რადგან იცი,მე ეს დიდიხნის უკან გააპატიე! უბრალოდ მე გავბრაზდი რომ ეს დამიმალე და მომატყუე. -აჰ,ჩახლართული ამბები ყოფილა,მაგრამ თუ ასე გაინტერესებს სადდა ანდრეი,გირჩევ პირდაპირ ფრედერიკს ჰკითხო ეს ,რადგან მან გაუშვა ანდრეი და ეგეც რომ არ იყოს, აშკარად ეტყობა რომ არ უნდა მასთან ურთიერთობა გქონდეს. ჩამოგაშორა და ახლა ჩემი ჩარევით ,ისე რომ მას ნებართვა არ ვკითხო,მგონი ორივე საფრთხეში ჩავიგდებთ თავს . ამის გაგებაზე დაბნეულმა გავხედე...რას ქვია ფრედერიკმა გაუშვა? მას არ უნდა რომ მასთან ურთიერთობა მქონდეს? ვერ ვხვდები,მისი რეაქციებიც რამოდენიმე დღის უკან დამაბნეველი იყო! რატომ არ უშვებს ანდრეის ჩემთან ახლოს? -რა? რატომ არ მითხრა...იდიოტი! თავიდან მისი დამაბნეველი საქციელი გასაკვირი იყო ,სანამ არ მივხვდი თუ ვინ იყო! ეს ხომ თვით ფრედერიკია,რათ უნდა მის უაზრო საქციელს ახსნა და განმარტება?! -ნერვებს მიშლის,ერთი სული მაქვს მისგან წავიდე! გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე,რაზეც ჩაიხვნეშა. -აჰ,რა ვიცი, როგორც გავიგე მას შვილს დაპირდი,ხომარ ვცდები? ჩემი აზრით ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი როუს. მას თუ შვილს გაუჩენ,თავისთავად სამუდამოდ მისი სახელის ჩრდილში მოგიწევს ცხოვრების გაგრძელება. მე კი ვერ ვხვდები,ამას რატომ დათანხმდი? პირველად დავინახე მის სახით ასეთი მზრუნველი ნატურა ,ამ წამს ჩემმი ძმაც კი გამახსენდა მისი სახით. -არ ვიცი,უკვე მართლა აღარ ვიცი რას ვაკეთებ. ფრედერიკი თავგზას მიბნევს ჩარლს! არჩევანი არ დამიტოვა. ყველანაირ გზას მიჭრის რომ ის გავაკეთო რაც მას უნდა. არეული თვალებით შევხედე და თავი იმედგაცრუებულმა გავაქნიე,უხმოდ რომ გამახსენდა ყველაფერი რაც მის გამო გავაკეთე! -იცი სადდა ანდრეი? იმის შემდეგ შეეგეხმიანა ან რამე? მაინც მინდოდა ჩარლისგან რაიმე ინფორმაცია მომეპოვებინა,იმის მიუხედავად რომ ვიცოდი მისი დუმილის მიზეზი...რა თქმა უნდა ეს ფრედერიკია,სხვა ვინ? -გთხოვ ჩარლს. გპირდები ფრედერიკს მე მივხედავ,არანაირი პრობლემა არ შეგექმნება! საწყალი თვალებით შევხედე,რაზეც ისევ იგივე სახით მომაშტერდა,მანამ ბოლოს არ დანებდა. -აჰჰ,კარგი,კარგი. ვნებდები,ამ მზერას ვერ გავუძლებ! მითხრა მომღიმარმა და ღრმად ჩაიხვნეშა. -მეტყვი? მე ბედნიერმა მივანათე გააფართოვებული თვალები,რაზეც თავი დამიქნია. -ხო ,მაგრამ მხოლოდ მაშინ რაც შენს ხვალინდელ დავალებას შეასრულებს! ეს რომ თქვა ისევ მოწყენილი სახე მივიღე. -ოოო,ჩარლს! იმედია ხუმრობს,გავიფიქრე მე. -რა იყო? ორი კაცს ვითხოვ მხოლოდ და ვსიო ,სხვაგვარად ფრედერიკი მიხვდება და ორივეს პრობლემები შეგვექმნება! წარბის აწევით მითხრა,რაზეც მივხვდი რას გულისხმობდა და დავეთანხმე! მე ამას შევძლებ. იმ საღამოს ბევრი ვიფიქრე ჩარლის სიტყვებზე და მივხვდი რომ მართალი იყო,არ მინდა ამის შესახებ მან გაიგოს,ეს ნამდვილად არ მჭირდება. ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო რომ ამჯერად არავის არ ვავნო! -აბა როუს მზად ხარ? რაღაცის ღეჭვით შემოვიდა კარიდან ჩარლსი,რაზეც დაბნეულმა ავხედე. -ჰა,რისთვის? ამაზე უეცრად გაეცინა. -ყვავილების მოსაკრეფად! სიცილით მიპასუხა და მეტად რომ დამაბნია,სერიოზული სახე მიღოო უეცრად. -მოსაკლავი გყავს რვა კაცი ,რა კითხვებს სვავ? ეს რომ მითხრა ჩემთვის ჩავიწუწუნე რაღაც და ბუზღუნით დავიწყე წამოდგომა. ისე მძულდა ეს პროცესი,მოკლა ადამიანი რა ადვილი სათქმელია ,მაგრამ ვიცი ეს ტრავმა ცხოვრების ბოლომდე გამანადგურებს! მე ისე ვეღარასოდეს ვიცხოვრებ როგორც ვცხოვრობდი,მაგრამ მეც კი არ ვიცი რისთვის ვწვალობ ამდენს! -ვინაა შემდეგი? მობეზრებული სახით ვიკითხე და ჩარლსი რასაც ჭამდა მეც პირში ჩავიდე. -ნუ როგორ გითხრა,რადგან არც კი ვიცი,ის საერთოდ რატო მოხვდა სიაში. ეს რომ თქვა დაბნეულმა ავხედე. -ვინნა? ისე ვიკითხე თითქოს რომ ეთქვა რაიმე მნიშვნელობას შესძენდა მის მოკვლას! ადამიანის სიცოცხლის მითვისება ,არანაირი მიზეზით არ მართლდება! -ნარკომანია ,რომელიც ხუთჯერაა გასამართლებული ! ორჯერ ქურდობისთვის ,ორჯერ არალეგალური წამლების მოხმარებისთვის და ერთხელ ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის. ეს რომ გავიგე თვალები გამიფართოვდა შოკისგან! ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ ასეთ სახიფათო პიროვნებასთან მომიწევდა შეხვედრა,მერე კი იმიტომ რომ ვერ მივხვდი ასეთი რატომ მოხვდა სიაში! -კი ,მაგრამ უდანაშაულო წმინდა სულებიო არ თქვა ფრედერიკმა? გაკვირვებულმა ვიკითხე,რაზეც მხრები აიჩეჩა. -არ ვიცი,მაგრამ გავარკვიე რომ ფსიქიკურად ურევს და თან უმძიმესი წარსული აქვს. ასე ვთქვათ ის მსხვერპლია საკუთარი ცხოვრების და ალბათ ამიტომ ჩაიწერა ამ სიაშიი...ვერ გეტყვი! ეს რომ გავიგე მეტად დავინტერესდი რატომ და ბოლოს კინაღამ ფრედერიკთამ არ გადავწყვიტე მისვლა ამის გამო...საკმაოდ საინტერესო ადამიანი შემხვდა ამჯერად,მგონი არ იქნება მისი მოკვლა ადვილი. -მელვინ ფორბისი. საინტერესოა ვინ ხარ სინამდვილეში. მეორე დღეს შუადღეს მოგვიწია გასვლა. მე კი ასე თავი არცერთ მსხვერპლზე არ მიგრძვნია ,რადგან თავს უცნაურად ვგრძნობდი,აღელვებული ვიყავი მასთან შეხვედრით! ლამაზად ჩაცმა მომიწია და მაკიაჟიც კი გავიკეთე,ჩარლსის დავალებით რა თქმა უნდა! მოკლედ რომ გავედი გარეთ მივხვდი რომ სახის დამალვა მომიწევდა და ამან მეტად დამძაბა,რადგან იარო ქუჩებში სადაც გიჟი მკვლელი მონადირე გეძებს რთულია! მითუმეტეს მაშინ ,როდესაც შენზე ყველამ იცის და თან პლიუს საშინელი ჭორები დადის! მათ შენნი ეშინიათ და ყველაზე უარესი შენი განადგურება უნდათ! -ამ ადგილას რა გინდათ ბავშვებო ? იცით მაინც აქ რა ხდება? ტაქსის მძღოლმა დაბნეულმა გადმოგვხედა მე და ჩარლს,რაზეც მე მეტად ჩავმალე პიჯაკში სახე,ჩარლსმა კი ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სიტყვისთვის მოემზადა. -ჩვენ იმისთვის არ ვართ აქ რისთვისაც სხვები,კარგი საქმისთვის მოვედით და არ ინერვიულოთ ვიცით რა ადგილია და რახდება,ფრთხილად ვიქნებით. ბოლოს გაუღიმა და ხელი მომკიდა,კარი გააღო და სწრაფათ გადამიყვანა მანქანიდან. გასაგები იყო მისი საქციელიხარ უნდა ვინმემ ამომიცნოს ვინ ვარ! -მომისმინე როუს,ახლა ისეთ ადგილას შევალთ სადაც მოძალადებით და ნარკომანებითა სავსე მთელი შენობა! ფრთხილად იყავი და გვერდიდან არ მომშორდე იცოდე. ეს რომ მითხრა ნერვიულობით დავეთანხმე და გვერდით ამოვუდექი . კარი გაიღო თუ არა მწარე სასმლის და წამლების სუნმა ამიწვა ცხვირი,საშინელი ადგილი იყო და ეს ფეხი შევდგი თუ არა საგრძნობლად ვიგრძენი! ამ ადგილას მარტო არასოდეს არ შემოვიდოდი,არასდროს! თავს დაუცველად ვგრძნობ. ყველამ თვალი გაგვაყოლა შესვლის თანავე და ერთმანეთში დაიწყეს საუბარი,დარწმუნებული ვარ ჩვენზე,ვერ გვიცნეს უცხო საახები. -ასე რატომ გვიყურებენ?ანერვიულებულმა ვიკითხე. -რადგან აქ არასოდეს არ ვყოფილვართ,აქ კი ყველა ყველას იცნობს. გასაგებია,გავიფიქრე და მასთან ერთად ბარის წინ დავჯექი. -როუს ,მომისმინე...ახლა ძაალიან სარისკო და სახიფათო საქმე მოგიწევს გააკეთო. ეს ჩვენი საქმისთვის გადამწყვეტი იქნება. ეს პიროვნება იმაზე რთულად ამოსაცნობი და მოსაძებნი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა! მას ვერ მოვიმწყვდევთ კუთხეში თუ ეს არ გავაკეთეთ,ასე რომ ახლა უნდა ადგე ,ოთახის ცენტრში უნდა გახვიდე და გამომწვევად იცეკვო. ეს რომ გავიგონე უეცრად შიშისაგან მთელ ტანში დამიარა სიცივემ! -რ_ა? რას მეუბნები ცარლს,გაგიჟდი? ვერ ხედავ მაინც როგორ მიყურებენ? ფრედერიკი კი ყველას დახოცავს,არ იცნობ? ნერვიულობით ვიკითხე ,რაზეც წარბის აწევით შემომხედა. -ვიცი როუს,მაგრამ ასეა საჭირო. ასე იმიტომ ჩაგაცვი რომ მას მოეწონო და მისი ყურადღება მიქციო! მას შენაირები მოსწონს და სწორედ ასე გავიტყუებთ,შემდეგ კი შენს საქმეს გააკეთებ მასთან და აქედან წავალთ. მისმა ახსნა განმარტებამ სულ არ დამამშვიდა! -ანუ იძახი რომ ის უნდა ავიკიდო და ჩემზე ძალადობა უნდა მოვანდომო? შეშფოთებულმა ვიკითხე,რაზეც უემოციოთ დამიქნია თავი. -სხვაგვარად მას ვერ მივაგნებთ,რატომ არ გესმის? ის სულ გაადადგილდება და ისეა შენიღბული ვერ გავიგებთ სადდა და მის კვალს დავკარგავთ. -მესმის, მაგრამ რომ ვერ მოასწრო მოსვლა? ეს რომ ვიკითხე ცოტახანს გაჩუმდა და ისე მიყურა. -ნუ ღელავ ,ამას არ დავუშვებ. -კარგი გენდობი. ვუპასუხე და მკრთალად გავიღიმე,რაზეც თვითონაც გამიღიმა,მაგრამ აშკარა ნერვიულობა შევატყე ! დღეს თუ გადავრჩი აუცილებლად მოვახსენებ ფრედერიკს რომ მისი მსხვერპლთა სია არც ისეთი წმინდანი ხალხითაა სავსე! წმინდანი მოძალადე მანიაკი,როდიდან!? როგორც ვიცი ცოლი ვარ მისი,მიმისაკუთრა და ვითომ არავინ არ უნდა შემეხოს და ასე შემდეგ,მაგრამ ამ დროს სულ ხიფათს მიქმნის თავისი გადაწყვეტილებით! რატომ უნდა ვაკეთებდე ახლა ამას!? ჯანდაბას, ეს წესები! მას არ შეუძლია დამეხმაროს და ამის მარტო გააკეთება მიწევს,რაც დიდ ხიფათან და დაგეგმასთანა კავშირში ! მაგრამ ახლა იმაზე უფრო მეფიქრება თუ რა იქნება ,ჩარლსმა რომ ვერ მოასწროს მოსვლა, ვინ გადამარჩენს?! ფრედერიკი? არამგონია! ამაზე ვფიქრობდი და ნერვები მქონდა მოშლილი! ასე ბოლოს როდის შემეშინდა არ მახსოვს,რადგან ვგრძნობ რომ უსაფრთხოთ არ ვარ ასეთ ხალხში და ასეთ ადგილას! ჩარლსი კი როგორი მოხერხებული და ძლიერიც არ უნდა იყოს არ ვიცი რამდენად გაართმევს ამას თავს,ანუ გამოდის ჩემმი თავის იმედზე ვარ,ეს კი მით უარესია! -კარგი, მიდი როუს,მეც აქვე ვიქნები და ყველას დავაკვირდები. როგორც კი ცეკვას მორჩები დარწმუნებული ვარ ის შენთან მოვა! ამაზე მეტად დავიძაბე ,ნერწყვი სიმწრით ჩავყლაპე და აკანკალებული ფეხებით მოვშორდი სკამს. მუსიკა მაღალ ხმაზე იყო,გარშემო კი ყველა უცნაურად ცეკვავდა,სადაც არუნდა გაგეხედა ყველგან კაცის და ქალის ამაზრზენ საქციელს შენიშნავდი! ან მეორე ვარიანტში მამმაკაცებს ან ქალებს ,რომლებიც ერთმანეთს გამეტებით ეჩხუბებიან და ურტყავენ! ოთახის ცენტრს მივუახლოვდი თუ არა ვინ იცის რამდენხანს ვიდექი უმოძრაოდ და რამდენხანს ვემზადებოდი! მე ასეთი საქციელი არ მჩვევია,არასოდეს მიცეკვია გამომწვევად ასეთ ადგილებში. დიდხანს დამჭირდა მზადება,მაგრამ ბოლოს შევძელი და ნელ-ნელა ტანი მუსიკას ავაყოლე...ნაზად ,ვნებიანად და გამოკვეთით ვარხევდი მთელ სხეულს და უკ*ნალს და მკ*რდს შესამჩნევად ვეხებოდი ხელებით,თმას ს*ქსუალურად ვკიდებდი ხელს და თვალები დახუჭული მქონდა! ამ წამს ძაალიან მცხვენოდა ამის,მაგრამ თვალები რომ დახუჭული მქონდა ,ეს მეხმარებოდა ! გულში მართლა წამებს ვითვლიდი რომ ყველაფერი მალე დამესრულებინა და აქედან წავსულიყავი! -მიდი საყვარელო,მიდი! ცოტახანში ყოველი მხრიდან მამაკაცების გამოძახილები მომესმა,რომელსაც შტვენა და ყვირილიც მოჰყვა,მალევე კი ისიც ვიგრძენი რომ ვიღაცამ უკ*ნალზე ხელი წამომარტყა,რაზეც მინდოდა თუ არა ეს მოულოდნელად თვალები გავახილე და ანერვიულებულმა გავიხედე უკან. ამაზრზენი მამაკაცი დამხვდა წინ, რომელიც ტუჩების ლოკვით მიყურებდა,მგონი მალე ვიტირებდი ისეთი ცუდად ვგრძნობდი თავს! ამას რატომ ვაკეთებ?! -ამისი დედაც,ჯანდაბა! ეს რა არის!? ეს რა არის?! უეცრად კაცმა ყვირილი დაიწყო და გიჟივით გაიქცა შემოსასვლელი კარისაკენ ,შემდეგ კი პირდაპირ კედელს შეასკდა თავით! ვერ გავიგე რა მოხდა ,მაგრამ დავიბენი...ნუთუ ეს ფრედერიკია? მას ძაალიან არ უყვარს, როდესაც სხვა მეხება. ცოტახანს ამაზე ფიქრით გავიყინე ადგილზე,მანამ ვიღაცამ არ მიიქცია ჩემმი ყურადღება. -ადვილად შეგიძლია ასეთი საცოდავების ყურადღება მიქციო,ყოჩაღი გოგო ხარ,მაგრამ მითხარი შენი საქციელის მიზანი. ეს რომ მოვისმინე მივხვდი რომ სწორედ ის იყო ვინც მე მინდოდა...ჩარლსმა სწორედ გათვალა ყველაფერი,ის თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან! -გართობა გინდა? რომ არ ვუპასუხე,უკვე თვითონ დამისვა კითხვა,რაზეც დაბნეულმა დავუქნიე თავი! ხმის ამოღებას ვერ გავბედავდი,რადგან შემატყობდა რომ ამ წამს პანიკაში ვიყავი და მისი მეშინოდა! -წამომყევი...გპირდები საუკეთესო წამებს გაჩუქებ,ეს არასოდეს არ დაგავიწყდება. მგონი დროა...დროა ყველაზე გადამწყვეტი მომენტის. ავტორი: იმის შემდეგ რაც კაცი უგონო მდგომარეობაში ჩააგდო,ნაცნობი სახისაკენ გაბრაზებული გაემართა! -როუსი სადდაა?! პირდაპირ ამ კითხვით მივიდა ჩარლსთან და განრისხებულმა დახედა ზემოდან,რაზეც ცარლსი უცბად დაიბნა. -აქ რა გინდა? მან მოითხოვა რომ როუსს მსხვერპლთა სიიდან ყველა მოეკლა და ამაში მას ჩარლსი დახმარებოდა,მაგრამ ახლა რატომა ასეთი გაბრაზებული!? -რა აქ რა მინდა!? დაგავიწყდა რომ ჩემმი ცოლია?! როგორ მიეცი ამის ნება?! როგორ გგონია ვერ გავიგებდი რომ მას ვიღაც შეეხო?! აქაურობას ცეცხლში დავწვავ და ყველას ამოვხოცავ აქ ვინცაა ,თუ არ მეტყვი ახლავე სადდა როუსი! აქედან უნდა წავიყვანო ,თანავ სასწრაფოთ. იქამდე სანამ ბოლომდე არ დამიკარგავს კონტროლი, თორემ გპირდებით აქაურობას ფერფლად ვაქცევ! ისეთი გაბრაზებული იყო ,ხვდებოდა ჩარლსი რომ ამის გამკეთებელი იყო,ნუთუ ვერ მიხვდა რომ ეს მას არ მოეწონებოდა. -როუსი იქ_ ამით დაიწყო ჩარლსმა წინადადება და თან ოთახის ცენტრისაკენ გაიხედა,სადაც როუსი აღარ დახვდა! მან ფრედერიკის გამო ყურადღება მოადუნა მასზე და ახლა მიხვდა ამას! -ჯანდაბა! ანერვიულებული წამოდგა ფეხზე და ფრედერიკს მიუბრუნდა. -მოძალადესთან ერთადაა და ახლავე თუ არ ვიპოვით შეიძლება მასზე ძალა იხმაროს! ეს რომ თქვა ფრედერიკს თვალები გაუფართოვდა და ისე რომ ვერც გააცნობიერა,მის წინ ბარზე განლაგებული სასმლის ბოთლები ერთმანეთის მიყოლებით დაილეწა,შემდეგ კი ისე რომ ჩარლსმა ვერც მოასწრო რეაგირება ფრედერიკი უკვალოდ გაქრა,სავარაუდოდ როუსის მოსაძებნად წავიდა! როუსი: მხოლოდ ის მახსოვს რომ უკან მივყვებოდი,შემდეგ მომიტრიალდა და მითხრა რომ ჩემთვის დიდი სიუპრიზი ჰქონდა,ამის მერე სახეზე რაღაც ამაფარა. ახლა კი რაღაც საშინლად ბნელ და ნესტიან ოთახში ვიღვიძებ და ისე მცივა თითქოს ტანზე არაფერი არ მაცვია,სულ ვკანკალებ და დაბნეული ვარ...აქ რა მოხდა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.