შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გიყვარს, ცა სულ სხვა ფერია (1 ნაწილი)


30-10-2020, 11:17
ავტორი სესილია
ნანახია 2 599

- გადაწყდა, მოვდივარ! - გასაღები და ჩანთა ხმაურით დაახეთქა მაგიდას კესანემ და სკამზე გაბრაზებით დაჯდა.
- დღეს სადმე მივდივართ და არ ვიცი? - წარბები შეკრა სარამ.
- რა ხმაურია? - ჩუმად გამოვიდა ოთახიდან მართა, - ძლივს დავაძინე ბავშვები.
- არსადაც არ მივდივართ, - ხელი აიქნია კესანემ, - სამსახურიდან მოვდივარ.
- შენ მოდიხარ და ისევ მანდ ხარ, ან რატომ უნდა წამოხვიდე? სად ნახავ მასეთ კარგ სამსახურს? - წყალი მოსვა სარამ.
- ოჰ, რას ამბობ, ასეთი კადრი ხომ იცი ერთია მხოლოდ და ამიტომ, იპოვის სხვაგან, - თვალი ჩაუკრა მართამ სარას.
- ხელები ამიწევია, გეთანხმები.
- მორჩით ღლაბუცს, თორემ არაფერს აღარ გეტყვით. - გაიბუსა კესანე.
- რას უწუნებ იმ ბიჭს ვერ ვხვდები? - ეშმაკურად ჩაეღიმა სარას.
- დაიწყეს.
- რა დავიწყეთ? - თქვა მართამ. - ვამბობთ, იმას რასაც ვხედავთ. რატომ ბრაზდები? რაც ის ბიჭია შენი უფროსი, მის მერე გაიძახი მოვდივარ, მოვდივარო და ან წამოდი ან დარჩი.
- ან სად იპოვი მასეთ კარგ სამსახურს? მაღალი ხელფასი, წელიწადში ერთხელ საგზურს გჩუქნიან და ა.შ. მასეთი ძლიერი ტურისტული სააგენტოები ცოტაა როგორც საქართველოში, ისე ჩვენს მოცუცქნულ ქალაქში, ამიტომ მშვიდად.
- არ მოვწონვარ იმ ბიჭს, რას გადაეკიდეთ.
- ნუ ყვირი, გაიღვიძებს შენი ნათლული უხასიათოდ და შეგატოვებ ხელში, მე კიდევ გავიქცევი. - გადაიკისკისა მართამ.
- დედაა, რა შემაშინე, - დაიჭყანა კესანე.
- ხო, დედა. - მობილურს უპასუხა სარამ. - ახლა გოგოებთან ვარ, მერე ჩემს ძმასთან უნდა ავირბინო, ბავშვები მომენატრნენ. დედა ჩემი შვილიც, რომ მეყოლოს, ძმისშვილები მაინც მომენატრებიან, დისშვილებიც, ამიტომ მორჩი, ყოველ წინადადებაში ნუ აკვეხებ ამ გათხოვებას, - თვალები გადაატრიალა სარამ, გოგოები კი ჩუმად ხითხითებდნენ. - ხო, შეიძლება დავრჩე, დაგირეკავ.- მობილური გათიშა.
- ძაან დღეში ხარ, - გაეღიმა მართას.
- აუუ, არ თქვა, ყველა დარეკვაზე ერთხელ მაინც ახერხებს, თქვას დროა გათხოვდეო.
- შენ რა გიჭირს, შენი და-ძმა დაქორწინებულია, ჩემთანაა პანიკა, მე და ჩემი ძმა, რომ ვართ ასე. - გადაიკისკისა კესანემ.
- სამაგიეროდ, მე ვარ ცუდ დღეში. - ამოიხვნეშა მართამ.
- რატომ? - ერთად წამოიძახეს დაქალებმა.
- მე მირეკავს მარიკა და ეთო.
- აუუ, მესმის. ე გ ორი ერთად, რომ არიან იქ ჩვენ არ უნდა ვიყოთ. - იცინოდნენ.
- ვა, ვა, რა ხალხი. - კარები გაიღო და გაბრიელი შემოვიდა.
- ვაა, სიძეე, შე ძველო. - დაიძახა სარამ.
- როგორ ხართ, ჩემო ცოლის დაქალებოო? - გადაკოცნა გოგოები.
- ცოლის დები, - შეუსწორა სარამ.
- ნწ, - თავი გადააქნია გაბრიელმა და ცოლს მოხვია ხელი. - ცოლის დაქალები, ცოლის დები მაშინ გახდებით სიძეებს, რომ გამაცნობთ.
- ვაა, მარიკამ გადაგიბირა თუ ეთომ? - გაეღიმა კესანეს.
- არცერთმა, უბრალოდ მინდა, მეც მყავდეს კაი სიძეები და ვივლით სანადიროდ, სათევზაოდ, ვიქეიფებთ ერთად და ა.შ.
- კარგი, ოცნებები გაქვს ქმარუკა, მარა უფრო აუხდენელს ჰგავს. - თმები აუჩეჩა.
- ამის იმედი უფრო მაქვს, - სარასკენ გაიშვირა ხელი, - ვინმეს მაინც წერს ან ელაპარაკება, ამას რა ვუყო, ამას? - თმები აუჩეჩა კესანეს გაბრიელმა.
- დამშვიდდი, სიძევ. - ტუჩები გაბუსხა, - ნუ იქნება, არც მინდა, ასეც კარგად ვარ.
- ჯიუტი თხა, - ჩუმად ჩაიბუტბუტა სარამ, - ასეც კარგად არის, თურმე. - მერე საათს დახედა და წამოდგა, - უნდა წავიდე ახლა გვრიტებო და ჩემო ეულო დაქალო, აბა დროებიით. - კოცნები დაუგზავნა და კარებში გაუჩინარდა.

სასიამოვნოა გაზაფხულის სურნელი ზაფხულის სურნელის მოლოდინში... მაისის ბოლო, ივნისის მოლოდინი... ცხელი ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი და სასიამოვნო გრძნობა, რაღაც სიახლის, სიახლის, რომელიც არ იცი რა არის, რას გპირდება...
სარამ მანქანა ჭიშკართან გააჩერა, საჩუქრებით სავსე ჩანთები საბარგულიდან გადმოიტანა და ეზოში ხმაურით შეიჭრა.
- მამიდას გული ბავშვები სად არიან? სადო?
ბავშვები ყიჟინით გაიქცნენ მამიდასკენ.
- მამიდა, მამიდაა, - კისერზე შემოეხვივნენ და ასე ახუტებული ბავშვებით აირბინა აივანზე.
- ვერ ხარ შენ, - ბავშვები კისრიდან ჩამოხსნა ძმამ და აჩეჩილი თმები კიდევ აუწეწა.
- მადლობა, ძამიკო შენ როგორ ხარ? მე კარგად.
- შენ ყველას ასე ელაპარაკები და მაგიტო ხარ ისევ მარტო, ხომ?
- აივნიდან შენით გადახტები თუ მე გადაგაგდო?
- მოიცა, ძლივს ვიპოვე ეს ბიჭი და ახლა გინდა დამღუპო? - სიცილით გამოვიდა სარას რძალი, ლიზა.
- კარგი, ლიზა. ისევ შენი ხათრით, თორე უკვე ყელშია ამ ჩემს სიმარტოვეზე საუბარი. სხვა თემა არ არსებობს? ილაპარაკეთ ზაფხულზე, მოგზაურობაზე, ბავშვების მომავალზე, პოლიტიკაზე, რავიცი კიდევ რაზე, ოღონდ ჩემს პირადს თავი ანებეთ რაა. - გაბრაზებით ჩაილაპარაკა და აივანის მოაჯირს მიეყრდნო.
- კაი, ხო იცი ეთოს აჯავრებს. - მხარზე ხელი მოხვია ლიზამ.
- კი ვიცი, იქეთ ჩემი და მარიგებს ჭკუას, აქეთ ჩემი ძმა, იქეთ ახლა გაბრიელიც მიემატა, სიძეები მინდაო, ვითომ ასე მარტივი იყოს ვინმე ნორმალურის პოვნა, თორემ არანორმალურები იცოცხლეთ, ბლომადაა. - გადაიკისკისა სარამ.
- კაი, მორჩა. გეხუმრე, ნუ მიბრზადები, - გულთან მიიხუტა და გეგამ. - დღეს ბიჭები ამოვლენ, ხოდა გავერთოთ, ბილიარდი ვითამაშოთ, მწვადი შევწვათ, ხო გაჩერდები?
- ოჰო, ვინები? - დაეჭვებით შეხედა ძმას, - ეთოს ხრიკები ხო არაა? კიდევ ვინმეს ხო არ მირიგებს? რძალო, ამოიღე ხმა.
- ეს სანამ გაგიჟდება, ეთოს უნდა დაველაპარაკო შეეშვას, თორემ ყველაში ეთოს მოძებნილ ბიჭს დაეძებს და ეჭვებშია. - თავი დანანებით გადააქნია ლიზამ, - არა, დავითა იქნება და მისი ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი.
- აჰა, ok! - ვაშლი ჩაკბიჩა სარამ და ტელეფონში მოსულ შეტყობინებაზე ჩაეღიმა.

ვითომ, სიყვარული შეიძლება ასე მოვიდეს, ძალდატანებით? იძულებით? სიყვარული თავისით უნდა მოვიდეს ან უცაბედად დაგახვიოს თავბრუ ან ნელნელა აგიფორიაქოს გული, სული და, წარგიტაცოს სამუდამოდ სიყვარულის ქარცეცხლში. სიყვარულმა ისე უნდა აგრიოს, ისე უნდა აგაფორიაქოს, რომ ვერ გადმოსცე სიტყვებით შენი მდგომარეობა, ეს არ არის ბრძანებითი გრძნობა, გულს ვერ უბრძანებ და ვერ ეტყვი, ის უნდა შეიყვარო ან ის უნდა გადაიყვარო. სიყვარული უმართავია, თუ სიყვარულს მართავ, მაშინ ეს ის ჭეშმარიტი სიყვარული არ არის, ის ფლირტია, გართობაა. როცა გიყვარს ცას და დედამიწას სხვა სურნელი აქვს, სიყვარულის სურნელი.

ჭიშკართან სიგნალებით გაჩერდა მანქანა, სარამ ცივად გახედა სივრცეს, მანქანიდან სამი პიროვნება გადმოვიდა, შავებში ჩაცმულნი, შავი სათვალეებით, ერთი კი მას უყურებდა.
- ესენი ვინ არიან? ქვრივი ბიჭები? თუ ეს სიშავე რა უბედურებაა? - ცხვირი აიბზუა გოგომ და ისევ ტელეფონს ჩააცქერდა.

ირგვლივ მწვადების სასიამოვნო სურნელი დატრიალდა, ვიღაცამ გიტარის სიმებსაც ჩამოჰკრა ჰანგი, სასიამოვნოდ ანათებდა მთვარეც.
- სარა, ჩამოდი. - დაიძახა ლიზამ.
- მოვდივარ, მოვდივარ. - ბავშვებს გადასაფარებელი შეუსწორა და კიბებზე ჩაირბინა, აწეული თმები მთლიანად ჩამოეშალა და მხრებზე ლამაზად დაეფინა. - გამარჯობათ, - მიესალმა მაგიდასთან მყოფებს. - დავითა, როგორ ხაარ? - გადაკოცნა ბიჭი.
- მე კარგად და შენ?
- მე, შესანიშნავად, ჩემი დრო მოდის და ამიტომ.
- ვაა, რა დრო? თხოვდები? - გვერდზე მყოფს უცებ წყალი გადასცდა და ხველა აუტყდა, - ალალი იყოს ძმაო, რა მოგივიდა? - მხრებზე ხელი დაარტაყა დავითამ.
- არაფერია, წყალი გადამცდა.
- ხო, გაიცანით ეს სარაა, ჩემი და.
- ეს თემურია - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, - ეს კიდე მურკა. - გაწვდილი ხელი პირზე აიფარა სარამ, სიცილი რომ დაეფარა.
- მურკა თუ მურადი?
- თქვენ, რომელიც გესიამოვნებათ. - ცივად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- სასიამოვნოა, მურად.
- ჩემთვისაც. - ბიჭმა, ჩუმად შეათვალიერა მოკლე შორტებში გამოწყობილი გოგო, რომელმაც ეს საღამო სულ სხვანაირად გაანათა.
- ძმაო, იცოდე აწინ მურადს, ბებიას მერე სარა დაგიძახებს, - ჩაიცინა დავითამ.
- და მერე რა? - მწვადი გემრიელად ჩაკბიჩა სარამ. - მურკა, უფრო ბავშვურია, 5 წლამდე ბავშვებს, რომ შეეფერბა. ზოგადად მგონია თუ სახელს არქმევ, უნდა შეეჩვიო იმ სახელს და არ უნდა ათასნაირი ვარიაციები.
- ანუ სარას ვარიაციები არ აქვს? - იკითხა მურადმა.
- კი ვიღაცეები ცდილობენ კნინობითი ფორმა მისცენ და მე ამაზე ძაან ვხალისობ, სარ, სარუკა და ა.შ.
- და ეს ვიღაცეები ვინ არიან? - თქვა გეგამ.
- ეგ შენ არ გეხება, - თვალი ჩაუკრა ძმას სარამ და მობილურს ზარს უპასუხა.
- მშვენიერი ხედია აქედან და სასტუმროდ გადაკეთებაზე არ გიფიქრია?
- ოჰ, არა ჩემო მურკა, ეს ადგილი მე და ლიზამ ჩვენი ხელებით შევქმენით, ავაშენეთ, აგურ - აგურ ავაწყვეთ და ეს ჩვენი სიყვარულის ბუდეა, თან ჩემი ბიზნესიც მკმარა, სასტუმროები იყოს თქვენი. - ჭიქა ასწია.
- წამო, ბილიარდი ვითამაშოთ, ცოტა განვიტვირთებით. - თქვა დავითამ, ბიჭები მაგიდიდან წამოიშალნენ და ბილიარდის ოთახისკენ გაემართნენ.
- ბილიარდს არ ითამაშებ? - ჰკითხა მურკამ სარას.
- მგონი მობილურზე ვსაუბრობ, - ხელი დააფარა ტელეფონს სარამ და ცალი წარბი აწია გაბრაზების ნიშნად.
- უკაცრავად, - ჩაეღიმა ბიჭს გოგოს სიბრაზეზე და ბიჭებს შეუერთდა.
- აბა, წყვილებში თამაშობთ? - ლუდები მაგიდაზე დააწყო სარამ.
- ხომ არ შემოგვიერთდებით? - ისევ იკითხა მურკამ.
- ნწ, დიდად ვერ ვამუღამებ ბილიარდს, უფრო ნერვებზე თამაში მიყვარს, - თვალი ჩაუკრა. - თუმცა კარგი ფეხები მაქვს და თუ გინდათ თქვენს მხარეს დავდგები, რომ მოიგოთ.
- კარგი ფეხები აშკარად გაქვთ, - ჩუმად ჩაილაპარაკა მურკამ.
- დაო, კარგი ფეხების თქმა გინდოდა თუ კარგი ფეხი მაქვსო? - ბილიარდის ჯოხს ჩამოეყრდნო გეგა.
- ორივე, ძმაო, ორივე. - ლუდს თავი მოხსნა და დალია.
- გიჟი ხარ, - ამოხვნეშა გეგამ და მურკა შეათვალიერა, რომელიც შეფარვით უყურებდა სარას.
- ახალი მითხარი, თორემ ეგ მეც ვიცი. - ლუდის ბოთლი მაგიდაზე დადო, ისევ მობილურს ჩააშტერდა და სახე ბედნიერების ღიმილმა გაუნათა.

ღამე უცნაურად გრძელი იყო, უცნაურად დახუთული და უცნაურად სასიამოვნოც. მურკა სასტუმროს ღია აივანზე იდგა და ცას გაჰყურებდა. თვალწინ კიბეებზე ჩამომავალი სარა ედგა და ეღიმებოდა. არა, უცნაურად გრძელი ღამე იყო, მისი სურნელი მოჰქონდა ქარს, ცას კი მისი ღიმილი დასთამაშებდა.
- რას გასცქერი აქ, - აივანზე თემო შემოვიდა და ჩაფიქრებულ მეგობარს მხარზე ხელი მოხვია.
- ცას და ვარსკვლავებს.
- როდის აქეთ უყურებდი ცას და ვარსკვლავებს თუ სარამ დაგახვია თავბრუ, - ჩაიცინა ბიჭმა.
- ოჰ, და ეს მიხვედრილობა საიდან? - თვალი ჩაუკრა მეგობარს მურკამ.
- ცოტა გიჟია, აშკარად ეტყობა.
- რა ჯობია, მოვარჯულებ მერე.
- ვითომ? - გაიცინა თემომ, - არ ეტყობა მაგ გოგოს იოლად დამყოლი, რომ იყოს. - წყალი მოსვა, - მოიცა, შენ რა სერიოზულად „ბაზრობ“?
- არასერიოზულობის რა შემატყვე? ხო, იცი ხშირად მესმოდა გეგას დაზე და აჰა, გავიცანი კიდეც და არ ყოფილა ტყუილი.
- შენ გვერდით ვარ, ძმაო. - მხარზე ხელი დაუტყაპუნა თემომ.
- მეგობრობა გავუგზავნე facebook-ზე, Instagram-ი გამოვიწერე, ვნახოთ რა იქნება. არსად არ მეჩქარება.



№1  offline წევრი EllaTriss

დასაწყისისთვის კარგია, ვნახოთ როგორ განვითარდება❤ წარმატებები

 


№2  offline წევრი სესილია

EllaTriss
დასაწყისისთვის კარგია, ვნახოთ როგორ განვითარდება❤ წარმატებები

მადლობა დიდი blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent