შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოდი ვითამაშოთ” 1 თავი


2-11-2020, 02:25
ავტორი mancho1
ნანახია 9 673

შემოდგომა და საშინელი, უჟმური, ცივი ამიმდები სამყაროში ყველაზე მეტად მაღიზიანებს. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ სიცივე ჩემი ერთ-ერთი უსუსტესი მხარეა, როცა მცივა, უკონტროლოდ პანიკური და არაადეკვატური ვხდები.
დილით უსიცოცხლოდ ვიღვიძებ და საწოლიდან ზლაზვნით ვდგები. სხვების მსგავსად, ჩემი დილა ყავით და შვრის ფაფით ნამდვილად არ იწყება, არც სახის მოვლის პროცედურებს ვუთმობ საუკუნო დროს.
ფარდები ფართოდ გადავწიე და სააბაზანოში შევვარდი, სასწრაფოდ წყალი გადავივლე და ვეცადე ჩემი უძილო სახე მსუბუქი მაკიაჟით გამომეცოცხლებინა, რადგან სამსახურში მისულს ჩემი სახით არავინ შემეშინებინა.
პროფესიით სოციოლოგი ვარ და ზუსტად ამ სფეროში უამრავ წარმატებას მივაღწიე, რაც უზომოდ მაბედნიერებს. სოციოლოგიურ კვლევათა ცენტში ჩემი საკუთარი ადგილი ვიპოვე, ეს ის სამსახურია რაც არა მარტო ფინანსურად მამყარებს, არამედ ფსიქოლოგიურადაც, რადგან ბავშვობიდან დაუცხრობელი ცნობის მოყვარეობა დამსდევს და სოციალურო კვლევები კი მეხმარება ყველა ჩემთვის საინტერესო სოციალური ინფორმაცია ბოლომდე, ამომწურავად და რაც შეიძლება ძირფესვიანად შევისწავლო და გავიგო.
ნოემბრის ცივ და “უჟმურ” დღეს, დიდი სიყვარულის მიუხედავად მაინც ძალიან მეზარებოდა სამსახურში წასვლა. თბილი ქურთუკი მოვიცვი და მეტრომდე მისასვლელი გზა ელვისებური სისწრაფით გავიარე. ჩემს მეგობარ ანუკის შევხვდი და ამჯერად გზა ერთად განვაგრძეთ სამსახურამდე.
-იცი დღეს რა მაგარი ამბავი იქნება სამსახურში? აღტაცებით მიყურებს ანუკი
-რამე ხდება რა არ ვიცი? გაოცებული სახით შევყურებ.
-მოკლედ, გუშინ შენ რომ წახვედი, ეკამ, (უფროსმა) განცხადება გააკეთა
-რაო მერე? ინტერესს ვეღარ ვიკავებ
-ახალი კვლევა გვჭირდება, რაიმე საინტერესო, და საუკეთესო იდეის ავტირი შეძლებს საზღვარგარეთ ჩაატაროს შესაბამისი კვლევაო...
-მართლა? ძალიან მაგარია... უჟმური დღე სულ გასხვანაირდა და რაღაც საუცხოო ხიბლი შეიძინა.
ოფისში თითქოს ამაყი ნაბიჯებით შევაბიჯე და ჩემი კუთვნილი ადგილი სასწრაფოდ დავიკავე.
-გუშინდელ კვლევებს გადახედავ?
მეკითხება ახალბედა, დაბნეული თანამშრომელი.
-კი, რა თქმა უნდა. ვეუბნები და დასტად შეკრულ ფურცლებს ვართმევ.
-იდეალურია, შეგიძლია დააფორმატო და გაავრცელო. ყურებამდე გავუღიმე და მისი აღტაცებით გამოწვეული მუხტი მეც გადმომედო.
დღის ბოლოს უფროსმა რამდენიმე თანამშრომელს სათათბირო ოთახში დაგვიძახა, მათ შორის ჩემი საუკეთესო მეგობარი ანუკიც იყო.
-როგორც ვხედავ მოდუნება შეეტყო ჩვენს კვლევით ცენტრს, და ეს საკმაოდ მაშინებს... სერიოზულად წარმოთქვა ქალბატონმა ეკამ და განაგრძო...-ამიტომ ახალი გეგმა შევიმუშავე, საუკეთესო კვლევითი იდეის ავტორს, გავუშვებთ საზღვარგარეთ, რადგან სრულფასოვანი კვლევა ჩაატაროს საკითხის შესახებ. აბაა? გისმენთ, გამოუშვით იდეები.... ქალბატონი ეკა გამომცდელად გვიყურებს ოთხ უმწეო, მაგრამ გახარებულ თანამშრომელს და მომლოდინე სახით ელის ჩენს იდეებს.
რამდენიმე წუთის შემდეგ დუმილის დარღვევა მე ვიკისრე საკუთარ თავზე.
-ერთი იდეა მაქვს, თუმცა არვიცი რამდენად მართებული იქნება.
-გისმენთ სესილია.
-ვფიქრობ კარგი იქნება თუ თამაშებზე ჩავატარებთ კვლევას.
-თამაშებზე? ეს ხომ მილიონჯერ გავაკეთეთ უკვე? თქვა გაკვირვებულმა საბამ და სხვებს გადახედა.
-ხო, მაგრამ “ლურჯი ვეშაპი” არავის გაუკეთებია მგონი... ეკას შევხედე, რომელსაც დაინტერესება შეეტყო სახეზე.
-ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ ამ თამაშს ბოლომდე შევისწავლით, გავიგებთ მის ყველა საიდუმლოებას, გავესაუბრებით დაზარალებულებს და შესაძლოა ამ კვლევით უდოდესი დანაშაულიც აღმოვფხვრათ. თანაც ეს თემა თინეიჯერებისათვის აქტუალურია, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ თამაშის რეალურ სახეს ვაჩვენებთ მათ და უამრავ საფრთხეს ავარიდებთ. ასევე შესაძლოა უამრავი დანაშაულიც გავხსნათ.
ქალბატონი ეკა წუთით ჩაფიქრდა, და მოულოდნელად წამოიძახა.
-მგონი სხვა იდეების მოსმენა აღარ არის საჭირო ხო?
ამ დროს სიამაყის შეგრძნებამ გამიარა, თუმცა გულდაწყვეტილი მეგობრების დანახვისას გულში უჩვეულო დარდი ჩამეღვარა.
-იქნებ სხვისი აზრიც მოგვესმინა ქალბატონო ეკა? დიდსულოვნად შევაწყვეტინე უფროსს საუბარი. ეკამ გაოცებული თვალები დაჭყიტა და უკმაყოფილოდ დამეთანხმა.
-კარგი? გაქვთ იდეები? მიმართა თანამშრომლებს. თუმცა მათგან პასუხი ვერ მიიღო.
-კარგი, ანუკი, რისკიანო ქალბატონო იმედია ხვდები, რამდენად სერიოზულ თემას ეხები.
-რა თქმა უნდა...დავეთანხმე გადაჭრით
-კარგი, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
სახლში გვიან დავბრუნდი. მოვწესრიგდი და დივანზე მოკეცით დავჯექი, მალევე ჩამეძინა, თუმცა კომფორტი ანუკის ზარმა დამიფრთხო.
-ხო ან, გისმენ
-სესი ძალიან ცუდად ვარ.... ანუკის ხმა უკანკალებდა.
-რა ხდება მშვიდობაა? წამოვდექი და ნერვიულად დავიწყე სიარული.
-ქირის გადახდა ვერ მივახერხე ამ თვეში და სახლის პატროა გამომაგდო, ახლა ვდგავარ შუა ქუჩაში ბარგით და ლამის გული გამისკდეს.
-გაგიჟდი? ტაქსი გააჩერე და ჩემთან მოდი სასწრაფოდ.
ტელეფონი გავუთიშე და ძალიან მალე ჩემთან აღმოჩნდა ანუკი. რა თქმა უნდა მეგობარს დავეხმარე და ბინა გავუყავი. ოთახით გამოვუყავი, დაისვენა და ყავის დალევის დროც მოვიდა.
-ბოდიში რა, შეგაწუხე
-არ გრცხვენია? ამის შემდეგ არსად არ გაგიშვებ, ჩემთან იცხოვრებ.
-იცი როგორ მიხარია, საზღვარგარეთ რომ წახვალ? ანთებული თვალებით მითხრა ანუკიმ.
-მართლა? მეგონა გული დაგწყდა
-ეგ ადგილი შენია, შენ გეკუთვნოდა, ასეთი მოტივირებული და სამსახურზე შეყვარებული სხვა არავინ არსებობს.
-მიხარია ასე რომ ფიქრობ.ვუთხარი და თავი მორცხვად დავხარე.
-ეკა გესაუბრა დეტალებზე? როდის მიდიხარ.
-კი, დღის ბოლოს ვისაუბრეთ. იტალიაში მივდივარ ერთი კვირით, საკმაოდ მცირე დროა, აზრზე არ ვარ როგორ მოვახერხებ ინფორმაციის შეგროვებას ასე მალე.
-მთავარია მიდიხარ და იქ ყველაფერს კარგად იზამ, თან მეც დაგეხმარები აქედან და ერთად აუცილებლად მოვასწრებთ... გულწრფელად გამიღიმა და აივნიდან ქალაქს გადახედა.
-25 ოქტომბერს იგეგმება ფრენა, ხვალ ბილეთს ავიღებ და მოვემზადები.
-ღადაობ? დღეს ოცდასამია, როგორ მოასწრებ ყველაფერს
-არ ვიცი, ძალიან ცოტა დრო მაქვს.
-ხოდა ადექი ჩაბარგება დავიწყოთ.
უხალისოდ გავყევი ანუკის და ერთი ჩემოდანი ტანსაცმლით გავტენეთ. დილით ადრე გავიღვიძე და ანუკიც გავაღვიძე. მალევე მოვემზადე და ბილეთის ასაღებად წავედი. უზარმაზარი რიგი ძლივს დასრულდა და ჩემი ჯერიც დადგა. შემდეგ ისევ სამსახურში დავბრუნდი და დღის ბოლოს, გადაღლილი მივედი სახლში.
ვერაფრით დავიძინე, მთელი ღამე კვლევაზე ვფიქრობდი, აქამდეც ვყოფილვარ სხვადასხვა ქვეყნებში, კვლევებს ხშირად ვატარებდი, ბოლოს გერმანიაში სამედიცინო ტექნიკებთან დაკავშირებით მქონდა პროექტი, ახლა კი იტალიაში მივემგზავრები. ამ ქვეყანაში შეიძლება კულტურა, მოდა, საჭმელი და ათასი რამ განიხილო, თუმცა თამაშების კვლევა, ცოტა მეუცხოვა.
ამასობაში თავზე დამათენდა და ანუკიც ახლად გათენებულზე დავაფეთინე. ყავა ერთად დავლიეთ და სამსახურში გავაცილე. დღეს არ ვმუშაობ მე, რადგან საღამოს რვა საათზე ფრენაა, ანუკი კი ათ საათამდე სახლში მოსვლას ვერ მოახერხებს. წასვლის წინ მაგრად ჩამეხუტა და უამრავი წარმატება მისურვა.
ექვსი საათი ხდებოდა, ჩავიცვი და ტაქსი გამოვიძახე. დაბარგული ჩავედი მერვე სართულიდან და ძლივს ჩავტენე საბარგულში ჩემოდანი. ცოტა ხანში აეროპორტში აღმოვჩნდი. რაღაც უცხო გრძნობა მქონდა, ამდენი მოგზაურობის მიუხედავად ახლა სხვანაირად ვნერვიულობდი, თავში აზრები მერეოდა, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ დავლოდებოდი ჩემს რეისს და არაფერზე მეფიქრა. თუმცა სესილია რა გოგოა ვინმეს თუ არ დააკვირდა და არ იფიქრა მასზე?
*******
ოდესმე თუ გიფიქრიათ ცნობისმოყვარეობაზე?
რა საშინელი გრძნობაა, იაზრებთ?
შიგნიდან გჭამს ინტერესი ნებისმიერი საკითხის და ცდილობ თავიდან ბოლომდე, ძირფესვიანად, ამომწურავად, რაც შეიძლება ღრმად ჩაძვრე, ჩაეძიო და ყველაფერი გაიგო.
ამ საშინელ გრძნობას დავატარებ უკვე 25 წელია და ზუსტად ამის გამო, ახლა, ამ წამს ვზივარ აეროპორტში.
გარშემო დიდი თეთრი კედლებია, ჩემს უკან კი დახრილი მინებით შექმნილი ფანჯრების იმიტაცია. გამჭვირვალე მინიდან ნათლად ჩანს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და ნათურებით განათებული ასაფრენი ბილიკი.
ფიქრებში ჩართულს თავი მეწვის და მინდა უმიზეზო მოწყენილობას თავი დავაღწიო, თუმცა უშედეგოდ.
შემოსასვლელში ბიჭი დავინახე.კარი შემოაღო და მოსაცდელის კართან,იატაკზე დაეშვა.შიგნით ჩანთებით მოსიარულე მასა გუგუნებდა.ზოგი ქვითინებდა,ზოგი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო,ზოგი თაიგულით ხელში ვიღაცის ჩამოსვლას ელოდა.კართან ჩამომჯდარი ბიჭი კი სულაც არ ჰგავდა მომლოდინეს.არც ვინმეს წასვლას დარდობდა,არც არავის მოსვლა უხაროდა,არც საბუთები ეჭირა,არც თაიგული,არც გაძეკილ ჩანთას აგორებდა აქეთ-იქით.
ხელში ქაღალდის ჭიქა ეჭირა და არაფრის მთქმელი თვალებით მასას ათვალიერებდა.ის არ ჰგავდა მათ, არ მგავდა მე,უბრალოდ იყო ბიჭი არაფრის მთქმელი თვალებით და გაყინული მზერით.თითქოს მისმა ასეთმა გამომეტყველებამ ხალხისადმი დამაფიქრა.მეც შევხედე ერთად შეგროვილ,გასამგზავრებლად მომზადებულ ხალხს და თითქოს იმ ბიჭის მსგავსად,შორსმჭვრეტელი თვალით გადავხედე ქაოსურ დარბაზს.
ამ დარბაზში უამრავი ისტორია დადიოდა.ყველას რაღაც ისტორია დაჰქონდა ჩემოდნით,ზოგს ბედნიერების,ხალისის,ზოგს კი ტკივილის.იმ ბიჭს?მას არაფერი ჰქონდა. მისი იქ ყოფნა არყოფნას უფრო ჰგავდა.მილიონჯერ შევხედე,ვცდილობდი ეს არაფრის მეტყველი თვალები შორიდან ამომეცო,თუმცა მას ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ.
ემოციებით დატვირთული სარკესთან მივედი,ხელები ცივი წყლით დავისველე და კისერზე ნაზად მოვისვი.ორი წამით თვალები დავხუჭე,რათა ემოციები გამექარწ....ბინა,თუმცა უძილო და დაღლილი თვალებიდან მაიმც გადმომცვივდა უმიზეზო ცრემლები.
სარკის წინ ჩემს გამზრალ სახეს,აჭაობებულ თვალებს ვაკვირდებოდი.არ ვიცოდი რა მღრღნიდა ამ წამს.
უცებ კარი გაიღო,სწრაფი ფეხის ნაბიჯმა ოდნავ შემაკრთო.ოთახში ნაცნობი,თან უცნობი მზერა შემოვიდა. ეს ის ბიჭი იყო, ჩემი ინტერესის უდიდესი წყარო.
მისთვის არც შემიხედავს ისე დავეშვი ფითქინა სკამზე.
ბიჭმა ნერვიულად გაუკიდა სიგარეტის ღერს და სარკის წინ ღრმა ნაფაზი დაარტყა.
-კვამლი ხომ არ გაწუხებთ?
მისმა ხმის ტემბრმა მომნუსხა და საუბრის უნარი თითქმის დავკარგე.წამიერი ყოყმანის შემდეგ ამოვღერღე
-აა...არა,არა
ბიჭი სარკესთან უფრო ახლოს მივიდა,საკუთარ თავს წამის მეასედში მიაშტერდა,ერთი ხელით თმა შეისწორა და წყალი მოუშვა.სიგარეტი ტუჩებთან მიიტანა და ხელები ნაზი მოძრაობით აათამაშა წყალზე.-ალბათ რომელიმე საკრავზე უკრავს..გავიფიქრე და მის გრძელ თითებს მზერა ავარიდე.
-კარგად ხართ?
-კი, კი არაფერია. ვუთხარი და ცრემლიანი თვალები კარისენ მივმართე.
ბიჭმა მეორე ღერი სიგარეტი გააბოლა და ჩემკენ ნელი ნაბიჯით წამოვიდა.
-მე სანდრო ვარ..თქვენ? ხელი გამომიწოდა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-მე...მე სესილია
-სესილია,ლამაზი სახელია.
-მადლობა...ნაზი ღიმილი შევაგებე მის დაღლილ თვალებს.მან კიდევ ერთხელ გააბოლა და ჩემს ღიმილს თვალი გააყოლა.
-აქ ხომ მოწევა არ შეიძლება.
-გეთანხმები არ შეიძლება.
-მაშინ რატომ ეწევით?
-თანამშრომელი ვარ,ამიტომ გავთამამდი და თავს უფლებას ვაძლევ ცოტახნით განვიმუხტო.
-დაცვის თანამშრომელი ხართ?..ისე დაუფიქრებლად მივახალე ბიჭმა ღილიმი ვერ შეიკავა და სერიოზული შუბლი წამებში გახსნა.
მის ფორმას თვალი შევავლე და ჩემი საქციელის შემრცხვა.
-ბოდიში..გაუბედავად და შერცხვენილად ამოვღერღე და სარკისკენ გავიხედე.
-არაფერია...ისევ ღიმილი შემომაგება უხერხულობის გასაფანტავად...-პილოტი ვარ,23საათიანი ფრენა მელის წინ,ამიტომ მინდა დასვენებული შევიდე კაბინაში.
-გასაგებია.
-ახლა უნდა წავიდე,თუმცა იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით.
ორივემ ზუსტად ვიცოდით, რომ სამყაროში ვეღარასდროს შევხვდებოდით ერთმანეთს და ეს შეხვედრაც ცოტახანში მოგონებების დიდ კარიბჭეში გამოიკეტებოდა, თუმცა იმედიანი ღიმილით იგივე ვუპასუხე.


პ.ს
იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი პირველი რომანი ^_^



№1  offline წევრი EllaTriss

ჰოო))
კარგად წერ, უდაოდ.. მაგრამ ბანალური მეჩვენება რაღაცნაირად. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ პირველი თავია ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ცხადია, რომ ისტორია, სესილიას და სანდროს სიყვარულს მოგვითხრობს.
ცუდად არ მიიღო, უბრალოდ 90% ყველა ასეთ რაღაცას წერს აქ. სიყვარული რა თქმა უნდა უნდა იყოს, მაგას არ ვამბობ, უბრალოდ ეცადე, რაიმე განსხვავებული და გამორჩეული შექმნა. ეს მკითხველის მოზიდვაშიც დაგეხმარება.

სხვა მხრივ, სტილი კარგია, გამართული.
ვნახოთ როგორ განვითარდება, მაინტერესებს, ასე რომ მოგყვები.
წარმატებები❤

 


№2  offline წევრი mancho1

პირველ რიგში, მადლობა რომ დაინტერესდით ^_^ გპირდებით არ იქნება ეს ბანალური სიყვარულის ისტორია, რადგან პირველი თავი დაეთმო მხოლოდ სესილიას ცხოვრების გაცნობას, მის ყოველდღიურ რუტინას. ამიტომ მომდევნო თავებში იქნება საინტერესო და დამაინტრიგებელი მომენტები. ❤️

 


№3 სტუმარი Life is beautiful

კარგია. მომეწონა და წარმატრბებს გიეურვებ....

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომეწონა დასასწყისი,კაეგია.

 


№5  offline წევრი mancho1

Life is beautiful
კარგია. მომეწონა და წარმატრბებს გიეურვებ....


მადლობა დიდი ^_^

სტუმარი nancho
ძალიან მომეწონა დასასწყისი,კაეგია.


მადლობა ^_^

 


№6  offline წევრი კოსსმო ანო

რა საყვარლობაა

 


№7  offline წევრი mancho1

კოსსმო ანო
რა საყვარლობაა



ბედნიერი ვარ რომ მოგწონთ ^_^ მეორე თავიც ავტვირთე, თუმცა აშკარად არ დადასტურდა :/

 


№8  offline წევრი კოსსმო ანო

mancho1
კოსსმო ანო
რა საყვარლობაა



ბედნიერი ვარ რომ მოგწონთ ^_^ მეორე თავიც ავტვირთე, თუმცა აშკარად არ დადასტურდა :/


ცოტა დრო სჭირდება ხოლმე,მალე დაადასტურებენ..და თქვენობითის გარეშე პატარა ვარ საკმაოდ smile

 


№9  offline წევრი mancho1

კოსსმო ანო
mancho1
კოსსმო ანო
რა საყვარლობაა



ბედნიერი ვარ რომ მოგწონთ ^_^ მეორე თავიც ავტვირთე, თუმცა აშკარად არ დადასტურდა :/


ცოტა დრო სჭირდება ხოლმე,მალე დაადასტურებენ..და თქვენობითის გარეშე პატარა ვარ საკმაოდ smile



კი მაგრამ მთელი დღე არდაიდო და ცოტა შევშინდი ???? :დ
პ.ს
მაშინ მოვიშორებ ოფიციალურობას ????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent