შერიგების ლექსი
გთხოვ რა, არ გახდე სხვების მსგავსად ზრდასრული გოგო, ხომ შეიძლება მხოლოდ ჩვენ, რომ ბავშვებად დავრჩეთ, ,,ნეკი-ნეკისა'' შერიგების დავტოვოთ ლოგოდ, რომ ერთმანეთი ერთმანეთზე სუფთა გაგვაჩნდეს. ნუ გავიზრდებით, ნუ გავხდებით მოუცლელები, ნუ შევისწავლით ტყუილებს და გრძნობებზე თამაშს, მე მიყვარს შენი თვალები და სახის ფერები, როცა მორცხვობ, ან მიბრაზდები და მიწყებ დაშლას: დალევის, ჩხუბის, სიგარეტის, ქალების, ვალის, ათასი რამის... (რაც პატარას სულ არ გამეგო), სახარბიელო წამოზრდაში აბა რა არის? რაც გავიზარდე მშობლებთანაც არ მაქვს საერთო. აღარ მეძახის დედაჩემი ,,დადუს'', ,,გუდუნას'', მეც არ ვეძახი სამწუხაროდ დედას დედიკოს, დავიხუჭები, დამემალე, მოდი, თუ გინდა, დაჭერობანაც ვითამაშოთ, მგელი მე ვიყო. შენ გაიქეცი, გაასწარი დროს და სიდიდეს, ციცინათელებს გაეკიდე, ბოთლში ჩავრაზოთ, ოღონდ ამ ჩვენი სიყვარულის აღარ გიკვირდეს, და დავიწყება არასოდეს შემომთავაზო. გთხოვ რა, ნურასდროს გავიზრდებით, დავრჩეთ ბავშვებად, ,,ნეკი-ნეკისა" შერიგების დავტოვოთ ლოგოდ, და თუ ოდესმე მოგვიწია გაზრდის დაშვება, გახსოვდეს, მე ვარ შენი ბიჭი, შენ ჩემი გოგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.