“მოდი ვითამაშოთ” 2 თავი
სანდრომ მოსაცდელი ოთახი დატოვა, ვერ მივხვდი ამ ბიჭმა რატომ გამოიწვია ამხელა ინტერესი ჩემში, ამიტომ ამ აზრების გასაფანტავად ანუკის დავურეკე და გული გადავუშალე. -ჯერ არ მიფრინავ? მეკითხება ნაღვლიანი ხმით -არა ან, მოსაცდელში ვარ. ისე დავიღალე ემოციებით. მგონი არაფერი გამოვა. ეს თამაში იტალიაში დიდად აქტუალური თემა არ არის. ძალიან ცუდად აარჩია ადგილი ეკამ. ვნერვიულობ... საწყალი ხმით ვესაუბრები ანუკის. -ნუ ნერვიულობ ყველაფერს მოვაგვარებთ, მცირედ ინფორმაციას ხომ მაიმც მიიღებ. -არ მინდა მცირედი, თუ საჭირო იქნება თვითონაც დავიწყებ თამაშს. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს მაინც გავარკვევ ყველაფერს... ხმა ისე მიკანკალებდა სიტყვებს ძლივს ვაბამდი ერთმანეთს. უცებ კარის ხმა გავიგე, თითქოს ვიღაც მისმენდა კარს უკან, ნერვიულად წამოვხტი სკამიდან და კართან მივედი. -მოიცადე ანუკი, ერთი წუთით... საუბარი გავაწყვეტინე მეგობარს. -რა ხდება? მშვიდობაა? კართან მისულს არავინ დამხვდა და შვებით ამოვისუნთქე. -კი, მშვიდობაა, რაღაც მომესმა. კარგი წავედი ახლა, რადენიმე წუთში გავფრიდები. გკოცნი -თავს გაუფრთხილდი სესი, მეც გკოცნი ბევრს, რომ ჩახვალ აუცილებლად დამირეკე. ონკანიდან წყალი მოვუშვი და ისევ გამახსენდა სანდრო. ღმერთო, რანაირი ბიჭი იყო? კარგი ამაზე აღარ ვიფიქრებ, ვეუბნები საკუთარ თავს და დარბაზში გავდივარ. როგორც იქნა ჩემი რეისიც მოემზადა გასაფრენად. თვითმფრინავში ავედი და დაჯდომისთანავე ღვედი შევიკარი. სიმაღლის ძალიან მეშინია, თუმცა ხედით ტკბობას მაინც ვაპირებდი. ისევ ფიქრები წამოვიდა თავში, -ნეტა ის ბიჭი მართავს ახლა ამ თვითმფრინავს? რა საინტერესოა. იქნებ დამინახა, დარბაზში რომ ვუყურებდი და მაგიტომ შემოვიდა სახის დასაბანად მოსასვენებელ ოთახში? ვაიმე, დავიღალე სესი, გაჩუმდი. ვებრძვი საკუთარ თავს და ვცდილობ დავიძინო. თვალები რომ გავახილე აერეპორტში ვიყავი. თვითმფრინავიდან ჩამოვედი და ნომერი ვიყიდე, ანუკის დავურეკე და ჩემი მშვიდობით ჩასვლა ვაცნობე. სასტუმრომდე ტაქსით მივედი, საკმაოდ კარგი სიტუაცია დამხვდა ნომერში. ყველაფერი სუფთა და ლამაზი იყო. ჩემოდნიდან ლეპტოპი ამოვიღე და ჩემი გეგმის ფაილი გავხსენი. -მაშ ასე, რას ვაპირებთ? საკუთარ თავს ველაპარაკები და ტუჩის კუთხეს ნერვიულად ვიკვნეტ...-ხო, ხვალ პატარა ქუჩის გამოკითხვას ჩავატარებ რომის ქუჩებში. და იქნებ დაზარალებულიც ვიპოვო, ეს ყველაზე მთავარია ახლა. დაღლილს ძალიან მალე ჩამეძინა, დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, უკვე რვა საათი იყო იტალიის დროით. ბორდოსფერი ატლასის მოკლე სარაფანი ჩავიცვი, თმა ზემოთ ავიწიე და ცოტა მაკიაჟითაც გავანებივრე ჩემი სახე. მოვკრიფე საქაღალდეები და ერთნაირად ჩავყარე მოზრდილ ჩანთაში, ქურთუკი მოვიცვი და ყოველგვარი საუზმის გარეშე გავედი. რისეფშენს დამატებითი გასაღები გამოვართვი, ყოველი შემთხვევისთვის და ქუჩაში გამოკითხვის ჩასატარებლად გავემართე. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი რესპონდენტი ჩავწერე, აშკარად კარგად ესმით თამაშის სიმძაფრე, ისინი ამბობენ, რომ როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, აქაც თინეიჯერების დიდ ნაწილს საფრთხეს უქმნის სასიკვდილო თამაში. ზოგი მათგანი სიცოცხლეს თვითმკვლელიბით ამთავრებს, ზოგიც კი სასწაულად გადარჩება. გამიმართლა და “დაზარალებულიც” ჩავწერე, პაბლო, რომელიც 19 წლისაა, ინტერესის გამო გადაწყვიტა “ლურჯი ვეშაპით” გართობა, თუმცა მალე მიხვდა რამდენად დიდ საფრთხეს უქმნიდა საკუთარ თავს და თამაში შეწყვიტა, მას ემუქრებოდნენ, როგორც ყველა სხვას, ეუბნებოდნენ, რომ მის მშობლებს მოკლავდნენ, თუმცა პაბლომ ჭკვიანური ხერხით თავი დაიძვრინა, მან სრულად გაანადგურა ყველა ექაუნთი საიდანაც მათ შეეძლოთ დაკავშირებოდნენ, წაშალა ასევე მშობლების ექაუნთები და დროებით სოციალურ სამყაროს მოსწყდა. ეს ისტორია ძალიან მომეწონა, ვკითხე თუ რა დავალებებს აძლევდნენ, მან რამდენიმე დამისახელა, თუმცა ამ დავალებებიდან დიდად თამაშის სისასტიკე არ ჩანდა. გამოკითხვას საკმაოდ გვიან მოვრჩი, ერთ დღეში ასამდე გამოკითხული პიროვნება მყავდა, უცხო ქვეყანაში რთულია ერთ დღეში ორასი კაცის გამოკითხვა, ამიტომ უკმაყოფილო ნამდვილად არ დავრჩი საკუთარი მუშაობით. ერთ-ერთ კაფეში ყავა შევუკვეთე და ტერასაზე კომფორტულად მოვკალათდი. ჩემს ჩანაწერებს გადავხედე, თვალი გადავავლე თითქმის ყველა ინფორმაციას, თუმცა მივხვდი, რომ ეს საკმარი არ იყო, ვინმე ნამდვილი დაზარალებული უნდა მეპოვა. მასალის შესაგროვებლად სულ რაღაც 5 დღე მრჩებოდა, ამიტომ ეს დრო ნაყოფიერად უნდა გამომეყენებინა. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, თუ საკუთარ ტყავზე არ გამოცდი, ვერაფერი გამოგივა. ანუ მეც მჭირდებოდა გამოცდილება, რომელიც საშუალებას მომცემდა გამეაზრებინა ეს კვლევა. ლეპტოპი გავხსენი და დავიწყე საიდებზე ქექვა, როგორც იქნა მივაგენი “ლურჯ ვეშაპს” და ხელის აუკანკალებლად დავიწყე რეგისტრაცია, მივუთითე ყველაფერი რაც ჩემს იდენტობას დააფიქსირებდა, ჩემი საცხოვრებელი, ნომერი, სრული სახელი და გვარი და ა.შ. თავიდან დიალოგი უცხო პირთან გაცნობით დაიწყო, ჩვეულებრივი საუბარი, ეს პიროვნება ცდილობდა გაეგო ჩემი ყოველდღიურობა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საუკეთესო ფსიქოლოგები არიან, ადამიანის ყოველი მოქმედება თუ სიტყვა მათთვის დიდი ინფორმაციის მომტანია შინაგან სამყაროსთან დაკავშირებით. სულში გიძვრებიან და ყველანაირად ანგრევენ შენს ფსიქოლოგიას, ბოლოს კი შენი ტკივილებით, შენი ოჯახით და საყვარელი ადამიანებით მანიპულირებენ. იტალიაში მოგზაურობამ იდეალური შედეგი გამოიღო. იდეალური მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ დავიწყე თამაში და საკუთარი თავიდან გამომდინარე საკმაოდ საინტერესო კვლევა გამომივიდოდა. სიმართლე რომ ითქვას, კარგადაც გავერთე, ყველა ის ადგილი დავათვალიერე, რომლის ნახვა აქამდეც ძალიან მინდოდა, უამრავი ფოტო გადავიღე და მოკლედ დავტკბი რომით. როგორც იქნა უკან გამგზავრების დროც დადგა. ჩემოდანი ჩავაბარგე და აეროპორტში წავედი. დიდხანს ლოდინი არ მომიწია, თუმცა აქაც მოვასწარი ხალხის შეთვალიერება. მოსაცდელში იატაკზე ზურგჩანთა დავდე და ზემოდან დავჯექი. ძალიან მეძინებოდა, ყურსასმენები გავიკეთე და ვეცადე ცოტახანს დამეძინა. ტელეფონის ხმამ შემაკრთო, ესემესი გავხსენი სადაც ეწერა: “შენ არ გითქვამს, რომ ახლა იტალიაში ხარ. ტყუილისთვის დაისჯები, იცი?” უცნობმა პირველი მუქარა განახორციელა. ცოტა დავიძაბე, მაგრამ პასუხის დაბრუნება არ მიცდია. შეშინებული და აფორიაქებული პატარა ბავშვივით მივიბუზე კედელთან, ერთი სულით ველოდი გამგზავრებას. **** თქვენ დამთხვევების გჯერათ? მე არა. უფროსწორად მეგონა, რომ აქამდე არ მჯეროდა. უეცრად ყველა უარყოფითმა შეგრძნებამ უკან დაიხია, თუმცა გული საშინლად ამიჩქარდა. რატო? იმიტომ რომ ჩემს წინ საწვიმარში გამოწყობილი, პილოტი სანდრო დავინახე. თითქოს ვერ დავუჯერე საკუთარ თვლებს და ორჯერ სწრაფად დავახამხამე. სანდრომ საკმაოდ შორი მანძილიდან აქეთ-იქით მიმოიხედა და უაზრო გამომეტყველებით წამოვიდა ჩემსკენ. -ვერ მიცნო? გაოცებული ვეკითხები ჩემს თავს. ხომ ვთქვი, დამთხვევების არ მჯერა, მითუმეტეს ისეთის, როცა საქართველოში შემთხვევით გაცნობილი პილოტი, იტალიის აეროპორტში, იატაკზე, ათი ათასობით ადამიანში, გვერდით მაინც და მაინც მე მიჯდება... მაგრამ მომიწევს დავიჯერო, რომ ასეთებიც არსებობს. და იმ ფაქტს რა ვუყო, თითქმის ხუთი მეტრის დაშორებით რომ ვიცანი? ცოტა გაკვირვებული სახით შევყურებ გვერდით მჯდომ სანდროს და ველი მისგან რაიმეს თქმას, თუმცა ამაოდ. პირველი ნაბიჯი მე ვითავე და ძლივს ამოვღერღე -თქვენ... პილოტი ხართ ხო? -კი, პილოტი ვარ... ბიჭმა შემომხედა და განაგრძო...- ქართველი ხართ? და უცებ სახე შეეცვალა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი დაინახა... -სესილია, როგორ ვერ გიცანით. -არაუშავს, ხდება ხოლმე... მორცხვად გავუღიმე და თმა უკან გადავიწიე. -იმდენ ადამიანს ხვდებით აეროპორტში, გასაკვირი არც არის რომ არ გახსოვდეთ... ისევ გავუღიმე, ამჯერად ირონიულად. -ბევრ ადამიანს ნამდვილად ვხვდები, თუმცა გაცნობას რაც შეეხება ცოტა უკონტაქტო ვარ, ამიტომ ასეთი შემთხვევები იშვიათია... ისე სასიამოვნოდ გამიღიმა წამებში დავდნი. -თვალებზე რა გჭირს? ტიროდი? ინტერესეით მეკითხება და თვალებში მიყურებს, რაზეც საშინლად ვწითლდები... -აა.. არა... გავუღიმე და განვაგრძე...- მგონი დეჟავუ მაქვს. ამის გაგონებაზე სანდროს კარგად გაეცინა. -მეც ასე ვფიქრობ. მგონი ეს აქამდეც მიკითხავს, თუ არ ვცდები. -მსგავსი რაღაც იყო, კი -ყავას ხომ დალევ? მეკითხება ისეთი ტონით, თითქოს ჩემგამ აუცილებლ თანხმობას ელის. -კი, რატომაც არა. -კარგი მაშინ ორ წუთში აქ ვარ... მითხრა და თვალი ჩამიკრა. ძალიან მალე დაბრუნდა, მთლად სველი იყო, ორი ქაღალდის ჭიქა ეჭირა და ბავშვურად იღიმოდა. -ესეც ცხელი ყავა... დალიე სანამ გაცივდება. -მადლობა... გარეთ წვიმს? -კიი თავსხმაა... მგონი სასაცილოდ გამოვიყურები, სულ გავიწუწე... ამ დროს ისეთი საყვარელი და ბავშვურია მინდა მაგრად მოვეხვიო. -კიი, ნამდვილად... მეც გულიანად გამეცინა და მის გაწუწულ თმას და სახეს თვალი შევავლე. -ეს საოცარი დამთხვევა რას მივაწეროთ? მოულოდნელად მეკითხება სანდრო და ჩემს დაბნეულ სახეს გამომცდელად აკვირდება. -არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები... მხრები ავიჩეჩე... ზოგადად დამთხვევების არ მჯერა -რისი თქმა გინდა, რომ ეს დამთხვევა არაა და სპეციალურად მოგძებნე? გულუბრყვილოდ იცინის და ცდილობს გამიგოს. -არა, რა თქმა უნდა ამის თქმას არ ვცდილობდი, არასწორად გაიგე. ამ შეხვედრამდე მეგონა რომ ასეთი რაღაცები არ ხდება, თურმე გამონაკლისებიც ყოფილა... ამ დროს საშინლად შემრცხვა და ვიგრძენი თავის მართლების დროს როგორ ვწითლდებოდი. -კარგი, ახლა მთავარია ეს დამთხვევა კარგად გამოვიყენოთ და უიმედოდ აღარ ვუთხრათ ერთმანეთს, რომ “შევხვდებით”... ეს ფრაზა პირველი შეხვედრისას ყველაზე დიდი ტყუილი იყო, თუმცა ახლა მჯერა, რომ კიდევ შევხვდებით, ამჯერად იმედიანად. -შევხვდებით იმედია... ღიმილი შევაგებე და მისგან პირველ ნაბიჯს დაველოდე რომ ჩემს შესახებ რაიმეს მკითხავდა. -ძალიან ლამაზი და უცო სახელი გაქვს სესილია. -მადლობა, დედასაც ძალიან უყვარს -დედაშენი საქართველოში ცხოვრობს? -არა, გერმანიაშია, უკვე წლებია რაც გერმანიის მოქალაქეა. -მამა? მამაც იქ არის? -რატო ინტერესდები? -ისე, უბრალოდ. ვიფიქრე უკეთესად გაგიცნობდი. -მშობლების ვინაობით ვერ გამიცნობ ბატონო პილოტო... ვუთხარი და ირონიულად გავუღიმე. -რა ვქნა, ინტერესი ჩემი მინუსია -მე ასე არ ვთვლი. და საერთოდაც ეგ მინუსი შეგიძლია სამყაროში ყველაზე დიდ პლიუსად აქციო -ეგ როგორ? -მე მომბაძე -შენ? გაკვირვებულმა შემომხედა და სახეზე კითხვის ნიშნები დაეხატა -კი მე. ბავშვობიდან საშინელი ცნობისმოყვარეობა დამდევს, ამიტომ ეს თვისება პროფესიად ვაქციე და ახლა სოცოლოგი, მკვლევარი ვარ. -ვაუ, ძალიან მაგარია. გენიოსი ხარ, მართლა... ყურებამდე გაეღიმა და თვალები დაუწვრილდა. -შემოდგომა არ გიყვარს აშკარად... მოულოდნელად თემა შეცვალა -კი, ასეა. შენ საიდან მიხვდი? გაოცებულმა შევხედე მის მზისფერ თვალებს. -რაც აქ ვსხედვართ ერთი წამითაც არ გამოგიჩენია თითები ქურთუკის სახელოებიდან... მზერა ჩემს დამალულ ხელებს მიაპყრო და გაიღიმა -ჩვევა მაქვს ასეთი, თითებს ყოველთვის გრძელ სახელოში ვმალავ. -ანუ ნოებმერი შენი თვე არ არის? -არა, საშინლად მცივა და არ მიყვარს. -ახლა მეც შენს მდგომარეობაში ვარ, უფროსწორად უარესშიც. ისეთი სველი ვარ მალე ლოლოები ჩამომეკიდება. ორივემ გულიანად გავიცინეთ. მასთან საუბარში დრო ისე გავიდა ვერც კი გავიგე. -ჩემი წასვლის დროა, მალე გაფრინდება ჩემი რეისი... გულდაწვეტით შევხედე და შევამჩნიე რომ ისიც არ დარჩა ნასიამოვნები. -მადლობა ყავისთვის, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი... იატაკიდან სწრაფად წამოვდექი, სანდროც მაშინვე წამოხტა და ჩანთა მომაწოდა. -ჩემთვისაც სასიამოვნო იყო.. იქნებ ნომერი მაინც დამიტოვო, ან ინსტაგრამი ან რაიმე, რითიც დაგიკავშირდები. იქნებ მომავალშიც გავაგრძელოთ საუბარი... თითქოს გულდაწყვეტილი მესაუბრება და ცდილობს ემოციები დამალოს. -კი რა თქმა უნდა. უბრალოდ ახლა ქართული ნომერი გამორთული მაქვს, ამიტომ ინსტაგრამს გეტყვი. სესი კაპანაძე მოძებნე, ძალიან მარტივად მიპოვი. -კარგი სესი, დროებით...გამიღიმა და თვალი მაცდურად ჩამიკრა. თვითმფრინავში ჩავჯექი, ღვედი შევიკარი და სკამის საზურგეს მაგრად მივეკარი. ჯერ არ გაფრენილ თვითმფრინავში ვგრძნობდი როგორ დაფრინავდა ჩემი არეული გრძნობები. -ნეტავ სანდრო რა გვარია? რატომ არ მამატებს ინსტაგრამზე? ან სად ცხოვრობს... სესი რატო არ კითხე, სულელი ხარ, მგონი გამუნჯებს ეგ ბიჭი... ჩემს თავს ვეჩხუბები და ვცდილობ ფიქრები გავფანტო, და ზუსტად ამ დროს დამატების მოთხოვნა და სანდროს შეტყობინება ერთად მოდის ჩემს სოციალურ ქსელში. ესემესი გავხსენი, სანდრო კეკელიძე: “კეთილი მგზავრობა სესი” ამის დანახვაზე ვიგრძენი, რომ თვითმფრინავთან ერთად ახლა მეც დავიწყე გაფრენა და ძირს ვეღარ დავეშვებოდი. -კეკელიძე ანუ? გავიღიმე და თვალები მაგრად დავხუჭე იმის მოლოდინით, რომ მალე საქართელოში გამეღვიძებოდა. ესეც მეორე თავი ^_^ აქედან უკვე მკვეთრად ჩანს სანდრო სესილიას ცხოვრებაში. პ.ს ეს თემა ეხება საკმაოდ საშიშ თამაშს, ვიცი აქ ბევრი თინეიჯერი კითხულობს რომანებს, ამიტომ გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ გარისკოთ ამ საშინელ თამაშში მონაწილეობა. მადლობა ყველას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.