შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გიყვარს, ცა სულ სხვა ფერია (ნაწილი 5)


4-11-2020, 11:04
ავტორი სესილია
ნანახია 1 642

***
წყალტუბოს ბაღს გადაჰყურებდა სასტუმრო „მურდათე პლაზა“. სარამ და კესანემ ერთდოულად გააჩერეს ავტოსადგომზე მანქანები. მურადი გოგოებს გამოეგება.
- სარა? კესანე? როგორ ხართ?
- მადლობა კარგად და შენ? - ჰკითხა კესანემ.
- შენ არ გელოდი.
- ხო, სიურპირზი გამოვიდა, მე ლექსოს თანამშორმელი ვარ.
- ვაა, რა მაგარია, ანუ ვითანამშორმლებთ კარგად.
- იმედი მაქვს.
- ლამაზი არქიტექტურაა, - თქვა სარამ.
- მადლობა, - უცებ გაჩერდა მურკა, - მოიცა შენ ასე აპირებ? - ხელებით ანიშნა მის მოკლე შორტებზე.
- უკაცრავად, ვერ გავიგე? - წარბები შეკრა სარამ.
- ხომ, იცი რომ არაბებთანაა შეხვედრა, ასე რატომ გამოეწყვე?
- დუბაიში ერთი წელი ვიცხოვრე, ამიტომ გთხოვ ნუ მასწავლი რა ჩავიცვა, სად და როგორ. ან ვინ ხარ ამას, რომ მიმითითებ? - ხმას აუწია სარამ და შესასვლელისკენ გაემართა.
- ერთ დღეს ეს, მე თავს მომაკვლევინებს. - შეწუხებული სახით უთხრა კესანეს.
- შეგიძლია დღესვე მოიკლა, აგერ ნახე რამხელა ჯაჭვია ამ ხეზე. - ხესთან იდგა მომღიმარი სარა და ხელით დიდ შავ ჯაჭვს აქანავებდა.
- არაა, - თავზე ხელები შემოიჭდო მურადმა, - სად ნახა ასე უცებ ეს ჯაჭვი? ან აქ რა უნდა ამ ჯაჭვს?
- მურად, ცოტა უნდა დამშვიდდე. - ანიშნა კესანემ, - თორემ დაკარგავ.
- დამშვიდდი, დამშვიდდი. - ღრმად ამოისუნთქა მურადმა და გოგოებს უკან გაჰყვა.
- ვა, ვა რა გოგოები, - სავარძლიდან წამოდგა დავითა.
- Hi boys, - მიესალმა სარა ბიჭებს.
- კესენე? - არ ელოდა დავითა.
- არ მელოდი ხომ? - გაეცინა, - მე ლექსოს თანამშორმელი ვარ.
- ოო, რა კარგი ამბავია. ე.ი სამეგობრო ერთ საქმეში ვიქნებით, მიყვარს ასეთი კარგი ამბები.
- მომწონს, ძალიან ლამაზი ეზო გაქვთ.
- შენ ჩვენი ღია ტერასა უნდა ნახო, არ მოგვცილდები.
- რატომ არ ვიცოდი აქამდე ეს ადგილი?
- ამიერიდან გეცოდინება და ჩვენი ყველაზე სასურველი და საპატიო სტუმარი იქნები. - თვალი ჩაუკრა სარას დავითამ.
- როცა, მურადი არ იქნება მაშინ მოვალ. - ბოროტულად ჩაიცინა სარამ და გვერდულად გახედა მურადს.
- ლექსო, რომელზე მოვლენ სტუმრები? - სხვა თემაზე გადასვლა სცადა მურადმა.
- წესით, აწინ უნდა მოვიდნენ, - საათს დახედა.
- სარა, არაბულად ნუ დაელაპარაკები.
- აბა, აქ რატომ ვარ? ინგლისური თქვენც კი იცით.
- მოისმინე რას ეტყვიან ერთმანეთს და მერე გვეტყვი.
- ოჰ, აგენტი გავხდე?
- კი.
- Ok. - გაეცინა სარას.
- მოვიდნენ, - წამოდგა ლექსო და სტუმრების შესახვედრად ბიჭებთან ერთად გაემართა.
- კეს, ნუ ხარ ასეთი დაძაბული. ცოტა მოდუნდი.
- სუნთქვა მეკვირს ჩემს გვერდით, რომ ზის. როდის წამოვალ სამსახურიდან, უკვე გული მეხუთება იქ.
- სანამ წამოხვალ სამსახურიდან, ახლა შეხვედრა გვაქვს და წამოდი.
- დავით, ჩვენც მოვედით. - მიუახლოვდნენ მოსულ სტუმრებს გოგონები. - მოგესალმებით.
- მოგესალმებით.
- რადგან ყველანი აქვე ვართ, წავიდეთ, დავათვალიეროთ სასტუმრო, შემდეგ კი ჩვენს ღია ტერასაზე გავაგრძელოთ საუბარი.

ცვლილებები ხშირად დაუგეგმავად ხდება, სარა მურადს უყურებდა, აკვირდებოდა მის თითოეულ მოქმედებას, საუბრის მანერას, მისი სიცილსაც კი... გულში ნელნელა სითბო იღვრებოდა, ესიმპატიურებოდა საქმიან იმიჯში მყოფი მურადი.
- აბა, როგორ მოგეწონა ჩვენი ტერასა? - ყურთან ჩასჩურჩულა ფიქრებში გართულ სარას მურკამ.
- მშვენიერია, - უცნაური სითბო ჩაეღვარა სხეულში სარას, მურადის სიახლოვე მასზე სხვანაირად მოქმედებდა. - ლამაზი ხედია, წყალტუბოს პარკი ხელისგულივით ჩანს.
- თუ გინდა ხელი აქ მოვაწეროთ...
- უკვე ხელსაც ვაწერთ და არ ვიცი? - გაეცინა სარას.
- ჩვენ უკვე „შვილებიც“ გვყავს...
- რას მელაპარაკები? და რამდენი?
- მინიმუმ სამი.
- ვაა და შენ ისე ხარ შორს წასული, სახელებიც გექნება შერჩეული.
- კი, გოგოს აუცილებლად ერქმევა სიდონია.
- სიდონია? და ეს შენ საიდან იცი? - წარბები შეკრა სარამ.
- რა, ეს სახელი?
- კესანემ გითხრა თუ მართამ?
- მოიცა, შენც მოგწონს ეგ სახელი? - სიამოვნებისგან ჩაეღიმა მურკას.
- დიახ!
- როგორ შეგიძლია იყო პატარა, საყვარელი, კნუტი და მერე წამებში, პანტერად გადაიქცე? - იცინოდა მურკა.
- ისე სანამ ბავშვების ნათლიებზე გადახვალ, ჩემს ძმას როდის უნდა დაელაპარაკო?
- რაზე?
- თვითმკვლელობას, რომ აპირებ იმაზე. - წვენი მოსვა სარამ.
- ამ დღეებში დაველაპარაკები.
- წარმატებებს გისურვებ, ვნხოთ რა შედეგს დადებ.
- რატომ? დამიშლის შენს სიყვარულს?
- რავიცი, ძმაკაცის და შეგიყვარდა და ეგ ხო აქ მოსული „პონტი“ არ არის?
- ნუ ცუღლუტობ, - თითი დაუქნია მურკამ, - ისე, რა უნდა გკითხო ლექსოსა და კესანეს შორის რა ხდება?
- რა ხდება? - მურკას მზერას გააყოლა თვალი.
- მოსწონთ ერთმანეთი აშკარაა.
- სიყვარულის ექსპერტიც ხარ? - გაჩუმდნენ, - ისე, ლექსოს, რომ მოწონს მეც ვხვდები, მაგრამ აი, კესანეს რა უნდა ჩვენც არ ვიცით...
- და შენ იცი?
- რა?
- შენ რა გინდა?
- კი, ვიცი...
- და მერე?
- წამოდი წავიდეთ, სუფრასთან დავბრუნდეთ.
- საღამომ კარგად ჩაიარა, არა? - იკითხა ლექსომ.
- საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, დავამატებდი. - თქვა დავითამ.
- მიხარია, რომ მოლაპარაკება შედგა. ხელშეკრულებებს კესანე მოამზადებს და სავარაუდოდ აგვისტოდან მივიღებთ სტუმრების ნაკადს.
- ჩვენ მზად ვართ.
- თარჯიმანი თუ დაგჭირდეთ აქ ვარ.
- მერე, რომ მოგიტაცონ?
- ასე იოლია სარა სარალიძის მოტაცება? ჰმ!
- კი მიკვირს ისე, რატომ ხართ ეს ორი დაქალი ასე მარტო? - თქვა ეს დავითამ და ლექსოს წყალი გადასცდა, მურკას კი ტელეფონი გადაუვარდა.
- ძალიან გაინტერესებს? - დააიგნორა ბიჭების აღელვება სარამ.
- კი.
- ე.ი მე თუ შევძლებ ვინმეს ვუთხრა „მე შენ მიყვარხარ“, უნდა ვუთხრა, რომ მიყვარს მასში ყველაფერი, რომ მასში მიყვარს საკუთარი თავი... მიყვარს ეს სამყარო, რომელიც მან სხვა ფერებში დამანახა და თუ ეს ვერ მოახერხა, სხვა შემთხვევაში სიტყვები ცარიელია, უფერული და უსულო.


*****
„როცა მას ვხედავ, თითქოს სუნთქვა მეკვრის, თითქოს ახსნა არ შემიძლია, ამ გრძნობას არ ვიცნობ, ადრე ასეთი რამ არ განმიცდია, თითქოს მე სადღაც ვიკარგები, ვერ ვსუნთქავ, ვკვდები, ჰაერის გარეშე ვრჩები... ნუთუ ეს, ეს სიყვარულია? იმედია, რომ არა...“- სავარძელში იჯდა და ჩაფიქრებული უყურებდა კესანე ლექსოს, მუშაობასაც გულს ვერ უდებდა, გრძნობდა საკუთარ თავს კარგავდა და შეშფოთებული სახით წამოდგა.
- შეიძლება? - კარებზე ფრთხილად დააკაკუნა კესანემ.
- დიახ, შემოდი.
- ხელშკერულებები მზად არის, ლექსო. - დასჯილი ბავშვივით კარებთან თავდახრილი იდგა გოგო.
- ეე, რა გჭირს? - ეუცნაურა ლექსოს კესანეს ქცევა.
- არაფერი, უბრალოდ ძალიან გადავიღალე და თუ შეიძლება სამი დღით, რომ გამათავისუფლოთ? - კარებს არ ცილდებოდა კესანე და ფურცლებსაც ნერვიულად ათამაშებდა.
- კარგი, სოფოს ან ტატოს უთხარი ძირითადი მონახაზი ამ კვირის საქმეების და შეგიძლია წახვიდე.
- დიდი მადლობა, - კარები ფრთხილად გამოიხურა და მობილურზე დარეკა, - სარა, სად ხარ? ... მისმინე მე მართასთან მივდივარ ეს კვირა გრიგოლეთში და თუ შეძლებ ჩამოდი შენც... რამოდენიმე წუთში გავალ სამსახურიდან, გავივლი სახლში და წავალ, ზღვა მჭირდება სასწრაფოდ... კარგი, დროებით.

****
მანქანა სწრაფად მიაპობდა ზღვისკენ მიმავალ გზებს, კესანეს სასწაულად ეჩქარებოდა ზღვასთან, თითქოს მხოლოდ მას გაანდობდა მის გულის ნადებს, შიშებს და ტალღებს გაატანდა მის ფიქრებს ზღვის სიღრმეში...
ზღვა მშვიდად ლივლივებდა, მზის ათინათები ტალღებზე ანცობდნენ, თოლიები მაღლა-მაღლა დაფრინავდნენ, სიოს კი სასიამოვნო ზღვის სურნელი მოჰქონდა და კესანეს გაშლილ თმებს ელამუნებოდა. იჯდა ზღვის სანაპიროზე და არაფერზე ფიქრობდა.
ხანდახან ადამიანს ჰაერივით სჭირდება განმარტოება და საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენა. რამდენჯერ გიფიქრიათ გამთენიისას აგეღოთ ჩანთა და სადღაც, უმისამართოდ გადაკარგვა, იქ სადაც საკუთარ თავს, ფიქრებს, ოცნებებსაც კი დაემალებოდით.
- კესს, აქ ხარ? - გვერდით მიუჯდა სარა.
- უკვე ჩამოხვედი?
- რაღა უკვე 8 საათი ხდება. - ჩამავალ მზეს გახედა სარამ და ზღვის ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - აღარ იტყვი რა ხდება?
- რამე უნდა ხდებოდეს?
- კარგი, მაშინ თუ არაფერი ხდება, მართა გველოდება მისი გემრიელი ყავის კექსით და წავიდეთ. - ხელი გაუწოდა , რათა წამოდგომაში დახმარებოდა და ჩქარი ნაბიჯებით გაემარნენ სახლისკენ.
ღია ვერანდაზე ისხდნენ და ზღვას გასცქეროდნენ მეგობრები.
- მიყვარს ეს ადგილი, მისი სიმშვიდით და ზღვის ხედით. - ყავა მოსვა მართამ.
- აუ, მეეც. საოცარი ადგილია, - თმები აიწია სარამ და ჩუმად მჯდომ კესანეს გახედა. „რა ჭირს?“ თვალებით ერთმანეთს გადაულაპარაკეს დაქალებმა.
- მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ. მე ვცხოვრობ, ისე როგორც შემიძლია... შეიძლება ზოგჯერ ზედმეტად გულჩათხრობილი ვარ, ხან კი ძალიან ბავშვური, მაგრამ ყალბი არასდროს !... ადამიანებს იოლად ვპატიობ, მაგრამ თუ ვხდები, რომ მიყენებენ, ჩემით სარგებლობენ, უკანმოუხედავად მივდივარ მათგან... ახლა კი არ ვიცი, რა ხდება ჩემს თავს... უცნაური ეიფორია, უცნაური ტალღები დადის ჩემში... თითქოს დავიკარგე, გაორებული ვარ... იმდენად უცხოა ჩემში არსებული გრძნობა, ისიც კი არ ვიცი რა დავარქვა... იქნებ ვცდები და ეს სიყვარული კი არა სხვა რამაა... ან პირიქით, იქნებ სიყვარულია... - ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლები გაშლილი ხელისგულით მოიწმინდა კესანემ.
- კეეს... - დაქალები მოეხვივნენ. - იქნებ მიენდო, მიუშვა გრძნობა მის გზაზე და მიჰყვე დინებას?
- არ გამომდის, დაძაბული ვარ... სუნთქვა მეკვრის, როცა ჩემს სიახლოვესაა... ვერ ვმუშაობ, ვერ ვფიქრობ...
- და იქნებ ისიც მასეა?
- მერე მე რა ვქნა? მივიდე და ვუთხრა?
- არა, აცადე... ნუ იქნები დაძაბული, იქნებ ისიც შენს დღეშია, ისიც გაორებულია და შენამდე მოსასვლელ გზას ეძებს, რომელიც შენ ჩაუხერგე, იქნებ გულის კარი გაუღო, ჰა?
- უნდა წავიდე, მეძინება... - წამოდგა კესანე და საძინებელში გაუჩინარდა.
- სიმართლე გითხრა, შენზე ადრე თუ კესანე იქნებოდა შეყვარებული არ მეგონა. - ზღვის ჰორიზონტს გახედა მართამ.
- მთავარია, ორმხრივი სიყვარული, ერთი გულისცემა, ერთი ნაწილად გადაქცევა, თორე ასეთ გაურკვევლობას, ისევ მარტო ყოფნა სჯობია.
- ეგრეც იქნება, გაერთიანდებიან...
- ვითომ? - დაეჭვებით იკითხა სარამ.

****
მცხუნვარე მზის სხივებმა შეიჭყიტეს გოგონების ოთახში, დილიდანვე სიცხე იგრძნობოდა.
- არაა, როგორ ცხელა. - წამოდგა სარა.
- რა თქვი? - გაეცინა კესანეს, - შენ ამბობ, რომ ცხელა?
- მე არ მაწუხებს, პირიქით კარგია. დღეს მთელი დღე სანაპიროზე ვინებივრებ.
- მეც ეგ გეგმა მაქვს.
- მაშინ მე მზად ვარ და წავედით.
ეზოში გამოვიდნენ.
- დილა მშვიდობისა, მზია დეიდა.
- მშვიდობიანი დილა, ბავშვებო.
- ძინავთ მართას და ბავშვებს ხომ?
- კი, ძინავთ.
- კარგი, ჩვენ სანაპიროზე გავალთ. - თქვა სარამ და ჭიშკრისკენ გაემართა, - არ არსებობს, - სწრაფად შებრუნდა ზურგით და კესანეს დაეჯახა.
- რა იყო?
- არ მითხრა, რომ შენც იმას ხედავ ჭიშკართან, რასაც მე.
- ოო, - თავი გადააქნია კესანემ, - თუ მურადს გულისხმობ, კი ვხედავ.
- დალახვროს ეშმაკმა, თუ როგორ ამბობენ? - ამოიოხრა სარამ. - აი, რატომ დამსდევს კუდში?
- მშვიდობიანი დილა, მშვენიერო ქალბატონებო.
- გაბიი, ჩამოხვედიი? - კიბეებზე ჩამორბოდა მართა, - გამარჯობათ, რა გამახარეთ.
სარა შეწუხებული სახით იდგა, აშკარად სიურპრიზით აღფრთოვანებული არ ჩანდა.
- ცოლის დებო, აბა როგორ ხართ?
- 5 წუთის წინ კარგად და ახლა ვერ ვარ კარგად. - ამოიხვნეშა სარამ და ცხირაბზუებით გახედა მურკას.
- კარგად იქნები, შოკი მალე გაგივლის. - თვალი ჩაუკრა გაბრიელმა სარას.
- და რატომ ჩამოიყვანე?
- მართა და კესანე მომენატრა და მაგიტომ. - თქვა მურადმა.
- ვაიმეე, როგორი საყვარელი ხაარ, - გაუხარდა მართას.
- დაქალების გულზე გასვლით ცდილობ ჩემს გულზე გამოსვლას? - თვალები მოჭუტა სარამ.
- არაა, ცუდი იდეა. - ჩაეღიმა მურადს.
- და ჩემს ძმას ელაპარაკე? აა, მოიცა, ელაპარაკე და აქ გადაგმალა გაბრიელმა?
- ხო, მალვაში ვარ, მოსაკლავად მომსდევს.
- ძალიან კარგი. - გულთან ხელები ჩაიხვია სარამ.
- კარგი რა არის? რომ უნდა მომკლან თუ რომ ვიმალები?
- რომ უნდა მოგკლან!
- არ გაქვს მასეთი ცივი გული, ჩემი სიკვდილი, რომ გაგიხარდეს. - მიუახლოვდა და წინ დაუდგა გაბუსულ გოგოს ბიჭი, - ისე, თანხმობა მივიღე.
- რა თანხმობა? - უცნაური ტალღების რბოლას გრძნობდა სარა მთელს სხეულში.
- შენმა ძმამ, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და თუ ჩემს დას შეუყვარდები, გამიხარდებაო. - თმები გადაუყარა უკან და თვალი თვალში გაუყარა.
- იტყუები, - უკან დაიხია სარამ.
- დაურეკე, - მობილური გაუწოდა.
- არ მინდა. - ხელი აუკრა მობილურს და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა.

ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ემოციებია, ის ემოციები, რომლითაც ვივსებით და რომელთაც გავცემთ. არასოდეს უნდა ვთქვათ უარი იმ ადამიანთან ყოფნაზე, რომელიც გვაბედნიერებს, რომელიც ცდილობს შენს თვალებში მუდამ ბედნიერების ვარსკვლავებმა იციმციმონ, სევდის ცრემლი სიხარულის ცრემლად გადაგიქციოს, ტკივილიანი ტირილი - გულიან სიცილში, მოწყენილობა მხიარულებაში, შენთან ერთად წვიმაში იხეტიალოს, ხელი არასდროს გაგიშვას, შენს სახეს მუდამ ღიმილი მოჰფინოს და უყვარდე, უყვარდე მთელი გულით, მთელი გრძნობით... რაც მეტი ლამაზი და ნათელი წუთი იქნება, მით უფრო ტკბილი მოგონებები დაგროვდება.
- მზად ვარ კი ამ ყველაფრისთვის? მზად ვარ, სიყვარულისთვის? მზად ვარ, მივიღო მურადი და მისი სიყვარული? მზად ვარ, რომ მასთან ერთად უამრავი ლამაზი და ნათელი წუთები დავაგროვო? - ზღვის ტალღებში დასეირნობდა სარა.
- სად ყოფილა, ჩემი პრინცესა. - სარას წინ მურადი იდგა და იღიმოდა.
- ჰმ, ანუ პრინცესა... და არ გეშინია ამ პრინცესამ დედოფლობაზე უარი, რომ განგიცხადოს?
- არა, რადგან ჩვენს შორის გაბმულ უხილავ ტალღებს ვგრძნობ და ეს მაიმედებს.
- ანუ ბოლომდე იბრძოლებ?
- ბრძოლა უხეში ნათქვამია, უფრო ვიტყოდი „ბოლომდე გამოვიყენებ ჩემი სიყვარულის შესაძლებლობებს“.
- „რაინდი მურადი“ - გადაიკისკისა სარამ.
- მალე შეიცვლები, როცა გიყვარდება, შენს ირგვლივ სამყარო სულ სხვანაირი ხდება და იმედი მაქვს, რომ ამას სულ მალე იგრძნობ. - თვალი ჩაუკრა მურადმა გოგოს და ზღვაში შეცურა.
- მომწონს, - შეზლონგი მოათრია მართამ. - და შენ რას უწუნებ?
- არც არაფერს, უბრალოდ, რატომ უნდა ავჩქარდე?
- არა, აჩქარება ამ საკითხს არ უხდება.
- აბა რას ჭორაობთ გოგოებო? - თმები აიწია ზღვიდან ამოსულმა კესანემ, - კარგი წყალია, მშვიდი და კრიალა.
- ცურვა, რომ არ ვიცი მეზარება შესვლა. - გადაიკისკისა სარამ.
- ვიღაცის ტელეფონი რეკავს.
- შენი, - მობილური მიაწოდა სარამ.
- ლექსო... ხომ მშვიდობაა, რატომ მირეკავ? ... მე კარგად და შენ?... კი კარგად დავისვენე... ხო, მითხარი, გისმენ... რა თქვი? მოიცა, როდის? ასე უცებ? ... - აღელვება დაეტყო კესანეს, შუბლს ისრესდა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, - კი, ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენი იმედები გავამართლო... მშვიდობიანი გზა და მალე გამოჯანმრთელება ბატონ გოგის. - ცივმა დუმილმა დაისადგურა.
- კეს, აღარ იტყვი რა მოხდა?
- წავიდა... - ნაღვლიანად ჩაიცინა კესანემ.
- ნორმალურად თქვი კესანე, - წამოდგა სარა.
- ჯობია, ცოტა გავიარო.
- მოიცა, მეც წამოგყვები.
- გაჩერდი, - ხელი სტაცა მართამ სარას, - აცადე, მარტო ყოფნა უნდა.
- რა მოხდა? - მიუახლოვდნენ გოგოებს ბიჭები.
- ცოტა აირია სიტუაცია. - ჩამქარალი ხმით წარმოთქვა მართამ, - ლექსო, გაფრინდა საზღვარგარეთ.
- და მათ შორის იყო რამე? - იჭვნეულად ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
- არა, უფრო გაურკვევლობა, ვიდრე „რამე“... - თავი დახარა სარამ და რატომღაც მურადს გახედა და თვალები უმწეოდ მილულა.

***
სიყვარული უცნაური რამ არის, ვერ გაუგებ, ვერ მიხვდები ძლიერ დარტყმას, როდის მოგაყენებს... თითქოს არეული ფიქრებიდან სწორი ფიქრების ჯაჭვს იპოვი, მის გზას გაჰყვები და რა ხდება? ის მიდის, მიფრინავს და ისევ გაურკვევლ და აბსურდულ ფიქრებში გაბრუნებს, ისევ თავიდან იწყება უსასრულობის და არეულობის შეგრძნებები, რომელიც თითქოს უსუსურ არსებად გაქცევს... ფიქრებში ისევ ეძებ, ეძებ და თითქოს ისევ მასთან ხარ და სიყვარულსაც ჰპირდები...
- რა სიგიჟეა, - შუბლი მოისრისა კესანემ, - ჰმ, არადა თითქოს დავლაგდი, ახლა კი ისევ ავირიე, ან რატო ავირიე? ეს ხომ სიყვარული არც იყო? არც რამე იყო... არაფერი იყო... და მაინც, გული ჩამწყდა, რატომ? - ზღვას გახედა და ნაღვლიანად ჩაეღიმა.
- კესანე. - ნაცნობი ხმა მოესმა.
- ხო, სარა, - ნაძალადევად გაიღიმა.
- ნუ მოიწყენ გთხოვ, სამუდამოდ ხო არ წასულა? - თვალი ჩაუკრა დაქალს, - და თუ წავიდა, იცოდე სიზმრებში მოელანდე, გზებზე მოელანდე, თავგზა აურიე და პირველივე რეისით გამოფრინდება.
- გიჟი ხარ. - გადაიკისკისა კესანემ.
- ვიცი, სხვა რამე მითხარი, უკეთესი კომპლიმენტი. - დაქალს ჩაეხუტა, - ხომ არ დავბრუნდეთ?
- სახლში მინდა, ჩემს სახლში.
- მერე, მეც მაგას ვგულისხმობ, ავდგეთ და წავიდეთ, ჯერ მხოლოდ შუადღეა.
- მერე მურადთან სირცხვილი არ იქნება?
- ოჰ, მურადი მე კი არ ჩამომყოლია, გაბრიელს ჩამოჰყვა და მისი სტუმარია.
- შენ მაინც მიაქციე მაგ ბიჭს ყურადღება.
- დედაა, ეს ვინ მელაპარაკება სიყვარულის პროფესორი როდის აქეთ გახდი?
- ჯერ ცოტა მიკლია, დისერტაციის დაცვა არ მაცადეს.
- ქალიშვილო, გთხოვთ ასე მარტივად ნუ დანებდებით, იბრძოლეთ.
- როცა მოწინააღმდეგე არ არის, მარტო ბრძოლა უაზრობაა. - ხელკავი გამოდო კესანემ სარას და ჩქარი ნაბიჯებით დაბრუნდნენ სახლში.

***
ყოველთვის წინასწარ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდება, შესაძლოა მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდით არ დარჩნენ, ზოგი თავისით წავა, ზოგს კი დრო ჩამოგვაცილებს, ზოგს ჩვენ თვითონ მივუხურავთ გულის კარს... ყველა ადამიანი რაღაც მიზეზით ჩნდება და დიდი გამოცდილებას გვიტოვებს, ურთიერთობებიდან უნდა ვისწავლოთ და გავიზარდოთ... ცხოვრების ბოლომდე კი, მხოლოდ ის ადამიანები გვრჩებიან ვინც დრომ და გარემოებებმა გამოსცადა.
- მივდივართ, - სავარძელში ჩაჯდა სარა.
- კაი, რაა რატოომ? - შეწუხდა მართა და კესანეს გახედა.
- ასე მირჩევნია, ხომ იცი არეულობა როცა იწყება, სახლში ყოფნა მიყვარს.
- შენ მაინც დარჩი. - გახედა სარას მართამ, - დღეს ჩამოვიდა მურადიც.
- მურადი ჩემთან არ ჩამოსულა, თქვენთან ჩამოვიდა. - ხელი აიქნია, - მეც სახლში მირჩევნია, ამას მარტო ვერ გავუშვებ.
- ისე, შენთან ჩამოვედი... - ყურთან მურადის ხმა მოესმა სარას და ტანში სასიამოვნოდ გასცრა.
- კაი, ხო დავიჯერე. - სამი წლის ბავშვივით ენა გადმოუტიტა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნები, დაგემგზავრები. - თვალი ჩაუკრა.
- იცოდე, გზაში არ იწუწუნო, რა ნელა დადიხარო.
- ხმას არ ამოვიღებ. - ჩაეღიმა ბიჭს.
- არ არსებობს !!! - შეიცხადა კესანემ, - ვიინ? აუფ, ცოტა მისებური ტიპია... ხო, კარგი სოფ, ორშაბათს მოვალ ოფისში, დროებით.
- რა მოხდა? - ატამი გემრიელად ჩაკბიჩა სარამ.
- ლექსოს, გურამი შეცვლის.
- მოიცა, ნენეს დეიდაშვილი? რო გეპრანჭებოდა? - გაეცინა სარას.
- კი. - ხელები გულთან ჩაიმწყვდია კესანემ.
- რა გინდა. რო იქნება კაცი ნიჭიერი, ფაქტიურად თავისივე ხელით დაასამარა მომავალი სიყვარული და მეტოქე დააჯინა კაბინეტში. - ხითხითებდა სარა.
- სუუ, - თვალები დაუბრიალა კესანემ.
- რატომ? გურამიკო მიზანდასახული ბიჭია.
- რა სახელია ისე გურამი?
- მურად, ცოტა უხერხული ხომ არ არის ბიჭი მურადი სახელ გურამს, რომ იწუნებ? - უკმაყოიფლო სახით ცალი წარბი აწია სარამ. - შენ, რა უკეთესი სახელი გქვია?
- ეს, ერთ დღეს თავს მომაკლევინებს. - სიგარეტი გააბოლა მურკამ.
- ზღვა ახლოშია, შეგიძლია ახლავე გადახტე.
- იმედია მანქანაში მაინც არ ვიჩხუბებთ.
- წამო, წავედით უკვე. - წამოდგა კესანე და ჩემოდანი მანქანიკსენ გააგორა.

***
გული სასიამოვნოდ ძგერდა, მანქანაში დატრიალებული აურა, სარას თავბრუს ხვევდა, უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს სუნთქვა ეკვროდა, ჩუმად აპარებდა თვალს მურადისკენ და უფრო და უფრო ესიმპატიურებოდა, რუჯი კი ძალიან უხდებოდა, რატომღაც ძალიან უნდოდა ჩახუტებოდა.
- კონდეციონერს, რატომ არ რთავ?
- არ მიყვარს, გულს მიხუთავს, სუფთა ჰაერი მირჩევნია.
- ახლა უფრო ცხელი ჰაერია, თუ გონებას დავკარგავ შენი ბრალი იქნება. - გაიცინა მურკამ.
- ცხელი ჰაერის გამო თუ გონებას დაკარგავ და არა სხვა რამის გამო, მანქანიდან გადაგაგდებ. - მაცდურად ჩაეღიმა სარას.
- ისე, ძალიან კარგად მართავ ავტომობილს, მშვიდად და თვითდაჯერებულად.
- სადღაც 12 წელია საჭესთან ვზივარ, საკმაოდ ფრთხილი და კანონმორჩილი მძღოლი ვარ. ნამდვილად, არ მსურს ჩემი დაუდევრობით ვინმე დავაზიანო. ნახევარი საათით გვიან ჩავალ სახლში თუ ნახევარი საათით ადრე, ამას მნიშვნელობა არ ააქვს, მე ხომ 112-ში არ ვმუშაობ, რომ ვიჩქარო? აი, კესანეს სიჩქარე უყვარს ძალიან, სწრაფად მართავს, ახლა ჩემს გამო მიდის ნელა, იცის, რომ ტვინს ამოვუჭამ თუ აჩქარდება. - გაეღიმა სარას.
- ახლა მშვიდად ვარ, რომ ვიცი როგორი ფრთხილი ხარ, სულ ვღელავდი შორ გზებზე, რომ მიდიოდი.
- სასიამოვნოა, როცა ჩემზე ღელავ.
- რა თქვი? - უსაზღვრო გაოცება აღებეჭდა სახეზე მურადს.
- რაც გაიგე. - მაცდურად ჩაიღიმა სარამ და მანქანის სიჩქარეს მოუმატა.



№1 სტუმარი Marimari

Dzaan momwons ra:-D warmatebebi

 


№2  offline წევრი სესილია

Marimari
Dzaan momwons ra:-D warmatebebi

მადლობა მარიამ ❤

 


№3  offline წევრი OKI ME

ეე, რა კარგი იყო ❤️❤️ მომეწონა ♥️♥️
თუმცა, რა მოიცდის ეხლა ახალი თავის დადებამდე ((((
წარმატებებიიი ❣️❣️

 


№4  offline წევრი სესილია

Megioki
ეე, რა კარგი იყო ❤️❤️ მომეწონა ♥️♥️
თუმცა, რა მოიცდის ეხლა ახალი თავის დადებამდე ((((
წარმატებებიიი ❣️❣️


მიხარია ასეთი გამოხმაურება, მადლობა დიდი <3 დიდხანს არ გალოდინებთ შემდეგი თავიც მალე იქნება

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

სკაკსკსკსკ
ვაიმეეე ვკითხულობ და ღიმილი არ მშორდება.
საუკეთესო ხარ.
აი ისეთი მოთხრობაა ყველა რომ ყველასთან არის დაკავშირებული და ერთი დიდი წრე იქმნება... ასე გააგრძელე.. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.
წარმატებები..
როდის დადებ შემდეგს?

 


№6  offline წევრი სესილია

სტუმარი ანა
სკაკსკსკსკ
ვაიმეეე ვკითხულობ და ღიმილი არ მშორდება.
საუკეთესო ხარ.
აი ისეთი მოთხრობაა ყველა რომ ყველასთან არის დაკავშირებული და ერთი დიდი წრე იქმნება... ასე გააგრძელე.. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.
წარმატებები..
როდის დადებ შემდეგს?


დიდი დიდი მადლობა ასეთი გამოხმაურებისათვის ❤ ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია ???? სავარაუდოდ მე-6 ნაწილი ხვალ დაიდება ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent